შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა აბნეული (3 თავი)


29-03-2019, 19:35
ნანახია 1 009

უჩვეულო და უცნაური დილაა. სიცივე მაღვიძებს,არ ვიცი საიდან მოდის ჯერ კიდევ ნახევრად მძინავს,ვდგები ხალათს ვიცვამ და ჩემი რიტუალისთვი ვემზადები.შევდივარ სამზარეულოში და ყავას ვისხავ,აივანზე გავდივარ,ისევ ვჯდები,სიგარეტს ვუკიდებ და ფიქრების უფსკრულში ვიძირები.ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და მუსიკას ვრთავ,ის მეხმარება ფიქრში და თავს უკეთ მაგრძნობინებს.ვუყურებ როგორ ნელნელა ნათდება ცა,როგორ ქრება ლამპიონები და ეს დილა ზედმეტად უჩვეულოა სხვა დანარჩენებთან შედარებით.ვუყურებ ქალაქში სიცოცხლის აღდგენას და უეცრად ჩიტი მოფრინდა,უჩვეულოდ ლამაზი იყო,ვუყურებდი და მის თვალებში რაღაცას ვხედავდი აქეთი არასდროს არაფერი არ მინახავს, ვუყურებდი ჩიტს და მის თვალებში ტკივილს ვხედავდი,ამ ქვეყნად ყველაზე დიდ ტკივილს რაც კი ოდესმე მინახავს,არ მეგონა თუ ჩიტებს შეეძლოთ ტკივილის განცდა.თვალები ცრემლებით ამევსო,მივედი და ავიყვანე,არვერთი შებრძოლება,არცერთი გაფართხალება და თავის დაღწევის მცდელობა.ავიყვანე და ჩემს ხალათში თბილად მოვაქციე,კანკალებდა,არ ვიცი ეს შიშისგან თუ სიცივისგან მაგრამ მალევე გაჩერდა.ოთახში შევედი გალია მქონდა დეკორაციისთვის ამოვალაგე ის რაც შიგნით მეწყო,წყალი და პური ჩავუდე სანამ საჭმელს ვუყუდდი და გალიის კარი ღია დავტოვე,მე თვითონ კი მოვემზადე და სასწავლებლისკენ გავეშურე.
კიდებე რომ ჩავედი და ქუჩაში გავედი დიდი ავეჯის გადამზიდი მანქანა დავინახე, დავინტერესდი და ცოტახანს გავჩერდი,ახალი მეზობლები.ქალი საქმიანად ფუსფუსებს და მუშებს ეუბნება სად რა უნდა დააწყონ,მამაკაცი რომელიც სავარაუდოდ ქმარია ტელეფონზე საქმიანად საუბრობს,მეტი არავინ ჩანს მაგრამ უეცრად მანქანიდან ბიჭი გადმოდის ხელში სახატავი რვეული და ფანქარი უჩირავს,ალბათ ეს შვილია,ჩემსკენ გამოიხედა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა,დავიბენი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და უბრალოდ ჩუმად დავდექი.
-გამარჯობა უცნობო!-უეცრად მომესამლა და დამატყვევებლად გამიღიმა.
-გაგიმარჯოს უცნობო!-რათქმაუნდა არ დავიბენი.
-აქ ცხოვრობ?
-კი !
-მე ახლახანს გადმოვედი.
-როგორღაც ჩემითაც მივხვდი!-ისევ უხეში მარია გამოსი ფრონტზე და იმარჯვებს.
-მე ბობი მქვია.-გამიღიმა ისევ თავისი დამატყვევებელი ღიმილით და ხელი გამომიწოდა.
-მარია!-ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
-სასიამოვნოა.
-არც ისე!-ისევ ვეუხეშე
-სულ აქ ცხოვრობდი?
-კი!
-მე მთიან სოფელში.იქ სიმშვიდეა და მშვენიერი გარემო სახატავად
-ანუ სოფლელი ხარ!-ისევ და ისევ ამაზრზენი გოგო იბრძვის სინაზის და სათნოობის აზპარეზზე.
-კარგი ჩემი წასვლის დროა უნდა მივეხმარო მშობლებს.
-ნახვამდის!-დავემშვიდობე და გზა განვაგრძე.
მისი სახე საიდანღაც მეცნობოდა მაგრამ არ ვიცოდი საიდან მაგრამ ვიცოდი რომ სადღრაც უკვე ნანახი მყავდა.ესეც უჩვეულო დღის კიდევ ერთი ნაწილი.ჩემს ფლეილისთს გადავხედე და ჩავრთე მშვიდი და სინაზით აღსავსე მუსიკა,თავი ჩავხადე და გავუდექი გზას სასწავლებლისკენ.
გზაში კი სულ ისევ იმ ჩიტზე და ნაცნობ სახეზე ვფიქრობდი და იმ ამაზრზენ პიროვნებაზე რომელიც ალბათ დღესაც იქ დამხვდებოდა და ჩვეულებისამებრ ნერვებს მომიშლიდა.რათქმაუნდა ლექციების დაწყებამდე ისევ ამოვიღე ჩემი ცხოვრების მეგზური და ვეცადე მომეკიდებინა მაგრამ ქარი იყო და ხელს მიშლიდა ანთებაში,რათქმაუნდა არსაიდან ჩემი მხსნელი და ნერვების კიბო გამოჩნდა და სპირალიან სანთებელას მაწვდის.
-ჩათვალე შენი დღის გმირი ვარ.
-არასდროს!არც იოცნებო მაგაზე!-უხეშად ვართმევ სანთებელას და სიგარეტს ვუკიდებ.
-შენი აგრესია ჩემს მიმართ მაოცებს.
-რატომ აქამდე არავის გამოუხატავს მსგავსი აგრესია შენს მიმართ?
-არა.
-მაშინ მოგიწევს შეეჩვიო შენს მიმართ თბილად განწყობილი არასდროს არ ვიქნები!
-მოვლენებს წინ ნუ უსწრებ.-მითხრა,გამიღიმა და გაიარა.გავბრაზდი მაგრამ არ ვიცი რატომ.
სანამ ზარი არ დაირეკა მანამდე არ შევედი აუდიტორიაში.რათქმაუნდა ის ისევ ჩემს გვერდით დაჯდა.
-ერთი კითხვა მაქვს და ძალიან გთხოვ არ გაბრაზდე!
-რა გინდა!
-რატომ ხარ ჩემს მიმართ ასეთი ცივი და უხეში?
-ძალიან გაინტერესებს ?
-საშინლად!
-არ მიყვარს აბეზარი და ჯაშუში ხალხი!
-ჯაშუში?
-დიახ!
-საიდან მოიტანე რომ მე ჯაშუში ვარ?
-შენი გუშინდელი საქციელი მხოლოდ მაგაზე მეტყველებს! საიდან იცოდი რომ იქ ვიქნებოდი?
-მოდი ამას გამართლება ან ბედისწერა დავარქვათ!
-რა გამართლება რა ბედისწერა შენ სულ გაგიჟდი ხო? მითვალთვალებ?
-არანაირად!
-მაშინ მითხარი იქ რას აკეთებდი!
-უბრალოდ სანამ გავიგებდი ვინ იყავი მანამდე რამოდენიმეჯერ დაგინახე ზუსტად ერთი და იგივე დროს მოდიოდი და სულ მარტო იჯექი,მეგონა რომ გუშინაც მოხვიდოდი.
-მანიაკი ხარ!
-ალბათ გინდოდა გეთქვა საყვარელი მანიაკი!
-შემეშვი!



№1  offline მოდერი guroo

ეს გოგო ზუსტად იმ ჩიტივით უნდა გაინაბოს რომელიმე ბიჭის გვერდით და არ ეცადოს გაქცევას, არ გაფართხალდეს... :დდდ

 


guroo
ეს გოგო ზუსტად იმ ჩიტივით უნდა გაინაბოს რომელიმე ბიჭის გვერდით და არ ეცადოს გაქცევას, არ გაფართხალდეს... :დდდ

სად გაინაბება ჯერ არ ვიცი :დ წერის პროცესში ვარ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent