შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯი


18-08-2019, 19:12
ავტორი Yagam
ნანახია 918

ზაფხული უკვე მთავრდებოდა... მისი დიდი ნაწილი კი რეაბილიტაციის კურსში გავატარე, დედაჩემს ძალიან უხაროდა, ჩემი ახალი ფურცლიდან დაწყებული ცხოვრება, მიუხედავად ამისა სუფთად დარჩენა მაინც არ მინდოდა...
თუმცა არც დედაჩემისთვის იმედების გაცრუებას ვაპირებდი, ამ ხნის მანძილზე ლოცვისა და ჩვენი ბინძური აზრების გადმოფრქვევის გატდა არაფერი გვიკეთებია...
გარშემო ვიხედებოდი და ვხვდებოდი ერთი ადამიანიც არ
მყავდა ვისაც რჩევას ვკითხავდი, ჩემი ნარკოტიკებთან დამოკიდებულების დასაწყისი ადრეული ასაკიდან მომდინარეობს, ბავშვობის დიდი ნაწილი არ მახსოვს, ძირითადად საავადმყოფოებში ვატარებდი...
პანიკის შეტევები ყოველთვის იყო ჩემი თანმდევი, ექიმი ამბობდა, რო გარდატეხის ასაკის გადალახვა ყველას არ უადვილდება, ასერომ მალე ყველაფერი დალაგდებოდა.
იმ ღამით დედაჩემის და
მამაჩემის შორის გადავწყბიტე დაძინება, მშვიდად ვიყავით, როდესაც სუნთქვა შემეკრა, ტინის უჯრედებს ჰაერი აღარ მიეწოდებოდა... ვიგრძენი არ ვიყავი კარგად... თითქოს სამყარო ჟანგბადიდა გამოშრიტეს. თუმცა იდიოტი
არ ვიყავი, არ ვაპირებდი ისინი გამეღვიძებინა და სიმშვიდე დამერღვია, ვიცოდი თუ ამას არ გავაკეთებდი მოვკვდებოდი... და უცბად ისევ მივაწოდე სიცოცხლე ორგანიზმს, მშობლებს გაეღვიძათ ეგონათ ვკვდებოდი... ექიმების მოსვლის შემდეგ ვალიუმი გამიკეთეს და როდესაც ვიგრძენი წამალმა მოქმედება დაიწყო, მივხვდი... ეს ის გრძნობა იყო რომლსაც მთელი ცზოვრება ვეძებდი, გესმით? მთელი ცხოვრება... ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი უსაფრთხოდ საკუთარი თავი.

ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება აღარ მინდოდა...
ცხოვრება რაღაცით უნდა გამეგრძელებინა... ბოლოს რა მოხდება? მომკლავს? ალბათ კი ან არა... არვიცი... თუმცა ვაღიარებ დიდი შესავალი გამომივიდა... არასდროს უარყოთ ნარკომანები, ისინი ისედაც უარყოფილები არიან...
საქმე იმაშია რომ რეაბილიტაციის კურსში ერთი გოგონა გავიცანი, ლოლა, ლამაზი გოგო იყო და ჩემგან განსხვავებით შემართებაც დიდი ჰქონდა, ყველანაირად ცდილობდა ამ წუმპიდან თავი ამოეთრია და გამოსდიოდა კიდეც, ყველა სეანსს ესწრებოდა და ლოცულობდა ის შესძლებოდა რაც ასე უჭირდა. სიმართლე გითხრათ ეს ლოცვა არცერთხელ არ მაქვს ნათქვამი... მე და ლოლა დავმეგობრდით... სეანსებზეც სულ ერთად ჩავდიოდით ის ლოცულობდა (სხვებთან ერთად) მე არა... ის იცინოდა მე არა... ის ყველას სანდომიანად ებყრობოდა, მე არა... და მისი შემართება ჩემზე რატომღაც არ გადმოდიოდა, ფაქტი იყო გამოუსწორებელი არამზადა ვიყავი... სულმეუბნებოდა სიცილით: "არვიცი რა ხდება შენს გიჟ თავში თუმცა იმედია სუიციდით არ დაასრულებო" სიმართლე გითხრათ სწორედ ამას გავურბოდი...
ერთხელაც სეანსზე ჩამოსვლა დააგვიანა, ამ ხნის მანძილზე ეს პირველად ხდებოდა. მესამეზე ჰქონდა ოთახი მე მეორეზე, გადავწყვიტე მეთვითონ მეზრუნა მისი მდგომარეობის შემსუბუქებაზე, წინ დიდი და ბნელი დერეფანი მელოდა თუმცა ჩემზე ბნელი არა...
მთელი ამ დერეფანში "ტასაობის" დროს მეგონა უკან ვიღაც მომყვებოდა, ცოტა არ იყოს და მეცინებოდა, ამდენი ხნის სუფთა ვიყავი და ეს ყოველივე ამას დავაბრალე.
ლოლა ჩემს კაკუნს აშკარად აიგნორებდა და როცა უკვე ჩემი გასაღებით შესვლა გადავწყვიტე კარი შეშინებული თაგვივით, თავდაუბანელმა და გაფითრებულმა ლოლამ გამიღო.
მკლავში მწვდა და ოთახში შემათრია.
- ლოლა...- გავღიზიანდი.- ჯანდაბა, რა გჭირს?
- გარეთ არ გახვიდე.- აკანკალებულმა მითხრა, მხიარული სანდმომიანი ლოლა სადღაც გამქარალიყო.
- რა?- გამეცინა.
- ის იქ არის და ჩემი მოკვლა უნდა, მითხარი, რომ ჩემთან იქნები.- მისი ცრემკიანი თვალების დანახვისას დავიბენი, არვიცი რაუნდა მეთქვა, უცბად დამეტაკა და ტუჩებში მაკოცა... მისი უხეში ტუჩები ვიგრძენი, მივხვდი დიდიხანი არც კბილები გამოეხეხა...
- ჯანდაბა, ლოლა რას აკეთებ?- მხრებში ვწვდი და მოვიცილე, თუმცა ისევ ჩემსკენ იწევდა, ვერ მივხვდი ეს რა იყო... ვიცი საშინელი მოსასმენია, თუმცა მერწმუნეთ ძალადობით არ დასრულებულა... არა არც ლესბოსელების არაპოპულარიზაციას არ ვეწევი თუმცა ამის სურვილი ნამდვილად არ მქონდა... არც ველოდი.
ოთახი უკან სვლოთ დავტოვრ, არ გაგმტყუნოთ, რომ სიგიჟის სღვარზე მყოფი მარტო დავტოვე, თუმცა სიგიჟე კიდევ წინ იყო, როდესაც თეთრებში, გამოწყობილი ალბინოსი დავინახე, თეთრი კედლოს ფონზე არც ჩანდა კარგად, წამით ესეც გავიფიქრე... ბოროტულად იღიმოდა და ადგილიდან არ იძვროდა, მალევე დავტოვე, ლოცვა ახლა მართლა მჭირდებოდა...
ოთახში ვიყავი და უაზროდ მივშტერებოდი ჭერს, როდესაც ხმაური გავიგე და
ლოლას კარებთან ჩოჩქოლი, მალე მივირბინე და უგონოდ მყოფი სისხლის გუბეში მწოლიარე ლოლა დავინახე, ხალხი
გარშემო იდგა, არაფერს აკეთებდა რაღაც ვიდეო ჩაერთოთ და უყურებდნენ, გავბრაზდი.
- რა ჯჯანდაბაა? დაეხმარეთ.- ლოლას მივვარდი.
- აზრი არ აქვს.- ერთ ერთი კურსელი ბიჭი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მისკრნ ავიხედე და ჩართულ ვიდეოს მოვკარი წამით თვალი, მასში კი საკუთარი თავი, როგორ დამეტაკა ლოლა ტუჩებზე, მე მოვიშორე ის ისევ ჩემსკენ იწევდა, ფეხზე წამოვდექი და ეკრანთან მივედი, ვიდეოში კარი გავიჯახუნე და გავედი დაახლოებით სამ წუთამდე ლოლა გაუნძრევლად იდგა, როდესაც იმ ალბინოსმა შეგლიჯა კარი, რომელიც მე გარეთ დამხვდა.
ლოლამ მის დანახვაზე იკივლა... უკან დაიხია, ვიდეო გაშავდა, წამებში ისევ გამოჩნდა გამოსახულება ოღონდ მხოლოდ ლოლას სახით ალბინოსი სადღაც გამქალიყო, ლოლა კი
უბრალოდ ხროტინებდა და ნელნელა სისხლისგან იცლებოდა...

გამარჯობა მე ოტო ვარ...



№1 სტუმარი Power

ნიჭიერი ხარ აშკარად, ასე განაგრძე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent