შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 17)


13-08-2019, 16:22
ავტორი naattii
ნანახია 1 677

-სად მივდივართ?_ლილუმ დაარღვია პირველი სიჩუმე.
-მოდი ჯერ საჭმელი მოვიმარაგოთ, რამენიმე დღით გაქრობა მოგვიწევს და დაგვჭირდება_სუპერმარკეტისკენ გადაუხვია გაბრიელმა და სადგომზე დააყენა მანქანა.
-როგორც იქნა შოკოლადებიი_პატარა ბავშვივით ბედნიერმა შესძახა ლილუმ და აღნიშნული დახლისკენ გავარდა.
-მოდი ჩუპა-ჩუპსაც გიყიდი_სიცილით გაყვა ბიჭიც უკან.
-ერთი სნიკერსიც, ესეც ჩემი ჩიფსებიი....._მხიარულად მიაგორიალებდა ურიკას გოგო და თითონაც გასრიალებას ცდილობდა, თან საკვების ჩაყრაც არ ავიწყდებოდა.
-ღმერთო ჩემო, რაღაც ადამიანურიც წამოიღე, იცოდე მშიერი აუტანელი ვარ_თითი დაუქნია გაბრიელმა.
-ჯანდაბას, აჰა გაყინული პიცა შენ_ენა გამოუყო გოგომ და მაცივარი დაკეტა.
-ცოტა ნაყინიც_ტუჩები მოილოკა ბიჭმა.
-ხალხი მაინც არ იყოს_ტუჩზე მიშტერებულმა ამოთქვა ლილუმ და მხოლოდ გაბრიელის სიცილის შემდეგ მოვიდა გონს.
-თორემ რას იზამდი?
-მაცივარში ჩაგტოვებდი, გაგრილება არ გაწყენდა_მთელი ემოციით დაეჭყანა ბიჭს და ურიკის სრიალი განაგრძო დახლებს შორის.
-პატარავ, ნატახტარის ლიმონათიც ხომ არ გინდა?_წარბების თამაშით დაანახა ბოთლი გაბრაზებულ გოგოს და სიცილით წავიდა სალაროსკენ.

ბედნიერი ატარებდა გაბრიელი მანქანას ბინამდე. ერთი სული ქონდა ოთახში დამჯდარიყო და ენახა იმ საბუთებში ასეთი რა იყო ნაგაზს გარისკვად რომ უღირდა. ლილუც მოუსვენრად იჯდა გვერდით და ნატკენ ტუჩს იწვალებდა. ვეღარ მოითმინდა გაბრიელმა და ქალს გადახედა:
-რამე გაწუხებს?
-არაა_დაბნეულმა ამოხედა ბიჭს.
-შეგიძლია მითხრა_ზასტავისკენ გადაუხვია მანქანამ.
-დედაშენს ელაპარაკე?_ფრთხილად ამოხედა გაბრიელს.
-ასე დაძაბული მიტო ხარ?_მელოდიური სიცილი გაისმა მანქანაში -ვესაუბრე, მაგრამ შენ რატომ გაინტერესებს ვერ მივხვდი.
-არა ისე, რა ჩემი საქმეა_ფრჩხილის წვალება დაიწყოგოგომ.
-ლილუ, არაა აუცილებელი ყველას მოწონდე
-ანუ არ მოვწონვარ.
-ეგ ხომ ისედაც ნათელი იყო_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ჩაბნელებული ქუჩისკენ გადაუხვია.
-და ამას ასე იოლად ამბობ?
-რთულად უნდა ვთქვა? რატომ გადარდებს მოწონხარ თუ არა დედაჩემს?_გაკვირვებულმა გადმოხედა უკვე გაჩერებულ მანქანაში მჯდომს.
-მართალია, არ უნდა მადარდებდეს_სიმწრით გაეღიმა ლილუს.
-ერთ რჩევას მოგცემ, ყოველთვის ის გააკეთე და ის იყავი ვინც ნამდვილად ხარ, ამითი ნახევარი მტრები იქნება, ნახევარი კეთილისმსურველები, რომც ითამაშო მაინც ასე ხდება, ამიტომ სიყალბეს ყოველთვის გულახდილობა მირჩევნია_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და მანქანიდან გადავიდა.
საერთოდ ვერ იცნო ადგილი ლილუმ, იმდენად სიბნელე იდგა ირგვლივ ფეხის გადადგმაც ვერ მოახერხა.
-გაბრიელ_შიში იგრძნობოდა ხმაში.
-აქ ვარ_მაშინვე იგრძნო ხელი თეძოსთან და ავტომატურად ამოისუნთქა, -აქეთ წამო.
მალე იგრძნო კიბე და ნელნელა მიყვა ჩაკიდებულ ხელს. კარზე დაკიდებულ ბოქლომზე კოდი შეიყვანა გაბრიელმა და რამდენიმე წამში კარიც გაჩხაკუნდა. ჯერ ლილუ გაუშვა წინ და მთელი ძალით ეცადა ქალისგან წამოსული სურნელის დაიგნორება. არცერთ პარფიუმს არ ექნებოდა მსგავსი სურნელი, ქალიც თითქოს გრძნობდა მიზიდულობას, მთელი ძალით აწვალებდა თმებს და გამუდმებით გვერდძე იყრიდა, თითქოს სპეციალურად აქეზებდა გაბრიელს.
-ღმერთო დამეხმარე_თავი გადააქნია ბიჭმა და გატენილი პარკები სამზარეულოში შეიტანა.
ბინა პატარა იყო, მხოლოდ ერთი საძინებელი იყო განცალკევებით, მისაღები და სამზარეულო გაეერთიანებიათ და დახლით გამოეყოთ. შემოსასვლელში სააბაზანოს კარი მოჩანდა, სამზარეულო კი ძველებური ტექნიკით იყო მოწყობილი. ბინაში ყველანაირად იყო იმის პირობა რამდენიმე დღით რომ დარჩენილიყვნენ.
-პირველ რიგში ფოტოებს მივხედოთ_კომპიუტერი ჩართო მაშინვე გაბრიელმა და ფურცლები მოძებნა პრინტერში ჩასადებად.
ლილუ მაშინვე სააბაზანოში შევარდა, თუმცა გვიან გაახსენდა გამოსაცვლელი რომ არაფერი ქონდა.
-კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შენი კეთილგანწყობით_მაცდური ღიმილით ჩაუკრა ბიჭს თვალი და მოპარული პერანგით მიიხურა კარები.
-ღმერთო მართლა დამჭირდება შენი დახმარება_სახეზე ჩამოისვა ხელი ბიჭმა და მოუთმენლადმიადევნა თვალი პრინტერის მუშაობას. ერთი სული ქონდა ყველა ფურცელს ხელში როდის დაიჭერდა.


-რამდენი ხნით მაპატიმრებ?_სიცილით გადახედა იოანემ გვერდით მჯდომ გოგოს.
-ბრძანება მაქვს შენი ძმის ზარი სანამ არ გაისმება ჩემს ტელეფონზე.
-კი მაგრამ სამსახური?
-მაგის დროა იოანე? ხომ იცი შენ პირველ ადგილზე ხარ.
-როგორი პატივია_თავი დაუკრა ბიჭმა და სოფლის გზაზე მიმავალი მანქანიდან გადახედა შემხვედრ ტრაფარეტებს.
ქუთაისიდან შორს წასვლა არ აწყობდათ, ამიტომ ნენემ ბებიის სოფელი არჩია. ამ სახლის არსებობა თავადაც რამდენიმე თვის წინ გაიგო, ამიტომ დარწმუნებული იყო სხვებსაც არ ეცოდინებოდათ, მართალია სახლი არც ისე მოწყობილი იყო, თუმცა რამდენიმე დღის გატარება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. საჭმელი თავად მიჰქონდათ, თუ შუქი არ დახვდებოდათ სანთლები მოიმარაგა, წყლის პრობლემას კი ეზოში მდგომი ჭა მოუხსნიდათ.
-რა ლამაზია უყურე შენ_უკვე ეზოსთან მისულებმა დაარღვიეს სიჩუმე. გადამწვანებულ ეზოში პატარა, ბელეტაჟზე მდგომი სახლი მოჩანდა, ირგვლივ დიდი მინდორი გადაჭიმულიყო, მთელი ღობის გაყოლებაზე კი ორივე მხარეს ფერადი ყვავილები მიუყვებოდა.
-მართლა ლამაზია სოფელში გაზაფხული_ღიმილით გადაუსვა ცისარტყელა ყვავილებს ნენემ ხელი და მთელი არსებით შეისუნთქა მათი სურნელი.
-მგონი ჩემმა ძმამ სამოთხეში გამომიშვაა_ღიღინით გადაწვა დაკიდებულ ჰამაკში იოანე, თუმცა დიდხანს არ დასცალდა ტკბობა.
-აბა ჩაიწიე_სიცილით ჩაუხტა ნენეც და წვიმისგან დამპალმა თოკმა ვეღარ გაუძლო და წყვილმა რბილ მიწაზე მოახდინეს დაშვება.
-წელიიი_დაიკვნესა გოგომ და თავის აწევა სცადა. სულ ტყუილად, მხოლოდ ნერწყვის გადაყლაპვა მოახერხა, დაცემისას იოანეს მისთვის ხელი მოეხვია, წინიდან აეკრა ტანზე და მთელი ტკივილი თავის თავზე გადაეტანა. პირდაპირ ტუჩებთან აიხედა ნენემ, ლამის საკუთარზე იგრძნო ოდნავ გაღებულიდან გამოფრქვეული გრილი სურნელი, მაშინვე დაიბნა და გაუგებარ ლუღლუღს მოყვა, თანაც სულ ტყუილად ცდილობდა წამოდგომას. ახითხითებულ იოანეს სულაც არ ეტყობოდა უხერხულობა, პირიქით, ეს სიტუაცია ძალიანაც ართობდა. წამითაც არ დაუშვია რას გრძნობდა იმ წუთას გოგო, ვერც იმას იფიქრებდა ვერასდროს ნენეს მისი სიახლოვე თუ დააფრთხობდა.
-მოიცა, რა თავმოწღილი დედალივით ფართხალებ, მაცადე აგაყენო_სიცილს ვერ წყვეტდა ბიჭი.
-ნეტა გამაგებინა თავმოჭრილი დედალი სად გყავს ნანახი.
-როგორ გეკადრება, სოფელში ერთხელ ბებიამ მაიძულა დამეკლა, ორი დღე ვტიროდი_ტუჩებ გადმობრუნებულმა ამოხედა გოგოს და უფრო გაუჩერა გული.
-მატყუარა_როგორც იქნა მოახერხა ფეხზე წამოდგომა ნენემ და მაშინვე მოყვა აკანკალებული ხელებით შარვლის ფერთხვას.
-ხვალ უკან დავბრუნდები_ხმა დაუსერიოზულდა იოანეს.
-მაგრამ, გაბრიელმა....._დაბნეულმა ახედა ბიჭს.
-არ მაინტერესებს გაბრიელმა რა გითხრა, ამ დროს მარტო არ დავტოვებ, ამ ღამესაც მხოლოდ იმიტომ დავრჩები რომ ვიცი ხვალამდე ბევრს ვერაფერს მოასწრებს. მაპატიე ნენე, მაგრამ ჩემი ძმის მიტოვებას ვერაფერი მაიძულებს_ღიმილით მოეფერა გოგოს ლოყაზე და სახლისკენ წავიდა.


მალე მოწყინდა გაბრიელს პრინტერში ფურცლების ბეჭდვის ყურება და სამზარეულოსკენ წავიდა, საიდანაც სიმღერების ხმა გამოდიოდა, რომელსაც ლილუც ყვებოდა არც ისე წკრიალა ხმით. კარებთან მდგომს საინტერესო სანახაობა გადაეშალა, ქალს გაბრიელის პერანგი საჯდომს უფარავდა, შიშველი ფეხებით დასრიალებდა სამზარეულოს დახლთან და მთლიანად ცდილობდა ჩართულ სიმღერაზე აეყოლებინა ტ*აკის მოძრაობა, მონუსხულივით უყურებდა გაბრიელი და სულ ტყუილად ცდილობდა საღი აზრი დაეტოვებინა. რამდენიმე წამიც და ვეღარაფერი მოახერხა, სწრაფად გადაჭრა ლილუსგან დაშორებული ის რამდენიმე მეტრიც და ისე მოულოდნელად სწვდა ქალის ტუჩებს შეწინააღმდეგების შანსიც კი გამოურიცხა, თუმცა არც არავინ იყო წინააღმდეგი, ღიმილით აყვა ლილუც და თავადაც სიამოვნებით მოხვია ბიჭს კეფაზე ხელი. რამდენი ხანი იყო ორივე ამ წამზე ოცნებობდა, თუმცა არაფრის დიდებით უტყდებოდნენ ერთმანეთს. ახლა კი დადგა დრო ორივეს პასუხი ეგო თავინთ გრძნობებზე.

-----------------
მაპატიეთ შესწორებას ვეღარ ვახერხებ, ისედაც ასე დავიგვიანე :(



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაჰ : )) არ მეყოო : D

 


ნუ იტყვი და თურმე გაბრიელსაც ჰქონია იუმორი, ეგ ჯმუხი კაცი ეგა :) ❣
საინტერესო დღის ფრიად დამაინტრიგებელი გაგრძელება იყო (დასასრული ჯერ არ ვიცით :დ )
ნენეს, ამ სიფრიფანა გოგოს ეს კლოუნი რამ შეაყვარა? გაბრიელის და ლილუს მოწონებას კი ამჩნევს და ეს გოგო ხელებში რომ ადნება ვერა, გამომივიდა აქ პროფესორი :)
საინტერესოა რა წერი იმ საბუთებში ვინ ჯანდაბაა ნაგაზი?
ველი ახალ თავა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent