მე, უშენოდ...(ნაწილი I)
შემოდგომის გვინი საღამო იყო შენობა რომ დატოვა, რომელშიც მუშობდა. უკვე შებინდებულიყო და ქუჩის განათებებიც ამაყად იწონებდნენ თავს. ფეხით გაუყვა ქუჩას სამარშუტო ტაქსის გაჩერებამდე. ჩანთაში საფულის ძებნაში გართულს არ გაუგონია როგორ გაჩერდა მის ფეხთან ტოიოტას ფირმის ჯიპი, რომლის ფანჯრიდან სიმპათიურ მამაკაცს გადმოეყო თავი და მომღიმარი სახით აკვირდებოდა თავის საქმით გართულ გოგონას. -გამარჯობა მარიამ - მიმართა უცნობმა. -ღმერთო როგორ შემაშინეთ- გულზე ხელი ძლიერად მიიჭირა მარიამმა და მამაკაცს გახედა რომლის სახეც ძალიან ეცნობოდა. -უკაცრავად ვიცნობთ ერთმანეთს- ჰკითხა ცოტა დამშვიდებულმა. - კარგი რა მარიამ თვითშეფასებას მიდაბლებ. ნუთუ ასე ადვილად დასავიწყებელი ადამიანი ვარ. არა და დარწმუნებული ვიყავი შენს პროფესიონალიზმში. მარიმ ნაკაშიძე როგორც თვითონ თვლიდა ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული გოგო იყო. სკოლაში სანიმუშოდ სწავლობდა და სწორედ მისი ბეჯითი ხასიათის წყალობით უმაღლესი განათლებაც მიიღო და ახლა მაგისტრის ხარისხის დაცვით იყო დაკავებული. უკვე 6 თვე იყო გასული რაც მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ უმსხვილეს ღვინის მწარმოებელ კომპანიაში,სადაც მისი აზრით ვერასდროს ეღირსებოდა იქ თავის შეყოფას რომ არა მისი მოძველბიჭო და ცოტა საშიში ბიძაშვილი კოტიკო,რომელიც ზოგზოგიერთ პრობლემას უგვარებდა კომპანიის დამფუძნებელს და მის ,,საქმიან" გუნდს. ბატონი გიორგი გაბრიაძე დიდი პატივისცემით ექცეოდა მარიამს და იცოდა რომ თუ რამე შეეშლებოდა კოტიკო აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს, თან მწარედ. შეამჩნია რა ბატონმა გიორგი მარიამ ნაკაშიძეს პოტენციალი მის თანაშემწედ დააწინაურა და საკმაოდ სოლიდური ხელფასიც დაუნიშნა. თავდაპირველად მარიამი ვერ ამჩნევდა უფროსის გადამეტებულ ყურდღებას , მაგრამ როცა ბატონმა გიორგიმ ერთ დღესაც საქველმოქმედო საღამოზე მის პარტნიორად დაპატიჟა მაშინ კი შემოჰკრა განგაშის ზარს ტვინმა და მიხვდა რომ უფროსი მისით დაინტერესებული იყო. უარის თქმა ვერ გაბედა რადგან უფროსმა მაშინვე დაამატა ეს სამსახურეობრივი საქმეა თორემ ისე არ შეგაწუხებდიო. მთელი საღამო გრძნობდა მარიამი გაბრიაძის გადამეტებულ მზერას,რომლეშიც იმდენი რამე იკითხებოდა ცოტა აშინებდა კიდევაც. სწორედ იმ საღამოს გაიცნო ეს მამაკაცი, რომელიც ახლა მის წინ გაჩერებულიყო ბატონი გიორგის კონკურენტი თვით დათა ახვლედიანი და ისე უღიმოდა ვერ იგებდა მარიმი უნდა შეშინებოდა თუ სასიმოვნო სიურპრიზით გაკვირვებულიყო. მას შემდეგ თითქოს შემთხვევით რამოდენიმეჯერ გადააწყდა კიდევაც მაგრამ მაშინ ამ ფაქტებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. - ბოდიში უცბად ვერ გაგიხსენეთ - დამნაშავესავით თავი ჩახარა მარიმმა და მღელვარება რომ არ დასტყობოდა ჩანთიდან ხელსახოცის პაკეტი ამოძვრინა. - ხომ არ დაგეხმარო? გაგიყვან სად მიდიხარ? - შესთავაზა ახვლედინმა რაზეც მარიამი უარესად დაიძაბა. სულაც არ აწყობდა ახლა სამსახურთან ასე ახლოს მყოფს თვალი მის რომელიმე ჭორიკანა თანამშრომელს მოეკრა, რომელიც უსათუოდ მიუტანდა თავის გრძელ ენას მის უფროსს და შეიძლება გაბრიაძისგან სერიოზული საყვედურიც კი მიეღო, რადგან მარიამისთვის უცნობი მიზეზის გამო ბატონი გიორგი საშინლად ვერ იტანდა ახვლედიანს და შეიძლება ითქვას ეზიზღებოდა კიდეც. - არა მადლობა-ერთი ნაბიჯით უკან დაიხია მარიამმა - აქვე ახლოს სამარშუტო ტაქსების გაჩერეება და იქიდან წავალ. - კარგი რა მარიამ არ მაფიქრებინო რომ ჩემი გეშინია თან ნახე როგორ შეგცივდა?! ცხვირი სულ წითელი გაქვს. დაბნეული მარიამი აქეთ-იქით იყურებოდა თითქოს მშველელს ეძებდა რომელიც არსად არ ჩანდა. -არ მინდა შეგაწუხოთ მე ძალიან შორს ვცხოვრობ თან ჩვენ ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ. - მოდი, მოდი არ შემაწუხებ. თან გაცნობას წინ რა უდგას გზაში გავიცნობთ ერთმანეთს- ძრავა აამუშავა და ინტერესით გახედა მარიამს-შორს სად ზესტაფონში? მარიამს გულიანად გაეცინა მის ხუმრობაზე და თვითონაც ხუმრობით მიუგო- არა ხაშურამდე ჩამოვალ. წამში მოთავსდა ახვლედიანის მანქანაში, ღვედი გადაიჭირა და მისი მისამართი უკარნახა. დათა ახვლედიანი ახალგზრდა ბიზნესმენი გახლდათ. ლონდონში სასწავლებლად წასულ დათას დროზე ადრე მოუხდა სამშობლოში დაბრუნება მამის ავთანდილ ახვლედიანის გარდაცვალების გამო, რომლის ერთადერთი მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელიც თვითონ იყო და ისე სწრაფად მოუხდა იმ ორომტრიალში ჩართვა თვითონაც რომ ვერ მოასწრო გააზრება. ნიჭიერმა ახვლედიანმა ადვილად აუღო ალღო მამის წამოწყებულ ბიზნესს და ახლა ქვეყანაში მისი კომპანია ერთ-ერთ წამყვან ადგილზე იყო გაყიდვების რიგებში. მისი და გიორგი გაბრიაძის ფარული მტრობა კი უკვე იმ ზღვარამდე იყო მისული,რომ ვერანაირი ძალა ვერ დააწყნარებდა ამ არეულ სიტუაციას. იცოდა ეს მარიამ ნაკაშიძემ და ვერ ხვდებოდა რას ემსახურებოდა ბატონი ახვლედიანის ასეთი უცაბედი გამოჩენა და რას აკეთებდა ახლა მის თბილ მანქანაში, რომელშიც სასიამოვნო მუსიკა ჰანგებად იღვრებოდა და ირგვლივ რომანტიულ განწყობას ქმნიდა. - ჩემგან რა გინდათ ბატონო დავით- პირდაპირ საქმეზე გადავიდა მარიამი. - ვაა შენ რა მოუთმენელი ყოფილხარ ტო- ირონიულად ჩაეცინა ახვლედიანს. - ძალიან გთხოვთ ყველანაირი ცინიზმისა და ირონიის გარეშე მიპასუხეთ თუ შეიძლება, ჩემი ლამაზი თვალების გამო რომ არ გამომეცხდეთ მეც ძალიან კარგად ვხვდები. თქვენი ვიზიტი რაღაცას სხვას ემსახურება ხომ ასეა? - ძალიან დიდი წარმოდგენის ყოფილხარ შენს თავზე ჩემო მარიამ, თუმცა უნდა ვაღიარო თვალები მართლაც ლამაზი გაქვს- თვალი ჩაუკრა ახვლედიანმა. "ჩემოს" ხსენებაზე მარიამს გული უცნაურად შეუფართხალდა. ეცადა ეს უცაბედად მოწოლილი ემოცია დაეიგნორებინა და სწრფად გამოეპასუხა -კარგად ვიცი რა მაქვს ლამაზი და რა არა, თუ შეიძლება საქმეზე გადადით ან აქვე გამიჩერეთ სადმე. - მოიცა ტო აქ ხომ არ ჩახტები შუა გზაში. რა იყო არ შეგჭამ ცოტა გავისაუბროთ და მივალთ კიდევაც შენს სახლამდე თან ერთი მეტად საინტერესო კითხვა მაქვს შენთან. - ის გაბრიაძე გევასება?-სიგარეტს მოუკიდა ახვლედიანმა და ინტერესით გახედა მარიამს, რომელსაც მოულოდნელი კითხვისა თუ მანქანაში დატრიალებული სიგარეტის სურნელის გამო ისეთი ხველა აუტყდა სანამ ახვლედიანმა ხელი ზურგზე ხელი არ დაარტყა იქამდე არ გაუარა. - რა უტაქტო ხართ , ან ეს რა მიმართვაა - გაეპასუხა ძლივს დაწყნარებულმა და დაიფიცებდა რომ ახლა რამე ბლაგვი საგანი რომ ჰქონოდა დიდი სიამოვნებით უთავაზებდა თავში ახვლედიანს. - ანუ რაღაც გრძნობები გაქვს ასე რომ გაბრაზდი, მაგრამ არ გამოვა ეგ საქმე ჩემო მარიამო, შენთან დაკავშირებით მე უფრო შორს მიმავლი გეგმები მაქვს ვიდრე იმ გამოშტერებული გაბრიაძის ცოლობაა. მარიამს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამ თავხედი კაცის საუბარი. ან რა კითხვები აწუხებდა ან რა აზრები. საკუთარ თავს ლანძღვდა გულში ასე დაუფიქრებლად რომ ჩაუჯდა მანქანაში და ახლა მისი ცინიკური საუბრის ატანა უწევდა. ბოლოს თითქოს ძალა მოიკრიბა და მთელი სიმტკიცით გამოსცრა კბილებში- თუ შეიძლება აქ და ახლავე გამიჩერეთ და მეორედ არ გაბედოთ მსგავსი კითხვებით ჩემს სიახლოვეს მოსვლა. ძალიან დამავალებთ თუ ჩემს არსებობას დაივიწყებთ. გაღიმებულმა ახვლედიანმა მუხრუჭს მთელი ძალით დააჭირა ფეხი და მარიამს მიუბრუნდა. - ძალიან გვიანია მაგისთვის ჩემო მარიამ, ძალიამ გვიანი. თითქმის მოვედით მიდი გაიქეცი - მისკენ გადაიხარა და ღვედი ისე შეუხსნა მარიამისათვის მზერა არ მოუშორებია. -იმედია ვეღარასოდეს შევხვდებით- ჩურჩულით ამოილაპარაკა დბნეულმა ნაკაშიძემ და მანქანიდან გადახტა. -შენს ადგილზე მაგის იმედი არ მექნებოდა ჩემო მშვენიერო, შეხვედრამდე- ხელი დაუქნია დათამ და ავტომობოლი ადგილიდან ნელი სვლით დაძრა. მიდიოდა მარიამი ნელი ნაბიჯებით სახლისკენ მიმავალ გზაზე და სრული სიზუსტით აწყობდა გონებაში ცოტა ხნის წინ გადამხდარ ამბავს. ღმერთს მადლობას უხდიდა რომ ამ დღემ მშვიდობით ჩაიარა და ნატრობდა რომ კიდევ რაიმე უბედურებას არ გადაყროდა დათა ახვლედიანის სახით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.