დევდარიანი დაბრუნდა! (4)
-დედიკო სახლშია მე ჩვენს მეზობელთან გამიშვა რატომ არ ვიცი, მაგრამ ვერ გავძელი და წამოვედი, მაგრამ სახლის კარები ჩაკეტილია და ვერ შევდივარ თან ხმაური გამოდის. -მოდი ჩემთან-ცრემლები წამოუვიდა ამ ყველაფრის წარმოდგენისას და მხოლოდ ახლა შენიშნა ალექსანდრე, რომელიც ჯერ კიდევ არ წასულიყო და მანქანიდან გადმოდიოდა. ყურადღების გადატანა ვსცადე თედოს ხელი მოვკიდე და სახლისაკენ სხეულის კანკალით გავემართე -მარიამ იქნებ გამარკვიო რა ხდება? -არაფერი ალექსანდრე ძალიან დიდი მადლობა, რომ მომაცილე ახლა კი ნახვამდის გვიანია სახლში უნდა შევიდე-მხოლოდ ეს ვუთხარი და სახლისაკენ ავიღე გეზი. როდესაც რაღაცის მსხვრევისა და ყვირილის ხმა მოისმა, ტანზე ეკლებმა დამაყარა მამის ხმის ამოცნობისას. -მარიამ მეშინია-შიშ ჩამდგარი თვალებით შეხედა და მარიამს მიეკრო. -აქ დარჩი და ბავშვს მიხედე-უეცრად მომესმა დევდარიანის ხმა. -ვერ გავიგე? -გასაღები გამომართვი ამ ღილაკს დააჭირე და გაიღება! ჩემს მოსვლამდე არ გადმოხვიდე-თან თედოზე მანიშნა, ისედაც შეშინებულიაო. -კი მაგრამ... -არავითარი მაგრამ მარიამ-თქვა და უკან მოუხედავად გაემართა სახლისაკენ. მეც მანქანისაკენ გავემართე თან თედოს, რომ არ შეშინებოდა ათას სისულელეს ვიგონებდი. არ ვიცოდი რა ხდებოდა, მანქანაში ვიჯექი და თედოს თავზე ვეფერებოდი, რომელსაც მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჩაეძინა. დაახლოებით ათი წუთი იყო მას შემდეგ გასული, რაც მანქანაში ჩავსხედით. ძალიან ვნერვიულობდი ამიტომაც თედოს ძილით ვისარგებლე და სახლში წასვლა გადავწყვიტე. ფეხები მიკანკალებდა მიმავალს, რაღაც ხმა მომესმა ამიტომაც ნაბიჯს ავუჩქარე და ღია კარში შევვარდი. -აი ჩემი პრინცესაც მოსულაა-მამაჩემის ხმა მომესმა, რომელიც მდივანზე იყო გადაწოლილი, მალევე წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა-რაო რატომ დაიგვიანე? ამდენი ხანი ქუჩაში რას აკეთებდი? -ნინისთან ერთად ვიყავი მთაწმინდაზე-თვალებში ჩავხედე და ისე ვუთხარი შემდეგ კი დედაჩემისაკენ ავიღე გეზი, რომელის სახეზეც სისხლი შევნიშნე-რა გაუკეთე? როდის შემდეგ გახდი ასეთი დაუნდობელი? მიპასუხე მეზიზღები გესმის მეზიზღები! -მომისმინე შე ლაწირაკო-მისკენ შევტრიალდი კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც სახეზე მისი ხელი ვიგრძენი, ისე ამეწვა ლოყა, ცრემლებმაც არ დააყოვნა. -ბევრი გითმინე ბატონო დავით, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია-სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო. -შენ საერთოდ ვინ ხარ შენი...-წინადადების დასრულებაც არ დასცალდა ალექსანდრემ პირდაპირ სახეში დაარტყა მუშტი, რასაც დედაჩემის კივილი მოჰყვა თან. -რას აკეთებ გაგიჟდი? როგორ ბედავ საერთოდ?-მეორეჯერ გაიწია დათოსაკენ თუმცა დედაჩემის ხმამ გააშეშა ალბათ მიხვდა, რომ ზედმეტი იყო შემოსულმაც შევამჩნიე, სახეზე სისხლი, რაც სავარაუდოდ ალექსანდრეს ნახელავი იყო. -შემდეგში აღარ გაბედო მსგავსი სიტყვებით საუბარი, მით უმეტეს აქ შენი ქალიშვილი დგას და როგორ იქცევი საერთოდ არ უფიქრდები?-ამაზე უფრო გაცეცხლდა. -მარიამ გაეთრიე, ამას ხელი მოკიდე და წადი! ახლავე!-ისე დაიღრიალა ადგილზევე შევხტი. არ ველოდი მისგან ამ სიტყვებს და ვიფიქრე მომესმამეთქი, თუმცა დედაჩემის სიტყვებმა დამიდასტურა. -რას ამბობ დავით-შეშფოთებულმა ჰკითხა ქალმა-სად უნდა წავიდეს, რას ლაპარაკობ? -არ მაინტერესებს ადამიანი, რომელიც ღამ-ღამობით სადღაც დაძრწის სახლში კი ვიღაც ახვართან ერთად ბრუნდება და საერთოდ არ სრცხვენია ამის ძალიან სცდება თუ ჰგონია, რომ მისნაირ ოჯახისშემარცხვენელს სახლში გავაჩერებ. -მართლა ასე ფიქრობ ჩემზე? მაინც რის შემდეგ გაქვს ასეთი უხამსი აზრები ჩემზე? არ მიცნობდე მაინც. აქ წამითაც აღარ გამჩერებელი-ძალიან ავნერვიულდი, სიტყვებს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებდი უბრალოდ რაც პირზე მომადგა პირველი ის მივახალე და ჩემი ოთახისაკენ წავედი თან ალექსანდრეს ხმა მესმოდა. -შენ რა მამა ხარ? მარიამს რომ არაფერი ეთქვა აქ ისედაც არ გავაჩერებდი. -შენ ვინ მიგდიხარ ამდენს, რომ მიბედავ? -ცენზურა ბატონო დავით აქ მარიამია და მის გამო ვიკავებ თავს-სახეზე შეხედა და დაამატა-ვცდილობ მაინც. შემდეგ რა მოხდა არვიცი უბრალოდ ოთახში შევიკეტე და ბარგის ჩალაგებას შევუდექი არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი რა უნდა მექნა ალბათ, ნინისთან მივიდოდი, შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებდი. -მარიამ-ალექსანდრეს ხმა მომესმა კარებთან მივედი და გავუღე. -მაპატიე არ მინდოდა ასე გამოსულიყო-თვალები დავხარე და ჩემოდნისაკენ გავემართე, რომელშიც უკვე ყველაფერი ჩავალაგე და შევკარი, მათ შორის თედოს ტანსაცმელიც. -შენ არაფერ შუაში ხარ მარიამ, ახლა რას აპირებ? ბარგზე მანიშნა თავით. -არვიცი ალბათ ნინისთან მივალ შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებ. -ასე უბრალოდ გიშვებენ სახლიდან? -ვერ ვაზროვნებ უკვე არაფერი მესმის, მაგრამ ჩემს სიტყვას არ გადავალ ახლავე წავალ აქედან. -მაპატიე მეც ზედმეტი მომივიდა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. -არაფერია, დაივიწყე ნეტავ, ეს ყველაფერი სიზმარი იყოს არვიცი არარეალურად მეჩვენება. მე როგორსაც ვიცნობდი ამას არასოდეს მეტყოდა, მაგრამ ვამჩნევდი ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა სასმელსაც მიეძალა და თითქმის მთვრალი მოდიოდა-ჩანთა აიღო და კიბეებზე დაეშვა. -მომეცი წამოვიღებ. -არა, არ მინდა ისედაც შეგაწუხე და ჩემი პრობლემები მოგხვიე თავს, თან ისე, რომ საერთოდ არ გიცნობ-მხოლოდ ახლა გაანალიზა, რომ მას ისიც კი უამბო, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა. ალექსანდრემ არც კი დააცადა ჩანთა გამოართვა და პირველ სართულზე ჩაიტანა. -თედო და დედაც ჩემთან ერთად მოდიან. -მე არ მოვდივარ მარიამ-დედაჩემის ხმა მომესმა, რამაც ადგილზე გამაშეშა. -აბა აქ აპირებ დარჩენას. -დიახ. -რატომ დედა? -მამაშენს ვერ მივატოვებ თან ასეთ მდგომარეობაში. -და შენს თავზე საერთოდ არ ფიქრობ? -და შენ თუ ფიქრობ საერთოდ რამეზე ასე უბრალოდ დგები და მიდიხარ-ნაწილობრივ ისიც მართალი იყო ვხვდებოდი, მაგრამ ჩემს სიტყვას არასოდეს გადავიდოდი, შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ აქ მაინც არ გავჩერდებოდი. თედოზე არც უკითხავს ისეთი გაოცებული ვიყავი, ასე უეცრად გვაქცია ორივემ ზურგი? ვფიქრობ რამე სხვა იყო ამ ყოველივეს უკან, მაგრამ რა? ყველანაირ ლოგიკას სცდებოდა. ალექსანდრე ძალიან დიდი მადლობა არც კი ვიცი რა გითხრა. გარეთ გამოსულმა ვუთხარი და თედოს გაღვიძებას შევეცადე. -იყოს რატომ აღვიძებ? -არა, ისედაც შეგაწუხე. ნინიც აქვეა და გადავალთ. -უკვე ორია საათი მარიამ ყველას ეძინება. დღეს ჩემთან დარჩით. -არა არა რა სისულელეა. -მარიამ გადაწყვეტილია უკვე-ბარგი საბარგულში მოათავსა და საჭეს მიუჯდა-არ მოდიხარ? ნუ გეშინია, მარტო ვცხოვრობ. -მაშინ წამოვალ-მორიდებით დავიკავე წინა სავარძელი. მისმა სახლმა ნამდვილად გამაოცა. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. იმ ღამით ალექსანდრემ დაგვითმო თავისი ოთახი მან კი მისაღებში მდივანზე დაიძინა. ნეტავ საერთოდ აქ რა მინდოდა, რომ მოვდიოდი სულელი ვარ. არც იი მჯერა რომ ალექსანდრე დევდარიანის სახლში ამოვყავი თავი. მეორე დღეს ადრიანად გავიღვიძე თედოც გავაღვიძე და ბაღში წავიყვანე, რომელიც ჩემი სკოლიდან საკმაოდ შორს იყო. ათასი შეკითხვა დამისვა პატარამ მე კი მოვატყუე, რომ მშობლები საზღარგარეთ წავიდნენ და მალე დაბრუნდებოდნენ. მანაც კარგიო და ბაღში შევიდა. მე კი სკოლისაკენ გავემართე. ტელეფონი ავიღე ნინისთან დარეკვას ვაპირებდი, როდესაც ჩალურჯებულ სახეს მოვკარი თვალი ტელეფონში მისი დაფარვაც კი დამავიწყდა. ნინის დავურეკე და ვთხოვე თან წამოეღო მიზეზს კი რომ მოვიდოდა მერე ვეტყოდი. გაოცებული მიყურებდა ამ ამბის მოყოლისას ისიც ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ სკოლის შემდეგ ჩემი ბარგი წამოგვეღო ალექსანდრესგან თან ნინის მშობლებიც მივლინებაში წავიდნენ და ცოტა ამოვისუნთქე. ნინის რომ მოვუყევი ალექსანდრეს შეაახებ თუ როგორ გავყევი ამაზე სულ გაგიჟდა, მაგრამ ისიც მიხვდა რომ ღამით მასთან თუ ვერ მივედი სხვასთან საერთოდ არ მქონდა მისასვლელი. გაკვეთილების ბოლოს ალექსანდრეს ძებნას შევუდექით სავოლოოდ ეზოში თავის საძმოსთან ერთად იდგა თან ვიღაც გოგოზე ჰქონდა ხელი გადახვეული და ბოოო ხმაზე იცინოდა, როგორ არ მინდოდა მასთან მისვლა გუშინდელის შემდეგ, მით უმეტეს, ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ----------- ვიცი საშინელებაა. მუზამ მიმატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.