შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიკვდილოდ ლამაზი. #2


13-08-2019, 21:09
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 125

მთელი კლასი ბანკეტის მზადებაში იყო, ერთადერთია ისევ მესხია რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს კაბის ფერი, ფორმა და სტილი. ალბათ წინა დღეს შეივლის მაღაზიაში და რამე სადას აირჩევს.
-გოგო და ასეთი პირველად ვნახე რა.-ბუზღუნით შევიდა შვილის ოთახში.
-რა იყო დედა?!
-რამდენიმე დღეში ბანკეტია შენ კიდევ კაბაც არ გაქვს ნაყიდი. -საწოლზე ჩამოუჯდა და მუხლებზე გადაშლილი წიგნი ააცალა. -მოდი რა წავიდეთ დღეს მაღაზიებში.. -შეპარვით უთხრა.
-თავს არ დამანებებ ხომ?
-არა.!
-კაი წავიდეთ.-ფანქრით დამაგრებული თმა ჩამოიშალა და ფეხზე წამოდგა. ბევრი აბოდიალა შვილი და ბოლოს ძლივს აარჩიეს სასურველი კაბა. კმაყოფილი დაბრუნდა თამარა სახლში.
-რას შვები თათი?-საღამოს დაურეკან დენიმ.
-რავი დენ, ვმეცადინეობ შენ რას შვები?
-ვერ მოიცლი ხომ ჩემთვის.
-ვერა.
-და რატომ ასე უხეშად..
-უხეშად არაფერი მითქვამს. უბრალოდ ვმეცადინეობ..-გაღიზიანებული ელაპრაკებოდა.
-ტონს მიაქციე გოგო ყურადღება.-იქიდანაც არანაკლებ გაღიზიანებული ხმა მოესმა.
-თავი დამანებე რა..-ტელეფონი გათიშა და საწოლზე მოისროლა. არ ვიცი რა სჭირს, უბრალოდ ახლა არავის და არაფრის გაგონება არ უნდა. მუსიკას ბოლო ხმაზე აუწია ყურსასმენებში და მათემატიკის დავალებას მიუბრუნდა.. წერით გართულს ვერ მიხვდა მის ოთახში როგორ აღმოჩნდა დადიანი. სსაწოლზე მოკალათებული მესხს ათვალიერებდა.
-ღმერთო ჩემო..-შიშისგა, მოულოდნელობისგან შეხტა.
-ახლა მითხარი რა ჯანდაბა გჭირს და ტელეფონი რატომ გათიშე.
-შენ ახლა სულ ასე უნდა იძრომიალო ჩემს ოთახში?! -ხელები გულზე დაიკრიფა და სკამიანად დენისკენ შეტრიალდა.
-რა ჯანდაბა გჭირსთქო?! -ხმა დაეძაბა.
-არაფერი უბრალოდ უხასიათოდ ვარ.-ბოლოს ისევ თათია დანებდა და მოლბა.
-ხომ იცი ვერ ვიტან ასე გაურკვევლად რომ იქცევი და თან ტელეფონს თიშავ.-საწოლზე წამოჯდა.
-ხო.. არ ვარ ხასიათზე.
-რა იყო კრიტიკული დღეები გაქვს?-ცალყბად გაეცინა.
-დენის.! -თვალები დაქაჩა და ლოყები აუწითლდა.
-აუ როგორ მისწორდება ასე რომ იმორცხვებ ხოლმე.-გულწრფელად გაიცინა და გოგონას მიუახლოვდა. ხელები სახეზე შემოხვია, ტუჩები მონაცვლეობით, მონდომებით დაუკოცნა. -როგორ შეგიძლია კოცნითაც ასე მასიამოვნო თათ..-შუბლით შუბლზე მიეყრდნო და მზერა ბაგეებზე დაასო.
-ტუილად იხარჯები დღეს არ გეღირსება.-ცხვირზე კბილები დაასო და ოდნავ უკბინა.
-ხვალისთვის ემზადები? არ გინდა კაბა მაჩვენო?
-აუუ კაი რაა. რა ტამარა დაგემართა..-თვალები აატრიალა.-დღეს ასჯერ ჩამაცვა და გამხადა..
-უხასიათო.! კაი წავედი მე ხვალ გნახავ და ეცადე ძალიან სექსუალური არ იყო. გამიჭირდება თავის შეკავება.! -საჩვენებელი თითი ცხვირზე დაჰკრა და ისე გაუჩინარდა მისი ოთახიდან როგორც მოვიდა.!
***
დილით მთელი ზარ-ზეიმით გააღვიძა დევდარიანმა შვილი და სალონში წაიყვანა, ყველაფერი მოუწესრიგა.გრძელი ბზინავი თმა ცხენის კუდად შეიკრა. სადა მაკიაჟი, ნაზი თვალის ჩრდილებით და მთელი დატვირთვა ტუჩების. სისხლისფრად შეღბილი ისეთი ლამაზი იყო ძნელი იქნებოდა თვალი აგერიდებინა მისთვის.! სახლში მისული მალევე გამოეწყო, მუქი ლურჯი ატლასის ნაჭერი, ბრეტელებიანი კაბა ჩაიცვა, ლამაზი დეკოლტით. ზედმეტადაც კი არ მოუჩანდა მკერდი. სამაგიეროდ ლამის თეძოდან იყო ჩახსნილი და ერთი ფეხი მთლიანად მოშიშვლებული.
-დედას სილამაზე ხარ შენ დე..-აღფრთოვანებული უყურებდა შვილს.-ლევან მოდი ნახე რა გოგო გვყავს..-კარებში მალევე გამოჩნდა მაღალი მამაკაცი, ოდნავ შევერცხლილი თმით და მკაცრი ნაკვთბით.
-ვაიმე თათი ეს შენ ხარ გოგო..
-მამა, არ დაიწყო რაა.-ხელი მაღლა ასწია.
-მამა თოფით უნდა გამოგყვე, ვინმემ არ მომტაცოს შენი თავი.! -ახარხარდა ორ მეტრიანი კაცი და ცოლს მხარზე ჩამოადო თავი.. -ეს რა გამიკეთბია თამრო და შენ რა გაგიჩენია..
-ვაიმეეეე.-აყვირდა თათია და ყურებზე ხელი მიიჭრა.-გეყოთ სიცილი და გამაცილეთ, მოვიდნენ ბავშვები.! -უკან მოიტოვა ახარხარებული მშობლები და დაბღვერილი სახით გავიდა გარეთ..
-ღმერთო თათია..-მანქანიდან დათოს წამოძახილი გაიგო და უკანა საქარე მინაც ჩამოიწია სადაც რამდენიმე კალსელი გოგო იჯდა.
-გოგოებბო რა ლამაზები ხართ..-გაუღმა ყველას და მათ გვერდით დაიკავა ადგილი, მძღოლს მორცხვად მიესალმა და მის გვერდით მჯდარ დათოს ხელი მხარზე დაკრა.-დავით რა სიმპათიური ყოფილხარ დავარცხნილი..
-შენც ლამაზ გამოიყურები.
-ოხ მადლობა.. -ტრადიციულად მთელი კლასი სკოლასთან შეიკრიბა, ეზო სავსე იყო ლამაზი გოგოებით და ელეგანტური ბიჭებით. დენისი ერთ ადგილს ტკეპნიდა, ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა დამალული, მეორეთი კი ტელეფონს ათამაშებდა, სადაც არადა არ მოდიოდა შეტყობინება. მალე მის წინ გაჩერდა მანქანა, ჯერ დათო გადმოვიდა ხელის აწევით მიესალმა ბიჭს და უკანა კარები გააღო. ერთმანეთის მონაცვლეობით გადმოდიოდნენ გოგონები, ბოლოს თათიაც გამოჩნდა.
-ღმერთო შენ მიშველე.-სიმწრით აღმოხდა და მის წინ მდგარ ულამაზეს გოგოს კიდევ ერთხელ დაუთვალიერა სასურველი სხეული. თითებით მხარს ეხებდა და დაბნეული სახით აკვირდებოდა გარემოს. როგორ უნდოდა მისულიყო ახლოს ძლიერაად შემოეხვია ხელები და ეს სანატრელი ბაგეები დაეკოცნა. დინჯი ნაბიჯით გაემართა მესხისკენ. -დღეს ძალიან მოგინდომებია..-ღიმილის კუთხეში მიაკრო ტუჩები.
-მხოლოდ შენთვის.! -ვნებიანი, მაცდური ხმით უპასუხა.
-ჭკუიდან გადაგყავარ...
-იყავით ასე.!-ფოტოგრაფის ხმა გაიგეს და დაბნეულებმა კაცს გახედეს. მესხის წინ იდგა მხოლოდ მხარით ეხებოდა და ტუჩებს არ აცილებდა მზერას, გოგო კი დაბნეული ოდნავ მორცხვი სახით, ზემოთ იხედედებოდა და დადიანის თვალებს უყურებდა. -მშვენიერია!
-ვსო ახლა დაიწყება.-მათკენ მომავალ ნინოს გახედა და თვალები აატრიალა.
-აი მერე მეტყვი მხოლოდ მეგობრები ვართო.! -ნიშნის მოგებით უთხრა წყვილს.
-არ ვართ მეგობრები. -დენისმა უხეშად უპასუხა და გოგონებს გასცილდა.
-რა უხასიათოა. ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო, თქვენზეა ნათქვამი... გადაგვიღეთ რა ჩვენც.!-ფოტოგრაფს გასძახა და პოზიორობა დაიწყო თათიასთან ერთად. საღამო მშვენივრად მიდიოდა, ყველა თავის სტიქიაში იყო. მუსიკას ყვებოდნენ და მშვენიერ დროს ატარებდნენ, მხოლო თათია და დენისი ისხდნენ მაგიდასთან, ერთმანეთის მოპირდაპირედ, მზერით ეფერებოდნენ. იმდენად დიდი იყო მათ შორის ვნების ცეცხლი რომ მთელ დარბაზს ედებოდა და ყველას სწვავდა. გარშემო ყველა გამქრალიყო და მხოლოდ ეს ორი იყვნენ.
-დენი წამო რა ვიცეკვოთ.-ტანის რხევით მიუახლოვდა კლასელი და სკამიდან ისე წამოაგდო ვერ მოასწრო გააზრება. სევდიანი ღიმილით გააქნია თავი თათიამ და ტეელეფონს ჩააჩერდა.
„ მე წავედი სახლში რა, დავიღალე ამ აუაზროობით.! „ შეტყობინება გაგზავნა ყველას დაემშვიდობა და რესტორნის კარები გამოიხურა. ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უკარნახა. მთელი ღამე უცნაურმა გრძნობამ არ დააძინა, ფორიაქობდა და უაზროდ საშიში ფიქრები დასტრიალებდა თავს.
მზის სხივებმა მოსჭრა თვალი და ნელა გაახილა. ცოტახანი იწრიალა საწოლში და შემდეგ სოციალურ ქცელში შეძვრა. ნელე ჩამოუყვა სიახლეებს და ერთ ერთ სურათში დენისიც იპოვა. ჯერ ვერ გაიაზრა სიტუაცია, ნელ-ნელა მოვიდა გონს და კარგად გაარკვია, სხვა გარემოში მყოფი იგივე ტანისამოსით მყოფი დადიანი, რომელსაც ვიღაც ქერთმიანის მკერდზე ედო თავი და იღიმოდა. გულში მწარედ გაჰკრა რაღაცამ. მრეკდზე მიიჭირა ხელი და გრძნობდა რა სიჩქარით უცემდა ორგანო.
-დამშვიდდი თათია.. -თავი გაიმხნევა და სიახლეებს აჰყვა, საერთოდ აღარ უნდოდა იმ სანახაობის ნახვა. -კაი რა პანიკაში ჩავარდი, დიდი ამბავი მხარზე უდევს თავი.-ცრემლებ ჩამდგარი იღიმოდა და თავს იტყუებდა, იმის იმედით რომ როგორმე გულის ცემას დაარეგულირებდა.
-ხო ნინო.-კალსელის ზარს უპასუხა.
-გოგო, ახლა დამირეკა ეკუნამ.. დენისის დედამ..
-მერე..-საწოლში წამოჯდა და ხმა აუკანკალდა.
-სახლში საერთოდ არ მისულა, უკვე სამი ხდება და კაცმა არ იცის სად არის, ხოდა მეთქი თათიამ ხომ არ იცისთქო..
-არა მე საიდან უნდა ვიცოდე?! -თვალებზე მიიჭირა ხელი. ეცადა ცრემლები არ წამოსვლოდა.“ იმ გოგოსთან არის.! „-გულში ტყვიასავით დაეჭედა ეს სიტყვები და ღაპა-ღუპით წამოსცვივდა ცრემლები.
-კაი თუ რამეა დარეკე რა. ყველა ვეძებთ.
-სად ხართ?
-ეკუნასთან. მოხვალ?
-კი მოვალ.-ტელეფონი გათიშა და სწრაფად ჩაიცვა, დედას ერთი მიაძახა მალე მოვალო და სახლიდან კისრისტეხვით გავიდა.მალევე იდგა სახლის წინ და შესვლას ვერ ბედავდა. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა, ფილტვები ჰაერით აივსო და კარზე დააკაკუნა.
-მოდი მოდი.-ნინომ გაუღო კარი და სახლში შეატარა.
-გამარჯობა ქალბატონო ეკა.-დასევდიანებულ ქალს ფრთხილად მიუახლოვდა.
-გამარჯობა თათი შვილო. ვაიმე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. მთელი ღამე ქალაქში დავდივარ იქნებ სადმე ვიპოვო.
-იცით მე სურათი ვნახე, ღამის ხუთ საათზე იყო დადებული..
-მერე...
-ბარში გოგოებთან ერთად იყო.-თვითონაც არ ჯეროდა ასე მშვიდად როგორ საუბრობდა.
-იცი სად არის ის ბარი?-იმედიანად ახედა მესხს.
-კი.. წავიდეთ კამერები ამოვაღებინოთ, გავიგოთ ბოლოს ვისთან ერთად წავიდა და მერე ის მოვძებნოთ.-სწრაფად ჩამოარაკრაკა..
-შენ გაიხარე დედი, წამო წავიდეთ. ბავშვებო თქვენ აქ იყავით, სახლში რომ დაბრუნდეს ხომ უნდა დახვდეს ვინმე. -ეკასთან ერთად ჩაჯდა მანქანაშ და აკანკალებული ხელები დამალა. გზა გაეწელა, თვალი არ მოუშორებია ფანჯრისთვის. წამოსულ ცრემლებს უჩუმრად იწმენნდა. როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე, ბარში ჩავიდნენ.
-გამარჯობათ..-ხმამაღლა დაიძახა თათიამ და ძლივს მიიპყრო ყურადღბა.
-გამარჯობათ.
-იცით ერთ ბიჭს ვეძებთ, მთელი დღეა სახლში არ მოსულა, არც ღამე იყო და გვითხრეს რომ ბოლოს ამ ბარში ნახეს.. იქნებ კამერების ჩანაწერები გვანახოთ.. ვნახავთ ვისთან ერთად სვავდა და იმის მიხედვით, რომ ვეძებოთ..
-კი,კი რა პრობლემაა ახლავე.-მობილური მოიმარჯვა, რაღაც ციფრები შეიყვანა.-დაახლოებით რომელი საათისთვის იქნებოდა ხომ არ იცით?
-ასე ხუთი საათისთვის.
-კარგი.-ვიდეო გადაახვია.
-აი ეკა დეიდა, აქ არის.-იმედიანად თქვა მის გვერდით კაცი რომ დაინახა ვიღაცას ესაუბრებოდა..რამდენიმე წუთი ასე უყურებდნენ როცა ის ქერა გოგო გამოჩნდა დენისის სიახლოვეს. „ღმერთო.!“
-ვაიმეე.-აღმოხდა სიტყვა და რომ არა ბარის დახლი წაიქცოდა. ხელები ჩამოადო, ზედ დაეყრდნო, თვალები დახუჭა და ატირდა. გაოცებული დადიანის დედა ჯერ ვიდეოს უყურებდა , როგორ გადაისვა უცნობი გოგო მუხლებზე და ეფერეგოდა. მერე ამ სანახაობით სასოწარკვეთილ გოგოს გახედა.
-წამო დედი წავიდეთ.-ხელი მოხვია მზრუნეველად. -მადლობა დახმარებისთვის.-ბიჭს მიუბრუნდა და მანქანაში დაბრუნდნენ.
-ამას არ ვიმსახურებდი.! -ხელებში ჩარგო თავი და მხრები აუთრთოლდა. მალევე უცხო ნომერმა დარეკა მის ტელეფონზე. დაბნეულმა ეკას გახედა და შემდეგ ტელეფონს, ცრემლები მოიწმინდა და უპასუხა.
-გისმენთ.
-მე ვარ.
-მერე.. -სიჩუმე.. ხმას ვერ იღებდა დენისი, სიჩუმისგან შეწუხებულმა გააგრძელა.-მე და ეკა დაიდა გეძებდით, სად ხარ მითხარი და მოგაკითხავთ.-მშვიდი ტონით ელაპარაკებოდა მაგრამ მხოლოდ დადიანი ხედავდა რამდენად სასოწარკვეთილი იყო იმ დროს თათია.
-მე თვითონ მოვალ სახლში. იქ დამხვდები?
-არა! რა მესაქმება შენს სახლში?! ნახვამდის.-ტელეფონი მოიშორა და ხმით ატირდა.
-კაი დე დამშვიდდი.-აცრემლებული თვალებით გამოხედა მის შვილზე უიმედოდ შეყვარებულ გოგოს.-არ იმსახურებს.!
-ეკა დეიდა, ძალიან გთხოვთ არ მინდა გაიგოს დენისსმა ეს ამბავი..
-როგორც შენ იტყვი.. სახლში მიგიყვანო?
-არ შეწუხდეთ, მე თვითონ მივალ. -თავი კი გაიგიჟა მესხმა მაგრამ მაინც მიიყვანა სახლამდე დადიანმა. ლოყები დაუკოცნა გოგოს. სევდიანი სახით მოშორდა იქაურობას.



№1  offline წევრი ნორმი

არა რა ეს ორი დღეა ძაან სასიხარულო ამბები ხდება ამ საიტზე და დიდი იმედი მაქვს არ მიყუჩდება.
ძალიან მაგარი ტავი ახლა უფრო მეტად ვხვდები რაღაცეების.
ძალიან არ მომეწონა ამ ორის დაშორება,მაგრამ სიმათლეც რომ გითხრა არც ტავიდან მომწონდა.
აი თატიასთვის ცოტა უფრო სხვანაირი ბიჭი მინდოდა,მე თვითონაც რომ ვერ აღგიწერ ისეთი,მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ???
ჰოდა ძალიან მაგარი ისტორიაა..
რაც მთავარია გამართულია და კითხვის დროს გადახტომ-გადმოხტომები არ მჭირდება და არც ასოების მიმატება გამოკლებით ვიტანჯავ თავს.
სუპერ გოგო ხარ!
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline მოდერი Phoenix..

ნორმი
არა რა ეს ორი დღეა ძაან სასიხარულო ამბები ხდება ამ საიტზე და დიდი იმედი მაქვს არ მიყუჩდება.
ძალიან მაგარი ტავი ახლა უფრო მეტად ვხვდები რაღაცეების.
ძალიან არ მომეწონა ამ ორის დაშორება,მაგრამ სიმათლეც რომ გითხრა არც ტავიდან მომწონდა.
აი თატიასთვის ცოტა უფრო სხვანაირი ბიჭი მინდოდა,მე თვითონაც რომ ვერ აღგიწერ ისეთი,მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ???
ჰოდა ძალიან მაგარი ისტორიაა..
რაც მთავარია გამართულია და კითხვის დროს გადახტომ-გადმოხტომები არ მჭირდება და არც ასოების მიმატება გამოკლებით ვიტანჯავ თავს.
სუპერ გოგო ხარ!

ჩემ დენისზე ამას ნუ ამბობ მეც და თათიასაც ძალიან გვიყვარს დენისიი ^_^ მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

აუუ რა კარგია.. ♥️ მალე მალე დადე და გაზარდე რა თავები..

 


№4  offline წევრი Notyourbabe

ხო არც ისე პატარა თავი იყო მაგრამ მაინც არ მეყო.
ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.
მეწყინა თათიას ასეთი მდგომარეობა.
იმედი მაქვს დენისი გამოასწორებს თავის შეცდომას <3
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად.

 


№5  offline წევრი Kalina

ვაიმე გული გამისკდა..
როგორ შემეცოდა❤️

ფენიქს, ძალიან კარგი ხარ❤️
გელიიიი❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline მოდერი Phoenix..

Kalina
ვაიმე გული გამისკდა..
როგორ შემეცოდა❤️

ფენიქს, ძალიან კარგი ხარ❤️
გელიიიი❤️

მადლობაა ძვირფასოო❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი waka

phoenix kargi ra eget saintereso adgilas damtavreba rogor sheileboda :((( male dade ra axali taviii... yvela sheni istoria wakitxuli maqvs ert erti umagresi mwerali xar, dzalian momwons sheni istoriebiii... sauketeso xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent