ნერვოზი თუ ნევროზი?(თავი 4)
რო გამოფხიზლდა მაშინვე გაახსენდა ბოლოს რაც მოხდა და ისე წამოფრინდა თითქოს წამის წინ გულწასული არ იყო -შვილიოოოოოო? მამაო? შვილიო...შვილი...მამა...ჰაააა?-აქეთ-იქით დადიოდა და ცოფებს ყრიდა. ნინი და ქეთა კი ისხდნენ და უყურებდნენ გაავებულ დაქალს -გაჩერდები თუუუ გაგთიშოთ ისევ? -შვილი ყავს? -წამოდი და აგვიხსნის თვითონ -იქაა? არ წასულა კიდე? -არა! ჯარჯიც იქააა -ის ფეხებიც? -რა ფეხები? -ოოოო, ის ქალი რა. ემილი თუ ვინცაა -კიი და ბავშვიც იქაა. წამოდი-ძლივს გაათრიეს ლიკა ოთახიდან. კვლავ მაგიდასთან იჯდნენ. უხერხული სიჩუმე იყო. ის იყო განეიტრალება უნდა ეცადა ნინის ლიკამ რო ვეღარ მოითმინა და გაუაზრებლად წამოიყვირა -ვაიმეე! დადიანო მითხარი რო ეს შენი ცოლი არაა და დაოჯახებული კაცი არ დამევასე თორე გავაფრენ!- ყველა გაშტერებული უყურებდა. ემილი სახეზე გადაწითლდა ვაჩე კი სიცილში იგუდებოდა, ვერ მოსულიერდა -არა ძაან მაინტერესებს ემი მართლა ჩემი ცოლი რო ყოფილიყო ამ ქცევას რანაირად აუხსნიდი ლიკუნ-სიცილს აგრძელებდა ლიკა კიდე მოსმენილის გააზრებას ცდილობდა -ანუუუ -ანუ ღმერთმა დამიფარა ამის ცოლი რომ არ ვარ-ემილიმ თქვა ქართულად -მოკლედ ემილი ჩემი მეგობარი რომელსაც 5 წელია ვიცნობ, ეს პატარა მისი შვილია, რომელიც ჩემს თვალწინ დაიბადა სხვათაშორის და საქართველოში უნდა მოვნათლო პატარა ლუკასი -მეგობარი....ნათლული....აააანნნუუუუუ -ანუუუ ტყუილად წაგივიდა პატარავ გული -პაპა...პატა...-ენა დაება ლიკუნას და ვაჩე ამით ხალისობდა -პატარავ -პატარავ?-გაიმეორა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. ბოლოს ჩუმად იჯდა და ცდილობდა ვაჩეს დაჟინებული მზერა აერიდებინა. სიჩუმე ჯარჯის ტელეფონის ხმამ დაარღვია, ნინიმ მაშინვე მოკრა ილიას ფოტოს თვალი და ისე დააფრინდა ტელეფონს ჯარჯი აზრზე ვერ მოვიდა. როგორც კი უპასუხა მაშინვე დაიწყო ილიამ ლაპარაკი -ძმობას გაფიცებ სად ხარ? რო შემტენე ის გოგო მე გუშინ და დატყდი რა წესია? არ იცოდე მაინც რო აღარ მენაშება ვაბშე -ოჰჰ...ბატონო ილია. უკვე გახდი იპოტენტი და მაგიტო აღარ "გენაშება?"-ირონიულად გაიჟღერა ნინის ხმამ.ნიკოლოზმა თვალები ჭყიტა და უცებ ააცალა ტელეფონი -რას აკეთებ შენ მანდ? ჯარჯის ტელეფონთან რა გინდა? სად ხართ -მე ვარ შე*ემა რა იყო რადღეში ხარ- უკვე მოშორებით იდგა და ისე უთხრა -სად აგდიხარ მთელი დღეა? -ქეთასთან ვარ -მოიცა რააა? -ხო რა -ის ხდება რაც მე მგონია თუ რა პონტია ეე? -რაღაც მსგავსი -ანუ ნინიაც მაგიტოა მანდ -აუ ნინია კიარა მაგარი დაგენძრა შენს ძმობას ვფიცავარ. ეს რა გოგოს გადაეკიდე?-სიცილით უთხრა ილიას და მაშინვე გამოიწვია მისი განრაზებაც -რა გოგოს გადავეკიდე? რას ერჩი. შენ შენს კიტრს მიხედე რააა -შენ ჩემს კიტრს ნუ ეხები ვაბშე და მართლა გეუბნები. დღეს ისეთები მითხრა დილით პირი ღია დამრჩა -არ პირებ წამოსვლას? -ცოტახანს კიდევ დავრჩები...ისეე მოდი არ გინდა? -სად ქეთასთან? -ხოოო, არ გინდა შენი ნინიას ნახვაა? -ჩემი ნინიას-დაჰიპნოზებულმა ამოილუღლუღა -რა უცებ დადებილდი ხედავ? -დადებილებას გაჩვენებ მე შენ მაცადე მოვიდე -ანუ მოდიხარ -კი მოვალ. მომწერე მისამართი-ჯარჯიმ მისამართი მიწერა და ადგილზე დაბრუნდა. ნინია ლუკასს ეთამაშებოდა და რაღაცეებს ეკითხებოდა ნაცნობი ხმა რო მიწვდა ყურთა სმენას. უკან გახედვა არ უნდოდა, იცოდა ვინც დახვდებოდა და ფიქრობდა როგორ გამქრალიყო იქიდან. თუმცა არა. შებრუნდა და ვითომც არაფერი ისე კითხა -ოჰჰჰ, იმპოტენტი მოსულა... -რაღაც წრიპინებს...რისი ხმაა ქეთა?-ისე იკითხა ნინისთვის არც გაუხედავს, მაგრამ მოუწია ისე შეფრინდა ნინი ზურგზე და ყვირლი დაიწყო. ფეხები მჭიდროდ ჰქონდა ილიას წელზე მოხვეული და ხელები მხრებზე -ააააა, ობობაააა! ობობააა. ობობააა....მიშველეეეთ....ილიაააა უთხარი რამეე...ობობააა, მიშველეე, არ დამსვა რაა...ობობააააააა-ყვიროდა და ისეთი სახე ჰქონდა ნებისმიერი დაიჯერებდა მაგრამ სინამდვილეში. ხო აი სინამდვილეში იტყუებოდა ქაჯანა ნინია. მართლა ეშინოდა ობობების მაგრამ საიდან გაჩნდებოდა ქეთას ეზოში ობობა ასე მარტივად? უბრალოდ უნდოდა ასე მოქცეულიყო. უნდოდა შეხებოდა იმ მხრებზე. მისი თმები უნდოდა ეგრძნო მის თითებში. მისი სურნელის შეგრძნება უნდოდა. გქონიათ ასეთი მომენტი? როცა გინდა რომ შეეხო და ამის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი? კარგი მსახიობი იყო ნინი და დააჯერა კიდეც საზოგადოებას ობობის არსებობა -სადაა გოგო ობობა?-ხელი მოხვია ნინის და უკან გახტა -არ მითხრა რო შენც გეშინია -მეშინია რომელია? ფობია მაქ ობობების....აუუ ნინია ახლა შენს გამო მე რო მომახტეს შენ წამიყვან საავადმყოფოში იცოდე -აუუუუ რა უბედურებააა, გვიყურეთ ახლა მასე. მოძებნეთ ობობა და მოკალით-ერთმანეთზე მიხუტებულები იდგნენ და გაოცებულ და აფხუკუნებულ მეგობრებს უმზერდნენ. რამდენიმე წამში რო "გაიაზრეს" რა მდგომარეობაში იდგნენ ერთდროულად მოშორდნენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა რომ არცერცთ სურდა ეს. ისხდნენ და მხიარულობდნენ. უყურებდნენ ერთმანეთს და ბედნიერდებოდნენ. რაა იმაზე სასიამოვნო იჯდე უყურებდე შენს ადამიანებს როგორი ბედნიერები არიან. იხსენებდე ერთად გატარებულ წლებს, ქმნიდე ახალ მოგონებებს.... გაბადრული უყურებდა ქეთა თავის ოჯახს და ბედნიერი იყო იმ წამს იქ ყოფნით. ბედნიერი იყო ყველას ბედნიერებით. უხერხული სიჩუმე ჭიშკრის ხმამ დაარღვია. დაუკითხავად გაიღო ჭიშკარი და ისევ ის პორშეს ჯიპი რომ გამოჩნდა ქეთამ წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა -მითხარი რომ შენი ხრიკები არაა-ნიკოლოზს გადაულაპარაკა -ჩემი ხრიკები? -შენ არ მიგზავნიდი ამ ჯიპს ესეიგი -ვიღაც ჯიპს გიგზავნის? გჩუქნის? ვინ ქეთა? -რო ვიცოდე შენ გგკითხავდი?-მანქანისკენ წავიდა და ისევ კურიერი რომ დახვდა საშინლად გაბრაზდა -მაპატიეთ ქალბატონო ქეთევან მაგრამ ასე მოითხოვეს! უკან თუ დააბრუნებთ მე დამმართებენ რამეს და ძალიან გთხოვთ ნუ გამრევთ..... -ისევ ბექა? -დიახ, ისევ ბექა. დაა მხოლოდ ეს ჯიპი არ არის-მანქანიდან დიდი ვიკტორია სეკრეტის ყუთი გადმოიღო და ძირს დადო -ნახვამდის ქალბატონო-რამდენიმე წუთი გაშტერებული იყურებოდა.ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა. უცხო ნომრისგან მესიჯი იყო მოსული. როგორც კი წაიკითხა ავტორის ვინაობაც გაიაზრა -"იმედია ამჯერად უკან არ დააბრუნებ. შენთვის მხოლოდ კარგი მემეტება. სიყვარულით დაკარგული ძამიკო"-წონასწორობა დაერღვა და ჯარჯის მიეყრდნო. შეუძლებელი იყო. ძმა ვერ ეყოლებოდა. როგორ ამოყო თავი მშობლებთან ვერ გაიაზრა. ჯარჯი მიყვებოდა უკან კარებთან მისულმა რომ გააჩერა -ნუ გამომყცები. ახლა შენთან ყოფნის დრო არ არის და არც შენი ადგილია ამ სიტუაციაში ამ სახლში. წადი მეთქი რას მიყურებ?-ეს უთხრა და მაშინვე შიგნით შევიდა. მშობლები სამზარეულოში იყვნენ, თავზე რომ დაადგა და მათი გაოცებაც გამოიწვია -დეე....რატო არ დამირეკე თუ მოდიოდი? გაგიმზადე;ბდი რამეს -უცებ გადავწყვიტე მოსვლა, საქმე მაქვს თქვენთან -მშვიდობაა შვილო?-უფროსი წერეთელი ჩაეკითხა და ქეთამაც მისაღებისკენ გაიყოლა. მშობლების წინ დაჯდა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იკითხა -ვინ არის ბექა წერეთელი?-არ გამორჩენია მშობლების გაფითრება და უცნაური მზერა რომლითაც ერთმანეთს გადახედეს. ნეტომ გაიღიმა და ისე კითხა -ვინ არის შვილო? ვინმე გაიცანი? -მე თქვენ გეკითხებით და ძალიან გთხოვთ ნუ დამიმალვთ-ღრმად ჩაისუნთქა და ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები ხმამაღლა-ის....ჩემი....ჩემი ძმაა დედა? -....ხო შვილო....... შენი ძმაა....ტყუპისცალი ძმა -რას ნიშნავს ტყუპისცალი ძმა? -რას და....-ლაპარაკი უჭირდა ნეტოს, თუმცა ზურამ არ აცადა ცოლს და ერთ ამოსუნთქვაში მოუყვა ყველაფერი -როცა დაიბადეთ ტყუპები იყავით. მაშინ საშინელი პერიოდი იყო ხომ გესმის? გვითხრეს რომ მეორე ვერ გადარჩა, სინამდვილეში კი ვიღაცას უყიდია. ამის შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე. ძებნდა დავიწყე მისი თუმცა ვერაფერს გავხდი. ვიცოდი რომ ცოცხალი იყო და ეს მახარებდა. ახლაც ვგრძელებ მის ძებნას და -ძებნა საჭირო არ არის -რას ნიშნავს? -თვითონ მიპოვა -გიპოვა -ხო მიპოვა, საჩუქრები გამომიგზავნა. იმდენად ძვირადღირებული რომ არამგონია რაიმე ფინანსური პრობლემა გააჩნდეს -შეხვდი? -ჯერ არა -რომ ნახავ ჩვენც ხომ შეგვახვედრებ შვილო? -ვიფიქრებ- უკვე წასვლას აპირებდა რომ მობრუნდა და დედას ჩაეხუტა. არ შეეძლო მისი ასეთი ცრემლიანი თვალების ყურება. ვერ გაუძლებდა რომ ნაწყენი ყოფილიყო. სახლში მივიდა. უკვე მარტო იყო. ბნელდებოდა. მოღრუბრული იყო და აშკარად წვიმას აპირებდა. ფანჯარასთან იჯდა და ფიქრობდა.არ იცის რამდენ ხანს იჯდა ასე, არ იცის რამდენი საათი გავიდა. თბილი ხელის შეხებამ მოიყვანა გონს და მალევე იგრძნო მაშოს თითები კისერზე -დედიკომ მითხლა ნათლია მოწყენილიაო და წავიდეთ გავახიალულოთო, ლატო ხარ ქეთო მოწყენილი? -ჩემი გოგო მოსულაა,შენ რო დაგინახე გამოვკეთდი მაშუკა-ლოყები დაუკოცნა პატარას და ტასოს გახედა -ალექსი არ გახლავთ? -არა, საქმე ჰქონდა როგორც ყოველთვის. ნინიმ მომიყვა რაც მოხდა, კრგად ხარ?-როგორც კი სამზარეულოში გავიდნენ მაშინვე ჰკითხა -ვარ რა...უბრალოდ ტვინი მაქვს არეული. კაია რო მოხვედით -ვეღარ გავძელი სახლში და წამოვედი. -აუ მიდი გოგოებსაც დაურეკე მოვიდნენ რაა...ცოტა ყურადღება გადამაგანინეთ. -1 საათში ყველანი ქეთასთან ისხდნენ და არაყის თანხლებით ჭორაობდნენ. მაშოს უკვე ეძინა. რო გაიგეს ნინიმ ობობას შესახებ მოიტყუა კიდევ ერთხელ შერაცხეს გიჟად. -არა ეგ რანაირად მოფიქრე ვაბშე რაა -ვიამე, უარესი რო არ მოფიქრა მადლობა უნდა ვთქვათ -აუ რა ობობა ხალხო, ორი ბიჭი მიზის მუცელში და სახელები მაქვს მოსაფიქრებელი -დანიელი და დამიანე -ჯიმშერი და ჯუანშერი-ნინიმ წამოიძახა და გამოიწვია კიდეც სიცილის ახალი ტალღა -ანანო და ნენე -რა ანანო და ნენე ლიკა ბიჭები არიან -დიდი მაბავი, დაარღვევენ სტერეოტიპებს. ბიჭის და გოგოს სახელი რამ გაყო. გენდერული თანასწორობა ძვირფასო -ვერაა ეს კარგად -დაალენჩა ვაჩემ და მე შენ გეტყვი ვერ იქნება ჭკუაზე -რამე არაორდინალური სახელები მინდა -ჯემალი და ჯუმბერი -ოოოო არაა -გითხარი მე შენ ანანო და ნენეთქო და არ გინდა დაა, იყავი ეხლა მასე.-თქვა ლიკამ და კიდევ ერთი ჭიქა ჩაცალა. -ვაიი დედიკოო, მემგონი ვტრიალებ -მოკლედ დავფიქრდი დაა -ოპააა, დიწყო ამან -მიდი ქეთუს გამოუშვი აზრები -არ ვთხოვდები მე -ახალი ამბავი -ვერ გავუძლებ მე ვინმესთან ერთად ცხოვრებას და მითუმეტეს ვინმესთვის საწოლის გაყოფას -აეუფ....დაგვრჩა შინაბერა ეს გოგო -რო მოგიტაცონ? -იქეთ არ მოვიტაცო რაააა -მოტაცება, მოვიტაცო....ეგაააა!- თითქოს ლამპა აენთო ლიკას თავს ზემოთ და წამოხტა-ვაჩე უნდ ამოვიტაცო -ბოდავს? -სულ წავიდა ხელიდან -ჰე ეხლა მეხმარებით თუ არა? -სანამ მთვრალები ვართ დავეხმაროთ. რო გამოვფხიზლდებით მერე ვერ გავბედავთ-ნინიმ თქვა -აუუ ტასო წამო რააა, ძაააააან ვიღადავებთ-მთვრალი თვალებით შეხედა ქეთამ და ისიც დათანხმდა. ღობეზე "შეუმჩნევლად" და "უხმაუროდ" გადაძვრნენ. გაუმართლათ და ვაჩე ეზოში იყო, აუზთან ჩამომჯდარი და ცას უყურებდა. ლიკა მიეპარა და თვალებზე ააფარა ხელი -აბა ვინ ვაარ? -ლიკა? -ყოჩაღ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ახლა ჩუმად იყავი და არ შეგეშინდეს კარგი? -რას აპი-სიტყვის დამთავრება ვეღარ მოასწრო ცხვირზე რომ ააფარეს ნაჭერი და მალევე გაითიშა. ძლივს ძლივობით ჩაათრიეს ქეთას ხის სახლამდე რომელიც ბუნებაში იყო სახლისგან მოშორებით. ბალიშები მიიტანეს დააწყვეს და ზედ დააწვინეს. ხელები თოკით შეუკრეს და მაგიდაზე მიაბეს. ყველანი წავიდნენ მხოლოდ ლიკა დარჩა. წყალი შეასხა და გამოფხიზლდ კიდეც ვაჩე. ვერაფერს ხედავდა თვალის სახვევის დამსახურებით. ყვიროდა იგინებოდა, იმუქრებოდა. ლიკა კიდე ცდილობდა ხმამაღლა არ გაცინებოდა. უკან დაუდგა და სახვევი მოხსნა. ხელები სახეზე ჩამოუსვა და მიხვდა კიდეც ვაჩე მის ვინაობას -რას აკეთებ? ლიკა. რას აკეთებ? -მოგიტაცე -რაქენი? -მო გი ტა ცე -რას ნიშნავს მომიტაცე- ნერვიუვლად გაეცინა და მწვანე თვალები შეანათა მთვრალ ლიკას რომელსაც ვაჩეს მზერა უფრო ათრობდა. მივიდა მუხლებში დაუჯდა და ხელები კისერზე მოხვია -რას და დღეიდან ჩემი ხარ დადიანო, მარტო ჩემი-თითი გულზე დაკრა და მზერა გაუსწორა. ბოლოს ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ისე აკოცა როგორც აქამდე ოცნებობდა -ხელები გამიხსენი-კოცნის დროს ამოთქვა ვაჩემ, მაგრამ ლიკამ თავი უარყოფის ნიშნად გააქნია. პერანგის ღილების გახსნა დაიწყო და ვაჩე უფრო გავიჟდა, ლიკა ტუჩებს კისრიდან არ აშორებდა. პერანგი ბოლომდე გახსნა და ხელი მუცელზე ჩამოუცურა -ლიკა ხელები გამიხსენი -ა რ ა- უთხრა და ისევ დაეწაფა მის ტუჩებს. ქამარი გაუხსნა და ისევ აწვალებდა საწყალ ბიჭს. თვითონაც ხო წვალობდა თავის შეკავება რომ უწევდა მაგრამ მაინც სიამოვნებას იღებდა ვაჩეს წამებით -ლიკა ხელები გამიხსენი თორე შენი აღარ ვიქნები იცოდე -ანუ ჩემი ხარ -გამიხსენი და ვნახოთ ვინ ვისია -რომ არ გაგიხსნა? -გაგიბრაზდები - და რომ გაგიხსნა -მაგას ნახავ-მაცდურად ჟღერდა ვაჩეს სიტყვები. ლიკამაც ვეღარ მოითმინა და გაუხსნა თუ არა ხელები მაშინვე აიკრა ვაჩემ სხეულზე და ტუჩებზე წაეტანა. ხელებს მის სხეულზე დაატარებდა ნელნელა სამოსიც შორდებოდა სხეულებს. წვიმიანი ღამე იყო. ზოგისთვის მშვიდი, ზოგისთვის გიჟური, ზოგისთვის ვნებიანი. ყველასთვის რაღაც მოხდა იმ ღამით. ყველამ რაღაც ახალი შეიძინა. ან პირიქით. ნინი სახლში რომ შევიდა, პირდაპირ საძინებლისკენ აპირებდა წასვლას სამზარეულოში შუქს რომ მოკრა თვალი. იქვე დადებული ფუმფულებიანი ლამპა აიღო და იქით წავიდა. მაცივრის კარი ღია იყო და ის იყო უნდა მიეხურა იქიდან თავი ილიამ რომ ამოყო და ნინიმ ყვირილიც არ დააყოვნა -რას აკეთებ აქ? კინაღამ მოგკალი -ფუმფულა ლამპით ნინია?-ლამპას შეხედა და გაეცინა -რა გინდა აქ? ან როგორ შემოხვედი საერთოდ? -მარტივად, აივნიდან -მეღადავები? -აივნებზე ცოცვის ექსპერტი რო ვარ დაგავიწყდა? -გვერდით ბინაში არავინ ცხოვრობს -უკვე ცხოვრობს -ვინ? -მე -რა? -ხოო, შენი მეზობელი ვარ.საჭმელი არ მქონდა სახლში, მაღაზიაში ჩასვლა შემეზარა და შემოგიარე -არ გინდა რო წახვიდე? -არაა -ჰა? -რა ჰა არათქო -ილია წადი რა -დაღლილი ხარ? -კი, შენ დამღალე -მე როგორ დაგღალე -ვერ მიხვდები. უბრალოდ წადი -რომ დავრჩე -წადიიიი-ოდნავ ხმამაღლა უთხრა და საძინებლისკენ წავიდა. გაიგო კიდეც კარის ხმა და მშვიდად გამოიცვალა. დაძინებამდე ისევ ილიაზე ფიქრებმა შემოუტია. მისი თვალები ედგა თვალწინ და სიზმარშიც არ მოასვენა ბატონმა.აი როგორ ღლიდა ილია ნინიას. მასზე ფიქრები ღლიდა. არ ასვენებდა...გამუდმებით ტვინში უძვრებოდა და აურზაურს ქმნიდა. დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა.ლიკა ყველას ქეთასთან უხმობდა. ალბათ გაინტერესებთ ლიკას დილა როგორ დაიწყო ხო? რო გაეღვიძა და ვაჩეს ხელი იგრძნო შიშველ წელზე მოხვეული ლამის გული წაუვიდა. ნელნელა გაახსენდა ყველაფერი რაც სიმთვრალეში გააკეთა და თავში დაირტყა ხელი. მაგრამ მერე განვლილი ღამის კადრები ამოუტივტივდა გონებაში და ვერ ხვდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. წამოდგომა დააპირა ვაჩემ რომ დაიჭირა და ზევიდან მოექცა. -სად მიიპარები? -მე...მე... -შენნნ -მეე, წაყალი მომინდა და -ტყუილად გინდა, არ გაგიშვებ -რას ნიშნავს არ გამიშვებ -იმას რომ არ გაგიშვებ. აქ რჩები დღეს -სად ვართ იცი საერთოდ? -ქეთას ხის სახლში -და...გუშიინნ -არ მითხრა რომ არ გახსოვს-სახე მისი კისრიდან აწია და დაბნეულ თვალებში შეხედა -არა მახსოვს...რათქმაუნდა მახსოვს მაგრამ........ -უფრო ზუსტად გინდა გახსენება-თვალებში ჭინკები უხტოდა ვაჩეს და ისე წაეტანა ტუჩებზე გოგოს ამოსუნთქვა არ აცადა. კოცნით გაუყვა გზას მუცლისკენ და მთავარ მოქმედებაზეც გადავიდოდა ალბათ ლიკას ტელეფონს რომ არ დაერეკა, მანაც მაშინვე უპასუხა -გისმენ ქეთ -"ისევ იქ ხართ?"-ჩურჩულით კითხა -ხო აბა სხვაგან სად -"მშვიდობა გაქვთ"? -დაახლოებით -"ანუ ხელი შეგიშალეთ" -ხო -"უუუპსტ, ბოდიშით.....იმედია მალე მოხვალთ. საუზმეს გავამზადებ. გოგოებსაც დავუძახებ" -კაი მოვალთ მალე-ტელეფონი გათიშა და გადადო -აუცილებალდ უნდა გეპასუხა? -არ უნდა მეპასუხა? -თავი დაიძვრინე.....გუშინ უფრო თამამი იყავი...დღეს დაგეწყო კომპლექსები პატარავ? -დამცინი? -არა -აბა რანაირად მელაპარაკები? -რანაირად გელაპარაკები? -რაღაცნაირად -მაშინ საერთოდ არ ვილაპარაკებ-კიდევ ერთხელ აკოცა და ამჯერად აყვა კიდეც ლიკუნა. ისევ გათამამდა და ამჯერად თვითონ მოექცა ზემოდან დილის "პროცედურების" შემდეგ მივიდნენ ქეთასთან და ღაწვებ აწეითებულები დაჯდნენ ეზოში მაგიდასთან. ყველა მათ უყურებდა და იღიმოდა ისინი კი ვითომც არაფერი ისე მიირთმევდნენ ხილს. ლიკა ნერვიუვლად აქანებდა ფეხს, ბოლოს ვაჩემ დაადო ხელი და ჩაილაპარაკა -ნერვოზა -ნევროზი ქვია მაგას -ნერვოზი -ნევროზი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.