ჯაშუში.(თავი 3)
დათა თავის ძმასთან საუბრის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს დარჩა დარბაზში. მერე გარემო მოათვალიერა და ლიფტის ღილაკს მიაჭირა ხელი უცნობ მამაკაცთან ერთად. ლიფტში გაუჩინარდა თუ არა სწრაფად გავიქეცი მეც კიბეებისკენ. ვჩქარობდი, როგორც შემეძლო და თან ლიფტს არ ვაშორებდი თვალს,რომ არ გამომპარვოდა, რომელ სართულზე გაჩერდებოდნენ. მეექვსე სართულზე შეჩერდნენ. მეც დაველოდე, როდის გამოვიდოდნენ და წინ წავიდოდნენ. ბოლო ინციდენტის გამო ძალიან ვფრთხილობდი. აღარ მინდოდა ვინმეს გამოვეჭირე. ერთ-ერთ ოთახთან გაჩერდნენ,დერეფანი მოათვალიერეს და წამში გაუჩინარდნენ შიგნით. მეც ნელი მოძრაობით წავიწიე წინ და უკვე ოთახთან უნდა მივსულიყავი ვიღაცამ პირზე მთელი ძალით, რომ ამაფარა ხელი და ჩაბნელებულ ოთახში შემიყვანა. -დაგასტუკე.-საშინლად გამყინავი ხმა გაისმა ოთახში და შუქი აინთო. საკუჭნაოში ვიყავი და თვით უტა ქალდანის ხელი მქონდა პირზე აფარებული. თვალები მობეზრებულად ავატრიალე და კიდევ ერთხელ ამეშალა ჩემს თავზე ნერვები. ეს ძმები უკვე მაღიზიანებდნენ. ირონიული ღიმილით და ბოროტება ჩამდგარი თვალებით მიყურებდა ლუციფერი. ხელი შემიშვა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ერთი ღერი თითებს შორის მოიქცია და აი იქ გამოვშტერდი. საშინლად გრძელი,თლილი და ლამაზი თითები ქონდა. -ღმერთო,რა ლამაზი თითები გაქვს.-აღფრთოვანებულმა ამოვილაპარაკე და დაკვირვებით შევათვალიერე. ჩემი რეპლიკა აშკარად გაუკვირდა. ცალი წარბი ზემოთ აწია და თავი ოდნავ გვერდით გადახარა. -არაადეკვატური ხარ. -ცინიკური გაუხდა ხმა. არაფერი მითქვამს. ისევ მისი თითების თვალიერებით ვიყავი გართული და კიდევ დიდხანს არ ამოვიღებდი ხმას სიჩუმე ისევ თვითონ რომ არ დაერღვია. -აბა? დიდხანს გელოდო? მალე მორჩები ჩემს რენდგენში გატარებას?-მზერა ახლა თვალებისკენ გადავიტანე და რაღაცის თქმა დავაპირე,მაგრამ გამყინავმა მზერამ ხმის ამოღების საშუალება არ მომცა. მის თვალებში იმდენი ამოუხსნელი ემოცია ბუდობდა მიჭირდა ამომეცნო. ლუციფერი ცოტა არ იყოს მაშინებდა,მაგრამ საშინელ ინტერესს მიღვივებდა. მინდოდა გამეგო როგორი იყო ბატონი უტა ქალდანი. -კარგი გავიგე, რომ ჩემზე დასველდი.-თვალები მობეზრებულად აატრიალა.-ახლა მითხარი ჩემ დედამოტ*ნულ ძმას რატომ უთვალთვალებ?-ბოროტულად დააკვესა თვალები და ისეთი მზერით შემომხედა, რომ გეუბნება არაფერი მომატყუო თორემ კარგი დღე არ დაგადგებაო. სიტუაციიდან თავი უნდა გამომეძვრინა. კარგი მატყუარა ვიყავი, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ ქალდანი აუცილებლად გამომიჭერდა. ისედაც დაჟინებული მზერით მიყურებდა და მშიფრავდა. მიხვდა ხმის ამოღებას არ ვაპირებდი და ჩემსკენ ირონიული ღიმილით წამოვიდა. მეც უკან დავიწიე ფრთხილად, მაგრამ ადგილი აღარ იყო და თაროებს ავეკარი ზურგით. -მაგარი გოგოს როლის თამაში გადაწყვიტე? -ისეთი საშინელი ხმით ამოილაპარაკა ტანში გამცრა. აქედან თავი უნდა დამეხწია. ხელი შეუმჩნევლად მოვაფათურე თაროზე, რომ რაიმე ისეთი მეპოვა, რაც გაქცევაში დამეხმარებოდა. რაღაც პუდრის მაგვარი მასის ნივთიერება ვიპოვე. ვერ ვხედავდი რა იყო, მაგრამ უნდა გამერისკა. ორივე ხელში დიდი რაოდენობით მოვიქციე და მაცდურად შევხედე უტას. - ამ ძმებმა ძალიან დამღალეთ. -თვალები ავატრიალე და ახლოს მოსულს მოულოდნელად შევაყარე თვალებში პუდრი. ორივე ხელი სასწრაფოდ აიფარა სახეზე და ტკივილისგან ხმამაღალ გინებას მოყვა. დრო ვიხელთე, ხელი ვკარი და ოთახიდან ისე გამოვვარდი უკან აღარც მიმიხედავს. -დედას შევე*ი.-ჩემს ყურთასმენას უტას განრისხებული ხმა მისწვდა და ლიფტის კარიც დაიხურა. -დაგვემუქრა ეგ ახ*არი.-ცოფებს ყრიდა ბუჩუკური და მოუსვენრად დადიოდა ოთახში. -ყ*ეა, არაფერს არ იზავს.-ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა დათას. ვახომ წარბაწეულმა ახედა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი მაგიდას. -ყ*ე ის კი არა, შენ ხარ. ორივემ კარგად ვიცით, როგორი გაქნილი და ჭკვიანი ნაბი*ვარია. ერთხელ კარგად ვერ შევაფასეთ უტას შესაძლებლობები და მაგიტო ვზივართ ახლა ყელამდე ნეხვში. -მძიმედ ჩაეშვა მამაკაცი სავარძელში და საფეთქელზე ხელები მთელი ძალით მიიჭირა. -რამე უნდა მოვიფიქროთ. რუსები დედას მოგვიტ*ნავენ. -სასოწარკვეთილმა ამოილაპარაკა ბოლოს. -მოვკლათ.-განაჩენივით გაისმა ქალდანის ხმა ოთახში.კმაყოფილი ღიმილით გადახედა ვახოს და თავისი იდეით აღფრთოვანებულმა ხელები შემოჰკრა ერთმანეთს. ბუჩუკურმა ეჭვნარევი მზერით და ცოტა გაოცებულმა ამოხედა. -შენი ძმის მკვლელობის იდეას თვალის დახამხამების გარეშე მთავაზობ?-ირონიულად გაიცინა და შემდეგ ტაშის დაკვრა დაიწყო.-ყოჩაღ, აი ეს ნამდვილად მომწონს. სასწრაფოდ ვიპოვოთ ვინმე, ვინც ამ საქმეს სუფთად მოაგვარებს და დაბრკოლებებს არ შეგვიქმნის. -დიდი მაყუთი დაგვჭირდები.-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა დათამ და მზერა მის წინ მჯდარს მიაპყრო. -ფული პრობლემა არ არის. უტას გაგორებით ასმაგს ვიშოვით.-სიცილით თქვა უკვე კარგ ხასიათზე დამდგარმა ბუჩუკირმა და ბოროტად გადაიხარხარა. მერე ვისკის ბოთლი ხელში აიღო და სითხე თანაბრად გადაანაწილა ორ ჭიქაში. ერთი დათას გაუწოდა მეორე კი თვითონ დაიკავა. -ჩვენ მომავალ გეგმებს გაუმარჯოს.-ჭიქა მაღლა აწია და გაღიმებული ქალდანის ჭიქას მიადო. -გაუმარჯოს.-დათამაც არ დააყოვნა და ბედნიერმა გამოცალა ჭიქა. -ბატონო ვახო, თქვენთან არიან. -იდილია მოსამსახურის ხმამ დაურღვიათ. -ვინ მოვიდა?-ინტერესით იკითხა ბუჩუკურმა და სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა. -ევა მქვიაო, ასე მითხრა.-სახეზე ფერები გადაუვიდა მამაკაცს მოულოდნელი სტუმრისგან. დათაც ფეხზე წამოვარდა და კითხვის ნიშნის მზერით დააკვირდა მის წინ მდგომს. -შემოვიდეს. - ძლივს ამოილუღლუღა ვახომ და დათას მიუბრუნდა. -დროზე კარადაში დაიმალე. -შენ შიგ ჰო არ გაქვს?-გაცოფებულმა წამოიყვირა დათამ.-შენი საყვარელი კი არ ვარ კარადებში ვიმალო. -ბევრს ლაპარაკობ. აბა რა გინდა დაინახოს ევამ აქ რომ ხარ და მთელ გეგმაში ჩაგვე*ვას?-განრსიხებულმა დაარტყა ვახომ ხელი მაგიდას. ქალდანმაც ერთი ღრმად ამოიხვნეშა და კარადის კარი გამოაღო. -ჩემი ბედის დედა...-კარი მიხურა და სწორედ მაშინ შემოვიდა ოთახში ევა. -გამარჯობა,ბატონო ვახო.-ოდნავი ირონია გაურია ხმაში და სკამზე კომფორტულად მოთავსდა. -როგორც მახსოვს დღრს შეხვედრა არ გვქონდა დანიშნული. რამე მოხდა?-ინტერესით აათვალიერა ქალი და მისი ფეხების შემხედვარემ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -პირადი საქმე მაქვს თქვენთან. -თითები აათამაშა სკამის სახელურზე. -ოჰო, გისმენთ.-საზიზღრულად გაუღიმა ვახომ. -სამსახურიდან მივდივარ. -პირდაპირ მიახალა ქალმა სათქმელი და გამომცდელად დააკვირდა მამაკაცს. -რა? რატო?-ახალი ამბის გაგებით აშკარა უკმაყოფილომ იკითხა. -იცით დავიღალე ვიღაცების დევნით. ძალიან მოსაწყენი სამსახურია.ეს დათაც არაფერს აკეთებ საეჭვოდ და ყელში ამომივიდა. მოგზაურობას ვაპირებ. -მხრები უდარდელად აიჩეჩა ქალმა და ფეხზე წამოდგა. -ასე უბრალოდ ვერ წახვალ.-ხმა გაიმკაცრა ბუჩუკურმა. -რატომ?-მოჩვენებით გაიოცა მეტრეველმა. -იმიტო რომ მე მინდა ასე.-ხმა გაიმკაცრა კაცმა. -ჩემთვის თქვენი აზრი ბატონო ვახო არაფერს ნიშნავს. რომ ვამბობ მოვდივარ მეთქი ესეიგი მივდივარ. ძალიან დავიღალე ამ უაზრო სამსახურით. დროა დავისვენო.-მომხიბვლელად გაიღიმა გოგომ და ხელის შეუმჩნეველი მოძრაობით მიამაგრა თვალისთვის ძლივს შესამჩნევი მოსასმენი აპარატურა მაგიდის ქვეშ. პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან. -მომწონს ეს გოგო.-კარადიდან გამოსულმა დათამ წამოიძახა. -რაღაც რიგზე ვერ არის. არ მომწონს ეს ამბავი.-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა ვახომ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა. 3 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უტას გამოვექეცი. დღეს კი ვახოსგან წამოვედი. მივხვდი ჩემი ვინაობა იცოდა და სპეციალურად გადაწყვიტა ჩემი მასთან ახლოს ყოფნა კარგად რომ ვეკონტროლებინე. მოსასმენი აპარატურა დავაყენე კაბინეტში და ახლა უკეთ ვაკონტროლებდი ყველაფერს. ახალ ინფორმაციას გავიგებდი და იმის მიხედვით დავიწყებდი მოქმედებას. ანა ბათუმში იყო წასული თავისიანების სანახავად. საღამოს ათი საათი იქნებოდა მაღაზიაში რომ ჩავედი პროდუქტების საყიდლად. სადარბაზოში შევედი და ჩემს წინ თვით უტა ქალდანი იდგა. კედელზე იყო ცალი მხრით მიყრდნობილი,ხელით წამოზრდილ წვერს იწვალებდა და ირონიულად მიცინოდა. არ დავბნეულვარ. პროდუქტები ძირს დავყარე და გაქცევა დავაპირე. ორო ნაბიჯი გადავდგი თუ არა ლუციფერი თმაში მწვდა და მთელი ძალით მიმანარცხა კედელზე. საშინელო ტკივილი ვიგრძენი ზურგის არეში და წამოვიკივლე. -გეგონა ვერ გიპოვიდი? პატარა ძუ*ნა.-ბოროტულად გაიცინა და ყელში მწვდა. საშინლად მეტკინა ისე მაგრად მიჭერდა ხელებს ცოტაც და გავიგუდებოდი. თავის დახსნა ვცადე,მაგრამ არაფერი გამომივიდა. -მტკივა.-ძლივს ამოვიხავლე და კიდევ ვცადე თავის დახსნა. თითქოს აზრზე მოვიდაო. ხელები შემიშვა და ცოტა მომშორდა. დრო ვიხელთე და ფეხი თავის სიამაყეზე ამოვარტყი. მუშტი მოვუქნიე და სახეში დავარტყი. დიდი ხანი ვვარჯიშობდი და საკმაოდ კარგად შემეძლო ჩხუბი და თავის დაცვა. -სულ ეს ხარ?-ჩემდა გასაკვირად სიცილი დაიწყო და ხელი სახეზე ჩამოისვა. -ყოჩაღ,გამბედავი გოგო ხარ. -სიცილს არ წყვეტა. კიდევ ერთხელ გადავწყვიტე დარტყმა ხელი რომ დამიჭირა,ძლიერად მომიჭირა და გადამიგრიხა. მეც არ დავაკელი. მოკუმული ფეხი მუცელში დავარტყი და მანაც ხელი გამიშვა. -ოჰო, უყურე შენ.- ისევ გაიცინა,მაგრამ წამში დასერიოზულდა და სახე განურისხდა. თვალები ჩაუწითლდა და ისევ ყელში მწვდა. -მოდი შევთანხმდეთ. ცოტა ხანს დავივიწყებ ყველაფერს და მოგისმენ რატომ დასდევ დათას. ან დამიჯერე შენი გაქრობა არ გამიჭირდება. ისედაც დაღლილო ვიყავი ამ კატა თაგვობანას თამაშით. თანაც დასამალი უკვე აღარაფერი მქონდა. -კარგი.-ისე ჩუმად ვთქვი მეც ვერ გავიგე. ხელი შემიშვა უტამ და ირონიულად გამიღიმა. -მიყვარს დამჯერი ხალხი. გისმენ.-სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის და სანთებელით აანთო. ღრმად შეისუნთქა კვამლი და პირდაპირ ჩემსკენ გამოუშვა. -აქ ვილაპარაკოთ? ჩემთან ავიდეთ. -ძირს დაყრილ პარკებს ხელი მოვკიდე და კიბეებისკენ დავიძარი. ისიც გამომყვა. -აქამდე დაჭერობანას მეთამაშებოდი და ახლა შენი ნებით მიშვებ ბუნაგში?-ყურადღება არ მიმიქცევია მისი რეპლიკისთვის. სახლის კარი გავაღე, შევედი და დაველოდე თვითონ როდის შემოვიდოდა. შემოვიდა, სახლი მოათვალიერა და უკან გამომყვა. მისაღებში დივანზე დავჯექი. მანაც ჩემს პირდაპირ დაიკავა ადგილი და მომლოდინე სახით შემომხედა. -ვახო ბუჩუკურმა დამიქირავა შენი ძმის სათვალთვალოდ. -ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე. ჩაფიქრდა. ცოტა ხანს არაფერს ამბობდა. იჯდა და თვალმოუშორებლად მაკვირდებოდა. მერე ჩაეცინა და თავი გადააქნია. -რამდენი ხანია ვახოს იცნობ? -1 თვეა.-მხრები ავიჩეჩე და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე დავაწყე. -მოდი ვიმსჯელოთ. დათა ვახოს პარტნიორია. ერთად მუშაობენ. ერთმანეთთან ისე არიან,როგორც მამა და შვილი. რაში ჭირდება იმ დედამოტ*ნულს დათას თვალთვალი ან რატომ ავალებს ამ ყველაფერს გოგოს, რომელსაც კარგად არ იცნობს. არ გავს ეს ვახოს საქციელს. ასე მარტივად არ რთავს ხალხს საქმეში. -თვალები მოჭუტა და ისე დამიწყო ყურება თითქოს მუზეუმის ექსპონატი ვიყავი და უნდა შევეფასებინე. -საქმე შენშია. უნდა რომ გაკონტროლოს და ახლოს ყავდე,მაგრამ რატო? შენზე ან*რევს ხოლმე? თუ საყვარლები ხართ? -ბოლო სიტყვები ისე საზიზღარი ტემბრით თქვა გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. მიხვდა არაფრის თქმას რომ არ ვაპიტებდი და ისევ თვითონ გააგრძელა. -პატარა ევა მეტრეველი ვახო ბუჩუკუ... -სიტყვა გაწყვიტა და ელდანაკრავმა შემომხედა. -მეტრეველი...-ჩემი გვარი გაიმეორე და ფეხზე წამოდგა. -კობას შვილი ხარ?-მამაჩემის სახელის ხსენებაზე სახეზე ფერი გადამივიდა. უტამ მამაჩემის შესახებ იცოდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდი და აუცილებლად გავიგებდი რა იცოდა ბატონმა ქალდანმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.