შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ვარ


29-04-2017, 01:40
ავტორი ერკე
ნანახია 1 993

როცა ფარ-ხმალი ხელში მიჭირავს
ჩემი ქვეყნისთვის მხოლოდ ფარი ვარ
თუკი შევცოდე, გადავაჭარბე
სახელმწიფოსთვის უკვე მკვდარი ვარ.
სისხლის ვიბრძოლე ბოლო წვეთამდე
მოხდა სულის და ხორცის გამიჯვნა
თავისუფალი ყოფაც ვეცადე,
მაგრამ თუ არ ვგრძნობ, მხოლოდ მკვდარი ვარ.
ჭრილობა რჩება, მიწის სუნიც კი
აგდის შიგნიდან, სადღაც ქარის გწამს
სულ ვაგროვებდი ოქროს, დუმილით
სახელმწიფოსთვის მაინც მკვდარი ვარ.
ჩავეძიები სიკვდილს მიზეზად,
რომ მომაკითხავს მხოლოდ მაშინღა
რატომ არსებობ, რა გინდა ჩვენგან
უკვე მკვდარი ვარ, უკვე მკვდარი ვარ.
ალბათ დამცინებს, მე ამ კითხვაზე
რატომ ვარსებობ? რაო, რა მინდა?
ადამიანებს იმედი მივცე
ამისთვის შემქმნეს, აქ ამისთვის ვარ.
მან როგორ უნდა მოგვცეს იმედი
თუკი სულ ვკარგავთ, რაც კი განძი გვაქვს,
თავისუფლების მოლოდინებით
სახელმწიფოსგან ყველა მკვდარი ვართ.
გამოცდას გვიწყობს ცხოვრება ფრთებით
და ყოველ ჯერზე ვიწყებთ თავიდან
თუ პრობლემებში ისედაც ვხვდებით
ამ მომავლისთვის მუდამ მკვდარი ვარ.
სასოწარკვეთა, სამოთხის ბაღში
იმედს მიცრუებს, არსად გამიყვანს
გამორეული მე უცხოს ხმაში
ანგელოზი ვარ, ან კი ქარი ვარ.
როცა ლეშიღა რჩები სავანეს
მძაღე სურნელით, აქაც მზარდი ვარ,
უმისამართოდ რომ ვიქცე მე დღეს,
სახელმწიფოს ზედმეტი ბარგი ვარ.
როცა ფარ-ხმალი ხელში მიჭირავს
ვიცავ სამშობლოს, მაგრამ ფარი ვარ
ვერავინ დათვლის დღეს ჩემს შეცდომებს
რადგან ისევ და ისევ, მკვდარი ვარ.
ე.მ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent