შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი(თავი1)ნაწილი3


27-08-2019, 11:39
ავტორი onezashvili
ნანახია 774

მამასთან ლაპარაკის შემდეგ მეგონა,რომ გულზე მომეშვებოდა და ის ძალიან დიდი სიცარიელე,რომელიც უკვე დიდი ხანია შიგნიდან მჭამს საბოლოოდ შემსუბუქდებოდა,მაგრამ როგოც ჩანს საქმე სულ სხვა რაღცაშია.მთელი ღამე ვფიქრობდი,უამრავ რაღაცაზე არა მარტო ჩემს ცხოვრებაზე არამედ სხვა ძალიან ბევრ თემაზე.ბოლოს ლოგინზე წამოვჯექი და დავფიქრდი კიდევ ერთხელ:რა მაწუხებს?პასუხი ისევ არ მაქვს,მაგრამ ვიცი,რომ გარე სამყაროსგან გამოყოფილი ვარ იმდენად,რომ ვთვლი ზედმეტი ვარ ამ სამყაროში,ასე მგონია ყველასდა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ და ასეცაა ასე უკვე დიდი ხანია გრძელდება ახლა კი არ ვიცი რა ხერხს მივმართო ამ სიტუაციის გამოსწორებისთვის....
დილით სანამ ვინმე გაიღვიძებდა ავდექი, ჩანთა და ქურთუკი ავიღე და ფეხაკრეფით გავედი კარიდან.დიდ ხანს მივიდოდი და საბოლოოდ მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე და ჯერ კიდევ ჩაბნელებულ სასაფლაოზე შევედი.ყოველთვის რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა აქ მოსვლისას,არ ვიცი ალბათ იმიტომ,რომ აქ დედაჩემია.სულ ისეთი გრძნობა მქონდა,რომ აქ მყოფების ხმები მესმოდა,ან ისეთი შეგრძნება,რომ ისინი ყოველ წამს ცდილობენ იპოვონ თავიანთი ნამდვილი ადგილები იმ სამყაროში.ნელა მივაბიჯებ და დედას საფლავთან მივდივარ თავიდან მიჭირს ახლოს მისვლა რაღაც მაკავებს,არ მაძლევს უფლებას ახლოს გავეკარო ბოლოს კი ცხელ ცრემლებს ვგრძნობ სახეზე,ცოტა ხანში კი პატარა ბავშვივით ვიწყებ ტირილს და როგორც იქნა,ვუახლოვდები დედას საფლავს და სველ მიწამს ვუსვამ ხელს,ჩემი მონატრება მისადმი იმხელაა,რომ სხეულში ვეღარ ვიტევ,სინანული რომელსაც განვიცდი სიტყვებით რთული ასახსნელია,მისი სუნი რომელიც ასე ძალიან მენატრება...და ბოლოს მწარე რეალობა,რომ ის აღარ არის და სუნთქვა მეკვრის თითქოს ამხელა სასაფლაოზე მხოლოდ მე და ის ვრჩებით პირისპირ.
დიდი ხანი ვიჯექი ჩუმად ბოლოს კი მოვიკრიბე გამბედაობა და ძლივს ამოვილუღლუღე
-ძალიან ბევრი რამ არის,რისი თქმაც მინდა...ვიცი ძალიან ბანალურად გამომივიდა აქ მოსვლა და ლაპარაკი,მაგრამ იმედი მაინც მქვს სულ პატარა იმისა,რომ გაიგებ რამენაირად,თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში გულზე მაინც მომეშვება...თითქმის ერთი წელია რაც უშენობას განვიცდი..ერთი წელია რაც უზომოდ და უსასრულოდ მენატრები..მაკლიხარ..ყოველთვის განსაკუთრებული იყავი და ასეც იქნება ბოლომდე,როცა გავიაზრე,რომ მომიწევს შენს გარეშე გავაგრძელო შიგნიდან რაღაც ჩამწყდა,როცა სასაფლაოდან წამოვედით ჩემი ნაწილი შენს გვერდით სვტოვე..სიცარიელე,რომელიც შენმა დაკარგვამ გამოიწვია ვერაფრით შევავსე და ახლა გადარჩენის მცდელობაში ვარ..ირგვლის თითქოს ყველა გაუცხოვდა თითქოს აღარავის ესმის..ან შეიძლება მე არ ვცდილობ არავის გაგებას ვინ იცის,ახლა მეშინია მეშინია ვინც დამრჩა ისინიც არ დავკარგო,მარტო დარჩენის მეშინია,მეშინია შენსავით არ წავიდნენ სხვებიც და ამით სამუდამო დაღი დამასვან სულზე როგორც შენ..ამბობენ,რომ იმედი ყველაფერია მაშინაც კი,როცა ილუზიებში ცხოვრობ და რეალურად არაფრის შანსი არ გაქვს ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ჩემ ტკივილთან ერთად კარს მიღმა დავრჩი დინებამ იმდენად შორს წამიყვანა,რომ მიჭრს იმავე ადგილზე დაბრუნება საიდანაც დავიწყე ან საერთოდ შესაძლებელია იმავე ადგილას დაბრუნება?მახსოვს მეუბნებოდი,რომ იყო ჩემში რაღაც უცნაური და მიმზიდველი ახლაც არ ვიცი რა იგულისხმე,მაგრამ იმედი მაქვს მალე მივხვდები..ახლა ყველაფერი სხვანაირადაა თითქოს გაქრა სინათლე და მხოლოდ ბურუსი დარჩა რომელმაც უამრავი კითხვა გააჩინა..ვიცი ყველაფერი გარკვეული მიზეზით ხდება,მაგრამ ახლა ყველაფერმა დაკარგა აზრი და მნიშვნელობა..გადახუნდა ფერები,გაქრა ლამაზი ნახატებიც..დაიმსხვრა ოცნებებიც..შეიცვალა წარმოდგენები..გაქრა იმედი...ნათელი დღეებიც წარსულის ბნელმა დღეებმა შთანთქა...ახლა ცუდი დღეებია,მაგრამ გპირდები,როცა მდგომარეობა გაუსაძლისი იქნება,როცა დაცემის შემდეგ ადგომაც შეუძლებელი იქნება,და როცა დანებებას გადავწყვიტავ იმ უკეთეს დღეებზე ვიფიქრებ...ძალიან მიყვარხარ და საშინლად მენატრები იმდენად,რომ ამ გრძნობამ გადაფარა სხვა დანარჩენი..(დავასრულე და ცრემლები მოვიწმინდე,მერე როგორც იქნა მოვახერხე ფეხზე ადგომა და უკანმოუხედავად სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა...)ძალიან ნელა მივაბიჯებდი,არეულად ვფიქრობდი რაც გაუსაძლისი იყო,გაქცევა მინდოდა,მაგრამ ნელა მივდიოდი,ყვირილი მინდოდა,მაგრამ ჩუმად ვიყავი,ტირილი მინდოდა,მაგრამ მტკიცე გამოხედვა მქონდა ალბათ,მინდოდა,რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო,მაგრამ არა ცხოვრებამ ისეც თავის ჭკუაზე მოაწყო ყველაფერი,რასაც კვლავ ვერ შევუშალე ხელი.როგორც ყოველთვის ქუჩაში ისევ ძალიან ბევრი ხალხია,უცნაური კი ის იყო,რომ იმის მაგივრად მესურვებინა,რომ ქუჩა ცარიელი ყოფილიყო გამეწხარდა ამდენი ხალხის ერთად დანახვა და მეც ბრბოს შევერიე..
ყველაფერი ჩვეულებრივად იყო,არაფერი განსაკუთრებული,სახლიდან იმდენად ადრე წამოვედი,რომ სკოლაში წასვლამდე თითქმის ორი საათი იყო დარჩენილი ამიტომაც ვიფიქრე,რომ საყვარელ კაფეში მოვძებნიდი ჩემთვის განკუთვნილ ადგილს და მკაფიო კონტურებით ახალ ნახატს შევქმნიდი,მაგრამ სიმშვიდე და ეს უბრალოება რაღაც ხმამ უცებ განსაკუთრებული გახადა..
-გადარეულო გოგონა(მესმის უკნიდან და ეს ხმა ძალიან მეცნობა..კიდევ ორი წამი და ვხვდები,რომკ ეს ის უცნაური ბიჭია,რომელმაც ამდენი ინტრიგა გამოიწვია ჩემში)
უკან მოვტრიალდი და დავინახე,რომ ჩემგან არც თუ ისე შორს იდგა და მშვიდად იღიმოდა...ისევ რაღაც უცნაური გაჩნდა სხეულის ერთ ნაწილში და მერე მთელ ტანს მოედო..საინტერესოა როგორ მიცნო?უკან გამომყვა?
-დამელოდე(მეუბნება და ჩემკენ ჩქარი ნაბიჯებით მოიწევს,არ ვიცი რატომ,მაგრამ მე გადავწყვიტე,რომ უნდა წავსულიყავი და ჩქარი ნაბიჯებით ვცადე გზა გამეკვლია ამდენ ხალხში არც კი ვიცი რატომ,მაგრამ გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა“მოიცადე“ „მოიცადე“ მაგრამ მაინც გაუჩერებლად მივიწევ წინ)
-მოიცადე დამელოდე(მომესმა უფრო ახლოდან და მალევე ვიგრძენი მისი გამაბრუებელი სურნელი ჩემთან ახლოს)
-ახლაც გარბიხარ?(მეუბნება ირონიულად)
-მეჩქარება(ვამბობ და ჩემს ნათქვამში თავადაც იმდენად მეპარება ეჭვი,რომ ძალიან არადამაჯერებლად გამომდის)
-ტყუილები არ გამოგდის ვამჩნევ(ამბობს და ისევ იღიმის)
-არ აქვს მნიშვნელობა (ისევ ვტრიალდები,მაგრამ ის უკვე ჩემს წინ დგას და ვხვდები,რომ ამ ჯერზე თავს ასე მარტივად ვერ დავიხსნი)
-არააარა ახლაც ვერ გაიქცევი
-არსად არ გავრბივარ
-სახელს არ მეტყვი?(უცნაური გრძნობა მიჩნდება )
-ღმერთო ჩემო შენ რა მე დამსდევ?
-მთლად ასეც არაა მაგრამ თუ გინდა შეგიძლია ეგრეც იფიქრო(ამბობს და ისევ დამაჯერებლად იღიმის მერე,კი შუბლზე ჩამოვარდნილ კულულს ისწორებს)-არაფერს არ ვფიქრობ,მაგრამ იცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად?(ვეუბნები და ჩემს ხმაში ინტერესზე უფრო მეტ ირონიას ვგრძნობ)
-მაინც რა?(მეკითხება ისევ უცვლელი ტონით და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება)
-ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები ვართ...და მაინტერესებს საიდან მოდის ამხელა თავდაჯერება და დიდი წარმოდგენები შენს თავზე?
-დიდი წარმოდგენები?(იმეორებს,მაგრამ მე ის მაკვირვებს,რომ მას რეაქციაც კი არ ჰქონია ჩემს ნათქვამზე)
-დიახ
-საიდან მოიტანე?
-სხვა რა შეიძლება დავარქვა შენს საქციელს?(ვამბობ და ვიცინი)ისე იქცევი თითქოს შენთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია ეს ერთი შეხედვით გეტყობა დარწმუნებული ვარ,რომ ნებისმიერ გოგოს მსგავსი ლაპარაკით თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებ სხვა რა შეიძლება,რომ ვიფიქრო?(ვამბობ და ისევ გულიანად ვიცინი)
-შენ მგონი მართლა გიჟი ხარ(ამბობს მშვიდი ტონით და ისევ იღიმის)
-ამას შენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,იმაზე იფიქრე რაც გითხარი
-კონკრეტულად რას გულისხმობ?
-იმას,რომ უფრო მეტი ბუნებრივობა გმართებს თორემ შენი საქციელებით სიყალბეს და ხელოვნურობას უსვამ ხაზს
-ასე რატომ იფიქრე?
-არ ვიცი ერთი შეხედვით ნორმალური ხარ,მაგრამ ხომ გაგიგია პირველი წარმოდგენები და შტაბეჭსდილებები ადამიანზე?ხო და ზუსტად მაგას ვგულისხმობ მგონია,რომ ზედმეტად ხელოვნური ხარ სულ ესაა(ვთქვი და გავიაზრე ის რასაც პირველივე დღესვე ვერ მივხვდი გავიაზრე ის რამაც გონებაში ამდენი კითხვა გამიჩინა და საბოლოო პასუხიც მივიღე.ის ჩუმად იდგა თითქოს ჩემმა სიტყვებმა მისი თვით შეფასება ნულზე დაიყვანა,მის სიჩუმეში უფრო მეტი პასუხის გამორკვევა შევძელი ვიდრე იმ დროს როცა იდიოტივით ყბედობდა...)
ცოტა ხნით ვუყურებდი მის დაბნეულ გამომეტყველებას,მის უცნაურად ლამაზ სახეს და ვხვდებოდი,რომ ალმური ედებოდა ჩემმა ნათქვამმა მასში რაღაც შეცვალა „ალბათ მართალი ვარ..“გავიფიქრე მერე კი გვერდი ავუარე და ნაბიჯი წინ გადავდგი
-მე ჯერ შენი სახელიც არ გამიგია..
-იქნებ ასე ჯობდეს კიდეც(ვუთხარი და იმედიანად შევხედე)
-კიდევ შევხვდებით?
-არ ვიცი .. იმედია აღარ..(ვთქვი და მივხვდი,რომ მისმა საქციელმა გამაღიზიანა და დამაფიქრა კიდეც ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ..)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent