შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი {2}


26-08-2019, 00:41
ავტორი jenniferi
ნანახია 1 204

ყველა მეკითხებოდა -შენ რა ნაირი გამომძიებელი უნდა იყოვო,
მაგრამ მათ მხოლოდ ის იციან რომ გამომძიებელი უნდა იყოს დასტოინი და რადგან მე სულ ასეთი არ ვიყავი
ყოველთვის ყველა მაღიზიანებდა ამ კითხვებით, ვერ მიგებდნენ ჩემ შინაგას სამყაროს ვერ სწვდებოდნენ, არ მიცნობდნენ და დასკვნებს ისე დებდნენ, ერთ დღესაც შევწყვიტე თავის გამართლება და ამასთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობაც, მაშინ 19-ის ვიყავი და თავი ჩიტივით ვიგრძელი, ჩემი არაადეკვატურობის გამო კიდევ წავედი და მარჯვენა მხარზე ჩიტის ტატუ დავიხატე და ჩემდა გასაკვირად დღემდე არ მინანია.

აეროპორტიდან გახარებულები გამოვდივართ,
იტალია! ხომ ჩემი ოცნების ქვეყანაა
ის უბრალოდ ჩემია,
თავი სევდიანი ღიმილით გავაქნიე და ტაქსს ხელი დავუქნიე,
გუშინ ჩემი და ნინის მოძიებული სასტუმროს მისამართი ვუთხარი და მანქანაც მაშინვე დაიძრა ვერ ვიტყვი სასიამოვნო კაცი იყოთქო და გზაში იტალიის ღირსშესანიშნაობებზე დაგვიწყო ლაპარაკითქო მაგრამ, იმდენად ვიყავი აღტაცებული ყურადღება არც კი მიმიქცევია, ისეთი ბედნიერი ვიყავი სადააცა ფანჯრიდან თავს ძაღლივით გავყოფდი და პირის დაღებასაც არ დავაკლებდი,
სასტუმრომდე მალე მივედით, ვენა ღმერთმანი ეს ხომ სამოთხეა, ელვის სისწრაფით ავედით დაჯავშნილ ნომერში ჩანთები იქვე მივყარეთ და მაშინვე გარეთ გავცვივდით, თითქმის მთელი ვენა მოგვევლო დაღლილ-დაქანცულები უკვე ღამის 11 საათზე ჩვენი სასტუმროსკენ მიმავალ გზას მივუყვებოდით და ნაყინს ვლოღნიღდით, ნინი გაუჩერებლივ საუბრობდა თუ რა ლამაზი იყო ვენა და როგორ უნდოდა ბარსელონაშიც გაგვევლო, მე კი ჯერ კიდევ ვენით ვიყავი მონუსხული და აღტაცებული ვუყურებდი უბრალო ქუჩას, სადაც ლამპიონები ლამაზად განეთავსებინათ, როგორც ჩანს დიდად ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა ეს ქუჩა რადგან ორ სამ მიფანტულ კაცს თუ დაინახავდით, ის ის იყო ერთ-ერთი შესახვევისთვის ჩაევლოთ როდესაც ჩოჩქოლი მოესმა და მაშინვე ჩაერთო გამომძიებლის ინტუიცია, ნინი ხელით გააჩერა და ანიშნა ჩუმად ყოფილიყო ისიც მაშინვე მიყუჩდა და ცოტა ნერვიულობაც დაეტყო სახეზე, კედელთან ჩუმად მიიწია ნაყინი ნინის შეაჩეჩა ხელში და შესახვევში გაიხედა სიბნელე იყო მაგრამ მაინც ჩანდა ორი სილუეტი რომლებიც ჩუმად ლაპარაკობდნენ, ცოტა ხანი უყურა საეჭვო ვერაფერი შენიშნა, ის იყო ნინისთვის უნდა შეეხედა რომ რაღაც აპრიალდა
დანა!
მაიკა მაღლა აიწია ტოპად შეიკრა უცბად თმები ცოტა აიჩეჩა და შესახვევში გაუჩინარდა, ნინი კი ვერც კი იძვროდა თუმცა მიჩვეული იყო მის ასეთ ქცევებს ამიტომ დიდად არ დაპანიკებულა ,
ლამაზად და გამომწვევად მიიწევდა ორი ბიჭისკენ, მათაც მალევე მოკრეს თვალი, სახეებს ვერ ხედავდა მაგრამ დაინახა როგორ შეინახა ბიჭმა დანა და ამოისუნთქა
-გამარჯობა ბიჭებო
იტალიურად ცოტა ამრეზით შესძახა ბიჭებს, სახეებს ჯერ კიდევ ვერ ხედავდა კარგად
-აქედან აა*ვი არამგონია პრობლემები გინდოდეს
ასევე ამრეზით უთხრა დანიანმა ბიჭმა რომელსაც შავი მაისური და ჯინსი ეცვა
-უუჰ კარგი რა ცოტა გართობა არ გინდათ?
მისკენ ფრთხილად და გამომწვევად მიიწევდა
ორი ნაბიჯიც და ხელში ჩაიგდებდა მარა არ უნდა ეჩქარა,
ბიჭმა ჩაიცინა რატომღაც მეორე ბიჭი ხმას არ იღებდა მაშინვე მიხვდა აქ რა მაფიაც ტრიალებდა
-დროზე აუსვი თორე აქ პრობლემების გარდა ვერაფერს ნახავ
ჯიბიდან დანა ისევ ამოიღო და გოგოს დასანახად დაიჭირა,
ლურჯი თვალები სიბრაზისგან აენთო სახის ნაკვთები დაეჭიმა და ისე უცბად გაჩნდა ბიჭთან მან ვერც კი დაინახა,
ხელზე მთელი ძალით ჩასჭიდა ხელები და ოსტატურად ამოუტრიალა, დანა მაშინვე გაუვარდა ხელიდან, მეორე ბიჭი ამის დანახვაზე წამშივე გაიქცა, შავგვრემანი კი მოთქვამდა და იგინებოდა ნამდვილად არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას
-ნინიიი
მთელ ხმაზე შესძახა და აკანკალებული ნინიც გამოჩნდა
-პოლიციაში დარეკე
მან თავი ნერვიულად დაუქნია და ტელეფონი ამოიღო 112ში რეკავდა როდესაც გაახსენდა რომ იტალიაში იყო
-ნია
გოგოს ბიჭი მაგრად ეჭირა და თითოეულ წინააღმდეგობის გაწევაზე ხელს ისე უწევდა ეგონა სადაცაა მოტყდებოდა, ბიჭი კი ღრიალს და იტალიურად გინებას არ სწყვეტდა
-დროზეე!!!
-არ ვიცი ნომერი იტალიაში სად უნდა დავრეკო საიდან უნდა ვიცოდე??
ნერვიულად მოისვა ხელი შუბლზე და ნიაც ახლა დაფიქრდა ამაზე, მანაც შეიგინა ერთი იტალიურად და რატომღაც ბიჭიც ჩაჩუმდა, ალბათ მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა
-დროზე წადი და ნებისმიერ შემხვედრს კითხე დროზე!!
ნინიც მაშინვე მოტყდა ადგილს და ნიაც ცოტა მოეშვა ისეთი დაძაბული იყო ახლა შეამჩნია,ბიჭი კედელს ააკრა და კიდევ მოესმა გამაღიზიანებელი ხმა
კედელს ლამპის შუქი სწვდებოდა და მანაც შეამჩნია ცისფერი თვალები სწორი ცხვირი სქელი წარბები და ტუჩები,
გაითიშა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა არა ეს არ იყო გოგო ბიჭური გრძნობების ჟრუანტელი ეს იყო რაღაც ახლობლის, გაითიშა ბიჭს ვერ სწყვეტდა თვალს ხელი უცბად გაუშვა და თავისკენ მოაბრუნა,
ისე ამსგავსებდა ვიღაცას ვიღაც ნაცნობს, ახლობელს, ბიჭიც წამით გაშეშდა, გოგოს გაკვირვებულმა აატარ-ჩაატარა მზერა, ხმა არცერთ ამოუღია თუმცა ბიჭი უცბად მოეგო გონს და ადგილს ისე მოწყდა ძლივს დაინახა საით გაუხვია, ნიაც მალე მოვიდა გონს და მას გაეკიდა, უჭირდა სიბნელეში სილუეტის გარჩევა თუმცა მისი ნაბიჯის ხმები ეხმარებოდა გზის გაკვლევაში, სადღაც ხალხმრავალ ადგილას გადაუხვია, ისე სწრაფად მირბიდა ძლივს არჩევდა ამდენ ხალხში, მაგრამ არ ნებდებოდა სუნთქვა გახშირებულს გული ამივარდნას ჰქონდა, რა დაემართა ვერ ხვდებოდა და ნერვები ისე მოეშალა საკუთარ თავზე,
დაკარგა!! შუა ქუჩაში იდგა სადაც უამრავი ახალგაზრდა თუ მოხუცი ირეოდა, იდგა და ციბრუტივით ტრიალებდა, ხელები თავზე მიიჭდო და გვარიანად შეიკურთხა, როდესაც ერთ-ერთ შესახვევში შავ მაიკიან სილუეტს მოჰკრა თვალი დაუფიქრებლად მისკენ სწრაფად გაიქცა, ხალხს ხელს ჰკრავდა და თან ბოდიშის ხდით მირბოდა შესახვევისკენ,
შეუხვია თუ არა დაინახა კიდეც ჯინსიანი ბიჭი როგორ წყნარად მიაბიჯებდა ქუჩაზე, მისკენ გაიქცა, როგორც კი მიუახლოვდა ხელზე ჩასჭიდა ხელი და თავისი ცნობილი ილეთის სიმწარე ისევ აგემა, კედელს მიაკრა და ყურში იტალიურად გახშირებული სუნთქვით ჩაჰყვირა
-შე გეგინა ვერ დაგიჭერდი??
თავისი თავით გმაყოფილმა ჩაიცინა და ბიჭს გახედა რომელიც ნამდვილად არ იყო ის ვისაც მისდევდა, ხელები უეცრად უშვა და ხელი პირზე მიიდო თვალები გაუფართოვდა და ახლა შეამჩნია რომ მას არ ჰქონდა ის გამხდარი სხეული მას არ ექკვროდა მაიკა კუნთებზე და არ ჰქონდა მოქერო თმა,
ბიჭი მალევე შემობრუნდა მის თვალებში ნამდვილად დაინახავდით სიბრაზეს რომელიც გოგოს მიმართ იყო მიმართული, მოულოდნელად მოპირდაპირე ქუჩიდან მაღალი სიცილის ხმა მოესმა, მისკენ წრაფადვე მიიხედა და ხელში ცისფერთვალება შერჩა რომელიც ორად მოკეცილიყო და ხარხარებდა ამ სიცილშიც იყო რაღაც ნაცნობი ძალიან ნაცნობი, ბიჭისკენ გაიქცა გზა ელვის სისწრაფით გადაკვეთა და კინაღამ მანქანასაც შეუგორდა ქვეშ, მაგრამ ახლა ეგ არ აინტერესებდა ბიჭის დაჭერის სურვილი კლავდა, უკან მიიხედა ჯერ კიდევ იქ მილურსმნულ ბიჭს გახედა და იტალიურად შესძახა ბოდიში
ისევ იმ ბიჭისკენ გატრიალდა რომელიც სიცილით მირბოდა ხალხმრავალ ქუჩაში, ძალგამოცლილი რამაც ნამდვილად გაუმარტივა მისი დაჭერა, ხელში სწვა და მოუბრუნა კედელს უკვე მეორედ ააკრო და დაღლილმა შეუღრინა
-ლაწირაკო
ის კიდევ სიცილს ვერ წყვეტდა,
ირგვლივ მიიხედ მოიხედა და ახლა შენიშნა რომ ყველა მას უყურებდა,
გამწარებულმა ყველას დაუღრინა
-რას მიყურებთ პოლიციაში დარეკეთ!!!
და ისევ მოცინარ ბიჭს მიუბრუნდა

-ესეიგი ქალბატონი ნია ჯაყელი გამომძიებელი საქართველოდან,
ეჭვის თვალით აათვალიერა გოგონა და კიდევ ერთხელ გაუმეორა ხომ მართალი ვარო
-დიახ
კაცს სახე არ შეცვლია ისე მიუგდო რამოდენიმე სიტყვა
-გმადლობთ დახმარებისთვის შეგიძლიათ ახლა წახვიდეთ
ნიას თვალები გაუფართოვდა და გონება ყირაზე დაუდგა
-რას ქვია წავიდე მინდა მის დაკითხვაში მივიღო მონაწილეობა
გაცხარებით შესძახა იტალიურად და კაცს დაუღრინა
-მისმინეთ ნია თავი საქართველოში არ გეგონოთ ეს იტალია ჩვენი ქვეყანა სადაც ჩვენი წესები მოქმედებს გთხოვთ წაბრძანდეთ
-შეგიძლიათ ჩემს უფროს დაელაპარაკოთ დაგიდასტურებთ რომ ნამდვილად გამომძიებელი ვარ,
მაინც არ ნებდებოდა ნია იმდენად სჭამდა ბიჭის კიდევ ერთხელ ნახვია სურვილი
-თქვენს პროფესიაში ეჭვიც არ შემპარვია, მაგრამ როგორც გითხარით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი წესები აქ არ მიშაობთ და დანარჩენ სხვას არ აქვს მნიშვნელობა
ისევ გაყინული სახით მიუგო კაცმა და ნია პოლიციის დეპარტამენტის წინ მიყინული დატოვა

გარეთ გინებით გამოვარდა, იმდენად გამწარებული იყო ნინის იქ დგომა არ კი შეუმჩნევია ისე მივიდა ხესთან, მიეყრდნო და თვალი პოლიიციის შენობას გაუშტერა
-ნია კარგად ხარ?
ნინი გაოცებული სახით დაუდგა წინ და ხელი სახესთან დაუქნია
-ჯანდაბა მის დაკითხვაზე დასწრების უფლება არ მომცეს, ესე როგორ შეიძლება დეგენერატები
ხეს მოშორდა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული
-ის ბიჭი უნდა ვნახო უნდა ვნახო მისი პატრონიც აუცილებლად უნდა ვნახო კი კი
ნინი გაშტერებული უყურებდა ცოტა ხანს, თან მის ჩურჩულს უსმენდა, მერე პირი დააღო რაღაცის სათქმელად მარა ისევ დამუწა მერე ისევ გააღო და ძლივს გადმოაგდო რამოდენიმე სიტყვა
-არადა პარანოიკი არასდროს ყოფილხარ ესეც ახალი აღმოჩენა ნეტავ კიდევ რა იმალება შენში?
წარბ აწევით ახედა მეგობარს რომელმაც თვალები აატრიალა და ისევ ხეს დაუბრუნდა

-ნიაააააა კარგი რაა უკვე ერთი საათია აქ ვაააართ დავიღალეეე სააშინელებააა ჩვენ აქ რომის დასაღთვალიერებლად ჩამოვედით და არა პოლიციის შენიბასთან საყურყუტოდ, საერთოდ ესე რატომ გაგიტაცა მაგ ბიჭნა ვერ ვხვდები დავიჯერო მოგეწონა??
ნია მის ნათქვამს დაუფიქრდა ბიჭი ნამდვილად არ მოსწონებია უბრალოდ რაღაც აუხსნელი იმალებოდა მასში რაც
იზიდავდა რაღაც ახლო,
დაბალ ხმაზე წაიყმუვლა ხელები თავზე დაიდო და ჩაიკუნტა
-არ ვიცი გეფიცები არ ვიცი
ნინის დაღლილმა ამოხედა და ისევ ფეხზე წამოდგა
-კარგი წავიდეთ უკვე შენც დაღლილი ხარ ბევრი ირბინე
-არა არა ცოტა ხანიც
ნინიმ თვალები აატრიალა და ტელეფონში ჩარგო თავი
ხეზე იყო მიყუდებული და ჯერ კიდევ უმზერდა პოლიციას
-აი ისიც
გახარებულმა წარმოთქვა და ნინის ყურადღებაც მიიქცია, რომელმაც მაშინვე ამოყო თავი ტელეფონიდან და შენობის შესასვლელისკენ გაიხედა,
ნია უკვე დაძრულიყო და ბიჭისკენ მიდიოდა,
ბიჭმაც მალევე შეამჩნია და ჩაიღიმა
-გამარჯობა
მომხიბვლელი იტალიურის მიესალმა
-ასეც ვიცოდი რომ მდიდარი გატუტუცებული ბავშვი იქნებოდი და მალე გამოხვიდოდი
დაცინვით უპასუხა ბიჭს და მისი სახის მოღრეცვაც გამოიწვია, მალევე დაინახა როგორ ამოუდგა უკან მაღალი ბიჭი და გამწარებულს მკლავში ჩასჭიდა ხელი
-უკაცრავად თავის გაკონტროლება უჭირს
თბილად გაუღიმა და ხელი გაუწოდა,
კიდევ ის გრძნობა კიდევ იმდენად ნაცნობი სურნელი, ნაცნობი სახე, გოგო დაშტერდა თუმცა მალევე მოეგო გონს და ხელი ჩამოსართმევად წაიღო, აი ისევ ის ჟრუანტელი
უკვე თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ ჰკითხა
-უკაცრავად შემთხვევით სადმე ხომ არ შევხვედრილვართ??
ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა კითხა და მალევე მისწვდა უმცროსის ირონიული სიტყვები
-აჰაა ამასაც დაევასე
ბიჭს გამწარებულმა გავხედე ახლოს მივიწიე და ლოყაზე მოვუჭირე თითები და გავუწელე
-უუჰ რა საყვარელი ბავშვიგყავთ აააქ ხიფათა ღმერთმა ჭკუაზე მოიყვანოს და უფროსების პატივისცემა ასწავლოს
როგორცკი ლოყის წელვას მორჩა ლოყაზევე თბილად მოუთათურა ხელი, თუმცა მაინც რაღაც სითბოს გრძნობდა მისდამი არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს და ეს ყველაფერი მთლიანად აბნევდა
მის გვერძე მდგომ ბიჭს სიცილი აუტყდა რაზეც ავტომატურად ნიაც აჰყვა და ბიჭის გამოწეულ ხელს ავტომატურადვე დაჰკრა ხელი
-პატარამ თვალები ააბრიალა და ორივეს შეუღრინა
-რა გაცინებთ ღმერთო ნოა ესღა გაკლდა ტყუპევით გავხართ ერთმანეთს
მოძრაობა შენელდა, სუნთქვა გაუჭირდა, გულმა სასწაულად მოუჭირა და გამომეტყველებაც შეეცვალა, დაუსევდიანდა
ვერაფერს ვერ ხსნიდა თითქოს რაღაცის გახსენება უნდოდა, თითქოს გონება სადღაც ექაჩებოდა მაგრამ ვერაფრით იხსენებდა, თითქოს მოგონებამდე დიდი რკინის კარი იდგა რომელიც საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი
-კარგად ხართ?
უფროსმა შეშინებულმა გამოხედა და მხრებზე სჭიდა ხელი, გოგოს გაუკვირდა
-კი კი უბრალოდ არაფერი
თბილად გაუღიმა და ისევ ამრეზილ ბიჭს გახედა მის სახეზე კიდევ ერთხელ გაეღიმა და ის ის იყო უნდა ეთქვა უნდა წავიდეო ნინი მივიდა მათთან
-ღმერთმანი ოჯახს გავხართ სერიოზულად სამივეს თითქმის ერთნაირი ფერის თვალები თმები ვაი როგორ გავხართ ერთმანეთს
ხელები ლოყებზე იტკიცა და სამივეს სათითაოდ გადახედა
სამივენნი გაშეშდნენ პატარაც კი რომელსაც უეცრად ეცვალა სახე ის-ის იყო პირი უნდა დაეღო რომ უფრისმა სტაცა პირზე ხელი და მისი გათრევა დაიწყო
-ნახვამდის ქალბატონებო სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა
ორივეს გაკვირვება დაეტყო სახეზე ნიას გული დასწყდა რომ წავიდნენ ნინის კიდე სიცილი აუტყდა
-ღმერთმანი ერთმანეთს როგორ გავდით
ქართულად წარმოთქვა და ნიაც მოიყვანა აზრზე
-ხოო ალბათ
ძალით გაიღიმა მაგრამ დამძიმებული გული მოსვენებას არ აცდიდა

მანქანაში ხშირი სუნთქვა ისმოდა, ცივი ჰაერი ტრიალებდა და მასთან შერეული იტალიური ერთ- ერთი ბრენდის მამაკაცის სუნამოც ელამუნებოდათ მამაკაცებს ცხვირთან, მანქანა პოლიციის შენობისგან ცოტა მოშორებით იდგა, შიგნით მჯდომები ჯერ კიდევ ადგილზე მყოფ გოგონებს უყურებდნენ როდესაც დაბოხებული ჩამწყდარი ხმა გაისმა
-როგორ გაიზარდა არაა? როგორ დაქალდა
მას მცირე ჩაცინებაც მიჰყვა თუმცა არცეთს მოუწყვეტია მისთვის თვალი
-ანუ მოიცა, ანუ ვერ გავიგე, არ მესმის აკი ნოე ნუთუ...
მანქანაში სიჩუმე ჩამოწვა მათი სუნთქვაც კი აღარ ისმოდა, გავიდა წამები წუთები და როგორცკი მათი თვალსაწიერიდან გოგოები გაქრნენ სიმშვიდე ისევ ბიჭის წარმოთქმულმა იტალიურმა სიტყვებმა დაარღვიეს
-ნოე ამას როგორ მიმალავდი??
ნოემ უმცროს ძმას გახედა რომელიც ჯერ კიდევ იმ ადგილს იყო მიშტერებული სადაც ბოლოს გოგოები იდგნენ
-ასე იყო საჭირო ლუქას
უმცროს ისევ არსად გაუხედია იჯდა და უბრალოდ იყურებოდა რამოდენიმე წამი ესე გაგრძელდა შემდეგ უეცრად ატეხა სიცილით
-არ მჯერა რა მაგარია რა სწრაფად დარბის იცი?? თან გამომძიებელი ყოფილა ღადაოოობ?
მერე გააცნობიერა რაც თქვა და დადუმდა, სადღაც გადაიკარგა უს გამხიარულებული ბიჭი და სავარძლის ზურგზე უღონოდ დაეშვა
-კი ლუქას ის გამომძიებელია, არავინ არაფერი უნდა გაიგოს გესმის??? მითუმეტეს მამამ!
ლუქას და თვით ნიამ ჩვენზე არაფერი არ უნდა იცოდეს და შენ მშვენივრად იცი რატომაც!
მკაცრი გაუხდა ხმა უფროს ძმას და მანქანა სიტყვის უთქმელად დაქოქა აღარც უმცროს ამოუღია ხმა ისე გაუყვნენ გზას.



№1 სტუმარი მაკი

იტალიაში ვენა რომ არაა და ავსტრიაშია კი უნდა იცოდე არ ააქვს მნიშვნელობა რამხელა ხარ და რაზე გაქცს პრეტენზია

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

გაგრძელება სად ვნახო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent