თამაში როგორც ხელოვნება ტომი 3 (თავი მესამე,თავი მეოთხე))
- იაჰია,რომ მცოდნოდა ამდენი საქმე მექნებოდა არასდროს გავწევრიანდებოდი ალტრუისტებში- ბუზღუნებდა თავისთვის ნაკამურა - უბრალოდ დაფიქრდი იმაზე რასაც აკეთებ ნაკამურა და გაიაზრე შენს,თითოეულ ქმედებას რა შედეგი მოჰყვება,გაიხსენე რამდენ ადამიანს ეხმარები თითოეული ქმედებით და აღარასდროს იფიქრებ ეგრე- დაამშვიდა იაჰიამ და ისე,რომ ქაღალდებისგან თავი არ აუწევია. - ეგ ვიცი,უბრალოდ ძალიან ვიღლები,ოჯახთან დროს თითქმის ვეღარც ვატარებ,თუმცა მართალი ხარ. ქუჩაში,როცა ხალხი მცნობს და მესალმება,მადლობას მიხდის და მეუბნებიან,რომ მადლიერნი არიან ეს ყველა დაღლილობას მავიწყებს- ამოიხვნეშა ნაკამურამ. ნაკამურა ჩია ტანის კაცია. შუა ხნის ასაკს კარგა ხნის წინ გადააბიჯა,თავზე თმა სულ გაუთეთრდა,თვითონ კი ამბობს შევერცხლილი მაქვსო,თუმცა ნამდვილად თეთრია,თვალებზე სათვალეები მოერგო და ახლა ოთხი თვალით მუშაობს. იაჰიაც დაახლოებით ნაკამურას ასაკის არის. საშუალო სიმაღლის,მელოტი კაცია.ალტრუისტებში შექმნის დღიდან იმყოფება,ოჯახი არ ყავს,როგორც ამბობს ერთადერთი ოჯახი ალტრუისტებია.მთელი თავისი ცხოვრება კვლევებს მიუძღვნა,პირადი ცხოვრება თითქმის არც ქონია. სებასტიანის ახლო მეგობარიც არის და ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ალტრუისტია. კრიზისის პერიოდში,მისმა ნაშრომებმა დიდი დახმარება გაუწია მოსახლეობას,ასევე დიდი ქველმოქმედი ადამიანიც არის. თავისი წიგნი მილიონიანი ტირაჟით უფასოდ გადასცა ადამიანებს,იმედგაცრუებული კი იყო,ყველას,რომ არ ერგო,თუმცა როგორც თვითონ ამბობდა ადამიანები ერთმანეთს თავად გადასცემენ,თუ საჭიროდ ჩათვლიანო,ამიტომ ამაზე დიდად არ ღელავდა. ოთახში მაღალი,გამხდარი მამაკაცი შემოვიდა. ეს ვახტანგია. ორმოცწლამდე ასაკის კაცი. ალტრუისტებში ახალია,თუმცა ძალიან მონდომებული და გაბრაზებული. მისი ოჯახი დიდ ომს ემსხვერპლა,მას შემდეგ მარტოა. სანამ სებასტიანს შეხვდებოდა სამყაროზე გაბრაზებული იყო. გვახსოვს საპროტესტო მოძრაობების დროს ყოველთვის წინა რიგებში იდგა და ყველაზე ხმამაღლა სკანდირებდა. რაღაც დაჯგუფების წევრიც იყო, შავი არწივები თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა. დაჯგუფების წევრები მეოთხე კვირას დაიჭირეს,მხოლოდ ვახტანგი გადაურჩა დაჭერას,შემდეგ კი ცხოვრებაზე ხელ ჩაქნეული სებასტიანს შეხვდა და აქედან დაიწყო მისი გარდაქმნები. ცხოვრებისკენ შემოტრიალდა,ადამიანების სიყვარული დაიწყო,მას შემდეგ რაც დაინახა თუ როგორ უანგაროდ,უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ ალტრუისტები ადამიანებს,არადა თავდაპირველად მთელი ეს ამბავი ყველაზე დიდი ფარსი ეგონა. ვერ გაამტყუნებ, ყველას ასე ეგონა.ალტრუიზმი,იმ ეპოქაში?ეს ხომ წარმოუდგენელია. ვახტანგი ნაკამურას მიუტრიალდა და ჰკითხა თუ როგორ მიდიოდა საქმეები. ნაკამურა დაზიანებული სამხრეთ აღმოსავლეთის აღდგენაზე მუშაობდა,იაჰიაც დახმარებას უწევდა მას,ვახტანგს კი პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა უშუალოდ ჩართულ მხარეებთან. - საქმე კარგად მიდის. ცოტა გადავიღალე,მაგრამ ყველაფერს მოვასწრებ. ცოტაოდენ კოფეინს მივიღებ და უფრო ენერგიულად შევუდგები მუშაობას-უპასუხა ნაკამურამ - ძალიან არ გადაიღალო,ეს პირიქით გავნებს. - თქვა ვახტანგმა და განაგრძო - მოდი ასე მოვიქცეთ,წადი შენ ცოტა დაისვენე,გამოიძინე,შენს საქმეს მე გავაგრძელებ. შემდეგ დაბრუნდი და განვაგრძოთ მუშაობა - არა ვახტანგ,ასე არ გამოვა. ჩემს საქმეს მე უნდა მივხედო- დაიმორცხვა ნაკამურამ - დამშვიდდი მეგობარო-მხარზე ხელი დაადო ვახტანგმა - წადი,წადი დაისვენე. ყველაფერს მე მივხედავ - უთხრა მომღიმარი სახით ვახტანგმა. ნაკამურას არ უნდოდა წასვლა,წასვლა კი უნდოდა,უბრალოდ ასე არ უნდოდა წასულიყო,მაგრამ იაჰიამაც იგივე დაუდასტურა და შემდგომ დაყაბულდა. - იაჰია,დემიენისგან არაფერი ისმის? - კითხა ვახტანგმა იაჰიას. ვახტანგი მეგობრობდა დემიენთან,უფროსი ძმასავით იყო. დემიენის წასვლამ გული ძალიან დაწყვიტა,მას შემდეგ ცდილობდა მოეძებნა,მიუხედავად იმისა,რომ სებასტიანმა სთხოვა ეს არ გაეკეთებინა.როგორც ჩანს სებასტიანს ესმოდა დემიენის გრძნობების და გაგებით მოეკიდა მას. - მაპატიე ვახტანგ კონტაქტზე არ გამოსულა. სებასტიანმა ხომ გთხოვა შეშვებოდი ამას.დემიენს დრო სჭირდება,უბრალოდ მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად იმოქმედოს. - მართალიხარ,უბრალოდ რაღაცნაირად მაკლია,მომღიმარი ტვინიკოსი-გაეცინა ვახტანგს. - მესმის.ის ჩვენ ყველას გვაკლია. * როზალი წითური,ცისფერთვალება გოგონაა.ღია კანის ფერი და ჭორფლები თვალის მიდამოებში. პატარა,მოცუცქნული,იდეალური სისწორის ცხვირი და მუქი ვარდისფერი ტუჩები აქვს. სიმაღლით 1,70 მდე იქნება. იდეალური ფიგურის გოგოა.სამხრეთში ყველა ბიჭი მასზე გიჟდებოდა,სამხრეთისთვის ეგზოტიკური გარეგნობა ქონდა,ამიტომ უფრო სასურველი ჩანდა. თვითონ ინტერესს არავის მიმართ არ იჩენდა,მხოლოდ დემიენთან მეგობრობდა. ის და დემიენი განუყრელი მეგობრები იყვნენ,სანამ სწავლა არ გადაწყვიტეს.როზალი დასავლეთით წავიდა. მისი ბიძა სტიურტი იქ ელოდებოდა. სინამდვილეში როზალისთვის დასავლეთი უბრალო მიზეზი იყო დემიენისგან გასაქცევად. როზალიც დემიენთან ერთად აპირებდა ჩრდილოეთით წასვლას,თუმცა იმ ინციდენტის შემდეგ სასტუმროში,როზალიმაც ნათლად იგრძნო,რომ დემიენს ის არ უნდოდა.მასთან ყოფნა არ მოსწონდა და უნდა გასცლოდა. ამიტომ გზას დასავლეთისკენ,ძია სტიუარტთან დაადგა. დემიენიც და როზალის ზედმეტად მფლანგველები იყვნენ,ის ფული რაც წამოიღეს ერთად ყოფნის პერიოდში თითქმის სრულიად დახარჯეს. დემიენის მსგავსად არც მას ქონდა მგზავრობის ფული. დანიშნულების ადგილამდე კი ძალიან შორი იყო.როგორც ჩანს ახალგაზრდებისთვის ავტოსტოპი მშობლიურ საშვალებად გადაიქცა. გოგოსთვის ავტოსტოპით მგზავრობა გაცილებით რთულია,ვიდრე ბიჭისთვის,ეს როზალიმაც კარგად იცოდა,ამიტომ ძალიან ფრთხილობდა. პირველი ორი მანქანა,რომელმაც გააჩერა თავიდან მოიცილა.ერთის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო,რომელიც მადიანად შესცქეროდა ულამაზეს როზალის,მეორესი კი შუა ხნის კაცი,რომელიც როზალის მკერდს თვალს არ აშორებდა. შემდეგ ჯერზე მანქანა ოჯახმა გაუჩერა,როზალიც მათ გაყვათ,თუმცა მათი გზები იყოფოდა,ამიტომ როზალის კიდევ ახალი მანქანა სჭირდებოდა. რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარა,შემდეგ კი გადაწყვიტა რამეს გაყოლოდა,რომ გზაში არ შემოღამებოდა. დანიშნულების ადგილამდე კიდევ ოთხი მანქანა გამოიცვალა,საბედნიეროდ გზა მშვიდობიანი აღმოჩნდა. ძია სტიუარტმა როდესაც გაიგო,რომ როზალი ავტოსტოპით მგზავრობდა ძალიან გაბრაზდა. გაბრაზებული ეუბნებოდა - რატომ არ დამირეკე?რატომ არ მითხარი თუ ფული გჭირდებოდა ? როზალი ამშვიდებდა და ეუბნებოდა,რომ საშიში არაფერი იყო,თუმცა კარგად იცოდა თუ როგორ ნერვიულობდა მგზავრობის დროს. სტიუარტს როზალი პატარაობის შემდეგ ნანახი არ ყავდა. ერთობ გააკვირვა როზალის გადაწყვეტილებამ სტიუართან წასულიყო და თან გაახარა. როზალი ყოველთვის ძალიან უყვარდა,მას შვილი არ ყავდა და როზალის სწორედ ისე ექცეოდა,როგორც მის შვილს,თუმცა სამსახურმა დიდი ხნის წინ დააშორა როზალის და ელისონს. როზალის მამა ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა,შემდეგ დედასთან იზრდებოდა.სტიუარტი ამის გამო კიდევ უფრო მეტად ივალდებულებდა თავს როზალის და ელისონის წინაშე. - ღმერთო ჩემო როზალი როგორ გალამაზებულხარ,ისეთი გაბრაზებული ვიყავი შენზე არც კი შემომიხედავს ნორმალურად- დაასრულა და გაეცინა სტიუარტს,შემდეგ მის გვერდით მდგომი ქალი,ქერა თმიანი,საშუალო ტანის,ლამაზი ქალი წარუდგინა - ეს ჩემი საცოლეა ტანია,ეს კი როზალია ჩემი ძმისშვილი ტანია-გააცნო ერთმანეთი სტიაურტმა. გოგონებმა მხიარულად წარმოთქვეს,რომ სასიამოვნოა.სტიაურტმა გოგონებს ხელი გადახვია და მანქანისკენ წაიყვანა.გზადაგზა როზალის ათასგვარ კითხვებს უსვამდა. სტიუარტს ძალიან მყუდრო,კომფორტული სახლი ქონდა.ძალიან დიდი არ იყო,თუმცა იმდენად სიმშვიდე იყო სახლში,რომ ეს სულ არ ადარდებდა.ადგილიც შესანიშნავი იყო,ქალაქის გარეუბანში. პატარა კვარტალში,მშვიდი სამეზობლოთი. სტიუარტს სახლის ეზოში პატარა ბაღიც ქონდა მოწყობილი, ბევრი სახეობის ყვავილებით. განსაკუთრებით ჰორტენზიებს შეამჩნევდით,ეს როზალის საყვარელი ყვავილები იყო ბავშვობიდან. სტიუარტს კარგად ახსოვდა ეს ფაქტიც,ახსოვდა პატარაობაში რა სათამაშოც არ უნდა მიეცა როზალისთვის არ აინტერესებდა,მაგრამ თუ ჰორტენზიებს მიუტანდი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო და რადგანაც ამის გაკეთება ხშირად უწევდა,ჰორტენზიებიც იმდენად მშობლიური გახდა,რომ საკუთარ ბაღშიც კი იქონია. როზალის ჰორტენზიების დანახვაზე სახე გაუბრწყინდა,ბიძია სტიუარტს შეახტა ჩასახუტებლად,შემდეგ ჰორტენზიებთან მიირბინა და ფერება დაუწყო,თან ყოველ ორ სიტყვაში აღნიშნავდა,თუ რაოდენ ლამაზები იყვნენ. ტანია და სტიუარტი მომღიმარი შეჰყურებდნენ როზალის ის კი აგრძელებდა ყვავილებით ტკბობას. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც როზალი სტიუართან ჩავიდა. ძირითადად სახლში იჯდა,მუსიკას უსმენდა და წიგნებს კითხულობდა. საღამოობით სტიუარტთან და ტანიასთან ერთად ქალაქში გადიოდნენ,კალმარს მიირთმევდნენ,კინოში ან თეატრში დადიოდნენ და ა.შ. განსაკუთრებული არაფერი. თავად როზალის არაფერი გაუკეთებია,არც არავის გამოლაპარაკებია დიდად ამ ქალაქში სტიუარტისა და ტანიას გარდა,თუმცა სტიაურტის სახლთან ახალგაზრდა ბიჭები ძალიან მომრავლდნენ ამ ბოლო დროს. სტიუარტი ამ თემაზე რამდენჯერაც როზალის დაელაპარაკებოდა,ის მუდამ პასუხობდა,რომ მისთვის სულ-ერთი იყო და მხოლოდ სწავლაზე იყო კონცენტრირებული ახლა. თავისთავთან როცა რჩებოდა,ძველ დღიურს კითხულობდა და იხსენებდა დემიენთან გატარებულ დროს.დროდადრო თმებს იქაჩავდა და ნერვიულად აბაკუნებდა ფეხებს, თავის თავს უმეორებდა,თუ როგორი იდიოტი იყო და როგორ ვერ მიხვდა ადრევე დემიენის გრძნობებს ან ის რა იდიოტი იყო,რომ არაფერს არ ეუბნებოდა. შემდეგ ახსენდებოდა დემიენის იმედგაცრუებული,ტკივილნარევი სახე ბოლო შეხვედრის დროს და სიბრაზე იპყრობდა. დროდადრო ტელეფონს აიღებდა,დემიენის ნომერს აკრეფდა და ასე საათობით ეჭირა ხელში ტელეფონი და უყურებდა ნომერს. დარეკვას ვერ ბედავდა,ან უბრალოდ გაბრაზებული იყო და არ უნდოდა. ეშმაკის და ანგელოზის ბრძოლა მიმდინარეობდა,როზალის თავში ყოველი ასეთი მოქმედების დროს.ბოლოს ამოიხვნეშებდა,ტელეფონს კუთხეში მიაგდებდა ბალიშში თავს რგავდა. ენატრებოდა! ძალიან ენატრებოდა დემიენი,მაგრამ სიამაყე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მგონი შეუყვარდა კიდეც. ასეა, ყოველთვის დაკარგვის შემდეგ ვაფასებთ,ყველაზე ღირებულს. * თვალები ნახევრად გავახილე,სინათლემ შემაწუხა.შემდეგ მარტო ცალი თვალი გავახილე,ნელნელა მეორეც. თვალი ოთახს მომავლე,საშინლად გამოიყურებოდა. ბოთლები სავარძელზე, ტანსაცმელი აქეთ-იქით მიმოფანტული,მიმოფანტული სიგარეტის კოლოფები. საწოლში გვერდზე სრულიად შიშველი ანა მეწვა.თავი საშინლად მტკიოდა,მძინარე ანას ვაკოცე და ფეხზე ავდექი.ხალათი მოვიცვი და აბაზანას მივაშურე. ძალიან უცნაური სამეგობრო ვიყავით. ამ ორი თვის მანძილზე ყოველ ღამე ერთმანეთთან სექსი გვქონდა,ხან ვინ იწვა ჩემს გვერდით ხან ვინ. პრინციპში ტომის გარდა ყველა,ამის გაფიქრებაზე გულიანად გამეცინა,ტომი კი როგორც ჩანს ცოტა იმედგაცრუებული იყო,მობეზრდა მხოლოდ გოგოები,ამაზე კიდევ გამეცინა. შხაპმა ცოტა გამომაფხიზლა,თავი საშინლად მტკიოდა.ყოველ ღამე გულისრევა მქონდა,სასმლისგან,სექსისგან,ყველაფრისგან. ეს ყველაფერი უკვე მაწუხებდა. სამივე გოგო ულამაზესი იყო,თუმცა სექსისგან სიამოვნებას მაინც ვერ ვიღებდი და ეს მაღიზიანებდა,თუმცა მაინც ვაგრძელებდი. თვალწინ მედგა როზალის სახე გამომშვიდობების დროს,მაშინ დავინახე,რომ იგრძნო და წაიკითხა ჩემს სახეზე,რომ იმედგაცრუებული ვიყავი,უბრალოდ ვერ გავბედე ახსნა,რომ ის არაფერ შუაში იყო და ყველაფერი ჩემი და წყეული სუზანის ბრალი იყო. როგორც ჩანს ანასაც გაღვიძებოდა.შიშველი აბაზანაში შემოვიდა,კაბინის კარი გაწია და შიგნით შემოვიდა. ტუჩებზე მომვარდა და ალერსი დამიწყო. უარი არ მითქვამს,მაგრამ სიამოვნება მაინც არ მიგვრძვნია. შხაპის შემდეგ ტანსაცმელი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. გოგონები უკვე ამდგარიყვნენ და საუზმობდნენ.მაგიდას მივუჯექი. ნატალი ანტიკური ეპოქის ისტორიის მასწავლებელთან სექსის დეტალებს განიხილავდა აიკოსთან.აიკოც მონუსხული უსმენდა და დროდადრო წამოიყვირებდა ,,არ არსებობს“. ტომის მოსვლამ თემა შეგვაცვლევინა. გათიშული,წაშლილი სახე ქონდა,თმები ყალყზე ქონდა დამდგარი.აიკომ სიცილი ატეხა და ყველა შევუერთდით,ტომმა ,,მე თქვენ გაჩვენებთ სეირს“ სახე მიიღო და უხმოდ დაჯდა მაგიდასთან.მოგვიანებით ანაც შემოგვიერთდა. - და დღეს რა ვაკეთოთ-იკითხა ანამ. ცოტა არ იყოს მოვიწყინე,წამოდით სადმე წავიდეთ არ გინდათ?აქ ლამაზი ადგილებია. ჰეი ტომ გახსოვს შარშან,რომ ვიყავით?იქ წავიდეთ არ გინდა? - ჰო წავიდეთ-ძლივს ამოღერღა ტომმა-ძალიან წაშლილი სახე ქონდა. - როგორც ჩანს ორს ვერ უძლებს ტომი- ვთქვი და ყველას სიცილი აგვიტყდა - ჰაჰაჰა. ძალიან სასაცილოა-უჟმურად წარმოთქვა ტომმა. - კარგი გამოფხიზლდი - მხიარულად წამოიძახა ანამ. კალთაში გადაუჯდა და კოცნა დაუწყო. ამან მგონი ცოტა გამოაფხიზლა. ხელები მოჰხვია და ტანზე მიიკრა ტომმა. - ჭამის დროსაც. უკვე მაღიზიანებთ - გაიცინა ნატალიმ. - აბა სად მივდივართ?- საუბარში აიკოც ჩაირთო. - აჯობებს თავად ნახოთ. დამიჯერე მოგეწონებათ-უბრალოდ თავი მოატრიალა ანამ,მიაძახა და საქმე გააგრძელა. შემდეგ თავის სკამს დაუბრუნდა. თან საყვარლად გვიღიმოდა ყველას და ტუჩებს ილოკავდა. ღმერთო ეს ბავშვები ჭკუიდან შემშლიან-ვფიქრობდი ჩემთვის. დაახლოებით საათნახევარში ყველანი მოვემზადეთ. ორ მანქანაში გადავნაწილდით,მე ანა და ნატალი ანას მანქანაში აღმოვჩნდით. ტომი და აიკო,ტომის მანქანით წავიდნენ. ჯერ ბარში შევიარეთ და სასმელი ვიყიდეთ,შემდეგ კი გზას დავადექით. მთელი გზა ნატალი ვიდეოების გადაღებით იყო დაკავებული. ყველაფერს უღებდა,გზას,ანას,მე,ფანჯრიდან ბუნებას. თავის თავს სიმღერის დროს,მოკლედ ყველაფერს. გზა საკმაოდ დიდი და დამღლელი იყო,თუმცა გოგონების პოზიტივის წყალობით დაღლილობა თითქმის ვერ ვიგრძენი. მუსიკის ხმაზე ანა თავს ვერ იკავებდა და ცეკვას იწყებდა,საჭეს ხელი ოთხჯერ გაუშვა და ცოტა შემაშინა და ვთხოვე საჭესთან მე დავესვი და თვითონ რამდენიც უნდოდა იმდენი ეცეკვა,ამან მგონი ძალიანაც გაახარა, ადგილი გამიცვალა,ის და ნატალი ამის მერე მთელი გზა არ გაჩერებულან,ცეკვავდნენ,მღეროდნენ.მათი პოზიტივი მეც მედებოდა,დროდადრო მეც ავყვებოდი სიმღერაში ჩემი ვირის ხმით და გოგონებს კიდევ უფრო მეტ სიცილის მიზეზს ვაძლევდი. როგორც იქნა მივაღწიეთ. ტომის მანქანა გაჩერდა. ჩვენს გავჩერდით და მანქანიდან გადმოვედით. - ჰეი ბავშვებო,აქედან ფეხით მივდივართ-დაგვიძახა ტომმა. ფეხით სიარული ძალიან მიყვარდა,ამიტომ სიხარულით გავვარდი,თან ბუნებაში ფეხით სიარული უფრო მეტად სასიამოვნოა. პატარა ბილიკს გავუყევით.ანა და ნატალი სიმღერას აგრძელებდნენ,აიკო ცოტა გაიბუტა ეს სიმღერა არ ვიციო,მაგრამ მეოთხე ცადე ტექსტი ისწავლა და ისიც შეუერთდა ვოკალისტებს.ნატალი და აიკო წინ წავიდნენ,ანა ნელა მიდიოდა,როცა დავეწიე საუბარი წამოიწღო - ჰეი დემ,შეიძლება რაღაც გითხრა? - ცოტა მორცხვი და ცნობისმოყვარე ხმით იკითხა ანამ - კი რათქმაუნდა - ვუპასუხე და ყურები დავცქვიტე - როზალი ვინ არის ? - თვალი თვალში გამიყარა ანამ,ცოტა შემაწუხა მისმა გამოხედვამ და თავი დავხარე - და შენ საიდან იცი ეს სახელი ?- მართლა გამაკვირვა,როზალი არასდროს მიხსენებია მასთან. პრინციპში წარსულზე არც ბევრს არაფერს არ ვყვებოდი - გუშინ ძილში რამდენჯერმე დაიძახე - გამომწვევად გამომხედა ანამ - შენ რა ეჭვიანობ ?- ხუმრობა ვცადე,მაგრამ თავში წამორტყმაც დავიმსახურე - იდიოტო - გაეცინა ანას - კარგი მიპასუხე - ჩემი ბავშვობის მეგობარია. მეტი არაფერი - დარწმუნებულიხარ ? - კვლავ გამომწვევად მკითხა ანამ - კი დარწმუნებულივარ - ღიმილით ვუპასუხე ანას - მაშინნნ. მე ფეხები მეტკინა - გაიცინა ანამ და ზურგზე შემომახტა - ანა კი მსუბუქი იყო,მაგრამ ისედაც ბევრი მომქონდა და ჩამოგდება გადავწყვიტე,მგონი ამან ცოტაა გააბრაზა,მაგრამ მისი გაბრაზება ვის გაუგია ენა გამომიყო,გაიცინა და წინ გავარდა. ცოტა ხანში გავჩერდით,რამდენიმე ბუჩქის ქვეშ კიდევ გავძვერით,აიკოს ხელში ეკალი შეესო და ბოლო ხმაზე ბუზღუნებდა და ანას და ტომს ლანძღავდა. როგორც იქნა მივედით დათქმულ ადგილს. იქაურობა ძალიან ლამაზი იყო. მწვანე კორომში ჩაფლული ბუნება, მარჯვნივ ჩანჩქერი ჩამოედინებოდა,წყალი იმდენად ლამაზ ფერს იღებდა,რომ დიდხანს თვალს ვერ ვწყვეტდი. ლურჯის და მწვანის შეფერილობა ქონდა ერთდროულად,ძალიან ლამაზ ფერს იღებდა,არ ვიცი ამ ფერს რა ქვია. ნატალი ჩემზე მეტად აღტაცებული ჩანდა,აქეთ იქით დარბოდა და ყველგან სურათებს იღებდა,აიკოც მას გაეკიდა,მასაც მოუნდა სურათები. ტომმა დამიძახა და მასთან მისვლა მთხოვა,რამდენიმე ნაბიჯში პატარა მინდორში გამოვედით. აქვე ახლოს ქვები იყო წრიულად დალაგებული კოცონისთვის,გვერდზე პატარა ხის სახლიც იდგა,ტომმა სიამაყით აღნიშნა,რომ ეს მისი გაკეთებული იყო,კარვებიც გავშალეთ.გოგონებიც მოგვიახლოვდნენ ამასობაში. ნატალიმ უკმაყოფილოდ მოავლო თვალი აქაურობას და ჩაიბურდღუნა - აქ უნდა დავიძინოთ ? ან დათვები შეგვჭამენ ან მგლები - გაბუტული სახე მიიღო ნატალიმ - დამშვიდდი,არც მგლები და არც დათვები აქ არ არიან-დაამშვიდა და გულში ჩაიკრა ტომმა. - ახლა კი ყველაა წყალში იყვირა ანამ და გახდა დაიწყო,ყველამ მას მივბაძეთ. ტომი მაღლა ავიდა,ძალიან დიდი ეგო ქონდა წყალში პირდაპირ ვერ შევიდოდა,ყურადღება უნდა მიეპყრო და მაღლიდან გადმოხტომა გადაწყვიტა. ჯერ გოგონები შეუშვა და შეამოწმებინა წყალი იყო თუ არა იმდენად ღრმა,რომ გადმოხტომა შესძლებოდა. გოგონებმა დაუდასტურეს,რომ საკმარისად ღრმა იყო და ამიტომ სიხარულით გავარდა ზემოთ,თან მე მიძახდა დემ წამოდი შენც,ერთად გადმოვხტეტო. სიმართლე ითქვას დიდად ექსტრემის მოყვარული არ ვარ,თუმცა ამ ბოლო დროს ყველაფერს იმას ვაკეთებ რისი მოყვარულიც არ ვარ ამიტომ მეც გავყევი. ტომს არ კი გადაუხედავს ეგრევე გადახტა,როგორც შემდეგ ახსნა ასე უფრო ნაკლებად შეაშინებდა სიმაღლე,თუმცა ჰაერში ყოფნისას ერთი კარგად კი დაიკივლა ამის დედაცო. მე ცოტა ფიქრი დრო დამჭირდა,ტომისავით ეგრევე არ გადავმხტარვარ და სიმაღლემ ცოტა შემაშინა,საბოლოოდ მოვიკრიბე გამბედაობა და წყალში გადავხტი. გამოგიტყდებით და მომეწონა. ჰაერში შიში ვიგრძენი,ძალიან დიდი შიში,მეშინოდა გული არ გამსკდომოდა,მაგრამ როცა წყალში ჩავედი და უკან ამოვედი რაღაცნაირად კმაყოფილება ვიგრძენი,შიშის შეგრძნებაც მომეწონა,ტომი მიმიხვდა ჩემს შეგრძნებებს და თვალი ჩამიკრა. აიკომაც გადაწყვიტა გადმომხტარიყო,ზევით ავარდა და ტომის მსგავსად ეგრევე გადმოხტა. წყლიდან ანერვიულებული ამოვიდა და ნერვიულად მოთქვამდა ჯანდაბა ჯანდაბა,ჯანდაბაო. მგონი შეეშინდა,მაგრამ ისიც როცა დარწუნდა,რომ უკვე ყველაფერი მორჩა ღიმილი მოეფინა სახეზე. საბოლოოდ გადმოხტომა ყველამ მოვახერხეთ,ზოგი რამდენჯერმე გადმოვხტით,წყალი ძალიან მოგვწონდა;გარდა იმისა,რომ ძალიან ლამაზი შეფერილობა ქონდა,ასევე ძალიან თბილი და სასიამოვნო იყო. წყალში დიდხანს გავჩერდით. ვთამაშობდით,ვწუწაობდით,ყველაფერს ვაკეთებდით რისი გაკეთებაც წყალში შეიძლება. შემდეგ ჩანჩქერის ქვეშ დავდექით და ვეჯიბრებოდით ვინ უფრო დიდხანს გაძლებდა მძიმე ნაკადის ქვეშ. ტომმა ყველას გვაჯობა. ჩანჩქერის ქვეშ კოცნა ძალიან მაგარი ყოფილა,სულ სხვა შეგრძნებაა.წყალის დიდი მასა,რომელიც რამდენიმე წუთის გაჩერების შემდეგ უკვე კანს გიწვავს და კოცნა,რომელიც ტკივილს სიამოვნებაში ფარავს,რაღაც ახალი იყო. წამოსვლას ნამდვილად არ ვნანობდი,კარგად გავერთეთ. მე წყლიდან ყველაზე ადრე ამოვედი,უკვე საღამოვდებოდა,რადგანაც დარჩენას აქ ვაპირებდით ცეცხლის დანთება იყო საჭირო და ტოტების მოსაძებნად წავედი. ტყეში საკმაოდ ღრმად შესვლა მომიწია. ბოლო ორი დღე წვიმდა,ტოტები საკმაოდ სველი იყო,ამიტომ მოძებნა კიდევ უფრო გაძნელდა თან მომწონდა აქაურობა,სიწყნარე სუფევდა. უფრო და უფრო ღრმად მივდიოდი,ხშირ ხეებს გამოვეყვე,ამ მიდამოში აქა იქ შეინიშნებოდა მხოლოდ ხე. უეცრად სინათლემ თვალი მომჭრა,მზემ ზედმეტად შემომანათა,ტყეში მზის სხივები არც ისე დიდი რაოდენობით აღწევდა სიხშირის გამო,ამიტომ ხეების გარეშე სინათლემ შემომანათა,თუმცა ეს სინათლე წამიერი იყო. მართლაც მზის სხივი მეგონა,თუმცა ვხედავდი რაღაცას ცაზე. სწორედ ისე,როგორც ვარსკვლავის ჩამოვარდნა. სინათლე შეწყდა,ხოლო რამდენიმე წამში ძლიერი მიწისძვრა ვიგრძენი ფეხებს ქვეშ,ხოლო ჩემგან სამასი მეტრის დაშორებით მტვრის კორიანტელი მოჩანდა.მომხდარმა დამაინტერესა და იქით გავემართე,თუმცა ჩემი მდებარეობა ფერდობს მოიაზრებდა,ხოლო კორიანტელი დაბლიდან მოჩანდა. ჩემს წინ ხრამი იყო,ასე ათი-თორმეტი მეტრის იქნებოდა. ჩახტომა არ გამოვიდოდა,ზედმეტად მაღალი იყო,ციცაბო ზედაპირის გამო არც ჩასვლა გამოვიდოდა,რაიმე სხვა უნდა მომეფიქრებინა.ამრიგად მოვლა გადავწყვიტე,თუმცა ამის გამო გზას დიდად გავიმრუდებდი,თუმცა სხვა ვარიანტი მაინც არ არსებობდა. გზას გავუყევი,ტოტები ხშირი და გაუვალი იყო,სიარულს მიძნელებდა.ტოტებს ხელით ვწევდი და ვცდილობდი თავში არ მომხვედროდა,რამდენჯერმა ეკლებიან ტოტებსაც გამოვედე,თუმცა აიკოს მსგავსად ბუზღუნი არ მომირთავს. გზასთან ერთად სიმაღლეც იკლებდა. ათიოდე მეტრში უკვე ორ მეტრიანი სიმაღლეღა დარჩა.ეს კარგი დისტანცია იყო.ხელებით ჩამოვეკიდე და დაბლა დავეშვი,შემდეგ მტვირსკენ გამოვემართე.ამჯერად მტვერი ოდნავღა შეიმჩნეოდა,მალე საერთოდ გაქრებოდა ამიტომ ადგილის დამახსოვრება გადავწყვიტე. მდელოში სიარული ბევრად მარტივია ხშირ ტყესთან შედარებით,ამიტომ დისტანცია ბევრად სწრაფად დავფარე. მტვერი საერთოდ გამქრალიყო,თუმცა ორიენტაცია არ დამიკარგავს და ფეხ და ფეხ გავყევი. ადგილზე,როცა მივედი თვალების დაჭყეტა მომიხდა ნანახით. ძალიან უცნაური სურათი დამხვდა. მიწაში უზარმაზარი ორმო იყო გაჩენილი მიწაზე სხეულის მსგავსი სილუეტის ანაბეჭდი იყო დარჩენილი,თუმცა რაღაც უცნაურობა ახასიათებდა მკლავებთან კიდევ რაღაც ფორმა ერთდებოდა,ოღონდ გასარჩევ ფორმას არ იღებდა. სახტად დავრჩი,არც კი ვიცი რა მეფიქრა. ციდან რაღაც ჩამოვარდა,ამხელა ორმო გააჩინა,თავად ორმოში კი არაფერია. რამდენიმე წუთს კვლავ იქ დავრჩი,დეთექტივობანას ვთამაშობდი,ორმოს შესწავლით ვიყავი დაკავებული. ბავშვობაში როს მაკდონალდსის წიგნები ძალიან მომწონდა,მახსოვდა წიგნებში აღწერილი დეტალები და მეც ანალოგიურად ვიქცეოდი,თუმცა მომხდარი რაციონალურ ახსნას ვერ მაძლევდა,ვერც რაიმე კვლავს ვხედავდი. თუ მაინც რაღაც დაეცა,სად ან როგორ წავიდა?ან რა დაეცა? ამ კითხვებს ვუსმევდი ჩემს თავს,შემდეგ ზემოთ ავიხედე და შევნიშნე,რომ უკვე ღამდებოდა მე კი უკან უნდა დავბრუნებულიყავი. ჩამოსვლა უფრო მარტივი აღმოჩნდა ვიდრე ასვლა, სიარული დამეზარა ამიტომ ასვლა იქიდან ვცადე საიდანაც ჩამოვხტი.ხელებით ვერაფერს ვეჭიდებოდი,ამიტომ აბობღება გახდა საჭირო,რამაც სულ დამსვარა. გზაში რაც ტოტები შემხვდა ყველაფერი წავიღე,ნედლი,ხმელი,მნიშვნელობა არ ქონდა,უკვე ძალიან მიღამდებოდა და სიბნელეში გზას ვერ გავიგნებდი. გზა ორჯერ ამერია,თუმცა შემდეგ ისევ მაკდონალდი და მისი წიგნები გამომადგა. ჩემს ფეხის ნაკვალევს დავუწყე ძებნა,როგორც იქნა ვიპოვე და გზის გაგნება ბევრად მარტივი გახდა. ტოტებთან ერთად ხშირ ტყეში სიარული კიდევ უფრო რთული გახდა.დიდი ნაწილი გზაში კიდევ დავკარგე,საბოლოოდ მაინც გავაღწიე და ბავშვებთან დავბრუნდი. მათი ცოტა უკმაყოფილებაც დავიმსახურე და ბუზღუნი თუ სად დავიკარგე ამდენ ხანს,დასვრილი ტანსაცმელი კიდევ უფრო ინტერესის საგანი გახდა.მომხადარზე არაფერი მითქვამს,არანაირი ლოგიკური ახსნა არ მქონდა ამიტომ თქმის გარეშე დავტოვე და მხოლოდ ის ვთქვი,რომ შეშის მოსაძებნად წავედი.როგორც ჩანს თვითონაც მოეგროვებინათ საკმარისი შეშა და კოცონის დანთებას შევუდექით. ცეცხლი საკმაოდ რთულად დაინთო,როგორც გითხარით ტოტები ჯერ კიდევ ნამიანი იყო,თანაც ხმელი ტოტები არც ისე ბევრი გვქონდა. კოცონის გარშემო ცეცხლს შემოვუჯექით,პლედები მოვიფარეთ და ერთმანეთს ვეკრობოდით.საკმაოდ ციოდა,ბოლო ბოლო ჩრდილოეთში ვარ და თან საკმაოდ მაღლა. ტომმა საშიში ისტორიების მოყოლა დაიწყო,თუმცა ნატალიმ არ აცადა,დათვების და მგლების შემდეგ საშიში ისტორიები მისთვის უკვე ზედმეტი იყო. ტომი გულიანად იცინოდა და მოყოლას მაინც აგრძელებდა,ნატალიმ სამჯერ წამოარტყა მუჯლუგუნი,ტომი კი კვლავ ხარხარს აგრძელებდა და ისტორიას მაინც ყვებოდა,შემდეგ სირბილი დაიწყო ნატალისგან თავის დასახსნელად,ნატალის მისდევდა.ტომი კვლავ ხარხარებდა და ისტორიას აგრძელებდა,ყველა ძალიან გაგვამხიარულა ამ ეპიზოდმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.