დევდარიანი დაბრუნდა! (3)
-ეს უკვე მომწონს-გაიცინა და ფანჯრის რაფაზე შემოსვა, შემდგომ კი კვლავ კლასში დააბრუნა-სულ არ მომწონდა ამ სკოლის პედაგოგები- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დევდარიანმა-თავისუფლად შეგიძლია აქ ის აკეთო რაც მოგესურვება. -მომაშორე ხელი-დაუყვირა და ძალაგამოცლილმა იქვე ჩაიკეცა. -იმედია შენთვის ეს გაკვეთილი იქნება, ზედმეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს და გაითვალისწინე. ერთი თავქრიანი ბავშვი ხარ, რომელსაც ისე გამოაქვს დასკვნები, რომ არც კი ფიქრობს, ტვინიც უნდა გამოიყენო ხოლმე, უმიზეზოდ არავინ არაფერს არ აკეთებს, მით უმეტეს მე ეს კარგად ჩაიბეჭდე აქ-თითი შუბლზე მიადო და კლასიდან ისე გავიდა, რომ არც კი მოუხედავს. გაშტერებული უყურებდა კედელს და ალექსანდრეს ნათქვამს ხარშავდა, როდესაც შეშინებული ნინი შემოვარდა კლასში. -მარიამ როგორ ხარ, რამე დაგიშავა-შეშინებულმა მივარდა მეგობარს. -კინაღამ ფანჯრიდან გადამაგდო. -რაა? -ხო, ზედმეტი მოგდისო, აბსურდული დასკვნები გამოგაქვსო კიდევ ათასი სისულელე-ისე ჩაილაპარაკანკედლისთვის თვალი არ მოუშორებია. -და შენ რას ფიქრობ მარიამ ამ შემთხვევაში ბოდიში მაგრამ მე ალექსანდრეს მხარეს ვიჭერ 17 წლის ხარ და ჯერ კიდევ ვერ ისწავლე თავის შეკავება პირდაპირ ისვრი სიტყვებს, იქნებ მართალია ალექსანდრე? ამაზე რატომ არასოდეს არ გიფიქრია? მით უმეტეს, რომ ბიჭებს შორის ჩხუბი არა ერთხელ შეიძლება მოხდეს კიდევ ასე, რომ იფიქრე ამაზე-საუბარი, რომ დაასრულა დაქალს ჩააჩერდა თვალებში-არაფერს იტყვი? -კი ვიტყვი, იმას რომ მართალი ხარ, მაგრამ არვიცი რა გავუკეთო. -ვის? -სიამაყეს ის ამის უფლებას არ მაძლევს. -აიძულე მერე-სიცილით უთხრა და გადარხვია მის ამ პასუხს საერთოდ არ ელოდა ნინი. -ძალიან ცუდად გამომივიდა ვითომ? -მის ადგილას წარმოიდგინე თავი და მიხვდები. -ანუ საშინლად, ვიღაც უცხო გოგო მოდის ათას სისულელეს ამბობს ჩემზე საშინელებაა, იცი რაა მართალიც რომ ყოფილიყო მაინც არ ვაპატიებდი ამ სიტყვებს-თქვა ღიმილით მარიამმა. -იცი არ მეგონა შენი ასეთი რეაქციის მეგონა გაგიჟდებოდი და უარესს გააკეთებდი. -რომ დავფიქრდი, რატომაც არა შეიძლება, რომ ვცდებოდე და სულაც არ არის ისეთი ადამიანი როგორიც მე წარმომიდგენია. -მარიამ სიცხე ხომ არ გაქვს?-შუბლზე მიადო ხელი შეშფოთებულმა. -არა რა სიცხე. -რავიცი, შენს პოზიციას ასე მალე თუ დათმობდი არ მეგონა. -იცი რა სულ შენს სიტყვებზე ვფიქრობდი, თუმცა საუბრისას ყოველთვის იმას ვამბობდი რაც პირზე მომადგებოდა, ალბათ, სიამაყის გამო. თან დევდარიანის სიტყვებმაც იმოქმედა ჩემზე და უკვე ვეღარ ვუძლებ იცი რა? -რა? -საერთოდაც თავს დავანებებ გულშიც კი არ გავივლებ რამე ზედმეტს, უფრო სწორად ამ ეტაპზე შევეცდები მაინც. თან აბიტურიენტები ვართ ეს ბოლო წელი სულ ჭამა-სმა გრიალსა და კარგ მოგონებებში უნდა გავატარო. -ზუსტადაც აი ასეთი უფრო მიყვარხარ. -და ისე არ გიყვარდი ხომ? -როგორ არა უბრალოდ ახლა გაასმაგდა ჩემი შენდამი სიყვარული-გადაიკისკისა მარიამმა. -კარგი წავიდეთ, მშიერი კი დავრჩი მაგრამ რას ვიზამ, ხომ არ მოგკლავ ბოლოს და ბოლოს მეგობარი ხარ მაგრამ შემდეგში აღარ გაპატიებ იცოდე!-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი. -კარგი კარგი-სიცილით მიუგო ამაშუკელმა და კლასისაკენ აიღეს გეზი. ამაშუკელი ორი კვირის განმავლობაში აანალიზებდა მის დამოკიდებულაბას ალექსანდრესადმი, იმაზე რთული იყო მისი გონების სხვაგვარად მართვა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა. რა თქმა უნდა, ამაშიც თვითონ იყო დამნაშავე, ისე აიკვიატა დევდარიანი, რომ ვერც კი გაიაზრა, თან იმსჯელა ისე, რომ საკუთარი აზროვნებით, ფაქტობრივად უცნობი ბიჭი სახელად ალექსანდრე დევდარიანი გამოიყვანა ერთ გულქვა ადამიანად, რომელსაც გრძნობებიც არ გააჩნდა. საკუთათარ ქცევაზე რაც უფრო მეტს ფიქრობდა უფრო ეწურებოდა გული და განიცდიდა. საკუთარი თავისგან ეწყინა არც თვითონ იცოდა როდის გადაიქცა ასეთ ადამიანად. ნაწილობრივ მის რეაქციას და ალეწსანდეეს ამოჩემებას ირაკლის იმ დროინდელ მდგომარეობასაც მიაწერდა ჩხუბის შემდეგ, რომ იყო ჩავარდნილი. უკვე ერთი თვე იყო გასული, რაც სკოლა დაიწყო, დევდარიანი თითქმის არ უნახავს წამით მოჰკრავდა თვალს და ქრებოდა ამას ემატებოდა ისიც, რომ მისი პარალელური კლასელი იყო და შეხვედრა ისედაც არ უწევდათ. აღარ იცოდა რა ექნა სულ ეფიქრებოდა დევდარიანზე თითქმის ყველა სიტყვა უკან წაიღო, მაგრამ არ იცოდა მას, რომ შეხვედროდა რას გააკეთებდა, მაგრამ ახლა სკოლა იყო მთავარი და სხვა არაფერი. პარასკევი იყო სკოლიდან სახლში წავიდნენ ნინი და მარიამი როგორც ყოველთვის მათი საღამოს მთაწმინდაზე უნდა ასულიყვნენ ასეც მოიქცნენ ძალიან კარგ დროს ატარებდნენ ზოგადად მთაწმინდაზე, თუნდაც როცა ისხდნენ და მხოლოდ საუბრობდნენ ერთგვარი განტვირთვა იყო მათთვის. ნაყინები იყიდეს და როდესაც დაჯდომას დევდარიანს მოკრეს თვალი, რომელიც ვიღაც გოგოსთან ერთად იჯდა და გულიანად იცინოდა. არც კი შეუმჩნევია მისი აქ ყოფნა მარიამს, ყოველიშემთხვევისთვის ცდილობდა. -თქვენც აქ ხართ გოგონებო?-ლაშას ხმა მოესმათ და გაკვირვებულებმა გახედეს მას. -შენც აქ ხარ? როგორ ხარ?-შეეკითხა ნინი. -კი ძმაკაცებთან ერთად ამოვედი, წამოდით შემოგვიერთდით. -არაა მადლობა, ისედაც წასვლას ვაპირებდით. -კაი რა გოგონებიც არიან მიდი ადექით. -მაშინ წამოვალთ-სიცილით უთხრა მარიამმა და უკან გაყვნენ. საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი დრო გაატარეს ერთად მალევე დაიშალნენ, თუმცა ნინიმ და მარიამმა ცოტა ხანს კიდევ გაჩერდნენ ცოტახანს წასვლა, რომ დააპირეს მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო ტელეფონზე უამრავი გამოტოვებული ზარი დახვდა მარიამს ამაზე ტანში გასცრა. შეეშინდა, დიახ შეეშინდა სულ ცდილობდა, რომ ადრიანად მისულიყო სახლში ყოველი შემთხვევისთვის მამასთვის მიესწრო ამ ბოლო დროს ძალიან გაუცხოებული იყო, სახლშიც გვიან მოდიოდა ისიც ნასვამ მდგომარეობაში ძალიან აღელვებდა ეს ფაქტი. შიშის გრძნობაც კი გაუჩნდა საკუთარი მამის მიმართ, მას შემდეგ რაც ერთ დღეს ისეთი მთვრალი მოვიდა, რომ ყველაფერი დალეწა. დიდად ისედაც არ უყვარდა სასმელი მარიამს თუ დალევდა იმასაც მეგობრების წრეში და ძალიან ცოტას. ადრე უხაროდა, რომ მამამისი დიდად არ ეტანებოდა სასმელს, მაგრამ ახლა თითქმის სულ მთვრალი იყოდა ეს ფაქტი მოსვენებასაც არ აძლევდა. დაღმართს დაუყვნენ, როდესაც მათ გვერდით მანქანამ შეანელა მოძრაობა შიშის ტალღამ დარია ორივეს ხელი, მაგრამ არც ერთს არ შეუმჩნევია არც კი გაუხედავთ მისკენ მანამ სანამ დევდარიანის ხმა არ გაიგეს. -ამ ღამით ვეღარაფერს იშოვით ტაქსებიც კი იშვიათად არიან! წამოდი გაგიყვანთ. -გმადლობ არ გვინდა-თქვა მარიამმა და გზას გაუყვა-ნინი არ მოდიხარ?-როდესაც დაინახა, რომ ნინი არ მიყვებოდა მალევე მოიხედა უკან. -მარიამ იქნებ გავყვეთ, ისედაც შორს არის აქედან ჩვენი სახლები -კარგი თავდახრილი გაემართა მანქანისაკენ, რომელიც ნელ-ნელა მათკენ მოიწევდა. უკან დასხდნენ და მისამართებიწ უკარნახეს. მალევე დაურეკა კვლავ ტელეფონმა. -ხო დე -მარიამ სად ხარ? -მოვდივარ ნინისთან ერთად ვარ. -მომისმინე ნინისთან წადი ამ ღამით კაი? -რატომ დედა? -რომ გითხარი ასე გააკეთე ხვალ ვისაუბროთ? -ასე უცებ რა მოხდა -მარიამ ნუ მეკითხები გთხოვ. -თან არაფერი მაქვს და როგორ წავიდე -ნინის გამოართვი. -დედა...დედა გესმის ჩემი?-მსხვრევის ხმა მოესმა და შეშინებულმა ტელეფონი ყურიდან მოიცილა-ალო... -ალბათ მივიდა ხომ? -ალბათ-თქვა ჩუმად და ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და თავით მხარზე მიეყრდნო მეგობარს.უეცრად დევდარიანის გამჭოლ მზერას მოჰკრა თვალი და სასწრაფოდ სხვა მხარეს გაიხედა. -ჩემთან წამოდი. -დედამაც ეგ მითხრა, მაგრამ სახლში უნდა მივიდე იქნებ რამე უჭირს, მარტო ვერ დავტოვებ. -წამოდი და მამაჩემი გაგიყვანს თან ნახავს რა ხდება. -არა მადლობა ნინი, რომ მივალ აუცილებლად დაგირეკავ. -თავს გაუფრთხილდი. -რამე პრობლემაა?-ეჭვისთვალით შეხედა ალექსანდრემ გოგონებს. -არა არანაირი-მალევე უპასუხა მარიამმა და გზას გახედა, ოღონდ ახლა რასაც ფიქრობდა ის არ ყოფილიყო და სხვა არაფერი უნდოდა. -დარწმუნებული ხარ? -კი-აღარაფერი უთქვამთ ნინის სახლთან მალევე მივიდნენ მეგობარსაც სთხოვა, რომ დარჩენილიყო, მაგრამ მტკიცე უარზე იყო ამაშუკელი. მარტოდ დარჩენილს აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და ნერვიულობასა და აახცახებულ ხელებს ვერაფერს უხერხებდა ამას დევდარიანის იქ ყოფნაც ემატებოდა და გონებაშიც სრული ქაოსი იყო შექმნილი. მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ ახლა იმ ადამიანის მანქანაში იყო, ვინც ადრე იმდენჯერ გალანძღა ტყუილუბრალოდ, რომ სირცხვილისაგან აღარ იცოდა სად წასულიყო. -ეს არის შენი სახლი? -კი ძალიან დიდი მადლობა. -არაფ...-სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან მათთან ვიღაც პატარა ბიჭი მივიდა სირბილით -მარიამ მარიამ დროზე წამოდი-ტირილით მივარდა ბიჭი მარიამს. -რა მოხდა თედო ამ ღამით გარეთ რას აკეთებ?-შეშინებულმა ჰკითხა ბავშვს-დედა სად არის? -დედიკო სახლშია მე ჩვენს მეზობელთან გამიშვა რატომ არ ვიცი, მაგრამ ვერ გავძელი და წამოვედი, მაგრამ სახლის კარები ჩაკეტილია და ვერ შევდივარ თან ხმაური გამოდის. -მოდი ჩემთან-ცრემლები წამოუვიდა ამ ყველაფრის წარმოდგენისას და მხოლოდ ახლა შენიშნა ალექსანდრე, რომელიც ჯერ კიდევ არ წასულიყო და მანქანიდან გადმოდიოდა. ----- ველოდები შეფასებებს ♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.