შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ... (ნაწილი 4)


2-09-2019, 14:00
ავტორი natuci555
ნანახია 2 492

უკვე დიდი დრო იყო გასული რაც აკვირდებოდა ჯიბეში ხელჩაწყობილი დათა ახვლედიანისა და მის გვეედით მდგარი მამაკაცის მხიარულ საუბარს და ვერ იჯერებდა რომ ამ სასიამოვნო შესახედაობის კაცს ვინმესთვის ბოროტების გაკეთება შეეძლო. მისკენ რამოდენიმეჯერ გამოქცეული ახვლედიანის მზერა დააიგნორა, გადაღლილობა და თავის ტკივილი მოიმიზეზა და სასტუმროს ოთახში ასვლის შესახებ უფროსი გააფრთხილა. - მეჩვენება თუ თავს გარიდებს?- ინტერესით იკითხა ახვლედიანთან მოსაუბრე ლევან ბარბაქაძემ და სასტუმროსკენ მიმავალ მარიამს თვალი გააყოლა. ლევანი დათას საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი იყო. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და როდესაც უფროსი ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ დათას ქვეყანაში დაბრუნება და მამის დატოვებული საქმის გაძღოლა მოუხდა მაშინვე თავისთან იხმო ერთგული მეგობარი, რომელთან ერთადაც აგერ უკვე 5 წელია უძღვებოდა საოჯახო ბიზნესს და ისე ენდობოდა ლევანს როგორც საკუთარ თავს. - არ გეჩვენება, გამაფრთხილა ჩემგან თავი შორს დაიჭირეო - მხიარულად წარმოსთქვა დათამ და ჭიქიდან ღვინო მოსვა. - მერე რა გიხარია? რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი ყურად იღე მისი გაფრთხილება. - ეჰ ჩემო ძმაო ლევან ყველაფერი საინტერესო და სახალისო წინ გველოდება. უბრალოდ სასურველ მომენტს ველოდები და მერე ერთად მოვჯოკრავ რა.ის გამოშტერებული გაბრიაძე ისე დაკარგავს უცბად ყველაფერს თვითონაც ვერ მოვა აზრზე. - კარგი რა კიდე ვერ დაივიწყე? ცოტა მეცოდება იცი?! თან რაღა დროს ეგ ამბებია, სადაც ასეთი ლამაზი გოგოა. მგონი მაგარ შარში ხარ ძმაო. იმ გოგოთი სერიოზულად ხარ დაინტერესებული, ყველაფერი იცი მის შესახებ. რათ გინდა ასეთი თამაში მიდი და პირდაპირ უთხარი ყველაფერი. - გამრჯობა მარიამ მე დათა ვარ და მევასებითქო- შენ სულ გაუბერე ძმაო? შენი აზრით ეგრევე ყელზე ჩამომეკიდება და მეტყვის მეცო?! თან მე ხომ იცი ასეთი ადვილად შესაბმელი ქალები არ მომწონს. ეგრევე დავკრგავ ინტერესს და მაშინვე ჩაიფუშება ეს ჩემი თვეების დალაგებული გეგმა. - და გგონია რასაც გააკეთებ იმის მერე მოეწომები? ვიცი რომ შენც ეგგინდა და ეხლა მე არ დამაბოლო თუ ძმა ხარ. ყველაფერს დაივიწყებ მაგ გოგოსგან რამე ინტერესი რომ მოდიოდეს შენდამი. - მაგას არც უარვყოფ, მაგრამ თუ ჩემმა ჩაფიქრებულმა გეგმამ გაამართლა ჩემო ლევან ორ კურდღელს ერთად დავიჭერ. გაბრიაძეს კი ჩემი ფეხები დარჩება დჟე თუ უნდა ფეხებ შორის რაც მაქვს იმასაც დავუთმობ ცოტახნით - ისე მხიარულად წამოსთქვა ლევანს მის ნათქვმზე გულიანად გაეცინა. - კარგი წამო წამო საღამოსთვის მოვემზადოთ. ცოტა არ იყოს დამღალა ამ საზოგადოებამ - ხელი მეგობრულად დაჰკრა მხარზე ლევანს ახვლედიანმა და თვითონაც სასტუმროსკენ გასწია. დღემ მშვიდად ჩაიარა. აქეთ-იქით მოსიარულე დამთვალიერებლები ხან ერთ დახლთან გაჩერდებოდნენ და ხან მეორესთან და მათთვის ჩამოსხმულ სასმელს სიამოვნებით აგემოვნებდნენ. საღამო იყო თამარმა რომ ნომრის კარი შეაღო და ახალგამოღვიძებულ მარიამს მხიარულად გასძახა - ბოსმა 8-ზე სასტუმროს რესტორანში ყველაო. მოწესრიგებულები და გამოპრანჭულებიო -საყვარლად დატრიალდა კაბით ხელში თამარი სარკის წინ. მის ასეთმა ბავშურმა საქციელზე მარიამს ღიმილი მოჰგვარა. საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ გასწია თან დაამატა - ნეტავ როგორ არ ეზარებათ ამ მაღალ საზოგადოებას ყოველდღე ეს ხმურიანი საღამოები. მგონი სახლშიც სმოკინგებით დადიან ეგენი.
- რას იზავ ჩემო კარგო ძნელია მდიდართა ხვედრი - სიცილით უპასუხა თამარმა და მომზადებას შეუდგა. დარბაზის კარი, რომ გაიღო და ულამაზეს კაბაში გამოწყობილი მარიამ ნაკაშიძის დანახვისას დათა ახვლედიანს სუნთქვა შეეკრა. ეგონო გულმა რამოდენიმე დარტყმაც კი გამოტოვა. შავი, მუხლს კარგად აცდენილი, გულზე ამოჭრილი კაბა მარიამს საოცრად უხდებოდა. ახვლედიანი ფიქრობდა რომ მარიამი უხდებოდა თვითონ კაბას. სიგიჟემდე მოუნდა მიახლოებოდა და მის ლავიწის ძვალთან არასებულ პატარა ხალს,რომელიც ასე გამომწვევად უცქერდა ტუჩებით შეხებოდა. - ღმერთო რა ლამაზია- თითქმის ჩურჩულით ამოილაპარაკა. - ხოდა მოქმედებაზე გადასვლა მოგიწევს ძმაო. წეღან მოვკარი გაბრიაძისა და მისი ძმის საუბარს ყური. ასე ეუბნებოდა "პატარა ბავშვივით ვნერვიულობ დღეს მარიამს სიყვარული უნდა ავუხსაო"- უთხრა სიცილით ბარბაქაძემ მეგობარს. - მაგის გამოშტერებული დედა შე..ცი მე. მოუნდა ბიჭს სიყვარულის ქალაქი, რომანტიკა და რამე - ზიზღით გამოსცრა კბილებში დათამ - კარგი გამოწვევა მიღებულია. ბიჭები გააფრთხილე მზად იყვნენ და ჩემს ზარს დაელოდონ. ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. -კარგი. დავრეკავ ეხლავე. ძმურად ისეთი არაფერი გააკეთო რაც უკან ცუდად მოგიბრუნდება კაი?!-თითქოს შეეხვეწა ლევანი ახვლედიანს. - ჩემი საქმის მე ვიცი ლევან. ერთადერთი ვინც დაზარალდება ის გამოყ..ვებული გაბრიაძეა - გამოეპასუხა ძმაკაცს და გეზი იქითკენ აიღო სადაც მარიამ ნაკაშიძე ღვინის ბოკალით ხელში იდგა და ლოყები მციროდენი ალკოჰოლისგან საყვარლად ასწითლებოდა. - თქვენთან ცეკვა შეიძლება მშვენიერო ქალბატონო?! - ხელი გაუწოდა მარიამს იმ იმედით რომ შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდებოდა და მოთმინებით დაელოდა. პირდაღებული უყურებდა მის წინ მდგარ მომლოდინე თვალებით შემყურე ახვლედიანს მარიამი და ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა. მის ერთ ნაწილს სიგიჟემდე უნდოდა სულ წუთიერად მაინც ახვლედიანის ძლიერ მკლავებში მოქცეულიყო. ხოლო მეორე ნაწილი წინააღმდეგობას უწევდა და იქიდან გაქცევის იდეას სთავაზობდა. ბოლოს მაინც ის იფიქრა, ხომ არ ვიქაჯებო და მის ხელს თავისი ხელი შეაგება. სასიამოვნო მუსიკის ფონზე ისე ნაზად ნარნარებდა მარიამი დათას მოუნდა ეს წუთი სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
¬-მგონი შენი უფროსი სახის ახევას მიპირებს - ღიმილიანი სახით უყურებდა ახვლედიანი მარიამს თან მზერას გაბრიაძისკენ აპარებდა- ხომ ვერ მეტყვი რას მერჩის მარიამ.
-არ ვიცი რატომ დაგთანხმდით ცეკვაზე, სულაც არ მხიბლავს ის ფაქტი, რომ შეიძლება ჩემი მიზეზით შეიძლება რაიმე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი.
- მე ვიცი რატომაც დამთანხმდი, მართალია შენს თავს ხშირად ეწინააღმდგები მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მოგწონვარ და იმ შენს გამოშტერებულ უფროსს ჩემი თავი გირჩევნია. რაც არ უნდა ბევრი ლამაზი სიტყვებით და საჩუქრებით აგავსოს. აი რაც შეეხება შენი მიზეზით გაუგებრობას მინდა გითხრა, რომ რაც გარდაუვალია მაინც მოხდება ჩემო მშვენიერო, ამიტომ შენ გევალება მხოლოდ მოვლენების განვითარებას მხოლოდ თვალი ადევნო - გაუღიმა მარიამს და მისი წელისკენ ხელი მოულოდნელად გააცურა. თან უტეხად უყურებდა გიორგი გაბრიაძეს და გულში ეღიმებოდა როგორ ეჭიმებოდა მის მოქმედებაზე სხეული.
-ახლა მეორე საკითხი ჩემო მარიამ. შენთან მნიშვნელოვანი საკთხი მაქვს გასავლელი და ჩვენი ცეკვის დამთავრებიდან ზუსტად 5 წუთში უკანა გასასვლელის კიბეებთან გელოდები.
-რა ჯანდაბა ხდება მეტყვით?-ხმას აუწია ოდნავ მარიამმა და მოძრაობა შეანელა.
- მაგ კითხვის პასუხს მომავალში გაიგებ. ახლა კი ის გააკეთე რასაც გეუბნები- ძლიერად მოკუმა ტუჩები ახვლედიანმა და ხელი ცივად შეუშვა მარიამს.
-და რომ არ გავაკეთო რას იზავთ?-სიბრაზისგან სახე აჭარხლებოდა მარიამს.
-რას ვიზავ და დეტალურად მოვუყვები შენს უფროსს როგორ გაგიცანი, როგორ ვხვდებოდით ერთმანეთს მის ზურგს უკან და რამდენ ინფორმაციას მაწვდიდი ამ დროის განმავლობაში - მკაცრი სახით უთხრა ახვლედიანმა და ირონიულად ჩაიცინა.
-ღმერთო რა საშინელი ადამიანი ხართ, ასეთ რაღაცას როგორ იტყუებით ვერ ვხვდები? - უკვე ცრემელები აწვებოდა ყელში მარიამს და სადაცაა ატირდებოდა.
-გელოდები - ხელი ცივად შეუშვა დათამ მარიამს და კარისკენ წავიდა.
ერთ ადგილზე გახევებული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა. თითქოს მთელი სხეული ეწვებოდა, თავი კი ისე სტკიოდა ეგონო რომ გაუსკდებოდა. ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა. ახვლედიანის გამოხედვაზე მიხვდა რომ იმ წუთს ყველაფერზე იყო წამსვლელი. არც იმაში იყო დარწმუნებული რომ გაბრიაძე მის ნათქვამს არ დაიჯერებდა და ყველაზე უარეს ვარიანტში შესაძლოა სამსახურის გარეშეც დარჩენილიყო. დაინახა მისკენ მომავალი, უფროსი რომელსაც მთელი სხეული დასჭიმვოდა.
-მარიამ-ცივად გამოსცრა კბილებში და სახე შეეცვალა როდესაც ასეთ მდგომარეობაში დაინახა ნაკაშიძე -ხომ კარგად ხარ?
-უკაცრავად საპირფარეშოში უნდა გავიდე- გვერდი აუარა დაბნეულ გაბრიაძეს და კარებში გაუჩინარდა.
საათზე მალ-მალე იყურებოდა დათა ახვლედიანი და გულის სიღრმეში ნანობდა კიდევაც ასე რომ დაიწყო გოგოსთან ურთიერთობა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მარიამი მის ანკესზე წამოეგებოდა. სახეზე უნებურად ღიმილმა გადაურბინა კიბეებზე ჩამომავალი მარიამი რომ დაინახა.
-იცოდე თუ კიდევ გაბედავ ჩემთვის დამუქრებას... - თითი გამაფრთილებლად ასწია მარიამმა.
-ამდენი დრო არ გვაქვს ჩემო მშვენიერო - სიტყვა შეაწყვეტინა ნაკაშიძეს და სწრაფად გადაჭრა მანძილი მათ შორის. მერე უცბათ სიმძიმე იგრძნო მარიამმა, თვალები ნელ-ნელა დაეხუჭა და დათა ახვლედიანის ხელებში მიესვენა.
- დროა, გავდივართ - მობილური ტელეფონი გათიშა, ჯიბეში ჩაიცურა და ხელში ატაცებული მარიამ ნაკაშიძესთან ერთად კარებში გაუჩინარდა.



№1 სტუმარი სტუმარი ციკო

ვგიჟდებიიი დათაზეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent