შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი სამეფოს ლორდი ( თავი 1)


24-08-2019, 14:33
ავტორი Amaghlobeli
ნანახია 1 193

ინგლისი
-ლედი გთხოვთ გაიღვიძოთ, უკვე დროა. -მსუბუქად ჩამესმა ლუსის ხმა და ნელნელა ძილბურანიდან გამოვედი
-კარგი ლუსი, ახლავე მოვემზადები.
-ჩემი დამხარება გჭირდებათ?
-არა გთხოვ, თავადაც შევძლებ.
მოვემზადე და სასაუზმოდ გავემართე. ჩემებს უკვე დაეწყოთ საუზმობა.
-საყვარელო დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობისა მამა.
-დღეს ხომ იცი რომ სასახლეს დატოვებ და უელსში წახვალ, მინდა რომ დაცვაც გამოგყვეს.
-კი მაგრამ მარტოც შევძლებ მძღოლი წამიყვანს.
-კარგი საყვარელო. ხომ იცი ეს დიდხანს არ გაგრძელდება მალე დასრულდება მთავარია შენ და შენი დები უსაფრთხოდ იყოთ.
-ვიცი მამა.!
საუზმობის შემდეგ საძინებელში წავედი რათა ბარგი ჩამელაგებინა.
წასვლა არ მინდოდა თუმცაა ახლა ვხვდებოდი რომ სხვა გზა არ იყო. მალე თავს დაესხმებოდნენ სასახლეს. მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ თუმცა რისკი არ ღისრ, ბოლოს როცა მამამ და ბაბუამ გარისკეს თავდასხმა მოვიგერიეთ, თუმცა დედა დავკარგე, ამიტომ მამასი მესმის და არ ვბრაზობ რომ იმ უჟმური ლორდის სასახლეში მგზავნის. ლუსი დამეხმარა რომ მოვწესრიგებულიყავი, ბარგიც ჩავალაგე და სარკეში ჩავიხედე ჩემს ანარეკლს დავაკვირდი. თაფლისფერი თვალები, გრძელი თითქოს შავი თუმცა შავს ვერ უწოდებდი ისეთი ფერის თმა მქონდა, განსაკუთრებით მზეზე. ლამაზი ნაკვთები მაქვს და ფიგურაც თუმცა ვისურვებდი რომ თეთრი თმა და მწვანე თვალები მქონოდა სამწუხაროდ არგამოვიდა. ჩემს ფიქრებზე გამეცინა.
-რა გაცინებთ ლედი , იქნებ გამიზიაროთ
-არაფერი ლუსი, მე მზად ვარ დროა წავიდე.
-მამათქვენმა მთხოვა მეც გამოგყვეთ, იმედია წინააღმდეგი არიქნებით.
-რასამბობ ლუსი, ჩემთვის უკეთესია იქ თავს მარტოდ არ ვიგრძნობ ხომ იცი იმ სასახლეში სიცილი უცხო ხილია. ჩემს სიტყვებზე ორივეს გაგვეცინა.
ცოტახანში ლორდის სახლში გავემართეთ. ეზოში შევაბიჯე თუ არა ვიგრძენი ის სიბნელე რაც ამ სასახლეში იყო. ის სიჩუმე რომელიც ბავშობიდან მაყრუებდა, თავი უსიამოვნოთ ვიგრძენი, თუმცა ხვალიდან ამას მოევლებოდა. ვინაიდან მცირეხნით აქ ვჩები, აქაურობას ხალისს შევძენ. დაცვამ დიდი კარი გააღო და შინ შეგვიხმო . დიდი ჰოლი ძალიან მაღალი ჭერით უზარმაზარი ფანჯრები რომლებსაც როგორც ყოველთვის ისევ შავი ფარდები ამშვენებს. კედლებიც ბნელი იყო თუმცა იმდენად ლამაზი რომ უხდებოდაა ყველაფერი. ულამაზესი იყო კედლებზე გამოყვანილი ფიგურები თითქოს ამ სიბნელეში ვიძირებოდი. ეთადერთი რასაც თეთრი ფერი ემოსა ეს დიდი, უზარმაზარი კიბე იყო. უამრავი მისაღები და სასტუმრო ოთახი იყო, ყველა ბნელი თუმცაა ერთმანეთს არაფრით გავდაა. ყოველთვის აღვრთოვანებული ვიყავი ამ საოცრებით ასე ბნელი გარემო არასდროს მომწონდა, თუმცა მიუჩვეველი ვიყავი ამიტომ აქაურობას მაინც გავანათებდი.
-მის, გთხოვთ წამობრძანდით თქვენს საძინებელს მიგასწავლით .
საძინებელი თეთრ და ვარდისფერ ფერში იყო გამიკვირდა თანაც ძალიან თუმცა ვარდისფერი არასდროს მყვარებია და ამას ისევ შავი მერჩივნა.
-ვარფისფერი? -ვკითხე მოულოდნელად
-ვიცით რომ თეთრი ფერი მოგწონთ და გთხოვთ გვაპატიოთ უბრალოდ გაუგებრობა მოხდა ოთახის გადაკეთებაში და ხვალვე დაიწყებენ გამოსწორებას.
-მე მინდა რომ ლამაზ ოთახში მოვთავსდე სადაც არც სიბნელეა და არც ვარდისფერი რთულს რამეს ვამბობ? -ჭირვეულობა დავიწყე სხვა გზა არიყო აქ არაფერი ჭრიდა.
-მადი, მე მივხედავ მას- უცებ სხვა გოგო შემოვიდა.
-მის, გთხოვთ წამობრძანდეთ ლორდმა თქვენთვის სხვა საძინებელი გაამზადა.
გამიკვირდა იმ უჟმურმა რომ ასეთი პატივი დამდო თუმცა იქნებ საკუჭნაოში მგზავნისს არგამიკვირდება.
ოთახი მეორე სართულზე იყო იმდენად ლამაზი გავოცდი, საკმაოდ დიდი იყო, თეთრი გამოყვანილი ფერებით, თუმცა შავი ფარდებით. ვაღიარებ ძალიან უხდებოდა. ხოლო იატაკი, შავი თეთრში იყო, როგორც ჭადრაკი.
-კარგი ,მადლობა და გთხოვთ, რომ ლუსი ჩემთან ახლოს დააბინავოთ.
-კი მაგრამ ის ხომ მხოლოდ დამხმარეა?
-რამე ვერ გაიგეთ -ღიმილით ვუთხარი
-გასაგებია მის. -ოთახი დატოვა
აქ ყველა იმ უჟმურივით არის არცერთს აქვს ხასიათი, ან მალავენ შიშით. საკმაოდ დაღლილმა დასვენება გადავწყვიტე, მოსაღამოვებულიყო და ძილს უფლება მივეცი, რომ დავესაკუთრე.
დილით ადრიანად გამეღვიძა, ჩიტების ხმა მესმოდა საოცრად მსიამოვნებდა. შხაპი მივიღე და მოვემზადე. დღეს ის დღე იყო რომ ამ სახლს ნათელი ფერი მიეღო და ბედნიერება ყოფილიყო გარშემო. მოსამსახურეებს ვუხმე და ავუხსენი წინააღმდეგობა კი იყო თუმცაა გადავლახეე. ისეთი ვარ უარს ვერავინ მეუბნება, მათ კარგად ვაკონტრილებ, მსახიობობაც კარგად გამომდის.
გარშემო შავი ფარდები გადაწიეს. ჩემს საყვარელს მისაღებებში ფანჯრები გააღეს და სხვა ფერი შესძინეს. მართალია მთელი სასახლე ვერ გადავაკეთე თუმცა რამდენიმე მისახები, დერეფანი და ჩემი საძინებელიც საკმარიდი იყო. მაინც მეზარებოდა მთელ, სასახლეში ბოდიალი. სანამ აქ ვიქნები ბნელ მხარეებს არ გავეკარები. კიბეც მოვრთეთ ფერადი აქსესუარებით. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ქაოსის მიუხედავად, თუმცა ხანმოკლე აღმოჩნდა სიხარული.
-აქ რა ხდება- იმჩელაზე იყვირა ვიღაცამ ცუდად გავხდიი რამის. ზურგისკენ შევტრიალდი და ჩემს წინ შავებში გამოწყობილი ლორდი დგას, თუმცა ჩემთვის უჟმური მონსტრიი. 22წლის ბიჭისთვის ასეთი სიბნელე ცუდ გავლენას ახდენს ფაქტია.
-ვინაიდან თქვენ ბნელით ცხოვრობთ და მე ნათელით ამასთანავე დავსძენ რომ სტუმარი ვარ მცირე დროით, გადავწყვიტე აქაურობა გავახალისო.- მივუგე ღიმილით, მიყვარდა მისი გაღიზიანება.
-როგორც აღნიშნე რენესმი- ჩემი სახელი უხეშად და გაწელვით წარმოსთქვა- მცირე დროით ხარ აქ და თანაც სტუმარი. არც იფიქრო რამის შეცვლა, თორემ ხომ იცი კარგი არაფერი გელოდებათ. ეს ჩემი სამეფოა, წესებიც ჩემია და ვინაიდან ჩემს ტერიტორიაზე ხართ სტუმრად, თქვენც ჩემ საკუთრებაში შემოდიხართ და როგორც გიბრძანებთ ისე მოიქცევით.- ყვიროდა თუმცა იმდენად სიმპათიურად ახერხებდა ამას ვიბნეოდი. შავი თმები, დაკუნთულ სხეულზე შავი მოსახამი ისე ამშვენებდა, თვალებიც მოშავო ჰქონდა . ტუჩები მუქი ვარდისერი ისეთი იყო დაგატყვევებდა მისი დგომა, თუმცაა ბნელი, უჟმური და მყვირალა დრაკონი იყო, რომელიც სულ ცეცხლს აფრქვევდა და გწვავდა ამით. ამიტომ ზიზღს ვგრძნობდიი.
-რენესმი -შეყვირა მკაცრად- მისმენ თუ ჰაერში დაფრინავ, შენი ადგილი იცოდე პატარა ქალვატონო, თორემ გაჩვენებ. ზედმეტი არ მოგივიდეს, იცხოვრებ იმფერებით რომლებიც მე მსურს გასაგებია? არც მე მსიამოვნებს შენი აქ ყოფნა, რადგან ყოველთვის შენებურად გარდაქმნას ცდილობ. მეორედ აღარ გაბედო.
-კი მაგრამ, მე მხოლოდ -დავიწყე ნაწყენი ხმით
-არანაირი მაგრამ, როგორც ვიცი სმენა კარგი გაქ , მახსოვრობაც და გაითვაისწინებ ჩემს სიტყვებს, წინააღმდეგ შემთვევაში გასწავლი დამორჩილებას -მითხრა და ბნელი ღიმილით დამაჯილდოვა. ძალიან მეწყინა როგორ მიყვიროდა ვინ იყო რომ ამდენს მიბედავდა, ასე არ დავტოვებდი, ვეცადე არ მეტირა თუმცაა ცრემლები ვიგრძენი
-არასოდეს -ვუყვირე და ეგრევე ოთახში გავიქეცი. ამისთვის ვაზღვევინებდი. ოთახში ლუსი შემოვიდა.
-რენესმი არიტირო კარგი? -ცდილობდა დამშვიდებას. მალე ტირილი შევწყვიტე და როგორც ყოველთვის გავიღიმე. ლუსი მიცნობდა და იცოდა ამ ღიმილის მიზეზი
-არა რენე, არაფერს იზავ, ხომ იცი გაღიზიანდება! გთხოვ.
-ხომ იცი შურისძიება მიყვარს ლუს, შენ არიდარდო, უბრალოდ დამეხმარე ხვალ შეხვედრაზე რომ იქნება, სხვა ლორდებთან, მის ოთახში შემაპარო, დანარჩენზე მე მომენდე -ვუთხარი და დავწექი სანამ აქ ვიქნები მას სიცოცხლეს გავუმწარებ ამაზე ფირებით ტკბილად ჩამეძინა.


სალამი ყველას ვინც წაიკითხეთ????
იმედია დაინტერესდით❤️
შემდეგ თავის დადება იმაზეა დამოკიდებული თუ მოგეწონათ.
ამიტომ დააკომენტარეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი.????????❣️



№1  offline წევრი jenniferi

ძაალიაან საინტერესოა, მომწონს ასეთი ისტორიები <3 ველოდები შემდეგ თავს heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ციკო

ძააან საინეტრესოა ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი დასაწყისია გელოდები

 


№4  offline წევრი Amaghlobeli

jenniferi
ძაალიაან საინტერესოა, მომწონს ასეთი ისტორიები <3 ველოდები შემდეგ თავს heart_eyes

ხვალ აუცილებლად დავდებ. ❤️❤️

სტუმარი ციკო
ძააან საინეტრესოა ველოდები შემდეგ თავს

❤️❤️❤️❤️

სტუმარი მანანა
ძალიან კარგი დასაწყისია გელოდები

მადლობა❤️ გაგრძელებაც არაჩევულებრივი იქნება❤️

 


მიყვარს მე ასეთი ამბები ძალიან კარგი იყო ძალიან იმედია არ დატოვებ და გააგრძელებ

 


№6  offline წევრი Amaghlobeli

გროსმაისტერი
მიყვარს მე ასეთი ამბები ძალიან კარგი იყო ძალიან იმედია არ დატოვებ და გააგრძელებ

მადლობა❤️დღეს დავდებ შემდეგ თავს❤️

 


№7  offline წევრი Gelo-mgelo

აუ რამაგარიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent