განქორწინებულის დღიური (თავი 2)
უცნობი ნაცნობი მამაკაცი -სახელი ? - მესმის უცნობის ხმა. -ლილი - ყოველგვარი ფიქრის გარეშე ვპასუხობ და ვუღიმი. ვგრძნობ, რომ ეს ძალიან გულწრფელი ქმედებაა; მგონი, მსგავსი განცდა დიდი ხანია არ მქონია. ჩემი და მახოს ურთიერთობას ბოლო დროს ხომ სიმყარეს მხოლოდ ვალდებულებები ანიჭებდა. -ულამაზესი ხარ - ჩურჩულით მეუბნება და საცეკვაოდ მიწვევს. ესაა და ეს. ნომრებსაც არ ვცვლით. უბრალოდ ვშორდებით გვიან ღამით, ანიასთან ერთად ვაჩერებ ტაქსის და მასთან ვრჩები. ალბათ ბევრს ეგონებოდა რამე აღვირახსნილი რამეები უნდა დამეწერა, მაგრამ ასე არაა. შესაძლო, გრძნობები გაქრა, მაგრამ ნაკვალევი კიდევ ასვია ჩემს გულს. თუნდაც ეს მოვალეობები და „ლილი, მაჭამე“ იმდენად ძლიერი იყო ბოლო დროსაც კი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მომიშორებია. ცხოვრება არაა ისეთი მათემატიკა, რომლის მიხედვითაც 1+1= 2 ; ეს ისეთი მათემატიკაა, რომელიც 1+1 -ის პასუხად თვლის 10-ს. *** ბოლო ერთი წლის წინ საბოლოოდ ვიქეცი ფერფლად. შესაძლოა, ბევრმა ვერ გაიგოს, მაგრამ სრულიად გავქრი, დავიშრიტე, საკუთარი თავი დავკარგე, მხოლოდ მახოს პრინციპებისა და სურვილების ამარა დავრჩი მთელი ქვეყნიერების წინაშე. ეს ძალიან რთული იყო, თუმცა დღეს ვგრძნობ, რომ ფენიქსივით აღვსდექი; როცა ადამიანს შორდები, ყველაზე რთული ის მოგონებებია, რომლებიც მისგან რჩება, ის ნივთები, ავეჯი, ტანსაცმელი, რომელიც მას გახსენებს; ამიტომ ცდილობ ყველაფერი გააქრო; მეც ასე მოვიქეცი, რამაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადამადგმევინა შვებისკენ. ახლა ? ალბათ გაინტერესებთ, რას ვიზამ ახლა ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.. უბრალოდ მინდა ვიცხოვრო, თავისუფლად ვისუნთქო და საკუთარ თავს ვეკუთვნოდე; სანამ საკუთარ თავს ბოლომდე, გულის უკანასკნელ კუნჭულამდე არ გაიცნობ, ფაქტობრივად ხომ შეუძლებელია ვინმეს შეყვარება, გაბედნიერება.. *** კვირა დღეა, გვიან ვდგები, ბოლო დროს ძალიან გავზარმაცდი. ჩემდა გასაკვირად „ასპრიას“ მივიწყებულ აბონემენტს ვიღებ და დარბაზში წასასვლელად ვემზადები. მართალია, ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ გამო ვცდილობთ ქალები ფორმაში ყოფნას, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა გამოიყურებოდეს კარგად; სანამ არ დააფასებ თავს, ვერავინ გაიგებს შენს ფასს. ეს ძალიან მარტივი, ლოგიკური წესია, რომელიც ხშირად გვავიწყდება. სარბენ ბილიკზე მოგონებები კიდევ ერთხელ მეშლება თვალწინ. სიჩქარეს ვუმატებ და ასე ვცდილობ, გავუმკლავდე მათ. ანიამ მირჩია, ვინმე უნდა გაიცნო, რომ ყურადღება გადაიტანოო, მაგრამ ესეც არ მინდა. რატომ ? რადგან მეზარება. ქართველ მამაკაცთა უმრავლესობას ხომ მხოლოდ ორი რამ უნდა : ან უბრალოდ სექსი, ან უბრალოდ ცოლის მოყვანა, რათა ამ უკანასკნელით მშობლებისა და გარშემომყოფთა კმაყოფილება მოიპოვოს. დღეს ძალიან ცოტა ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებისთვის. უფრო მეტად გვაინტერესებს, რას იფიქრეს სხვა, როგორ შეაფასებენ ჩვენს ქმედებას, ავსა თუ კარგს... და სულ გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ ჩვენ ! სიყვარული სიყვარულის მოგონებად რჩება , თუ უფრო ძლიერი გრძნობის ფენა არ გადააფარე, სხვანაირად შორს ვერ გაწევ. *** სახლში მოსული საკუთარ ფიგურას ვაკვირდები, რაც ძალიან მომწონს. როცა თავს ცუდად ვგრძნობ, სარკეში ვიხედები და მომენტალურად კარგ ხასიათზე ვდგები. მართალია, მახომ და თვალდახუჭულმა გრძნობებმა ეს ერთი წელი ლამის საქმიან დიასახლისად მაქციეს, თუმცა ტიპიური ქართველი ცოლი არ გავმხდარვარ, საკუთარი თავისთვის მაინც სულ მრჩებოდა დრო, ენერგია, კვირას არ ვტოვებდი სპორტდარბაზში ვიზიტის გარეშე. როცა რაღაც გულით გინდა, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, მოინდომო და არ გადაუხვიო მიზნისკენ მიმავალ გზას. საღამო მინდა, მშვიდად გავატარო. წითელ ღვინოს ვხსნი, რომანტიკულ ფილმს „ფრანგული კოცნა“ ვრთავ დიდ ეკრანზე და დივანზე ნახევრად ვწვები. რატომღამ მსგავს ხასიათზე ვარ. მინდა, გრძნობები გავაიდეალურო, ცხოვრება მეტ ფერში აღვიქვა, მინდა, ცოტა ხანი გავატარო არარეალურ სამყაროში. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს ის, რაც მელოდრამებში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 24 წლის ვარ; ცხოვრებაში ხომ მსგავსი რამ თითქმის არ ხდება, ან თუ ხდება მხოლოდ ძალიან მცირე ხანს გრძელდება. ვერ ვხვდები, რატომ ქვია ფილმს კოცნა და მაინცდამაინც ფრანგული; ალბათ საქმის გაიოლება უნდოდათ. სათაური ხომ ნახევრად მონუსხულ აუდიტორიას ნიშნავს. *** სოციალურ ქსელიდან მახოს მთელ ნათესაობას ვშლი, რადგან ტვინის ბურღვის მეტს არაფერს აკეთებენ. შემდეგ საწოლიდან ვდგები და სარბენად გავდივარ. ცოტა ცხელა, მაგრამ დიდად არ მადარდებს; ხშირად განწყობა ამინდს იმდენად ანეიტრალებს, ვერაფერს გრძნობ. ფიქრები მაინც თავისას შვრება. ცოტა ხანს ვჩერდები, სიმწვანეში ძირს ვჯდები და რაღაცები მახსენდება. ამ დროს მისი ზარი შემოდის. მაშინვე ის ფრაზა ჩამესმის, რაც ბოლოს მითხრა : „მიდი, ახლა ვინმე სხვას შეეტენე.“ არც ვპასუხობ. ან რატომ უნდა ვუპასუხო ? მაგრამ არც ვუთიშავ. რეკოს, რეკოს... ტელეფონს უხმოზე ვაყენებ. ყველაზე საშინელი განცდა ხომ ლოდინია და ამაზე კიდე უარესი - უიმედო მოლოდინი. ადამიანები ვერ ვურთიერთობთ დროსთან : ხან გვინდა, ძალიან ნელა გავიდეს, ხან შეჩერდეს, ხან კი სინათლის სიჩქარეს გაუტოლდეს. არსებობენ ფიქრები, რომლებიც ძალიან ხშირად გვინდა, უბრალოდ არ იყვნენ და არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გვინდა, გაქრნენ. ახლა ასეთი სწორედ მახოა. სირბილითვე მივდვარ სახლისკენ, გზაში ძველი ნაცნობი მხვდება; -არ გადაგკოცნი, ოფლიანი ვარ - ვეუბნები ღიმილით. -რა პრობლემაა - ლამისაა ძალით მაკოცოს, მაგრამ ვიშორებ. -რას შვრები, აბა ? რა არის ახალი ? - ეს ის კითხვებია, რომლებიც ლამის უცნობი ადამიანისგან ძალიან არ მსამოვნებს, თუმცა მასში როდია პრობლემა, უბრალოდ ეს უხერხული მომენტი ქმნის ობობის ქსელის მაგვარ რამეს. -რა ვიცი, ისეთი არაფერი - ვპასუხობ და ვიცი, რომ ვატყუებ. განქორწინება განა ისეთი არაფერია ? -მომავალ კვირას ახალმოსახლეობა მაქვს და ამოდი მახოსთან ერთად - სასხვათაშორისოდ მთავაზობს, მე კი მხრებს ვიჩეჩ - კარგი, რა... ნუ გერიდება ! - ეღიმება გიორგის. -არ შემიძლია.. -რატომ ? -არ მცალია, სამსახური და.. -კარგი, რა.. კვირას ვინ მუშაობს ? შვილებიც არ გყავთ.. - ლამისაა დამაძალოს. -ნუ, კარგი.. მაგრამ მარტო მომიწევს მოსვლა. -მახო სადმე მიდის ? -დავშორდით - მოკლედ ვპასუხობ. -კარგი, მარტო მოდი. მიხარია, რომ არ მეძიება, ან არ იცხადებს „დედა, ეს რა მოხდა“ სახით. ადამიანთა უმრავლესობა ხომ განქორწინებას ტრაგედიად აღიქვავს, ერთი სამყაროს დასასრულად, სიცოცხლის ჩაკვლად, სამუდამოდ გაფერფლებად.. მაგრამ ასე როდია ! ცხოვრება იმდენად მშვენიერია ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ მდგომარეობაში, ხშირად ძალიან მარტივია გაბედნიერება ! თუნდაც ახლა ძალიან სასიამოვნო განცდა მეუფლება, როცა სახლში ვბრუნდები და გრილ შხაპს ვღებულობ.. ამქვეყნად წვრილმანებში იბადება ბედნიერება, განვითარების შანს კი ჩვენ, ადამიანები, ვაძლევთ. *** მთელი კვირა რუტინულად გადის, როგორც ხდება ხოლმე. რთულია ცხოვრება და ხშირად მომაბეზრებელიც კი.. ჩვენი სიმამაცე კი სწორედ ამ სირთულეთა გაძლებაში მდგომარეობს. რთულია იყო ადამიანი და ამაზე კიდევ უფრო რთულია, იყო საზოგადოების წევრი. კვირა დღისთვის აღელვებით ვემზადები. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია მსგავს სიტუაციაში არ ვყოფილვარ. შავ შორტებს და ჭრელ ტოპს ვიცვამ, ფეხზე კედებს; ჩემებურ მაკიაჟს ვიკეთებ, საჭესთან ვჯდები და google map - ის დახმარებით ვადგები გზას. გზაში არაფერს ვუსმენ. ფიქრები მინდა დავალაგო, დაძაბვისგან ვიხსნა გონება და სული გავათავისუფლო. რამდენი მიცხოვრია ? რამდენი დღე ? და რამდენი ყოფილა აქედან ბედნიერების მომტანი ? ვფიქრობ, კონკრეტულ რიცხვებს ვერ გამოვყოფ; ცხოვრების დღეები ხომ ერთანეთზე კვებითი ჯაჭვის მსგავსადაა გადაბმული. ამაზე მაშინაც მიფიქრია, როცა ბიოლოგიის სწავლა ახალი დაწყებული მქონდა, ანუ ჯერ კიდევ მოსწავლეობისას. -კეთილი იყოს შენი ფეხი - გიორგი კარებშივე მეგებება, მიღიმის და საკოცნელად იწევა. ერთი ოდნავ სასაცილო მომენტი მახსენდება ამ სიტუაციაზე, ეზოში შევდივართ. ჩემი უცნობი ნაცნობი ზოგადად მიყვება ახალ სახლზე, შემდეგ კი დათვალიერებას მთავაზობს. -ჯერ არავინ მოსულა ? -ვეკითხები ინტერესით. -ადრე მოხვედი, ლილ - მპასუხობს თბილი, სასიამოვნო ხმით. ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მამაკაცის ხმას, ამიტომ ახლაც ამაზე ვაკეთებ აქცენტს. -მშვენიერი სახლია .. -გაოცებას ვერ ვმალავ გემოვნებიან შერჩეულ ინტერიერზე. -შთაგონება როცა გიპყრობს, სხვანაირად შეუძლებელია - ეცინება გიორგის. -უცნაურია არა ? სრულიად შემთხვევით შევხვდით და.. -მაწყვეტინებს ფრაზას; -ცხოვრებაც ხომ ერთი დიდი შემთხვევითობაა, ლილ.. -აი, სტუმრებიც მოვიდნენ - უცნაური დაძაბულობა მხრებიდან მეხსნება. ___ ესეც მეორე თავი. ველოდები შეფასებებს, რჩევებს. მომენატრეთ ყველანი ძალიან და ასევე ძალიან მომეენატრა წერის პროცესი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.