შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფი (თავი 1)


28-08-2019, 09:32
ავტორი I need your love
ნანახია 1 157

ფოტოგრაფი (თავი 1)

"ფოტოგრაფია არის ისტორია, რომლის მოყოლაც მე სიტყვებით ვერ შევძელი"-Destin Sparks

იყო ფოტოგრაფი, ნიშნავს უყურებდე ყველა დეტალს, ყველასგან განსხვავებული თვალით.

მე ლილიან დადეშქელია, პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლიდან ყველა ნივთს განსხვავებულად აღვიქვავ.
ბევრს უკვირს ჩემი "ნიჭის", ბევრს კიდევ გიჟად მივაჩნივარ....
ცხოვრება მართლაც, რომ საინტერესოა...

ჩემი გრძნობებიც უკუღმართია, მიყვარს ყვავილი, მაგრამ ადამიანი არა, ჩემთვის წარმოუდგენელია იცხოვრო იმ ადამიანთან ერთად მთელი ცხოვრება ვისაც ცოლად გაყვები, ალბათ მე ქმარი არ მეყოლება, საწყალს ვერ დავტანჯავ, ალბათ ვერ ამიტანს.
ადამიანი არ მიყვარს, ადამიანს ვაფასებ და ვეჩვევი რაგან მას პატრაობიდან ვიცნობ, ჩემთვის წარმოუდგენელია შევეჩვიო ადამიანს, რომელსაც ახლა გავიცნობ.

22 წლის არანორმალური პიროვნება გახლავართ. ფოტოგრაფი, ქერა, თაფლისფერი თვალებით და როგორც ყველა მეუბნება მოდელის ტანი გაქვსო, შეიძლება, მართლაც ძალიან გამხდარი ვარ. მიყვარს ჩემს სტუდიაში პატარებისთვის გადაღება, მართალია პატარები დიდად არ მიყვარს, მაგრამ მე ყველა პატარას წარმოუდგენლად კარგად ვუგებ.
ვერ ვიტან ქორწილების გადაღებას, რადგან მგონია ერთ დიდ ტყუილს ვუყურებ, ბევრი მეჩხუბენა ასეთ აზროვნებაზე, მაგრამ მგონია, რომ ის მხიარულება ნათესავის მხრიდან უბრალოდ დიდი ბოღმაა, რადგან იმას უფრო მეტი ხალხი ყავს დაპატიჟებული, იმას უფრო მეტი ფული აქვს გადახდილი, იმას უფრო ძვირიანი კაბა აცვია, იმან ტორტში ათასი ლარი გადაიხადა. როცა ფოტოგრაფი ხარ ეს ყველა სიტყვა გესმის, ამიტომ მძულს მდიდარი ადამიენბის ქორწილების გადაღება. მაგრამ წარმოუდგენლად მსიამოვნებს, პატარა წრეში, უბრალოდ, მაგრამ საოცრად ლამაზი გაფორმებით გადახდილი ქორწილის გადაღება, უბრალოდ ერთი დიდი სიამოვნებაა.

კარგით თავს აღარ მოგაწყენთ ჩემი უაზრო ან აზრიანი საუბრით...

უკვე 12საათია და ჩემი მაღვიძარაც რეკავს. 20აგვოსტოა და რაღაც სასწაულად ცხელა, რომ მახრჩობს ისე. საცვლების ამარა ჩავდივარ პირველ სართულზე, სამზარეულოში და ცივ ყავას ვაკეთებ, მაცივრიდან ნაყინიც გამოვიღე და ჩავაგდე. ერთი ჭიქიდან ვწრუპავდი, მეორე კიდევ ჩემ ბავშვობის დაქალთან ანისთან ამაქვს. ეგრევე ოთახში შევაჭერი და რათქმაუნდა ეძინა.
-ანიუუს გაიღვიძეე, ცივი კოფე დალი, გამომცემლობაში გაგვიანდება უტვინოო.-თავი აწია ბალიშიდან, გარემო მოათვალიერა ცალი თვალით, მერე ორივე თვალი გაახილა და წამოჯდა.
-გაიხარეე დაქალოო.-თქვა და ცივი ყავა მოწრუპა, მერე მე შემათვალიერა და გაიცინა-ოდესმე დადგება დღე, როდესაც შენს შიშველ ტანს, თვალების გახელისთანავე არ შევამჩნევ და ფსიქიკას არ დავიზიანეებ?
-მოდი ადექი შენ წადი გამომცემლობაში, თორე მალე აბაზანაში შევდივარ, იქ შეგიტყუებ და უფრო დაგიზიანებ ფსიქიკას.
-წამპალი არსება ხარ-მითხრა და ოთახიდან გამაგდო. ერთი მოვავლე მის კედლებზე ჰით ლეჯერის ფოტოებს თვალი, ახალი სურათი აღმოვაჩინე და საბოლოოდ დავტოვე ოთახი.

ანისს უყვარს წერა, რამოდენიმე წიგნიც აქვს უკვე გამოცემული. თავისი გამოცემლობა აქვს და ყველაზე გვიან თვითონ მიდის არა რა რა უნდა ელაპარაკო ამ არაპუნქტუალურობის პიკს?! არ მესმის უბრალოდ.
ჰით ლეჯერის პანიკური ფანია და ვინ მოსთვლის მისი სიკვდილის გამო მერამდენეჯერ ტირის.
ჰობად წერა და სიმღერა აქვს არჩეული, ნუ წერა უკვე პროფესიაა მისი ამიტომ სიმღერა მის ჰობად რჩება.
ანი, ანი ეს ის გოგოა, რომელიც მოსიარულე გრძნობებია, მომენტში შეიძლება უაზროდ წამოუაროს და ატირდეს ჩემთვის ზოგჯერ სასაცილოა, ზოგჯერაც უბრალოდ საყვარლობა ან თუნდაც შეიძლება თქვენთვის გამაღიზიანებელიც. მოსიარულე ღიმილი და პოზიტივი. მასთან მოწყენა ისეთი წარმოუდგენელია, როგორც მზის წყლით ჩაქვრობა.(ფოტოგრაფი ვარ და სხვა შედარებას ნუ ელით ;დდ)
მაგრამ, მაგრააამ მას ისეთი წაკლა ენა აქვს, მკვდარს სამარეში ამოაბრუნებს.

ჩემს ოთახში გავედი წყალი გადავივლე და ჩაცმა დავიწყე. არჩევანი თეთრ მაღალწელიან შორტზე და თეთრ გამჭირვალე მაიკაზე შევარჩიე. ფეხზე შავი ქუსლები მოვირგე და ჩემი გრძელი თმა ავიკოსე. მაკიაჟს ამ სიცხეში სასტიკად ვერ ვგუობ, ასე რომ ჩემი მოვლილი კანი ამ საზიზღრობების წასმას ავაცილე.

ჩემი ფოტოაპარატი გადავიკიდე, რომელიც სულ სულ ყოველთვის პირადად დამაქვს და პირველ სართულზე ჩავედი. ანი დამხვდა საუზმობდა.
-გოგოო როგორ შეიძლება სულ შარვლები გეცვაას, გამაგიჟებ შეენ, კაბა მაინც ჩაიცვიი ან რავიციი. იცი მაინც როგორ გიხდება კაბა? გადამრევ შეეენ მეე.
-გამანებე ლილიან თავი რაა, კაბა დაბალს მაჩენს..
-ორ მეტრიანი ხარ და დაბალს, როგორ გაჩენს მაოოცეებ...
-ნერვები მომიშალე ამიტომ არ გაგიმზადებ საუზმეს.
-როდის იყო ვსაუზმობდი, მაოცებ ანიი. უი ჰოო ჰითის ახალი ფოტო გქონია, მომეწონა.
-კიი გუშინ ამოვბეჭდე, ნეტა რეალურად შევხვდე ჰიტის მსგავსს ადამიანს.
-მხოლოდ ოცნებებში საყვარელოო-ვუთხარი და ბოროტულად გავიცინე.
-ტ*კზე მაკოცე რაა-ენა გამომიყო.
-იკოცე შენთვითონ-მივაძახე და ჩემი ჯიპით სტუდიისკენ გავწიე. არა რა ამხელა გიგოები ვართ და პატარა ბავშვებივით ვკამათობთ. მშობლები არცერთს გვყავს, ავტოკატასტროფაში დაგვეღუპნენ, ერთად იყვნენ, ოთხი წლის წინ. იმის მერე ერთად ვცხოვრობთ. მე ჩემს საქმეში დი თანხებს მიხდიან, ცნობილი ფოტოგრაფი ვარ უკვე. თან მამაჩემმა იმხელა ქონება დამიტოვა სულ რომ გულით მინდოდეს მთელი ცხოვრება ვერ გამოვლევ.

ცოტა რთულია ჩემთვის და ანისთვის მათ გარეშე ცხოვრება, მაგრამ ვუძლებთ ჩვენ ორი დაბდურა არსება.

სტუდიაში მალევე მივედი ორის ნახევარზე გადაღებები მაქვს. ჩემს ასისტენტ მარიამს დავურეკე ამბების გასაგებად.
-ალო მაარ რა ხდება აბა რამე ახალი შეკვეთა ხომ არაა?
-კი ქალბატონო ლილიაან ყველაზე ცნობილი სახე თვით დამიანე ამილახვარი გიწვევთ თავისი ქორწილის გადასაღებად.
-მე რატომ არ ვიცი ვინ ჯანდაბაა?
-ნუთუ ქალბატონო,ტურისტული კომპანიის მმართველია, მოკლედ არ ვიცი რა ვუთხრა.
-როდისაა ქორწილი?
-ხვალ.
-მეღადავებიი? მინიმუმ ორი კვირის წინ უნდა დაერეკა იქნებ არ მცალია.
-იმხელა თანხას გთავაზობთ ქალბატონო, რომ მგონი მაგას გონია ყველა საქმეს გადადებთ.
-მაგას თავი ვინ ჰგონი? იმხელა ქონება მაქვს, რომ არც დაესიზმრება, რა ჭირად მინდა მისი ფულები. დაურეკე და უთხარი, რომ უფასოდ გადავიღებ მის ქორწილს.
-მართლა ქალბატონო? მდიდრულ ქორწილს?
-კი მარიამ კი, ამხელა შეურაწყოფას მე არავის შევარჩენ. ნუ ჰგონია, რომ ჩემს საქმეს მხოლოდ ფულის გამო ვაკეთებ დაე დარწმუნდეს, როგორი ადამიანიც ვარ.
-კარგით ქალბატონო გადავცემ.
-მალე მარიაამ-ვუთხარი და გავუთიშე.

ვინ ჰგონია თავი საერთოდ, რომ ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ თანხას გადამიხდის მით უფრო მიმისყიდის. ვინ ჯანდაბაც არ უნდა იყო დამიანე ამილახვარო, მე შენ გაჩვენებ ვინც ვარ. იდიოტი, წაკლა... ერთუჯრედიანი პრიმატი. ანის დავურეკე.
-ანი დროზე მითხარი კიდევ ბევრი სალანძღავი სიტყვა.
-აქლემის ნერწყვი, ძროხის ფუნა, უჯრედნახევრიანი, კვადრატული ნეხვი... კიდევ გინდა?
-არა მადლობა...-და გავუთიშე, მიჩვეულია უკვე ჩემს ასეთ გამოხტომებს, სხვათაშორის მიყვარს მისი სიტყვები, ყველაზე მეტად კიდევ კვადრატული ნეხვი მომეწონა, მოუხდება დამიანე დადეშქლიანს.

ყავა გავიკეთე და სანამ მოვიდნენ კლიენტები, მანამდე დავსერჩე დამიანე დადეშქელიანი. ოჰ სიმპატიური კი ყოფილა ვაჟბატონი, შავი თმით და მწვანე თვალებით, კარგ ტანზეც ყოფილა ეს უჯრედნახევრიანი. ოჰოო, უკვე დაუწერიათ მასზე სტატიაც, ფუუ მაგისი საცოლე რას გაავს, სრული შოკიი, ვაფშე არ უხდებიან ერთმანეთს, ნუ არც ისე მახინჯი გოგოა, მაგრამ ამ აქლემის ნერწყვს არ უხდება. ლურჯი თმა აქვს და არც ჩემსავით გამხდარია, ნორმალური გოგოა, მაგრამ ეტყობა, რომ ფულის გამო მიყვება.

რას გაუგებ ამათ რაა...

უკვე მოსულან ჩემი კლიენტებიიც. ბევრი ფოტოები გადავუღე პატარას, რომელიც ერთი წლის ხდება, ელენა ქვია ქალბატონს.
იმის მერე კიდევ ოთხ ბავშვთან მქონდა ფოტოსესია და ასე მივიღე დღის სიამოვნება.

სახლში, რომ მივაღწიე უკვე 9საათი იყო ანიც დამხვდა მოსული.
-ანიიი-გავყვიროდი სახლში, ისიც ჩამოტანტალდა პირველ სართულზე.
-ჰოუუ
-დღეს ვიღაც დამიანე ამილახვარმა, მიმიწვია ქორწილში ფოტოგრაფად. და როდის არის ქორწილი იცი? ხვალ. და იმდენი თანხა შემომთავაზა, რომ ყველაფერი გადამედო და ხვალვე მივსულიყავი, მაგრამ მაგას შევარჩენდი? ხოდა მარიამს ვუთხარი გადაეცი მაგ ამილახვარსთქორო სულ უფასოდ გადავუღებთქო.
-მოიცა, მოიცა შენ დათანხმდი მდიდრული ქორწილის გადაღებას და თან უფასოოდ?-ცოტა შოკში იყო ანი.
-დიახ.
-ახლა ვხვდები რაში დაგჭირდა დღეს მაგდენი სალანძღავი სიტყვა.
-იქნებ იქ მაინც ვიპოვო შენი ჰითი.- გავიცინე და ჩემი 28ვე კბილი გადმოვუყარე.
-გაეთრიე რა შე უჯრედნახევრიანო, ნუ ღადაობ მკვდარ ადამიანზე.
-ოო კაი ხოო, აუუ წამო პატარების პარკში გავისეირნოთ რაა?
-აუუ წამოოო- არა რაა მართლა დაცენტრილები თუ არ ვიყოოთ, ერთნაირიი...

მე და ანის ზუსტად ერთნაირი თმის ფერი და თვალის ფერი გვაქვს, ამიტომ ძირითადად ყველას დები ვგონივართ, რაც ცოტა სასაცილოა ხოლმე.

ორივემ სპორტულად ჩავიცვით და პარკში დავაწექით. ვსეირნობდით და ცოტახანში პატარების აიწონა-დაიწონა შევამჩნიეთ. ისე ძალიაან მომინდა კატაობაა, რომ რომ არ მეკატავა ალბათ მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს.
-აუუ ანიი ერთ რამეს გთხოვ რაა..
-შენც ის უნდა მთხოვო რაც მეე?-ეშმაკური თვალებით გამომხედა.
-კიი წამო ვიკატაოოთ.
-წამოოო-მივედით და რომ დავიწყეთ კატაობა ყველა ჩვენ გვიყურებდა და იცინოდა, ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ბოლოს აიწონადან ჩამოვვარდი და ზღართანი მოვადინე იმდენი ვიკაკანეთ მე და ანიმ, რომ ბოლოს ძლივს გვასულიერებდნენ.
არა რა ვამბობ ერთნაირი დაცენტრილები ვართთქო და არ გჯერაათ ან გჯერათ უკვე;დდ.

-გოგოო რა ქენი აბა წიგნი დაამთავრე?-ვკითხე ანის.
-არა გოგო ჯერ, ვიღაც ახალიი გოგო ავიყვანეთ, ძალიან კარგად და ორიგინალურად წერს, ვფიქრობ დავბეჭდავ მის წიგნებს, მაგრამ აი ახლა იქ შადრევანთან ვუყურებ, როგორ წუწაობენ ბავშვები ამ შუაღამისას და ახლა ჩვენც რომ არ ვიწუწაოთ ჩემს ცოდვას აიკიდებ უნამუსო ვიყოო.-ისეთი სახით მეუბნებოდა, რომ უარის თქმა მიჭირდა.
-დარწმუნებული ხარ?-მაინც დასაზუსტებლად ვკითხე.
-კიიი, წამო რაა ლილიაან წამოო.
-მხოლოდ ჩვენნაირი გიჟები თუ გააკეთებდნენ ამას, კაი წამოდი ჯანდაბაას.- გავიქეცით და ეგრევე შადრევნის ქვეშ შევვარდით, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, ამხელა ასაკში, რომ გვიყურებდეთ ორი ბატი, როგორ ვწუწაობთ შადრევნის ქვეშ, ზუსტად ვიცი თქვენც წამებში აგიყოლიებდით.

გალუმპულები და ყველა ახირება ასრულებულები მივეყარენით სახლში და ეგრევე აბანოში შევვარდით სულ სიცილ-კისკისით.

რომ გამოვედით ეგრევე წყლისგან მოდუნებულები, ორივე საცვლების ამარა ჩემს საწოლზე ვიწექით ვარსკვლავის ფორმაში და ორივეს წამებში ჩაგვეძინა.

დილით მაღვიძარამ ცხრა საათზე დარეკა და იმხელა ხმაზე აწრიპინდა, რომ თვით ანა სამხარაძესაც გეღვიძა.
-მიგაკლავ დადეშქელიანო ლილიან, მიგაკლავ შენ მაღვიძარასთან ერთად.
-არაა ჩემი ბრალი ვიღაც ამილახვარს, რომ უნდა ქორწილი გადავუღო, რის გამოც დიდი დრო მჭირდება თავის მოსაწესრიგებლად.
-"აეზღნერთე" ახლა, მოდი დაგეხმარო მომზადებაში.-ორივე "ავიზლოზნეთ" ლოგინიდან და ჩემი გარდერობის ოთახს მივაკითხეთ.-დადეშქელიანო, ერთი ვიცი კაბას იცმევ უეჭველიი.
-კი აან კიი, უბრალოდ უნდა ავარჩიო რა კაბაას.
ერთი 20მდე სხვადასხვა კაბა ვანახე და ყველა დამიწუნა, ზოგზე მითხრა არაა ქორწილის ფოტოგრაფის შესაფერისიო, ზოგი ძალიან უბრალოაო, ზოგი ძალიან ბებერს გაჩენსო და რავიცი ათასი მიზეზი გამონახა დასაწუნებლად.
-აიი ამ კაბას, რომ გაჩვენეებ და ამასაც დამიწუნეებ უნამუსო ვიყო ვიტყვი გემოვნება არ მქონიათქო.-ორ წუთში გამოვედი ოთახში და ანიმ სრული შოკი მიიღოო.
-ოოო მაიი გაააშ, ამ კაბას მიმალავდი გოგოო რაღაც სასწაულად გიხდებაა.- უბრალოდ უზომოდ დახვეწილი, გრძელი, გაშლილი, შაბიამნისფერი კაბა, თითქოს ძალიან უბრალოაო, მაგრამ მართლა ფოტოგრაფისთვის შეასაფერისი, ამოღებული ზურგი, დეკოლტე. არანაირად მოტკეცილი, უბრალოდ მოძრაობისას ისე ედება სხეულს, რომ ეგრევე ეტყობა რა ლამაზი ტანიც მაქვს, ფეხზე შავი ტყავის სანდლები ჩავიცვი, თმა ძალიან ბუნებრივად და მოხდენილად ავიკოსე, მაკიაჟიც მკრთაკად ანიმ გამიკეთა, ზუსტად ისე ვიყავი, როგორც ფოტოგრაფს შეეფერება, არც ძალიან გადაპრანჭული და არც ძალიან სახლის სტილი. უბრალო, დახვეწილი, კომფორტული და რაც მთავარია უზომოდ მიხდება.

ჯერ პატარძლის სახლში მივედი, მანქანიდან, რომ გადმოვედი ეგრევე თვალში უზარმაზარი სახლი მომხვდა, რომლის ეზოც მდიდრულად იყო გაფორმებული. პატარძლის სახლში შევედი და ფოტოაპარატი გავამზადე. რამოდენიმე ფოტო გადავუღე დეკორაციებს და პატარძლის ოჯახს. პატარძალი შემომეგება.
-გამარჯობა შენ ხარ ლილიანი? ფოტოგრაფი?
-დიახ მე ვარ.
-სასიამოვნოა მე ნატალი
-ჩემთვისაც.-ამაზრზენია ეს გოგო, ამ წამიდანვე ვამტკიცებ ამ ფაქტს, სიძეს გავს ნამდვილად. სიმართლე, რომ გითხრათ ახლოდან უფრო ლამაზი ჩანს, კაბაც ლამაზი ეცვა, გემოვნება ქონია, ვერ დავუკარგავ, მაგრამ ძალიან მოუხერხებელი ჩანდა. ცოტახანში სიძეც მოვიდა. და აი სრული შოკიი. ზე სიმპატიურია ეს კვადრატული ნეხვი, უზომოდ უხდება შარვალ-კოსტუმი. და სრული შოკი მივიღე, როდესაც მისი მანქანიდან გადმოვიდა ვიღაც ბიჭი.... მგონიიი ნამდვილი ჰით ლეჯერი ვიპოვნეე. რაც შემეძლო ბევრ ფოტოებს ვუღებდი.

ცოტახანში დამიანე და ნატალი მოულოდნელად გაქრნენ. მე სამზარეულოს ვეძებდი, ძალიან მწყუროდა და სანამ შიგნით შევიდოდი მათი ლაპარაკის ხმა ისმოდა. მეც რათქმაუნდა ყური მივადე კარებს.

-ნატალი ხომ ხედავ სანამ ქოწილის ამბებს ვაგვარებდით მამაჩვენებმა ყველა პრობლემა მოაგვარეს, ამიტომ აღარაა ჩვენი ქორწილი საჭირო.- ოოოოო, ეს საინტერესოაა.
-მეღადავებიი? რას იზავ ახლა? უკვე დაიწყო ქორწილი.
-ნატალი მისმინე არ მინდა ისეთი ადამიანი მოვიყვანო ცოლად, რომელიც არ მიყვარს, ამიტომ ჯერ ხელის მოწერაა და ზუსტად იქ ჩავშლი ყველაფერს.-ამას არ ველოდიი, ყველაფერი იმაზე საინტერესოაა ვიდრე ველოოდიი.
-არ მაინტერესებს დამიანე, ქორწილს ვერ ჩაშლი ვერაა-უყვიროდა ნატალი.
-კი მაგრაამ რა ჭირი გინდა გოგოო ამის დედა შევე^ი რა გინდაა, არ გიყვარვარ არ მიყვარხარ, რატო უნა გაგარძელდეს ქორწილი, ყველა ორობლემა ისედაც მოაგვარეს, აღარაა საჭირო ეს დედამოტ^ნულიი-ოჰოო გამწარებული ჩანს ბატონი დამიანე.
-კი მაგრამ მე შენ შემიყვარდი-ჭექაქუხილივით გაისმა მაგისი ხმა ალბათ დამიანესთვის. ოპაა ოპაა ოპაა აქ ინტრიგა გველიის.
-მეღადავები ხო გოგო? მეღადავები ხო? რა შეგიყვარდი ამდენი წელია გიცნობ და ახლა შეგიყვარდი?
-მე სულ მიყვარდი დამიი.
-დამის მუ მეძახი და საერთოდაც გამანებე თავი ამ წამსვე ჩაიშლება ეს ფარსი.-მე ეგრევე მოვშორდი ოთახს ამ სიტყვების მერე და დამიანეც გამოვარდა და გამოაცხადა.
-ყველას დიდ მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის, მაგრამ ქორწილი აღარ შედგება, მე და ნატალის ერთმანეთი არ გვიყვარს.-წამებში ყველა დადუმდა და მერე ყველა ერთიანად ალაპარაკდა, ჟურნალისტებიც იქ იყვნენ, აბა ამას გამიტოვებდნენ? მე სახლში დავბრუნდი ჯერ 12საათი იყო ანი სახლში დამხვდება.

სახლში როგორც კიშევედი იქვე იდგა ანი.
-გოგოო ასე ადრე სახლში რა გინდა? ქორწილში არ იყავი?
-სოციალური ქსელები გახსენი და გაიგებ-ეგრევე ტელეფონი აიღო და რამდენიმე წამში შოკირებული სახით ამომხედა.
-ღადააოობ? აიი ინტრიგაც მესმიის და რა მოხდაა?-მეც რათქმაუნდა ყველაფერი მოვუყვეევიი.
-ერთი კაი ამბავი მაქვს.
-აბა თქვი-ინტერესიანი მზერა მომაპყრო.
-მგონი ჰით ლეჯერის ასლი ვიპოვე, მეც შოკში ვარ.
-ჰააა?? რას ამბობ ლილიაან დროზე მაჩვენე, ფოტოები არ გადაუღეე? ლილიაან.-პანიკებში იყო კანკალებდა, მგონი მართლა პანიკური ფანია.
-კი კი გადავუღეე თან ბევრი მოიცა ფოტოაპარატი მოვიტანო.
-დროზე ლილიიაან.- ფოტოაპარატი მოვიტანე და ვაჩვენე ფოტოები, ცოტა ძალიაან შოკში იყოო.-მეღადავებიი? როგორ ძალიაან გაავს. დროზე ლეპტოპშო გადმომიტანე ეს ფოტოებიი, უნდა გავიგო ვინაა. ჩემი იქნება აი ნახე ლილიიაან.
-მგონო შენ სულ გაუბერე-ბევრი დავცინე და ფოტოებიც გადავუტანე ლეპტოპში.

მეორე დღისით ტელეფონის ზარი მაღვიძებს.
-გისმენ მარიამ-ვინ გამაღვიძებდა თუ არა ასისტენტი.
-ქალბატონო, დამიანე ამილახვარი გიწვევთ კომპანიაში თქვენთან საუბარი სურს. -წტფ?
-კარგი მარიამ, როდის რომელზე?
-დღეს 3საათზე
-კარგი მარიამ, მადლობა.

ეგრევე ანის ოთახში გავვარდი და რას ვხედავ, ლეპტოპი აქვს ჩახუტებული. უბერავს ეს გოგო რა.
მე ვანჯღრევ და ვცდილობ გავაღვიძოო.
-ანიი გაიღვიძეე.
-რა ჭირი გინდაა უკვე მეორე დღეა დილაუთენია მაღვიძეებ.
-გოგოო ახლა დამირეკა მარიამმა, დამიანე თავის კომპანიაში მიწვევს დღეს სამ საათზე.
-წტფ?
-მეც ზუსტად ეგ რეაქცია მქონდა, ნეტა რა აქვს ჩაფიქრებული?!


^^^^^^^^^^^^^^^^
ჰეიიი... გამარჯობა ყველას ვინც ამ ისტორიას კითხულოობთ. პირველი ისტორიაა და შემიფასეეთ. შეიძლება ბევრი შეცდომა იყოს, მაგრამ თქვენ უბრალოდ თქვით, მე ყველა კრიტიკას მივიღეებ. აბა ღირს გაგრძელებაა?



№1  offline წევრი Maia G.

რა თქმა უნდა ღირს გაგრძელება, ველი შემდეგ თავს ❤❤

 


გაგრძელება ღირს,რა თქმა უნდა.კარგია,მეც შენსავით სულ ახალი ვარ აქ,წარმატებებს გისურვებ❤

 


№3  offline წევრი I need your love

მაია❤
რა თქმა უნდა ღირს გაგრძელება, ველი შემდეგ თავს ❤❤

მადლობა ძალიან დიდი მალე დაოდება ❤️❤️

ფიქრებში მოხეტიალე
გაგრძელება ღირს,რა თქმა უნდა.კარგია,მეც შენსავით სულ ახალი ვარ აქ,წარმატებებს გისურვებ❤

მადლობაა შენც წარმატებებს გისურვეებ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent