შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუქი დამიტოვე


13-05-2017, 22:07
ავტორი bla.ell
ნანახია 1 803

არის მოლოდინი უფრო
საზიზღარი
ვიდრე ოცნებაა ფიქრთა
სიახლოვეს...
გინგრევს ემციებს
ყველა ,
ჩრდილი სინათლეში ყველას
მიატოვებს...
გრძნობა აღარ არის,
არის საფიქრალი,
როცა შუაღამეს დილა მიაყოლე...
სიზმარს ვერ აღიქვამ
თითქოს დაიღალე,
ქარი კედლებს მიღმა,
ბოღმას მიაქროლებს...
ლექსს წერ შენს თვალებში
არის ქარიშხალი,
ცრემლებს თვალებიდან
ყელში მიაგორებ,
წამო, აპათიის ნანგრევს
გავეცალეთ...
სანამ სურვილია,
სანამ სიახლოვე...
შავი დუმილია ისევ,
არე-მარე,
ოთხას შუქიანი
ფარდა შეატოვეს,
ასე თუ არა და ისე შევიცვალე,
ახლა სხვანაირი
ღამე მსიამოვნებს,
დაღლა აღარ მინდა...
მაინც დავიღალე,
გარდა'ცვალებაა,
წამი'ც სიმარტოვე...
ახლა ავდგები და
კალამს დავიკავებ,
მერე ფურცელიც და
შუქი დამიტოვე...



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან ლამაზი ლექსია. მომეწონა. სადღაც გალაკტიონსა და პაოლოს მივამსგავსე. მიხარიხარ

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

მე რომ შენი ლექსები ძალიან მიყვარს უკვე გითხარი? თუ არა ძალიან,ძალიაბ მიყვარს ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent