შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში. (თავი 2)


15-08-2019, 20:13
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 058

-ვინ ხარ და რატომ მითვალთვალებ?-განრისხებულმა მკითხა მას შემდეგ, რაც სახლში ძალით შემათრია და სკამზე დამსვა. -ვინ გამოგგზავნა? -მისი თვალები იმდენად ავის მომასწავლებლად ანათებდნენ ცოტა შევშფოთდი. სიტუაციიდან როგორღაც უნდა გამოვმძვრალიყავი, რა თქმა უნდა სიმართლეს არ ვეტყოდი. 
-ქეთა ვარ და არავის არ გამოვუგზავნივარ.-მოჩვენებითი დაბნეულობით ვუთხარი. 
-აბა რატომ მითვალთვალებ?-ჩემს წინ დივანზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. 
-მომწონხარ.-მხრები ავიჩეჩე და საწყლად ვუთხარი. მობეზრებულად დამაკვირდა სახეზე.სიგარეტის ღერი თითებიდან ტუჩებს შორის გადაიტანა და ისე უცბათ მწვდა ყელში დავიბენი. მთელი ძალით წამიჭირა ხელები. სუნთქვა აღარ შემეძლო. 
წამით ვიფიქრე, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომემჟღავნებინა და თავ-ყბა გამეერთიანებინა მისთვის, მაგრამ ასე მისი ეჭვი, რომ ვიღაცამ გამომგზავნა გამართლდებოდა, ამიტომ ისევ თამაში განვაგრძე და ისე უცბათ ავტირდი ჩემი თავის მეც გამიკვირდა. ხელი ოდნავ შემიშვა, მაგრამ არ მოუშორებია. 
-მტკივა.-ძლივს ამოვილუღლუღე. 
-მეტჯერ აღარ გაგიმეორებ. რატომ მითვალთვალებ მეთქი?-დამიბრიალა თვალები.
-მართლა მომწონხარ, ასეთი დაუჯერებელია?-სლუკუნით ვუთხარი და ცრემლიანი თვალებით დავაკვირდი. 
-და ოთხი დღეა მაგიტო დამდევ, რომ მოგწონვარ?-ალმაცერად გამომხედა. ხელი შემიშვა და თავის ადგილს ირონიული ღიმილით დაუბრუნდა. 
-უკვე აღარ მომწონხარ.რომ მცოდნოდა ასეთი სადისტი იყავი აღარ დავკარგავდი ჩემი ცხოვრების ოთხ დღეს უაზროდ. -ბუზღუნით ამოვილაპარაკე და ხელი ყელზე მოვისვი. 
-ეს დედამოტ*ნული ენა ამოგაგლიჯო და ზედ წავიკითხო რეალურად რატომ დამყვები?ბევრ ქალს მოვწონვარ, მაგრამ უკან არ დამდევენ 24 საათი. -ცინიკურად მითხრა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-საპირფარეშოში მინდა. -საწყალი სახე მივიღე და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. თავი გვერდით გადახარა და ისე გამომხედა. -გპირდები გამოვალ თუ არა ყველაფერს მოგიყვები. -გაჭირვებულის სახე მივიღე და ვეცადე მეტად დამაჯერებელი ვყოფილიყავი. ღრმად ამოიოხრა და წამოდგა.
-წამოდი. -ხელით უხეშად მიბიძგა წინ და საპირფარეშოს კართან გაჩერდა. -2წუთი გაქვს.-მკაცრად დამიქნია თითი და მისაღებში გავიდა. სწრაფად შევედი ოთახში და ფანჯრის ძებნა დავიწყე. ვიპოვე, ძალიან პატარა იყო. არ ვიყავი დარწმუნებული გავეტეოდი თუ არა, მაგრამ უნდა მეცადა. მარჯვენა ფეხი უნიტაზზე დავდგი, მარცხენა წყლის მილზე, ფანჯრის რაფას დავეყრდენი და სხეული ავზიდე. ფანჯარაში  ნახევარი სხეული გავაძვრინე, მაგრამ საჯდომი გამეჭედა. ცზოვრებაში პირველად ვინანე კარგი სხეულის ფორმები. ძალა მოვიკრიბე და მთელი ძალით გავქაჩე გარეთ სხეული. გამომივიდა და წამში ეზოში აღმოვჩნდი. გარემო მოვათვალიერე და ჩემი მანქანისკენ გავიქეცი. სწრაფად ჩავრთე ძრავი და ადგილს გავეცალე. 


სახლში უამრავი პროდუქტით ხელში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ ანა დიდად გულზე არ მეხატებოდა ის ჩემი სტუმარი იყო და ვალდებული ვიყავი კარგად გავმასპინძლებოდი. ბებიაჩემი ბავშვობიდან მასწავლიდა, რომ ყოველთვის ღირსეული მასპინძელი უნდა ვყოფილიყავი. მნიშვნელობა არ ჰქონდა სიტუაციას. სამზარეულოში შევედი და ანაც იქ დამხვდა. გაზქურასთან ტრიალებდა და გემრიელ სუნებს ატრიალებდა. ხასიათზე ვერ იყო აშკარად. პროდუქტები ხმაურით დავდე მაგიდაზე და მანაც გამომხედა. 
-უი, მოხვედი? გადავწყვიტე რაიმე მომემზადებინა, იმედია არ გაბრაზდები.-სევდანარევი ღიმილით მითხრა. მე უბრალოდ თავი დავუქნიე და ოთახში შევედი გამოსაცვლელად. სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. ჩემს სტუმარს უკვე გაეშალა მაგიდა. უსიტყვოდ დავჯექი და სალათი გადავიღე. უგემრიელესი იყო. ანა უბრალოდ იჯდა და საჭმელს ჩანგლით ჩიჩქნიდა. 
-ძალიან გემრიელია.-გავუღიმე. სწრაფად ასწია თავი და გამიღიმა.
-მიხარია რომ მოგეწონა.-აშკარად ცუდად გრძნობდა თავს. 
-კარგად ხარ?შეგიძლია დამელაპარაკო.-საერთოდ ვერ ვხვდებოდი რატომ შევთავაზე საუბარი ადამიანს, რომელიც არ მომწონდა და ერთი სული მქონდა ჩემი სახლიდან როდის წავიდოდა, მაგრამ იმდენად შემაწუხა მისმა სევდამ ვიფიქრე, რომ მოსმენა სჭირდებოდა. მეც მქონია დღეები, როცა მჭირდებოდა საუბარი, მაგრამ არავინ მყავდა გვერდით. ამიტომაც ვიცოდი რას გრძნობდა გოგონა. 
-არ მინდა ჩემი პრობლემები თავზე მოგახვიო.-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. 
-გისმენ.-მტკიცედ ვუთხარი და სახეზე დავაკვირდი. ხელები სახეზე აიფარა და მთელი გულით ატირდა. დავიბენი და ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. მერე მივუახლოვდი, მის წინ ჩავიმუხლე და მოვეხვიე. ალბათ ეს იყო იმ მომენტში, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩავხუტებოდი და ეგრძნო, რომ მარტო არ იყო. ხელები ძლიერად შემომხვია მანაც. ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს ტიროდა. 
-ბოდიში, ემოცია ვერ გავაკონტროლე.-მითხრა და ცრემლი შეიმშრალა. 
-არაუშავს. მითხარი, რა მოხდა?-ჩემს ადგილზე დავჯექი და ინტერესით დავაკვირდი. 
-აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სამსახური ვიშოვო და ახალი ცხოვრება დავიწყო. ბათუმში საქმრო მყავდა, ბოლოს ჩემს საუკეთესო მეგობართან მიღალატა, რომელმაც სამსახური და ყველაფერი ძვირფასი წამართვა, რაც კი მებადა. დღეს კი გავიგე, რომ დაქორწინებულან. შურისძიება მომინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მე დავზარალდები. სულიერად დავეცემი. შურისძიების დროს პრობლემა კი არ აღმოიფხვრება, პირიქით უფრო დიდ მაშტაბებს იღებს.-ნაღვლიანად ამოილაპარაკა და თავი ჩახარა. 
-კი, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებ.-საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ვუთხარი. 
-ღმერთი ყველას გადაუხდის სამაგიეროს. ჩვენ თუ ადამიანს იგივეს გავუკეთებთ, რაც მან გააკეთა, მაშინ ჩვენც მასსავით სასტიკები ვიქნებით. -მისმა სიტყვება დამაფიქრა. მე შურისძიება მინდოდა. ამ ყველაფერშიც სწორედ ამის გამო გავერიე, მაგრამ იმდენად ღრმად მქონდა უკვე შეტოპილი აღარ შემეძლო ჩემს სურვილზე უარი მეთქვა. 
-დამშვიდდი. ადამიანები, რომლებმაც გიღალატეს არ იმსახურებენ შენს ცრემლებს. შენ ძლიერი უნდა იყო და ყველას დაანახო, რომ გზის გაგრძელება მარტოც შეგიძლია. რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი აქ.-უცბათ შემეცვალა წარმოდგენები ანაზე. აქამდეც უმიზეზოდ არ მომწონდა. მომინდა დავხმარებოდი და თავი მარტოდ არ ეგრძნო, რადგან ვიცოდი რას ნიშნავს, როცა არავინ გყავს გვერდით, ვინც დაგეხმარება. 

_____________________________________
-შენ შ*გ ჰო არ გაქვს? რა ჯაშუშებს მიგზავნი აქ? -გაბრაზებულმა დასცხო მუშტი დათამ მაგიდას და გაავებული ჩააჩერდა მამაკაცს თვალებში. 
-სიტყვები აკონტროლე ბიჭო!-ტონი გაიმკაცრა მამაკაცმა. 
-რა ხდება ამიხსნი? ტიპი საპირფარეშოს ფანჯრიდან დაითესა, როგორ გაეტია, ვერც წარმოვიდგენდი მაგდენს თუ შეძლებდა. -ბრაზმორეული დაეხეთქა სავარძელზე და ღრმად ამოიხვნეშა. 
-კობას შვილია._ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და რეაქციას დაელოდა. 
-მეტრეველის?-გაოცება ვერ დამალა ქალდანმა. 
-კი. -ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელები ვახომ. 
-გგონია რამე იცის?-დათასაც დაეტყო ნერვიულობა. წამოდგა და სიარული დაიწყო. 
-არამგონია, მაგრამ მაინც მინდა ახლოს მყავდეს, რომ კარგად ვაკონტროლო.
-და გადაწყვიტე მე მითვალთვალოს? როდის უნდა გეთქვა ჩემთვის?-ისევ გაბრაზდა დათა. 
-კი, შენც ყურადღებას მიაქცევ და თვალთახედვის არეში გვეყოლება. მაინტერესებდა, როდის მიხვდებოდი.-ბოლო სიტყვები სიცილით ამოილაპარაკა ბუჩუკურმა.-სათვალთვალო კამერა, როგორ იპოვე?-სიცილს აგრძელებდა მამაკაცი. 
-რა კამერა? მეღადავები? კამერა დააყენა სადმე?-თვალებგაფართოებულმა იკითხა კაცმა. 
-კი, ლიფტთან და სულ ზეპირად იცოდა ვინ შედიოდა და გადიოდა შენს სახლში. -სიცილს აგრძელებდა ბუჩუკური. 
-უხ, ეგ რა დედამოტ*ნული გოგო ყოფილა.-გაეცინა ქალდანსაც. 
-შენი ძმისგან რა ისმის?-ისევ დასერიოზულდა ვახო. 
-არაფერი, ამერიკაში ისევ. საეჭვოდ ჩუმად არის და არ მომწონს რაღაც.-ეჭვით ამოილაპარაკა და ვისკი მოსვა. 

_____________________________________


საშინლად ვბრაზობდი 
საკუთარ თავზე, რადგან ბატონმა ქალდანმა გამომიჭირა. პირველად მოხდა, როცა შემამჩნიეს და თავს იმდენად დამცირებულად ვგრძნობდი ვერც აღვწერ. საკუთარ პროფესიონალიზმში ეჭვი პირველად შემეპარა და გაბრაზებული ვიყავი. პირველი, რაც გავაკეთე მანქანა გავყიდე და ახალი ვიყიდე, რადგან დათამ უკვე იცოდა ძველი. ახლაც ჩემს კუთვნილ ადგილზე ვიდექი ქალდანების კომპანიის წინ და ველოდებოდი, როდის გამობრძანდებოდა ვაჟბატონი. რაღაც არ მომწონდა სიტუაცია. საქმის ვითარებაში მჭირდებოდა გარკვევა, მაგრამ ჯერ არც ისე ახლოს ვიყავი ვახოსთან, რომ ინფორმაციასთან წვდომა მქონოდა. არც ეს დათა მომწონდა. საეჭვოს არაფერს აკეთებდა და ვერ ვხვდებოდი რაში ჭირდებოდა ბუჩუკურს მისი თვალთვალი. რაღაც სერიოზული ხდებოდა და აუცილებლად გავარკვევდი. იმ დღემაც ისე უაზროდ ჩაიარა, როგორც ყოველთვის. ჩვეული მარშრუტი შეასრულა ქალდანმა და სახლში წავიდა. მე დრო ვიხელთე და მის მანქანას ჯიპიესი მივამაგრე ქვემოთ. ასე უფრო გამიადვილდებოდა მუშაობა. სახლში 10 საათზე დავბრუნდი. ანა ტელევიზორთან იჯდა და ფილმს უყურებდა. რომ დამინახა წამოდგა და გამიღიმა. 
-გშია?-მკითხა და სამზარეულოსკენ წავიდა. 
-აუ, არა. არ მინდა არაფერი, მადლობა. -ჩემი ოთახისკენ წავედი.-გამოვიცვლი და გამოვალ. -მივაძახე სანამ ოთახში შევიდოდი. აბაზანა მივიღე, გამოვიცვალე და მისაღებში გავედი. 
-რას უყურებ?-გვერდით მივუჯექი ანას და ფეხები დივანზე ავკეცე. ტელეფონში ქალდანის ადგილმდებარეობა გადავამოწმე და ტელევიზორს შევხედე. 
-რა ვიცი, რაღაც ბოევიკია უაზრობა. -მობეზრებულმა ამოილაპარაკა და ხელი ჩაიქნია. 
-გასაგებია.-უინტერესოდ ვუთხარი და ტელეფონში ძრომიალი გავაგრძელე. 
-წამო გავისეირნოთ, არ გინდა?-ტაში შემოკრა ანამ და გამომხედა. ტელეფონიდან თავი ამოვყავი და ცალწარბ აწეულმა გავხედე. მერე ვიფიქრე, რომ კარგი აზრი იყო. ისედაც ვერ ვიძინებ და ცოტა დროს გავიყვანდი. 
-კარგი, წავიდეთ. -სახლის კარი დავკეტეთ და ფეხით გავუყევით ქუჩას. 
-სამსახურზე რას შვრები?-საუბარი მე წამოვიწყე. 
-ხვალ მაქვს ერთ კომპანიაში გასაუბრება და ვნახოთ რა იქნება. -ღიმილით მითხრა. მეც გამეღიმა და გზას გავხედე. -თამარა დეიდა სულ ამბობდა, რომ ულამაზესი შვილიშვილი ჰყავდა, მაგრამ იმაზე ბევრად ლამაზი ხარ ვიდრე წარმოვიდგენდი. შეყვარებული არ გყავს?-ცოტა მორიდებით მკითხა, ალბათ შეეშინდა ჩემი რეაქციის. 
-არა, ძალიან შორს ვარ მსგავსი თემისგან. -გამეცინა. 
-მეც ეგრე ვფიქრობდი.-მასაც გაეცინა, მაგრამ შემდეგ სახე დაუსევდიანდა.-მაგრამ მერე გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც წარმოდგენა შემიცვალა ამ საკითხე. დამიჯერე შენთანაც გამოჩნდება ვინმე, ვინც თავგზას აგირევს და თავს შეგაყვარებს. -ღიმილით დაასრულა თავისი სათქმელი და ჰორიზონტს გახედა. 
-ალბათ.-ძალიან სევდიანი იყო და გადავწყვიტე როგორმე ხასიათზე მომეყვანა. -გინდა ხვალ საყიდლებზე წავიდეთ?მე ვერ ვიტან მაღაზიებში სიარულს, მაგრამ გარდერობი აშკარად უნდა განვაახლო. -პატარა ბავშვივით გაუბრწყინდა სახე. 
-კი,კი წავიდეთ. ვგიჟდები მაღაზიებში სიარულზე.-
იმ საღამოს უამრავ რამეზე ვისაუბრეთ და ძალიან გვიან დავბრუნდით სახლში. ანა ნელ-ნელა ძალიან მომწონდა. მხიარული და ლაღი იყო მიუხედავად თავისი ტკივილისა. ვინ იცის იქნებ მალე საუკეთესო მეგობრებიც კი გავმხდარიყავით...


2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დათა ქალდანმა გამომიჭირა. იმის მერე იმდენად ფრთხილი გავხდი, რომ უკან თითქმის აღარასდროს დავყვები. ჯიპიესით ვიგებ, სადაც არის და  შემდეგ იმ ადგილას მივდივარ. საეჭვო არაფერი ხდება და მე ეს უფრო დიდ ეჭვს მიჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ჩახლართული ამბები ხდება. მე და ანა ძალიან დავახლოვდით. კარგი შეგრძნებაა დიდი ხნის შემდეგ მეგობრის შეძენა, მაგრამ ჯერ, არც ისე ახლოს ვართ, რომ ჩემი საიდუმლო გავუმხილო. ბედის ირონიაა,რადგან ანამ მუშაობა ქალდანების კომპანიაში დაიწყო. მეც უფრო მეტი შანსი მაქვს დათაზე დაკვირვების. შესვენების დროს ხშირად მივდივარ ხოლმე მასთან, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ ბატონმა ქალდანმა არ შემამჩნიოს. ახლაც ანას ოთახისკენ მივდიოდი და ვცდილობდი ზედმეტად არ შევემჩნიე ვინმეს მთელი ძალით, რომ შევასკდი ძლიერ სხეულს, მაგრამ თავი შევიკავე და ძირს დავარდნას გადავურჩი. 
-თვალები მიხატული გაქვს?-საშინლად ბოხი და განრისხებული ხმა მომესმა და გონს მოვედი. ჩემზე ერთი თავით მაღალს ავხედე წარბ აწეულმა. ვიღაცას მაგონებდა და ვერ ვხვდებოდი ვის. გიშრისფერ თვალებს ბოროტულად მანათებდა. თეთრ პერანგზე კი ყავის ლაქები ეტყობოდა, რომელიც შეჯახების შემდეგ გადაესხა. 
-შენ?-ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და დავაჩერდი. რაღაც ჰქონდა მის მზერას ამოუხსნელი და საშიში. 
-უკაცრავად?-ცინიკურად ჩაიცინა და ზემოდან დამაჩერდა.-წინ უნდა იყურო და საკბილოების თვალიერებას მოეშვა. 
-ბატონო უტა-თავჩახრილი გოგონა მოგვიახლოვდა. შეშინებული ვერ ბედავდა მამაკაცისთვის თვალებში ჩახედვას.-სათათბიროში გელოდებიან.-ისე ჩუმად ამოილაპარაკა ძლივს მოვახერხე გაგება. 
-თვალები გაახილე.-თითი დამიქნია და გაუჩინარდა. აზრზე ვერ მოვდიოდი. ჯერ ისევ მის შავ თვალებზე ვფიქრობდი, რომელიც ბოროტებით იყო სავსე.ანას შეხებამ მომიყვანა გონს. 
-რა გჭირს გაგაქვავა ბატონმა უტამ?-სიცილით მითხრა ანამ და  შენობიდან გამიყვანა.
-ვინ იყო?-ინტერესით შევხედე და მოპირდაპირედ მდებარე კაფისკენ წავედი. 
-უტა ქალდანი. ჩვენი უფროსია. ტიპი ლუციფერია გეფიცები. თანამშრომლები რომ ხედავენ სუნთქვას იკავებენ, რომ არ შეწუხდეს.-სიცილით მითხრა ანამ და ცივი ყავა შეუკვეთა.
-ორივე ძმა ერთმანეთს გავს.-მხრების ჩეჩვით ამოვილაპარაკე. 
-დათა და უტა? ღადაობ? დათა მოსიარულე ცირკია. ძალიან იშვიათად ჭედავს და მაგარი ცანცარაა. დათა ჰო სიმპატიურია, მაგრამ უტა მაინც ათასჯერ ჯობს.ერთი შეხედვით დაგატყვევებს. -ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ისე გადაიხარხარა ყველა ჩვენ მოგვაშტერდა.
-არ ხარ ნორმალური.-თვალები ავატრიალე და უხასიათოდ მოვსვი ცივი ყავა. 

_____________________________________

ოთახში საშინელი დაძაბულობა იდგა. ორი მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ იჯდა და გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა. ნერვიულად ათამაშებდნენ ხელებს დივნის სახელურზე და მეორე ხელით ვისკის სვამდნენ. 
-ხომ ამბობდი, რომ ჯერ არ აპირებდა დაბრუნებას ეგ ნაბო*არი?-სასოწარკვეთილმა თქვა და მთელი ძალით მოიქნია ჭიქა ბუხრის მიმართულებით ვახომ.
-არავინ იცოდა, რომ მოდიოდა. მოულოდნელად დაგვადგა ეგ დედამოტ*ნული და გამოგვა*ლევა ყველა.-ნერვიულად ჩამოისვა ორივე ხელი სახეზე დათამ. 
-რას აპირებს?-დაიძაბა ბუჩუკური. 
-მე რა ჩემი ყ*ე ვიცი?როდის გვქონდა ძმური ურთიერთობა? ვერასდროს ვიტანდით ერთმანეთს და იმის მერე ჰო საერთოდ, რაც შენთან დავიჭირე საქმე.-ხელი ჩაიქნია ქალდანმა და ვისკის ჭიქა მთლიანად გამოცალა. 
-ისევ რომ ჩაგვიშალოს საქმეები ჰი იცი რაც მოხდება?რუსები მეორედ აღარ გვაპატიებენ საქონლის დაკარგვას.-ფეხზე წამოიჭრა ბატონი ვახო და ოთახში აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. 
-ახლა იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ!-მტკიცედ თქვა დათამ. 
-იმედი მაქვს. ევასთან რა ხდება?-ინტერესით იკითხა. 
-აღარ მითვალთვალებს. მგონი შეეშინდა, რომ გამოვიჭირე.-გაიცინა და ფეხი ფეხზე გადაიდო. 
-აბა საიდან იცის ტუალეტში რამდენჯერ შედიხარ?-ირონიულად ჩაიცინა ბუჩუკურმა, უჯრიდან სიგარა ამოიღო და დათასაც გაუწოდა. 
-ატრა*ებ.მაგარი გაქნილი გოგოა და ვფიქრობ მასთან ხუმრობა არ ღირს. სწორად უნდა შევაფასოთ მისი შესაძლებლობები. 

_____________________________________
ვუყურებ, როგორ გამოდის დათა ქალდანი ვახო ბუჩუკურის სახლიდან და ვერ ვხვდები რა ხდება. ორი ვერსია მაქვს და მაგრამ არ ვიცი, რომელი უფრო რეალურია, ან პირადი ანგარიშსწორების გამო მივიდა მასთან ან უბრალოდ შეკრულები არიან და მე ერთერთი პაიკი ვარ, რომლითაც ვახო თამაშობს. ახლა ვხვდებოდი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. ვერც იმას გამოვრიცხავდი, რომ ვახომ იცოდა ჩემი ვინაობა და სპეციალურად მოუნდა ჩემი მასთან დაახლოება. ეს საქმეს ორმაგად ართულებდა. მეც საფრთხეში ვიყავი და ჩემი შურისძიების გეგმაც. თავგზა ამებნა და აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. საჭეს მთელი ძალით დავარტყი ხელი, შემდეგ ძრავა ჩავრთე და სახლში წავედი. დღეს ქალდანების კომპანიაში კორპორატიული წვეულებაა, სადაც ანას დაჟინებული თხოვნით მეც მივდიოდი. თანაც ახლა უფრო მეტად მჭირდებოდა დათაზე დაკვირვება. 
-სად ხარ აქამდე?-შეწუხებულმა და უკვე გამოპრანჭულმა მკითხა ანამ. 
-სამსახურში. ვაუ, ან რა ლამაზი ხარ.-ტაში დავუკარი და ჩემი ოთახისკენ წავედი, სადაც ერთი კვირის წინ ნაყიდი კაბა მელოდა. შხაპი მივიღე და აბაზანიდან გამოსულმა კაბა ჩავიცვი, რომელიც შავი, გაშვებული და წელზე ოდნავ მომდგარი იყო. ბეჭებზე ამოღებული იყო და მხოლოდ ერთი თოკით იკვრებოდა კისერზე. ფეხზე მაღალყელიანი ჩექმა ამოვიცვი, მცირე მაკიაჟი გავიკეთე, ჩემი გრძელი თმა კოსად ავიწიე და ოთახიდან გავედი. ანამ შემომხედა და პირი დააღო. თვალები გაუფართოვდა და ცოტა ხნით ჩუმად მიყურებდა. 
-ენა ნუ ჩაგივარდება ახლა.-გავიჯგიმე და სარკეში მოვათვლიერე საკუთარი თავი. 
-ასე უღმერთოდ ლამაზი როგორ ხარ?-გაიკვირვა ანამ და ხელით მიბიძგა კარისკენ. 
-ნუ რას ვიზავთ. -ამაყად ავწიე თავი და ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი. 
ვერ ვიტანდი ხალხმრავალ ადგილებს. ამ წვეულებაზეც დისკომფორტს ვგრძნობდი. ყველა ყალბი იყო ერთმანეთის მიმართ. ჯერ ჩაცმულობას უქებდნენ ერთმანეთს ზურგს უკან კი დასცინოდნენ. წვენი ავიღე და ანას ამოვუდექი გვერდით. 
-გეფიცები აქ ყველაზე ლამაზი შენ თუ არ იყო.-ხალხის თვალიერებას მორჩა და შემომხედა. 
-ანა, უკვე აჭარბებ.-მობეზრებულმა ამოვილაპარაკე.-შენ უფრო ლამაზი ხარ.
-ნახე ვინ მოვიდა.-თვალებ გაფართოებულმა მანიშნა კარისკენ. მეც მისი დაკვირვევის ობიექტს გავხედე. უტა ქალდანი მთელი თავისი მიმზიდველობით მოემართებოდა დარბაზისკენ. არ იღიმოდა. ხანდახან ნაცნობებთან ჩერდებოდა, ხელს ართმევდა, რამდენიმე სიტყვას ეტყოდა და მიდიოდა. ჩვენგან ოდნავ მოშორებით მაგიდასთან დადგა და ღვინის ჭიქა აიღო. ხალხთან საუბარში გართულმა დათამ თავი ანება ყველას და ბატონი ბოროტებისკენ წამოვიდა. ანას ხელი მოვკიდე და მათ უკან მდებარე მაგიდისკენ წავიყვანე.
-გამარჯობა, ძამიკო. -საუბარი დათამ წამოიწყო და მთელი ზიზღი ჩააქსოვა მის სიტყვებში.-მოულოდნელად გამოგვეცხადე. 
-შენ ისევ ვახოს დამქაში ხარ?-არც უტამ დააკლო ზიზღი მის სიტყვებს. 
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ძამიკო?-ბოლო სიტყვა ირონიულად წარმოთქვა. 
-არავითარი. -მხრები აიჩეჩა უტამ.-ჩემთვის აზრი არ აქვს ერთით მეტს თუ ნაკლებს მოვუტ*ნავ დედას. 
-ჩვენს საქმეში არ ჩაერევი და ტრა*ს დააყენებ თორემ...
-თორემ რა?-სიტყვა გააწყვეტინა.-ყ*ე არავის მოჭამოთ. ერთხელ უკვე ჩაისვარეთ ჩემი წყალობით საქმეში. მეორედ ასე იოლად ვერ გამოხვალთ,ძამიკო. ბუჩუკურს გადაეცი, რომ მე დავბრუნდი და ჩათვალოს დედა აქვს მოტ*ნული. 




მართლა ვიცი, რომ არანაირი გამართლება არ აქვს ჩემს საქციელს და ძალიან მრცხვენია და ბოდიშს გიხდით ამდენ ხანს რომ გალოდინეთ. ისეთი გადატვირთული პერიოდი მქონდა ისტორიის საწერად კი არა თავის მოსაფხანად არ მქონდა დრო. აღარ გამეორდება და გპირდებით, ყველა თავი თავის დროზე დაიდება. ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ დაგვიანებისთვის. თქვენი აზრი აუცილებლად დააფიქსირეთ კომენტარებში.



№1  offline წევრი Gemini mood

Ramden xans velodi am istoriks gagrdzelebas imdenad intrigashi vikavi ro ravi imedia axla gamoaseoreb da axal tavze agar gvalodineb da male dadeb dzalian momwons da moutmenlad velodebi❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent