შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლის ორდენი თავი.6 MALLEUS MALEFICARUM


14-08-2019, 03:58
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 086

ანგელოზის მოთქმა სულ უფრო ძლიერდებოდა, მის სხეულს ამოფარებული სილუეტი კი ნელ_ ნელა ჩრდილიდან გამოდიოდა და შესამჩნევი ხდებოდა.
_ ელა _ უცნობის იდუმალი ხმა გაქცევის საშუალებას არ მაძლევდა.
_ ელაა _ ყურები მიგუბდებოდა და გამოსახულება ფერებს იძენდა.
_ ალისტერ _ შავ მანტიაში გამოწყობილი ჩემსკენ მოიწევდა და უცნაური სახელით მომმართავდა.
_გაიქეცი ელის, გაიქეციი !! _ თვითგადარჩენის ინსტინქტი მოქმედებისკენ მომიწოდებდა, მაგრამ ვაცნობიერებდი , რომ უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი.
ტანში საშინელმა სიცივემ დამიარა, თითქოს ძარღვებში სისხლი გამყინვოდა. რამდენიმე ნაბიჯის უკან გადადგმა მოვახერხე, როცა ქანდაკების ფეხებთან განთხმული გველი გაინძრა.
ვიფიქრე- ყველაფერი მეჩვენება-მეთქი , მაგრამ რეალობა სულ უფრო მეტად საშინელი და სულისშემძვრელი ხდებოდა.
_ ელა _ ისევ იმ სახელით მომიხმობდა და ისე მიახლოვდებოდა, თითქოს მიწას სულ არ ეხებოდა . სახეზე ირონიული სიცილი დასთამაშებდა. გრძელი, ჩამოშლილი შავი თმა კანის ფერს მეტად ავადმყოფურ, თეთრ ფერს სძენდა.
_ გაიქეცი _ ისევ ჩამესმა შინაგანი ხმა და შევეცადე ნაბიჯი გადამედგა, როგორმე უკან დამეხია.
_ ელააა _ ისევ მიხმობდა, წითელი ბაგეები ჩემს სახელს ამოთქვამდნენ და ეშმაკურად მიღიმოდნენ. შავი, ანთებული თვალები მტაცებელს მიუგავდა, რომელიც ტკბებოდა თავისი მსხვერპლის უსუსურობით და ნადირობის დასასრულს, მისი შიშითა და ემოციურობით იკვებებოდა.
_ შენ რა ... _ სიტყვა გამიწყდა და უკან გადადგმული ფეხი გამიკავდა, როცა აცახცახებულმა მისი ცივი, ამოსუნთქვა ვიგრძენი სახეზე.
_ ალისტერ ეს... _ სახელი გაჭირვებით წარმოვთქვი და აღსასრულის მოლოდინში გავინაბე. შმორისა და ჟანგის სუნი ერთმანეთში ირეოდა და გულს მირევდა. მისი პირიდან გადმონაღვენთი ბლანტი, მუქი ფერის სითხე ყველანაირ იმედს მიკლავდა.
ნუთუ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო აღსასრული? იოლად დანებება არ მინდოდა , მაგრამ განუკურნებელი სენივით შემოჭრილ შიშსა და სისუსტეს ვერაფერს ვუხერხებდი.
_ რატომ არ გარბიხარ ელა? _ საზარელი ხმა, ახლა უკვე ყურში ჩამჩურჩულებდა და ჩემს ქმედებას აკვირდებოდა.
_ პატარა ელისი არა?_ ბოლო მიმართვა ეშმაკური ღიმილით დაასრულა და ვიგრძენი, როგორ დამისველა მხარი, მისი ბაგეებიდან გადმოღვრილმა სითხემ.
სუნთქვაშეკრულმა დავიხიე უკან და გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ ფეხებში მიწა გამომეცალა და მთელი სხეულით შევიგრძენი ჰაერის ტალღები, რომლებსაც შავ უსასრულობაში გადაშვებული სხეული არღვევდა. საიდანღაც ისევ მესმოდა სულისშემძვრელი ტირილისა და გოდების ხმა, რომელმაც ალისტერის ავისმომასწავებელი გამოჩენა მამცნო. უფსკრულისკენ მივექანებოდი, რეალობა წამის მეასედში შეცვლილიყო და ყველაფერი შავ ფერს მოეცვა. ყვირილის სურვილი მკლავდა, ვარდნით განცდილი ემოციის გამოხატვა მსურდა, სხვანარად წარმოუდგენელიც იყო, მაგრამ ყოველი პირის გახსნისას ბგერაც კი არ ამომდიოდა. არსებობას სიშავესა და სიჩუმეში ვასრულებდი. ფიქრები ერთმანეთს ანაცვლებდნენ და სწრაფად ვეგუებოდი აღსასრულს, თუმცა შევცდი.
იქნებ, კიდევ მქონდა შანსი? უკვალოდ და უაზროდ ჩაივლიდა ყველაფერი? არ ვიცი რას გრძნობენ გარდაცვალებისას, ან იმდროს, როცა იაზრებენ რომ ყველაფერი დასრულდა. იქნებ ეს იყო ის სიცარიელე, რომელსაც ამხელა ადგილი დაეკავებინა ჩემს გულში და ახლა ყველაფერი ის, რაც ჩემს შიგნით იყო, გარეთ აპირებდა გამოსვლას და ამოტივტივებას? მაგრამ ამ ყველაფერთან რა კავშირი ჰქონდა ალისტერ ჰოვარდს და მის იდუმალებით მოცულ გამოჩენას?
_ იქნებ ბებია ვნახო? _ სასოწარკვეთილების უკიდურეს ფორმამდე დასულმა ზურგზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი და სახე მომეღრიცა.
სხეულზე ჰაერის ტალღების შეხებას ვეღარ ვგრძნობდი. მარადიული სიშავეც სადღაც გამქრალიყო შორიდან კი,ხალხის ხმა ისმოდა -გაურკვეველი და უცნობი.
ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე ადგილიდან დავძრულიყავი და საშინელი ტკივილის განცდა ცოტა ხანს დამევიწყებინა.
_ ცოცხალი ხარ, ელის ცოცხალი ხარ _ შინაგანი ხმა საუბარს განაგრძობდა და მამხნევებდა. კიდევ ერთხელ ვცადე წამოვწეულიყავი და ნაბიჯი გადამედგა.
_ სად ვარ? _ ახლა უკვე საკუთარ თავს ველაპარაკებოდი და მიხაროდა, რომ საუბარი შემეძლო. წელში გამართულმა ფეხის სწორად გადადგმა ვცადე და ტკივილს ვაჯობე. ვცდილობდი ტერიტორიას დავკვირვებოდი და გამეგო, სად ვიყავი. რაიმე წარწერა ან მინიშნება მაინც აღმომეჩინა იმისა, რომ ნამდვილად გადარჩენილი ვიყავი და გარდაცვლილთა სამყაროში მოხვედრილ, გზააბნეულ სულად არ დავრჩენილიყავი.
დაცემის ადგილი არც ტყეს გავდა და არც რაიმე ნაცნობ ტერიტორიას. შებინდებულიყო , მზე ნელ-ნელა ჩადიოდა და მასთან ერთად ხმაურიც ძლიერდებოდა. განერვიულებულმა გავხედე მიდამოს, ალისტერი არსად ჩანდა, არც ის გოდების ხმა ისმოდა და სასაფლაოც სადღაც გამქრალიყო. ნაბიჯს ავუჩქარე და შევეცადე, რაიმე მინიშნება მაინც მეპოვა ან ვინმე ცოცხალი, ვისაც იმ ადგილის შესახებ გამოვკითხავდი და მერე უკან დაბრუნებას შევეცდებოდი. წვრილ ბილიკს გავუყევი და იქითკენ გავემართე, საიდანაც ხმაური მოდიოდა. მოსალოდნელი სიკვდილისგან თავი დამეღწია, თითქოს საფრთხე აღარ მემუქრებოდა, მაგრამ მაინც ვგრძნობდი რაღაც ამოუხსნელს, რაც მოსვენებას მიკარგავდა და ცოტა ხანს დამშვიდების საშუალებას არ მაძლევდა.
როგორც იქნა შედარებით განათებულ ადგილას გავედი. ირგვლივ ყველაფერი უცნაურად გამოიყურებოდა. შენობები, რომლებიც სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლები იყო, ნამდვილად არ ჰგავდა თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს. პატარა ქვის ნაგებობებთან არანაირი მინიშნება და ცივილიზაციის წყარო არ ჩანდა. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მაბნევდა და სასოწარკვეთილებაში მაგდებდა. იქნებ, სულაც არ დამეღწია თავი განსაცდელს? მარჯვენა მხრიდან თითქოს ვიღაცის ყვირილის ხმა მომესმა, ეს ხმა ცოტა ხანში გაძლიერდა და მთელს არემარეს მოედო. ვერ ვხვდებოდი, უნდა გავქცეულიყავი, თუ ადგილზე მომეცადა და დავლოდებოდი ვინმეს გამოჩენას.
_ ჰეეიი!!! არის აქ ვინმე ცოცხალი ? _ უაზრო მოლოდინმა დამღალა და გადავწყვიტე მოქმედებაზე გადავსულიყავი. თვითგადარჩენის ინსტიქტური ამოძახილი უპასუხოდ დარჩა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ და იმ ბილიკთან შევჩერდი, საიდანაც უცნაური შეხედულების სახლებთან გამოვედი. მეორე მხარეს უკვე ტყე იწყებოდა და ხმაურიც ზუსტად იქიდან აღწევდა ჩემამდე. აშკარად ადამიანების ხმა იყო, მაგრამ გაურკვეველი და უცხო, თითქოს რამდენიმე დიალექტი გაეერთიანებინათ და ერთ ხმაში ყვიროდნენ გაცოფებულნი.
დავაპირე, კიდევ ერთხელ დამეყვირა და ჩემი ხმა როგორმე, მეორე ცდაზე მაინც მიმეწვდინა სულიერთათვის, მაგრამ სუნთქვა შემეკვრა, როცა ბილიკზე გამოჩენილი ხალხი დავინახე. გამძვინვარებულნი მოიწევდნენ წინ და უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ. უჩვეულოდ შემოსილ ხალხის ჯგუფს წინ რკინის ხელსაწყოებით შეიარაღებული კაცები მოუძღვებოდნენ, რომლებიც ერთ ფრაზას იმეორებდნენ ,,Malleus Maleficarum,,_ ეს ფრაზა საშინლად მაღიზიანებდა და ვერ ვხვდებოდი ამის მიზეზს. თერთრ წინსაფრიანი ქალები გამწარებულნი მოყვებოდნენ კაცებს და შეუჩერებლად ბუტბუტებდნენ რაღაცას, მათი ფრაზები თავბრუს მხვევდა და დეჟა- ვუს შეგრძნებას მიღვივებდა.
თავს ხაფანგში გამომწყვდეულ არსებად ვგრძნობდი, რომელიც სიკვდილის მოლოდინში სულს ღაფავდა. იქნებ, ეს ბოლო შანსი იყო?
_ ჰეი!!!_ უნებლიედ შევკივლე, როცა ერთ- ერთი მობუტბუტე, გასული საუკუნეების გახუნებულ ტანსაცმელში გამოწყობილმა ქალმა გვერდი ისე გამკრა, თითქოს ვერც დამინახა.მას დანარჩენებიც მიჰყვნენ. უკვე ღამდებოდა და მომარაგებულ უზარმაზარ სანთლებს ანთებდნენ, რომლებსაც ერთმანეთს უნაწილებდნენ, ისე რომ ბუტბუტსა და აგრესიულ შეძახილებს დასასრული არ უჩანდა.
_ იქნებ მიმასწავლოთ აქედან როგორ გავიდე, ან ის მაინც მითხრათ სად ვარ? _ დანებებას არ ვაპირებდი, მათ წინ გაოცებული სახით ვიდექი და იმედს არ ვკარგავდი, რომ რომელიმე მაინც შემამჩნევდა და რაიმე მინიშნებას მაინც მომცემდა.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი და ვითხოვდი, ერთ შეკითხვაზე მაინც გაეცათ პასუხი. ან რამდენი ხანი ვცდილობდი იმის დადგენას, მართლა ვერ მხედავდნენ, თუ განგებ არ უნდოდათ ჩემი არსებობისა და იმ ადგილზე ყოფნის შემჩნევა. იქნებ, სულაც ყველაფერი დასრულებულიყო? იქვე, დასაწყისშივე. ხომ შეიძლებოდა გზააბნეული სული ვყოფილიყავი, რომელსაც ჰგონებოდა, რომ გადარჩა და ამ დროს უაზროდ დაეხეტებოდა დროის ხაზის გავლით და მოგზაურობდა სხვადასხვა ეპოქაში სასოწარკვეთილი, იმედს ჩაბღაუჭებული?
_ დამეხმარეთ !!! _ საიდანღაც სულისშემძვრელი კივილის ხმა გაისმა და ადგილზე გავიყინე. პირველი ფრაზა იყო, რაც თავისუფლად მესმოდა და ხმაც ისეთი ნაცნობი იყო, რომ ვიფიქრე ჭკუიდან ვიშლებოდი და სმენითი ჰალუცინაციები მეწყებოდა.
_ შეცდომას უშვებთ _ წამოძახილი ისევ მესმოდა, სულ უფრო ახლოდან და სულ უფრო ნაცნობი , თითქოს ჩემივე ხმა ჩამესმოდა.
ერთ ადგილზე შეჩერებულ ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, განრისხებულნი ხვეტდნენ პატარა კენჭებს და აქეთ-იქეთ იფურთხებოდნენ, თან ადგილს უთმობდნენ შუაში მომავალ კაცს, რომელსაც მსჯავლდებული მოჰყავდა. ეს საოცრად სევდიანი ხმა საშუალო სიმაღლის გოგონას ეკუთვნოდა, რომელიც შავ გრძელ მანტიაში გაეხვიათ და ისე მოათრევდნენ იძულებით.
_ შეჩერდით, რას აკეთებთ _ ახლა უკვე მე ვკიოდი და ვაწყდებოდი უცნობთა შეუბრალებელ სილუეტებს, რომელთაც ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
_ დამეხმარეთ _ კიდევ ერთხელ შეჰკივლა გოგონამ და წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოდ სცადა. მინდოდა ახლოს მივსულიყავი და მისი სახე კარგად დამენახა, მაგრამ შესამოსელი მთლიანად ფარავდა.
_ დაწვით, დასაჯეთ, ეშმაკის შვილი, წყეული ალქაჯი !!!_ ახლა უკვე დანარჩენების გამძვინვარებული ყიჟინაც მესმოდა და დაუცველი მსხვერპლის მიმართულებით ნასროლი ქვები და ტალახიც მხვდებოდა. არ ვიცი ჩემს თავს რა ხდებოდა, ან იმ ადგილას, იმ დროში რა მოვლენასთან მქონდა შეხება, მაგრამ რაც უფრო მეტად განაგრძობდა ბრბო კივილს და შეურაწყოფას, მით მეტად მინდებოდა უცნობის დახმარება და საშინელი სიტუაციიდან დახსნა, . ამაზრზენი შეგრძნებაა, როცა უმოქმედოთ ხარ და უყურებ უსამართლობას, ან იქნებ სულაც არ იყო უსამართლობა? მაგრამ იმ ადამიანთა ქცევა, ნორმალურ ქმედებებს ნამდვილად არ ჰგავდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ერთ- ერთი ქვის დაბალი ნაგებობიდან, რომელიც ალბათ სახლი იქნებოდა, მთლიანად შავებში შემოსილი უზარმაზარი მამაკაცი გამოვიდა. სახეზე ზიზღი და მძვინვარება გამოხატვოდა, შუბლი მთლიანად დანაოჭებული ჰქონდა, მელოტ თავზე ადგილ ადგილ შერჩენილი თმა, კიდევ უფრო ამაზრზენ გარეგნობას სძენდა, ვიდრე ცალ მხარეს ჩამობრეცილი ტუჩი, რომელიც ალბათ რაიმე შემთხვევის დროს დაესახიჩრებინა. ზედ არავის უყურებდა და ფეხდაფეხ ადევნებულ არც ერთ მოძალადეს არ უსმენდა, ისე მიაბიჯებდა წინ. როცა დანიშნულების ადგილას მიაღწია, შავებში შემოსილ გოგონას ამრეზით შეხედა, სახეში შეაფურთა და გაურკვეველ ენაზე ბუტბუტი დაიწყო. ირგვლივ მყოფნი გაისუსნენ, სრული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა. როცა მახინჯი გარეგნობის გოლიათმა შელოცვასავით დაზეპირებული ტექსტის გამეორება დაასრულა, ჯიბიდან გამჭვირვალე მიქსტურა ამოიღო და მასში არსებული ცისფერი სითხე მის წინ მდგომ იძულებით გაკავებულს სახეში ბოროტული ღიმილითა და ცინიზმით შეასხა ბოლოს კი დაიღრიალა.
_ Malleus Maleficarum !!! _ ამოუხსნელ და გაუგებარ ფრაზაზე შიში იმაზე მეტად მიპყრობდა, ვიდრე ალისტერის დანახვაზე და იმის წარმოდგენაზე, რომ მალე სიცოცხლეს დავასრულებდი.
_ Malleus Maleficarum! Malleus Maleficarum _ აჰყვნენ დანარჩენებიც და შეპყრობილს შეუტიეს, ჯერ ქვები დაუშინეს, შემდეგ კი ცემით იჯერეს გული და ბოლოს სამოსელის შემოხევით იყარეს ჯავრი.
_ ეშმაკის ნიშანი ადევს, შავმა ლორდმა თავისი ნიშანი დაადო, სატანის შვილი!! _ გაჰკიოდნენ სახე გამურული ქალები და ფრჩხილებით მიწას ჩიჩქნიდნენ.
_ გაუშვით, თავი დაანებეთ _ განწირული ვკიოდი და ვცდილობდი შეშლილთა რიგებში გავძვრენილიყავი, მიმეღწია საბრალოსთან, რომელსაც ბრალეულობის დამტკიცების გარეშე სასტიკად უსწორდებოდნენ.
_ დაწვით ალქაჯი, ეშმაკის შვილია !!! _ ხმები არ წყდებოდა. ტყვე უკვე ორ მამაკაცს შეეპყრო და იძულებით, მკლავებით მიათრევდნენ მოედნის მაგვარი ადგილის ცენტრისკენ, სადაც კოცონისთვის გამზადებული გაჩეხილი ხის ნარჩენები დაეყარათ.
_ იანანებთ, ყველაფერი სხვანაირადაა, გონს მოდით. _ თითქოს შეგუებოდა თავის ბედს და ახლა უკვე მშვიდად საუბრობდა. მკლავდა იმის სურვილი, რომ წამით მაინც დამენახა მისი სახე და უფრო კარგად გამეგო ხმა, ხმა რომელიც ასეთი ახლობელი და ნაცნობი იყო ჩემთვის. მას ხომ ამდენი სევდა და დაღველი მოჰქონდა, გეძახდა, მოგიწოდებდა დასახმარებლად და უიმედო ამოძახილი იყო, სიკვდილმისჯილისა, რომელსაც თავის გამართლების საშუალებასაც არ აძლევდნენ. ვფიქრობდი, რომ რაღაც მიზანი ჰქონდა ჩემს იმ დროს იქ აღმოჩენას და რაიემე უნდა გამეკეთებინა, როგორმე უნდა დავხმარებოდი. ის მაინც უნდა გამერკვია რის გამო სდებდნენ ასე ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე ბრალს ადამიანს.
_ გაუშვით, გაეცალეთ, თავი დაანებეთ_ ძარღვების დახეთქვამდე ვყვიროდი და უსაშველოდ მივიწევდი წინ. თითქოს ერთი და იგივე წრეზე უაზროდ დავხეტიალებდი და მასთან ვერაფრით მიმეღწია. უცნაური და ამავდროულად აღმაშფოთებელი შეგრძნება იყო, იმის გაცნობიერება, რომ ყველაფრის დანახვა და აღქმა შემეძლო, ყველაფრის გულთან მიტანა და მოქმედების სურვილი, მაგრამ სრულიად უუნაროდ დავეხეტებოდი. ჩემი დანახვა, ხომ არავის შეეძლო, იქნებ აღარც ვარსებობდი? შეშლილთა ბრბოში ამაოდ ვიბრძოდი და უაზროდ შემომრჩენოდა რაღაცის იმედი. სასწაულების არასდროს მჯეროდა, მაგრამ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ ჩემი ცხოვრება ასე რადიკალურად და ერთი ხელის მოსმით შეიცვლებოდა.
_ დაწვით!!!, წმინდა ცეცხლით განბანეთ ყოველგვარი უწმინდურება _ გაჰკიოდნენ უგუნური, ვითომდა ღვთისმოშიში ფანატიკოსები და არაადამიანური სახეებით შეჰყურებდნენ მსხვერპლს, რომელიც ხის ნაჭრებით შემოსაზღვრული წრის შუაგულში აღმართულ გრძელ ძელზე მიებათ.
_ ყველაფერს ინანებთ, მაგრამ ძალიან გვიანი იქნება _ გასაკვირი თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით განაგრძობდა წკრიალა ხმა.
_ დაგვცინის ეშმაკის შვილი, ალბათ შეგვილოცავს, სწრაფად უპოვეთ სატანის ნიშანი !_ დაიწივლა შორიახლოს მდგარმა ქალმა და ტალახის გროვა ისროლა.
ამაზრზენი გარეგნობის მამაკაცი, უმწეოს უხეშად შეეხო მხარზე, ერთი მოძრაობით გააძრო შავი სამოსი და სახეზე გადმოყრილი გრძელი წითური თმა უკან გადაუქაჩა.
_ სატანის დანიშნულია, შეხედეთ !!!_ ხმაც ისეთივე საშინელი ჰქონდა, როგორც გარეგნობა. ცალი ხელით, გოგონას ნაზ სხეულს ძლიერად უჭერდა მარცხენა მხარზე და პატარა მთვარისებურ ჩაღრმავებაზე მიუთითებდა.
ამ სცენის დანახვისას წამიერად თვალთ დამიბნელდა. ბრბოს შეძახილები გაურკვეველ ხმაურად ჩამესმოდა და ადგილზე ვირწეოდი. ნუთუ შესაძლებელი იყო მსგავსი რამ?
ხელების კანკალით გადავიწიე სკოლის ფორმა ზუსტად იმ ადგილას, სადაც მსგავსი ნიშანი მეგულებოდა და ხელით აკურატულად მოვისინჯე ნაწიბური, რომელსაც ნახევარ მთვარის ფორმა ჰქონდა .
_ დაწვით ალქაჯი !!! _ დაიყვირეს ერთ ხმაში და ცეცხლწაკიდებული ხის ტოტებით დაიძრნენ მისკენ.
_ შეჩერდით, გონს მოდით !!! _ განწირულმა დავიკივლე და მუხლები მომეკვეთა, როცა მისი სახე აალებულ კოცონში დავინახე. ისეთივე თმა, სახის მოყვანილობა, თვალის ფერი და ნაკვთები.
_ ელის!!!! _ დავიყვირე საკუთარ მეს, მეს რომელსაც კოცონზე წვავდნენ ალქაჯობის გამო .
ვუყურებდი, მის წყლიან, ყავისფერ თვალებს, ისე, თითქოს სარკეში ვიხედებოდი და მიწაზე განთხმული საშინელ ტკივილს ავეტანე. საზიზღარი სუნი მომდიოდა, ის კი ყვირილსაც არ აპირებდა, თითქოს სადღაცას გაქცეულიყო და სხეული ასე ერთ პოზაში დაეტოვებინა მარადიულ სიმშვიდესა და უმოქმედობაში.
_ ნუთუ ეს ყველაფერი შესაძლებელია? ნუთუ ეს...
_ ამჯერადაც დამარცხდები _ ჩამესმა ნაცნობი ფრაზა, რომელსაც ირონიული სიცილი დაერთო და მალე ეს სიცილი ხარხარში გადაიზარდა, ხარხარში, რომელსაც კოცონის ტკაცუნის ხმა ერეოდა და ფონად საშინელი სუნი ერთვოდა. ტკივილისგან თვალთ მიბნელდებოდა, ხელები დამკრუნჩხვოდა და პირში ენას ვერ ვატრიალებდი, რომ რაიმე მეთქვა. ეს ყოველივე აღსასრულზე მეტი იყო.ფანატიკოსთა შორის ალისტერი იდგა,ირონიული ღიმილითა და გამარჯვებულის გამომეტყველებით შემომყურებდა, მთელი არსებით ზეიმობდა და სანახაობით ტკბებოდა.
იქ, სადაც სრული სიბნელე მეფობს, უგუნურებას გაუმარჯვია და სასოწარკვეთილება გვიპყრობს. ნათელ აჩრდილებს მოსვენება დაუკარგავთ და მოსთქვამენ მხოლოდ.
_ ელის, ელის _ გრიგალში გადაშვებულს ჩამესმოდა.
_ ელის, აქ რას აკეთებ ელის!!! _ მკლავებზე ვიგრძენი შეხება და თვალები გავახილე.
_ მისტერ გრინ... _ საკუთარი ხმის გაგონებამ გამაოცა და წამოსაყენებლად გამოწვდილ ხელებში ჩავაფრინდი მოხუცს.
_ ამ შუაღამეს აქ რას აკეთებ ? _ გაოგნებული და შეშინებული მომჩერებოდა.
_ აქ? _ დაბნეულმა მიმოვიხედე, საკუთარ სხეულს ვგრძნობდი, სხვა ადამიანთან შეხებაც შემეძლო და იმასაც ვხედავდი, რომ ტყეში ვიდექი ფეხშიშველი.



№1  offline წევრი jenniferi

მეტს აღარ დადებ? worried

 


№2  offline წევრი melanqoliki

jenniferi
მეტს აღარ დადებ? worried

აუცილებლად დავამატებ ???? კარგი იქნება თქვენს აზრს თუ დააფიქსირებთ მგონი მოტივაცია მაკლია ????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent