შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი {3}


28-08-2019, 12:12
ავტორი jenniferi
ნანახია 1 112

რომის ერთ-ერთ ქუჩაზე შუაღამისას დიდი ხმაური ატყდა, მთელი ქუჩა ქალის ყვირილს მოეცვა და მას რამოდენიმე წუთში პოლიციის სინერის ხმაც მოჰყვა,
ერთ-ერთი კურპუსის კიბეებთან მკვდარი კაცი იპოვეს, ყველამ გაიგო ეს ამბავი, იმ ღამით მალევე გაირკვა რომ მსხვერპლი თავის არეში ნასროლი ტყვიით დაიღუპა და მალევე ამოიცნეს ასევე მისი ვინაობაც
ვაკო ბურდული
ეს ამბავი მეორე დღისითვე ჩავიდა საქართველოში და ხალხის აღელვებაც გამოიწვია, რამოდენიმე საათში კი ეს ამბავი ნიას ყურამდეც მივიდა თავისი უფროსის წყალობით
-გამარჯობა ნია
კაცს ნამდვილად დაღლილი ხმა ქონდა მაგრამ თავის სიმკაცრეს მაინც შესანიშნავად ინარჩუნებდა, ნიას რატომღაც ააღელვა მისმა ზარმა რადგან დაახლოებით იცოდა რა მოყვებოდა ამ საუბარს
-გამარჯობა ბატონო დავით რამე მოხდა??
მაგრამ მოვლენები მისი წარმოდგენიდან ძალიან შორს განვითარდნენ
-იტალიაში ქართველი იპოვეს მკვდარი ითხოვენ რომ რადგან მანდ ხარ შენ ითანამშრომლო იტალიის განყოფილებასთან და რადგანაც იტალიური შესანიშნავად იცი ესეც ხელს გვიწყობს რომ შენ გადმოგცეთ ეს საქმე
წამით სიჩუმე ჩამოდგა ნინიც კი მიიყუჩა რადგან მისი საუბარი გაეგო და გულში ოცნება დაეწყო რომ უარი ეთქვა
-რათქმაუნდა ბატონო დავით როდის და სად მივიდე!
მკაცრი იყო მისი ხმაც რომელიც დავითის ინსტრუქციებს ელოდა
ნინი კი ამდროს უხმოდ გამოხატავდა მთელ ემოციებს და შენელებული კადროთ ნიას წინ ხელებს უქნევდა რეებს სჩადიიო, მაგრამ ნია მას საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას
დაკვალიანების შემდეგ სერიოზული სახით გათიშა და ჩაფიქრებული ჩაჯდა იქვე არსებულ სავარძელში, ნინიმ კი ამჯერად ხმამაღლა განაგრძო პროტესტის გამოხატვა
-სუულ გაგიჟდიი ეს თვე ხომ ჩვენი უნდა ყოფილიყო კარგად უნდა გავრთობილიყავით გვევლო კლუბებში გვეკოცნა უცხოებისთვია და მთვრალებს ქუჩებში გვეხეტიალა და არა შენ გამოძიება წაგეყვანა და მე კიდე მარტოსულად მეცეკვა კლუბებში, კარგი რააა
ნიამ დაღლილი სახით ამოხედა თითქოს ამ საქმემ ენერგია უკვე მთლიანად ამოწურაო
-ნიინ ეს ძალიან სერიოზული საქმეა შეიძლება იტალიურ მაფიასთანაც კია კავშირში
ამის გაგონებაზე ნინიმ თვალები დაუქაჩა, სმენოდა ნიასგან იტალიური მააფიის შესახებ რომლებიც საქართველოში ნარკოტიკებს ავრცელებდნენ და ახსოვს კიდეც ის პერიოდი როდესაც ნია ტვინს როგორ იგლეჯდა რომ გაეგო საიდან შემოჰქონდათ ნარკოტიკები, თუმცა დღემდე ვერ გახსნეს ეს საქმე რომელიც მარიამ გირგვლიანის ნარკოტიკებით სიკვდილთან იყო დაკავშირებული
-შენ სულ გაგიჟდი???
არ იცი როგორი საშიშები არიააან??!! ღადაოოობ!!! ნია შეიძლება მოგკლან კიდეც, არ არსებობს!! არაა გესმისს!! არ იზავ შენ მაგას არადა ვსო!!
ნინი უფრო და უფრო ნერვიულდებოდა და აქეთ-იქით სიარულს არ წყვეტდა
-ნინი ეს შენი გადასაწყვეტი არაა ამ საქმეზე არ ვიტყვი უარს
მკაცრი და შეუვალი იყო ნია ჯაყელის ხმა რის გამოც ნინის საბოლოოდ ჭკუიდან გადაყვანა გამოიწვია
-ვაუუ საქართველოში ვბრუნდები!!
ძალიან ემოციური იყო ნინი ამიტომ ახლაც ვერ ახერხებდა აცრემლებული თვალების დამალვას თუმცა ნიას სახის ნაკვთიც კი არ გატოკებია
-შენთვის უკეთესი იქნება არ მინდა აქ იყო ეს თუ მართლა ის საქმეა რაც მე მგონია აქ ყოფნით საფრთხეში ჩაგაგდებ თან სულ ინერვიულებ გპირდები კარგად ვიქნები
კარებისკენ წავიდა არ უნდოდა ნინის ცრემლები ენახა როგორც კი გააღო ნინის ხმაც დაეწია
-იცოდე აღარასდროს გამცე ხმა გესმის?? შენ ოჯახზე მაინც არ ფიქრობ?? მოგკლავენ ნია იმდებუ აზროვნება კი შემრჩა რომ ამას მივხვდე
თვალები მწარედ დახუჭა და კარები ხმის გაუცემლად მიხურა არ შეეძლო ამ შანსზე ხელი ჩაექნია ეს მისი დაუსრულებელი საქმე იყო!.

სიჩუმე კარებზე კაკუნმა დაარღვია რომელიც მხოლოდ სამჯერ გაისმა და მას მალევე კარის გაღების ხმაც მოჰყვა, ოთახი ჩაბნელებულიყო ალბათ ეს ჩამოფარებული შავი ფარდები განაპირობებდნენ რომელიც ოდნავ იყო შეხსნილი და იქიდან შემოსულ სინათლეზე შეამჩნევდით ოთახში არსებულ ორ დივანს და მათ წინ დიდ ხის მაგიდას რომლის უკან, სკამზე კაცი გადაწოლილიყო და ერთი ხელით შუბლს ისრესდა, ჩაწითლებულ თვალებზე ეტყობოდა რომ ღამე ნათენები იყო
-აბა რა ხდება
მალევე გაისმა მისი ბოხი ხმაც და შემოსულმა ბიჭმაც არ დააყონვა მაშინვე დაუდო საქაღალდე წინ
-ყველაფერი აქ არის რაც მთხოვეთ როგორც კი ფოლდერი მაგიდაზე დატოვა, კაცმა ხელი აუქნია და ისიც უხმოდ გავიდა
ოთახიდან, ნოე გასვლის თანავე მოუთმენლად დააცხრა საბუთებს და განერვიულებულმა ერთ სახელს დაუწყო ძებნა, თავიდან მოეშვა რომ ვერ ნახა მაგრა ბოლო ფურცელის გადაშლის თანავე მოხვდა თვალში ნია ჯაყელი, თვალები მწარედ დახუჭა და გამწარებულმა დაახეთქა ფაილი მაგიდაზე, რამოდენიმეჯერაც შეიგინა და ოთახიდან გამწარებული გავარდა,
ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო თან გასავლელში დაკიდულ თავის პიჯაკს სწვდა და ტელეფონით ნაცნობ ნომერზე გადარეკა
-უუჰ როგორ მოხდა რომ ჩემს ბიჭს გავახსენდი??
ნოე დედამისის ხმის გაგონებაზე უფრო დაიძაბა
-კატერინა უნდა ვილაპარაკოთ
ქალის ხმა აღარც გაუგია პირდაპირ გაუთიშა და მანქანაში ჩაჯდა,
იცოდა ქალმა რომ ასე მარტო სერიოზულ სიტუაციებში ეძახდა და უკვე დაძაბული ელოდა ვაჟს.

დილით ექვს საათზე ადგა ჯინსი, ჩვეულებრივი მაიკა და ტყავის ქურთუკი გადაიცვა კეტებიც არ დავიწყებოდა მაშინვე გავიდა გარეთ და ტაქსიც მალევე დაიჭირა, რადგანაც დილაადრეან არც ისე ბევრი ხალხი ტრიალებდა რომის ქუჩებში,
მითითებულ მისამართზე 15 წუთში მივიდა, მხღოლს ფული მისცა და სერიოზული სახით გადმოვიდა მანქანიდან, თმები მაღლა აეწია და კუდად შეეკრა ისე მკაცრად იყურებოდა რომ კაცს ადგილაას მიაყინავდა, ასეც მოხდა როდესაც შორს მდებარე შავ მანქანაში მყოფმა ბიჭმა მოჰკრა თვალი
-ჯარდაბა ნოე გეფიცები ისეთი მკაცრი და მკვლელი სახე აქვს ასე შენც კი არ მაშინებ ხოლმე, დამიჯერე სულ ჟრუანტელმა დამიარა,
ყურზე გაკეთებულ აპარატში ელაპარაკებოდა ნოეს და თან ნიას ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდა თუ როგორ მიიწევდა პოლიციის მთავარი დეპარტამენტისკენ
-მაგრა დაგვერხა ძმაო თუ რასაც ამბობ სიმართლეა ჩვენივე და გაგვითხრის საფლავს
-მთავარია მამამ არაფერი გაიგოს ხომ იცი რას იზამს, მისი მოგვარების გზა მხოლოდ ერთია!! ალბათ იცი ახლა რატომაა ნია აქ და არა გარეუბანში რომელიმე კაფეში, თავის მეგობარიც დაბრუნებულა საქართველოში ჯანდაბა ჯანდაბა
ყურთ ძმის საჭეზე დარტყმული მუშტების ხმა მისწვდა და უფრო დაიძაბა
-რომ ვუთხრათ?
-არა!!
ისეშეუღრინა სიცივემ დაუარა მთეს სხეულში და მალევე გაუთიშა
-ღმერთმა დამიაფაროს ორივეს ხელთ ჩავუვარდე მგონი ის უარესია
თავი დანანებით გააქნია და თვალთვალი გააგრძელა მაგრამ ისე უცბად გამოიხედა ნიამ მის მხარეს მოულოდნელობისგან დურბინდი დაუვარდა, მანქანაში მაშინვე ქვემოთ დაიხარა და ხელი წაავლი მაგრამ რომ ამოიხედა უკვე შენობაში შემალულიყო, წამით ოფლმა დაასხა კინაღამ იქვე არ გასძვრა სული მარა მერე ამოიოხრა თავი დაიწყნარა და პოლიციის შენობას გაუსწორა თვალი.

-გამარჯობა თქვენ ალბათ ნია ჯაყელი ბრძანდებით,
შესასვლელშივე მიეგება სასიამოვნო იტალიეტი კაცი რომელიც ისე ხავერდოვნად საუბრობდა იტალიურად რომ ღიმილი მოჰგვარა
-დიახ
ეცადა ლამაზად წარმოეთქვა ასოები მაგრამ როგორც ჩანს ჯამში არ გამოუვიდა ისე როგორც გეგმავდა რადგან კაცს ჩაეცინა მაგრამ მალევე დაუსერიოზულდა სახე
-ვაკო ბურდული 31 წლის დაუოჯახებელი მისი საქმიანობა არ ფიქსირდება არსად არ უმუშავია როგორც ჩანს მაფიასთან გვაქვს საქმე რადგანაც საკმაოდ კეთილ მოწყობილი სახლი გააჩნდა ასევე ნათესავები არ ყავს ვერავინ ვიპოვეთ ვეც საქართველოში და ვერც აქ,
თავი მძიმედ გააქნია როგორცჩანს ძალიან დატვირთულიყო
-რაც შეეხება მკვლელიბას
მალევე დაამატა
-სრულიად სუფთა
მხრები უფრო ჩამოუშვა და დაიძაბა მიხვდა რომ პირველად არ ჰქონოდათ მათ ამ საქმესთან შეხება
-არანაირი კვალი გინდ ნაბიჯებში ასევე კამერებიც სრულებით სუფთაა და ეს გვავარაუდებინებს რომ საქმე შავ ვარდს უკავშირდება
-შავ ვარდს?
ცოტა გაუცებულმა ვიკითხე რის გამოც ცოტა ამრეზით შემომხედა მხოლოს ეგ გაიგეო სახით
-კი შავი ვარდი მათი მააფიის უმაღლეს წევრებს ყველას შავი ვარდის ტატუ აქვს ერთხელ გვეღირსა ის ბედნიერება და ერთ-ერთი მათგანი დავიჭირეთ მაგრამ მეორე დღესვე მკვდარი იპოვეს საკანში
ასე რომ დღემდე არაფერი გვაქვს მის შესახებ ესეც უვარგის საქმებიდან ერთერთია დამიჯერე,
დაძაბულმა გადმომხედა და ერთ-ერთ ოთახში შემატარა სადაც კომპიუტერებთან განთავსებულიყვნენ კაცები და დაძაბულები უყურებდნენ მას
-არაფერი სრულებით არაფერი ეს ..
მალევე გაიგო გაღიზიანებული კაცის ხმა და მაშინვე მისკენ გაიხედა, დაფის წინ იდგა და ცარიელ დაფაზე ადამიანების გაკრულ სურათებს უყურებდა რომლებიდანაც ძირითადად კაცები იყვნენ,
ავტომატურად მისკენ წავედი და დაფასთან დავდექი
-9 მსხვერპლი რომელიც დღემდე არ გახსნილა, სრულიად სუფთა ყველა უბრალოდ იდეალურია მოწმეც კი არავინ არ არის აფსოლიტურად
1 გოგოსი და 8 კაცის ფოტო ეკიდა ქვემოთ ზემოთ კი კიდევ ერთი მამაკაცის, მალევე მიხვდა რომ ის ერთერთი მათგანი იყო კაცი რომ უყვებოდა
-შეგიძლიათ ცხრავე ადამიანის საქმე მომაწოდოთ?
ღიმილით გახედა კაცს და როგორცკი თავი დაუქნია მაშინვე გაბრუნდა თვითონ კი თვალი მოაბლი იქაურობას და როგორცკი ერთი ცარიელი ადგილი შენიშნა იქითკენ გაეშურა
-აჰ თქვენი ადგილიც გიპოვიათ
ღიმილით მიუახლოვდა კაცი და ათი არც
ისე სქელი საქაღალდე დაუდო
-მადლობ
-თუ რამე დაგჭირდა აქვე ვარ
თავი დაუქნია და საქაღალდეებისკენ მიტრიალდა.

მანქანა მალევე გააჩერა სახლთან მას შემდეგ რაც დაცვამ კარგად შეამოწმა
უზარმაზარ სახლში დაუკაკუნებლად შევარდა და მაშინვე დედამისის ოთახისკენ გასწია,
იცოდა იქ ელოდა კატერინა,
კატერინა ლიპარტელიანი
სისხლით ქართველი რომელიც რუსეთში დაიბადა, სასწაულად ლამაზი ქალი რომელიც თავისი ოჯახის გამო მოუწია ამდენი ტანჯვის გამოვლა, მაგრამ ყველაზე მეტად მისი სიძლიერე აკვირვებდა რომ დღემდე მყარად იდგა ფეხზე,
ოთახში ნელა შევიდა
და მალევე მოჰკრა თვალი ლურჯ თვალებს შავი თმები ქალს მოხდებილად გადაეწია უკან და ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა,
ქალი მაშინვე ფეხზე წამოდგა და თავის ვაჟს გახარებული მიუახლოვდა
-რა ხდება ნოე?
ბოლოს სერიოზული ხმით კითხა და ბიჭს თვალებში ჩახედა
-აქ არის დედა ნია აქ არის და ჩვენ საქმეს იძიებს
დაინახა როგორ შეუტოკდა ქალს სხეული და უცბადვე მოასწრო ბიჭმა ქალის მხრებს ჩაჰფრენა, დედამისი გულზე მიიკრა და თავზე გადაუსვა ხელი
-ნოე არ უნდა გაიგოს გესმის თორემ ხომ იცი რა დაემართება?? ნოე ის მას, არა არა ეს არ უნდა მოხდეს გესმის?? რადაც არ უნდა დაგიჯდეს ნია ამ საქმეს უნდა ჩამოაშორო გესმის??
მაშინვე დაპანიკდა ქალი და შვილს ძლიერად მოჰკიდა ხელები
-ნოე ხომ ყველაფერს გაააკეთებ ნოე!! შემომხედე!!
სასოწარკვეთიმლა გაუსწორა შვილს თვალი და მაშინვე დამშვიდდა შედარებით მიეშვა და ბიჭს ხელი გაუშვა
-ყველაფერს ვიზამ დედა გპირდები
-ვიცი ნოე ვიცი!
სევდიანად გაუღიმა კატერინამ და თვალებიდან გადმოვარდნილი ცრემლი უცბად შეიმშრალა
-როგორია გაიზარდა?? აააჰ 6 წელია მისი ფოტოები არ მინახია,
ბიჭს ჩაეცინა და მაშინვე წარმოუდგა თვალწინ თავისი და
-კი დე თან ნეტავ ნახო როგორია ლუქას კითხე ნამდვილად კარგად აღგიგწერს
-ლუქამ იცის??
მაშინვე დასერიოზულდა ქალი
-კი იცის, როგორ შეხვდნენ იცი? ნია მისდევდა რადგან ერთ ნაბ.. უფროსწორად დამსახურებულად ემუქრებოდა ერთს, ამანაც მოჰკრა თვალი და გაეკიდა
სიცილით ყვებოდა და თან დედის გაბრწყინებული თვალები ახარებდა
-მართლა დაიჭირა ეგ გაფუჭებული??
-ჩემდა გასაკვირადაც დაეწია და პოლიციაშიც ამოაყოფინა თავი
დანარჩენს ის მოგიყვება დე უნდა წავიდე ახლა
-კიკი საქმეებს მიხედე ძაან არ გადაიტვირთო იცოდე
უცბად გაფაცურდა ქალი ლოგინიდან წამოდგა და შვილს გადაეხვია

-ეჭვებიც არ გაქვს ვინ შეიძლება იყოს შავი ვარდი?? ან ყველაზე ნაკლები მისი ფინიები??
-კი რამოდენიმეზე ავიღეთ ეჭვი მაგრამ არაფრის თქმა ან გაკეთება არ შეგვიძლია ყველა მაღალი თანამდებობის პირია ხელში ყავს მაგ ნაძირალას ქალაქი
ყბები დაეჭიმა რობერტს
დაღლილიყო, თავი გააქნია დანანებით და სკამიდან წამოდგა, უკვე დასაღამოვებულიყი თითოეული საქმე კი ძალიან კარგად შეესწავლა მაგრამ საეჭვო ვერაფერი უპოვა, ამიტომ გადაწყვიტა თავიდან გამოეძია თუთოეული საქმე მარტოს!
-ის-ის იყო გასვლას აპირებდა რომ რობერტმა შეაჩერა
-ხვალიდან დამხმარეს მოგიმაგრებენ და იცოდე ხვალ უკვე მასთან ერთად შეუდგები საქმეს
-თქვენ?
წარბ შეკრულმა ახედა
-მე მოვრჩი დამიჯერე ამ საქმეებმა დამაბერეს აქ მყოფები ყველა უსასრულოდ მუშაიბენ მაგ საქმეზე მაგრამ ახალი არასდროს არაფერია პატარა წვრილმანების გარდა
დაღონებულმა ამოიოხრა და გოგოს გაუღიმა
-წარმატებები ნია იმედია მალე რამე შედეგს ვიხილავთ
-მეც დიდი იმედი მაქვს ამის
მანაც ღიმილით უპასუხა დაემშვიდობა და სასტუმროსკენ ტაქსით გაეშურა არც ახლა გამოჰპარვია თვალთახედვიდან შავი მერსედესი, უკანა სავარძელზე იჯდა და უკვე გამარჯვებული ღიმილი აეკრო სახეზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent