როგორ მოვიქცეთ თუ გაგვიტაცეს 1
მოძრავი მანქანების ხმაურზე ეღვიძება. თავზე უხეში ნაჭრის ტომარა აქვს წამოცმული . იცის ასეთ სიტუაციებში ყვირილი უაზრო ენერგიის ხარჯვაა . მაქსიმალურად ცდილობს გარემო სიბნელიდან შეისწავლოს : ხელებით ტყავის სავარძელს ეხება , გვერდიდან ორი სხეული იმდენად ახლოს ზის მოძრაობის საშუალებას უზღუდავს . სალონში კი მენთოლის , სუსხიანი სუნი დგას . - აკა , რას ვაპირებთ ? შავებში გამოწყობილი , ოც წლამდე ბიჭი მძღოლს მიუბრუნდა - დავტოვებთ და ჩვენ უკან წამოვალთ - აკამ სარკეში გამოხედა ბიჭს, თუმცა რთული იყო გაგერჩია დანისლული თვალების ზუსტი ხედვა . მალე სწორი გზა ქვა-ღორღმა შეცვალა და ნახევარ საათში აკროპოლისისებრ ამაღლებულ გორას მიადგნენ , სადაც სამანქანო გზა სრულდებოდა . - ზურიკო გადმოიყვანე ეგ გოგო , მე ავიყვან და თქვენ მანქანას უყარაულეთ . აქამდე ხსენებულმა ბიჭმა,ზურიკომ, უხეშად ჩაავლო ტომარაჩამოცმულს მკლავში, ელოდა როდის გაუჭინაურდებოდა გოგო , თუმცა დამყოლი შველივით აედევნა მას . აკამ ტომარა გადააძრო გოგოს და აათვალიერა : ყვითელი ,ზამთრის საღამურის შარვალი და სქელი, ნაცრისფერი კაპიუშონიანი სვიტრი , რომლის შიგნიდანაც ყელიანი მაისური მოჩანდა , წაბლისფერი თმა სანახევროდ ჩამოშლოდა,თვალები ძირს დაეხარა და ჯიუტად მისჩერებოდა სახლის დაჩითულ ჩუსტებს ,და იმდენად ჩვეულებრივი,უბრალო მოეჩვენა აკას იმ წუთებში გოგო გონებაში გაუკვირდა კიდეც, როგორ შეიძლებოდა თორნიკე გრძელიძის პომპეზურ იმპერიაში უბრალოების შენარჩუნება . ორმოცდაათიოდე მეტრი უხმოდ მიუყვებოდნენ ქვაფენილს სანამ , ქვეყნიერებისგან განცალკევებულ , უცნაური არქიტექტურის მქონე სახლს არ მიადგნენ . ერთსართულიანი პატარა სახლის წინა მხარე გამჭირვალე იყო , დაბალ აივანზე ქოთნის ყვავილები გამოეტანათ , შესასვლელში კი უწესრიგოდ მიეყარათ ტალახიანი ბოტები . ეზო ფართო მაგრამ მოუწესრიგებელი იყო და ყოველ ორ მეტრში დარგული მწიფე ხეხილის ხეებისთვისაც არავის მიეხედა . ხის დაწნულ ღობეს გადააბიჯეს თუ არა სახლის უკანა მხრიდან მასპინძელიც გამოჩნდა , აკას დანახვისთანავე მათკენ წამოვიდა მეგობრის შვილს მონატრებული გადაეხვია : -იმედია გზაში არ გაგძალიანებიათ _ თავით გოგოზე ისე მიანიშნა , რომ მისკენ არც კი გაუხედავს. -არა ილო , მშვიდად ვიმგზავრეთ . ზედმეტადაც კი, _ სივრცეში მომზირალ გოგოს ისე გადახედა , როგორც შეურაცხადს _ ბიჭები ქვევით მელოდებიან , სანამ დაღამდება ქალაქში უნდა დავბრუნდეთ_ ხელებშეკრული გოგო ილოს გადააბარა მკლავებში , ისევ არ გაძალიანებია და ისევ გაოცებით, აათვალიერა არაფრით გამორჩეული , ყვითელ პიჟამაში გამოწყობილი პუტკუნა გოგო, რომელმაც მის დაჟინებულ მზერაზე ინება მისკენ გამოხედვა და ალბათ ეს იყო ის გარდამტეხი მომენტი , რომელიც აკას დიდხანს , ძალიან დიდხანს გაჰყვა ცხოვრების გზაზე ... გაიღვიძა თუ არა მაშინვე ტელეფონზე საათი შეამოწმა და რამდენიმე გამოტოვებულ ზარს უკმაყოფილოდ დახედა , უკვე თორმეტს გადაცილებოდა და მამამისს , თორნიკეს , უკვე აეკლო ტელეფონი ზარებით . დიდად თავი თორნიკესთან დარეკვით არც შეუწუხებია "მნიშვნელოვანი თუა კიდევ დარეკავს" , იატაკიდან ნაცრისფერი ჰუდი აიღო და როლინგზე გადაიცვა , ტუმბოდან ხურდა ჯიბეში ჩაიყარა და კარის მოუხურავად მაღაზიაში ჩაირბინა "საუზმისთვის" . უცხიმო რძე , ორი ცალი ვაშლი , შავი პური და სამი ცალი კვერცხი მის ''საუზმეს '' ჯანსაღად წარმოაჩენდა , რომ არა კუთხეში შემჩნეული საყვარელი ჩიფსების შეფუთვა და გვერდით რძიანი შოკოლადი , რას ვიზამთ სრულყოფილი არაფერია . მას შემდეგ რაც ქალბატონმა , უკაცრავად , საქალბატონე ბელამ თვრამეტ წელს მიაღწია აღთქმული ფიცი შეასრულა და საცხოვრებლად მარტო გადავიდა ,რთული არც აღმოჩნდა ყოველივე , მატერიალურ დახმარებას მამას უნდა უმადლოდეს , უბადლო გონებრივ შესაძლებლობებს კი დედის დნმმა ჩაუყარა საფუძველი . უბადლო , კნინობითიც კი იყო საქალბატონე ბელას შესაძლებლობების აღსაწერად : ღრმა ბავშვობიდან ყველაფერს სხევბზე სწრაფად და მარტივად ეუფლებოდა , ადრე დაიწყო წერა-კითხვა, ანგარიში . საბოლოოდ კი 15 წლის უნივერსიტეტში მოხვდა ასტროფიზიკის შესასწავლად , თუმცა მსგავსად მრავალი თანამემამულისა ნაადრევად მოწყინდა, მობეზრდა , მოზარმაცდა და ასაკობრივი ბარიერის გადალახვას საცხოვრებელთან ერთად სწავლის მიტოვებაც მოჰყვა. მაღაზიიდან გამოსულს ცივი ჰაერი სახეზე შეეყინა და სირბილით სადარაზოში შევიდა . ლიფტი ჩვეულებისამებრ გაფუჭებული, კედლებზე ჩვეულებისამებრ უხამსი წარწერები , "პადიეზში" ჩვეულებისამებრ მიყრილი ნაგავი , ყველაფერი "ჩვეულებისამებრ " . უჩვეულო მხოლოდ ბელასგან რამდენიმე კიბით დაბლა მომავალი ბიჭები იყვნენ . ,, მე მომყვებიან ? სად მიდიან?! " პანიკურმა ფიქრებმა რეფლექსურად გაიელვა ბელას თავში , თუმცა ჩვევად ქცეული აზრები მალევე მოიშორა , როცა ბიჭები ერთი სართულით დაბლა , ბინასთან, შეჩერდნენ. დაკეტილი კარის დანახვისას ინსტიქტურად გასაღების საძებნად წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა "კარი ღია დავტოვე, ვინმე ხომ არ ... არა,არაა , სისულელეებზე ნუ ფიქრობ ! " რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ბინაში აუღელვებლად შევიდა და სამზარეულოსკენ გაეშურა , როცა სახეზე მთელი ძალით ააფარეს ხელი და გაბრძოლების, ფეხების ქნევისა და კბილების კრეჭის, მიუხედავად მალევე გაითიშა. გამარჯობათთთ პირველ რიგში მადლობა შემოსვლისთვის, დაინტერესებისთვის, წაკითხვისთვის . ვიმედოვნებ დრო ტყუილად არ გაფლანგეთ . B-SUGAR |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.