შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე მოვედი (სრულად)


25-08-2019, 00:58
ავტორი BonaDea
ნანახია 23 324

სახლისკენ მიმავალ გზაზე მივდიოდი უცებ საიდანღაც მანქანა რომ გამოჩნდა და ჩემს წინ გაჩერდა.სწრაფად გადმოვიდა ორი მაღალი დაკუნთული ტიპი.სახეზე შავი ნიღბები ეკეთათ. შუადღე იყო,ცდილობდნენ ხალხის ყურადღება არ მიექციათ. ერთ-ერთმა ჩუმად ამოიღო იარაღი და მუცელთან დამადო ისე რომ მხოლოდ მე და ის ვხედავით.
-ახლა მანქანაში ჩაჯექი ისე რომ ყურადღება არ მიიქციო თორემ აქვე დაასრულებ სიცოცხლეს.-ჩურჩულით მითხრა და მეც მის ბრძანებას დავემორჩილე.მანქანაში ჩავსხედით და იმ წამსე მოწყვეტით გააქროლა მანქანა.ვტიროდი..ვერ ვიაზრებდი..დავიბენი და არ ვიცოდი ვის რა უნდოდა ჩემგან.არც მიდარი ოჯახის შვილი ვიყავი და არც ვინმე მომიკლავს. მანქანამ გზდან გადაუხვია და ახლა მიხრილ-მოხრილ გზას ვადექით.მერე სადღაც ავდიოდით,რომელიღაც მიყრუებულ სოფელსში ვიყავით.ხმის ამოღება ვერ გავბედე, ჩუმად ვტიროდი და გონება იმდენ რამეს ფიქრობდა გავითიშე.არ მახსოვს როგორ გადმომიყვანეს მანქანიდან. რომ გავიღვიძე სკამზე ვიყავი დაბმული. ხელები და ფეხები შეკრული მქონდა და შეუძლებელი იყო განთავისუფლება საკუთარი ძალებით. ოთახში არაფერი იყო მტვერის გარდა. კარები გაიღო და ვიღაც შემოვიდა.თვალებს ვერ ვუჯერებდი. კარგად ნაცნობი სახე რომ დავინახე შეშლამდე ცოტა მაკლდა. გაგა ამაშუკელი!ბოლო ორი წელია არაფერი გამიგია მასზე.ჩვენი ბოლო შეხვედრა არც ისე კარგად დამთავრდა. როგორც თვითონ ამბობს სიგიჟემდე ვუყვარვარ.თუმცა ამ ნათქამში მხოლოდ ისაა მართალი რომ ის ნამდვილად გიჟია! ძლივს დავიწყებული ამბავი ისევ თვალწინ გადამეშალა.თითქოს შეხორცებული ჭრილობები ისევ გაიხსნა.ვტიროდი ,ვერ ვიჯერებდი რომ იმის მერე რაც დაემართა ისევ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა.გამახსენდა ორი წლის წინ მომხდარი და სიძულვილმა და ზიზღმა შემიპყრო.მე ის მძულდა იმის შემდეგ რაც მან გამიკეთა,არა მარტო ის,საკუთარი თავიც მძულდა იმის გამო რომ ჩემი ხელით არ მოვკალი მაშინ.გონება დაუკითხავად იხსენებს კადრებს.როგორ ვიყავი მიმბული საწოლზე და როგორ უმოწყალოდ მირტყამდა მის ქამარს. ვტიროდი..ვყვიოდი..
ვემუდარებოდი გაჩერდითქო თუმცა ამაოდ. ეს არ იკმარა და შემდეგ ცეცხლზე გახურებული რკინა დამადო მხარზე. ბოლო ხმაზე ავღრიალდი. მტკიოდა, მხარზე მეტად სული მტკიოდა. ხელები და ფეხები ისე მქონდა შეკრული რომ ვერც
კი ვგრძნბდი მათ. ვლოცულობდი რომ ჩემს ძმას მალე მოეგნო და წავეყვანე ამ ჯოჯოხეთიდან. გიჟივით იხედებოდა ის არაკაცი. საწოლზე ვიწექი და ცრემლები არ წყვეტდნენ დენას.უცებ მომექცა ზემოდან. საროჩკის ორი ღილი გახსნა და კოცნა დამიწყო. ვერ ვიტანდი ჩემს თავს,მეზიზღებოდა.მომშორდითქო ვემუდარებოდი,თუმცა არა.მესამე ღილს რომ ხსნიდა კარები შემოანგრია ვიღაცამ და ისიც წამსვე წამოხტა.თორნიკე იყო,ჩემი ხსნა.წამით შემათვალიერა და მერე გაგას მივარდა.ისე ცემა რომ მეგონა ვერ დაგარჩებიდა და ეს საერთოდ არ მანაღვლებდა.ბოლოს პოლიციის სირენების ხმა გაისმა.ის არაკაცი დააკავეს. მე კი თორნიკეს მკლავებში რომ ვიყავი მოქცეული ისე დავკარგე გონება.საავადმყოფოში გამეღვიძა.რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ არ ვიცი.თორნიკეს ხმა რომ გავიგონე შვება ვოგრძენი.როგორ მისმევდა თმებზე ხელს და როგორ მთხოვდა პატიებას მესმოდა თუმცა ლაპარაკი არ შენეძლო.თვალები დავხუჭე და არ ვიდი დამეძინა თუ გონება დავკარგე.თვალები რომ გავახილე თორნიკე მადგა თავზე ექიმს უსმენდა და ჩემი ხელი ეჭირა.მხარი საშინლად მტკიოდა,მთელი სხეული მეწვოდა და ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი სახლში.როგორც იქნა გამოგვწერა ექიმმა და თორნიკეს სახლში წავედით. საწოლზე დამაწვინა და გვერდით მომიწვა.თმაზე მეფერებოდა,მე კი მის გულზე მედო თავი და ჩუმად ვისმენდი მის გულისცემას.პატარები რომ ვიყავით მაშინაც ასე მაძინებდა.ჩემზე ექვსი წლით დიდია.თვეები დამჭირდა რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი.როგორც იქნა დავივიწყე ეს ამბავი,უფრო სწორედ გონების ყველაზე ბნელ კითხეში მივაგდე.ახლა კი ყველაფერი გამახსენდა.ყველა ის ადგილი ამეწვა სადაც ადრე დარტყმა მომაყენა.ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ მე ის არ მიყვარდა.ან როგორ უნდა გივარდეს მისნაირი ნაძირალა...
ჩემსკენ წამოვიდა და თან იღიმოდა.ისეთი ამაზრზენი იყო მისი ყოველი ამოსუნთქვა ცუდად მხდიდა.მომიახლოვდა და სვიტერი მხარზე გადამიწია.თავისი "ნაშრომი" დაინახა და ხელი გადაუსვა.მართალია უკვე შეხორცებული იყო და აღარ მტკიოდა თუმცა მისი შეხება ისეთივე მტკივნეული იყო როგორიც ის გახურებული მეტალი.
-აღარ გტკივა ხო?არადა როგორ მინდა ისე მინდა მესმოდეს შენი განწირული ხმა. როგორ მევედრებოდი რომ გაჩერებულიყავი. როგორი საწყალი იყავი მაშინ.შენ უარი მითხარი ცოლობაზე და მეც უარი გითხარი გაჩერებაზე. მთელი ორი წელი,მთელი ორი წელი გავატარე ციხეში. საკმარისზე მეტი დრო მქონდა საფიქრად. მხოლოდ შენზე ვფიქრობდი,როგორ გადამეხადა სამაგიერო.ახლა ჩემი დროა პატარავ და საკმაოდ დიდხანს ველოდი-ამაზრზენი ღიმილით მიყვიროდა და ხელებს ჩემს სახეზე დაატარებდა.მერე გატრიალდა და წავიდა.მე ხმას ვერ ვიღებდი თითქოს ლაპარაკი არ ვიცოდი.ყველა საშინელმა მოგონებამ ერთად გაიღვიძა ჩემს გონებაში და ცრემლებმა კვლავ განაგრძეს დენა.მინდოდა მეყვირა,მინდოდა გავქცეულიყავი,იმ წამს სიკვდილიც კი მინდოდა მაგრამ არა,ვიტანჯებოდი და ამით ის სიამოვნებას იღებდა. თორნიკე საქართველოდან გასული იყო მის მეუღლესა და შვილებთან ერთად.ახლა კი სრულიად მარტო დავრჩი ამ ქაოსის წინაშე.რაღაც უნდა მექნა,საკუთარი თავი თავადვე უნდა გადამერჩინა.რაღაც დავგეგმე თუმცა არ ვიცოდი რამდენად სწორი იყო ეს. ნახევარი საათის შემდეგ ისევ გაიღო რკინის კარები და კვლავ გამოჩნდა ის ურჩხული.მიღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა.
-რაო მოგენატრე პატარავ?-ირონიულად მითხრა და ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოიტანა მისი ამაზრზენი სახე.
-საერთოდ არა-თითქოს აუღელვებლად ვუთხარი თუმცა რომ იცოდეთ როგორ მეშინია ახლა.
-ძალიან საწყენია.ახლა საჭმელს მოგიტან და მერე დაიძინე.-ვითომ ნაწყენი სახით მითხრა და გავიდა. რამდენიმე წუთში საჭმლით ხელში დაბრუნდა. და წინ დამიდო.თუმცა ხელების გახსნა არც კი გაუფიქრებია როგორც ჩანს.
-იცი ხელებს თუ არ გამიხსნი სჭმელს ვერ შევჭამ.-ურონიულადსავით ვუთხარი.
-რათქმაუნდა.ჯიბიდან დანა ამოიღო და ხელები გამიხსნა. საერთოდ არ შემეხლო ჭამა თუმცა ასე იყო საჭირო.
-ამ სარდაფში უნდა ვიყო?
-თუ ჭკვიანად მოიქცევი სახლში ადავალთ.
-გასაგებია.-მორჩილად დავუკარი თავი.მალევე გავიდა. როგორღაც სკამზე მიბმულს ჩამეძინა.დილით კი კისრისა და ხერხემლის ტკივილმა გამაღვიძა.კარები გაიღო და ამჯერად სხვა ბიჭი შემოვიდა.წყალი და საჭმელი დამიდო და ხელები კვლავ გამიხსნა.
-მადლობთ
-რომ შეჭამ სახლში გადაგიყვან. გაგამ ასე მოისურვა.-გასვლას აპირებდა რომ შევაჩერე.
-ერთ წუთით. რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?
-გააჩნია რა გინდა
-შეგიძლია მაისური გამისწორო?-მხარზე მივუთითე.არ შემეძლო ამ იარის ყურება.ყველა ვინც კი შემოდიოდა მას უყურებდა. ცოტათი დაიბნა.ემდეგ ჩემსკენ წამოვიდა და იარა რომ დაინახა გამომეტყველება შეეცვალა.
-ეს მან გიქნა?-მაისური გამისწორა და ახლა მისი თვალები ჩემსას შემოანათა.
-ორი წლის წინ.-უნბლიედ ავტირდი მომხდარის გახსენებაზე.
-ბოდიში არ მინდოდა.-მიხვდა რომ მტკივნეულ თემას შეეხო.ის სულაც არ ჩანდა ბოროტი სხვებისგან განსხვავებით. კეთილი თვალები ქონდა და მხოლოდ ის მექცეოდა კარგად.
-არაუშავს.-ცრემლები შევიმშრალე.დავინახე როგორ დაუვარდა რაღაც ფურცელი.თუმცა იმ წამს ვიღაც შემოვიდა და მალევე ავიღე.ხელები შემიკრა და გავიდა.ფურცელი კი არა სურათი იყო.ორსული ქალი იღიმოდა ფოტოში და გვერდით ორი ბავშვი ედგა.ოროვეს გამობერილ მუცელზე ედო ხელი.ულამაზესი გოგონა და ბიჭი იდგა ულამაზესი დედის გვერდით.როგორ გაუმართლა თქო ვიფიქრე. მალევე შემოვიდა ისევ ის ბიჭი და ფეხები გამიხსნა.წამოვდექი და რომ უნდა მეთავა შენი სურათი მე მაქვსთქო გაგა გამოჩნდა. მაღალქუსლიანები მეცვა და ეს გამოვიყენე.ვიცოდი რომ მეტკინებოდა თუმცა ისიც ვიცოდი რომ ახლა თუ არ მივცემდი მერე უფრო გამიჭირდებოდა.ფეხი ძალიტ გადავიბრუნე და იქვე ჩავიმუხლე.ბიჭმა დამიჭირა და მეც ხელში ჩავუდე ფოტო.კიდევ კარგი პატარა იყო სურათი.ჩუმად ჩავჩურჩულე დაგივარდათქო და გავსწორდი. სახლში შევედით.ორსართულიანი ხის სახლი იყო.
-ეს არის ჩვენი სახლი-თმაზე ჩამომისვა ხელი გაღიმებულმა.
-სააბაზანოში მინდა რომ შევიდე.-ორი დღე სკამზე ვყავდი მიბმული,იმედი მქონდა ამაზე არ მეტყოდა უარს.აი იქ კი შევძლებდი ჩემი გეგმის გააქტიურებას.
-კარგი შედი. ჩვენს ოთახს გაჩვენებ.ტანსაცმელები კარადაშია.პირსახოციც მანდ იქნება და მოკლედ რაც დაგჭირდება რაა-უკვე ორჯერ გაიმეორა "ჩვენს" და უკვე ორჯერ მომინდა მიდი მოკვლა. ახლა კი გავუღიმე და სააბაზანოში შევედი. კარი ჩავკეტე და რაც პირველი მომხვდა ხელში ის ვესროლე სარკეს.კარებზე დააბრახუნეს და მეც იძულებული ვიყავი სწრაფად მემოქმედა.შიშის ნამსხვრევი ავიღე და მუცელში ისე ჩავირტყი რომ არ მოვმკვდარიყავი,რათქმაუნდა ეს იმ შემთხვევაში თუ საავადმყოფოში წამიყვანდა.კარი შემოანგრია და იატაკზე გაწოლილი რომ დამინახა გაცოფდა.მახეს წამოეგო!ხელებს სახეზე მისვამდა და მთხოვდა თვალები გამეხილა.მერე სიმსუბუქე ვიგრძენი.მანქანაში აღმოვჩნდი და მალე საავადმყოფოში,პალატაში ვიწექი.ფიქრის დრო არ მქონდა.როცა დავრწმუნდიოალატაში მხოლოდ მე ვიყავი იმწამსვე ავდექი.ძლივს მოვახერხე ფეხზე დადგომა. კიდევ კარგი ფანჯას გისოსები არ ქონდა. ფანჯარასთან მივედი და რომელ სართულზე ვიყავი შევამოწმე.მეორე სართული.ღმერთი ჩემსკენაა.ჩემი ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი და ახლა საწოლს მივუბრუნდი.ზეწარი და გადასაფარებელი ერთმანეთს მივამბი,ასევე ის "ხალათი"რაც მეცვა და რისი გამოყენებაცშეიძლებოდა. უკვე დამაგრებული "თოკი"ფანჯიდან გადავაგდე და მას ჩავყევი.გამოვიდა!ჩემმა გეგმამ გაამართლა.არ ვიცოდი სად ვიყავი,მხოლოდ ის ვიცოდი რომ გზა უნდა მენახა.არცისე ბევრი მივლია.მანქანის ხმა გავიგე და მეც მისკენ წავედი.სასწაული უნდამოხდეს რომ ფეხშიშველ,დახეულ ტანსაცმელებში და თმა გაწეწილ გოგოს მანქანა გაუჩერონ.მანქანას მივუახლოვდი და ხელი ავუწიე.სასწაული მოხდა მეგონა იმ დროს მანქანა რომ გაჩერდა ჩემს წინ. ოცდახუთი-ოცდარვა წლის ბიჭი იჯდა საჭესთან.
-საით მიდიხართ?
-გთხოვ ამ ადგილიდან მოშორებით წამიყვანე და არაქვს მნიშვნელობა-თავი დამიქნია და მანქანაში ჩავჯექი.
მუცლის არეში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი.ხელი დავადე ნატკენ ადგილს და ჩემი ხელი ჩემი სისხლით შეიღება.მინდოდა უცებ დამემალა რომ ბიჭისთვის პრობლემები არ შემექმნა თუმცა დანახა მოასწრო.
-დაჭრილი ხარ?-გაოცებულმა და აღელვებულმა მკითხა.
-არაფერია.უბრალოდ სადმე ჩამოვალ.
-რა გქვია?
-მარიამი შენ?
-მე ალექსანდრე,ექიმი დააგ ჭრილობა დაამუშავებელია,ასე რომ საავადმყოფოში მივდივართ.
-სწორედ რომ საავადმყოფოდან გამოვიქეცი და ისევ იქ ვერ დავბრუნდები.ჩახლართული ამბავია და არ მინდა ჩემი პრობლემები თავს მოგახვიო.
-რადგან საავადმყოფოში ვერ მოვდივართ ჩემს სახლში მივდოვართ.ჭრილობას დავამუშავებთ და დაისვენებ.-არ ვიცი რთ დავიმსახურე თუმცა იმ წამს მივხვდი რომ ის ჩემი ანგელოზი იყო.შებინდებისას მივედით მის სახლში.კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავით.ულამაზესი ორსართულიანი სახლი ამშვენებდა ეზოს.ირგვლივ უამრავი ხეხილი.სახლში ხელში აყვანილმა შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა.
-ახლა ჭრილობა უნდა დავამუშაო და ცოტა გეტკინება.
-ალექსანდრე ექიმო მე მარიამი ვარ ქირურგი.სასიამოვნოა თქვენი გაცნიბა.-საჭიროებისთვის გაუღიმა და ალექსანდრე დაბნეული დატოვა.გონი დაკარგა,გაითიშა.ალექსანდრემ ჭრილობა დაუმუშავა და მძინარეს უკვე სავარძელში ჩამჯდარი დაჰყურებდა. საუცხოოდ ლამაზი იყო მარიამი.ჟღალი,ხუჭუჭა თმებითა და მწვანე თვალებით. სახეზე ცოტა ჭორფლები ქონდა რაც კიდევ უფრო ალამაზებდა.შუაღამით გამოეღვიძა.ალექსანდრეს კი უკვე სავარძელში ჩასძინებოდა.ფრთხილად ადგა და პლედი მოძებნა.მძინარეს დააკვირდა და ახლაღა შეამჩნია რომ უჩვეულო შავი ფერის თმა და ლამაზი ცხვირი ქონდა.მხვილი ტუჩები ისევე როგორც მარიამს.კარადა გამოაღო და ალექსანდრეს ერთ-ერთი მაისური აიღო.ყველაზე გრძელი იპოვა და გადაიცვა.სააბაზანოშიც შევიდა,მოწესრიგდა და უფრო გამოიკვეთა მისი სილამაზე.ალექსანდრესაც მალევე გამოღვიძა.თვალები რომ გაახილა ცარიელი საწოლი დაინახა.სააბაზანში არ იყო ამიტომ პირველი სართულისკენ გადაინაცვლა.დაინახა მარიამი როგორ მიირთმევდა ყავას.
-მხოლოდ სამი საათია და ყავა?არ დაგეძინება
-ჩემზე არ მიქმედებს და შენ გინდა?
-აუ კიი.
-ახლავე.შაქარი?
-ორი კოვზი.მომიყვები რას გამოექეცი?
-ნამდვილად გინდა ამის მოსმენა?
-ყურადღებით გისმენ.
-მაშინ ჯერ ეს უნდა ნახო.-მხარი მოიშიშვლა და დიდმა შრამმაც იჩინა თავი.-ორი წლის წინ დაიწყო ყველაფერი.ერთი ადამიანია,გაგა ქვია და როგორც თვითონ ამტკიცებს რომ ვუყვარვარ.ცოლობა მთხოვა და უარი ვუთხარი.შეყვარებულიც კი არ ყოფილა მოვიდა და ცოლობა მთხოვა.მოკლედ პასუხმა გააღიზიანა და მომიტაცა.როცა მიხვდა რომ ჩემი პასუხი მისთვის სასურველი არ იქნებოდა ჩემი წამება დაიწყო.-საოცრად დასევდიანდა და განადგურდა ამ ამბის გახსენების დროს,თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა.-ქამარი,ცხელი მეტალი და კიდევ უამრავი რამ.ბოლოს მხარზე ეს დამიტოვა და საწოლე მიმამბა.ახლაც მახოსვს როგორ დაატარებდა ხელებს ჩემს სახეზე. საბოლოოდ გადავრჩი.ზუსტად ამ მომენტში ჩემი ძმა შემოარდადა სასტიკად ცემა.ბილოს კი ციხეში ჩაჯდდა ორი წლით.ახლა კი შურისძიება გადაწყვიტა.ჩემი ძმა ახლა საქართველოში არ არის და ესეც მისთვის პლიუსი იყო.ორი დღე სკამზე მიბმული ვიყავი,მერე სახლში გადამიყვანა.სხვა გზა არ მქონდა იქედან უნდა გამომეღწია და ამიტომ მინის ნამსხვრევით დავიჭერი თავი.საადმყოფოში აღმოვჩნდი და იქიდან გამოვიპარე და ახლა აქ ვარ.-ალექსანდრე გაოცებული უყირებდა.დაუჯერებელიც კი იყო ასეთი რამ.თუმცა მის თვალებში სიცრუუს კვალი არ ჩანდა.ამ ქალს ამხელა სევდა რომ ქნდა საშინლად აღიზიანებდა.არ იცოდა რა მოუვიდოდა როცა მისგან წავიდოდა...
ყავა დალიეს და ცოტა ისაუბრეს.შემდეგ ვახშმის მომზადება დაიწყო ალექსანდრემ,თუმცა არაფერი არ გამოუვიდა.მარიამმა ცოტახანს უყურა ამ საცოდაობას და გადაწყვიტა დახმარებოდა.
-ნორმალურად გაკეთებაც არ იცი და მარტო როგორ ცხოვრობ?
-თვრამეტი წლის მერე მარტო ვცხოვრობ და საჭმლის კეთება. ვერა და ვერ ვისწავლე.
-სანამ აქ ვარ არაფერია.მე რომ წავაკ გააგრძელე დამწვარ ან უგემური საჭმლის კეთება.
-და შენ მარტო ცხოვრობ?
-მარტო არ ვცხოვრობ.მე ,ჩემი ძმა,მისი ცოლი და ორი ბავშვი.მაგრამ სახლში იშვიათად ვარ.საავადმყოფოში უფრო დიდ დროს ვატარებ.ახლა არ არიან აქ თორემ ასეთი რამის გაკეთება არ დამჭირდებოდა.-ჭრილობაზე ანიშნა.
-მზად არის-კმაყოფილმა თქვა და სუფრა გაშალა.მალე ერთმანეთის წინ ისხდნენ და გემრიელ სალათს მიირთმევდნენ.შოკოლადის ტორტით დააბოლოვეს და მაგიდაც აალაგეს. შემდეგ თავიანთ ოთახებში განთავსდნენ და ის ღამე მშვიდად გაატარეს ორივემ.დილით ორივემ ადრე გაიღვიძა.ორივემ მზადება დაიწყო.მარიამი უფრო მალე მოემზადა და ყავა გააკეთა.უგემრიელესი ყავა მიირთვეს და შემდეგ სამსახურის გზას დაადგა ორივე.
-მე წაგიყვან დრო მაქვს.-აღარ უპასუხა მანქანაძში ჩაჯდა და ღვედი შეიკრა.თხუთმეტ წუთში საავადმყოფოს ეზოში იყვნენ.მანქანიდან რომ გადმოვედიდა ნაცნობი სახე დავინახე ადგილზე მივეყინე.ისევ იგივე ხდებოდა,ისევ მახსენდებოდა ის კოშმარული დღეები.ყოველ ჯერზე როცა მას ვხედავდი ჩემი განწირული კივილის ხმა მესმოდა.გული ჯერ წყვეტდა ცემდას შემდეგ კი გაათმაგებულად ცემდა.გაგა იყო ისევ.თვალებს თვალებში მიყრიდა და სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემსკენ.ადგილიდან ვერ ვიძროდი.მომიახლოვდა
-უსევ დააღწიე თავი?ისევ გამოიქეცი და საქმე უფრო გაირთულე ხოო?ახლა მარტო ერთი მიზანი მაქვს და რა მიზანი იცი?მინდა შენი სისხლი ჩემს ხელებს ამშვენებდეს. მაგრამ იქამდე მინდა უდიდესი სიამოვნება მივიღო შენგან.-ამაზრზენად იცინოდა.ალბათ კიდევვ ბვრს ისაუბრებდა მარკეტში გასული თორნიკე რომ დაბრუნდა და წელზე მომხვია ხელი.საყდენი კედი იყო იმ წამს ჩემთვის.
-რა ხდება მარიამ?ეს ვინ არის?
-ეს გაგა ამაშუკელია.-ნაცნობი სახელი რომ გაიგო და მიხვდა ვინც იყო მისი მოკვლის სურვილი გაუჩნდა.
-მე ალექსანდრე ფილფანი.მარიამის საქმრო.თქვენ საიდან იცნობთ?-კმაყოფილმა კითხა და პასუხს დაელოდა
-მე.. მე მას სკოლიდან ვიცნობდი დახლა შევამჩნიე და მოვიკითხავთქო ვიფიქრე.
-მარიამ ხომ არ გაწუხებს? ყველაფერი რიგზეა?
-უბრალოდ აღარასდროს მომიახლოვდეს-ხმა ჩამწყდარმა ვთქვი.ალექსანდრეს მკლავები რომ არა დიდი ხნის წინ დავეცემოდი.ალბათ საშინლად ტკიოდა ხელი.ძალა გამოცლილს მთლიანად მისიმკლავები მიცადნენ.
-ხომ გაიგე? არასოდეს გაეკარო თორემ აზრზე არ ხარ რისი გამკეთებელი ვარ.კიდევ ართხელ რომ მიუახლოვდე არ გაცოცხლებ-ისეთი ხმითა და სახით უთხრა დარწმუნებული ვარ ეჭვი არ შეპარვია მის ნათქვამში.არაფერი უთქვამს ისე წავიდა.
-კარგად ხარ?-მაშინვე მომიბრუნდა
-შეძლებისდაგარად.არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო.არამგონია ისევ გამოჩნდეს სანამ არ გაიგებს რომ სიმართლე არ იყო ის რაც უთხარი.
-ახლა შენს საქმეს მიხედე ნომერი ჩაგიწერე და რომ დაასრულებ დამირეკე.სახლში რომ დაბრუნდებიუნდა ვისაუბროთ.
რომ დავასრულე საქმე დარეკვას ვაპირებდი თუმცა მანქანა ისევ იქ იდგა სადაც დავტოვე.მანქანისკენ რომ მივდიოდი თანამშრომელი შემხვდა
-მარია ეს ბიჭი მანქანოთ შენ გოდება?
-დიახ ქალბატონო თამარ რამე მოხდა?-პირველად ხომ ველა ცუდს ფიქრობს.
-არა როგორც ჩანს შენს ბიჭს ძალიან უყვარხარ.დილიდან აქ დგას.დაგინახეთ დილითაც და მის მერე არც განძრეულა.-მისმა მიტყვებმა დამაბნია. ჩემი გრძნობები უფრო წინა ფლანგზე დააყენა და იმედის ნაპერწკალი ჩამივარდა სულში. რატომ მაიმც და მაინც ის?ხომ შეიძლებოდა ვინმე სხვას გაეჩერებინაა? ქალს ან მოხუც ბაბუს,მაგრამ არა!ის იყო იქაც იყო და ახლა ჩემს გულში,გონებასა და სულის ყველა კუნჭულშიც ისაა. ამ ფიქრებში მივედი მანქანასთან და წინ მოვთავსდი.
-როდის მოხვედი?-მაინტერესებდა რას მიპასუხებდა.
-ახლახანს.-მიპასუხა და გამიღიმა.მე კი მთელი გზა ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან.სახლში რომ შევედით დაღლილი მივესვენე საწოლზე.ისიც მის ოთახში შევიდა და ალბათ მასაც ჩაეძინა. დილამდე ვერ გვახილე თვალები.სამსახურისგან ვისვენებ და მინდა ამ დღეს კარგად გავერთო. თვალები გავახილე თუ არა სადილი დამხვდა ლამაზად დადებული ლანგარზე.თან ოატარა ბარათიც იყო."თუ გინდა საღამოს კლუბში წავიდეთ.მხოლოდ მე და შენ. შვიდზს მოვალ საღამოს და პასუხი მომწერე."და პატარა გული მიეხატა.იმ წამსვე აიღო ტელეფონი და შეტყობინება გააზავნა.
"შვიდზე გელოდები"
პასუხმაც არ დააყოვნა თითქოს ელოდებოდა და ეჯრანს თვალს არ აშორებდაო.
"კარგი პატარა ქალბატონო"
ღიმილმა გაუპო ბაგეები. ადგა,შხაპი მიიღო,მთი სახლი დაალაა და ცოტახანს ფილმით გავიყვან დროსო იფიქრა.ლენას მიწერა უცებ რამე კარგი ფილმი მითხარიო და იმანაც მიწერა ფილმის სახელი. ფილმი ჩართო და პოპკორნიც გააკეთა და ჩაყარა ჯამში. ფილმი ძალიან ვნებიანი და ცოტა უხერხულიც აღმოჩნდა და სწორედ მაშინ შეაღო კარი ალექსანდრემ.ლეპტოპისკენ რომ გაიხედა და წყვილი დაინახა რომლებიც ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ჩუმად ჩაიცინა.შემდეგ სახლი დატოვეთ და მანქანაში ჩავსხედით. კლუბში რომ შევედით და
ბევრის მზერაც თან გავიყოლეთ.სასმელი შეუკვეთა და კუთხის მაგიდასთან დავსხედით
-აბა ბოლომდე ვსვავთ!
-მე ბევრს ვერ ვსვამ. საშლში ვინ წაგვიყვანს?
-მოვაგვარებთ როგორმე.
სვამდნენ და თან საუბრობდნენ.ნამდვილად გულახდილი საბარი იყო.ერთ მომენტში ალექსანდრე მხოლოდ ხედავდა მას.არხ კი უსმენდა.ხედავდა მის სიცილს,მის ნაკვთებს და სურვილი ღრღნიდა.მოგატყუებთ რომ გითხრათ ეს მხლოდოდ სასმელის ან ვნების ეგექტი იყოთქო.ორივენი გაჩუმდნენ.ერთმანეთს უყურებდნენ და ორივემ იცოდა რომ წასვლის დრო იყო.ფეხზე ძლივს იდნგენ. მანქანისკენ წავიდნენ და ისევ ალექსანდრეს მანქანაში ჩასხდნენ.არც კი ვიცი როგორ მიაღწია სახლამდე.ალბათ ათობით ჯარიმა აიკიდა იმ დღეს.მანქანა გაჩერდა და ორივე ბარბაცით გადმოვიდა.სახლის კარები გააღეს თუ არა იმ წამს აეკვრნენ ერთმანეთს. ჰერ თითები შეეხო წელზე და თავისკენ მიიზიდეს განიერმა მკლავებმა.შენდეგ მათი ბაგეები შეერთნენ.სასმიც მოქმედებდა,ვნებაც და სიყვარულიც.დიახ სიყვარულიც!ასე მოკლე დროში მათ ერთმანეთი იპოვნეს.
-იარები-როცა მხარზე გადავიდა ცოტ შეიჭმყხნა მარიამი.
-ისინი განსხავებულად ლამაზს გხდიან.
ჯერ ლოყაზე,მერე ყურთან,ყელში,ლავიწზე და მალე კაბაც გაქრა.ალექსანდრეს მაისურიც სადღაც მოესროლათ და აგრძელებდნენ ნანატრი სხეულების შესწავლასა და დაგემოვნებას.დაუვიწყრი ღამე,ის რაც არ უნდა მომხდარიყო,თუმცა აქ "არ" ნამდვილად ზედმეტია.დილით ალექსანდრეს გაეღვიძა პირცელს.მარიამი რომ დაინახა გაეღიმა.ორი სხეული იწვა საწოლში სრულიად შიშვლები.მშციდად ეძინა და ალექსანდრეზე იყო მიხუტებული.მალევე მასაც გაეღვიძა.თავი ასწია და აკექსანდრეა თვალებს წააწყდა.
-მე.. შენ..ეს.. ღმერთოჩემოო,მსიზმრებააა
-ხშირად გესიზრები? თან ამ ფორმაში?
-არა.არ უნდა დამელია.მე ღმერთოოო.ახლა რა მოხდება?მე..
-შენ ჩემი ხარ! და მე სიგიჟემდე მიყვარხარ,ისევე როგორც შენ.
-როდის გამოვიღვიძებ? შწუძლებელიააა შენ მე გიყვარდე.
-მიყვარხარ!
-მიყვარხარ!ძალიან,ძალიან ძალიან.მათი ტუჩები კვლავ შეეხნენ ერთმანეთს.ამის შემდეგ უბედნიერესები იყვნენ ერთად.ერთმანეთს მეგობრები და ოჯახისწევრები გაიცნეს.ერთ-ერთ საღამოს მთელი სამეგობრო წრე რესტორანში წავიდნენ.იქ კი კვლავ ახალი ეტაპი დაიწყო მარიამის ცხოვრებაში. მთელი დარბაზი ჩაბნელდა.მნათობ წრეში კი მხოლოდ მარიამი იდგა.ნაბიჯების ხმა აიგო და მალევე მის წინ ალექსანდრე იდგა.შემდეგ საცეკვაო მელოდა გაჟღერდა და მათაც დაიწყეს ცეკვა. დასასრულს ალექსანდრე მის წინ დაიჩოქა ულამაზესი ბეჭედით ხელში და შემდეგ ჯადოსნური სიტყვები
-მარიამ,თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი?და იყო ჩემს გვერდით სანამ სიკვდილი არ დაგაშორებს?
-არა!..-მისმა პასუხმა მთელ დარბაზი დაადუმა,ალექსანდეს კი ისეთი სახე ქონდა მისი ტანჯვა აღარ შეეძლო.-სიკვდილიც კი ვერ დაგვაშორებს ჩვენ.თანახმა ვარ-ცრემლები,ცრემლები და ღიმილცრემლნარევი სახე.უსაზღვრო ბედნიერება და უამრაცი მილოცვები.
თეთრ კაბაში იდგა სარკის წინ.ლენა ფატას უკეთებდა და კიდდევ ვერ იჯერებდა.
-ჩემი გოგო მიფრინავს ჩემგან? იცოდე არ დამივიწყო და ხშირად მნახე თორემ სახლში მოგივარდებით ხოლმე-ლენა ტიროდა და მის დად წოდებულს ეხუტებოდა.კარი გაიღო და თორნიკე შემოვიდა
-ჩემ პატარა დიდი როდის გაიზარდა? ულამაზესი ხარ-ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა.შემდეგ ცერემონიალები.ცეკვა და თაუგულის სროლა.თაიგული პირდაპირ ლენას ჩაუვარდა ხელში.
-ოხ მარიამ-ჩუმად თქვა და გაეღიმა.ქორწულმა რომ დაღალა წყვილი გაიპარნენ.კიდევ ერთი ცეცხლოვანი ღამე.კიდევ ორი აჩქარებული გული.ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა.ორივე უბედნიერესი იყო. რა მიანიჭებდათ ამაზე დიდ ბედნიერებას?მათ ხომ თავდავიწყებით უყვადათ ერთმანეთი.ერთმანეთით ცოცხლობდნენ.ერთი ნარკოტკი იყო მეორე ნარკომანი.აივანზე იდგნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ
-იმ დღეებმა..იმ უსაშინლესი დღეების წყალობით მოვედი შენამდე.იცი?არჩევანი რომ მქონდეს ზუსტად იგივეს გავმეორებდი.შენთან მოვედი და არსად წასლას არ ვაპირებ.მიყვარხარ ალექსანდრე.
-ჩემი პირადი საოცრება ხარ.
-ჩვენი ცხოვრება შეიცვლება-სერიოზული სახით უთხრა და მასაც გაოგნება დაეტყო სახეზე
-რას გულისხმობ?
-ორსულად ვარ!
უსაზღვრი ბედნიერება.ულევი სიყვარული.ცხოვრებისეული სირთულეები. თუმცა სიყვარული იმარჯვებს ბოლოს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent