შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაშანტაჟებული მკვლელი 6


11-02-2018, 21:00
ავტორი Elene Panch
ნანახია 1 122

რაც ბრჭყალებშია, გახსენებებია
6. ოჯახი

სახლში რომ მივედი, პანიკური შეტევები დამეწყო. სუნთქვა გამიჭირდა და მისაღებში, შუა ოთახში ჩავიკეცე. ეს ყველაფერი პირველად არ მომდიოდა, მაგრამ რატომღაც ვერ შევძელი დაწყნარება. თვალწინ წარსულმა გამიელვა.

"- ნახე რა ადვილია ადამიანის მოკვლა, რომელიც გიყვარს? - სადისტური სიცილით მეკითხება მამაჩემი და ხელებს ჯიბეში იწყობს. მე კივილი მინდა, მაგრამ ვერ ვკივი.

- შეხედე, ოდესღაც ლამაზი იყო და ბედნიერი, - განაგრძობს ის და ახლახან მოკლულ დედაჩემს წიხლს კრავს. მე მაჟრიალებს და თავბრუ მეხვევა. ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული მანიპულაციის ნიჭი. დედაჩემი მომაკვლევინა.
მისმა საუბარმა ფსიქიკა გამინადგურა, ხოლო მუდმივმა წიხლის რტყმამ ყველანაირად მომშალა."

- ლილი! - ბუნდოვნად ჩამესმის ყვირილი, - ღრმად ისუნთქე, ლილი!
მე რჩევას ვითვალისწინებ და ღრმად და რიტმულად ვიწყებ სუნთქვას. თვალებს როდესაც ვახელ, დედაჩემის სახეს ვხედავ. მას სახე გაფითრებული აქვს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს სიმშვიდეს.
როდესაც საბოლოოდ დავწყნარდი, დედაჩემს მივაშტერდი. ამ დროს, წესით სახლში არ უნდა იყოს.

- დედა, - ჩახრინწული ხმით მივმართავ, - სახლში საიდან აღმოჩნდი?
ის თავზე ხელს მისვამს და მეხუტება. ნაცნობი სითბო უფრო მეტად მაწყანრებს და ვდუნდები.

- გადავწყვიტე, რომ დღეს მალე დავბრუნებულიყავი, - მიხსნის დედაჩემი, - მადლობა ღმერთს, რომ ასეც გავაკეთე.
რამდენიმე წუთი იატაკზე ვსხედვართ, შემდეგ კი დივანზე ვინაცვლებთ. სიჩუმეს კვლავ დედა არღვევს :

- ლილი, მე ვფიქრობ, რომ შენ უნდა განაგრძო თერაპიული საათები, - ფრთხილად მეუბნება ის და ჩემს რეაქციას ელოდება. მე სიბრაზე მაწვება, მაგრამ ემოციებს ვაკონტროლებ.

- მე სრულიად ჯანმრთელი ვარ, - მშრალად ვპასუხობ, - არ მინდა თერაპიები. იქ თავი გიჟი მგონია.
იქნებ ვარ კიდეც?

- საყვარელო, თერაპია არ ნიშნავს იმას, რომ შენ გიჟი ხარ, - წყანარად მეუბნება დედა, - უბრალოდ დაიცლები და მერწმუნე თავს უკეთესად იგრძნობ.
მე ვხვდები, თუ რატომ წამოჭრა მან ეს საკითხი. პანიკური შეტევა შვიდი თვეა არ მქონია და გვეგონა, რომ უკვე წარსულს ჩაბარდა. როგორც ჩანს, ეს ასე არ არის, კონკრეტული ვიღაც-ვიღაცეების გამო.

არანაირი სურვილი არ გამაჩნდა, რომ გამენახლებინა თერაპიები, რომელზეც 13 წლიდან დავდიოდი და ბოლოს, როგორც იქნა თავი დავაღწიე. მე არ მსურდა, რომ ფსიქიატრი მყოლოდა. ისინი მუდამ ერთი და იგივე კითხვას მიმეორებდნენ : ეს რომ მოხდა, რა იგრძენი?

- არა, - საბოლოოდ ვუთხარი, - არ მინდა და არც წავალ.
დედამ ხმამაღლა ამოიხვნეშა და მეორე სართულისკენ გაემართა.

- ნუ წახვალ დღეს სკოლაში, - ჩამომძახა მან ზევიდან, - დასვენება გჭირდება.
სიმართლე ითქვას, არვ ვაპირებდი წასვლას. მეც მეორე სართულზე ავედი და დასაძინებლად დავწექი.

"სისხლი. ყველგან სისხლი იყო და მათ შორის ჩემს ხელებზე. სახეზეც ვგრძნობდი სისველეს. მუხლებზე ვიდექი და ვხედავდი, თუ როგორ გაასვენეს დედაჩემის ცხედარი. მამაჩემს ხელზე ბორკილები ედო, მაგრამ თვალს არ მაცილებდა და მიღიმოდა. მას ეს ყველაფერი საერთოდ არ ანაღვლებდა.

- ყველაფერი მალე მოგვარდება, ლილი, - მეუბნება ის და ცდილობს მომიახლოვდეს, მაგრამ პოლიცია არ უშვებს, - მამიკოს მალე გამოუშვებენ ციხიდან და ისევ ერთად ვიქნებით.
ეს რომ მითხრა, შემაკანკალა. მისნაირი ბოროტმოქმედები სამუდამო პატიმრობას იმსახურებენ... უფრო მეტიც – სიკვდილს.

და მაინც რითი განვსხვავდებოდი მისგან? მეც მკვლელი ვიყავი. საკუთრი დედის მკვლელი. 12 წლის ასაკში მშობელი მოვკალი. ნუთუ მე არ უნდა ჩამსვან ციხეში?
პოლიციამ მეც წამიყვანა, ოღონდ ფსიქიატრიულში. ნახევარი წელი დავყავი იქ და როდესაც მიხვდნენ, რომ ფსიქიკურად მეტ-ნაკლებად ჯანსაღი ვიყავი, ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. ნახევარი წელი მნახულობდნენ წყვილები, მაგრამ არც ჩემი ასაკი მოსწონდათ და არც ჩემი უემოციო გამოხედვა.

ბოლოს გამოჩნდა ბელა, რომელიც რიგში 5 წელი იყო და რომ შემამჩნია, მოვიდა, დამელაპარაკა, ჩამეხუტა და გამიყვანა. მაშინ ბელას დედაც ცოცხალი იყო. პირველად ვიგრძენი, თუ რას ნიშნავდა ოჯახი. ბელას „დედას“ ვეძახდი და ძალიან უხაროდა. როდესაც ჩემი პრობლემის შესახებ შეიტყო, მაშინვე ფსიქიატრიულ თერაპიებზე ჩამწერა. განსაკუთრებულად ფაქიზად მეპყრობოდა. არ მახსოვს, რომ ეყვიროს. ბელას დედა რომ გარდაიცვალა, უფრო მეტად დავახლოვდით. მაშინ უკვე 15 წლის ვიყავი.

მამაჩემის შესახებ მაშინ გავიგე. მისთვის 20 წელი მიესაჯათ. ჩემგან ბევრად შორს იყო. რა უქნეს მის სახლს და ქონებას, ვერ გავარკვიე.
16 წლისამ თერაპიები დავასრულე, რადგან ჩავთვალე, რომ კარგად ვიყავი და ისინი აღარ მესაჭიროებოდა. ჩემი სიმპტომები კი იტალიელი მაფიოზების გამო კვლავ განახლდა."

თვალებს ვახელ და ელექტონულ საათს ვუყურებ, რომლის მიხედვითაც შუა დღის 3 საათია. ჩემი მობილური საწოლის მოპირდაპირედ მდგარ მაგიდაზე დევს და ზუზუნებს. ნელა წამოვდექი და მობილურთან მივედი. დაფარული ნომრიდან რეკავდნენ.

- გისმენთ? - ნამძინარევი ხმით ვკითხულობ.

- გამარჯობა, - ისმის ახალგაზრდა ქალის ხმა, - ქალბატონი ლილი ბრძანდებით?

- არა, - სიფრთხილის გულისთვის ვუარობ, - ვინ ბრძანდებით?

- ამ ნომერზე მთხოვეს დარეკვა, - მატყობინებს ის, - შეგიძლიათ 2 წუთით მოიცადოთ? თქვენთან მამაკაცს სურს საუბარი.

- ხომ გითხარით, რომ ლილი არ ვარ, - ნერვებმოშლილი ვპასუხობ ქალს და გასათიშად ვემზადები.

- ჩემო საყვარელო ლილი, ტყუილები ვინ გასწავლა?

მობილური ხელიდან მივარდება.



№1 სტუმარი ქეთიი

გააგრძელე ძალიან კარგიაა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent