შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი {1}


24-08-2019, 17:34
ავტორი jenniferi
ნანახია 1 438

ქალის ყვირილი არბევდა არე-მარეს ერთ მიტოვებულ საწყობში, რომელსაც მთვარის შუქი ელამუნებოდა და მის ძველის-ძვენ კედლებს ნათლად უსვამდა ხაზს, იმდენად ძველი და მინგრეულ-მონგრეული იყო ვიღაც იფიქრებდა წამი-წამზე ჩამოინგრევაო, ირგვლივ კი ხეების გარდა არაფერი იყო ხების რომელიც კანტა-კუნტათ მიმობნეულიყვნენ უსასრულო სიცარიელეში, ქალის ყვირილს ციცინათელებიც კი დაედუმებინა, ხის კარებთან მაღალ მოხუცებულ კაცსაც დაინახავდით, რომელის სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა და ხან მარჯვნისკენ გადადგავდა რამოდენიმე ნაბიჯს ხან მარცხნივ, ქალი მაგიდაზე იწვა, ქერა პრწყინვალე თმა არეოდა და დაცვარულ შუბლზე მიჰკროდა, ცისფერ თვალებში ტკივილი და დაღლა ეტყობოდა, ოფლი სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა და სახეს შიგადაშიგ ჭმუხნიდა
-ცოტაც ლილიანა ცოტაც
გაიჭინთე!!
მის ფეხებთან ჩაცუცქულმა ქალმა იტანიურად დაუცაცხანა და აი ისიც, ტკივილი შეწყდა და ამჯერად ითახი ბავშვის ღრიალმა დააყრუვა, მას კი კარების ჭრიალიც მოჰყვა და 50-60 წლის კაცი შემოვიდა, სახე გვარიანად დანაუჭებული ჰქონდა თუმცა თმის თეთრ ღერებს შორის ჯერ კიდევ მოჩანდა შავი თმა და ეს შედარებით უფრო ახალგაზრდას აჩენდა, უემოციოდ გამოართვა ბავშვი დედაბერს და გოგონას დააკვირდა რომელსაც დიდი ლურჯი თვალები დაეჭყიტა და ახალ სახეს აკვირდებოდა
წამით გადახედა კაცმა დაღლილ ქალს და ის-ის იყო უკან გადადგა ნაბიჯი რომ ქალის ღონემიხდილი ხმა მოესმა
-გეხვეწები ის მაინც მითხრი გოგოა?
შევედრებით იკითხა და კაცის თვალებშიც გაკრთა რაღაც სინანული, მძიმედ ამოიოხრა, ქალისკენ მიბრუნდა და უხმოდ დაუქნია თავი,
ქალს ბედნიერებისგან სიცილი წასკდა და კაცს კარებში გასვლისას მიაძახა
-ნია დაარქვი! მას ნია უნდა ერქვას!
კაცმა კარები ჭრიალით მიხურა და მის ხმაზეც დაიხურა სადღაც ქალის გულის სიღრმეში ბედნიერების კარიც.


განყოფილებაში ძლივს სიმშვიდეს დაესადგურებინა, მას შემდეგ რაც მაჩაბელის საქმე დახურეს თითქოს ყველამ ღრმად ამოისუნთქა და უდიდესი ტვირთი მოეხსნათ მხრებიდან, კომფორტულად მოკალათებულიყო სკამზე, თავი უკან გადაეწია და ღრმა ფიქრებში წასულიყო
ყველაფერს თავიდან ამეორებდა თუთოეულ დეტალს, მტკიცებულებას, ვარიანტებს თავიდან განიხილავდა იმის შიშით რამე ხომ არ გამომრჩაო, როდესაც გამომძიებლობა გადაწყვიტა ყველაზე მეტად ამის ეშინოდა ვინმე უსამართლიდ არ ჩაესვა ციხეში და მისი ოჯახი უსამართლიდ არ გაენადგურებინა,
ყოველი საქმის დახურვის შემდეგ ასე აკეთებდა სკამზე გადაწვებოდა და ფიქრებში იმდენად ღრმად იჭრებოდა, ვინმეს ბომბიც რომ აეფეთქებინა ვერ გაიგებდა სანამ თვითონ არ გამოფხიზლდებოდა,
თავი გაასწორა და თვალები მოისრისა ისე მოერია დაღლილობა ტყავის ქურთუკს დაჰკრა ხელი და სახლში დაუკითხავად გაეშურა თუმცა არც არავის უკითხავს რამე, ყველა მიჩვეული იყო მის ასეთ საქციელს.

26 წლის ნია ჯაყელი ცნობილი გამომძიებლის თამაზ ჯაყელის შვილიშვილი, ყველა იცნობდა მათ ოჯახს მით უმეტეს იმის შემდეგ რაც გაირკვა რომ ნიას hypherthiymesia სჭირდა მეტად უიშვიათესი და უნიკალური “დაავადება” როდესაც შენი ტვინი ყველაფერს იმახსოვრებს თითოეულ წვრილმანს,
ნია მაშინ 9 წლის იყო საავადმყოფოში თავის ტრამვით მიიყვანეს, ფეხი იატაკზე დასცდომია და თავი მწარედ დაურტყამს, მშობლებმა კი მაშინვე სავადმყოფოში გამოაქანეს, მას შემდეგ ასე იყო ყველას და ყველაფერს უნებურად იმახსოვრებდა,
სახლის კარი გააღო თუ არა მაშინვე საწოლისკენ აიღო გეზი და გაუხდელად გაიშხლართა ზედ
23 წლის ასაკში გადაწყვიტა მარტო ცხოვრება, ქუთაისი მიატოვა და ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად, თავიდან უჭირდა მშობლების გარეშე თუმცა ორ დღეში უკვე მიჩვეული შეხვდა მარტოობას,
კი ნამდვილად სწრაფად ვითარდებოდა და ეგუებოდა ყველაფერს,
ნია ნია ნია ქალი რომელიც კაცებს აგიჟებდა, მაგრამ მას ვერავინ უძლებდა ნია იყო რაღაც არაადამიანური, იმდენად იშვიათი ხასიათის და ჩვევების მქონე რომ ერთ თვეზე მეტი მისთვი ვერავის გაუძლია, ერთადერთი მეგობრის გარდა, ნინი ქურხული რომელიც სკოლაში გაიცნო და 5 კლასიდან ერთად მოდიოდნენ, მის ახალ დავადებასაც მალე შეგუუა და ძლიერ უკვირდა ნიას რომ მას აქამდე უძლებდა ნინი

მასზე ხშირად ამბობენ
-მისთვის შეიქმნა ეს ფრაზა: წუთში სამოცჯერ იცვლის ხასიათსო მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ძალიან ბევრს მოსწორდა ის, მისი ლურჯი თვალები ყველას სადღას უსასრულობაში გზავნიდა და მისი შავი კუპრივით თმა სწორი ცხვირი და მსხვილი ტუჩები კაცს საერთოდ აგიჟებდა, ხანდან ეკითხებიდნენ ნამდვილად გელას შვილი ხარო? რადგან მისი ოჯახის წევრებიდან არავის ჰქონდა ლირჯი თვალები, თუმცა დედამისი ხშირად ეუბნებოდა პაპაჩემს ჰქონდა და მისგან გამოგყვაო, თავიდან ეგ როგორო მარა მერე ბიოლოგიას კარგად ჩაუჯდა და დამშვიდდა კიდეც, და ყავდა მასზე პატარა მარი ერქვა და ნამდვილად ეშმაკი იყო იმდენად აღიზიანებდა ნიას 18 წლის ლაწირაკი რომ ხშირად ეკითხებიდა შენ ჩემი და როგორ ხარო და გოგოც გაბუტული იკეტებოდა ოთახში,
მისი სიმშვიდე ტელეფონის ხმამ დააფრთხო საშინლად ფხიზელი ძილი ჰქონდა ასე რომ ხანდახან ისეთი გრძნობა ჰქონდა რომ არც უძინია, ასე უხმოდ გადასწვდა თაროზე არსებულ ტელეფონს და შეუმოწმებლად უპასუხა, უკვე იცოდა ვინც უნდა ყოფილიყო
-ჰო ნინი
-ნიიიააა ჩვენო გმირო დროზე აწიე შენი მიმზიდველი და მოემზადე კლუბში მიმყავხარ, არანაირი წუწუნი მიცნობ და იცი რა ხისთავიანიც ვარ ძალით მაინც წაგათრევ მიდი დროზე
-არც ვაპირებდი
ჩაიბურტყუნა და გაუთიშა
საწოლიდან წამოიზლაზნა და გარდერობის წინ დადგა ღამის პირველი საათი იყო, მძიმედ ამოიოხრა და დაუკვირვებლად გამოიღო ერთ-ერთი ლურჯი კაბა და უცბად გადაიცვა, თმები დაივარცხნა მაკიაჟი არ სჭირდებოდა და შავი ქუსლიანები მოირგო თუ არა მაშინვე შემოგლიჯა კარები ნინიმ
-ჩემი გმირი მზადაა??
ოთახში გრიგალივით შემოვარდა, წითელი მოხდენილი კაბა ეცვა ქერა თმები აქეთ იქით ალაგ-ალაგ ეყარა და მომწვანო მოცისფრო თვალებით მბურღავდა
-უუჰ ფერfექტო სამი თითი მიიდო ტუჩებთან და კოცნის მსგავსუ რაღაც ქნა რაზეც კარგად გადავიხარხარე და არა გავიცინე! ხო ალბათ ეს ყველა ლამაზი გოგოს მინუსია
-ნწნწ მაიტა იქ არ დაიწყო სიცილი შენი ჭირიმე ბიჭები არ დამიფრთხო თორე დაგთხრი მაგ ზღვა თვალებს თვალებს რას ვერჩი მეცა რა მოგაჭრი მაგ გრძელ კატარავით ხაოიან ენას
-წარმოსახვას ვენაცვალე
სამი თითით იგივე ვქენი და სიცილით ავედევნე გასულ ნინის,
თავის წითელ “კუ” მანქანაში ჩავჯექით და მანაც მალევე დაძრა მანქანა
-საით?
ჩემი ძველი კურსელის დაბადებისდღეზე
კმაყოფილმა შესძახა და მანქანის სარკეში მაკიაჟი შეათვალიერა
-რა მინდა მე შენი კურსელის დაბიდუბიზე??
დადებილებულმა ვიკითხე და თითი მკერდთან მივიდე
ცოტა გაკვირვებულმა გამომხედა, ალბათ ფიქრობდა ეს ხომ კარგად არისო
-არ მინდა შენ კურსელთან არც კი ვიცნობ გააჩერე!!
გავკივლე და ისე შეხტა უცბად დაამუხრუჭა და ინეერციით წინ წავიწიე და შუბლი რაღაცას ვდრუზე

ვიღაცის გამაღიზიანებელი ხმა მესმის, ლოყებზე წვას ვგრძნობ, კიდევ ერთხელ რომ განმეორდა ეს შეგრძლება თვალები ელვის სისწრაფით ვჭყიტე ხელში კიდევ ნინი შენრჩა რომელიც ანერვიულებული მიყურებდა, როგორც კი დამინახა მაშინვე ამოისუნთქა და გამწარებულმა შემომხედა
-შენ სულ გააფრინე გოგო?? მართლა ვერ ხაარ?? ერთხელაც მეც გადამიყვან ჭკუიდან იცოდე და მეგობარი საერთოდ აღარ გეყოლება!!
უცბად მოვჭუტე თვალები და ამრეზით გადავხედე
-მემუქრები??!
ცოტა ხანი დამაკვირდა და ნერვიული სიცილი ატეხა
-მასხარა ხარ რა სუფთა მასხარა
მანქანა დაძრა ახლა შევამჩნიე რომ გადაეყენებინა. გზაზე დავბრუნდით და უხმოდ გავუყევით გზას მე შუბლის ზელით ის კი გზის ყურებით

შემდეგ იყო
დიდი სახლი, ბევრი სასმელი, დათრობა, ბევრი ცეკვა, სიცილი, კოცნა, სიშავე..
დილით საწოლიდან უცბად წამოვვარდი და კიდევ ერთხელ დავლოცე ორგანიზმი რომ პახმელია არ ვიცოდი, გუშინდელი ღამეც უცბად აღვიდგინე გონებაში, მახსოვს როგორ მომათრევდა ნინი და თბილად გამეღიმა,
საბაზანოდან გამოსულმა ავტომატურად ავიღე ტელეფონი და დათოს გადავუტეკე, ჩემს უფროს
-გისმენ ნია ყველაფერი რიგზეა?
მალევე გაისმა ბოხი მკაცრი ხმა და ნიაც მაშინვე დასერიოზულდა და სტრანი სახე დაკერა
-დიახ ბატონო დათო უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან
-გისმენ
ხმის ტონალობა ისევ არ შესცვლოდა არცერთს
-შვებულების აღება მინდა ერთი თვით
მალევე გაისმა დათოს ჩაცინების ხმა
-გელოდი მაგას როდის მეტყოდი ნამდვილად დაიმსახურე შენ ეს ნია შეგიძლია გონება დაასვენო
-მადლობა და ნახვამდის ბატონო დავით
-ნახვამდის ნია
დავითი 50 წლამდე კაცი იყო ყოველთვის სერიოზული და სიმკაცრით გამოირჩეოდა, ამიტომ სცემდა პატივს ნია ძალიან უყვარდა ნიას ეს კაცი იცოდა რა დროს რა უნდა ეთქვა და რა გრძნობები გამოეხატა,
ამჯერად ნინის გადაურეკა და როგორცკი უპასუხა სერიოზული სახე წამში მომღიმარმა ჩაანაცვლა
-ნინი ერთ-თვიანი შვებულება აიღე
მოელოდა რომ ნინი სიხარულისგან კივილს დაიწყებდა თუმცა მხოლოდ მისი ამოოხვრის ხმა ჩაესმა
-ამჯერად რამ დაგარტყა??
ამ კითხვაზე წამში გაუარეს მოგონებებმა
11თვის წინ
დილის ითხი საათი იყო ნინის გაგუდულს მშვიდად ეძინა როდესაც თავზე ცივი წყლის დასხმამ გამოაფხიზლა რომლის გამოც საწოლიდან გადმოვარდა და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა დაშოკილმა ახედა დამნაშავეს,
საწოლთან ნია იდგა და გაკრეჭილი უყურებდა ვითომცდა მე არაფერი გამიკეთებიაო,
გაბრაზებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მივიდა მასთან წამოაყენა და უხმოდ შეაგდო აბაზანაში დარეტიანებული იდგა და ვერ ხვდებიდა რა ხდებოდა, როდესაც კარები კიდევ ოდნავ შეიღო და ნიამ ჯინსი და ჰუდი შეუგდო შიგნით ავტომატურად ჯერ კიდევ შოკში მყოფმა უცბად გადაიცვა და ოთახში გავიდა სადაც ნია დახვდა ფურცელზე წარწერით
*დღეს ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ მაგრამ უნდა გამომყვე*
დაშოკილმა პირი დააღო ახალი გაღვიძებული იყო და ჯერ კიდევ ვერ აზროვნებდა რა ხდებოდა, ამიტომ ავტომატურად გაჰყვა კარისკენ მიმავალს დაინახა გარეთ გავიდნენ და ნიას bmvში ჩაჯდნენ ჯერ კიდევ ვერ იღებდა ხმას ინფორმაციას ტვინი ნელა ხარშავდა
-რა ხდება? ბოლოს ამის კითხვაღა მოახერხა და ნიას გახედა რომელმაც ისე გაუღიმა ვინმეს მათთვის რომ შეეხედა შეყვარებულები გეგინებიდნენ
-ამან ვაფშე დააბნია და სულ ჩაჩუმდა
მანქანა სადღაც ტყეში გააჩერა და მანქანიდან გადავიდა ნინიც გადაყვა
მიიხედ მოიხედა ტყე!
ნია კი წინ აღმართზე მიიწევდა ნინიც უხმოდ აეკიდა
ერთი საათი იარეს ოღრო ჩოღროებში ნინი ისეთი დააღლილი და განადგურებული იყო ნიას მოკვლა ახლავე შეეძლო, ქალბატონი უკვე გამოფხიზლებულიყო კიდეც და სულ ლანძღვა კრულვით მისდევდა რადგან მარტო უკან დაბრუნების ეშინოდა
ისიც თუ დაბრუნდებოდა ვინ იცის,
მალევე სადღაც გორაზე იდგნენ მზე ამოდიოდა ალბათ ექვსი იქნებოდა უკვე, ნინი განადგურებული გაწვა ძირს და ამოიოხრა ლანძღვის ძალაც აღარ ჰქონდა
-გიჟი ხან ნია სუფთა გიჟი!!
გულზე ხელი იტკიცა და თავი გააქნია

-ჰმმ უბრალოდ ერთთვიანი შვებულება აიღე მიდი,
რამოდენიმე წამი ხმა არ ამოუღია
-რატომ?
ამ კითხვამ უდიდესი პრწყინვალება მოჰგვარა მას და აცქმუტუნდა
-იტალიაში მივდივართ!
ისეთი ბედნიერი ხმით უთხრა ნინიც გააბედნიერა
-აუუუ გენიოსი ხამ მეგონა ამჯერად ამაზონში წამიყვანდი უცბად გადაიკისკისა რაზეც ნიას წამში მიეღრიცა სახე ტელეფონი გაუთიშა და თავისთვის ჩაიბურტყუნა
-არადა რა სილამაზე იყო ერთი რას ერჩის ფუუფ

მესამე დღეს ორივე ბედნიერები იდგნენ აეროპორტში და მშობლებს ემშვიდობებოდნენ რომლებსაც ნამდვილად აღარ უკვირდათ თავისი შვილების ახალი ახირება თავიდან კი ნიას მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ თუმცა ნიამ ისე უბრიალა თვალები ხმა აღარ ამოუღიათ, თუმცა მაინც ვერ მალავდნენ იმ ღელვარებას რომელის ამ ამბის გაგებას მოჰყვა
-ჩვენი ახალი თავგადასავალი იწყება!!
აღტაცებით და ცოტა შეშინებულმა გახედა ნიას რომელსაც ისეთი ეშმაკური ღიმილი შეეპარა წუთით კი არა კარგა ხოშიანად ინანა რომ დასთანხმდა, მაგრამ უკვე მათი ჩაჯდომის ჯერი იყო,
ეს ამბავი ჯერ კიდევ თვითმფრინავიდან აღარ მოსწონდა


ეს ისტორია სამი წლის წინ დავწერე და გადავწყვიტე ამეტვირთა, იმედია მოგეწონებათ



იმედია სწრაფად დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent