განქორწინებულის დღიური (თავი 1)
თავისუფლება თვალის გახელა უცნაურად მაბედნიერებს. თავს ჯერ კიდევ უჩვეულოდ ვგრძნობ. კოშმარი ვნახე, სადაც შებოჭილი ვიყავი, მაგრამ საათის ხმამ რეალობასთან დამაახლოვა. თითქოს ახალ ცხოვრებას ვიწყებ, უფრო ლაღსა და ბედნიერს. ძარღვებში მოჭარბებულ ენერგიას ვგრძნობ; თითქოს მრავალი წლის შემდეგ ჩემამდეც მოაღწია ამნისტიის ძალამ და როგორც იქნა, თავისუფლად დავიწყე სუნთქვა. დილას აღარავინ მეძახის, ჩაი აადუღეო, აღარავინ მთხოვს ტოსტის გაკეთებას... 12 საათამდე საწოლში ვატარებ დროს და ვვცდილობ, საკუთარი განვლილი წლები შევაჯამო. პირველი კოცნა ? ვცდილობ, გავიხსენო... ეს ის ბიჭი იყო ბაღში, პირველად რომ მაჩუქა ყვავილები. შემდეგ პირველ ღამეზე მეფიქრება. მახო, ჩემი მეუღლე. ისიც მახსოვს არც ისე დიდი ხნის შემდეგ როგორ შეაფასა მომხდარი, გოგო იმას უნდა გაყვეს ცოლად, ვისთანაც პირველად იწვაო და მეცინება. აი, თურმე „კოზირი“... მახსენდება, როგორ მოვექეცი მისი სიყვარულის მარწუხებში, ან იქნებ სიყვარულის კი არა მისი აზროვნების გავლენის ქვეშ ? არ ვიცი.. უბრალოდ იმას ვაანალიზებ, რომ ჩვენი თანაცხოვრების ეს 5 წელი სულაც არ ყოფილა ბედნიერი, ოდნავაც არ ჰგავდა ისეთ, როგორსაც სასიყვარულო მელოდრამებსა ან კომედიებში გვანახებენ. პირველი ქორწინება - ფიქრები აქეთკენაც მიდის. ეს მახო იყო. მგონი, აღარც მინდა, ამ თემას ჩავუღრმავდე. ფეხზე ვდგები და ნახევრად შიშველი სააბაზანოში შევდივარ. რა ბედნიერებაა, არავინ მაჩქარებს, განუწყვეტლივ აღარ ჩამესმის : „სწრაფად, ლილი, სწრაფად ! მაგვიანდება სამსახურში !“ შხაპის შემდეგ აივანზე გავდივარ, ყავით და სიგარეტით ხელში. ეს საშინელი ჩვევა როდის გახდა ჩემი თანამგზავრი ზუსტად არც კი ვიცი. მახსენდება ჩვენი ქორწინების ცერემონია (თუ შეიძლება ასე ერქვას). უბრალოდ მივედით ქაჯებივით, ან სიყვარულით დამწვრებივით იუსტიციის სახლში და გიჟებიცით მოვაწერეთ ხელი ჩვენს მეგობრებთან ერთად. მომდევნო რამდენიმე თვე კი გვიწევდა იმის მტკიცება, რომ არაფერი „მიგვიქარავს“. ვიცი, ძალიან ბანალური ისტორიაა, ბევრისთვის არაფრისმთქმელიც, თუმცა დღეს ხომ ყველაფერი გაუაზროვნდა. სარკეში ვუყურებ საკუთარ თავს. ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა უხასიათობას ან გაურკვევლობას ვგრძნობ. მგონი, საკუთარი თავი ძალიან შემიყვარდა. აი, ეს კი ბედნიერებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ისევ საათს ვაშტერდები. ორს გადასცდა. მაგო აქ რომ იყოს, უკვე განგაში დიდი ხნის დაწყებული ექნებოდა, სადილის დროა. მთელი ზაფხული ხომ ასე მიშლიდა ნერვებს, გინდ თბილისში და გინდ სადმე სხვაგან. სხვა წელიწადის დროებშიც არ მაკლებდა, „ბირჟიდან“ მირეკავდა სამსახურში, რა ვჭამო, სად დატოვე ფული, ან საჭმელიო. მე კი სრულიად დაბრმავებული სიყვარულისგან, თუ ჩემი სისუსტისგან თვალებში შევსციცინებდი ჩემს გამოლენჩებულ ქმარს. *** მისი ეჭვიანობის სცენების გუშინდელი დღესავით მახსოვს. ვინმეს სოციალურ ქსელში რომ მოეწერა, ეგრევე მაბლოკინებდა. მეც ცხვარივით თავს ვუქნევდი. ერთხელ კინოში იმის გამო კინაღამ დედამიწაც კი გადამიბრუნა, რომ ტელეფონი თქმის წამსვე არ ვათხოვე. მხოლოდ ახლა თუ ვაცნობიერებ თავისუფლების ფასს, თუმცა ხუთი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. არ მჩვევია გარდასულ მოვლენათა გამო სინანული, ცხოვრება ხომ გრძელდება და უბრალოდ შეუძლებელია რამის შეცვლა; თან გამოცდილებად ქცეული წარსული ლამაზი მომავლის საწინდარია. ერთი რამ კი ძალიან მიხარია, შვილი რომ არ მყავს. იქნებ მახოს დამსგავსებოდა, მისნაირი თავქარიანი, ფეთქებადი და უხასიათო ყოფილიყო. ძალიან ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს : „რამ შეგაყვარა ის ?“ თუმცა პასუხი არ მაქვს და მიჩნდება კითხვა : „ნუთუ, სიყვარული ასე გვაბრმავებს ?“ და საერთოდ სად იბადება სიყვარული ? საიდან მოდის და შემდეგ როგორ იბუდებს ჩვენში ? - ეს ის კითხვებია, რომლებიც გონებაში აზრებს კიდევ უფრო ადუღებს და ორთქლს ლექავს. ფიქრები ერთამეთში ირევა, მერე უბრალოდ ძალიან მეცინება საკუთარ თავზე და სამსახურში მივდივარ. პროექტთა ორგნიზატორი ვარ ერთ-ერთი საკმაოდ ნორმალურ კომპანიაში. ვინაიდან ახლა ზაფხულია, სამუშაო თითქმის არაა და როცა მინდა, მაშინ მივდივარ. *** სამსახურის შემდეგ, დაქალი მირეკავს, კლუბში წავიდეთო. მეც მაშინვე ვთანხმდები, ყოველგვარი ქმართან ზარის ან „ქმარს ხომ არ შიას“ გარეშე. აი, ახლა სრულად ვააანალიზებ, რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება. ვფიქრობ, ბოლოს როდის ვსუნთქავდი ასე ლაღად.. ვიცი, ვაჭარბებ, მაგრამ მახოსთან თანაცხოვრების ბოლო წელი მართლაც კოშმრად იქცა; მუდმივი კამათი, ჩხუბი, ეჭვიანობა, „რას აკეთებ, ქალო“, „მოდი სახლში, მშია“ და სხვა მარგალიტები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მასთან დაშორება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მამაცური ნაბიჯი იყო, რომლითაც ვამაყობ. სიყვარული, მგონი, მართლაც ოთხ წელიწადს ძლებს, შემდეგ კი შეჩვევაში გადაიზრდება ხოლმე და გვჯაჭვავს სასიყვარულო ობიექტს. -მეუცხოება აქაურობა, რა - ვეუბნები ანიას, რომელიც ცეკვისკენ მიბიძგებს. -ჰო, აბა, მახოს ხელში, კუხნიას ვერ სცდებოდი ეს ერთი წელი - ხარხარებს ჩემი დაქალი და სასმელს მაწვდის - დალიე ! -დავლიო ? - მეცინება საკუთარ კითხვაზე და სასმელი პირისკენ მიმაქვს. ძალიან ბევრს ვცეკვავთ, თუმცა დრო ძალიან მალე გადის. იმდენს ვსვავთ, გონება მებინდება და თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. პ. ს ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მგონი, დავუბრუნდი ისტორიების წერას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.