შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვიქცეთ თუ გაგვიტაცეს 2


30-08-2019, 12:30
ავტორი B-SUGAR
ნანახია 1 703

ბიზნესის სფეროში, ილია დევდარიანი თავისი სამოღვაწეო ასპარეზის მეშვიდე წელს ასრულებდა. დაბალბიუჯეტიანი სტარტაპიდან დინამურად მზარდ მაღაზიათა ქსელს უპირობოდ ეწერა პირველობა , რომ არა შვედეთიდან ახლადდაბრუნებული, ცნობილი თაღლითი , აწ უკვე ბიზნესმენი , თორნიკე გრძელიძე ოჯახითურთ, რომელიც მხოლოდ ორ ქალიშვილსა და ახალგაზრდა დედინაცვალს მოიცავდა. დახმარების ხელი , რომელიც ილიამ საჭირო და მდიდარ მომავალ პარტნიორს გაუწოდა , სხვა არაფერი აღმოჩნდა თუ არა საწამლავი, რომელიც თავისივე ხელით დალია: თორნიკე გრძელიძის მაქინაციურ უდაბნოში ახალი მსხვერპლი ჩაეშვა, რომელიც გადარჩენისთვის ფართხალში მეტად ჩაეფლო და საბოლოოდ განადგურდა. არაფრიდან ძალების აღდგენას ილიამ ოთხი წელი მოანდომა. ძალის , რომელიც მთლიანად მიმართული იყო გრძელიძეების განადგურებისკენ.
... -აჯობებს ამ საღამოს აქ დარჩეთ , თან სალაპარაკო მაქვს თქვენთან , ჩადი და ამოიყვანე ბიჭები _ ილია უკან მოუხედავად შებრუნდა და გოგოც სახლისკენ წაათრია. ეზოსგან განსხვავებით სახლი ერთდროულად ცარიელი და სუფთა იყო, სივრცეს მხოლოდ ერთმანეთის გვერდით მდგარი რბილი, შალითგადაკრული სოფა და ბუხარი ავსებდა, ორი კარი და ფარდით გადატიხრული ოთახი კი საძინებელს, აბაზანასა და სამზარეულოს დაეკავა . ურჩად მიაგდო ერთ-ერთზე ბელა და მის პირისპირ დაჯდა. - აჯობებს ოფიციალური გაცნობა გამოვტოვოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ , მამაშენს, ჩემთვის მნიშვნელოვანი საბუთები აქვს. _ საქმიანად გადახედა გოგოს , რომელიც სრულ ინდიფერენტულობას ინარჩუნებდა დუმილთან ერთად, რაც უფრო და უფრო აღიზიანებდა ილიას . - რაშიც შენ უნდა დამეხმარო , უარს თუ მეტყვის სხვა გზა აღარ დამრჩება ...
-მამაჩემისგან არაფერს უნდა ელოდეთ , მითუმეტეს ჩემ სანაცვლოდ - გაყინული ხმით შეაწყვეტინა ბელამ -მგონი ვერ ხვდებით აქ როგორ მოვხვდი-კვლავ განაგრძობდა უჩვეულო სიმშვიდით- თორნიკესთვის მნიშვნელოვანი რომ ვიყო ასე მარტივად ვერ წამომიყვანდნენ ,ეს ახლად გამოჩეკილი განგსტერები ,- და თავით კარში მდგომი ბიჭებისკენ მიანიშნა.
-მგონი შენ ვერ გამიგე-ტონს აუწია ილიამ და ავისმომასწავლებლად გადაიხარა გოგოსკენ- მამაშენმა მიწასთან გამასწორა და რადაც არ უნდა დამიჯდეს მთელ ოჯახს გაზღვევინებთ, თუნდაც მოლაპარაკებები არ შედგეს, შენ შენსას მაინც მიიღებ,-,,მხოლოდ ფული არ იქნება საქმეში'' გაიფიქრა ბელამ ,, შეუძლებელია ასე მხოლოდ ფულის გამო გაბოროტებულიყო''
-მამაჩემის ცუდკაცობა მისი დანაშაულია , თქვენი კი არაპროფესიონალიზმი ,რადგან მის მახეში გაე..
- ხმა ჩაიწყვიტე - მოღერებული ხელი სახეზე აფეთა გოგოს , რომელიც ინერციით უკან გადავარდა - ხა ჩაიწყვიტე,სანამ დრო გაქვს, თორემ ყველაფერი იმაზე ადრე დასრულდება ვიდრე გგონია.
-ილია , აჯობებს დაწყნარდე - ავტორიტეტული ტონით აკა ჩაერთო კამათში, ილიამ ისეთი სახით გადახედა ,თითქოს დიდი სიამოვნებით გაულაწუნებდა ამ ლაწირაკსაც, თუმცა ღრმად ამოიქშინა და ბიჭებისკენ მიბრუნდა:
-მართალი ხარ . დღეს აქ დარჩით , სანამ ჩემები ჩამოვლენ-დაძაბულობის მოსახსნელად ნერვიულად გაუღიმა მათ-წამო, მოგშივდებოდათ- პირველი თავად გაუჩინარდა ფარდის მიღმა, ბიჭებმა ერთმანეთს ნერვიულად გადახედეს
- რა ვქნათ ?- ზურიკომ დამფრთხალი ხმით ჰკითხა ბიჭებს
- თქვენ შედით და დაისვენეთ - აკამ თავით სამზარეულოსკენ ანიშნა- ცოტახანს შეჭამს ტვინს და მოისვენებს, მე ამას ვუყარაულებ- თავით ჯერ კიდევ მწოლიარე პოზაში მყოფი გოგოსკენ ანიშნადა მისკენ დაიხარა, სანამ ბიჭები ტიხარში გავიდოდნენ გაკოჭილ ბელას მხრებში ხელი ჩაავლო და ერთიანად წამოწია დასაჯდომად,-რაც უფრო ნაკლებად გააღიზიანებ , მით უკეთესად იგრძნობ თავს აქ-თავადახრილს ნიკაპში წაავლო ხელი და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი აწითლებულ მარცხენა ლოყას და უნებურად ხელი დაუსვა , რაზეც ბელას უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, პირიქით თვალები მინაბა .ამის შემხედვარემ უხეშად მოაცილა ხელი და ამრეზით დახედა - რა იყო, გესიამოვნა ?
-ნამდვილად - რკინის გამომეტყველებით ახედა ბიჭს .
- ჰჰ,პირველიც ხომ არაა?! -დაცინვით ჰკითხა და პირისპირ , ფეხებგაჩაჩხული ჩამოუჯდა- შენნაირს ვინ გაეკარებოდა -კვლავ აგრძელებდა აკა და თვითონაც ვერ გაეგო ასეთ სისულელეს რატომ როშავდა.
-ნამდვილად-ისევ სრული სიმშვიდით მიუგო ბელამ და სახეზე ნერვიც არ შეტოკებია ბიჭის დაცინვის გამო, შინაგან მღელვარებას საკუთარ თავთან დიალოგით ახშობდა
,, სირცხვილი სულაც არ არის ის, რომ ამ ყველაფერს მიჩვეული არ ხარ...''
,, რა სისულელეა, გატაცებას მიჩვეული უნდა ვიყო და მსგავს გამოხტომებს გატაცებაში ?! ''
,, ალოგიკურობაა, ვიღაც უცხო ვერასდროს ვერ შეძლებს ჩვენს გაბრაზებას , მითუმეტეს განაწყენებას!''
,, დაცინვა სისუსტის გამოხატულებაა, საკუთარი ნაკლის დასაფარად ... რა ჯანდაბაა, გატაცებული ამ სისულელეებზე ვკამათობ, უბრალოდ ჩუმად ვიქნები''
- ცივი იყო - სიჩუმის აღქმა მალევე დაარღვია .
- რა ? - წუთიერი დუმილის დარღვევა აკასთვის გაურკვევლად დაიწყო .
- ხელი...-ბელამ ხმას დაუწია - ცივი იყო და მესიამოვნა , მხოლოდ ესაა,- დარცხვენილმა იმის გაფიქრებაზე თუ რა წამოროშა გვერდზე გაიხედა, რათა მისი აღაჟრაჟებული სახე არ შეემჩნიათ. აკამ ჯერ გაკვირვებულმა გადახედა გოგოს, შემდეგ კი შეთქმულივით გაიცინა:
-ანუ გესიამოვნა?! ჰჰ, ხომ არ გავაგრძელო- ხმას მეტად დაუწია და ბელას სახეს მიუახლოვდა , მანაც უნებურად უკან გადაიწია და კვლავ მწოლიარე პოზიციას დაუბრუნდა, თუმცა ამან მის უეცარ სიბრაზეს გასაქანი მისცა:
- მესიამოვნა , რადგან ცივი იყო , სხვა მხრივ უხეში და გამოფიტული კანი გქონდა , რამაც საგრძნობლად გაზარდა ჩემი ლოყის ტკივილი , თუ შენი კანის ფერითაც ვიმსჯელებთ აშკარად D ვიტამინის ნაკლებობას განიცდი , ამიტომ მზეზე გაისეირნე , სხვა მხრივ ყოველივე რაც მოხდა შენი ნებითა და ძალისხმევით მოხდა, ჩემი ნების გაუთვალისწინებლად. ამიტომ განმეორებით შემთხვევაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაგადანაშაულებ -ამოუსუნთქავად მიაყარა გახევებულ ბიჭს და ზურგზე მწოლმა თვალები ერთმანეთს მაგრამ დააჭირა , და კიდევ ერთხელ განსაზღვრა რა მდგომარეობაში რაზე საუბრობდა . ერთხანს დუმილს არცერთი არ არღვევდა ,მერე აკამ ისევ მხრებში წაავლო ხელი და წამოაჯინა:
-საშინლად მომაბეზრებელი და გატლეკილი ბავშვი ყოფილხარ . გალაღებული ტონით მიუბრუნდა გოგოს - ცუდი იქნება თუ მაგ გრძელი ენის გამო დროზე ადრე გახვალ მარილზე. - კიდევ ერთხელ აათვალიერა ერთიანად მოკუნტული, ლოყებაწითლებული გოგო და ფარდის უკან გაუჩინარდა.აზარტში შესულ ბელას უნდოდა კიდევ ერთი-ორი სიტყვა ეთქვა ბიჭისთვის მის განგსტერობასა და ხელებზე,მაგრამ დროულად დააჭირა ენას კბილი . სახელურს თავი ჩამოადო და დაფიქრდა, ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც დაგეგმა, გაქცევაზეც ხომ არ ეფიქრა ?! ,, 7 წუთი მთავარი კვანძი გახრახვნას თუ ერთმანეთზე გადავაჭდობ, 4 წუთი პატარა კვანძების დახსნას, 13 წუთი მთავარ გზამდე ჩასვლას, ხომ არ ვცადო ?! რომც დამიჭირონ ჯერ მაინც ვერაფერს დამიშავებენ'' თუმცა სამზარეულოდან მომავალმა ხმამ გადააფიქებინა გაქცევა , თუმცა მხოლოდ დროებით. ყველაფერი ხომ მისი გეგმით მიდიოდა,სანერვვიულო ჯერ არაფერია , დღეს იმაზე მეტი გაარკვია ვიდრე ფიქრობდა , მთავარი კი მაინც ის იყო , რომ მას არ მოკლავდნენმარტივი ლოგიკით : ,, მომაკვდავებთან და სნეულებთან დაახლოებასა და ლაპარაკს თავად მედდებიც კი გაურბიან !''.

თორნიკე გრძელიძე დილიდან თავის ტკივილმა გააღვიძა , გუშინდელ საღამოზე ჩვეულერივზე მეტი დალია ქალბატონ კატერინაზე ნერვებმოშლილმა, რომელიც კვლავ ოჯახის უძღები შვილის , თუმცა ჯერ კიდევ დაუბრუნებელის, ბელას , უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას შეეხებოდა. კარგად იცოდა ქალიშვილის ხასიათი თორნიკემ და ისიც იცოდა , რომ ლოდინის მიუხედავად საღამოზე არ გამოცხადდებოდა , რაც ოჯახში კიდევ ერთ დაძაბულ კრებას გამოიწვევდა ,სადაც ,,უძღების დანაშაული'' უნდა განხილულიყო . ახალი არაფერი , ჩვეულებრივი ოჯახური კრება . მიუხედავად ბელასთან დაძაბული ურთიერთობისა ცდილობდა, მისი პირველი სიყვარულის ხსოვნა შეენარჩუნებინა. თუმცა ანა , არა მხოლოდ პირველი, არამედ ერთადერთიც იყო მისთვის, ერთიანად დაუარა მტკივან თავში მოგონებებმა : რთული და გაუგებარი , უცნაური იდეებისა და იდეალების მატარებელმა გოგომ პირველივე საუბრიდან მოხიბლა ყველასთვის სასურველი , ერთდროულად, მომხიბვლელი და გამჭრიახი გონების მქონე, თორნიკე.ანასთან ყოველი შეხვედრა თორნიკესთვის ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა და ორიოდე კვირაში იმდენად მიეჯაჭვა და სულიერად დაუახლოვდა ,სხვებისთვის არაფრით გამორჩეულ გოგოს , რომ , როცა ანა სასწავლელად უცხოეთში წავიდა ,მონატრებისგან გაშმაგებულმა თორნიკემ მესამე საღამოს ოჯახის გაგიჟებული წინააღდეგობის მიუხედავად გერმანიაში ჩაფრინდა ანასთან , მხოლოდ ანასთვის, რომელსაც დიდხანს არ სწამდა ბიჭის გრძნობების. გაურკვეველი იყო მისთვის რით უნდა მოეხიბლა ყოვლად დიდებული თორნიკე. დალაგდნენ, აეწყვნენ და დაიშალდნენ. თორნიკეს ცხოვრებაში კატერინა გამოჩნდა, ოჯახის ჩარევით , თუმცა არანაკლებ მოიხიბლა თავადაც ტანწერწეტა , ქერა გოგონათი . თითქოს ყველაფერი ერთმანეთზე აეწყო ანასთან მუდმივი კამათი და კატერინას სითბო . შედგა ქორწილი , ანა გაქრა , იმპულსური ბედნიერება ნელ-ნელა დილემად გადაექცა თორნიკეს და რამდენიმე წელში მის ცხოვრებაში კვლავ ანამ გაიელვა., ერთიანად მოტეხილმა , გაცრეცილმა , ჩამქრალმა ბავშვითა და საავადმყოფოს, წამლების , ავადმყოფობის სუნით გაჟღენთილმა . ბოლო წუთებამდე მასთან დარჩა, ნანობდა ყველაფერს და ანას კალთაში თავჩარგული პატარა ბავშვივით ქვითინებდა... მტკივანი თავი მეტად ატკივდა , გული ცუდს უგრძნობდა და ბალიშიდან თავაუღებლად ტუმბოზე მიგდებულ ტელეფონს გადასწვდა და ბელას დაურეკა . არ ღებულობდა . არც უკვირს მიჩვეული იყო შვილის გულგრილობას . რამდენჯერმე კიდევ სცადა მაგრამ ისევ უშედეგოდ. ,, მერე ისევ ვცდი" თავი შეიგულიანა და სამზარეულოში ჩავიდა, სადაც ელენე დახვდა , ტელეფონიდან თავაუღებლად უპასუხა მამის სალამს და პარალელურად საუზმობა განაგრძო , კატერინაც გამოვიდა ოთახიდან ხმაზე და თორნიკეს ცივად აუარა გვერდი:
- დილა მმშვიდობისა! მაცივრიდან ლიკანი გამოიღო , უჯრიდან ნოშპა და ყვავილებიან ჭიქასთან ერთად დაუდგა წინ ქმარს და ისეთი სახით დახედა ქმარს , თითქოს წინა საღამოს გამო უბოდიშებდა.
...თუმცა მშვიდობიანი დილა დიდხანს არ გაგრძელებულა , ოთახში აქოშინებული ბიჭი სირბილით შემოვიდა და ერთიანად ოფლში გაღვითქული სულს ძლივს ითქვამდა :
-ბოსს დავიღუპეთ... ბელა, ბელა წაიყვანეს !



№1  offline წევრი Niniko11

Wow კარგი იყო მომეწონაა ასე განაგრძეე და თავები მალ-მალე დადე ხოლმე რაა plz
წარმატებები♡♡

 


ვუჰუ! წინა თავმა ფრიად ნასიამოვნები დამტოვა და დავწერე კიდეც კომენტარებში.
იმხელა დროის დაგვიანებით დადე გაგრძელება რომ დავიწყებული მქონდა თითქმის ყველა დეტალი.
სხვამხრივ ეს თავიც მომეწონა, გამართული ნაწერია და ჩამთრევი სიუჟეტი.
იმედია კვლავ აღარ დააგვიანებ და ზომასაც გაზრდი. ♡

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან მაგრად წერ.
გამართულად და ლამაზად..
მაგრამ ერთადერთი რაც ნამდვილად დასაწუნი გაქვს არის რომ თავების დადებას აგვიანებ..
ისე ძალიან კარგი ისტორიაა.
შინაარსითაც და ყველაფრით
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline წევრი anako

ძაან საინტერესო ისტორიაა ეხლა კიდევ რომ გავერკვიეტ რაღაც რაღაცეებში უფრო დამაინტერესა და ჩამითრია წარმატებებს გისურვებ მართლა კარგად წერ და იმედია ახალი თავის დადებას არ დააგვიანებ
აბა ახალ ტავს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი ჭირვეული

თავის ზომისა და დადების სიხშირის გათვალისწინებით, წლის ბოლოს დამთავრდება ეს ისტორია, სავარაუდოდ და მეც მერე წავიკითხავ, სჯობს)))

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან აგვიანებ....
სურვილს ნუ გამიქრობ კითხის გაგრძელებისას ძალიან გთხოვ..
იმედია მალე დადებ..
სხვა მხრივ ყველაფერი კარგია..

 


№7 სტუმარი კდდჯსჯ

როდის დადეებ -_-

 


№8 სტუმარი Wero

ასეთი უპასუხისმგებლო,როგორ
უნდა იყო,რომ ამდენი ადამიანი არაფრად ჩააგდო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent