ძმები (თავი 22)
არეული ფიქრებით მიიწევდა ლილუ საკნების ოთახისკენ, დალაგებული და მოფიქრებული კი არა წარმოდგენაც არ ქონდა რაზე უნდა ესაუბრა ძმასთან, ან როგორ დაეწყო, რა უნდა ეთქვა, ამდენი წლის შემდეგ ისე გაუცხოვებულიყვნენ ერთმანეთთან გული შეეკუმშა გოგოს. რასაკვირველია არ ენდობოდა, ვერ ენდობოდა, მისი ნათქვამი სიტყვების დაჯერებაც სისულელე იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ სანდრო ერთადერთი იყო მისი ოჯახიდან შემორჩენილი და დაკარგვა არანაირად არ უნდოდა. ყველანაირად ეცდებოდა ურთიერთობის აღდგენას და იმედს არ კარგავდა, რომ ეს სურვილი ორმხრივი იქნებოდა. მსგავსი ფიქრებით მიუახლოვდა აღნიშნულ ოთახს და კანკალით შეაღო კარი. დაცვად ერთი პოლიციელი დარჩენილიყო, მასაც ლამის მაგიდაზე ჩამოედო თავი და ისე თვლემდა. -აქ ვინ შემოგიშვათ?_კარის ხმაზე მაშინვ წამოხა ფეხზე -გამომძიებელმა ყიფიანმა._ძლივს გადაყლაპა ლილუმ ყელში გაჩხერილი ნერწყვი. -გასაგებია, ვისი ნახვა გინდათ? -ალექსანდრე ნემსიწვერიძის_ჩურჩულად გადაქცეულიყო ნათქვამი სიტყვები. -აქეთ_ხელით მიუთთა კამერისკენ და თვითონ კუთვნილ ადგილს მიუბრუნდა. ძლივს აიძულა ლილუმ აკანკალებულ ფეხებს ადგილიდან დაძრულიყვნენ. ფრთხილი, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მითთებულ ადგილს და მაინც ვერ შეაკავა მოღალატე ცრემლი. -გამარჯობა დაიკო_სევდით ნათქვამმა სიტყვებმა დაარღვია ოთახში სიჩუმე და ვერც მიხვდა ისე მოიმატა გოგოს სახეზე წვეთებმა. -სანდრო -მაპატიე ლილუ, მაპატიე. ყველა ნაბიჭვრის გამოჩენა მაპატიე შენს ცხოვრებაში._დახრილი თავი გადააქნია ბიჭმა და ეცადა მთელი გულწრფელობა ჩაედო ნათქვამში. -რატომ მიმატოვე?_ხმის დაწმენდას ჩახველებით ეცადა გოგო -იმიტომ რომ ბოლო დონის *ლე ვიყავი, მეგონა წამალი, ფული და ქალები ცხოვრებისთვის საკმარისი იქნებოდა. იმდენად ვიყავი გაბრუებული ამდენი კეთებით შენ დამავიწყდი. -მე კი არასდროს დამვიწყებიხარ_ნაღვლიანს გაეღიმა ლილუს. -ვიცი და ეგ მაიძულებს ორმაგად დამნაშავედ ვიგრძნო თავი. -ხომ იცი რომ ვერ გენდობი, უკვე ვერ დავიჯერებ ასე იოლად, რომ სიმართლეს ამბობ. იქნებ ნაგაზმა მოგაგზავნა_ხმა გაუმკაცრდა დას. -სწორიც იქნები, მე ხომ მისი *ნირი ვიყავი. შენგან მეტს არაფერს ვითხოვ ერთი შანსის გარდა ლილუ, გთხოვ, დანარჩენს მე თვითონ დაგაჯერებ_დის ჩაფიქრებულ სახეზე მიხვდა რომ გოგო დააფიქრდა. -მაშინ დაგვეხმარე. -მე? რითი?_გვერდით საკანში მჯდომ ექვსეულს გახედა შეშინებულმა სანდრომ. -მოგვიყევი რაც ნაგაზზე იცი, ყველაფერი, და არაფერი დაგვიმალო_გამომცდელად გაუყარა თვალი თვალში ლილუმ ძმას. რამდენიმე წუთი ფიქრობდა სანდრო, იდეაში უკვე ისედაც მკვდარი იყო, ეს მაშინაც იცოდა აქეთ რომ მოდიოდა, თუმცა მიზნის მისაღწევად მაინც გარისკა, ახლა კი მისი და შანს აძლევდა უკან დასაბრუნებელი გზა ეპოვა. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. -კარგი _თავი დაუქნია გოგოს და მის გაცისკროვნებულ თვალებზე გაეღიმა -კარგი ლილუ, მხოლოდ შენს გამო. -ახლავე გაბრიელს დავუძახებ_გახარებული გაიქცა კარებისკენ გოგო. მალხაზს ოთახი მთლიანად ჩაებნელებინა, პროექტორი ჩაერთო და დაბღვერილი სახით უმზერდა ოთახში შემოსულებს. -დაღამდა, ერთი საათია გიბარებთ. -მალხაზ, დალტონიკი დიდი ხანია ხაარ?_ისედაც ღამეზე მიუთითა იოანემ ფანჯარაში და სკამზე მოკალათდა. კაცმა პროექტორისკენ მიუთითა სამივე გამომძიებელს და პირველი სურათი აჩვენა. ფოტოზე 22-24 წლის ახალგაზრდა ბიჭი იყო გამოსახული, დაბღვერილი სახით იყურებოდა და ცივი ცისფერი თვალები კადრზეც აღებეჭდათ. -წარმოგიდგეენთ ბატონ ივანე კაკუშაძეს. -ეს ვინღაა? ან კაკუშაძე რანაირი გვარია, პირველად მესმის_დანარჩენებს გადმოხედა იოანემ. -სულ არასერიოზული ნუ ხარ და მაცადე, პრეზენტაცის მიშლი_ისევ დაიბღვირა მალხაზმა და ბიჭის აწეულ ხელებზე ისევ განაგრძო: -ივანე კაკუშაძე ძველი ჯარისკაცი, 25 წლამდე სამხედრო ძალებში მსახურობდა, ისე მონდომებული იყო კაპიტნობამდეც მივიდა. დაიბადა გორში, ყავდა მშობლები და ორი და, ფლობს ინგლისურს და რუსულს, ნამყოფია ავღანეთსა და ერაყში სამხედრო მისიით, ორივე ქვეყანაში დაჭრეს, თუმცა გადაარჩინეს და ისიც აგრძელებდა თავის საქმეს. -ეს ყველაფერი კარგი მალხაზ, მაგრამ ვინ არის ეს ივანე? ნაგაზთანაა კავშირში?_ტყუპებივით დაბნეული იყურებოდა დაჩი. -არაფერს მაცდით_თეატრალურად მოიწყინა მალხაზიმ, -სწორედ ეს არის ნაგაზი_წამოყვირებით მიუთითა ეკრანისკენ. -ეეს? ეს 25 წლის ბიჭი? ეს საერთოდ როდინდელია?_გაბრიელიც ვერ მოსულიყო აზრზე. -საქმეც სწორედ მაგაშია, ეს 25 წლის ბიჭი დაახლოებით 20 წლის წინ გაქრა და აღარავის უნახავს, არც სიკვდილის ცნობა არც დაჭრის, საერთოდ არაფერი. -ანუ? -ვგიჟდები ჩემს საქმეზე_თვალები დაეხუჭა მალხაზს, -ანუ, ბიჭს ოჯახი, მომავალი, სამსახური ყველაფერი გააჩნდა, მაგრამ 25 წლის ასაკში ერთ დღეს ისე გაქრა არანაირი ცნობები ივანე კაკუშაძის შესახებ არ არსებობს. -აბა რა ვიცით რომ ნაგაზია?_წარბი აწია გაბრიელმა. -ეგ არ მკითხოთ, თბილისში დარეკვები, დნმ ანალიზები, ჩვენი ხრონგი კომპიუტერის რტყმევა, ნუ ათასი რაღაც დამჭირდა და ეს ინფორმაცია მოვიძიე. -ფეხის მოტეხვა?_ბოლო შანს ჩაეჭიდა იოანე -აი სწორედ მანდ ვარ გაჭედილი. მოკლედ, _ისევ პროექტორს გახედა კაცმა -აღნიშნულ დღეს საქართველოს მაშტაბით 8567 პაციენტი ყავდათ საავადმყოფოებს ფეხის მოტეხვით, სად ეცემა და რას ილეწება ეს ხალხი არ ვიცი, აქედან 2540 ქალი, დაგვრჩა 6027 მამაკაცი, გამოვაკელი ის 3007 ვინც 40 წელს ქვემოთ იყო, გამოვაკელი ისეთებიც ვისი ვინაობაც, საცხოვრებელი ადგილიც და სამსახურიც ეჭვს არ იწვევდა. ნუ ციფრებით რომ არ დაგღალოთ 129 დარჩა ისეთი ბომჟი რომელთა შესახებაც არაფერია ცნობილი. -არ შეიძლება ის დნმ რომლითაც ახალგაზრდა ივანე იპოვო ბებერ ივანეზე გამოვიყენოთ? -რასაკვირველია შემიძლია გაბრიელ, მაგრამ ერთი პრობლემაა პროფესორო, ფეხის მოტეხვისას სისხლს არავინ გიღებს, იღებენ სურათს, ხედავენ მოტეხილობას სვამენ გიფსში, მორჩა_დაუბღვირა ბიჭს მეც ვიფიქრე ეგო. -ანუ ისევ ტუპიკში ვართ? 129 კაცის გამოკითხვას მთელი საუკუნე დაჭირდება, ნაგაზი კი აქაა_სახეზე ჩამოისვა ხელები დაჩიმ -გაბრიელ_კარზე კაკუნს ლილუს ქერა თავი შემოყვა კარებში, -მაპატიეთ, ვიცი მნიშვნელოვან საქმეს არჩევთ, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, სანდრო თანამშრომლობისთვის მზადაა, ამბობს ყველაფერს გეტყვითო. -აი ეს არის კარგი და ფანტასტიური ამბავი_მალხაზისკენ გაიხედა იოანემ, მაგრამ მის მოღუშლ სახეზე თავადაც მოიწყინა -თუმცა შენ ჩვენი განძი ხარ, ბაჯაღლო_და მთელი ძალით შეაფრინდა კაცს. -რაზე ვფიქრობდი სამსახურში რომ ამყავდა?_წარბ აწეულმა შეათვალიერა დაჩიმ წყვილი და გაბრიელთან ერთად ლილუსკენ წავიდა. სანდროს ყველაფრის დალაგება შეეძლო და ეს მშვენიერი შანსი იყო მათთვის. -აბა ბატონო ალექსანდრე, გავიგეთ აღიარებითი ჩვენება გინდათ მოგვცეთ. -არა, გეშლებათ, არავის ჩაშვებას მე არ ვაპირებ_ფარული მზერით გახედა გვერდით საკანში მჯდომ ექვსეულს და გაბრიელს რაღაც ანიშნა. -გასაგებია, ასეც ვიცოდი რომ შენი იმედი არ უნდა გვქონოდა. მშვენივრად იცი შენს წინააღმდეგ რომ არაფერი გვაქვს_კბილებში გამოსცრა გაბრიელმა და დაცვის ბიჭს დაუძახა -გამოათრიე. როგორც კი დატოვეს ცივი დიდი საკანი, მაშინვე მიუბრუნდა გაბრიელი სანდროს: -ახლა რაღას თამაშობ? -არაფერს, ისინი ნაცნობები იყვნენ. -ნაგაზის? -არა, დაქირავებულები, მაგრამ ადრეც ვისარგებლეთ იმ კაცის ბიჭებით, სახელი ვიცი და როგორ უნდა დავუკავშირდეთ, მშიშარა კაცია გამოტეხვას შევძლებთ, მაგრამ ორი პირობით. -გისმენ_ამოიღრინა დაჩიმაც. -ამ ყველაფერს ოფიციალურობის გარეშე გეტყვით, აბსოლიტურად ყველაფერს, ოღონდ ყოველგვარი ხელის მოწერების გარეშე, ციხეში არ მინდა, რეალურად კი ჩემზე არაფერი გაქვთ და მეორე, აქ წამიც აღარ გავჩერდები, სადმე არაოფიციალურ გარემოში რაც გინდათ მკითხეთ. აქ სარისკოა_ხალხი მოათვალიერა ბიჭმა. -გინდა თქვა რომ ნაგაზი რამეს გაიგებს? ეს განყოფილებაა_გაეცინა დაჩის. -უფროსო, არაფერი შეგეშალოთ, ნაგაზმა უკვე ყველაფერი იცის და დარწმუნებული იყავით აქ მინიმუმ ორი კაცი მასზე მუშაობს_თვალი ჩაუკრა დაჩის და გაბრიელს გადახედა.-იმ კლუბში წავიდეთ მაშინ რომ ვიყავი, ლამაზი ბარმენი ყავთ_თვალი ჩაუკრა მოახლოებულ დას. გზამ სრულ სიჩუმეში გაიარა, ერთი სული ქონდათ ტყუპებს ყველაფერი გაეგოთ, იოანეს თან იმ 129 კაცის ფოტო მოჰქონდა, იქნებ ამოეცნო. გაბრიელი შეტყობინებას წერდა და ხშირად უყურებდა ლილუს სახეს, გოგო დაძაბული იჯდა და თითებს ისე იწვალებდა სულ დაწითლებული ქონდა. კლუბთან მხოლოდ მაშინ მივიდა რაც დარწმუნდა კუდი არ გვყავსო და მაინც სწრაფად დატოვეს მანქანა. უპრობლემოდ შევიდნენ კლუბში და ის იყო უკანა კარიდან სხვა სართულზე უნდა გადასულიყვნენ იოანე ადგილზე რომ გაშეშდა. გაკვირვებული უყურებდა გაბრიელი ასეთ ძმას, ბიჭს სახეზე ისე წამოაწითლა მწვანე განათებაშიც გამოჩნდა, თვალები გაუფართოვდა, ნესტოები დაებერა და ისეთი მრისხანე გაუხდა მზერა ლილუმაც კი პირი დააღო, მის მზერას გააყოლეს თვალი და თავადაც გაშეშდნენ, მოპირდაპირე კედელთან იდგა ნენე და უფლებას აძლევდა უკვე ნაცნობ ბიჭს მისი ტუჩები შეესწავლა. გონს მაშინ მოვიდნენ, როცა შეამჩნიეს როგორი მძიმე ნაბიჯებითა და სუნთქვით წავიდა იოანე ნახსენები წყვილისკენ, ისე მძიმედ იშორებდა გზად შემომხვდარ ხალხს, მისი შეჩერება უკვე ნამდვილად შეუძლებელი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.