ცხოვრების მეგობარი თავი 3.(დასასრული)
დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან და შესაძლოა მოულოდნელად,ერთ დღეს აღმოაჩინოთ,რომ ადამიანი ვინც ცხოვრების მეგობრად გყავს თქვენს შორის არანაირი გადაკვეთის წერტილი აღარ არსებობს.თუ ორ გულს შორის გრძნობა გაცივდა,ცეცხლი ჩაქრა,ვნება აღარ არის,ნუ შეეცდებით მის ძებნას სად და როდის დაკარგეთ ის ან რატომ.რადგან გრძნობა გაცივდა,ერთად ცხოვრებაც შეუძლებელია.რთულია,ძალიან რთული როდესაც ამ ყველაფერს აცნობიერებ და მდგომარეობა უარესობისკენ იცვლება,მაგრამ ვერც ხელოვნურად ვერ შეინარჩუნებ გრძნობებს,ეს უფრო დიდ ტკივილს მოგაყენებთ.რაც დრო გადის უფრო და უფრო რწმუნდება,რომ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა.ჯერ პატარა ბზარი გაჩნდა,თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ეს ბზარი ნელე ნელა შესამჩნევი გახდა,გაიზარდა გულიდან კი ის სიყვარული და ის გრძნობაც გავიდა რაც ჰქონდა მეუღლის მიმართ. -სად მიდიხარ ირაკლი ასეთ დროს. -არ დამეძინა,გარეთ გავივლი და მოვალ. -რომელი საათია,დაკვირვებული ხარ სულ ამ დროს რომ გადიხარ სახლიდან? -არ დამეძინათქო ხომ გითხარი,ან რა სავალდებულოა აგიხსნა სად მივდივარ და რატომ. -არ თვლი სავალდებულოდ მითხრა სად მიდიხარ? ვინ ვარ მე შენთვის,ერთი რიგითი ქალი? თუ დაგავიწყდა,რომ ჩვენ დაქორწინებულები ვართ. -ვერ წარმოიდგენ როგორ ვნანობ იმ დღეს. -ნანობ? ჩვენი ქორწინების დღეს ნანობ? შენ რომელიც მე სიყვარულს მეფიცებოდი ამბობ რომ ჩემთან ქორწინებას ნანობ? კარგი წადი, გზა ხსნილი გაქვს აქ აღარავინ და აღარაფერი არ გაკავებს,მაგრამ დაიმახსოვრე რომ ამჯერად უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გექნება.კარი ჩაკეტა შიგნიდან და აღარ დაეძინა,ბევრი იფიქრა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.ადგა,გარდერობი გამოაღო და ირაკლის ტანისამოსი ერთ დიდ ჩემოდანში მოათავსა,ფეხსაცმელები კი ერთ სპორტულ ჩანთაში,ესენი კი ყველაფერი კართან დააწყო,კარებზე გასაღები გამოცვალა დილით და წერილიც დაუტოვა კართან. -დაივიწყე ჩემი სახლის გზა,აქ აღარ ცხოვრობ,შენი არაფერი მაქვს ამ სახლში და სამუდამოდ დამივიწყე.ამაყად ასწია თავი და სამსახურში წავიდა,შუადღისას დაბრუნდა ირაკლი და გაოცებული უცქერდა კართან დადებულ მის ბარგს და კარებზე გაკრული წერილიც წაიკითხა.მიხვდა რომ მისი დაუკვირებველი საუბრით თეონას ძალიან ატკინა,ტელეფონზე დაურეკა,მაგრამ თეონამ უპასუხოდ დატოვა მისი ზარები,რადგან დაკავებული იყო,მან განცხადება შეიტანა განქორწინებაზე.ირაკლიმ ბარგი აიღო და მეგობართან წავიდა,მეგობარი რომელიც ძალიან აფასებდა თეონას. -რა მოხდა ირაკლი ბარგით სად მიდიხარ,დასავენებლად უჩემოდ ვერ წადი და მეც მეპატიჟები? ირაკლიმ ყველაფერი უამბო დათოს და მანაც გაბრაზებულმა ხელი გაარტყა მეგობარს. -ქალს რომელსაც უყვარხარ როგორ უთხარი არ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანიო,თეონა ის ქალი არ არის მთელი სამეგობრო რომ ჩარიე და ხვეწნით, მუდარით დაიბრუნე? რა გეგონა,ისევ ისე გაგიღიმებდა? ისევ ისე აიტანდა შენს სისულელეებს და გაპატიებდა? -გაბრაზებულია ისევ დამიბრუნდება, თავად დამირეკავს,რადგან ჩემს იქით გზა არ აქვს. -ვფიქრობ შენ აღარ გაქვს მისკენ მისასვლელი გზა,შენს ადგილზე არ ვიქნებოდი ასე დარწმუნებული,მაგრამ უნდა გითხრა,რომ 4 წელია დაქორწინებული ხარ და ჯერ კიდევ ვერ გაიცანი ქალი ვისთანაც ცხოვრობ. -შენ იცნობ? -ჩვენ მეგობრები ვართ,მაგრამ შენზე უკეთესად ვიცნობ ირაკლი თეონას. -არ ვიცოდი. -ვფიქრობ რაც მოწიე,ჯერ კიდევ გაბრუებული ხარ,დაისვენე და შემდეგ ვილაპარაკოთ.დათომ გასაღები აიღო და სახლიდან წავიდა,გზაში თეონაზე ფიქრობდა და უნდოდა დაერეკა მისთვის,მაგრამ თავი შეიკავა. ლილიანა გვიან ღამით როცა კლინიკაში სიწყნარე იყო,ადგა და ფეხშიშველი ფეხით დატოვა კლინიკა.მიდიოდა გზაზე თმაგაშლილი,მიდიოდა ჩქარი ნაბიჯით თითქოს სადღაც ეჩქარებოდა და ვიღაც ელოდებოდა. -დღეს ვსვამთ ბოლომდე.თქვა თომამ და ჭიქებში კონიაკი დაასხა,მხიარულებამ დილამდე გასტანა,მოულოდნელად მუსიკა შეწყდა და ალექსანდრეს ხმა გაიგონა ნინომ. -როგორ ხარ,კარგად ერთობით? -ვერთობით ალექს.გაისმა ახალგაზრდების შეძახილები. -ჯერ კიდევ დროა გათენებამდე,ყველა ერთად ვართ? -ვაააართ.გაისმა ისევ ერთობლივი ხმა.საოცარი მუსიკა გაისმა,წყნარი და მშვიდი. -ნინო ეს მუსიკა შენთვის არის და ამ მუსიკის ფონზე მინდა ბოლომდე ვიყვირო,რომ მე ბედნიერი ვარ.ნინოს ლოყები აუწითლდა,შერცხვა ყველა მას უცქერდა და თვალები დახუჭა,თითქოს უნდოდა ეს ბედნიერება უფრო კარგად შეეგრძნო.ხელის შეხება იგრძნო და მის სახესთან ალექსანდრეს სახე დაინახა -მიყვარხარ და მხოლოდ ჩემი ხარ. -შენ კიდევ ჩემი.ალექსანდრემ ხელზე ხელი მოკიდა და ბეჭედი გაუკეთა,მათ ირგვლივ ბედნიერ წყვილს ყველა ფოტოს უღებდა,ნინო კი ღიმილით შესცქეროდა საყვარელ ადამიანს.სადაც იყო უკვე გათენდებოდა და ალექსანდრემ უთხრა. -დაიღალე,გეძინება კიდეც. -არ ვუარყოფ,მაგრამ შენთან ერთად ყოფნა ეს ხომ ბედნიერებაა. -წავიდეთ,მაგრამ სად ჩემთან თუ შენთან. -შენთან? არა,სახლში წამიყვანე. -გასაგებია,ჩემს სახლში მხოლოდ თეთრი კაბით შეხვალ. -თეთრი კაბით? არ მითხრა,რომ ესეც დაგეგმე უკვე. -არა,არა ჩემი დის ჩამოსვლამდე არაფერს ვგეგმავ. -დემეტრე და ელენე უნდა დაბრუნდნენ,მათ დაბრუნებამდე მეც არაფერს ვგეგმავ -კარგი წავიდეთ.კლუბი დატოვა ალესანდრემ და დიდი სისწრაფით მიდიოდა,ნინომ კი რამდენჯერმე გააფრთხილა. -დააგდე სიჩქარე,ძალიან ჩქარა მიდიხარ ალექს. -რატომ დავაგდო, არ მოგწონს სისწრაფე? -ვერ ხვდები რატომ? -ვერა. -გააჩერე,ახლავეს გააჩერე მანქანა ალექსანდრე. -რატომ გავაჩერო,გზა ცარიელია და მეც მივდივარ. -გააჩერე მანქანა ახლავეს.მტკიცე იყო ნინოს ხმა. -მალე მივალთ დაწყნარდი. -გააჩერე მე გადავალ და შენ სადაც გინდა იქ წადი.ნინომ კარების გაღება დააპირა,რომ ალექსანდრემ უთხრა. -კარგი,კარგი ვაჩერებ.ბოდიში,ბოდიში საყვარელო სისულელე გავაკეთე. -ამ სისულეებს თუ გააგრძელებ,ერთ დღეს თავს დაკარგავ და სიყვარული აღარ გიშველის. -რააა,შეგეშინდა? -მე მეშინია ჩემს ბედნიერებასთან ერთად შენც, არ დაგკარგო. -თათბირზე ვიყავი ექიმო და ვერ გიპასუხეთ,გისმენთ. -ცოტნე ახლავეს უნდა მოხვიდე. -რა მოხდა, ლილიანას რამე დაემართა? -სასწრაფოდ მოდი, ცოტნე ლილიანა დაიკარგა. -მოვდივარ.ცოტნემ ყველაფერი მიატოვა და კლინიკაში წავიდა. -უკვე აქ ხართ,ცოტნე ჩემს კაბინეტში შევიდეთ. -რა მოხდა,ჯერ კიდევ ვერაფერი გაიგეთ? -ლილიანა კარგად არის ის ვიპოვეთ.ცოტნე შენს სიტყვებზე დავფიქრდი,მეც ბევრი ვიფიქრე რომ რამე გზა უნდა არსებობდეს და ეს გზა ლილიანამ წუხელ თავად გვიჩვენა. -რააა? რამე გაახსენდა,რამე თქვა? -ლილიანა წუხელ ფეხშიშველი გაიქცა. -როგორ,ეს როგორ მოხდა და სად იყო დილამდე. -მომისმინე,ის მარტო არ დავტოვეთ და მას ფეხ და ფეხ მივყევით,იცი სად გაჩერდა? ის თქვენს სახლთან გაჩერდა,შემოსვლას ცდილობდა,მაგრამ შემობრუნდა და უკან დაბრუნდა. -ეს,ეს ხომ კარგია ექიმო. -კარგია,ვფიქრობ მან გაიხსენა რაღაც რამაც შეაშინა და თქვენამდე მოიყვანა. -მოვიდა სახლამდე,სიმშვიდე იყო და უკან დაბრუნდა. -სწორედ ასეა,მას გაახსენდა მომენტალურად რაღაც კონა მაგრამ რა ეს არ ვიცით, თქმით არაფერს არ ამბობს. -ახლა? ახლა რა იქნება ექიმო. -ახლა ის იქნება,რომ გავაგრძელოთ მკურნალობა უფრო ძლიერი მედიკამენტებით. -შეიძლება ვნახო,დაველაპარაკო? -რა თქმა უნდა,ვფიქრობ და უკვე დავრწმუნდი მას თქვენთან საუბარი და სიახლოვე გამოიყვანს მდგომარეობიდან. -ვგრძნობდი,რომ გრძნობები ჯერ კიდევ აქვს. -წადი ნახე,დაელაპარაკე ბავშვზე,თქვენს ურთიერთობაზე,ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებზე,მოგზაურობაზე.ცოტნე ლილიანასთან მივიდა,შეხედა თუ არა გაუღიმა და ეს იყო ღიმილი ბედნიერების. -სად წახვედი ღამით საყვარელო,ასე ძალიან რამ აგანერვიულა.იქნებ რამე გაგახსენდა,წუთიერად გაიელვა შენს გონებაში მოგონებებმა.ვიცი რომ დაბრუნდები,დამიბრუნდები და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ შენთან ერთად.ვიბრძოლებ და ვიცოცხლებ უშენოდ,მაგრამ შენთან შენთვის და ჩვენი შვილისთვის. გცხელა,არ იცი სად ხარ,ოფლში ცურავ,თვალს ახელ და ყველაფერი ტრიალებს რადგან ყველაფერს ხედავ,მაგრამ ყველა ნივთი მოძრაობს.უკანასკნელ ძალას იკრებ და დგები,მაგრამ ეცემი ისევ საწოლზე.უძლური ხარ,ვერ მოძრაობ და ჯერ კიდევ გაბრუჟებული ხარ სასმელისგან. -გაიღვიძე? რაო ბევრი დავლიეთ და ახლა ჩვენს გარშემო ყველაფერი თავდაყირა არის? -მწყურია,წყალი დამალევინე. -არ შეიძლება ნაბახუსევზე წყალი,ეს დალიე გესიამოვნება. -ეს რა არის,რას მასმევ ნინო. -მწნილის წვენი არის,დალიე მდგომაქრეობიდან გამოგიყვანს. -არ მინდა,მოვითმენ და მოგვიანებით დავლევ. -მე ვფიქრობ აჭარბებ ირაკლისთან მიმართებაში. -არა ნინო,მე ძალიან ბევრი ვიფიქრე,განქორწინებაზეც შევიტანე განცხადება,მაგრამ ვერ დაველოდები,მივდივარ. -სად მიდიხარ,სად გადაწყვიტე წასვლა. -იტალიაში,იქ მეგობრები მყავს. -მერე სამსახური,ჩვენზე აღარ ფიქრობ? -თქვენ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებით სადაც არ უნდა ვიყო,სამსახურსაც რამეს ვიშოვი.დამიჯერე აღარ შემიძლია ყოველ ღამით ნაირ-ნაირი ტუჩ-საცხი აცხია მის პერანგებს და არეული სუნამოების სუნით ყარს.შევეცადე,გეფიცები შევეცადე არ შემემჩნია და მიმეშვა რაც უნდოდა აკეთოს,მაგრამ ვერ ავიტან ზურგს უკან ვიღაც რომ დამცინის,ამიტომ უკეთესია გავეყარო. -თქვენ ხომ ამ ბოლო პერიოდში კარგად იყავით და შვილის გაჩენაც გადაწყვიტეთ. -მადლობა ღმერთს მანამ ამეხილა თვალი,სანამ ბავშვით ხელში დავრჩებოდი მარტოხელა დედის სტატუსით. -მართალია,შენი ტელეფონი რეკავს.თეონამ ტყელეფონი აიღო და ნინოს შეხედა. -ვინ არის,ირაკლი? -არა,დათო არის მისი მეგობარი. -არ დაელაპარაკები? -არა,ვიცი რომ ირაკლი მასთან არის. -კარგი,როგორც გინდა.ჩემი აზრით დაისვენე,დამშვიდდი აქ არავინ არ შეგაწუხებს და შემდეგ ვნახოთ რას გავაკეთებთ.მიდი წყალი გადაივლე და დაღლილობას მოგიხსნის, ნაბახუსევზეც გამოხვალ. -წავალ წყალს გადავივლებ და ვინც არ უნდა დარეკოს ტელეფონს არ შეეხო,არ უპასუხო. -არ შევეხები შენს ტელეფონს,რა საქმე მაქვს მე შენს ზარებთან.გაიკვირა ნინომ და თითქოს ეწყინა ეს როგორ მკადრეო,თეონამ კი შვება იგრძნო როცა ცხელ სხეულს წყალი შეეხო,ნერვებმა უმტყუნა და წყლის წვეთებს მისი ცრემლიც შეერია.ისევ დარეკა ტელეფონმა და რამოდენიმე ზარის შემდეგ ნინომ უპასუხა. -როგორც იქნა მიპასუხე,თეონა როგორ ხარ და სად ხარ შენზე ვნერვიულობ. -არ ვარ თეონა მე მისი ბიძაშვილი ვარ ნინო. -ნინო? მსმენია თეონადან თქვენზე,თუ არ ვცდები ქუთაიში ხართ. -კი ქუთაიში ვარ,თეონა ჩემთან არის და როგორც მისი საუბრიდან გავიგე აზრს არ შეიცვლის.სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო მის ქორწინებასთან დაკავშირებით -მე ვიცოდი,რომ მათ ქორწინებას გაგრძელება არ ჰქონდა,როგორ არის თავად. -რომ გითხრა კარგადთქო,ამას არც თქვენ დაიჯერებთ.გადაწყვიტა სამსახური მიატოვოს და ქვეყნიდან წავიდეს -რაააა,არა ეს შეუძლებელია.თეონა და ირაკლი ორივე ჩემი მეგობრები არიან,მაგრამ ირაკლის ქმედებებს გამართლება არ აქვს.მინდა თეონა ვნახო და როგორ შეიძლება ეს მოვახერხო,სად ვნახო. -არ ვიცი,თავად თუ უნდა გნახოთ დაველაპარაკები. -კარგი,თქვენს ზარს დაველოდები.თეონა სააბაზანოდან გამოვიდა და ნინოს ტელეფონით ხელში მდგარს გაკვირვებულმა შეხედა,ნინომ კი ტყუილი ვერ თქვა და უთხრა. -დათო იყო შენი და ირაკლის მეგობარი.თეონას ჩაეცინა და გაღიმებულმა იკითხა. -ისევ დათო? -ხო,მეგობარი ვარო. -კი ბავშვობის მეგობრები ვარ,დათოს 6 წლიდან ვიცნობ.სოფელში ბებიასთან რომ ჩავდიოდი იქ გავიცანი,მის გარეშე საჭმელსაც არ ვჭამდი.ერთ დღეს ერთად ჩაგვეძინა გარეთ თუთის ძირში ხის საწოლზე და ჩემი მურას ყეფამ გაგვაღვიძა ორივე.ის ჩემზე სამი წლით დიდია და ყოველთვის ჩემზე ზრუნავდა,მაგრამ მის თვალებში გვიან დავინახე ის სხივი რაც ძალიან ადრე უნდა შემემჩნია ნინო. -შემდეგ რა მოხდა რომ გაიღვიძეთ. -მაშინ ქათმებთან მიპარული მელია დაიჭირა ჩემმა მურამ და ისე იბრძოლა ორივემ,რომ მურა სულ დასისხლიანებული იყო.როგორც იქნა ბოლო მოუღო ჩვენი ქათმების მტერს და ბებომ უთხრა მურას. -ეს რა დაგმართა იმ შეჩვენებულმა სულ სისხლიანი ხარ,რა გიყო ახლა მე შენ ძაღლო. -მე შევუხვევ ბებო მურას ჭრილობებს.ვუთხარი და სახლიდან სპირტი და ბინტი გამოვიტანე,ბებომ მისი გაკეთებული მალამო მომცა და დათოს დახმარებით ნაკაწრები დავუმუშავე,მალამოც დავადე ჭრილობაზე და გადავუხვიე.მაშინ თქვა ბებომ ჩემი გოგო ექიმი გამოვაო. -და არც შემცდარა დარო ბებო,შენ შესანიშნავი ექიმი ხარ თეონა. -ერთ დღეს დაჭრილი მწყერი მომიყვანა,ფრთაში იყო დაჭრილი და ორივემ ვუმკურნალეთ.ყოველ მის მოსვლაზე გული ფართხალებდა,მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ მიჩქარდებოდა გული,რატომ მეკვროდა სუნთქვა,ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი.დავიზარდეთ,ნინო ორივე გავიზარდეთ,მე იშვიათად ჩავდიოდსი სოფელში და ბოლოს მაშინ ვნახე დათო როცა ირაკლიზე დავინიშნე. -რა იგრძენი მაშინ,რომ ნახე. -მას რომ შევხედე ფერდაკარგული იდგა და მის თვალებში ცრემლიც იყო,მაშინ მივხვდი ყველაფერს და ჩემი თავი შემზიზღდა,გვიან მივხვდი ნინო რომ დათო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. -არასოდეს უთქვამს რომ უყვარდი? -მითხრა,მაგრამ უკვე თავადაც იცოდა გვიან იყო მისი ნათქვამი ყველა სიტყვა.ერთხელ სამეგობრო შევიკრიბეთ და გიორგობას თრიალეთის ქედზე სარკის წმინდა გიორგის მონასტერში ვიყავით,ძალიან მიუდგომელი ადგილია და სულ ფეხით უნდა იარო.წავედით,იქაურებმა მოგვეხმარეს და ხარები გამოიყვანეს,მე ურემზე ვიჯექი რომ არ ჩამოვრჩენოდი მათ,მივდიოდი და ჩხიკვის ნაირ-ნაირი ხმოვანება დაგვდევდა აღმართებში.ყორანმაც დაგვჩხავა რამოდენიმეჯერ,შევამჩნიე წითელი ციყვი ხიდან-ხეზე ხტუნვით მოგვყვებოდა.ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი,თითქოს არ გინდოდა უღრანი ტყიდან გასვლა,მაგრამ როგორც იქნა გავიარეთ ხშირი ტყე და სალოცავთანაც მივედით,მოვილოცეთ და იქედან ფეხით წამოვედი რადგან თავდაღმართი იყო.მოგვშივდა და ერთ ადგილზე ძალიან ლამაზ მოლზე შევისვენეთ,დათომ ცეცხლი დაანთო შემდეგ თხილს ტოტი ააჭრა და ანკესი გააკეთა,იქვე მდინარე მოედინებოდა და მარტო წავიდა,ისეთი ლამაზი იყო სხარტალა კალმახები მათი ცეცხლზე შეწვა შემენანა.დათომ ითავა მათი გარეცხვაც და შეწვაც.მაშინ მითხრა,იმ დღემდე მტკიცედ მჯეროდა შენ ჩემი იქნებოდი,მაგრამ ირაკლის გვერდით რომ დაგინახე ჩემი ცხოვრება იქ შეწყდაო,ვცხოვრობ და ვცოცხლობ მაგრამ შევიცვალე,რადგან შიგნიდან ცარიელი ვარო. -თეო იქნებ ეს ბედია,ჰა? -არ ვიცი,ირაკლი მიყვარდა,მაგრამ ახლა მეზიზღება.დათო მიყვარდა,მაგრამ მიყვარდა როგორც მეგობარი,სხვაგვარად მე მასზე არასოდეს მიფიქრია -თქვენი ბოლო ასეთი იყო,თქვენ ერთად ცხოვრება არ გეწერათ და ბედმაც ხელი შეგიწყოთ და დათოს დღემდე უყვარხარ და შენზე ფიქრობს. -დრო გვიჩვენებს ნინო ყველაფერს,დრო. -მამიკო როდის წამიყვან დედასთან. -წაგიყვან შვილო,უკვე ვაპირებდი თქმას რომ დედასთან მივდივართ მომემზადეთქო და შენ კითხვა დამასწარი.პატარას გაეხარდა და მამას მოეხვია. -მამიკო,რა უნდა ვუთხრა დედას რომ ვნახავ. -კითხე,დედა როგორ ხართქო და არ დაგავიწყდეს უთხრა,როგორ ძალიან გენატრება და როგორ ელოდები. -კარგი.ცოტნე კლინიკაში მივიდა და პირველად ექიმი ნახა,რადგან ნებართვა აეღო ლილიანასთან შესახვედრად. -ბავშვიც მოიყვანე,ეს ძალიან კარგია.ფრთხილად იყავი ცოტნე არ დააფრთხო,ის უკვე მიეჩვია სიწყნარეს და სიმშვიდეს.სამივე ნელა ნელა მიუახლოვდა ლილიანას,ცოტნემ ბავშვი გაუშვა დედასთან,ბექა წავიდა და დედას მიუახლოვდა.შეხედა სახეზე ხელი მოუსვა და დაელაპარაკა. -დედა,ჩემო ლამაზო დედიკო.ლილიანამ ბექას შეხედა ორივე ხელები ასწია და შვილი გულში ჩაიკრა,შემდეგ კი უეცრად მოიშორა და თვალი სივრცეში გაუშტერა ერთ წერტილს. -იცნო,მაგრამ იცნო წუთიერად და ისევ მის სამყაროში დაბრუნდა.ეს დედის ინსტიქტი იყო,სამწუხაროდ მხოლოდ ინსტიქტი.უთხრა ექიმმა ცოტნეს. -წავედით შვილო და გპირდები დედასთან კიდევ მოგიყვან. -დედა მეც და მამიკოსაც ძალიან გვიყვარხართ და ჩვენ შენს დაბრუნებას ველოდებით,გელოდებით დე რადგან ვიცით ორივემ რომ შენ ჩვენ დაგვიბრუნდები. -მოდი დაჯექი,მინდა ვილაპარაკოთ. -რა მოხდა დემეტრე. -არაფერი,ყველაფერი კარგადაა ელენე.როგორც იცი სულ რაღაც თვეები და დედა გახდები,დიდი იმედი მაქვს ორივემ გადავლახეთ რთული დღეები -გადავლახეთ,მე მხოლოდ შენზე და პატარაზე ვფიქრობ.ცუდმა ჩაიარა,წავიდა გაქრა ცუდი სიზმარივით. -ჩვენ ვბრუნდებით ელენე და პირდაპირ ქუთაიში ჩავალთ,იქაც მინდა გავჩერდე ცოტა ხნით ჩემს სახლში და შემდეგ დავბრუნდებით,რადგან სამსახურის საქმეებიც მაქვს მოსაგვარებელი. -გოგოებს დაურეკე,იციან რომ მივდივართ? -ახლა დავურეკავ,მაგრამ შევთანხმდეთ ბავშვებზე არაფერს ვეუბნებით. -კარგია,მეც ეს მინდოდა მეთქვა რომ სიურპრიზად დავტოვოთ ჩვენი პატარები.დემეტრემ თეონას დაურეკა მესენჯერში და დაელოდა. -დემეტრე,დემეტრე მირეკავს.გისმენ დემეტრე როგორ ხართ. -ვბრუნდებით,დამხვდი აეროპორტში და იქედან ერთად წავიდეთ ნინოსთან,სიურპრიზი გავუკეთოთ. -მესმის დემეტრე მე აქ ვარ.მოესმა დემეტრეს ნინოს ხმა და გაეცინა. -დასვენება მოუწყვე შენს თავს, ნინო დედაქალაქს ესტუმრე? -ნინო მუშაობს,მე ვარ მასთან შენი სახლი ვერ იცანი? -არ დავაკვირდი,რატომ ხარ მანდ რა მოხდა თეონა.სერიოზული გაუხდა ხმა დემეტრეს და ელენეს გვერდით დაჯდა. -რომ ჩამოხვალ გაიგებ,ელენე როგორ არის. -კარგად არის,არ მომყვება აქ მირჩევნია ვიყოო და მეც არ ვეძალები. -რააააააააა. -არ დაიჯეროთ,მოვდივარ მალე გნახავთ გოგოებო. -საზიზღარი ხარ დემეტრე რად ვერ გაიზარდე.შეუღრინა თეონამ დემეტრეს და შემდეგ ელენეს დააკვირდა. -ელენე შენ ძალიან გასუქებულხარ,სასწრაფოდ დიეტაზე დადექი. -დავდგები აუცილებლად,მაგრამ მართლა ძალიან მომენატრეთ. -ძილის დროა,ხვალ იჭორავეთ. -არ დაგაგვიანდეს,გეგმები არ ჩააგდო.უთხრა ნინომ და ოთხივეს გაეცინა.დემეტრემ გათიშა და ნინოს ტელეფონმაც დარეკა. -ეს ვინ არის. -უპასუხე და გაიგებ,იქნებ რომელიმე პაციენტია. -გისმენთ. -ნინო დათო ვარ და უკვე გზაში ვარ,სადღაც ერთ საათში ვიქნები ქუთაიში,სასტუმროში დავბინავდები და ხვალ მინდა შეგხვდე. -რა სასტუმრო გაგიჟდი? აქ მოდი,ამ დღეებში დემეტრეც მოდის და ერთად წავიდეთ მის დასახვედრად. -ვაააა,მართლა? ძალიან კარგი ამბავი მითხარი,მაგრამ მანდ რომ მოვიდე თეონა არ გაბრაზდება? -რატომ უნდა გაბრაზდეს,აქ მოდი ცოტა დაისვენე მგზავრობის სიმძიმე მოიხსენი და გვიან გავიდეთ,გავისეირნოთ. -არა ნინო სასტუმროში წავალ,ცოტას დავისვენებ და შემდეგ მოვალ. -როგორც გინდა. -ვინ არის ნინო ამდენს რომ ეპატიჟები,ან რად უნდა ამდენი პატიჟი თუ უნდა მოვა,თუ არა გაუშვი სადაც მიდის. -ჩემი მეგობარია და მოგვიანებით მოვა,გავიდეთ ჩვენც და ალექსანდრესაც გაგაცნობ. -ხო ეს შენი ალექსანდრე მე სულ დამავიწყდა,სად არის ან სად დადის რას საქმიანობს,ოღონდ არ მითხრა,რომ ისიც ექიმია. -არა,არა გეფიცები ექიმი ქმარი არ მინდა.ორივეს გაეცინა,მხიარულებდნენ და დროც ისე გავიდა ვერც კი გაიგეს და კარზე ზარის ხმამ ორივე შეაშინა,ორივე ფეხზე წამოდგა და ერთმანეთს უცქერდნენ. -ვინ არის,რატომ არ აღებ კარს. -ნინო დათო ვარ,უკვე მოვედი. -უკვე? გაკვირვებულმა გააღო კარი ნინომ და დათოს ღიმილით შეხვდა. -გამარჯობა,როგორც იქნა ერთმანეთი შევხვდით. -გამარჯობა,კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.სახლში შემობრძანდით. -იცის თეონამ მე რომ მოვედი? -არა,ჩემი მეგობარი არისთქო ასე ვუთხარი.ნინო დათოს შეუძღვა სახლში და თეონა გაოცებული უცქერდა ხან ნინოს და ხან დათოს. -მატყუარა როდიდან გახდი,როგორ მომატყუილე ჩემი მეგობარი არისო. -გაიცანი ქალბატონო თეონა ჩემი მეგობარი დავითი მაგრამ თქვენ მგონი იცნობთ ერთმანეთს,ახლა დაგტოვებთ და მოვემზადები ალექსანდრე უნდა მოვიდეს. -სად მიდიხარ მატყუარა. -ნინოს ნუ უბრაზდები,მე ვთხოვე რომ არ ეთქვა,რადგან ვიცოდი ჩემთან შეხვედრას არ მოინდომებდი.მე მაინც მოვედი,როგორ ხარ. -კარგად ვარ,ძალიან კარგად. -არ გეტყობა რომ კარგად ხარ და ტყუილის თქმაც არ გეხერხება,თან არც გიხდება მაშინ როცა სიმართლე ზედ სახეზე გაწერია. -შენთან არის? -ჩემთან იმ ღამით მოვიდა,მოწეულში იყო და ვიჩხუბეთ,დილით კი სახლიდან გავუშვი.პირდაპირ ვუთხარი თავიდანვე არ იცოდი თეონას ფასი და ბოლოში როგორღა გაიგებდითქო. -დასრულდა,4 წელი მეძინა დათო და როგორც იქნა გამოვიღვიძე. -მთავარია რომ გამოიღვიძე. -ნინოს მართლა იცნობდი? -არა,ახლა გავიცანით ერმანეთი.მიდი ჩაიცვი და გავიდეთ გარეთ,დარდიანს არ მინდა გიყურო. -არა,არც ვდარდობ,სულ მალე კი საერთოდ წავალ აქედან. -არსად არ წახვალ,მე არ გაგიშვებ თეონა. -ვფიქრობ,რომ ჯერ ძალიან ადრეა ამ თემაზე საუბარი. -დროც მალე მოვა,რომ სერიოზულად დავილაპარაკოთ. -წავალ, გამოვიცვლი და მოვალ.დათო თეონას ელოდა და სახლში ალექსანდრე შემოვიდა,გაოცებულმა შეხედა დათოს და იკითხა. -უკაცრავად,თქვენ........... -მე დათო ვარ,თეონას და ნინოს მეგობარი. -აააა,თქვენზე მითხრა სტუმარი მყავს და უნდა გაგაცნოო? -ალბად,მეც ახლა მოვედი. -კარგია,გოგოები? -ემზადებიან და მოვლიან. -აქ ცხოვრობ თუ ............. -არა,სასტუმროში დავბინავდი აქ ახლა მოვედი. -გასაგებია,აი მოვიდნენ გოგოებიც. -მოხვედი? ვხედავ ერთმანეთიც გაგიცვნიათ. -წავედით? -წავედით,დათო თეოს შენ გაბარებ და უპატრონე. -სად მიდიხარ,ერთად არ მივდივართ? გაუკვირდა თეონას. -თქვენ წადით და ჩვენც შემოგიერთდებით.ალექსანდრე დაიბნა და ვერაფერი თქვა,რადგან არ იცოდა რას გულისხმობდა ნინო. -რატომ დამაბნიე,რატომ არ წადი მათთან ერთად, ნინო რა ხდება. -ვიცი რასაც ვაკეთებ,მათ სალაპარაკო აქვთ ცოტას დაველოდებით და შემდეგ შევუერთდებით.დათომ ნინოს მითითებულ ადგილზე მიიყვანა თეონა და ჯერ უცქერდა შემდეგ კი უთხრა. -არ ვიცი რას იტყვი ან როგორ გაიგებ ჩემს ნათქვამს,მაგრამ შევეცდები აგიხსნა ის რისი თქმაც მინდა. -ვიცი რასაც მეტყვი,ვიცი რომ................. -მომისმინე და არ შემაწყვეტინო,სულ პატარა გოგო იყავი თმებს რომ გივარცხნიდი,ბევრჯერ ერთადაც გვეძინა და მეგონა ყოველთვის ჩემი იქნებოდი,მაგრამ ჩემს გზაზე ირაკლი გამოჩნდა.არ ამომიღია ხმა,მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი.თავს ვარიდებდი იქ მოსვლას სადაც შენ იქნებოდი ან ვდგებოდი და ყველაზე პირველი ვტოვებდი მაგიდას.ამ ყველაფერს ისე ვაკეთებდი ეჭვი არავის არასოდეს არ შეუტანია ჩემს ქმედებებში.ახლა კი თავისუფალი ხარ და არ მინდა დრო დავკარგო,რადგან ერთი წუთით არ გამნელებია შენს მიმართ გრძნობები,მე ისევ ისე ძლიერად მიყვარხარ თეო. -გგონია დაგეთანხმები და მზად ვარ სწორი პასუხის გასაცემად? -პასუხი რა საჭიროა მითხრა,როცა გხედავ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ რასაც მე შენს მიმართ. -მართალი ხარ,გვიან,ძალიან გვიან მოვუსმინე ჩემში გულის ხმას,დამაგვიანდა დათო. -ახლაც მოუსმინე,იქნებ გითხრას დაგვიანების მიზეზი თუმცა ისედაც ვიცით ორივემ მიზეზი.ყური დაუგდე,მოუსმინე და მიხვდები რომ გვიან არ არის. -ვუსმენ,ვუსმენ და ვგრძნობ როგორ ძალიან ფეთქავს.თქვა თეონამ და ჭიქაში ჩარჩენილი ღვინო ბოლომდე შესვა. -წავიდეთ? -სად,სად წავიდეთ. -სადაც შენ მეტყვი იქ მიგიყვან. -ღმერთო რა სულელი ვარ,რას ვაკეთებ,რაზე ვფიქრობ. -რას აკეთებ და სიყვარულის ხმას ყვები,წავიდეთ? -წავიდეთ,სადაც შენ გინდა იქ წავიდეთ.მოდი ერთხელ მეც ავყვები ჩემი გულის თქმას,შეცდომას თუ დავუშვებ უშეცდომო ადამიანი ხომ არ არსებობს,ერთით მეტი იქნება.დათომ თეონას ხელი ჩაკიდა და ბარიდან გავიდნენ,მანქანის კარი გაუღო და წინ დასვა,ალექსანდრე გაოცებული უცქერდა და ნინოს უთხრა. -ისინი წავიდნენ,ჩვენ აქ ტყუილა ველოდებით მათ? -ესეც ასე,წავიდნენ.მინდა რომ ბედნიერები იყვნენ და ის ამჯერად მართლა ბედნიერია.დათომ სასტუმროში მიიყვანა თეონა და თავის ნომერში შევიდნენ,ის ღამე ერთმანეთის ალერსში გაატარეს. -არ მინდა ინანო. -არ ვნანობ,მაგრამ არ ვიცი რა იქნება ხვალ. -რაც არ უნდა მოხდეს,მე შენს გვერდით ვარ -სულ მარტო,ზამთარში ხეზე შემორჩენილი ფოთოლივით ვარ რომელიც ბრძოლობს არ მოწყდეს ტოტს და ქარმა უმისამართოდ არ აფრიალოს.არ ვიცი კიდევ თუ დადგება ჩემს სახლში დილა,რომელსაც ბედნიერი ღიმილით შევხვდები.ვსუნთქავ ჩემო დემეტრე მაგრამ ვერაფერს ვერ ვშველი,რას ვიზამთ ჩვენ ცხოვრება გვქმნის ვიყოთ ასეთები როგორებიც ვართ. -დასამშვიდობებლად მოვედი, ცოტნე ხვალ მივდივართ.ცოტნემ შეხედა დემეტრეს და მის თვალში ცრემლის ნაპერწკალი გაჩნდა,არ უნდა შეემჩნია,მაგრამ ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -ბედნიერო,მშურს შენი მაგრამ მინდა გულით გისურვო ბედნიერი მგზავრობა. -მადლობა,ცოტნე მინდა ძლიერი იყო და არ გატყდე სულიერად,შენ შეძლებ იყო ძლიერი. -ვიქნები,რადგან არ მაქვს უფლება რომ არ ვიყო.დემეტრე სათხოვარი მაქვს,დამირეკე პატარა რომ დაიბადება. -პატარა? პატარები დაიბადება ცოტნე ორი არის ტყუპები, თან გოგო-ბიჭი. -ეს რატომ არ მითხარი,მე ერთისთვის მოვამზადე საჩუქარი,მაგრამ გპირდები აუცილებლად გამოვასწორებ.მინდა ეს გამომართვა დემეტრე და პატარას უყიდო ჩემს სახელზე რაც კი საჭიროა მისთვის,მინდა გოგონა მოვნათლო და ეს თქვენი სურვილიც იყოს. -მართლა გინდა? მე ვერ შემოგთავაზე ცოტნე და ძალიან გამახარე,რა თქმა უნდა გოგოს მონათლავ.ცოტნეს ისევ კლინიკიდან დაურეკეს და ანერვიულდა. -დემეტრე უნდა წავიდე,კლინიკიდან დამირეკეს ახლავეს უნდა წავიდე. -მეც წამოვალ. -არა,მადლობა.მაგრამ დემეტრე ელენეს მიუბრუნდა და უთხრა. -შენ აქ იყავი ბექასთან და მე ცოტნეს გავყვები.დაძაბული იყო ცოტნე და იქ მისული სულ აირია. -ლილიანა წუხელ ისევ გაუჩინარდა და ახლა დამირეკეს რომ ის უგუნო მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. -რააააა,რა მოუვიდა,საავადმყოფოში რატომ არის ან იქ ვინ წაიყვანა. -ღამით შუა გზაზე მიდიოდა და მანქანამ დაეტაკა.ცოტნე გიჟს დაემსგავსა,დემეტრემ არ მისცა ნება მანქანა ეტარებინა და გასაღები გამოართვა.ორივე განიცდიდა და ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საავადმყოფოში,ცოტნემ ლილიანას ნახვა მოითხოვა და მთავარ ექიმთან ერთად შევიდა მის სანახავად,მაგრამ ვერ მიუახლოვდა ლილიანა უძრავად იწვა,ბალიშზე კი მისი გრძელი თმები იყო დაფენილი,მისი ხელის გრძელი მტევნები გულზე ედო და მშვიდად ეძინა. -როგორია მისი მდგომარეობა.იკითხა ცოტნემ. -მოტეხილობა არ აღენიშნება,არც სხეულის დაზიანება,მაგრამ თავი აქვს დარტყმული და ველოდებით მის გამოღვიძებას.როგორც გავიგეთ მძღოლი არც ისე ჩქარა მიდიოდა,მაგრამ თავის დარტყმამ შეიძლება დროებით ამნეზია გამოიწვიოს.დაველოდოთ ბატონო ცოტნე გამოიღვიძებს და ერთად ვნახოთ როგორ მდგომარეობაშია პაციენტი.რამოდენიმე საათში გაიღვიძა ლილიანამ და გაოცებული უცქერდა მის საწოლთან მდგარ უცხო ექიმს,ცოტნეს ხელი გაუწია და სუსტი ხმით უთხრა. -რა ხდება,სად ვარ ცოტნე რა დამემართა.ცოტნემ სიხარულისგან პასუხი ვერ გასცა ლილიანას,მხოლოდ მისი ხელი ეჭირა ხელში და სიხარულით სავსე შესცქეროდა საყვარელ ქალს. -ავტო საგზაო შემთხვევა იყო,მაგრამ ყველაფერი კარგად არის. -რა მოხდა,მეჩვენება რომ შეცვლილი ხარ? -არა,რას ამბობ. -აქედან როდის გამიშვებენ. -რამდენიმე დღეში საყვარელო შეგვეძლება წავიდეთ ჩვენს სახლში. -მეძინება. -დაიძინე,მე აქ ვარ არსად არ წავალ,შენს გვერდით ვარ.ლილიანას ცოტნეს ხელი ხელში ეჭირა და ასე ჩაეძინა,ცოტნემ შუბლზე თმები გადაუწია აკოცა და დემეტრეს მიუბრუნდა. -დემეტრე აქ დავრჩები დღეს,ხვალ თქვენს წასვლამდე მეც მოვალ,წადი ელენე მარტოა არ შეეშინდეს. -კარგი,ბავშვზე არ ინერვიულო ჩვენთან იქნება. -მადლობა მეგობარო.უთხრა ცოტნეს და დემეტრეს მეგობრულად გადაეხვია,დემეტრე წავიდა და ცოტნემ მთელი ღამე ლილიანას საწოლთან გაატარა,დილით თავზე ხელის შეხებამ და ლილიანას ჩურჩულმა გააღვიძა. -მომენატრე საყვარელო,როგორ ძალიან დაგტანჯე შენც და ჩვენი შვილიც.ცოტნემ თავი ასწია და ლილიანას შეხედა. -დილა მშვილობის როგორ ხარ საყვარელო,ყველაფერი გაგახსენდა? -ისედაც მახსოვდა ყველაფერი. -რა თქვი? ლილიანა შენ მთელი ეს დრო ყველაფერი გახსოვდა? -სულ ყველაფერი არა,ეს ბოლო პერიოდი მახსოვს.შენი საუბარი მახსოვს,დამიბრუნდიო მთხოვდი და ვერ ვბრუნდებოდი,საიდან უნდა დავბრუნებულიყავი პასუხი არ მქონდა.ცოტნე მთელი ეს დრო,გიფიქრია რომ ვერასოდეს დავბრუნებულიყავი და ვერასოდეს ვეღარ მეცნე. -ვფიქრობდი და გული მტკიოდა,მაგრამ ყოველ წუთს აი ამ წუთებზე ვოცნებობდი.დასრულდა ჩვენი ტანჯვა და ცხოვრება გავაგრძელოთ იქ სადაც შევჩერდით,მთავარია შენ ხარ ჩემს გვერდით და ჩვენ ოჯახი ვართ. -ბექა? სად არის ბექა და როდის ვნახავ ჩემს შვილს. -მოვიყვან,გინდა ახლავეს მოვიყვანო? -დღესვე მომიყვან და ვნახავ? შეგიძლია ეს გააკეთო ჩემს გამო? -ახლავეს წავალ და მოგიყვან,მაგრამ აქ შემოვიყვანო? -აქ არა,შეგიძლიათ ქვემოთ შეხვდეთ შვილს.უთხრა პალატაში შემოსულმა ექთანმა ლილიანას და გაუღიმა,ცოტნე წავიდა და შვილი წამოიყვანა,ლილიანასაც ერთი სული ჰქონდა როდის მოეფერებოდა შვილს და ფანჯრიდან შეხედა ცოტნეს და ბექას,ბექამ სირბილით შევიდა საავადმყოფოში და თვალებით დაუწყო ძებნა დედას,დედის გაღიმებული სახე და ბედნიერებისაგან გაბრწყინებული თვალები დიდხანს არ უძებნია,მალევე შეამჩნია და მისკენ გაიქცა. -დედაააააა. -შვილო,ჩემო შვილო როგორ ძალიან მომენატრე. -მიხარია რომ კარგად ხარ დედა,სახლში როდის დაბრუნდები დე უშენოდ სახლი ცარიელია. -იმ სახლში არ დავბრუნდები შვილო,მამაშენსაც დაველაპარაკები ამ თემაზე. -ძალიან ცუდი რამ გახსოვს ჩვენი სახლიდან? -იმ სახლში შენ დაიბადე,ბედნიერი დღეები და წლები იქ გავატარე,მაგრამ იქ ცხოვრება არ შემიძლია შვილო. -აბა რაზე საუბრობთ დედა-შვილი მეც ჩამრიეთ თქვენს საუბარში.ცოტნე ღიმილით უცქერდა ცოლს და შვილს. -დედას არ უნდა იმ სახლში დაბრუნდეს მამა. -მესმის შენი,ვიცი რომ ძნელია იქ ცხოვრება,მაგრამ გპირდები დღესვე დავიწყებ სახლის ძებნას. -მინდა სულ ახალი იყოს,რომ ცხოვრება სულ ახალი გვერდიდან დავიწყოთ,რომ ახალ სახლში არ ჰქონდეს ძველ მოგონებებს ადგილი. -მინდა ვიღაც გაგაცნო ის ვიღაც კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლილიანა.ლილიანას ფერი ეცვალა და ჩუმი,მაგრამ მშვიდი ხმით შეეკითხა. -ვინ უნდა გამაცნო,ქალია? -როგორ გითხრა არის ქალიც და არის მამაკაციც. -საინტერესოდ ამიხსენი,გამაცანი დამაინტერესდა. -დავუძახებ.ცოტნე ღიმილით წავიდა და ცოტა ხანში დემეტრესთან და ელენესთან ერთად დაბრუნდა.ლილიანამ შეხედა ცოტნეს გვერდით ახალგაზრდა ორსული ქალი მოყვებოდა და გულმა ძლიერად დაუწყო ფეთქვა,მიუახლოვდა მას და ცოტნემ უთხრა. -ლილიანა გაიცანი ჩემი მეგობრები დემეტრე და ელენე. -სასიამოვნოა ლილიანა თქვენი გაცნობა,მიხარია რომ უკვე კარგად ხართ. -ლილიანა მინდა იცოდე,დემეტრე ის ადამიანია ვინც იმ საბედისწერო დღეს გადაგარჩინა,ელენე კი მისი მეუღლე. -მართლა? ბუნდოვნად მახსოვს ის დღე და არც მინდა სუფთად გამახსენდეს,ვხედავ პატარას ელოდებით,რა საყვარელი ორსული ხარ ელენე. -პატარა? არა საყვარელო,დემეტრე და ელენე ტყუპებს ელოდებიან,თან გოგო და ბიჭია,გოგონა კი ჩვენი ნათლული იქნება,უფრო სწორად ბექა მონათლავს პატარას. -რა კარგია,კიდევ რამდენი გვაქვს დრო? -ჯერ კიდევ 4 თვეა წინ. -საწყენი კი ის არის დემეტრე და ელენე დღეს გამთენიისას საქართველოში მიფრინავენ. -მიფრინავენ? ლილიანამ დაფიქრდა და ცოტნეს შეხედა,შემდეგ კი უთხრა. -ცოტნე იცი რა გავიფიქრე? -გისმენ საყვარელო. -ხომ არ წავიდეთ ჩვენც საქართველოში? ცოტნემ დემეტრეს შეხედა,შემდეგ ბექას და ბოლოს ისევ ლილიანას. -მართლა ფიქრობ რომ წასვლა გინდა აქედან? -მინდა აქაურობას გავეცალო,სხვა გარემო მინდა რომ სრულიად დავივიწყო ყველაფერი. -მაშინ წავიდეთ,მაგრამ შეუძლებელია თქვენს ფრენაზე ვიშოვოთ ბილეთები თუმცა ვცდი.ცოტნემ რამდენიმე ადგილზე გადარეკა და საქმეები ტელეფონით მოაგვარა,ბილეთებიც იშოვა და დარჩა მხოლოდ ექიმი,რომელთანაც დაღლილი შევიდა და უთხრა. -ახლავეს უნდა გაწეროთ ჩემი მეუღლე. -ეს არ შეიძლება,მას მკურნალობის სრული კურსი არ დაუმთავრებია. -ვერ მოვასწერებთ, როგორც ხედავთ ის კარგად არის დილის 6 საათზე უნდა გავფრინდეთ საქართველოში ბილეთები ხელთ მაქვს. -მაშინ რა გაეწყობა,ახლავეს გავამზადებთ საბუთებს. -მადლობა რომ გამიგეთ.ცოტნე ისევ დაბრუნდა ლილიანასთან და უთხრა -მე სახლში წავალ,ტანისამოსს მოგიტან და პირდაპირ აქედან წავალთ. -მადლობა საყვარელო. -ელენე მეც გავყვები ცოტნეს და ბარგს წამოვიღებ,ერთად დავბრუნდებით. -კლერი? დაურეკე კლერის და უთხარი სად ვართ,შეეშინდება რომ ვერ გვნახავს. -კარგია რომ შემახსენე,დავურეკავ.დემეტრე ცოტნეს გაყვა და თან კლერის ნომერი ნახა. -მომასწარი,ახლა ავიღე ტელეფონი უნდა დამერეკა რომ მეთქვა,მეც მოვდივაააარ. -არ მჯერა სამსახური,შენი საქმე? -ერთ-თვიანი შვებულება მომცეს და არც დავფიქრდი ბილეთი ისე ავიღე, დემეტრე მეც მოვდივაააარ,აეროპორტში შეგხვდებით. -კარგია,აეროპორტში გნახავთ. -რა მოხდა დემეტრე.შეეკითხა ცოტნე და დემეტრემაც ღიმილით უთხრა. -შენსავით წლებია აქ და გადაწყვიტა წამოვიდეს,ძალიან გაუხარდება ყველას.კარგი წავიდეთ თორემ ვეღარ მოვასწრებთ.რამდენიმე საათი დააგვიანდათ,მანამდე ელენემ და ლილიანამ ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და ბექას ხუმრობებზე იცინოდნენ ცოტნემ რომ პალატის კარი შეაღო. -რა მომიტანე საყვარელო. -ჩემი საყვარელი კაბა მოგიტანე,რომელიც მე ძალიან,ძალიან მომწონდა.ჩაიცვი, გარეთ დაგელოდებით.ლილიანამ ჩანთა გახსნა და ამოიღო ღია კარიჩნი მოკლე კაბა ღრმა დეკოლტეთი,შავი მაღლები მოკლე ტყავის პიჯაკი და ლილიანას გაეცინა. -რაც თავად უყვარდა ის ჩასაცმელი მომიტანა,ვიღაც უნდა დამეხმაროს,მაგრამ შევძლებ.ნელა-ნელა ჩაიცვა.გამოეწყო,ელენეს დახმარებით მკრთალი მაკიაჟიც გაიკეთა და უკვე მზად იყო ცოტნე ისევ რომ შემოვიდა. -რას შვრებით,დრო გადის............................ღმერთო, ახლა ვიგრძენი რომ მართლა ჩემთან ხარ,მართლა დამიბრუნდი.ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული რომ ჩემგან არც არასოდეს არ წასულხარ და მეც შენზე მოგონებებით ვიძინებდი და ვიღვიძებდი.ახლა თუ გიღალატებ,ისევ ჩემს მეუღლესთან გიღალატებ,ისევ შენთან. დასრულდა, ყველაფერი დასრულდა.იმ დღეს აქ ამ ოთახში შენს თვალებს რომ შევხედე მე მიცქერდნენ,მივხვდი რომ ტკივილიც სრულდება როცა ის მარცხდება.ელენე გადი გარეთ,მინდა ჩემი ცოლის დაუკითხავად რაღაც გავაკეთო,რადგან თუ შევეკითხები წარბს ამიწევს,გამიბრაზდება და ბავშვივით სიცილს დაიწყებს,ამიტომ გაუფრთხილებლად რაღაც მინდა გავაკეთო. -ცოტნე რას აკ.........................ცოტნემ არ მოუსმინა ლილიანას და მის ბაგეებს შეეხო და ზედ ბაგეებზე დასჩურჩულა. -როგორ უზომოდ მომენატრე,დილა შენით იწყება და ყველგან შენ დამყვები.შენ დამიბრუნდი და მეც დაღლას ვეღარ ვგრძნობ,მენატრები მაგრამ ახლა უნდა ვიჩქაროთ,რადგან საათის ისრები თავბრუდამხვევი სისწრაფით ბრუნავენ და ჩვენი გრაფიკი მკაცრადაა განსაზღვრული,მივდივართ.ცოტნემ კიდევ ერთხელ დაუკოცნა ბაგეები ლილიანას და პალატიდან გავიდნენ,დემეტრემ და ელენემ ღიმილით შეხედეს ბედნიერ ცოტნეს და დარცხვენილ ლილიანას,ელენეს ხელი მოხვია და საავადმყოფო დატოვა ხუთივემ. -ვერაფერი ვერ მოვასწარი,სახლს და მანქანას გაყიდიან და ფულს ანგარიშზე დამისვამენ,აქედან მძღოლი წაგვიყვანს და როგორმე უნდა მოვთავსდეთ. -მოვთავსდებით,ვიჩქაროთ.თქვა დემეტრემ და მანქანისაკენ დაიძრნენ.კლერი უკვე აეროპორტში იყო და მათ ელოდა და ნერვიულობდა,ნერვიულობით და ლოდინით რომ დაიღალა ისევ დაურეკა დემეტრეს,მაგრამ მერე შეხედა რომ ისინიც მოვიდნენ და მათკენ წავიდა. -კიდევ ერთი რამ მინდა გავაკეთო,ლილიან წამოდი ჩემთან,დრო გვაქვს მოვასწრებთ.ლილიანა გაოცებული გაყვა ცოტნეს და იქვე მდებარე სალონში შევიდნენ,კონსულტანტ გოგონას უხმო და უთხრა. -გამილამაზეთ,ისე რომ მეც ენა დამებას.ქერა გახადეთ ჩემი გოგო და უნდა მოასწროთ,დრო მხოლოდ ერთი საათი გვაქვს.ზუსტად ერთ საათში ცოტნემ მიაკითხა ლილიანას და მის წინ საოცრად ლამაზი სურათი დახვდა,ლილიანა საოცრად გამოიყურებოდა.ლილიანა ისედაც ლამაზი ქალი იყო,მაგრამ ამჯერად მოლოდინს გადააჭარბა. -დღეს შენზე ადრე დავბრუნდი სახლში,მაგიდაზე ვტოვებ ვახშამს,იცოდე უჭმელი არც გაბედო და არ დაიძინო''.თეონა. -გიჟი,როგორც იქნა ხასიათზე მოვიდა,ნინომ ჩიტივით წაიკიკნა პატარა და დასაძინებლად წავიდა,მაგრამ საწოლამდე ვერც მივიდა გულის რევის შეგრძნება რომ იგრძნო.ეს ბოლო დღეებია ვერ გრძნობს თავს კარგად,სააბაზანოში შევიდა და რაც შეჭამა ისევ უკან ამოიღო.მინერალური წყალი გახსნა და დალია,თან ფიქრობდა. -ნინო? რატომ არ გძინავს,რა გჭირს საყვარელო. -არ ვიცი ეს დღეებია გული მერევა,სულ მეძინება და მოთენთილი ვარ.თეონამ ეჭვის თვალით შეხედა და წარბაწეულმა უთხრა. -მართლა? რამდენი ხანია რაც ასე ხარ ქალბატონო? -ერთი კვირააა რაც თავს ცუდად ვგრძნობ. -მგონი დეიდა ვხვდები,მოდი რომ დავრწმუნდეთ ტესტი გავიკეთოთ. -სად მაქვს ტესტი ამ შუაღამეს. -ნუ ჩქარობ.თეონამ ჩანთა გახსნა და მისთვის გადანახული ტესტი ამოიღო და ნინოს გაუწოდა,თან თვალით ანიშნა წადიო. -შენ ეს ჩანთით რატომ დაგაქვს? -ყოველთვის მქონდა ჩანთაში და მე თუ არასდროს არ გამომადგა,შენ გამოგადგა.წადი აქ რას ელოდები,გინდა გამოგყვე? ცოტა ხანში ნინო გაღიმებული უცქერდა თეონას და ისიც მიხვდა მისი ღიმილის მიზეზი რაც იყო. -ახლა ხელებს გავშლი და შემიძლია მთელი დედამიწის გარშემო ვიფრინო,რადგან სიცოცხლის წყურვილი უფრო მძაფრად გაღვივდა ჩემში.აქ ჩემი პატარა ზის,ის ხომ ჯერ სულ ციცქნაა. -ვერ წარმოიდგენ როგორ ძალიან მიხარია საყვარელო.ალექსანდრე? როდის ეტყვი მას ბავშვის შესახებ. -დღეს,დღეს რომ მოვა ვეტყვი,ვეტყვი რომ ძალიან ბედნიერი ვარ. -დარწმუნებული ხარ,რომ მზად ხარ მამობისთვის? -დარწმუნებული ვარ,ვიცი რომ სიამოვნების ზღვაში აღმოჩნდება დღეს,მგონი მოვიდა კიდეც. -როგორ ხართ,რას შვრებით რა დროს უნდა გავიდეთ აეროპორტში. -ალექსანდრე სანამ იქ წავალთ,რაღაც მინდა გითხრა. -რა მოხდა,ფერი არ მომწონს შენი ნინო. -გარკვეული დრო ხან ფერი არ მოგეწონება ჩემი,ხან ხასიათი,უცნაურადაც შემომხედავ და ხშირი იქნება კითხვები,რა გჭირს? ამიტომ მინდა გითხრა,რომ არ ინერვიულო ეს დროებითია და მხოლოდ 8 თვეს ვიქნები უცნაური. -8 თვე? 8 თვეს იქნები ავად? ვერაფერი ვერ გავიგე,ამიხსენი რის თქმას ცდილობ.გაოცებული უცქერდა ალექსანდრე ნინოს, მაგრამ დათომ შეხედა და ღიმილით უთხრა. -მზად ვართ მთელი 8 თვე ავიტანოთ შენი კაპრიზები და მოთხოვნები.ალექსანდრემ დათოს შეხედა და შემდეგ ისევ ნინოს და ღიმილმა გადაუარა სახეზე,ნინოს ხელი მოხვია და უთხრა. -მაპატიე,მაპატიე რომ ვერ მიგიხვდი რისი თქმა გინდოდა,დარწმუნებული ხარ რომ აქ ჩვენი პატარა ზის? -დარწმუნებული ვარ,მაგრამ ექიმთანაც გადავამოწმებ. -მეც წამოვალ,მარტო არ გაგიშვებ ახლა კი მოვემზადოთ და წავიდეთ აეროპორტში. -დემეტრემ მითხრა რომ მეგობარი მოყვება ცოლით და ბავშვით,ჯერ ზემოთ ავიდეთ და მათთვის ოთახი მოვამზადოთ.თქვა თეონამ და ნინოს შეხედა. -ავიდეთ, მერე ხომ არ დავიწყებთ ლაგებას.გოგოებმა ოთახი მოამზადეს და მშვიდად გამოიხურეს სახლის კარები,იცინოდნენ და ხუმრობდნენ,მაგრამ დრო და დრო ღელავდნენ.რამდენიმე საათმა მოუწიათ ლოდინმა და როგორც იქნა დადგა შეხვედრის წუთები დემეტრემ გულში ჩაიხუტა თეონა და ნინო,ალექსანდრე და დათოს გაოცებულმა შეხედა,შემდეგ კი თეონას გადახედა,თითქოს რაღაცას მიხვდა,მაგრამ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული.უეცრად თეონამ შეხედა ელენეს და იკივლა. -ეს,ეს,ეს რა არის,ამათ გვიმალვდით? როდემდე,როდემდე გინდოდათ დაგემალათ.გაბრაზებულმა შეხედა დემეტრეს და შემდეგ ელენეს გადაეხვია. -რა აზრი ჰქონდა თქმას,ახლა ხომ ნახე. -ნუ აშინებ გოგო ბავშვებს, რომ დაიბადებიან ახლოს არ მიგაკარებთ ბავშვებთან.უთხრა დემეტრემ ღიმილით და ყველა გაოცებული უცქერდა ელენეს. -ბავშვებთან? ტყუპები არიან? იკითხა ნინომ და ალექსანდრეს აცრემლებულმა შეხედა. -მეც მინდა ტყუპებიიი. -დამშვიდდი ახლა და ასე გავაკეთოთ,თუ ამჯერად არ იქნება ტყუპები,შემდეგ დავიწყოთ ტყუპებზე მუშაობა. -რააააა? თქვენ ერთად ხართ და პატარას ელოდებით? გაოცებული დემეტრე ხან ერთს უცქერდა და ხან მეორეს. -რატომ გაგიკვირდა დემეტრე მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი მამაკაცი ვისაც მამაკაცური ღირსება აქს შარვალში? ჩემს ძმას რაც აქვს ტყუილად დაატარებს ვერ გამოიყენებს? -კლერი შენ საიდან აქ,ღმერთო როგორ მენატრებოდი.ალექსანდრემ მონატრებული და ხელში აიყვანა და აფრიალა.კლერის სიტყვებზე ყველას გაეცინა,დემეტრემ კი კიდევ თვალი შეავლო ნინოს და ალექსანდრეს და აბუზღუნდა. -აქ ყველაფერი შეცვლილია,წამოდით სახლში ვილაპარაკოთ,რა წყნარი ბავშვები დაგტოვეთ და როგორ სულ გაფუჭებულან. -დემეტრეეეეეე. -ხო გაიცანით ჩემი მეგობრები,ცოტნე და მისი ოჯახი.რამდენიმე დღე ჩვენთან ერთად იქნებიან და თბილიში ერთად წავალთ.სახლში მისულებს ნინომ ოთახი აჩვენა სტუმრებს,შემდეგ ვახშამი მოამზადა თეონასთან ერთად და ყველამ ერთად შემოუსხდა მაგიდას.ყველაზე მეტს კლერი საუბრობდა,ფრინავდა სიხარულისგან რომ მამიდა გახდებოდა და გვიან ღამემდე ისმოდა დემეტრეს სახლიდან მხიარული ხმები.როგორც იქნა ჩაწყნარდნენ,სტუმრებმა მგზავრობით დაღლილებმა დაისვენეს დემეტრე კი ჯერ დაწოლას არ ფიქრობდა რადგან წინ სერიოზული საუბარი ელოდა თეონასთან და დათოსთან. -მეც წავალ,დაგტოვებთ დაისვენეთ.თქვა და თავისი პიჯაკი ხელში აიღო -სად მიდიხარ ამ დროს,ან რატომ მიდიხარ,აქ შენი ადგილი არ არის? -მე სასტუმროში დავბინავდი დემეტრე რადგან............... -შენ ჭკუა სულ დაკარგე? შენ ჩემი ძმა და მეგობარი ჩემს ქალაქში ჩამოდი და სასტუმროში დაბინავდი? ხვალ გააუქმებ ნომერს და შენი ბარგით აქ მოხვალ.ახლა კი აქ დაჯექი,თქვენთან სალაპარაკო მაქვს.თეონა ირაკლისთან რა მოხდა.თეონამ ღრმად ამოისუნთქა და მოკლედ აუხსნა დემეტრეს მისი და ირაკლის ურთიერთობის შესახებ და ბოლოს უთხრა. -დამღალა, დემეტრე დამღალა სულ იმაზე ფიქრმა და მცდელობამ ვყოფილიყავი კარგი ცოლი,მაგრამ აღმოჩნდა რომ მე მისთვის არავინ არ ვყოფილვარ. -ვიცოდი,ვგრძნობდი თქვენს ქორწინებას ეს ბოლო რომ ექნებოდა.რამდენჯერ გავაფრთხილე,რამდენჯერ დავემუქრე მაგრამ თუ ადამიანს სიყვარულის უნარი არ გააჩნია,მისგან ნუ დაელოდები დაფასებას და დროულად წადი მისგან,შემდეგ დათოს შეხედა და უთხრა. -თეო ჩემი დაა,სხვადასხვა დედ-მამა გვყავს,მაგრამ ის ჩემი დაა.მის თვალზე ცრემლს ვნახავ და არც შეგეკითხები ისე მიიღებ ჩემგან მისაღებს,რაც შეეხება შენს წასვლას ქალბატონო შენ არსად არ წახვალ. -უნდა წავიდე,განცხადება დავწერე უკვე და წამოვედი სამსახურიდანაც. -შენი განცხადება დახია დირექტორმა,ასე რომ მე ვბრუნდები საავადმყოფოში და ჩემთან ერთად ჩემს გვერდით იქნები.ახლა კი დავისვენოთ,ჩემი ბაჭიები დაიღალნენ.ყველას დილის ღრმა ძილით ეძინა,რომ ნინოს მშობლები ესტუმრა და გაოცებულები უცქერდნენ სახლში ამდენი ხალხი რომ დახვდათ. -მეგონა ჩემი შვილი მარტო იყო,აქ თურმე როგორ მოიწყენს იმდენი ხართ,იმრავლეთ შვილებო. -ვმრავლდებით ანა დეიდა ხვალ მნიშვნელოვანი ვახშამი გვაქვს,რას იტყვით სახლში დავსხდეთ თუ გარეთ გავიდეთ. იკითხა დემეტრემ. -რასთან დაკავშირებით გვაქვს ვახშამი? იკითხა ნინომ. -ეს სიურპრიზია,ხვალ საღამომდე ვერავინ ვერ გაიგებს.როგორც იქნა სიმშვიდემ დაისადგურა,დილით თეონა და დათო ადგნენ ყველაზე პირველები და ყველასათვის გემრიელი საუზმე მოამზადეს.ნელა-ნელა სახლმა გაიღვიძა,ახმაურდა და ყველამ მიირთვა საუზმე და ყველა დემეტრეს უცქერდა. -რა მოხდა, ყველა მე რატომ მიყურებთ. -იმიტომ რომ წუხელ თქვით,რომ ხვალ სიურპრიზი გვექნებაო და გვინდა გავიგოთ ბატონო დემეტრე რა არის ეს სიურპრიზი. -თუ გითხარით სიურპრიზი ჩაიშლება,მე საყვედური მომხვდება,მაგრამ მაინც გეტყვით რაღაცას.გემრიელი სადილი მოამზადეთ,თეო სალათებიდან ჩემი ქათმის სალათი არ დაგავიწყდეს. -არ იტყვის არაფერს ანა დეიდა და დავიწყოთ მზადება, თორემ ვიცი შეგვარცხვენს სტუმრებთან.რამოდენიმე საათში ფეხზე დგომით დაღლილმა დემეტრეს შეხედა და უთხრა. -ბატონო დემეტრე ყველაფერი მზად არის,ველოდებით კიდევ ვინმეს? -ველოდებით,ზედმეტად 4-5 თეფში დადეთ. -როგორ გიყვარს ადამიანის წვალება დემეტრე.უთხრა ელენმემ და ისიც სამზარეულოში შეუერთდა სხვებს,მაგრამ იქ მისი ადგილი აღარ იყო და უკან გამოუშვეს. -ყველაფერი გავამზადეთ,მაგიდაც მზად არის მხოლოდ ცხელ კერძებს გავიტანთ როცა დავსხდებით და ჩვენც რომ მოვემზადოთ შეიძლება უფროსო? -მოემზადეთ,ნინო შენმა სილამაზემ დღეს ყველა უნდა დაჩრდილოს,წადი და თავს მიხედე,შემფასებელი მე ვარ.იცოდე ძალიან მკაცრი კრიტიკოსი ვარ,გელოდები.ნინო ძალიან შეეცადა,თეთრი კაბა ჩაიცვა და გავიდა,დემეტრემ შეხედა თუ არა ხელით ანიშნა. -შებრუნდი.ნინო წავიდა,მეორედაც გამოვიდა და დემეტრემ ისევ ხელით ანიშნა. -შებრუნდი.რამოდენიმეჯერ გამოიცვალა და უკვე ნერვებ მოშლილმა ჩაიცვა უბრალო ვარდისფერი კაბა მრგვალი გულით,უბრალო მაკიაჟით და გაბრაზებულმა შეხედა დემეტრეს რომელიც ნინოს უცქერდა და როგორც იქნა გაიღიმა. -აი ეს გიხდება შენ,უბრალოება და იდუმალება,კეთილშობილება და მომხიბლელობა.მინდა ყოველთვის სათანადოდ დააფასო შენი თავი მეგობარო.კარზე ზარი იყო და დემეტრეს გაეღიმა. -დამშვიდდით,სტუმრები მოვიდნენ კარს მე გავაღებ.ფეხზე წამოდგა კარისკენ წავიდა და უეცრად ნინოს შეუბრუნდა. -საოცრად გამოიყურები,შეუძლებელია დაგიწუნოს სადედამთილომ. -რააა,რა თქვი ვინ მოვიდა? დემეტრე ახლა მოვკვდები. -მობრძანდით ბატონო ანდრეა,ქალბატონო თაია მიხარია თქვენი ახლოს გაცნობა. ანა და თაია ერთმანეთის პირისპირ დადგნენ და თაიამ თავდახრილმა უთხრა. -მაპატიე. -გაპატიე უკვე 26 წელია,მობრძანდით.ცოტა ხანში კარზე ისევ ზაროი იყი და ისევ არავის დაანება კარის გაღება თავად დემეტრემ გააღო და დიდი,უზარმაზარი თაიგულით შემოვიდა ალექსანდრე ულამაზეს ქალბატონთან ერთად. -მობრძანდი სიძევ და ნუ ხარ ასეთი დაძაბული,მე აქ ვარ ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის. -ნუ დამცინი დემეტრე.შეუბღვირა ალექსანდრემ და დემეტრემ კლერიც დაინახა.ნინო გაოგნებული იდგა და ალექსანდრემ ყვავილების თაიგული გადასცა,ხელზე რომ შეეხო ნერვიულობისგან გაყინული იყო და უთხრა. -დამშვიდდი,ასე ნუ ნერვიულობ.ისევ ზარი იყო კარზე და ამჯერად დემეტრემ ალექსანდრეს შეხედა. -ველოდებით კიდევ ვინმეს? -კი,ჩვენს საერთო მეგიბარს.დემეტრემ გააღო კარი და სახლში თომა შემოვიდა ელზასთან ერთად. -დავაგვიანე? იკითხა თომამ ყველა ფეხზე რომ იდგა. -არა,არა მობრძანდით.ნინომ ალექსანდრეს უჩქმიტა და უჩურჩულა. -რატომ არაფერი არ მითხარი,ხომ შეიძლებოდა მცოდნოდა. -დამშვიდდი და გაიცანი დედაჩემი თამარ არაბული და ჩემი და კლარა,კლერი რომელსაც დაუძახებ მაინც გაგაგონებს.მამა ვერ მოვიდა,რადგან ქალაქიდან არის გასული -ყველას მინდა მოგესალმოთ,ძალიან მნიშვნელოვანი საღამო არისო მითხრა ალექსანდრემ და მართლაც ასეა,მიხარია რომ გაგიცანი ახლოს შვილო.დემეტრე ფეხზე წამოდგა და თავისი ომახიანი ხმით თქვა. -მეგობრებო მივუსხდეთ მაგიდას და იქ გავაგრძელოთ საუბარი.რამდენიმე წუთი მხოლოდ დანა-ჩანგლის ხმა ისმოდა,დემეტრემ ანას ხელი გადახვიადა ყურში უჩურჩულა. -არაჩვეულებრივად ამზადებთ ანიკო დეიდა,მადლობა. -შეგერგოს შვილო. -დროა სიჩუმე დავარღვიო და დაგელაპარაკოთ,მინდა ჩემი აქ მოსვლის მიზეზი გითხრათ.ქალბატონო ანა და ბატონო ფრიდონ,ბატონო ანდრეა მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ,ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და მინდა ჩემი კანონიერი ცოლი გახდეს,მის ხელს გთხოვთ. ნინომ პირზე ხელი მიიდო და ფეხზე ადგა. -მაპატიეთ.თქვა და წავიდა -რა მოუვიდა,რამემ აწყინა? იკითხა ანდრეამ გაოცებულმა. -რამ აწყინა არაფერი არ უჭამია.თქვა ანამ და მიმავალ ნინოს თვალი გააყოლა. -არა,ეს ორსულობის ბრალია.თქვა თეონამ და ყველა მას უცქერდა გაოცებული,შემდეგ კი პირველმა ანდრეამ გაიღიმა -ნინო შვილს ელოდება? შვილიშვილი მეყოლება,მე ბაბუა გავხდები,დემეტრე რა ბედნიერი ვარ. -ბედნიერებაა ოჯახში პატარას დაბადება და მოდი ეს ბედნიერება სრულყოფილი გავხადოთ,ერთ კვირაში ქორწილი გვაქვს.ნინო ფერდაკარგული და განაწამები სახით მიუახლოვდა მაგიდას,მაგრამ თაიამ შეაჩერა. -ნინო მაპატიე. -მე არ ვარ ღმერთი გაპატიოთ,უფალს სთხოვე შეგინდოთ თქვენი ცოდვები და გაპატიოს. -ნინო შენს ადგილს დაუბრუნდი შვილო.უთხრა ფრიდონიმ ნინოს და თაიას ისეთი თვალით შეხედა თაიას უნდოდა გამქრალიყო იმ სახლიდან,ფრიდონიმ კი ალექსანდრეს შეხედა და ღიმილით უთხრა. -ჩვენ თანახმა ვართ შვილო,თავად პატარძალი რას გვეტყვის. -ნინო ჩვენ პირობა მივეცით ერთმანეთს და ვიცი შენი პასუხი,მაგრამ ყველას გასაგონად მინდა მიპასუხო,თანახმა ხარ გახდე ჩემი ცხოვრების მეგობარი? ნინომ თვალებში ჩახედა ალექსანდრეს გაუღიმა და უთხრა. -თანახმა ვარ ჩემი ცხოვრების ბოლომდე ვიყო შენი ცხოვრების მეგობარი.დემეტრემ დათოს შეხედა და უთხრა. -სულ მალე თქვენც დაგადგამთ თავზე გვირგვინს.თამარი ფეხზე ადგა და ნინოს მიუახლოვდა. -ეს ბეჭედი ჩემმა დედამთილმა გამიკეთა თავის ხელით ნიშნობის დღეს,ამიერიდან მე კი მინდა შენ ატარო,იმედია ტრადიცია გაგრძელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა ეს ბეჭედი.თითზე გაუკეთა ნინოს ბეჭედი და გულში ჩაიკრა შვილის რჩეული,ყველამ მიულოცა ნინოს და ალექსანდრეს დაწყვილება და გვიან ღამით დაიშალნებ.კიდევ რამდენიმე დღე დარჩა დემეტრე მეგობრებთან და შემდეგ თბილიში წავიდნენ,ერთ კვირაში ქორწილიც გადაიხადეს და ყველამ კარგად მოილხინა. -დემეტრტე ტუალეტში გავალ.უჩურჩულა დემეტრეს ელენემ და ფეხზე წამოდგა. -წამოგყვე? -არა,რას ამბობ მალე მოვალ.ელენემ ხალხის ბრბოს თავი დააღწია და ტუალეტში შევიდა,იქედან გამოსულს კი კართან მერაბი და ზაზა დახვდა,შეშინებულმა შეჰკივლა ელენემ და უკან-უკან დაიხია მაგრამ კედელს აეკრა წასასვლელი არსად ჰქონდა. -რაო პატარავ,გვიცანი? -აქ რა გინდათ,აქ რას აკეთებთ. შეეკითხა შეშინებულმა და ხელი მუცელზე დაიდო,თითქოს ასე დაიცავდა იქ წყნარად მყოფ შვილებს. -როგორ მოიარე ამერიკა,კარგი იყო ჩვენგან შორს ცხოვრება და შენც გადაგავიწყდით.ელენემ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და მათ შორის გაუბედავად გაიარა,მაგრამ ზაზამ ხელი წაავლო მკლავში და კედელზე მიახეთქა,ელენემ კი ტკივილისაგან ამოიკვნესა და ცრემლიც დაედინა სახეზე. -ერთ კვირაში 30,000 მოგვიტან და იცოდე ჩვენი გადაგდება არც იფიქრო,თორემ ამ ბავშვს დაემშვიდობე,მას ვეღარასოდეს ვეღარ ნახავ,მაგრამ გპირდები რომ საუკეთესო ბავშვობა ექნება,ქუჩაში გავზრდით და მათხოვრად ივლის.მოულოდნელად ზაზას ხელი წაავო ვიღაცამ კისერში და ორივე ისე დაასისხლიანა რომ ერთმანეთს ვეღარ სცნობდნენ.ელენემ შიშისაგან თვალები დახუჭა და როცა მზარზე ხელის შეხება იგრძნო თვალები შეშინებულმა გაახილა,მის წინ ცოტნე და დათო იდგა. -არ შეგეშინდეს,ჩვენ შენთან ვართ.შემდეგ დემეტრეს დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა,ფერი დაეკარგა როცა ელენე ასეთ დღეში დაინახა და ცოტნეს შეხედა იმის გასარკვევად თუ რა მოხდა. -მათმა მიიღო მისაღები,უკეთესია თუ ელენეს აქედან წაიყვან მას ახლა სიმშვიდე სჭირდება. -კარგი წავალ,მაგრამ ყველაფერს მეტყვით. უთხრა ცოტნეს და ელენე ფრთხილად გაიყვანა რესტორნიდან. -უნდა წამოგყოლოდი,როგორ გაგიშვი მარტო. -ნუ იდანაშაულებ თავს,იქვე იყო ტუალეტი და არც ის მიფიქროია იქ თუ ვინმეს ვნახავდი. -ისინი იყვნენ? -ისინი იყვნენ და ძალიან შემეშინდა. -ფული ითხოვეს თუ წამალი. -ფული. -რამდენი და დრო? -30,000 და დრო ერთი კვირა. -გასაგებია,სახლიდან არ გახვალ უჩემოდ. -არა,არ გავალ. დემეტრე საგონებელში ჩავარდა,ეშინოდა ელენესთვის არაფერი არ დაეშავებინათ და სულ სახლისკენ იჩქაროდა.თეონაც ხშირად იყო მასთან და ელენეს მარტო არ ტოვებდნენ,ერთი კვირაც გავიდა და პრობლემაც დაიწყო.ჯერ ყოველ დილით წითელ ვარდებს ნახულობდა დემეტრე კართან,შემდეგ ტელეფონზე რეკვები დაიწყეს და ერთ დღეს როცა ელენე მარტო ოყო სახლში უცნაური ხმები შემოესმა,თითქოს ვიღაც ცდილობდა კარის გაღებას,შეეშინდა და დემეტრეს დაურეკა.რამდენიმე წუთში დემეტრე,ცოტნე და დათო გიჟებივით მივიდნენ ბინასთან,სირბილით აირბინეს კიბეები მეოთხე სართულამდე და შეხედეს კარი ნაწვალები იყი.დემეტრემ გასაღები მოარგო კარს და სახლში შევიდა,მაგრამ ელენეს მოქნეული ხელი აიცდინა რომელშიც დანა ეჭირა,გაუკვირდა დემეტრეს მაგრამ მიხვდა თუ როგორი შეშინებული იყო და გულში ჩაიკრა.ელენე შეშლილივით უცქერდა ყველას და ნელა-ნელა დამშვიდდა. -აქ ვარ შენთან და პოლიციას დავუძახებ ახლავეს,დამშვიდდი გავარკვევთ რა უნდათ ჩვენგან.რამოდენიმე დღე ჩაწყნარდნენ,არავინ აწუხებდათ მაგრამ ერთ დილით პატარა წითელი ყუთი ნახა თეონამ კართან,თეონამ ელენეს ჩუმად დემეტრე გააღვიძა და დემეტრემაც გაოცებულმა შეხედა თეონას ხელში ყუთს,ხელთათმანები გაიკეთა და ყუთი გახსნა,შიგ ქალის თეთრი პენუარი იდო,მაგრამ სისხლიანი და პატარა ფურცელზე ეწერა. -,,როდემდე შეძლებ დაიმალო''. -დემეტრე უკვე მეშინია,ისინი არ დაინდობენ არც ელენეს და არც ბავშვებს. -დროა პოლიციაში წავიდე,უკვე ზედმეტებში გადაუვიდათ და უნდა შევაჩეროთ.რა დროს დაბრუნდები საღამოს. -საქმე ისაა რომ დილამდე ვმუშაობ,დათოს დაურეკე და მოვა ელენე მარტო არ უნდა დარჩეს. -დათოს არ სცალია საქმეები აქვს გუშინ მითხრა,კარგი ლილიანასთან გავიყვან და ცოტა გულსაც გადაატ=ყოლებს.ელენე გააღვიძა და უთხრა. -ადექი საყვარელო,მე პოლიციაში წავალ და შენ ლილიანასთან დაგტოვებ. -დაგვეხმარება პოლიცია? -ვნახოთ რას გავაკეთებთ.დემეტრემ კარზე ზარი მისცა და ლილიანამ ღიმილით გააღო კარი. -ლილიანა აქ დავტიოვებ ელენეს საქმეები მაქვს,მოვაგვარებ და მოვალ. -იყოს,მეც მარტო ვარ და დავილაპარაკებთ.დემეტრე განყოფილებაში მივიდა და ის წითელი ყუთიც მიიტანა. -იმედა გთხოვ რამე გაარკვიე,აი ეს იყო დღეს ჩემს კართან. -ვეძებთ დემეტრე დამიჯერე ფეხზე დავაყენე ყველა და ერთი ჯგუფი ამ საქმეზე მუშაობს.პატარა დეტალიც კი არ გამომაპარო,ვიცით რომ ხელთათმანებით მუშაობს და შეცდომას არ ტოვებს. -კარგი,მივდივარ რადგან ელენეს შეეშინდება.დემეტრემ ჯერ ბინაში გაიარა,მაგრამ თვალებგაფართოვებული უცქერდა მათ ოთახში დაჭრილ და დანაკუწებულ ელენეს ტანისამოსს.ისევ იმედას დაურეკა და საგამომძიებლო ჯგუფი დემეტრეს ბინაში მივიდნენ. -დემეტრე ეს უკვე ზედმეტია,კამერა ხომ არ დავაყენოთ კართან პატარა თვალი, რომ ვერავინ ვერ შეამჩნიოს. -არ ვიცი,რაც გინდა გააკეთე და დამნაშავე იპოვე. -ამჯერად დამნაშავე ვერანდიდან არის შემოსული და ძალიან ფრთხილად აკეთებს ყველაფერს.იმედამ ქაღალდი იპოვა იმ უჯრაში სადაც ელენე საცვლებს ინახავდა და დემეტრეს აჩვენა. -წაიკითხე,ეს ვიღაც მანიაკია დემეტრე.დემეტრემ გაოცებულმა და თან სიბრაზე მორეულმა გამოართვა ქაალდი და წაიკითხა. -,,რამდენიმე ნაბიჯი და შენთან ვარ,შენს სურნელს შენსკენ მოვყავარ და არ მიშვებს შორს.ძალიან მინდა შეგიგრძნო და ჩემი გაგხადო,დარწმუნებული ვარ,ძალიან გემრიელი ხარ''. დემეტრემ გემრიელად შეიკურთხა და სარკეს ხელი მიარტყა,სარკე კი ბრზიალით ჩამოიფშვნა და ძირს მიმოიფანტა ნამსხვრევები. -უნდა დაველოდოთ სხვას ვერაფერს ვერ ვფიქრობ,დარწმუნებული ვარ შეცდომას დაუშვებს და ჩვენც დავიჭერთ.დემეტრემ ჯერ თეონას დაურეკა და ერთად მიალაგეს სახლი და შემდეგ ელენეს მოსაყვანად წავიდა -დემეტრე? რატომ დაგაგვიანდა,გელოდებოდი. -ლილიან ძალიან მსუბუქი გვაქვს რამე დავლიო? -ალკოგოლიანი? -არა,თუნდაც წყალი მინერალური გვაქვს? -კი,კი გვაქვს ახლავეს მოგიტან. -რა მოხდა,რა ინერვიულე დემეტრე.უთხრა ელენემ და თვალები ცრემლით აევსო. -შენ არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება ელენე გპირდები,სუპერ კარგად იქნება ყველაფერი.უკვე ჩართულია პოლიცია და იმედია მათ კვალს მალე მივაგნებთ. -შენ რატომ ხარ ასეთი დაძაბული,მათ შეხვდი? ცოტნე დაუჯდა პირდაპირ დემეტრეს და ისიც მასავით დაძაბული იყო. -არა,მადლობა უფალს რომ პირისპირ ვერ ვნახე,თორემ ტყუპების დაბადებას ვერ დავესწრებოდი რადგან იქვე მოვკლავდი ორივეს და დამიჭერდნენ,მაგრამ უფრო უარესი რაღაც მოხდა ცოტნე. -რა მოხდა დემეტრე ან როდემდე უნდა ვიყოთ ასე უმოქმედოთ,რაღაც უნდა ვიღონოთ. -სახლში ვიღაც შევიდა,ელენეს ტანისამოსი იყო დაჭრილი და ოთახში მომოფანტული. -სახლში როგორ შევიდა მეოთხე სართულზე,მეზობელი ვინ არის. -მეზობელი აქ არ ცხოვრობს,დაკეტილია ბინა წლებია. -ყველაფერი გაიგეს კარზე საკეტი გატეხეს და ვერანდიდან გადავიდნენ შენს ბინაში,მაგრამ უკვე საკმარისია და უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. -სანამ ყველაფერი გაირკვევა და დასრულდება,მინდა ვინმე სანდო მყავდეს სახლში ელენე მარტო რომ არ იყოს. -მართალი ხარ,უფრო რთული დღეები წინ არის.რამდენიმე დღეში დემეტრეს დაურეკა იმედამ და თხოვა განყოფილებაში ელენესთან ერთად მისულიყო. -რა მოხდა,რატომ დაგვიბარეთ დააკავეთ? -ერთი მათგანი დავაკავეთ,მაგრამ ელენემ უნდა ამოიცნოს.ორივე წავიდა და ელენეს კიდევ უფრო შეეშინდა,როცა დაკავებულში ზაზა ამოიცნო. -დემეტრე................ -ნუ გეშინია,შენ მხოლოდ თქვი ის თუ არის,სხვას პოლიცია მიხედავს. -ეს არის,მაგრამ სხვები? გარეთ ვინც დარჩა ისინი უფრო საშიშნი არიან,ეს არაა იმდენად საშიში. -მეორესაც დავიჭერთ და მესამესაც, თქვენც დაწყნარდებით და მშვიდად იცხოვრებთ.მოულოდნელად ხმაური ატყდა, ვიღაც ელენეს დაეტაკა და უთხრა. -ელენე მე არ ვარ დამნაშავე,მერაბი გარეთ არის და მას ერიდე,ის არის შენთვის საშიში.დემეტრემ ელენეს წინ გადაუდგა და პოლიციელს უყვირა. -წაიყვანეთ,აქედან მოაშორეთ ეს არამზადა.ელენე დემეტრეს ჩაეჭიდა მაისურზე და კანკალებდა,პოლიციელმა წყალი მოუტანა და მშვიდი ხმით უთხრა. -დამშვიდდით ქალბატონო ელენე სხვებსაც დავიჭეტრთ,მათზე ძიება ჯერ არ დასრულებულა.პოლიცილებმა ზაზა გამოიყვანეს და დაინახა თუ არა ელენე ისევ იგივე გაიმეორა. -სიმართლეს გეუბნები ელენე მერაბის და ლადოს უფრთხილდი,შენ ლადოს უყვარხარ და უნდა დემეტრეს დაგაშოროს.პოლიციელებს მიყავდა ზაზა და ისიც ყვირილით მიყვებოდა,ელენეს აფრთხილებდა.ელენემ ცუდად იგრძნო თავი და დემეტრეს ჩაეჭიდა,შემდეგ ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და ბურუსმა მოიცვა ყველაფერი,თვალი რომ გაახილა თეთრ ოთახში იწვა და მის საწოლთან დემეტრე იჯდა. -დემეტრე.ჩუმად დაუძახა და შემდეგ მუცელზე დაიდო ხელი და დამშვიდებულმა თქვა. -აქ ხართ,ჩემთან ხართ და ისევ ჩემში ხართ. -ყველაფერი კარგად არის,ელენე ბავშვებიც კარგად არიან. -აქ რატომ მომიყვანე დემეტრე. -შენთვის და ბავშვებისთვის უკეთესი არის აქ იყო დღეს საყვარელო. -სახლში როდის წავალთ. -ექიმს ველოდები უნდა მოვიდეს და მგონი წავალთ.ექიმმა ღიმილით შეხედა ელენეს და უთხრა. -ყველაფერი რიგზეა დედიკო პატარები ძალიან მოძრავები არიან,მაგრამ მეშვიდე თვეში ხართ და ფრთხილად უნდა იყოთ,ახლა კი თავისუფლები ხართ. -შეიძლება გავიგო ლადო შენს საქციელს რა ჰქვია? შეეშვი ელენეს მან ხომ თავისი გზა იპოვა. -მთელი ცხოვრება ელენეზე ვოცნებობდი და ერთ დღეს ხელიდან გამიფრინდა. -წავიდა, ბედნიერია და ოჯახი აქვს მალე დედა გახდება,შეეშვი მას.ეს ყველაფერი რასაც შენ აკეთებ სერიოზულ სახეს იღებს შენ და ვერ ხვდები რა ღრმად შეტოპე,მე არ ვიცი კიდევ როდემდე დაგიცავ,ამიერიდან ვეღარ შევძლებ შენს დახმარებას,გესმის როგორ გაართულე ყველაფერი? -არ ვიცი,არაფერზე არ ვფიქრობ გარდა იმისა მხოლოდ ელენე დავიბრუნო.მისი სუნი დგას ყველგან,მისი თვალები ყველგან მეჩვენება. -მომისმინე,უნდა დაივიწყო და შენი ცხოვრება გააგრძელო ისე თითქოს შენს ცხოვრებაში ის არც არსებობდა. -თუ არ მომეხმარები,შენთან მეგობრობას შევწყვიტავ. -მერაბ,ლადო მომისმინეთ.დემეტრე ჩემი მეგობარია,წადით შორს გაეცალეთ ქვეყანას და საქმეც დაიხურება,წასვლაში მე დაგეხმარებით პასპორტებსაც მე გაგიკეთებთ.ზაზამ ყველაფერი დაფქვა და დემეტრემ გაიგო რა მიზანი გამოძრავებს მის ცოლთან,გთხოვ შეეშვი იმ გოგოს. -ვერა,ვერ შევეშვები.ყოველი შემოდგომა მას მაგონებს,იმ ადგილებში დავდივარ სადაც დავდიოდით.რატომ ვერ მამჩნევდა რომ მის მიმართ გრძნობა მქონდა,რით არის დემეტრე ჩემზე უკეთესი მისი ყურადღება რომ დაიმსახურა. -ამბობ რით არის დემეტრე შენზე მეტი? არის ლადო და ელენე შენ და დემეტრეს სხვადასხვა თვალით შეგხედავთ,რადგან დემეტრემ ის ცხოვრებისკენ შემოაბრუნა.შენ? რა გააკეთე შენ,პირიქით ბინძურ ჭაობში ჩაძირე და წამალზე შესვი ძალას ატანდი და ასე გახადე ნარკომანი.ამ ყველაფრის შემდეგ,ფიქრობ ელენე შენსკენ გამოიხედავს თუმდაც იმიტომ რომ იმეგობროს? არა,არ დაელოდო მისგან ამ ნაბიჯს. -თუ ელენე ჩემი არასდროს არ გახდება და მასთან მიახლოვების საშუალება არ მექნება,ისღა დამრჩენია თუ ჩემთვის არ არის,აღარც დემეტრესთვის არ იქნება,დემეტრე დაკარგავს მის საყვარელ ქალს. -არ გაბედო,ელენეს არაფერი დაუშავო და სისულელე არ გააკეთო გესმის? -იმედა სრულ ჭკუაზე არ ვარ და თუ რამე ცუდი ჩავიდინე,გთხოვ მესროლე და დასრულდება ყველაფერი,სხვაგვარად მათ მშვიდი ცხოვრება არ ექნებათ. -შენ სულ შეიშალე,არაფერი გააკეთო ისეთი რომ შემდეგ ინანო.მერაბი და ლადო იმედას მანქანიდან გადავიდნენ და გზას ფეხით გაუყვნენ.რამოდენიმე დღე სიწყნარე იყო და თითქმის კიც დაავიწყდათ მათ გარშემო არსებული სირთულეები,მაგრამ სიმშვიდე დიდი ხნით არ გაგრძელებულა. -სულ სახლში ხარ,არ გინდა გავისეირნოთ? -მინდა,მაგრამ მეძინება. -წამოდი ნუ გეზარება,მხოლოდ თბილად ჩაიცვი.ელენემ ჩაიცვა,თავზე ქუდიც დაიხურა და დემეტრეს უკან აედევნა.ცოტა ხანში მართლაც გამხიარულდა,დემეტრესაც ეცინებოდა ელენეს ბავშვურობაზე და გაებუტა. -რა გიყიდო რომ შემირიგდე? -გინდა შეგირიგდე? -მინდა,არ მიყვარს გაბუტული რომ დადიხარ,არა საყვარელი ხარ,მაგრამ მე ვერ ვეგუები შენს გაბუტვას. -მაშინ მარკეტში შევიდეთ და ხელს რასაც დავადებ მიყიდი. -კარგი წავიდეთ.უთხრა ღიმილით და მარკეტისკენ წავიდნენ,ელენემ უამრავი ტკბილეულობა იყიდა,დემეტრეს ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა ჩანთებით,უეცრად ელენე შეჩერდა და დემეტრეს გაუკვირდა. -რა მოგივიდა,წამოდი.ელენემ ხელი გაიშვირა და დემეტრეც შებრუნდა,მათთან რამოდენიმე ნაბიჯში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მერაბი იდგა,მაგრამ ადგილიდან არ იძროდა,შემდეგ თავი დახარა და წავიდა.ელენეს შეეშინდა,დემეტრემ ისევ დარეკა პოლიციაში და მერაბის შესახებ უთხრა,კიდევ რამდენიმე დღე გავიდა და დემეტრემ ელენეს დაურეკა სამსახურიდან. -როგორ ხარ,მოემზადე მეც მალე დავასრულებ სმენას და ექიმთან წავიდეთ. -მე უკვე მზად ვარ. -მაშინ ტაქსის გამოვიძახებ და მოგაკითხავს,ჩემთან მოგიყვანს და აქედან წავიდეთ. -კარგი,დაველოდები ტაქსის მოსვლას.რამდენიმე წუთში ელენემ ფრთხილად გამოვიდა ბინიდან და იქვე მდგარ ტაქსს მიუახლოვდა,მაგრამ უეცრად ნაცნობმა ხმამ შეაჩერა და ადგილზე გაიყინა. -გამარჯონა ნადირაძის დედოფალო,მიცანი? ელენე აკანკალდა და ბავშვებიც უფრო აქტიური გახდნენ,დედას ფეხს ურტყამდნენ და შიგნიდან ამხნევებდნენ. -მიცანი,შენს გამოხედვას თუ დავეყრდნობი მიცანი,არც არასდროს დაგვიწყებივარ. -რა გინდა,თავს რატომ არ მანებებ. -შეპირებული თანხა არ გადაიხადე,დიდი ხანია გადახდის ვადა რომ გავიდა დედოფალო. -დღეს არა,დღეს არ მაქვს ეს დიდი თანხაა. -არა,დღესვე გადაიხდი. -დღეს არ შემიძლია,საიდან მოვიტანო ამხელა თანხა. -ჩემს მოთმინებას ნუ ცდი,ლადომ შემოგითვალა სასჯელს პირადად ჩემგან მიიღებ და ეს სასჯელი იქნება სიცოცხლეს ჯოჯოხეთქდ რომ გადაგიქცევს.ამიტომ შენთვის უკეთესია თუ მას არ გააბრაზებ,თორემ იცი როგორი დასასრული აქვს პირობის არ შესრულებას.ელენე კანკალით მიუახლოვდა ტაქსს და უხმოდ მივიდა დემეტრესთან იქედან კი ექიმთან წავიდნენ,მაგრამ საავადმყოფოდან დაბრუნებულებს ელენეს ქცევა უცნაურად მოეჩვენა დემეტრეს და უთხრა. -ელენე კარგად ხარ? -კი,კი კარგად ვარ. -ფერი არ გადევს,რამე გაწუხებს? -არა,არა დავიღალე და დავწვები.დაწვა,მაგრამ არ დაეძინა და ფიქრობდა როგორ გადაეხადა ლადოსთვის თანხა,მაგრამ ვერაფერი ვერ მოიფიქრა.მეორე დღეს არც თავად გასულა სასეირნოდ და არც დემეტრე გაუშვა გარეთ,შემდეგი დღეები როცა დემეტრე დაკავებული იყო თეონა და დათო რჩებოდა მასთან,მაგრამ ერთ კვირა დღეს სადილი მოამზადა და პური არ ჰქონდა,ჩავიდა მაღაზიაში პურთან ერთად რაც თავად უნდოდა იყიდა და უკვე წასვლას აპირებდა,რომ ვიღაცამ მხარზე ხელი შეახო და შეშინებულმა შებრუნდა,მაგრამ როცა დემეტრეს გაღიმებულ სახეს შეხედა ნერწყვი გადაყლაპა და ერთი ღრმად ამოისუნთქა. -აი სად ყოფილხარ. -შემაშინე დემეტრე. -სახლში რომ არ დამხვდი მარკეტში წამოვედი და გიპოვე,რა იყიდე ისევ სასუსნავი? -რაზეც მეყო ფული ვიყიდე,მაგრამ იქ მარწყვი ვნახე. -მერე,გინდა გიყიდო? -არ ვიყიდოთ? ელენემ ისე შეხედა დემეტრეს მანაც სიცილი ვერ შეიკავა და უთხრა. -რა თქმა უნდა ვიყიდოთ,წამოდი თავად აარჩიე. -რა კარგი მყავხარ დემეტრე,როგორ ძალიან მიყვარხარ. -ხშირად თუ მეტყვი მიყვარხარო,ყოველ დღე გიყიდი მარწყვს. -გეტყვი,ახლაც ვიყვირებ გინდა? -ხალხია ელენე ნუ ყვირი.იცინოდა დემეტრე და ელენეს სიყვარულით უცქერდა. -რატომ? მიყვარხარ დემეტრე ნადირაძე,მიყვარხაააააააარ.ელენეს მარკეტში მყოფი უამრავი ადამიანი უცქერდა და ეღიმებოდათ,დემეტრეც იცინოდა და ელენეს უთხრა. -აღიარე და სიმართლე თქვი,მე უფრო გიყვარვარ თუ მარწყვი. -შენც მიყვარხარ,მაგრამ ახლა ძალიან,ძალიან მინდა შევჭამო მარწყვი,მიყიდე დემეტრეეეეე.ხმაში ტირილის ხმა გაერია და დემეტრემ უთხრა. -გიყიდი, მაგრამ ახლა არ შეჭამ გაურეცხავად. -ერთი ცალი,გთხოვ ერთი ცალი მომეცი.ყველას ეცინებოდა ელენეს ქცევაზე და ერთმა ხანშიშესულმა მამაკაცმა უთხრა დემეტრეს. -დააცადე შვილო სურვილი მოილკას და გული დაიკმაყოფილოს.ხალისიანი გამოვიდა მარკეტიდან ორივე და ხალისი უცებ გაქრა ელენეს სახეზე როცა იარაღით ხელში ლადო დაინახა. -ისევ შენ? რა გინდა,რას მერჩი,რატომ არ გვანებებ თავს. -ჩუუუუუ,წყნარად ელენე შენი ნერვიულობა არ შეიძლება.მინდა ჩემი სათქმელი გითხრა.წლების წინ როცა სიცივისგან მობუზული დაგინახე,იმ წუთიდან შემიყვარდი,მაშინაც ზამთარი იყო თებერვალი და ძალიან ციოდა.შეგეჩვიე და ვიცოდი,ვიცოდი რომ სიბინძურეში ჩაგითრიე,მაგრამ ჩემს გვერდით იყავი და ჩემთვის ესეც საკმარისი იყო.ახლა არ შემიძლია მოგიახლოვდე,რადგან სხვისი ხარ.როცა ერთად ვიყავით ყოველთვის მეგონა რომ ერთმანეთის გარეშე ვერ გავძლებდით შენ უჩემოდ და მე უშენოდ,მაგრამ შენ გაძელი მე კი ვერ შევძელი უშენობა ძალიან გამიჭირდა, რადგან უშენოდ ცუდად ვარ.მივხვდი რომ შენ არასოდეს გყვარებივარ და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე,რომ შენ დემეტრე ნადირაძე დაიტანჯო და მე წაგართმევ შენთვის ყველაზე ტკბილს და ყველაზე საყვარელ ადამიანს.დემეტრე გაოცებული იდგა და ჩანთები ძირს დაყარა,ელენესკენ გაიქცა წინ გადაუდგა მაგრამ ვერ მოასწრო და გასროლილი ტყვია ელენე ძირს წააქცია, მარწყვები კი მარკეტის წინ მიმოიფანტა.დემეტრეს ხმაზე ყველა გარეთ გამოვიდა,ის ელენეს გულში იხუტებდა,მოძრაობა შეჩერდა,მოხუცი რომელიც მარკეტში სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა ელენეს მუხლებზე დაეცა და თვალები ამჯერად ცრემლებით ჰქონდა სავსე და დემეტრესთან ერთად ისიც ხმით ტიროდა,მაგრამ ყველაზე ადრე მოვიდა გონს და სასწრაფოს თავად დაურეკა,ვიღაცამ პოლიციას შეატყობინა,მაგრამ ლადო გაუჩინარდა დემეტრე კი გაუჩერებლად მთელი ხმით ყვიროდა და ტიროდა.იმედა დემეტრეს გვერდით იყო და მეგობარს თვალებში ვერ უცქერდა,სასწრაფოც მოვიდა და ელენე საავადმყოფოში გადაიყვანეს,ცოტა დაწყნარდა და ცოტნეს დაურეკა,ცოტნემ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. -ცოცხალია? -არ ვიცი ცოტნე საოპერაციოში შეიყვანეს. -მოვდივარ დემეტრე,ცოტნე და ლილიანა ერთად მივიდნენ,დემეტრემ შეხედა თუ არა ცოტნეს უთხრა. -მეშინია,ცოტნე ძალიან მეშინია ბევრი სისხლი დაკარგა. -დათოს დავურეკავ.თქვა ცოტნემ და დათოს დაურეკა,თეონა საიპერაციოში იყო ელენესთან ერთად და უცქერდა მის წინ დადებულ უმოძრაო სხეულს,გული ტიროდა და ვეღარ სუნთქავდა. -რთულია პაციენტის გადარჩენა,მხოლოდ სასწაულზე ვართ.თქვა ექიმმა და დემეტრესთან გავიდა.დემეტრემ შეხედა ექიმს და შეშინებულმა შეხედა,რადგან არ მოეწინა მისი გამომეტყველება. -ექიმო პირდაპირ მითხარი სათქმელი. -მთავარი ის არის რომ სისხლდენა შევაჩერეთ,მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,ტყვია ჯერ კიდევ სხეულშია. -რატომ არ ამოიღეთ ტყვია.შეეკითხა ექიმს დემეტრემ. -ის გულთნ არის ძალიან ახლოს და სანამ ტყვიას შევეხებით საკეისრო კვეთა უნდა გავაკეთოთ,დედის სხეულს შვილები უნდა მოვაშოროთ,დემეტრე ეს აუცილებელია. -გააკეთეთ ყველაფერი,მხოლოდ სიცოცხლე შეუნარჩუნეთ დედასაც და შვილებსაც. -ექიმო,ელენე იცოცხლებს,ხომ იცოხლებს.შეეკითხა ექიმს ცოტნემ და ცრემლი ვერ შეიკავა. -ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,ორგანიზმი ახალგაზრდა და ძლიერია მაგრამ 24 სთ-ის განმავლობაში არ შეგვიძლია რამე ვთქვათ დაზუსტებით.ელენეს საკეისრო ჩაუტარდა,ბავშვები ორივე ჯამრთელები დაიბადნენ და მათმა დაბადებამ ყველას ღიმილი მოჰფინა სახეზე,მაგრამ მთავარი ელენეს სიცოცხლე იყო.პოლიცია ყველგან ეძებდა ლადოს მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნეს,მაგრამ ერთ დღეს დემეტრემ დაინახა საავადმყოფოს ეზოში და გაეკიდა,ცოტნემაც გზა მოუჭრა და წინ გადაუდგა ლადოს,მაგრამ ხელში მერაბი შერჩა და დაიჭირა. -რა გინდოდათ,რას ერჩოდით.გეგონათ ასე ადვილად შეგრჩებოდა ეს ყველაფერი რაც მათ დამართეთ? აქ რატომ მოდი საავადმყოფოში გინდა გაიგო მოკვდა თუ ისევ ბრძოლობს სიცოცხლისთვის,გული შეგტკივა? ცოტნე და მერაბი ბრძოლობდა,მერაბის უნდოდა ხელიდან დასხლტომოდა ცოტნეს,მაგრამ მოულოდნელად სროლის ხმა გაიგონა და მერაბი უგონოდ დაეცა ცოტნეს ფეხებთან,ცოტნემ გაიხედა და პოლიციელი დაინახა მათკენ მორბოდა,მერაბის რაღაც უნდოდა ეთქვა მისთვის პირი გააღო კიდეც მაგრამ უკვე მათთან მოსულმა იმედამ მეორედ ესროლა და მერაბის სიცოცხლეც შეწყვიტა. -არ უნდა გესროლა მეორედ,ის ცდილობდა რაღაც ეთქვა ჩემთვის.უთხრა ცოტნემ იმედას. -ბევრი ხალხი ყავს გამწარებული და დროა დაისვენოს თავადაც და ხალხიც დაასვენოს.დემეტრეც მოვიდა სირბილისგან ძლივს სუნთქავდა და ძირს უგონოდ მყოფ მერაბის შეხედა,შემდეგ კი იმედას უთხრა -იმედა მერაბის კიდევ უფროსი ყავდა ვიღაც ლადო და ის თუ არ დავიჭირეთ აზრი არ აქვს სხვების დაჭერას და მოკვლას. -მივაგნებთ მათ ბუდესაც და გავწმინდავთ.დემეტრემ ტელეფონზე შემოსულ ზარს დახედა და უპასუხა. -გისმენ თეონა. -სასწრაფოდ მოდი,ელენეს გული გაუჩერდა დემეტრე.დემეტრემ ცოტნეს შეხედა ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ისე შებრუნდა სიტყვაც არ უთქვამს,ცოტნემ იმედას შეხედა და უთხრა. -მიხედე ამ არაკაცს და შეეცადე მათი უფროსი დააკავოთ.ტელეფონი აიღო და დემეტრეს წამოეწია,ერთად შევიდნენ საავადმყოფოში. -როგორ არის,რა მოხდა. -არ ვიცით რა მოხდა,ექიმი გამოვიდა და გული გაუჩერდაო. -ახლა რა ვქნათ,ვის ველოდებით. -ექიმს დაველოდოთ და თუ საჭირო არის არც დავფიქრდები ელენეს საზღვარ გარეთ წავიყვანთ დემეტრე.დემეტრეს აღარაფერი აღარ ესმოდა,მისი გონება ელენესთან იყო.ექიმი მიუახლოვდა და იმედიანი თვალებით შეხედა დემეტრემ. -რა მოხდა ექიმო,რას გვეტყვი გადარჩება,ჩემი ცოლი იცოცხლებს და ბავშვებს დედა ეყოლებათ? -შესაძლოა მის სამყაროში ახლა სადაც არის ინერვიულა და რეალურ ცხოვრებაში გული გაუჩერდა,მაგრამ მჯერა რომ გადავლახავთ მხოლოდ დრო გვჭირდება,იმედი არ დავკარგოთ. ლოდინში საუკუნემ გაიარა,არანაირი სიახლე არ ჰქონდათ ექიმებს დემეტრე იმედსაც კარგავდა და ერთ საღამოს ექიმის გაღიმებული სახე რომ დაინახა დაღლა დაავიწყდა,ექიმს თვალებში უყურებდა მიხვდა რომ რაღაც სიახლე უნდა გაეგო. -ექიმო....................ექიმმა გაუღიმა დემეტრეს და უთხრა. -დემეტრე გილოცავ და ჩვენს თავსაც ვულოცავ ამ სასწაულს,ელენემ თვალი გაახილა ის გონზე მოვიდა და ყველაფერი ახსოვს რაც მოხდა. -სიმართლეს ამბობთ ექიმო? შეიძლება რომ ვნახო,მასთან შემიშვებთ? -ჯერ ისევ სუსტად არის,უკეთესია თუ დაელოდები.რამდენიმე საათი დემეტრე ვერ ისვენებდა და ბოლოს ელენესთან შევიდა,ლამის გული გაუჩერდა რომ შეხედა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და საწოლს მიუახლოვდა. -როგორ შემეშინდა,შემეშინდა რომ დაგკარგავდი ელენე.ელენემ თვალი გაახილა და დემეტრეს მკრთალად გაუღიმა,სუსტი ხმით კი უთხრა. -როგორც ხედავ გაგიმართლდა და არ დამკარგე.დემეტრემ თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა. -ელენე შენ ჩემთან ხარ და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. -ბავშვები,ნახე ბავშვები? -ვნახე საყვარელო,ძალიან ლამაზები არიან.გოგო უფრო მოქნილი და სხარტალაა შაგვრემანი და ეშხიანი იქნება. -მამას დაემსგავსა მასავით შავთვალებაა,მეც მინდა ვნახო როდის მაჩვენებენ. -პალატაში რომ გადაგიყვანებენ ექთანი მოგიყვანს ორივეს. -დემეტრე ისინი,დაიჭირეს? -ლადომ შეეცადა მაგრამ ვერ შეძლო შენი მოკვლა,არ გამოუვიდა რადგან ცხოვრებას სულ სხვა გეგმები ჰქონდა და უკეთესია ეს გეგმები ნუ ფიქტობ მათზე,მერაბი გაქცევის დროს მოკლეს და ლადოსაც დაიჭერენ,ახლა კი დაბრუნებას გილოცავ საყვარელო -მაპატიეთ,მაგრამ უნდა გახვიდეთ პაციენტი ჯერ კიდევ სუსტად არის. -მივდივარ,მაგრამ აქვე ვარ.ელენემ თვალებით უთხრა დემეტრეს ,,ვიციო'' და დემეტრეც გავიდა,რამდენიმე წუთში ტელეფონმა დაურეკა და იმედას ზარს სასწრაფოდ უპასუხა. -გისმენ იმედა. -დავაკავეთ,დემეტრე მოხვალ? -მოვდივარ.დემეტრე განყოფილებაში წავიდა,რადგან უნდოდა პირისპირ შეხვედროდა იმ დაუნდობელ ადამიანს ვინც ელენეს მოკვლას შეეცადა და იმედას უთხრა. -უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო. -არ შეიძლება დემეტრე.დემეტრემ მეგობრებს თხოვნით შეხვდა და მის თვალებს ვერცერთმა ვერ გაუძლო,იმოდენა ტკივილი იყო დემეტრეს თვალებში. -იმედა,ალიკა მხოლოდ დაველაპარაკები,მასეთ არა ადამიანებზე მე ხელს არასოდეს არ ავწევ,გთხოვთ.ალიკა გავიდა და ბრძანება გასცა. -შემოიყვანეთ დამნაშავე.დემეტრე ნერვიულად დააბიჯებდა კომისარის კაბინეტში,კარი გაიღო და კომისარს უთხრეს. -მოვიყვანეთ კომისარო. -შემოიყვანეთ.დამნაშავე შეიყვანეს და დემეტრეს წინ იდგა,უტეხად უყურებდა დემეტრეს და ისიც თვალს უსწორებდა,ახლოს მივიდა და უთხრა. -რატომ,რატომ გაიმეტე სასიკვდილოდ,რატომ ჩემამდე არ მოდი ვაჟკაცურად თუ ამდენი გამბედაობა არ გქონდა და სუსტ ქალთან იყავი ძლიერი,გსიამოვნებდა მისი შეშინებული თვალების ცქერა. -მერაბიმ ტყუილები მითხრა და დამაჯერა მის სიტყვებში,მაპატიე შევცდი. -ადამიანი ხარ,მაგრამ არა ადამიანურად იცხოვრე ამიტომ მე არ დაგსჯი,კანონი დაგსჯის და კანონთან ერთად ცხოვრება დაგსჯის ძალიან მწარედ,გაიყვანეთ.დემეტრე კომისარს მიუბრუნდა და უთხრა. -იცი რაც უნდა გააკეთო,ალიკა ჩემთან ვალში ხარ და ვალდებული ხარ ის მუდმივზე გაუშვა. -ყველაფერს გავაკეთებ დემეტრე რაც ჩემზეა დამოკიდებული.დემეტრემ განყოფილება დატოვა და შვებით ამოისუნთქა,სურვილი მოუვიდა პატარები ენახა და ისევ საავადმყოფოში წავიდა,პატარებიც ნახა და ელენეც ნახა,იქედან წამოსულმა ყველას დაურეკა და დახმარება ითხოვა,რადგან ელენესთვის სიურპრიზი დაეხვედრებინა სახლში,პატარების ოთახი ერთობლივი ძალებით გააკეთეს.ერთ დილით მოულოდნელი სიურპრიზი ეწვია და გაოცებული უცქერდა კარებში მდგარ მოხუცებულ ძია მირზას და მის მეუღლეს. -გამარჯობა დემეტრე შვილო. -გამარჯობა,ბოდიშს გიხდი დაგპირდით დაგირეკავთქო და ვერ მოვახერხე იმდენი რამ მოხდა. -ყველაფერი ვიცი შვილო,მე თვალს ვადევნებდი ყველაფერს და არც გსაყვედურობ,მინდოდა დაგხმარებოდი,მაგრამ მე რა შემეძლო. -დასრულდა,როგორც იქნა სიმშვიდემ დაისადგურა და კარის გაღების აღარ მეშინია. -დემეტრე შვილო მეც დასალაპარაკებლად მოვედი აქ და იმედია მომისმენ. -გისმენთ,ჯერ მითხარით რა მოგართვათ. -არაფერი არ მინდა,ჯერ პასუხი უნდა გავიგი რა პასუხს გასცემ ჩემს შეკითხვას.დემეტრე გაოცებული უცქერდა საყვარელ მოხუცს და ვერ აეხსნა რა თხოვნა ჰქონდა მას დემეტრესთან. -როგორც იცი არავინ არ მყავს,ხვალ რომ დავხუჭო თვალი ჩემს ირგვლივ არავინ არ არის ისეთი ჩემს ცოლს რომ მიხედოს,ამიტომ გადავწყვიტე რაც მაქვს შენ გადმოგცე და სიბერეში მოგვხედო. -რას ამბობთ,ეს ხომ .................არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა გითხრათ. -მე ვიცი რაც უნდა მითხრა შვილო.დემეტრემ შეხედა ორივეს და ვერ გადაეწყვიტა რა ეთქვა მათთვის,რა პასუხი გაეცა არც ის უნდოდა გაენაწყენებინა ეს ორი მოხუცი. -მე ექიმი ვარ ძია მირზა და ბიზნესის არაფერი არ გამეგება. -ვიშოვით მმართველს,შენ მხოლოდ დამთანხმდი.დემეტრეს გაეცინა და ეს ღიმილი მათმაც თანხმობად მიიღეს.ბიზნესის სათავეში ცოტნე წარმოიდგინა და გაუხარდა,ეს ერთგულება რაც ცოტნემ დემეტრესთვის და მისი ოჯახისთვის გააკეთა უნდოდა თავადაც სიკეთით გადაეხადა.რამდენიმე დღეში ელენე და დემეტრე პატარებით ხელში გამოვიდნენ საავადმყოფოდან,სახლში მისული ელენე გაოცებული უცქერდა ბავშვების ოთახს და დემეტრეს და ყველას შეხედა სიყვარულით სავსე თვალებით. -მადლობა ყველას,ვეცდები ეს ერთგულება ყველას სიყვარულით დაგიბრუნოთ.შენ კი ჩემო სიყვარულო მიხარია რომ შენ ხარ ჩემი ცხოვრების მეგობარი და არ ვნანობ არც ერთ წამს რაც კი გამოვიარე იმ წუთიდან, როცა შენსკენ ნაბიჯი გადმოვდგი.წინ დიდი და სუსხიანი ზამთარია,მაგრამ მე თქვენი სითბო გამათბობს -ღმერთო რა ძნელია ასეთი ბედნიერების წინაშე იდგე,მაგრამ ეს ხომ ჩემი სამყაროა,ჩემი სახლი,ჩემი დიდი ოჯახი ხართ თქვენ ყველა,ჩვენ ჩვენი ერთგულება და სიყვარული გაგვათბობს,შენ კი მახარებ რომ სწორედ შენ ხარ ჩემი ცხოვრების მეგობარი,ჩემი მეგზური და ჩემი შვილების დედა. დასასრული. 25,08,2019. 03,32. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.