შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაიოლა ვუდი (თავი 1)


15-08-2019, 01:08
ავტორი cherryflackes
ნანახია 891

ყველა ადამიანს აქვს ოცნებები, ზოგი არ აღიარებს მათ, მაგრამ გულის სიღრმეში არსებობს მიუწვდომელი სურველი, რომელიც ნელ-ნელა უფერულდება და ქრება. მე ადელაიდა ქოქსი ვარ, ეს კი ჩემი ისტორიაა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გავყოლოდი იმას რაც გამაბედნიერებდა და რისი კეთებაც ცხოვრების ბოლომდე არ მომბეზრდებოდა. როდესაც დედა გვერდით მყავდა და ჩემს ოცნებას მხარს უჭერდა, ეს ყველაფერი მიუწვდომელი არ მეჩვენებოდა, წერა ძალიან მიყვარდა, გონებაში ფერების კორიანტელი მიტრიალებდა და ჩემი ფანტაზიის უნარს საზღვარი არ ჰქონდა, დედა ამას ყველაზე მეტად გრძნობდა, მისი სიტყვები ძალას მაძლევდა და მეხმარებოდა ჩემი მიზნეის განხორციელებაში . მე და დედა ყოველთვის მარტონი ვიყავით. მამის შესახებ არაფერი ვიცოდი გარდა იმისა, რომ ტომას ვორნერი ერქვა და დედა მაშინ მიატოვა, როდესაც გაიგო, რომ ორსულად იყო. დედას მასზე სხვა არაფერი უთქვამს და მეც აღარ ჩავძიებივარ. მიუხედავად იმისა, რომ უმამოდ გავიზარდე, ამას არ შეუშლია ხელი, ჩემი ოცნებისთვის, მწერალი გავმხდარიყავი, თუმცა დედის უეცარმა დაკარგვამ ყველაფერი შეცვალა, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს მთელი სამყარო თავზე ჩამომექცა, სწრაფვა სურვილების ახდენისაკენ გაქრა, მეც იმ ადამიანების რიგში ჩავეწერე, რომლეთა ოცნებებიც გაუფასურდა, გაუფერულდა და მნიშვნელობა დაკარგა. ერთი წლის მანძილზე საკუთარ თავთან ჩავიკეტე, ყველა მძულდა, ჩემი თავის ჩავთვლით მერე კი მივხვდი, რომ დედას არ გაუხარდებოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე, თავი ხელში ავიყვანე და გავაგრძელლე სწრაფვა, ოცნებისკენ, მხოლოდ დედის ხსოვნის გულისთის. ჩემი ფანტაზიის უნარი გაქრა, იმის გამო რომ ჩემით ვეღარ ვთხზავდი ისტორიებს, მათი ძიება დავიწყე მიტოვებულ სოფლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ე.წ "ნაგავსაყრელებზე". ჩვენს ქალაქში ბევრი ასეთი ადგილია. "ნაგავსაყრელს", ისეთ ადგილს ეძახიან, რომელშიც უსახლკარო ადამიანები ცხოვრობენ. იქ ყველანაირ ადამიანს შეხვდებით: წამალდამოკიდებულს, შავი სამყაროს წარმომადგენლებს, მეძავს და ასევე კეთილ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ და არავინ ჰყავდათ. მე მათი ისტორიების შეგრივება დავიწყე და ამგვარად ჩემი პირველი წიგნი, "ნაგავსაყრელი" გამოვეცი. ამ წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სულ ცოტა ხანში ძალიან პოპულარული გახდა. "ნაგავსაყრელის" გამოცემიდან, სულ რაღაც სამ თვეში ახალი წიგნის წერა დავიწყე. "ჯოზეფის საიდუმლო" ეს წიგნი იყო სიკვდილმისჯილი სერიული მკვლელის ჯოზეფის შესახებ, რომელმაც მოითხოვა, რომ მხოლოდ მის რჩეულ მწერალს გაუმხელდა მკვლელობის ყველა დეტალსა და მოკლულთა ვინაობას. მისი რჩეული მწერალი მე აღმოვჩნდი, ასე და ამგვარად ერთ წელიწადში ჩემი ახალი წიგნიც გამოვიდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი წიგნები ასეთი მოთხოვნადი იქნებოდა, თუმცა მკითხველი ჩემგან უფრო მეტს ითხოვდა და ახალ წიგნს ელოდა, რაც ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს ძალებს აღემატებოდა. ჩემ რედაქტორ, ქეროლაინ ფილიპსაც, იგივე მოლოდინი ჰქონდა.

***

ქეროლაინის ოფისისაკენ მიმავალს, არ მასვენებდა ის აზრი, რომ მასთან დღესაც ხელცარიელი მივდიოდი, თავს დამნაშავედ არა მკითხველის, არამედ ქეროლაინის წინაშე ვგრძნობდი. ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა, იყო მისთვის იმდების გაცრუება, რადგან ის უფრო მეტი იყო ჩემთვის ვიდრე რედაქტორი. ქეროლაინსა და მის მშობლებს, შერილ და უილიამ ფილიპსებს ჩემზე დიდი ამაგი აქვთ. დედა და შერილი საუკეთესო მეგობრეი იყვნენ. დედის გარდაცვალების შემდეგ მან ვერ მისცა თავის თავს უფლება ობოლთა თავშესაფარსი გავეგზავნე, ამიტომ მან და უილიამმა შვილად ამიყვანეს. მე და ქეროლაინი ერთმანეთს თავიდანვე კარგად შევეწყვეთ და დებივით ვიყავით. ის დამეხმარა ჩემი პირველი წიგნის გამოცემაში, მაშინ , როდესაც არცერთ რედაქტოს არ სჯეროდა,რომ ამ წიგნს საერთოდ ვინმე წაიკითხავდა და ყველა უარით მისტუმრებდა.

ფიქრებში ვიყავი გართული, როცა შევამჩნიე, რომ ქეროლაინის ოფისს მიუახლოვდი.

"საღამო მშვიდობისა, ჰეზელ" - ღიმილით მივესალმე, ქეროლის მდივანს, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარიც იყო.

"საღამო მშვიდობისა, ედი. შეგიძლია ერთი წუთით დამელოდო?"

"რათქმაუნდა"

ჰეზელი, ძალიან განათლებული, ქერა, საშუალო სიმაღლის გოგონა არის. მას უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს. ქეროლს ძალიან ეხმარება. ის ყოვეთვის ამბობს,რომ ჰეზელი სხვა მდივნებს არ ჰგავს, რომლებსაც მხოლოდ გარეგნობა აინტესებთ ხოლო საქმეს თავს ვერ აბამენ. ჰეზელი კი ყოველთვის ფორმაშია და თავისი საქმის პროფესიონალიც არის.

"ედი, ქეროლი გელოდება, შეგიძლია შეხვიდე."

ქეროლის ოთახის კარებს ვუახლოვდებოდი, ვგრძნობდი, როგორ მასხამდა ცივი ოფლი. დავაკაკუნე და შიგნით შევედი.

"დღეს არ გელოდი" გაკვირვებულმა მითხრა.

ქეროლი ძალიან მაღალი, და ტანადი ქალია. მისი თაფლისფერი თვალები და მკაცრი გამოხედვა ყველაფერს დაგავიწყებს, თუმცა სინამდვილეში ის ძალიან კარგი მოსაუბრე და მგრძნობიარე ადამიანია. როდესაც რჩევა მჭირდებოდა ყოველთვის მასთან მივდიოდი და გამოსავალს ერთად ვპოულობდით. იქნებ დღესაც იმის გამო მოვედი აქ რომ მასთან ლაპარაკი დამეხმარება და გამოსავალს მაპოვნინებს. ქეროლი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შემიძლია თვალდახუჭული ვენდო და ჩემი ყველა საიდუმლო გავუზიარო.

"მაინც მოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ხელცარიელი ვარ."

"ოც წუთში შესვენება დაიწყება. გინდა ლანჩზე ერთად გავიდეთ და ვისაუბროთ?"

ქეროლს ოფისში ველოდებოდი მანამ, სანამ საქმეებს მორჩებოდა, როდესაც დამიძახა.

"ჩვენს საყვარელ ადგილას კაფე "დელ მარში" წავიდეთ"

"კარგი" ეს კაფე ჩემი და ქეროლის დიდ საიდუმლოებებს ინახავს. ის იმ სახლთან ახლოს მდებარეობს, სადაც ჩვენ თინეიჯერობის წლები გავატერეთ.

ქეროლის მანქანაში ჩავჯექით და სულ რაღაც ხუთ წუთში კაფეში ვიყავით. ჩემი საყვარელი სასუსნავი შოკოლადის პუდინგია და ყოველთვის მას ვუკვეთავდი. ქეროლი კი როგორც ყოველთვის ალუბლის ნამცხვარს.

"აბა, მომიყევი რა გჭირს?"

"ეჰ, ნეტა მაგ კითხვაზე პასუხი მქონდეს. მეც კი ვერ ვხვდები."

"თუ არაფერს მეტყვი ვერაფერს გირჩევ."

"ამ ბოლო დროს თავს ვეღარ ვუდებ წერას."

"რაიმე მოხდა ? მე მგონია, რომ უბრალოდ გადაიღალე."

"არაფერი მომხდარა, მართალი ხარ ალბათ გადავიღალე. მირჩიე რაიმე."

"ცოტა ხნით თავი დაანებე შენს კომპიუტეს და გარეთ გადი."

"ვისთნ ერთად გავიდე, მე შენი და ჰეზელის გარდა მეგობრები არ მყავს"

"იცი რა," აციმციმებული თვალებით შემომხედა " მე შენ ჰეზელი და მაიკი ამ შაბათს პიკნიკზე წავიდეთ "მუნლაითის" პარკში. კარგადაც გაერთობი და შენი პრობლემების დავიწყებასაც შეძლებ."

ეს აზრი ძალიან მომეწონა. ჰეზელი საქმის მოყვარულია თუმცა გართობაც კარგად ეხერხება, მაიკი მისი ძმაა,რომელიც არაფლით ჩამოუვარდება ჰეზელს გართობაში. მაიკი და ქეროლი უკვე სამი წელია ერთად არიან და მალე დაოჯახებას გეგმავენ ამიტომ მათთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში. მაიკი ყოველთვის გვერდით მიდგას და ისე ზრუნავს ჩემზე, როგორც ძმა დაზე.

"ძალიან კარგი იდეაა. მიხარია, რომ მაიკი მალე ჩვენი ოჯახის წევრი გახდება."

"ბედნიერი ჩანხარ, ედი მინდა ყოველთვის ასეთი იყო."

მე და ქეროლმა ბევრი ვისაუბრეთ, სახლში მომიყვანა და თვითონ სამსახურში დაბრუნდა. ერთი სული მაქვს, როდის დადგება შაბათი ძალიან მაბედნიერებს ამ სამ ადამიანთან ერთად დროის გატარება.

***

შაბათი დილის გათენებას მოუთმენლად ველოდი, ამიტომ გუშინ არ დამეძინა. მაღვიძარამ ზუსტად დილის შვიდ საათზე დარეკა, მაშინვე ავდექი და მოვემზადე შემდეგ სამზარეულოში გავედი და სენდვიჩების კეთება დავიწყე. პიკნიკისათვის კალათა მოვამზადე. ცხრის ნახევარზე სიგნალის ხმა გაისმა ჩემი ნივთები შევაგროვე და ქვევით ჩავედი. როგორც კი გარეთ გავედი მაიკი მაშინვე ჩესკენ წამოვიდა და კალათა გამომართვა, რომელიც მანქანის საბარგულში ჩააწყო. მე ქეროლსა და ჰეზელს მივესალმე გადავეხვიე ამ დროს კი გაბრაზებული ხმა მომესმა.

"ვხედავ, ედის მხოლოდ ქეროლი და ჰეზელი მოენატრა"

"სულაც არა" ღიმილით ვუთხარი მაიკს და გადავეხვიე.

შემდეგ ყველანი მანქანაში ჩავჯექით და "მუნლაითის" პარკისაკენ გავეშურეთ. "მუნლაითის" პარკი, ყველაზე დიდი და პოპულარული პარკია ჩვენს ქალაქში, სადაც ოჯახები პიკნიკებს აწყობენ. ამის გამო ის ქალაქ გარეთ მდებარეობს. ამ დროს "მუნლაითი" ყოველთვის სავსეა. ნელ-ნელა ქალაქს გავცდით და მივუახლოვდით დიდ შემორობილ ტერიტორიას , რომლის შესასვლელშიც დიდი აბრა ეკიდა წარწერით" კეთილი იყოს თქვენი მორძანება მუნლაითის პარკში".

"მე მანქანას დავაყენებ თქვენ კი წადით და ადგილი მოძებნეთ"

მანქანის საბარგულიდან ყველა საჭირო ნივთი ამოვიღეთ "მუნლაითის" პარკში ღრმად შევედით და ყველაფერი ხასხასა მინდორზე დავალაგეთ. აქეთ იქეთ მივიხედე და დავინახე, რომ პარკი სავსე იყო ხალხით ყველა იღიმოდა. მათი შეხედვა მეც მახალისებდა. ეს ადგილი დედას მახსენებს, ჩვენ აქ ხშირად დავდიოდით.

"ედი რაზე ჩაფიქრდი" უეცრად მაიკის ხმამ გამომაფხიზლა.

ბევრი ვიმხიარულეთ, ჩემი გაკეთებუკლი სედვიჩები ვჭამეთ, ლუდი დავლიეთ და ვითამაშეთ, მოკლედ ისე ვერთობოდით, როგორც გართობას მონატრებული თინეიჯერები.

"ასეთი ბედნიერი აღარც კი მახსოვს, როდის გნახე" ქეროლმა აციმციმებული თვალებით შემომხედა.

" არც მე მახსოვს, როდის გავერთე ასე კარგად ბოლოს, ძალიან ბედნიერი ვარ."

"აი მე კი მახსოვს." თქვა მაიკმა და თან გულიანად გადაიხარხარა. "ჰელენის წვეულებაზე."

ამის გაგონებაზე ყველას სიცილი აგვიტყდა და სხვადასხვა ისტორიების გახსენებაც დავიწყეთ რაც ერთად გადაგვხდა. ყველანი ვისვენებდით და ბუნების სილამაზით ვტკბებოდიათ, როდესაც შევამჩნიე, რომ ახალგაზრდა წყვილი შუახნის ქალბატონს ეჩხუბებოდა. მე ავდექი და მათკენ გავეშურე.

"რაიმე პრობლემაა?"

"პრობლემა? ეს ქალბატონია პრობლემა" გოგონას გავხედე, ასე ოცი წლისა თუ იქნებოდა ქედმაღალი ალბათ მაღალი თანამდებობის განებივრებული შვილი.

"ასეთი რა დაგიშავა. ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს." ამ ქალს "მუნლაითის" პარკის ფორმა ეცვა, როგორც ჩანს აქ მუშაობდა.

"როგორ თუ რა დააშავა." გოგონას მასზე არც თუ იმდენად უფროსი ვაჟი გამოესარჩლა "ჩვენ აქ ჩვენთვის ვსაუზმოდით და უკვე სახლში ვაპირებდით დაბრუნებას, როდესა აქ ქალბატონმა გვითხრა, რომ ჩვენი დაყრილი აგველაგებინა."

მის ნათქვამზე გავშრი და გავიყინე შემდეგ უკან გავიხედე და დავინახე, რომ მინდორი ქაღალდებითა და ხელსახოცებით იყო მოფენილი. ძალიან გავბრაზდი და ქალბატონს გამოვესარჩლე.

"ნუთუ არ იცით ამ პარკის წესები, რომ ყოველა ადამიანმა უნდა მოასუფთაოს ის ადგილი სადაც იმყოფებოდა?" გაკვირვებულმა ვკითხე.

"მაშინ ეს რაღას მიკეთებს აქ, ფულს რაში უხდიან"

"ჯერ ერთი ზრდილობიანად ისაუბრე და მერე მეორეც ამ ქალბატონს იმაში უხდიან ფულს,რომ შენნაირი ადამიანები გააფრთხილოს, რომ მოასუფთაონ მათი ადგილი." გოგონა დადუმდა ბიჭს გადახედა მათი ადგილისაკენ გაბრუნდნენ აალაგეს და წავიდნენ.

" არ იყო საჭირო გამომსარჩლებოდით, მაგრამ დიდი მადლობა." ღიმილით მითხრა, მისმა ღიმილმა დედა გამახსენა. " უეცრად ქალმა ხელი გამომიწოდა და უცნაური ქვა მომცა.

"ეს სიყვარულის თილისმა, სულ თან ატარე და ყოველთვის შენს საყვარელ ადამიანებთან იქნები." თილისმა გამოვართვი და უკან გავიხედე შევამჩნიე, რომ ჩემი მეგობრები წასასვლელად ემზადებოდნენ. მადლობის მოსახდელად შემოვბრუნდი , მაგრამ ქალი აღარსად იყო.

"მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი." ჩავილაპარაკე.

"ედი წავედით."

"მოვდივარ ქეროლ."

ქეროლმა, ჰეზელმა და მაიკმა სახლში მომიყვანეს სამივეს დავემშვიდობე. გზაში მომავალი შაბათს კინო საღამო დავგეგმეთ, რომელიც ჩემს სახლში იქნება. ძალიან მიხარი, ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ქეროლი მართალს ამბობდა და მე განტვირთვა მესაჭიროებოდა. თუმცა ვერაფლით ვიგდებდი თავიდან იმ ქალბათონს, რომელსაც დღეს შევხვდი. ვიწექი მის მოცემულ თილისმას ვუყურებდი და თან მასზე ვფიქრობდი, მის ღიმილზე, როგორ ჰგავდა ის დედას. ვერ ვიგდებდი თავიდან. თვალები დავხუჭე და დავიძინე ხვალ კიდევ ერთი გრძელი დღე მელოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent