შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქრონიკულად ჩემში (სრულად)


15-08-2019, 22:57
ავტორი Nanaga
ნანახია 15 003

- 4 წელი დაგჭირდა იმის მისახვედრად, რომ გიყვარდი?! - განადგურებულმა ამოვილაპარაკე და აივანზე გასასვლელ კარს მივეყრდენი
- მისახვედრად არა, 4 წელი დამჭირდა რომ მეღიარებინა - არანაკლებ განადგურებულმა ჩაილაპარაკა და ჩემს პირდაპირ დადგა.

მაგიდისკენ გრაციოზულად დავიძარი და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ნელა ამოვაძვრინე. ცრემლები მახრჩობდა მაგრამ მოვკვდებოდი და ახლა არ ვიტირებდი, ისე ვიყავი გამწარებული, დანა რომ დაერტყათ სისხლი არ წამომივიდოდა. ვიცოდი რაღაც რომ მეთქვა უმალ გავტყდებოდი. ფეხებზე მე.კიდა უკვე ყველაფერი, თუნდაც ყველაზე სუსტი გამოვჩენილიყავი, ღაპა ღუპით ჩამომცვივდა ძლივს ნაკავები ცრემლები, ცხვირი ამეწვა და რამდენიმე წუთი ნაძალადევად დავიცავი დუმილი.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები, ყველა შენ გიკავშირდება. ვერ წარმოიდგენ ამ წუთზე რამდენი ხანი ვვოცნებობდი. ხან როგორ წარმომედგინა და ხან როგორ მაგრამ ასე - არასდროს! როცა ცუდად ვიყავი, უცხო ქვეყანაში, საკუთარი ოჯახისგან, მეგობრებისგან და მიწისგან გადაკარგული, ვიხსენებდი ყველა იმ ტკბილ მოგონებას, რომელიც შენთან მქონდა. ამ ყველაფრით ვსულდგმულობდი, შენ მივსებდი სიცარიელეს ჩვენი მოგონებებით. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ აღარ მეკონტაქტებოდი, იმის ცოდნა რომ კარგად იყავი საკმარისი იყო. იმდენი რამის თქმა მინდოდა, ისე მინდოდა ხანდახან ჩემთან ყოფილიყავი ჭკუიდან ვიშლებოდი. შენ კი ყველაფერი ვიღაცის ბოროტი ენის გამო დაანგრიე, არ მენდე მე, ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდა. არ ვნანობ არცერთ წუხანდელ სიტყვას, არც ქმედებას. თუ ეს იყო საჭირო რომ თვალები აგეხილა, მაშინ იყოს ეს მსხვერპლიც შენთვის, მინდა რომ ძალიან დაიტანჯო, მინდა უფრო გეტკინოს წუხანდელი ღამის შემდეგ, მითუმეტეს ახლა, როცა ყველაფერი იცი, მინდა თავი დამნაშავედ იგრძნო როცა ამ ღამეს გაიხსენებ, მინდა ყოველთვის, როცა დათვრები ან ალკოჰოლს დაინახავ მე გაგახსენდე. აი ასე ეგოისტურად მინდა ახლა შენ იტანჯებოდე. არასოდეს, არასოდეს გაპატიებ ამ ყველაფერს. აღარასოდეს მინდა გნახო, თუ სადმე გნახავ არ მინდა რომ დამელაპარაკო. იცხოვრე შენს არაფრისმთქმელ გრძნობასთან ერთად, მე ეს ყველაფერი აღარაფერში აღარ მჭირდება. - საოცარი სიძულვილით ამოვილაპარაკე გულიდან ყველაფერი, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი იყო იმედგაცრუება. თურმე ტყუილია როდესაც ამბობენ სიყვარულზე დიდი გრძნობა არ არსებობსო, აბსურდი! იმედგაცრუებაზე დიდი გრძნობა არაფერია, მითუმეტეს თუ იმედს საყვარელი ადამიანი გიცრუებს. რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ უმალ გავაჩერე, კართან მივედი და ფართოდ გავაღე, ხელები უღონოდ ჩამოეყარა, ვგრძნობდი როგორ უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ აღარ მინდოდა არაფრის მოსმენა, ვიცოდი აზრი არ ჰქონდა.
- გეხვეწები წადი, აზრი აღარ აქვს, მინდა მართლა მინდა მოგისმონო და გაპატიო მაგრამ არ შემიძლია, ისე მაქვს გული ნატკენი და ისეთი დაღლილი ვარ, მხოლოდ ის მინდა წახვიდე და თან გაიყოლო ყველაფერი, როგორც ჩვენს საყვარელ ფილმშია, ისე მინდა გონებიდან ამოგშალო.
აღარაფერი აღარ უთქვამს, მიხვდა ეტყობა, ტყუილად იწვალებდა. ნელი ნაბიჯებით გამოემართა კარისკენ, ჩემსკენ დანისლული თვალები მოანათა, თავი გვერდზე გადასწია და წავიდა..
ადგა და წავიდა..
წავიდა და გულზე მომეშვა..
აღარ გამიტარებია ის ღამე ტირილში..
არადა რამხელა პარადოქსია, ყველაზე მეტად ახლა უნდა მტკენოდა მაგრამ მე მიხაროდა..
გრძნობისგან გაბოროტებულს, მიხაროდა რომ მასაც სტკიოდა..
ვიცოდი ახალი ეტაპი იწყებოდა და მეც ახალი შემართებით უნდა დამეწყო ცხოვრება...
ცხოვრება მთლიანად კონსტანტინე ცერცვაძის გარეშე.

მანამდე კი ყველაფერი დაიწყო ბავშვობაში..

მე და კოსტამ ერთმანეთი ცოტა ჩემთვის უხერხულ ვითარებაში გავიცანით. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი და წლის ბოლოს სკოლის შიდა გამოცდები მქონდა. რატომღაც გეოგრაფიის მასწავლებელს აკვიატებული ვყავდი და ხმას ვიღებდი თუ არ ვიღებდი, სულ მე დამყვიროდა. ნიშანზე მამათხოვრებდა და სულ შენიშვნას მაძლევდა. ერთხელაც ყველაფერი ყელში რომ ამომივიდა, გეოგრაფიის მასწავლებელს ზედმეტად უხეშად შევეპასუხე, სულ ნევროზა და ისტერიჩკა ვეძახე, ახლა თავს დამნაშავედ ვგრძნობ მაგრამ მაშინ ისე ვიყავი გაბრაზებული, ალბათ ასაკი და მოწიწება რომ არა, პირდაპირ გავბრდღვნიდი. ჩემი დაუმორჩილებლობის გამო გადარეულმა ქალბატონმა ლალიმ პირდაპირ გამომიცხადა მშობლის გარეშე არ მობრძანდეო და გაკვეთილიდან გამომისროლა. გამწარებული დავდიოდი დერეფანში, მობილური ჩანთაში მქონდა და შესაბამისად ვერც ჩემს ყოვლისშემძლე დედიკოს დავურეკავდი. საიდანღაც ნაბიჯების ხმა მომესმა და მაშინვე მივიხედე ჩემს გვეედით დაბნეული ბიჭი რომ დავინახე, სიხარულისგან ტაში შემოვკარი და ბიჭს დავუძახე

- ე ბიჭი, დაიკარგე? - თან ხელი ძველბიჭურად დავუქნიე, აქეთ იქით მიიხედა და ჩემსკენ წამოვიდა
- გასასვლელს ვეძებდი - მხრები აიჩეჩა და მეც ეჭვის თვალით შევათვალიერე
- ტელეფონი გაქვს? - მოურიდებლად ვკითხე
- მაქვს კი - დაბნეულმა მიპასუხა
- დამარეკინე რა ძალიან გთხოვ?! - ხმა გავინაზე, გამოწვდილ ტელეფონს დავტაცე ხელი და დედასთან დავრეკე. - დედა მე ვარ, ვინ ვიქნები დედა ნუცა ვარ, მისმინე არ მინდა ინერვიულო მაგრამ გეოგრაფიამ გამომაგდო და გიბარებს, ტელეფონი კლასში მაქვს და ვერ შევალ, მოკლედ ჩემი ბრალი არაფერია რომ მოხვალ აგიხსნი - მალე დავემშვიდობე და ტელეფონი ბიჭს დავუბრუნე
- გაკვეთილიდან გამოგაგდეს? - სიცილით მკითხა ბიჭმა
- ჰო, ცოტა უქრის მაგ ქალს - მხრები ავიჩეჩე და ხელი გავუწოდე - ნუცა დიასამიძე
- კონსტანტინე ცერცვაძე - ჩემს ხელს საკუთარი შეაგება და ცალყბად ჩამიღიმა
- აბა მომიყევი კოსტა, რას აკეთებ აქ? - არ მოვრიდებულვარ მისი სახელის შემოკლებას და გზას მასთან ერთად დავადექი
- ამ სკოლაში გადმოვდივარ და დღეს დამიბარეს გასაუბრებაზე
- მართლა? რა კარგია. მერე გაგაცნობ ყველას, მერამდენე კლასელი ხარ?
- მეათე - გასასვლელამდე მივაცილე და დავემშვიდობე.

ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
მერე გავაცანი ელენე, ლადო და ლაშა.
მიუხედავად იმისა, რომ მათთან ბავშვობიდან ვიყავი და ჩვენი მეგობრული წრის გარღვევა არავის შეეძლო, კოსტამ მოახერხა და სრულფასოვნად დაიმკვიდრა თავი.
მასთან ყოველთვის მე მქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა. ყოველთვის ზედმეტ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ და ასევე მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ არც ის იყო გულგრილი ჩემს მიმართ და არც მე ვიყავი მის მიმართ მაგრამ, უზომოდ მომწონდა ეს გაურკვეველი სიტუაცია, ფლირტის ნოტებით გაჟღენთილი. შემეძლო მასთან თავისუფლად ვყოფილიყავი, არ მჭირდებოდა თავის მოჩვენება, ვიცოდი გიჟდებოდა ჩემს ცოტათი ქალურად შეპარილ კეკლუცობაზე. პირველი გულისტკენა, ცხოვრებაში პირველად იყო მაშინ, როდესაც მეთორმეტე კლასში ვიყავი. ელენეს დაბადების დღე იყო და ზედმეტად აჟიტირებული ვიყავი, მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ დავდიოდი გაბრწყინებული, მთელი დღე ვარჩევდი კაბას. ვიცოდი კოსტას უნდა გამოევლო და ერთად წავსულიყავით ამიტომ ყველას განვუცხადე ტყუილად არ გამომიაროთ თქო. მთელი საათი რომ ველოდე და სიბრაზემ ჰადესს დამამსგავსა თავზე ცეცხლით, დავურეკე. დიდი ხნის შემდეგ მიპასუხა, ნამძინარავი ხმა ჰქონდა და ერთიანად გავშეშდი ადგილას აშკარა მდედრობითი სქესის ხმა რომ გავიგე ვინ არისო.
- კოსტა სად ხარ? არ უნდა გამოსულიყავი ჩემთან? - ვეცადე აღელვება არ შემტყობოდა
- აუ ბოდიში რაა დამავიწყდა, საქმეზე ვარ წადი შენ და მერე მოვალ მეც იზვინი ნუ - მომაყარა და გამითიშა.
თუ არ გავგლეჯდი არ მეგონა. დავმშვიდდი და თავად წავედი. კლუბში, სადაც ყველა გუგუნებდა მხოლოდ მე ვიჯექი დამჟავებული სახით და კოსტას გულში ვლანძღავდი ხასიათის გაფუჭებისთვის, თან მუდმივად შემოსასვლელისკენ ვაპარებდი თვალს. როგორც იქნა ისედაც განათებული ადგილი ჩემთვის უფრო განათდა როცა კოსტა შემოვიდა და მაშინვე გაუფერულდა მასზე აკრული ტყლარწი ქერა მასა რომ დავინახე. სიბრაზე ერთიანად მომეკიდა და სანამ ჩემამდე მოვიდოდა წინ დადებული სასმელი ერთ ყლუპში გამოვცალე. არ დავლოდებივარ ისე გავვარდი მოცეკვავეთა მასაში და მათთან ავითქვიფე. ვგრძნობდი მის მზერას, მე კი დაჟინებით ვსვამდი და ვცეკვავდი, რამდენჯერმე შევიცვალე ცეკვის პარტნიორი სანამ ზურგიდან არ ამეკრო ვიღაც და ცივ სუნში მაშინვე ამოვიცანი ჩემთვის საყვარელი სუნამო.
- ოხ ნუცა ნუცა, როგორ გააგიჟე ეს უბრალო მოკვდავი მამრები - თბილად მიჩურჩულა ყურთან და კოცნა დამიტოვა, თან ერთი ხელის მოძრაობით მისკენ მიმაბრუნა
- შენც არანაკლებ გადაგირევია ის ედემის ბაღის გადმონაშთი - ირონიულად ჩავიცინე და თავით იმ გოგოზე ვანიშნე, ვინც ახლდა. ნაზად მეხებოდა წელზე და თავი ჩემს თმაში ჩარგო. ხელები კი დამიჭირა და მის კისერზე მომახვევინა
- ზედმეტად ბევრმა გიფათურა ხელი და შეიძლება ეს საღამო კარგად არ დასრულდეს - თვალი ჩამიკრა და დამატრიალა
- შენ ჩემს ზედამხედველად ვინ დაგაყენა? იმას მიხედე ვისთან ერთადაც მოხვედი- გაღიზიანებულმა ვუპაუხე
- ის თავის თავს მიხედავს, შენ ვერა - არანაკლებ გაღიზიანებული ხმა ჰქონდა
- კოსტა, სირცხვილია, რას იფიქრებს შენი მნიშვნელოვანი "საქმე" - საღამოს დიალოგი შევახსენე - ორ კურდღელს ერთად ნუ ეტანები, საკუთარ თავს მიხედე და შემეშვი - ღრენით ვუპასუხე და წასვლა დავაპირე რომ დამიჭირა
- ჩემი საქმე ამ წუთას შენ ხარ და შენი ქცევები ლამის იმ სირებმა აქვე რომ გიხ...- სიტყვა შუაზე გაუწყდა როგორც კი ჩემი მოქნეული სილა მოხვდა
- არასდროს, არასდროს აღარ გაბედო ჩემთან დალაპარაკება. ნამდვილი უზრდელი და უტაქტო ვირი ხარ - გაბრაზებულმა დავუყვირე და შეურაცხყოფისგან გამოწვეული ცრემლები ვეცადე დამემალა. წამის მეასედში მოვშორდი, ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ დავიძარი. იმდენად გავბრაზდი მის სიტყვებზე, უნებური ტირილი წამსკდა. ფაქტობრივად ვიღაც უკანასკნელ გოგოდ გამომიყვანა, მივდიოდი და თან ვცდილობდი ბოლო ხმაზე არ მეღრიალა. ბოლოს როცა მივხვდი, რომ ჩემ სახლამდე მანძილი საკმაოდ დიდი იყო და არც ტაქსი ჩანდა, იქვე ბორდიულზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებში ჩავრგე. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი ასე, სანამ თბილმა შეხებამ არ მომიყვანა აზრზე. არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ეს ვიღაცა კოსტა იყო. ცეცხლ ჩამდგარი თვალებით მიყურებდა მაგრამ როგორც ავხედე მზერა მაშინვე შეეცვალა, ალბათ ჩემმა ცრემლიანმა თვალებმა და ჩამოთხაპნილმა მაკიაჟმა იმოქმედა.
- რა იყო ახლა აქ უნდა მაკონტროლო ვინმე გამვლელმა ქუჩაში რომ არ მიხ.მაროს? - ზიზღით ამოვილაპარაკე და ფეხზე წამოვიჭერი მაგრამ მისმა ხელებმა ჩემს მხრებზე მაშინვე უკან დამაბრუნა.
- მაპატიე, არ მინდოდა მაგის თქმა, უბრალოდ წყობიდან გამოვედი - დამნაშავესავით ჩახარა თავი
- ვაპატიო, არ უნდოდა თურმე - გამოვაჯავრე და მის გამოწვდილ ხელს დავწვდი, ერთ ხანს გამომცდელად მიყურა, მერე ირონიული ღიმილი აიკრა და თავი გადააგდო
- შენ ჩემზე ხარ გაბრაზებული - გადაიხარხარა და ხელი გადამხვია
- შენზე რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? - დამფრთხალი გავუხტი გვერდზე
- იმიტომ რომ იეჭვიანე - უპარდონოდ მომახალა, ნერვიულად გადავიკისკისე, გული ისე მიცემდა მეგონა ყველას ესმოდა
- ასეთი სიბრძნე საიდან? - გავძახე გაგულისებულმა, ის კი უფრო ახლოს მოიწია ჩემთან
- აღიარე ნუცა. როგორ აგიდუღდა სისხლი და ლამის ჭკუიდან შეიშალე - მზაკვრულად ჩაიღიმა - საკუთარ თავზე კარგად გიცნობ
- ვაიმე მგონი შეიშალე კოსტა. ვიეჭვიანე არა ის, გავბრაზდი უბრალოდ მე რომ გადამაგდე - ნერვიულად ჩავილაპარაკე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი, არ მაწყობდა ჩემი გრძნობის სააშკარაოზე გამოტანა.
- ახ ნუცა ნუცა, როგორი ბავშვი ხარ - თავი გადაიქნია და სულ სხვანაირად გაუბრწყინდა თვალები
- ხოდა მე თუ ბავშვი ვარ ის მოზარდი გყავს რომელიც გელოდება და დაბრუნდი მასთან - მომავალ ტაქსს ხელი გავუქნიე და წამში ჩავხტი. ვხედავდი კოსტას სახეზე ათამაშებულ ღიმილს და ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები.

რამდენიმე დღე საერთოდ არ შემხმიანებია, ის ფაქტი უფრო მაგიჟებდა რომ ბიჭებს ეკონტაქტებოდა. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა ან მას რა უნდოდა ჩემგან. მენატრებოდა მასთან საუბარი და ყველა ის სიგიჟე რასაც ერთად ვაკეთებდით. მოვკვდებოდი და არ დავანახებდი იმას, რომ მომენატრა. ბოლო ზარისთვის განკუთვნილი პერანგი გადმოვიღე და გულის მხარეს თითებით ვეფერებოდი. კოსტამ თავიდანვე მთხოვა რომ ეს ადგილი მისთვის შემენახა, მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული ვიყავი პირობა არ გამიტეხია და არავის ვაძლევდი უფლებას გულზე რამე დაეწერათ. მთელი დღე რომ არ გამოჩნდა, გადავწყვიტე საერთოდ აღარ დავლაპარაკებოდი. იცოდა ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს დღე და მაინც არ მოვიდა. არც დავურეკე და არც მან დამირეკა. დღე ისე დასრულდა არ გამოჩნდა. საღამოს კლასთან ერთად წავედი საქეიფოდ. ვერაფრით მოვედი ხასიათზე და ამ დანაკლისის გრძნობას ვერც მოვერიე. საღამოს სახლში მისული გაღიზიანებული შევწექი პირდაპირ საწოლში და გაბრაზებულს ჩამეძინა. შუაღამისას ტელეფონის ზუზუნმა გამაღვიძა, თვალები მოვისრისე და ეკრანზე გამოსახულმა K<3 - მ მაშინვე გამომაფხიზლა. შეტყობინება გავხსენი.

" გული ისევ მე მელოდება?:)))" - რა ორაზროვანი იყო მისი წინადადება
" არა დაიკავეს უკვე )"
" პირობა დაარღვიე? :))"
" პირობების დარღვევაში შენ ბადალი არ გყავს"

რამდენიმე წუთიანი პაუზა ისევ მისმა მესიჯმა დაარღვია

"ჩამოდი ქვემოთ ვარ და პერანგიც გამოაყოლე"
" ადგილი აღარ დარჩა "
" არაუშავს სადმე ვიპოვი "

გული სიხარულისგან მიცემდა თუ სხვა გრძნობისგან ვერ გავარჩიე, საწოლიდან ფრენა-ფრენით ავდექი და ჩემი პერანგითურთ ქვემოთ ჩავირბინე. მაშინვე ამომევსო ის სიცარიელის გრძნობა, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე მანტრასავით დამყვებოდა. მანქანაზე მიყუდებული კოსტა რომ დავინახე, მინდოდა მივვარდნოდი და ისე ჩავხუტებოდი, ძვლების ტკაცუნი გამეგო თუმცა ჩემი ფიქრების საპირისპიროდ მოვიქეცი წინ ისე ავესვეტე ახლოს არც კი მივსულვარ. თვითონ ჩემსკენ წამოვიდა და მხოლოდ პერანგი გამომართვა, უნებურმა ღიმილმა და თითქოს შვებამ გადაურბინა სახეზე, როცა ნახა რომ გული ისევ ცარიელი იყო.

- პირობა არ დაგირღვევია
- აქ პირობებს მხოლოდ შენ არღვევ - ნაწყენმა ჩავილაპარაკე და მანქანას მივეყუდე

კოსტამ მხოლოდ ჩაიცინა, პერანგი მანქანაზე გაშალა და შავი მარკერი მოიმარჯვა, რაღაც მიაწერა და ისევ უკან დამიბრუნა. ისე გამოვართვი არც დამიხედავს, მინდოდა ეფიქრა რომ სულაც არ მაინტერესებდა. შემდეგ მომიახლოვდა თან აშკარად ჩემს საქციელზე ეცინებოდა, სახეზე ხელის ზურგი ჩამომისვა, რამდენიმე წუთი მიყურა, მერე ერთი ამოიხვნეშა და წამებში მთლიანად შემომაჭდო მკლავები კისერზე.
დავსუსტდი...
მუცელში პეპლები კი არა, მთელი ფაუნა ვიგრძენი.
არ მინდოდა ეს წამი დასრულებულიყო, ვიცოდი თავს გავცემდი მაგრამ მაინც ეგოისტურად მინდოდა..
მინდოდა და ხელები ისე მოვხვიე, თითქოს ერთმანეთს ბოლოჯერ ვხედავდით.
არ მახსოვს რამდენი წუთი ვიყავი ასე. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი იყო დაუძლეველი სურვილი იმისა, რომ მთელი ცხოვრება მის მკლავებში ვყოფილიყავი.

- გილოცავ სკოლის დამთავრებას - საოცრად თბილი ხმით ჩაილაპარაკა, თავი ჩემს ყელში ჩარგო და იქვე ცხელი კოცნა დამიტოვა.

იმ წუთში ვერც მე ავხსნიდი რა ურთიერთობა გვქონდა, პრინციპში აღარც მაინტერესებდა. ვიცოდი რომ ისიც ზუსტად იმას გრძნობდა, რასაც მე.

- სახლში ადი, გვიანია უკვე. - ნელა მომშორდა და სადარბაზოსკენ მანიშნა
- იცოდე შენზე მაინც გაბრაზებული ვარ - თითის ქნევით გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და მივხვდი, ჩემი ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული, რაც წასვლის საშუალებას არ მაძლევდა
- თუ გაბრაზებულზე ასე ჩამეხუტები ხოლმე, ვეცდები ხშირად გაგაბრაზო - გაეცინა
- კოსტა, სერიოზულად გეუბნები - მეც გამეცინა და ხელი გავუშვი - იმედია კიდევ არ დაიკარგები თორემ მერე აღარ შეგირიგდები - ენა გამოვუყავი და სადარბაზოში შევხტი. მხოლოდ მისი მოცინარი სახე მედგა თვალწინ და როგორც კი ჩემს ოთახში ავედი და სინათლე ავანთე მაშინვე გავიგე საბურავების ხმა. ემოციებით გადატვირთული გავწექი საწოლზე და მერე გამახსენდა პერანგი, სასწრაფოდ გავშალე. ყველაფერს ველოდებოდი მაგრამ არა ამას. თითების კანკალით შევეხე მის დაწერილს და სიხარულის ღიმილმა გამიპო ბაგე.

" ქრონიკულად ჩემში ???? " - წარწერა გულზე, რომელიც ვიღაცისთვის აუცილებლად იქნებოდა გაურკვეველი სიტყვები, ჩემთვის კი დასაწყისი ახალი ისტორიისა.

______________________


ჩემი და კოსტას ურთიერთობა არასდროს იყო მარტივი.
არც არასდროს გვითქვამს ერთმანეთისთვის თუ რას ვგრძნობდით სინამდვილეში, ის უხილავი ძაფი მუდამ თან დასდევდა ჩვენს პიროვნებას და მუდამ ერთმანეთთან დაკავშირებულები ვიყავით. სასაცილოა, თუმცა არასდროს მსურდა მას რამე აეხსნა და ეთქვა ჩემთვის ან განემარტა. მომწონდა ეს ყველაფერი, მომწონდა ის უსახელო ურთიერთობა, ზრუნვა და ფარული გამოხატვა ჩვენი გრძნობის.
ბოლო ზარის შემდეგ, რამდენიმე კვირით, სეზონური სამუშაოს გამო ბათუმში წავიდა. ხშირად მეკონტაქტებოდა თუმცა სამსახურის გამო ვეღარ ვლაპარაკობდით საათობით მაგრამ ვგრძნობდი, რომ იმ მცირე თავისუფალ დროსაც მე მითმობდა და ამით ვივსებოდი..
28 აგვისტოს გამოცხადდა შედეგები, მე ოფიციალურად გავხდი სტუდენტი.
ეს დღე ყველაზე კარგად იმით დამამახსოვრდა, რომ კოსტა სრულიად მოულოდნელად ჩამოვიდა და პირადად მომილოცა.
მაშინ ყველანი კლუბში აღვნიშნავდით, გვერდით რომ ვიღაც მომიჯდა და მხარზე შემეხო, რაღაც ამოუხსნელი ზებუნებრივი ძალით ვიგრძენი რომ ის იყო, ან უბრალოდ იმდენად მქონდა ნახვის სურვილი გამძაფრებული, ვინც არ უნდა ყოფილიყო ვიმედოვნებდი რომ ის იქნებოდა, თუმცა ჩემი ჰაი ლეველზე მყოფი გრძნობა არ შემცდარა და ასე უეცრად და დაუგეგმავად შევხვდით ერთმანეთს თვეების შემდეგ.

- მოულოდნელად გამოჩენების მასტერი გამხდარხართ, ბატონო კონსტანტინე - ირონიულად ამოვილაპარაკე და პირდაპირ შევხედე
- რას ვიზამთ, როცა იცი რომ ვიღაც გელოდება, ყველაფერზე ხარ წამსვლელი - სულ სხვა ტონალობით თქვა, ისეთით, რომელიც მხოლოდ ჩემი იყო

ის საღამო მაშინვე ჩაეწერა საუკეთესო დღეების სიაში. მე მთელი საღამო კოსტაზე მიხუტებულმა გავატარე, ის კი არეულად დააცოცებდა თითებს ხან თმებში და ხანაც ჩემს აწითლებულ ლოყებზე.

მე უნივერსიტეტი შედარებით გვიან დამეწყო, ოქრომბრის ბოლოს. კოსტას კი უფრო ადრე, სექტემბრის დასაწყისში ამიტომ მას უკვე შუალედური გამოცდები ჰქონდა და ჩემს აღფრთოვანებას სტუდენტობაზე და კურსელებზე ვერ ვუზიარებდი. მხოლოდ რამდენიმე წუთი ვნახულობდი, ისიც მას თუ გამოუჩნდებოდა თავისუფალი დრო. კოსტა უკვე მესამე კურსის სტუდენტი იყო, მეორე სემესტრიდან აპირებდა ნახევარი სემესტრით გაცვლითი პროგრამით წასვლას ვარშავაში, ამიტომ ცდილობდა სწავლისთვის უმეტესი დრო და მაქსიმალური ენერგია დაეთმო.

ერთ დღეს ლექციების შემდეგ, პირდაპირ ბიბლიოთეკაში ავედი. იქ, სრულიად შემთხვევით შევხვდი ჩემს კლასელს, რომელიც დაბალი კლასებიდან გადავიდა. ცუდი ბიჭი არც მაშინ იყო, მაგრამ ჩემს წინ სულ სხვა ადამიანი, ბევრად უფრო სიმპატიური ბექა ჟღენტი იდგა, მე ეტყობა დიდად შეცვლილი არ ვიყავი რადგან ბექამ უმალვე მიცნო, მე კი ყბა დაღებული ვუყურებდი და გონებაში აღვიდგინე მისი ბავშვობა.

- როგორ ხარ ნუცა? რას წარმოვიდგენდი აქ თუ გნახავდი - მეგობრულად მომიკითხა და გადამეხვია
- ეეე ჟღენტი, ისეთი შეცვლილი ხარ გეფიცები ვერ გიცანი - გამეცინა და მეც გადავეხვიე - შენ რა აქ სწავლობ?
- ჰაჰ შენ დიდად შეცვლილი არ ხარ, ისევ ისეთი თვალისმომჭრელად ლამაზი ხარ - გაეცინა და ამათვალიერა - აქ ვსწავლობ კი სამართალზე, შენ რაზე სწავლობ?
- ოჰ დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის - გულწრფელად გამეცინა - მე პიარზე ვარ, რას შვრები მომიყევი აბა? რამდენი წელია არ შემხვედრიხარ
- ოო რავიცი რავიცი იმდენი რამე მოხდა, სკოლიდან საფრანგეთში გადავედით მამაჩემის საქმეების გამო, ეს ერთი წელია აქ ჩამოვედი
- კაი რა და აქ ჩააბარე? საფრანგეთი როგორ დათმე?
- ოჰ რავიცი რაღაც გეგმები მაქვს, აქ ვისწავლი და ისევ წავალ მერე ალბათ მაგისტრს იქ გავაგრძელებ, შენ რას შვრები?
- არაფერს რავი მე ძველებურად ვარ, თბილისს ვერ გავცდი - გამეცინა - ისეთი არაფერი არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, ნუ შენს ვოიაჟებს ვერ შეედრება ვერაფერი
-ოჰ მასე ნუ იტყვი, ყველაფერი წინააა ჯერ ახალგაზრდები ვართ - მასაც გაეცინა - მისმინე მე ეხლა უნდა გავიდე, ნუ ცოტა დრო მაქვს წამო თუ გინდა სახლში გაგიყვან, თან შენი ნომერი ჩამაწერინე და მერე სადმე მშვიდად დავსხდეთ, თან გაგვიმართლა უნივერსიტეტელები ვართ - მეგობრულად გამიღიმა და წინ მიბიძგა. გზაში ბევრი რაღაც გავიხსენეთ, ბევრი ვიცინეთ, მომიყვა თავის ფრანგულ ცხოვრებაზე და გულწრფელად მომინდა მეც მქონოდა ეს შესაძლებლობა. მერე ნომრები გავცვალეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
გონებაში მიტრიალებდა სკოლის პერიოდი და მაინც ვფიქრობდი, რომ ამ წლებს ვერაფერი ჩაანაცვლებდა. მართლა გამიხარდა ბექას ნახვა. სადარბაზოში ბედნიერმა შევაბიჯე და მაშინვე შევამჩნიე პირველ საფეხურზე მჯდომი კოსტა, რაღაცნაირად ამომხედა და გაეცინა, ოღონდ უფრო ირონიული იყო ვიდრე ჩვეულებრივად.

- რა იყო ახლა უცხოებს დაყავხარ მანქანით? - ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი ერთმანეთში არეული ჩემს გონებაზე და სისხარტეზე დამაბნეველად მოქმედებდა.
- ხო როცა ნაცნობებს არ სცალიათ, სხვა რა გზაა - მხრები ავიჩეჩე და ხელები გადავიჯვარედინე
- ოჰ ნუცა ნუცა, ყურადღებას მოვადუნებ თუ არა ყოველთვის თევზივით სხლტები ერთი სიტუაციიდან მეორეში
- რას მებოდიალები? ან სად დალიე? შენ რა იყო მთვრალი ხარ და ახლა შენი ცუდი სიმთვრალე ჩემზე უნდა გადმოიტანო? - ბრაზმა ლამის დამაბრმავა, საერთოდ ვერ ვხვდებოდი რაზე მელაპარაკებოდა და იმ წუთას რას ლაპარაკობდა
- ვინ მოგიყვანა? - კითხვა დააიგნორა და შედარებით დამშვიდებული ტონით მკითხა
- ბექა ჟღენტმა, ჩემმა ყოფილმა კლასელმა და ახლა უკვე უნივერსიტეტელმა, შემთხვევით შევხვდი ბიბლიოთეკაში და გზაში ბავშვობა გავიხსენეთ, დაგაკმაყოფილა პასუხმა თუ კიდე დაგრჩა რამე გასარკვევი? - გაღიზიანებულმა ჩამოვურაკრაკე ყველაფერი
- მე გასარკვევი არაფერი არ მაქვს, სჯობს შენ გაერკვიო საკუთარ თავში და სურვილებში - არანაკლები გაღიზიანებით ჩაილაპარაკა და ისე ამიარა მხარი ძალით გამკრა. გახევებული ვიდექი და მის ზურგს ვუყურებდი, რისთვის უნდა მიმეწერა მისი ეს უეცარი გამოჩენა და ეს სცენა ვერ მივხვდი. ჩემთვის ჩავიფრუტუნე და სახლში ავედი. იმდენად გაბრაზებული ვიყავი მისი ამ ქცევით, გადავწყვიტე საერთოდ არ შევხმიანებოდი სანამ თავად არ მოვიდოდა და ბოდიშს არ მომიხდიდა ან არ ამიხსნიდა რა ერქვა მის ამ უმსგავსო საქციელს.
რამდენიმე დღე ტელეფონს და სოციალურ ქსელს ვამოწმებდი იმ იმედით რომ კოსტა რამეს მომწერდა ან დამირეკავდა, ბოლოს როცა მივხვდი რომ მისი სიჯიუტე ჩემი ნერვებისა და მოთმინების მთავარი საზომი ერთეული იყო, შევეშვი.
საბოლოოდ ჩავეშვი სტუდენტურ ცხოვრებაში, ყველაზე ცუდი ის იყო რომ მე, ელენე, ლადო და ლაშა სულ სხვადასხვა ადგილებში ვსწავლობდით ამიტომ ვერც მათთან შეხვედრას ვერ ვახერხებდი. ნუ ლადო და ელენე ერთად სწავლობდნენ, ლაშა საერთოდ დიღმისკენ იყო გადაკარგული, საბოლოოდ თავისუფალი დრო როცა რომელიმეს გვქონდა, სხვას არ ეცალა ამიტომ ვერც მათ ნახვას ვახერხებდი ხშირად.
ჩემს კურსელებთან კი პირიქით, ძალიან კარგად ავაწყე ურთიერთობა. მე და ბექა თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს, ხშირად თავისუფალი საათიც ერთ დროს გვქონდა და თავს ვერ ავარიდებდი მასთან შეხვედრას. ერთხელ უნივერსიტეტის მერე ფეხით გავისეირნეთ და ლექციებს და ლექტორებს განვიხილავდით, თან მომავლის გეგმებს მიზიარებდა. მომწონდა ბექასთან ურთიერთობა, რაღაცნაირად უხილავი ძაფივით იყო ჩემსა და წარსულის მოგონებებს შორის.

ლადო ახალ სახლში გადავიდა სრულიად მარტო, ამიტომ დამირეკა და სასწრაფოდ მაცნობა ეს ამბავი, თან დაამატა რომ საღამოს აუცილებლად უნდა მივსულიყავი, თუ არ მსურდა ჩვენი მეგობრობისთვის წერტილი და სხვა სასვენი ნიშნები დაესვა, ჰო ზუსტად ამ სიტყვებით დამირეკა და ბევრი მაცინა.

საღამოს მე და ელენე ერთად ავედით, ელენემ ისედაც იცოდა ჩემი და კოსტას ამბავი, ასე რომ მასთან გულწრფელად გავამხილე, რომ მაინტერესებდა კოსტას რეაქცია. ის კი რაღაცნაირად მპასუხობდა დაიკიდე და შეეშვიო.
ლადოს იმდენი ხანი ვეხუტებოდი, ლამის ხელებში ჩამადნა. თურმე მონატრება შიგნიდან მჭამდა და აი რა მაკლდა, ჩემი სამეგობრო! ჩვენს მერე ლაშა ამოვიდა. ბატონი კონსტანტინე კი არ ჩანდა. მე და ელენემ სამზარეულოში ვტრიალებდით და რაღაცაზე ვიცინოდით ლადომ რომ შემოყო თავი

- როგორ უხდებით ჩემს სამზარეულოს, სულ აქ უნდა იყოთ რა - იცინოდა და თან ჩვენს ლამაზად დაჭრილ კიტრს ჭამდა და მანამ არ შეწყვიტა სანამ თვალები არ დავუბრიალე
- აწი რა გიჭირს, ჯერ ისედაც ხომ ჰგავხარ ჩხირს და მარტო ცხოვრებით სულ დაიავადებ თავს - სასაცილოდ ჩაიდუდღუნა ელენემ. რატომღაც ეს ორი სულ კინკლაობდა მაგრამ უერთმანეთოთ ვერ ძლებდნენ, ამიტომ სულ ეჭვი მქონდა რომ ერთმანეთი უყვარდათ მაგრამ საკუთარ თავებთანაც არ ტყდებოდნენ. მათ კინკლაობაზე ისევ ვიცინოდი, ხან ერთი იტყოდა რაღაცას და მეორეც არ დარჩებოდა ვალში. კარზე ზარი როგორც კი გავიგე მაშინვე დავიძარი გასაღებად, ვიცოდი კოსტა რომ იქნებოდა და თან მაინტერესებდა მე რომ დამინახავდა რა რეაქცია ექნებოდა. გაღიმებული წავედი კარისკენ და გავაღე.
ყველანაირი ემოცია გამიქრა.
მეგონა სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა.
მეგონა გული და გონება გაჩერდა.
არ ვიცი ეს რამდენიმე წამი ასტრალში ვიყავი, ნირვანაში თუ სადმე სხვაგან, რომელიც მეცნიერებს ჯერ ვერ აუხსნიათ თუ რა მაგრამ ზუსტად ვიცი იმ მომენტში სიბრაზისგან ჩემმა სულმა ჩემი სხეული დატოვა და სადღაც კოსმოსში გავიდა.
არ ვიცი როგორი დასანახი ვიქნებოდი მაშინ მაგრამ ვიცი რაც მჭირდა შინაგანად. კართან არც მეტი და არც ნაკლები კოსტა და ის გოგო იდგნენ, ელენეს დაბადების დღეზე რომ ჰყავდა მოყვანილი, ანუ ის მნიშვნელოვანი საქმე რომელიც მაშინ მან ახსენა.

- რა გჭირს ნუციკო არ შემოგვიშვებ? - ''ფეხ..ზე მკი..დია რეაქციით'' მკითხა კოსტამ და თან გოგოს მხრებზე ხელი მოხვია და ჩემს წინ შეატარა. არა ეს ის კოსტა არ იყო, ჩემს წინ სულ სხვა პიროვნება იდგა, რაღაცნაირი თითქოს არასდროს არ მქონია მასთან რამე განსაკუთრებული. გოგო კარში შემოატარა და მე ლოყაზე მაკოცა, საერთოდ არანაირი ბრაზი, ემოცია და არაფერი არ შეპარვია სახეზე.
სიბრაზისგან რამდენიმე წამი გახევებული ვიდექი, ბოლოს გონს მოვედი და კარი დავკეტე. სამზარეულოში სონიკის სისწრაფით შევვარდი და ელენეს წინ ავესვეტე. სიტყვა ვერ ვთქვი, რამე რომ მეთქვა ვიცოდი ავბღავლდებოდი. ელენემ გაოცებულმა შემომხედა, მერე თავი გვერდზე გადააგდო და გააქნია

- არ თქვა რომ იცოდი - გატეხილი ხმით ჩავიჩურჩულე და მზერა გავუსწორე, ელენე რამდენიმე წამი ხმას ვერ იღებდა, მერე ტუჩის კვნეტით, სახე წაშლილმა მიპასუხა

- ვიცოდი რააა ნუ, შემთხვევით დავინახე, მინდოდა მეთქვა მაგრამ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა
- ახლა უკვე თქვა კოსტამ ყველაფერი - ამოვილაპარაკე და თეფშებს დავწვდი.
ბიჭები და თანამედროვე რომეო და მისი ჯულიეტა მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. თეფშები მაგიდაზე დავალაგე და უკან შევბრუნდი რომ კოსტამ დამიძახა მეც და ელენესაც.

- ერთი წუთით, მინდა გაგაცნოთ ჩემი შეყვარებული ირინკა ქებაძე - შემდეგ ირინკას მიუბრუნდა და ჩვენზე ანიშნა - ესენი ნუცა და ელენე არიან ჩემი და დღეიდან უკვე შენი მეგობრებიც - შემდეგ ისევ ჩვენსკენ გამოიხედა, მისი ქცევები იმდენად რეალური იყო და გამჭირვალე, არანაირი აზრი არ მიჩნდებოდა.

'' ნუცა დამშვიდდი, სპეციალურად აკეთებს, შენ გაღიზიანებს''
'' არაფერსაც არ აკეთებს სპეციალურად, შეყვარებულია ბიჭი''
'' არა იაფასიანი კარტები გაშალა, ნუცა არ დანებდე''
'' ქრონიკულად ჩემში დასრულდა''

ჩემი რამდენიმე ალტერეგო ერთმანეთს ესპორებოდა, ხმები ისევ უკან ბნელეთში გავუშვი და წყვილს გავუღიმე ცალყბად.

- რა სასიამოვნო სურპრიზია კოსტა, იმედი მაქვს ირინკა მაინც აღმოჩნდება ის ერთადერთი თორემ დავიღალეთ ყოველ კვირას ახალ გოგონებთან დამეგობრებით იგივე სტატუსით - ჩაილაპარაკა ელენემ და გაიცინა.

ვგიჟდები ელენეზე, ყოველთვის მზად აქვს პასუხი.
საღამო ჩვეულებრივად გაგრძელდა, მე მხოლოდ მათ ვუყურებდი, კოსტა ისე ეხუტებოდა, ხან თმებზე ეფერებოდა, ხან წელზე ხელს ხვევდა, ხან მხარზე კოცნიდა, ხან...
ხან...
აღარ შემეძლო.
ჩემსკენ არ იყურებოდა, მე არ მიყურებდა. მისით იყო შებოჭილი. ირინკას ადგილას ჩემს თავს ვხედავდი, მახსენდებოდა ყველა ის შეხება სადაც კოსტა ოდნავ მაინც შემხებია და ყველა მათგანი ერთდროულად ამეწვა.
ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე და შამპანურის ჭიქას დავწვდი. ერთი მოყუდებით ჩავცალე ნახევრად სავსე ჭიქა თუმცა ხელიდან არ დამიდია, ისევ ერთმანეთზე აკრულ წყვილს ვუყურებდი. ბოდიშის მოხდით აივანზე გავედი და ბექას დავურეკე, არ ვიცი რატომ დავურეკე ან რა შუაში იყო მაგრამ ვთხოვე მოსულიყო და წავეყვანე, არადა შემეძლო ტაქსით წავსულიყავი ან ნებისმიერი რამ მექნა ოღონდ ბექასთვის არ დამერეკა.
სასოწარკვეთა - აი რა ერქვა ჩემს საქციელს. მომეჩვენა თუ მართლა შეეპარა ბექას ხმაში სიხარულის ნოტები არ ვიცი მაგრამ მითხრა 20 წუთში ვიქნები და წამოგიყვანო.
20 წუთი...
20 მტანჯველი წუთი
ლამის წამების თვლა დავიწყე.
ვუყურებდი და ისევ ვიხრჩობოდი სიბრაზისგან, ყველაზე მეტად კი მისი უემოციობა და გულგრილობა მტკენდა გულს. შამპანურის ჭიქა ისევ ხელში მეჭირა. არ ვიცი რა ძალით ვუჭერდი ხელს ამ ცარიელ ჭიქას მაგრამ გონს მაშინ მოვედი როცა ხელი საშინლად ამეწვა.
სირცხვილი და თავის მოჭრა ერთად განვიცადე.
ჭიქა ხელში შემომეფშვნა.
რამდენიმე წუთი ყველა მე მიყურებდა, ხელი საშინლად მტკიოდა მაგრამ ის უფრო მაცოფებდა თავი ასე საშინლად რომ გავიფაქტე.
ლადო მაშინვე გავარდა და სამედიცინო ჩანთა მოიტანა, ხელში ბამბა, სპირტი და წყალბადის ზეჟანგი ეჭირა. ლაშა რადგან სამედიცინოზე სწავლობდა არ ვიცი გათამამდა თუ რა და ხელიდან გამოსტაცა.

- აუ ჭრილობაში ნამსხვრევებია, პინცეტი მინდა - დაიყვირა მაშინვე
- ლაშა იცოდე ახლა შენს ჯერ არ ნასწავლ ექიმობას ნუცაზე ნუ დატესტავ - შეუღრინა ელენემ და თან კოსმეტიკური ჩანთიდან ამოღებული ჩვეულებრივი პინცეტი მიაწოდა

ლაშამ პინცეტს სპირტი გადაავლო, შემდეგ ჩემი ხელი დაიჭირა და ორი მოზრდილი შუშის ნატეხი ამოიღო, სპირტით მომიწმინდა ხელი, ზეჟანგი დამასხა, ისევ გამიწმინდა და გადამიხვია. ყველაფერი ისე მალე გაააკეთა აზრზე ვერ მოვედი, თუმცა იმ წუთას ტკივილზე მეტად სირცხვილის გრძნობა მაწუხებდა. კოსტასთვის სირცხვილისგან არც კი შემიხედავს, ირინკა კი პანიკურად კიოდა.

- გოგო ჭიქა როგორ შემოგელეწა ხელში, ხოარ ღადაოობ? - იცინოდა ლადო და უკვე მეც, როცა გავიაზრე რაც მოხდა. ანუ რა ძალის პატრონი ვყოფილვარ?!
- აუ პერესტრელკებში ვატაროთ რა პრიკოლი იქნება ჩემი - ლაშაც იცინოდა და ამ სიცილმა ერთიანად მოხსნა დაძაბულობა. კიდევ კარგი ღრმად არ მქონდა ხელი გაჭრილი თუმცა მაინც მტკიოდა.

მალე ბექამაც მომწერა მოვედი და გელოდებიო, ქურთუკი ავიღე და წასასვლელად მოვემზადე. ყველა გადავკოცნე რომეო და ჯულიეტას გარდა.

- კი მარა რითი მიდიხარ? ჩვენ ნასვამები ვართ თორე ხო იცი ბეზ ბაზარ, ტაქსის გამოვიძახებ ამ შუაღამისას რატო უნდა იბოდიალო მარტო - მელაპარაკებოდა ლადო თუმცა არაფერი მესმოდა და მინდოდა წასვლის გარდა.
- ნუ გეშინია არ დაიკარგება, პირადი ტაქსების მეტი რა ჰყავს ამას - მომეჩვენა რომ ზიზღით და ირონიით ჩაილაპარაკა კოსტამ, პირველად ამ საღამოს მანძილზე ჩემთვის მხოლოდ ეს გამოემეტა
- არა ლადო არ შეწუხდეთ გააგრძელეთ, ბექამ მომაკითხა ჟღენტმა, ხო გახსოვს? - გავუცინე ლადოს, კოსტას სიტყვები დავაიგნორე და კარიდან გამოვედი. ერთი სული მქონდა იმ დაძაბული ატმოსფეროდან გამომეღწია. ბექა ჩემი გადახვეული ხელის დანახვისას გაშტერებული მიყურებდა მაგრამ რომ ავუხსენი რაც მოხდა, მასაც გულიანად გაეცინა და მეც.

- მიხარია, რომ მე დამირეკე - მითხრა მანქანიდან გადასვლისას
- მადლობა რომ არსებობ - გავუღიმე და სახლისკენ წავედი

შუაღამისას გამეღვიძა, დიდხანს ვიწრიალე მაგრამ ვერაფრით დავიძინე.
მერე მაგიდაზე დაგდებული მალბოროს ორი ღერი ვიპოვე, ყურსასმენებით და სიგარეტით აივანზე გავედი, ყურსასმენები ტელეფონს მოვარგე, ფეხები მოაჯირზე შემოვალაგე, თავი უკან გადავაგდე და ფეხი მუსიკას რითმულად ავაყოლე. არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანი ვიჯექი ასე, სანამ მობილურის ზუზუნმა არ მომიყვანა გონს. კოსტას შეტყობინება იყო, საათი 04:57 ს უჩვენებდა.. რამდენიმე წუთი დავყურებდი მობილურს, შემდეგ თითი გადავუსვი და გავხსენი

[04:57] : ''ხელი გტკივა?''
[05:00] : '' არა ''
[05:02]: ''რას აკეთებ?''
[05:03]: ''მუსიკას ვუსმენ''
[05:03] : ''რომელს?''
[05:04] : ''moby - mistake''
[05:05] : ''dont let me make the same mistake again)) ორაზროვანი ტექსტია) ''

აღარაფერი მიმიწერია, დავყურებდი მესიჯებს და ვერ ვხსნიდი მის საქციელს. წესით ეს ბოლო წვეთი უნდა ყოფილიყო.. მისგან შორს უნდა ვყოფილიყავი და უნდა დამესრულებინა ეს ამოუხსნელი შებოჭილობა...

მეორე დღეს ირინკასთან ერთად ვიყავი და წინა დღის მოვლენებს განვიხილავდით.

- ჩემი წასვლის მერე რამე თქვა?
- არა ბოლომდე კარგად ითამაშა - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და კუთვნით ნაყინს დასწვდა
- იქნებ სულ არ თამაშობს?!
- უფრო უარესი, ტვინში გარღვევა აქვს მაშინ - უდარდელად აიჩეჩა მხრები
- გამთენიის 4 საათზე მომწერა და მომიკითხა, რატომ მაინც და მაინც მან და არა ლადომ ან ლაშამ? ეგ ყოველთვის ასეთი გამოსვლებით გამოირჩევა, დავიღალე რაა
- თქვენ ორივეს ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ, რატო ტანჯავთ ერთმანეთს? - ელენეს ხმაში მობეზრებულობა ეპარებოდა - ვინმე გიშლით ერთად ყოფნას? თუ ამ ქცევებით ერთმანეთის ნერვების მოშლას რამე განსაკუთრებული ადრენალინის შეგრძნება და ექსტრიმი აქვს? აი რატო უბრალოდ ვერ ვხვდები რაა
- არ ვიცი ძალიან დავიღალე, მართლა ოღონდ
- ხოდა ადექი, მიდი და პირდაპირ დაელაპარაკე და საბოლოოდ გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობა
- ვერა
- რატო?
- მეშინია
- რისი გეშინია ნუ გადამრიე?
- მეშინია იმის რასაც მეტყვის
- და რა უნდა გითხრას ისეთი რაც შეგაშინებს?
- ის რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვაა და სინამდვილეში არაფერი არ ხდება ჩვენ შორის
- მაგას არ გეტყვის
- ო კაი რა აზრი აღარ აქვს ვსო სხვასთანაა და უყვარს ესეიგი ის, საჭირო რომ ყოფილიყო ჩემთან იქნებოდა
- გუშინ ლაშამ გაიყვანა და აივანზე რაღაცაზე კამათობდნენ, ზუსტად ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობდნენ მაგრამ სავარაუდოდ შენ გიკავშირდება მაგრამ თვითონ არაფერი უთქვამს
- აღარ მაინტერესებს მორჩა, კონსტანტინე ცერცვაძე ჩემთვის არის 0!

საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყო!
მთლიანად ვიყავი სასწავლო პროცესში ჩართული.
მე და ბექა ამ პერიოდში კიდევ უფრო დავახლოვდით და გამოცდების დასრულების თავზე სიყვარული ამიხსნა.
ვხვდებოდი, რომ ბექასთან ურთიერთობა მთლად საჩემოდ არ წარიმართებოდა, მართლა არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა ან გამომეყენებინა უბრალოდ სათამაშოდ.. თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ ეს უფრო გამოყენება იქნებოდა ჩემი მხრიდან..
გულწრფელად მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი და დამესრულებინა ეს უაზრო თამაშები, იქნებ სულაც არ მიყვარდა კოსტა ისე როგორც მეგონა და უბრალოდ აკვიატება იყო? იმდენი კითხვა მქონდა მასთან მაგრამ ვხვდებოდი რომ ჩვენს შორის უფსკრული ყოველდღიურად უფრო იზრდებოდა..

საახალწლოდ ისევ ლადოსთან შევიკრიბეთ, მე ბექასთან ერთად წავედი, ლაშა და ლადო ბექას ბავშვობაში იცნობდნენ და ჩვენი იმდროინდელი სტატუსი უფლებას მაძლევდა ჩვენს სამეგობრო წრეში ბექაც შემეყვანა. კოსტა ირინკასთან ერთად მოვიდა, თუმცა არასდროს დამავიწყდება მისი გამოხედვა.. არ იყო ეს არც ირონიული და არც ჩვეულებრივი, თითქოს ვხედავდი მის თვალებში ღრმა და ფარულ სევდას. არ მინდოდა ის დღე კამათში გამეტარებინა ამიტომ საერთოდ არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. 12 საათზე ალბათ როგორც ყველა ჩვენც აივანზე გავედით შამპანურით ხელში, თან მე დამცინოდნენ იმედია ჭიქა აღარ შემოგემტვრევაო.. ჩემს გვერდით ბექა იდგა, კოსტა და ირინკა იქითა ბოლოში იდგნენ და როცა ათვლა დაასრულეს და ახალი წელი დადგა კოსტას გავხედე, რომელმაც ზუსტად იმ მომენტში გამომხედა, რამდენიმე წამი ვუყურებდით ერთმანეთს, შემდეგ თავი მიატრიალა და ირინკას მიეხუტა, მე კი ბექა ჩამეხუტა. შიგნით შევედით, ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და მე ისევ აივანზე დავბრუნდი, ამჯერად მარტო. ახალ წელს ყველაზე მეტად მიყვარს ფეიერვერკების ყურება, რომელიც კარგა ხანს გრძელდება. ვიდექი აივანზე და ვუყურებდი განათებულ თბილისს, სხვადასხვა ფერებში აბრჭყვიალებულს.. ალბათ ვიღაცას სჯერა ახალი წლის ღამის სურვილების, ალბათ ბედობისაც სჯერათ და ჩახუტებულები ან სულაც კოცნაში შეხვდნენ ახალ წელს, იმ იმედით რომ ერთმანეთი დაებედებოდათ.. ჩემს ფიქრებში ვიყავი, ვიღაც რომ მომიახლოვდა და თითებიდან სიგარეტი გამომაცალა. ვინ იქნებოდა სხვა თუ არა ის. მე მოაჯირზე გადაკიდებული ვიყავი, კოსტა კი ზურგით მიეყუდა და მე მიყურებდა. არ მინდოდა შეხედვა და ამ მომენტის გაფუჭება, თავი გვერდზე გადავწიე და მზერა სივრცეს გავუსწორე.
საკმაოდ ციოდა, მე მოკლე მკლავიანი სარაფანი მეცვა, ყელში თბილი ტუჩების შეხებამ მთლიანად ამადუღა და ალბათ მინუს ტემპერატურა წამებში აიყვანა პლიუსში. ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს ყელში და სანამ გონს მოვედი ისევ საწყისს პოზიციას დაუბრუნდა.

- შეიძლებოდა ვინმეს დაენახე - ჩამწყდარი ხმით ამოვიჩურჩულე
- ახალ წელს გილოცავ - ჩაეღიმა, მეც ჩამეღიმა
- მეც გილოცავ
- გინდა აქედან გადავხტე? -მოაჯირზე გადაიწია და გაეცინა
- მთვრალი ხარ? - გულწრფელად გამეცინა მეც მის სისულელეზე
- არა სალაპარაკო თემას ვეძებ
- რა ცუდია არა? ადრე რამდენი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი, ახლა სალაპარაკო თემა არ გვაქვს -მოაჯირს ხელები მოვკიდე და უკან დავიხიე
- ხვალ გამთენიისას მივფრინავ - ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა და სივრცეს გახედა
- გილოცავ, კარგია - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ჩავილაპარაკე და მას შევხედე
- 13ივლისს მოვფრინავ უკან, თბილისში - თითქოს მიხვდა რაც მაინტერესებდა და დაუსმელ კითხვაზე გამცა პასუხი
შიგნიდან Madrugada - Majesty ს ხმა ისმოდა.

კოსტა სიმღერას ღიღინით აყვა, თუმცა მაინც კარგად ვარჩევდი ტექსტს, თითქოს მთლიანად ერგებოდა ჩვენს სიტუაციას..

- so am i, good or bad
the way that things did turned out
i did only make you sad
and we cried, and we cried on the phone
oh but in my mind
you were never that all alone...

გამთენიისას წავედით სახლებისკენ, მე ისევ აივანზე ვიჯექი და ლეპტოპში ვათვალიერებდი ძველ სურათებს და ვიდეოებს. უმეტეს სურათზე მე და კოსტა ვიყავით, არცერთი მათგანი არ მეთმობოდა წასაშლელად, ამიტომ როცა მობილურის მეხსიერება იტვირთებოდა, მაშინვე ყველა სურათი ცუდიც და კარგიც კომპიუტერში გადამქონდა და ფლეშკაზე ვინახავდი. აქამდე არასდროს მინახავს და არც მახსოვდა ზოგიერთი მათგანი. ერთი ვიდეო ჩავრთე, კოსტა ვიდეოს იღებს მე კი კადრში ვარ და ვაჩვენებ კოსტას როგორ უნდა დადგეს რომ ლამაზი სურათი გამოვიდეს, ჩემი ხმა არ ისმის კარგად რადგან კოსტას სიცილი ფარავს, მეც ვიცინი, მერე კოსტა მითითებს როგორ უნდა დავდგე და ორივე ვიცინით, ბოლო კადრებში პატარა კნუტს ვეფერები, რამდენიმე წამი შავი კადრია, მეგონა ვიდეო დასრულდა და ეკრანს გაღიმებული ვუყურებდი უეცრად ვიდეო რომ გაგრძელდა, კოსტა კამერას ატრიალებს, მისი გაბრწყინებული სახე ჩანს და ამბობს

" ნუცა მიყვარხარ ''

გული გამიჩერდა.
ეს ვიდეო არასდროს მქონდა ბოლომდე ნანახი, ასჯერ გადავახვიე იმ კადრზე სადაც კოსტა ამბობს რომ ვუყვარდი. ისეთი სხვანაირად ჟღერდა მისგან ეს სიტყვა, ისეთი ლამაზი მომეჩვენა მისი ჟღერადობა..
ეს არ იყო ჩვეულებრივი მიყვარხარ..
არც ბექას ნათქვამ მიყვარხარს ჰგავდა..
ეს იყო მისი დამახასიათებელი, ისევე როგორც სხვა ყველაფერი.
როგორ მჭირდებოდა ამ სიტყვის კიდევ ერთხელ გაგონება, როგორ მინდოდა ყველაფერი ისევ რეალური ყოფილიყო და არა ამონაგლეჯი ვიდეოდან...
ხელები არ მემორჩილებოდა, მობილური ამოვიღე და მისი ნომერი ავკრიფე. რამდენიმე წამი ზარი გადიოდა, შემდეგ მისი ხმაც გავიგე. არ ჰქონდა მძინარე ხმა, პირიქით საოცრად მშვიდი იყო. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, რისთვის ვრეკავდი, რისი იმედი მქონდა მაგრამ აუცილებლად უნდა გამეგო მისი ხმა.

- ვუყურე იმ ვიდეოს ბოლომდე, პირველად ვუყურე - უნიჭო ბავშვივით ვლუღლუღებდი
- რომელ ვიდეოს?
- იმ ვიდეოს, მე რომ ბოლოს კნუტს ვეთამაშები და შენ რომ მიღებ
- მერე?
- ვნახე ბოლოს რაც თქვი
- რა ვთქვი?
- შენ..რომ...რომ... - თითქოს გონზე მოვედი და ტელეფონი გავთიშე. არ ვიცი რას ველოდებოდი, იქნებ სულაც ისე თქვა კოსტამ და ახლა არც ახსოვდა რაზე ვლაპარაკობდი, რა სასაცილო წარმოსადგენი ვიქნებოდი იმ მომენტში... თვალი მლაშე სითხემ ამიწვა და ერთმანეთს მაგრად დავაჭირე რომ ხმამაღლა არ მეტირა. სისულელე!
რამდენიმე წუთში შეტყობინება მომივიდა, იმდენად უხერხულ სიტუაციაში ვიყავი, მესიჯის გახსნის მრცხვენოდა. მაინც გადავუსვი თითი ეკრანს და გავხსენი

'' რას ვამბობდი რომ მიყვარდი?) ''
'' ჰო, იმ შავი კადრის მერე არასდროს გამიგრძელებია ეგ ვიდეო, დღეს პირველად ვნახე ბოლომდე''
'' ძველ სურათებს ათვალიერებდი?''
'' სწორად გამოიცანი''
'' ახალი წელი ძველი სურათებით დაიწყე?''
'' უბრალოდ ვათვალიერებდი''
'' უბრალოდ?''

არაფერი აღარ მიმიწერია, რამდენიმე წუთი დავყურებდი ბოლო დროინდელ მიმოწერებს და თითქმის ყველა მათგანი საუბრის შუაში წყდება.
ტელეფონი აზუზუნდა, რეკავდა. რამდენიმე წამი ვაცადე და ისე ვუპასუხე ხმა არ ამომიღია

- უბრალოდ ათვალიერებდი არა? -ირონიული ჰქონდა ხმა
- გეყოფა, ნუღარ ცდილობ ჩემს გამწარებას, მოიგე ბრავო - სავარაუდოდ ძალიან ჩუმად ვთქვი, რადგან მე თვითონ ვერ გავიგე ჩემი ხმა
- მე ვცდილობ შენს გამწარებას გოგო? - ხმა უფრო გაღიზიანებული გაუხდა
- ხო შენ ცდილობ შენი ქცევებით
- და რა გამწარებს უფრო კონკრეტულად?
- ის რომ მენატრები და შენ ჩემთან არ ხარ, აღარ ხარ - გულწრფელად ვუთხარი და შეკავებული ცრემლებისგან ყელი ამეწვა
- არ იტირო, მოვალ ცოტახანში - რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ მითხრა
- არა კოსტა აღარ მინდა შენი ნახვა, აღარ მინდა ტყუილი იმედები მივცე საკუთარ თავს, აღარ მინდა შენზე ვიყო დამოკიდებული, აღარ მინდა შენ იყო ქრონიკულად ჩემში და სულ შენზე ვფიქრობდე, მომეცი საშუალება რომ წინ წავიდე. დავასრულოთ ეს სისულელეები. ახლა მარტო ჩვენ არ ვართ გარეულები ამ ამბავში, ორივეს გვყავს ვიღაც და მათ ეტკინებათ გული. უბრალოდ აღარ მინდა სადაც შენ იქნები დაძაბული ვიყო და გავრბოდე, მორჩა კოსტა. შენ აღარ ხარ ჩემი და ამას შევეგუე. მშვიდობიან ფრენას და წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში.

არ ვიცი ძალა საიდან მეყო რომ ყველაფერი მეთქვა, მართლა ვიგრძენი შვება..
გაურკვევლობა ყველაზე საშინელებაა, რაც არ უნდა მწარე იყოს სიტუაცია, სჯობს გაარკვიო და ისე დაასრულო.
კოსტა მე არ გამიცილებია..
ეკლებზე ვიჯექი სანამ ელენემ არ დამირეკა და არ მითხრა წავიდაო.
მერე შვებით ამოვისუნთქე...
მივხვდი, რომ შემეძლო თავისუფლად მესუნთქა.
მივხვდი, რომ განვთავისუფლდი..
მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება იწყებოდა.
ეს იყო გაზრდა ერთ ღამეში, სულიერი საზრდოს შეწყვეტა.
ვარდისფერი სათვალის მოხსნა.
ყველანაირი თუმცა, მაგრამ, ნეტავ - ის დასასრული..
ის წავიდა.
ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალი ჩადგა, მართალია რამდენიმე თვით მაგრამ ვიცოდი, რომ ამ დროის მანძილზე ვიპოვიდი სულიერ სიმშვიდეს.
თუმცა მონატრება, მონატრება ალბათ შიგნიდან ცოცხლად შემჭამდა...

პირველი კურსი წარმატებით დავამთავრე..
ეს იყო ყველაზე რთული წელიწადი ჩემს ცხოვრებაში, ფიზიკურადაც და ემოციურადაც..
სტუდენტურ ცხოვრებას და იმედგაცრუებას გემო პირველად გავუსინჯე, მე რომ მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა და მარტივად, თურმე ვცდებოდი. ბევრი შრომა მომიწია, მაქსიმალურად ვცდილობდი კონცენტრაცია სწავლაზე მომეხდინა. მინდოდა მაქსიმალური ქულებით დამესრულებინა პირველი კურსი, რომ შემდგომში წარმატების გარანტია ყოფილიყო.
კოსტა აღარ იყო.
პირველად ცხოვრებაში, კოსტა ჩემს გვერდით აღარ იყო. წავიდა და ყველანაირი კომუნიკაცია შევწყვიტეთ. მე მშვიდად ვიყავი გარეგნულად, თუმცა შინაგანად ყველაფერი ბეწვის ხიდზე გასვლას ჰგავდა. არ ვიმჩნევდი და არც მინდოდა რომ მე თვითონ ბევრი მეფიქრა ზოგადად ამ ამბებზე. ვიცოდი ეს ყველაფერი კარგს არაფერს მომიტანდა. ალბათ თავიდანვე ყველაფერი არასწორად დავიწყეთ, ხომ გაგიგიათ ყველაფერს მაშინ ვაფასებთ, როცა ვკარგავთ.
ერთი დადებითი ამ ამბიდან იყო ის, რომ სამეგობრო ისევ შეიკრა. მეორე სემესტრიდან ცოტა შემიმსუბუქდა სიტუაცია, ამიტომ ხშირად ვახერხებდი ლადოს, ლაშას და ელენეს ნახვას. ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ლადომ და ელენემ აღიარეს ერთმანეთის სიყვარული და ახლა ერთანეთის ჭამით კი არა სიყვარულით იყვნენ დაკავებულები.
მე და ბექა...
მე და ბექა რაღაც ამოუცნობი ფენომენივით ვიყავით.
მე მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, უფროსწორედ ის იყო ასეთი ხალისიანი, ცდილობდა მუდამ ეფიქრა ჩემს განწყობაზე, თვითონ სულ კარგ ხასიათზე იყო და მისი პოზიტივი უმალ გადმომედებოდა ხოლმე.
ბექა იყო ადამიანი, რომელიც მიმსუბუქებდა ყოფას.
კოსტას ადგილი ბექამ ჩაანაცვლა.
კოსტას მოკითხვები ბექამ ჩაანაცვლა.
კოსტას ჩახუტება და ყველაფერი, ბექამ ჩაანაცვლა.
სამეგობროშიც, ჩემს გვერდით კოსტას ადგილი, ბექამ ჩაანაცვლა.
სასაცილოა მაგრამ ბექას მიმართ პატივისცემას ვგრძნობდი და არასდროს მითქვამს მისთვის რომ მიყვარდა, ალბათ ჩემი ქცევებით ხვდებოდა, რომ გულგრილი არ ვიყავი, თუმცა ეს გულგრილობაზე არ იყო, ეს უფრო სიცარიელის ამოვსება იყო.

- გეხმიანებათ ხოლმე? - ვკითხე ერთ საღამოსაც ელენეს, რომელიც ჩემთან ერთად აივანზე იჯდა და მანამდე სულ სხვა თემაზე ვსაუბრობდით როცა უცბად კოსტა ახსენდა და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. აქამდე არასდროს მიკითხავს არაფერი კოსტაზე და არც ისინი ცდილობდნენ ჩემთვის რამე ეთქვათ.
- ველოდებოდი როდის მკითხავდი - თავი გვერდზე გადააგდო და საწრუპი თითებში დაატრიალა
- როგორ არის? -ვეღარ დავმალე ემოციები
- მართლა გინდა იცოდე? - მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ და მოწყენილი სახით მკითხა
- მითხარი, რაც არ გითქვამს ყველაფერი მითხარი - რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე, აღარ შემეძლო ჩემ თავთან ამ თემაზე საუბარი და გამოცნობანას თამაში
- ყოველდღე რეკავს და შენს ამბებს კითხულობს, ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს - ღრმად ამოისუნთქა და თავი სკამის საზურგეზე გადააგდო.
ემოციურად გამანადგურა ამ წინადადებამ, თავში მხოლოდ ის აზრები მიტრიალებდა, რომ ის ჩემზე ფიქრობდა..
როგორ მინდოდა ახლა მოსულიყო და ისევ ისე ჩამხუტებოდა როგორც იცოდა ხოლმე, მერე თმას ჩამომიშლიდა და თამაშს დაუწყებდა..
- მერე ლადომ უთხრა რომ ბექასთან ერთად ხარ, გაგიჟდა
- ლადომ როდისღა წაიგრძელა ენა ასე?
- ნუცა, დაანებე ლადოს თავი, სწორიც ქნა რომ უთხრა. მართლა გვეცოდება უკვე ასეთს რომ ვხედავთ
- და მე? მე რატომ არავის გეცოდებით? მითუმეტეს მაგან დაიწყო ეს სიყვარულობანები და უაზრო საქციელები, იმ დონის ეგოისტია რომ არასდროს არ უთქვამს თუ რამეს გრძნობდა ჩემს მიმართ და იმაზე გაჭედა, ბექამ რომ მომიყვანა. თვითონ არ იცის რა უნდა
- და რა თქმა გინდოდა? არ იცოდი რომ უყვარდი?
- ვაიმე ელენე მასე შენც ძალიან კარგად იცოდი რომ ლადოს უყვარდი და ისიც იცოდი რომ შენც გიყვარდა მაგრამ სანამ არ მოგახალა ჩხუბის დროს მასთან იყავი? ურთიერთობები ასე უთქმელად ხდება? არაფერიც არ ვიცოდი და ზუსტადაც მჭირდებოდა ახსნა, ახლა რომ კითხულობს ჩემს ამბებს თავის დროზე ჩემთვის ეკითხა და არ ვიქნებოდით ასე. რა შუაში იყო ირინკა? რომ ვყვარებოდი ირინკას არ მოიყვანდა მითუმეტეს მილიარდი პროცენტით დარწმუნებული ვარ მე მამწარებდა მაშინ და ახლაც ჩემს გამწარებას ცდილობს იმით რომ საერთოდ სუნთქავს - ცოფებს ვყრიდი და მზად ვიყავი ყველა დამეცოფა
- აუ აი ძალიან საყვარლები ხართ და რა ვქნა რომ ვერ ვეგუები თქვენს ამ ბავშვურ ახირებებს? გიყვართ ერთმანეთი და რა ტყუილად იტანჯავთ თავს - თავს აქნევდა და იცინოდა
- მე კონსტანტინე არ მიყვარს - თავდაჯერებულად ჩავილაპარაკე - ყოველშემთხვევაში ახლა ნამდვილად ვიცი რომ აღარ მიყვარს - კარტებს არ ვშლიდი ბოლომდე
- ვაიმე აბა ვინ გიყვარს ფრთაშესხმული ბექა? ლამის არის მაგის ფრთების შრიალი მთელმა თბილისმა გაიგონოს - მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ცოტა არ იყოს მეწყინა
- ბექას რას ერჩი ელენე?
- აი არ მევასება, რაღაცნაირია
- რაღაცნაირი როგორი? - არ ვეშვებოდი მე
- აუ როგორ გითხრა, რაღაცნაირია ვითომ კარგი არადა დარწმუნებული ვარ ეგეთი არ არის. აი სადღაც თავის სახეს გამოაჩენს მაინც და მიხვდები, უბრალოდ მაგ ტიპისთვის არ მემეტები
- ელენე რაღაცებს ნუ ბოდავ რა, ბექა ძალიან კარგი ადამიანია და როცა მჭირდება ყოველთვის გვერდში მიდგას და მასზე ასე ნუ ლაპარაკობ - გავღიზიანდი ელენეს ლაპარაკით
- და შენი აზრით ვერ ხვდება რომ არ გიყვარს? შენი აზრით რომელიმე კაცი ან ქალი მოითმენს ამ ქცევას? ნუცა აზრზე მოდი, მას უყვარხარ მაგრამ შენ არ გიყვარს, ერთხელაც ყელში ამოუვა და რაღაც სულელურს ჩაიდენს. აი მაგიტომ არ მევასება რომ უთავმოყვარეო ტიპია იცის არ გიყვარს და მაინც არ გშორდება
- ვაიმე ელენე, ძალიან გთხოვ ეგრე ნუ ლაპარაკობ და პატივი ეცი, ზუსტადაც რომ მიყვარს
- ხო კაი კაი გიყვარს და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, უბრალოდ მერე არ თქვა რომ არ გაგაფრთხილე. თან იცი რომ ბავშვობიდან მაქვს ადამიანის ხასიათის გამოცნობის ნიჭი - თითი დამიქნია და გაეცინა.

გადავწყვიტე სამსახური დამეწყო, ერთი ტურისტული კომპანია ავარჩიე, უნდა შემეთავაზებინა ტურები ხალხისთვის, უნივერსიტეტმა კარგი რეკომენდაცია გამიწია ამიტომ ჩავთვალე, რომ ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნებოდა.
ივლისის შუა რიცხვები იყო, მე და ბექა სანაყინეში ვისხედით და პირველი კურსის დასრულებას აღვნიშნავდით, მერე ფეხით დავუყევით ჩემი სახლისკენ და თან საზაფხულო გეგმებზე ვსაუბრობდით.

- გინდა საფრანგეთში წამოხვიდე? მთელი აგვისტო იქ ვიქნები თან ჩემთან ერთად იქნებოდი - შემომთავაზა ბექამ, თუმცა მე უკვე დაგეგმილი მქონდა ყველაფერი
- ვნახოთ, თუ სამსახურში ამიყვანენ ვაპირებ აქ დავრჩე
- მთელი ზაფხული ამ დახუთულ თბილისში? არ გეზარება?
- მეზარება მაგრამ გამოცდილება მჭირდება და საკუთარი ფულიც
- რა გითხრეს როდის დაგირეკავთო?
- ყოველდღე ველოდები, ის ქალი ისეთი აღფრთოვანებული იყო ჩემით, მგონია რომ დამირეკავენ, თან თავად დეკანმა გამიწია რეკომენდაცია და დიდი იმედები მაქვს
- შენი მშობლები რას ამბობენ?
- ოჰ რას იტყვიან, არ უნდათ რომ სწავლაში ხელი შემეშალოს და თან უნდათ განვიტვირთო, მთელი წელი გადავიწვი, ვერ ხვდებიან რომ დიდი ვარ და მშობლებზე არ უნდა ვიყო ფინანსურად დამოკიდებული
- ხო, მშობლებს სულ პატარები ვგონივართ - გაეცინა ბექასაც
- შენ რას გააკეთებ იქ?
- ჩავალ და მამაჩემს დავეხმარები, თან დავისვენებ
- იცოდე რომელიმე გრძელფეხება ლამაზმა ფრანგმა არ შეგაცდინოს - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და თან გამეცინა
- მაგაზე ნუ დარდობ, ჩემ შეცდენას მარტო შენ ახერხებ შენი გრძელი ფეხებით - მასაც გაეცინა.
- გეყოფა ნუ მაწითლებ - თავი გვერდზე გადავხარე
- შეყვარებულისგან კომპლიმენტმა არ უნდა გაგაწითლოს
- შეყვარებულისგან? - უცნაურად მეჩვენა ეს სტატუსი
- ჰო რა გაგიკვირდა? - ჩემს წინ დადგა და შემომხედა, დავიბენი, არ ვიცი რა უნდა მეთქვა.
- უბრალოდ აქამდე არასდროს გითქვამს
- ნუცა, გითხარი რომ მიყვარხარ, თან დიდი ხნის წინ გითხარი, მთელი წელია ერთად ვართ, ერთად დავდივართ, ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. ოღონდ არ მითხრა რომ ვინც გეუბნება უყვარხარ, ყველასთან ამ დამოკიდებულებაში ხარ
- მე.. არა.. არა რა თქმა უნდა
- აბა დროა მგონი ჩვენს ურთიერთობას რაღაც დავარქვათ არა?
- არ ვიცი ბექა..
- შენს თავში არ ხარ დარწმუნებული? - ხელები გადაიჯვარედინა და გამომცდელად დამაკვირდა
- დარწმუნებული რომ არ ვიყო, არც შენთან ერთად ვიქნებოდი - გავუღიმე და ჩემს თავსა და სურვილებს გადავაბიჯე
- მე მინდა რომ დარწმუნებული იყო და მერე არ ინანო, ვიცი რომ დატვირთული წელი გქონდა და ზედმეტად გადაიღალე, ისიც ვიცი რომ არც ჩემი სიყვარულით გაქვს ზღვაში შეტოპილი მაგრამ ვხვდები, რომ არც გულგრილი ხარ, მითხარი ასეა თუ ვცდები? - ყველაფერს მიხვდა ბექა.
- ჰო ასეა..
- ამიტომ მინდა რომ ვცადოთ, მინდა რომ ეს შენც გინდოდეს და იყო დარწმუნებული იმაში რასაც აკეთებ.. ნუცა, შემომხედე და მითხარი რომ ფეხებზე არ გკიდია ყველაფერი რასაც გეუბნებოდი - შეშფოთება და ჩემი სიჩუმით გამოწვეული გაღიზიანება ეტყობოდა ხმაში.
- არ , მაგაზე ნუ ფიქრობ, მიზეზი ეგ არ არის, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და თავს კარგად ვგრძნობ შენთან მაგრამ ვიცი რომ დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან შენი მოტყუება, ის გრძნობა არ მაქვს შენს მიმართ რაც შეყვარებულებს უნდა ჰქონდეთ. კი მომწონხარ, მიყვარს შენი იუმორიც, შენი სილაღეც, პოზიტიურობაც, ისიც მიყვარს როგორ ცდილობ ხოლმე ჩემი ხასიათის გამოკეთებას... მაგრამ.. - თავი ჩავხარე
- მაგრამ შენ მე არ გიყვარვარ, მოწონება კი არ მიგაჩნია საკმარისად იმისთვის, რომ ურთიერთობა ავაწყოთ, ასეა? - თავი ამაწევინა და თვალებში დამაშტერდა
- ჰო ბექა, შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ ჩემი ბრალია, მთელი წელი მაქსიმალურად მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი და სიყვარულისთვის დრო არ დამრჩა... არ ვიმსახურებ მე შენნაირ ადამიანს, არ მინდა ცრუ იმედები მოგცე - ბექამ ღრმად ამოიხვნეშა და მერე მხრებზე ხელი ჩამკიდა, ოდნავ უკან დაიხია რომ უკეთ შესძლებოდა ჩემი სახის დანახვა
- მოდი ასე ვქნათ, მე შენი დაკარგვა არ მინდა. ვიცი რომ სისულელე იქნება ახლა ჩემი მხრიდან დაძალება და ამიტომ რაღაცას გთავაზობ. პასუხზე დღეს და ხვალ ნუ იდარდებ, ვეცდები შენს ცხოვრებაში ამ დოზით აღარ გამოვჩნდე, როცა ჩამოვალ მაშინ მითხარი პასუხი. - ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, დაიხარა და ტუჩის კუთხეში ნაზად შემეხო. შემდეგ მხარი ამიარა და წავიდა, დიდხანს ვუყურებდი მიმავალს, მას არ გამოუხედავს ჩემსკენ. მიუხედავად იმისა, რომ ბექას მიმართ მქონდა პატივისცემა და მადლიერების გრძნობა, გადაჭრით ვიცოდი, რომ ჩემი საბოლოო პასუხი არა იქნებოდა.

ბექა მართლაც აღარ გამოჩენილა რამდენიმე დღე, სამაგიეროდ სამსახურიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ ამიყვანეს. ელენემაც დამირეკა და მითხრა რომ კოსტა ჩამოვიდა.
ის დაბრუნდა..
იმ წამიდანვე მივხვდი, რომ ჟანგბადი სხვანაირად მიეწოდებოდა ტვინს და სისხლმაც სხვანაირად დაიწყო მოძრაობა მთელს სხეულში.
ის დაბრუნდა და სამყარო სხვანაირ ფერებში გამოჩნდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მომაკითხავდა.
ერთ დღეს აუცილებლად მომიწევდა მის პირისპირ დადგომა და ყველაფრის გადაწყვეტა.
სამსახურით აღფრთოვანებული ვიყავი.
თითქმის მთელი დღე კომპიუტერთან ვიჯექი და მომხმარებლებს ვთავაზობდი სხვადასხვა ტურებს. რაღაცები კიდევ გასარკვევი მქონდა ამიტომ ერთ-ერთმა მდივანმა სამსახურის შემდეგ დამტოვა და ყველაფერი ზედმიწევნით ამიხსნა, მეც მონდომებული ისე ვისრუტავდი ყველაფერს, როგორც პატარა ბავში, რომელიც სამყაროს ახლა ეცნობა.
იმ დღეს სამსახურიდან გვიან გამოვედი, მზე დიდი ხნის ჩასული იყო და მთელს ქუჩაზე მხოლოდ ლამპიონები ბჟუტავდნენ. უახლოეს გაჩერებამდე მისასვლელად რამდენიმე ჩაბნელებული ჩიხის გავლა მომიწია, უშიშრად მივდიოდი წინ როცა ფეხებთან მანქანა გაჩერდა, მომენტალურად შემეკრა სუნთქვა, გავჩერდი და უკან დავიხიე. ფანჯარა ნელა ჩაიწია, ოდნავ დავაპატარავე თვალები, რომ მძღოლის სახე აღმექვა.

- დაჯექი - კარები გამიღო და ჭექა-ქუხილივით გაისმა მისი ხმა. აღარ იყო თბილი და ჩემი თუმცა მაინც ნაცნობი, მონატრებული და სასიამოვნო. რამდენიმე წამი ვიყოყმანე, შემდეგ ჩავჯექი. ერთი წამით შევავლე თვალი მის სახეს, მე არ მიყურებდა, ჯიქურად წინ იყურებოდა. 7 თვის განმავლობაში გჯერათ რომ ადამიანი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს? აღარ იყო ისეთი მხიარული შეხედულების, სახეზე ოდნავ ჰქონდა წვერს ბინა დადებული, თმები შედარებით შეთხელებული და დაბალზე ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო სიმპატიურად მეჩვენებოდა, მინდოდა მივვარდნოდი და მთელი სახე დამეკოცნა. მინდოდა ჩავხუტებოდი და ხელებზე მეგრძნო მისი სხეულიდან წამოსული თბილი ტემპერატურა. ის ჩემსკენ არ იყურებოდა და უხერხულობისგან არც მე ვუყურებდი. არც ლაპარაკობდა და არც მე ვამბობდი რამეს, მისი სუნამოს და სიგარეტის სუნით გაჯერებული სურნელი გონებას მიბინდავდა. ღმერთო რა უკიდეგანოდ და უზომოდ მენატრებოდა. თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, მანქანაში დაბალ ხმაზე იყო ჩართული Bedford Falls - Thrill is Gone. თვალებს კიდევ უფრო ვაჭერდი ერთმანეთს, ის სიჩქარეს უმატებდა, მე კი ისე მეხვეოდა თავბრუ, როგორც მთვრალს თვალების დახუჭვის დროს.

- ყოველთვის ამ დრომდე მუშაობ? - გონს მისმა ხმამ მომიყვანა, ჩემსკენ არ იყურებოდა, მე გავხედე და რამდენიმე წამი გონებაში დავაპაუზე
- არა, დღეს მომიწია მხოლოდ - ჩემი ხმის ჟღერადობის მიხედვით მივხვდი, რომ გარეგნულად არ მეტყობოდა ჩემი შინაგანი მდგომარეობა.
რამდენიმე წუთი კიდევ არაფერი უთქვამს, შემდეგ მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და თავი საზურგეს მიადო, შემდეგ გადავიდა, მომიახლოვდა და კარი გამიღო. მეც გადავედი. ქალაქიდან საკმაოდ შორს ვიყავით, ეს აშკარა იყო, რადგან მთელი ქუჩა ცარიელი იყო და არც ადგილი მეცნობოდა. მანქანას ზურგით მიეყრდნო, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. თავი ზეცაში ჰქონდა აღმართული, ცალი ხელი მეორის ქვეშ ამოედო. მე კი ვიდექი გაუნძრევლად. თავი გვერდზე გადახარა და შემომხედა, რამდენიმე წუთი მიყურა. სიგარეტის ნამწვავი გვერდით გადააგდო. ხმას არ იღებდა, იგივე პოზაში იდგა. მერე გაეღიმა, ცალი ხელი გამოსწია

- მოდი ჩემთან - საოცრად თბილი ხმით ჩაილაპარაკა. ახლოს მივედი და წინ დავუდექი, ხელი მაჯაზე ოდნავ მომკიდა და კიდევ უფრო ახლოს მიმწია. თითის ბალიშებით თითქმის შეუმჩნევლად სახეზე მომეფერა, შემდეგ ცერა თითით ყბიდან ყელამდე ჩავიდა. თავი ჩემს კისერში ჩარგო და რამდენიმე წუთი ასე იდგა გაუნძრევლად. მთელი სხეულით დაძაბული ვიდექი, შინაგანად მაფეთქებდა ჩემი ემოციური მდგომარეობა.

- ახლა რამდენიც გინდა მთხოვე, რომ შენთან არ მოვიდე, რამდენიც გინდა ილაპარაკე, რომ ყველაფერი დასრულდა და შენი აღარ ვარ. რაც გინდა თქვი, თუ გინდა იყვირე და ემოციებისგან დაიცალე, სულერთია, შენი ბავშვური ამხედრებების ატანას აღარ ვაპირებ, დრო საკმარისად გქონდა - თავი არ აუწევია ისე მეჩურჩულებოდა, ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული და ტუჩებით ჩემს ყელს სწავლობდა. აღარაფრის თქმა აღარ მინდოდა, აღარაფერი და აღარავინ არ მადარდებდა. მთავარია ის ჩემთან იყო, გადადგა პირველი ნაბიჯი. მაგრძნობინა ის, რაც მთელი ამ დროის მანძილზე მაკლდა.
- უზომოდ მომენატრე, ლამის ჭკუიდან შევიშალე, ყოველდღე მინდოდა უკან გამოვქცეულიყავი, მოვსულიყავი და მენახე, ჩაგხუტებოდი, შეგხებოდი, მეგრძნო რომ ჩემთან ხარ, მეგრძნო რომ მელოდებოდი, დამენახე გამთენიისას აივანზე მჯდომი როგორ მელოდებოდი. მაგრამ ვიცოდი ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა, პატივი ვეცი შენს სურვილს, ისიც გაპატიე რომ არ მომეცი უფლება იმ საღამოს მოვსულიყავი და მენუგეშებინე. იმ წუთასვე მინდოდა მეთქვა ყველაფერი და თვალები დამეკოცნა, ვერ ავიტანე შენი ტირილი, ვერ ავიტანე ის, რომ ჩემს გამო იყავი ასე. ვერც ჩემი დანახვით გამოწვეული სიმწარე და ჭრილობა ვერ ავიტანე, მეზიზღებოდა ჩემი თავი, რომ ჩემს გამო ასე იყავი და მე არ შემეძლო შენთან მოსვლა. მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა და იმედია მაპატიებ, უნდა მიმხვდარიყავი რა გინდოდა, ვინ გინდოდა და რა გჭირდებოდა. მარტო უნდა დამეტოვებინე რომ მოგნატრებოდი და ეს გეღიარებინა. - სიმწრის, ბედნიერების, მონატრების და სიხარულის ცრემლებით მენაბოდა სახე. მეგონა სიზმარში ვიყავი და არასდროს, არასდროს მსურდა გაღვიძება. დაუჯერებლად მეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ კოსტა ჩემს წინ იდგა და ამ ყველაფერს მეუბნებოდა. ნუთუ შეიძლება იმაზე სასიხარულო იყოს რამე, ვიდრე საყვარელი და მონატრებული ადამიანისგან მსგავსი აღიარების მოსმენა? ან მე რაღა უნდა მეთქვა? სათქმელი მქონდა, თუმცა მაშინ არაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. არც თავის მართლებას და არც ჩხუბს. მე ვერაფერს ვეღარ ვიტყოდი ისეთს, რაც კოსტას ნათქვამს გაუთანაბრდებოდა ან გადაუსწრებდა. ერთადერთი სურვილი რაც შიგნიდან მჭამდა, მისი კოცნა იყო.
აღარაფერი მითქვამს.
ჩამოყრილი ხელებით ოდნავ შევეხე გულზე, ნელა ავასრიალე კისრიდან სახემდე. კარგად შევისწავლე მისი ნაკვთები, იმდენად ნაზად ვეხებოდი, მეგონა გაქრებოდა და ისევ მარტო დავრჩებოდი.
მე ისევ არაფერს ვამბობდი, ბედნიერების სულ მცირედმა ღიმილმა ოდნავ გამიპო ბაგე, თითქმის შეუმჩნევლად ავიწიე თითის წვერებზე და სურვილს გასაქანი მივეცი, ჩემი ტუჩები მისას შეერწყა. ეს კოცნა იყო პასუხი ყველაფერზე და ბედნიერების საწყისი.
აღარ მინდოდა თვალის გახელა.
აღარ მინდოდა მისი მკლავებიდან სადმე გაქცევა.
აღარ ვიყავი ჩხუბის ხასიათზე.
ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა.
ზუსტად ვიცოდი ვინ მინდოდა.
ამჯერად, სრულიად გააზრებული მქონდა საკუთარი სურვილები.
კოსტა იყო ჩემი სიმშვიდის ნავსაყუდელი.
კოსტა იყო საწყისი ჩემში არსებული მშვიდი ქარიშხლის.


დაფიქრებულხართ, ცხოვრებაში რამდენი დეტალია რაც გვაბედნიერებს.. ოღონდ ჩვენ ამ დეტალებს ვერასდროს ვერ ვამჩნევთ, ჩვენი თვალი ამ ყველაფერს შეჩვეულია და ამას სიახლედ ვერ აღვიქვამთ.. რატომ იცინიან პატარა ბავშვები ყოველთვის? მათთვის ეს ყველაფერი ახალია, ახლა ეცნობიან სამყაროს და აბედნიერებთ.. ჩვენ კი, ხანდახან მთელი დღე ცხვირჩამოშვებულები დავდივართ, არადა რამდენი წვრილმანია რამაც შეიძლება ღიმილი მოგვგვაროს..
ჩემი დაკვირვებით, იგივე პრინციპია სიყვარულში.
როცა გვიყვარს, მაშინვე პატარა ბავშვებად ვიქცევით და ნებისმიერი წვრილმანი ზედმეტა გვახარებს და ამიტომაა ხანდახან, ზედმეტადაც რომ გვწყინს.
შესაბამისად ამ ყველაფრის შეჯამებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ ადამიანის საწყისი არის სიყვარული.
ჩემი ადამიანური ყოველდღიურობის საწყისი იყო კოსტა!
წრე ისევ შეიკრა.
კოსტა საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.
კოსტამ სული შთაბერა ყველაფერს, რაღაც სხვანაირი მუხტი და ენერგია მომიტანა.
დავდიოდი პატარა ბავშვივით გაბრწყინებული და გალაღებული.
აი, რაღაც პრობლემა რომ აქვს ადამიანს და მუდმივად ის აწუხებს, შემდეგ რომ მოიშორებს და სადარდებელი არაფერი აქვს, ზუსტად ასეთი შეგრძნებებით ვიყავი.
სამსახურის შემდეგ კოსტა და ჩვენი სამეგობრო ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ხან სად ვიკრიბებოდით ხან სად, თუმცა მყუდრო სახლს და ჩვენს გემოზე ყოფნას არაფერი სჯობდა.

- აუ გეხვეწებით რაა სადმე წავიდეთ, დავიწვი უკვე ამ თბილისში, მრცხვენია მაიკის ''რაზნიცით'' სიარული - იცინოდა ლაშა და ახლად გამოღებულ კოკაკოლის ქილას ყელზე იდებდა
- ბაზარი არაა, წავიდეთ სადმე ერთად, მომავალი წლიდან ისედაც პახაობა მელოდება და დასვენება არ გვაწყეენდა - იდეა მოუწონა კოსტამ
- ოჰო, შენ ევროპა დალაშქრე წელს და კიდე წუწუნებ? - გაოცება ვერ დამალა ელენემ და გაეცინა
- დავლაშქრე კი როგორ არა, გავწყდი წელში ცალკე სწავლით და ცალკე მუშაობით - ხელები გაასავსავა კოსტამ და მე მომიბრუნდა - ნუცა, რას იტყვი?
- მე პას, უნდა ვიმუშაო - მხრები ავიჩეჩე
- ატრაკებ ტო, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ისედაც მუშაობა მოგიწევს და წამო რა - არ ჩამომრჩა ლაშა
- ვერა ბავშვებო, ასე უპასუხისმგებლოდ ვერ მოვიქცევი
- ეხლა დაფიქრდი, შენ თუ არ წამოხვალ რა თქმა უნდა მეც არ წავალ, მე და შენ თუ არ წავალთ ელენე და ლადოც არ წავლენ, ან წავლენ მაგრამ თავიანთ პონტში, ლაშაც რამეს მოიფიქრებს და ბოლოს მოგვიწევს ასე ცალ-ცალკე ყოფნა და გინდა ახლა შენ ეს ამბავი პატარავ? - თბილი მზერა შემომანათა კოსტამ, იცოდა რომ ამ მზერით დავიკერებოდი. თვალები გადავატრიალე
- კარგით კარგით რამეს მოვიფიქრებ

დასვენება ნამდვილად მინდოდა მაგრამ არ ვიცოდი სამსახურში როგორ გამემართლებინა ჩემი დასვენების ამბავი, ისედაც არც ისე დიდი ხანი იყო რაც ვმუშაობდი, თუმცა როგორც ჩანდა ბედი ჩემს მხარეს იყო. უფროსმა გამოგვიცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს 2 კვირა შვებულება გვექნებოდა. ახალი ამბით აჟიტირებული ბედნიერი დავდიოდი. რაღაც ბოლო დროს ზედმეტად მიმართლებდა და არ ვიცოდი ეს რისთვის მიმეწერა, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებას თუ უბრალოდ რაიმე ცუდის მოსვლამდე წინა შესამზადებელ პერიოდს?
ფინანსებიდან და გრაფიკიდან გამომდინარე, ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია იმაზე, თუ სად წავსულიყავით. აგვისტოს ბოლოს მოვიკიდეთ ჩვენი გუდა ნაბადი და პირდაპირ ბათუმისკენ ავიღეთ გეზი.
ბათუმი ისედაც ხომ საოცრებაა, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, დადებითი ემოციები, მოგონებები, რომლებიც ტვინის ყველაზე პოზიტიურ უბანში იშლებიან ფეიერვერკებივით, უამრავი დასამახსოვრებელი კადრი, ენით აღუწერელი და განცდილი შეგრძნებები, ეს ყველაფერი ერთ კონტრასტში უფრო საოცარია. დადებითი ემოციები ყველაფერს უფრო ლამაზს და აღქმადს ხდიან.
ცხადია ყველანაირ მოგონებას ტვინი ვერ დაიმახსოვრებს და დროთა განმავლობაში ქვეცნობიერში იმდენად ღრმად დაილექება, აღარასდროს გაგვახსენდება ან უარეს შემთხვევაში ამოიშლება. ამიტომ მინდოდა ყველაფერი კადრზე აღმებეჭდა, სურათები ხომ გვეხმარება რომ მოგონებები სამუდამოდ არ გაქრნენ ჩვენი ქვეცნობიერიდან?!
ჩვენი, ანუ წყვილების ფონზე, ლაშა ზედმეტად ეულად გამოიყურებოდა ხოლმე, თუმცა შანსს არ უშვებდა ნებისმიერი ლამაზი მდედრის დანახვისას და თითქმის ყველასთან პოულობდა საერთო ენას, თუმცა როგორც ის ამბობდა, დიდებულ ბათუმშიც ვერ პოულობდა იმ ერთადერთს და განსაკუთრებულს, ჩვენ მის ამ განცხადებებზე მაგრად გვეცინებოდა, რადგან ვიცოდით მისი ადვილად ბეზრებადი ხასიათი.
მე ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის, განსაკუთრებით კოსტა და მისი სიყვარულით ანთებული თვალები ჩემს მიმართ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. გახსოვთ ალბათ, ჩემს ტვინში მოწყობილია დასტა, სადაც ვინახავ ცხოვრების ყველაზე ბედნიერ პერიოდებს, ხოდა ეს რამდენიმე დღიანი დასვენებაც, უმალ ჩაეწერა ბედნიერი დღეების რიგებში, რომელიც არასდროს დამავიწყდებოდა.
წამომსვლისას, ერთი ორი კურცხალი კი გადმოვყარე მაგრამ, ტრადიციულად ზღვიდან ზურგით მდგომმა, ხუთ თეთრიანი ვისროლე წყალში, იმ იმედით რომ მომავალ წელს ისევ დავბრუნდებოდით.
აგვისტოს ცხელი დღეებიც მიიწურა და შემოდგომის ფერთა გამამ დაისადგურა, ნაკლებად მწველი მზით.
ჩვენ ისევ გადავინაწილეთ ჩვენი ცხოვრებისეული როლები. მე სწავლა დამეწყო, თან ვმუშაობდი, კოსტა კი ტრენინგებს ატარებდა ხან რომელ ქალაქში და ხან რომელში. ხანდახან ზედმეტად მწყინდა ყოველდღე რომ ვერ ვნახულობდი, მაგრამ ის ფაქტიც მახარებდა, რომ თავისუფალ დროს თუნდაც ერთი წუთი მირეკავდა და მაინც ვახერხებდით კომუნიკაციას.
სამყარო პრობლემების და დაბრკოლებების გარეშე წარმოუდგენელია, ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრება ყოველთვის ქაოსური იყო. არ ვიცი ამ ქაოსს მე ვიწვევდი, ასეთ ვარსკვლავზე ვიყავი დაბადებული, აურა მქონდა ასეთი, ჰოროსკოპი თუ რამე შამანური განხეთქილება ხდებოდა თუ რა, მაგრამ რაც თავი მახსოვს შარი ყოველთვის მპოულობდა. ზოგი ადამიანი ხომ არის მუდამ უდარდელად, პრობლემა რომ არასდროს ექმნება? აი მე კი პირიქით, მინდა თუ არა, მუდამ პრობლემების ეპიცენტრში ვარ დღემდე.
დავუბრუნდეთ ბექა ჟღენტს, რომელმაც პირობა დამიტოვა, რომ ჩამოსვლისთანავე ვილაპარაკებდით. სიმართლე, რომ ვთქვა იმ საღამოს მერე აღარც გამხსენებია ბექა და სწორედ ამიტომ არ ვახსენე, მან პირობა შეასრულა და თავი არ გაუხსენებია ჩემთვის, ალბათ დასაფიქრებელი დრო მომცა, თუმცა დასაფიქრებელი რა იყო როდესაც ისედაც მანამდეც და დღემდე ვიცოდი და ვიცი, რომ მე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი მიყვარდა. ბექა უნივერსიტეტის პირველ კვირებში ნამდვილად არ გამოჩენილა და მეგონა, ერთმანეთს ვეღარც შევხვდებოდით. თუმცა ერთ საღამოს სრულიად მოულოდნელად გამომეცხადა სამსახურის შემდეგ, ვიცოდი რომ კოსტა ტრენინგზე იყო ორი კვირით კახეთში და შესაბამისად სამსახურშიც გვიანობამდე შემოვრჩი.

- ბექა აქ რას აკეთებ? - გაოცებულმა შევხედე, ბექა ზედმეტად შეცვლილი მეჩვენა, მზერა მრისხანე და ირონიული ჰქონდა, აღარ მიყურებდა თბილი თვალებით, პრინციპში დიდად არც მადარდებდა
- როგორც მახსოვს ჩვენ სალაპარაკო გვაქვს - უხეშად მესროლა წინადადება და მანქანის კარი გამიღო - დაჯექი და დავილაპარაკოთ
- ნამდვილად ვერ წამოვალ ახლა ვერსად, ისედაც გვიანობამდე დავრჩი
- რომ გეუბნები დაჯექი, ესეგი უნდა დაჯდე ეს დედამოტყნული. ორი საათია აქ გელოდები - ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი, არც მისი ხმის ტემბრი და მითუმეტეს ლექსიკა არ მესიამოვნა, მანქანაში დავჯექი რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ფარსი დამესრულებინა. მანქანა შედარებით მოშორებით გააჩერა ჩიხში, სადაც ხალხი არ ირეოდა. ცოტახანი ეწეოდა, შემდეგ მომიბრუნდა და ამათვალიერა, მერე გაეცინა და ვაი ვაის ძახილით გადააგდო თავი

- კაროჩე, გოგოებს მაგრად გევასებათ ეს დაფრენდზონება არა? - სიცილით მითხრა და ცოტა დავიბენი
- ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები - ვუთხარი და მაშინვე აენთო თვალები, მთელი ტანით ჩემსკენ მოტრიალდა
- მოკლედ ეხლა მარტივად დაგილაგებ და თუ გამოიცნობ რა ხდება, შეიძლება ცოტათი ხასიათი გამომიკეთდეს. ესეიგი, სიტუაცია ასეთია, ხო ყურადღებით მისმენ? ხოდა დავიწყეთ. გოგო და ბიჭი მეგობრობენ, სულ ერთად არიან, თავიდან ვერ იგებენ რა ურთიერთობა აქვთ, მერე გაანალიზებენ რომ ერთმანეთი უყვართ თუ რა დედისტყვნაც არის და ურთიერთობა ერევათ, ბიჭი ქვეყნიდან გაქცეულია, გოგო სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებულია და მაშინვე პოულობს ახალ გასართობს, ბიჭს რომელსაც ეს გოგო მართლა მოსწონს და მზად არის ნებისმიერ რამეზე წავიდეს, ეს გოგო მთელი წელი ამ ბიჭთან ერთად ერთობა, ოღონდ არ დაგვავიწყდეს წინა პირობა, გოგომ ძალიან კარგად იცის ბიჭის გრძნობების შესახებ, ხო და სად გავჩერდი? ა ჰო ეს გოოოგო მაგრად ერთობა ამ ბიჭთან, გვერდიდან არ შორდება, ავი ძაღლის პრინციპი ხო გესმის არა? ხოდა ასე, მოკლედ დეტალები შენც იცი, მერე როცა ამ ბიჭს ურთიერთობის გასერიოზულება უნდა, ეს გოგო უარზეა და ამბობს მოვიფიქრებო. მალევე ეს ბიჭი ხედავს როგორ ისვენებს ეს გოგო, მაშინ როცა არსად წასვლას არ აპირებდა და ბიჭსაც უარი უთხრა მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხედავ როგორ გამოტყდა გრძნობებში მის მეგობართან და ახლა როგორ არიან ერთად, მარტივად რომ ვთქვათ ამ გოგომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და ლიჟბი თავისი გაესწორებინა, ზუსტად ისე მოიქცა - დაასრულა მონოლოგი და გაცეცხლებულმა შემომხედა, უცბად გადავიდა მანქანიდან და მეც რასაც ჰქვია გადამათრია
- ახლა რომ გავამარტივოთ, ის ბიჭი და გოგო შენ და კოსტა ხართ, ის მესამე ჩმორი ყ$ლის როლში კიდე მე, ხოდა ახლა გეკითხები ასეთ $ლეს ვგავარ რო ეგრე მომექეცი? - მიღრიალა ბოლო ხმაზე და მაშინვე უკან გავხტი
- ბექა მისმინე, მე შენ არაფერს შეგპირებ...
- გაჩუმდი გოგო სულ ნუ გამაფრენინე, რა შეპირებაზე მელაპარაკები როცა იცოდი რომ მიყვარდი და ნათქვამიც მქონდა? რატო დაიჭირე ვაბშე ჩემთან ურთიერთობა თუ არც გევასებოდი და მეტიც სხვა გიყვარდა? ანუ გამომიყენე სანამ შენი პიტალო შეყვარებული წასული იყო? რაიყო დარდის გასაქრობად სხვა გზა ვერ ნახე? მითხარი ვგავარ ეგეთ $ლეს რო ეგ ამბავი ვჭამო? რა დაპირებაზე მელაპარაკები? - საშინლად განრისხებული იყო, მე კი ვიდექი და მის ყვირილს ვისმენდი.
- კაროჩე, მესმის ყველაფერი ხდება, არც შენი ბანძი ახსნა განმარტებები მინდა, შენ რომ ჩემთან თავიდანვე მოსულიყავი და სიმართლე გეთქვა, კარგი მეგობრებიც შეიძლებოდა გავმხდარიყავით მაგრამ რახან ასე სირულად მომექეცი და კარგი გაქექილი ბრძანდები, არც მე ჩამოგრჩები ვალში და სიცოცხლეს გაგიმწარებ, განანებ შენს საქციელს, ისე განანებ რომ მოხვალ და მუხლებში ჩამივარდები, აი ეხლა უკვე მე პირდაპირ სირზე - ერთიანად აცახცახებული ვიდექი, მოსმენილით გაოცნებული და ვერც ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა, ასეთი საშინლად არასდროს ვყოფილვარ, ვხვდებოდი რომ სადღაც სიმართლეს ამბობდა მაგრამ მაინც ვერაფერს ვამბობდი, თან თავმოყვარეობა ზენიტიდან ქვემოთ და ქვემოთ ეშვებოდა. ბექამ მხარი ამიარა, მანქანაში ჩაჯდა და ფანჯრიდან მხოლოდ ის მომაძახა თუ ჩემი არ იქნები, არც სხვისი იქნებიო და მანქანა ადგილიდან მოსწყდა.
სახლში დარეტიანებული მივედი, კოსტას ზარისთვის არ მიპასუხია. ის კი რეკვას არაფრით არ წყვეტდა. ახლა ხმა რომ ამომეღო ვიცოდი ცრემლებად დავიღვრებოდი, უფრო ჩემს თავს ვტიროდი და უგუნურ საქციელს. არადა მე მართლა მეგობრობა მინდოდა ბექასთან, თუმცა ბექამ ვერ გადაიტანა ჩემი უარი.
არავისთვის არაფერი მითქვამს, ვამჯობინე რომ დაბეზღება უარესი იქნებოდა, ბექას მუქარაც არ აღმიქვია სერიოზულად, ვიფიქრე რომ გამწარებულ გულზე რაღაც მოროშა. ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელე.
მეორე კურსის პირველი სემესტრიც წარმატებულად დავხურე, კოსტა ისევ ტრენინგებზე იყო და ახალ წელს მის გარეშე შევხვდით, მიუხედავად მხიარულებისა, მაინც მქონდა დანაკლისის გრძნობა და ვერაფრით ამოვივსე მანამ სანამ პირველი იანვრის გამთენიისას კოსტამ არ დამირეკა და არ მახარა რომ სახლთან მელოდებოდა. ბედნიერებისგან გონება დაბინდულმა გიჟივით გამოვგლიჯე კარები და მის შესახვედრად გავემართე. სირბილით დავფარე მანძილი და მანქანასთან ასვეტილს გიჟივით ჩავეხუტე, ალბათ უცხო თვალს რომ დავენახე მართლა იფიქრებდა, რომ გიჟი ვიყავი. ვერ ვძღებოდი მისით და მსურდა წუთები სამუდამოდ გამეხანგრძლივებინა.

- არ მჯერა რომ ჩამოხვედი, როგორ მოახერხე? - მის კისერში თავჩარგულმა ამოვისრუტუნე და ცრემლების ნაკადი უკან გავაბრუნე
- განა შემეძლო უშენოდ ვყოფილიყავი? თანაც როცა ვიცი როგორ გიყვარს ჩემი მოულოდნელად გამოჩენები - სიცილით ჩაილაპარაკა და ჯიბისკენ წაიღო ხელი, სიგარეტი ამოიღო და მეც გამომიწოდა
- რამდენი ხნით ხარ გამოპარული? - ძლიერი ნაფაზი მოვქაჩე თამბაქოს და მანქანას მივეყრდენი
- 9 საათზე იქ უნდა ვიყო, ცოტახნით მოვედი რაღაც უნდა მომეცა - მისებურად გაიღიმა და მანქანიდან პატარა ყუთი ამოიღო. თან ხსნიდა და თან მელაპარაკებოდა, ულამაზესი ოქროს ცეპს პატარა მთის ბროლი ამშვენებდა, უკან კი მისი ინიციალევი იყო ამოტვიფრული, საოცრად ლამაზი და ნაზის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მთის ბროლი დამუშავებული იყო და პატარა ცრემლივით ეკიდა ოქროს ცეპს. თმები ცალი ხელით ავიწიე და ზურგით დავდექი რომ ადვილად შეეკრა
- მინდა რომ გეკეთოს და ყოველთვის როცა შეხედავ მე გაგახსენდე, შენსავით ნაზი და ლამაზია, სადაც არ უნდა ვიყო ნუცა - ჩემი სახელი ზედმეტად თბილად და სიყვარულით გაჯერებული ტემბრით ამოილაპარაკა - აქ თუ სადღაც უამრავი კილომეტრით დაშორებული, მინდა გახსოვდეს რომ მიყვარხარ, აი ასე უბრალოდ მიყვარხარ და ყოველთვის ვიქნები შენთან.

ჯერ კიდევ ახალი შემობრძანებული იყო გაზაფხული, მე როგორც ყოველთვის სასწავლო ციებ ცხელება მქონდა, კოსტა კი ახალი დაბრუნებული იყო ტრენინგიდან, მისი წარმატება მიხაროდა თუმცა ხანდახან მონატრება უსაშველოდ წამიჭერდა ხოლმე ყელში მის მარწუხებს, თუმცა ვიცოდი რომ ერთ დღესაც ლოდინი დასრულდებოდა.
უნივერსიტეტიდან გამოსულმა დავლანდე კოსტას მანქანა და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი, წინ მოულოდნელად ბექა ამესვეტა და გადამეღობა

- რა გინდა ბექა? - სიბრაზე შემეპარა ხმაში
- იქ კონსტანტინეს მანქანა დგას არა? - ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და ერთ ადგილას ირწეოდა
- ჰო კოსტასია, რა გინდა დროზე მითხარი მეჩქარება - ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, თავი ოდნავ გავწიე და დავინახე კოსტა როგორ მოემართებოდა ჩვენსკენ.
- არაფერი უბრალოდ მოსალმება მინდოდა - უდარდელად აიჩეჩა მხრები და გამეცალა. კოსტას თვალებიდან ცეცხლი იფრქვეოდა, არ მინდოდა რამე შემემჩნია და არაფერი მითქვამს სანამ თვითონ არ მკითხა

- მაგ ტიპთან რამე ხდება რაც არ ვიცი და უნდა ვიცოდე? - გამომცდელად დამაკვირდა და საჭეზე თითები აათამაშა
- რაუნდა ხდებოდეს? სჯობს გზას უყურო
- ნუცა, რამეს მალავ?
- არა კოსტა რას უნდა ვმალავდე?
- აბა დღეს რა უნდოდა?
- უბრალოდ უნივერსიტეტელია მოვიდა და მომესალმა, რამე აუცილებელი უნდა ხდებოდეს რომ მოვიდეს და მომესალმოს?
- კარგი კარგი გასაგებია

რამდენიმეჯერ ზუსტად ანალოგიურად განმეორდა სიტუაცია, როგორც კი ბექა კოსტას მანქანას დალანდავდა, მაშინვე მოდიოდა და მელაპარაკებოდა, მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა თუმცა არ მინდოდა კოსტას ეგრძნო ჩვენი დაძაბული ურთიერთობა. ვერ ვხვდებოდი ბექა რა თამაშს თამაშობდა და რა ჰქონდა გეგმაში მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცოდი - კოსტას ამის შესახებ არ ვეტყოდი, ვიცოდი შემდეგ დაიწყებოდა გაუთავებელი ლექციები თუნდაც სამეგობროს მხრიდან და თან არც მინდოდა ჩემს გამო რომელიმეს პრობლემები ჰქონოდა, უბრალოდ მინდოდა მაქსიმალურად ამერიდებინა გარდაუვალი აფეთქება. კოსტაც არაფერს არ მეკითხებოდა მაგრამ მისი გამოხედვები და ქცევები ყველაფერს ამბობდნენ, ელოდებოდა როდის ავლაპარაკებოდი ან რომელიმე მხარე იფეთქებდა და ერთმანეთს რამეს დაუშავებდნენ.

17 აპრილი - საბედისწერო დასაწყისი
17 აპრილს ელენემ დამირეკა და მითხრა, რომ რაღაც მოხდა. ლადოსთან ყოფილან შეკრებილები და სერიოზული ჩხუბი მოსვლიათ ბექა ჟღენტთან. მე ადგილიდან ვერ ვიძვროდი და სიბრაზისგან და გაოცებისგან მხოლოდ ცრემლები იკვალავდნენ გზას სახეზე, როგორ ჩავიცვი და როგორ აღმოვჩნდი ლადოსთან, დაზუსტებით არც ახლა მახსოვს. ყველანი გაქვავებული სახეებით ისხდნენ, მხოლოდ ლადო და კოსტა გაცხარებულები საუბრობდნენ. კოსტას წარბი გახეთქილი ჰქონდა და თქრიალით სდიოდა სისხლი.

- რა ხდება ვინმე ამიხსნით? - როგორც იქნა ხმა ამოვიღე და ვიფეთქე, ნაგროვები ემოციები მთლიანად ამოვუშვი და განრისხებული, ნუ ალბათ განრისხებული თვალებით ვაკვირდებოდი მათ
- ცოტახანი მარტო დაგვტოვეთ რა, სალაპარაკო გვაქვს - რამდენიმე წამიანი პაუზისა და ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ გასცა კოსტამ ბრძანება და ისინიც წამებში გაიკრიფნენ. მე მის წინ დავდექი, მეტისმეტად ცივი და გაღიზიანებული მეჩვენა. სიგარეტი ამოიღო, დავინახე ხელის მტევანიც არ ჰქონდა იდეალურად, ნაკაწრებიდან სისხლს გამოეჟონა

- კოსტა რა მოხდა? ბექასთან რა ვერ გაიყავი? - ვეცადე მაქსიმალურად მშვიდი ვყოფილიყავი
- შენ ნუცა, შენ ვერ გაგიყავით - ირონიული ხმით მითხრა და სიგარეტს მოუკიდა
- ვერ გავიგე? - პასუხის მოლოდინში ერთ ადგილს მივეყინე და გულის ფეთქვას მთლიანი სხეულით ვგრძნობდი
- ნუცა უკანასკნელად გეკითხები იცოდე, რა ურთიერთობა გაქვს მაგ ტიპთან?
- მეც უკანასკნელად გპასუხობ, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, არც კი ვმეგობრობ - ერთიანად მივაყარე, იმ წამსვე ვინანე რომ სიმართლე არ ვთქვი თუმცა უკვე გვიან იყო. მშვიდად ეწეოდა, ბიჩოკი საფერფლეზე დაასრისა. რამდენიმე წუთი მიყურა, შემდეგ ჩაეცინა, თავზე ხელები შემოიწყო და ზემოთ აიხედა, რამდენიმე წამი საუკუნედ გაიწელა, ხმას ვერ ვიღებდი რადგან ვიცოდი რაღაც მოხდა და მეშინოდა იმის მოსმენა, რაც აუცილებლად მომიწევდა რომ მომესმინა. გამხეცებულმა მის გვერდზე დადებულ უზარმაზარ ვაზას ხელი სტაცა და ჩემი მაგრამ ამავდროულად გვერდული მიმართულებით ისროლა და კედელს შეასკდა გამაყრუებელი ხმით, განრისხებულმა იღრიალა და წინ ამესვეტა. გავშეშდი და ფეხიც ვეღარ გადავადგი, მეგონა აუცილებლად რაღაცას დამარტყამდა რადგან ასეთი გაავებული აქამდე არასდროს მინახავს.
- შენ გოგო მე მაყ$^ვებ თუ სუ მთლად გაუბერე? - განრისხებული თვალებით მიყურებდა
- მეე? მე გავუბერე თუ შენ? ნორმალურად ვერ ამიხსნი რა მოხდა? ან რა საქციელია ეს? - ვიფეთქე გაგიჟებულმა
- ესეიგი არაფერი გქონიათ არა? არაფერი გაკავშირებს? აბა ის ყ$ე რატო მეუბნება რო თურმე ფეხებს უშლიდი და მე გიშლით ხელს ერთად ყოფნაში? გამაგებინე რა დედისტყვნა ხდება?
- რაო? - მოსმენილისგან შოკირებულს, ხმა გამიტყდა და გვიან გავაანალიზე რაც მითხრა
- რაც გაიგე ის - მიღრიალა გაავებულმა და უკან დაიხია
- რას ბოდავ საერთოდ, მართლა გაგიჟდი? რაღაც მოგატყუა და შენ იმის ნაცვლად პასუხი გაგეცა მისთვის მოდიხარ და მე მიმართავ კონცერტებს, ნორმალური ხარ?
- შენ ჩემს გაცემულ პასუხზე არ ინერვიულო, ის სი#ი მე, აი შენ კი.. შენ.
- რა მე რა? გაინტერესებს რა ურთიერთობა მქონდა? გაუტყდა ჩემგან უარი და დამემუქრა ინანებო, ახლა ამ ბინძური ხერხებით ცდილობს ნერვების მოშლას და შენ გოიმივით ვარდები და ასეთ სისულელეს მეკითხები
- ა დაგემუქრა? დღეს დაგემუქრა თუ გუშინ? დღეში ასჯერ გეკითხებოდი რა ურთიერთობა გაქვთ მეთქი და რაო დიდებულ ნუცას, რომელიც თავზე ბუზს არ დაისვამს შეეშინდა მუქარის და ხმა ვერ ამოიღო? შენ მართლა რამე ხოარ გადაგიბრუნდა მაგ სულელ თავში? გგონია ამ მონაბოდვარს შევჭამ? არ მჯერა შენი და ვაბშე გული მერევა რო გიყურებ, ესეთი როგორ ხარ ტო - გაცოფებული ღრიალებდა და აქეთ იქით დადიოდა, იმ წუთას ისე ავივსე სიბრაზითა და ბოღმით, მზად ვიყავი მომეკლა კოსტაც და ბექაც. ადამიანი, რომელმაც წესით ყველაზე კარგად უნდა იცოდეს ჩემზე ყველაფერი, იდგა და მადანაშაულებდა იმაში, რაც არ მომხდარა. ყველაზე მეტად მეწყინა ის, რომ არ გაბედა და ასეთი რაღაც იფიქრა ჩემზე. არა არც სექსი მიკვირს და არც არაფერი, უბრალოდ იფიქრა ის, რომ მე მას მოვატყუებდი.
- გული მე მერევა შენზე, ნამდვილი უსისხლო და გულცივი, იდიოტი ნაბი#ჭვარი ხარ. მოვა დრო და მაგ სიტყვებს ინანებ, მაგრამ ძალიან გვიან იქნება, დღეის მერე არ გაბედო ჩემი სახელის ხსენება შენი დამპალი ხმით და არ მომიახლოვდე არასდროს. იცოდე არ გადამეყარო არსად თორე მართლა მოგკლავ. ყველანაირი კავშირი რაც კი ოდესმე გვქონია ხაზგადასმულია და გილოცავ დღეს საბოლოოდ მოახერხე ჩემი სამუდამოდ დაკარგვა. ბრავო ბრავო - ჩავამთავრე ჩემი სევდანარევი მონოლოგი და კარისკენ დავიძარი. აზრი არ ჰქონდა ჩემს ახსნა-განმარტებას, ან მეტი რა უნდა მეთქვა? ამ ეჭვით ისედაც ნათელი იყო ყველაფერი. კოსტა მე არ მენდო. ვინმეს რომ ეთქვა მასზე ნებისმიერი სისულელე, სიცილით მოვკვდებოდი და არ დავიჯერებდი, აი მან კი ყველაფერი დაიჯერა. მეორეს მხრივ მინდოდა ბექა გამეგლიჯა შუაზე, როგორ შეეძლო ასე კარგად დაეწყო და ასე დაესრულებინა.
მერე იყო არაფერი.
ასე ხდება ხოლმე, თავიდან სიბრაზისგან დაბრმავებული ხარ, მხოლოდ ცეცხლი ტრიალებს მთელს ორგანიზმში და ბრაზობ, გინდა რაღაც მოიმოქმედო, ვიღაცას დაუშაო ან რაღაც მაგრამ ვერაფერს ახერხებ. რაღაც დროის შემდეგ ბრაზი ნელდება და გრჩება აშლილი გრძნობები, გაურკვევლობა, გულის ტკივილი და უზომო მონატრება.
მიუხედავად იმისა, რომ მე სულიერად განადგურებული ვიყავი, აღარ ვაპირებდი მისთვის პატიებას და რაიმე სტატუსით ჩემ ცხოვრებაში დაბრუნებას.
მე და კოსტა - დავსრულდით.
ბექა აღარსად შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ სიბრაზე ჩაცხრა, მაინც მინდოდა მისთვის საკადრისი პასუხი გამეცა, თუმცა მისდა საბედოდ ერთმანეთი აღარ გვინახავს, არც დავინტერესებულვარ მისი ამბებით.
ელენეს და ბიჭებს ყველაფერი ავუხსენი და ვიცოდი მათ ეჭვი არ ეპარებოდათ ჩემში. სამაგიეროდ მე ავუკრძალე მათ კოსტას ხსენება და სავარაუდოდ მანაც იგივე გააკეთა.
ჩხუბის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, ისიც შემთხვევით.
არაფერი გვითქვამს და აღარც სიყვარულით აკიაფებულა ჩვენი თვალები.
მეტკინა იცით? მიუხედავად ყველაფრისა, მეტკინა ჩვენი წარსული და მისი დაკარგვა.
ვიცი ვიცი, უთავმოყვარეო ქალების რიგში ნუ ჩამწერთ, ვიცი რომ არ უნდა მტკენოდა, თუმცა ასე უსიტყვოდ გავშორდით ერთმანეთს და ვინ იცის, რამდენმა მოგონებამ გაიარა იმ რამდენიმე წამში.
მეორე კურსის დასრულების შემდეგ, მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, ჩემი კარგი აკადემიური მოსწრებითა და ერთი ორი ზემდგომის ჩარევით, ბრიუსელში გავაგრძელე სწავლა. იქ ყოფნა ნამდვილად რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მამას ძალიან კარგი მეგობრების და ბიზნესპარტნიორის ოჯახში ვიყავი და ნოსტალგიური შემოტევები არ მქონია, მაინც ვგრძნობდი ცვლილებას ჩემს ცხოვრებაში.
ოჯახში სადაც მე ვიყავი, ჩემხელა შვილი ჰყავდათ, იოანე გამცემლიძე და ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა სიტუაციიდან გამომდინარე. საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და რადგან ის კარგად იცნობდა ქალაქს, ხშირად მიწევდა გიდობასაც, თითქმის სულ ერთად ვიყავი. ჩვენი ცხოვრება ფილმისეული სცენარივით გადაიკვეთა. მასთან ყოფნა ნამდვილად მომწონდა, პრინციპში კარგ მეგობრად და ერთადერთ დასაყრდენ ბურჯად ვთვლიდი.
საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვდიოდი და ისიც არდადეგებზე, დანარჩენ დროს კი უკვე ახლად შექმნილ სამშობლოში ვატარებდი. მეგობრებთან კონტაქტი არ დამიკარგავს, ხშირად ვკითხულობდით ერთმანეთს და ჩამოსვლისას ყოველთვის ვნახულობდი. კოსტა არცერთხელ მინახავს და პირობისამებრ, არც მასზე საუბრობდნენ. პრინციპში მე იმდენი რამ მქონდა ყოველთვის მოსაყოლი, კოსტას ხსენების არც დრო იყო და არც ვალდებულება. მე ასე ვიტყოდი, ევროპაში ცხოვრებამ ნამდვილად დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და ჩამოვყალიბდი, ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანად. მომწონდა ყველაფერი, მომწონდა ჩემი ცხოვრება და ვამაყობდი ინტელექტუალური რესურსებით. თუმცა, ის, უფრო ის ვინც საქართველოში დამრჩა, მაინც მჭიდროდ მაკავშირებდა წარსულთან, განვლილ ცხოვრებასთან და საყვარელ მოგონებებთან. სასაცილო არ იქნება, თუ ვიტყვი რომ ხშირად ვფიქრობდი კოსტაზე. მიყვარდა თუ არა ის? რა თქმა უნდა მიყვარდა, ოღონდ უკვე ჩემებურად, რაღაც სხვანაირად. სიყვარულს წყენისა და იმედგაცრუების გარსი აკავებდა და შესაბამისად მაინც ბოლომდე არ ვუშვებდი მას ისევ ჩემი გულის ცენტრალურ ნაწილამდე. ხშირად მიტირია კიდევაც.
საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტი ისევ ჩემს სწავლას და დიპლომს უკავშირდებოდა. ცხელ სექტემბერს ჩამოვედი, დიდი ხნით გაჩერება არც მსურდა, რადგან ვგრძნობდი რომ აქ, ჩემს მიწაზე, აქ, სადაც ამდენი მოგონება მქონდა, დიდხანს ვერ დავრჩებოდი რადგან წარსული ისევ მომიჭერდა მარწუხებს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ხანი იქნები, თუ კი ბედი მაინც იმას გიმზადებს, რაც გარდაუვალია.
წასვლამდე ერთი დღით ადრე, ელენეს შევუარე. ელენე და ლადო ერთად ცხოვრობდნენ ყველანაირი ოფიციალურობის გარეშე. მინდოდა დავმშვიდობებოდი მათაც და შუადღიდან მოყოლებული ცოტა გვიანობამდე შემოვრჩი.

- ისე მენატრები ხოლმე ხანდახან, ხო მაინც ყოველდღე ვლაპარაკობთ მაგრამ აქ რომ არ ხარ რაღაცნაირად ვერ ვეგუები - ჩაილაპარაკა ელენემ და ყავის ჭიქის ზედაპირს თითები გადაატარა - საქართველოში დაბრუნებას საერთოდ აღარ აპირებ?
- არ ვიცი ელენე, აქ თავს უცხოდ ვგრძნობ იქ კი, ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვარ. იმდენად გადავედი იქაური ცხოვრების სტილზე, აღარც წარმომიდგენია აქ ყოფნა.. ან რა დამრჩენია აქ?
- კარგი რაა, მასე ნუ ამბობ, ჩვენ აღარაფერს წარმოვადგენთ? რა დაგრჩენია და ჩვენ
- ხან მე გესტუმრებით, ხან თქვენ ჩამოხვალთ. იქნებ მერე რაღაცებიც შეიცვალოს - მხრები ავიჩეჩე
- იმ ამბების მერე.. ნუთუ - დაიწყო და მივხვდი საითაც უმიზნებდა
- გთხოვ არ გინდა, აღარ მინდა რამის განხილვა, უბრალოდ მინდა რომ იმ ამბებს და ყველაფერს წერტილი დავუსვა.
- ვინმე არის შენს ცხოვრებაში? - მკითხა გამომცდელად. ღრმად ჩავისუნთქე და სიგარეტს მოვუკიდე
- შეიძლება ითქვას, რომ არის - ორაზროვნად ამოვილაპარაკე
- ვის ოჯახშიც ცხოვრობ, მათი შვილი იოანე არა?
- ჰო, შეიძლება.. არ ვიცი რა გითხრა, კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხანდახან ზედმეტად კარგიც კი. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და არასდროს არ ვჩხუბობთ. როგორ გითხრა, ის ზედმეტად იდეალურია, ყოველთვის იცის სად, როგორ და რა უნდა თქვას.. ძალიან დამეხმარა მართლა
- გიყვარს?
- არ მიყვარს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ შემიყვარდეს. მე მას პატივს ვცემ და მომწონს მასთან ყოფნა
- კოსტა?
- რა კოსტა?
- კოსტა დაივიწყე?
- კოსტა... როგორ ვთქვა რომ დავივიწყე.. კოსტა ჩემი ის ნაწილია, რომელიც არასდროს გაქრება. კოსტა მიყვარს ოღონდ სხვანაირად. გული მტკივა რომ ასე დასრულდა ყველაფერი მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია, ხომ იცი არა? - გამეცინა და გავრცელებული ბანალური ფრაზით ვცადე სევდის დაფარვა. ელენე რაღაცის თქმას აპირებდა კარის ხმა და ორი ახმახის შემოსვლა რომ გავიგეთ.
- არ მჯერა პროსტა რომ როგორც იქნა გვიკადრე - გიჟივით მომვარდა ლადო, ხელში ამიტაცა და დამატრიალა - როგორ ხარ შე პატარა ქაჯო, ასე უნდა მოგვანატრო თავი?
- ოდესმე ასე თუ გამიხარდებოდა შენი ნახვა რას წარმოვიდგენდი - ლაშამაც ანალოგიური გაიმეორა.
დიდ ხანს შემოვრჩით ერთად, ლადომ თავი გაიგიჟა და სანამ თავისი საფირმო კონიაკი არ გახსნა და ლამის ყანწით არ დამალევინა იქიდან არ გამომიშვა.
- ადამიანო ხვალ ფრენა მაქვს, გავილეწები და ვერსად ვერ წავალ - აჟიტირებულმა ამოვილაპარაკე და დივანზე გავწექი, უკვე კარგად შემთვრალი ვიყავი
- ჩვენც ეგ არ გვინდა მერე? - ჩაიქირქილა ელენემ და ლადოს თავზე მხარი ჩამოდო
- ოხ რა მაიმუნები ხართ, ყველა და ყველაფერი იცვლება, თქვენს გარდა - ლოთებო - ენა გამოვუყავი და გავიცინე.
კიდევ დიდხანს ვსვამდით და ვიცინოდით, ვიხსენებდით ყველაფერს და მე ლამის ამეტირა. თურმე იმდენად მენატრებოდა ეს ყველაფერი, ლამის იყო მართლა გადამეფიქრა წასვლა.
ბოლოს სიმთვრალისგან გადაგლესილებმა, ძლივს მოვახერხეთ ტაქსის გამოძახება და სანამ მანქანა ადგილამდე მოვიდოდა, მეც მოვემზადე. უკვე დამშვიდობების ცერემონიალს ვმართავდით და კარებთნ ვიდექი, ზარის დარეკვის ხმა რომ გაისმა.
რამდენი დარტყმა გამოტოვა გულმა არ ვიცი, რამდენჯერ ან რამდენით გაიზარდა პულსი არც ის ვიცი. ასე უცბად როგორ გამოვფხიზლდი მაგასაც ვერ გეტყვით. ერთადერთი ვიგრძენი ნერვიულობა, ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევა. თვალები ამეწვა.
ვიცოდი და ვიგრძენი რომ კართან ის იყო. ღმერთს მადლობა შევწირე, რომ უკვე მივდიოდი და ეს რამდენიმე წამიანი შეხვედრის სცენა მალე დასრულდებოდა.
ლადომ კარი გახსნა და გამოჩნდა.
შეცვლილი
გალამაზებული
საოცრად გაზრდილი
ჯინსის შარვალში და თეთრი პერანგით. რაღაც საოცრება.
როგორ შეიძლება ასე ადამიანის ცვლილება?
ნეტავ მეც ასეთი შეცვლილი ვიყავი მათთვის?
ჩემი დანახვისას მოღუშული სახე წამში შეეცვალა. არ ვიცი მე მომეჩვენა თუ რა, მაგრამ ნამდვილად დავინახე, როგორ გაუპო ღიმილმა ის მსხვილი ტუჩები, ახლა ასე ძალიან რომ მინდოდა მივსულიყავი და დამეკოცნა. ხელები მიკანკალებდა ისე მინდოდა მივვარდნოდი და ჩავხუტებოდი. ისე მინდოდა მეგრძნო მისი სურნელი და ისე ძალიან მინდოდა მასთან, მივხვდი თუ მალე არ წავიდოდი ტირილით გავსკდებოდი.
- გამარჯობა - იყო მისი ტუჩებიდან წამოსული ერთადერთი და ალბათ საბოლოო სიტყვა ჩემი მისამართით.
- მშვიდობით - გულწრფელად გავუღიმე და ბავშვებისკენ კიდევ ერთხელ მივბრუნდი, რომლებიც დაძაბულები გვიყურებდნენ - ყოველდღე შეგეხმიანებით, რომ ჩავალ დაგირეკავთ - თითი დავუქნიე და გამეღიმა.
კოსტა ისევ ზღურბლთან იდგა, კარისკენ დავიძარი და გვერდი ავუარე. ვიგრძენი მისი სურნელი, იმდენად ახლოს და იმდენად შორს იყო ჩემგან. ვიგრძენი ის სურნელი, რომელიც მაკლდა სიცოცხლის ნორმალურად ფუნქციონირებაში. კიბეებზე დავეშვი და ნაწვიმარ ქუჩაში გამოვედი, ჩემი ტაქსი არსად ჩანდა და ღმერთს მადლობა შევწირე. ახლა ისე მინდოდა ცოტახნით ფეხით გავლა, წვიმის სურნელით გაჯერებულ, ლამპიონებით განათებულ ქუჩაში მივაბიჯებდი და არ ვიცოდი რას ვგრძნობდი. რაღაცნაირი უცხო ემოციით ვიყავი სავსე, თითქოს არც არაფერი ყოფილა და თან ყველაფერი იყო.
აეროპორტში გამომშვიდობების სცენას ვერ ვიტან.
თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც დანამდვილებით ვიცოდი რომ კიდევ კარგა ხანს ვეღარ ჩამოვიდოდი ან შეიძლება საერთოდ აღარ დავბრუნებულიყავი.
მისი მოსვლის იმედი არც მქონდა და რა თქმა უნდა არც მოსულა. არც ჩვენი წინა დღის შეხვედრა გამხდარა განხილვის საგანი. მე ყველას დავემშვიდობე და წავედი. წავედი მაგრამ გულის რაღაც ნაწილი აქ დავტოვე, როგორი უცნაურია არა? სანამ შევხვდებოდი სულ მეგონა, რომ აღარაფერს ვიგრძნობდი. ახლა კი, ასე უემოციოდ შეხვედრის სცენამ გული მომიკლა და სულ სხვა რეალობა დამანახა.
აეროპორტიდან გამოსულს იოანე დამხვდა. თბილად გადამეხვია და ჩემი ბარგი მანქანაში ჩადო. სახლამდე რაღაც-რაღაცები გამომკითხა და თვითონაც მიყვებოდა ჩემს არ ყოფნაში მომხდარ ამბებს.
- რაღაცნაირად მგონია, რომ რაც დაბრუნდი მოწყენილი ხარ - გამომიცხადა ერთ საღამოსაც იოანემ, როდესაც ვერანდაზე ვისხედით და ჭიქა ღვინის თანხლებით ვსაუბრობდით
- რატომ ფიქრომ ასე?
- არ ვიცი, სევდიანი მეჩვენები, რამე ისეთი მოხდა საქართველოში რაც შენი მოწყენის მიზეზია? - ყოველთვის მაოცებდა ეს ბიჭი, როგორ ხვდებოდა ყველაფერს
- არაფერი არ მომხდარა, გეჩვენება ალბათ - მხრები ავიჩეჩე და თავი ავარიდე
- ნუცა, ხომ იცი შეგიძლია მენდო?
- ვიცი მაგრამ არაფერი მომხდარა, უბრალოდ მეგობრები ვნახე და ნოსტალგია შემომაწვა, ახლა საქართველოში ჩასვლის მიზეზი ხშირად აღარ მექნება.
- რაიმე მიზეზი სჭირდება შენს სამშობლოში დაბრუნებას? თუნდაც დროებით რომ ჩახვიდე? რაღაც ხდება და არ მეუბნები?
- ოდესმე გიგრძვნია საყვარელი ადამიანის გაუცხოება? უბრალოდ ადამიანთან, ვისთანაც უზომოდ ბევრი მოგონება გაკავშირებდა, ერთ დღესაც რომ ზედმეტად უცხო მოგჩვენებოდა? - გულწრფელად ამოვილაპარაკე და გულზეც მომეშვა, სულ მცირედით მაგრამ ვინმესთან მაინც მინდოდა დავცლილიყავი
- რა თქმა უნდა, ეს ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. ოდესღაც ჩვენთვის ძალიან ნაცნობები, ცხოვრების რუტინასთან ერთად უფერულდებიან. მათში ვეღარ ხედავ იმას, რასაც ადრე ხედავდი. ჯერ სალაპარაკო თემები იწურება, შემდეგ ვეღარ უგებ და კომუნიკაცია არ მყარდება, ბოლოს ხვდები, რომ ის სხვაგანაა და შენ სხვაგან. ამ პროცესს ვერ შეაჩერებ, ეს ცხოვრებაა. ადამიანი მუდამ ვითარდება, ახლის ძიებაშია, საკუთარი თავის პოვნაში კი შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ძვირფასი ადამიანები უკვე დიდი ხნის წინ დაკარგა. ამიტომ არის, რომ ახალი ანაცვლებს ძველს. ეს ყველაფერი პროგრესია და მე მუდამ მზად ვარ გამოწვევებისთვის.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს არ არსებობს ხალხი, ვისაც ძველი მეგობრები ჰყავს ან ბავშვობიდან მოდიან ერთად ან უბრალოდ მთელი ცხოვრებაა ერთად არიან
- არა, მაგას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. მეც მყავს ბავშვობის მეგობრები და შენც, თუმცა ხშირად გზები სადღაც იყრება, შეიძლება ვერ შეამჩნიო, ვერ იგრძნო იმ წუთას მაგრამ ბოლოს აღმოაჩენ რომ ძალიან შორს ხართ ერთმანეთისგან. მეგობრები ნუცა, არ იკარგებიან. მაგრამ ის, ვისზეც შენ ლაპარაკობ, ვგულისხმობ ასეთი ადამიანები, ხშირად ვერ ხედავენ საუკეთესოს და ხელიდან ეცლებათ, ასეთი ადამიანების გამო მოწყენა არ ღირს, დამიჯერე წინ უამრავი თავგადასავალი გელის, რომლისთვისაც ბევრს შრომობ და მიზანს ნელ-ნელა აღწევ, ნუ მისცემ უფლებას უბრალო, მარტივ ადამიანებს რომ ხელი შეგიშალონ, თუნდაც ფიქრის დონეზე - გვერდით მჯდომმა ჩემი ხელი მისაში მოაქცია და ნაზად მეამბორა
- შენ რა იცი მე ვისზე ვლაპარაკობ? - გამომცდელად ვკითხე და სიგარეტს მოვუკიდე
- მე ყველაფერი კარგად ვიცი და კარგად მესმის, უბრალოდ ხანდახან არ არის საჭირო ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. შენს თავში უნდა იპოვო ძალა რომ დაასრულო ეს შინაგანი ფორიაქი. ცხოვრებას ვერ გაექცევი, შეიძლება ხშირად მოგიწიოს იმ ადამიანთან შეხვედრა და მუდმივად დანაშაულის და სინანულის გრძნობა ვერ გექნება. რამდენი ხანი ვიცხოვრებთ ვინ იცის? არ სჯობს ეს წამები, უფრო ლამაზზე და ნაყოფიერზე დახარჯო? ცხოვრება გაილამაზო? გინდა ასე იყო ყოველთვის? მე ვიცი შენი მოწყენის მიზეზი ვინც არის და დამიჯერე არ ღირს, ნუ დაუბრუნდები წარსულს, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ გადალახე
- ჰოო.. მეც ასე მეგონა, რომ გადავლახე.. ახლა კი არ ვიცი, იქნებ უბრალოდ კი არ გადავლახე, არამედ იმდენად დაკავებული ვარ, რომ გონებას ვაიძულებ აღარ იფიქროს ამ თემაზე.
- ზუსტად ეგ არის მთავარი. შენი გონება უნდა დატვირთო სხვა უფრო მნიშვნელოვანი და უკეთესი ამბებით. მუდმივად უნდა განავითარო შენი ცხოვრება და დამიჯერე მაშინ ნამდვილად აღარ დაგრჩება დრო მასზე ფიქრისთვის.
- შენ ოდესმე ძალიან გყვარებია?
- მყვარებია, რა თქმა უნდა მეც ხომ ადამიანი ვარ არა? - საყვარლად გაეღიმა - მყვარებია მაგრამ სისუსტისა და გულის ტკივილის გარდა არაფერი მოუტანია ამ სიყვარულს - რაღაცნაირად შეეცვალა ხმა
- იქნებ უბრალოდ არასწორი ადამიანი შეგიყვარდა? სიყვარული ხომ სისუსტე არ არის - არ მოვეშვი მე
- სწორი და არასწორი ადამიანები არ არსებობენ ნუცა, ურთიერთობაში უნდა გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს ადამიანი პიროვნულად, გონებრივად. შეიძლება სულ სხვა იყო, ვიღაც კრიმინალი, ვიღაც ოხერი მაგრამ ამ გრძნობამ შეგცვალოს და ბევრი რაღაც დათმო, უკეთესი გახდე. სამწუხაროა, რომ არ ვირჩევთ ვინ შეგიყვარდეს და ვინ არა. ასე უფრო მარტივი იქნება, არც გული გეტკინება და არც ზედმეტი თავის ტკივილი გექნება - ისევ გაეცინა
- რატომ არის, რომ ხანდახან ყველაზე ძვირფასს ადამიანებს ჩვენი არ სჯერათ და მეტიც, ისეთ სისულელეს ამბობენ არც უფიქრდებიან რომ შეიძლება ამ უაზრო წამოროშილმა ყველაფერი შეცვალოს.. დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს.. ერთი დღით მაინც რომ შეიძლებოდეს.. - სინანულით ამოვილაპარაკე.
- არ გიღირს დამიჯერე, დროს უკან ვერ დააბრუნებ და სინანულიც ტყუილი დროის კარგვაა. დასაკარგი აუცილებლად დაიკარგება, როგორ გითხრა ეს ცხოვრების ფილტრია.
- ნეტავ მეც შენსავით ვფიქრობდე, საერთოდ რომ არ მქონდეს გრძნობები უკეთესი იქნებოდა
- ანუ შენ ფიქრობ, რომ მე გრძნობები არ მაქვს? - ხმამაღლა გაეცინა
- არა მაგას არ ვფიქრობ მაგრამ შენ უფრო მარტივი თვალით უყურებ, მე კიდე ცოტა დეპრესიულად - მეც გამეცინა
- იცი რა? შენ რომ ყოფილიყავი ის, ვინც შემიყვარდა ოდესღაც, ან მე რომ ვყოფილიყავი იმის ადგილას, ვინც გიყვარს იცი რას ვიზამდი? ყველანაირად ვეცდებოდი ყოველდღე ხელახლა შეგყვარებოდი. არ მოგცემდი საშუალებას რომ გრძნობებში მოდუნებულიყავი. არ ხარ ისეთი ადამიანი, ვინც უნდა დაკარგო. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება შენ კი არა, იმან იდარდოს ვინც დაგკარგა - გაეცინა და თვალი ჩამიკრა - ჩვენ გაგვიმარჯოს და კიდევ ყველა ჩვენნაირ სასოწარკვეთილს

ჩემი ცხოვრება ისევ რუტინულად გრძელდებოდა.
სამსახურის და ჩემი დანაზოგის წყალობით, გადავწყვიტე ახალ სახლში სრულიად მარტო გადავსულიყავი. მართალია იოანე წინააღმდეგი იყო, თუმცა მერჩივნა სრული თავისუფლება მქონოდა. ბოლოს და ბოლოს აღარ ვიყავი პატარა და აღარც ისინი იყვნენ ვალდებულები ჩემზე ეზრუნათ. იოანეს და მისი ოჯახის დაჟინებული თხოვნით, გადასვლის წინა დღეს პატარა გამოსამშვიდობებელი წვეულება მოაწყვეს. ბევრი არც ვყოფილვართ, მხოლოდ ჩვენ და ჩვენი საერთო მეგობრები. მაინც უხერხულად ვიგრძენი თავი, არ მინდოდა ასე შეწუხებულიყვნენ თუმცა მოწყენის და მოდუნების საშუალება არ მქონია, იმ საღამოს საკმაოდ ბევრი დავლიეთ და ვიცინეთ. მეორე დღეს კი ახალ სახლში გადავედი, თუმცა იოანეს დაჟინებული თხოვნით თავადვე წამომყვა და ბარგიც მიმატანინა. სახლი საკმაოდ მყუდრო და ლამაზი იყო, დიდი აივნით. ხო აივნები ჩემი სისუსტეა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიყვარდა აივანზე ჯდომა და წარსულთან შეჭიდება. ყველაფრის მილაგებაში მომეხმარა და შემდეგ ყავის ფინჯნით ისევ აივანზე გავედით.
- მართლა არ იყო საჭირო რომ ასე შეწუხებულიყავი, ისედაც იმდენი რაღაც გააკეთეთ ჩემთვის, ალბათ მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ თქვენი ვალიდან - გულწრფელად ვუთხარი
- კარგი რა ნუცა, რა სისულელეს ამბობ, არანაირ ვალში არ ხარ, მე და შენ საკმაოდ კარგად ვართ, რომ ასეთ დეტალებზე ყურადღება არ გაამახვილო - თვალი ჩამიკრა და გაეცინა
- ხო დეტალები რა თქმა უნდა, ადამიანი ამდენი წლით საკუთარ სახლში აცხოვრო და იზრუნო მასზე ნამდვილად დეტალებია - მეც გამეცინა
- ნუცა - ზედმეტად სერიოზული ხმა ჰქონდა - მართლა გული მწყდება რომ წახვედი, იმდენად შეგეჩვიე და შევეჩვიე ჩვენს ყოველდღიურად ერთად ყოფნას ალბათ სხვას ვერც კი წარმოვიდგენ შენს ადგილას - სევდიანად ჩაილაპარაკა და მეც გული მომეწურა
- ო კარგი რა, ისე ამბობ თითქოს სადღაც დასალიერში ვიყო, ისევ ხშირად გნახავ ხოლმე, ხომ იცი არა? რაც არ უნდა იყოს შენზე ახლობელი აქ მაინც არავინ მყავს
- ხო სამწუხაროც სწორედ ეგ არის რომ სწორედ აქ არავინ გყავს ჩემზე ახლობელი
- მაგით რისი თქმა გინდა?
- ვისურვებდი უბრალოდ არსად დედამიწის ზურგზე არ იყოს არავინ ჩემზე ახლობელი - ჩემთან ზედმეტად ახლოს მოვიდა, რამდენიმე წამი მიყურა და ბაგებზე ნელა წამეტანა. არ ველოდებოდი მისგან ასეთ ნაბიჯს მაგრამ მესიამოვნა. ზედმეტად მესიამოვნა. - მინდა რომ ვიყო აი აქ - თითი გულის მხარეს მომაბჯინა და წრე მოხაზა - და აი აქ - ამჯერად საფეთქელთან დაატრიალა თითი.
- იო - რაღაცის თქმა დავაპირე მაგრამ გამაჩუმა
- ვიცი ვიცი, არაფრის ახსნა არარის საჭირო, უბრალოდ სურვილი გაგანდე, არაფერს გთხოვ - უკან დაიხია და ჩაეცინა - ჩემი წასვლის დროა, იცოდე თავს გაუფრთხილდი, ნორმალურად იკვებე და რადგან გადახვედი არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დამიკიდო - გაეცინა და უკან წავიდა.

არ ვიცი ამ საქციელს რა ერქვა, აღიარება თუ რა მაგრამ თავს დამნაშავედ და ბედნიერად ვგრძნობდი. მე ისევ აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, ისევ ყველაფერი მეორდებოდა და მე ისევ ვერაფერს ვაკეთებდი. მინდოდა, მართლა ძალიან მინდოდა იოანე მყვარებოდა თუმცა რამდენჯერაც მისი კოცნა გამახსენდა, იმდენჯერ კოსტა წარმომიდგა. ამდენი ხნის შემდეგაც კი ის იყო ჩემში, ისევ ის ტრიალებდა გულშიც, გონებაშიც და სხეულშიც. ტყუილად ვცდილობდი მის განდევნას, ეს შეუძლებელი და ყველანაირ ძალას გადამეტებული იყო. მე კოსტა ცერცვაძე სამუდამოდ ვერ გავაქრე, რადგან ის იყო ქრონიკულად ჩემში.

ყველაფერი ისევ ძველებურად მიდიოდა, ამჯერად სახლი, სამსახური, იო და ჩვენი მეგობრები. ერთ საღამოს მე და იოანე ისევ ჩემს კუთვნილ აივანზე ვისხედით, პიცას ვჭამდით და ფილმს ვუყურებდით მესენჯერის ზარი რომ გავიგე. მობილურს დავხედე და გამეღიმა, ელენე იყო.

- ელენსიო როგორ ხარ? - დაქალს მხიარულად ჩავძახე, ეკრანზე გამოსახულება კარგად ვერ გავარჩიე, რაღაც ფარავდა
- როგორ ვარ? ხედავ თუ ვერა? - მისი ხმა ზედმეტად მხიარული იყო
- რას უნდა ვხედავდე? - მეც გამეცინა და ელენემ კამერა შედარებით გაასწორა, ხელის თითები და ბეჭედი ჩანდა
- ეხლა ხედავ თუ ვერა? - ისევ მხიარულად ჩამძახა
- ვხედავ ბეჭედს და ხელს - ვერ მივხვდი რისი თქმა სურდა
- გილოცავ, შენი ყველაზე საუკეთესო, პირველი და უკანასკნელი, შეუდარებელი დაქალი ელენე თხოვდება - ხმამაღლა იკივლა და კამერა სახეზე გადაიტანა, გაოცებისგან ენა ჩამივარდა და ახლაღა მივხვდი რასაც მაჩვენებდა
- ღმერთო, რა მაგარიან ელ, აუ ძალიან მიხარია, როდის გთხოვა ცოლობა? - გულწრფელად გამიხარდა და თვალები ცრემლებით ამევსო, სულ გადამავიწყდა იქ იოანეს არსებობა და იქ ყოფნა
- გუშინ, სურათებს სანამ დავამუშავებ და დავდებ, გამოგიგზავნი. რესტორანში დამპატიჟა, ბუშტებით, ყვავილებით და საჩუქრებით. აი ერთი დამკვრველები ეკლდა რა - გაეცინა - ხოდა აი ძალიან რომანტიულად მთხოვა ხელი, მინდოდა გუშინვე დარეკვა მაგრამ ხომ იცი რა გიჟი ვარ, იმდენი საქმე მქონდა ცალკე ეს ქორწილის დეტალები - გაეცინა - ხო მოკლედ ქორწილის დეტალები, ძალიან მალე გვინდა ქორწილი, არა ჯერ არ გვინდოდა მაგრამ - არეულად ლაპარაკობდა - ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ორ კვირაში უნდა იყოს, ამიტომ შუაზე უნდა გავიხეთ და მოვასწროთ. ხო და კიდევ რაც უფრო მალე ჩამოხვალ მით უკეთესი, ხომ იცი თუ არ დამეხმარე არაფერი გამოვა - კისკისებდა ისევ
- ჩამოვალ აბა რას ვიზამ, აუ ღადაობ? ისე მიხარია, ალბათ საკუთარი ქორწილი არ გამიხარდებოდა ასე - მეც გამეცინა
- მოკლედ ახლა წავედი რა, მოსაწვევებს ვარჩევ ინტერნეტში, ვერ ავარჩიე ვერაფრით, ვარიანტებს ჩაგიყრი და შენც მომეხმარე. შეთანხმებისამებრ იცოდა მეჯვარე ხარ.. გაკოცე - გათიშვას აპირებდა უცბად რომ შეჩერდა - ხო და კიდევ ნუცა, - თითი გამაფრთხილებლად დააქნია - ახლა რაღაც-რაღაცებზე ფიქროს დრო არ არის, არც ვიღაცებზე ფიქრის დრო არ არის, უბრალოდ ადექი და ჩამოდი, წარსული უკან მოიტოვე და ყველაფერს ძლიერად შეხვდი.
- რატომ მეუბნები მაგას? - გულწრფელად გამეცინა და გამიკვირდა
- ნუ აქ რაღაც-რაღაცები შეიცვალა. მოკლედ პირდაპირ გეუბნები, კოსტას შეყვარებული ჰყავს და ტყუილად არ იფიქრო მასთან ვაიმე როგორ შევხვდე ასე და ისე, ჩამოდი როგორც შენ შეგეფერება. იცოდე არ გაწელო თორემ შემომაკვდები, ისედაც ვნერვიულობ.
- ისევ იმასთან არის? - გამეღიმა და უნებურად დავსვი ეს შეკითხვა
- არა, სხვა არის, კარგი გოგოა. მაგრამ ხომ იცი არის ისევ და ისევ ერთი დიდი მაგრამ - მხრები აიჩეჩა - მოკლედ მივდივარ ახლა და გკოცნი, მიყვარხარ - უცბად გათიშა.
ეკრანს დავყურებდი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის გათიშული იყო. არ ვიცი რა ვიფიქრე, გული მეტკინა უბრალოდ. აღარ მახსოვდა ლადოს იქ ყოფნა, რომელსაც ლეპტოპი ეჭირა ხელში და რაღაცას აკეთებდა. მერე უცბად ომახიანად შესძახა და ჩემსკენ გამოიხედა

- ზეგ ნუცა, მე და შენ ზეგ მივდივართ საქართველოში
- მე და შენ? - გამიკვირდა და თან გამიხარდა
- ვფიქრობ ჩემნაირი სიმპატიური და კარგი ახალგაზრდა ნამდვილად დაგჭირდება იქ, - გაეცინა - მოდი ბოლოს და ბოლოს დედა ვუტიროთ მაგ შენს წარსულს და დავასრულოთ შენი მოწყენის მიზეზი. - უცბად მიმახვედრა რატომაც მოდიოდა ჩემთან ერთად
- შენ რა მართლა მზად ხარ ჩემთან ერთად წამოხვიდე იმიტომ, რომ თავი ცუდად არ ვიგრძო?
- თავს ცუდად არ იგრძნობ, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ მაინც მინდა რომ პატარძლის მერე შენზე ილაპარაკონ და ვიღაც ვიღაცებს ენა ჩაუვარდეთ და გამწარდნენ - თვალი ჩამიკრა
- კარგი და რა სტატუსით უნდა გავაცნო შენი თავი საზოგადოებას?
- ჰო აი ეგ, მოკლედ ვიტყვით რომ მე შენი შეყვარებული და პოტენციური საქმრო ვარ - ხელები ერთმანეთზე გადაიდო და დივანში უკეთ მოკალათდა
- ძალიან გიჟი ხარ - მეც გამეცინა - მაგრამ ალბათ მეც გიჟი ვარ და თანახმა ვარ, მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ყველაფერი. ისე ზეგ რანაირად მივდივართ?
- შენ რა ჩემში ეჭვი გეპარება? ბილეთები უკვე დავჯავშნე, სანამ შენ ლაპარაკობდი
- ხანდახან როგორ მაოცებ ხოლმე იცი?
- კარგია მერე, მე ხომ ასეთი ეფექტური ვარ - ისევ გაეცინა

მომდევნო დღე მთლიანად ბარგის ჩალაგებას და მომზადებას დავუთმეთ. შემდეგ იოანეს დახმარებით საჩუქარიც ავარჩიე ქორწილისთვის. წყვილს ულამაზესი ოქროს სამაჯურები ვუყიდე, მათივე სახელების გრავირებით. ელენეს კი საოცრად ლამაზი და სექსუალური ქალის თეთრეული.
საქართველოში ჩასულებს ნამდვილად არ დაგვხვედრია არავინ. პრინციპში სიურპრიზად დავტოვე ჩვენი ჩამოსვლის თარიღი. დედაჩემმა და მამაჩემმა თავი გაიგიჟეს სანამ ნათესავები არ შეკრიბეს და ჩვენი ჩამოსვლა არ აღნიშნეს, პრინციპში უფრო იოანეს გამო ხდებოდა ეს ყველაფერი, ბოლოს და ბოლოს მამაჩემისთვის იოანე შვილივით იყო. მეორე დღეს კი პირდაპირ ელენესთან ავედით და ჩვენი შემხედვარე ისეთი კივილი მორთო, ძლივს დავამშვიდეთ, რომ ვინმე მეზობელს პატრული არ გამოეძახებინა

- პროსტა შენ რა დონის უნამუსო ხარ რომ არ მითხარი, დაგხვდებოდით მაინც გოგო, რა გასაიდუმლოებულია შენი ვიზიტები - იცინოდა და თან მეხუტებოდა. ბოლოს როგორც იქნა მომშორდა და მაშინღა შეამჩნია იოანე.
- ელ, ეს იოანე გამცემლიძეა, გახსოვს ალბათ გიყვებოდი მასზე
- მახსოვს კი არა დაუსწრებლად ვიცნობთ მგონი ერთმანეთს, დარწმუნებული ვარ ჩემზეც იმდენი რამ ექნება შენთვის ნათქვამი, როგორც ჩემთან შენზე - იცინოდა და მასაც გადაეხვია
- კი ნამდვილად ყველას შორიდან გიცნობთ და ძალიან გამიხარდა ახლა, ასე ახლოდან რომ გავიცნობ ჩემი ნუცას მეგობრებს - ჩემი შედარებით გამოკვეთა
- ისე რას მივაწერო თქვენი ერთობლივი ვიზიტი? აქამდე სულ მარტო დადიოდი, არა არ გეგონოს იო რომ შენი მოსვლა მეწყინა, პირიქით უბრალოდ გამიკვირდა და - გაეცინა ელენეს და სამზარეულოში შეგვიძღვა
- ჰო, ახლა რაღაცები შეიცვალა ჩვენთანაც. გამორიცხული არ არის, შენს მერე ნუცას ქორწილში რომ ვიგრიალოთ - თვალი ჩაუკრა იომ
- რაა? ანუ? თქვენ რა? ერთად ხართ? - თვალები გაუბწყინდა ელენეს
- კი ერთად ვართ - ურცვად ვიტყუებოდი
- აუ რა მაგარია, ოხ სიძე შე ძველო - მეგობრულად მოარტყა მხარზე ხელი - აი ახლა ლადო და ლაშა მოვლენ და აღვნიშნოთ მთელი ეს ამბები
- ლაშა თქვენთან გადმოცხოვრდა? - გამეცინა
- ხო იცი არა რა მოუშორებელი სენია, მემგონი მთელი ამ დროის მანძილზე მე და ლადო სულ სამჯერ ვიქნებით მარტო დარჩენილები - გულიანად აკისკისდა ელენე - ლაშა როცა მივლინებაშია, ჩვენი ბედნიერების დღეებია - გაეცინა ისევ და თან მაგიდაზე რაღაცებს ალაგებდა
- რაო ლაშა რომ არ არის ბედნიერები ვართო? მე რომ არ ვიყო თქვე უბედურებო, ერთმანეთს დახოცავდით - ოთახში შემოჯლაგუნდა ლაშა და უკან ლადო მოჰყვა თავის ქნევით. ჩემი დანახვისას ლაშამ თვალები დაჭყიტა და ''ვაა ნუცა'' იმხელაზე იკივლა, შემეშინდა. გიჟივით მომვარდნენ და ჩამეხუტნენ
- გოგო არ უნდა გეთქვა რომ ჩამოდიოდი? - მომშორდა ლადო და ხელით დამატრიალა
- კაი რა, ელენემ უკვე დამტუქსა, ახლა შენც ნუ დაიწყე - ხელი ავიქნიე და მომღიმარ იოს მივაჩერდი - ხო გაიცანით, ეს იოანე გამცემლიძეა, ჩემი შეყვარებული - პატარა ბავშვივით ჩავიცინე და ერთი ნაბიჯით უკან გავედი. ლადომ და ლაშამ ჯერ ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ სათითაოდ დაძაბული სახეებით ხელი ჩამოართვეს და ბოლოს გაიღიმეს
- ოხ, როგორც იქნა დადგა ეს დღეც - ლაშამ უდარდელად ჩაილაპარაკა - ნუცა შენზე იმდენს გვიყვებოდა ფაქტობრივად ოჯახის წევრივით ხარ.

ქორწილის სამზადისი იმაზე დამღლელი აღმოჩნდა ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
ელენემ ჭკუიდან შემშალა და ისე გამომფიტა, ღამით მეძინა თუ არა იმასაც ვეღარ ვხვდებოდი. მკაცრად გადავწყვიტე, რომ მე ქორწილს არასდროს გადავიხდიდი. ხან კაბა არ მოსწონდა, ხან წუწუნებდა გავსუქდი და ვერ ვარჩევო, ხან თაიგულის ფერი, ხან ფოტოგრაფი და ხან სხვა მიზეზები. იოანე სულ ჩემს გვერდით იყო და იმაზე მეტად გვეხმარებოდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. საოცრება იყო ეს ბიჭი, ერთხელაც არ დაუწუწუნია და მუდმივად ცდილობდა ჩემთვის ესიამოვნებინა, ჩემი მეგობრებისთვის თავი მოეწონებინა. ისინიც შეეგუვნენ ფაქტს, რომ ჩვენ ვითომ ერთად ვიყავით. საკვირველია და კოსტა არცერთხელ არ შემხვედრია და რაღაცნაირად მიხაროდა კიდევაც, ელენემ ერთხელ გაკვრით ახსენა მუშაობს და ჩვენც იშვიათად ვნახულობთო. პრინციპში საერთოდ თუ არ ვნახავდი უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.
ქორწილის წინა დღეს ელენეს დაჟინებული მოთხოვნით მასთან დავრჩი, უნდოდა ყველაფერი ტრადიციულად ყოფილიყო. პატარძლის სახლიდან წაყვანა და ამბები. მეც არ შევწინააღმდეგებივარ და მონატრებულ მეგობარს ლამის მთელი ღამე ველაპარაკებოდი.

- ნუც, მითხარი სიმართლე კარგი? ხომ იცი მე შენ ბავშვობიდან გიცნობ, ჯერ ვიყავით მე და შენ და შემდეგ ყველა დანარჩენი - მოსალოდნელი დიალოგისთვის მოვემზადე, ვიცოდი უკვე საითაც უმიზნებდა
- რა საჭიროა ამხელა პრელუდია, პირდაპირ მკითხე
- ვიცი ვიცი რომ დიდი ხარ და არავის ჭკუა დარიგება არ გჭირდება მაგრამ, შენ იმდენი ხანია წასული ხარ.. მითხარი იოანე მართლა გიყვარს?- ვიცოდი რომ ამ კითხვას დამისვამდა, პრინციპში არც ვაპირებდი ელენესთვის ტყუილის თქმას. ბოლოს და ბოლოს ჩვენ მართლა ბავშვობიდან ერთად ვიყავით და არც მჭირდებოდა ეს მასკარადი
- არა - მოვუჭერი მოკლედ
- აბა რა ხდება? ვიცი რომ რაღაც ისე ვერაა.. შენ არ მითხრა რომ ეს ისევ კოსტას უკავშირდება
- ხო ელენე, ყველაფერი როგორც ყოველთვის მას უკავშირდება. როდესაც მეგონა, რომ აი მორჩა გადავლახე და დავივიწყე, აღმოჩნდა რომ უბრალოდ გონება დროებით გავთიშე - მობეზრებულად ჩავილაპარაკე და თითები საფეთქელთან მივიტანე - ის აი აქ არის
- აბა იოანე რაღა შუაშია? რატომ გაგვაცანი ასე? - სულ მთლად დაიბნა ელენე
- იოანემ იცის ყველაფერი, ის ჩემი მეგობარია. მიყვარს მართლა მიყვარს და ვისურვებდი სხვანაირად შემყვარებოდა. უბრალოდ ჩასვლის წუთიდან ჩემს გვერდითაა და ახლაც იმიტომ წამომყვა, საკუთარი ინიციატივით, რომ ცუდად არ ვიგრძნო თავი და პირდაპირ აღვიქვა რეალობა. - ელენე გაკვირვებული მისმენდა
- მას უყვარხარ?
- არ ვიცი, ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. მასაც უყვარდა მაგრამ არ გაუმართლა სიყვარულში. ამიტომაც მეხმარება ახლა ასე ძალიან, ასე პირდაპირ არასდროს უთქვამს რომ ვუყვარვარ
- მართლა ძალიან კარგი ტიპია, ჯერ რა ლამაზია? კამფეტ - სამი თითი გამოსწია ელენემ.
- ლამაზი? - გამეცინა
- ჰო რა იყო? პირდაპირ რომელიღაც სამეფოდან გამოსულს ჰგავს - მხრები აიჩეჩა - ისე ნამდვილად ვერ დავუწუნებ ვერც სიტყვა პასუხს, ვერც გარეგნობას, იფ რა შვილები გეყოლებოდათ - ტუჩი დაბრიცა და ცაში აიხედა
- ეე მიწაზე დაეშვი - ხელი ავუქნიე თვალწინ - მეგობრები ვართ მეთქი არ გახსოვს?
- მასე კოსტასთანაც ძმაკაცობდი და მეგობარიაო გაიძახოდი მაგრამ ბოლოს კი ვნახეთ როგორ იქცა კოსტა შენს ერთადერთ სიყვარულად - ერთადერთს ხაზი გაუსვა და გაიცინა
- აი რა მნიშვნელობა აქვს? კოსტას მე ოდესმე მართლა რომ ვყვარებოდი იმას არ მეტყოდა რაც მითხრა. მე გული მტკივა იმაზე, რომ არ დამიჯერა და მთელი ცხოვრება მიცნობდა და მაინც სისულელე მითხრა, რანაირი ვეგონე საინტერესოა? - თვალები ამიცრემლიანდა მაგრამ არ მიტირია
- გეყოფა, მილიონჯერ გვაქვს ეგ თემა გავლილი. - ნერვიულად მიიჭირა შუბლზე ხელი - მორჩი რა აუცილებელია რომ შენც გაგლანძღო? დიახ შენი ბრალიც არის, როდის გითხრა იმ ტიპმა მიყვარხარო? შენ კიდე კოსტასგან გულ ნატკენი დაუწყე მეგობრობა. მე რომ გეუბნებოდი შეეშვი ნუცა რაღაც არ მომწონს ეგ ტიპი მეთქი, მაშინ უნდა დაგენებებინა თავი. აი ზუსტად ვიცოდი რომ მასე მოხდებოდა, მილიარდი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი. ეგ კი არა მე რომ ვინმემ მასე გამომიყენოს, ისეთს დავმართებ ცხოვრებაში საპირისპირო სქესი აღარ მოუნდეს. მომინდომა გოგომ რა მეგობრობა. მასე ძალიან ბევრ ბიჭს მოვწონდი მაგრამ ლადოზე გაბრაზებული მათთან არ გავრბოდი და მიუხედავად იმისა, რომ ბექა ძალიან არასწორად მოიქცა და სუფთა, ჩამოსხმა პიტალოა მაინც მესმის მისი რაღაცნაირად. აი შენ წარმოიდგინე ვიღაცა რომ გიყვარს და ის კიდე ერთი წელი ვითომც არაფერიო გიყენებს. მორჩი ამას შენც ბევრი დააშავე და იმ უდებილესმა კოსტამაც. ორივე ჩემები ხართ მაგრამ შენ - უფრო ჩემი. პირველ რიგში მე მინდა რომ ბედნიერი იყო, კოსტა იქნება, გიორგი, ბექა, იოანე, შოთა, პეტრე, პავლე თუ ლუციფერი. მთავარია შენ იყო ბედნიერი, რატომ რატომ ხართ ასეთი ჯიუტები? შენ თუ გიყვარს ესეიგი მასაც უყვარხარ, როგორც აარ უნდა გამაბრაზოს ლადომ, ის ხომ მაინც მეყვარება? რატომ არ შეიძლება უბრალოდ გადააბიჯოთ ამ დედანატირებ თავმოყვარეობას და აღიაროთ შეცდომები? იცი თქვენი პრობლემა რა იყო? ერთმანეთს აბრალებდით მთელი ცხოვრება და ერთმანეთს ეთამაშებოდით. ერთმანეთის ჯინაზე იყავით სულ, ის რაღაცას გააკეთებდა, მერე შენ მერე ისევ ის და ასე დაუსრულებლად. ახლა რა გინდა მთელი ცხოვრება უნდა იტანჯო და ტანჯო ისიც? - გაავებული მიყურებდა, არასდროს მენახა ასეთი გაბრაზებული, მე თავ ჩახრილი ვუსმენდი და ხმას ვერ ვიღებდი. რა მეთქვა? ყველაფერში მართალი იყო.
- ვტანჯო? კარგი რაა - ხელი ავიქნიე - მას უკვე ჰყავს ვიღაც, მორჩა. გაიარა ამ ეიფორიამ, პირველი სიყვარულის ემოციები შეიძლება ჰქონდეს მაგრამ მას მე აღარ ვუყვარვარ. იცი როგორ მინდოდა მაშინ თქვენთან რომ შემთხვევით შევხვდი უკან გამომყოლოდა? არ მოსულა მაშინ ის ტაქსი და ქუჩაში ფეხით მივდიოდი. ყოველ წუთას მეგონა დამეწევა და რამეს მეტყვის მეთქი მაგრამ არა, არა იცი რატომ? იმიტომ რომ დასრულდა. მას მე არ ვუყვარვარ. ცოლ-ქმარს აღარ უყვართ ხოლმე ერთმანეთი და ჩვენი ამბავი ასე დაუჯერებელია? თითსაც არ გავანძრევ მის დასაბრუნებლად. როდესაც შანსი ჰქონდა უნდა გამოეყენებინა, უბრალოდ ამაყია და ეგ სიამაყე დაღუპავს. რაში მჭირდება ეგეთი ადამიანი ვისაც სიყვარულის გამო დათმობაზე წასვლა არ შეუძლია? მითხარი მჭირდება? შენ და ლადოს რამდენი რამე გაქვთ დათმობილი? გინდა ელემენტარული გითხრა? კვერცხის სუნი გეზიზღება შენ კი დილაობით უმზადებ მას კვერცხს იცი რატომ? იმიტომ რომ გიყვარს და გინდა ასიამოვნო. ეს ხომ ძალიან მცირეა მაგრამ ხომ დათმობაა? ხომ ფიქრობ მასზე? ის კი რას აკეთებს? დავშორდებით და მაშინვე სხვასთან გარბის. არ არის ეს გრძნობა ნამდვილი ელენე არა. მორჩა, არ ვიცი როგორ მაგრამ უნდა ვისწავლო მის გარეშე ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს მთელი ეს წლები ტყუილი ხომ არ არის? რაღაც ღირებულს ვაკეთებ, სხვაგან ვარ და აღარ მინდა საწყის წერტილს დავუბრუნდე
- გაჩუმდი გაჩუმდი - ხელის აწევით გამაჩუმა - ახლა უბრალოდ ნერვების მოშლა არ მინდა, დილით რომ გავიღვიძებ ჩაშავებული უპეები არ უნდა მქონდეს. რაღაცას მოვიფიქრებ მაგრამ შენ, - ხელი დამიქნია გამაფრთხილებლად - იცოდე ყველანაირი შანსი გამოიყენე
- არაფერსაც არ გამოვიყენებ და გირჩევნია არც არაფერი დაგცდეს თორემ გავგიჟდები და ვეღარასდროს მნახავთ, სირცხვილისგან - გამეცინა რადგან ვიცოდი ელენეს სულაც არ გაუჭირდებოდა რამე სიგიჟის ჩადენა.
- ყველაფერი მე მომანდე, ჯერ გეგმა უნდა შევიმუშავო, ახლა უბრალოდ ტვინი მაქვს გადამწვარი მაგრამ ჯერ ის გოგო უნდა ჩამოვიშორო
- მართლა გაგიჟდი? ვინ გოგო უნდა ჩამოიშორო? ელენე შენ.. შენ წინა საქორწინო სტრესი ხომ არ გაქვს?
- ეგეთი რაღაც მართლა არსებობს? - ტუჩები გადააბრუნა და გაეცინა - წინა საქორწინო სტრესი არა მაგრამ, წინა სამეგობროს დაშლის და მერე გაფართოვების სტრესი მაქვს, ნუ რაღაც მაგდაგვარი. - ხმამაღლა გადაიხარხარა და სიგარეტი აიღო - წამო რა, ერთი მოვწიოთ და მერე მოვიფიქრებ ყველაფერს
- რას მოიფიქრებ? - უკვე დამღალა მისმა გეგმებმა
- კოსტა უნდა დავაშორო შეყვარებულს.. ჰმ რა მოვიფიქრო? რა ვთქვა, რა ვთქვა... რომ ვთქვა ძალიან ვიწრო წრეში ვიხდით და არ წამოიყვანო თქო ტეხავს, არა რაღაც სხვა მინდა - აქეთ იქით დადიოდა და თან სიგარეტს ხარბად ეწეოდა
- ვაიმე გიჟი ხარ გეფიცები, შეეშვი რა გეხვეწები, გპირდები რომ თუ შანსი მომეცემა დაველაპარაკები, ოღონდ შენ არ ჩაერიო, გთხოვ - გულწრფელად ჩავილაპარაკე და სიგარეტი საფერფლეში ჩავასრისე - წამოდი ახლა დავიძინოთ, თორემ ხვალ ყველაზე ლამაზი პატარძალი ვეღარ იქნები - ეშმაკურად გავუღიმე და ხელი გავუწოდე, რამდენიმე წამი წარბაწეული მიყურებდა, შემდეგ მოეშვა და ხელის კვრით შემაგდო ოთახში
- მიყვარხარ ნუც, ბიჭი რომ იყო შენ გამოგყვებოდი - ჩაიხითხითა და ჩამეხუტა
- ეგ ახლა პრობლემას აღარ წარმოადგენს ხო იცი, თანამედროვე მედიცინა და ამბები - მეც გავუცინე
- მასხარა ხარ და ვერაფერი შეცვლის ამას, ტკბილიძილი კუსპარ - ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა და გადაბრუნდა
- ტკბილი ძილი წრიპა.

დილით საშინელმა ბრაგუნმა და კივილმა გამომაფხიზლა. უცბად წამოვხტი და თავბრუ დამეხვა. ელენე ოთახში დადიოდა და ხელებით ინიავებდა. ცოტა ხანი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად და რამდენიმე წუთში ელენეს დედამაც დაგვიკაკუნა, ცხელი ყავა გელოდებათო.

- ვაიმე დღეს ჩემი ქორწილია - ცრემლები მოსდიოდა და თან ცდილობდა თითებით მოეშორებინა
- კაცმა რომ გკითხოს არ გინდოდა ქორწილი - გამეცინა და სააბაზანოში შევიკეტე. ვიცოდი ელენე იქ საათზე მეტს იყურყუტებდა, ამიტომ ზუსტად ათ წუთში ქარიშხალივით გამოვვარდი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ჩემდა გასაოცრად მინიმალურ დროში მოემზადა, ყავა დავლიეთ და სალონში გიჟებივით გავვარდით.
არ ვიცი რა მასტერკლასები ჩაგვიტარეს, თუმცა ვიცი რომ ძალიან, ძალიან ლამაზები ვიყავით. პედიკურ-მანიკურიდან გადავედით თმებზე, შემდეგ მაკიაჟზე და საბოლოოდ გამოპრანჭულები გამოგვიშვეს, არ ვიცი ყველა დაქალი ასეა თუ არა მაგრამ რაღაცნაირად მეტირებოდა, თითქოს გავიაზრე რომ ბავშვები აღარ ვიყავით და ჩვენ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალები ვიყავით.
ყველაფერმა თვალწინ გამირბინა, როდესაც ელენემ კაბა ჩაიცვა. ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდნენ. ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო, ყველაფერი გამახსენდა.. გამირბინა ბავშვობის მოგონებებმა თვალწინ. ბავშვობაში იმდენჯერ წარმოგვედგინა ეს დღე, იმდენჯერ მოგვიწყვია აივანზე მოდების ჩვენება, ხანდახან თეთრ ფარდებს ვიხვევდით ხოლმე და ისე დავდიოდით თითქოს საპატარძლო კაბა ყოფილიყო. ღმერთო რაც არ უნდა შეიქმნას ადამიანის ხელით, მოგონებებზე ძვირფასი არაფერი იქნება. მე ვფიქრობ, მოგონებებით ვსულდგმულობთ და ვთბებით. ალბათ რომ არა ისინი, ჩვენი გონება დიდი ხნის წინ გაითიშებოდა. უცნაურია როგორ იტევს ამდენ რაღაცას ჩვენი ტვინი. სულ დეტალებში გამახსენდა ყველაფერი და ელენესთან ერთად ტირილს ვუმატე.
- გადაირიეთ? მაკიაჟი გაგიფუჭდებათ, რა გჭირთ? - დაგვცინოდა ელენეს დედა მაგრამ ვხედავდი მის თვალებშიც აბრჭყვიალებულ ცრემლებს. არ ვიცი ეს დღე ასეთი განსაკუთრებული რატომაა მაგრამ მაინც როგორი ემოციურია. კიდევ დიდხანს ვაღვარღვარებდით ცრემლებს, სტუმრები რომ არ მოსულიყვნენ. ლადოს დანახვაზე უარესად ამივარდა ტირილი. ლადოს მოყვა ყველა ჩვენი ნაცნობი თუ უცნობი მეგობარი და ასევე იოც.
- პირდაპირ რესტორანში მოვა, ტყუილად ნუ იღლი თვალებს - ირონიულად ჩამიცინა ლადომ და ლოყაზე მაკოცა - რა ლამაზი ხარ იცი? კიდე კარგი ორივე კაცი იქ გეყოლება - ხითხითებდა და ჩემს დაქაჩულ თვალებზე მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო
- სალაპარაკო გვაქვს და ცოტახნით წამოდი - ხელი მოვკიდე, სტუმრებს მოვუბოდიშე და აივანზე გავიყვანე, კარები შევამოწმე და მის წინ დავდექი
- მომისმინე ლადო, იცოდე სერიოზულად და ყველანაირი ცანცარის გარეშე - თითი დავუქნიე
- რა ხდება რა სერიოზული ხარ? მშვიდობაა? - გაეცინა ლადოს
- ელენე რაღაცებს გეგმავს, მეც ვუთხარი მაგრამ შენც უთხარი რომ არაფერი მოიმოქმედოს. ხო იცი რომ თუ რაღაც აინიჟა აუცილებლად გააკეთებს. ცოტა შემაშინა, მაგარი შერეკილია - სიცილით ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდეთ
- ჩემი ცოლი თუ რამეს გეგმავს მეც მხარს ავუბავ, ბოდიში ნუც მაგრამ ელენე მძიმე არტილერიაა - მხრები აიჩეჩა
- ბიჭო, უხერხულია უბრალოდ. მორჩა დამთავრდა - ხელით სიცარიელე მოვხაზე
- არაფერიც არ დამთავრებულა, ეხლა იწყება თავდავიწყება - წაიღიღინა და კარებში გაუჩინარდა. კიდევ რამდენიმე წუთი დავყავი და მეც შევუერთდი სტუმრებს. ამ ორს მაინც ვერაფერს შევაგნებინებდი და ისევ სჯობდა ჩემი ძალებით მემოქმედა.
ყველას ვუღიმოდი მაგრამ შინაგან ფორიაქს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი.
- მოკლედ შენი პოვნა უფრო რთულია, ვიდრე ბერმუდის სამკუთხედიდან გამოსვლა - გაეცინა იოს და ზურგიდან მომიახლოვდა, ლოყაზე მაკოცა და წინ ამესვეტა - საოცრად ლამაზი ხარ
- როგორ ხარ? მაპატიე რომ ყურადღება ვერ მოგაქციე კარგად, უბრალოდ ისეთი საგიჟეთია
- დამშვიდდი, ისედაც ეს დრო სულ ჩემთან იყავი, არ ვარ წინააღმდეგი ცოტახნით შენი თავი შენს მეგობრებსაც გავუნაწილო - თვალი ჩამიკრა და ხელი გადამხვია, მგონი ცოტა როლებში შეიჭრა. ჩამეცინა. სამი ფოტოგრაფიდან ერთი სულ დამტრიალებდა და სურათებს მიღებდა, ცოტა თავი მომაბეზრა მაგრამ მეც დაყენებული ღიმილით ვუღიმოდი.
წყვილმა ჯერ ჯვარი დაიწერა, შემდეგ ხელი მოაწერეს და მთელ ქალაქშიც იპოზიორეს. ბოლოს რესტორანში მივედით. სტუმრები იქ გველოდებოდნენ, მაგიდები მთლიანად მიმოფანტული იყო, შემაღლებულ და შუა ადგილას კი წყვილის და მეჯვარეების მაგიდა იყო. ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი, მართალია მე და ელენემ ენა გადმოგდებული ცხენებივით ვირბინეთ, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო მაგრამ ასე ნამდვიილად არ ველოდებოდი.
შემდეგ დაიწყო სერია სადღეგრძელოების, ცეკვების, ჟივილ-ხივილისა და სმის.
მე და ელენემ იმდენი დავლიეთ, მთელი დაძაბულობა მომეხსნა. ვცეკვავდით და ბოლოს ისევ ჩვენს ადგილს ვუბრუნდებოდით.
აი ბოლოს დაძაბულობა კი არა, მთელი ვულკანი, გეიზერი, ლავა და ყველაფერი ერთად ამოიფრქვა ჩემში.
დინჯი ნაბიჯებით მოემართებოდა ჩვენსკენ კოსტა. გზა და გზა სტუმრებს ესალმებოდა. მის წინ კი ულამაზესი გოგონა მოდიოდა, შრიალა ოქროსფერი კაბა ეცვა და ჩვენ გვიღიმოდა. ზღაპრებიდან გადმოსულ პრინცესას ჰგავდა. რაც მართალია მართალია, ამ ბიჭს გემოვნება ყოველთვის ჰქონდა. არ ვიცი დამინახა თუ არა მაგრამ ვეცადე იმ მომენტში ავმდგარიყავი, როდესაც სტუმრებთან ლაპარაკით იქნებოდა გართული. მართლა გამომივიდა, ელენეს ჩავულაპარაკე მოსაწევად გავდივარ მეთქი და სანამ რამეს მეტყოდა გავეცალე. ვერანდაზე გავედი და ერთი ღრმად ჩავისუნთქე. ულამაზესი ხედი იყო, მთელი თბილისი მოჩანდა. ისე ასეთ სახლზე უარს არ ვიტყოდი.
ღერი ღერზე მოვწიე, რატომღაც შესვლას არ ვჩქარობდი, მიზეზი ისედაც მარტივია. არ ვიცი როდემდე გავწელავდი შესვლის ცერემონიას, მაინც ხომ მომიწევდა.
- ს თუ აპირებ, სიგარეტზე უფრო სწრაფი მეთოდებიც არსებობს - ირონიულმა და გამყინავმა ხმამ ერთ ადგილას დამადუღა. თითებში სიცივე ვიგრძენი და მომენტალურად ამიკანკალდა ორგანიზმი, იმედია ის ჩემს კანკალს ვერ შეამჩნევდა. ღრმად ჩავისუნთქე და უკან მივტრიალდი, ის კი უკვე ჩემს წინ იდგა ასვეტილი და თითებში დარჩენილი ღერი უცბად გამომართვა.
- როგორმე თავად გადავწყვეტ მეთოდებს - ირონიულად გავიღიმე და იდაყვები მოაჯირზე დავალაგე
- ეჭვიც არ მეპარება, შენ ხომ ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილი გაქვს წინასწარ - ოდნავ გვერდზე გაიწია და ამრეზით ამათვალიერა, ცოტა არ მესიამოვნა მისი ეს მზერა და მეწყინა. არ ვიცი რას ველოდებოდი, მომვარდებოდა და ჩამეხუტებოდა? თუ მეტყოდა, რომ უჩემოდ მზე არ მზეობდა და მთვარე არ მთვარეობდა. ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა და თავი გვერდით გავატრიალე.
- ჩემს გეგმებზე ფიქრს სჯობს საკუთარს მიხედო, კონსტანტინე - მისი სახელი კარგად გამოვკვეთე
- ოხ, როგორი ფორმალური ხარ - გულწრფელად ჩაიცინა. მისი სიცილი იმდენად ჩემი იყო, რომ საშინლად მომინდა მის ოდნავ ჩაჩუტულ ლოყაზე თითები შემეხო.
- ისე ევროპა მაგრად მოგხდომია, მაგარი ტიპი აგიგდია - თავით დარბაზისკენ მანიშნა - დრო ტყუილად არ დაგიკარგავს, ფორმაში ხარ - ისევ ისე საზიზღად ჩაიღიმა.
- რატომაც არა, ის სიმპათიურია, განათლებული, ფული აქვს და სტატუსი. ხო იცი ადამიანი სულ უნდა გავითარდეს, აბა ერთ ადგილს ხომ არ დავუწყებდი ტკეპნას, თან შენგან განსხვავებით ჰკიდია ჩემი აპკის მდგომარეობა - მხრები ავიჩეჩე და ისევ ახალი ღერი ამოვიღე, თუ თამაშია ბოლომდე ვითამაშოთ.
მაინტერესებდა სადამდე შეტოპავდა. ცოტახანს სივრცეს უყურებდა და იღიმოდა.
- ჰო ევროპას და ამერიკას ეგ მაგრად ჰკიდია - ჩაიცინა და მე გამომხედა, სახე ავარიდე - ანუ ბოლოს და ბოლოს აღიარებ ბექასთან ყოფნას
- უფ, ბექასთან, უჩასთან, ვაჟასთან, დიმასთან და კიდე ვინ, მოიცა გავიხსენო - თითი ტუჩზე მივიდე - აღარ მახსოვს ასე მიყოლებით. - ისევ ჩამეცინა - ერთი შენ აღმოჩნდი ასეთი წყალწაღებული, ვინც ფეხები ვერ გამაშლევინა. სამწუხაროა, არადა ყველაზე მეტად შენით ვიყავი დაინტერესებული - მხრები ავიჩეჩე და წამოვედი.
აღარ მიმიხედავს მისთვის.
ისევ ის სიბრაზე მიტევდა. ახლა ნამდვილად ვერ მივცემდი ემოციებს გასაქანს, ელენეს ვერ ჩავუშლიდი დღეს. მაგიდასთან დავბრუნდი და სანამ ელენე მოასწრებდა ეკითხა რა მოხდაო, დარბაზში შოპენის კომპოზიცია გაჟღერდა და წყვილებს სცენაზე უხმეს. იოანე თვალებით მოვძებნე, რომელიც მამაჩემს ელაპარაკებოდა და გულიანად იცინოდნენ, მათ მაგიდასთან მივედი და მხარზე ხელი დავადე
- მამა, მაპატიე მაგრამ იო უნდა მოვიტაცო, წამოდი - მისი ხელი წელზე ვიგრძენი და საცეკვავოდ გავაბიჯეთ.

- ვიცი, რომ იცი. ასე რომ სანამ რამეს მკითხავ გეტყვი, უბრალოდ მომესალმა - დავასწარი იოს და რა თქმა უნდა დეტალები არ გამიზიარებია, ვიცოდი მაგრად გაბრაზდებოდა.
- უბრალოდ მოსალმებაზე თუ ასე ბრაზდები, მაშინ კიარ გიყვარს გეზიზღება - ჩაეცინა და მსუბუქად დამატრიალა
- ხომ გესმის ჩემი, გთხოვ მუსიკა რომ დამთავრდება უკან არ გამომყვე, მინდა მარტო დავრჩე, კარგი? - კატის თვალები შევანათე, ერთი ამოიოხრა გაბრაზებულმა
- კარგი, როგორც შენ გინდა. მაგრამ ვილოცებ, რომ დილით მართლა გძულდეს - ნაღვლიანად ჩამიცინა.

მუსიკა მალე დამთავრდა, ელენეს ხელი დავტაცე და გავიყვანე. ავუხსენი, ხვალ დაგირეკავ და მოგიყვები, ოღონდ ახლა გამიშვი მეთქი და არაფერი მკითხო თქო.
- კი მაგრამ სად მიდიხარ? გინდა ჩემთან წადი?!
- არა, წყნეთში ავალ, იქ მაინც არავინ იქნება. დილით დაგირეკავ კარგი? ჩუმად გავიპარები, თორემ დაიწყება კითხვები
- ისე რას ვიფიქრებდი ჩემზე ადრე ჩემი მეჯვარე თუ გაიპარებოდა - აკისკისდა.

მართლაც ისე წამოვედი, არავინ არ შემფეთებია და არავისთვის აღარაფერი მითქვამს. ტელეფონი გამოვრთე, პრინციპში ისინიც მალე გაიპარებოდნენ და არავის გაუკვირდებოდა ჩემი იქიდან წამოსვლა.
სახლში შესვლისთანავე გავიხადე ქუსლიანი ფეხსაცმელი და იქვე მივყარე, მე კი დივანზე წამოვგორდი. ბართან მივედი და 27 წლის დაძველებით ღვინო ავიღე და პირდაპირ ბოთლიდან დავიწყე დალევა. არ ვიცი მერამდენე ყლუპი იყო, მაგრამ მივხვდი რომ გრძნობები ამეშალა და სიბრაზე ყელში მომაწვა. მთელი ეს დრო მეგონა, რომ კოსტა ინანებდა მის საქციელს, სიტყვებს.. ის კი იდგა და უტიფრად მეკითხებოდა წარსულზე, რომელიც რა თქმა უნდა ტყუილი იყო. გავბრაზდი და ცრემლები წამომივიდა, ჯანდაბას არ უნდა მეთქვა ის სისულელეები. ის კი არა, საკუთარი თავი დავამცირე. ხელის ზურგით მოვიწმინდე თვალები და ჩემი შანელის იდეაში წყალგამძლე ტუშის ნაკვალევიც ამესახა ხელზე. არა ნამდვილად ვერ ვიტირებდი იმ ხეპრეს გამო, რას ვიზამთ იდიოტი ვარ რომ მიყვარს. ტელეფონი ჩავრთე, სანამ რაიმე სახის შეტყობინება მოვიდოდა, მაშინვე დავაყენე ფრენის რეჟიმზე. დინამიკებში შევაერთე და სახლშიც მუსიკის სახით ხმაური ავტეხე. ვსვამდი და თან მუსიკებს ვუსმენდი. ნამდვილად მჭირდებოდა მარტო ყოფნა. აქაურობა ძალიან მიყვარდა, ხშირად ამოვდიოდით ხოლმე და ვერთობოდით. გამახსენდა, რომ ძალიან ადრე ლადომ წიგნში ჩადო ფურცელში გახვეული, გამზადებული მოსაწევი. წიგნებთან მივედი, თითს საფეთქელზე ვიზელდი და ვცდილობდი გამეხსენებინა, რომელ წიგნში ჩადო. ბიბლიოთეკას ავხედე და გონება გამინათდა. მობი დიკი! სწორედ მელვილის მობი დიკში აღმოვაჩინე ის, რაც მჭირდებოდა. სიგარეტი დავშალე, გადავაკეთე და მოსაწევით ნელი შესრუტვით ავავსე.
ხო ნამდვილად მჭირდებოდა.
ვიფიქრე ალბათ ტრუხაა და აღარც დამაბოლებს მეთქი მაგრამ შევცდი. აშკარად ცოტა გვიან მოიტანა. მუსიკებს ვუსმენდი და დივანზე ვიყავი მიწოლილი, არ ვიცი ჩამეძინა, ტრანსში ვიყავი, ვფიქრობდი თუ რას ვაკეთებდი მაგრამ აშკარად გონს მომიყვანა კარებზე ბრახუნმა. ცოტა შემეშინდა, ვინ უნდა ყოფილიყო? საათს დავხედე, 03:34 წუთი იყო. ბოლოს როდესაც კარზე ბრახუნმა უფრო უმატა, გამახსენდა, რომ შიში ვერ იხსნიდა სიკვდილს და მეც კარის გასაღებად წავედი. თავიდან მეგონა, ალბათ დაბოლილი რომ ვარ ჰალუცინაციები დამეწყო მეთქი მაგრამ მხრებში ხელების ძლიერად ჩავლება, რომ ვიგრძენი, მივხვდი არც ჰალუცინაცია მქონდა და უკვე კარგა ხნის გამოფხიზლებული ვიყავი.

- სულ გაუბერე? - დამიყვირა კოსტამ - გეკითხები სულ გააფრინე? რაც იბაზრე არ გეყო და ახლა ასე ცდილობ ჩემი ტვინის არევას? - ხელები ისევ მხრებში ეკიდა. ეს იყო პირველი შეხება მისგან ამდენი ხნის შემდეგ, ის ადგილი მეწვოდა და მინდოდა ამომეგლიჯა.
- აქ რას აკეთებ? - გაოგნებულმა და დაბნეულმა ჩავილაპარაკე
- შენ თვითონ რას აკეთებ აქ? ჩმორი ბავშვივით რომ გაიქეცი რა გეგონა ვერავინ შენიშნავდა? პრინციპში იმ შენ სი#რიკოს მაგრად კი ეკიდა სად იქნებოდი - ხელები ცივად შემიშვა და გვერდი ამიარა, მერე უცბად გონება გაუნათდაო, წარბაწეული მოტრიალდა ჩემსკენ და სივრცე მოათვალიერა - მოსაწევის სუნია - მერე მაგიდისკენ დაიძრა და ქაღალდის ნაგლეჯში დარჩენილი მოსაწევი რომ დაინახა პირი დააღო რაღაცის სათქმელად, თუმცა მალევე დაკუმა და თავი გააქნია - შენ - ხელი ჩემსკენ გამოიშვირა - მაგრად გაუტიე და ტვინში რაღაცები მწყობრში არ გაქვს - მიღრიალა და ჩემსკენ წამოვიდა, მე კი ინსტიქტურად უკან დავიხიე
- საერთოდ ვინ ჯანდაბა ხარ თავს რომ არ მანებებ? რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს? ვინ გეკითხება მე რას ვიზამ, სად წავალ და საერთოდ რატომ არ მეშვები? დიდი ხანია 18 წელს გადავცდი და ეს შენი კონტროლი არაფერში მჭირდება, შენ არავინ არ ხარ ჩემი. ახლავე წადი აქედან სანამ მშვიდად ვარ - ვყვიროდი, ის კი მიყურებდა ცივი გამომეტყველებით. აშკარად ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. მე გული ხელით მეჭირა, ის მაგიდასთან მივიდა და ჩემი დარჩენილი ნახევარი ბოთლი ღვინო წამში მოწყურებულმა ჩამოცალა.
- რატომ მოხვედი აქ? რატომ დატოვე შენი შეყვარებული? - ვკითხე გამომწვევად და ხელები გულზე გადავიჯვარედინე
- იმიტომ რომ დღეს ერთმა გოგომ გამომიცხადა შენი ინტერესი მქონდაო - მხრები აიჩეჩა და ჩემსკენ წამოვიდა, ადამიანურმა ბუნებამ იგრძნო მოსალოდნელი საფრთხე და უკან დავიხიე, ის კი ჩემსკენ მოდიოდა
- წადი - აკანკალებული ხმით ვუთხარი და კედელს ავეკარი.
რამდენიმე წამში ჩემს წინ იდგა, თითები ჩემს მოშიშვლებულ მკლავზე ჩამოატარა, ვნება ანთებული თვალებით მიყურებდა. მე კი ემოციებისგან თავბრუ მეხვეოდა და ღებინების შეგრძნებას ვგრძნობდი, ისედაც ოდნავ აწეულ ან დაწეულ წნევაზე მომაკვდავი ვხდებოდი, ახლა კი ნამდვილად ვიცოდი რომ სადღაც 180/120 ზე მექნებოდა. რაღაცის თქმას ვაპირებდი მოულოდნელად ტუჩებზე რომ დამეტაკა. არ ვიცი გამბედაობა საერთოდ საიდან მოვიკრიბე, ან რა გადამიბრუნდა ტვინში მაგრამ.. არა მართლა არ ვიცი რა მოხდა, უბრალოდ ვნებას ავყევი და კოცნაში ავყევი.
თავს ვერ ვაკონტროლებდით. მის ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ცალი ხელით სახეს მიჭერდა, მეორეთი მგონი კაბას ხსნიდა. როგორც იქნა მიაგნო კაბის ელვას და ჩემი მწვანე შრიალა კაბაც რამდენიმე წამში უხმოდ დავარდა ძირს.
- არ მაინტერესებს არავინ და არაფერი შენს გარდა - სვენებით ამოილაპარაკა და ტუჩებიდან ყელის გავლით მკერამდე გზა გაიკვალა.
ჩემმა მოზღვავებულმა ჰორმონებმა, ემოციებმა, სასმელმა და ყველაფერმა მთლიანად ამიყვანეს კონტროლის ქვეშ, მის პერანგს წავეტანე ხელით. ისიც თითქოს ამ მომენტს ელოდაო, უფრო მომთხოვნად და ვნებიანად მკოცნიდა. კერტებზე სისველის შეგრძნებისას საერთოდ დავკარგე თავი და რომ არა მისი ხელები, ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი, ყველაფერი მტკიოდა და მეწვებოდა, მისი ტუჩები ცხელი ნამწვივით მედებოდა და მტკენდა სხეულს. მეორე სართულზე ამიყვანა ისე, რომ კოცნა არ შეუწყვეტია. ზედმეტი ნაჭრებისგან გამათავისუფლა და ჩემს ზემოდან მოექცა, ზედმეტი სინაზით ცდილობდა ყველაფრის გაკეთებას. მე კი მის ტუჩებს ვერ ვწყდებოდი. ბუნდოვნად მახსოვს როგორ ჩაიხსნა შარვალი, რადგან ვნებისგან ვერც ვაზროვნებდი და ვერც ვიაზროვნებდი კიდევ დიდ ხანს, ალბათ ფიქრის უფლება, რომ მიმეცა თავისთვის განგაშიც ატყდებოდა ჩემს ტვინში მაგრამ მონატრებამ და სიყვარულმა ყველაფერი ჩაახშეს. ძლიერმა ბიძგმა არაამქვეყნიური ხმა გამომაცემინა და როგორც კი მიხვდა რაც ხდებოდა, მაშინვე შეანელა ბიძგები. რამდენიმე წამი მხოლოდ მკოცნიდა და ცდილობდა ზედმეტი არაფერი დაეშავებინა, შემდეგ ტანის ნელი მოძრაობით ისევ მიჰყვა დაწყებულ საქმეს. თვალებში ვუყურებდი და არ ვცდილობდი გამეჩერებინა, მეტიც უფრო მეტი მინდოდა მისგან მიმეღო. იმდენად ნელა აკეთებდა ყველაფერს, თავი სამყაროს ცენტრი მეგონა. ყველანაირი საკეტი აიხსნა ჩემს ტვინში და გარყვნილი აზრების კორიანტელიც დაიწყო. ბედნიერი ვიყავი, რადგან მიყვარდა და მივხვდი, რომ ამის მერე კიდევ ათმაგად მექნებოდა გრძნობები. სხეულის ცახცახს ვეღარ ვიმორჩილებდი და გაურკვეველმა ბგერებმა გაკვეთა ჩემი ტუჩები. მეგონა ყველაფერი გამისკდებოდა, დაღლილი ვიყავი მაგრამ სასიამოვნოდ დაღლილი. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ ამოიგმინა და დააცხრა ჩემს ტუჩებს, მერე კი გავითიშე და ბედნიერი ვიყავი მის სხეულს შემოხვეული.

დილით პირის სიმშრალემ გამაღვიძა, მთლიანი ყელი მეწვოდა. რამდენიმე წუთი გონებაში ვხარშავდი მომხდარს და კიდევ ერთხელ მოვემზადე მოსალოდნელი ომისთვის. კოსტას ხელები ჩემს სხეულს მთლიანად ფარავდნენ, ისე ვყავდი მკლავებში მოქცეული, თითქოს სადმე გავიქცეოდი. მის სახეს დავაკვირდი, ბავშვურად და საყვარლად ეძინა. სახე მშვიდი ჰქონდა, თმები არეულად ელაგა შუბლზე. ტუჩებით ლოყაზე, შემდეგ ტუჩებზე შევეხე და ბოლოს ყელისკენ ჩამოვსრიალდი. მისი ხელები ნელა მოვიშორე, კარადასთან მივედი და ჩემი ძველი პერანგის აღმოჩენისას, სიხარულით გამცრა. კიბეზე დავეშვი და წყალი დავლიე, ნამდვილად ცუდი აზრი იყო წუხანდელი ჩემი სახლში გამოთრობა. ვცდილობდი მომხდარზე არ მეფიქრა, არ ვიცი რა უნდა მეთქვა ან რისი იმედი უნდა მქონოდა. ყავის ჭიქას უაზროდ ჩავკირკიტებდი ნაბიჯების ხმა რომ გავიგე. თავი ავწიე და ოთახში კოსტაც გამოჩნდა. რაღაცნაირი სახით მიყურებდა, თან ბედნიერი და თან სევდიანი. ჩემი დანახვისას სახე ისევ დაუმშვიდდა და ტუჩებზე ოდნავ შემეხო, შემდეგ ჩემს წინ დაჯდა, ჩემი ყავა ხელიდან გამაცალა და სივრცეს გახედა. რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით, შემდეგ ისევ მან დაარღვია დუმილი
- წუხანდელ ღამეს ნანობ? - სევდიანად მკითხა და თითები მოკუმა
- არა - მოვუჭერი მოკლედ
- რაში დაგჭირდა ამდენი ტყუილი?
- მე შენ არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ შენ არ დამიჯერე - გული ისევ მეტკინა
- რატომ, რატომ არ მითხარი სიმართლე? ან გუშინ რა მასკარადი დამიდგი? - სიბრაზე გამოეხატა სახეზე
- რომელი სიმართლე არ გითხარი კოსტა? საერთოდ როგორ დაუშვი გონებაში მასეთი სისულელე? აი არ მესმის, გეფიცები რამდენი წელია ვეკითხები ჩემს თავს და არ მესმის, როგორ მკითხე მაშინ ის სისულელე? ან ეგ რამ დაგაჯერებინა და ან მერე როგორ უტიფრად მკითხე? - თვალებში ჩავაშტერდი
- არ ვიცი სი#ულად მოვიქეცი - სახე ამარიდა
- შენ ნანობ წუხანდელ ღამეს? - ამჯერად მე მინდოდა მისი პასუხი
- ვნანობ, არ უნდა მომხდარიყო ასე, ისევ არასწორად მოვიქეცი - თავი გააქნია და ხელებში ჩარგო, გავბრაზდი და მივხვდი რაც იგულისხმა.
- კარგი, თუ სინდისი დაგიმშვიდდება გეტყვი, რომ აპკი აღვიდგინე, ხომ გესმის ახლა ეგეც შესაძლებელია - ირონიულად ჩავილაპარაკე და მეორე სართულზე ავედი, ვიცოდი რომ სიგარეტი იქ იქნებოდა, ისიც ამომყვა
- გამაგებინე რატომ ცდილობ ჩემს გაგიჟებას? - დამიღრიალა და ზემოდან დამაჩერდა - რატომ არ გამაჩერე წუხელ? რატომ ეს დედამო@$ნული, რატომ არ მითხარი თავის დროზე სიმართლე? მითხარი ნუცა ერთხელ და სამუდამოდ თორემ მალე შევიშლები
- იმიტომ არ გაგაჩერე, რომ მიყვარხარ გესმის? ჯანდაბა, მიყვარხარ და თავი ვერ შევიკავე. მე არ ვნანობ რადგან ვიცი, მაინც შენ იყავი ხარ და სულ იქნები ამ თავში. არ შემიძლია შენი აქედან ამოშლა გესმის? მიუხედავად იმისა, რომ გული საშინლად მატკინე შენი უნდობლობით, სიცივით და ათასი უაზრო რეპლიკით, მაინც.. ჯანდაბა - ხმა გამიტყდა და ცრემლები წამომივიდა. რას წარმოვიდგენდი ოდესმე ასე თუ მომიწევდა ამ ყველაფრის აღიარება. მე მართლა არ ვნანობდი არაფერს, ვიცოდი რომ მე და კოსტა ერთად მაინც არ დავრჩებოდით მაგრამ მაინც მინდოდა ერთხელ და საბოლოოდ მასთან ვყოფილიყავი.
- 4 წელი იყავი გაბრაზებული და ვერ მითხარი სიმართლე? კაი მე ბოლო დონის #ლე ვარ, დავიჯერე სისულელე, მაგრამ შენ? შენ რატომ არ მითხარი? როგორც ყოველთვის მხოლოდ შენ გაბრაზდი და მერე გაიქეცი, მოხიე როგორც გჩვევია ხოლმე. ხო მაგრად გევასება ეს გაქცევები? არც გუშინ გეყო გამბედაობა სიმართლე გეთქვა და ათასი ზღაპარი შეთხზი. მერე გაიქეცი. - განადგურებული ყვიროდა და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა - სულ რატომ გარბიხარ? რატომ თამაშობ ამ ბავშვურ თამაშებს? რატომ მიდგები ყოველთვის ჯიბრში? იმ დედამოტ%ნულ 4 წელიწადში მილიონი ვერსია მქონდა თავში და ყოველ ჯერზე შენს აჩრდილს ვებრძოდი, როცა მოვახერხებდი შენს გაქრობას ისევ ხელახლა ბრუნდებოდი ისევ აქ - თავთან თითი მიიტანა - აი ასე ქრონიკულად წრეზე ბრუნავდი. გაბრაზებული მეც ვიყავი და მაინც მიყვარდი გესმის? რომ მოსულიყავი და გეთქვა სიმართლე ხომ არ მოხდებოდა ასე? შენ კი შენი სიჩუმით ცეცხლზე ნავთი დამისხი, მერე კი საერთოდ გაიქეცი და ბოლოს მოდიხარ ვიღაც სი$თან ერთად და შეყვარებულიაო - ხელი აიქნია - ჯანდაბა ნუცა
- 4 წელი დაგჭირდა იმის მისახვედრად, რომ გიყვარდი?! - განადგურებულმა ამოვილაპარაკე და აივანზე გასასვლელ კარს მივეყრდენი
- მისახვედრად არა, 4 წელი დამჭირდა რომ მეღიარებინა - არანაკლებ განადგურებულმა ჩაილაპარაკა და ჩემს პირდაპირ დადგა.

მაგიდისკენ გრაციოზულად დავიძარი და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ნელა ამოვაძვრინე. ცრემლები მახრჩობდა მაგრამ მოვკვდებოდი და ახლა არ ვიტირებდი, ისე ვიყავი გამწარებული, დანა რომ დაერტყათ სისხლი არ წამომივიდოდა. ვიცოდი რაღაც რომ მეთქვა უმალ გავტყდებოდი. ფეხებზე მე.კიდა უკვე ყველაფერი, თუნდაც ყველაზე სუსტი გამოვჩენილიყავი, ღაპა ღუპით ჩამომცვივდა ძლივს ნაკავები ცრემლები, ცხვირი ამეწვა და რამდენიმე წუთი ნაძალადევად დავიცავი დუმილი.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები, ყველა შენ გიკავშირდება. ვერ წარმოიდგენ ამ წუთზე რამდენი ხანი ვვოცნებობდი. ხან როგორ წარმომედგინა და ხან როგორ მაგრამ ასე - არასდროს! როცა ცუდად ვიყავი, უცხო ქვეყანაში, საკუთარი ოჯახისგან, მეგობრებისგან და მიწისგან გადაკარგული, ვიხსენებდი ყველა იმ ტკბილ მოგონებას, რომელიც შენთან მქონდა. ამ ყველაფრით ვსულდგმულობდი, შენ მივსებდი სიცარიელეს ჩვენი მოგონებებით. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ აღარ მეკონტაქტებოდი, იმის ცოდნა რომ კარგად იყავი საკმარისი იყო. იმდენი რამის თქმა მინდოდა, ისე მინდოდა ხანდახან ჩემთან ყოფილიყავი ჭკუიდან ვიშლებოდი. შენ კი ყველაფერი ვიღაცის ბოროტი ენის გამო დაანგრიე, არ მენდე მე, ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდა. არ ვნანობ არცერთ წუხანდელ სიტყვას, არც ქმედებას. თუ ეს იყო საჭირო რომ თვალები აგეხილა, მაშინ იყოს ეს მსხვერპლიც შენთვის, მინდა რომ ძალიან დაიტანჯო, მინდა უფრო გეტკინოს წუხანდელი ღამის შემდეგ, მითუმეტეს ახლა, როცა ყველაფერი იცი, მინდა თავი დამნაშავედ იგრძნო როცა ამ ღამეს გაიხსენებ, მინდა ყოველთვის, როცა დათვრები ან ალკოჰოლს დაინახავ მე გაგახსენდე. აი ასე ეგოისტურად მინდა ახლა შენ იტანჯებოდე. არასოდეს, არასოდეს გაპატიებ ამ ყველაფერს. აღარასოდეს მინდა გნახო, თუ სადმე გნახავ არ მინდა რომ დამელაპარაკო. იცხოვრე შენს არაფრისმთქმელ გრძნობასთან ერთად, მე ეს ყველაფერი აღარაფერში აღარ მჭირდება. - საოცარი სიძულვილით ამოვილაპარაკე გულიდან ყველაფერი, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი იყო იმედგაცრუება. თურმე ტყუილია როდესაც ამბობენ სიყვარულზე დიდი გრძნობა არ არსებობსო, აბსურდი! იმედგაცრუებაზე დიდი გრძნობა არაფერია, მითუმეტეს თუ იმედს საყვარელი ადამიანი გიცრუებს. რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ უმალ გავაჩერე, კართან მივედი და ფართოდ გავაღე, ხელები უღონოდ ჩამოეყარა, ვგრძნობდი როგორ უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ აღარ მინდოდა არაფრის მოსმენა, ვიცოდი აზრი არ ჰქონდა.
- გეხვეწები წადი, აზრი აღარ აქვს, მინდა მართლა მინდა მოგისმონო და გაპატიო მაგრამ არ შემიძლია, ისე მაქვს გული ნატკენი და ისეთი დაღლილი ვარ, მხოლოდ ის მინდა წახვიდე და თან გაიყოლო ყველაფერი, როგორც ჩვენს საყვარელ ფილმშია, ისე მინდა გონებიდან ამოგშალო.
აღარაფერი აღარ უთქვამს, მიხვდა ეტყობა, ტყუილად იწვალებდა. ნელი ნაბიჯებით გამოემართა კარისკენ, ჩემსკენ დანისლული თვალები მოანათა, თავი გვერდზე გადასწია და წავიდა..
ადგა და წავიდა..
წავიდა და გულზე მომეშვა..
აღარ გამიტარებია ის ღამე ტირილში..
არადა რამხელა პარადოქსია, ყველაზე მეტად ახლა უნდა მტკენოდა მაგრამ მე მიხაროდა..

გრძნობისგან გაბოროტებულს, მიხაროდა რომ მასაც სტკიოდა..

გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, აღარც არაფერი მქონდა გასარკვევი და არც არაფერი სანერვიულო. ყველა კარტი გაშლილი იყო და ორივემ საკმარისი ვილაპარაკეთ.
ტელეფონი ჩავრთე და უამრავი გამოტოვებული ზარები და მესიჯები დავაიგნორე. იოანესთან გადავრეკე, მინდოდა მომებოდიშებინა მაგრამ გამორთული ჰქონდა. შემდეგ მესიჯებიდან აღმოვაჩინე, რომ სამსახურში სერიოზული პრობლემები იყო, ფინანსებში დიდი გარღვევა აღმოჩნდა და სასწრაფოდ უწევდა გამგზავრება, მილიონი ბოდიშის სინონიმი ეწერა და მატყობინებდა, რომ როცა მოახერხებდა დამირეკავდა.
შვებით ამოვისუნთქე. რაღაცნაირად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე და ახლა ახსნა-განმარტების არც თავი მქონდა და არც სურვილი.
ვიცოდი, ელენეს ჯერ თაფლობის თვე არ ჰქონდა და პირდაპირ მას დავურეკე. გაგიჟებულმა მომაყარა სიტყვები და მეკითხებოდა ჭკუიდან ხომ არ შეიშალეთ ორივეო, ავუხსენი რომ მალე მივიდოდი და ყველას მოვუყვებოდი. სახლი მოვაწესრიგე და ისევ გავეშურე თბილისისკენ.
- აი ახლა დაიწყე და დეტალურად მოყევი ყველაფერი, იცოდე რამე რომ გამოგრჩეს თავს მოგაჭამ - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა მაშინვე, როდესაც კარი გააღო და ოთახში შემატარა. თვითონ კი ყავის გამზადებას შეუდგა
- ჩემი წასვლის შემდეგ რა მოხდა?
- კოსტა გაგიჟებული იყო, მერე მკითხა სად წავიდაო და ვუთხარი სიმართლე.
- ხო ვირზე შეჯდა და მაინც მოვიდა, ამდენი ხანი მარტო ვიყავი და აქ გავახსენდი - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და კედელს თავი მივადე
- რა მოხდა ბოლოს და ბოლოს ილაპარაკეთ? შერიგდით? - მოუთმენლად მეკითხებოდა და თან შოკოლადს ალაგებდა
- სექსი გვქონდა - ვითომც არაფერიო ისე ჩავილაპარაკე და ელენეს ლამის ყბა ჩამოუვარდა
- ანუ შერიგდით? - თვალები გაუბრწყინდა
- არა. საბოლოოდ დავშორდით
- რატომ კი მაგრამ?
- რატომ არ მითხარი სიმართლეო, დეგენერატია აბა რა არის? თურმე სიმართლე არ მითქვამს - გაბრაზებულმა შოკოლადი გავიქანე ყბაში
- მოიცა ვერაფერი გავიგე - ხელები აიქნია - რაღატო დაშორდით?
- მოკლედ რესტორანში ვერანდაზე ისევ წამოჭრა ბექას თემა, მე კიდე ვუთხარი ათასი სისულელე, ხო ყველასთან ვიყავი და ერთი შენთან არ ვყოფილვარ თქო თუ რაღაც სისულელე. მოკლედ არ ვიცი მართლა რა, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე როცა მოვიდა. დილით მკითხა რატომ არ ეცადე სიმართლე როგორმე დაგენახებინაო და მე კიდე ყველაფერი ვუთხარი, ბოლოს ისე წავიდა აღარაფერი ვათქმევინე. ძაან დავიღალე რა - ამოვიკნავლე და თავი მაგიდაზე ჩამოვდე
- ვაიმე გავგიჟდები მალე, რაღა დროს ჩხუბი იყო?
- არა ელ რა, უნდა დამთავრებულიყო და ჯანდაბას. აღარაფერი აღარ მაქვს გულში, ყველაფერი ვუთხარი.
- რა გითხრა მიყვარხარო?
- კი ვაღიარეთ ორივემ, უბრალოდ ჩვენი ერთად ყოფნა არ გამოვა
- რატომ არ გამოვა? - წარბები შეკრა - ძლივს რაღაც კარგი მოხდა და ამან არ გამოვაო, მოკლედ თქვენ ან რაღაც მართლა ვერ გაქვთ მწყობრში, ან უბრალოდ მაგრად გევასებათ ერთმანეთის ტანჯვა - შუბლი შეკრა ელენემ და ხელები გაასავსავა
- დამშვიდდი, წავალ და დავისვენებ, აღარც კი გამახსენდება ეს ამბავი - ირონიულად ჩამეცინა და ტელეფონში ფრენების განრიგს გადავხედე - აუ არ არსებობს, ბილეთები არ არის ამ კვირას - თავი გავაქნიე უკმაყოფილომ, ელენემ კი ტაში შემოჰკრა და ყურებამდე გაიღიმა
- როგორ მიყვარს რა როცა ყველაფერი სიყვარულის მხარეზეა

საღამოს ბიჭები ერთი მეორეს მიყოლებით ამოლაგდნენ, თან მზა კერძები მოიტანეს და მე და ელენეს გვთხოვეს, სუფრა გაგვეშალა. კოსტა როგორც ყოველთვის შედარებით გვიან მოვიდა და მთელი ამ დროის მანძილზე ირონიულად აკვირდებოდა ჩემს მოქმედებებს. ბიჭებთან ლაპარაკის დროს ხანდახან ჩატეხავდა ტუჩის კუთხეს მაგრამ თვალს არ მაშორებდა. ბოლოს როცა აივანზე მოსაწევად გავიდნენ და ისევ მე მიყურებდა გავღიზიანდი, პურს ვჭრიდი და ელენეს ვკითხე

- რატომ მგონია, რომ ცდილობს ჩემი გრძნობები გააშიშვლოს და სულში ჩამიძვრეს?
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ - თავი გაიშტერა და კუთხეში ღიმილი შეუხტა
- ელენე, კოსტამ რამე იცის?
- რავიცი მე კოსტამ რა იცის? თვალს ხომ არ მოგარიდებს? - ქირქილებდა ელენე მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რაღაცას მალავდა

მისი მზერისგან თავს ზედმეტად უხერხულად ვგრძნობდი, მართალია არაფერს მეუბნებოდა მაგრამ თვალებით დამცინოდა. მაღიზიანებდა მისი მზერა და საერთოდ ყველაფერი. ჩემი თავიც მაღიზიანებდა, რომ მაინც ამდენი ხნის განმავლობაში მიყვარდა.
ჯანდაბა ნუცა, ჯანდაბა შენს შტერ თავს!

- ნუც შეგიძლია სამზარეულოდან ხელსაცოხები გამოიტანო? გთხოვ რა - გამიღიმა ელენემ და მეც მაშინვე გამოვერკვიე ჩემი ფიქრებიდან - უჯრაშია - მომაძახა როგორც კი ავდექი.
სამზარეულოში შევედი და უჯრები გამოვაღე, მესამე ცდაზე მივაგენი და სალფეტკების შეკვრა ხელში შევათამაშე, გამობრუნებას ვაპირებდი კოსტას რომ შევეჩეხე და კარების ჩაკეტვის ხმაც გავიგე. გული ერთიანად ამომივარდა და კარის იქიდან ელენეს ხმა გავიგე

- გვრიტებო, ჩვენ ცოტახნით გავალთ და თქვენ ილაპარაკეთ, იმედი მაქვს მაგ თავში არსებულ ტვინს გამოიყენებთ და ნერვებს არ მომიშლით, ჩაო - მერე კი რკინის კარის ჩაკეტვის ხმა გავიგე, არა სამზარეულოში ჩაკეტვა რაღა საჭირო იყო თუ სახლის კარსაც კეტავდნენ, ეს ცოტა ვერ დავამუღამე :)). რამდენიმე წუთი ჩუმად ვიდექი და კოსტას ირონიულ მზერას ვაკვირდებოდი

- სალაპარაკო გვაქვს - დაარღვია მან სიჩუმე
- რაზე? - თავი გავისულელე მე
- ჩვენზე
- ''ჩვენ'' არ არსებობს - ნაგლად გავუღიმე და აივნისკენ დავიძარი
- არსებობს და თავის გაშტერებას მოეშვი, რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ასე?
- კოსტა, მე და შენ გასარკვევი არაფერი გვაქვს. თუ რამის გარკვევა გინდოდა, ამისთვის საკმარისი დრო გქონდა - სიგარეტს მოვუკიდე და კვამლი ფილტვებში ჩავუშვი
- ნუცა ერთხელ მაინც შეგიძლია ჩემს წინააღმდეგ არ წახვიდე? ერთხელ, მხოლოდ ერთხელ ცივი გონებით შეხედო ყველაფერს და უბრალოდ სიბრაზეს არ მისცე უფლება ჩვენ შორის ჩადგეს? - რაღაცნაირი ხმა ჰქონდა, გული მომეწურა. სახე გავატრიალე და პროფილი ცივმა ნიავმა ამიწვა.
- რა გინდა კოსტა? მითხარი ერთხელ და სამუდამოდ რა გინდა?
- შენ ნუცა, შენ მინდიხარ. ასეთი რთული გასაგებია? - ხმა მშვიდი და ამავე დროს აღელვებული ჰქონდა, თვალები უფრო გამუქებოდა და ყელთან ძარღვი ნერვიულად უხტოდა
- და რას ითხოვ ჩემგან? საათივით აწყობილი ცხოვრება დავანგრიო, შენთან გამოვიქცე და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო? თუ რა გეგმა გაქვს?
- რომელი საათივით აწყობილი ცხოვრება? მთელი ცხოვრება რომ იძახდი მე საქართველოდან ვერასდროს წავალო? მითხარი რა დაგრჩენია იქ?
- რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? იქ ვცხოვრობ, იქ მყავს საყვარელი ადამიანები, იქ ვმუშაობ, ყველანაირად იქაურ ცხოვრებაზე ვარ გადასული
- ვინ საყვარელი ადამიანები? შენი მშობლები, ბავშვობის მეგობრები ყველანი აქ არიან, თუ იქ ის სი#იკო გელოდება და ყველაფერს მასში ცვლი?
- შენ ახლა ეგოისტურად იქცევი, ყოველთვის შენი ეგოისტობა იყო პრობლემა, კოსტა. - სახეზე ხელები მოვისვი, მინდოდა იმ წუთას სადღაც ჯანდაბაში გავმქრალიყავი
- ეგოისტურად შენ იქცევი. ყველაფერს გაურბიხარ, მე გამირბიხარ
- შენთან ურთიერთობა დამღლელია - გაღიზიანებულმა ამოვილაპარაკე, მაინც აზრი არ ჰქონდა მისთვის რამის ახსნას
- არც შენთან ურთიერთობაა მარტივი, ქალბატონო სრულყოფილებავ
- ხოდა ხომ ხედავ ორივე რამდენად რთულები ვართ?
- მითხარი გიყვარს? ასე ძალიან გიყვარს? - მომიახლოვდა და მხრებში ხელი ჩამავლო, თვალებში სევდა და გაურკვევლობა იკითხებოდა
- ვინ? - ვერ მივხვდი უცბად
- იოანე - შეჰყვირა უცბად
- და შენ? შენ გიყვარს ის გოგო? - ვკითხე და თვალებში ჩავაშტერდი
- არ მიყვარს არა!
- ჰო, შენ ასეთი ხარ, იმპულსური, რა დარწმუნებული ვარ რომ არ გიყვარს? მითხარი რა შეიცვალა ჩემი ჩამოსვლით? ხომ იყავი იმ გოგოსთან მშვიდად და წყნარად? ახლა? მე დამინახე და ისევ მე შეგიყვარდი?
- მე შენ სულ მიყვარდი - დამიყვირა გაღიზიანებულმა
- არ მჯერა შენი, ერთი სიტყვაც არ - დამთავრებული არ მქონდა წინადადება ჩემს ტუჩებს რომ დააცხრა, თმებში ძლიერად მომქაჩა და მისკენ მიმიზიდა. ღმერთო, გრძნობას ავყევი, რამდენიმე წამი გათიშული ვიდექი, შემდეგ კი მეც ავყევი, მკოცნიდა მთელი გრძნობით და ემოციით და მივხვდი, რომ ხაფანგში ვიყავი. მისგან გასაქცევი გზა არ მქონდა, მე კი მაინც გავრბოდი. ჩემს მუცელში საშინელი ალიაქოთი დატრიალდა, საშინლად მსიამოვნებდა მისი ტუჩები. ვკოცნიდით ერთმანეთს მომთხოვნად, თითქოს ერთმანეთის შთანთქვა გვსურდა, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და ლამის ჭკუიდან შევიშალე. მერე მძიმე ოხვრა და სიცივე ვიგრძენი, თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ვიგრძენი როგორ მომადო შუბლი შუბლზე
- მითხარი ნუცა, გიყვარს ის ტიპი? - ჩუმი ხმა ჰქონდა, მაგრამ მაინც მთლიანად მჭამდა მისი ტემბრი
- მიყვარს - ჩავილაპარაკე და ვიგრძენი როგორ მომშორდა, რამდენიმე წამი ვუყურებდით ერთმანეთს - მიყვარს სიგიჟემდე, უზომოდ. პატივს ვცემ და ვაფასებ მას იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან, ჩემთვის გული არასდროს უტკენინებია და არასდროს უთქვამს ისეთი რამ, რაც თავს ცუდად მაგრძნობინებდა. მიყვარს ძალიან მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი თავი მძულს რომ ჩემი მისდამი სიყვარული შენსას არ შეედრება. ჯანდაბა, ამის მოსმენა გინდოდა? - დავუყვირე და ცრემლებმაც იწყეს გადმოსვლა - მეზიზღება ჩემი თავი იმიტომ, რომ მაინც შენ მიყვარხარ. არ ვიცი რა ჯანდაბა უნდა მოვუხერხო ამ ყველაფერს, სად უნდა წავიღო ეს გრძნობა ან სად უნდა წავიდე რომ დამავიწყდე? ჯანდაბა ჰო მიყვარს მაგრამ არა შენსავით. მიყვარს როგორც მეგობარი და როგორც ძმა, სამწუხაროა, რომ არც მას ვუყვარვარ იმდენად, რომ შენი თავი შეეცვალა. ჯანდაბა კონსტანტინე, მიყვარხარ და ამავდროულად მინდა მძულდე. შენ ისე ხარ ჩემში ფესვგადგმული, ვერ გიშორებ თავიდან გაიგე? - ვყვიროდი და ხელებს ვიქნევდი უმისამართოდ - მიყვარხარ და ჯანდაბა, ეს სიყვარული მანადგურებს. იოანემ ყველაფერი იცოდა ჩვენს შესახებ და ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა მეგობრობაზე მეტი. ის იმდენად კარგი ადამიანია, მაგრამ ვერ შევძელი მისი შეყვარება. არც არასდროს მდომებია რომ ვინმე შემყვარებოდა, არ ვიცი რა მჭირს, იქნებ ჭკუიდან შევიშალე მაგრამ შენ, შენ ყოველთვის აქ ხარ, ჩემს თავში და გულში. ვერ წარმოიდგენ როგორ მინდა რომ არ იყო, როგორ მინდა რომ გაქრე ჩემი თავიდან და დამავიწყდეს ყველაფერი მაგრამ არ მიდიხარ, როგორც შენ თქვი, ქრონიკულად ჩემში ზიხარ, ყველა დაავადებაზე ძლიერი ხარ და შენგან ვერ ვიკურნები - ჩავილაპარაკე და იქვე კედელზე ჩამოვცურდი. ახლა მთლიანად გავტყდი მის წინაშე და ემოციებმა ისეთი რამ მათქმევინეს, რაც არ უნდა მეთქვა. რამდენიმე წუთი გაოგნებული მისმენდა, შემდეგ ჩემთან ჩაიმუხლა და ძლიერად ჩამიხუტა. მე კი ტირილს ვუმატე, არ ვიცოდი რატომ ვტიროდი, მიხაროდა თუ მწყინდა, ვერც ამას ვიგებდი. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ვთქვი რასაც ვგრძნობდი და თან გული მტკიოდა.
- სულელო გოგო - ჩაილაპარაკა მან, მისი ხმა განსხვავებული იყო, სიყვარულით და სითბოთი გაჯერებული - იცი როდის მივხვდი, ისევ რომ გიყვარდი? - თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა - აი ეს - მის ნაჩუქარ კულონს შეახო თითები - როცა დავინახე, რომ ისევ გეკეთა. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, თითქოს ხელახლა დავიბადე. რა გავაკეთო, რომ არც მე მაქვს შენს იქით გზა? მითხარი რა ვქნა თუ არ მინდა შენი დავიწყება და გადაყვარება? რა ვქნა თუ მინდა შენთან ყოფნა? შენ რას იზამ თუ გეტყვი, რომ სულელი ვიყავი და ჩემმა სიგიჟემ დამაბრმავა? არ უნდა გამეშვი ვიცი, ისიც ვიცი, რომ შანსი ბევრჯერ მქონდა და არ გამოვიყენე. მაგრამ არ შემიძლია შენი გაშვება, თუ ახლა ხელს მკრავ გპირდები, რომ თავიდან ვერ მომიშორებ ვერასდროს. სიმშვიდეს დაგირღვევ და ლანდად გადავიქცევი, ყველგან გამოგყვები სადაც წახვალ და დაგელოდები, სანამ არ მიხვდები, რომ შენ ჩემი ხარ და სწორედ ქრონიკულად ხარ ჩემში. მაგრამ თუ ახლა მიმიღებ, მოგიწევს რომ მთელი ცხოვრება გიყვარდე და გპირდები, არასდროს აღარ გაწყენინებ. ყველანაირ შანსს გამოვიყენებ, რომ არასდროს ინანო შენი გადაწყვეტილება და არჩევანი. რამდენიმე დღესს მოგცემ, რომ დაფიქრდე. მინდა რომ ყველაფერი დაივიწყო და უბრალოდ დიდი ადამიანებივით მოვიქცეთ. არ შემიძლია შენი გაშვება, არც შენი გადაყვარება და შენი სხვისით ჩანაცვლება შემიძლია. ეს კატა-თაგვობანა, რომ მოგვბეზრდება, მაშინ მართლა შეიძლება გვიან იყოს, წარმოიდგინე, რომ აღარ ვართ ან მე აღარ ვარ და ვერასდროს მნახავ, მაშინ ხომ ინანებ იმას, რომ ახლა არ გამოიყენე შანსი? მითხარი რაში მენდომება მერე ეს ყველაფერი თუ კი ახლა არ დავტკბები შენით? - სახეზე ხელები მომკიდა და თვალის სისველე შეპარულ კუთხეში მაკოცა. მერე ადგა და მეც წამომაყენა, გასაღები ამოიღო ჯიბიდან და კარი გააღო. - არაფერი მითხრა, ასე იყო საჭირო - გაეცინა და ხმაც ვეღარ ამოვიღე. მერე რკინის კარებიც გახსნა და გარეთ გამიშვა, ამ სიტუაციაში რომ არა, ვიფიქრებდი, რომ გამაგდო. მაგრამ ახლა ნამდვილად მჭირდებოდა მარტო დარჩენა და ფიქრი.
სახლში გაბრწყინებული მივედი. კოსტამ მითხრა, რომ დროს მომცემდა და თვითონ დამირეკავდა, მე პრინციპში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა, უბრალოდ მინდოდა საკუთარ სურვილში ზუსტად ვყოფილიყავი დარწმუნებული. საღამოს იოანემ დამირეკა და კიდევ მომიბოდიშა. დიდხანს ვლაპარაკობდით, სერიოზული პრობლემები ჰქონდა სამსახურში მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს აგვარებდა. მერე კოსტაზე და ჩემს მეგობრებზე ვილაპარაკეთ
- ნუცა არ გაბრაზდე მაგრამ, კოსტას ველაპარაკე - თქვა ცოტახნის შემდეგ და ლამის ნერვული შეტევა დამემართა.
- რააა? რაზე ილაპარაკეთ?
- დოლარის კურსზე და ლარის გაუფასურებაზე - უდარდელად ჩაილაპარაკა და დივანზე გადაწვა, მერე ხმამაღლა გაეცინა - შენზე გოგო, ვისზე ვილაპარაკებდით?
- რა ილაპარაკეთ? - სახე მომერყა
- იცი რა, აქამდე არასწორი დამოკიდებულება მქონდა მაგ ბიჭზე, ახლა კი ვიცი, რომ მართლა უყვარხარ
- რა გითხრა?
- დეტალების თქმა საჭირო არ არის, დავილაპარაკეთ, კარგი ბიჭია და ღირს, რომ უბრალოდ გადააბიჯოთ ამ სიამაყეს. იმდენად უყვარხარ, რომ მეეჭვება ასე ვინმეს შეუყვარდე. კარგი ისაა, რომ შენც გიყვარს. არ ღირს დროის დაკარგვა.

კიდევ ცოტახანს ვილაპარაკეთ, გადავწყვიტე, რომ დილით აუცილებლად დავურეკავდი კოსტას. არ ვიცი მიღირდა თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ აღარ მინდოდა ასე ყოფნა. მუდმივად მისგან გავრბოდი და მე მაინც ჯიუტად კიდევ უფრო მიყვარდებოდა, მართლაც რა არის ადამიანის ცხოვრება? ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს. რატომ უნდა ვკარგოთ უაზროდ დრო? იქნებ ხვალინდელი დღე არც დადგეს?

გვიან ღამით მობილურის ზარმა გამაღვიძა, ელენე მირეკავდა. გამიკვირდა და გაკვირვებულმა ვუპასუხე ტელეფონს, ნახევრად ძილბურანში მყოფმა.

- ნუცა გესმის? - სასოწარკვეთილი და ნამტირალევი ხმა ჰქონდა, მაშინვე წამოვიწიე საწოლზე და ცუდის მოლოდინში ხმა ლამის წამივიდა
- რა მოხდა ელენე, რა ხმა გაქვს?
- ნუცა.. რესპუბლიკურში - ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა და თან ტიროდა - კოსტა და ლაშა, ნუცა გესმის? - უკვე კიოდა, მეც რობოტივით ფეხზე წამოვდექი და შარვლის ჩაცმა დავიწყე
- ელენე რა ხდება? რა რესპუბლიკური რა ლაშა და კოსტა? კარგად ხართ? - ვხრიალებდი ტელეფონში
- ჩვენ კი, ლაშა და კოსტა ავარიაში მოყვნენ, მოდი გთხოვ რესპუბლიკურში ვართ. ღმერთო ისინი -ტიროდა და რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ აღარ მესმოდა არაფერი. ინსტინქტურად ვმოქმედებდი, ტელეფონი ლოყის და ყურს შორის მქონდა მოქცეული, ქურთუკი ჩავიცვი და გიჟივით გავვარდი. ზარი უკვე დიდი ხნის გაწყვეტილი იყო. ტაქსში ჩავჯექი და ტვინმა მხოლოდ მაშინ გაიაზრა ნათქვამი.
ღმერთო ისინი..
''ხვალ რომ აღარ ვიყო'' გამუდმებით კოსტას სიტყვები მიტრიალებდა თავში, ''ხვალ რომ აღარ ვიყო რა მოხდება? '' ჯიქურად ცდილობდნენ ჩემს ტვინს დაპატრონებოდნენ.
ყველაფერი ცუდი წარმოვიდგინე, ის რომ აღარ ყოფილიყო? ლაშა რომ აღარ ყოფილიყო? რა მოხდებოდა ახლა? ცრემლები მდინარესავით მომდიოდა, ტაქსისტი რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ არაფერი მესმოდა, ყურებში მხოლოდ სისხლის შხუილი და გულის ცემა იდგა. ღებინების შეგრძნება მქონდა, რესპუბლიკურთან გავაჩერებინე და სირბილით გავვარდი მიმღებში და ლადოს და ელენეს დანახვაზე, ელენეს ბღავილზე და ლადოს უსულო ქანდაკებასავით მდგმარმა ფიგურამ ერთიანად გამტეხა. ელენეს მივვარდი და ჩავეხუტე, რაღაცას ლუღლუღებდა არ მესმოდა
- რა მოხდა? - ჩამწყდარი ხმით ვიკითხე
- არ ვიცი, ავარიაში მოყოლილან. მერე ლადოს დაურეკეს, ბოლოს ამ ნომერზეა ზარი დაფიქსირებულიო და იქნებ მობრძანდეთო. ღმერთო ნუცა, მათ რომ რამე დაემართოთ რა მოხდება? - ტიროდა ელენე.
მე კი ვიჯექი გაქვავებული, მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, რომ შეიძლებოდა ისინი ვერასდროს ვეღარ მენახა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექით ასე, ელენე ქვითინებდა მე კი უბრალოდ ვიჯექი. ექიმი გამოვიდა, უკან ექთნები მოჰყვებოდნენ. ისე დაგვხედეს თითქოს კუბოში მწოლიარე მიცვალებულები ვყოფილიყავით, ექთანმა სახეზე ხელი ჩამოუსვა და ექიმმაც საუბარი დაიწყო
- კონსტანტინე ცერცვაძესთან და ლაშა ავალიშვილთან ხართ? - მოისმა ექიმის ბოხი ხმა
- დიახ, ჩვენ ვართ, რა ხდება ექიმო, როგორ არიან? - მოუთმენლად ჩაეკითხა ლადო.
- ლაშა ავალიშვილი კარგად არის, ცოტახანში პალატაში შეიყვანენ და ნახვა შეგეძლებათ. კონსტანტინე ცერცვაძეს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. მომდევნო 12 საათი იქნება გადამწყვეტი. - ექიმს ხმა გაუწყდა - იმედს ვერ მოგცემთ, სამწუხაროდ.. ამჟამად მისი სიცოცხლე მის ხელშია, უნდა მოახერხოს და გამოძვრეს, ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა სასწაულის იმედიღა დაგვრჩენია - ჩაილაპარაკა ექიმმა და საბრალო თვალებით გადმოგვხედა. ლადომ თავი დაუკრა და ექიმიც წინ გაიჭრა.
ვუყურებდი ჩემს წინ აღმართულ კედელს, თეთრად შეღებილს. რატომ თეთრი? თეთრი ხომ იმედის და სიცოცხლის ფერია? აქაურობა კი ისე ჰგავდა სიკვდილის ეპიცენტრს. 12 საათი. 12 საათი ხომ ძალიან ცოტაა? 12 საათი შეიძლება ადამიანს ეძინოს, ისე გავიდეს ეს დრო ვერც შეამჩნიოს. ახლა კი 12 საათი გადაწყვეტდა კოსტას ბედს.
მაშინ, როცა წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, საშინლად ვგრძნობდი თავს. მახსენდებოდა ყველაფერი, ყველა მისი სიტყვა, ქმედება. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე - ყველაფერმა თვალწინ ჩამიარეს. ყველაფერს მივცემდი, რომ ეს ტკივილი არ მეგრძნო და ახლა მის მაგივრად მე ვყოფილიყავი იმ დამპალ ოთახში. მაგრამ აქაც დამასრო, ის ხომ ასეთი ნაბი#ვარი იყო ყოველთვის, ხომ შემპირდა, რომ გულს აღარ მატკენდა? ახლა? ყველა ერთად გადაწონა და მომანდომა რომ მოვკვდარიყავი. არ მესმოდა ელენე რას ლაპარაკობდა, არ მესმოდა ლადოს სიტყვები და ვერც ვგრძნობდი როგორ მეხებოდა მხრებზე. რამდენი საათი ვიჯექი ასე არ მახსოვს, არ ვიცი რას ვაკეთებდი. მხოლოდ 12 საათი და ''ხვალ რომ რამე მომივიდეს'' მიტრიალებდა თავში.
''რომ აღარ ვიყო''
''რას იზამ''
''შენ ჩემში ხარ''
'' რატომ ნუცა''
'' გამირბიხარ ''
'' მაპატიე ''
'' მენდომება ეს ყველაფერი თუკი ახლა არ დავტკბები შენით?''
'' უნდა გავიზარდოთ''
'' მიყვარხარ''
''მიყვარხარ''
''მიყვარხარ''

უროსავით მირახუნებდა სიტყვების ჟღერადობა თავში, მხოლოდ მის სიტყვებზე ვფიქრობდი.
მერე რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, ცოტა გამოვერკვიე, ექიმები და ექთნები სადღაც მირბოდნენ

'' მოამზადეთ ''
'' შოკი''
'' გაუჩერდა ''
'' ვახოს დაუძახე ''
'' გულის მასაჟზე გადადი''

გიჟივით ისროდნენ სიტყვებს, კადრები ერთმანეთს მიჰყვებოდა, ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა, მხოლოდ ექიმის ნათქვამი სიტყვები '' გული გაუჩერდა '' ჩამესმოდა გონებაში.


''გული გაუჩერდა''
''გული''
''გაუჩერდა''
'' მკვდარია, შეეშვით''

სიზმარი მესიზმრა.
თვალებს ვერ ვახელდი, მერე გამოსახულება დაიწმინდა და კოსტას ღიმილიანი სახე მედგა თვალწინ, მისი სახე იმდენად ახლოს იყო, სუნთქვა მეფრქვეოდა. თავზე მზე შარავანდედად ედგა, მის უკან კი არაფერი ჩანდა გარდა თვალისმომჭრელი ნათებისა. ბედნიერი ვიყავი მისი ხილვით, ბედნიერებას ვგრძნობდი. ყველაფერი თეთრად ჩანდა, მზეც კი თეთრად ანათებდა. ის კი ისევ მიღიმოდა, არაფერს მეუბნებოდა, უბრალოდ იღიმოდა. ხელი წინ წავწიე, მინდოდა შევხებოდი მაგრამ მისი შეხება ვერ ვიგრძენი, ვეხებოდი მაგრამ ვერ ვგრძნობდი.
- უნდა გაიღვიძო - ჩაილაპარაკა მან - ნუცა, უნდა გაიღვიძო. - ლაპარაკობდა და მშორდებოდა. ბოლოს მისი სახე გაქრა. დარჩა მხოლოდ ნათება და თავის ტკივილი. მერე ისევ ჩამობნელდა და თვალები გავახილე. გამოსახულება უფრო მკვეთრად და რეალურად გამოჩნდა. თავთან ელენე მედგა, ცრემლიანი თვალებით.
რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ ყელი მთლად ჩამწვარი მქონდა, ენით ვისველებდი ტუჩებს. ცხვირში და ხახაზე რაღაც მეხებოდა და ყველაფერს მიწვავდა
- ჩშ, დამშვიდდი ნუცა. სასუნთქი გიკეთია, დამშვიდდი ნუ გეშინია - მამშვიდებდა ელენე. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, ნუცა გრაფინისკენ დაიძრა და ჭიქაში წყალი ჩამოასხა, მერე მომხსნა წვრილი, გამჭვირვალე მილები, თავი ოდნავ წამომაწევინა და წყალი დამალევინა.
- რა მოხდა? - ამოვილაპარაკე, როგორც კი მივხვდი, რომ საუბარი ისევ შემეძლო
- გული წაგივიდა, თითქმის ორი დღე იყავი გათიშული, ექიმმა მითხრა რომ გაიღვიძებს წყალი ენდოებაო - გამიღიმა ელენემ. რაღაც კარგად ვერ აღვიქვი, გული წამივიდა.
- ყველაფერი დამესიზმრა? კოსტა სადაა?
- დამშვიდდი, კოსტაც და ლაშაც კარგად არიან. მაგრები არიან ხომ იცი არა? - ბედნიერად გაიღიმა
- აბა გული გაუჩერდაო? დამესიზმრა? - ვერ ვხვდებოდი რა მოხდა
- გული მართლა გაუჩერდა, 18 წუთი ჰქონდა გაჩერებული და ბოლოს საიქიოდან მობრუნდა. - ხმამაღლა გაიცინა - ნუ ნერვიულობ, ლაშაც და კოსტაც შენზე უკეთ გრძნობენ თავს, მაშინ წაგივიდა გული, როცა კოსტა ლამის კი არადა მოკვდა, მაგრამ საბედნიეროდ ახლა კარგადაა, პალატაშია და სტაბილურადაა. ლაშა უკვე ისეთ ხოდზეა, აქეთ გვეკაიფება - შუბლზე ხელი იტაცა ელენემ და თავი გაასავსავა
- კოსტა მართლა კარგადაა? - ყურებს ვერ ვუჯერებდი, მეგონა რაღაც მოხდა და მიმალავდა, მაგრამ ასე მშვიდად ვერ იქნებოდა- კარგადაა ადამიანო, ვკითხავ ექიმს და თუ შეგიშვებს ნახემთლიანად მოვეშვი, ყველა წერტილი მტკიოდა. ასე მეგონა, მთელი სხეული დაჟეჟილი მქონდა. ღმერთს უამრავ მადლობას ვწირავდი, რომ ის კარგად იყო და რაც მთავარია - ჩემი! საღამოს ექიმი შემოვიდა და ზოგადი გამოკითხვით დაკმაყოფილდა, ვუთხარი, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებდი და ოფიციალურად გავეწერე, თუმცა საავადმყოფოდან არ წავსულვარ. ველოდებოდი როდის მომცემდნენ კოსტასთან შესვლის უფლებას, მხოლოდ ის მადარდებდა, რომ დრო საშინლად იწელებოდა. ლაშა შედარებით კარგად იყო და ყველა ერთად შევედით. მართალი იყო ელენე, აქეთ ღადაობდა და ჩვენს ტრაგიკულ სახეებზე ეცინებოდა. საღამოს როგორც იქნა კოსტასთან შემიშვეს, ექიმმა გაგვაფრთხილა ცოტახნით შედით და ცალ-ცალკეო. კარები ფრთხილად შევაღე, ეძინა. მასთან ახლოს მივიწიე და მისი სახის დანახვაზე გული კიდევ უფრო მომეწურა. სახეზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ტუჩი და ცხვირი გახეთქილი, წარბთან პატარა ნაკერი ედო. ათასი გამჭვირვალე შნურები უერთდებოდნენ მის ცხვირს, პირს.. საშინლად გამოიყურებოდა, სიცოცხლის ნიშან წყალიც აღარ ემჩნეოდა. ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე, მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე, მეორეთი კი სახეზე ოდნავ მივეფერე, ტუჩები საფეთქელთან შევახე. ოდნავ შეიშმუშნა და ხელში ვიგრძენი მისი თითების მოძრაობა, შემდეგ უფრო გაუძლიერდა და ბოლოს ხელი მომიჭირა. თვალები გაეხილა და ცრემლშეპარული თვალებით მიყურებდა, პირი რაღაცის სათქმელად გააღო მაგრამ ვერ შეძლო. ისევ დაატანა თავს ძალა- ნუცა - ამოიხრიალა ბოლოს, საშინლად ჩამწყდარი ხმით, თითქმის ძლივს მისწვდა ჩემს ყურთასმენას. - მიყვარხარ - ამოვილაპარაკე ტირილისგან, დასუსტებული ხმით - ძალიან მიყვარხარ - მისი ხელი ტუჩებთან მივიტანე და ხელის გულზე ვაკოცე. ცრემლიან თვალზე თითები მომისვა და შეძლებისდაგვარად შემიშრო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ოდნავ იღიმოდა. - ვიცი, პატარავ - ისევ ჩურჩულით ჩაილაპარაკა, ვხვდებოდი რამდენი ძალისხმევა სჭირდებოდა თითოეული ასოს წარმოთქმისას, არც მე მქონდა ლაპარაკის თავი. მიხაროდა, რომ ცოცხალს და უვნებელს ვხედავდი. რამდენიმე წუთი მიყურებდა, მერე თვალები მიელულა და ისევ დაეძინა. ვუყურებდი მის მშვიდ ძილს და რადიკალურად შეცვლილ სახეს. თავი მის გულზე დავდე და ცოტახნით ასე ვიჯექი, მეშინოდა კიდევ რამე არ მომხდარიყო. ცოტახანში ექთანი შემოვიდა და მთხოვა გავსულიყავი, ნახვის დრო დასრულებულიყო. კიდევ ერთხელ ვაკოცე მძინარეს და ოთახიდან გამოვედი. იქ, სადაც კოსტა არ იყო, თავს საშინლად ვგრძნობდი. დერეფანს მივუყვებოდი, ლადოს და ელენეს წინ გავჩერდი და კედელს მივეყრდენი- როგორ არის? - მაშინვე მკითხეს- საშინლად გამოიყურება, გეგონება ხორცსაკეპში დაამუშავესო - ჭერს მივაშტერდი ცოტახანში ექთანი ქალი გამოვიდა და ძალიან თბილი ხმით გვთხოვა სახლში წავსულიყავით, ყველაფერი კარგად არის და თქვენც ნორმალურად დაისვენეთო. მართალიც იყო, მეორე დღემდე არ შეგვიშვებდნენ - თქვენ წადით და მე დავრჩები - გადავულაპარაკე მათ- არა ნუცა, შენც წამოხვალ ჩვენთან ერთად, აზრი არ აქვს აქ ყოფნას, კარგად არის ორივე, დილით მოვიდეთ ისევ. ახლა შენც უნდა დაისვენო - ჩემს დარწმუნებას ცდილობდა ლადო

აღარ მქონდა კამათის და შეწინააღმდეგების თავი, მათთან ერთად წავედი, მაინც არავინ შემიშვებდა კოსტასთან ამიტომ ცოტა გამოძინება და ძალების აღდგენა ნამდვილად არ მაწყენდა. სახლში შესვლისთანავე გადავივლე წყალი და დავწექი, გვიან ღამით გამეღვიძა და სამზარეულოში შევედი. ლადო აივანზე იჯდა და ლუდს სვამდა, მასთან გავედი და ლუდის ბოთლი გამოვართვი

- კარგად იქნება, ხომ იცი არა? - თბილად გამიღიმა
- არ ვიცი, არაფერი აღარ ვიცი - თვალები დახუჭული მქონდა, მხოლოდ მისი სახე მედგა თვალწინ - იცი რას გავდა? ყველა წერტილი დაჟეჟილი და დალურჯებული აქვს
- ლაშა მაგასთან შედარებით ახალდაბადებულს ჰგავს, კოსტას მხრიდან დაურტყია მანქანას
- ამათმა დაარტყეს?
- არა, ვიღაც გამოვარდნილა და გვერდიდან დაურტყიათ, საჭესთან კოსტა იჯდა და ყველაზე მეტად ეგ დაზარალდა
- ღმერთო, რა იღბლიანია რომ არ მოკვდა, არ ვიცი რას ვიზამდი - გაოგნებულმა ჩავილაპარაკე და კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი სიცოცხლით გამოწვეულმა სიხარულმა როგორ დამიარა მთელს სხეულში
- იმდღეს რომ ილაპარაკეთ შერიგდით?
- ხო საქმეც მაგაშია, ვლაპარაკობდით და ხვალ რომ აღარ ვიყო რას იზამდიო მკითხა, სულ ეგ ფრაზა ჩამესმოდა თავში და კინაღამ გავგიჟდი
- მთავარია ახლა ყველაფერი კარგადაა და თქვენც შერიგდით, იცი ეს წლები რა საშინლად იყო? ხომ იცი რომ უყვარხარ - თავი ჩამოადო მხარზე
- ვიცი, რომ არ ვიცოდე არ ვიქნებოდი აქ.
- უნდა გაიზარდოთ, მორჩეთ ჩხუბს და ნორმალურად იცხოვროთ
- როგორც შენ და ელენე არა? - გამეცინა, ისინიც სულ ჩხუბობდნენ მაგრამ როცა გამოტყდნენ სიყვარულში, რადიკალურად შეეცვალათ დამოკიდებულება, ათასში ერთხელ თუ გავიგებდი ხოლმე მათ კინკლაობას
- თუნდაც, ვერ მოვუგრიხე ის პატარა რქები იმ ქალბატონს? - თავით ოთახისკენ მანიშნა და ორივეს გაგვეცინა
- სულელებო, როგორც კი ერთმანეთს პირველად შეხვდით, მაშინწვე გაგფაქტეთ - ენა გამოვუყავი და გამეცინა
- ანუ რა გინდა თქვა, რომ ერთი ნახვით შეყვარება იყო? - მასაც გაეცინა
- კი მაგრამ თქვენ ვერ მიხვდით, სანამ ელენეს ლამის სხვა არ შეუყვარდა - გამახსენდა როგორი გამწარებული იყო ლადო
- არ გამახსენო, კიდე კაი დროზე მოვიდა გონს თორე ახლა რომელიმე მის ღიპიან ძმაკაცს სუფრას გაუშლიდა კაი მიჩვეული დიასახლისივით - ისევ გაგვეცინა.

კიდევ ცოტახანი ვლაპარაკობდით, ლამის თავზე დაგვათენდა, ბოლოს ორივე დავიშალეთ და ოთახებში შევედით.
კოსტა ორი დღის შემდეგ შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა, ლაშა უკვე ტვინს ბურღავდა და ყოველ შესვლაზე გვეკითხებოდა ''როდის მწერენ?''
კოსტას პალატაში შევედი, წვეთოვანი და ჰაერის მილები აღარ ჰქონდა დამაგრებული, სილურჯეებიც უკვე იისფერში გადასდიოდა, ისევ ეძინა, ფრთხილად შევახე ტუჩები შუბლზე, ოდნავ გაიშრიალა და გამოეღვიძა.


- საჭმელი ბოლოს როდის ჭამე? მინიმუმ 5 კილო გაქვს დაკლებული - წარბაწევით შემათვალიერა
- მხოლოდ შენ შეგიძლია ასეთ დროს ჩემს წონაზე ისაუბრო - გამეღიმა და სკამზე ჩამოვჯექი
- ძალიან ინერვიულე არა? - მშვიდად საუბრობდა, ეტყობოდა რომ ჯერ კიდევ უჭირდა
- ჰო იმდენად, რომ ლამის შენს გვერდზე დამაწვინეს
- მიხარია, რომ ჩემზე ღელავ, რა ვქნა ეგოისტი ვარ
- ეგოისტი კი არა ჭკუასუსტი ხარ, ჩემი დაბრუნება უკეთესი გზებით ვერ მოიფიქრე და პირდაპირ მანქანას შეუხტი ხო? - გამეცინა
- გარისკვად კი ღირდა, ხომ ხედავ აქ ხარ - მასაც გაეცინა
- აქ ვარ და არსად წასვლას აღარ ვაპირებ, პირადად უნდა ვიზრუნო შენს დამორჩილებაზე
- თუ ჩემი დალეწვა და სიკვდილის პირას მისვლა იყო საჭირო შენს დასაბრუნებლად, მაშინ გარისკვად ღირდა - ისევ ბავშვურად გაიცინა
- უნდა შემპირდე რაღაცას - წარბი ავუწიე
- შენ მხოლოდ მიბრძანე - ეტყობოდა, რომ საუბრის ხალისი დაბრუნებოდა
- ნორმალურად მოიქცევი და გულს აღარ გამიხეთქავ, იცი მაინც რომ გული გაგიჩერდა? რომ დამეკარგე მითუმეტეს ახლა, თავს მოვიკლავდი - სევდიანად ჩავილაპარაკე და ხელი მოვუჭირე
- კარგი რა, ხომ გადავრჩი? ასე მარტივად ვერ მომიშორებ მეთქი თავიდან ხომ გითხარი არა?
- ვაი რომ არ მინდა შენი თავიდან მოშორება
- ნუცა - ჩაილაპარაკა და თავი ოდნავ გადახარა, როგორც იცოდა ხოლმე
- რაიყო?
- იცი მაინც როგორ მიყვარხარ? - ზედმეტად მზრუნველი ხმა ჰქონდა, სიყვარულით გაჯერებული. თავი ვეღარ შევიკავე და თვალები ამიწყლიანდა, ტირილი არ მინდოდა და შესაკავებლად თავი ზემოთ ავწიე - ოდესმე თუ ჩემს გამო იტირებ, მინდა რომ ეს ბედნიერების ცრემლები იყოს, ახლა მაკოცე რომ ტკივილმა გამიაროს - გაეცინა და ტუჩები ოდნავ გამობზიკა, მეც გამეცინა და თავი გავაქნიე. მისკენ მივიწიე და ტუჩებზე ოდნავ შევეხე, არ მინდოდა რამე მეტკინა. უცბად ვიგრძენი როგორ მომკიდა ერთი ხელი ლოყაზე, მეორე კი თმებში და უფრო მომთხოვნად მაკოცა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ნაზი და რბილი ტუჩები ჰქონდა. ისევ ამომიტრიალდა ყველაფერი და ცუდი მოგონებებიც უმალვე გაქრა. ახლა კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. აღარ მიგრძნობდა გული ცუდს, აღარ მეშინოდა არაფრის და რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის, აუცილებლად ვიბრძოლებდი ჩვენი სიყვარულისთვის. ყოველთვის მისგან გასაქცევ გზებს ვეძებდი და ბოლოს მაინც მასთან დავბრუნდი. ის უხილავი ძაფები არასდროს გამწყდარა, ყოველთვის გვაკავშირებდა სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. როცა მეგონა, რომ საბოლოოდ მოვიშორე მასზე ფიქრი, მაშინ აღმოვაჩინე, რომ ხელახლა შემიყვარდა ან იქნებ სულ მიყვარდა? ნამდვილად სულ მიყვარდა. რა ვქნა?! ბავშვობიდან დაწყებული ეს გრძნობა უფრო ღრმავდებოდა. მისგან გასაქცევი გზა აღარ მქონდა, ბოლოს და ბოლოს აღმოვაჩინეთ ჩვენი თავები ერთად და არა ცალ-ცალკე.
''მიყვარხარ კოსტა''
''მიყ-ვარ-ხარ''


3 წლის შემდეგ.


აივანზე ვზივარ, ლეპტოპი მიდევს მაგიდაზე და თბილისს გადავყურებ, კოსტას მშვიდი ძილით სძინავს, ჯერ კიდევ არ ამობრწყინებულა მზე, ვგიჟდები იცით რა ლამაზია ჩვენი სახლიდან მზის ამოსვლა? The Ronettes - be my baby - ს ვუსმენ, ვწერ და სიგარეტს ვეწევი. სათაურზე ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე, ალბათ ბოლოს, როდესაც მოვრჩები გონება გამეხსნება და შესაბამისს სათაურსაც მოვიფიქრებ.


- ნუცა რას აკეთებ ამ დილაადრიან მანდ? არ გცივა მაინც? - უკნიდან მეხვევა კოსტა და კისერში მკოცნის, როგორც ჩანს გავაღვიძე.
- ჩვენზე ვწერ - ვტრიალდები და ვკოცნი, თმები სასაცილოდ აჩეჩილი აქვს და მოჭუტული თვალებით მიყურებს
- რა აიჩემე, ნორმალურად მაინც დამხატე მაგ ამბავში კაი? - ბავშვივით მიცინის და სიგარეტს უკიდებს, თან ხედს გაჰყურებს
- ვეცდები შენი გრეხები დავმალო - ენას ვუყოფ - მაგრამ სახელი ვერ მოვიფიქრე - ტუჩებს პროვოკაციულად ვბრეც და ხელს შუბლზე ვიდებ, მერე თითქოს გონება მინათდება და მეცინება. კოსტას ვუყურებ და გაკვირვებული მიმზერს
- რაიყო მოიფიქრე? - მეკითხება და ეცინება
- მოვიფიქრე - მეც მეღიმება, უზომოდ კმაყოფილი ვარ
- რა აბა? - აშკარად აინტერესებს, ჰაჰ მელოდოს
- არ გეტყვი - თავს ვაქნევ
- რატო ტო? არ მაქვს უფლება ვიცოდე? - ეცინება და თან ბრაზობს
- როცა დავასრულებ გეტყვი, ახლა წადი დაიძინე - მეცინება და კლავიატურაზე ვაწკაპუნებ თითებს
''ქრონიკულად ჩემში '' - ავკრიფე ტექსტი და კმაყოფილი ვუმზერ.
- წავედით რა - ხელი აიქნია და სიგარეტი საფერფლეზე ჩასრისა - უნდა ავინაზღაურო რაც წუხელ დამაკლდა - თითს მიქნევს და მაჯას მიჭერს, ნელ-ნელა მისკენ მწევს და მეც სიცილით ვდგები მასთან ერთად. მერე ოთახში შევდივართ და ფარდას ვუშვებ. აივანზე ისევ ისმის მუსიკის სასიამოვნო ჰანგები და ნიავი ფარდას აშრიალებს.


'''ll make you happy, baby, just wait and see
For every kiss you give me I'll give you three
Oh, since the day I saw you
I have been waiting for you
You know I will adore you 'til eternity
So won't you, please, be my, be my baby''

_________________

ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობდით. <3
არ ვიცი, არის ეს თუ არა ის, რაც მინდოდა ყოფილიყო მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, კმაყოფილი ვარ. რატომღაც სულ ისეთი ენთუზიაზმით ვიწყებ და ბოლოს მუზა ხელს მიქნევს და აზრებს ძლივს ვუყრი ხოლმე თავს. <3
67 გვერდი და 22302 სიტყვა გამოვიდა, ისიამოვნეთ <3
ჰო, გულწრფელ შეფასებასაც მოვისმენდი <3.



№1  offline წევრი კირა

ძალიან კარგი იყო ნამდვილად და ველოდებოდი ამ ისტორიის ახალ თა ებს:)

 


№2  offline წევრი Notyourbabe

გამიხარდა რომ დაასრულე <3
ველოდებოდი ახალ თავებს და სრულად რომ ატვირთე ძალიან გამიხარდა.
საინტერესო და ემოციური ისტორია იყო.
შემიყვარდა ყველა პერსონაჟი <3

 


№3 სტუმარი kati

Zalian kargi iyo...

 


№4  offline წევრი Maia G.

გელოდებოდი და გამახარე სრულად რომ ატვირთე,ძალიან მომეწონა❤❤

 


რა კარგი იყო სიყვარულით ავივსე ისეთუ გულჩვილივარ ნუცასთვის მიყენებულ ტკივილზე მეტირებოდა

 


№6 სტუმარი სტუმარი Xatuna

Magari ikoo. Zalian visiamovne.

 


№7  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო♥♥♥ძალიან მომეწონა.ერთ ერთი კარგი ისტორია იყო♥♥♥

 


№8 სტუმარი ტატუკა20

ძალიან კარგი იყო.ვისიამოვნე მართლაც ამ ისტორიით.

 


№9  offline წევრი Natta

შენ ხარ სასწაული, საოცრება! heart_eyes ძალიან ძალიან დიდი მადლობა, მადლობა იმისათვის, რომ ასეთი საინტერესო ისტორია გვაჩუქე, მადლობა რომ ხარ! რომ წერ! heart_eyes წარმატებებს გისურვებ heart_eyes

 


№10  offline წევრი ნორმი

ძალიან ძალიან მაგარი იყო..
მე პირადად ვერცერთხელ ვერ გამართლე ნუცა..თვითონ თამაშობდა ორმაგ თამაშს და რაც დაემართა ამაზე გული არ ტკენოდა.არ დაეწყო თამაში და არც ამდენი გადახდებოდა..
არ გეგონოს ბექას და კოსტას ვამართლებდე.ორივე დამნაშავეა..მგრამ ყველაზე დიდი დამნაშჺავე მაინც ნუცააა.რომელსაც ყოველთვის მართალი ეგონა თავი.ფიქრობდე და აზრად გაივლო ნამდვილად არ ნიშნავს იმას რ9მ დანაშაულს ხვდები..არ გაჯიუტებულიყო და აარც დაიტანჯებოდა...რცაც შეგეხება შენ ძალიან მაგრად წერ და სულ უნდა წეროოოო!!!წარმატებები!!!
--------------------
მორფეოსი

 


№11 სტუმარი სტუმარი Keti

მოკლედ...
ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი ვარ და მართლა დიდი ხანია, რაც მსგავსი შეგრძნება არ გამჩენია ამ საიტზე.
წერის სტილი,
ემოციების აღწერა,
რეალური სიტუაცები,
ეს ყველაფერი იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაც წავიკითხე ბოლომდე.
ასე გააგრძელე <3

 


№12 სტუმარი სტუმარი Marry

უძრავი ისტორია:
მე მქვია მერი, მე ვარ ავსტრიელი, მე მინდა ვუთხრა მსოფლიოს, როგორ მივიღე დახმარება ამ შესანიშნავი ჯადოქრობის კატასტროფისგან, რომელმაც დამირეკა, რომ ჩემი ქმარი და ჩემი ჯადოქრები დამიბრუნონ ჩემს ოფისში დააწინაურეთ, დღეს კი ბედნიერი ვარ ჩემი მეუღლე და ჩემი ცხოვრება მშვენიერია, ჩემი ქმარი 11 წლისაა და სხვა ქალთან ერთად იყო, სანამ მე მარტოობა მეტანებოდა, რა მტკივნეულია. დღეს მე ვარ საკუთარი კომპანიის მენეჯერი და ჩემი ყოფილი ქმარი მომიბრუნდა ჩემთან და მთხოვდა პატიება მიეცა მისთვის Dr.Sango- სთვის, მისი საკონტაქტო ინფორმაცია ინტერნეტით მივიღე სხვა ქალისაგან, რომელმაც ასევე გაიზიარა მისი ჩვენება. ვაპირებ გავაზიარო ინტერნეტში ჩემი კარგი ნამუშევარი, რომ რადიოს ისტორია ვუთხრა, ასე რომ, ახლა ამას ვაკეთებ. მან ეს მიიტანა ჩემს ქმარზე, რომელიც 11 წლის განმავლობაში დატოვა 24 საათზე ნაკლებ დროში, ის 100% რეალური და პატიოსანია. ასე რომ, თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე სახის დახმარება სჭირდება, მე მჯერა და ვიცი, რომ Dr.Sango დაგეხმარებათ გადაჭრით 100% -ით და ისევ ჩემნაირი ბედნიერი იყავით. [email protected]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent