შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაივლის დრო /სრულად/


2-09-2019, 21:06
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 64 453

გამთენიისას საავადმყოფოს სამშობიარო ბლოკში სამყაროს კიდევ ერთი ანგელოზი მოევლინა . ქალბატონი კესარიას ცხოვრება დაიწყო და ლილუ ამაშუკელის დასრულდა. პატარა ხმამაღლა ტიროდა, სიცოცხლე სწყუროდა , არსებობის წამიდან იბრძოდა დედამ კი სულ რამდენიმე წუთით შეხედა, იგრძნო მისი სითბო და შემდეგ გადაინაცვლა ყველასთვის უცნობ ცათა სასუფეველში. დატოვა კესარიაც და დერეფანში მდგომი კაციც, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა . დარწმუნებული იყო რომ თორნიკე მის გარეშე შეიშლებოდა , მაგრამ მაინც საკუთარ სიცოცხლეს მათი სიყვარულის ნაყოფი არჩია . დანებდა? არა ის ყველაზე ძლიერი ქალი იყო , მაგრამ თორნიკე ამას ვერ იაზრებდა. არ უნდოდა გაეგო ექიმების სიტყვები, არ უნახავს კომაში მყოფი ცოლის სხეულიც ,რომელმაც სულ რამდენიმე საათს გაუძლო და შემდეგ სამუდამოდ დატოვა სულმა სხეული. ისე გაიქცა კლინიკიდან რომ ბავშვიც არ უნახავს. საყვარელი ადამიანის დაკარგვით განცდილ ტკივილს ძლიერებიც ვერ უმკლავდებიან, გონება დაცვით რეფლექსს რთავს და მდგომარეობის გააზრების უნარი გერთმევა. უბრალოდ მიდიხარ, შორს ყველაფრისგან და ღრიალებ მანამ სანამ ძალა არ გამოგეცლება. გგონია რომ დროც არ გადის , სასმელით აქრობ მოწოლილ ფიქრებს ,უგზო-უკვლოდ დაეხეტები და წარმოიდგენ მის სახეს, ხედავ როგორ მოგვყვება გვერდით, გიღიმის , გეხვევა და გკოცნის.
გარდაცვალების შემდეგ არაფერი რჩება გარდა მოგონებებისა . გონებაში ღრმად დალექილი წუთები, რომლებსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდი, ფოტოები რომლებიც გასართობად გადაიღეთ , ვიდეოები რომლებშიც მისი გამოსახულება ცოცხლდება, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სულს გიფორიაქებს, დანაკლისის შეგრძნება ჩდება კიდევ უფრო გინდება რომ ახლოს იყოს ისე გიღიმოდეს როგორც ფოტოზე, ისევ გაგებუტოს როგორც ვიდეოში, ისევ ისე იცინოდე როგორც იქ ... როდესაც ხვდები რომ ის აღარ მოვა , მის სითბოს ვერ იგრძნობ, არც მისი სურნელი დაგახვევს თავბრუს, არ მოგხვევს მკლავებს , ვერ აკოცებ , ვერც შეხედავ შორიდანაც კი ვერ დაინახავ მის მოძრაობას ცდილობ გაიხსენო როგორი იყო ბედნიერი, გაბრაზებული , მოწყენილი , როგორ გიყურებდა გაღვიძებისას ეცდები , მაგრამ შეუძლებელია ყველა წამის გონებაში დაბრუნება შემდეგ სული გეყინება, ჩერდები , მასთან ერთად ჩერდება შენი ერთი ნაწილი, ის ნაწილი მას რომ ეკუთვნოდა ... ჩერდები და ელოდები შენს დროს .
25 წლის იყო თორნიკე ამაშუკელი შავებით შემოსილმა, შეშლილი სახითა და ჩამქრალი მზერით რომ მიაბარა მიწას საყვარელი ქალის სხეული , შემდეგ ზურგი აქცია ცივ, უმეტყველო საფლავის ქვებს და ლილუსთან დატოვა კაცი რომელსაც ბედნიერება შეეძლო, გულიც დაუტოვა და დარჩა მხოლოდ სულის მოუშუშებელი ჭრილობა.
ისე გადაიკარგა,რომ არ უნახავს შავთმიანი , ლურჯთვალება გოგონა რომელიც მარტო დატოვა ბრძოლის ველზე. წასვლამდე გადაწყვიტა მისი ბედი ოჯახისწევრებს მისი სოფელში გაგზავნა დაავალა, მარუსა ბებიასთან რომელიც შვილთაშვილისთვის სითბოს და სიყვარულს არ დაიშურებდა. ასე მიაჩნდა სწორად, არ შეეძლო მისი ნახვა არც მისი აღზრდა გამოუვიდოდა სრულიად დაცარიელებული ბავშვს ვერაფერს მისცემდა მარტო ყოფნა უნდოდა , არ ჰქონდა ძალა რომელსაც ახალდაბადებულ ჩვილს დაუთმობდა.
ვერავინ შეუშალა ხელი მეტამორფოზას, რომელიც ელვის სისწრაფით განიცადა თორნიკე ამაშუკელმა. რამდენიმე თვის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა , დღისით სამსახურში იყო ღამით სხვადასხვა კლუბში ან სახლში ,სრულიად მარტო .
კესარიას გზა კი სოფელში , მარუსა ბებოსთან დაიწყო. ლენამ და გიორგიმ მანქანის კარი რომ გააღეს და ჩვილი გადაიყვანეს წამსვე მიხვდა მოხუცი რაშიც იყო საქმე. გაუკვირდა-თქო რომ გითხათ მოგატყუებთ , ელოდა და ისიც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ამ შემთხვევაში. ალბათ თორნიკესაც სწორედ ამიტომ ჰქონდა საყვარელი ბებოს იმედი , მარუსა იყო ერთადერთი ვისაც ენდობოდა და ვისაც ჰქონდა ძალა ამ მდგომარეობასთან ადაპტირების.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ... მე და შენ ერთად ვიქნებით, ორი მარტოხელა - ჩუმად უთხრა და დანაოჭებული თითები შეახო მის გლუვ კანს. ერთი ცხოვრებას ჯერ არც კი გაცნობია მეორე კი ნელ-ნელა ემშვიდობებოდა , უამრავი რამ ენახა გაცნობოდა მის მიერ მოვლენილ ბედნიერებას, ტკივილს, განსაცდელსაც და ძღვენსაც. უყვარდა, სძულდა, ეშინოდა , იბრძოდა ახლა კი სრულიად მარტო დარჩენილი ელოდა დღეს როდესაც საყვარელ მეუღლესთან მოხვდებოდა. მარუსა ამაშუკელი უკვე ოთხმოც წელს მიღწეული ქვრივი ქალი იყო რომელმაც ბოლო ოცი წელი სოფელში გაატარა . ქმართან ერთად დასახლდა სრულიად უცნობ ადგილას რადგანაც მარტო ყოფნა და სიბერის მშვიდად გატარება სურდათ სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში ქალაქის ხმაურისგან , დამღლელი ცხოვრებისგან შორს . გამოუვიდათ კიდეც , თორნიკეს მძიმე დაავადება ჰქონდა და ბოლო წლები ისე გაატარა თავის საყვარელ ცოლთან ერთად როგორც წარმოედგინა სიცოცხლის ბოლო დღეები. ყველაფერი შეძლეს , ნულიდან დაიწყეს ცხოვრება ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავდათ გაზარდეს შვილები, მისცეს ყველაფერი რაც შეეძლოთ . ორივეს საკუთარი ცხოვრება ჰქონდა რომ დატოვეს და თავისუფლება მიიღეს მრავალწლიანი შრომისა და დაძაბულობის შემდეგ. ახლა კი სრულიად მარტო იყო , ჰყავდა დამხმარე ქალი რომელიც იქვე მეზობლად ცხოვრობდა და ოჯახისწევრად აღიქვამდა . შვილებიც ხშირად სტუმრობდნენ, სთხოვდნენ ქალაქში დაბრუნებას, მაგრამ სოფლის დატოვებას არ აპირებდა
-დედა არ ვიცი დავტოვოთ თუ არა ... - წასვლას აპირებდნენ უკვე გიორგიმ რომ ამოიხვნეშა-იქნებ სჯობს დავივიწყოთ იმ ბიჭის აზრი და უკან წავიყვანოთ. მე და ლენა კი ვმუშაობთ ,მაგრამ ძიძას ავიყვანთ შენ როგორ მოახერხებ მეშინია
-დამშვიდდით შენ და ლენა...თორნიკემ იცის რომ თქვენს ცხოვრებაში ბავშვის ადგილი არ არის. მე კი ცხოვრებას გამიხალისებს ეს ანგელოზი...ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება თქვენ კი ერთმანეთის და სამსახურების გარდა არაფერი გინდოდათ არასდროს. დატკბით ცხოვრებით სანამ შეგიძლიათ მე და კესარია ერთმანეთზე ვიზრუნებთ- ბავშვს უყურებდა და მშვიდად საუბრობდა
-დარწმუნებული ხარ დედა? ახლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს აღარ ვიცი ლილე ვიდარდო თუ თორნიკე სადაცაა გული გამისკდება- ამჯერად ლენამ თქვა და ცრემლები მოერია- რა გვეშველება დედა
-არ ვიცი შვილო, სიკვდილს შველის კი რამე? არაფერი ...ცოცხლებს კი სულ გვეშველება რაღაც. როდის და რა არ ვიცი,მაგრამ თორნიკეც გამოფხიზლდება შეეჩვევა, შეეგუება და დამშვიდდება . მთავარია ჩვენ, ყველანი კარგად ვიყოთ დავლაგდეთ და სადარდებელი არ მივუმატოთ ... სხვა არაფერი შეგვიძლია
- ძიძა ? როგორ იპოვნი ასე უცებ
-ვიპოვნე უკვე ...თქვენ ნურაფერზე იღელვებთ შვილო . მიხედეთ საკუთარ თავს , საქმეებს და ერთმანეთს - ორივე დაამშვიდა , გაამგზავრა და დამხმარე ქალს მაშინვე სთხოვა გოგონასთან დაკავშირება რომელიც კესარიას ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გამხდარიყო.
მარუსას ერთადერთი კანდიდატი ჰყავდა , გოგონა სახელად მართა, რომელიც წლების წინ გაიცნო და რომელსაც თვალდახუჭული ანდობდა კესარიას სიცოცხლესაც და აღზრდასაც. მართალია გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა ამაშუკელისთვის . მართა თავისთან დაიბარა და იმ დღეს საბოლოოდ ამოატრიალა ახალგაზრდა გოგონას ცხოვრება.
ბავშვი რომ დაინახა სიტყვებიც აღარ ესმოდა, უყურებდა მის პაწაწინა სახეს და გული ეკუმშებოდა. ხელში ფრთხილად აიყვანა , მკერდთან იგრძნო მისი გულისფეთქვა , სითბო და შემდეგ ტუჩები კანზე შეახო . მას არაფერი ესმოდა, უბრალოდ ტირილი შეწყვიტა როდესაც მართას სიახლოვე იგრძნო
-თორნიკე?
-ბავშვზე უარი თქვა...ძალა არ ეყო
-დაუბრუნდება, ვიცი
-მაგრამ მანამდე კესოს მზრუნველობა სჭირდება
-მე მარტო ვერ შევძლებ, ძიძა ვიპოვნოთ ... მე ხშირად მოვალ -ტუჩები თავზე შეახო და ცრემლები წამოუვიდა
-შენ უნდა შეძლო...ვიცი რომ შეძლებ . მე სხვას ვერავის ვენდობი . მართა
-მეშინია
-მე შენთან ვიქნები , სანამ შევძლებ ...ბოლო ამოსუნთქვამდე ვიზრუნებ
დასთანხმდა . ეს იყო თანხმობა რომელმაც ყველაფერი შეცვალა. კესარიასთვის ყველაფერი გახდა . დრო გადიოდა და კავშირიც სულ უფრო ძლიერდებოდა. ბავშვი იზრდებოდა, სწავლობდა, იცვლებოდა, აზროვნებდა და მართაზე დამოკიდებულება კიდევ უფრო უმძაფრდებოდა. არავინ და არაფერი ისე არ უყვარდა და უნდოდა როგორც მართა. რთული ბავშვი იყო კესარია, ყველასგან განსხვავებული ხასიათითა და ცხოვრებით. მისი ტკივილი, ფიქრები და ოცნებები არავისას ჰგავდა. ის არასდროს იყო სხვა ბავშვებივით მარტივი, ლაღი და მისი ბედნიერებაც მარტივი მოსაპოვებელი არ იყო.
მარუსა სულ უფრო და უფრო სუსტდდებოდა. სულ ავადმყოფობდა,სიარულსაც ძლივს ახერხებდა. ძირითადად იწვა და კესარიას ცქერა აიძულებდა ამ ქვეყანად ყოფნას. ბავშვს საოცრად უყვარდა და ყოველ წამს მის გახარებაზე ფიქრობდა. ბევრს ელაპარაკებოდა, ეფერებოდა, მის ყვავილებს მართასთან ერთად უვლიდა და ცდილობდა არ გაებრაზებინა. მისი დაკარგვისაც ეშინოდა და თითქმის არასდროს შორდებოდა. ბებია და ბაბუა კვირაში ერთხელ სტუმრობდნენ , ისინიც უყვარდა, მათაც უყვარდათ ,მაგრამ მარუსა სულ სხვ აიყო .
თორნიკეს ყოველი უეცარი გამოჩენა ბავშვს აფორიაქებდა, შინაგან სიხარულს გვრიდა და იმედი უჩნდებოდა , რომელიც მისი მოულოდნელი , დაუმშვიდობებელი წასვლის შემდეგ ქრებოდა და რჩებოდა მხოლოდ სიცარიელე, ბრაზი, ტკივილი . ზოგჯერ მასზე ძალიან ბრაზობდა, არ ელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც ძალიან უხაროდა როდესაც ხედავდა. მისი ერთი თბილი სიტყვაც კი ყველაფერს ერჩია ისე იშვიათად ელაპარაკებოდა, ეფერებოდა თითქოს უბრალო ნაცნობი იყო ან კიდევ შორეული ნათესავი .
მართა მთელი ექვსი წლის განმავლობაში ღირსეულად უმკლავდებოდა კესოს სულიერ ტკივილს, ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც . ერთმანეთს ისე იცნობდნენ როგორც ერთი სხეულის ორი ნაწილი.
მეექვსე ზაფხული დადგა, ქალბატონი კესარიას დაბადების დღე იყო რომელსაც მეექვსედ ულოცავდა მართა. დილაადრიან შევიდა მისი საყვარელი ტორტით ხელში და სიმღერა დაიწყო
-მართაა - ქალბატონი საწოლზე დადგა, დახტოდა და ტაშს უკრავდა
-ჩაიფიქრე და ჩააქრე ჩემო ფერია - ტორტი ახლოს მიუტანა და მანაც თვალები დახუჭა, ხელები შეატყუპა შემდეგ კი სანთელს შეუბერა-გილოცააავ
-მადლობა - ყელზე მოეხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა
-წავიდეთ ტორტი გავჭრათ- ერთ ხელში ტორტი ეჭირა მეორე კესოს ჩაკიდა და სწრაფად გაიქცნენ სამზარეულოსკენ. მაგიდასთან დასვა და დანა აიღო- ყველაზე დიდი ნაჭერი ჩემია თუ შენი?
-ჩემიი- პატარა ხელი მაღლა ასწია
-ხომ მომეხმარები რაღაცების მომზადებაში იუბილარო? ბავშვები მოვლენ
-ხოო?მე რომ არ მითქვამს
-შენი დაბადებისდღე ყველას ახსოვს ... ბაღის მეგობრებიც მოვლენ და სხვებიც
-ლენა ბებო და გიორგი ბაბუც მოვლენ?
-მოვლენ ... საღამოს ჩამოვლენ - ტორტის ნაჭერი დაუდო და წვენიც დაუსხა
-მამაც მოვა?- ცოტა ხნის შემდეგ უთხრა და ქვემოდან ახედა
-არ ვიცი ... მასთან არ მისაუბრია დიდი ხანია . ვნახოთ იქნებ მოვიდეს
-ნწ, ის არასდროს მოდის ...მახსოვს ადრეც არ მოსულა
-საჩუქარი ხომ გამოგიგზავნა
-მაგრამ თვითონ არ მოსულა...არც იცოდა რომელი იყო მისი საჩუქარი ისიც ბებომ იყიდა - ჩუმად თქვა და თვალები აემღვრა
-პატარავ ხომ იცი
-მე ვიცი რომ შენ გიყვარვარ ყველაზე მეტად ... სხვას ყველას ვავიწყდები და შენ არასდროს. შენ ხომ არ წახვალ? შენ ხო სულ ჩემთან იქნები
-პატარავ რატომ ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე? ექვსი წლის ხარ და წელს სკოლაში შეხვალ
-უკვე ხომ ვიცი კითხვა რა საჭიროა სკოლა
-სხვა რამეები რომ ისწავლო ...ბავშვებთან ითამაშო . ბიჭებს გაეპრანჭო და შატალოებზე წახვიდე- ჩუმად ეუბენბოდა და იცინოდა.
-ეგ რა არის?
-აი თუ არ წახვალ სკოლაში ვერ გაიგებ.
კესოსთან არ იმჩნევდა, მაგრამ იმ დღეს მარუსა ზედმეტად ცუდად იყო. საწოლიდანაც მხოლოდ იმიტომ ადგა რომ ბავშვი გაეხარებინა. რამდენჯერმე გახდა ცუდად, სულ ორი -სამი საათით იყვნენ კესოს მეგობრები ,მაგრამ მაინც ხმაური იყო . საღამოს გიორგი და ლენაც მივიდნენ ასევე თორნიკეს უფროსი ძმა გაბრიელიც ესტუმრათ , ცოტა ხნით იყო სამშობლოში. მარუსას ქალიშვილი, მაია ოჯახთან ერთად მივიდა და ყველანი ერთად იყვნენ მხოლოდ თორნიკე არ ჩანდა. კესოც იგვიანებდა საძინებელში ასვლას, არ უნდოდა დაძინება, კარისკენ ეჭირა თვალი,მაგრამ ის არ ჩანდა .
-დაიძინე ბები ... მამიკო ხვალ მოვა
-მართლა?
-ხოო მე დამირეკა და მითხრა ხვალ მოვალო - მარუსამ ხელები დაუკოცნა და გულში ჩაიკრა- როგორ უყვარხარ ბებოს
-მეც მიყვარხრა ბე- გულწრფელად უთხრა და დაღარულ ლოყაზე აკოცა - ყველაზე კარგი ბებიკო ხარ
-მოდი სანამ დაიძინებ ფოტო გადავიღოთ - ბავშვს უყურებდა , მერე კალთაში ჩაისვა და ყველა შეიკრიბა ირგვლივ. იცინოდნენ, ერთმანეთს ეფერებოდნენ, ესაუბრებოდნენ , იხსენებდნენ ძველ დროს . მართაც ისე იყო თითქოს მათი ოჯახის წევრი გახლდათ. ლონდა სახლში იყო უკვე , ყველამ დაიძინა , სახლში სიჩუმემ დაისადგურა . მართა და მარუსა იყვნენ მხოლოდ
-რატომ არ დაიძინე ... არ დაიღალე?
-დავიძინებ , ძილისთვის დრო მექნება ...მოდი ჩამოჯექი ჩემთან- დივანზე მიუთითა და ისიც დაემორჩილა
-თორნიკე არ მოვა ხომ? მოატყუე კესოს
-მოვა ... ვიცი, რომ მოვა . მართა მე ხომ იცი ეს წლებიც კესოს გამო გადავიტანე , ღმერთმა უფლება მომცა მემზირა ამ საოცარი ბავშვისთვის . შენ კი ,შენ არც კი ვიცი როგორი კარგი ხარ ...წარმოდგენაც არ გაქვს რამხელა სიკეთე ჩაიდინე მაშინ რომ დამთანმხდი . კესოს საჩუქარი ხარ შენ
-პირიქით, კესოა ჩემი საჩუქარი...ის რომ არ ყოფილიყო წარმოიდგინეთ როგორი ერთფეროვანი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ახლა კი მაინც ყველაფერს ვაკეთებ რაც მინდოდა...სკოლაშიც დავდივარ , ბავშვებსაც ვასწავლი . სახლთან ახლოს ვარ, მშობლებზეც ვზრუნავ და კესოს ვუყვარვარ
-კესოს შენ ყველაზე მეტად უყვარხარ
-ეს ახლა , შემდეგ ალბათ დავავიწყდები კიდეც ... დრო რომ გავა ის წავა მე კი დავრჩები
-შვილებიც ტოვებენ მშობლებს ...ისე როგორც მე დამტოვეს , ავიწყდებათ რომ ყველანი წავალთ ერთ დღეს, ჰგონიათ რომ დღეს თუ არ მოვლენ ხვალ დავხვდებით და არ იციან რომ ეს ხვალ შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ შენ და კესო არასდროს დაივიწყებთ ერთმანეთს. თუნდაც წავიდეს მე ვიცი რომ სულ ეყვარები და სულ ეხსომები .ახლა კი წავალ , ჩემი ძილის დრო რა ხანია მოვია
-წამალი დალიე ხომ? წნევა შევამოწმეთ ...მგონი მზად ხართ - გაუღიმა და საძინებლამდე მიაცილა. ისევ გაუღიმა და მარტო დატოვა-მშიდი ძილი
-აუცილებლად მშვიდი იქნება , ვგრძნობ- გაუღიმა და შემდეგ კარიც მიხურა.
დილით კივილის ხმამ გააღვიძა მთელი სოფელი. ამაშუკელების სახლიდან ისმოდა ქალების ტირილის ხმა რომელიც დიდხანს არ შემწყდარა . მარუსა აღარ იყო , დაიძინა მშვიდი ,სამუდამო ძილით და დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება.
სახლში უამრავი ადამიანი ირეოდა, ყველა ტიროდა, მაია ცუდად იყო რამდენჯერმე გონებაც დაკარგა. არავინ ელოდა , იმ დღეს და ასე არა. ლონდა ეხმარებოდათ ყველაფრის მოწესრიგებაში . კესოს მორიდება უნდოდა ყველაფრისგან და ყველაზე განაპირა ოთახში შეიყვანა ატირებული ბავშვი რომელზეც არავინ ფიქრობდა
-ჩემო პატარავ ...აღარ იტირო გთხოვ, ხომ იცი მარუსა ბებო მაღლაა ცაში და ის სულ შენთან იქნება
-არ მინდა, ნუა ცაში ...არ მინდა . ყველა ცაშია მე აქ მინდა , მე ..მე ბებო მინდა . უთხარი გაიღვიძოს , გაიღვიძოს და სულ ყველაფერს დავუჯერებ. მე ხომ კარგი გოგო ვარ...ხომ კარგი ვარ მართა, გთხოვ გაიღვიძოს რა არ წავიდეს. იქ ხომ დედაა უკვე , არ ყოფნის ცას ამდენი ვარსკვლავი? ბებო რატომ წაიყვანა მართა- ტიროდა და ცრემლებს სიტყვებს აყოლებდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა გარედან მაიას ხმა შედიოდა, მერე ლენაც დაემატა თორნიკეო გაიგონეს და ისიც წამსვე დაუსხლტა ხელიდან. ისე გარბოდა დაწევაც ვერ მოახერხა. პირველ სართულზე დაინახა მამის ფიგურა და იქეთ გაიქცა. გზაში რამდენჯერმე წაბორძიკდა ,თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა ,მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ფეხებზე შემოეხვია -მააა ... შენ მოხვედი. უთხარი ბებოს გაიღვიძოს , შენ დაგიჯერებს. მე ... მე გუშინ დაბადებისდღე მქონდა იცი? და მე ჩავიფიქრე დედიკო დაბრუნდესთქო მან კი ბებოც წაიყვანა ... მა გთხოვ
-ახლა შენი დრო არ მაქვს...წადი სადმე ითამაშე- მხრებში მოკიდა ხელი და გვერდზე გასწია - სიგარეტი მოიქცია ტუჩებსშორის და ნაბიჯი გადადგა,მაგრამ მის ამღვრეულ ლურჯებს ვერ გაექცა ისედაც თავი უსკდებოდა წინა ღამის ნამთვრალევს მარუსას ამბავმა სულ აურია სული. თვალები დახუჭა , გაახსენდა როგორ იყო იმ დღეს კლინიკაში როდესაც სადღაც შორიდან ესმოდა ბავშვის ტირილის ხმა, ექიმის სიტყვები რომელიც ლულუს დაკარგვას ამცნობდა და ახლაც ხედავდა მის ცრემლებს. ექვსი წლის შემდეგ კიდევ ერთი საყვარელი ქალი დაკარგა , ემოციებისგან დაცლილი, გაყინული ვერაფერს გამოხატავდა , ტკივილი კი შიგნიდან ღრღნიდა და მოთმინების უნარი აღარ ჰქონდა- ჯანდაბა ... შენ და შენი ტირილი . შენი დაბადებისდღე და შენი ცრემლები პატარა ალქაჯო . გეყოს სუვრილების ჩაფიქრება, დედაშენი არ დაბრუნდება აღარც მარუსა გაიღვიძებს და მორჩი ტირილს ! -ისე იღრიალა ალბათ ყველამ გაიგო , მაგრამ ახლოს არავინ მისულა. ბავშვი შეშინებული უყურებდა , სახეზე ხელებაფარებული ტიროდა სანამ მართა არ გადაეფარა წინ და მას არ აეკრო
-არ გაბედო და ბავშვს მეორედ არ დაუყვირო ... საცოდავო , არანორმალურო , პირუტყვო - ხელი ისე მოუქნია ხელისგულიც აეწვა . ისე იყო გაგიჟებული მისი მოკვლაც შეეძლო, მეორე ხელი ბავშვისთვის ჰქონდა მოხვეული და თავისზე მაღალს თვალებანთებული უყურებდა-აღარ მიეკარო , ახლოს არ მიხვიდე სანამ გონს არ მოხვალ , უგუნურო ერთციდა ბავშვს ნეტავ რა პასუხს თხოვ . მას შენზე მეტად უყვარს, ტკივა და მოენატრება ბებო - ერთი წამში ჩაატია ყველაფერი, შემდეგ ბავშვი ხელში აიტაცა და სახლიდან ისე გავარდა უკან აღარ მიუხედავს.
გული უსკდებოდა , ტკიოდა მარუსას დაკარგვა, კესოს მდგომარეობა, მისი აჩქარებული გულისცემა და ცრემლები რომლებიც სულს უხუთავდნენ. ცახცახებდა და ისე იკრავდა ბავშვს სხეულზე თითქოს ვინმე გამოგლეჯდა. ასეთი იყო, როდესაც კესოს ეხებოდა საქმე აღარც საკუთარი ტკივილი ახსოვდა. ერთადერთი იყო ვინც მხოლოდ ბავშვის სულზე ფიქრობდა, მის ფსიქიკაზე და ზუსტად იცოდა რასაც განიცდიდა იმ დროს.
საკუთარ საძინებელში ჰყავდა გვიანობამდე, არავინ ჩანდა, არც ახსოვდათ ალბათ ბავშვი. მისი ცრემლები უბრალო ტირილად მიაჩნდათ, ბავშვია და გადაუვლის, დაივიწყებს, ბავშვმა რა იცის -ყველას მსგავსი ფიქრები ჰქონდა და შესაბამისად ნაკლებად ადარდებდათ კესოს მდგომარეობა. ძალა რომ გამოეცალა და დაღლილობამ სძლია შემდეგ ჩაეძინა , მართამ მხოლოდ შემდეგ დატოვა და ქვემოთ ჩავიდა
-ყავას მომიმზადებ? რამე საჭმელიც ...ტოსტი მაინც თორემ თავი მისკდება- დივანზე დაჯდა და სახეზე ხელები აიფარა.
-მოგიტან ახლავე ...- ქალის ხმა გაიგო და მალევე მიუტანა ყველაფერი. ორი ლუკმა ძლივს გადაყლაპა და მერე შეეშვა. მხოლოდ ყავა დალია და დივანს თავი მიაყრდნო
-ყველა შენზე ლაპარაკობს
-მაინც რას ლაპარაკობენ ლალი?
-თორნიკეს რომ ეჩხუბე ბავშვს ხელი დაავლე და ისე გამოიქეცი ვითომ შენი იყოს , ქმარს ეჩხუბე და ბავშვი წამოიყვანე. გოგო გონს როდის მოხვალ...უკვე 26 წლის ხარ შენ კი ჯერ შეყვარებულიც არ გყოლია ამ ბავშვის გამო. დადიხარ სკოლაში, იქედან მირბიხარ ბაღში, კესო ...კესო კესოს გაიძახი სულ. რას ვიფიქრებდი ასე თუ იქნებოდა თორემ თმით წამოგათრევდი იმ სახლიდან. მეც მიყვარს, ვგიჟდები ამ ბავშვზე მაგრამ შეგვეძლო ისე მივსულიყავით გვენახა, მოვფერებოდით, ზოგჯერ წამოგვეყვანა და სხვა ჰყოლოდა მომვლელი. შენ კი , შენ ისე გიყვარს როგორც შვილი. ვერ მოხვედი გონს და არც მოდიხარ. ახლა რა იქნება ის საწყალი ქალი აღარ არის, შენ დაგიტოვებენ ამ ანგელოზივით ბავშვს თუ რა გგონია. დაკეტავენ ამ სახლის კარს დაკრავენ ფეხს და წავლენ. ისინი ჩვენნაირი სოფლელები კი არ არიან, ყველას თავისი საქმე აქვს, ცხოვრება და ევროპულად ცხოვრობენ ხომ ხედავ. ბავშვიც კი მიგდებული ჰყავთ და შენ , შენ გადაჰყევი შე სულელო გოგო. რამდენ ვინმეს მოსწონხარ, რამდენი ახლაც გიჟდება რომ გიყურებს, მაგრამ ერთხელ თუ შეხვდები ათი წუთით. ზოგს საერთოდ შენი შვილი ჰგონია, კიდვე კარგი შავია თორემ დავიღუპებოდით ცხონებულ დედამისს რომ დამსგავსებოდა უთუოდ შენი ეგონებოდათ და თავი მოგვეჭრებოდა. მე და მამაშენს შენს მეტი არავინ გვყავს და რა გინდა რომ ძიძა იყო მთელი ცხოვრება? ეგ რომ გაიზრდება და აღარ ენდომები შენი შვილები აღარც გაგიჩნდება , გაიგეე ბოლოს და ბოლოს- ქალი ჭკუაზე აღარ იყო ბოლო ორი წელი განსაკუთრებით აქტიურობდა, აღარ ითმენდა ,მაგრამ ამჯერად საბოლოოდ ამოეწურა მოთმინების ფიალა
-შემეშვით და ნუ ელოდებით ჩემს გათხოვებას. კესო რომც არ ყოფილიყო მე მაინც არ ვაპირებდი ვიღაც კაცთან ცხოვრებას ... არ შემიძლია შენსავით ვემსახურო სხვას
-შვილო მე და შენ რომ გვემსახურება ეგ არ ჯობია სხვისი შვილის მსახურად ყოფნას? თანაც რა მომსახურებაა აკეთებს იმას რაც საჭიროა...მე რაღას მერჩი მითხარი
-მამა შენ არაფერს გერჩი უბრალოდ გაიგეთ ბოლოს და ბოლოს რომ კესოს ვჭირდები და სანამ შემეძლება არ წამოვალ ჩემი ნებით
-აი ახლა რომ მოგადგებიან ამაშუკელები კარზე და წაგართმევენ მაგ ბავშვს მერე ნახავ. ხელათ დაკრძალავენ მარუსას , მობრუნდებიან სასაფლაოდან და გაიქცევიან მერე. წაიყვანენ ბავშვსაც და დავისვენებთ ყველანი
-სანამ წაიყვანენ მანამ დარჩება ჩემთან - ძალა აღარ ჰქონდა მითუმეტეს ჩხუბისთვის. მილიონჯერ ჰქონდა ერთი და იგივე ნათქვამი და იმ დღესაც განმეორებას არ აპირებდა. უკან ოთახში დაბრუნდა, კესოს გვერდით დაწვა, მოეხვია და ტირილი დაიწყო. ფიქრი არ უნდოდა იმაზე რაც მოხდებოდა, ტიროდა მარუსას , ქალს რომელსაც დიდი ადგილი ჰქონდა მის ცხოვრებაში , თითქოს მეორედ დაკარგა ბებო და მასთან ერთად მეგობარი, მრჩეველი უბრალოდ ადამიანი რომელიც უყვარდა ახლა კი ხვდებოდა რომ კესოსაც დაკარგავდა. ეზიზღებოდა ყველა და განსაკუთრებით თორნიკე რომელიც ასე ექცეოდა ბავშვს, სძულდა ის სულელი კაცი რომელიც გულს ტკენდა მის კესარიას. მისი იყო კიი? თავადაც ხომ იცოდა რომ არანაირი უფლება არ ჰქონდა, არც ძალა ჰქონდა, არც კანონი იყო მის მხარეს არც მორალი. ბავშვს ვერ დაიტოვებდა , ამის არც რესურსი ჰქონდა და სავარაუდოდ რომც მიეცათ ნება მშობლებისგან უარს მიიღებდა. მასწავლებლის ხელფასი კი სრულიად არაფერში გამოადგებოდა. იწვა , ცრემლები სდიოდა და ხვდებოდა რომ ყველა გეგმა გადახაზა, ყველა მიზანი რომელიც ჰქონდა შეუსრულებელი დარჩა მხოლოდ კესო ჰყავდა ,რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა , ფესვები გაიდგა გულსა და სულში , ახლა მასაც კარგავდა .
ლენამ დაურეკა უბრალოდ მოიკითხა, არაფერი უთქვამს თორნიკესთან დაკავშირებით . ბოლო სამი დღე თავისთან ჰყავდა კესარია,მაგრამ ბავშვი სულ მოწყენილი იყო, ჩუმად იჯდა ეზოში ან საძინებელში ადიოდა. შემდეგ იყო დაკრძალვა და ცრემლები რომელსაც ვერ იკავებდა. უკან რომ ბრუნდები და სამუდამოდ ტოვებ შემდეგ ფაქტის წინაშე დგები. სახლი ცარიელი იყო მარუსას გარეშე, ყველაფერი დაალაგეს, თითქოს ძველებურად ,მაგრამ მაინც არაფერი იყო ისე როგორც ადრე. მაია წავიდა, გიორგი ,ლენა და ბიჭები შავებში ჩაცმულები ისხდნენ მისაღებში და უყურებდნენ ბავშვს რომელიც მართას მუხლებზე იჯდა ტირილისგან დასიებული თვალებით და ისიც განაჩენს ელოდა.
-ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა რომ დარწმუნებული ვარ არ იცით თქვენი დრო როგორ გადაანაწილოთ , ბავშვი შემიძლია დავიტოვო ...დროებით მაინც - ლენას უყურებდა და ბოლო იმედს ებღაუჭებოდა
-საერთოდ ხომ არ მოგაშვილოთ - თორნიკეს ცინიკური ხმა გაიგო და ფანჯრისკენ გაიხედა . შავი სამოსი უფრო მეტად გამოკვეთდდა მის თვალის ფერს და ნაკვთებს . სიგარეტის კვამლი ტუჩებსშრის გამოუშვა და ჩაიცინა
-თორნიკე გეყოფა ! - გაბრიელმა ისე გახედა კიდევ უფრო გააღიზიანა ბატონი
-მგონი სჯობს მივიღოთ მართას წინადადება...მე ჯერ კიდევ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. შენ ჩემი გრაფიკი მშვენივრად იცი , მამაშენი რომ გათავისუფლდეს ბავშვს მაინც ვერ მიხედავს... ახალი ძიძა მაინც უნდა ვიპოვნოთ - ლენა ცდილობდა ,მაგრამ თორნიკეს აშკარად გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი
-მარუსა აღარაა სხვა არავისთან დარჩება ! ჩემთან იცხოვრებს და რაც უფრო მალე ჩაულაგებთ ბარგს მით უკეთესი ... მაგრად არ მაქვს აქ დაყუდების ნერვები
-დღესვე მიდიხართ?- ძლივს თქვა ორი სიტყვა და თვალები აემღვრა
-დიახ , დღესვე მივდივართ შენ კი შეგიძლია ახალი სამსახური იპოვნო - ბავშვი ხელიდან გამოსტაცა და თავად აიყვანა , მაგრამ კესო გაჯიუტდდა
-არ მინდა მე შენთან...მე მართასთან მინდა. ხელი გამიშვი , გამიშვი - ფართხალებდა და მართასკენ იწევდა
-მართას თავისი შვილები ეყოლება . მართა არავინაა და მე მამაშენი ვარ ! - ისე უთხრა კიდევ უფრო შეაშინა - ისე იქნება როგორც ვამბობ , ლენა ჩაალაგებ იმ დედამოტყნულ ტანსაცმელს თუ თბილისში ვუყიდო ყველაფერი -ამჯერად დედამის გადახედა და ბავშვისთვის ხელი არ გაუშვია ისე დაიძრა კარისკენ
-თორნიკე ... გთხოვ წასვლამდე მაინც იყოს ჩემთან - წინ გადაეღობა ათასი სალანძღავი სიტყვა უტრიალებდა ,მაგრამ უკან დახევა არჩია- გთხოვ
-ორ საათში მზად იყავით მე გავდივარ და რომ დვაბრუნდები ეგრევე წავალთ - ბავშვი დასვა, ოჯახისწევრებს გადახედა და სახლიდან გავიდა.
საძინებელში იყვნენ და ჩემოდანში ნივთებს ალაგებდნენ კესო კი ყველაფერს ცდილობდა რაც კი აზრად მოუვიდა
-შენ ხომ გიყვარვარ ...
-ჩემო პატარავ აბა რას მეკითხები , ეჭვი გეპარება?
-ხოდა წამოდი ...ჩემთან წამოდი ან დამტოვე . გაბრიელს ვეტყვი და ის ეტყვის თორნიკეს რომ დამტოვოს. შენთან დავრჩები
-ბებიკო მართასთან ვერ დარჩები , ჩვენ ხომ ვიცოდით რომ ერთ დღეს წასვლა მოგვიხდებოდა. მართას თავისი ცხოვრება აქვს , ხომ არ დატოვებს ყველაფერს არა? შენ ხომ გიყვარს მართა ისე უყვარს თავის დედიკოს და მამიკოს, იმათაც ხომ სჭირდებათ ... შენ კი თორნიკეს სჭირდები , მასთან რომ იქნები უკეთ გახდება . არ გინდა მამიკო რომ კარგად იყოს?
-არ მინდა! მე მართა მინდა მარტო - არც ლენას უსმინა თავი დაიხსნა და ისევ მართას გახედა
-ბებო მართალს ამბობს...მე წამოსვლა არ შემიძლია პატარავ. შენ კი ვერ დარჩები თორნიკესთან უნდა წახვიდე , მასაც უყვარხარ თავისებურად უბრალოდ დრო სჭირდება და მერე ნახავ რომ უყვარხარ. მე ... დაგირეკავ ხოლმე და დაგელაპარაკები. აი ლენა ბებო რომ გნახავს დაგირეკავ , დამინახავ , მომიყვები ყველაფერს ... იქ უფრო გაერთობი , სკოლაში ივლი ბევრ მეგობარს გაიჩენ . მე კი ...მე ხშირად დაგელაპარაკები , გეფიცები
-არ მინდა
-სხვა გზა არ გვაქვს - მოეხვია და ხელები დაუკოცნა, მერე მთელი სახე და მისი სურნელი შეისუნთქა- მიყვარხარ ხომ გჯერა...დამიჯერე და კარგად მოიქეცი . ყველაფერი მოგეწონება აი ნახავ იქ კარგი იქნება - ჩუმად ელაპარაკებოდა და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და მერე ბატონიც გამოჩნდა
-წავედით
-თორნიკე იქნებ
-დედა წავედით-მეთქი გეყოთ მოთქმა-გოდება ტვინი მომეტყ.ა ...წავედით , ვამბობ წავედით- ხელში აიყვანა ბავშვი და ოთახიდან გავიდა. მართაც მიდიოდა სანამ მანქანაში არ ჩასხდნენ, ეზოც დატოვეს ერთად , ყველაფერი ჩაალაგეს, დაკეტეს და წავიდნენ ის კი ვერაფერს ხედავდა კესოს გარდა მანქანაში ძლივს რომ ჩასვა თორნიკემ და მერეც კიოდა. კარის გაღებას ცდილობდა , მართას ეძახდა ის კი გაქვავებული იდგა ქუჩაში და ვერაფერს აკეთებდა. როგორ უნდა შეწინააღმდეგებოდა ბავშვის ოჯახს როდესაც თავად მხოლოდ ძიძა იყო და სხვა არავინ. არავითარი ძალა არ გააჩნდა , უძლური იყო და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გულში დანას უყრიდნენ . სუნთქვა შეეკრა , თვალები დაებინდა მიდიოდა ,მაგრამ არ იცოდა სად მიდიოდა. მზე ისე ანათებდა ირგვლივ ყველაფერს წვავდა ის კი გაყინული იყო, ყურებში კესოს ტირილის ხმა ჩაესმოდა, გზის ნაცვლად მის სახეს ხედავდა . მერე ესმოდა მშობლების ხმები რომლებიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ
-ბავშვია, ცოტას იტირებს, მოენატრები და გადაუვლის . აი ნახავ მალე დალაპარაკებაც აღარ ენდომება ისე მოეწონება იქ ფუფუნებაში ცხოვრება ... შენ კი შენს თავს მიხედავ ბოლოს და ბოლოს
-თქვენ არ გესმით...არ გესმით
-ხო არ მესმის სხვისი შვილი როგორ უნდა გიყვარდეს ასე ძალიან ...არ მესმის და არც უნდა მესმოდეს. ეს შენ ხარ არანორმალური და დაიღუპავ თავს თუ გონს არ მოხვალ
-არ დამელაპარაკო ... არ ამოხვიდე მაღლა საერთოდ- მეორე სართულზე ავიდა ოთახში გამოიკეტა და დიდხანს არც გასულა იქედან.
.............
ჯერ უსმენდა , შემდეგ ყელში ამოუვიდა, თავი ისე ასტკივდა მოთმენა აღარ შეეძლო. სიჩქარეს უკლო და მერე გზიდან გადაიყვანა მანქანა . უკან მიბრუნდა და ისტერიკაში მყოფ ბავშვს მზერა გაუსწორა
-გეფიცები იმ გოგოსთან დალაპარაკების უფლებასაც არ მოგცემ ახლა თუ არ გაჩუმდები. თუ დამშვიდდები და ლენას დაუჯერებ როგორც კი ჩავალთ მაშინვე დაურეკავთ . აირჩიე რომელი გირჩევნია
-ვერ გიტან , ცუდი ხარ...ბოროტი ხარ შენ და არ გიყვარვარ. მართამ მომატყუა შენ სულ არ გიყვარვარ - უკან მიიწია სავარძელს მიეყრდნო და ფეხები მოკეცა
-ასე დაჯდომა არ შეიძლება პატარავ... მე ხომ არაფერი დამიშავებია არა? თორნიკეს თუ ეჩხუბები ჩვენ რა შუაში ვართ ტო - გაბრიელმა ხელის შეხება სცადა ,მაგრამ უფლება არ მისცა
-შეეშვი , ის გოგო როგორიცაა ზუსტად თავისნაირი ტუტუცი გაზარდა . მეტის ღირსი ვარ თავიდანვე რომ არ მოვაშორე , ხომ ვიცოდი როგორი სულელი და თავხედიც იყო ის გიჟი
-მართას ნუ ლანძღავ ...გიჟი თვითონ ხარ , ტუტუციც და
-გოგო
-თორნიკე შეეშვი უფრო მეტად ანერვიულებ ხომ ხედავ... ბებოს გოგო ყველაზე ჭკვიანი და კარგია . თბილისში რომ ჩავალთ მისთვის უზარმაზარ ოთახს მოვაწყობთ ბევრი სათამაშოთი და ყველაფერი ექნება რასაც მოინდომებს . ლამაზ საწოლს ვიყიდით ... იცი თორნიკეს დიდი სახლი აქვს. შენთვის იყიდა , ეზოში აუზიცაა ...გაბრიელი წასვლამდე ცურვას გასწავლის , ხის სახლს აგიშენებთ და სათამაშოებს დავდგამთ . ბებიკო შენ ოღონდ არ იტირო ჩემო ლამაზო თორემ მალე გული გამისკდება - ლენა კი ძალიან იყო აღელვებული,მაგრამ მანაც ვერ იმოქმედა კესარიაზე. სანამ არ გამოეცალა ძალა მანამ არ გაჩერებულა, შემდეგ ჩუმად იყო თითქოს ენა ჩაყლაპა. არაფერი უთქვამს , არაფერი გაუკეთებია . სახლშიც ისე შევიდა რეაქცია არ ჰქონია. ისე დაიძინა ტანსაცმელიც ვერ გახადეს, საწოლზე დაწვა და დაღლილობამ იმოქმედა.
-რას აპირებ...ვერ ხედავ როგორაა?
-გადაიტანს როგორმე
-შენ სულ გამოს.რდი ხო? სხვისი ბავშვი ხომ არ არის ჯერ მე უფრო მეტჯერ შევხვდი ვიდრე შენ, მე მეტი რამ ვიცი ბავშვზე ვიდრე შენ ...ახლა კიდე არ გეცოდება მაინც? ვერ ნახე როგორ ინერვიულა?
-სააგენტოდან ძიძები მოვლენ ხვალვე და მიხედავენ. მასზე უფრო რთული აღსაზრდელი ბავშვები ვიყავით მე და შენ
-არც გაზრდილხარ შენ ...ისევ ისეთი დარჩი როგორც მაშინ. მე და ლენა მივდივართ, ჩვენი აზრი ხომ არ გაინტერესებს ხოდა გაუმკლავდი ისე როგორც გინდა- ლენა და გიორგი წავიდნენ . გაბრიელიც რომ წამოდგა მზერა გააყოლა
-შენ სად მიდიხარ
-ორ საათში მივფრინავ . საერთოდ არ ხარ დედამიწაზე არავის ელაპარაკები, არაფერი გაინტერესებს იმედია კესარიასთან ახლოს ყოფნა მაინც შეგცვლის
-მშვიდობიანი ფრენა ... წამოგყვებოდი და კოცნას გამოგიგზავნიდი გაფრენამდე,მაგრამ ბავშვი მყავს სახლში რომელიც სრულიად უკონტროლოა
-და რომელიც შენი ასლია ... მე რომ მახსენდება როგორი ბავშვი იყავი ალბათ მალე გადაცხოვრდები სოფელში და მუხლებში ჩაუარდები იმ შავგვრემან ლამაზმანს ,რომ გიშველოს
-მე კი ვხედავ როგორ გიმტვრევ ძვლებს და გაფრენის ნაცვლად საავადმყოფოშ გადაჰყავხარ სასწრაფო დახმარების ექიმებს
-მეც მიყვარხარ ... - გასვლმდე ხელი დაუქნია და წავიდა.
მარტო იყვნენ უზარმაზარ სახლში , არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ახალ ძიძას რომ ვერაფერი მოეხერხებინა . მის ოთახში შევიდა , საწოლე დაჯდა და ეცადა ზედმეტი სამოსი მოეშორებინა. ღრმად ეძინა,მაგრამ ზედმეტად ცხელი იყო. შუბლზე ხელისგული დაადო და მიხვდა რომ სიცხისგან იწვოდა . მისი გამოფხიზლება სცადა, მაგრამ არ გამოვიდა მერე აშკარად ბოდავდა. მართას ეძახდა და ამან საერთოდ გააგიჟა. ლენასან რეკავდა ,მაგრამ უკვე ხელში ჰყავდა ბავშვი და მანქანისკენ მირბოდა
-რა ხდება ... თორნიკე გესმის?
-სიცხე აქვს, მაღალი და კლინიკაში მივდივართ... იწვის დედა. ჯანდაბა -მობილური ისე გათიშა ქალს აღარც მოუსმინა. სწრაფად ატარებდა და უკანა სავარძელზე მიწვენილ ბავშვს უყურებდა. მერე ისევ ხელში აიყვანა და საავადმყოფოს დერეფანში გაიქცა. ექიმი კითხვებს უსვამდა და მიხვდა რომ საერთოდ არაფერი იცოდა მისი ასაკის გარდა . ლამის ჭკუიდან გადავიდა სანამ ექიმებმა ტემპერატურის დარეგულირება შეძლეს .
-როგორაა
-არ ვიცი, ალბათ კარგად - სიგარეტს ვერ მოწევდა ამიტომ თითებსშორის ატრიალებდა ღერს. სავარძელში იჯდა და ხელებს დაჰყურებდა .
-კარგად იქნება , ბავშვია ჯერ თქვენ სულ გაციებულები იყავით ხოლმე მის ასაკში
-სტრესის გამოა ასე...ზედმეტად სუსტია და ემოიცური მე კი ისიც არ ვიცი რამდენად ხშირად ხდება ავად
-ახლა წარსულს ვერ დააბრუნებ, მთავარია მომავალში მაინც გამოასწორო შეცდომები და ნამდვილად იზრუნო მასზე . ხუთი წელი გავიდა უკვე, დროა მოერიო ტკივილს და იფიქრო კესარიას კეთილდღეობაზე
ის ღამე კლინიკაში გაატარა. მის საწოლთან იჯდა სავარძელში და თვალს არ აშორებდა. დილით რომ გაიღვიძა ისევ დაღლილი სახე ჰქონდა, ფერიც დაეკარგა და თორნიკეს დანახვისას იმედგაცრუებული გამომეტყველება ჰქონდა
-დილამშვიდობისა ... -გაუღიმა,მაგრამ ის ისევ წარბშეკრული უყურებდა
-სახლში მინდა ...ეს მომაშორონ . ვინ გამიკეთა - ნემსს დახედა და ხელი ფრთხილად აამოძრავა .
-ექიმი მოვა და წავალთ... ხელი არ მოხარო ხო? გეტკინება ხო?
ექიმთან ერთად დაბრუნდა , კესომ მის კითხვებს უპასუხა და შემდეგ სახლში წასვლის ნება მისცეს. ხელში აიყვანა , თავზე აკოცა და ისე დატოვა შენობა . დალაპარაკებას ცდილობდა,მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ჩუმად იჯდა და ქუჩებს უყურებდა.
2
სახლში მზარეულიც დახვდათ და ძიძაც, საშუალო ასაკის ქალი სანდომიანი ღიმილით რომელის ყველა ცდაც უშედეგო გამოდგა. ვერც საჭმელი აჭამეს , ვერც კონტაქტზე გავიდნენ, ბოლოს ტკბილეული აიღო და საძინებლისკენ გაიქცა. კარიც ჩაკეტა და სანამ თორნიკემ არ გააღო ფეხის კვრით მანამ არ გამოვიდა
-ანუ შიმშილობა გამოაცხადე-ზემოდან უყურებდა და ნელ-ნელა უქრებოდა ბრაზი
-აჰაამ
-შოკოლადს რატომ ჭამ თუ შიმშილობ? მე რომ ვშიმშილობდი მხოლოდ წყალს ვსვამდი
-შენ როდის შიმშილობდი- იატაკზე რომ დაჯდა ისიც და შოკოლადი შეუჭამა შემდეგ დაუსვა კითხვა
-რაგბის თამაში მინდოდა...იცი რაგბი? ხო მოკლედ დედაჩემს ისტერიკა ჰქონდა...ეშინოდა რომ დამამტვრევდნენ მე კი ძალიან მინდოდა და შიმშილობა გამოვაცხადე
-მერე ?-მოახერხა პატარა ქალბატონის დაინტერესება და მშვიდად განაგრძო საუბარი
-მერე მამამ შემიყვანა ,მაგრამ ერთ თვეში ფეხი მოვიტეხე და სეროზულ თამაშს მაინც ვერ გავაგრძელებდი . ასე დასრულდა ჩემი მორაგბის კარიერა
-მერე აღარ თამაშობ?
-ფეხბურთს ვთამაშობდი ადრე ...- გაახსენდა ძველი დრო და ისიც დააფიქსირა რომ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი თავის გასართობად საინტერესო არაფერი გაუკეთებია.
-ახლა?
-ახლა აღარ
-რატომ
-არ ვიცი...დრო არ მაქვს . ბიჭი რომ იყო გეთამაშებოდი , მაგრამ შენ ბურთი რომ მოგხვდეს დაგილურჯდება -ისევ მოტეხა შოკოლადი
-ნუ შემიჭამე- ხელზე დაარტყა და შოკოლადი გამოართვა
-მითხარი რა გინდა , მე და შენ მოვამზადოთ ...დავიჯერო არაფერი გინდა?
-სუპი მინდა
-რაა?
-სუპი ...ბოსტნეულით
-მეღადავები?
-ეგ რა არის
-ჯანდაბა... შეიძლება გავგიჟდე . კარგი წამოდი და ვუთხრათ მზარეულს მოამზადოს სუპი
-მართას მომზადებული მინდა
-მართა არ არის ...ამიტომ
-მართა მინდა
-მართას ვერ მოვიყვან ... სხვა ძიძა გეყოლება. ესაუბრე როცა მოგინდება, როგორც დაქალებს ეჭორავებიან ხოლმე. როცა სოფელში ჩავალთ ნახავ, ან ის რომ ჩამოვა აქეთ შეუძლია მოვიდეს
-ასე არ მინდა
-აბა რა გინდა ... ეგ ეგოისტობაა სხვათაშორის . ხომ გიყვარს ხოდა იფიქრე მასზე , სულ შენთან რომ იქნება ვერც გათხოვდება, შვილებიც არ ეყოლება და შენ რომ გაიზრდები მერე ? არ გინდა რომ ბედნიერი იყოს?
-ბედნიერია ჩემთან -წარბები შეკრა და თითქმის ყვირილით უთხრა
-ხო , შესაძლოა ,მაგრამ დიდ გოგონებს დიდი ბიჭები სჭირდებათ ... ქორწილი, სიყვარული, ოჯახი და შენ შეგიძლია იმეგობრო მასთან ისე როგორც სხვებთან.
-არ სჭირდება...ვაჟაც უშნოა და ის გუგაც . მართას არცერთი უყვარს , საერთოდ გათხოვება არ უნდა და დედამისი აძალებს . მე რომ არ ვეყოლები როგორ მოიშორებს ვაჟასნაირ დებილებს? - იმდენად გულწრფელი იყო თორნიკემ სახეზე ხელები აიფარა და ისე გაიცინა
-ვაჟას და გუგას გარდა გამოჩნდება სხვა ვინმე ვისაც შეიყვარებს შენი მართა . მერე გააჩენს ბავშვებს და იმ ბავშვებთან ითამაშებ არ გინდა?
-არ მინდა !
-შენ ეჭვიანობ ხომ? არ გინდა მართას შენს გარდა ვინმე ჰყავდეს მიუხედავად იმისა რომ შენთან ვერ იქნება?
-არ ვიცი რას მეუბნები მე უბრალოდ მართა მინდა - ხელებს ისე საყვარლად შლიდა თორნიკეს გონება ეფანტებოდა
-მართა არ იქნება!
-მაშინ ნუ მელაპარაკები - ზურგი აქცია და ისევ განაგრძო პროტესტი . თვალები ამღვრეული ჰქონდა და მისი ლურჯი თვალების ყურება თორნიკეს ისედაც უკარგავდა მოთმინებას
როგორ არ სცადეს, მაგრამ არავის არაფერი გამოუვიდა . უკვე აღარ შეეძლო მოთმენა , ვერც ჩხუბს ბედავდა წინა ღამის შემდეგ ეშინოდა . შხაპის მისაღებად შევიდა სულ ოდნავ მაინც რომ გაექარვებინა ფიქრები , დუშის ქვეშ იდგა და კიდევ უფრო უმძიმდებოდა სული. მარუსაც დაკარგა და ტკივილსაც ვერ გამოხატავდა , ადრე ასე არ იყო შეეძლო ემოციების გამომჟღავნება. წინა ღამით გაიაზრა რომ საკუთარ შვილს არ იცნობდა, თავად აზარალებდა და მისგან შორს ყოფნას ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებად თვლიდა არადა ადრე ფიქრობდა ,რომ ბავშვზე საკუთარი მდგომარეობით ცუდად იმოქმედებდა ,დაამძიმებდა ახლა კი ვერ ხედავდა მამის ადგილს კესარიას ცხოვრებაში . ბავშვს სრულიად უცნობი გოგო უყვარდა რომელიც პირველივე დანახვის წამიდან ამოიჩემა , თავიდან წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ არ მოსწონდა შემდეგ მისი თავხედობა აგიჟებდა . ყველაფერი თავდაყირა იყო , მარტო დარჩა უამრავი საქმისა და ბავშვის წინაშე , წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა მოქცეულიყო. სააბაზანოდან ნახევრად გათიშული გავიდა, ისევ ფიქრობდა, პირსაწმენდი თეძოსთან შეიკრა და საძინებელში გასასვლელი კარი გააღო
-არ შევჭამ და ნუ მეუბნები...გაიგოს რომ შენთან მინდა . მომენატრეე - სწრაფად საუბრობდა ქალბატონი და ტიროდა
-გემუდარები ასე ნუ მექცევი . შეიძლება გავგიჟდე პატარავ , მეც ძალიან მენატრები ,მაგრამ თუ არ შეჭამ თუ თორნიკეს გააგიჟებ მაგით რას მოიგებ . ჩემს ჩამოსვლამდე ცუდად გახდები და გინდა საავადმყოფოში წაგიყვანონ?
-ვიყავი უკვე
-რას ნიშნავს ... საავადმყოფოში რა გინდოდა-სანამ ბავშვი რამეს ეტყოდა მობილური აართვა ვერც წარმოიდგენდა რომ თვალი ჩართული იქნებოდა უბრალოდ სატელეფონო ზარი ეგონა და მართას დანახვისას გამომეტყველება შეეცვალა . გოგოც დაიბნა ნახევრადშიშველი, სველი კაცის შემყურე , სახეზე წამოწითლდა , მაგრამ მაინც არ დაიხია უკან
-რა ჯანდაბაა...დარეკვა როგორ მოახერხე
-არ გათიშო გთხოვ, მე დაველაპარაკები და მზარეულსაც ვეტყვი რა მოუმზადოს
-არ ეტყვი! ამათ მხარეს ხარ თუ ჩემ მხარეს...შენ რა არ გინდა ჩემთან ? -კესარიას სულ არ ადარდებდა თორნიკეს გაბრაზება ისევ თავად შეუტია მართას
-კესო , პატარავ გთხოვ
-ნუ მთხოვ ... საერთოდ ნუ დამელაპარაკებით. არცერთი მიყვარხართ ...შენც მიმატოვე არადა მპირდებოდი არ წავალო- ტირილით გავარდა ოთახიდან მართა კი ინსტიქტურად წამოდგა, თითქოს გაყოლა შეეძლო. მერე თავზე ხელი მიიდო და ცრემლები წამოუვიდა
-ხვალ დილით დაგირეკავ თუ წინააღმდეგი არ ხარ , მზარეულს უთხარი რა უყვარს
-ძილის წინ თმაზე მოფერება უყვარს ... კიდევ , ამბები ლილეზე - პაუზის შემდეგ უთხრა და ცრემლები შეიმშრალა- თუ გინდა რომ დაუახლოვდე მარტო არ დატოვო რამდენჯერაც არ უნდა გაგაგდოს მაინც
-ლილეზე შენ რა იცი
-ის რაც მარუსასგან ვიცოდი , შენ მეტის თქმა შეგიძლია . უბრალოდ აჩვენე რომ გიყვარს, თუ შეგიძლია რა თქმა უნდა- წარბები შეკრა და ამღვრეული მზერა წამით გაუსწორა შემდეგ კავშირი გაწყდა. დარჩა ხელში მობილურით , გაყინული სულით და უარესად არეული გონებით.
დიდხანს დადიოდა ოთახში, ბოლოს შორტი და მაისური ჩაიცვა ქალბატონის ოთახს მიაშურა და გაფრთხილების გარეშე შევიდა. საწოლზე იჯდა ტანსაცმლით , არეული თმითა და დასიებული თვალებით
-ბანაობა არ გინდა ძილის წინ?
-არა!
-კარგი , ჭუჭყიანმა დაიძინე...რომელი პიჟამა გიყვარს?- კარადა გააღო და პიჟამა იპოვნა
-არ მინდა
-ეს ლამაზია , ალბათ გიხდება-ერთ-ერთი აიღო და პასუხს აღარ დალოდებია
-მომშორდი
-ასე იქცეოდი მართასთან ? გითხრა ასე მოექეცი თორნიკესო?- საწოლზე დაჯდა და თმიდან სარჭი მოაშორა
-არა
-აბა რატომ იქცევი ისე რომ მე მართაზე გავბრაზდე და მეგონოს რომ ვერაფერი გასწავლა?
-მართამ ყველაფერი მასწავლა
-მაინც რა გასწავლა
-ყველაფერი , მაგრამ არ გეტყვი - აწეწილ თმაზე ხელი ისე გადაისვა ლილუმ რომ იცოდა გაბრაზებისას. სრულიად სხვანაირი იყო , მაგრამ მაინც საოცრად ჰგავდა იმ წამს
-ლილუც ზუსტად ასე მიბრაზდებოდა - ზურგით მჯდომს პატარა მხარზე აკოცა და ფრთხილად დაუსვა სავარცხალი თმაზე - სულ უნდოდა თმა შეეჭრა ,მაგრამ უფლებას არ ვაძლევდი მერე მეჩხუბა თმა ჩემია და შენ რა გინდაო -ყელში ბურთი გაეჩხირა ბავშვის შავ თმას უყურებდა და ფიქრობდა რა იქნებოდა ის რომ არ ყოფილიყო . საკუთარ თავზე გაბრაზდა, აგიჟებდა ეს ომი კესოს სიყვარულსა და ბრაზს შორის რომელსაც ვერ აქრობდა
-მერე ?
-მერე შენ ცუდი გოგო ხარ , არ მიჯერებ...დაურეკე კიდევ მართას და მოგიყვება მერე რა იყო
-მიდიხარ?
-მაინც ზურგს მაქცევ და რა მინდა რომ დავრჩე? გამოიცვალე, თუ გინდა ნუ გამოიცვლი
-გამოვიცვლი ... დახმარება არ მჭირდება. მე თითონ- გამოიცვალა, პიჟამა ჩაიცვა , ყველაფერი კოხტად დაკეცა და სავარძელზე დააწყო . მერე საბანი გადასწია და ზეწარზე დაწვა - ერთი ნათურა ენთოს ...სხვები ჩააქრე
-სიბნელის გეშინია?
-ღამით ადგომა მინდება ხოლმე და იმიტომ ...მართას ეშინია სიბნელის და მეც ვეუბნები რომ არ ჩააქროს - ბოლოს თქვა , ფანჯრისკენ გადაბრუნდა და ისევ მოიღუშა
-ასე ძალიან გიყვარს ის გოგო? - ზურგით მიეყრდნო საწოლის თავს და თითები ფრთხილად შეახო თმაზე
-რამდენჯერ უნდა გითხრა უუფ
-მასზე მეტად ვინ გიყვარს
-დედა - დიდი ხნის დუმილის შემდეგ უთხრა და თორნიკე თითქოს გაქვავდა
-როგორ . ის ხომ არასდროს გინახავს-რამდენიმე სიტყვა ძლივს გადააბა. ვერასდროს წარმოიდგენდა ამ ერთციდა ბავშვს ამხელა სევდა თუ ექნებოდა
-მისი ფოტოები მაქვს , ვიდეოც მაჩვენა მართამ და მითხრა რომ მასზე მეტად არავის ვუყვარდი , მართასაც კი
-კიდევ რა გითხრა - ხმა გაუტყდა , ზემოდან დაჰყურებდა მის მომცრო სხეულს და თითებს ისევ ნელა ამოძრავებდა შავ ტალღებში
-ზღაპრებს მიყვება დედაზე და შენზე ... ზოგჯერ მარტო დედაზე , მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით სხვას არავი უყვება . მითხრა მამას დედა ძალიან უყვარდაო , მართალია? - მისკენ გადაბრუნდა და ლურჯი თვალები შეანათა. ისევ ცრემლიანი ჰქონდა მზერა, ისევ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ლილუ უყურებდა , ოღონდ სხვა სხეულში გამომწყვდეული
-მართალია
-მართამ მითხრა შენც უყვარხარო, მაგრამ მე არ მჯერა
-მართას ისევ მართალი უთქვამს
-გიყვარვარ ?
-რა თქმა უნდა , როგორ შეიძლება არ მიყვარდე
-მაშინ მომიყვანე მართა, გთხოვ - როგორც კი მოეხვია თორნიკე მაშინვე უთხრა და თავი მკერდზე დაადო. ისეთი პატარა იყო თითქოს ვერც გრძნობდა მის წონას , ისევ განაგრძო მოფერება, მაგარამ არაფერი უთქვამს . კესოც გაირინდა , ასე მის მკერდზე იწვა და ეძინა . თორნიკე კი მთელი ღამე უყურებდა, არც შეტოკებულა .დილამდე თვალიც არ მოუხუჭავს შემდეგ კი მძინარე ბავშვი დატოვა და წავიდა.
.........
ახალი ჩაძინებული იყო , დილის რვა ან ცხრა საათი იქნებოდა ქუჩაში ჩამოწოლილი სიჩუმე მანქანის ხმამ რომ დაარღვია. აშკარა იყო მეზობელი ამირანის ვოლგა არ მიქროდა ასეთი სიჩქარით თანაც სადღაც ჭიშკართან ახლოს შეჩერდა . არ უფიქრია ფანჯრიდან გახედვა იმდენად უღონოდ იყო ,რომ თვალების გახელაც დაეზარა ძილბურანში იყო ისევ. ეზოდან დემნას ხმა გაიგო ვიღაცას უთხრა მობრძანდითო და შემდეგ აღარაფერი ესმოდა. რომ სცოდნოდა ეზოში მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი წყდებოდა ალბათ სირბილით ჩაივლიდა ორ სართულს .
დემნა მინდვრიდან ახალი დაბრუნებული იყო , ბოტები გაიხადა და იქვე ჩამოჯდა სიგარეტის მოსაწევად ეზოში შესული სტუმარი რომ დაინახა. ეგონა რომ ამაშუკელები სამუდამოდ გაქრნენ იმ რამდენიმე კვირის წინ ,მაგრამ თორნიკეს დანახვამ გონება აურია. ისევ ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა და აშკარა იყო მნიშნელოვან საქმეზე იყო და ეს საქმე მართას ეხებოდა
-როგორ ბრძანდებით - ხელი ჩამოართვა და ზრდილობიანად მოიკითხა
-გმადლობთ , კარგად ... თავად ? იმედია ყველაფერი რიგზეა
-თქვენთან მნიშვნელოვანი და მეტად დელიკატური საქმე მაქვს - სახლიდან გამოსულ ლალის შეხედა და მასაც დაელოდა . ქალს აშკარად არ ახარებდა სტუმრის დანახვა
-აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ ბატონო თორნიკე ...
-ადროვე ქალო - ისე დაუბრიალა თვალები წესით უნდა გაჩუმებულიყო ,მაგრამ არ აპირებდა- დარწმუნებული ვარ მართას გამო მობრძანდით ამ დილაადრიან. ამხელა გზა რისთვის გამოიარეთ 6 წლიანი სამსახურის შემდეგ რაიმე პრეტენზიები გაქვთ? არცერთ ძიძას არ ევალება იმდენი რამ რასაც მართა აკეთებდა კესოსთვის ...აღარაა დრო რომ შეეშვათ და თავად მიხედოთ თქვენს საკუთარ შვილს?
-მესმის თქვენი და ნამდვილად ვერცერთი ხელფასი აანაზღაურებს მართას დამსახურებას , მაგრამ
-რომელ ხელფასზე ლაპარაკობთ ... მართას ერთი თეთრიც არ აუღია
-ეგ ფაქტი ცოტა ხნის წინ შევიტყვე ... არ მინდა ფუჭი დროის ხარჯვა მე აქ წინადადებით ვარ რომელიც შემეძლო მართასთან შემეთანხმებინა პირდაპირ რადგანაც დამოუკიდებელი, ზრდასრული ქალია უკვე , მაგრამ თქვენს ფაქტორს და იმას რომ მის გარდა არავინ გყავთ პატივს ვცემ. ბატონო დემნა ვიცი ერთადერთი ქალიშვილი გყავთ, მისი ბედნიერება გინდათ და მისი იმედი გაქვთ სხვა არავისი . ალბათ ძალიან არ გინდათ კესარიას ფაქტორმა მის ცხოვრებაზე ისევ იმოქმედოს ამიტომ ამჯერად ვუზრუნველყოფ თქვენს მკურნალობას, ვიცი ერთი წლის წინ გულზე ოპერაცია გაგიკეთეს, ახლაც მედიკამენტოზურ მკურალობას გადიხართ რაც საკმაოდ ძვირი ჯდება ალბათ. თქვენ კი ქალბატონო ლალი დიაბეტი გაქვთ ... აქ ის თანხაა რაც მართას ხუთი წლის განმავლობაში უნდა აეღო , ბონუსით - ჯიბიდან ქაღალდის შეკვრა ამოიღო და დემნას მისცა - იმედია გამიგებთ, მეც არავინ მყავს კესარიას გარდა, ამდენი წელი მისგან შორს ვიყავი ახლა კი ვხვდები რომ თქვენი შვილის გარეშე ცუდადაა. მინდა მართა კესოსთან წავიყვანო , არანაირი შეზღუდვა არ ექნება ჩემგან მხოლოდ ბავშვთან იქნება , ჩვენთან იცხოვრებს არაფერი მოაკლდება და პირადად მე გპირდებით რომ მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან იმ სახლში. თუ უნდა იმუშაოს თავისი პროფესიით... არ ვიცი მოკლედ ეს მხოლოდ ინფორმაციიაა რომელიც საჭიროდ ჩავთვალე რომ გცოდნოდათ
-იქნებ არ ვართ თანახმა ... ქვრივი კაცის სახლში იცხოვროს ჩვენმა გოგონამ . ჩვენგან შორს იყოს და ვინ იცის იქნებ არც იყოს ისე როგორც გვპირდებით . ეს ფული რაში გვჭირდება, ჩვენ არ ვყიდით ჩვენი შვილის მომავალს
-ყიდვა გაყიდვა რა საკადრებელია ქალბატონო ლალი? ეს უბრალოდ ის ფულია რომელიც უნდა მიეღო მართას და თუ ის არ წამოვა მაშინაც თქვენთან დარჩება ... აქ საკამათო არაფერია და არც ვაპირებ . ჩემი სათქმელი გითხარით ახლა კი თუ შეიძლება მართასთან გავარკვევ დანარჩენს -ისე დაიძრა სახლისკენ თითქოს ზუსტად იცოდა სად მიდიოდა- დაუძახებთ თუ თავად ვიპოვნო
რამდენიმე წუთის შემდეგ მართას საძინებლის კარი შეაღო ლალიმ და უთხრა რომ თორნიკე ქვემოთ ელოდა . იმდენად სწრაფად ჩაიცვა და ჩაირბინა კიბე ქალმა თვალის მიდევნებაც ძლივს მოასწრო. თმები არეული ჰქონდა, სწრაფად მიაბიჯებდა ხის ჩრდილში მჯდომი ამაშუკელისკენ და სუნთქვა თანდათან უძნელდებოდა
-აქ რას აკეთებ...კესოს დაემართა რამე?
-მე აქ ვიქნებოდი კესო რომ ცუდად იყოს? დამშვიდდი -მზერა გაუსწორა მის მუქ თვალებს
-მადლობა ღმერთს - თითები თმაში შეიცურა და ღრმად ჩაისუნთქა- აბა რა ხდება
-მე კი ეჭვი მეპარება და მგონია რომ პატარა ბავშვი და მოხუცი მოატყუე , მაგრამ თუ ნამდვილად გადარდებს კესარიას ბედი თბილისში უნდა წამოხვიდე გაურკვეველი ვადით . ამ 10 დღის განმავლობაში თითქმის არაფერი უჭამია, 6 ძიძა დაიწუნა... ყველაფერს თავდაყირა აყენებს , თითქმის ყოველ ღამე ტირის და ენატრები . თუ ასეთი უანგაროა შენი სიყვარული ჩაალაგე ბარგი და წამოდი მასთან . მხოლოდ კესოს განწყობაზე იზრუნებ სხვა რაც გინდა და როცა გინდა მაშინ გააკეთე , მაგრად . ხელფასი რამდენიც გინდა იმდენი გექნება
-არ მჭირდება მე შენი ფული ... და კესოც იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე შენ წარმოდგენა შეგიძლია- ისეთივე ტონით უპასუხა როგორც ბატონი ესაუბრებოდა. თვალები უნათებდა და თან ისევ ვერ იმორჩილებდა ათრთოლებულ სხეულს. მისი გულისცემაც კი ჩანდა ისე უმოძრავებდა გულ-მკერდი- მაგრამ ჩემი მშობლები
-მათ ვესაუბრე და თანახმა არიან...ამდენი დრო არ მაქვს შენი ლოდინისთვის. თუ მოდიხარ დაგელოდები თუ არადა ახლავე მითხარი და წავალ . კესოსთან დარეკვასაც არ გაბედავ მერე, მე კი როგორმე მოვახერხებ დაგივიწყოს .
-ასე წამებში ვერ ავბარგდები , ნახევარი საათიც არაა რაც გამოვფხიზლდი . ყველა შენს სურვილს ვერ შეასრულებს თანაც ერთი თითის გატკაცუნებაზე . თუ იაზრებ საერთოდ რა რთული არჩავანის წინაშე მაყენებ
-ცოლობას კი არ გთხოვ ...წამოდი დაამშვიდე ბავშვი , მშვიდობიანად დაშორდი და უკან დაბრუნდი ხვალვე თუ გინდა . შენს სახლში გამოკეტვას არ ვაპირებ, ახლა ფაქტობრივად საკუთარ კომფორტზე ვამბობ უარს, შენი ატანა მომიწევს საკუთარ სახლში და აქეთ გემუდარო ? აქ ვარ , ჩამოვედი , გეახელი და გადაწყვიტე
-შენი ცოლობა ვის რა ჭირად უნდა ნეტავ .. რადგან ჩამოხვედი ე.ი მიხვდი რომ საკუთარ შვილს არ იცნობ და ახლა როგორმე რამდენიმე საათიც გაუძლებ ლოდინს- სულ ეს აგიჟებდა, უკანა რასდროს იხევდა და მიუხედავად იმისა რომ სულ ცახცახებდა მაინც ამაყად ეჭირა თავი ისე თითქოს არაფრის ეშინოდა
-ნუ მესწერვები გოგო თორემ - ფეხზე წამოდგა და ის იყო მკლავში უნდა ჩაევლო მართა რომ მოშორდა
-მე მშობლებს დაველაპარაკები, ბარგს ჩავალაგებ შენ შეგიძლია კომფორტულად მოკალათდდე. დედა საუზმეს გაამზადებს, დიდი გზა გამოიარე ... თუ იკვებები საერთოდ , ან იქნებ ამ ბრაზით , სიგარეტით და ათასი უბედურებით საზრდოობ -პასუხს არ დალოდებია ისე აქცია ზურგი და წავიდა
-შენი დედაც...ყველაფერიი შენი ბრალია თორნიკე, შენი ბრალია ვერ გაუძელი და ნახე სანამ წაქცეული იყავი ვინები გაბლატავდნენ. დედას შევ.ცი- სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და სწრაფად მოუკიდა.
სახლში რომ შევიდა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ წავიდოდა,მაგრამ მშობლების განაწყენებაც არ უნდოდა. ლალისთან ყველაფერი რთულად იყო, ერთი ნაწილი ეუბნებოდა , რომ უმადურობას იჩენდა ,მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. საუბარი რომ დაიწყო არგუმენტები მოჰყავდა ნათესავები, მეგობრები, მეზობლები რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მათთან გაჩნდებდნენ, ხშირად დარეკვას ჰპირდებოდა , თავსაც იმშვიდებდა და მათაც ამშიდებდა.
-შეიძლება მალევე დავბრუნდე...როგორც კი მივხვდები რომ უჩემოდაც კარგად არის, რომ შეეჩვია იქ ყოფნას და თორნიკეს მაშინვე დავბრუნდები . ჩემს დანაზოგს დაგიტოვებთ ...წამლებისთვის გეყოფათ და მერე მოვიფიქრებთ რამეს
-არ უთქვამს ? - დემნამ ფული გადმოყარა მაგიდაზე - ხუთი წლის ანაზღაურებააო ასე რომ ჩვენს წამლებზე ნუ იფიქრებ ...შენ თუ გინდა წადი , ჩვენ კარგად ვიქნებით . მე შენზე ვდარდობ მხოლოდ , სხვა არაფერზე. შეიძლება იმ კაცის ნდობა? მე რა ვიცი ვისთან მეგობრობს იმ სახლში ვინ მოვა, ვინ დარჩება რა მოხდება
-ღმერთო როგორ ვერ ვიტან - ფულს ხელი დაავლო და უკან ჩაყარა
-არ თქვა რომ ამ ფულის დაბრუნებას აპირებ... ისაა რაც გეკუთვნოდა და კიდევ ცოტაც მთელი ხუთი წელი შეწირე მის ბებიას და შვილს . სახლშიც არ მოდიოდი ხანდახან იქ ათენებდი და აღამებდი
-დედა რას მეუბნები , გინდა რომ ეს ფული დაიტოვო ?
-და რატომ არ უნდა დაიტოვო ვინმეს ვართმევთ, ვპარავთ თუ რა...იცის იმ კაცმა რაც გეკუთვნოდა, აქვს და მოგვცა. რატომ უნდა ვითვლიდე თეთრებს წამლებში და რატომ უნდა იფიქრო იქ კიდევ იმაზე როგორ გვიმკურნალო ჩვენ... ღმერთმა ასე ინება , ხოდა საქმე მაინც შეიმსუბუქე . ამ დაწყევლილის გარეშე ვერ ვცოცხლობთ , შენი შრომითაა მოპოვებული და რატომ არ უნდა დავიტოვოთ
-ლალი , შეეშვი როგორც უნდა ისე გააკეთებს. მისი ფულია და შენ რა გკითხავს
-როგორ არ მკითხავს კაცო გაგიჟდი ხომ? ის რომ იქ იყო ვის აკლდებოდა თუ არა ჩვენ ახლა რა სირცხვილი იქნება
-როგორც სჩანს თქვენ კარგად იქნებით უჩემოდაც...მე კი კესოს ვალოდინებ ახლა - არასდროს მოსწონდა დედამისის აზროვნება , ზოგჯერ თავის შეკავებაც უჭირდა და მთელი ბავშვობის განმავლობაში ომი ჰქონდა მასთან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. აზრი არასდროს ჰქონდა მასთან კამათს, მაინც აიგნორებდა ყველა არგუმენტს და თავის აზრზე რჩებოდა . ამას იმას აბრალებდა რომ მთელი ორმოცი წლით დიდი იყო ლალი მასზე, სრულიად სხვა შეხედულებები ჰქონდა, სხვა დამოკიდებულება და ისედაც ხასიათითაც განსხვავდებოდა.
უზარმაზარ ჩემოდანში ჩააწყო ყველაფერი რაც გამოადგებოდა და დასჭირდებოდა . წვრილმანებზე აღარ უფიქრია , ფულიც აიღო ორივეს აკოცა. ლალი დემნამ გააჩერა და თორნიკესთან მივიდა
-ეს არ მჭირდება - მაჯაზე მოუჭირა თითები ხელი გაააშლევინდა და ხელისგულზე დაუდო შეკვრა
-სულელური სიამაყე მაშინ როდესაც შენი მშობლების ჯანმრთელობას ეხება საქმე? ეგოისტობ !-გაუკვირდა, სულ არ ფიქრობდა რომ ფულზე უარს ეტყოდა
-შენ მე ეგოიზმზე არ უნდა მესაუბრებოდე , არც სისულელეზე !
-ნუ ხარ თავხედი - კბილებში გამოსცრა და შეკვრა ქვის მაგიდაზე დადო - აქ დვატოვებ , თუ დასჭირდებათ გამოიყენებენ და თუ არა რომ წახვალ ჩემი სახლიდან მერე დამიბრუნებ !- ჩემოდანს ხელი დაავლო და მანქანიკენ დაიძრა . ჩაჯდომას აპირებდა დემნამ მკლავზე რომ ჩაავლო და უკან მიბრუნდა
-ჩემს გულს და სულს გატან , ისევ კესოს გამო არ ვაჩერებ . იცოდე რამე რომ მოხდეს რაც მას ატკენს ან დააზარალებს ჩემი ხელით მოგკლავ
-მე უკვე გითხარით მართა კესარიასთან მიმყავს ... დანარჩენს თავადაც გეტყვით და თუ რაიმე მოხდება მე არსად დავიმალები . კარგად ბრძანდებოდეთ- მანქანაში ჩაჯდა , ღვედი შეიკრა და ძრავი აამუშავა.
-იცის აქ რომ ხარ?- სოფელი რომ დატოვეს შემდეგ ჰკითხა მართამ
-არა ... მინდოდა მის გაღვიძებამდე დავბრუნებულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა
-იმედია ისე არ უყვიროდი როგორს მაშინ
-შენ იქ ჩემთვის ჭკუის სასწავლებლად არ მიმყავხარ და იცოდე შენი ადგილი !
-შენ ნამდვილად ვერავინ ვერაფერს გასწავლის, იმდენად ხისთავინი ხარ სანამ ისევ არ გადაგიტრიალდება რაღაც გონს არ მოხვალ , მაგრამ კესოსთან მოქცევის ფორმებს თუ არ შეცვლი კიდევ დიდხანს მოგიხდება ჩემი ატანა რაც მეეჭვება გინდოდეს
-შევთანხმდებით როგორმე წინასწარი გეგმების დასახვის გარეშე !-აშკარა იყო ლაპარაკი არ უნდოდა და მართამაც აღარ განაგრძო.
უჭირდა , ღელავდა, მაგრამ მაინც იცოდა რომ არ ინანებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას. მგზავრობა დამღლელი იყო, მაგრამ ეზოში რომ გააჩერა მანქანა და მიხვდა კესოს ნახავდა ყველაფერი დაავიწყდა. ისე უბრწყინავდა თვალები როგორც პატარა ბავშვს , ლამის თორნიკესაც გაასწრო ,სახლში როგორც კი შევიდა მაშინვე მტვრევის ხმა გაიგო და კივილის
-სად წავიდა...დაურეკეთ მოვიდეს. ისევ დამტოვა ხომ? უნდა შენთან დამტოვოოს? წადით აქედან არ მინდა ეგ სულელური საჭმელი ... ყველანი წადით -მთელი ოთახი თავდაყირა იყო. ბალიშებიდან გადმოცვენილი ბუმბულები ჰაერში დაფარფატებდნენ, სათამაშოებიც დაემტვრია და ყველაფერი რაც შეეძლო . საწოლზე იდგა და ახალ ძიძას მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.
-კესარია - მართას ხმა რომ გაიგო კარისკენ გაიხედა და წამვე შეწყვიტა ხტუნვა
-მართაა ... მართა მართა მოვიდა ... როგორ მოხვედი - საწოლიდან ჩამოხტა და ფეხებზე მოეხვია
-თორნიკემ მომიყვანა- დაიხარა , მოეხვია და თითები თავზე გადაუსვა- როგორ იქცევი კესო, ასე შეიძლება?
-მიბრაზდები ? - ისე დატკბა თითქოს წამის წინ თვითონ არ ბობოქრობდა- მეტს აღარ ვიზამ ... შენ ხომ დარჩები. მამა ხომ შეიძლება რომ დარჩეს? აქ ბევრი ოთახებია ან ჩემთან დაიძინებს- თორნიკეს გახედა და თან მართას არ უშვებდა ხელს
-იმიტომ მოვიყვანე რომ შენთან დარჩეს და ვნახოთ როგორ მოიქცევი ... თქვენ თავისუფალი ხართ . შეგიძლიათ წახვიდეთ - ოთახში მყოფ ქალებს მიმართა და ნელა გაუყვა დერეფანს - ხათუნა ოთახი აჩვენე მართას , მე დასვენებას ვაპირებ არ შემაწუხოთ
-მართლა გტოვებს?- ჩუმად უთხრა მართას
-თვითონ მოვიდა და წამომიყვანა. მითხრა კესოს მოენატრე და ჩვენთან იცხოვრეო
-ხოო?
-ხომ გითხარი უყვარხარ-თქო- ხელები დაუკოცნა და გაუღიმა
-შენც წამოყევი ... ჩემთან იქნები- მკლავები ყელზე მოხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა-მიყვარხარ მართა - თავი მხარზე დაადო და მშვიდად ჩაისუნთქა . იღიმოდა , თითებს თმაზე უსვამდა მართას და კმაყოფილი იყო თავისი მიღწევით.
ოთახი მივალაგოთო თავად უთხრა მართას, ზუსტად იცოდა რასაც ეტყოდა და წინასწარ დაიზღვია თავი. თორნიკე დერეფანში რომ გავიდა დაინახა როგორ ცდილობდა ბუმბულის დაჭერას , იცინოდა მართამ ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა. ისეთი ბედნიერი იყო ორივე მზერა ვერ მოაშორა. შემდეგ კესომ დაინახა და მისკენ გაიქცა. ისე მოულოდნელად მოეხვია გაოცება ვერ დაფარა
-მადლობა ... დაიხარე გაკოცებ - ქვემოდან უყურებდა, თავისი ლურჯების ციმციმით გულს უჩერებდა და ისე უღიმოდა შეუძლებელი იყო გულგრილად გეცქირა. დაიხარა, მერე ისევ დაეტაკა მისი სურნელი, იგრძნო სითბო რომელიც ყელზე მოხვეული მისი პატარა მკლავებიდან მოდიოდა და ტუჩები წვერიან ლოყაზე მიეკრო -მიჩხვლიტა - ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა და თითები წვერზე ჩამოუსვა-ბებო ამბობდა მამას ჰგავხარო , მე კი ისეთი პრიალა კანი მაქვს და ისეთი პატარა ვარ
-ღმერთო ჩემო- ისე წასკდა სიცილი გონს ვერ მოვიდა . იატაკზე იჯდა ბავშვს ეხვეოდა და იცინოდა
-რაა? - გაკვირვებული იყო . ჯერ პირველად ნახა მისი სიცილი და მერე ვერ მიხვდა რატომ იცინოდა- რა გაცინებს... მართაა - წამსვე გოგოს გახედა კარის ჩარჩოს რომ იყო მიყრდნობილი და ისე უყურებდა მამა-შვილს
-არ დაგცინის, უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ ... წავიდეთ ახლა ვისადილოთ თორემ თორნიკეს ჰგონია რომ ჭამა არ იცი
-შენც წამოხვალ? მამასაც ხომ მოუმზადებ მართა?- ქვემოდან უყურებდა ორივეს და პასუხს ელოდა
-წამოვალ , მაგრამ მე არ მშია... ვნახავ რას ამზადებს ასეთს შენი მართა
-ვერ გავიგე შენ არასდროს ჭამ და ამხელა როგორ გაიზარდე ... მე რომ მეუბნებით რომ გაიზარდო უნდა ჭამოო ტყუილია
-ბავშვობაში ჭამდა ბევრს და იმიტომაა ამხელა ... ახლა ეშინია გოლიათი არ გახდეს . ისედაც ალვის ხესავითაა
-ჩემს ასაკში აღარ იზრდებიან , შენ კი აშკარად ენა გეზრდება ისევ
მზარეულს მიესალმა , კითხვები დაუსვა, თან კესო სკამზე დასვა და მზადება დაიწყო. აქამდე რომ უბღვერდა ქალბატონი მზარეულს ახლა გაუჩერებლად ელაპარაკებოდა , მასთან ერთად ეხმარებოდა მართას და თორნიკეს ვაშლი მიაწოდა
-დამიჭრი? მე დანას არ მაძლევს მართა
-გავთალო თუ ისე
-კანით მიყვარს
-ხო , ასე უფრო გემრიელია და ხრაშუნა - თეფშზე დაუწყო ნაჭრები და ერთი თავადაც აიღო
-შენც გიყვარს?- თვალები გაუფართოვდა და ისე დააკვრიდა. ჭამა რომ დაიწყეს უფრო დაემსგავსნენ ერთმანეთს
-მიყვარს
-დედასაც უყვარდა? - წამსვე ჰკითხა , ისევ ჭინკები უხტოდნენ თვალებში თორნიკეს კი სახე წაეშალა
-არა ... ლილუს ხილიდან მხოლოდ ფორთოხალი და მანდარინი უყვარდა - სკამი უკან გასწია და ოთახიდან ისე გავიდა უკან არ მიუხედავს.
-რატომ წავიდა... რამე დავაშავე?
-არაფერი პატარავ... მოვა ისევ . შენ ვაშლს რომ შეჭამ შემდეგ ესენი ჩამიყარე ბლენდერში ხო? -მაგიდაზე დასვა ისიც ყრიდა გამზადებულ ბოსტნეულს და კარისკენ იხედებოდა.
თორნიკე აღარ დაბრუნებულა . ბოლო დღეების დაძაბულობა უნდა გაექრო . თავი უსკდებოდა კლუბში რომ შევიდა და რამდენიმე ჭიქა ისე დაცალა არ შეჩერებულა. ბოლოს თავის საყვარელ ადგილას დაჯდა ბოთლით ვისკი დაიდო, მშვიდად განაგრძო დალევა.
მუსიკის ხმა , სასმელის ჭარბი დოზა, აჩქარებული სისხლის მიმოქცევა და კიდევ ერთი ქერა ლამაზმანი რომელიც ლილუს ჰგავდა , მაგრამ ის არ იყო . ცეკვავდნენ, ზურგიდან ეკვროდა და ურცხვად დაატარებდა მის სხეულზე თითებს. შემდეგ ქალმა აკოცა,თითები თმაში შეუცურა და ძლიერად მოქაჩა. შენობა დატოვეს, ქალის ცხელი ტუჩები ყელს უკოცნიდნენ , შარვალში მიძვრებოდნენ მისი თითები და ისიც არ უწევდა წინააღმდეგობას. სხეულში დავლილი ჟრუანტელი სიამოვნებასა და ზიზღს შორის იხლიჩებოდა , უყურებდა მის ქერა თმას შემდეგ სახეს და წამით ლილუს ვეღარ ხედავდა. ღებინების გრძნობა ისე აწვებოდა ვეღარ გაუძლო , ქალი სახით კედლისკენ მიაბრუნა და მისი ხმამაღალი კვნესაც გაიგო.
თვალები დახუჭა, კედელს ხელისგულით მიებჯინა . ქალს მოშიშვლებული საჯდომი მუცლამდე აკეცილი კაბით დაუფარა , შარვლის ელვა შეიკრა და მშვიდად მოშორდა. ქალმა რაღაც უთხრა, კოცნას აპირებდა, მაგრამ არ დაანება. ზურგი აქცია და მანქანისკენ დაიძრა. თავი აღარ სტკიოდა, მანქანას ნელა ატარებდა სახლში დაბრუნება არ უნდოდა ,მაგრამ ბოლოს მაინც შეაღო კარი. ამ ადგილთან არაფერი აკავშირებდა , ორი წელი იყო რაც იქ გადაცხოვრდა და ისეთივე ცარიელი იყო მოგონებებისგან როგორც თავად თორნიკე. ეწეოდა და ისე მიუყვებოდა გრძელ კიბეს. დერეფანში მოხვედრისთანავე გაიგო ხმა რომელიც კესოს ოთახიდან გამოდიოდა , კარი ღია იყო და სინათლის სხივიც ჩანდა
-არ იტირო გთხოვ...შემომხედე , შემომხედე მე შენთან ვარ . ყველაფერი კარგადაა , სიზმარი იყო ჩემო სიცოცხლე, მხოლოდ სიზმარი იყო
-არ იყო ...არ იყო დედა იყო დავინახე გეფიცები დედა იყო იცი რა ლამაზი იყო - ცრემლებს იმშრალებდა და საწოლზე მუხლებით მდგომ ფერდაკარგულ ქალს მთელი გრNძობით უხსნიდა - გრძელი ქერა თმა ჰქონდა, ისე როგორც დედას... ლურჯი თვალები და მეც ვიყავი,მაგრამ არ მოვიდა ვეუბნებოდი კესო ვარ-თქო და არ მოვიდა. ნეტავ ვერ მიცნო? მართა რატომ არ მოვიდა ... რატომ არ მოვიდა მე ხომ ვეძახდი
-როგორ არ იცის...იცის ვინც ხარ ის ხომ გხედავს პატარავ. უბრალოდ ... უბრალოდ ვერ მოვიდა - ხმა გაუტყდა, ყელში ბურთი გაეჩხირა და ამღვრეული თვალები დახუჭა როგორც კი მოეხვია ბავშვს. თმაზე ეფერებოდა და კოცნიდა
-ყველა წავიდა ... ბებოც წავიდა , დედაც წავიდა თორნიკეც სულ მიდის და მეშინია რომ არ მოვიდეს მერე? არ მინდა კიდე ვინმემ რომ მიყუროს ციდან ...არ მინდა მართა
-თორნიკე მოვა , არსად წავა ... გეფიცები არ წავა. ჩემი ხომ გჯერა პატარავ - ისევ ისე იჯდა , წელში მოხრილი , მკერდზე მიხუტებული ბავშვით . სახეს უკოცნიდა , ეფერებოდა და ისიც ნელ-ნელა მშვიდდებოდა . საწოლში ფრთხილად დააწვინა , თითქმის ეძინა,მაგრამ მაინც ფხიზლად იყო
-ჩემთან დაიძინე , არ წახვიდე გთხოვ
-შენთან ვარ...მშვიდად დაიძინე პატარავ - მანამ ეფერებოდა თმაზე სანამ ღრმა არ გაუხდა ძილი. შემდეგ ფრთხილად წამოდგა საწოლიდან , ოთახიდან უნდა გასულიყო თორნიკეს რომ შეეჩეხა. კედელზე იყო მხრით მიყრდნობილი , თვალები ამღვრეოდა და კანზე ემჩნეოდა ცრემლების კვალი თითქოს იმ წამს მოვიდა გონს გოგო დაბნეულ მზერას რომ წააწყდა. უცნაურად შეიშმუშნა , მხოლოდ თხელი მუხლს აცდენილი პენუარი ეცვა და არც ისე კომფორტულად გრძნობდა თავს , სულ გაითიშა თორნიკემ თავზე რომ აკოცა
-მადლობა კესოსთან რომ ხარ... კარგი გოგო ხარ შენ !
მართა იდგა და ვერ იაზრებდა მომხდარს ის კი ნელი, მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა დერეფანს საძინებლამდე, შემდეგ შავი კარის მიღმა გაუჩინარდა .
-ისევ გგონია რომ ღირდა შენი მსხვერპლი? ნეტავ ვიცოდე სად ჯანდაბაში ხარ და მართლა თუ ხედავ მაქედან რამეს , მაგრამ ხომ ვიცი ტყუილია ყველაფერი . ადამიანის დასამშიდებლად მოგონილი ფარსია და შენ უბრალოდ გაქრი ... დაგვტოვე მეც და ისიც . არ იცოდი რომ მე ვერ შევძლებდი მასზე ზრუნვას? იცოდი ,მაგრამ მაინც გაგვწირე მეც და ისიც ! ხოდა გეფიცები ისე წაგშლი როგორც შენ მიმაგდე და დამიკიდე - კედელზე გამოსახულ ქალის პორტრეტს უყურებდა და მანამ ელაპარაკებოდა სანამ არ გაეთიშა გონება.
3
ცხრა საათი იქნებოდა ოთახიდან რომ გავიდა , ბავშვის ოთახი ცარიელი დახვდა სახლშიც არ ისმოდა ხმა. სამზარეულოში რომ შევიდა შემდეგ გაიგო ეზოდან შემოსული კესოს სიცილის ხმა , მისი მიმართულებით წავიდა და აუზთან ახლოს ბუნგალოში დაინახა . სავარძელზე იდგა და ცეკვავდა მართა კი საუზმის მიწოდებას ცდილობდა. შემდეგ შეეშვა და თვითონ განაგრძო საუზმობა
-ნაყინი მინდა
-ჯერ საუზმე და მერე ნაყინი- წვენი მოსვა და სრული სიმშვიდით განუცხადა
-დილამშვიდობის- სკამს ხელებით დაეყრდნო და კესოს შეხედა რომელიც წამსვე შებრუნდა და მოეხვია. ლოყაზე აკოცა და გაუღიმა
-მეგონა არ იყავი
-როცა არ ვიქნები ხოლმე ვეცდები გაგაფრთხილო - აკოცა და შემდეგ სკამზე დაჯდა. ისიც გვერდით დაისვა - შეიძლება?- ყავის ჩაიდანი რომ დაინახა ცარიელ ჭიქაში ჩაასხა და თან მომღიმარ კესოს გახედა- ბლინები მოუმზადებია მართას, არ გიყვარს?
-მიყვარს ... ვჭამე ,მაგრამ თაფლი არ ვჭამე და მართა ცდილობს დამიყოლიოს მე კი ნაყინი მინდა
-ჩვენ ხო შევთანხმდით კვირაში ერთხელ მაინც ერთ კოვზ თაფლს მიირთმევ და მერე რასაც გინდა იმას გიმზადებ. გლუკოზა დაგაკლდა და დაგავიწყდა ხედავ? - თვალები დააწვრილა და ისე შეხედა
-ასე გიცდია ?- ჭიქაში წყალი ჩაასხა და ერთი კოვზი თაფლი ჩაუშვა. შემდეგ მოურია და საწრუპი ჩააგდო - ნახე
-ეგრეც არ მომწონს ... საერთოდ არ მიყვარს ეს თაფლი - ტუჩები დაბრიცა და თავი გვერდით შეაბრუნა
-ვაახ შენ ჩემზე უარესი ხარ- ჩუმად თქვა და ჭიქა უკან დააბრუნა
-დარწმუნებული ვარ ეს ხერხი ლენამ მოიფიქრა
-ლენამ არა, ძიძა გვასმევდა მე და გაბრიელს ... - ყავა მოსვა და შემდეგ განათებულ მობილურს დახედა- მე უნდა წავიდე... საღამოს დავბრუნდები. ცხელა დღეს , შეგიძლიათ იცურაოთ , გაგრილდებით- კესოს აკოცა და ფეხზე წამოდგა
-მართამ ცურვა არ იცის... მეც არ ვიცი . საღამოს ხომ მოხვალ - ქვემოდან უყურებდა და პასუხს ელოდა
- როცა ვამბობ ე.ი აუცილებლად მოვალ - სათვალე მოირგო და წავიდა.
……
უამრავი საქმე დაუგროვდა, მაგრამ ზედმეტად კარგი მარჯვენა ხელი და პარტნიორი ჰყავდა ამიტომ არ უდარდია ბიზნესზე . ბოლო თვის განმავლობაში იმდენი პრობლემა გამოჩნდა სამსახურზე ფიქრის დროც არ ჰქონდა. ახლაც რომ მივიდა ყველას გაუკვირდა, ზედმეტი არაფერი უთქვამთ თავის კაბინეტში შეიკეტა ცოტა ხნით და შემდეგ ყველაფერი გადაამოწმა. საღამო იყო უკვე ბიჭები რომ დაადგნენ
-რომ გვითხრეს მოვიდაო არ დავიჯერეთ... აქ რა გინდა შე ჩემა ამის თავი გაქვს ახლა?
-განტვირთვა მჭირდებოდა ... დალევას მუშაობა ვარჩიე . თქვენ რას შვებით
-მოგვენატრე და აგვიკრძალე სტუმრობა ... დაგვაშინე რა ვქნათ ვართ ასე შენს ნება-სურვილზე დამოკიდებული
-არ გშიათ? წავიდეთ სადმე რესტორანში ვივახშმოთ და ვილაპარაკოთ - ყურადღება არ მიაქცია მეგობრის სიტყვებს
-წავიდეთ, ბაზარი არაა,მაგრამ როდემდე გააგრძელებ ასე
-ნუ გაატრ.კებთ ახლა რა
-ძმაკაცები ვართ თუ ვინ ვართ ბოლოს და ბოლოს , ვაფშე აღარ გველაპარაკები ამ ბოლო დროს
-ეჭვიანობთ?- ჩაიცინა და ერთ-ერთს ხელი გადაუსვა თავზე- თქვენ ორის გარდა არავინ მყავს, არავისთან დავძვრები - თვალი ჩაუკრა და მანქანისკენ წავიდა
-ს.რო
-ს.რის ძმაკაცი ვინ არის? - შებრუნდა და გაიცინა -კაკრაზ ორნი ხართ რა დამთხვევაა
-სულ გაგიჟდა - თავი გააქნია მელოტმა და მეორეს გაჰყვა ,რომელსაც რეაქცია აღარ ჰქონდა თორნიკეს გამოსვლებზე
რესტორანში დასხდნენ, შეკვეთა მისცეს და შემდეგ ვახშმობასთან ერთად საუბარიც მოახერხეს. ჯერ საქმეზე დაიწყეს, თავიანთი ამბები მოუთხრეს და ბოლოს იმ თემაზე გადავიდნენ რომელიც ასე აინტერესებდათ
-ბავშვის ნახვა გვინდა და რატო არ გვიშვებ ვერ ვიგებ მაინც
-ყველას ერთად ვერ შეგვეჩვევა, თქვენი როხროხი, გინება და ხმაური არ სჭირდება. მშვიდად ყოფნასაა შეჩვეული... ადაპტირება სჭირდება ჯერ
-ძიძაზე რა ქენი
-ის გოგო ჩამოვიყვანე
-ვინ გოგო ტო ... ის შავტუხა? იქ რომ იყო დაკრძალვის დროს ბავშვთან
-ხო
-აბა არ ვაპირებ ერთციდა ბავშვს ყველაფრის უფლება მივცეო? მოგტეხა ხო?
-მივხვდი რომ უბრალოდ სიჯიუტის გამო არ ითხოვდა მართას ... ის გოგო ჩემზე მეტად უყვარს და მგონი მართალიცაა
-რას იძახი ტო
-მეც არ მჯერა ბოლომდე, მაგრამ მართლა გიჟდებიან ერთმანეთზე. კესოს კეთილდღეობისთვის იმ გოგოსთან ახლოს ყოფნაა საჭირო მე არაფერი მაკლდება და იქნება მანამ სანამ ბავშვს დასჭირდება
-რანაირად ტო , გოგო სოფლიდან წამოვიდა ბავშვის გამო? ყველაფერი დატოვა ახალგაზრდა გოგომ იმისთვის რომ ძიძა იყოს? რას უხდი ამდენს , იქნებ მეც ვიფიქრო
-აზრზე არ ხარ და გაჩუმდი
-ნეტავ რატომ არ ვარ, ბავშვს არ გვაჩვენებ ნორმალურად . სახელებიც აღარ ემახსოვრება ჩვენი
-ყველაფერი შესანიშნავად ახსოვს იმას... ჩემი ბავშვობა და გაბრიელის ერთადაა კვადრატში აყვანილი - ჩაეცინა და მშვიდად მოსვა ღვინო - ნუ ჭედავთ რა, მალე დალაგდება , დამშვიდდება და მერე ყოველდღე ჩემთან არ იქნებით? გიშვილებთ თქვენც და ეგაა , მეტი ჭკუა მაინც არ გაქვთ , არც მშორდებით
-უმადური თუ არ ხარ, ჩვენ როგორ გვიყვარხარ და შენ კიდე
-მირეკავს- ისე უცებ შეეცვალა სახე და თითქოს რაღაც საშინელება ხდებოდა. მართას ნომერის დანახვისას გული გაუჩერდა- გისმენ - სანამ მისი ხმა გაიგო მანამ ყველაფერი ცუდი წარმოიდგინა
-საღამომშვიდობისა თორნიკე ... ბოდიში რომ გაწუხებ , უბრალოდ კესო გელოდება
-ჯანდაბა ... მხოლოდ ეგაა? მე კი ვიფიქრე რაღაც მოხდა... უთხარი რომ მალე მოვალ
-სხვა არაფერია, ყველაფერი რიგზეა უბრალოდ მოიწყინა და ვახშამზეც უარს ამბობს
-მოვდივარ , ნახევარ საათში სახლში ვიქნები და გადაეცი - მობილური ჯიბეში ჩაიდო და ბიჭებს გადახედა ჩუმად რომ უსმენდნენ -ასე რატომ მიყურებთ... ბავშვი მელოდება და უნდა წავიდე . დარწმუნებული ვარ გამიბრაზდება , თქვენთან კი კარგია,მაგრამ ახლა უფროსი ის არის
-მიდი ძმაო ...შენ ოღონდ ბავშვი გაახარე და სულ ნუ გვნახავ
-სამსახურშიც ნუ გამოხვალ თუ გინდა...ბავშვთან დარჩი სახლში , რას გამორბიხარ იქედან
-წავედი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ
სწრაფად დაემშვიდობა ბიჭებს და სახლშიც მალევე დაბრუნდა . მანქანის კარიც არ ჰქონდა გაღებული კესო რომ გამოვარდა სახლიდან. მალევე მიირბინა და მოეხვია
-მამიკოო...მააა
-პატარავ - ხელში აიყვანა მხარზე აკოცა . უცნაური შეგრძნება იყო სახლში მისულს ვიღაც რომ ელოდა და თან ასე ხვდებოდა. სულ რამდენიმე დღის წინ არც კი ელაპარაკებოდა და ახლა როგორ გულწრფელად გამოხატავდა თავის ემოციებს. ბავშვებს ყოველთვის მარტივად შეუძლიათ წყენის დავიწყება და სიყვარულის გამჟღავნება - დავაგვიანე?
-არაუშავს...ხომ მოხვედი - თავი მხარზე დაადო და ყელში აკოცა- შენი წვერი მჩხვლეტს ... ვეღარ გავიგე სად გაკოცო- ძალზედ შეწუხებულმა თქვა და ისევ გააღიმა თორნიკე
-გავიპარსო? - ისევ აკოცა ,ამჯერად მკლავზე გადავიდა
-ხოო
-ვნახოთ, მოვიფიქრებ ... ივახშმე უკვე თუ ჯერ არ
-გელოდებოდი
სახლში შევიდნენ, მაგრამ მართა არ ჩანდა . ბავშვი დასვა და ირგვლივ მიმოიხედა
-ვახშმად რა გვაქვს?
-მართა მოვა , ზემოთაა დემნას და ლალის ელაპარაკება
-და შენ მარტო იყავი?
-მერე რა ... მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცე . მართას სულ ბევრი საქმე აქვს, ბებოსაც ეხმარებოდა ყველაფერს აკეთებდა როცა ლონდა არ იყო და მასაც ეხმარებოდა - მოიწყინა სოფლის გახსენებისას და თავი დახარა- ბებო მომენატრა ... შენ არ მოგენატრა ?
-ყველას გვენატრება , მაგრამ ვერაფერს გავაკეთებთ ...უნდა გვიყვარდეს და გვახსოვდეს -ბავშვთან სენტიმენტების გამომჟღავნებას არ აპირებდა, მაქსიმალურად მშვიდად ესაუბრებოდა და ცდილობდა ისეთი არაფერი ეთქვა . საერთოდ არ იყო შეჩვეული ბავშვებთან ურთიერთობას და მითუმეტეს კესო საკმაოდ რთული იყო .
-ბებიასთან შენც რჩებოდი ხოლმე ?
-ბავშვობაში , როდესაც დრო მქონდა
-მერე დრო აღარ გქონდა?
-არა ... აღარ
-რატომ?
-იმიტომ რომ ვსწავლობდი და ამ დროს ვერ წავიდოდი ქალაქიდან, მერე სხვადასხვა წრეზე დავდიოდი ... თავისუფალ დროს მეგობრებთან ვიყავი და სოფელში ჩასვლას ვეღარ ვახერხებდი
-წრეზე დადიოდი? მერე თავბრუ არ გეხვეოდა? - აშკარად ვერ გაიგო და წარბები შეკრა
-პირდაპირი მნიშნელობით არ მიგულისხმია ანუ ლენამ მუსიკაზე, ცეკვაზე შემიყვანა 5 წლიდან . მერე ხატვაზეც დავყავდი ცოტა ხნით სანამ არ მიხვდნენ რომ აზრზე არ ვიყავი ...ცურვაზეც დავდიოდი , წყალბურთს ვთამაშობდი ... იცი წყალბურთი ? მოკლედ მსგავს აქტივობებს ვგულისხმობ
-ცეკვა იცი ? მართაც კარგად ცეკვავს , ისიც დადიოდა დიდხანს ,მაგრამ მერე ფეხი ეტკინა და ახლა ხანდახან ცეკვავს როდესაც სადმე მიდის ... შენ ცეკვავ ხოლმე?
-არა ... მე აღარ ვცეკვავ
-რატომ
-რომ იცეკვო მხოლოდ ილეთების ცოდნა არ არის საკმარისი , ზოგჯერ საჭიროც არ არის მთავარია სურვილი გქონდეს და გყავდეს ადამიანი ვისთან ცეკვაც გიყვარს - აღარ იცოდა უკვე ამდენ კითხვაზე პასუხი როგორ გაეცა. კესო კი აშკარად არ აპირებდა გაჩერებას , მაშველი რგოლი რომ არ გამოჩენილიყო მართას სახით
-პატარავ მგონი დროა ვივახშმოთ ხომ ? მე და შენ ხომ ვიცით ერთბაშად ამდენი კითხვა რომ არ უნდა დავსვათ ... ცოტა მოიცადე და ნელ-ნელა მოგიყვება თორნიკე ყველაფერს
-მე რომ ახლა მაქვს კითხვები? მერე რომ დამავიწყდეს ახლა რაც მინდოდა მეკითხა? იცი თურმე თორნიკეც ცეკვავდა შენსავით
-თორნიკე და ლილუ სულ სხვა ცეკვას ცეკვავდნენ პატარავ ... მე სხვას
-შენ საიდან იცი
-ვიდეო მაქვს ნანახი და მარუსამაც მომიყვა - ჩუმად უთხრა და თან განაგრძო გამზადებული კერძების თეფშებზე გადატანა. თორნიკე რამდენჯერმე რომ გადაეღობა წინ ბოლოს სკამი გამოუწია და დაჯექიო ანიშნა
-მართააა
-გისმენ პატარავ
-მამამ ცურვა იცის და გასწავლის ...ხომ ასწავლი ?
-შენ გასწავლის მოგვიანებით ... მე არ მინდა და იცი შენ ეს - თვალები დაუბრიალა და ქალბატონმა ტუჩები მოკუმა, ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და ისეთი სახე მიიღო თორნიკეს ეგონა მალე ჩხუბს დაიწყებდნენ
-ბავშვი ხარ რა , ყველაფრის გეშინია უიმეეე
-კესოო
-რა არ გეშინია?
-შენც ხომ გეშინია ობობების და ტარაკნების
-არაფერიც მე უბრალოდ ...უბრალოდ ვერ ვიტან - სახე დამანჭა და მაგიდის თავისუფალ ნაწილზე აძვრა . თორნიკესთან მიბობღდა და ისე დაჯდა შიშველი ტერფები მის ფეხებზე ედო- შენ რისი გეშინია მამა ?
-უშენობის - არეული თმა უკან გადაუწია და ლოყაზე აკოცა . კიდევ ერთხელ იგრძნო მისი სურნელი და ისევ დაუარა მთელს სხეულში სითბოს შეგრძნებამ , რომელიც სხვა არაფერს ჰგავდა- ბავშვობაში ბატების მეშინოდა...სოფელში ჰყავდა მეზობელს ძალიან ბევრი და მარტო მივდიოდი რომ დამოიქცნენ კისერ წაგრძელებულები, ფრთხებ გაშლილები . მეზიზღებიან ბატები ... მარუსამ და თორნიკე პაპამ ძლივს დამამშვიდეს - ბავშვის ყურადღება რომ გადაეტანა და არც შეეშინებინა მხიარული ტონით დაიწყო ამბავი - მერე პაპასთან ერთად წავედი და ვნახე რომ ისინი უბრალოდ მორბოდნენ , კბენა სულ არ უცდიათ. ასე სცოდნიათ ხოლმე - მის ფეხებზე ათამაშებდა თითებს მერე პატარა ღიპზე გადავიდა და მაისური აუკეცა - ეს ღიპი ნამდვილია ?
-ფუმფულა და საყვარელი ვარ - ფეხები აათამაშა და მერე ხელიები მოადო ლოყებზე - ბატების აღარ გეშინია ხო ?
-არა
-მართას როგორ გადავაშინოთ შიშები?
-გადავაშინოთ სიტყვა არ არის კესო -მართამ ღიმილით უთხრა და ისევ გაიხედა. არ უნდოდა მათ დიალოგშ ჩარეულიყო
-როგორ არ არის ...ხომ ვთქვი . არ გინდა რომ გადაგაშინოთ?- ქვემოდან ახედა გოგოს და წარბები მაღლა აზიდა
-მინდა რომ მაგიდიდან ჩამოხვიდეთ , თქვენო აღმატებულებავ, სკამზე დაბრძანდეთ ისე როგორც შეგეფერებათ და მიირთვათ ვახშამი - ახლოს მივიდა , კესო აიყვანა და მაღალ სკამზე დასვა
-როგორი აღმატებულება ვარ ყოველთვის შენ ბრძანებლობ
-კესარია
-ნუ მიბრიალებ მაგ შავ თვალებს - ქვემოდან უყურებდა და უღიმოდა
-გეყოს- გაეღიმა , მერე დაიხარა და ლოყები დაუკოცნა- ჭამე თორემ შემომეჭმევი
-აი თურმე როგორია თქვენი იდეალური ურთიერთობა . მე კი ვფიქრობდი რომ არასდროს ჩხუბობდით - ჩუმად თქვა ორივე რომ დამშვიდდა და როგორც იქნა დაიწყეს ვახშმობა. ისე ერთნაირად გახედეს ცოტა დაფრთხა - ბავშვი ჩემია და შენ რატომ გგავს ?
-მე კი არა შენ გგავს და ხუთი წლის ბავშვმა იცის ჭამის დროს რომ საუბარი არ შეიძლება , შენ 35 წლის ასაკში არ იცი?
-ჯერ კიდევ ოცდაათის ვარ და მომავალ ხუთ წელში დავამუღამებ
-ჩშშ, თორემ მერე დაგსჯის - კესომ ჩუმად უთხრა და პატარა თითები წინ გამოწეულ ტუჩებზე მიიფარა
მართა არაფერს ამბობდა ის კი ვერ ისვენებდა, თორნიკე თავის ყავას სვამდა და ორივეს აკვირდებოდა. ისე ვერ გაიცნობდა კესოს თუ მათ ურთიერთობას არ შეისწავლიდა. ისეთი კონტაქტი ჰქონდათ მესამე ვერც გაიგებდა რა ხდებოდა მათთან . კესოს მაიმუნობებზე მართას თვალების ბრიალი და შეცვლილი მიმიკები იყო პასუხად . საბოლოოდ კესომ ცოტ-ცოტა ყველაფერი მიირთვა , დესერტიც მიიღო და ამჯერად კმაყოფილი სახით დაიწყო რაღაც ნამცხვრის დაგემოვნება , რომელიც თორნიკესთვის უცნობი იყო . დაინტერესდდა და თავადაც დააგემოვნა , ისეთი გემო ჰქონდა მეორეც მოუნდა
-მოგეწონა ხომ? კარგი ბიჭი თუ იქნები ხშირად გამოაცხობს ხოლმე
-კესო ჩემი და შენი წესები თორნიკეს არ ეხება ... ის უკვე ზრდასრულია
-ისეთი გემრიელია კონდიტერი უნდა იყო და არა მასწვალებელი ... მეც რომ მყოლოდა ასეთი მცხობელი ბავშვობაში მეც კარგი ბიჭი ვიქნებოდი
-მეეჭვება ნამცხვარს ეშველა- მართამ ჩაილაპარაკა და ალაგება დაიწყო. მაგიდაზე მხოლოდ ტკბილეული და წვენი დატოვა. მამა-შვილი ისევ დესერტს აგემოვნებდნენ , კესო უკვე შოკოლადზე იყო გადასული
-ეს წვენიც უნდა დალიო - კესომ თავად დაუსხა და მიაწოდა
-კარგიი , ვნახოთ - ჭიქა გამოართვა და ბოლომდე დაცალა. გემრიელი კი იყო , მაგრამ მარწყვი ჰქონდა
-არ დალიო ... ჯანდაბა , ჯანდაბა მარწყვი აქვს - მართამ მისვლა ვერ მოასწრო ისე შეეკრა სუნთქვა თორნიკეს- ღმერთო რა ვქნა...რა გავაკეთო , თორნიკე - უცებ მივარდა პერანგის ღილები გაუხსნა , წყალი შეასხა და ყბაზე მოჭერილ ხელს არ უშვებდა
-რა დაემართა ... მართა რა დაემართა რატომ გაფუმფულდა და გაწითლდა -კესო პანიკაში ჩავარდა ვერ იგებდა რა ხდებოდა . თორნიკეს სუნთქვაც უჭირდა , მაგრამ მართას მკლავებში ჩაავლო გააჩერა და სკამიდან წამოდგა
-სად მიდიხარ ... ასე სად მიდიხარ . ექიმი , ექიმთან უნდა წაგიყვანო - უცებ აიყვანა ბავშვი ხელში და თან თორნიკეს მოხვია მკლავზე ხელი . მანქანაში ჩასვა და საჭესთან დაჯდა - იმედია არ დამიჭერენ , მართვის მოწმობა არ მაქვს - ძრავა რომ აამუშავა და მანქანა დაძრა მერე თქვა , სულ გადაირია თორნიკე. ცალკე კესოს ტირილი ესმოდა და მის დამშიდებას ცდილობდა, თან უახლოესი კლინიკისკენ მიდიოდა და ვინ იცის რამდენი წესი დაარღვია სანამ იქამდე მიაღწია . ექიმები რომ დაინახა და თორნიკეს გაიყვანეს შემდეგ ამოისუნთქა. ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიკრული და ეფერებოდა- ყველაფერი კარგადაა პატარავ, უბრალოდ ცოტა ხნით მაიმუნივით დაიწყებს ქავილს და მერე მორჩა. დავცინოთ ხოლმე, ცოტ-ცოტა, არაფერი მოუვა
-ჩემი ბრალია? მე დავალევინე ... მართა ხომ არაფერი მოუვა?
-არაფერი ჩემო სიცოცხლე, უბრალოდ ცოტა ხანს წითელი და ფუმფულა იქნება. სულ ცოტა ხანს . სხვა დროს მარწყვით არაფერი მისცე ხომ? მე უნდა მეთქვა ,რომ მარწყვი ჰქონდა ... მე დამავიწყდა ჩემო სიცოცხლე - ისევ კანკალებდა, გულისცემა გაორმაგებული ჰქონდა ,მაგრამ ბავშვს უღიმოდა- მოდი ახლა ერთად დავითვალოთ და ღრმად ჩავისუნთქოთ- თითები დაუკოცნა და შემდეგ ორივემ ერთად დაიწყო თვლა .
ექიმი რომ მივიდა უკვე ორივე მშვიდად იყო. ემერჯენსში შესვლის უფლება მისცეს. ორივე მას გაჰყვა. იქ კიდევ რამდენიმე საწოლი იყო , ექიმები და ექთნები მოძრაობდნენ ბატონს წვეთოვანი ედგა ძლივს იყურებოდა , სასაცილო სანახავი კი გახლდათ,მაგრამ ვის ჰქონდა სიცილის თავი
-ხომ კარგად იქნება ?- ექიმს შეხედა კესომ და მერე თორნიკეს
-სულ ცოტა ხანში ჩვეული სახე დაუბრუნდება, ახლა წარმოიდგინე რომ ფუტკარმა უკბინა - ახალგაზრდა ექიმმა ბავშვს გაუღიმა და შემდეგ მართას დააკვირდა ისევ- შეგიძლიათ დარჩეთ , თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ . დარწმუნებული ვარ სხვა პაციენტებს ხელს არ შეუშლით - ფარდა ჩამოაფარა საწოლთან , მეორე სკამიც მიიტანა და მართას გაუღიმა
-გმადლობთ ექიმო
-კოსტანტინე ... თუ რაიმე დაგჭირდებათ შეგიძიათ ექთანს სთხოვოთ და მეც დაუყოვნებლივ მოვალ - ხელი გაუწოდა , გაეცნო და ისე უჟუჟუნებდა თვალებს მართასაც გაეღიმა
-მართა - გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და მალევე მოაშორა- იმედია არ დაგვჭირდება
ექიმი წავიდა ის კი კესოს გვერდით სკამზე დაჯდა და თორნიკეს შეხედა ჯერ კიდევ მიმავალ ექიმს რომ უყურებდა. ტუჩებიც გასიებული ჰქონდა და ლაპარაკი უჭირდა , მაგრამ კესოს დამშვიდებას რომ მორჩა მართაზე გადავიდა
-მგონი მართას კლინიკიდან არ გაგვატანენ
-შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება...სამი საათი დასჭირდება მაგ წამლის დასრულებას და კიდევ უნდა გაიკეთო ალბათ
-ხო , გასწავლის ბატონი კოტიკო
-შეიძლება მანდ დავჯდე და ჩაგეხუტო?- კესომ სკამზე ვერ მოისვენა და საწოლთან მივიდა
-ჩვენ ყველაფრის უფლებას მოგვცემენ - ბავშვს ხელი მოხვია და საწოლზე ასვლაში დაეხმარა. მოეხვია და თავი მხარზე დაადო
-შემეშინდა...მეტჯერ აღარ ვიზამ. შენ ხო არ მიბრაზდები მე მართლა არ ვიცოდი , გეფიცები. მარწყვი ყველას უყვარს , მართას წვენიც ყველას უყვარს და მე მეგონა შენც მოგეწონებოდა
-არ ბრაზდება პატარავ, უბრალოდ ისაა სუსტი და ფაქიზი შენი ბრალი არ არის
-შენზე არ ვბრაზობ მა... კარგად ვარ უკვე -თავზე აკოცა და მართას გახედა- ზოგიერთებს სცოდნიათ ჩემი ალერგიის შესახებ და იმათ უნდა მოეშორებინათ მარწყვი სამზარეულოდან!
-სახლში მარტო აღარ ხარ, კესოს უყვარს მარწყვი და ვერ გავაქრობ
-აღარ მეყვარება...სულ არ მინდა , მართლა არ მინდა
-არა პატარავ, აწი გვეცოდინება და ვეტყვით ხოლმე მამიკოს რომ მარწყვი ახლოსაა , კერძს არ გაეკაროს -ბავშვს უღიმოდა და თმაზე ეფერებოდა . ახლოს ჰქონდა სკამი საწოლთან ისედაც არ იყო დიდი ადგილი. ირგვლივ ფუსფუსი იყო, ვიღაცები შემოჰყავდათ, ექთნები დარბოდნენ ცოტა ხნის შემდეგ კი ყველაფერი დამშვიდდა. სულ ორი პაციენტი იყო მათ გარდა დანარჩენები ან წავიდნენ ან პალატებში გადაიყვანეს. გვიანი იყო , კესოს ჩაეძინა , წვეთოვანიც ნელ-ნელა იცლებოდა . თორნიკესაც ემჩნეოდა ცვლილება სახეზე... მართა ტელეფონში იყურებოდა , ვიღაცას წერდა თორნიკეს თვალები დახუჭული ჰქონდა, არ ეძინა ,მაგრამ სუსტად გრძNობდა თავს ის განათებაც აღიზიანებდა
-როგორც სჩანს ყველაფერი კარგადაა...- ბატონი ექიმი გამოჩნდა, ხელში ყავის ჭიქები ეჭირა- იმედია გიყვართ ყავა... გვიანია და ალბათ თქვენც გადაიღალეთ
-არ იყო საჭირო , გმადლობთ - ჭიქა გამოართვა. ის კი მეორე სკამზე დაჯდა - ალბათ ხვალაც დასჭირდება მოსვლა
-დანიშNულებას მოგცემთ, წესით უნდა რჩებოდეს მომდევნო ორი დღე მაინც,მაგრამ თავად მოისურვა წასვლა . ხვალაც თქვენ მოჰყვებით?
-რა თქმა უნდა , სხვას ვერავის ვანდობ საყვარელი კაცის ჯანმრთელობას- ეს რომ უთხრა თორნიკემაც გაახილა თვალები და ექიმსაც შეეცვალა სახე - მგონი კიდევ ერთი პაციენტი შემოიყვანეს ექიმო - კარისკენ გაიხედა და ბიჭიც წამოდგა
-ხო , მოვალეობა მიხმობს. დროებით კი არადა ... მშვიდად იყავით თქვენი მეუღლე კარგად იქნება - უცებ შებრუნდა და წავიდა. მართამ კი ყავის დალევა განაგრძო და თორნიკესაც ისე შეხედა თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა
-გაოცებული ვარ
-როცა უაზრო ფლირტის ნერვები არ გაქვს , არც დრო და არც სურვილი უნდა იპოვნო გამოსავალი. იმედია არ გეწყინა რომ გამოგიყენე
-იმედია სხვა დროსაც არ გამოიყენებ ამ ტყუილს
-ერთი და იგივე ხერხებით არ ვიშორებ მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებს . ასე რომ პირველი იყო და უკანასკნელი ... უკეთ ხარ ხომ?
-ბოლოს ასე ბავშვობაში ვიყავი , აღარც მახსოვდა როგორი იყო
-მაშინ როგორ მოტყუვდი
-ლილუმ გადაწყვიტა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩემი თავიდან მოშორება - გაეღიმა, ჭერს უყურებდა , ერთი ხელი შუბლზე ედო მერე სახეზე ჩამოისვა . ყბები დაეჭიმა, ნესტოები დაებერა- გაიგო რომ სხვას ვაკოცე ,თუ როგორც იყო ... ძალიან გაბრაზდა , ორცხობილებში შეურევია დაბლენდერებული მარწყვი და ისე მომართვა . ისე მიყურებდა ,მიღიმოდა მეგონა ელოდა როდის შევაქებდი და ვეტყოდი გემრიელია-თქო ის კი ჩემს დახრჩობას ელოდა. ცუდად რომ გავხდი მერე ყველაფერი მომახალა, გამლანძღა, რაღაცები მესროლა კიდეც და გავარდა . წასვლა ვერ მოახერხა, შევეცოდე და მერე იმდენ ხანს ტიროდა სულ დამავიწყდა რომ უნდა გავბრაზებულიყავი- ისე იხსენებდა ძველ ამბავს რომელმაც წამით ღიმილიც კი მოჰგვარა
-ღალატისთის უფრო ძვირადაც უნდა გადაეხადა...უბრალოდ ლილუ ძალიან კეთილი და საყვარელი იყო - თავადაც მოერია სევდა,მაგრამ არ უნდოდა შეემჩნია - მგონი დასრულდა ... ექთანს დავუძახებ- წამოდგა, ყავის ჭიქაც წაიღო და უკან ექიმთან ერთად დაბრუნდა.
ერთი საათის შემდეგ სახლში იყვნენ, ბავშვი თავად მიჰყავდა თორნიკე უკან მიჰყვებოდა. –
-თუ რაიმე დაგჭირდება დამიძახე ან დამირეკე -დერეფანშივე დაემშვიდობად და კესოს ოთახში შევიდა.
-კესო არ ვარ, თავად მივხედავ თავს ...მადლობა - დერეფანს გაუყვა აშკარად ისევ მოგონებებში იყო და არაფერი უნდოდა მარტო დარჩენის გარდა.
ისევ ნახატს უყურებდა , არაფერს ამბობდა ,მაგრამ უამრავი ფიქრი უტრიალებდა გონებაში. კიდევ ერთი ამბავი მოხდა მათ ცხოვრებაში ლილუს გარეშე, კიდევ ერთი დღე დაასრულა მარტომ .ცარიელ საწოლში , საყვარელი ქალისგან შორს.
.......
ლილუ ცეკვავდა, ჩაბნელებული ოთახის ცენტრში იდგა უყურებდა და სხეულიდან ნელ-ნელა იშორებდა სამოსს. იღიმოდა, ლურჯ თვალებში ცეცხლი ენთო ისე როგორც ყოველთვის როდესაც თორნიკეს უყურებდა . მისი ქერა თმები შიშველ ზურგს ფარავდნენ , საჯდომს აღწევდნენ და სხეულის მოძრაობასთან ერთად ისინიც ირხეოდნენ . ჰაერიც კი დაიმუხტა , სხეული უხურდა, იწვოდა და სისხლი ისეთი სიჩქარით მოძრაობდა მალე ვენებს დახეთქავდა . ისეთი რეალური იყო, ისეთი ნაცნობი , უკვე განცდილი , მაგრამ მიუწვდომელი . მის შეხებას გრძნობდა, მისი თხელი ტუჩების სითბოს, სუსტი მკლავებიც ეხვეოდნენ , თითების მოძრაობასაც გრძნობდა მაგრამ თავად იქცა ქანდაკებად. შეხებას ცდილობდა, მისი სურნელი უკვე ისე ახლოს იყო რომ მოთმენა აღარ შეეძლო , ტუჩები რომელიც უახლოვდებოდა და ის იყო თავადაც შეძლო მოძრაობა სრულიად სხვა ხმა ჩაესმა. სხვა ეხებოდა, სულ სხვა შეგრძნებამ დაფარა ლილუს კვალი
-თორნიკე ... თორნიკე კარგად ხარ? - კიდევ უფრო ახლოს მოდიოდა ქალის ხმა . თვალები სწრაფად გაახილა წამოიწია და მკლავში წვდა გოგოს. ძალიან ახლოს იყო, იმდენად ახლოს რომ მის სუნთქვას გრძნობდა, მისი მკერდის აჩქარებულ მოძრაობას და ხედავდა გაფართოებულ შავ თვალებს
-მართა ... რა ჯანდაბაა ამის დედაც - უცებ უშვა ხელი , თხელ მატერიას ,რომელიც წელამდე ეფარა ,ხელი დაავლო და უკან დაიხია- აქ რა გინდა
-სიცხე გაქვს ... ბოდავდი და მე ხმა გაიგე უბრალოდ - დაბნეული უყურებდა , ფეხზე წამოდგა. ისევ ის პენუარი ეცვა და ისევ ისეთი არეული მზერა ჰქონდა
-აქედან გადი ! დროზე
-კი ,მაგრამ მე
-მართა ჩვენი ოთახიდან გადი და აღარასდროს შემოხვიდე !- ისე იღრიალა გოგო შეხტა და კიდევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან . მერე წამით შეხედა კედელზე გამოსახულ ქალის პორტრეტს , აშკარად არ ჰქონდა მანამდე შემჩნეული ისე შეეცვალა გამომეტყველება, მაგრამ კარგად დაკვირვება ვერ მოახერხა თორნიკეს ხმამ ისევ დაიგრგვინა . შებრუნდა , სწრაფად დაიძრა კარისკენ და ამღვრეული თვალებით გადააწყდა ნახევრად მძინარე კესარიას, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იქ. ქალის მზერა რომ დაინახა წამსვე გამოფხიზლდა, თორნიკეს ყვირილიც ესმოდა და ისე შევარდა ოთახში მართამ მისი დაჭერა ვერ შეძლო
-შენ მართას ნუ უყვირი... მას უბრალოდ დახმარება უნდოდა და თუ არ გინდა სულ არ იზრუნებს შენზე ! ღირსი არ ხარ, უმადურო შენ . შენ ... შენ ცუდი ხარ და ბოროტი , სულ ყველას ატირებ. ბებოსაც ატირებდი, მართასაც ატირებ, ლენასაც და მეც ალბათ დედასაც სულ ატირებდი - უკვე ტიროდა , მაგრამ მაინც იდგა აწეწილი შავი თმებით, გაბრაზებული გამომეტყველებით და პატარა ხელები მუშტებად ჰქონდა შეკრული . თორნიკემ დახრილი თავი რომ ასწია და ბავშვს შეხედა სულ მთლად შეიშალა ,მაგრამ პასუხის გაცემა არავინ ადროვა ისევ ისე გავარდა ქალბატონი, კარი მთელი არსებული ძალით მიიჯახუნა და მერე მართას ჩაკიდა ხელი- წამოდი, დავიძინოთ
-კესარია
-ჩშშ , მე ძილი მინდა შენთან !
-შენ
-წამოდი ან დარჩი - შებრუნდა, მიდიოდა , სლუკუნებდა და თან თითქმის არც იყო ფხიზელი. ბევრი იყო ასეთი ღამე ამ ერთიციდა ბავშვის ცხოვრებაში მაშინაც კი როდესაც ნორმალურად ვერც საუბრობდა უბრალოდ იღვიძებდა ტირილით , მიდიოდა მარუსასთან და იქ იძინებდა ან მართას ეხვეოდა მანამ სანამ მისი გულისცემის ხმაზე არ ჩაეძინებოდა.
ჩუმად დაწვა საწოლში , მართაც უხმოდ მიჰყვებოდა უკან, ძალა აღარ ჰქონდა და სუსტიც იყო იმ ყველაფრის დასალაგებლად რაც მის ტვინში ტრიალებდა . კესარიას გვერდით მოთავსდდა , გათენებამდე უყურებდა სხეულზე მიკრულ ბავშვს და ხელს არ უშვებდა.
დღე მაშინაც არ სრულდება როდესაც მზეს მთვარე ცვლის . არავინ იცის რას გვიმზადებს მშვიდი ღამე.


4.......................
ერთი კვირა გავიდა . სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ეს დრო თორნიკეს ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად. ალერგიისგან დატოვებული კვალიც აღარ იყო,მაგრამ სიცივეს ვერაფერს უხერხებდნენ. ისევ გაიყინა, კესოც ჩუმად ხვდებოდა აღარ იქცეოდა ისე როგორც მართას მისვლამდე ,მაგრამ არც აქტიურობდა. თითქოს წინ გადადგმული ნაბიჯები ისევ უკან გადადგეს და საწყის წერტილში დაბრუნდნენ. მართაც ნეიტრალური გახდა, კესოსთანაც სხვანაირად იქცეოდა, თითქოს ასეთი რამ უკვე გამოცდილი ჰქონდა და იცოდა ბავშვთან ურთიერთობის ყველა შესაძლო გზა.
ერთ საღამოს ლენა და გიორგი ესტუმრნენ. თორნიკე ახალი დაბრუნებული იყო , ყველას ერთად მოუხდა შეკრება. მზარეული წასული იყო და მართამ მოამზადა ყავა . თავიდან ბავშვს ეფერებოდნენ, ისიც ჩვეულებისამებრ იქცეოდა მათთან . ლენა ისეთ კითხვებს უსვამდა კესო რომ ვერ უპასუხებდა და თორნიკესკენ იყო მიმართული, თავიდან უსმენდა შემდეგ მოთმინება ამოეწურა
-ბავშვის ძილის დროა , ადრე რომ მოსულიყავით სჯობდა...
-სამსახურიდან როცა გამოვედით მაშინ მოვედით შვილო
-მაშინ მოგეცადათ შაბათამდე ... ამდენი ხანია არ მოსულხართ და დიდი ამბავი ორი დღეც რომ გასულლიყო .
-თორნიკე როგორ ლაპარაკობ
-სტუმრებთან ჯდომის და ყავის წრუპვის ხასიათზე არ ვარ ... არც თქვენი ინტერესის დაკმაყოფილებას ვაპირებ. ვცოცხლობ, გმადლობთ მოკითხვისთვის. კესოს და მართას ესაუბრეთ - ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და წამოდგა. კესო რაღაცის თქმას აპირებდა ლენას სახე რომ მოეღუშა და თვალები აემღვრა ,მაგრამ მართამ გააჩერა .
ბიჭი როგორც კი გავიდა მაშინვე სახეზე აიფარა ხელები და ტირილი დაიწყო . ისე სლუკუნებდა გიორგის გარდა არავის შეეძლო გაეგო რას ამბობდა. სუნთქვა უჭირდა ხოლმე ტირილის დროს და ისეთი მანერა ჰქონდა შესაძლოა სიცილიც დაგეწყოთ იმდენად ჰაგავდა ბავშვს . ლენა ისეთი ქალი იყო ასაკთან შესაბამისად რომ გამოიყურებოდა,მაგრამ მაინც საოცარი სილამაზე ჰქონდა. მოწესრიგებული, ნაზი, სათუთი ქალი იყო რომ შეხედავდი და მიხვდებოდი მის შესაძლებლობებს. ნამდვილი ქალაქელი, ფაქიზი ,პრობლემებისგან შორს მდგომი გიორგის სრულიად მინდობილი მთელი ცხოვრება რომ უდარდელად ცხოვრობდა მანამ სანამ მისმა საყვარელმა ვაჟმა ლილუ არ დაკარგა. განა მხოლოდ მან დაკარგა, ლენაც გიჟდებოდა რძალზე , საერთოდ არასტანდარტული დედამთილი იყო და მისი რომანტიკოსი ბუნება ზენიტში ადიოდა წყვილს რომ ხედავდა . ახლა კი დარჩა ქვრივი, ტკივილისგან შეშლილი, სრულიად გარდაქმნილი შვილი და შვილიშვილი რომელსაც იმდენად დიდი სიცარიელე ჰქონდა , იმდენად დიდი სევდა ,რომ მასაც ვერ შველოდა. უბრალოდ არ შეეძლო, წარმოდგენა არ ჰქონდა სიყვარულის გარდა მისთვის რისი გაკეთება შეეძლო. მისი ორივე შვილი ძიძამ გაზარდა,არასდროს ჰქონია საჭმლის მომზადებაზე და დალაგებაზე დარდი, არასდროს ყოფილა დიასახლისი , მართალია ბიჭებისგან შორს არ იყო ,მაგრამ არც სხვა დედებს ჰგავდა. ვერ შეეჩვია , ვერ შეეგუა ამ ყველაფერს და გაძლებაც აღარ შეეძლო
-არ იტირო ბებო ,თორემ მეც ვიტირებ- კესო მასთან მივიდა და თავზე გადაუსვა ხელი
-ჩემო ნამცეცა, ჩემო სიყვარულო - ცრემლები შეიმშრალა და ბავშვს ისევ ჩაეხუტა- ბებიკოს ძალიან უყვარხარ შენ ხომ იცი არა? შენ ხომ არ გვიბრაზდები უფრო ხშირად რომ არ მოვდივართ მე და გიორგი
-არ ვბრაზდები , უბრალოდ მენატრებით
-ჩვენთან დარჩები ხოლმე ? შენ და მართა ... გინდა ახლაც აიღე შენი ტანსაცმელი და წავიდეთ. თორნიკეს ძველ ოთახს გაჩვენებთ , ლენას მისი სათამაშოები ისევ აქვს შენახული - ამჯერად გიორგიმ აიყვანა. მუხლებზე დაისვა და ლოყაზე აკოცა- გინდა ?
-იქნებ სხვა დროს იყოს ... ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია უცხო გარემოს
-ხო , ახლა დავრჩები და მერე მოვალ- თავი მკერდზე მიადო კაცს . უკვე ძილი ერეოდა და თვალებს იფშვნეტდდა. თითების უცნაური მოძრაობით გადაიწია სახიდან თმა და დაამთქნარა
-მგონი დროა წავიდეთ, დაიძინე და სხვა დროს ისევ მოვალთ -ლენას ანიშნა , ისიც დაემშვიდობა და შემდეგ წავიდნენ. სულ ეს იყო მოვიდნენ, ნახეს სულ მცირე და ისე წავიდნენ რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ხდებოდა მათი შვილისა და შვილიშვილის სულში .
კესომ რომ დაიძინა , მოსვენება ვერ შეძლო . ოთახი დატოვა და ეზოში გასვლა გადაწყვიტა, საკმაოდ ცხელოდა გარეთ კი სასიამოვნო სიო ქროდა. მალე ზაფხულის წვიმაც წამოვიდოდა და განსაკუთრებით უყვარდა მიწის სურნელი ამ დროს. ხალათის ქამარი შეიკრა,მაგრამ თხელ ნაჭერს მარტივად ერეოდა ქარი . აუზს უყურებდა და მის უკან ბაღიც ჩანდა , ხეების ტოტები ირხეოდნენ , თმები არეული ჰქონდა ის კი მშვიდად იგდა , გრძნობდა ყველაფერს რაც ირგვლივ ხდებოდა. ისიც იგრძნო, არ დაუნახავს ,მაგრამ მაინც მიხვდა ,რომ სადღაც ახლოს იყო , თვალები დახუჭა და მაინც ხედავდა როგორ იდგა სიგარეტით ხელში ალბათ სამყაროს მოწყვეტილი ისე რომ მართას საერთოდ ვერ ხედავდა. ორივე ერთი ცის ქვეშ იყვნენ, სულ რამდენიმე მეტრით შორს და მაინც სხვადასხვა სამყაროში .
წვიმა წამოვიდა. წვეთები ჯერ ნელა ეცემოდა გავარვარებულ მიწას, შემდეგ უფრო სწრაფად და ყველაფერს ასველებდა, წმენდდა, თავის სურნელს ავრცელებდა ჰაერში . მართა კი იდგა , ისევ ისე თვალებდახუჭული , ხელისგულებით ცისკენ . მთელს სხეულზე წვიმის გრილი წვეთები დაცოცავდნენ, სველი, თხელი ნაჭერი ტანზე ეკვროდა, თმაც სულ დაუსველდა ,მაგრამ თავს ისე გრძნობდა თითქოს გათავისუფლდა, ყველაფერი წვეთებს გაატანა და უკან შებრუნდა . თორნიკე აივანზე იდგა , მხოლოდ მისი ფიგურა ჩანდა, სახეს ვერ ხედავდა, ანთებული სიგარეტის ღერი , თითები ,მისი მზერა წამით რომ შეეჩეხა და სხვა არაფერი.
თავის საძინებელში შევიდა, სველი ხალათი მოიშორა და თავზეც გადაისვა თითები . სულ გაყინული იყო ,მაგრამ შიგნიდან იწვოდა. მოწესრიგდა და ისევ დერეფანში გავიდა . თორნიკე კესოს საძინებელთან იდგა და ღია კარიდან უყურებდა მძინარეს
-არ ეშინია ძლიერ წვიმაში ჭექა-ქუხილის?-ბავშვისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა
-უყვარს...რაც უფრო ძლიერია წვიმა მით უფრო მშვიდად სძინავს
-თუ სიზმრები არ აწუხებს
-თუ სიზმრები არ აწუხებს- გაიმეორა და მხრით მიეყრდნო კედელს - ასეთი რთულია მასთან იყო ?
-არ შემიძლია სითბოს ფრქვევა, ისე გაიზრდება როგორც აქამდე
-მე მისთვის საკმარისი ვერ ვიქნები, მას შენ სჭირდები ... ამბები თქვენზე , დედაზეც და შენზეც . უნდა იგრძნოს რომ არ მიატოვებ, რომ სულ დაბრუნდები და რომ გიყვარს
-არავინ იცის დავბრუნდები თუ ვერა, კაცმა არ იცის რა გველის წინ ...შესაძლოა სჯობდეს რომ ვძულდე ვიდრე ვუყვარდე
-როგორც არ უნდა მოიქცე მას მაინც უყვარხარ და სულ ეყვარები . რა საჭიროა ტკიოდეს და ისე უყვარდე როცა შეიძლება სულ ცოტა სითბოთი და მოთმინებით ბედნიერება მისცე
-ბედნიერება? რა გგონია შენი, დედის შემცვლელი მომვლელით და ჩემი, ფსიქიკა განადგურებული კაცის სიმშვიდით ბედნიერი იქნება? თავად უნდა გაიზარდოს და იპოვნოს სიმშვიდეც და ბედნიერებაც ისე რომ საერთოდ არ სჭირდებოდე არც შენ და არც მე . ლილუზე ამბები კი უარესად აურევენ ტვინს, უფრო მეტს წარმოიდგენს, მეტად მოენატრება, მეტად ეტკინება ...სჯობს არაფერი იცოდეს და არაფერი ახსოვდეს
-გაქცევა ყველაზე უკეთ გამოგდის, ჩემპიონი ხარ ,მაგრამ ყველა შენნაირი სუსტი არ არის ზოგს ბრძოლა სჭირდება გადარჩენისთვის და არა მუდმივ შიშში, ტკივილსა და მალვაში ყოფნა - ჩუმად ლაპარაკობდა, გარედან შემოსულ წვიმის ხმასაც კი ძლივს ფარავდა, მაგრამ მისი სიტყვები იმდენად მწარე იყო ,რომ მარტივად ვერ გაატარებდი .
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს ტკივილზე, არც ის იცი რას ნიშნავს როცა გიყვარს და ვერ ხედავ, ვერ გრძნობ, ვერც ივიწყებ გინდა მოიშორო ,მაგრამ ვერ იშორებ გამოსავალი არ გაქვს . გაქცევაც არ შეგიძლია, ეს უფრო ჩაკეტვაა ვიდრე გაქცევა ... არ იცი , იმედია არც არასდროს გეცოდინება და შენი ტკივილიც მშობლებზე დარდით, კესოს ცრემლებითა და სხვა მარტივი ყოფიერებით გამოწვეული პრობლემებით შემოიფარგლება
უნდოდა გაეჩერებინა, უნდოდა ეთქვა ყველაფერი რაც აწუხებდა,რაც ტკიოდა, შიგნიდან ღრღნიდა და ანადგურებდა, მაგრამ არ შეეძლო . უბრალოდ უყურებდა მიმავალს და ხვდებოდა ,რომ ეს მართლაც არ იყო გაქცევა ... ის იმალებოდა, იკეტებოდა საკუთარ თავთან, ლილუსთან , წარსულთან და მის პორტყეტთან ერთად. რეალურსა და არარეალურს შორის მოგზაურობდა .
დრო გადის შენ კი ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო , უნდა მიჰყვე , დაელოდო რას მოიტანს ცხოვრება გზად თუ უნდა იმოქმედო. რთული გადასაწყვეტია რა სჯობს , ზოგჯერ სიჩქარე გვნებს, არასწორ სვლებს ირჩევ და მერე უკან დასახევი გზა აღარ გრჩება ან პირიქით საჭიროა რომ იმოქმედო , გააკეთო დღეს ის რაც ხვალ დაგვიანებული იქნება.
მართამ ლოდინი არჩია, დროს დანებდა და ისევ ისე, ძველებურად უმკლავდებოდა ყოველდღიურობას . ყველაფერი თითქოს დალაგდა, ან უბრალოდ შეეჩვივნენ ამ მუდმივ აურზაურს. კესო სახლში უკვე კომფორტულად გრძნობდა თავს, თავისუფლად იქცეოდა ქალაქიც მოსწონდა. მართასთან ერთად გადიოდა ხოლმე და სწავლობდა სხვადასხვა ადგილს. ძირითადად საღამოს გადიოდნენ , ან კინოში მიჰყავდა , ან ზოოპარკში ... ქალბატონს ძალიან უყვარდა ბურგერები და ფრი , სანაყინეებსაც ხშირად სტუმრობდნენ ისევ ისე განუყრელად მართა და კესო . სექტემბერში კი უკვე სკოლისთვის მზადება დაიწყეს , მართამ მარტივად იშოვნა სამსახური ყველა გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა და მისი სივით მხოლოდ თავისუფალი ადგილის პოვნა იყო საჭირო. კერძო სკოლაში შეჰყავდათ ქალბატონი კესარია ,მართამ კი საჯაროში დაიწყო მუშაობა. ისე შეადგინა გაკვეთილების ცხრილი რომ კესოს გაკვეთილების დასრულებისას ისიც თავისუფლდებოდა.
თორნიკე ისევ გვიან ბრუნდებოდა სახლში , კესოც აღარ ელოდა ხოლმე ვახშმად. დილით ერთად საუზმობდნენ , ეს იყო და ეს . ამჯერადაც ერთად ამზადებდნენ, კესო აჟიტირებული იყო თორნიკე რომ შევიდა მაშინვე შეამჩნია ბავშვის გამომეტყველება
-დილამშვიდობისა-ლოყაზე აკოცა და მაგიდასთან დაჯდა-რა ხდება პატარავ?
-მე და მართა დღეს შოპინგზე მივდივართ
-სკოლისთვის ბევრი რამ სჭირდება...
-დღეს მეც თავისუფალი ვარ , გინდა წამოვიდე?-წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ შესთავაზა,მაგრამ საშინლად მოუნდა კესოს ნახვა შოპინგის დროს. ლილუ გაახსენდა როგორ დაატარებდა მთელი დღე მაღაზიებს შორის და ბოლოს რამდენი ყუთით ხელში ბრუნდებოდნენ სახლში. აშკარად პატარა ქალბატონსაც უყვარდა ეს პროცესი
-მართლა წამოხვალ?- გაუხარდა და თვალები დაუმრგვალდა. ყოველთვის ასე იქცეოდა როდესაც რაღაც ძალიან უხაროდა
-ხო, მე წაგიყვანთ ... - ინსტიქტურად გაეღიმა და მხარზე აკოცა- სკოლის ფორმა უკვე მოგცეს?
-მართა როდის მოგვცემენ?
-ჯერ იკერება...ორ ან სამ დღეში მზად იქნება -თავადაც დაჯდა და კესოს თმის სამაგრი გაუსწორა-თმა თავიდან დავივარცხნოთ თორემ ასე დაიწვები
-შენ რომ იცი ისე დამიწნი?
-ჯერ ისაუზმე და მერე კი - წვენი დალია და თავად მხოლოდ ორცხობილა შეჭამა
-რა გჭირს - საუზმის შემდეგ მარტო რომ დარჩა მართასთან შემდეგ ჰკითხა
-მეე?
-ხო შენ, რაღაც უმადობას გატყობ , ცოტას ლაპარაკობ და ცუდ ხასიათზეც ხარ. რამე ხდება რაც უნდა ვიცოდე?- მის წინ დადგა ისე რომ ვერსად გაექცეოდა
-არაფერი ... ცხელა უბრალოდ და ამ დროს მადა არ მაქვს- თეფშებს მიუბრუნდა და მანქანაში ჩააწყო - ვერ ვხვდები რა გეჩვენება... კესოს ყველაფერი რიგზე აქვს. ვამეცადინებ უკვე და პრობლემა არ ექნება სკოლაშიც . ის სკოლაც ყველას სჯობს მათ შორის რაც ვნახე , თუ არ მოეწონება რამე სხვაგან გადავიყვანოთ. დიდად არ უხარია, ახალ გარემოსთან შეჩვევა უჭირს, მაგრამ უკვე ძალიან აინტერესებს
-გავიგონე ლალის რომ ელაპარაკებოდი- მიხვდა რომ თვითონ არაფერს ეტყოდა ამიტომ თავად უთხრა- ხომ იცი რომ წასვლა შეგიძლია და ჩემთან შეთანხმება არ გჭირდება
-არც მიფიქრია რომ შენთან შემეთანხმებინა... პარასკევამდე სკოლაში უნდა მივიდე . ჩემი საქმე უკვე დაიწყო როგორც იცი შემდეგ კი წავალ , კესოს უკვე ველაპარაკე და თან მიმყავს
-უკაცრავად?- წამსვე გამოვიდა მდგომარეობიდან- რას ნიშნავს თან მიგყავს... და მე როდის მეტყოდი პარასკევს საღამოს? მე გითხარი შენ როცა გინდა მაშინ წაბრძანდი-თქო, კესოს წაყვანა ასე არ შეგიძლია
-ჯერ ეს ერთი ყვირილის უფლება არ გაქვს და შენ მე ვინმე სხვაში ნუ აგერევი როცა ოგინდება მაშინ რომ იწყებ ღრიალს. მერე მეორეც კესო რომ დავტოვო ძალიან მაინტერესებს ვინ იქნება მასთან ლენა და გიორგი ქალაქში საერთოდ არ არიან თორემ მათთან დავტოვებდი , შენ აპირებ მასზე ზრუნვას?
-ეგ შენი საქმე არ არის...შენ
-რა მე ? - მზერა გაუსწორა და უფრო ახლოს მივიდა არ უნდოდა ეყვირა , კესო გამოსაცვლელა დიყო ასული და გაიგებდა-უბრალოდ ძიძა ვარ და შენ კი მისი მამა? რომელი მამა დილით 12 წუთით რომ საუზმობს მასთან ერთად, შუაღამეს რომ ბრნდება სახლში თითქმის ყოველთვის მთვრალი და თუ სახლშია მაშინაც ოთახში რომ არის გამოკეტილი? შენ საერთოდ ისიც არ იცი კესოს რა საჭმელი უყვარს , როდის იძინებს, როდის იღვიძებს, რას იცვამს ხოლმე არაფერი იცი და მე შენი მონა არ ვარ ასეთი ტონით მელაპარაკო ან ბრძანების უფლება გქონდეს ! - თვალები ანთებული, ძარღვები დაბერილი , ათრთოლებული სხეული, გაორმაგებული გულისცემა და ხმა რომელსაც ძლივს აკონტროლებდა
-არც გიბრძანებ, ბავშვი ჩემია და მასზე უფლება მხოლოდ მე მაქვს. ვერ გაგატან სოფელში რაღაც სამარშუტო ტაქსით თუ ჯანდაბით სადაც ათასი რჯულის ადამიანი ზის, შეიძლება რამე დაემართოს და იმ ამბით მანიპულირება რომ მასთან დიდ დროს არ ვატარებ უნდა შეწყვიტო- მკლავში წვდა და ისე ელაპარაკებოდა
-შენ გგონია რომ მე - ხელის გათავისუფლება სცადა კესო რომ შევიდა
-მართაა ნახე მოვიტანე სავარცხალი და თმისსამაგრები...რა ხდება ?
-არაფერი პატარავ , წავიდეთ უცებ დავივარცხნოთ თმა...თორნიკე მიალაგებს სამზარეულოს. ძალიან უნდოდა მოხმარება და ვადროვებ ხო?- უცებ გაიღიმა, თორნიკეს გვერდი აუარა და ბავშვთან ერთად გავიდა
-ალქაჯი ... სულ გადავიდა ზღვარს . ბავშის წაყვანა მოუნდა ქალბატონს - ჩუმად ლაპარაკობდა და თან ალაგებდა-რას ვაკეთებ- უცებ გაჩერდა და მაცივრის კარი მიხურა .
გარეთ რომ გავიდა ბრაზი სულ დაავიწყდა ისე გამოიყურებოდნენ ქალბატონები . შავი თმა დაეწნათ , სთვალეები მოერგოთ და ერთნაირი კოპლებით სარაფნები მოერგოთ. სხვადასხვა სტილის იყო ,მაგრამ მაინც მსგავსი თან იმდენად რომ გეგონებოდათ ერთ ქალს უყურებდით ბავშვობისას და ზრდასრულობისას .
-წავედიით? - კესომ გაუღიმა და პაწაწინა ცხვირზე მორგებული სათვალე მაღლა ასწია . მანქანისკენ უხმოდ დაიძრა, ყველანი ჩასხდნენ და წავიდნენ. მხოლოდ კესო საუბრობდა და დიდ სიას ადგენდა რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა
-მოდი უბრალოდ შევიდეთ და ვნახოთ ამ ჯერზე რას ავარჩევთ... სხვა დროს ისევ წამოვიდეთ თორემ დღეს ძალიან დავიღლებით
-ოო რატომ არ გიყვარს შოპინგი ... როგორი ქალი ხარ
-კესო- გაეცინა და ტუჩებგაბუშტულ ბავშვს მზერა მოაშორა
-არ მაინტერესებს... სკოლაში ხომ უნდა მოეწონო ბავშვებს
-ლამაზი კაბა თუ არ მეცმევა ისე არ მოვეწონები ?
-ოოუფ ნუ იცი ხოლმე ასე ... მამა უთხარი რამე - რომ ვერ მოიფიქრა პასუხი თორნიკეს მიმართა და მართას წამსვე აერია სახე
-შენ ხომ არ გიყვარს რაღაცას რომ გაძალებენ ხოდა ახლა მართასაც ნუ აწუხებ ...თუ არ უნდა ნუ იყიდის. ან სხვა დროს წამოვა ახლა შენთვის შევარჩიოთ რაღაცები - მშვიდად უპასუხა და მანქანიდან პირველი გადავიდა. ბავშვი გადაიყვანა და ხელი ჩაკიდა. მართა მეორე მხარეს დადგა და ღრმად ჩაისუნთქა მომავალი სიგიჟის წინ. თორნიკეს წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ელოდა , აი მართა კი უკვე ხედავდა დაცარიელებულ ანგარიშს და უამრავ სავსე პარკს, გრძნობდა ფეხების ტკივილსაც და ძალის დაკარგვასაც.
როგორც კი შევიდნენ მაშინვე დაკარგეს კონტროლი, მართა მშვიდად იყო თორნიკე კი თვალებს ისე აცეცებდა რომ არ გაქცეოდა ბავშვი აშკარად მალე გაგიჟდებოდა . წამებში დაქროდა , ყველაფერს აკვრიდებოდა, ეხებოდა, ფასს კითხულობდა , ტანზე იდებდა და სარკეში იყურებოდა. კონსულტანტებს სთხოვდა ჩემი ზომა მომეცითო და აგიჟებდა ყველას. ვინ ეფერებოდა, ვინ ელაპარაკებოდა და რას აკეთებდა ვერ გაიგებდით. მართა მშვიდად უყურებდა , ბოლო ვიზიტზე მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს უბრალოდ თვალი უნდა გედევნებინა და თავის ნებაზე მიგეშვა. ყველაფერი უნდოდა, ბევრი რამ არ მოსწონდა იწუნებდა და აშკარად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას, მიმიკებს ცვლიდა და სახედამანჭული ამბობდა „ ეს რა უბედურებაა“ „ ამას ვინ იცვამს“ „ რა საშინელებაა „ „ეს ფერი არ მიხდება, ეს მოდაში არ არის“ „ ასეთი მაქვს , მოდაში აღარაა“ მოკლედ ერთიციდა წერტილი მთელს სექტორს მუსრს ავლებდა სანამ თორნიკემ ხელი არ დაავლო და გასახდელში არ შესვა თავისი არჩეული ტანსაცმელიც იქვე დაუწყო აქამდე ხელში რომ ეჭირა გროვად
-ჩაიცვი , ჩვენ გელოდებით და გვაჩვენე
-კიდევ მინდოდა
-სხვაგან ვნახოთ
-სხვაგანაც ვნახავთ - ფარდა გადასწია და მართას შეყოლაც არ ისურვა .
-რატომ არ მითხარი - თორნიკე მიუბრუნდა გოგოს რომელიც აშკარად მას დასცინოდა - ნუ იცინი
-იმედია საკმარისი თანხა გაქვს ანგარიშზე... აქედან ვერ გაიყვან
-და შენ რომ მოგყავს მაშინ რას შვებით
-სხვადასხვა რამეს ვიფიქრებ რომ წავიყვანო
-მაგარია, ჩემი 6 წლის შვილი შოპაჰოლიკია - თავზე გადაისვა ხელი და ჩაიცინა
-უსაყვარლესი ბავშვია, საოცარი გემოვნება აქვს - კონსულტანტმა გოგონამ გაუღიმა
-კესო რას შვები? ხომ არ შემოვიდე?
-გამოვდივაარ...მოემზადეთ - ორ წამში გადასწია ფარდა და გამოვიდა. ისე მოაბიჯებდა თითქოს მოდელი იყო და ჩვენებაზე მიაბიჯებდა. ყველაფერი ისე ჰქონდა შეხამებული რომ ვერ ეტყოდი ეს არ ვიყიდოთო. თორნიკე იდგა გაოგნებული , იღიმოდა და უყურებდა როგორ მიაბიჯებდა თეძოს რხევით, ტრიალებდა, ჰაეროვან კოცნებს აგზავნიდა, იცინოდა და კიდევ ვინ იცის რას აკეთებდა. როგორ შეიძლებოდა მისთვის უარი გეთქვა, წარმოუდგენელი ამბავი იყო. შესაბამისად მიდიოდა და ხელში ქაღალდის ჩანთების რაოდენობაც სულ უფრო და უფრო მეტი ჰქონდა. ყველაზე სასაცილო იყო გამოცვლის პროცესი, მართალია იღლებოდნენ ,მაგრამ მხიარულებაც იმატებდა .
-მმმ კიდევ მინდოდა რაღაც
-ახლა მოდი ქვემოთ ჩავიდეთ, ნაყინი ვჭამოთ თორემ მალე გონებას დავკარგავ - მართამ უთხრა და ისიც გაჩერდა
-ცუდად ხარ ისევ ?
-ცუდად არ ვარ ... უბრალოდ დავისვენოთ . მერე საკანცელარიოში შევალთ სასკოლო ნივთები უნდა ვიყიდოთ ხომ არ დაგავიწყდა
-არ დამავიწყდა ... გინდა თორნიკე წყალს მოგიტანს- მართას წინ იდგა და ისეთი სახით ელაპარაკებოდა მისი კოცნა მოგინდებოდათ
-კესარია გეყოს , კარგად ვარ ხომ გეუბნები
-შენ მაშინაც ეგრე ამბობდი,მაგრამ თითქმის შეწუხდი
-როდის იყო ეგ - თორნიკეც ჩაერთო
-რამდენიმე დღის წინ...რაღაც დაუვარდა . იცის ხოლმე
-წნევა ?
-ხო, არაფერია საგანგაშო ვიცი ხოლმე ახლა კარგად ვარ ...
-არ არის
-კესარია
-მამა ექიმთან წაგიყვანს. შენც რომ რამე მოგივიდეს მერე მე რა მეშველება?
-პატარაავ - დაიხარა და მოეხვია - არაფერია , შენ თავს ვფიცავარ
-მაშინ ნაყინს რომ შევჭამთ შენთვისაც ვიყიდით რაღაცებს
-აი თურმე რატომ დაიწყე ეს საუბარი !
-ოოუუფ მამა უთხარი თორემ მაბრაზებს - წამსვე ისვე ქალბატონად იქცა, ნაწნავი უკან გადაიგდო და ისე შევიდა კაფეში . თორნიკემ ყველაფერი ერთ სკამზე დააწყო და სავარძელში ჩაეშვა. ნაყინმაც არ უშველათ , ყურადღება არ გადაიტანა
-რატომ ჯიუტობ , იყიდე რა გახდა ერთი კაბის არჩევა
-ძალიან გინდა ჩემი კაბის ასარჩევად იარო მაღაზიებს შორის?
-რა იყო გიტყდება კაცთან ერთად კაბის არჩევა?- ჩუმად ელაპარაკებოდა ახლოს მიიწია და ჩაიცინა გოგოს გამომეტყველება რომ შეეცვალა-ალბათ ძალიან რთულად ირჩევ
-კესუ მამიკო ნაწყენია , მართას ტანსაცმელზე ფიქრობს და მე არ ვადარდებო . თურმე ძალიან დიდი ხანია ვერ მოიცალა გარდერობისთვის ... მარტო ეზარება ხოლმე და არ გინდა დღეს დაეხმარო ? - თორნიკეს მზერა მოაშორა ბავშისკენ გადაიხარა . მაგიდას იდაყვებით ეყრდნობოდა და იღიმოდა . ამაშუკელი გონს ვერ მოვიდა ისე შემობრუნდა სიტუაცია
-მართლა მაა? აქამდე რატომ არ მითხარი? მე და მართა შეგარჩევინებთ ყველაფერს
-არა ძვირფასო მე რომელი ბრენდის სამოსსაც ვიცვამ იმ ქსელის მაღაზია აქ არ არის . სხვა დროს იყოს. სჯობს ახლა საკანცელარიოში შევიდეთ, იყიდე რაც გჭირდება და წავიდეთ, მართას კაბას სხვა დროს შეარჩევთ
-აუუ არაა რააა
-კესარია გეყოფა უკვე ხო? - ტონს აუწია და ბავშვიც წამსვე მოიღუშა
-კარგი ...წავიდეთ მაშინ-სკამიდან ჩამოხტა და ზურგი აქცია მაგიდას
-ჯანდაბა ! -ჩუმად თქვა და წამოდგა. მართა ფიქრობდა რომ რამეს გააკეთებდა ბავშვის შემოსარიგებლად ,მაგრამ არაფერი უთქვამს. ისევ თავად მოუხდებოდა უკან დახევა
-პატარავ, მგონი სჯობს დღეს ვიყიდო კაბა ...მოდი თორნიკე გავუშვათ სახლში, წაიღოს პარკები და ჩვენ ვნახოთ ყველაფერი
-მართლა?
-აჰაამ ... ისეთს ვიყიდი შენ რომელიც გინდა
-აბა არ მომწონსო?
-შენ ხომ მოგწონს, ვიცი მომიხდება შენ ხო ჩემი პატარა მოდის დივა ხარ - ლოყები დაუკოცნდა და წამსვე გაახალისა - როგორ მიყვარს სახე როომ გინდათებს, ჩემო ერთადერთო- ჩუმად უთხრა და მერე თორნიკეს შეხედა -შეგიძლია წახვიდე
-რატომ უნდა წავიდეს
-დავიღალე და მართას კაბის არჩევას არ ვაპირებ, შენია და შენ მიხედე- თავზე აკოცა ბავშვს და ისე წავიდა მართასთვის ზედაც არ შეუხედავს. თუმცა არც უყურებდა თუ არ ჩხუბობდნენ და ბრაზისგან არ სკდებოდა .
-ყველაფერი ეზარება ამ კაცს- ჩუმად თქვა და მერე ისევ გაიღიმა- წავედით
-ჩემი სიყვარული ხარ შენ- უყურებდა და მისი ბედნიერება უფრო ახარებდა ვიდრე სხვა დანარჩენი. გადაწყვიტა ბოლომდე გაემხიარულებინა და მცირე ჩვენება მოუწყო. ისიც იღებდა ტანსაცმელს და სარკის წინ დგებოდა უზარმაზარი კაბებით ხელში. ფოტოებიც გადაუღო ჩუმ ჩუმად და მართალია არაფერი მოეწონა , მაგრამ მაინც კარგად გაერთო. ყველაფერი ზედმეტად გამოსასვლელი იყო და მართა სკოლაში სულ სხვა სტილს იყენებდა . მიაჩნდა რომ მასწავლებელი შედარებით სერიოზული სახით უნდა წარმსგარიყო მოსწავლეების წინაშე.
-ეს კაბა მომწონს მე
-მე კი ის - ორ კაბას უყურებდნენ . კესო უკან არ იხევდა
-არა და არა ... ისაა ძალიან კარგი
-ძვირია კესო და მე და შენ რამდენჯერ უნდა განვიხილოთ ფულთან დაკავშირებული ამბები?
-ხო ვიცი , როდესაც შემოსავალს აღემატება ტანსაცმლის ფასი ეს ნიშნავს რომ სხვა რამ უნდა აირჩიო. დანაზოგი გააკეთო და კიდევ ათასი რამ ,მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს ფული
-კესარია
-მამა არაფერს იტყვის ერთ კაბას თუ იყიდი მისი ფულით ... საერთოდაც შენ დიდი ხელფასი გაქვს. მამა იმ წინა ძიძებს იცი რამდენ ფულს აძლევდა? სამი ნული ეწერა ...რამდენია ეგ?
-ათასია... გასწავლი მალე. ამ კაბას ვყიდულობ და რატომ ვჩერდებით არ მესმის . აქედან რომ გავალთ პიცერიაში წავიდეთ
-არ მინდა პიცა , ხაჭაპური მინდა ... შენი გაკეთებული ოღონდ
-ცომი არ მაქვს მზად და დღეს ვერ გავაკეთებ . ხვალ დაგიცხობ , დღეს რესტორანში ვჭამოთ. ადრე რომ ვიყავით იქ ხომ მოგეწონა და საერთოდ დროს რატომ წელავ?- უცებ მიხვდა ქალბატონი ფეხს რომ არ იცვლიდა და თან ისეტი სახე მიიღო აშკარად გეგმა ჰქონდა
-რა ხდება კესო ... რა დაგემართა- ლამის სირბილით მივიდა თორნიკე, ღრმად სუნთქავდა და შეშლილი სახე ჰქონდა. ბავშვს მივარდა სავარძელში რომ იყო დასკუპული და მოწყენილი სახე ჰქონდა მიღებული - მა , ცუდად ხარ? ამოიღე ხმა ნუ მაგიჟებ...მართა - ბავშვს ვერაფერი რომ ვერ ათქმევინა ჯერ კიდევ გაოგნებულ ქალს მიუბრუნდა ორი კაბით ხელში რომ იდგა
-რა გააკეთე კესარია- საშინლად გაბრაზდა. არაფერი ისე არ სძულდა როგორც ტყუილი, რომელსაც სათავისოდ იყენებდა ქალბატონი . თორნიკეს არც მიაქცია ყურადღება ისე დაკიდა ორივე კაბა და ჩანთა აიღო - ყოჩაღ შენ ! ყოჩაღ კესარია
-რა ჯანდაბა ხდება გამაგებინებთ?
-მე მივდივარ ...
-მართაა - მართალია გეგმა ჰქონდა და ისიც მოიფიქრა მართა როგორ გაეჩერებინა,მაგრამ ქალმა არ ადროვა. იმდენად სწრაფად წავიდა გონს მოსვლაც არ ადროვა ბავშვს-სად წავიდა...ჯანდაბა, ჯანდაბა ახლა აღარ დამელაპარაკება...რომ წავიდეს მერე? - წამსვე ტირილი დაიწყო თორნიკეს გაბრაზებულ სახეს რომ შეხედა
-მომატყუე ხომ? მაგრამ რისთვის მარბენინე , გეთქვა უბრალოდ მოგვაკითხეო და მოვიდოდი
-მე უბრალოდ მინდოდა კაბა ეყიდა, ის კი არ მიჯერებდა. ძვირიაო , მას კი მალე დაბადებისდღე აქვს და მინდოდა გამეხარებინა...მე სულ მახარებს და მეც მინდოდა მეჩუქებინა იმიტომ რომ ...იმიტომ რომ უხდებოდა . ისიც უხდება, ყველაფერი უხდება ,მაგრამ ის ძალიან - მსხვილი ცრემლები სცვიოდა თვალებიდან ,მუჭებით იწმენდდა და ტუჩებს ისე ბრეცდა სულ გააგიჟდა თორნიკე. გაბრაზება კი არა იმაზე ფიქრობდა როგორ დაემშვიდებინა.
-ჩემო პატარაა ასე გეთქვა არ შეგეძლო? მთელ მაღაზიას ვუყიდი მაგ შენს მართას გინდა? ნებისმიერი აირჩიე და ვუყიდოთ... თუ გინდა სხვა რამეც აჩუქე - ხელში ჰყავდა აყვანილი , სახეს უკოცნიდა და ისიც წამსვე დამშვიდდა როგორც კი გაიგო რისი მოსმენაც სურდა.
-მართლა ყველას უყიდი რომელსაც გეტყვი? - სლუკუნი შეწყვიტა და ხელები ლოყებზე მიადო
-ღმერთო ნეტავ მე გიყვარდე ისე როგორც ის გოგო გიყვარს- ჩაიცინა და მაჯაზე აკოცა
-შენც მიყვარხარ , ძალიან მიყვარხარ უბრალოდ ხშირად მიყვირი და მაბრაზებ
-კარგი დავასრულოთ შოპინგი თორემ გვიანია უკვე , ყველა ჩვენ გვიყურებს- ირგვლივ რომ მიიხედა მართლა ყველა უყურებდა და იღიმოდა. კონსულტანტ გოგონას ყველა კაბა სთხოვა რაც კი მანამდე მოეწონა. ფეხსაცმელებიც არჩეული ჰქონდა , კიდევ ერთ მაღაზიაში შეიყვანა და ჩანთა აყიდინა . ბევრი წიგნების ტარება სჭირდება და ის ჩანთები პატარაა რომლებიც აქვსო ასე განაცხადა. ფეხსაცმლის ზომაც იცოდა, ტანსაცმლისაც და თორნიკე კი არა ყველა კონსულტანტი გადარია
-როგორი საყვარელი ხარ, დედიკოს ძალიან გაახარებ ... ალბათ როგორ ამაყობს შენნაირი შვილი რომ ჰყავს - საშუალო ასაკის ქალმა თავი ვერ შეიკავა , მოეფერა და ღიმილით უთხრა. თორნიკემ ბარათი გამოართვა, პარკებიც აიღო და კესოს ხელი ჩაკიდა
-წავედით, დრო აღარ მაქვს... კიდევ გჭირდება რამე თუ მოვრჩით შენი ძიძის განებივრებას
-ასეთი სახით თუ მიუტან არ გამომართმევს და საერთოდ დამტოვებს
-ახლა ამაზეც უნდა ვიდარდო კესო?
-აბა თუ არ გამომართვა მე არ მინდა ეს კაბები , ჩემი სტილი არაა ... არც შარვალი მომერგება მითუმეტეს ფეხსაცმელი -სერიოზული სახით შეიცხადა - კიდევ მინდოდა რაღაც და მიმარბენინებ
-იქნებ სხვა დროს იყოს ..არ დაიღალე მაინც? დავიჯერო ან არ გშია, ან ფეხები არ გტკივა ან არ მოგბეზრდა?
-მშია ,მაგრამ დაპირებულ ხაჭაპურს ვერ მივიღებ . გამიბრაზდა მართა, ისიც შენნაირი ჯიუტია ზოგჯერ . ვერ ვხვდები საჩუქარზე უარის თქმა როგორ შეუძლია ამ ხალხს- დიდი ქალივით ლაპარაკობდა და ხელებს ისე საყვარლად ამოძრავებდა გაგაგიჟებდა
-ღმერთო გამაძლებინე- გაიცინა და ნაბიჯს აუჩქარა- წამოდი რა გინდა კიდევ
-აი ...აი ის მინდა -თეთრეულის მაღაზიასთან რომ გაჩერდა და დაიკივლა აღტაცებულმა თორნიკემ იქ მიხვდა რომ შარში იყო
-სერიოზულად?
-ისეთები უყვარს ... ეს ახალია და ჯერ არ აქვს . ფული გამოგელია?
-ფული რომ არ გამომლევია იმას არ ნიშნავს რომ შენს ძიძას საცვლები უნდა ვუყიდო
-მერე რა? - ვერ ხვდებიდა რაში იყო პრობლემა
-საერთოდ რატომ იცი მართა რას იცვამს
-მე ყველაფერი ვიცი
-ნუთუ
-მართას მესაიდუმლე ვარ ...ის კი ჩემი . მე სულ, სულ ყველაფერი ვიცი- ამაყად განაცხადა და თავი მაღლა ასწია- ხომ ვიყიდოთ, გთხოოოვ ...გთხოოვ მამიკო
-ბ.ზის შვილი ვიყო ამაზე უკეთ დარწმუნება ქართველ დიპლომატებს არ გამოსდით- ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალებდამრგვალებულ ბავშვს ანიშნა შეგიძლია მიხვიდეო. პენუარები აიღო და ერთიც ხალათი . საცვლებამდე არ მისულა, თორნიკე კი აყუდებული იდგა და კონსულტანტი გოგონას მზერას აიგნორებდა. როგორც იქნა გაიყვანა იქედან და სახლამდეც მივიდნენ. ისეთი კმაყოფილი იყო, ისეთი რომ ალბათ ყველა წყენა დაივიწყა და მომავალსაც აპატიებდა. სახლში ისევ უამრავი პარკით შევიდა , სერიოზული სახით მიაბიჯებდა ქალბატონი კი წინ გარბოდა.
მთელი სახლი მოიარა სანამ თორნიკემ მეორე სართულამდე ააღწია ,მაგრამ მართა ვერსად იპოვნა
-არ არის... არ მოსულა. რომ არ მოვიდეს?
-მოვა , არ დაგტოვებს ნუ გეშინია . ხათუნამ ვახშამი მოამზადა . ხელები დაიბანე , გამოიცვალე და ვივახშმოთ
-არ მინდა...მართა მინდა
-გასეირნება უნდა ალბათ და რა გავაკეთოთ მე და შენ? ცოტა თავისუფლება ხომ სჭირდება მასაც
-არ უყვარს მარტო ბოდიალი და საერთოდ არ უყვარს ღამე სადმე სიარული ...შენ არ იცნობ მართას
-კარგი და რა ვქნათ? დავჯდე და ვინერვიულო, დაიკარგება ? გზა აერევა თუ სახლამდე ვერ მოვა
-შენ არაფერი ! -წარბები შეკრა და მზერა მოარიდა
-ისევ მებუტება და ისევ მართას გამო
-არ გებუტები!- ხმას აუწია და ისე შეუბღვირა
-ნუ მიყვირი-გაეცინა და სულ გააგიჟა ქალბატონი
-შეიძლება მართა წავიდეს და შენ იცინი ... რომ წავიდეს იცოდე სკოლაში არ ვივლი
-პატარა შანტაჟისტი
-შანჟისტი არ ვარ მე . ეგ პარკები შენს ოთახში შეინახე, ახლა რომ დახვდეს მომკლავს
-ვერ მოგკლავს- ისევ ეცინებოდა
-მომკლავს ...შენ არ იცნობ მართას. ის რომ ბრაზდება საშიში ხდება
-ჩემი უფრო გეშინია თუ მართასი
-რა თქმა უნდა მართასი
-რას აკეთებს ასეთს
-სულ სხვადასხვა რამეს აკეთებს ... ამიტომ არ ვიცი
-მაგალითად?- ძალიან აინტერესებდა ქალბატონს რა დასჯის მეთოდები ჰქონდა ასეთი
-დაჩიკოს ლეკვი რომ მოვპარე, სახლში დავმალე და ორი დღე დაეძებდნენ . მართამ მნახა რომ ვაჭმევდი და იმ ზაფხულს მდინარეზე აღარ წამიყვანა, დაჩისთვის ბოდიში მომახდევინა და კომპნტირებისთვის თუ რაღაცისთვის ძაღლის საყელური მაჩუქებინა...იმ საზიზღარ თიკუნას შეყვარებულ კოტიკოს რომ ვუთხარი თიკუნა როგორ კოცნიდა ვიღაც ქერა ბიჭს სულ აღარ მივყავდი მოედანზე და კოტიკო გადამიყვარდა - ისე მოიწყინა ღრმად ჩაისუნთქა და ხელები გულთან გადაიყვარედინა
-მოიცა რააა?- ჯერ ეღიმებოდა და მერე გადამიყვარდაო რომ გაიგო უცებ წამოიყვირა -რა თქვი რა ვქენი კოტიკოო?
-მე ...ისა რა და
-ვიღაც გოგოს შეყვარებული გიყვარდა ? სავარაუდოდ დიდი ბიჭია და გადაგიყვარდა უკვე?
-ხოო, სერიოზული არაფერია- ისე აიქნია ხელი თორნიკეს თვალები გაუფართოვდა
-გიკრძალავ ვიღაცების შეყვარებას...საერთოდ ბიჭები ...ბიჭები მითუმეტეს დიდი ბიჭები ძალიან, ძალიან , წარმოუდგენლად ცუდები არიან...ხო კიდევ საშიშებიც და ჯანდაბა ! რამდენი წლის იყო ის კოტიკო ?- პარკებით სავსე ხელებს აქნევდა და ისე ლაპარაკობდა . თან დადიოდა და ზემოდან უყურებდა
-14 წლისაა უკვე, მაგრამ აღარ მიყვარს . უგემოვნოა და სულელი , აბა ის ბატი რამ შეაყვარა. მასეთი სულელი მეტჯერ აღარ მომეწონება, მორჩა
-ღმერთო მოთმინება მომეცი, ნუ გამაგიჟებ ...ის შენი მართა რომ დაბრუნდება ნახე რას ვუზამ. შეყვარებული ჰყოლია გოგოს და თან თურმე იმას მოედანზე დაჰყავდა ვიღაც 14 წლის კურო რომ ენახა ... გავგიჟდები - ჩუმად ლაპარაკობდა, იგინებოდა, ილანძღებოდა და პარკები ოთახში მიჰქონდა. კარდერობში შევიდა და ერთ-ერთი კარადა გააღო . პარკები ქვედა თაროზე დააწყო და შემდეგ შეხედა ზემოთ დალაგებულ ლილუს ტანსაცმელებს , ინსტიქტურად აიღო ერთ-ერთი მაისური და ცხვირთან მიიტანა , საერთოდ აღარ ჰქონდა ძველი სურნელი შერჩენილი ,მაგრამ მაინც იხსენებდა იმ არომატს ასე რომ უყვარდა. პარკები აიღო და თავის ტანსაცმელებთან დადო .
ოთახიდან რომ გავიდა კარი მიხურა და კესოს ძებნა დაიწყო. გამოიცვალა , ყველაფერი დააწყო და მერე სააბაზანოსკენ წავიდა. ისე იქცეოდა როგორც დამჯერი, ჭკვიანი ბავშვი.
-აბა? ვივახშმოთ?
-ხოო...მართა რომ მოვა და გაიგებს არ ვჭამე უარესად გაბრაზდება
-საერთოდ როცა გშია მაშინ უნდა ჭამო ვინმეს სხვაზე კი არ უნდა ფიქრობდე
სამზარეულოში შევიდნენ, სკამზე დასვა და თვითონ დაუწყო გამზადებული კერძები. თავადაც დაჯდა და ისევ ამოუტივტივდა ტვინში ბოლო დიალოგი . რამდენიმე წუთი დააცადა და ისევ წამოიწყო საუბარი
-რას ამბობდი დასჯაზე? სხვა ამბებიც მომიყევი აბა რას სჩადიოდი კიდევ
-მართა უყვარს მის ყოფილ კლასელს , ვაჟიკოს რომელიც დეგენერატია ,მაგრამ ლალის მოსწონს და იქ რომ ვიყავით მობოდიალდა , იდიოტი. მართას თვალებს უპარპარებდა და ეკრიჭებოდა უშნოდ. მართა ვერ გააგდებდა უზრდელობააო და ხომ უნდა მექნა რამე ?
-და რა ქენი?
-მართას მომზადებულ ნაყინში კალია ჩავუსვი ...მოვურიე კოვზით და იმ სულელმა რომ აიღო პირდაპირ ის კალია ჩაკბიჩა. იცი როგორ გადმოაფურთხა? და მერე რამდენი აღებინა? მთელი ეზო მორწყა - იცინოდა და სულს ძლივს ითქვამდა. მართას ეჩხუბა მერე ეს რა გააკეთეო , შტერი ფუფ ...სულ ვიძახდი, სულ შტერია-თქო და ლალი ბრაზდებოდა
-მერე? მართამ როგორ დაგსაჯა- თან იცინოდა ,თან ეშინოდა იმ პატარა ბავშვის ამდენი დანაშაული რომ ჰქონია ჩადენილი
-საშინლად
-მაინც?
-დავარწმუნე რომ ლეკვი უნდა გვეყიდა და არ მიყიდა
-გამოდის რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში რაც ყველაზე მეტად გინდა იმას არ გაძლევს და ახლა რა გჭირდება ისეთი მე რომ ვერ მოგცემ
-მართა მჭირდება , ძილის წინ რომ მაკოცებს . ჩამეხუტება და მეტყვის რომ ყველაზე მეტად ვუყვარვარ... დილით გაღვიძებულს რომ გამიღიმებს . მართა მინდა მეეე
არაფერი გამოვიდა, კესო არც დაძინებას აპირებდა , არც ზემოთ ადიოდა. ჯერ მისაღებში იჯდა მერე საერთოდ ეზოში გავიდა და თორნიკესაც სხვა რა გზა ჰქონდა. მის გვერდით იჯდა და ელოდა როდის მობრძანდებოდა ქალბატონი. თანდათან უფრო ბრაზდებოდა, ასე რომ იგვიანებდა და ბავშვს ანერვიულებდა . სარწეველა სკამში ისხდნენ, უკვე გრილოდა და სახლში რომ ვერ შეიყვანა პლედი მოახურა. მუხლებზე დაისვა და რამდენიმე წუთში ჩასთვლიმა კიდეც. ის იყო უნდა აეყვანა საძინებელში რომ გამოფხიზლდა და ქვემოდან ახედა
-ისევ არ მოსულა?
-არა და დავურეკავ-თქო გითხარი
-არ გიპასუხებს
-იქნებ მიპასუხოს- ზემოდან უყურებდა მკლავებში ჩამალულ ბავშვს -სხვაგან სად უნდა წავიდეს, აქ ხომ არ აქვს სახლი
-მერე რა...იცი რამდენი მეგობარი ჰყავს? ის ვაჩეც აქ ცხოვრობს იმასთან რომ მივიდეს მერე ?
-ეგ ვინღაა
-მაგასაც უყვარს მართა, ეგ კარგი ბიჭია მეც მომწონს. რომ მოდიოდა სულ მოჰქონდა ჩემთვის საჩუქრები , ძალიან სიმპათიურია და ისეთი ლამაზი თვალები აქვს მეც გავყვებოდი ცოლად, მაგრამ მართას არ უყვარს.
-კიდევ რამდენს უყვარს ეს შენი მართა შენი, ვაჟიკოს და ვაჩიკოს გარდა- სალაპარაკო თემას როგორც კი პოულობდა მაშინვე გადაჰქონდა მისი ყურადღება
-მართა ყველას უყვარს ... ისე კი ვაჩეს უყვარს . მიშიკო მომწონს მე ვაჩეზე მაღალია და ცისფერი თვალები აქვს. ექიმია მიშიკო, ჩვენთან საავადმყოფო რომ არის იმის მთავარი ექიმია თუ რაღაც არ ვიცი მე . თეთრი ხალათი უხდება ძალიან და გრძელი რაღაცნაირი თითები აქვს
-ექიმების კოლექციას აგროვებს?- ჩუმად თქვა და მერე ისვე მოსმენა განაგრძო . კიდევ რამდენიმე სახელი უთხრა და მგონი ყველა გაიხსენა ვისაც კი მისი თანდასწრებით დალაპარაკებია მართა . -მე ყველაზე მეტად ვაჩე და მიშიკო მომწონს, მიშიკო შენნაირი უჟმურია ისე და მიშიკო ძალიან საყვარელია
-ბიჭებზე ნუ მელაპარაკები
-თვითონ მკითხე
-აი მოვიდა შენი ქალბატონი მართა - მანქანის ხმა გაიგეს და მერე ქალბატონიც გამოჩნდა. კესო წამსვე გაიქცა ის კი ადგილიდან არ დაძრულა . შორიდან უყურებდა ქალბატონების შეხვედრას. კესო რაღაცას უხსნიდა, ელაპარაკებოდა მთელი ემოციებით მერე ტიროდა და ეს უკვე შერიგების წინაპირობა უნდა ყოფილიყო,მაგრამ მართასთან აშკარად არ ჭრიდა კესარიას ნაცადი ხერხები .
საბოლოო მიღწევა ის იყო რომ მართა გამოჩნდა, კესო ასე თუ ისე დამშვიდდა, დაიძინა და თორნიკეს ჩხუბის დრო დარჩა. პირველ სართულზე ჩასულს უკან მიჰყვა და დაგროვილი ბრაზის გადმოფრქვევა დაიწყო
-პატარა ბავშვს ასე რომ ექცევი ნორმალურია? რომელი აღზრდის მეთოდია ბავშვის ასე დასჯა და გაქცევა ...გაბუტვა და ასეთი სულელური ქცევა
-რა ხდება დაიღალე? შენ რომ გარბიხარ, უყვირი, ღრიალებ , ეჩხუბები და გულს ტკენ უარესადაა დამიჯერე. ტიროდა, ყვიროდა და კანკალებდა? სუნთქვა ეკვროდა და კრუნჩხვები დაეწყო ჩემი წასვლის შემდეგ? შენ რომ მიდიოდი ასე ემართებოდა , შენ რომ ჩამობრძანდებოდი წელიწადში ერთხელ და მაშინაც აიგნორებდი ოთახში იკეტებოდა და ფიქრობდა რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი ...
-საოცარი თავდაცვის ხერხები გაქვს- სუნთქვა გაუჭირდა , მართას გაყინულ სახეს მზერა მოაშორა და წყალი დაისხა- ყველაფერზე ეს პასუხი გაქვს. იხსენებ ჩემს ცოდვებს როდესაც დანაშაულის გაპრავება გინდა და ამით რა იცვლება. გინდა დამემსგავსო და ჩემზე მეტად ატკინო? ის ჩემს დაკარგვას უფრო გადაიტანს ვიდრე შენსას , წარმოდგენა არ გაქვს რამდენად უყვარხარ
-ერთადერთია ვისი სიყვარულიც მიყვარს და ვისაც ასე ძალიან ვუყვარვარ. შენ კი ნამდვილად არ იცი და ვერც მიხვდები მე როგორი აღზრდის მეთოდები მაქვს - ჭიქა წვენით გაავსო , რამდენიმე შოკოლადი აიღო და წავიდა.
თორნიკეს სიმშვიდე ისევ დაუკარგა. მისი სიტყვები ესმოდა ისევ და წარმოიდგენდა კრუნჩხვებში მყოფ კესოს, მის ცრემლებს და აჩქარებულ გულისცემას რომლის მიზეზიც საკუთარი უგუნურების გამო გახდა. ზემოთ ავიდა, გამოიცვალა და საწოლში დაწვა,მაგრამ ვერ მოისვენა
-შენს შვილს სხვა ქალი უყვარს იმაზე მეტად ვიდრე მე და შენ ვუყვარვართ . მე მშურს შენ არა? სულ ეჭვიანი იყავი და ახლა აღარც ჩემს ღალატზე გაქვს რეაქცია , არც საკუთარი შვილისგან შორს ყოფნა გადარდებს ... წახვედი და დაგვიკიდე . უყურე ახლა როგორ იკავებს შენს ადგილს სხვა ქალი - საწოლიდან წამოდგა, მაისური გადაიცვა და კესოს საძინებლისკენ დაიძრა. ჯერ ჩუმად შეიხედა, დარწმუნდა რომ მართას მის გვერდით არ ეძინა და შემდეგ შევიდა. კიდევ კარგი დიდი საწოლი ჰქონდა ქალბატონს თორემ მის პატარა საწოლზე ნამდვილად ვერ დაეტეოდა. ფრთხილად დაწვა და მისკენ გადაბრუნდა. უყურებდა მძინარეს, აკვირდებოდა მის გაბუშტულ ტუჩებს, პაწაწინა ცხვირს , არეულ თმებს , გრძელ წამწამებს და სუნთქვასაც კი. სიმშვიდე იყო, ბედნიერება, ნეტარება ყველაფერს შთანთქავდა და მთელს ადგილს თავად იკავებდა. ისე მშვიდად ბოლოს როდის ეძინა არც კი ახსოვდა. დილით ხმებმა გააღვიძა , პატარა ქალბატონი ლოყაზე ეხებოდა, მერე ტუჩები შეახო და კარის ხმაც გაიგო
-ჩშშ ... აქ ძინავს ნახე . ხო მართლა აქაა
-ხო - აშკარად დაბნეული ხმა ჰქონდა და ისევ იქ იდგა - მე გავდივარ...სკოლაში
-მე?
-შენ ჩაეხუტე თორნიკეს და ნახე როგორია როცა სძინავს...ხომ გაინტერესებდა- ჩუმად უთხრა. უკვე საწოლთან იყო , ბავშვს აკოცა წამით შეხედა ამაშუკელს და წავიდა. კესო ახლოს მიიწია, თითები თმაზე შეახო და მერე ისევ გამოსწია ალბათ ეშინოდა რომ გააღვიძებდა . აშკარად უყურებდა და ვინ იცის რას ფიქრობდა .
თორნიკემ უცებ მოხვია ხელი ზემოდან დახედა და კოცნა დაუწყო. მოულოდნელობისგან ჯერ წამოიკივლა მერე კისკისი დაიწყო და თავადაც აკოცა რამდენჯერმე. ბოლოს ორივე მამა-შვილი სააბაზანოში იყო , ჯერ ქალბატონი მოწესრიგდა. დახმარება თითქმის არ სჭირდებოდა , თმა დაუვარცხნა მხოლოდ თორნიკემ თავიდან კი შეეშინდა მატკენო,მაგრამ მერე უთხრა ლილუს შენზე გრძელი თმა ჰქონდა და მე ვვარცხნიდიო. წამსვე დაჯდა და გაირინდა. საუზმე მზად დახვდათ , სუფრა რომ აალაგეს შემდეგ ზემოდან დახედა ქალბატონს და წარბები მაღლა აზიდა
-გინდა ცურვა გასწავლო ?
-მინდა ...
-ჯერ წავიდეთ , რაღაცები ვიყიდოთ ... დღეს ბიჭებიც მოვლენ და მერე ვისწავლოთ. თან დათბება - ხელში აიყვანა ქალბატონი და მასთან ერთად წავიდა მარკეტში. დიდ კალათაში ჩასვა ქალბატონი და ათასი რამე იყიდეს. ეშინოდა არ გაიქცესო და თავიდანვე დაიზღვია თავი. სახლში დაბრუნებამდე აუზისთვის გასაბერი ლეიბი და იხვი უყიდა. ბარემ წყლის თოფებითაც გაახარა . სახლში დაბრუნების შემდეგ სანამ ყველაფერი ამოალაგეს მანამ ტემპერატურამაც აიწია და გარეთ გადაინაცვლეს. ქალბატონს ისეტი საყვარელი საცურაო კოსტიუმი ეცვა თორნიკე ღიმილს ვერ იშორებდა.
-ხომ არ გეშინია... ცოტა ცივი იქნება თავიდან,მაგრამ მერე შეეჩვევი- თავად ჩავიდა და შემდეგ ჩაიყვანა , მაღლა ჰყავდა მხრებზე დაისვა ფეხები დაუსველა და შემდეგ ჩასვა წყალში. ფეხებს ათამაშებდა და იცინოდა. ფობიები ქალბატონს ნამდვილად არ ჰქონდა , რომ დაიღალა წყალში მოტივტივე იხზე დაწვა , სათვალე გაიკეთა და მზეს მიეფიცხა
-ასე თუ გააგრძელებ მალე ისწავლი ...
-მე ნიჭიერი ვარ
-თავმდაბალიც- გაიცინა და აუზის მეორე ბოლოსკენ გაცურა. წყალქვეშ იყო ნაპირზე მდგომი ქალის სხეული რომ დაინახა და მალევე ამოყვინთა . მართა დაბრუნებულიყო და კესოს გაღიმებული უყურებდა , ის კი უყვებდოა როგორ კარგად ცურავდა
-მე გავალ, ნაყინს და ხილს გამოგიტანთ - თორნიკეს წამით შეხედა შემდეგ მზერა მოარიდა და სახლისკენ წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა, თხელი სარაფანი ეცვა ... მაგიდაზე დააწყო ყველაფერი და იქვე ჩამოჯდა. ღიმილით ადევნებდა თვალს წყლიდან ამოსულ კესოს , ისე საყვარლად მიაბიჯებდა როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ჩაკოცნა- ჩემი გოგოო ... დიდხანს ხომ არ იწექი მზის ქვეშ, თავი არ აგტკივდეს
-გავირუჯები - ლოყაზე აკოცა და მერე ნაყინის ჭიქა აიღო-მმმ მარწყვიი
-აქაცაა ?- თორნიკე იმ წამს მივიდა და აღებული ჭიქა შორს გასწია
-მხოლოდ ნაყინია შოკოლადის და ვანილის
-სკოლაში რა ხდება ?
-მასწავლებლის საქმეები , მოსწავლეების დაბრუნებამდე რომ უნდა მოვასწროთ . - სველი თმა ყურს უკან გადაუწია და შიშველ მხარზე აკოცა - უკვე რუჯი გაქვს
-ხომ ლამაზი ვარ
-რა თქმა უნდა - გაიცინა და დაშაქრული მარწყვის დაგემოვნება დაიწყო
-რა სიბოროტეა ... ასე მოქცევა არ შეიძლება !
-მე მიყვარს მარწყვი და შენამდე სურნელი აღწევს თუ დანახვაც ცუდად გხდის- ჩაიცინა და ტუჩები დაისველა
-აუ მართააა , შენც გამოიცვალე და ისე მაინც ჩამოდი წყალში . შენ მაღალი ხარ და მუცლამდე მოგწვდება, მათლაა...მამა უთხარი
-მასპინძელოოო- ბიჭების ხმა გაიგეს და მალევე გამოჩნდნენ - აქ ყოფილან ...მოდი შე ჩემა - მელოტმა მეორეს გადახედა და ისიც გამოვარდა
-ეე ვერ თქვი შე ჩემა აუზზე თუ გამოდიოდით? წამოვიღებდი ჩემს პლავკას.. უი მარტო არ ყოფილხარ. გამარჯობა - მართა და კესო რომ დაინახეს გაჩუმდნენ
-ნიკუშააა ბიძიაა - წამსვე წამოდგა და ბიჭს ყელზე ჩამოეკიდა
-ეე მე არ გახსოვარ ტოო?
-შენ უცნაური სახელი გაქვს ... მახსოვხარ,მაგრამ ნარიკო თუ ნორიკო აუუ ბოდიში- დაიბნა თორნიკე და ნიკუშა კი ისე ახარხარდნენ მალე სუნთქვაც უჭირდათ
-აუუ რა მაგარი ვინმე ხარ ტო
-სახელი უნდა გადავიკეთო თორემ აშკარად ჩრდილავს ჩემს სიმპათიურობასაც
-ნოდიკო ნუ გვიბრაზდები ... შენ ხო ყველაზე მელოტი ბიძია ხარ ბიძიებს შორის- ნიკუშას ბავშვი ჰყავდა ხელში ისევ და იცინოდა
-მე უბრალოდ იმდენად კარგი ვარ სახელი დამარქვეს ცუდი რომ ჩემი სრულყოფილებით არ დამეჩრდილა მამაშენი და ნიკუშა ბიძია - ბავშვი თავად აიყვანა ხელში და სავარძელში ჩამოჯდა.
ბიჭებმაც აუზში გადაინაცვლეს, მართა ნაპირზე იჯდა და იქედან უყურებდა. ბუნგალოში მშვიდად ყოფნას არჩევდა , ცივი ყავა, ტკბილეული, ხილი და კესარიას ბედნიერებით განათებული თვალები. საღამოს ვახშამზეც დარჩნენ ბიჭები შემდეგ კი სახლში წავიდნენ.
გვიანი იყო ბუნგალოში ჩანთა დარჩა და აუზის ნაპირზე მიაბიჯებდა ფეხი რომ აუცდა და წონასწორობა დაკარგული გადაეშვა წყალში. კიოდა , მაგრამ ვერ ხვდებოდა რომ მისი ხმა ესმოდათ. ეშინოდა, საშინლად ეშინოდა, ფართხალებდა შეგრძNებები სულ დაკარგა, თითქოს გაქრა მართა რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო თავის კონტროლი. შიშმა მთლიანად შთანთქა მისი გონება. ვერ ხედავდა თორნიკეს რომელიც წყალში გადახტა, არც მისი სიტყვები ესმოდა, არც კესოს ხმა ყველაფერი გაუფერულდა, თითქოს მორევი ტრიალებდა მის ირგვლივ, ძალა გამოეცალა და გონება დაკარგა. თორნიკემ სხეულზე აიკრა, ხელები მოხვია და მის გამოფხიზლებას ცდილობდა, წყლის ჩაყლაპვა არ ჰქონდა მოსწრებული , მაგრამ მაინც დიდხანს ვერ გამოაფხიზლეს. უკვე სახლში იყო თვალები რომ გაახილა და ამაშუკელის მზერას გადააწყდა , სიტყვის თქმა ვერ მოახერხა კესო მოეხვია .
-კარგად ხარ? ხომ კარგად ხარ
-მაპატიე პატარავ, არ ვიცი როგორ გადავვარდი ... კარგად ვარ, დავივიწყოთ
-არ მესმის ასე როგორ გეშინია, დადგომას შეძლებდი რომ გეცადა
-ფობია მაქვს ...ამის ახსნა ძნელია . ვიცი რომ საშიში არ არის და მაინც მეშინია - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. სულ სველი იყო და გაყინული
-კესო ,ადროვე მაღლა ავიდეს და გამოიცვალოს...ასე გაიყინება . წამოდი ცხელი ჩაი მოვუმზადოთ
-არაა საჭირო, უბრალოდ წამოდი ჩემთან ერთად კარგი? - თმაზე მოეფერა და ფრთხილად წამოდგა. კაბა ტანზე ჰქონდა მიკრული , ცისფერი შიფონის ნაჭერი იმდენად გამჭვირვალე იყო რომ შიშველ სხეულს მხოლოდ ფერს უცვლიდა. კაბაზე რომ დაიხედა, მკერდთან გადაიჭდო მკლავები და ისე წავიდა . კესოც გვერდით მიჰყვებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა ძალების აღდგენას,მაგრამ ისევ კანკალებდა. გაყინული იყო, ღელავდა, ხვდებოდა როგორი დასანახი იქნებოდა უკნიდან და უჭირდა ყველაფრის დაიგნორება.
ცხელი შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და შემდეგ მოახერხა საბოლოოდ სიმშიდის პოვნა. კესოს ერთ საათში უკვე ეძინა, ის კი ქვემოთ მიდიოდა რაიმე ტკბილი სჭირდებოდა. თორნიკე სამზარეულოში დახვდა, მართასთვის გასაოცრად ნამცხვარს მიირთმევდა .
-როგორ ხარ
-კარგად , არ ღირს ამაზე დარდი. მადლობა ,რომ ამომიყვანე
-ბავშობის ტრამვა გაქვს?
-რაღაც მსგავსი
-არ მეტყვი?- ზურგით მდგომს უყურებდა. ისიც დაჯდა და ნამცხვრის დაგემოვნებას შეუდგა. თეფშს უყურებდა , შემდეგ წვენი მოსვა და ქვემოდან ახედა
-ძმა მყავდა , რომელიც ზღვას ემსხვერპლა ... პატარა ვიყავი ,მაგრამ მახსოვს მისი სველი, ცივი, ლურჯი სახე . კესომ არ იცის და ვერ ხვდება რატომ მძულს ასე ძალიან წყალი . ეს იმიტომ გითხარი რომ არც იფიქრო ჩემი ფობიის დაძლევაზე - ცუდად გამოიყურებოდა , ძალიან ტკიოდა ეს ამბავი
-ვწუხვარ ... არც ვაპირებდი შენს პირად სივრცეში შემოჭრას .
-ხვალ მივდივართ მე და კესო ...
-მიდიხარ შენ, კესო რჩება
-მეგობარს მივყავარ, ორ საათში სახლში ვიქნებით და დამიჯერე კესოს არაფერი ემუქრება . ორშაბათს აქ ვიქნებით
-რომელ მეგობარს
-დოსიე გჭირდება?
-სოფლიდანაა ვინმე?
-დიახ
-გეყოფა ეს ირონია...წაიყვანე . დარწმუნებული ვარ კესარია გამანადგურებს იმ ორ დღეში , აზრი არ აქვს თქვენთან სიჯიუტეს ასე რომ ნება თქვენია - მისი თეფშიდან აიღო ჩანგლით ერთი ლუკმა და წვენიც დაულია- იმედია სულ იქ არ დარჩებით და ისევ მე არ მომიწევს ჩამოსვლა
-დავბრუნდებით...-მზერა გააყოლა ,შემდეგ კი წვენით დაისველა გამშრალი ყელი. სახეზე ხელები აიფარა და რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ ყველაფერი აალაგა, სასწრაფოდ დატოვა ოთახი და საძინებელს მიაშურა.
მანქანა ელოდათ, აივნიდან უყურებდა ჭიშკართან მდგომ ბიჭს რომელიც აშკარად სულმოუთქმელად ელოდა მართას დანახვას. სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და სწრაფად შევიდა სახლში. ერთადერთი ჩანთა ეჭირა მართას , კესარია კი მომავალი მოგზაურობის წინ აშკარად მხიარული იყო
-რომ ჩახვალ და მოეწყობი ხომ დამირეკავ ?- ყელში აკოცა და ჩუმად დაიწყო ჩურჩული
-ნუ გეშინია... მალე დავბრუნდებით - ლოყაზე აკოცა და გაუღიმა- ვაჩე სწრაფად ატარებს
-ვაჩე? ის ვაჩეა ის მოუსვენარი ბიჭი ?- ჩუმად თქვა და გაახსენდა ბიჭის შორიდან დანახული ფიგურა
-აჰაამ...ხომ ლამაზია?
-იმედია კარგი მძღოლია
-კესო არ წავიდეთ? უხერხულია
-ხო რა თქმა უნდა, უხერხულია ბიჭთან - ბავშვი არ ხელში ჰყავდა, ჩანტაც გამოართვა მართას და ისე დაიძრა ჭიშკრისაკენ.
-შენ სად მოდიხარ
-გავიცნოთ ბატონი ვაჩე - პირველი გავიდა და ბიჭის გაოცებული მზერაც დაიმსახურა
-გამარჯობა.. თქვენ ,კესოს მამა ხომ?
-თორნიკე ...შენ კი
-ვაჩე ... მართას მეგობარი
-სასიამოვნოა...მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ , იმედია საღ-სალამათს დამიბრუნებ გოგონებს - ერთხელ შეათვალიერა, კესო მანქანაში ჩასვა . ისევ მოეხვია ქალბატონი და შემდეგ კარი მიხურა. მართა მშვიდად იჯდა , არც უყურებდა თორნიკეს თორნიკეს ბატონი რომ დაიხარა , ლოყაზე აკოცა და გაუღიმა- ორშაბათამდე
მშვიდად მოშორდა, კარი მიხურა და ხელის დაქნევა, ჰაეროვანი კოცნაღა აკლდა ამ ყველაფერს. თითქოს სამაგიეროს უხდიდა საავადმყოფოს ტყუილის გამო. მანქანა რომ წავიდა და ბატონ ვაჩეს სახე წაეშალა ეგ ფაქტი იყო. დარჩა ისვე მარტო, მომდევნო ორი დღით შეეძლო ნებისმიერი რამ გაეკეთებინა და თავისუფლად ესუნთქა, მაგრამ რაღაც გახარებული არ ჩანდა .
6
...............
სოფელში ჩასვლის შემდეგ მიხვდა რომ ყველაფერი ენატრებოდა. სახლში ვერ გააჩერეს, ყველა მოინახულა, ყველაფერი შემოიარა და ბოლოს ბავშვებთან ერთად დაიწყო თამაში. მართასაც მთელი დღე სტუმრები ჰყავდა, ჯერ მეზობლები გადავიდნენ , ამბები აინტერესებდათ თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა თბილისში. კესო ეზოში თამაშობდა და თან მათი საუბარიც ესმოდა
-საწყალი მარუსა რა კარგი ქალი იყო ... ეჰ არაფერი ვართ ადამიანები . ვტოვებთ ჩვენს ნაშრომს და მივდივართ, ამდენი იწვალე ,დაზარდე შვილები და ბოლოს რა ... სასაფლაოზე ეკლები გადაივლის ერთ დღეს- ქალბატონი ციალა ყავის ჭიქით ხელში იჯდა და შეწუხებული სახით საუბრობდა
-კარგი რა ციალა შენ ორი ბიჭი გყავს და მაგის თუ გეშინია მე რაღა უნდა ვთქვა- ლალიც რომ აჰყვა მართამ უკვე ტკივილი იგრძნო. წასვლა უნდოდა, ისედაც ვერ იტანდა ჭორაობას და ამდენ კითხვაზე პასუხის მოფიქრებაც აღარ შეეძლო
-შენ ისეთი კარგი გოგო გყავს...რას შვები ახლა როდემდე უნდა იცხოვრო იმ ქვრივ კაცთან . ისედაც უჟმური სახე ჰქონდა და იმ გოგოს სიკვდილის შემდეგ სულ გააფრინა მგონი. საწყალი ბავშვი მასეთი მამის ხელში ... არ ჰყავს ვინმე დავიჯერო? ცოლად რომ მოიყვანოს და იმან მიხედოს ბაავშვს?
-ციალა დეიდა ყველა თუ არ იცინის იმას არ ნიშნავს რომ უჟმურია და თუ ნამდვილად უყვარს, ტკივა საყვარელი ადამიანის დაკარგვა გიჟია ... თორნიკე შესანიშნავი მამაა და ისე მოიქცევა როგორც კესოსთვის იქნება უკეთესი ახლა კი თქვენის ნებართვით მე დაგტოვებთ...სულ ორი დღით ვარ ჩამოსული და არ მინდა ჭორაობაში გავლიო ეს ორი დღე. ნათესავები უნდა მოვინახულო კესოსთან ერთად - მშვიდი იყო, არც ტემბრი შეუცვლია , ღიმილითაც გაუღიმა ქალს და სანამ ლალი რამეს ეტყოდა მანამ დაიძრა კესარიასკენ . ბავშვებს მოეფერა , მოიკითხა ყველა და შემდეგ კესოსთან ერთად წავიდა .
ქუჩაში მიდიოდნენ, კესოს ყვავილები ეჭირა ხელში და ხტუნვა-ხტუნვით მიაბიჯებდა. დემნას ნახვა უნდოდათ რომელიც სავარაუდოდ ვენახებში იქნებოდა რომელიც საკმაოდ შორს იყო მათი სახლიდან .
-ნეტავ ბალი იქნება?
-ვნახოთ ... შეიძლება იყოს თუ არ შეჭამეს ჩიტებმა
-შეიძლება ჩემს სახლშიც მივიდეთ?
-დღეს გვიანია , დავიღალე ...ხვალ წავიდეთ ხო?
-კარგიი - გაუხარდა და სახეც წამსვე გაუბრწყინდა- მამიკოს არ დაურეკავს?
-რომ ჩამოვედით ხომ ელაპარაკე ,გვიან ალბათ ისევ დაგირეკავს, ძილის წინ
-მოვენატრები ნეტავ?
-შენ როგორ შეიძლება არ მოენატრო - დაიხარა და ლოყები დაუკოცნა- ჩემო გემრიელო
-შენ კი ვაჩეს მონატრებიხარ- ეშმაკურად შეაპარა - მთელი გზა შენკენ იყურებოდა . რამდენი რამე გკითხა , ძალიან უყვარხარ
-შენი აზრით ძალიან სიყვარული როგორია კესარია?
-როცა გიყვარს ყველაზე მეტად
-ყველაზე მეტად სიყვარული საკმარისი არ არის ამ შემთხვევაში . საერთოდ სიყვარული მრავალნაირია ... ძმები და დები , მშობლები, მეგობრები ყველა გვიყვარს ხომ? ადამიანები რომლებიც ჩვენთან სისხლით არიან დაკავშირებული, რომლებიც დაბადებიდან გვიყვარს და ისინი ვინც შემდეგ გავიცანით და შევიყვარეთ მიზეზით ან უმიზეზოდ
-მართალია , მე შენც მიყვარხარ და მამიკოც . მამიკო მამიკოა შენ არ ხარ დედიკო ,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ . ვაჩე კი ძალიან არ მიყვარს , არც მისი სიყვარულია საკმარისი ...მას უბრალოდ მოვწონვარ , ვაინტერესებ ხვდები? ეს კი საკმარისი არ არის იმისთვის რომ მას დავუკავშირო ჩემი ცხოვრება
-ისე უნდა უყვარდე როგორც თორნიკეს ლილუ?- ქვემოდან უყურებდა და თან ქვიან გზაზე მიაბიჯებდა
-ასე ძალიან თუ ვეყვარები ვეცდები მეც შევიყვარო
-აბა არ შეიძლებაო ძალით სიყვარულიყო? ადრე რომ მითხარი გულს შეუყვარდაო და ვერ გადავიყვარებო?
-მაგრამ ცდა ყოველთვის შეიძლება ... ზოგჯერ სიყვარულზე მეტი რამ შეიძლება გაკავშირებდეს ადამიანთან და ეს გხდიდეს ბედნიერს
-ვერ გავიგე თუ უყვარხარ რატომ არაა საკმარისი ან თუ არ გიყვარს როგორაა საკმარისი ...
-ძალიან რტულია ხომ ხედავ, ამიტომ არის შენი მართა მარტო - გაიცინა და ხელში აიყვანა ქალბატონი. მერე უკვე ეზომდეც მიაღწიეს, პატარა ხის ჭიშკარი გააღეს და გამოჩნდა კიდეც ვენახები. კესარია დემნასთან გაიქცა, დიდხანს ეძახდა და ბოლოს იპოვნა. ხილის ხეებიც შეოიარა , ყველაფერი დააგემოვნა და გვიან დაბრუნდა სახლში.
მეორე დღესაც დილიდან არ გაჩერებულა, უნდოდა ყველაფერი მოესწრო . ვაჩე ეწვიათ, შემთხვევით აღმოჩნდა იქვე მეზობლად მცხოვრებ თავის მეგობართან და მართასთანაც გაიარა . ეს ამბავი არავის ეჯერა, მაგრამ ისე შეხვდნენ თითქოს მართალი იყო. ლალი დიდი სიხარულით შეეგება, ეზოში გაშალა სუფრა ისე რომ მართა წამითაც არ მოაშორა.
-მგონი შეგაწუხეთ
-არა რას ამბობ შვილო...შენი მოსვლა ყოველთვის ძალიან გვიხარია. დედა და მამა როგორ არიან რა ხანია აქეთ არ ჩამოსულან
-კარგად არიან , გმადლობთ. ვერ ახერხებენ ,ორივე მუშაობს ახლა დასასვენებლად წავიდნენ და აგვისტოს ბოლოს გამოვლენ ალბათ სოფელშიც
-შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ ...არ ივიწყებ მამაპაპურ სახლს და კარ -მიდამოს
-მიყვარს აქაურობა , აქაურები და არასდროს მივატოვებ ამ ადგილს- მართას შეხედა რომელიც დიდად არ იჩენდა ინიციატივას . როგორც ყოველთვის მშვიდი იყო
-ჩვენი გოგოც ასეა...როგორც კი დაასრულა სწავლა აქეთ წამოვიდა. ახლაც დრო როგორც კი გამოუჩნდება არ გვივიწყებს. იმედია ქმარიც ისეთი შეხვდება რომ მოხუცებს უპატრონოდ არ დაგვტოვებს
-დედა იქნებ არ გვინდა ამ თემაზე საუბარი ... ხაჭაპური არ დაიწვას
-ხო წავალ , ვნახავ და ახლავე მოვალ - უცებ წამოდგა და სახლში დაბრუნდა
-აბა ? ხვალ რა გეგმები გაქვს?
-არანაირი...ხომ იცი არ მიყვარს აღნიშვნა
-ასე როგორ შეიძლება ... ყველანი აქეთ არიან
-მალე ტასკას დაბადების დღეა და იქ ვიქეიფოთ ყველამ . სანამ დასრულდება შვებულებები და დაიწყება ისევ მუშაობა მოვახერხებთ ერთმანეთის ნახვას
-კესუნა სად არის?- თემა შეცვალა და მართასთვის აშკარა იყო საითაც მიჰყავდა საუბარი
-ბარბისთან ,თამაშობენ ბავშვები
-არ მეგონა სწვალას თუ არ გააგრძელებდი და ძიძა იქნებოდი . ახლა ლექტორი უნდა იყო შენ კი... მართალია კესუნა ძალიან საყვარელია,მაგრამ ნუთუ ძიძა ვერ იპოვნა. არ ჩანს ისეთი კაცი რომ უჭირდეს რაიმეს გაკეთება
-მე კი არ მეგონა შენც თუ სხვებს დაემსგავსებოდი და დაიწყებდი ამ თემაზე საუბარს .
-ხომ იცი ჩემთვის როგორი მნიშნელოვანი ხარ და მე არ მსიამოვნებს გამიგე ...შენ უცხო ადამიანის ბავშვს საკუთარივით ზრდი , სუაკეთესო წლები, შენი გეგმები ყველაფერი მას დაუთმე და ახლა საერთოდ მათ სახლში ცხოვრობ , იმ კაცთან
-არც მითხოვია გაგება, უბრალოდ ცუდია რომ არ გესმის ,მაგრამ საჭირო არც არის რომ გესმოდეს.
-მართა- მის გვერდით გადაჯდა და მკლავზე თითები შემოხვია. ხელის ზურგზე აკოცა და ქვემოდან ახედა- არ გამიბრაზდე რა , მე ვიცი შენ როგორიც ხარ ,მაგრამ ყველა საუბრობს როგორ გადაცხოვრდი უცნობ კაცთან . მე შენზე ვღელავ
-ღელავ თუ ეჭვიანობ - პირდაპი უთხრა და გაუღიმა- და რა , მე რომ არ მქონდეს უმაღლესი განათლება, არ ვაპირებდე სწავლის გაგრძელებას უბრალოდ ძიძა რომ ვიყო და ვზრდიდე უსაყვარლეს ბავშვს , მიწევდეს ქვრივ კაცთან ცხოვრება აღარ გექნებოდა გრძნობები?
-მართა ამას როგორ მეუბნები მე ...ხომ იცი როგორ მიყვარხარ
-არ ვიცი , მე მხოლოდ ეჭვიან კაცს ვხედავ კიდევ მესაკუთრეს და კიდევ ის ვიცი რომ შენ ამის უფლება არ გაქვს იმიტომ რომ მე და შენ შეყვარებულებიც კი არ ვართ ვაჩე
შემდეგ ლალი გამოჩნდა ცხელი ხაჭაპურებით და ბიჭთან საუბრის გაგრძელება გადაწყვიტა, დაიწყო კიდეც ათასი კითხვის დასმა ,მაგრამ მართა წავიდა . კესო უნდა გადმოვიყვანოო თქვა და ბიჭიც იძულებული გახდა დროზე ადრე წასულიყო .
დადგა კვირა დღეც . მართას მშვიდად ეძინა დიდად არც უყვარდა საკუთარი დაბადების დღე , არასდროს ემზადებოდა წინასწარ და ესეც ერთ ჩვეულებრივ დღედ ჰქონდა მიჩნეული, მაგრამ კესომ რომ გააღვიძა სიმღერით უკვე ბედნიერი იყო
-ჩემო ბედნიერებავ...
-მიყვარხაარ -ყელზე მოეხვია და რამდენჯერმე ხმაურით აკოცა- ჩემი მართა უკვე 27 წლის არის
-შენ მართას უზომოდ უყვარხარ, შენი მართას სიხარული ხარ შენ . რა კარგია რომ დაიბადე და რა კარგია რომ ჩემი საჩუქარი ხარ . ჩემი ბედნიერება ხარ - სხეულზე იკრავდა და კოცნიდა. ასე არავის უყვარდა, ასე გულწრფელად ასე მთელი გულით სხვას არავის უყვარდა და ამ შეგრძნებას არაფერი შეედრებოდა.
მშობლებმაც მიულოცეს. ლალის ტორტი ჰქონდა, სუფრაც გაამზადა. დილიდან იღებდა მილოცვებს, ხან ვინ მიდიოდა ხან ვინ. ზარები არ წყდებოდა , ბავშვებმაც კი მიულოცეს, ყოფილი მოსსწავლეები ესტუმრნენ საჩუქარი და ყვავილები მიუტანეს. ცოტა ხანს დარჩნენ, ტკბილეულით გაუმასპინძლდა ,დილიდან დადებითი მუხტით ივსებოდა.
საღამოს კი კლასელებმა დაურეკეს უთხრეს რომ რესტორანში მაგიდა უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ, ყველა მზად იყო და სხვა გზა აღარ ჰქონდა უნდა მომზადებულიყო. კესო უსმენდა მობილური რომ გადადო და მის გვერდით დაჯდა
-პატარავ შენც წამოდი თუ გინდა
-არა, მე ლალისთან და დემნასთან დავრჩები . მერე დამეძინება და შენ ადრე მოგიწევს წამოსვლა- არ უნდოდა მართასთვის ხელი შეეშალა თანაც ვერც ერთობოდა დიდებთან ერთად , რესტორანში ყოფნაც არ უყვარდა - ფოტოები გადაიღე
-აუცილებლად - გაიღიმა და ბავშვს აკოცა- აბა? რომელი კაბა შემირჩიე?
-ოღონდ არ გამიბრაზდე რაა...ჩემი დაბადებისდღის საჩუქარია - კაბა საწოლზე მიაფინა და ქვემოდან ახედა
-კესოო
-მამა დამეხმარა... ჩანთაში იმან ჩადო მე რომ დაგიძახე. ფეხსაცმელიც ჩაუდია , ამ კაბას უხდება
-თორნიკეც გარიე ამ საქმეში ?- გაკვრივებას ვერ მალავდა. არ მოსწონდა ზოგადად ასე რომ ატყუებდა კესო,მაგრამ ახლა გაბრაზება არ შეეძლო იმდენად ესიამოვნა ეს ამბავი ბავშს ამდენ შრომას წყალში ვერ ჩაუყრიდა. უნდა გაეხარებინა პატარა ქალბატონი
-მასაც ხომ უნდა ეჩუქებინა რამე და ხომ იცი საჩუქრების არჩევა არ იცის . ხომ არ მიბრაზდები?- ქვემოდან უყურებდა და განაჩენს ელოდა
-საუკეთესო ხარ ხომ იცი?- მოეხვია და ყელში აკოცა- ჩემი საჩუქარი შენ ხარ
-ვიცი,მაგრამ ეს კაბაც ძალიან მოგიხდება
ერთ საათში მზად იყო , მანქანაც ელოდა . მეგობრები ეზოში იყვნენ და ქვემოდან ხმაური ისმოდა. დემნას და ლალის ულოცავდნენ კესო კი ამ დროს მართას უყურებდა და იღიმოდა
-ულამაზესი ხარ
-შენ კი საოცრება ხარ...წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება ასეთი გემოვნება გქონდეს- იღიმოდა და საკუთარ ანარეკლს უყურებდა. ზუსტად ისეთი კაბა იყო მართას სტილს რომ შეესაბამებოდა , დახვეწილი, სექსუალური,არაგამომწვევი , თმა შეიკრა და სახის ნაკვთებიც გამოკვეთა. კესოსთან გადაიღო ფოტოები და შემდეგ ჩავიდა ქვემოთ.
ეზოში იდგა და უყურებდა მიმავალს შემდეგ ლალის მიუბრუნდა
-ტორტი ისევ გვაქვს ლალი ბებო?
-ოხ შე პატარა მსუნაგო ... გაჭმევ წამოდი, სიმინდიც მაქვს მოხარშული . შენ რომ გიყვარს ისეთია
-ამ დროს?
-დიახ ... დიახ
მათთან ერთად ივახშმა, შემდეგ დემნას გაჰყვა პირუტყვის დასაბინავებლად და ბოლოს ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინა...
თორნიკემ ორი დღე ძლივს გაუძლო, მოწყენილი იყო ყელში ამოუვიდა უაზროდ სიარული. ბიჭებთან იჯდა , წინა ღამის შემდეგ ისეთ ხასიათზე გაიღვიძა შუადღესაც კი არ იყო გამოფხიზლებული.
-თავი მისკდება ... რა ჯანდაბა იყო ეს
-მე არაფერი მახსოვს ვაფშე...ისეთი გათიშლი ვიყავი ის გოგო ალბათ ვერც გავ>იმე და იმიტომ ჰქონდა დილით ისეთი უკმაყოფილო სახე - ლუდის კათხა ლოყაზე მიიდო და ამოიხვნეშა
-დაბერდი ნოდიშ ხომ ხედავ ... მარტო თმა კი არ გაგცვივდა
-დავაი რა ... შენ რა გჭირს თორნიკე , ჰეიი აქ ხარ ?- ხელი აუქნია თვალწინ და მანამ არ გაჩერდა სანამ არ შეუღრინა ამაშუკელმა
-დღეს მართას დაბადებისდღეა
-ვიცით, მივულოცეთ ინსტაგრამში მივწერე ...
-სკოლა ერთ კვირაში დაიწყება , მერე როდის წავლენ სოფელში და რაღაცნაირად მიტყდება იმ გოგოსთან კესოს გამო ყველაფერი გადადო . ხოდა ვიფიქრე ჩავიდეთ და ეს ერთი კვირა ბარემ იქ დავრჩეთ
-დავრჩეთ ანუ ჩვენც წამოვიდეთ?
-ხო ... აქამდე ტვინს ტყ.ავდით სოფელში არ ჩაგვიყვანე არ დაგვასვენეო და რას მიკეთებთ აქ . სიცხეებია ისევ
-რაღას ვუცდით ,წავედით, მაგრამ მე საჭესთან ვერ დავჯდები. შენ წაგვიყვან - ნიკა წამოდგა და ნოდიკოც ააგდო- ჩავლაგდებით ჩვენ და გავიდეთ
-ორ საათში გამოგივლით და მეტი არ მინდა მზად არ იყო ნოდარ!
-მე ვიცი სადაც უდევს საცვლები და დავეხმარები ჩალაგებაში - ნიკა ახარხარდა და წინ გავარდა.
ორი საათი არ ეყოთ , როგორღაც გააღწიეს ქალაქიდან და მერე გზაშიც გაჩერდნენ , ავარია იყო მომხდარი და შეჩერებული იყო მოძრაობა , სანამ გზა გახსნეს და სოფლამდე ჩააღწიეს დაღამდა კიდეც. ჯერ იფიქრა ხვალ გადმოვიყვან კესოს ჩემთანო, მაგრამ შემდეგ ბიჭებმა ააგდეს აქ ვართ მივულოცოთ მართასო და ასე აღმოჩნდნენ დემნასთან სახლში.
-თორნიკე ... როგორ ხარ . არ გელოდით დღეს
-გამარჯობა . ესენი ჩემი მეგობრბეი არიან...
-სასიამოვნოა...გილოცავთ შვილის დაბადებისდღეს
-გმადლობთ შვილო...შემოდით , თუმცა მართა არაა სახლში. მეგობრებმა დაპატიჟეს, რესტორანში არიან . კესოს კიდე ახლახანს ჩაეძინა და საძინებელში ავიყვანე წეხან . არ ღირს ნუ გააღვიძებთ , სჯობს თქვენც რესტორანში წახვიდეთ, გაუხარდება მართას თქვენი დანახვა
-ხო . ხო აბა რა ... რადგან კესუნას სძინავს ჩვენც იუბილართან წავალთ- ნოდიკომ დრო იხელთა და ისე წაიყვანა თორნიკე აზრზე მოსვლა არ ადროვა
-სად მიგყავართ ახლა...იქ რა გვინდა
-რატო რა გვინდა ტო, ხო უნდა მივულოცოთ გოგოს. უცხოები ხო არ ვართ
-აქ რო ვყოფილიყავით უეჭველი დაგვპატიჟებდა - ნიკამაც დაუმატა - აქ რამდენი რესტორანი იქნება, ერთია სულ ნორმალური და იქ იქნებიან . სახინკლეში ხო არ წაიყვანდნენ აბა
-სახლში გავიაროთ ტო , შორტით ხო არ წამოვალ - ნოდიკო აწუწუნდა და სახლშიც გაიარეს. გამოიცვალა თორნიკემაც და მიუხედავად იმისა რომ დიდად მოხარული არ იყო მაინც აღმოჩნდა რესტორანში. შესვლის წამიდან ინანა იქ მისვლა, გრძნობდა რომ კარგი არაფერი ელოდა წინ ,მაგრამ უკან დასახევი გზაც არ ჰქონდა . ბავშვობა იქნებოდა უკან რომ გაბრუნებულიყო, ნიკუშა და ნოდიკოც ისეთი მოტივირებულები იყვნენ წასვლის საშუალებას არ მისცემდნენ. ფიქრობდა მართას ნახავდა, მიულოცავდა და შემდეგ ბიჭების იქ დატოვება რომ დასჭირვებოდა მაინც დაბრუნდებოდა სახლში.
დარბაზშიც აღმოჩნდნენ, მინიმალისტური ინტერიერი , რამდენიმე მაგიდა , ყველგან სხვადასხვა სიტუაცია და ყველა ნასვამი იყო . ცეკვავდნენ, მუსიკა მაღალ ხმაზე იყო, ისედაც არ აკლებდნენ მთვრალი კაცები ჯერ კიდევ მაგიდასთან რომ შემორჩენილიყვნენ და სადღეგრძელოებს აგრძელებდნენ. რთული მისახვედრი არ იყო მართას მეგობრები რომელ მაგიდასთან ისხდნენ , რამდენიმე ბიჭი იცნო კიდეც . თავად იუბილარი არ ჩანდა , მაგიდისკენ მიდიოდა ,მაგრამ შემდეგ დაინახა მოცეკვავე წყვილებს შორის . ვაჩესთან ცეკვავდა , ზურგით იდგა და სხეულს მელოდიას აყოლებდა. ბიჭის მზერა არ გამორჩენია ამაშუკელს არც მისი ხელები მართას ზურგზე რომ დასრიალებდნენ შემდეგ თეძოზე რომ გადაინაცვლეს და ღიმილი , ეს არეული მთვრალი ღიმილი . ხვდებოდა ბიჭის ყველა ფიქრს , თითქოს მის ტვინში იყო და ზუსტად იქ დააცოცებდა მზერას სადაც ბატონი ვაჩე. ბედის ირონია იყო თორნიკეს საყვარელი მელოდია რომ გაჟღერდა სწორედ იმ დროს აკოცა ყელში ბიჭმა და მართამ უკან დაიხია . ცეკვა არ შეუწყვიტავს, უბრალოდ მანძილი გაზარდა, დატრიალდა და წამით შეხედა თორნიკეს. ამაშუკელს თვალები დაეხუჭა , მელოდიას უსმენდა და წარსულში გადაენაცვლებინა , იქ სადაც ლილესთან ერთად ცეკვავდა . მის ქერა თმებს ხედავდა თვალების გახელის შემდეგაც და ელოდა როდის იგრძნობდა მის სურნელს, მის სითბოს , ისევ დატრიალდებოდნენ ემოციები რომლებიც არასდროს ტოვებდნენ ,მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მხოლოდ მართას ყორნისფერ თმას ხედავდა, მის სხეულს რომელიც არაფრით ჰგავდა ლილუს .
გონს რომ მოვიდა მართა უკვე მისი მიმართულებით მიაბიჯებდა, უყურებდა თავისი ღამისფერი თვალებით და ვინ იცის რას ფიქრობდა. ნიკუშა და ნოდიკო წინ გადაეღობნენ , მართამაც გაუღიმა , მილოცვა მიიღო , ორივეს აკოცა შემდეგ კი ამაშუკელის წინ აღმოჩნდა
-ვერ წარმოვიდგენდი რომ არ გნახავდით ბატონო თორნიკე
-გილოცავ - საკუთარი ხმა ძლივს იცნო . ერთი სიტყვა თქვა და ლოყაზე წამით შეახო ტუჩები
-იმედია არ გვიწყენ ასე დაუპატიჟებლად რომ შემოგეჭერით... მოულოდნელად გადავწყვიტეთ წამოსვლა - ნიკას ხმა ესმოდა და ისევ მართას უყურებდა
-მიხარია რომ მოხვედით ...ყველაფერი ისედაც დაუგეგმავად მოხდა . დასხედით გთხოვთ
სულ რამდენიმე წუთს ისხდნენ . ბიჭებმა გაიცნეს თითქმის ყველა ,თორნიკემ კი ორი ჭიქა ღვინით გადაწყვიტა განტვირთვა. მესამე ჭიქის გავსებაც ვერ მოასწრო ყველაფერი რომ ჩაბნელდა და გამოჩნდა ტორტი. სიმღერის ხმა ისმოდა, ყველა ტაშტს უკრავდა და მართაც ბედნიერი ჩანდა. გოგონები იდგნენ მის გვერდით , ყველა ელოდა როდის ჩაარობდა სანთლებს და აი ისიც ,თვალები დახუჭა შეუბერა ,მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა/ ამჯერად ბატონი ვაჩე გამოჩნდა უზარმაზარი თაიგულით ხელში ვარდებმა აშკრად გაახარეს მართა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ამას ნამდვილად არ უმოქმედია დადებითად.
ბატონმა დაიჩოქა , ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ცოლობა სთხოვა. თორნიკეს ზუსტად არ ესმოდა სიტყვები , მაგრამ იგრძNო როგორ აუდუღდა ძარღვებში სისხლი, კუნთები ისე დაეჭიმა ლამის ჭიქა შემოატყდა. ფეხზე იდგა და უყურებდა წყვილს ... თავი უსკდებოდა ისეთი ხმები ისმოდა , შუქიც აინთო მართა კი არც ტიროდა, არც იცინოდა. ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა ბიჭს. შემდეგ რაღაც უთხრა , უკან დაიხია სულ წამით გადახედა მაყურებლებს და ამაშუკელის მზერასაც წააწყდა მისი დაბნეული , ამღვრეული თვალები.
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა, არავინ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა . ვაჩე კი საერთოდ გაგიჟდა, უკან მიჰყვებოდა თორნიკე რომ გადაეღობა წინ
-პასუხი უკვე გითხრა ...
-შენ საერთოდ ვინ ხარ რომ ერევი ! -აშკარად ბრაზმა და სასმელმა ერთად იმოქმედა , დაკარგა თავისი სიმშვიდე და ჭკუიდან იყო გადასული
-სჯობს დამშვიდდე , მერე ისევ სცადო მისი გულის მოგება ან სხვა ვინმე იპოვნო - თავის შეკავება უნდოდა, მშვიდად უთხრა და წასვლას აპირებდა ბატონმა ვაჩემ ხელი რომ ჰკრა
-ასეც ვიცოდი... შენთან გადმოცხოვრების წინააღმდეგი ვიყავი , მაგრამ არ დამიჯერა. რა ხდება ასე უცებ დაგავიწყა ცოლი? ხო საოცარია არა? გგონია ასე მარტივად გახვალ ფოონს? შენნაირი და ჩემნაირი იცი რამდენი გაუგიჟებია ?
-ხელი მომაშორე თორემ დავივიწყებ შენს ემოციურ ფონს და მოგამტვრევ მაგ ხელს - ყბები დაეჭიმა, ძარღვები დაებერა. ეზიზღებოდა მსგავსი მასკარადები , მაყურებლების წინ ცემა-ტყეპისთვის ზედმეტად დიდი იყო ახლა კი ეს ბიჭი უკან დახევას არ აპირებდა. კიდევ უფრო ახლოს მივიდა . ისევ ლაპარაკობდა ,თორნიკეს რომ გადაეკეტა არც შეხებია , თავი ჩაარტყა და აღრიალებული, ცხვირგატეხილი ვაჩე დაუტოვა მეგობრებს. არ ადარდებდა, ნერვიც არ შეტოკებია ,თითქოს კმაყოფილიც კი იყო. მხოლოდ მართას პოვნა უნდოდა იმ სიბნელეში სადღაც მარტო რომ მიაბიჯებდა და თავისუფლებაც კი იგრძნო სუფთა ჰაერზე გასვლის შემდეგ.
.....................
სიჩუმეში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა და მალევე დაინახა მართას სხეული. სადღაც გადაუხვია , ბაღი იყო , ლამპიონებით განათებული სივრცე სადაც არავინ იყო მართას გარდა.
ჯერ უყურებდა, აკვირდებოდა , ადროვა ემოციებისგან დაცლა , მაგრამ არც ჰქონია დიდი ფეიერვერკი. თავდახრილი იჯდა და ხელებს დაჰყურებდა , გვერდით მიუჯდა და სიგარეტს მოუკიდა
-გამოდის საბედისწერო ქალი ხარ - კვამლი გამოუშვა და გვერდიდან გახედა
-მარტო მინდა ყოფნა- ხმა გატეხილი ჰქონდა, უჩვეულოდ სუსტი
-მივხვდი მარტოობაზე შეყვარებული ქალი ხარ თორემ არ ეტყოდი იმ პერსპექტიულ , შენზე უგონოდ შეყვარებულ ახალგაზრდას ცოლობაზე უარს
-მე არ მეგონა თუ ფიქრობდა ქორწინებაზე
-ალბათ თბილად რომ ექცეოდი, ხვდებოდი, ელაპარაკებოდი და თავიდან არ იშორებდი იფიქრა რომ გიყვარდა ან თავს შეგაყვარებდა
-საშინლად გამოვიდა...ალბათ დამცირებულად გრძNობს თავს
-დაიკიდე ... უნდა მიმხვდარიყო რომ კუთხეში ვერ მიგიმწყვდევდა
-რას ამბობ
-ტიპთან რომანიც კი არ გქონდა ხომ ასეა, ცოლობა ისე გთხოვა რომ შეყვარებულის სტატუსიც არ ჰქონია გამოდგა ამდენი ადამიანის წინ და აბა რა გააკეთა. ვიღაც შენს ადგილას დაიბნეოდა და დასთანხმდებოდა
-შენ რა იცი ჩვენი ურთიერთობის შესახებ
-ერთი შეხედვით იმაზე მეტის მიხვედრაა შესაძლებელი ვიდრე წარმოგიდგენია...
-და გგონია რომ მიხვედრილი ხარ? შეენ გგონია ჩემი ამოხსნა შეძელი?
-ახლა ისევ ვიჩხუბებთ და არ გინდა დღეში ორი კაცის გადამტერება, თანაც დაბადებისდღე გაქვს
-უკვე პირველი საათია, ალბათ მეტიც- თავი დახრილი ჰქონდა , იდაყვებით დაყრდნობოდა მუხლებს და სახეც ხელებში ჩამალა
-სიცივეა...სახლში წაგიყვან და იქ იდარდე მიტოვებულ რომეოზე
-ასე ნუ ლაპარაკობ ... შენ რომ მის ადგილას ყოფილიყავი რას გააკეთებდი
-ცხოვრებაში ერთადერთხელ მიყვარდა და ზუსტად ვიცოდი რომ მასაც ვუყვარდი და ვიღაც გამოს.რებულს ნუ მადარებ რომელმაც ისიც არ იცოდა გათხოვება გინდოდა თუ არა . საერთოდ გიცნობს?რაღაც მეეჭვება შენი მრგვალი საჯდომის გარდა რამეს დაებრმავებინოს მისი ტვინი - სიგარეტის ღერი მოიშორა და წამოდგა
-ასე არ არის
-ნუ მასწავლი კაცებს და მათ ფიქრებს . წამოდი, გაიყინები აქ ... დაიკიდე , ყველას დაავიწყდება . უსიყვარულოდ გათხოვებას სჯობს ცოტა ხანს იჭორაონ
არაფერი უთქვამს. ჩუმად მიჰყვებოდა გვერდით სანამ მანქანა არ გაჩერდა მათ წინ . საჭესთან ნიკა იჯდა და მის გევრდით ნოდიკო ამიტომ უკან ჩასხდნენ . სიტყვა არ უთქვამთ ბიჭებს ისე დაიძრნენ სახლისაკენ
-ახლა სახლში დაგტოვებთ და ხვალ გამოგივლით
-მზად მაქვს ბარგი ...დილითვე წავიდეთ
-დარჩენას ვაპირებთ... სამი-ოთხი დღით . კესოს ჩემთან წავიყვან
-როგორც გინდა
-აუ ვერ გავიგე ტო ,თუ არ გიყვარდა და უარს ეუბნებოდი ახლა რატო დაიგრუზე ?
-სინდისის ქენჯნა აწუხებს ბიჭი რომ გატანჯა რა იყო ნიკოლოზ? შენ გოგოსთვის გული არ გიტკენია ჯეერ?
-რა კარგ განწყობაზე ხართ ბატონო თორნიკე, პირდაპირ გაოგნებული ვარ- მისი ეს დაუფარავი მხიარულება აცოფებდა. მართლა ვერ ხვდებოდა ასე რა უხაროდა , მაგრამ არც შეეძლო ამაზე ფიქრი. ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს, წარმოდგენაა რ ჰქონდა ამ ჭორებს რა შეაჩერებდა, მერე ლალის რა გაუძლებდა და გაქცევა უნდოდა ბატონი ამაშუკელი კი ახლა გახდა სოფლის მოყვარული.
-არადა საკაიფო ბიჭი ჩანდა, ტო შენ რა წუნია ყოფილხარ
-იქნებ გეყოთ და გაჩუმდეთ? - თორნიკემ მშიდად განუცხადა და კიდევ მოუკიდა სიგარეტს.
მართამ როგორც კი დაინახა საკუთარი სახლი და მანქანა გაჩერდა წამსვე გადავიდა. მადლობაო ერთხელ თქვა და წავიდა .
იფიქრა სახლში შევალ, დავისვენებ , ხვალ დილამდე არ დამატყდება თავს ლალიო, მაგრამ ჭორს ვინ შეაჩერებდა. კაბა გახდილი არ ჰქონდა ლალი რომ შევარდა ტელეფონი ეჭირა და კიოდა
-რა გააკეთე გოგო ეს დაგვღუპე?
-რა გავაკეთე ლალი?
-მანანამ დამირეკა , გოგო ეს რა გავიგეო . რა მოხდაო , ვაჩეს ხელი უთხოვია და უარი უთქვამსო. ბიჭი გაანადგურაო, ეს როგორ გაგვიკეთეო მე კიდე მეგონა დავმოყვრდებოდითო, ნიშნები გამზადებული მქონდაო ქალი გაგიჯებული იყო. მლანძღა და გვლანძღა ყველანი . თავი მოგვჭერი მაინც ხომ? ისედაც ძლივს ჩერდებოდა ხალხი და იმ გიჟს რომ დაურტყია ვაჩესთვის ახლა მორჩა, დამტავრდა შენი სახელი ლაფშია უკვე . დარჩი მართლა შინაბერა უყურე იმ ქვრივ კაცს, მის შვილი გაზარდე და იყავი უბედური შე მართლა უბედურო...ეს რა გააკეთე გოგო ვაჩეს რა დაუწუნეე
-არ მიყვარს , გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ არავინ მიყვარს და არ მჭირდებიან კაცები რომლებიც ეძებენ იდეალურ ცოლებს დაჰგონიათ რომ ორ დღეში ვუყვარვარ . არ მინდა ასეთი გათხოვება, არ მინდა ასეთი ქმარი და დამანებეთ თავი. მორჩა აწი ნორმალურად აღარავის დაველაპარაკები. მორჩა , ეს იყო ბოლო წამი როდესაც თქვენ ილაპარაკეთ ჩემზე , კესოზე და თორნიკეზე
-ეგ ცხოველი, ბიჭს ცხვირი გატეხილი ჰქონია ...რა უნდოდა საერთოდ
-არ ვიცი, მე არ მინახავს როგორ დაარტყა. ტყუილად არავის სცემს და
-შენ რა იცი ეგ რას აკეთებს და რას არა. ჭკუა დაუშლის თუ რა,, ბავშვი ექვსი წელი ჰყავდა მიგდებული და ახლა გამომივიდა მამა აბრამის ბატკანი?
-რა დღეში ხარ ქალო...მთელ სოფელს ესმის შენი ხმა- კარში დემნა გამოჩნდა
-გაიგოს...გაიგებენ კიდეც რო მოგვჭრა თავი შენმა შვილმა
-მაინც როგორ ...ამჯერად რა გითხრეს შენმა ჭორიკანა დაქალებმა
-ვაჩემ ცოლობა სთხოვა ამდნეი ხალხის თვალწინ, ქალბატონმა უარი სტკლიცა და გამოიქცა. მერე კი იმ ულაყს უთავაზებია ვაჩესთვის, ბიჭს ცხვირი აქვს გატეხილიო. გაგიჟებული მელაპარაკა ბიცოლამისი
-და სახელი რით გაგიტეხა. თანხმობა რომ ეთქვა ეგ გერჩივნა? არ უნდოდა ე.ი და მორჩა...
-ერთნაირები ხართ...ზუსტად ერთნაირები. დარჩეს გაუთხოვარი, შინაბერა ... მე მეტს არაფერს ვიტყვი. გახდეს ბოლოს იმის საყვარელი და ეგ იქნება , ეგაა მაგის ბოლო
-გეყოფაა ...მორჩი ლალი ყელში ამომივიდ აუკვე. ამდენი წელი ერთ დ აიგივე როგორ უნდა იმეორო. არაა ჩემი ცხოვრების მიზანი გათხოვება და ბავშვების გაჩენა. არ მინდა უსიყვაურლოდ ვიყო ვიღაცის ცოლი და შემეშვი , გა-ი -გე ბოლოს და ბოლოს - არასდროს რომ არ უყვირია ისე ყვიროდა . ბოლოს ოთახიდან გავარდა და კესოს საძინებელში შეიკეტა. ბარგი ჩაალაგა, გვერდით მიუწვა მძინარე გოგონას და თავზე დაათენდა.
ლალი არ ელაპარაკებოდა , თავი შეხვეული ჰქონდა და დივანზე იყო მიწოლილი წნევა ჰქონდა აწეული . დემნა გარეთ იყო , ჩანთა დაბლა ჩაიტანა და კესოც თან მიჰყვა.
-იქ მიბრძანდები ხომ?
-რამდენიმე დღე სოფელში ვრჩები და იმის ნაცვლად გამოვიყენოთ ეს დრო როგორ მექცევი
-შენთან ლაპარაკი არ მინდა , თავი მომჭერი ... გარეთ აღარ გამესვლელება .
კესო ვერაფერს იგებდა,მაგრამ არაფერს ამბობდა. ჩუმად უსმენდათ მეორე ოთახიდან , შემდეგ მანქანა დაინახა და წამსვე გაიქცა . თორნიკეს ეხვეოდა და ვერ იჯერებდა რომ იქ იყვნენ. აქ ვრჩებითო რომ უთხრა სულ გაგიჟდა. მართაც მათთან ერთად წავიდა , ჩუმად იყო და ისინიც არ ელაპარაკებოდნენ, კესო იყო ყურადღების ეპიცენტრში .
ბიჭები კი კარგად ერთობოდნენ, კესოც კმაყოფილი იყო ,მაგრამ მართას გახარება ვერ მოახერხა. საერთოდ ვერ ხვდებოდა რატომ ადარდებდა ამ თავხედი გოგოს ამბავი, სულ რაღაცაზე რომ ეკამათებოდა და ყველაფერზე უბღვერდა , მაგრამ ფაქტია არ სიამოვნებდა მისი ამ მდგომარეობაში ნახვა. დროზე ადრე გადაწყვიტა თბილისში დაბრუნება , ის სახლი გულს უხუთავდა და განსაკუთრებით აწუხებდა მარუსაზე მოგონებები.
ბოლო ღამეს ატარებდნენ იმ სახლში, ვერ დაიძინა . არ შეეძლო თვალის მოხუჭვა თუ კედელზე გამოსახულ ლილუს სახეს არ უყურებდა , გარეთ იჯდა მერე სახლში შევიდა და გადაწყვიტა მარუსას ოთახში შესულიყო. ბავშვობაში ხშირად იძინებდა ხოლმე იქ , დილაადრიან შედიოდა და ბებიასთან და ბაბუასთან წვებოდა. ამბებს უსმენდა რომელსაც უფროსი თორნიკე ყვებოდა და მერე მათთან ერთად იწყებდა სოფლის ცხოვრებას. რა მარტივია ცხოვრება როდესაც ბავშვი ხარ , თანაც უზრუნველი ცხოვრება გაქვს და არაფერი გაკლია. მერე როგორ ერთბაშად შეიცვალა ყველაფერი , აღარც მხიარულება შერჩა, აღარც ბედნიერების ის დოზა , ბოლოს საერთოდ დაკარგა ცხოვრება.
ყველაფერი ისეთი ცარიელი ეჩვენა რომ გულში ჩხვლეტა იგრძნო. საწოლი გასწორებული იყო, კარადაზე მოხუცების საერთო ფოტო იყო . სურათების დათვალიერება მოუნდა და კარადებში ძიება დაიწყო. ბოლოს იპოვნა ალბომები და ყველა საწოლზე დადო.მის ქვემოთ ყუთი იყო ისიც აიღო იფიქრა აქაც იქნება ფოტოებიო . შემდეგ დროში მოგზაურობა დაიწყო , იქ იყო მთელი მატეანე ამირეჯიბების ოჯახის ყველა წევრის ცხოვრების განვითარება. ეღიმებოდა ბავშვობის ფოტოების ნახვისას, იქ იყვნენ ლენა და გიორგიც , მაიას ფოტოებიც იყო, სულ ძველ ალბომში მარუსა და თორნიკეს ახალგაზრდობაც იყო, გიორგის და მაიას ბავშვობა . ქორწილის ფოტოებიც. ერთ-ერთ ალბომში ლილუს ფოტოებიც ნახა. სოფელში ყოფნის დროს გადაღებული და გაახსენდა ყველა დღე რომელსაც იქ ატარებდნენ. ერთ-ერთ ფოტოზე მართაც იყო ეზოში იყვნენ მაია, ლენა , ლილე , მარუსა და მართა. ვერ გაიხსენა , წარმოდგენა არ ჰქონდა იმ დროსაც თუ იცნობდა მართას . მარუსა სულ აცნობდა ვიღაცებს, მაგრამ ნორმალურად არავინ იცოდა თანატოლი ბიჭების გარდა . მართას სხვა ფოტოებსაც წააწყდა უკვე კესოს ალბომში . იმდენი იყო ყველას დათვალიერება არც უფიქრია, კესოს მთელი ექვსი წლის განვითარება ჰქონდათ კამერით დაფიქსირებული. თავად მარუსაც იყო მასთან ერთად , სამივესაც ჰქონდათ , ლონდაც იყო ზოგ ფოტოში , მაგრამ საკუთარი თავი ვერსად იპოვნა. არ იყო არასდროს , ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საერთოდ თუ გადაიღო ფოტო ეგეც არ ახსოვდა, კესოსთან ერთად კი ფოტო არ ჰქონდა .
მაინც რამდენი რამ შეუძლია დაიტიოს ერთმა უბრალო ფოტომ, თითის ერთი შეხება და კადრი რომელიც სამუდამოდ ინახავს იმ მომენტს , ინახავს შენს სახეს და მას ვერაფერს ავნებს დრო იქ არ ბერდები, არ იცვლები ,მაგრამ მაინც ისიც შეიძლება გაქრეს თუ არ შეინახავ, არ მოუფრთხილდები. წამსვე იფიქრა რომ იქ არ დატოვებდა ამ ფოტოებს , ალბომები ერთმანეთზე დააწყო და შემდეგ ყუთი გახსნა . შიგნით ფურცლები ეწყო, ძველი მოწმობები, რაღაც დოკუმენტები და წერილები. რომელიც აშკარად არ იყო შორს გასაგზავნად გამიზნული. პირველივე გახსნა და ფურცელი ამოიღო . მარუსას ხელწერა იცნო და კითხვა დაიწყო
„ჩემო გოგოვ ,ჩემო მართა ახლა ალბათ აღარ ვარ შენს გვერდით , როგორც იქნა წამიყვანა ღმერთმა და ჩემს თორნიკეს ვნახავ. შენ ხომ იცი როგორ მომენატრა და იცოდე არ იდარდო ჩემზე , მე ყველაზე კარგად ვიქნები , ის მელოდება და დრო იყო წავსულიყავი. დიდი ხნის წინათ იყო დრო ,მაგრამ კესარიამ შემაჩერა ამქვეყნად.
შენ ხომ იცი როგორია როცა გიყვარს, გიყვარს და მასთან არ ხარ. მე ვიცი რომ თორნიკე გიყვარს, სულ ვიცოდი . შენ ჭკვიანი გოგო ხარ , თავს მოერიე და საკუთარ თავსაც კი ატყუებ გრძნობები რომ დაფარო , მაგრამ მე ვიცი როგორია როცა გიყვარს და მისთვის ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. გაინტერესებს როგორ მივხვდი ხომ? ლილე რომ გაგაცანი და გითხარი ვინც იყო დავინახე როგორ გაფითრდი . მაშინ მივხვდი რომ შენ ყველაზე მაღლა დგახარ იმ ქალებს შორის ვისაც კი ვიცნობ . მეც ვერ შევძლებდი ისე მოქცევას როგორც შენ მოიქეცი. მე ალბათ სამუდამოდ დავივიწყებდი , წავშლიდი გონებიდან ან მერე ვეცდებოდი რომ შევყვარებოდი შენ კი საკუთარი თავი სულ დაივიწყე . მახსოვს როგორ ტიროდი ლილეს ამბავი რომ გაიგე ალბათ თორნიკეს გამო უფრო ტიროდი,მაგრამ ვიცი რომ მთელი გულით დარდობდი ჩემს ქერა გოგონაზე.
მაპატიე კესოსთან რომ მოგიყვანე. ვიცოდი, რომ მას არასდროს მიატოვებდი და შენზე არ ვიფიქრე . ალბათ ცხოვრება გაგირთულე , ახლა კიდევ უფრო ცუდად ხარ ... საკუთარი თავი დაივიწყე , კი ცდილობ ყველას აჩვენო რომ ცხოვრებას აგრძელებ ,მაგრამ მე ხომ ვიცი შენ ,როგორც ქალი ვერ იარსებებ თუ სასწაული არ მოხდება და თორნიკეს არ შეუყვარდები . ისიც ვიცი ,რომ არაფერს გააკეთებ თავი რომ შეაყვარო , ვიცი ლილეს და მის სიყვარულს როგორ აფასებდი . მე შენ კარგად გიცნობ ჩემო გოგოვ და გამოვიყენე შენი ხასიათი. მაპატიე , გთხოვ ახლა ისევ რომ გთხოვ ჩემი კესო არ მიატოვო. მე არ ვიცი თორნიკე რას გააკეთებს მე რომ აღარ ვიქნები , არ ვიცი ოდესმე შეძლებს თუ ვერა კესოსთან ცხოვრებას ან ტკივილის გაქრობას, მაგრამ შენ კესოს სჭირდები ... ვიცი როგორ გიჭირს ცხოვრება ამ გრძნობით, როგორი ძნელია ალბათ მასთან ბრძოლა , მაგრამ მჯერა რომ ღმერთი ტყუილად არაფერს დაუშვებს. იმედი მაქვს ოდესმე ბედნიერი იქნები, იპოვნი სიმშვიდეს და ღმერთი დაგიბრუნებს ყველა გაცემულ სითბოს.
შენ გაბარებ ჩემს კესარიას და თორნიკეს , ვიცი ორივეზე იზრუნებ .
მიყვარხარ . არ გამიბრაზდე გთხოვ „
ფარატინა ფურცელი თითებსშორის ჰქონდა მოქცეული . კითხვა რომ დაასრულა შემდეგ მიხვდა როგორ დაებინდა მზერა. თავი ტკიოდა, ტვინი მიღებულ ინფორმაციას ბოლომდე ვერ იაზრებდა . ფურცელი უკან დააბრუნა, თავზე მოიჭირა ხელები და დიდხანს იჯდა ასე გაშეშებული. შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და დაინახა როგორ ჩაიარა კარის წინ მართამ. თავდახრილი მიაბიჯებდა , სხეულზე მოსხმული თხელი ხალათით რომლის ბოლოები კიბის საფეხურებს ედებოდა ,თმა გაშლილი ჰქონდა და ნელა მიდიოდა.
მის დანახვას ასე არასდროს აუღელვებია, გაღიზიანდა ისე თითქოს რაიმე მიზეზი ჰქონდა. რეალურად ისიც კი არ იცოდა მარუსას მოსაზრება მართალი იყო თუ არა, მაგრამ მაინც აფორიაქებდა. აგიჟებდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა სხვასაც ყვარებოდა, არ უნდოდა არავის სიყვარული სჭირდებოდა როცა ლილე არ ჰყავდა. ყველაფერი იცვლებოდა , მისი დამოკიდებულება კესოს მიმართ უანგარო აღარ ეჩვენებოდა, მისი თბილი ქცევა ,თავგანწირვა ობოლი ბავშვისადმი სიყვარული უკვე მიზეზს იძენდა . აღარ იყო მართა კეთილი ფერია, უფრტო ანგელოზი რომელმაც საკუთარი შვილივით გაზარდა სრულიად უცხო ადამიანების შვილი , აღარც სინდისის ქენჯნა აწუხებდა მის მიმართ და უკვე ფიქრობდა რომ განგებ შეაყვარა ბავშვს თავი ,რომ დიდხანს დარჩენილიყო თორნიკესთან. კიდევ ათასი აზრი უტრიალებდა და ნელა მიაბიჯებდა ეზოს იმ ნაწილისკენ სადაც მართა იჯდა.
მთვარიანი ღამე იყო, ცაზე უამრავი ვასრკვლავი ჩანდა, სასიამოვნოდ გრილოდა ,მაგრამ მართა აშკარად ვერაფერს გრძNობდა. სავარძელში კომფორტულად იყო მოკალათებული, ფეხები მოეკეცა , თავი უკან გადაეწია და ცას აჰყურებდა. ვინ იცის რას ფიქრობდა, სიგარეტის კვამლს უშვებდა ვარსკვლავებისკენ სანამ თორნიკე არ მივიდა.
-კიდევ რა საიდუმლოს მალავს წმინდანი მართა?- ხმაც კი ისეთი ცივი ჰქონდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოუვიდოდა. ახლა სრულიად ამოტრიალდა მართას პორტრეტი. სავარძელში მჯდომს, გრძელ თითებში სიგარეტის ღერი მოექცია , ტუჩებიდან კვამლს უშვებდა და სრულიად გათიშული იყო.
-საიდუმლო არასდროს ყოფილა ... იშვიათად ვეწევი და კესოსთან არასდროს - ხალათის ბოლო მოშიშვლებულ ფეხებზე გადაიფარა , პოზა არ შეუცვლია ისევ მოიქცია სიგაეტის ღერი მსხვილ ტუჩებს შორის
-მაინც ვერ ვხვდები დემონი ხარ თუ ანგელოზი
-არცერთი და არც მეორე ... ჩვეულებრივი ადამიანი ვარ . ვერ ვხვდები რატომ გაწუხებს ამ დროს ეს კითხვები თორნიკე
-ხვალ თბილისში ვბრუნდებით...მალე სკოლა დაიწყება და ჩავერთვებით ცხოვრების ახალ ეტაპში , კესო შენზეა დამოკიდებული იმდენად რომ კიდევ დიდხანს მომიხდება შენთან თანაცხოვრება არ მაქვს უფლება ვიცოდე რეალურად ვინ არის ჩემი შვილისთვის სათაყვანებელი ქალი?
-ყველაფერი იცი რაც საჭიროა ... ვცდილობ ნელ-ნელა გადამეჩვიოს . სულ ცოტას კიდევ თუ მოინდომებ მალე ისე შეგეჩვევა რომ მე წავალ მისი ცხოვრებიდან. არ გავქრები,მაგრამ თქვენთან აღარ ვიცხოვრებ. იმედია მისი მონახულების უფლებას მომცემ ხოლმე
-და როგორ აპირებ გადაგეჩვიოს ...რაღაც ვერ ვატყობ ცვლილებებს
-ბოლო დროს რამდენჯერ წავედი სახლიდან და მივეცი შენთან ყოფნის საშუალება. შენც არ მიწყობ ხელს, ხშირად არ ხარ კესოსთან დარჩენის განწყობაზე მეც ველი მომენტს
-აი თურმე რაშია საქმე...ისევ მე ვარ დამნაშავე
-მე დანაშაულზე არ ვსაუბრობ თორნიკე ... უბრალოდ დიდი დრო გაატარე კესოსთან , გაიცანი , გაიგე მეტი მის შესახებ და ისე გახდება შენზე დამოკიდებული ,რომ მე გავუფერულდები
-გინდა რომ გაუფერულდე ? დავიჯერო წარმოიდგენ დღეს როდესაც ჩვენთან აღარ იქნები და უბრალო ნაცნობად გადაიქცევი რომელიც დროთა განმავლობაში შორეული ნათესავივით გახდება?
-თქვენთან არა, მე მხოლოდ კესოსთან ვარ და ამ ამბავს დიდი ხანია შევეჩვიე. მშობლებსაც ტოვებენ შვილები, მიდიან, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ ... შენ სხვაგვარად იქცევი? ბოლოს როდის ესაუბრე ლენას ან გიორგის. როდის მოუყევი საკუთარი დღის შესახებ და მე ვინ ვარ სამუდამოდ რომ დავრჩე კესარიას ყოველდღიურობაში. მიყვარს და არაფერი შეცვლის ამ გრძნობას ... ალბათ მასაც გაახარებს ჩემთან შეხვედრა , მთავარია შეძლოს საკუთარი ადგილის პოვნა და დამოუკიდებლად ცხოვრება - სიგარეტის ღერი მოიშორა და ისევ ცისკენ გაიხედა
-ვნახოთ... იმედია იმაზე მალე მოხდება ეს ყველაფერი ვიდრე ვიმედოვნებ. იქნებ მანამდე ვინმე სხვა კაცი გამოჩნდეს , რომელიც ვაჩეს ბედს არ გაიზიარებს და თავად მოგიხდეს წასვლა
-ეგ არ მოხდება
-გამორიცხული არაფერია
-ზოგჯერ არის ... ისე როგორც შენ ვერ გადაიყვარებ ლილეს
-ლილე უკვე ჩემს გულშია, გრძNობის გაქრობაა რთული თორემ შექმნა მარტივია . იმდენად მარტვი რომ შესაძლოა აზრზეც ვერ მოხვიდე ისე შეგიყვარდეს
-გეთანხმები, გადაყვარება ნამდვილად რთულია , ზოგჯერ შეუძლებელიც - გაიღიმა , თორნიკესკენ ისევ არ გაუხედავს ამაშუკელს კი მტკიცებულება სჭირდებოდა, მარუსას სიტყვების დამადასტურებელი ფაქტი
-ნუთუ არსებობს კაცი რომელმაც საბედისწერო ქალის გული დაიპყრო - გაიცინა , სავარძელს მიეყრდნო და თავადაც მოუკიდა სიგარეტს. უნდოდა გაეტეხა, რამე დაეცდევინებინა ან უბრალოდ მისი მიმიკა დაეჭირა
-საბედისწერო ქალი ? არასდროს მესმოდა ამ სიტყვების შინაარსი ... როგორ შეიძლება ერთი ქალი გახდეს საბედისწერო . ქალს თუ აქვს ძალა რომ შეცვალოს რამდენიმე კაცის ბედი, აურიოს გონება, სული და წაართვას გული
-ეჭვი გეპარება ქალის შესაძლებლობებში? ლამაზ და ჭკვიან ქალს , ეშმაკ ქალს ყველაფერი შეუძლია
- ალბათ შეუძლია , მაგრამ მე არა ...
-ჭკუა გაკლია თუ სილამაზე
-არცერთი , მხოლოდ სურვილი რომელიც არასდროს გამიჩდება რადგან ვთვლი რომ გონების ჩარევით მიღებული გული ჰიპნოზით მარტულ გონებას ჰგავს , წამში შეიძლება დაკარგო
-გეშინია რომ დაკარგავ და ბრძოლა არ გიღირს?
-ბრძოლა გარდაუვალი მარცხისთვის? განადგურებისთვის და სრული დაცემისთვის? ამად არცერთი კაცი ღირს
-გამოდის რომ ამდენს უყვარხარ შენ კი ისეთი კაცი შეიყვარე რომლის გულსაც ვერასდროს მოიგებ?- თავის შეკავება უჭირდა, სიგარეტის ღერს ტუჩებს უჭერდა, კვამლით იბრუებდა თავს , მაგრამ არაფერი ჭრიდა
-გული ერთია და მისი მეპატრონეც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ...
-მაინც არ მეუბნები ვინ გიყვარს ... ცოლი ჰყავს?
-შესაძლოა ცოლი ჰყავს, შესაძლოა არ ჰყავს და ისიც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება. შესაძლოა დაკარგა, ანდაც საერთოდ არ უყვარს, მაგრამ მე ვერ შემიყვარებს. ისიც შესაძლებელია რომ კაცი არ არის და ქალია , ანდაც ჩემზე ბევრად პატარაა, ანდაც ბევრად დიდი , შესაძლოა ამორალურია მისი შეყვარება ანდაც ავადმყოფობაა ...თუმცა ყველა სიყვარული ავადმყოფობაა რომელსაც მოაქვს ჭარბი დოზით ბედნიერებაც და უბედურებას, რომელიც იმდენად საშიშია რომ უეცრად შეგეყრება , ვრცელდება მთელს არსებაში და მთლიანად უნდა რომ გმართოს. გწამლავს, შიგნიდან განადგურებს და როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგო ის მაინც გმართავს ... თუმცა შენ ჩემზე უკეთ იცი როგორ შეუძლია აგამაღლოს და დაგამდაბლოს - ბოლო წამს გაუსწორა მზერა და გაუღიმა - ლილესაც საოცრად უყვარდი და ალბათ სწორედ ესაა მუდმივი ბედნეირება რომელსაც უბედურება ვერ გადაფარავს . შენ ჩემი აზრით ბედნიერი კაცი ხარ , სიგიჟემდე უყვარდი ქალს რომელსაც აღმერთებ და სულაც არ მგონია რომ ოდესმე უნდა დაივიწყო . მხოლოდ ის არ მესმის კესარიასგან შორს რატომ იჭერდი თავს , ალბათ ვერასდროს გავიგებ როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანისგან დატოვებულ ერთადერთ ნაწილს გაექცე - არაფერი ჩანდა მის თვალებში ან ლილეს მზერას ეძებდა და სრულიად სხვას ხედავდა, მაგრამ მაინც მართა არ ჰგავდა უგონოდ შეყვარებულ ქალს
-აპირებ რომ მთელი ცხოვრება მარტო იყო ?
-სიყვარული რომ არ არის აუცილებელი ფიზიკური სურვილების გაჩენისა და დაკმაყოფილებისთვის ეგეც ჩემზე კარგად იცით ბატონო თორნიკე...ახლა კი უნდა შევწყვიტო ეს გულწრფელობის ღამე . მშვიდ ძილს გისურვებთ და დარწმუნებული იყავით მალე აღარ მოგიხდებათ ჩემთან თანაცხოვრება - ხალათი ხელით ეჭირა, ბოლოები ოდნავ ასწია და წავიდა .
საუბრობდა და მაინც ვერაფერს იგებდი . არ შეიძლებოდა ინფორმაცია მიგეღო , თითქოს წინასწარ იცოდა რაც უნდა ეთქვა და სიმშვიდესაც მუდამ ინარჩუნებდა თუ ბრაზს არ ეხებოდა საქმე . უარესად აერია გონება თორნიკეს, არ უნდოდა მოხუცის წარმოსახვის გამო ცუდად მოქცეოდა მართას, ეჭვიც ეპარებოდა და მხოლოდ დაკვირვებაღა რჩებოდა. დრო რომელიც ყველაფერს ნათელს გახდის.
7.................
სარკის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა. ტრიალებდა , ყველა დეტალს თვალს ავლებდა და თან თმებს ისწორებდა
-გეყოფა მა , ლამაზი ხარ ...თუ არ წავალთ დავიგვიანებთ . უკვე ორი საათია ვემზადებით - თორნიკე კედელს იყო მიყრდნობილი და ღიმილით ადევნებდა თვალს
-იმედია ჭკვიანი კლასელები მეყოლება
-დააგვიანებთ კესო - მართა გამოჩნდა, უკვე მზად იყო. შავი ერთიანი კაბა ეცვა , კლასიკური ფეხსაცმელი და თმაც მაღლა ჰქონდა შეკრული. ელეგანტურად გამოიყურებოდა ქალბატონი პედაგოგო - შესანიშნავად გამოიყურები, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ იმაზე მეტად მოგეწონება ვიდრე წარმოგიდგენია
-წავედით - ღრმად ჩაისუნთქა და თორნიკეს ჩაკიდა ხელი . უცნაური შეგრძნება ჰქონდა , მართასთან არ გაიქცა და ეს უკვე წინსვლა იყო. დერეფანში იდგა ისევ და უყურებდა წინ მიმავალ მამა-შვილს. გული თითქოს ნაწილებად დაეშალა, მაგრამ მაინც უძლებდა, ჰქონდა ამისთვის ძალა და დიდხანს ელოდა ამ მომენტს. გარეთ რომ გავიდნენ ბავშვს აკოცა და მოეხვია
-ყველაფერი კარგად იქნება, შესანიშნავი მასწვალებელი გეყოლება. კლასელებიც მოგეწონება და მერე მომიყვები ყველაფერს. მეც მოგიყვები ჩემს მოსწავლეებზე .... თორნიკე ფოტოებს გადაგიღებს და გამომიგზავნის
-შენ რა არ მოდიხარ? - თვალები გაუფართოვდა ბავშვს. თორნიკეს წამსვე გაუშვა ხელი და მართასკენ მიიწია
-სკოლაში აუცილებლად უნდა მივიდე დღეს ... შენთან ვერ წამოვალ . თორნიკე იქნება შენს გვერდით , მასწვალებელსაც გაიცნობს და ყველაფერს გააკეთებს
-თორნიკემ რა იცის რა უნდა გააკეთოს ... იქ ყველას დედა ეყოლება გვერდით და მე ამხელა კაცთან ერთად ვიარო?
-პატარავ , უკვე ვიგვიანებ და არცერთს გვაწყობს დირექტორის გაბრაზება. დარწმუნებული ვარ თორნიკე ყველაფერს თავს გაართმევს - თვალები წამით აემღვრა, საუბარიც კი უჭირდა. თორნიკე თვალს არ აშორებდათ,მაგრამ სიტყვას არ ამბობდა.
-კარგი ...ნუ წამოხვალ . აი ტაქსიც მოვიდა , არ დაგაგვიანდეს შენს მოსწავლეებთან მე და მამა წავალთ . წარმატებულ დღეს გისურვებ -თორნიკემ მანქანის კარი გაუღო და შემდეგ მიუბრუნდა ზურგით მდგომ ქალს
-რას აკეთებ , ხომ იცი როგორ ეწყინა ... მალე იტირებს ალბათ
-არ იტირებს, უბრალოდ მის გვერდით იყავი ! ბავშვებს ნუ დაუბღვერ და ეცადე გაიღიმო ხოლმე სხვა ყველაფერს კესო თავად მიხედავს - თავი მაღლა ასწია , მზერა გაუსწორა და შემდეგ შებრუნდა
-მე წაგიყვან სკოლაში- მკლავში წვდა თორნიკე
-აგვიანებთ ... ტაქსი მელოდება - ხელი გაითავისუფლა და პირველი გავიდა ეზოდან. ტაქსიში ჩაჯდა , ცოტა ხანს ერთ გზას მიუყვებოდნენ, კესო ჩუმად იყო შემდეგ კი სხვადასხვა მხარეს გადაუხვიეს.
ბავშვს უყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დაემშვიდებინა. გაჩუმება არჩია და ისიც დამოუკიდებლად უმკლავდებოდა ღელვას.
-გამოსვლისას მოგაკითხავს, თანაც უკვე იცნობს შენს დამრიგებელს
-თქვენ ერთმანეთს იცავთ სულ ... აქამდე მარტო ის გიცავდა
-ნახე რა ახლოსაა...ალბათ საინტერესო იქნება
-იმედია, თორემ არ ვივლი - მანქანიდან გადაბრძანდა და ისევ ჩაკიდა ხელი თორნიკეს. ეზოში ერთად მიაბიჯებდნენ, უყურებდა ნაცრისფერ ფორმაში გამოწყობილ მოსწავლეებს და მშობლებს. იმდენი ადამიანი ირეოდა,ისეთი არეულობა იყო რომ წამით შეყოვდა და უფრო მეტად მოუჭირა პატარა თითები თორნიკეს , თითქოს შეეშინდა არ დაკარგულიყო .
პირველკასელებიც შენიშნეს, რამდენიმე ჯგუფი იყო და ყველასთან იდგა მასწვალებელი. თორნიკემ მართასგან იცოდა კესო რომელ ჯგუფში და რომელ მასწავლებელთან მოხვდა ამიტომ მალევე იპოვნა ნაცნობი სახე . 30 წელს გადაცილებული , სიმპატიური ქალი იყო ქალბატონი ნინო , თბილი ღიმილით შეხვდა კიდევ ერთ მოსწავლეს და შემდეგ საკლასო ოთახშიც შევიდნენ.
მოფუსფუსე ბავშვები, მშობლები და არეულობა. თვალები აატრიალა თვალი მოავლო ყველას. კესო უკვე თავის მერხთან იჯდა და ისიც მასსავით აკვირდებოდა ყველაფერს. მერე ერთ ბიჭს გაუღიმა და თორნიკემ ეს რომ შენიშნა წამსვე ჩაახველა
-რა?- ქვემოდან ახედა და გაუღიმა- მგონი აქ მომეწონება...ნინოც საყვარელი ჩანს
-დღესვე ზედმეტად დაახლოება არაა საჭირო , სჯობს თავი შეიკავო და მასწვალებელს მოუსმინო .
-ფოტოს არ გადამიღებ?
მას შემდეგ ვინ იცის რამდენი ფოტო გადაუღო. ყველა გაიცნო , ყველას გამოელაპარაკა ზოგი მოეწონა , ზოგს ისე შეხედა თორნიკეს წინასწარ შეეშინდა. ქალი 6 წლისაც ქალია, 26 წლისაც და 86 წლისაც.
რომ დალაგდნენ საჩუქრები დაურიგეს ბავშვებს, შემდეგ დამრიგებელმა დაიწყო საუბარი, ყველას გაეცნო . დირექტორიც შევიდა მოგვიანებით და თორნიკეს გაოცებაც გამოიწვია იმდენად ახალგაზრდა და სიმპათიური ბიჭი გახლდათ ეს უკანასკნელი. მშობლებიც ჩამოდნენ საუბარი რომ დაიწყო და ბავშვებიც ჩუმად უსმენდნენ. პირველი რატომღაც ის იფიქრა რომ მართა მას იცნობდა „სკოლა აირჩია ნეტავ თუ დირექტორი „
ცოტა ხნით გარეთ ელოდა , იმ დღეს მალევე დასრულდა შეხვედრა ვინაიდან მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იყო . მანქანასთან იდგა და ეწეოდა მართამ რომ დაურეკა
-გისმენ
-როგორ ჩაიარა?
-მშვენივრად... მასწვალებელთან დავტოვე და მალე წავიყვან სადმე
-უთხარი რომ მე საღამომდე ვერ დავბრუნდები
-რა ხდება შენთან გაკვეთილები ტარდება?
-დრო თუ არ გაქვს დავბრუნდები
-დრო მაქვს
-მაშინ აღნიშნე შენი შვილის პირველი დღე სკოლაში- აღარაფერი უთქვამს ისე გაუთიშა. აშკარა იყო ასე რატომაც იქცეოდა,მაგრამ თორნიკეს რატომ არ მოსწონდა ეგ იყო საინტერესო. არც ეუბნებოდა შეეშვი ასე ქცევას და ბავშვთან გაატარე დროო, არც ახარებდა მისი წასვლის ამბავი.
კესო სკოლიდან კაფეში წაიყვანა ,შემდეგ გასართობ პარკს მიაშურეს და მშვენივრად გაატარეს დრო. შემდეგ ბამბის ნაყინით ხელში ისხდნენ და ატრაქციონებს უყურებდნენ. თორნიკეც რომ ჭამდა ვარდისფერ ბამბის ნაყინს ამაზე ეცინებოდა თავიდან მერე მოიწყინა
-მართას არ დაურეკავს დილის მერე?
-არა ... საქმეები აქვს ალბათ. ბავშვები უნდა გაიცნოს . გინდა პოპკორნი ვიყიდოთ?
-აი იქ რომ დავჯდებით მერე
-იქ შეიძლება ბავშვების დაჯდომა?
-კი ბავშვებს ვერ ხედავ?
-ცუდად რომ გახდე მერე?
-პირველად კი არ ვჯდები მამა ... მარტოც ვიჯექი ერთხელ , მართას ისე აბარბაცებს სიცილით მოკვდები . ერთხელ რომ ჩამოვედით მთვრალი კაცივით დადიოდა
-ნამეტანი სუსტი გყავს მართა - გაიცინა და ბავშვს ტუჩები მოსწმინდა- სულ ტკბილი ხარ- ხმაურით აკოცა ლოყაზე და მერე ძირს დასვა- წავედით აბა ვნახოთ ერთი მე როგორ გავუძლებ
საღამომდე დახეტიალებდნენ, ზოოპარკშიც წავიდნენ და იმდენი იარეს ბოლოს თორნიკეც კი დაღლილი იყო. კესო თავიდან ხშირად ახსენებდა მართას შემდგე კი თითქოს საერთოდ დაავიწყდა. იცინოდა, ამბებს ყვებოდა და თორნიკესაც ალაპარაკებდა. შემდეგ ტირში მოგებულ დათუნიას არ უშვებდა ხელს . თითქმის ღამე იყო სახლში რომ შევიდნენ, პანდა ისევ ხელში ეჭირა და მართას ეძახდა. როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ გაიქცა
-მართაა იცი როგორი კარგი დღე იყო? უმაგრესი დრო გავატარეთ მე და მიმიკომ... ნეტავ დაგერეკა და გამოგივლიდით ან შენ მოხვიდოდი. იცი ეს დათვი მამამ მოიგო , ყველას მიზანში მოარტყა
-ძალიან მაგარია, ხომ გეუბნებოდი ყველაფერი გამოგივათ-თქო ... იმედია ბევრი ნაყინი არ ჭამე და ყელი არ გაგიცივდა
-არაა...მხოლოდ სამი - ახლაღა დამშვიდდა და მზერა ააყოლა- ასეთი ლამაზი რატომ ხარ?
-და ლამაზი როდის არ ვარ ხოლმე?- გაიცინა მართამ და მისი ოთახის კარი გააღო- გამოიცვალე ... ლეპტოპი და წიგნები ამოვალაგოთ . ხელები დაიბანე
-მართა სადმე მიდიხარ? - ოთახში შევიდა და შუაგულში გაჩერდა- მაღალქუსლიანები გაცვია , თმები გაშილი გაქვს და მოკლე კაბაც
-ჯერ არა, მოგვიანებით მივდივარ ... მეგობრებს უნდა შევხვდე
-და როდის დაბრუნდები
-არ ვიცი , შენ რომ დაიძინებ ალბათ მერე
-და მე ვინ დამაძინებს? ვინ მეგობრები უნდა ნახო? მეც წამოვალ
-იმ ადგილას ბავშვებს არ უშვებენ... სხვა დროს რომ შევხვდები შემდეგ წაგიყვან და გაგაცნობ ყველას. ზოგს იცნობ , ზოგს არა
-კატო, მაკუნა , დეა და სხვა გოგონები იქნებიან?
-იქნებიან - ყველაფერი მის საწერ მაგიდაზე დააწყო . შემდეგ თმები სხვანაირად დაუვარცხნა და სააბაზანოში გაუშვა. თორნიკესაც გამეოცვალა და თავზე დაადგა
-სად მიდიხარ ამ ფორმაში ? ის პედაგოგი სად გააქრე - მის მოკლე კაბაზე გაამახვილა ყურადღება
-კლუბში, ზუსტად მეც არ ვიცი სად. რაღაც ახალიაო ... სკოლის დაწყებას ავღნიშნავთ . შემდეგ ვინ იცის დრო როდის გვექნება . იმედია შენ არ აპირებდი წასვლას
-იმედია მთვრალი არ მოხვალ
-როლებს კი ვცვლით,მაგრამ ეგრეც არა რომ შენ გემსგავსებოდე - წარბები მაღლა აზიდა და ამღერებულ მობილურს დახედა- გისმენ დიმ ... როგორც შევთანხმდით. ხო რა ვიცი, მისამართი მომწერე და თავად მოვალ არ შეწუხდე. კარგი მაშინ გამომიარე . გოგონებიც მოდიან რა თქმა უნდა - თან ოთახში დადიოდა, რაღაცებს აწყობდა და თან საუბრობდა. თორნიკეს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა და ისევ ურევდა ტვინს ბიჭს. ასეთ დროს მარუსას წერილს სრულიად უგულებელყოფდა და ფიქრობდა , რომ მოხუცის წარმოსახვის ნაყოფი იყო მართას გრძნობები ის უბრალოდ ემოციური იყო და სხვა არაფერი.
მართას მოაკითხეს, ბავშვს აკოცა და წავიდა. ისე იდგა აივანზე და უყურებდა მის კავალერს თითქოს მისი მამა ან ძმა იყო . ერთი ღერის მოწევის შემდეგ დაბრუნდა სახლში და კესარიას გვერდით დაჯდა
-აბა? სკოლის მოსწვალევ რა გავაკეთოთ ახლა მე და შენ?
-მართამ ტესტი დამიტოვა... კვირაში ერთხელ ხომ ვაკეთებთ ხოლმე
-რა ტესტია? აუცილებლად დღეს უნდა დაწერო?
-დაძინებამდე რასაც მოვასწრებ , მაგრამ მინდა რომ დავწერო წინა ტესტში შეცდომები მქონდა
-არ მოგწონს როდესაც შეცდომებს უშვებ?
-არ მიყვარს შეცდომები
-მაგრამ ამისგან არავინაა დაზღვეული ანუ ყველას გვეშლება რაღაც . არ უნდა ინერვიულო, უბრალოდ უნდა ეცადო რაც შეიძლება მეტი საჭირო და საინტერესო ცოდნა მიიღო სკოლისგან და ზოგადად წიგნებისგან- მისკენ დაიხარა და აკოცა- გამოდის მეცადინეობა გიყვარს?
-საინტერესოა კითხვა მომწონს, მათემატიკა სახალისოა და ინგლისური დიდად არ მომწონს, მაგრამ ფრანგულს ჯერ არ მასწავლის
-ფრანგულიც იცის?
-კიდევ ბევრი ენა იცის და ახლაც სწავლობს ... კურსებზე აპირებს სიარულს. აი ის ბიჭი , დიმიტრი ის არის ბევრი ენები რომ იცის სხვებსაც ასწავლის და მართაც აპირებს ისწვალოს კორეული თუ რაღაც ეგეთი ზუსტად ვერ დავიმახსოვრე
-ახლა მართა რომ წავიდა არ უბრაზდები?
-არაა , რატომ უნდა გავბრაზდე მე და მართა მეგობრები ვართ . ზოგჯერ მე არ მცალია , ზოგჯერ მას არ სცალია , მაგრამ გული დამწყდა სკოლაში ჩემთან ერთად რომ ვერ წამოვიდა. მეც რომ ვიმუშავებ დრო ცოტა მექნება ?
-გააჩნია სად იმუშავებ, თუ ისეთი სამსახური გექნება სადაც დაგვიანება არ შეიძლება დროც განსაზღვრული გექნება. მე მაგალითად შემიძლია სახლშიც ვიმუშაო , ან საერთოდ არ ვიმუშაო უბრალოდ ვაკონტროლო სიტუაცია და ადამიანები რომლებიც ჩემთან მუშაობენ
-ეგ როგორ
-არის საქმეები რომლის სხვაზე გადაბარებაც შეიძლება. არ ვიცი წლების შემდეგ რა იქნება, მაგრამ ჩემი მთელი ქონება შენი გახდება...ბიზნესიც და თუ სწორად მართვას ისწავლი მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნები
-ანუ ფული მექნება ისე როგორც ახლა მაქვს? მე რომ არ ვსვამ შენს ლუდს?
-ლიმონათს ხომ სვამ
-კი , მაგრამ დიდად არ მიყვარს... წვენები მირჩევნია . შენ არ შეგიძლია ხილის წვენები რომ გააკეთებინო შენს მუშებს?
-ისინი მუშები არ არიან , თანამშრომლები არიან ... ვიფიქრებ მაგაზე და შევადგენ გეგმას
-მართლა?
-ხო და მერე რომ ვიყიდი საჭირო მანქანებს , ავიყვან თანამშრომლებს ყველაფერს გაჩვენებ
-როგორ მოიფიქრე ლუდის გაკეთება? შენ ხომ ვერ აკეთებ
-სამაგიეროდ ბავშობაში ძალიან გვიყვარდა მე და ბიჭებს ლუდი ... ხოდა რომ ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა ფულით რომელიც გვქონდა გავაკეთეთ ის რაც ყველაზე მეტად გვიყვარდა. შენ წვენების გაკეთება ხომ მოგინდა ხოდა ისე მოგვინდა ჩვენც საკუთარი ლუდის ქარხანა გვქონოდა. თავიდან ძალიან ბევრს ვშრომობდით ...
-კენწეროში გატკბილდა?
-ხოო ... გატკბილდა-გააღიმა ბავშვის სიტყვებმა
-მართა მეუბნება თუ იმუშავებ ყველაფერი გამოგივაო
-თუ სწორად იმუშავებ
-ვერ გავიგე
-შესაძლოა ისეთი რამისთვის ხარჯავდე ენრგიას და ისე რომ არაფერი გამოგივიდეს. მიზანი სწორად უნდა შეარჩიო , იფიქრო და მერე დაიწყო საქმის კეთება ...მიხვდი?
-მგონი ხო
-მოდი ვნახოთ რა ტესტი დაგიტოვა ქალბატონმა მართამ და შემდეგ ფილმს ვუყუროთ , ბატიბუტს გაგიკეთებ თუ არ დამეზარება
-იცი ბატიბუტის გაკეთება?
-მამაშენმა ყველაფერი იცის- მუხლებზე დაისვა, დიდხანს კოცნიდა და მერე მაგიდასთან მიიყვანა , სკამზე თავად დააჯინა -აბა ვნახოთ როგორი მოსწავლეა ოროსანი მამის შვილი
-რაა? შენ ოროსანი იყავი?
-ბავშვობაში კი , მერე საინტერესო რაღაცებს გვასწავლიდნენ და დავჭკვიანდი ... დროს ნუ აცდენ თორემ გვიანია უკვე და პოპკორნს ღამით ვეღარ გაჭმევ
-ოო ამას სულ მალე დავწერ
მართლაც მალევე დაასრულა წერა სულ ლაპარაკ- ლაპარაკში გააკეთა ყველაფერი და თან თორნიკეს დახმარება ერთხელაც არ სთხოვა, არც შეამოწმებინა, შეცდომები მართამ უნდა ნახოსო განაცხადა და ქვემოთ გაიქცა. სამზარეულოში იჯდა და უყურებდა როგორ ამზადებდა თორნიკე პოპკორნს . დიდ ჯამში ჩაყარა , კესოც ხელში აიყვანა და ისე დაიძრა მისაღებისკენ. პირველად უყურებდა მულტფილმს ბავშვობის შემდეგ და კესოს პოპკორნს პარავდა. პატარა ქალბატონს მის მკერდზე ედო თავი , ზურგით იყო მიყრდნობილი და ისე უყურებდა ტელევიზორის ეკრანს . გვიანი იყო ,მაგრამ მაინც არ იძინებდა, ერთი მულტფილმი რომ დაასრულეს მეორეს ნახვა მოუნდა და თან აშკარად კარისკენ იყურებოდა.
-მართა ჯერ ვერ დაბრუნდება , მეგობრები ალბათ დიდი ხანია არ უნახავს. დავიძინოთ და სხვა დროს ვნახოთ ზღაპარი
-სხვა დროსაც ნახავ ჩემთან ერთად?
-აუცილებლად, თანაც მომეწონა ... ახლა გამოვიცვალოთ , ვიბანაოთ და დავიძინოთ - ტელევიზორი გამორთო, ბატიბუტის ჯამი მაგიდაზე დატოვა და მეორე სართულისკენ დაიძრა . ქალბატონის საწოლამდე მიყვანისთვის იმდენი ენერგია იყო საჭირო ბოლოს თავადაც გათიშული დავარდა მის გვერდით კესო კი ისევ ენერგიულად იყო
-დაიღალე?
-მართა როგორ უძლებს ამ ყველაფერს ... მგონი დროა დამხმარე ავიყვანოთ
-არ მინდა სხვა ... მეტჯერ აღარ გადაგღლი, მართლა - ისე შეეშინდა აშკარა იყო მისი ფიქრები და თორნიკეს ბრაზი გაუჩნდა საკუთარი თავის მიმართ. საბანი დაიფარა და თავისკენ მიიზიდან პატარა ქალბატონი
-თანახმა ვარ სულ შენ გამომაცალო ენერგია და სხვამ არაფერმა ... არასდროს დაგავიწყდეს რომ მე შენზე მეტად ამქვეყნად არავინ მიყვარს - შუბლზე მიაწება ტუჩები, თითები თმაზე გადაუსვა და ასე ნელ-ნელა გადაეშვნენ სიზმრების სამყაროში.
მართა რომ დაბრუნდა კესო უკვე კარგახნის დაძინებული იყო, თორნიკესაც ეძინა ,მაგრამ ესმოდა მისი ნაბიჯების ხმა, რომელიც კართან შეწყდა. რამდენიმე წამს იქ იდგა შემდეგ ფეხსაცმელი მოიშორა და მოჩვენებასავით ჩუმად დაიძრა საწოლისკენ . ოთახში გავრცელებული სურნელიც კი შეიცვალა, ჰაერიც სხვანაირად დაიმუხტა. წარმოდგენა არ ჰქონდა თვალებს რატომ არ ახელდა, რას ელოდა , მაგრამ ფაქტია ისევ ისე გაუნძრევლად იწვა და თავს მძინარედ აჩვენებდა. ქალი ჯერ კესოს შეეხო, აკოცა და შემდეგ თორნიკეს მიაპყრო მზერა. თითები აამოძრავა ,მაგრამ შეხება ვერ გაბედა . სუნთქვა გაუღრმავდა ,თითქოს რაღაც ხელს უშლიდა , უცებ გავიდა ოთახიდან და ცრემლებს გასაქანი მისცა. გული ისე სწრაფად უცემდა ტკივილს გრძნობდა , პირზე ხელი აიფარა და აივნისკენ დაიძრა სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა. იატაკზევე დაეშვა , ფეხები წინ გაშალა და ტირილი განაგრძო. ზოგჯერ ძალიან უჭერდა ყველაფრის ატანა,ვერ უმკლავდებოდა. რამდენიმე საათის წინ მეგობრებთან ერთად ერთობოდა, იცეკვა, ისაუბრა, მოუსმინა მათ ამბებს , ბევრი იცინა ახლა კი ისევ უბედური იყო . სჯობს შორს იყო , ვერ ხედავდე , ვერ გრძნობდე , ვიდრე ასე ახლოს გყავდეს და მიახლოება არ შეგეძლოს იაზრებდე რამდენად უცხო ხარ მისთვის , რამდენად მიუწვდომელია . ტკივილი გაუსაძლისი ხდება და ცრემლებიც თავისთავად ლახავენ ჯებირებს. მოგვიანებით ფეხზე წამოდგა, ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. აივნის მოაჯირს იყო მიყრდნობილი და აუზში მოლივლივე წყალს უყურებდა , საოცარი სურვილი ჰქონდა ქარს გაჰყოლოდა , ლურჯად შეფერილ სითხეს დაეფარა სადღაც ფსკერზე დაედო ბინა . ფეხშიშველი იდგა, ქარი თმას ურევდა, მოკლე კაბის ბოლოებს ამოძრავებდა და სიგარეტის კვამლს მალევე ფანტავდა. იგრძნო როგორ მიუახლოვდა ამაშუკელი და სულ მთლად გაეყინა სხეული მისი ხმა რომ გაიგო
-ვფიქრობ წავსლა იმაზე მალე მოგიხდება ვიდრე წარმოვიდგენდი
-ერთი დღეც საკმარისი იყო ჩემს გასაქრობად?- თავი გვერდით შეაბრუნა , გაუკვირდა ამდენად ახლოს რომ დახვდა. უცებ შეეკრა სუნთქვა , ქვემოდან ახედა და სიგარეტი ტუჩებსშორის დააბრუნა - კიდევ რამდენიმე კვირა დავრჩები , მთავარია შენ გაუძლო თბილი მამიკოს როლს - ჩაიცინა და სიგარეტი მოისროლა
-როლს შენ ასრულებ- მისი ირონია გამაღიზიანებელი იყო, აგიჟებდა მისი მზერა სასმელი რომ შერეოდა მის სისხლს და ახლა იმაზე მეტად მწველი ჩანდა ვიდრე ოდესმე . აღიზიანებდა , ისე როგორც არასდროს და ახლა ისე სჯეროდა მარუსას სიტყვების როგორც არასდროს- მე ჩემი ადგილი მაქვს შენ კი დაასრულებ ამ თამაშს და გაქრები ! - უფრო ახლოს მიიწია, გოგო მოაჯირს აეკრო და გაფართოებული თვალები მიაპყრო - შენ უბრალოდ ბავშვს ზღაპარი შეუქმენი რომლის მთავარ გმირად გაეცანი და პატარა გოგონას გრძნობებით თამაში დაიწყე
-საერთოდ რაზე ლაპარაკობ ... რა სისულელეა რა მიზანი უნდა მქონდეს. რომ არ მიყვარდეს რომელი ჭკუათმყოფელი დარჩებოდა ამდენი წელი ...
-გიყვარს რა თქმა უნდა სიყვარულის გამო აკეთებ ყველაფერს- გაიცინა , თითები სახეზე ჩამოუსვა და თავი დახარა- დღეიდან ეცადე თვალში არ მომხვდე ! - ყურში ჩასჩურჩულა სხეულ ათრთოლებულ ქალს და წამსვე მოშორდა. მიდიოდა და თანდათან უფრო იპყრობდა ბრაზი, უკითხავად შემოჭრილი მისი სურნელი დიდხანს არ შორდებოდა ,იმ სახლში დარჩენა აღარ შეეძლო . არ უნდოდა არც მისი სიყვარული ,არც თავგანწირვა, არც ტკივილი ადარდებდა, თუნდაც გულწრფელი ყოფილიყო მაინც არ სჭირდებოდა. აღიზიანებდა და ამის ატანა არ შეეძლო.
თავი საყვარელ კლუბს შეაფარა , ალკოჰოლის ჭარბი დოზა ქერა ქალი სიფრიფანა სხეულით და ჟინი რომელსაც შეეძლო ყველაფრის შთანთქვა. შიშველი ქერას მოქნილი სხეული ლერწამივით ეხვეოდა , მისი სიმხურვალე ფიქრებს უფანტავდა . საწოლზე დაეცა და ზემოდან მოქცეულ ქალს მოქმედების საშუალება მისცა. მკლავები საწოლზე ჰქონდა გაშლილი , თვალები დახუჭა და შემდგე მხოლოდ მისი კვნესა ესმოდა. წამით გაახილა თვალები და ყველაფერი შავმა ფერმა შთანთქა. შავი იყო, ნამდვილად გიშრისფერი მოელვარე მზერა ეჩვენებოდა და წამის მეასედში გაკრთა მართას სახე . ქალს სწრაფად ჩაავლო ხელი მკლავებში და თავიდან მოიშორა. სახეზე ხელები ჩამოისვა, გამოსახულებას არეულად ხედავდა, სასმელის დოზის გადაჭარბებას დააბრალებდა, მაგრამ არაფერ შუაში იყო ყველაფერი მართას დამსახურება გახლდათ რომელსაც უკვე ტვინიდან ვერ იგდებდა. ქერა მარტო დატოვა, სასწრაფოდ ჩაიცვა და მანქანამდე ძლივს მიაღწია . არეული იყო , ყველაფერი ისევ ქაოსს ქმნიდა და ბრაზის გარდა ვეღარაფერს გრძნობდა. მანქანა სასაფლაოს შესასვლელთან გააჩერა და ფეხით გაუყვა გზას, მზე ახალი ამოსული იყო საფლავთან რომ შეჩერდა . ქვაზე გამოსახული ქალისთვის არ შეუხედავს ისე დაწვა მიწაზე ,ქვის ქვეშ და ფეხები მკერდთან მიიტანა
-არ გეყო ფიზიკურად რომ დამტოვე და ახლა საერთოდ მიდიხარ? არ გაგიშვებ ხომ იცი ... შენ ხომ იცი ,რომ მე ვერასდროს გაგიშვებ. შენ იცი , იცი რომ არ გიღალატებ
8...........
კესოს დროულად გაეღვიძა,მართას ოთახისკენ გაიქცა და სარკის წინ მდგომს მოეხვია. ამბები გამოჰკითხა და შემდეგ მომზადება დაიწყო. თორნიკე საძინებელში ეგონა,მაგრამ საუზმეზე დაძახება რომ გადაწყვიტა ოთახშიც არ დახვდა. მოწყენილი დაბრუნდა მაგიდასთან
-არ არის, წასულა
-ალბათ საქმე ჰქონდა ... ხომ იცი უცებ უწევს გაქცევა ხოლმე - ჩაი დაუსხა და თავზე აკოცა
-შენ წამიყვან სკოლაში ?
-არ გინდა მე რომ წაგიყვანო?- გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა
-მინდა ...
-მე წავიყვან...შენ შეგიძლია წახვიდე, მოვწესრიგდები და ჩამოვალ . დამელოდე პატარავ - კარში იდგა ისე რომ მისი არეული მზერა არ შეემჩნიათ . მართასკენ არც გაუხედავს, ისიც ზურგით იჯდა და უკან არ მიუხედავს.
-თუ გინდა მართა წამიყვანს- წამსვე გასძახა კიბეზე მიმავალს
-გითხარი წაგიყვან-თქო !- ხმამაღლა დაუძახა და შემდეგ უკვე დერეფანს გაუყვა. მართას წასვლა არ უნდოდა, მაგრამ გაკვეთილზე დაგვიანებაც არ გამოუვიდოდა. ყველაფერი მომზადებული დატოვა, კესოც მშვიდად ელოდა თორნიკეს გამოჩენას. მართა რომ წავიდა შემდეგ გამოვიდა ოთახიდან, პერანგის ღილებს იკრავდა და ისე მიაბიჯებდა კიბეზე. ბავშვი უცებ აიყვანა ხელში , მისი ჩანთაც აიღო და თან ლოყები დაუკოცნა- დილამშვიდობისა პატარავ
-დღესაც დამელოდები?
-დღეს წავალ და მერე დავბრუნდები... მგონი უკვე დაიწყებს მასწვალებელი რაღაცების ახსნას
-მე ყველაფერი ვიცი
-იმ პროგრამებს გასწავლის რაც ლეპტოპშია , სწავლების მეთოდებს და შენ ეცადე ბევრი არ იაქტიური თორემ სხვა ბავშვები დაიჩაგრებიან... არ იყოყოჩო
-ვიცი, მართამ მითხრა უკვე რომ შეიძლება სხვებმა არ იცოდნენ რაღაცები, მაგრამ მეეჭვება იქ სულ მდიდარი ბავშვები სწვალობენ ვერ შეხედე როგორი დედები ჰყავთ?
-ცოდნა სიმდიდრესთან არ არის პირდაპირ კავშირში, შესაძლოა ზარმაცები იყვნენ - მანქანაში ჩასვა, კარი მიხურა და საჭესთან დაიკავა ადგილი. დროულად მოასწრო სკოლაში შესვლა, კლასამდე მიაცილა და შემდეგ მასწავლებელს გაუღიმა-გამარჯობათ ქალბატონო ნინო
-გამარჯობა- ქალბაც გაუღიმა და ოთახში შევიდა. გაიგო როგორ მიესალმა ბავშვებს შემდეგ კი დერეფანს მშვიდად გაუყვა, მანამ სანამ ბატონი დირექტორი არ შეეჩეხა. ერთ-ერთი ოთახიდან გამობრძანდა და ისე შეხედა თითქოს იცნო კიდეც
-გამარჯობა
-გამარჯობა...თქვენ ამაშუკელი ხომ? კესარიას მამა ხართ თუ არ ვცდები
-დიახ
-ვიფიქრე მართა მოიყვანდა ხოლმე, ხომ კარგად არის ? წუხელ კი შევხვდით, იმედია დღეს კარგად გრძნობდა თავს
-როგორც ვიცი კარგადაა, შეგიძლიათ დაურეკოთ და პირადად მოიკითხოთ - მოკლედ გასცა პასუხი და სანამ იფეთქებდა მანამ გაეცალა ახალგაზრდა დირექტორს. - დედას შ.ვეცი ... ყველა იცნობს თუ რა დედისტყ.ნაა ყველგან მართა, მართა ,მართა წყეული მსახიობი ყველა გაგვაგიჟა ... მე რა , მე ვერ მივართვი სხვები ჰყავს დას.რებული- მანქანამდე სანამ მივიდა მანამ ლაპარაკობდა, სიგარეტსაც მოუკიდა და ამჯერად საკუთარი სახელი გაიგო . ნაცნობი წკრიალა ხმა ეძახდა, მაგრამ სანამ არ შებრუნდა ვერ იცნო. შემდეგ დაინახა პროვოკაციულ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი რომელსაც წლების წინ ზედმეტად ახლოს იცნობდა. მისკენ მიაბიჯბდა და ფართოდ იღიმოდა, მსხვილი, წითლად შეღებილი ტუჩები ლოყაზე მიაწება და ხელი მოხვია
-თორნიკეე , აქ ვერ წარმოვიდგენდი შენს ნახვას...როგორ შეცვლილხარ , ჯანდაბა ... იმედია მიცანი
-როგორ შეიძლება შენ კაცს დაავიწყდე... წლები არ გემატება ხომ? - გაიღიმა და ქალი ახლოდან შეათვალიერა- ისევ ისეთი ხარ როგორიც თინეიჯერობისას იყავი
-ოხ შენი გალანტურობა არ ქრება... სადღაა თინეიჯერობის წლები მალე პლასტიკურ ქირურგს ვეწვევი, გადავაბიჯეთ ოცდაათ წელს
-ნუ აჭარბებ ნატაშკა
-შენ აქ რას აკეთებ ... ბავშვი უკვე სკოლაში გყავს? გავიგე თქვენი ამბავი, საშინლად მეწყინა - მოწყენილი სახე მიიღო და მილიარჯერ გადაღებილ ქერა თმა უკან გადაიყარა - ჩემი შვილიც აქ სწავლობს...
-მე კი მეგონა მასწავლებელი გახდი , ზუსტად მოსწვლეების მისაზიდად გაცვია
-თორნიკეე - მხარზე ხელი მსუბუქად მიარტყა და გაიცინა- სად მიდიხარ, საქმეები გაქვს? წამოდი კაფეში დავსხდეთ მომიყევი ამბები ...იმდენი წელია აქეთ არ ვყოფილვარ. ჩვენი კლასელები არ მინახავს
-წავიდეთ ... მე თავისუფალი ვარ- რატომღაც უარი არ უთქვამს . არ აწყენდა ძველი დროის გახსენება სადაც საერთოდ არ იყო პრობლემები. სკოლის დროსაც ასეთივე იყო , პირდაპირი, ცოტა უხეში, თავნება, პოპულარული ბიჭი რომელსაც ჰყავდა ბევრი მეგობარი , მოსწონდათ გოგონებს და რაც მთავარია ყველაზე და ყველაფერზე მეტად რაც აბედნიერებდა იმ დროს ლილე ჰყავდა . ჯერ კიდევ არ იყვნენ შეყვარებულები , შორიდან ეტრფოდა გოგოს ზუსტად იცოდა რომ არ იყო სასიყვარულო ურთიერთობებისთვის მზად . მთელი დღეები გართობაში გადიოდა, ყველაფერს ასწრებდა ცოტა სწავლას, ცურვაზე და კალათბურთზე სიარულს , მეგობრებთან შეხვედრებს, საღამოობით სხვადასხვა წვეულებაზე დადიოდნენ, ან როგორმე კლუბებში იპარებოდნენ. შემდეგ მათმა მეგობრის მამამ გახსნა კლუბი და იქ უკვე ყოველ ღამე ერთობოდნენ. ზედმეტი არასდროს მოდიოდა, ზღვარი ჰქონდა რასაც არ აბიჯებდა და მხოლოდ სიამოვნებას იღებდა ყველაფრისგან.
კაფეში დასხდნენ. ნატაშკა საუბრობდა ძირითადად, კითხვებს უსვამდა , ძველ დროსაც იხსენებდა. კისკისებდა და თვალებს უჟუჟუნებდა. ისიც არ დავიწყნია ეთქვა რომ ქმარს გაცილებული იყო და თავისუფლებით ტკბობას აპირებდა. შვილი უკვე ჰყავდა და მეორედ გათხოვებაზე არც კი უნდოდა ფიქრი. მართალიც იყო, ყოველთვის უფრო კარიერისტი იყო , ურთიერთობებში შეზღუდვა არ ჰქონდა , სიამოვნებას იღებდა და ბანალური სიყვარულის ისტორიების არც სჯეროდა. სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა ქვეყნიდან, ხშირად ჩამოდიოდა , მაგრამ მაინც არ ჰქონდა საკმარისი ურთიერთობა ძველ ნაცნობებთან.
უკვე ბავშვის გამოყვანის დრო იყო ნატაშკას რომ დაემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა რომელიც მოპირდაპირ ქუჩაზე ჰყავდა გაჩერებული. საკმაოდ ჰქონდა მანძილი გასავლელი , მშვიდად მიაბიჯებდა არსად ეჩქარებოდა . ერთ-ერთ სკოლასთან უნდა გაევლო, ბავშვები გამოდიოდნენ ეზოდან და ყველა ერთმანეთში ირეოდა. შეჩერდა , ნიკა ურეკავდა და ბავშვებს გავლა ადროვა
-კესუნას რომ გამოიყვან სკოლიდან მოვალთ...რაღაცებს მოვუტანთ ბავშვს უნდა მივულოცოთ სწავლის დაწყება
-ერთ -ორ საათში მოდით ან მანამდეც. ახლა მივდივარ მის გამოსაყვანად - სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო თან სკოლის ეზოსკენ გაიხედა და წამსვე დაინახა ნაცნობი ფიგურა- ამის დედაც .... ამის დედაც
-რა ...რა ხდება
-არაფერი ... უბრალოდ უკვე ზედმეტად ბევრი დამთხვევაა და ეს ქალი ყველგანაა
-ვინ ქალი, ტო
-არავინ...ნატაშკა ვნახე დღეს . ჩემი კლასელი
-რომელი ნატაშკა , ტო
-რამდენი ნატაშკა მყავდა პარალელ კლასში
-ის ნატაშკა მ.ნ.ტის ხელოვნებას რომ ფლობდა? შენს მერე წავსლამდე რო ყველა დაიკიდა და ვერაფრით ამოვხსენი შენ ასეთს რას უშვებოდი?
-ფუ რა ს.რი ხარ - ახარხარებულ ძმაკაცს ყურადღება აღარ მიაქცია ისევ მართას უყურებდა რომელიც ჯერ ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა , ეტყობოდა რომ არც ისე კარგ განწყობაზე იყო და შემდეგ ვიღაც ქალი წამოეწია. ისე ესაუბრებოდა ისიც უთუოდ მასწავლებელი იყო, შემდეგ მობილური აიღო , ვიღაცას ესაუბრებოდა და ბოლოს სკოლის წინ გაჩერებული მანქანისკენ გაიხედა. ინსტიქურად დაიხია უკან და ისეთ ადგილას დადგა მართას რომ ვერ დაენახა. უკვე ყელში ამოსდიოდა საკუთარი ქცევა,მაგრამ ვერ აკონტროლებდა. ჩვევაში გადაუვიდა მართას დაკვირვება იმდენად ბევრი ახალი თვისების აღმოჩენა შეიძლებოდა ამ ქალში რომ ყურებაც საკმარისი იყო. მანქანიდან გადმობრძანდა ბატონი რომელმაც წინა დღეს კლუბში წასვლის წინ მიაკითხა, ბატონმა ლინგვისტმა . ყურებამდე გაღიმებული შეხვდა , ხელიც მოხვია, ლოყაზეს აკოცა და მანქანის კარიც გაუღო . ისე შეჰყვა წყვილის ყურებას ლამის თითები დასწვა სიგარეტმა. ჩუმად შეიგინა და მანქანის წასვლისთანავე დაიძრა...
უკვე ჭკუაზე აღარ იყო , კესო სახლში მიიყვანა , ნორმალურად ვერც უსმენდა მის საუბარს . ბიჭები ეზოში დახვდნენ , კესო მათ გადააბარა და თავად გამოსაცვლელად ავიდა. რამდენიმე წუთში მართაც გამოჩნდა რამაც ნამდვილად გააკვირვა. ბიჭებს თბილად შეხვდა, სადილის მომზადება დაიწყო ისე რომ არც გამოუცვლია და თან კესოს ელაპარაკებოდა. დღისით სულ ასეთი იყო, მხიარული, ენერგიული, ღამით კი სულ სხვა ქალი ცოცხლდებოდა როდესაც მარტო რჩებოდა საკუთარ გრძნობებთან . კესო მუხლებზე დაისვა, ეხვეოდა და თან ბიჭებს უყვებოდა სკოლაში მომხდარ ცვლილებებზე, ისინიც იცხადებდნენ ჩვენს დროს ეგრე სად იყოო ზოგი რამ მოსწონდათ ზოგი არა , საბოლოოდ მაინც უნდოდათ სკოლაში დაბრუნება კარგი წლები იყოო აცხადებდნენ.
-გახსოვს ლილეს რომ ვამეცადინებდით ფიზიკას?- ნოდიკომ ჩუმად თქვა და თორნიკეს გახედა , აინტერესებდა მისი რეაქცია
-დედიკოს თქვენ ამეცადინებდით? - კესო მაშინვე დაინტერესდდა
-გამოცდა ჰქონდა სკოლაში და ჩვენ ვამეცადინებდით. ჩვენ რა იმენნა მე ვამეცადინებდი ამათ რა იცოდნენ ფიზიკა
-ტრაბახა - ნიკამ ჩაილაპარაკა და ხელი მიარტყა- აუხსენი წესიერად ბავშვს ... მოკლედ ლილუ ხო ცეკვავდა ანსამბლში. სულ გასტროლებზე იყო, ბევრ ქვეყანაში მოგზაურობდა და სკოლისთვის ბევრი დრო არ ჰქონდა. ფიზიკა ,მატემატიკა, ქიმია და ასეთი რტული საგნები მაგრად არ უყვარდა ხოდა ჩვენ ვამეცადინებდით. თორნიკე თავს აწონებდა ,მაგრამ ფიზიკა ვაფშე არ იცოდა , ქიმიას სწავლობდა საკაიფოდ და მერე რაღაც ცდებს ატარებდა ფერადი კვამლები გაუშვა ... გახსოვს შე ჩემა? - თორნიკეს გახედა ისევ ჩუმად რომ იჯდა სიგარეტით ხელში და სადღაც სხვაგან იხედებოდა
-მახსოვს და ნუ შემ.ცით... თუ იხსენებთ გაიხსენეთ ჩემი ჩარევა რა საჭიროა
-შემ.ცით რა არის? - კესარიამ გაკვირვებულმა რომ იკითხა თორნიკემ მერე ინება გამოხედვა
-ჯანდაბა ... პატარავ იცი ეგ
-ხო ეგ სიტყვა თვითონ- ნოდიკოც ჩაერთო . ნიკა ფხუკუნებდა და არაფრის თქმას აპირებდა-მართა აუხსენი ხო?
-კესო ეგ სიტყვა ნაგვის ყუთში მყოფ სიტყვებს შორის უნდა ჩავამატოთ- მხოლოდ ეს თქვა და ბავშვიც წამსვე გადაერთო ყურძენზე- გვიანია უკვე და მალე დათვრები კესუნა იმდენი ყურძენი ჭამე- ბავშვი აიყვანა და მუხლებზე დაისვა
-ეე ნაგვის ყუთის სიტყვები რას ნიშნავს?
-მანდ არის ცუდი სიტყვები რომლებიც ზრდილობიანმა და ჭკვიანმა გოგონებმა არ უნდა თქვან -კესუნამ უცებ უპასუხა
-ვაა , მართა ცუდ სიტყვებს არ ამბობს ხოლმე?- ჩუმად უთხრა ნოდიკომ, ვითომ მართა ვერ გაიგებდა
-არა , რომ ბრაზდება ვინმეზე იდიოტიაო ამბობს , ღრმად სუნთქავს ,ფეხებს აბაკუნებს და თმებს უკან იწევს- გაიცინა და მართას მიეხუტა
-კესოო - ლოყაზე აკოცა, მასაც ეღიმებოდა რა უნდა ეთქვა
-ვინ გააბრაზა ეგრე
-ბოლოს თორნიკემ - ისე უცებ თქვა მართამ რეაგირებაც ვერ მოახერხა- მაშინ კიოდა კიდეც
-ისტერიკა აქვს და დამაბრალეთ ახლა მე- ბიჭებმა რომ გახედეს იმათ შეუღრინა
-რა ხასიათზე ხარ შე ჩემა ... ჩვენი მოსვლა თუ გეწყინა წავალთ
-ნუ ატრ.კებთ რა , თავი მტკივა და არ მაცადოთ ახლა მშვიდად ჯდომა. უჩემოდ ვერ ლაპარაკობთ? ჰკითხეთ ერთი მართას რატომ ემსგავსება შეყვარებულების სიმრავლით და მოუყევით ლილეს ჩემს გარდა არავინ რომ არ მოსწონდა , დაემსგავსოს დედამისს და არა ვიღაც უცხო ქალს - ფეხზე წამოდგა, სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და კესოს დახედა - გასაგებია ?
-შენ შ.გ ხო არ გაქ ბიჭო ... რა შეყვარებულზე ელაპარაკები 6 წლის ბავშვს
-ეგრე გეგონოს შენ ... ჯერ ვიღაც თინეიჯერი, მძრ.ველა კოსტანტინე ჰყვარებია და ქალბატონს მასთან შესახვედრად დაჰყავდა. მერე ახლა კლასელი მოეწონა, უჟუჟუნებდა თვალებს ... კიდე მე რა ვიცი ვინ მოსწონს
-კოსტანტინე არაფერს ანძრევდა და საერთოდაც მართას არავინ მოსწონს რა მისი ბრალია ლამაზი თუ არის და ყველას უყვარს? მე კიდე გითხარი აღარ მიყვარს-თქო , ბავშვობის გატცება იყო
-ბავშვი ხარ ისევ სხვათაშორის და მეტჯერ აღარ გეტყვი , ბიჭებთან თვალების ჟუჟუნს მოეშვი - ზემოდან დაჰყურებდა პატარა ქალბატონს , ისიც არ აშორებდა მზერას მართას ხელი გააშვებინა ძირს ჩამოხტა და ისე ახედა ქვემოდან
-არაფერსაც არ შევეშვები , გოგონები ლამაზები ვართ, საყვარლები და დიახაც უნდა მოვწონდეთ ბიჭებს - უთხრა, თმაზე ხელი გადაისვა თავი მაღლა ასწია და მერე ბიჭებს სიცილი რომ აუტყდათ თორნიკემაც ვეღარ მოთოკა თავი . ხელში აიტაცა და ლოყები დაუკოცნა
-შეგჭამ იცოდე... არა შენ მე გამაგიჟებ. გინდა ჩემი წერა გახდე ხომ? ბოლო მომიღო , ნახე შენ მართას რას ვუზამ ეს რო გასწავლა - კოცნიდა და თან იმუქრებოდა
-მართა რა შუაშია შე ჩემა ბავშვმა იცის სულელი ბიჭები როგორ დააბრმავოს
-შენ ჩუუ რა ... გეყოლებათ გოგო რომელიმეს თუ შეაცდინეთ ვინმე და ვნახავ მერე რა ჭკუაზე დადგებით. რა სადარდებელი გამიჩნდა ტოო- კესოსთან ერთად დაჯდა და მართას გახედა- შენი ბრალია , ყველაფერს ასწავლი ისე როგორც გინდა . ალბათ უთხარი როგორ აშტერებ ბიჭებს და ისიც ცდილობს
-შენთან საუბარს არ ვაპირებ...ისე კი აშკარად შენ გგავს. დარწმუნებული ვარ ზუსტად ასეთი ბავშვი იყავი , კიდევ თავხედი, უზრდელი და თავნებაც
-კესო შენს მართას ერთ დღეს მივახრჩობ და შენ არ უნდა გამიბრაზდე - სავარძელს მიეყრდნო, ბავშვი მუცელზე დაისვა და თმები მაღლა აუწია - ისე მართლა ზედმეტად მგავხარ ტო . მარტივი იქნებოდა ცოტა ლილუს ხასიათიც რომ გქონოდა
...............
სექტემბრის თვე ისე მიიწურა რომ კესოს ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება. სკოლა გახდა მთავარი მოქმედების ადგილი და თორნიკე სულ მალე ყველა მშობელს იცნობდა, იტანდა კეკლუც დედებს , უკვე ვერ იტანდა იმ ბიჭს ქალბატონს რომ დაუახლოვდა . მალე ალბათ გამოუცხადებდნენ შეყვარებულები ვართო და სერიოზულად დარდობდა ამ საკითხზე, ბიჭები რომ დასცინდონენ უფრო ბრაზობდა ვერ ხვდებოდა რატომ არ ესმოდათ მისი წუხილი. მართა კი ისე აიგნორებდა ხოლმე უფრო უშლიდა ნერვებს, სულ აურია ტვინი. თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, კესო ბედნიერი იყო მასთან ბევრ დროს ატარებდა და ყველაფერი თითქოს მოგვარდა,მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა.
დილიდან წვიმდა, უკვე საკმაოდ ციოდა და შემოდგომის კოლექციაზეც გადავიდა ქალბატონი კესარია. დილიდან უცნაურ განწყობაზე იყო, თორნიკემაც შენიშნა ეს და თავადაც გაუფუჭდა ხასიათი
-ცუდ ხასიათზე გაიღვიძე პატარავ?
-დღეს ბარბარეს დაბადების დღეა, გასართობ ცენტრში უნდა წვაიდეთ . ვერ გავიგე მართა მომყვება თუ შენ
-მართა გამოგყვება, მე დღეს საქმეები მაქვს. ქალაქიდან მომიწევს გასვლა ... წავედით? მე გაგიყვან - არც უკითხავს ისე აიღო მართას ხელჩანთა და ქოლგა .
-არაა საჭირო
-ვინმეს თუ ელოდები დარჩი მაშინ
-არ ველოდები
-აბა რა პრობლემა გაქვს ... წვიმს , გაცივდები და გაგვაციებ ყველას - მანქანაში ჩასვა კესარია და შემდეგ დაიკავა თავისი ადგილი.
ჯერ კესო მიიყვანა, შემდეგ მართას სკოლისკენ წავიდა , საცობი იყო და შეჩერება მოუხდათ
-კესოს რომელი ძაღლი მოსწონს ...
-ყიდვა გადაწყვიტე?
-ალერგია ხომ არ გაქვს
-არა ... ჰასკი უნდა . თუ უყიდი ძალიან გაახარებ , მაგრამ ორივე შენი საზრუნავი გახდება.
-შენ თამაშიდან გადიხარ?
-კიდევ ცოტა ხნით დავრჩები, კესარიას ნელ-ნელა შევაპარებ ამ ამბავს და შემდეგ წავალ ისე რომ გაქცევად არ მიიღოს
-დავიჯერო მოახერხებ ისე წასვლას რომ კესარია არ გაგიჟდება?
-კესარია არასდროს გიჟდება, გონიერია და შესანიშნავად ხვდება ყველაფერს . მთავარია შენ არ შეიცვალო ისევ ... დავიგვიანებ უკვე , სჯობს ფეხით გავიდე -მანქანის კარი გააღო ქოლგა გაშალა და გადავიდა- ლეკვს სანამ სახლში მოიყვან ვეტერინარს აჩვენე , ყველაფერი იყიდე რაც სჭირდება
-დარიგებებს რომ მაძლევს კიდე. ვნახოთ როგორ მოახერხებ მშვიდობიანად წასვლას... თან ჩემში ეპარება ეჭვი ნეტავ რა ჰგონია ბავშვს ვერ მოვუვლი? - ასე ხასიათ არეული შევიდა კაბინეტშიც. ათასი საქმე ჰქონდა და ბიჭებიც არ ჩანდნენ, ორივე სადღაც იყო წასული . იმ დღეს გადაიფიქრა ლეკვის ყიდვა, საღამოს გადაწყვიტა თავისუფლებით დამტკბარიყო და კლუბში წავიდა. ბიჭებიც იქ იყვნენ, შემდეგ ნატაშკაც გამოჩნდა თავის დაქალებთან ერთად იყო ვიღაცის წვეულებაზე . შანსს ხომ არ გაუშვებდა, თორნიკეს მიუჯდა გვერდით მათთან ერთად დაიწყო დალევა, ეხვეოდა , ცეკვავდა და ბოლოს ერთად აღმოჩნდნენ სასტუმროს ნომერში . კარს ზურგით მიეყრდნო და ხელი შემოხვია ქალის წელს, ტუჩებზე მისი ტუჩების შეხება იგრძნო , მერე მოშორდა და უკან დაიხია. იცინოდა და იშორებდა წვიმის წვეთებით დასველებულ პიჯაკს, ღილებს ნელა ხსნიდა და აშკარას ხდიდა რომ სრულიად შიშველი იყო
-ჯანდაბა ... იმედია ხვალ არ მეტყვი რომ შეგაცდინე
-როდის მითქვამს ?- ჩაიცინა და მისკენ დაიძრა . პერანგი სწრაფად მოიშორა , ერთი ხელი კეფაზე წაავლო , ტუჩებზე დააცხრა მეორე კი ბიკინის ზოლს გააყოლა და ისევ გაიცინა ქალის ათრთოლებული სხეულის შეგრძნებისას.
საშინლად მთვრალი იყო , ნატაშკა კი საშინლად ვნებიანი საყვარელი . წლების დაგროვილი გამოცდილებითა და მეტი სითამამით. თავის დაღწევის არც შანსი ჰქონდა და არც სურვილი, ქალის სხეულს და სურვილებს იყო მინდობილი. მისი ხმა ესმოდა და ბოლოს ენერგია გამოცლილი, სრულიად გამოფიტული საწოლზე დაეშვა . ნატაშკამ კი სიგარეტს მოუკიდა და შემდეგ ვისკის ბოთლი აიღო. შიშველი დააბიჯებდა სანამ ჭიქები არ იპოვნა და საწოლზე არ ავიდა
-უნდა ავღნიშნოთ ჩვენი პირველი ს.ქსი ... შემხასენე მერე მაშინ უფრო ახალგაზრდები და გიჟები რომ ვიყავით რატომ არ მივედით ბოლომდე ? - ჭიქა დაცალა და ხმამაღლა გაიცინა
-მაშინ ქალიშვილი იყავი და თავს იფასებდი
-იდიოტო ...რა ბოროტი გახდი რა გჭირს - ხმამაღლა გაიცინა და ფეხები მის მუცელზე დააწყო
-შევიცვალეთ, წლები გავიდა
-მალე კლიმაქსი დამეწყება ... დავჭკნები ვითარცა ყვავილი
-ნუ ატრ.კებ ...ბოლოს ყველა დავბერდებით
-არ მინდა ...
-დაბერების გეშინია ნატაშკა?- გაიცინა და მთვრალი მზერა მიაპყრო მოშიშლებულ მკერდზე-17 წლისას სულ სხვანაირი გქონდა ... იმპლანტები გაქვს ახლა?
-მინდოდა,მაგრამ შემეშინდა ოპერაციის და გამოვიქეცი- ისევ აკისკისდდა და ბალიშებზე დაეშვა- კიდევ კარგი შვილი მყავს თორემ უკვე ყველაფერი მომბეზრდა ... უაზრობა ხდება ვეღარ ვკაიფობ , ყველაფერი გავსინჯე, ყველაფერი რაც მინდოდა და მგონია რომ აღარაფერი დარჩა
-თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტი?
-კიი ... ჯანდაბა საშინლად დავთვერი. ვითიშები - სახეზე ჩაოისვა თითები და საბნის ქვეშ შეძვრა- ხვალ წასვლამდე საუზმე შეუკვეთე რაა ... უშაქრო ყავით
- უნდა წავიდე -დაიხარა , ერთხელ აკოცა და წამოდგა
-ჩაო - კოცნა გაუგზავნა , ბალიშს ხელი მოხვია და თვალები დახუჭა. არ დაუნახავს როგორ წავიდა თორნიკე , უკვე გათიშლს ეძინა ბატონი რომ გავიდა .
უკვე თენდებოდა და შეეძლო დარჩენილიყო, მაგრამ არ გამოსდიოდა სხვის გვერდით დაძინება. სახლში უნდა დაბრუნებულიყო, კესოს დილით დახვედროდა და მასთან ესაუზმა. არეული ნაბიჯებით მიუყვებოდა ეზოს, ისევ წვიმდა მართა კი აივანზე იდგა , მისი მზერა იგრძნო და ქვემოდან ახედა. ღამე იყო , არ ჩანდა მაგრამ იცოდა რომ თვალს არ აშორებდა. ზემოთ როგორც კი ავიდა მაშინვე აივანზე გავიდა , სიგარეტის ღერი პირდაპირ ტუჩებიდან აართვა ქალს და თავად მოიქცია ტუჩებსშორის. მოაჯირს მიეყრდნო და ერთი ხელი თმაში შეუცურა
-რაო უძილობა გაწუხებთ უიმედო სიყვარულით გადანჯულო ქალბატონო?- ჩაიცინა მართამ მისი ხელი რომ მოიშორა და ბრაზიანი მზერა მიაპყრო
-ყარხარ
-ხოო? და შენ რა იცი მე როგორი სუნი მაქვს ? იქნებ ესაა ჩემი ბუნებრივი არომატი - სიგარეტი თითებსშორის ჰქონდა მოქცეული , კვამლი მისი მიმართულებით გაუშვა და შემდეგ ტუჩები გაილოკა- ჯანდაბა ამ სიგარეტს შენი გემო აქვს?- ისე დახედა ღერს თითქოს პასუხს მიიღებდა- მმმ უცნაურია
-გულისამრევი ხარ - ზურგი აქცია და კარისკენ დაიძრა თორნიკე მკლავში რომ წვდა. ძლიერად მოუჭირა და თავისკენ მიიზიდა
-მაინც რატომ გირევ გულს- ახლოს მიიზიდა, ერთი ხელი წელზე მოხვია მეორეს კი ყბაზე უჭერდა - ისე მიყურებ თითქოს სურვილით არ იწვოდე- ისე დაიხარა თითქოს კოცნას აპირებდა , მართას ტუჩები გაეპო, თვალებგაფართოებული უყურებდა და მოძრაობასაც ვერ ახერხებდა - რომ გგონია ყველას აბრმავებ სწორედ მაშინ ჩნდება შენი ნამდვილი სახე - იმდენად ახლოს იყო ყურზე ეფრქვეოდა მისი სუნთქვა, წამით ტუჩების შეხებაც იგრძნო. მისგან წამოსულ სურნელს გრძნობდა და გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა ქალის მოტკბო სუნამო, ალკოჰოლი, სიგარეტი ყველაფერი ერთმანეთს შერეოდა . მისი ეს მდგომარეობა და საკუთარი უსუსურება აგიჟებდა. ხელი ჰკრა და უკან დაიხია
-მთვრალი ხარ, გალეშილი და ტვინიც გათიშული გაქვს . იმედია საწოლამდე მიაღწევ და სადმე არ აილეწები
-გაიქეცი , დაიმალე იქნებ მართლა შეძლო თავის დაღწევა
მართა მიდიოდა, მაგრამ არ იცოდა , წარმოდგენა არ ჰქონდა თორნიკე რას გულისხმობდა. ოთახში შევიდა , კარი მიხურა და დიდხანს ელოდა დამშიდებას. თორნიკეს კი აივანზე დაათენდა, ვერ შევიდა საძინებელში . აივანზე მდგომ სავარძელში ჩაეძინა და გაიყინებოდა მართას პლედი რომ არ დაეფარებინა. მზე ამოდიოდა ის კი იჯდა და უყურებდა გალეშილ, სხვა ქალის სურნელით გაჟღენთილ კაცს , რომელიც პირველივე დანახვისთანავე შეიჭრა პატარა გოგონას გონებაში. დიახ , ჯერ გონებაში შეიჭრა და შემდეგ გულში. ასეთი იყო მართას აზრი , რადგანაც ფიქრები გონებიდან მოდიოდა ჯერ ტვინმა დაიწყო ფიქრი და შემდეგ დაეწყო გულის აჩქარებები. ყოველი შეხვედრის შემდეგ სულ უფრო და უფრო რთულდებოდა მისი მდგომარეობა. შორიდან უყვარდა, ისე შორს იყო რომ ბიჭს მის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა . ეს არ იყო ნორმალური და სწორედ ამიტომ არ უბრძოლია არასდროს, თავისთვის , ჩუმად გულში უყვარდა . ზოგჯერ საერთოდ არ თვლიდა საკუთარ გრძნობას სიყვარულად, მაგრამ ფაქტი ერთი იყო ახლა იმაზე მეტად უყვარდა ვიდრე ოდესმე და თან სძულდა , ეზიზღებოდა ასეთი დაცემული, მარტოსული, დატანჯული ამაშუკელი. ლილეს გარეშე რომ დაცარიელდა და მხოლოდ არსებობა განაგრძო, მხოლოდ ხორცით და არა სულით.
9...........
ლეკვის არჩევა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე იფიქრებდა, შემდეგ დარიგებებს ისმენდა, ვეტერინარი იპოვნა და იქაც მოუსმინა რჩევებს. დაიმახსოვრა რა უნდა გაეკეთებინათ საყვარელი ნაცრისფერთვალება მეგობრისთვის , რომ ჯანმრთელი ყოფილიყო და უსაფრთხოდ ეთამაშა კესოსთან. საჭმელი უყიდა, საყელური, საწოლი და სახლიც კი . ბოლოს კალათში ჩასვა და რომ არა მისი საყვარელი თვალები ალბათ სადღაც მოისვრიდა. წარმოიდგენდა როგორ გაუხარდებოდა კესარიას და სხვა აღარაფერი აინტერესებდა. ქალბატონი მართამ წაიყვანა სკოლიდან, მთელი დღე არ ჰყავდა ნანახი და სახლშიც რომ შევიდა გაბუტული დახვდა. სამზარეულოში იჯდა, მართას ორცხობილებს ელოდა და არც შეუხედავს თორნიკესთვის
-მამას გოგო გაბრაზებულია ? - კედელს იყო მიყრდნობილი, კალათი კი ზურგს უკან ეჭირა- პატარაავ
-დილას ისე წახვედი არ მნახე ... გაგებუტე
-იმიტომ რომ სიურპრიზს გიმზადებდი
-სიურპრიზს?- წამსვე გახედა და ძაღლმაც დროულად დაიყეფა- მანდ რა გაქვს? მაჩვენე ...ყეეფს? ლეკვია? - ხტუნვა დაიწყო მერე თორნიკემაც ამოუშვა გაბაბთული ქალბატონი კალათიდან -ჩემია? ლეკვი მიყიდეე? რა ლამაზია ...ზუსტად ისეთია როგორზეც ვოცნებობდი...ყველაზე ლამაზია , ყველაზე საყვარელი - არც შეშინებია ისე უცებ მივიდა და მოფერება დაუწყო- მე და შენ სულ ერთად ვიქნებით...მოგეფერები, ვისეირნებთ იცი როგორ მეყვარები?- თავზე გადაუსვა ხელი და მერე თორნიკეს ახედა
-მამიკოს არ უნდა აკოცო ერთი? - დაიხარა და ლოყა მიუშვირა საკოცნელად. მანაც არ დააყოვნა, თავისი პატარა ხელები ყელზე შემოხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა
-მიყვარხარ - ჩაეხუტა და მერე ლეკვიც რომ მივიდა ისიც აიყვანეს
მართა შორს იდგა, უკვე ძალიან შორს იყო და მაინც იღიმოდა. ზოგჯერ არ იცოდა რომელი უფრო მეტად უყვარდა , მაგრამ კესო მაინც სხვა იყო მასთან გაუცხოებას ვერ გადაიტანდა ამიტომ სჯობდა დროულად წასულიყო, მეგობრის სტატუსი მოერგო და ხშირად დალაპრაკებოდა ვიდრე დარჩენილიყო და ყველაფერი აერია.
ახალი ოჯახის წევრი მალევე შეეჩვია ყველაფერს. მისი მოვლა-პატრონობა საკმაოდ ბევრ ენერგიას მოითხოვდა,მაგრამ ყველაფერს სწორად აკეთებდნენ და ისიც კარგად იქცეოდა . კესოს სულ თავისთან ჰყავდა, მასთან თამაშობდა , ელაპარაკებოდა, ეფერებოდა თითქოს ახალი მეგობარი გაუჩნდა . მასზე ზრუნვაც შეეძლო და მასთან სუაბარიც , რაც მისთვის წამალივით იყო.
დრო ისევ სწრაფად გადიოდა, თითქოს სხვადასხვა ფერი იყო, კესოსთვის დატვირთული ,მაგრამ მაინც ერთფეროვანი. გადიოდა სწრაფად , მიჰყვებოდა შემოდგომის წვიმიან დღეებს და სულ უფრო ახლოვდებოდა მართას წასვლის დრო. ნელ-ნელა შორდებოდა, სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებდა მასთან, ნაკლებად დამოკიდებულს ხდიდა , უნდოდა გადაჩვეოდა , მაგრამ ასე მარტივი არ იყო .
დილით უკვე ძაღლის ხმა აღვიძებდა . თორნიკე კესოს გვერდით იწვა და მათ შორის , საბანზე კომფორტულად იყო მოკალათებული ლედი . მართა კართან იდგა ცოტა ხნით უყურებდა შემდეგ კი გადაწყვიტა რომ სახლიდან დროზე ადრე უნდა წასულიყო . გარეთ წვიმდა, ღრუბლებით იყო ცა დაფარული და ძილის მოყვარულ მამა-შვილსაც არ ეღვიძებოდა. დიდი სიამოვნებით ნახავდა თორნიკეს გვიან რომ გაიღვიძებდა და მარტო დაიწყებდა კესოს მომზადებას, მაგრამ დარჩენა არ შეეძლო. ქურთუკი ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. პირველი გაკვეთილი არ ჰქონდა ამიტომ კაფეტერიაში დაჯდა და ჩაი შეუკვეთა.
თორნიკეს ცხრის თხუთმეტ წუთზე გაეღვიძა ისიც ლედის დამსახურებით, ყეფდა ჭექა-ქუხილის გამო და საათს რომ შეხედა ლამის საწოლიდან გადავარდა.
-კესუნა ... კეოს გაიღვიძე სკოლაში დაგაგვიანდება და დღეს პირველი ტესტი გაქვს. ჯანდაბა მართა სად წახვედი , შენც დაგეძინა? ღრიალებდა და ნახევრად მძნარე ბავშვს მიარბენინებდა სააბაზანოსკენ - უცებ ,უცებ თორემ დავაგვიანებთ , დაგვიანება არ შეიძლება
-მეძინებაა
-წყალი შეისხი და გამოფხიზლდები
-მართა სად არის?- დაამთქნარა და წყალი მოუშვა. თმები გაწეწილი ჰქონდა, პირი დაიბანა,მაგრამ მაინც ეძინებოდა. თორნიკემ ძლივს დავარცხნა თმა
-ვერ ვკრავ და გაშლილი რომ გქონდეს? ნაწნავი გავაკეთოთ - უცებ მოიფიქრა და თან ტანსაცმელს უყურებდა- ჩაიცვი შენ ... მე წავალ ტოსტს გაგიკეთებ .
-მართას დავურეკავ
-გაკვეთილი აქვს შეიძება ან თათბირია დილით ... ასე იციან ხოლმე მასწავლებლებმა რამე რომ ხდება გაკვეთილების დაწყებამდეც იკრიბებიან - უცებ გააკეთა ყველაფერი , მაგრამ მიხვდა რომ თავად არ ეცვა, პირიც არ დაუბანია და როგორც კი დასვა კესო მაშინვე საძინებლისკენ გაიქცა. ლეკვი რომ გაეკიდა ყეფით მერე მიხვდა მისთვისაც რომ უნდა დაეყარა საჭმელი , ჯამი ფეხით გასწია და სწრაფად აავსო - რას მიყურებ ჭამე ... მერე მარტო დგატოვებ და მეტი არ მინდა რამე დაღრღნა შენი სათამაშოების გარდა . კუდი გააჩერე , ჩემზე ვერ იმოქმედებ
-წავედით?
-წავედით ხო
-ქურთუკს არ იცვამ? გარეთ წვიმს
-ხო ხო რა თქმა უნდა - უცებ აიღო ტყავის მოკლე ქურტუკი და კესოს ხელი ჩაკიდა -წავედით...წიგნები ხომ გაქვს ჩანთაში
-კი ,წუხელ ჩავალაგე
-კარგი გოგო ხარ - მანქანაში ჩასვა და თავზე აკოცა
ბავშვი სანამ არ დატოვა ოთახში მანამ ვერ ამოისუნთქა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და თავზე გადაისვა ხელი . დერეფანში იდგა ერთ-ერთმა მშობელმა რომ შეაჩერა
-თორნიკე , როგორ ხარ ? კარგია რომ მოხვედი ... ხვალ თეატრში მიგვყავს ბავშვები. შაბათია და დრო გვაქვს ყველას , თქვენც ხომ წამოიყვანთ? შემდეგ სადმე გავივლით ალბათ
-წამოვალთ , აუცილებლად ... შესანიშნავი აზრია
-კარგიი , დეტალებს მოგწერთ. მართას ნომერი მაქვს, თუმცა კი ვისაუბრე უკვე მასთან ... მეგონა გითხრათ
-როგორც სჩანს დაავიწყდა, ან თავად წამოიყვანს . ნახვამდის - ქალს დაემშვიდობა და სწრაფად გაუყვა გრძელ დერეფანს, ისედაც მშიერი იყო , მოუწესრიგებელი და ბოლოს დამაგვირგვინებელი გამოჩენა ჰქონდა ბატონ დირექტორს .
-თორნიკე ერთი წუთით ... გამარჯობა. დიდხანს არ შეგაყოვნებ, გუშინ მართას კაშნე დარჩა და თუ არ შეწუხდები -გაახსენდა წინა ღამით როგორ ფორმაში დატოვა სახლი ქალბატონმა და წამსვე სისხლი გაეყინა ლამის იქვე დაახრჩო მომღიმარი დირექტორი , ერთ-ერთ მასწვალებელს რომ ელოდა რომელსაც ქაღალდის პატარა პარკი მიჰქონდა- მადლობა ლანა
-გადავცემ აუცილებლად- უცებ გამოართვა და წავიდა- შენი დედაც... სემესტრი როგორც კი დასრულდება მაშინვე წავიყვან . კესოს გამოყენებაღა გაკლდა...კესო კი არა მე მიყენებენ აქ ისე თითქოს კურიერი ვიყო - საჭეს გაშლილი ხელი დაარტყა და შემდეგ სწრაფად დატოვა იქაურობა.
მართას საძინებელში რომ შევიდა კარადასთან ჩემოდანი დაინახა , არც დაფიქრებულა ისე გახსნა , სავსე იყო . კარადაც თითქმის დაცარიელებული დახვდა . ხელში ისევ ეჭირა ქაღალდის შეკვრა რომელიც ძირს დააგდო და ნერვებმოშლილმა მიმოიხედა
-ნეტავ სად მიდიხარ , რა აზრები გიტრიალებს გონებაში. ალბათ რომელიმე ბიჭთან ერთად გადიხარ ქალაქიდან , შენსას კაცი რას გაიგებს. ჯერ ხომ არ წახვალ, ასე გაუფრთხილებლად ...ჯერ არც დამხმარე მიპოვნია . თუმცა ხელს რა შეგიშლის, ალბათ კესოს რაღაც ისეთი უთხარი რომ დაითანხმე , გიშვებს და მე რომ გამაგიჟებ ეგ გადარდებს? - კარადის კარი ხმაურით დახურა, შემდეგ კაშნე აიღო , თხელი ნაჭერი მუჭში მოიქცია ისე მიისანა სახესთან არც უფიქრია რას აკეთებდა- ჯანდაბა - თვალები დახუჭა და ნაცნობი სურნელი შეისუნთქა- რას აკეთებდი გუშინ ბატონ დირექტორთან
-აქ რას აკეთებ?- ნაბიჯების ხმა რომ გაიგო დანაშაულზე გამოწერილი ბავშვივით დარჩა,მაგრამ არ დაბნეულა . ქალს მიუახლოვდა და ყელზე შემოხვია კაშნე-თორნიკე
-ეს დაგრჩა ბატონ დირექტორთან ... სხვათაშორის ჩემთვის არ გითქვამს ასე ახლოს თუ იყავით
-სტუდენტობისას გავიცანი ... მადლობა რომ მომიტანე- გვერდი აუარა და კაშნე კარადის ერთ-ერთ უჯრაში ჩადო - ჩემოდანი გინახავს- გახსნილ ელვას დააკვირდა და შემდეგ თორნიკეს შეხედა
-სად მიდიხარ?
-მეგობრებთან ერთად აგარაკზე ... ნაკოს, ჩემი დაქალის დაბადების დღეა
-ხვალ კესო თეატრში რომ უნდა წავიდეს?
-შენ წაიყვან
-გინდა რომ ამდენ ქალთან ერთად ვიარო თოჯინების თეტრში თუ სადღაც?
-მე არ მინდა , საჭიროა ...
-გეყოფა უკვე ... არაა საჭირო
-რა არ არის საჭირო ? მე მივდივარ , დღეს ვარ შეიძლება ხვალ აღარ ვიყო . კესოს თავისუფალ დროს შევხვდები და შენ მოგიხდება მასზე ზრუნვა
-ზედმეტი მოგდის, წასვლამდეც გაურბიხარ და შეიძლება ჩემთანაც იყოს და შენთანაც...ამ დილაადრიან რომ გავარდი სახლიდან და მე შემატოვე ყველა საქმე გგონია ვერ ვხვდები? ყოველდღე ასე იქცევი, სადღაც ტყდები ისე თითქოს ძალიან მოგწონდეს გარეთ ყოფნა
-შენ არ იცი მე რა მიყვარს ... ხვალ მივდივარ და ვერ ვხვდები რა გინდა. მაიძულებ რომ დავრჩე ? მაშინ კესოსაც თან წავიყვან ...სხვა დროს წავა თეატრში კლასელებთან ერთად . ჩემთან ერთად ისედაც ბევრჯერ იყო ასე რომ თუ დრო არ გაქვს და არ გინდა ბავშვებთან ყოფნა პრობლემა მოგვარდება
-თავს ნუ ისულელებ - კარადას ისე მიარტყა მუშტი მართა უკან გახტა- მორჩი კესარიასგან შორს ყოფნას ... ჰგონია რომ აღარ გინდა მასთან ყოფნა და რა გინდა რომ ჩემი ადგილი დაიკავო? შენზეც გაბრაზდეს და ისე წახვიდე რომ აღარც დაგელაპარაკოს?
-შენ რატომ დარდობ ამაზე... კესარია შენთან
-მე კესოზე ვდარდობ ... ადრე სულ მასთან იყავი და ახლა ისე იქცევი თითქოს სულერთია . კარგად ვიცი როგორია როცა გგონია რომ შორს ყოფნით არ ავნებ, მაგრამ სინამდვილეში სულ უფრო და უფრო შორს მიდიხარ ბოლოს თავად გაგრიყავს . შესაძლოა მართლაც დაგღალა მზრუნველი ქალის როლმა და გართობა მოგინდა შენი კაცების ურიცხვ არმიასთან - ჩაიცინა და უკან გადადგა ნაბიჯი - კესოს გული რომ ატკინო ვერ გადაიტანს და მე არ მაქვს იმის ძალა რომ შენ მიერ მიყენებული ტკივილი გავუქრო
-რა მარტივია უცებ მოგინდეს შვილის სიყვარული, ორი დღე მასთან გაატარო, გააკეთო ყველაფერი რაც უნდა და დაგავწყდეს თავად როგორ ტკენდი გულს. შენ არ გაქვს უფლება ჩემს სიყვარულში ეჭვი შეიტანო, არც ჩემთან ასე საუბრის უფლება გაქვს და მე უკანასკნელი ვიქნები ვინც კესოს ატკენს
-წმინდანი მართა... უფრთო ანგელოზი . იცი კიდევ რამდენი ობილი ბავშვია? დავიჯერო კესოსგან რომ წახვალ სხვამ რომ შემოგთავაზოს სხვისი შვილისთვისაც იგივეს გააკეთებ? რა თქმა უნდა არა და შენ ეს მშვენივრად იცი , იცი რა მიზანიც გქონდა
-მაინც რა მიზანი მქონდა , რა გგონია მოხუც ქალთან მარტო მიგდებული ბავშვისთვის სითბოსა და სიყვაურლის მიცემის გარდა რა მიზანი უნდა მქონოდა. ხო შენთვის რთული წარმოსადგენია , ისე მარტივად დააყენე საკუთარი ტკივილი მის ტკივილზე წინ. გგონია პატარა რადგან იყო ვერაფერს გრძნობდა? საერთოდ გინახავს სიცხიანი როგორ ბოდავს ღამე? გინახავს გაციებული? გინახავს კბილი როგორ ამოუვიდა? გინახავს როგორ გაიარა? პირველი სიტყვა როგორ თქვა? მინდოდა მამა მესწავლებინა , მაგრამ შენ არასად იყავი და პირველი სიტყვა ბები თქვა . მოხუც ქალს , რომელსაც თავად სჭირდებოდა მზრუნველობა ბავშვი მიუგდე თქვი ჩემთან ცუდი განწყობაა, მე ცუდად ვარ და ბავშვი დაისტრესებაო და წახვედი. ახლა უკვე გაზრდილი წამოიყვანე და გგონია რომ უფლება გაქვს მე მელაპარაკო კესოს სიყვარულზე? - თვალები ამღვრეული ჰქონდა, ყელზე ძარღვები დაებერა, ხმამაღლა ლაპარაკობდა და თავის შეკავება უკვე უჭირდა. ზღვარზე იყო , მოთმენა აღარ შეეძლო და საერთოდ აღარ უნდოდა თორნიკეს სახის დანახვა- შენ უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო ! - ამღვრეული მზერა გაუსწორა და წავიდა, თავი დახრილი ჰქონდა უკვე ცრემლები მოსდიოდა. მთელი სხეული გაეყინა, გული ისე უცემდა ტკივილს გრძნობდა . არ იცოდა სად მიდიოდა, მაგრამ იქ გაჩერება არ შეეძლო . აღარ შეეძლო თორნიკეს დანახვა, მასთან ახლოს ყოფნა, ვერ იტანდა ასეთს, ეზიზღებოდა და საკუთარი თავი უფრო მეტად ეზიზღებოდა მის გაქრობას რომ ვერ ახერხებდა.
ჯერ მშვიდად იდგა შემდეგ ღრიალი დაიწყო და მანამ ურტყავდა კედელს მუშტს სანამ არ დამშვიდდა. ღრმად ჩაისუნთქა და სახლიდან წავიდა. ეს ქალი ისეთს მართებდა სხვას რომ არავის არასდროს გამსოვლია, ვერაფერს უხერხებდა არც ჩხუბი ჭრიდა, არც იგნორი, არც დაკვირვება,გაჩერება ყველანაირად აგიჟებდა თითქოს ამარცებდა, მიწასთან ასწორებდა და რომ ტიროდა მაშინაც კი თავად იყო მოგებული. ეზიზღებოდა მისი ცრემლები, ვერ იტანდა საკუთარ თავს მაშინ ასე რომ ექცეოდა და თან სხვანაირად არ შეეძლო, ვერ დაკბებოდა, ვერ დათბებოდა მერე იმედს მისცემდა და მერე ? მერე რა უნდა გაეკეთებინა , მართა უნდა წასულიყო . იცოდა რომ მისი წასვლა იყო საჭირო მშვიდად რომ გაეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ საკუთარი სურვილები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ . სწორედ ეს ურევდა ტვინს, მართა თან აცოფებდა, თან ამშვიდებდა . იცოდა რომ კესარიას მის იმედზე დატოვებდა, ენდობოდა, ეყრდნობოდა და თან ვერ იტანდა კესოს ასე რომ უყვარდა. მისი გრძნობები აღიზიანებდა , მაგრამ თან ებრალებოდა. წამით მის ადგილას წარმოიდგენდა თავს , ხვდებოდა რომ არაკაცივით იქცეოდა. ხომ შეეძლო უბრალოდ დაევიწყებინა , ის ხომ არაფერს აკეთებდა მეტიც სხვებს ხვდებოდა, სულ ვიღაცასთან ერთად იყო , მაგრამ ესეც აბრაზებდა. უკვე ვეღარ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ მართას გამოჩენა , უბრალოდ მისი საელის გაგონება და ქაოსის შექმნა ერთი იყო.
-რა სახე გაქვს შე ჩემა
-რომელი წახვალთ იმ აპარატების ჩამოსატანად...ფესტივალზეც უნდა წახვიდეთ . მე ვერსად გავალ , აქ დავრცები და მივხედავ ყველაფერს თქვენ შეგიძლიათ გაიგულაოთ - დააიგნორა ნიკას კითხვა და სავარძელში ჩაეშვა
-ჩვენ კი წავალთ , მაგრამ შენ ასეთი სახით რატომ ხარ დილიდან
-მე კი ვიცი ამას რაც სჭირს,მაგრამ
-მაინც რა მჭირს , ნეტავ შენ რა იცი მე რა მჭირს
-მართა გჭირს შენ კარგა ხანია...ჯერ კიდევ მაშინ დაგემართა სულ პირველად რომ ჩახვედი სოფელში ბავშვის სანახავად და ის გოგო დაგხვდა იქ . არადა როგორი კარგი გოგოა , რას უბღვერ, რას ერჩი არ მესმის...რა დაგიშავა ბავშვს საკუთარი შვილივით უვლის
-სწორედ ეგ დამიშავა. მართა დედამისი არ არის და ლილეს ადგილის დაკავების უფლება არავის აქვს ! - ისე დაიყვირა გარეთაც ისმოდა ხმა
-რა გაღრიალებს ... ლილე არ არის და სხვა ვერ იქნება ლილე ,მაგრამ ადამიანებს გვჭირდება გვერდით ვიღაც ვინც შეგვიყვარებს, ჩვენთან იქნება, გვერდით დაგვიდგება და
-ასე ძალიან თუ მოგწონთ შეგიძლიათ წაიყვანოთ...შესანიშნავი დედა იქნება . მოიფიქრეთ ოღონდ რომელს უფრო მოგწონთ
-შენ შ.გ ხო არ გაქ ბიჭო...სულ შეიშალე ხომ? საერთოდ წახვიდე ახლა სჯობს სანამ შემომაკვდები
-მივდივარ ...ტვინს ტყ.ავტ უკვე ყველა
-წადი...წადი საერთოდ მოშორდი ცივილიზაციას . საერთოდ ფსიქიატრიული გჭირდება შენ
ბიჭებიც დატოვა და კესოსთან სკოლაში წავიდა. დროზე ადრე მივიდა, მანქანაში იჯდა და ელოდა ფანჯარაზე რომ მიუკაკუნეს , ფიქრებიდან გამოარკვია ნატაშკას დანახვამ. ანიშნა დაჯექიო და ისიც მალევე მოთავსდდა მის გვერდით
-როგორ ხარ თორნიკე ?-ლოყაზე ხანგრძივად მიაწება ტუჩები და ხელიც მოხვია
-გააჩნია დრო თუ გაქვს-თითები ყელზე შეუცურა და ცერი ქვედა ტუჩზე გადაუსვა
-გააჩნია რისთვის- თითი ტუჩებსშორის მოიქცია და მერე გაიცინა -ჯანდაბა , ასე არ შეიძლება
-რა არ შეიძლება , სკოლის გახსენება?
-ჩემი გოგონა აქ სწავლობს
-ჩემიც- უყურებდა და ტვინს ურევდა ქალს . პასუხს არ დალოდებია , მანქანა დაძრა და დიდი სიჩქარით დატოვა ტეროტორია. მოშორებით შედარებით მშვიდ ადგილას გააჩერა და ნატაშკაც მარტივი მოძრაობით აღმოჩნდა მასსა და საჭეს შორის მომწყვდეული
-ამ ასაკში რომ დაგაჯარიმონ აქ ჟ.მაობ.სთვის - კოცნიდა და თან იცინოდა- ჯანდაბა ასე ვინ გაგაბრაზა - კვნესა რომ შეეკავებინა ტუჩზე იკბინა და თითები მოუჭირა მხრებზე
-ჩშშ - თითებს მოშიშვლებულ საჯდომზე უჭერდა , ტუჩებს უკოცნიდა ხმა რომ ჩაეხშო და ნელ-ნელა გრძნობდა როგორ თავისუფლდებოდა უარყოფითი ემოციებისგან. ბოლოს ქალის ყელში ჩამალა სახე და მისი კვნესა ყურში ჩაესმოდა. იქვე დაუტოვა კოცნის კვალი ნატაშკამ და შემდეგ უკან გადაიწია
-წავედით თორემ ათასი გეგმა მაქვს - ჯერ კიდევ ღრმად სუნტქავდა, სხეული უცახცახებდა და ძლივს გაისწორა კაბა. მოსაცმელიც ჩაიცვა და თმებიც შეისწორა. წუთებში მოახერხა ყველაფერი მათ შორის დამშვიდებაც - იმედია უკეთ ხარ და მაინც რომ იცოდე არაფერი ღირს ჩვენს ნერვებად ძვირფასო ... ეცადე გაანადგურო პრობლემა, ან თუ არ გვარდება შენს დიდ ღირსებაზე დაიკიდო - ისევ გაუღიმა , ლოყაზე აკოცა და ეზოს მოავლო მზერა
-შენ არ იცვლები ! სიბერეზე არც იფიქრო , სანამ ასე გააგრძელებ არ დაბერდები - თვალი ჩაუკრა და ღიმილით გააცილა.
მანქანიდან როგორც კი გადავიდა მაშინვე ტანის რხევით გაუყვა გზას შესასვლელისკენ. გზად ნაცნობი შეხვდა, მას გამოელაპარაკა და ისე შევიდა შენობაში უკან აღარ მიუხედავს. თორნიკეს დრო ისვე ჰქონდა, სიგარეტის მოწევაც მოასწრო, მოწესრიგდა კიდეც და შემდეგ გამოჩნდა ქალბატონი კესარია. მანქანაის უკანა სავარძელზე დაჯდა , ღვედი თავად შეიკრა და თორნიკეს მიმართა
-წავედით სწრაფად, ლედი ალბათ მელოდება ...
-აღარ წვიმს მგონი და შეგვიძლია გავასეირნოთ
-არაა...დაისვრება. თანაც მართას უნდა გავყვე საღამოს მაკუნასთან . ხვალ ნაკოს დაბადების დღეა და კაბას არჩევს
-როგორც ყოველთვის ყველაფერი იცი არა? შენი მართა სადაც დადის და რასაც სჩადის
-სჩადის რას ნიშნავს?
-აკეთებს ანუ?
-ხოო ... თითქმის ვიციი . ახლა სახლში იქნება , ტორტი უნდა გამოვუცხოთ ნაკოს . მე უნდა მივუტანო დღეს
-მოვიდა და წავიდა ...შენი ტორტი სულ არ ახსოვდა - ჩუმად თქვა და ისევ მიხვდა რომ ნერვები ეშლებოდა- აღარ გვინდა მართაზე ლაპარაკი. გიყიდო რამე ? ხომ არ გინდა პიცა, ფრი, ჰამბურგერი ან რამე რა ვიცი
-არა , არაფერი ...
სახლში რომ შევიდნენ ლედი წამსვე ყეფით შეეგება პატარა ქალბატონს. ისიც ეფერებოდა და მასთან ერთად მიაბიჯებდა მეორე სართულისკენ. ბავშვი და ძაღლი დატოვა , საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა . სააბაზანოში შესვლას აპირებდა , უკვე ნახევრად შიშველი იყო მართას მხიარული ხმა რომ გაიგო და თითქოს ტვინში სისხლი ჩაექცა
-გამოიცვალე, მერე ხელები დაიბანე , სადილი მაქვს მომზადებული შენთვის შემდგე კი ტორტს მივხედავთ . მე უკვე კრემი გავამზადე, ბისკვიტები დავიწყოთ და მერე შენ მორთავ ხო? ჩემო სიყვარულო- საშინაო ფორმაში იყო, შარვალი და მაისური ეცვა . იატაკზე იჯდა, ლეკვს ეფერებოდა მერე კესო ჩაიკრა გულში . მისი ყურება აღარ უნდოდა, უკან დაბრუნდა და ოთახიდან აღარ გასულა .
შხაპის შემდეგ საწოლზე დაწვა და ლილეს სახეს შეხედა . ჯერ ჩუმად იყო , შემდეგ ხმები გაიგო და თვალები აატრიალა
-გესმის ? შენი შვილი მიითვისა...მივდივარო და რამდენი თვე გავიდა. რატომ არ მიდის? გეგმა აქვს , რაღაცებს ხლართავს, უნდა გამაგიჟოს და შემომაკვდება . შენ ხომ იცი რომ ყველაფერს იმსახურებ...ხო ხო იმსახურებ იმაზე მეტს ვიდრე ახლა ვაკეთებ. არადა ეჭვიანი იყავი , მეგონა რომ სხვა ქალს არ დაუთმობდი ჩემს თავს შენ კი ... ჯანდაბა ვზივარ აქ გელაპარაკები ს.რივით და რა ? არაფერი ...ერთ დღეს ეს ნახატიც გაქრება კედელი გადაიღებება და აქაც მორჩები ! გაივლის დრო და მორჩები
.............
როგორი იყო ტორტის მზადების პროცესი? ეს იყო დრო როდესაც მართა და კესარია ივიწყებდნენ ყველა პრობლემას , რთავდნენ მუსიკას , იწყებდნენ ცეკვას, სიმღერას . ყველაფერს სინქრონში აკეთებდნენ, ისე თითქოს გადაღება ჰქონდათ ,დადგმული სცენარი იყო და ძალიან ბევრჯერ ივარჯიშეს წინასწარ. კესომ იცოდა რომ მეტწილად ცეკვა-სიმღერა იყო მისი საქმიანობა, მაგრამ აკეთებდა იმას რაც შეეძლო , მიჰქონდა საჭირო ნივთები , ინგრედიენტები ზეპირად იცოდა ,ზოგჯერ მართას ახსენებდა კიდეც შემდეგ კოცნას იმსახურებდა.
მაგიდაზე იდგა მართას სიმაღლე რომ გამხდარიყო, პატარა ტანს ისე არხევდა სიცილს ვერ შეიკავებდით. მართაც იქვე იყო, თან უკვე გამოყენებულ ჭურჭელს იღებდა და თან ცეკვავდა. ყველა ნაბიჯზე ეტყობოდა რომ ოდესღაც პროფესიონალი იყო . მთელი სხეულით ყვებოდა სიმღერის რიტმს , იცინოდა და კესოს თვალს არ აშორებდა . ბოლოს ბისკვიტი ღუმელში შედო, კარი მიხურა და ბავშვი ხელში აიყვანა. ტრიალებდა, კოცნიდა , ფეხისწვერებზე იდგა და მუსიკას კესოს კისკისის ხმა ერთვოდა.
თორნიკე კი ამ დროს კარში იდგა , გრძNობებ არეული ,სრულიად შეშლილი და თან ცარიელი. მარტო’სული იყო ...ხედავდა ორ ერთნაირს , ერთმანეთისთვის წამალი რომ იყვნენ, ტკივილს რომ აქრობდნენ ...ხედავდა როგორი ბედნიერი იყო კესარია და მაინც ვერ იტანდა მართას მის გვერდით. ლილე უნდა ყოფილიყო იქ, ლილე ოცნებობდა მთელი ცხრა თვე გოგონაზე რომელიც თორნიკეს დაემსგავსებოდა, მაგრამ ცეკვა დედასავით ეყვარებოდა, ოცნებობდა მის კისკისზე, მის კოცნაზე, მოფერებაზე, ჩახუტებაზე, მასთან ერთად შოპინგზე ....ახლა კი ის არ იყო და მის ნაცვლად სრულიად უცხო ქალი იდგა ,რომელიც თორნიკეს დამსახურებით აღმოჩნდა კესარიას გვერდით. თავად რომ არ გამოეჩინა სისუსტე, ტკივილი დაევიწყებინა და ბავშვისთვის მიეძღვნა ყველა შემორჩენილი გრძნობა ახლა მხოლოდ ორნი იქნებოდნენ .
უნდოდა შესულიყო, მუსიკა გამოერთო ,რაღაც საშინელება ეთქვა მართასთვის, არ მიეცა კესოს მასთან ერთად წასვლის საშუალება ,მაგრამ ხვდებოდა რომ ქალიშვილს ისევ გაანაწყენებდა . უკან დაიხია , საძინებელში დაბრუნდა და დარჩა სულ მარტო, მარტო ლილუს მომღიმარ სახესთან ერთად.
............
კესო აგარაკზე არ გაუშვა. თავად წაიყვანა თეატრში და შემდეგ ბავშვებთან ერთად გაატარა მთელი დრო . სახლში საღამოს დაბრუნდნენ, კესო მხიარული იყო,მაგრამ გადაიღალა და თორნიკეს ხელში აყვანილი მიჰყავდა. თავი უსკდებოდა ბავშვების ყიყინისა და ქალბატონების ჭორაობის შემყურეს. მარტო იყო , ერთადერთი კაცი ამდენ ქალებში, მიაბიჯებდა სერიოზული სახით , თავისი დინჯი ,მოზომილი ნაბიჯებით და დაცვას უფრო წააგავდა ვიდრე მამას. კესარიას გვერდით იცინოდა კიდეც, მაგრამ დედიკოების ნერვები ნამდვილად არ ჰქონდა. ახლაც ყურებში ესმოდა ხმა და რაღაც სჭირდებოდა დასასვენებლად.
-ლედიი სად ხარ ჩემო ლამაზო? - ძაღლს მოეფერა, აჭამა და შემდეგ საძინებლისკენ წავიდა.
თორნიკემ აბანავა, თავიდან გაუჭირდა მარტოს, მაგრამ შემდეგ დაამუღამა . უკვე თავადაც ერთობოდა წუწაობით. ამჯერად შხაპით შემოიფარგლნენ, თმა გაუშრო, პიჟამა მიაწოდა და თავად წავიდა გამოსაცვლელად. სულ ბოლოს საწოლში იწვნენ და ტელევიზორში ზღაპარს უყურებდნენ, ლედიც მათთან იყო, ეკრანს არ აშორებდა თვალს , შიგადაშგ ყეფით გამოხატავდა ემოციებს. კესოს რომ ჩაეძინა თორნიკემ ტელევიზორი გათიშა და თავადაც გაითიშა ბალიშზე თავის დადებისთანავე.
დილით გვიან გაიღვიძა, მაგრამ კესო გვერდით არ დახვდა. მისი ხმა დერეფნიდან ისმოდა , თორნიკეს ტელეფონი ჰქონდა ხელში და მართას ელაპარაკებოდა
-მერე მე ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი, როგორც ვიცით ხოლმე მე და შენ ...ბავშვები ლაპარაკობდნენ, ზოგს წასვლა მოუნდა . კეკე ეჩხუბა ტატოს დაწაიყვანა. ვიღაცებმა სახლშ გვინდაო და ბოლოს რომ გამოვედით მაკში წავედით. გვშიოდა , თან იქ გავერთეთ კიდეც ... დამიანემ ბუშტები მომცა , ის სულ ჭკვიანად იჯდა არ გაუბრაზებია დედიკო...აუ კიდე რამდენი რამე უნდა მოგიყვე დროზე ჩამოდი
-დამიანეს ნუ ეფლირტავები
-ეგ სიტყვა არ მესმის
-გესმის და ნუ მაიგნორებ თორემ არ ვიცი რას ვიზამ !
-თორნიკეს ნუ დაემსგავსე...იქნებ შეგეშინდა რომ გეჩხუბება და ჩემს სიყვარულს წინ აღუდგები
-რომელ სიყვარულს ...რომელ სიყვარულს ნუ გადამრევ
-როგორ თხოვა ხელი დირექტორმა ნაკოს?
-თემას ნუ მივცვლი !
-რომ ჩამოხვალ მერე ვილაპარაკოთ ... მიულოცე ნაკოს
-აუცილებლად...მიყვარხარ. ჭკვიანად მოიქეცი ხო ? თორემ მივხვდები თორნიკე თუ გაბრაზებული დამხვდება. გარეთ თუ გახვალ თბილად ჩაიცვი და საღამოს ხორცით მოამზადებინე რამე ხათუნას
-მოიცადე ჯერ საღამომდე დროა ... მერე რომ დამირეკავ მერე მითხარი . მიყვარხარ -საუბარი დაასრულა და კმაყოფილი სახით დაბრუნდა ოთახში. თორნიკეს თავზე დაახტა და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა - დილამშვიდობისა მა
-მამას გოგო დილიდან ენერგიულია ხომ? აბა დღეს რა გეგმები გვაქვს?
-ბებოსთან და ბაბუსთან მივდივართ ... დავპირდი და უნდა წამიყვანო . საღამომდე უნდა დავრჩეთ , ლედიც მიგვყავს.
-ლენას კატას რას უპირებ?
-ლედი ჭვიანია და არაფერს დაუშავებს
-სამაგიეროდ ლენას კატაა სტრანნი
-ანუ?
-ანუ ლედის უნდა ეშინოდეს ლენას სწერვა კატის ... რომ მივალთ ლენას უთხარი მამიკოს ბავშვობაში რომელი კერძი უყვარდა მაინტერესებს მეც მომიმზადე-თქო
-მოგენატრა?- წამსვე მიუხვდა და ქვემოდან ახედა
-არ გაინტერესებს?
-მაინტერესებს ... კიდვე ბევრი რამე მაინტერესებს
-შეგიძია ყველაფერი ჰკითხო
-მართლა?- ონკანთან იდგა უკვე სახე რომ გაუბრწყინდა, სველი იყო და წამწამებზე წყლის წვეთები ჰქონდა
-ჩემო ტკბილო , ერთ დღეს შემომეჭმევი იცოდე - მივიდა და მკლავები დაუკოცნა ის კი კისკისებდა და წყლის წვეთებს სახეზე ასხავდა.
ლენასთან და გიორგისთან ბოლოს როდის იყო აღარც კი ახსოვდა, კესოს უარს ვერ ეუბნებოდა თორემ იმ სახლში მისვლა არ უნდოდა. კესარია რამდენჯერმე იყო მართასთან ერთად მათი სტუმარი, ძირითადად შაბათ-კვირას ატარებდა ამაშუკელებთან. იქაურობას უკვე ზედმიწევნით იცნობდა და როგორც კი შევიდა მაშინვე ყველაფერი აითვისა.
-ბებოს სიხარული მოსულაო ... ჩემო ფერია - ლენა მაშინვე შეეგება , ბავშვს კოცნიდა თორნიკე რომ დაინახა და მზერა შეეცვალა- შენც მოხვედი დეე?
-როგორ ხარ?- ლოყაზე აკოცა და სახლს მოავლო მზერა . ბოლოს იქ რომ დარჩა ლილე ფეხმძიმედ იყო , ისევ შეხედა კიბეზე როგორ სწრაფად მოდიოდა და იძახდა. იქ იყვნენ, იმ სახლში მშობიარობა რომ დაეწყო. როგორ უხაროდა, როგორ უნდოდა მალე წაეყვანა კლინიკაში და ენახა საკუთარი შექმნილი ახალი სიცოცხლე. ისევ ხედავდა კადრებს რომლებიც იქვე ვითარდებოდა , გონს არ იყო სანამ კესომ არ ჩაჭიდა პატარა თითები ხელზე
-მაა ბებოს ვუთხარი გვშია და რამე მოგვიმზადე-თქო... მითხრა მე გავაკეთებო - ჩუმად ელაპარაკებოდა ,უღიმოდა და ლურჯი სფეროებიც უბრჭყვიალებდა
-მხოლოდ შენთვის თუ მოამზადებდა ქალბატონი ლენა - ღრმად ჩაისუნთქა, თავს აიძულა მოთმენა და იქაურობას გაეცალა - უკან გავიდეთ ... ფეხსაცმელი გაიხადე, შენი ბაჭიები ჩაიცვი
-ოო ნუ ეძახი ეგრეე - წამსვე დაბრიცა ტუჩები თორნიკეს კი გაეღიმა
-ბაჭიებია და აბა ?
-ჩემი ჩანთა მანქანაშია
-შემოგიტან ... ლედის მიხედე- ძაღლს გახედა რომელიც მისდა გასაოცრად არ უღრენდა ლენას ფუმფულა ნაცრისფერ კატას რომელიც თავის საწოლზე იწვა და მშვიდად იყურებოდ- ეს ბავში ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ლენა ხო ბებო გახადა და დაჟე სწერვა კატაც მოარჯულა - ჩუმად თქვა და გარეთ გავიდა. სახლში დაბრუნებამდე სიგარეტი მოწია და შემდეგ მიუტანა ჩანთა.
უძლებდა ,მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტად ტკიოდა თავი. არაფერი ახსენდებოდა ლილეს გარდა. საშინლად უყვარდა იქ ყოფნა და თითქმის მთელ დროს იქ ატარებდნენ. ლენა არ იყო სტანდარტული დედამთილი და იმაზე მეტად ახლოს იყვნენ ვიდრე წარმოედგინა, არადა როგორი რთული იყო მისი შეყვარება, ლილეს კი ძალიან უყვარდა. სულ იცავდა და ამბობდა ,რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ და მარადიულად ახალგაზრდები დარჩებოდნენ, მათი გულები არ დაბერდებოდნენ , რომ მათი უნდა გაეგო . კესოც ასე იყო , მათ არ უბრაზდებოდა უბრალოდ ორივე უყვარდა და მეტს არაფერს ითხოვდა. ისე ერთობოდა და თამაშობდა ორივესთან თითქოს ისინიც ბავშვები იყვნენ .
გიორგიც გამოჩნდა, შემდეგ ის გადაერთო კესოზე , ლედისთან ერთად თამაშობდა ლენა მან კი თორნიკეს გვერდით დაიკავა ადგილი
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი
-არც მე , მაგრამ ზედმეტად არა’ნორმალური ბავშვი მყავს
-კარგად ხარ?
-მამა არ გინდა რა
-კარგი , არ მინდა ... მთავარია კესოსთან ხარ და ვიცი თქვენ ერთმანეთს უშველით. მართა სად არის?
-მეგობრებთან
-ძალიან კარგი გოგოა...იშვიათი
-მერე?
-გაგვიმართლა რომ იპოვნა მარუსამ
-იქნებ თავად იპოვნა მარუსა
-რას გულისხმობ
-არაფერს, კარგი გოგოა და ვაფასებ მის ღვაწლს !
ლენამ ყველაფერი თავად მოამზადა, თორნიკეს თავს ევლებოდა . ისე იყო აჟიტირებული სულ უნდოდა ჩახუტებოდა და თავს ძლივს იკავებდა. ბოლოს სიცილი აუტყდა ამაშუკელს და თავად მოეხვია
-თორნიკეეე- ლამის ტირილით თქვა და მკლავები მოხვია- ჩემო ტკბილოო
-კარგი რა დედა, როდის გადაეჩვევი- თავზე აკოცა და გულში ჩაიკრა მისი პატარა სხეული . ისეთი საყავრელი იყო ზოგჯერ რომ სულ ავიწყდებოდა დედა რომ იყო და არა ვიღაც ბავშვი.პატარა ქალი იყო ლენა, გამხდარი სულ ერთ ფორმაში არც მეტი არც ნაკლები,თითქოს რაღაც ხელშეკრულება ჰქონდა და ზუსტად იცავდა სტანდარტს. ვაკეში დაბადებულ -გაზრდილს სოფელის არსებობაც კი ეჭვის ქვეშ ჰქონდა, მამა მეცნიერი ჰყავდა, დედა ხელოვნებათ მცოდნე. საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებდნენ , მერე გიორგი გაიცნო და თითქოს ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ვერასდროს გახდებოდა ისეთი ქალი ქართველი დედისა და ბებიის ეტალონი რომ ყოფილიყო . ლენას არ შეეძლო სიძულვილი , არც ბოღმა და ბრაზი ჰქონია ოდესმე ვინმეს მიმართ უყვარდა საკუთარი თავი და საკუთარ თავზე მეტად გიორგი . გაბრიელი და თორნიკე ერთმანეთზე კი არა გიორგიზე ეჭვიანობდნენ ბავშვობაში . ახლა კი ხედავდა როგორ უყვარდა კესარია და მათი ურთიერთობა ახალისებდა. მაინც ვერ აშორებდა კიბეს თვალს, ბოლოს უცებ წამოდგა და მეორე სართულისკენ დაიძრა. დერეფანს გაუყვა და თავის ძველ ოთახში შევიდა. ყველაფერი ხელუხლებელი იყო, თითქოს წინა ღამეც იქ გაატარა ლილესთან ერთად . წამით წონასწორობაც დაკარგა, კედელს მიეყრდნო ,თვალები დახუჭა და დაინახა როგორ გაჭირვებით იხდიდა კაბას ლილე, როგორ დასცინოდა და როგორ აბრაზებდა , შემდეგ როგორ ეხმარებოდა და კოცნიდა. მისი თვალები ისე ბრწყინავდნენ, მისი ლურჯები თავგზას ურევდნენ.
არ იცოდა რამდენ ხანს იყო იქ. ყველაფერი ისე დაათვალიერა თითქოს მუზეუმში იყო , მოგონებების გამოფენაზე. შემდეგ კესოს ხმა გაიგო, კართან იდგა და იქედან ეძახდა , თითქოს ეშინოდა მისი რეაქციის
-მამაა ...
-გისმენ, შემოდი
-ხომ თქვი საღამოს უნდა წავიდეთო , ხვალისთვის უნდა მოვემზადო და -ოთახში შეიჭყიტა და თავისი დიდი ლურჯი თვალები მოავლო ყველაფერს
-აქ პირველად ხარ?
-ხო...
-ადრე რომ დარჩი აქ არ შემოსულხარ?
-შემოვიხედე, მაგრამ არ შემოვსულვარ ... მაინტერესებდა,მაგრამ შემეშინდა რომ გაბრაზდებოდი
-პატარავ - მკლავები მოხვია და გულში ჩაიკრა - როგორი კარგი ხარ ნეტავ იცოდე
-შენც კარგი ხარ - ლოყაზე აკოცა და თავი მკერდზე მიადო
-ეს ოთახი ადრე მარტო ჩემი იყო...მაშინ სულ სხვანაირი იყო. თინეიჯერობისას გადავაკეთე , მერე ისევ შევცვალე რომ დავქორწინდით. ბინა ვიყიდეთ, ვამზადებდით შენს დაბადებამდე ორი თვით ადრე გადავედით და იქ არის შენთვის ოთახი
-ჩემთვის ოთახი გქონდა ?
-ხო , მანამდე აქ ვცხოვრობდით. ლილუს მოსწონდა აქ ყოფნა მე მინდოდა მარტო თქვენთან ცხოვრება . იქ ისევაა ლილუს კაბები ...
-შეიძლება რომ ვნახო?- ჯერ კიდევ მასზე მიხუტებული იჯდა და ისე უსმენდა
-რა თქმა უნდა შეიძლება ... დღეიდან ლილუს ნებისმიერ ნივთთან წვდომა გექნება. ისინი ისევე გეკუთვნის შენ როგორც მე , შეიძლება მეტადაც . მე კი მოგიყვები ყველაფერს ნელ-ნელა ოღონდ კარგი? - ტუჩები თავზე მიაწება და მერე იატაკზე დასვა- შეგიძლია ნახო
კარადასთან მივიდა გააღო და მერე ცოტა ხანს უყურებდა ლამაზად დაწობილ ტანსაცმელს. თორნიკეს სამოსიც იყო. ლილუს კაბას ხელი მოკიდა და ნაჭერი სახესთან მიიტანა, ეტყობოდა როგორ უნდოდა მისი სურნელი შეეგრძნო ,მაგრამ ვერაფერი იგრძნო დროის დატოვებული კვალის გარდა. თორნიკეს სუნთქვა ისე შეეკრა ცოტაც და დაიხრჩობოდა. მარწუხები შემოეხვივნენ მთელს სხეულზე ყველაფერი ერთად დაატყდა თავს, ყველაზე მეტად იგრძნო კესარიას სევდა და პირველად ტკიოდა საკუთარზე მეტად მისი ტკივილი.
-სუნი არ აქვს ... არსადაა დედას სუნი . მარუსა ბებომ ადრე მითხრა ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სურნელი რომელიც სხვა არავის აქვსო და შენ ყველაზე ტკბილი ხარო . მე ვიცი შენი სუნი,მარუსა ბებოსიც, ლენა ბებოსიც , მართასიც ,მაგრამ დედასი ვერ ვიპოვნე ისიც გაქრა? - ახლოს მივიდა ისევ და თვითონ ჩაეხუტა. მერე გაჩუმდა ,თითქოს მიხვდა თორნიკეს არაფრის თქმა რომ არ შეეძლო და უბრალოდ პატარა ხელებს არ უშვებდა
-სახლში დაბრუნების დროა... ხვალ სკოლაში უნდა წახვიდე . მიდი ლედი იპოვნე , ნივთები აიღე და წავიდეთ - ფეხზე წამოდგა, ოთახიდან გავიდა და დერეფანში დასვა - გაიქეცი .
სახლში ისე დაბრუნდნენ ორივე ჩუმად იყვნენ, მხოლოდ ლესი ვერ ისვენებდა, უკვე აღარ იყო პატარა და საკმაოდ დიდი ადგილიც სჭირდებოდა. სახლში შესვლამდე რომ არ დასვრილიყო ხელში აიყვანა თორნიკემ , კესო კი არ დაელოდა ,მანამ დახტოდა წვიმაში სანამ მართა არ გამოჩნდა , შემდგე მისკენ გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია. ისე ეხვეოდნენ ერთმანეთს თითქოს ორი დღის წინ კი არა საუკუნის წინათ წავიდა და საშინლად ჰყავდა მონატრებული. მართას ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და წამითაც არ მოშორებია , იქ გრძნობდა სითბოს რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა .
10...........
მისაღებში იჯდა და მობილურის ეკრანს უაზროდ დაჰყურებდა. არაფერი ხდებოდა საინტერესო, ამით გართობა საერთოდ გამირიცხული იყო ამაშუკელისთვის . კესო მართასთან იყო და კიდევ აგრძელებდა ჭორაობას რომელშიც ვერავინ ვერასდროს ჩაერეოდა ეს აშკარა იყო , არ სჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები.
-მაა... მამიკო შენ იცი ნაკოს და დირექტორის ქორწილში რომ ვართ დაპატიჟებულები? მეც და შენც - უცებ მიირბინა და ახალი ამბავი ახარა
-ვის ქორწილში?
-ჩვენი სკოლის დირექტორი მე რო სახელს ვერ ვიმახსოვრებ ...მართა რა ქვია?
-ვლადიმერი...ლადო კესო ,როგორ ვერ დაიმახსოვრე?
-ხო ლადო დირექტორმა , ნაკოს სთხოვა ხელი ... მართა ეხმარებოდა რომ საღამოობით, მეც ვიცოდი სხვამ არავინ და ნაკო დათანხმდა . ვინაიდან მეც ვთანაშობრიდი
-ვთანამშრომლობდი-მართამ შეუსწორა ისევ
-ხო ეგ ... ამიტო მეც და შენც მიწვეულები ვართ ქორწილში . ხომ წავალთ?
-ხო... შენ და მართა წახვალთ
-მართასთან ვერ ვიქნები...მართა მეჯვარეა და ჩემთვის არ ეცლება სულ . იცი რამდენი საქმეები აქვთ მეჯვარეებს? ისედაც მართამ უნდა დაგეგმოს ყველაფერი ... მაკო და სხვებიც ეხმარებიან,მაგრამ ქორწილში მე მარტო ხო არ ვიქნებიი
-ნუ თუ სხვა გზა არ არის და სპეციალური მიწვევა გაქვს ვიქნები შენი კავალერი
-ეგ რა არის? - თორნიკე იცინოდა, ვერ გაიგო ბავშვმა რა აცინებდა. თან კოცნიდა და გაკვირვებული უყურებდა კერ კიდევ სამზარეულოში მყოფ ქალს- მართააა რა არის კაბალერი?
-კავალერი არის იგივე მეწყვილე ... ადამიანი ვინც შენს გვერდითაა
-როგორ თქვი მა რას ვშვებიოდიო?
-აუუ ნუ დამცინიი გაგებუტებიი ...მართაა უთხარი ნუ დამცინის
-მართასი რომ არ მეშინია?- დივანზე მიაწვინა და მუცელზე კოცნიდა ის კი უფრო ხმამაღლა იცინოდა. მერე ისევ ხელში აიყვანა და სამზარეულოს მიაშურა- ანუ შენი სიძე ხდება წლის სიმპათიური დირექტორი -სხვათაშორის უთხრა და კესოსთვის დაჭრილი ვაშლი თვითონ აიღო
-დიახ ... ქორწილის სამზადისს ვიწყებთ და ისევ არ მექნება დრო. იმედია პრობლემა არ იქნება
-არა , არავითარი პრობლემა. მე და ჩემი გოგო უშენოდაც მშვენივრად ვართ- სულ არ უფიქრია მართას თუ გულს ატკენდა, მაგრამ გამომეტყველება რომ შეეცვალა და ზურგი აქცია სახის დასამალად შემდეგ გაჩერდა- ვახშმად რა დაგვიტოვა ხათუნამ?
-ხათუნამ დამირეკა , შენ ვერ დაგიკავშირდა ...დედამისი არის ცუდად და ადრე წავიდა. მე მოვამზადებ ვახშამს თუ პრობლემა არ არის ბატონო თორნიკე
-პრობლემა არ არის ... კესო მოგეხმარება . ხომ არ იცი ახლა როგორ არის
-უკეთ, უბრალოდ წნევამ აუწია , შეშინებია ...სერიოზული არაფერიაო
-კარგი ,მაშინ მე აღარ დავურეკავ- კიდევ ერთი ნაჭერი ვაშლი აიღო და ოთახიდან გავიდა.
არ ფიქრობდა მიზეზზე, მაგრამ ფაქტი იყო უხაროდა დირექტორის გაბედნიერება. მართას ხშირი ვიზიტების მიზეზიც გაცხადდა, თანაც საინტერესო საქმე გამოიკვეთა. მართალია ქალბატონი მართას თაყვანისმცემლების რიცხვი ამით ბევრს არაფერს კარგავდა, მაგრამ მაინც იყო რაღაც ამაღელვებელი . მართა მხოლოდ კესარიას გამო არ ივიწყებდა საკუთარ თავს, იგი სხვებზეც ზრუნავდა, ყველაზე ვინც უყვარდა და ისინიც ამიტომ აფანატებდნენ საყვარელ, მარტოხელა, მუდან თავისუფალ გოგონაზე რომელიც ყველასთვის მზად იყო დახმარების ხელი გაეწვდინა.
ქორწილის სამზადისი ნამდვილად შრომატევადი იყო, მართა სკოლაში სიარულს, ნაწერების გასწორებას , სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობას და კესოს მეცადინეობას უთავსებდა ერთმანეთს. რამდენჯერმე მშობლებთანაც წავიდა , დემნა შეუძლოდ იყო და მასზეც ღელავდა ,ისეთი გადაღლილი იყო გამოძინების გარდა არაფერი უნდოდა. კესო ჰყავდა ერთადერთ დახმარებად, სრულიად ყველა პრობლემას უხსნიდა მასთან ჩახუტება.
თორნიკემ დამხმარე ქალი იპოვნა, რომელსაც კესარიასთან მშვიდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა . როდესაც დაკავებული იყო ის რჩებოდა სახლში , მართამ ბევრი რამ აუხსნა და ნელ-ნელა სწავლობდა ყველაფერს.
ახალი წლისთვის ემზადებოდნენ, მთელი სახლი მორთეს , უზარმაზარი ნაძვისხე ჰქონდათ . საჩუქრებიც შეფუთული იყო უკვე და კესოც ელოდა პირველ იანვარს . პირველი ახალი წელი იყო რომელსაც მარუსას გარეშე ხვდებოდა და გოზინაყს მზარეული ამზადებდა. თორნიკესთან სულ სხვანაირი გამოდგა ახალი წელი, მთელი დღეები გარეთ იყვნენ, ყველგან ჰყავდა სადაც კი ბავშვისთვის გართობა შეიძლებოდა. სკოლიდან თავისუფალი იყო და დასვენების დროს შესანიშნავად ატარებდნენ. ნიკუშა და ნიდიკოც ხშირად სტუმრობდნენ , ბოლოს ქალაქიდან გავიდნენ . თორნიკესაც ეპატიჟებოდნენ,მაგრამ სახლში დარცენა არჩია.
მართა იმ დღეს გოგონებთან იყო , სახლში საღამოს დაბრუნდა. უნდოდა კესოს დაძინებამდე მოესწრო , მაგრამ უკვე მის გარეშეც მზად იყო. თორნიკემ აბანავა, თმაც დავარცხნა, პიჟამაც ჩააცვა და საწოლში დააწვინა. აღარ იყო ამბები დედაზე , მართას ზღაპრები თორნიკეს ვიდეოს ჩაენაცვლებინა. კესარიას თავი თორნიკეს მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი და ისე უყურებდა დედას რომელიც მთელი გატცებით ცეკვავდა . თან ისმენდა თორნიკეს და ლილეს გაცნობის ამბავს . ამაშუკელი ყვებოდა თუ როგორ დაინახა პირველად მოცეკვავე გოგონებს შორის , ყველა გრძNობას იხსენებდა და კესოც გარინდული უსმენდა .
თორნიკე ყველაფერს უყვებოდა კესოს, ყოველ დღე რაღაც ამბავს იხსენებდა და თავისუფლდებოდა. თავიდან საშინლად უჭირდა შემდეგ კი ისე ყვებოდა თითქოს ვიღაც უცნობის ამბავს იხსენებდა, რაღაც ფილმს რომელიც დიდი ხნის წინათ ნახა და გონებაში სამუდამოდ დარჩა. კესო ბედნიერი იყო , თორნიკესი საერთოდ აღარ ეშინოდა , მშვიდად იყო მის გვერდით ,ისევ დაიბრუნა ფრთები და თავს არ იკავებდა. ყველაფერს ეუბნებოდა, უყვებოდა , უსმენდა და ისე იქცეოდა როგორც მართასთან .
კესოს ჩაეძინა ,თორნიკემ ლეპტოპი დახურა და საწოლი ფრთხილად დატოვა. ოთახიდან რომ გავიდა შემდეგ დაინახა ზურგით მდგომი ქალი, ნელა მიაბიჯებდა და ისეთი სუსტი ჩანდა, ისეთი ძალაგამოცლილი თითქოს მალე წონასწორობას დაკარგავდა . არ უყურებდა მის სახეს,მაგრამ იცოდა რომ ტიროდა, ხედავდა როგორ მიუყვებოდნენ ცრემლები მის კანს . ხედავდა მის ცარიელ მზერას და ტკივილს რომელიც მთლიანად იყო გამჯდარი ქალის არსებაში.
დიდხანს უყურებდა, უნდოდა გაჰყოლოდა, უბრალოდ მისულიყო და ეთქვა კესოს შენ მაინც ყველაზე მეტად უყვარხარო , მაგრამ ნაბიჯი არ გადაუდგამს ისე მოეფარა თვალს მისი სხეული . უკან შებრუნდა, საკუთარ საძინებელს მიაშურა ისევ
-ავადმყოფია ! როგორ შეეძლო შეეყვარებინა ქალი რომელიც იმ კაცს უყვარდა რომელზეც თავადაა შეყვარებული... შენ შეძლებდი კესოს ასე შეყვარებას და ყველაფერს გააკეთებდი გარდაცვლილი დედა რომ არ დაევიწყებინა? ის ნორმალური საერთოდ არ არის , მგონი მაზოხისტია . სჯობს მალე წავიდეს და საკუთარ ცხოვრებას მიხედოს , საერთოდ არ მინდა ჩემს გამო უბედური იყოს . ჯერ წინ აქვს მთელი ცხოვრება - ბალიშს მოხვია ხელები და თვალები დახუჭა. არ დაეძინა , გარეთ საშინელი ქარი იყო , წვიმის წვრილი წვეთებიც თან ერთვოდა და სახლშიც იგრძნობოდა სიცივე.
...........
ახალი წელი ერთად გაატარეს. კესო ყველაზე მეტად ერთობოდა , ლენა და გიორგიც მათთან ერთად იყვნენ. მართა პირველში სოფელში წავიდა, მშობლებს მოულოდნელად დაადგა და რამდენიმე დღით დარჩა. შემდეგ უკან დაბრუნდა და უკვე ზუსტად იცოდა რომ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. დაბრუნების შემდეგ მთელი დღე კესოსთან გაატარა, თორნიკე სახლში არ იყო , მხოლოდ სამნი იყვნენ კესო, ლედი და მართა. ძაღლი ელექტრო ბუხრის წინ იწვა და მშვიდად ეძინა . კესო მართას იყო მიხუტებული და ტკბილეულს მუსრს ავლებდა
-პატარავ უკვე ახალი წელი დაიწყო ...
-ხო ,ამჯერად მამიკოსთან
-გავიხსენოთ რა გვასწავლა წინა წელმა? - მშვიდად სუაბრობდა, ტრადიციას იხსენებდა უბრალოდ . ერთგვარ თამაშს რომლის დროსაც ორივე ამბობდა ახალ ამბებს, ყველაფერს რაც გაახსენდებოდათ
-უკვე სკოლაში ვარ... შენ კი მეთორმეტე კლასელებს ასწავლი და ქალაქს დაუბრუნდი
-უკვე გამარტულად კითხულობ
-ვწერ კიდეც ... მათემატიკაშიც ვისწავლე მიმატება,გამოკლება . კიდევ ლედი გავზარდეთ
-კიდევ მეგობრებს დავუბრუნდი... მალე ნაკოს ქორწილი ექნება. ლადიკო ჩემი სიძე გახდება...კიდევ უკვე თბილისში ცხოვრობ და სკოლის დამთავრებამდე ამ სახლში იცხოვრებ
-ხოო...კიდევ მამიკო მართლა ძალიან მგავს. ვუყვარვარ და ლილუზეც მომიყვა ... უკვე აღარ მეშინია რომ წავა
-უკვე მშვიდად ხარ მასთან ის კი შენთან
-კიდევ მამიკომ ყავის მომზადება მასწავლა ... იმ აპარატით . კიდევ ბებო და ბაბუ ახლოს არიან . გიორგიმ ჭადრაკის სწავლება დაიწყო
-აი მომდევნო წელს უკვე ჭადრაკიც გეცოდინება, მამიკოსთან იქნები, მეორე კლასელი გოგო იქნები და კიდევ ბევრ რამეს ისწავლი- ხელებზე კოცნიდა და უღიმოდა- მე კი ისევ მასწავლებელი ვიქნები, მაგრამ სწავლასაც გავაგრძელებ რომ სტუდენტებსაც ვასწავლო ... კორეულიც მეცოდინება და მე და შენ გვეცოდინება როგორ კარგად გამოგვივა სხვადასხვა სახლში ცხოვრება ,მაგრამ მაინც ერთად ყოფნა
-უკვე ? ნწ, კიდევ დარჩები ... მე ჯერ უშენოდ ვერ დავიძინებ
-თორნიკესთან რომ იძინებ ხომ მშვიდად ხარ... უკვე რამდენი ხანია მარტო იძინებ ან თორნიკესთან
-მართალია,მაგრამ რომ შემეშინდება მერე?
-ხომ შეგეშინდა და ჩემზე მალე თორნიკე მოვიდა...უფრო სწრაფად დარბის - გაიცინა ,მაგრამ შიგნიდან ნაწილებად იშლებოდა
-ცუდ სიზმარს რომ ვნახავ მერე? ლილუ რომ დამესიზმრება?
-ლილუ თორნიკესაც ხომ ესიზმრება და ერთმანეთს მოუყვებით თქვენს სიზმრებს. უკვე ხომ ყველაფერს გეუბნება, ხომ აღარ გიბრაზდება
-ვინ მამეცადინებს, ვინ მაბანავებს, ვინ მომეფერება, ვინ ... ვინ მომიმზადებს ჩემ საყვარელ საჭმელებს?
-ქალბატონი დარინა ხომ ძალიან მოგწონს, რამდენი რამ გასწავლა . ხათუნას მომზადებულ კერძებს როგორ სწრაფად მიირთმევ ხოლმე , თანაც მე სულ ხომ არ მივდივარ. ჩემთან მოხვალ , დარჩები ან ისე მესტუმრები . სკოლიდან ზოგჯერ მე გამოგიყვან და რასაც გინდა იმას მოგიმზადებ . ჩვენს ტორტსაც უფრო ხშირად გამოვაცხობთ შენი თითუკები უფრო მეტ რამეს გააკთებენ- ისევ აკოცა , ბავშვს მაქსიმალურად მშვიდად და ხალისიანად აჩვენებდა თავს ,მაგრამ ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი-ბანაობას მალე თავადაც შეძლებ, თორნიკე რომ გაუშვი და თავად იბანავე გგონია არ ვიცი? მე სულ გნახავ და ძალიან,ძალიან ბევრს მოგეფერები, იმდენს გაკოცებ რომ მეტყვი მართა შემეშვიო - მუხლებზე დაისვა და კოცნა დაუწყო-აი ასე ბევრს გაკოცებ , სულ სულ სულ ბევრს
-აქაც ხომ მოხვალ ხოლმე ? - იღიმოდა და ისე უყურებდა
-მოვალ ხოლმე ,მაგრამ უფრო ხშირად შენ მოხვალ
-თორნიკემ რომ არ გამომიშვას?
-გამოგიშვებს , შევთანხმდით
-იცის რომ მიდიხარ?
-თავიდანვე ვიცოდით რომ წავიდოდი ... ჩვენ ორივეს მარტო შენი ბედნიერება გვინდა და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენთვის იქნება უკეთესი
-ჩემთვის უკეთესი იქნება აქ რომ დარჩე
-რაც უფრო დიდხანს დავრჩები , უფრო მეტად გაგიძნელდება ჩემი გაშვება . შენ ხომ დიდი გოგო ხარ, ჭკვიანი, დამოუკიდებელი და რასაც ვერ შეძლებ თორნიკე ყველაფერს გააკეთებს. ხომ დარწმუნდი როგორ უყვარხარ შენს გამო ლამის ყოველ შაბათ-კვირას დადიოდა ამდენ ქალთან და ბავშვთან ერთად თეატრში, კინოში , ზღაპრებზე და გასართობ ცენტრში -ისევ გაეღიმა
-ძალიან საყვარელია ხოლმე იმათი დედები რომ იწყებენ ჭორაობას - ხმამაღლა იცინოდა რომ ახსენდებოდა - მაგრამ ჩემი შეყვარებული რომ არ მოსწონს? ჩემთან რომ დაჯდა დამიანე ისე გადასვა არც უკითხავს. აიღო და სხვაგან დადო ბიჭი
-ეგ ყველა მამიკოს ჩვევაა... დემნაც სულ ბრაზდებოდა ვინმეს რომ მოვწონდი
-იმიტომ რომ შენ არ მოგწონს არავინ და მე რომ მომწონს დამიანე?
-გაიზრდები და მოგვარდება ეგ ამბავი, უბრალოდ ეჭვიანობს. სიყვარული ძალიან რთული გრძნობაა ,რომლის გააზრებასაც დიდი დრო სჭირდება შენ კი ამისთვის ჯერ კიდევ პატარა ხარ
-მე შენ ძალიან მიყვარხარ და მთავარია რომ მიყვარხარ - მოეხვია და თავი მკერდზე დაადო . იმ ღამით მართას გვერდით ეძინა , მასზე მიხუტებულს მას კი თვალი არ მოუხუჭავს. მთელი ღამე აკვირდებოდა , ეფერებოდა და იხსენებდა დროს რომელიც მთლიანად კესოს ეკუთვნოდა.
ხელში რომ აიყვანა იმ წამიდან დაიწყო მოგონებების დალექვა გონებაში. ყველა მნიშვნელოვანი წამი ახსოვდა და ფოტოზეც ჰქონდა აღბეჭდილი კესოს განვითარების გზა. მაგრამ ფოტოები ვერ აღწერენ მძიმე დღეებს, ვერ გაჩვენებენ უძილო ღამეებს, შიშს რომელიც გიჩნდება როდესაც ბავშვი ტირილს იწყებს და ვერ იგებ რა შეიძლება ტკიოდეს. გულში იკრავ, ეფერები, თხოვ რომ დამშვიდდეს ის კი ისევ ტირის,თითქოს ხვდებოდა რომ მარტო იყო . დღეები გადიოდა და ცვლილებებიც ნელა ,მაგრამ მაინც იწყებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მართა როგორც კი აიყვანდა ხელში და მის გულისცემას გაიგებდა მაშინვე ჩუმდებოდა. ერთმანეთს სიმშვიდეს უზიარებდნენ , ხშირად როდესაც მართას უჭირდა კესარიასთან მარტო რჩებოდა და ყველაფერი ნათელ ფერებს იღებდა.
ბავშვს რომ უყურებ მისი ყველა ნათქვმი ბგერა მნიშვნელოვანი ხდება, შენს ირგვლივ ადამიანები ათას რამეს ამბობენ შენ კი მხოლოდ „აღუ“ გახარებს სულ პაწაწინამ რომ თქვა და მისი ღიმილი? უმიზეზო , ყველაზე თბილი ღიმილი რომელიც მილიონი ადამიანის სიცილს აუფერულებს. გიყვარს როგორც ჭამს, როგორ ხმებს გამოსცემს, როგორ გიყურებს, როგორ ამოძრავებს პაწაწინა ხელებს და ფეხებს. გიყვარს , უბრალოდ გიყვარს ისე რომ არ იცი მისი ხასიათი, არ იცი მისი ქცევა, არაფერი იცი რაც მომავალში იქნება უბრალოდ გიყვარს მისი ყოველი ნაბიჯი, ერთი ამოსუნთქვაც კი გიყვარს . ზოგჯერ ითვლი , აკვირდები ხომ მშვიდად სუნთქავს, წევხარ, უყურებ მის მშვიდ ძილს და გეღიმება, სითბო აღწევს მთელს სხეულში და შენც მის მსგავსად უდარდელი ხდები . ბავშვს რომ უყვარდები ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, რომ გრძნობ როგორ უხარია შენი დანახვა თავი სამყაროში ყველაზე კარგი გგონია.
დრო გადის ცვლილებები აშკარა ხდება, ცოდნა იზრდება, ყოველ ნაბიჯზე ახალი დეტალი ჩნდება და შენ უკვე მისი პირველი სიტყვა გახარებს, მისი გამოგზავნილი კოცნა გიხარია, პირველ ნაბიჯს რომ დგამს ჭკუაზე აღარ ხარ და უკვე გეშინია არ დაეცეს. მასაც ეცვლება მოთხოვნები, საუბარს რომ იწყებს სულ უფრო მეტი სურვილი ჩნდება, ფეხზე მყარად რომ დგება სირბილს იწყებს და ყოველ ჯერზე შორს უნდა წავიდეს. უკვე გეშინია რომ დაეცემა, ეტკინება და იტირებს, პირველად რომ დაეცა მასთან ერთად ტიროდა. გულში იკრავდა მის გადაყვლეფილ მუხლს უყურებდა და თავად გახდა დასამშვიდებელი. მერე უკვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა, ფიქრობდა გზებზე რომელიც კესოს ყველაფერს გაუმარტივებდა, ისწავლა სიცილი მაშინ როდესაც ტკიოდა.
კესოსთან ერთად სწავლობდა ყველაფერს, იგონებდა მისი დამშვიდების გზებს სხვადასხვა ვითარებაში. ასწავლიდა და თავადაც სწავლობდა, აბედნიერებდა და თავადაც ბედნიერდებოდა, მისი ტკივილი ტკიოდა, მისი სევდა ასევდიანებდა ბოლოს ყველაფერი რაც მას ვნებდა ეზიზღებოდა, ყველა ვინც მის გულს ეხებოდა მართასაც აგიჟებდა.
სხვისი შვილის ცხოვრების ნაწილი გახდა . მისი ცხოვრების გამარტივებისთვის აკეთებდა ყველაფერს და გამოსდიოდა კიდეც. კესარიას მძიმე ბედი ხვდა წილად, რთული იყო მისი ყველა ნაბიჯი ,მაგრამ მაინც მართასთან გაზიარება შეეძლო . როდესაც საკუთარ სევდას სხვას უზიარებ საკეტი ტყდება და შემდეგ მძიმე ჯაჭვის მოშორებაც შესაძლებელი ხდება.
განვლილ წლებს რომ იხსენებდა იაზრებდა რა დიდი დრო გავიდა, რამდენი რამ მოხდა და როგორ შეძლო ბოლო წერთილამდე მისვლა. კესარია თორნიკესთან დაბრუნდა, იქ სადაც უნდა ყოფილიყო, ადამიანთან რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მასთან ყოფნა. სხვას ვერავის დაუთმობდა თორნიკეს გარდა, ამაშუკელი იყო ერთადერთი ვის გამოც შეეძლო კესოსგან შორს წასვლა.
დილით ადრე გაიღვიძა, თავის ოთახში გავიდა, ბარგი შეამოწმა, ჩემოდნები ერთმანეთის გვერდით დააწყო და უკან შებრუნდა , თორნიკე დახვდა კედელთან ასვეტილი . მართას წარმოდგენა არ ჰქონდა, როდის შევიდა ან რატომ უყურებდა ასეთი სახით
-კესოს ესაუბრე?
-იცის რომ ხშირად ვნახავ და ჩემთან დარჩენის უფლებასაც მისცემ
-ამაზე არ გვისაუბრია
-ხვალვე არ წავიყვან ნუ ღელავ...
-სად იცხოვრებ
-ბინა ვიქირავე უკვე , კომფორტულია და კესოს დარჩენამდე ყველაფერს მოვაწესრიგებ . შეგიძლია დარწმუნებული იყო რომ როცა ჩემთან იქნება საფრთხე არ დაემუქრება
-კარგი ... ეგ არ არის პრობლემა . მთავარია კესო შეეჩვიოს უშენობას
თითქოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა , მაგრამ მზერა მოაშორა და შემდეგ ოთახიდან გავიდა. კესომ გაიღვიძა, მოწესირგდა, ერთად ისაუზმეს უჩვეულოდ ჩუმი გამოდგა საუზმე. კესარიამ იცოდა რომ მართა მალე წავიდოდა, მაგრამ მშვიდად იყო . თორნიკე ელოდა როდის დაიწყებდა ტირილს, ან რამეს ეტყოდა მაინც ,მაგრამ არაფერი უთქვამს. დიმა მომაკითხავსო თქვა და გამოჩნდა კიდეც ბატონი დიმიტრი. აქამდე ჭიშკართან მდგომს უყურებდა ახლა კი საკუთარ სახლში ხედავდა და ისეთი სახით იდგა თითქოს დამნაშავეს უყურებდა.
-პრინცესა როგორ ხარ?
-დიმჩო შენ როგორ ხარ? - კესო მოეხვია და ლოყაზე აკოცა- შენ დაეხმარები მართას ნივთების დალაგებაში?
-ნწ, მე ბარგს ავატანინებ და შემდეგ გოგონები მიხედავენ
-გატყუებს ...ბარგსაც ამატანინებს და ისეთი კარგი ბიჭია ამომალაგებინებს კიდეც
-მე წაგიყვანდი რა საჭირო იყო სხვების შეწუხება - ისე განაცხადა თითქოს თავს იკლავდა მართას კომფორტისთვის
-სხვების შეწუხება რომ არ იყო საჭირო იმიტომ ვემსახურები მე - დიმამ ჩაიცინა და ორი ჩემოდანი აიღო - წავედით თორემ მერე საქმეები მაქვს...კესუნ ნახვამდის -ბავშვს თვალი ჩაუკრა და წავიდა. მართა კი კესოს მოეხვია
-პატარავ , საღამოს დაგირეკავ ... მიყვარხარ . შენგან არ მივდივარ , მე უბრალოდ აქ აღარ ვიქნები - მისი სურნელი ჩაისუნთქა, ხელები დაუკოცნა და კესომ ყელზე რომ მოხვია მკლავები ცრემლები ძლივს შეიკავა- ჩემო სიცოცხლე
-ყველაფერი კარგად იქნება, შენ არ ინერვიულო - ბავშვის სიტყვები რომ გაიგო სულ აერია გონება ამაშუკელს. ლამის თავად სთხოვა მართას უკან დაბრუნება და დიმას ხელიდან გამოგლიჯა ის ჩემოდნები . უცებ შებრუნდა, ბოლომდე არც დალოდებია მართას წასვლას, სიტყვაც არ უთქვამს ისე გავიდა ოთახიდან. აივნიდან უყურებდა როგორ დატოვა ეზო , როგორ ჩაჯდა მანქანაში და რამდენიმე წამში საერთოდ აღარ ჩანდა .
ახალი ეტაპი დაიწყო მართას გარეშე , მხოლოდ თორნიკეს და კესარიას დრო .
...........
თითქოს მშვიდად განაგრძეს ცხოვრება. ყველაფერი იდეალურად იყო . თორნიკე და კესარია საოცარ წყვილს ქმნიდნენ, ქალბატონი დარინაც შესანიშნავად ართმევდა თავს. მართასთან კავშირი ჰქონდა და მთელი კვირა ისე გავიდა რომ ცვლილებები არ იყო შესამჩნევი. თორნიკეს და კესარიას შაბათ -კვირის რიტუალი ჰქონდათ კინოში მიდიოდნენ , ან სადმე სადაც ქალბატონი გაერთობოდა . ამჯერადაც მოემზადნენ და სახლიდან გავიდნენ...ჯერ კიდევ მანქანაში ისხდნენ ,საცობი იყო , წვიმდა და ნელა აგრძელებდნენ გზას
-სად წავიდეთ მოიფიქრე?
-არ ვიცი
-კარგად დაფიქრდი , მანამდე კაფეში შევიდეთ შენი საყვარელი ტორტი ვჭამოთ
-კარგი-აშკარად არ ჰქონდა განწყობა. არაფერს ამბობდა,მაგრამ აშკარა იყო ცუდად გრძნობდა თავს.
კაფეში შეიყვანა, მაგდიასთან დასხდნენ და ტორტის ნაჭერიც მიიღო , ჩვეული ჭინკებით არ შეხვდა საყვარელ დესერტს . ჩანგალს კრემში ატრიალებდა და თამაშობდა
-პატარავ არ გინდა მითხრა რა გაწუხებს?
-არაფერი
-მაგრამ ცუდ ხასიათზე ხარ
-სიცივეა და არ მიყვარს
-გინდა მაშოსთან წაგიყვან, ან ისიც ჩვენთან ერთად წავიყვანოთ კინოში
-არ მინდა ... მე და მაშომ ვიჩხუბეთ
-როდის , მე რატომ არ მითხარი
-გამაბრაზა და აღარ არის ჩემი მეგობარი
-ამიტომ ხარ ცუდ ხასიათზე? რა მოხდა არ მომიყვები?
-მითხრა დამიანე ნიტას შეყვარებულიაო ... ნიტა მაგის დაქალია ხოდა ჰყავდეს. მართამ მითხრა არ იფიქრო მაგაზე , თუ შენი მეგობარია შერიგდებითო ,მაგრამ არ მინდა მე მაგასთან შერიგება
-მართა ბოლოს როდის ნახე ?- თეფშს უყურებდა , ტორტს აგემოვნებდა და ისე უსმენდა თითქოს არ აინტერესებდა მისი მოწყენის მიზეზი
-პარასკევს ... გუშინ ველაპარაკე ტელეფონით,მაგრამ მერე შენ აღარ გქონდა დრო და რა უნდა მექნა
-მოგენატრა?
-ხო - თავი დახარა - მასაც ვენატრები ,ვიცი და ვერ გავიგე რატომ წავიდა . იქ სულ აკითხავენ გოგონები , მარტო არ არის,მაგრამ მე ვენატრები . ხომ შეეძლო დარჩენილიყო ჩვენთან, მაგრამ ლალი გაუბრაზდა . იჩხუბეს, შენც სულ ცუდად ექცეოდი... რა გინდოდა მართასთან, რატომ არ გიყვარს
-მართას საკუთარი ცხოვრება აქვს , შენთან და ჩემთან ვერ იცხოვრებდა სულ ამიტომ წავიდა. ლალი და მე არაფერ შუაში ვართ . შენთან ხშირად არის, საკუთარ საქმეებსაც მიხედავს და შეეჩვევი ასე ცხოვრებას ... უბრალოდ ცოტა ხანი დაგჭირდება
-არ მინდა რომ შევეჩვიო...მერე ისიც შეეჩვევა და სულ რომ დამივიწყოს?
-არ დაგივიწყებს , ხომ იცი რომ უყვარხარ
-მარტო სიყვარული საკმარისია ? მართა ამბობს რომ არ არის ...შენ როგორ ფიქრობ თუ ადამიანს მეორე ადამიანი სიგიჟემდე უყვარს ბედნიერი იქნება?
-იცი ლილუ ამბობდა, რომ თუ შეგიძლია უსაზღვრო , უანგარო სიყვარული შენ უკვე იცხოვრე ... უბედურია ის ადამიანი ვისაც არასდროს ჰყვარებიაო და არა ის ვისაც უყვარს
-შენ გიყვარს , მაგრამ ბედნიერი არ ხარ
-რა იცი რომ არ ვარ
-ნუ მატყუებ ... შენ უბრალოდ გინდა რომ მე კარგად ვიყო და ცდილობ
-მე მას შემდეგ ვარ ბედნიერი შენ რომ ჩემთან წამოგიყვანე და მივხვდი როგორი განძი დამიტოვა ლილუმ შენი სახით , იმასაც მივხვდი რომ შენ გარეშე ნამდვილად უბედური ვიქნებოდი. ლილუ მიყვარს, ხო ჩემთან არ არის და არც იქნება ,მაგრამ ბედნიერებისთვის მხოლოდ მისი არსებობა არ არის საჭირო , სხვა ბევრი რამ გვაქვს ცხოვრებაში რამაც შეიძლება გაგვაბედნიეროს
-და შენ გინდა ისევ ძველებურად ბედნიერმა იცხოვრო ჩემთან ერთად?
-სხვანაირად ბედნიერი ვიცხოვრებ შენთან ერთად ... ახლა კი მივირთმევთ ტორტს, წვენს და წავალთ
-სად წავალთ
-არ გეტყვი !- ხმაურით აკოცა და ცხვირზე მოაცხო კრემი- შეჭამ თუ
-მამაა- ცხვირი შეჭმუხნა და რომ გაიცინა თვალები დაუწვრილდა. ტორტი რომ მიირთვა შემდეგ სადღაც წავიდნენ , სავაჭრო ცენტრთან რომ გააჩერა მანქანა მაშინვე გაოცებულმა გახედა- შოპინგი?
-დიდი ხანია გარდერობი არ განმიახლებია და ვიფიქრე ჩემი გოგონა დამეხმარება-თქო
-კი ,კი , კი წავედით
-აი რას ნიშნავს გოგოს მამა რომ ხარ ... დაქალს ბიჭის გამო ეჩხუბა და ახლა შოპინგზე მივდივარ რომ გავამხიარულო - მანქანიდან გადასულს უკან მიჰყვა და ღრმად ჩაისუნთქა- ღმერთო გამაძლებინე.
კესოსთვის გამოწვევა იყო მამაკაცის სექციებში თარეში. აქამდე არასდროს შეურჩევია კაცისთვის ტანსაცმელი და საოცრად იყო აჟიტირებული. თავიდან ჩუმად დააბიჯებდა , აკვირდებოდა და შემდეგ სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდა. ჯინსები რომ შესთავაზა თორნიკემ უარი უთხრა შემდეგ კი გაიგო რას ფიქრობდა ქალბატონი მის სტილზე
-კარგი რა მამა...ჯერ კიდევ ბიჭი ხარ და შენ კიდე სულ შავ შარვლებს იცვამ . ბაბუა შენზე ახალგაზრდულად იცვამს...მიბაძე გიორგის
-გიორგი ყოველთვის ტრენდული იყო- გაიცინა და მერე დააკვირდა შავი ჯინსის შარვალს - შავ ფერს რას ერჩი? ამით საქმეზე წასვლაც შეიძლება და სახლში გამოსაცვლელად ხო არ დავბრუნდები დახეული ჯინსი რომ მეცმევა
-დახეული არ არის ეს...ახლა სიცივეა . დახეული მერე ვიყიდოთ
-იმედია მერეც არ გექნება დეპრესიის საწყისები- ჩუმად თქვა და ღია ჯინსი აიღო . რომ ჩაიცვა კესარიას თვალების ციმციმზე სიცილი აუტყდა. იმუნიტეტს კარგავდა ავტომატურად და მერე ყველაფერს აკეთებდა რასაც ქალბატონი იტყოდა. დიდხანს არ გაუგრძელებიათ კაცების სექსიაში სიარული. რამდენიმე ქურთუკი და ღია ფერის პერანგი აარჩიეს შემდგე კი კესარიას ჯერი დადგა. თორნიკე სულ ტყუილად ფიქრობდა რომ გოგონას ყველაფერი ჰქონდა და ბევრი რამ არ დასწირდებოდა. ზამთრის კოლექციაში იმდენი მისთვის საინტერესო რამ აღმოჩნდა ბოლოს ორივე ხელში პარკები ეჭირა. ლამის დაავიწყდა რისთვისაც იყვნენ იქ .
ტელეფონებთან რომ გაჩერდა კესოს გაუკვირდა , მაგრამ მერე თვალები გაუბრწყინდა
-ხოო?
-მართასთან საუბრისთვის მხოლოდ...სკოლაში გათიშული გექნება და მარტო ჩვენს ნომრებზე დარეკავ
-რა თქმა უნდა, სხვას ვის უნდა დავურეკო დამიანეს აქვს მობილური ,მაგრამ გაბრაზებული ვარ მასზე
-დამიანეს ახსენებ კიდევ და - ის იყო ჩხუბი უნდა დაეწყო თვალებდამრგვალებულ ქალბატონს რომ შეხედა და ისევ მოლბა- კარგია რომ ეჩხუბე. შენ უკეთესს იმსახურებ, ეგ ბიჭი ზედმეტად ჩუმია , ლაპარაკი არ იცის და უჟმური იქნება
-შენც არ გიყვარს ლაპარაკი
-მერე ჩემნაირი გინდა?- ისე ჰკითხა არც კი დაფიქრებულა
-მინდა ისე ვუყვარდე მეც როგორც შენ გიყვარდა დედიკო
-დედიკო კი არ მიყვარდა, მიყვარს და სიყვარულის სიძლიერე ადამიანის ხასიათზე არ არის დამოკიდებული...შესაძლოა მხიარული იყოს და უზომოდ უყვარდე. საერთოდ შენი ასაკის ბიჭებმა არ იციან სიყვარული და იქნებ დაიცადო ერთი 10 წელი მერე გადვაიტან როგორმე - თავზე აკოცა და კონსულტანტს მობილურის ჩვენება სთხოვა. ქალბატონსაც ძალიან მოეწონა, ლამაზი ქეისი აარჩია , რამდენიმე მოეწონა და უარს ხომ არ ეტყოდა ყველა უყიდა . ზე კმაყოფილმა დატოვა შენობა.
ტელეფონის ეკრანზე თავის პაწაწინა თითებს ისე საყვარლად აწკაპუნებდა თორნიკე ღიმილს ვერ წყვედდა. სახლში შევიდნენ თუ არა მაშინვე აკრიფა მართას ნომერი და ცოტა ხნის შემდეგ მისი ხმაც გაიგო
-გისმენთ
-ალიოოო ჩემი შავთვალება მართა მინდოდააა
-კესარია შენ ხარ? - სიცილი აუტყდა ,თორნიკემაც ვერ შეიკავა თავი-ვისი ტელეფონიდნა მირეკავ პატარავ?
-ჩემი ტელეფონი მაქვს...მამიკომ მიყიდა. ახლა უკვე სულ შევძლებ შენთან დალაპარაკებას -ზემოთ ავიდა, საწოლზე დაჯდა და იმდენ ხანს საუბრობდა თორნიკე აღარც გახსენებია.
მართა უკვე ვირტუალურად იყო მათთან. ყველგან შეიძლებოდა გაეგონა მისი ხმა . ხშირად ხვდებოდა კესარიას, კვრიაში რამდენჯერმე მიჰყავდა სკოლიდან და ერთად იყვნენ საღამომდე. თორნიკეს სახლიდან წასვლის შემდეგ ერთხელაც არ შეხვედრია, არც უსაუბრიათ . შორს იყო და მაინც ყველაფერი იცოდა კესარიას შესახებ, დარინას და ხათუნას ესაუბრებოდა, იცოდა რას მიირთმევდა ქალბატონი , როგორ სწავლობდა, როგორ იქცეოდა. სკოლაშიც ხშირად მიდიოდა, ნინოს ხვდებოდა , მშობლებსაც იცნობდა ორჯერ თორნიკეს ნაცვლად წაიყვანა კლასელის დაბადებისდღეზე .
თორნიკესაც უნდა მოეპოვებინა სიმშვიდე, ყველაფერი ისე მიდიოდა პრობლემები არ იქმნებოდა,მაგრამ მაინც უფორიაქებდა რაღაც სულს. ხშირად ათენებდა, ეწეოდა და ღამე ისევ არ იყო მისთვის მშვიდი ...

11.
............
ქორწილში წასვლა საშინლად არ უნდოდა. მიზეზი არ ჰქონდა, შეეძლო მოეთმინა რამდენიმე საათი , მაგრამ ამჯერად ხვდებოდა რომ ასეთი მარტივი არ იქნებოდა კესოსთან ერთად. დილაადრიან გაიღო ოთახის კარი და მალევე აღმოჩნდა ქალბატონი საწოლზე
-მამიკოო , თორნიკე გაიღვიძე თორემ დავაგვიანებთ
-რა ხდება , დავიძინოთ რა ...აქ მოდი- ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა, თვალები არ გაუხელია ისე აკოცა -გემრიელო
-მაა დღეს ქორწილია დაგავიწყდა?
-რა დროს ქორწილია ჯერ
-როგორ არ არის ... უკვე ფოტოებს იღებენ ისინი . ჯვრისწერამდე უნდა წავიდეთ , მამააა
-საღამოს წავიდეთ რესტორანში
-რააა? რესტორანში რა მინდაა მამაა ახლავე გაიღვიძე- თავი დაიხსნა, საწოლზე დადგა და ხტუნვა დაიწყო-თუ არ ადგები მარტო წავალ....მომაკითხავს დიმა და წამიყვანს
-კესარია მორჩი ხტუნვას და გაჩერდი ... მძინავს ხომ ხედავ
-არ ვხედავ ... იცოდე მე ვიცვამ , დარინა მოვიდა და დამეხმარება შენ კი თუ არ ჩაიცვამ დავურეკავ დიმკას
-დიმკას ნომერი რატომ გაქვს და საერთოდ რატომ მაშანტაჟებ? ქორწილებს რომ ვერ ვიტანდით მე და ლილუს საერთოდ არ გვქონდა ეს ცერემონიები და ახლა რა გინდა რომ შენი მართას დაქალის ქორწილში ვიყო დილიდან? - როგორც იქნა დაჯდა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი,მაგრამ ამჯერად კესარიას რეაქცია არ ჰქონია
-მამა გთხოოვ - ისევ მივიდა , ამჯერად დატკბა . ხელი ლოყაზე მიადო და გაუღიმა- შენ ხო ყველაზე კარგი ხარ , წამიყვანე რაა . იქ უნდა ვიყო , მელოდებიან
-შენ გელოდებიან? - წარბები მაღლა აზიდა და ისე დააცქერდა პატარა ქალბატონს
-ხოო , მეც უნდა ვიყო ბავშვებთან . დიმკას და მაკოს ბავშვებთან , კიდე დირექტორის დისშვილებთან ყველას ერთი ფერის კაბა გვეცმევა მამააა
-თურმე რაშია საქმე და მე აქამდე რატომ არ ვიცი ქორწილის მონაწილე თუ ხართ ქალბატონო კესარია...მართასთან რომ დაბრძანდებოდით ამ ამბებს არკვევდით? ახლა რომ სიცივეა სად უნდა იპოზიორო კაბით
-ისეთი კაბა მაქვს რომ არ შემცივდება ... წავედი მე და მოემზადე უცებ . ბოლოს რომ პიჯაკი გიყიდე იმას ჩაიცვამ - განკარგულებაც გასცა და წავიდა.
რა გზა ჰქონდა სხვა , ორ საათში მზად იყვნენ და პირდაპირ სამების ტაძრის ეზოში აღმოჩნდნენ. ციოდა ,მაგრამ არ წვიმდა თითქოს ამინდიც ზუსტად ჰქონდათ შერჩეული . კესარია მანქანიდან გადასვლის შემდეგ ისე გაიქცა მხოლოდ თვალის მიდევნება შეძლო. ყველას სხვადასხვანაირი კაბა ეცვა , მაგრამ ერთი ფერი ჰქონდათ . მალევე გამოჩნდა მანქანა რომელსაც ესკორტი მოჰყვებოდა და დედოფლი ყველას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ისეთი ხმაური იყო, აჟიოტაჟი , არეულობა ეს ყველაფერი თავს ატკიებდა. მოშორებით იდგა და კესარიას ადევნებდა თვალს მანამ სანამ მართა გამოჩნდა. ისეთი ლამაზი იყო მის სახეს თვალი ვერ მოაშორა, იღიმოდა დედოფალს უყურებდა და მერე კესარიას ჩაკიდა ხელი. ისიც ულოცავდა დედოფალს რომელიც აშკარად დიდი სიხარულით შეხვდა ბავშვს, ბატონი დირექტორიც არ დაივიწყა.
ცერემონია რომ დაიწყო შემდეგ გაახსენდა ჯვრისწერა მთის წვერზე , ცასთან ახლოს . ლილუს ოქროსფერი თმა , მზის სხივები რომ ეცემოდნენ უეცრად ჩამოწოლილი ნისლი და სილამაზე რომელიც გონებიდან არასდროს გაქრებოდა. ქორწილი რესტორნის ტერასაზე, ყველაზე გიჟური, ყველაზე განსხვავებული და ამაღელვებელი. ლილუს მოკლე თეთრი კაბა და ფატა რომელიც მხრებამდე წვდებოდა . 23 წლის იყო მაშინ , თავი დიდი ეგონა , ფიქრობდა რომ ბევრი ნახა, ყველაფერი ისწავლა ცხოვრებისგან და წინ მხოლოდ ბედნიერება ელოდა საყვარელ ქალთან ერთად რომელიც წლების შემდეგ როგორც იქნა მის გვერდით იყო. სულ ორი წელი გაატარეს ერთად , სულ რაღაც 24 თვე და მაინც რამდენი საერთო მოგონება ჰქონდათ .
კესოს მხრებზე დადო ხელი , დაიხარა და თავზე აკოცა ის კი ისევ აღტაცებული ადევნებდა თვალს ჯვრისწერის ცერემონიას.
შემდეგ უყურებდა ფოტოგრაფის წინ მდგომ წყვილს , ეს დამღლელი ფოტოსესია რომელის დროსაც კიდევ ერთხელ დარწმუდნა, რომ კესარია დედას ჰგავდა და არ ბეზრდებოდა კამერის წინ გაღიმებული სახით დგომა. ბავშვებს აკვირდებოდა , ყველა სხვადასხვა ასაკის იყო ,მაგრამ მათგან სამი ბატონ დიმას დაჰყვებოდნენ, გვიან გაიაზრა რომ მართას დაქალის ქმარი იყო და იმიტომ ჰქონდა მასთან ასეთი ახლო ურთიერთობა. აშკარა იყო ათწლეულს მაინც ითვლიდა მათი მეგობრობა რადგანაც უფროსი ქალიშვილი საკმაოდ დიდი იყო .
არ უნდოდა ,მაგრამ მართა ყველგან იყო და შეულებელი გახდა მისთვის თვალის მოშორება. ხედავდა მის ურთიერთობას მეგობრებთან , როგორი თავისუფალი იყო, მხიარული , ბედნიერი და მიუხედავად დაღლილობისა მაინც არ კარგავდა მუხტს, დედოფალს ეხმარებოდა ყველაფერს თვალს ადევნებდა. ფოტოგრაფის მითითებებს ასრულებდა და ისეთი ლამაზი იყო , იმდენად მიმზიდველი, სექსუალური რომ გულგრილს ვერავის დატოვებდა. უცნაური მუხტი ჰქონდა რომელსაც შეეძლო ყველა ემოციის შთანთქვა, თუ მოინდომებდა ყველაფერს შეძლებდა, უბრალოდ უნდა გადაეწყვიტა და ნებისმიერს დაიმონებდა. სულ რამდენჯერმე შეხვდნენ მათი თვალები , ისიც შემთხვევით თორემ მართა მთლიანად ქაოსურ პროცესში იყო ჩართული . კესარიამ იმდენად აღაფრთოვანა ფოტოგრაფი რომ ბოლოს თავად ბიჭმა სთხოვა ერთად გადაგიღებთ ფოტოსო. მართას გვერდით იდგა და იღიმოდა თორნიკეს რომ დაუძახა
-მაა ერთი ფოტო მაინც გადავიღოთ ,გთხოოვ
-ხომ იცი არ მიყვარს...ნუ გავიწყდება რომ სხვის ქორწილში ხარ და არა საკუთარში- ზემოდან უყურებდა და ცდილობდა მისი მზერის წინააღმდეგ წასულიყო- ასე ნუ მიყურებ , გთხოვ
-ერთი ფოტო , გთხოვ
-კარგი, მხოლოდ ერთი
ფოტოგრაფი ელოდათ და როგორც კი ერთად დადგნენ მაშინვე გადაუღო , მერე კესომ მართას დაუძახა . ისიც უბრალოდ მათკენ დაიძრა და ბოლოს ძალიან მშვიდად უთხრა კამერას გაუღიმეო ასე გამოვიდა მათი პირველი საერთო ფოტო.
-კესარია როდის შეეშვები რაღაცების ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ გაკეთებას? - გაიგო როგორ უსაყვედურა მართამ ,მაგრამ ერთი ფოტოს გამო კესოსთვის საყვედურის თქმას არ აპირებდა. კიდევ კარგი ზამთარი იყო, დღე მალე დასრულდა და როგორც იქნა შეწყდა ეს დამღლელი მსვლელობა. თავს მართლა მოხუცი კაცივით გრძNობდა არადა ადრე ისე სწრაფად ატარებდა, იმდენს გიჟობდა ქორწილებში და ისე ერთობოდა მერე ლილეს სიჩქარის შიში ჰქონდა , ავტომატურად შეეშვა დრიფტსაც , გაზის პედალსაც ისე აღარ ადგამდა ფეხს ,ატარებდა როგორც შუახნის კაცი .
ქორწილის ფენომენი ყოველთვის აოცებდა, სრულიად გამოფიტულ, დამშეულ, გადაღლილ წყვილს რესტორანში ქეიფის დაწყება და ამ აფსურდულ ღრეობაში ჩართვა რომ უხდებოდა. მართალია დამღლელი სადღეგრძელოები აღარ იყო,მაგრამ ამდენი სტუმარი, ხმაური, სასმელის დოზით გაბრუებული ადამიანები , ერთმანეთში არეული სხეულები , შეძახილები, ყურადღების ცენტრში ყოფნა ...ერთი დიდი სპექტაკლი იყო, რომლის დროსაც კამერა შენს ირგვლივ ტრიალებდა ,მოდუნების უფლებას არ გაძლევდა და სულ ბედნიერება უნდა გესხივებინა. ალბათ ეს ყველაფერი იმდენად ემოციური იყო ყველაფერს ბუნებრივად აკეთებდნენ, თუნდაც ცეკვა არ გყვარებოდა იმ დროს ქარტულის მელოდიასაც მთელი გრძNობით აყოლებდი სხეულს . მაგიდასთან იჯდა თითქმის უცნობ ადამიანებთან ერთად და ცდილობდა კესარია ცოტა ხნით მაინც დაეოკებინა. ბავშვი რომ წავიდა დაინახა როგორ ცეკვავდა მართა მეორე ხელისმომკიდესთან , ბიჭი აშკარად არ იყო ცეკვაზე შეყვარებული,მაგრამ ცდილობდა ის კი სრულიად გაიტაცა მელოდიამ. საერთო ჯამში საოცარი ქორწილი გამოვიდა, ყველა შესანიშნავ დროს ატარებდა , წყვილიც ბედნიერებას ასხივებდა . მართამ ჯერ თავის მეგობრებთან ერთად იცეკვა და დედოფალიც შეუერთდდათ, როგორც სჩანს ყველანი ლათინური ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავეები იყვნენ , აშკარა იყო ერთი შეხედვითაც რომ რამდენიმე კვირაში მომზადებული ცეკვა არ იყო
-კესო , მა არ დაიღალე?- ქალბატონი მორიგი ცეკვის შემდეგ რომ დაჯდა ღიმილით ჰკითხა და ლოყაზე აკოცა
-არაა , შენ არ დაიღალე ღვინის წრუპვით და აქეთ-იქით სიარულით?
-აბა რა გავაკეთო მაა? ჩემი რომელიმე მეგობრის ქორწილში მეც გავერთობი ...აი ნიკუშა რომ მოიყვანს ცოლს მერე . უკვე პირველი საათია იცი? ყველა ბავშვს ეძინება , ზოგი წავიდა კიდეც. შენ მართას თუ ელოდები ის კიდევ დიდხანს ვერ წავა აქედან
-არ ველოდები მართას ...მის ცეკვას ველოდები და მერე წავიდეთ რა
-იმდენჯერ იცეკვა მა კიდევ რაღას ელოდები
-ერთ ცეკვას , რომელიც არ იცის რომ უნდა იცეკვოს . რეზი მივა , იცეკვებენ და მერე წავიდეთ რა
-შენ ყველაფერი როგორ იცი გამაგებინე ...დავიჯერო ყველა მართას ნაცნობს იცნობ? ეს რეზი ვინღაა ვაჩეს რეინკარნაციაა?
-ეგ არ ვიცი რა არის ,მაგრამ რეზი ადრე გოგოებთან ერთად დადიოდა სკოლაში. ნაკოს ბიძაშვილია თუ დეიდაშვილი ზუსტად არ ვიცი
-ნუ ეგ როგორ არ იცი მა? როგორ გამოგრჩა- ჩუმად უთხრა , გაიცინა და ისევ მოსვა ჭიქიდან ღვინო- დაველოდოთ შენი მართას ცეკვას აბა რა გზაა სხვა- სანამ სიტყვა დაასრულა კესო უკვე გამქრალი იყო. თავად სიგარეტი მოუნდა და გარეთ გავიდა. ისე ციოდა ლამის თითები გაეყინა, ხმა ესმოდა და ისიც გაიგო როგორ თქვა მიკროფონში მოსაუბრე ბიჭმა მართა გთხოვო ,მანამდე არც გაუგია რას ითხოვდნენ შემდეგ მხოლოდ ჩაბნელებულ დარბაზში განათებული ადგილი ჩანდა და მელოდია , ცეცხლოვანი ტანგო რომელიც სისხლს აგიდუღებდათ . უყურებდა , ეწეოდა და თვალს არ აშორებდა მის მოძრაობას. ბოლოს გაეღიმა , ცეკვის დასასრულს დარბაზში დაბრუნდა. კესარია ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა
-წავედით ხო?
-მგონი ხო
-ხვალ მოგიყვება დანარჩენზე მართა- ისევ აკოცა და თავად დაიძრა მათკენ. ყველას დაემშვიდობა, მართას წინ დადგა ბოლოს და გაუღიმა. უცნაურად მშვიდად იყო , აღარ გრძნობდა ბრაზს, არც უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა ალბათ იმიტომ რომ მართას მზაკვრული ჩანაფიქრები არ გააჩნდა, იმიტომ რომ მართა ნამდვილი იყო, მართა რეალური იყო და არაფერი იყო მასში ბნელი. არ შეიძლებოდა მისი და კესარიას ურთიერთობის უკან მდგარიყო ვინმე ან რამე . შეუძებელი იყო ყვარებოდა უცნობი კაცი იმაზე მეტად ვიდრე კესარია უყვარდა. თითქოს ისიც მიხვდა და მშვიდად გაუღიმა დამშვიდობებისას.
კესო ჰყავდა ხელში, უღიმოდა და მშვიდად მიაბიჯებდა. ამჯერად მთვრალი არ იყო სულ რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული ,მაგრამ მაინც ტაქსი გააჩერა და სახლში მშვიდად დაბრუნდა. ქალბატონი დაღლილი იყო, გარეთ გასვლის შემდეგ მოერია ძილი, თორნიკეს მუხლებზე იჯდა, თავი მკერდზე ჰქონდა მიდებული და თვლემდა . ნახევრად მძინარე აიყვანა საძინებელში , მაგრამ მერე გამოფხიზლდა . სააბაზანოში შევიდა , პიჟამა ჩაიცვა და როგორც კი საწოლზე დაწვა წამსვე დაეძინა.
საძინებელში გავიდა , საწოლზე იჯდა და ლილუს სახეს უყურებდა, ღვინოს მშვიდად აგემოვნებდა , შიგადაშიგ სიგარეტსაც აბოლებდა. არაფერს ამბობდა , უჩვეულოდ მშვიდად იყო . უეცრად მოსული სიმშვიდე რომელსაც ვერ იგებ, მაგრამ მოგწონს, გინდა რომ დარცეს და აღარ დაუშვა მისი დაკარგვა. სულ ერთი წერტილია , პაწაწინა წერტილი რომელსაც წამიერად ეხები და რომელსაც ზუსტი განმარტებაც კი არ აქვს. ბედნიერება არაფერია თუ სულის სიმშვიდე არ გაქვს. თავად სიმშვიდე, გვირგვინი რომლის გარეშეც მეფე ვერ გახდები
-გადამიარა ბრაზმა იცი? გაპატიე ... ხო , არ მოგესმა გაპატიე ჩემი დატოვება . მე და შენ ყოველთვის ეგოისტები ვიყავით, ერთმანეთთისთვისაც არ გვქონდა დრო სანამ ჭკუიდან არ შეგვშალა გრძნობებმა, სანამ შორიდან ცქერამ არ დაგვღალა ორივე ბოლომდე ვირგებდით ცხოვრებას. შემდეგ ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი გვინდოდა , ჯანდაბა მე შენზე ვგიჟდები პატარავ . ადრე მეგონა რომ ყველაზე მშვიდი სიყვარული გვქონდა, გარკვეული , სიგიჟეების გარეშე ახლა კი ვხვდები რომ მე ვაფრენდი , ახლა კი გიჟი ვარ უკვე. უშენოდ ვარსებობ , ცხოვრება მიდის ახლა კი მეც ვიცხოვრებ . შენ თუ ხარ სადმე დამელოდები, თუ არ ხარ ერთ დღეს მეც გავქრები და კესარია გააგრძელებს ჩვენს ნაცვლად - კვამლი ჭერისკენ გაუშვა და ისევ მოსვა წითელი სითხე

..........
თითქოს დრო გაჩერდა, გულისცემა გაორმაგებული ჰქონდა . კესარიას ხელს არ უშვებდა, მისი პატარა თითები ხელისგულში ჰქონდა მოქცეული დადინჯად მიაბიჯებდა სრულიად შეცვლილ შენობაში. ერთი ნაბიჯი, ორი , სამი ყველა მათგანის ხმა ესმოდა , ლიფტში შესულს სუნთქვა შეეკრა და კარის წინ რომ აღმოჩნდა სხეული გაეყინა. გასაღები ფრთხილად მოარგო საკეტს და რამდენჯერმე გადაატრიალა. კარი ფართოდ გააღო და წამსვე დაეტაკა სახლის სუნი, დახშული , მტვრიანი , ცარიელი ოთახების . თოთოეული ნაბიჯის გადადგმისას კადრები ჩნდებოდნენ , მოგონებები წარსულიდან . ყველა წუთი რომელიც ბინის მოწყობისთვის დახარჯეს. იქ გატარებული რამდენიმე თვე და უამრავი მოგონება
-მა , შენ და დედა აქ ცხოვრობდით ? - დიდხანს იდგებოდა გაშეშებული და ვინ იცის წარსულს როდის შეაჩერებდა რომ არა კესარიას ინტერესი
-პატარავ... ეს ბინა მე და ლილუმ ვიყიდეთ . ყველა კედელი, ოთახი ...ყველაფერი ერთად შევარჩიეთ . აქ არაფერი შეცვლილა , როგორც დავტოვეთ ისეთივე იქნება ,მხოლოდ მტვერია და მე ... მოდი ფანჯრებს გავაღებ- ვერ ხვდებოდა ძალა საიდან ჰქონდა, მაგრამ კესარიასთან ისე იქცეოდა თითქოს შიგნიდან არ იწვოდა. სწრაფად გაიარა მანძილი , ფანჯრები გააღო და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
კესარიამ ყველაფერი შემოიარა, ყველაფერს აკვირდებოდა და აღტაცებას ვერ მალავდა. უხაროდა იქ რომ იყო, სახლი სულ ორი დღით დატოვეს, ლენასთან უნდა დარჩენილიყვნენ ერთი ღამით და მეორე დღეს დაბრუნებულიყვნენ , მაგრამ ბინის კარი ლილუს აღარ შეუღია. იქ თორნიკეც პირველად იყო ლილუს გარეშე , კესარიასთან ერთად. მასთან ერთად გაბედა და დაუბრუნდა წარსულს, ახლა დროში მოგზაურობა შეწყვიტა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი, იმ ყველაფრის გახსენება რაც გონებაში უტრიალებდა . კესარიაც უსმენდა და უფრო მეტად ბედნიერდებოდა, ვერ ხვდებოდა როგორ არ იწვევდა სევდას მასში მოგონებები,მაგრამ ფაქტია მხოლოდ სიხარულს გრძნობდა თორნიკე კი თავისუფლდებოდა, ემოციების გაზიარებით.
-ეს ჩემი ოთახია?- კარი გააღო და გაოცებული დადგა პატარა ლამაზ ოთახში ჭერზე ვარსკვლავები რომ იყო, ბავშვის საწოლი იდგა, ათასი ფუმფულა სათამაშო , კარადები ილუსტრაციებით . კედლებზე ნახატები და ყველაფერი სიმშვიდისთვის- აქ ტანსაცმელიცაა...სულ პატარებია
-ხო ...ეს ყველაფერი ლილუმ აარჩია მე ვერ ვერკვეოდი . მე მაშინ რამდენჯერაც ბავშვის ტანსაცმელს დავინახავდი იმდენჯერ ვყიდულობდი და იმიტომაა ამდენი, სხვადასხვა ზომის და ფერის. ჯერ კიდევ მაშინ ვყიდულობდი რომ არ ვიცოდით გოგო იყავი თუ ბიჭი. შეშლილივით ვიყავი , ლილუ დამცინოდა შოპინგს ვერ იტან და ახლა რამ გაგაგიჟაო
-ყველაფერი შენ იყიდე? მე კი მეგონა რომ შენი არჩეული არაფერი იყო ...მერე რატომ აღარ მჩუქნიდი არაფერს- უცებ შებრუნდა მისკენ და პასუხს დაელოდა
-მერე დამავიწყდა ...დამავიწყდა როგორ მიყვარდი ჯერ კიდევ მაშინ როდესაც იქ, ლილუს მუცელში იყავი . უბრალოდ დამავიწყდა , გავითიშე , დავაპაუზე არა მხოლოდ ლილუს ნაწილი, არამედ ,მთლიანად თორნიკე - დაიხარა და კესოს ხელები მოხვია- მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ლილუს გარეშეც უზომოდ მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ- თავად ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა- შენ ძალიან კარგი ხარ, მართლა
-მაპატიე ეს ოთახი რომ ვერ გამოიყენე , ვერც ეს ტანსაცმელი ჩაიცვი
-არაუშავს .... ყველაფერი შევინახოთ . მე და მართას მოგონებების სკივრი გვაქვს რომელშიც დიდი ადგილია . ამ ყველაფერს იქ ჩავაწყობთ და რომ გავიზრდები მერე გავიხსენებ
-მოგონებების სკივრი ? აქამდე რატომ არ გითქვამს ? აბა მომიყევი კიდევ რა გაქვს იმ სკივრში?
-სკივრი სოფელში დავტოვეთ , სხვენზე იქ არის ჩემი ბავშვობის ნივთები , პირველი სათამაშო რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, პირველი ტანსაცმელი რომელიც ჩამაცვეს, ჩემი თმა ,მართამ რომ შემჭრა პირველად, კიდევ საწოვარა ... ახლა ამათაც დავდებ სულ აქ ხომ არ იქნება არა?
-არ ვიცი, გინდა რომ ავიღოთ? მე აქ ვერ ვიცხოვრებ და იქნებ სჯობს დარჩეს
-ყველაფერს ასე ხომ ვერ დატოვებ...დედა მაინც ვერ მოვა და მეც ხომ ვერ დავწვები ამ საწოლში
-ასეთი ჭკვიანი როგორ ხარ ვერ მეტყვი? შენ არცერთს დაგვემსგავსე? ლილე ისეთი მიუხვედრელი იყო მაგიჟებდა, რომ ვაბრაზებდი ვერ ხვდებოდა, რომ მიყვარდა ვერც იმას ხვდებოდა სანამ ბოლო ხმაზე არ დავუყვირე შენ კი ყველაფერზე გაქვს პასუხები, შენი აზრი და ზოგჯერ მგონია რომ 6 წლის კი არ ხარ ვიღაც სხვა ბავშვი შემომაპარა შენმა მართამ
-რა სულელი ხარ- ხმამაღლა გაიცინა კესომ -მართა როგორ შემცვლიდა ... მოდი დედას და შენი ნივთებიც დავალაგოთ. შენ სახლშიც ხომ გაქვს დედას კაბები
-დარწმუნებული ხარ რომ უნდა ჩავალაგოთ? - არ უნდოდა , თითქოს ასე წარსულს წაშლიდა, მაგრამ ჩემოდანში ჩალაგება რომ დაიწყეს ჯაჭვი გაწყდა რომელიც სხეულზ ეხვეოდა. ისევ იყო მოგონებები, მაგრამ ტკივილის სიმსუბუქე იგრძნობოდა. შესაძლებელია ტკივილის გაყუჩება, გაქრობაც კი შესაძლებელია მთავარია სწორი გზა იპოვნო , გამოჩნდეს წამალი რომელიც განკურნავს მთავად დაავადებას ან შეგიმსუბუქებს ტკივილს. კესარია იყო წამალი , ყველაზე ეფექტური და ძლიერი რაც რამ არსებობდა თორნიკეს ცხოვრებაში.
ღამემდე დარჩნენ ბინაში, საწოლზე იწვნენ და საუბრობდნენ. კესოს კითხვები არ ილეოდა და თორნიკეც პასუხობდა, მეტს იხსენებდა , მეტს ფიქრობდა საკუთარ თავზე იმაზე თუ რა უყვარდა, რას აკეთებდა, როგორ ცხოვრობდა, როგორი იყო მაშინ და ახლა.
-და მაინც იქნებ საკმარისია , არ მინდა რომ განწყობა გაგიფუჭდეს...სახლში წავიდეთ, გზად გემრიელობები ვიყიდოთ
-მე ხასიათი არ მიფუჭდება ... ლულუზე საუბარი მხოლოდ შენ გტკენს , მე არ მტკენს
-როგორ არ გტკენს პატარავ
-მე მას არ ვიცნობდი , მის წარმოსგდენად და შესაყვარებლად ამბების მოსმენა მჭირდება . მართამ ადრე მითხრა რომ თუ მივხვდები როგორი კარგი იყო ლილუ მივხვდები რომ ბედნიერიც იყო , რომ ვუყვარდი და კი არ მიგვატოვა უბრალოდ წავიდა , რომ დაგველოდოს. მართამ კიდევ მითხრა ლილუ ანგელოზი იყო და იმიტომ ხარ ასეთი საოცარიო , თორნიკეს ძალიან რომ უყვარდა იმიტომ არ შეუძლია შენ რომ არ უყვარდეო - ისევ მართა იყო ყველაფრის მიზეზი. მართას მიწოდებული ამბები და მართას შექმნილი სიმშვიდე. მართა ქმნიდა ყოველთვის კესოს ბედნიერების ათვლის წერტილს, თითქოს წინასწარ იცოდა რას შეიძლება ეტკინა მისთვის და სიტყვების სახით ფარს უქმნიდა.
-მინდა თუ არ მინდა შენი მართა ყოველთვის მართალია ახლა კი ჩვენი წასვლის დროა ... - ხელში აიყვანა და სწრაფად დატოვა ბინა. ისე მიხურა კარი თითქოს უკან სიცარიელეს ტოვებდა, მშვიდად მიაბიჯებდა, იცინოდა , გეგმებს სახავდა დაძინებამდე რომ უნდა მოესწროთ , აღარ იყო ტკივილი , აი ასე უბრალოდ აღარ იყო . ყველა ჭრილობა შუშდება ოდესმე ,მაგრამ ტოვებს კვალს რომელიც არასდროს ქრება . სამუდამოდ რჩება იარა რომელიც გახსენებს ტკივილს, რომელსაც ოდესღაც განიცდიდი...
............
გაზაფხულიც მოვიდა , ყველაფერი გამოცოცხლდა, დათბა და ზამთრის სიცივე შხაპუნა წვიმამ ჩაანაცვლა. ყვავილები გამოჩნდა ქუჩებში , მათთან ერთად ახალი სიცოცხლე იწყებოდა. ყოველი გაზაფხული გამოღვიძებას ჰგავდა კესარიას განსაკუთრებით უყვარდა თურმე გაზაფხული თავიდან ვერ მიხვდა რატომ ზაფხული არა მერე კი უპასუხა აპრილში ლილუ დაიბადაო . თორნიკე აპრილში ყოველთვის განსაკუთრებულად მარტოსული იყო ხოლმე, ძირითადად ამ დროს სახლში ატარებდა და თუ ბიჭები მოსვენებას არ მისცემდნენ საერთოდ მიდიოდა ქალაქიდან . ამჯერად კი ისე დადგა აპრილი გონს ვერც მოვიდა, კესარიას დღის განრიგზე იყო გადართული ერთ საღამოს კი მარტო დარჩენილმა ტელეფონზე გამოსახულ რიცხვებს გაუსწორა მზერა . სახლში იყო , მართამ კესარია წაიყვანა და უთხრა როცა დამირეკავ მაშინ მოვიყვანო .
-დაბადების დღეს გილოცავ , ლილუ - სავარძელში ჩაეშვა და ნახატს გაუსწორა მზერა- უკვე 30 წლის ხარ ...გახდებოდი . როგორ მაინტერესებდა როგორი იქნებოდი 30 , 40 ... 80 წლის ასაკში . შენ დაბერება საშინლად არ გინდოდა, გაშინებდა სიბერე და ნაოჭებს ითვლიდი რომელიც არ გქონდა. ამ დღეს სულ შენ გჩუქნიდი , ყოველთვის იმ წლიდან დაწყებული როცა პირველად შეგხვდი და ბოლო ექვსი დაბადებისდღეც მარტომ გავატარე ... ვიყავით მე , ვისკი , სიგარეტი და შენი ფოტოები ახლა კი მინდა კესუნასთან გავატარო ეს დღე .
სახლში მისვლამდე ბიჭებთან იყო , რამდენიმე ჭიქაც ჰქონდა დალეული დამღლელი სამუშაოს შემდეგ ,მაგრამ შხაპმა ბოლომდე გამოაფხიზლდა. პირველად მიდიოდა მართასთან, მხოლოდ მისამართი იცოდა . ბინა მეოთხე სართულზე იყო ამიტომ კიბეს აუყვა და შემდეგ კარებზე მიკრულ ნომრებს დააკვირდა.ნაცრისფერ რკინის კართან შეჩერდა , ზარის ღილაკს დააჭირა და დაელოდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და მართა კართან შეყოვნდა მერე მიხვდა გვიანი იყო . კართან ნათურა ენთო და ალბათ ნაცნობი სახე რომ დაინახა შემდეგ გააღო
-თორნიკე
-საღამომშვიდობისა მართა - გაკვირვებულ ქალს ოდნავ გაუღიმა და სახლში შეიხედა- არ შემომიშვებ?
-ხო , რა თქმა უნდა მე უბრალოდ არ გელოდი- უკან დაიხია , კარი თორნიკემ დახურა და უკან მიჰყვა - კესარიას უკვე სძინავს არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი ,მთელი დღე გარეთ ვიყავით დაიღალა და ჩაეძინა - მაგიდაზე რვეულები ეწყო , ლეპტოპიც იდო და აშკარად მუშაობის პროცესში იყო.
-ხვალ წავიყვან , თუ რაიმე განსაკუთრებული გეგმა არ გაქვთ
-ჩემები მიდიან აგარაკზე . დიდი ხანია არსად გასულა და ბავშვებთან ერთად გაერთობოდა, მაგრამ შეგიძლია წაიყვანო . სხვა დროს წავალთ
-მეც ქალაქგარეთ მინდოდა წამეყვანა... მეგობარს თავლა აქვს , ცხენები ჰყავს და ვიფიქრე გაერთობოდა
-ცხენები ძალიან უყვარს, ჯირითის სწავლაც უნდა, მაგრამ მე ვერ მოვახერხე აქამდე საჭირო ადგილის პოვნა ... ცეკვაზეც უნდა შესვლა ,მაგრამ ვერ გადაწყვიტა ქართულზე იაროს თუ სამეჯლისოზე - თითქოს მშვიდად საუბრობდა,მაგრამ აშკარად დაბნეული მზერა ჰქონდა. თორნიკეს ეღიმებოდა
-ორივეზე სიარულს ვერ შეძლებს ?
-რთული იქნება ხომ იცი...შევთავაზე ორივე სცადოს და შემდეგ გადაწყვიტოს რომელი ურჩევნია ამ ეტაპზე. ყავას დალევ ?
-დავლევ - სავარძელში იჯდა და ოთახს აკვირდებოდა. საშუალო ზომის მისაღები , ბარით გამოყოფილი სამზარეულო . ორი საძინებლის კარი ჩანდა და ერთიც სააბაზანო უნდა ყოფილიყო . ყველაფერი ისე ჰქონდა მოწყობილი რომ მშვიდად და კომფორტულად იცხოვრებდა. სასიამოვნო აურა ტრიალებდა ირგვლივ
-მიირთვი - მაგიდაზე ლანგარით დადო ყავის ფინჯნები და ტორტის ნაწილი
-ტორტის მომზადებაც მოასწარით?
-კესოს მოსვლამდე მოვამზადე- დივანზე დაჯდა და წვენის ჭიქა აიღო . საღამოს ყავას არასდროს სვამდა . თორნიკემ მოზრდილი ნაჭერი მოჭრა ტორტს და მშვიდად დაიწყო დაგემოვნება ისე თითქოს საჭორაოდ მისული დაქალი იყო .
-ასე ნუ მიყურებ-მართას მზერა რომ არ მოშორდა ქვემოდან ახედა და გაიცინა
-როგორ გიყურებ ...მე უბრალოდ აქ არ გელოდი- არ დაიბნა, არც მზერა მოუშორებია . წამით ხმა ჩაუწყდა მხოლოდ - შენ კარგად ხარ თორნიკე?
-წლებია ასე კარგად არ ვყოფილვარ- გულწრფელი იყო , თავადაც იმ დროს გაიაზრა სიმართლე- შენ როგორ ხარ მართა?
-მე ? მე კარგად ...როგორც ყოველთვის
-როგორც ყოველთვის ... რაც ნიშნავს რომ ისევ გიყვარვარ - თეფში დადო, სავარძელს მიეყრდნო , ყავა მოსვა და მართას მზერა გაუსწორა
-არ მესმის - ჯერ უყურებდა , მერე გაეცინა თითქოს მოდუნდა კი არ დაიძაბა. ხო ნამდვილად გათავისუფლდა ,თითქოს სულ სხვა ადამიანი გახდა
-რა არ გესმის ?- ისევ ყავას აგემოვნებდა და ცხელ სურნელს სუნთქავდა- შენი მომზადებული ყავა მომენატრა ... -წამით თვალები დახუჭა და შემდეგ ისევ შეხედა
-შენ როგორ დაინახე გრძნობა რომელსაც ზოგჯერ მეც ვივიწყებ ... შენ , თორნიკემ როგორ შეძელი
-მართალი ხარ . მე , თორნიკე აზრზე ვერ მოვიდოდი რომ არა მარუსა
-მარუსა რა შუაშია
-მარუსამ გაგფაქტათ შენ და შენი გრძნობები , ალბათ მაშინ ძალიან პატარა იყავი . ბებომ წერილი დაგიტოვა რომელიც ვიპოვნე და წავიკითხე . არ ვიცოდი შენთვის თუ იყო ... სახლში მაქვს და რომ შევძლებ გადმოგცემ
-არ მჯერა
-რა არ გჯერა ,მარუსა რომ მიხვდა თუ მე რომ გავიგე
-როგორ ვერ მივხვდი რატომ მიღრენდი განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. არა მეგობრები არასდროს ვყოფილვართ ,მაგრამ სოფლიდან დაბრუნების შემდეგ სულ მთლად აურიე
-ასე გამოვიდა ... შოკი მქონდა და მიზეზი წმინდან მართას ფრთები რომ დაეკარგა, მაგრამ არ გამოვიდა . აშკარაა ჩემზე მეტად კესარია გიყვარს
-მართლა კარგად ხარ? მგონი რაღაც მძიმე მოგხვდა თავში რამაც ადამიანად ქცევა გაიძულა . ისეთად როგორიც იყავი ადრე
-როდის ადრე, როცა შეგიყვარდი?
-მე რომ შემიყვარდი ... არც კი მახსოვს როგორი იყავი . საერთოდ რატომ გვიყვარდება ადამიანები არ ვიცი , შენ იცი?
-ბევრი მიზეზია და თან არცერთი ... უბრალოდ გიყვარდება !
-მე არ უნდა შემყვარებოდი . ზოგჯერ არც მიყვარხარ, მძულხარ . ზოგჯერ უბრალოდ მებრალები, მერე ისევ მეზიზღები და დროგამოშვებით მიყვარხარ
-უფრო მეტად რომ გეზიზღები კარგია . ზედმეტად კარგი ხარ ამ აფსურდული სიყვარულისთვის
-ზედმეტად კარგი რომ ვარ იმიტომ მიყვარხარ შენ და არა ვიღაც ნორმალური. სხვა განსაცდელი ვერ გამომიგზავნა ღმერთმა იმიტომ რომ ზედმეტად სწორ ნაბიჯებს ვდგამდი ცხოვრებაში . გონებას ვერ შეეხო და გულს აჯობა , მაგრამ დრო გადის დროს კი ყველაფრის გაუფერულება უყვარს , გამარტივება
-კესარია ჩემი შვილი რომ არ ყოფილიყო , მარუსას რომ არ ეთხოვა სხვას დათანხმდებოდი ? გეფიცები ეჭვი არ შემაქვს შენს უანგარო სიყვარულში კესარიას მიმართ , უბრალოდ მაინტერესებს როგორ გაბედე 21 წლის გოგომ ჩვილი ბავშვის ცხოვრების ნაწილად ქცევა
- შენ საერთოდ არ მახსოვდი კესარია რომ ავიყვანე ხელში . მხოლოდ მე და ის ვიყავით, ორი ობოლი . ვუყურებდი და საკუთარ თავს წარმოვიდგენდი . მისგან განსხვავებით დედა ორი წელი მზრდიდა ... შემდეგ უეცრად გარდაიცვალა. თავის ტვინზე ანევრიზმა ჰქონდა , ყოველ შემთხვევაში მაშინ გაკეთებულმა ექსპერტიზამ ასე აჩვენაო დემნამ მითხრა სხვა მე არაფერი ვიცი . მახსოვს ლალი როგორც დედა ,რომელიც მალევე შეირთო დემნამ. ეს ამბავი დახურულია ყველასთვის, მეზობლებმა და ნათესავებმა იციან რა თქმა უნდა ,მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ. მეც კი არ მახსოვდა რომ ობოლი ვარ , კესო რომ დავინახე სხვა არაფერზე მიფიქრია ... უბრალოდ ვიცოდი რომ მას ვჭირდებოდი. მე დედა დამავიწყეს , ლალის ვუყვარვარ ,მაგრამ დედაზე არავის არაფერი უთქვამს თითქოს არ არსებობდა . მე ვუყურებდი როგორ არ უყვარდა მამას დედა , როგორ ჩხუბობდნენ გამუდმებით, როგორი უბედური იყო ორივე და მთელი ცხოვრება მეგონა რომ ჩემი ბრალი იყო. მამამ ჩემ გამო შეირთო ცოლად ლალი. შემდეგ ჩემი ძმა გარდაიცვალა და მე ზედმეტად ადრე გვიზარდე...შენ რომ მასთან ყოფილიყავი არ დავთანხმდებოდი , მაგრამ შენ არ იყავი მხოლოდ კესარია იყო . ალბათ ცუდად აღვზარდე, არ ვიცი ძირთადად იმას ვაძლევდი რაც მე მაკლდა . იმაზე ვესაუბრებოდი რაც ჩემთვის არავის უთქვამს ... მე შენ ვერ გიტანდი როდესაც მას ტკენდი , მაგრამ კესარიას ყოველთვის სიგიჟემდე უყვარდი - თვალები აემღვრა , თორნიკეც სუნთქვაშეკრული იჯდა. საუბრის ასეთ გაგრძელებას ვერ წარმოიდგენდა. ვერასდროს იფიქრებდა რომ მართა ლალის შვილი არ იყო და ამხელა ტკივილს ატარებდა. თითქოს სიზმარში იყო და მის წინ სულ სხვა ქალი იჯდა ამ მძიმე ამბით
-მე არ ვიცი რა გითხრა...შენ წარმოუდგენელი ქალი ხარ - ღრმად ჩაისუნთქა და მის აკანკალებულ თითებს მზერა მოაშორა. ეს იყო ხოლმე ერთადერთი რაც მის ემოციებს გამოხატავდა, სხეულის თრთოლვა რომელიც მის სიძლიერეს ამშვენებდა- მე ერთი ვიცი მხოლოდ , კესარიას გაუმართლა შენ რომ ჰყავხარ . ვერავინ შეძლებდა მისი სულის ასე ამაღლებას და დამშვიდებას როგორც შენ ახერხებ .
-მე მისი მესმის თორნიკე ... მე ვერ გავუგებდი განქორწინებული მშობლების შვილს. ალბათ ამ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა არ გვექნებოდა . ბავშვები ზოგადად მიყვარს , ვგიჟდები მათზე ,მაგრამ კესარია სულ სხვაა . ადრე , წლების წინ წასვლაზე ვფიქრობდი ... მინდოდა სხვა ძიძა ეპოვნა მარუსას . 14 თვის იყო მაშინ , მანამდე დამოუკიდებლად ვერ ბედავდა ნაბიჯების გადადგმას , მაგრამ ჩემმა დანახვამ ისე გაახარა რომ სიარული დაიწყო . მას მერე სულ მახსენდება როგორ ადგა ხალიჩიდან , ფეხისწვერებზე მდგომი დაიძრა ჩემკენ სიცილით და სანამ მე ვკიოდი გაიარა-თქო ჩემამდე მოაღწია . რომ ჩავეხუტე და ვაკოცე დედა დამიძახა ,წამით დამავიწყდა საერთოდ ყველაფერი ...უზომოდ გამიხარდა . რამდენიმე წუთი ეიფორიაში ვიყავი სანამ არ გავიაზრე რომ მე არ ვიყავი დედა ... გადავწყვიტე რომ უნდა წავსულიყავი თორემ ლალის გზას გავიმეორებდი . მეგონა ვერ შევძლებდი საკუთარ თავთან გამკლავებას და მომინდებოდა ისე ვყვარებოდი როგორც დედა . გიჟივით ვყრიდი ჩემს ტანსაცმელს ჩემოდანში , მეც გავრბოდი ... რომ დაინახა ტირილი დაიწყო , ისე ტიროდა ვერ წავედი . დავრჩი... ძალიან დიდხანს ვცდილობდი გავმკლავებოდი სურვილსაც და თან ამეხსნა მისთვის რომ დედა არ ვიყავი . შემდეგ დავიწყეთ მე და კესარიამ ერთობლივი მუშაობა , სწავლა მშვიდი ცხოვრებისთვის . შენ კი , შენ ნამდვილად არ ხარ ის ვინც კესარიაზე მეტად მიყვარს . თუ ოდესმე რომელიმე კაცი მეყვარება მასზე მეტად შემდეგ გამოვხატავ გრძნობებს რომლებსაც აღიარებს ჩემი გონება - საუბარი დაასრულა , ამღვრეული თვალები წამით დახუჭა და შემდეგ წამოდგა . თაროზე დადებული კოლოფიდან სიგარეტის ღერი აიღო , ფანჯარასთან დადგა და მოუკიდა. თორნიკე თავდახრილი იჯდა , უსმენდა და ყველაფერს ისე მშვიდად იაზრებდა თითქოს სხვა ადამიანის სული ჩასახლდა მის სხეულში. ესმოდა , ზუსტად ხვდებოდა ყველაფერს და მოთხრობილ ამბავს კადრებად ხედავდა კიდეც.
-მე კი შენ მაბრაზებდი ... ვეჭვიანობდი ყოველი შენი დანახვისას . რომ ჩამოვდიოდი , კესარია რომ მენატრებოდა და ჭკუიდან ვიშლებოდი მასთან დაგინახავდი , თავიდან მაწვებოდა ლილუს დაკარგვის ტკივილი . ნაწილებად ვიშლებოდი მასთან შენ რომ იყავი , ვიღაც უცხო ქალი და არა ლილუ. მინდოდა წამეყვანა.... გახსოვს პირველად რომ ჩამოვედი , მაშინაც მინდოდა ჩემთან მყოლოდა ,მაგრამ ყოველ ჯერზე მოგონებები მახრჩობდნენ. იმდენად უმართავი ვიყავი მეშინოდა რომ ბავშვი უბედური იქნებოდა. თქვენთან მშვიდად იყო , ასე ვხედავდი , ამის მჯეროდა და ვერ ვიაზრებდი თუ ჩემი წასვლა ამდენად ტკენდა. გვიან გავიაზრე მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი , თურმე შენ ასწავლე ჩემი და ლილუს სიყვარული და მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს შესაძლებელი იყო . ახლა ვხვდები რომ ჩემი დაკარგვა ღირდა შენს აღმოჩენად... ის ექვსი წელი ღირდა . ყველაფერს აქვს მიზეზი არა? ხომ ამბობენ ღმერთი უბრალოდ არაფერს აკეთებსო . ლილუ წაიყვანა კესარიას რომ ეარსება. ალბათ არ შეეძო ჩემთვის ორივე დაეტოვებინა და რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა , ლილუ წამართვა. ახლა სიკვდილის შიში აღარ მაქვს , ნებისმიერ დროს მშვიდად შევხვდები და იმედია ლილუს დავუბრუნდები . კესარიასთვის შენ ყველაფერი ხარ ჩემზე და ლილუზე მეტი ხარ , შენ საზღვარი არ გაქვს , შენ არცერთ ჩარჩოში ეტევი
-წარსულზე დარდი ყველაზე დიდი უაზრობაა რაც კი ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. ჩადენილი დანაშაულის გამო თვითგვემა ავტომატურად აზარალებს შენს აწმყოს და მომავალს, რაც ისევ შეცდომად იქცევა. შენ კესოსთან არ იყავი , მაგრამ ახლა ხარ და კიდევ დიდხანს უნდა დარჩე ... დარწმუნებული იყავი რომ კესო არასდროს გეტყვის მიმატოვეო . ჩემგან განსხვავებით არ შეგახსენებს რომ მასთან არ იყავი - ჩაიცინა და სიგარეტის კვამლი ცისკენ გაუშვა- ასე რომ შენც ნუ იდარდებ წარსულ ცოდვებზე, იცხოვრე აწმყოთი...შესანიშნავად გამოგდის მამობა . დარწმუნებული ვარ ლილუმ იცოდა
-ლილუმ იცოდა, ფიქრისთვის დრო ჰქონდა მე კი არაფერი ვიცოდი მშვიდად ველოდი , ვნატრობდი დროს როცა მშობიარობა დაეწყებოდა. ზოგჯერ ვწუწუნებდი როდის გავა დღეები , როდის იმშობიარებ_თქო და თურმე რა მელოდა წინ. ისე დავკარგე რომ ვერც მოვედი აზრზე , ყველაზე დიდი ბედნიერება ყველაზე დიდ უბედურებად მექცა - ფანჯარასთან მივიდა, რომ არ მოეწია მოკვდებოდა. კედელს მიეყრდნო და ისე მოუკიდა , მართას პროფილს ხედავდა გარედან შემოსული ქარი კვამლს ფანტავდა და მალევე აქრობდა
-გიფიქრია იმაზე თუ რა მოხდებოდა რომ ეთქვა?
-ზუსტად ვიცი რაც მოხდებოდა, მანაც იცოდა და იმიტომ არ მითხრა. ცხოვრებაში ერთხელ მომატყუა, ითამაშა და თანაც შესანიშნავად. მე ის მაგიჟებს რომ მარტო იყო, მის გვერდით ვიყავი , სულ მასთან ,მაგრამ ის თავის ტკივილთან მარტო იყო. ალბათ ეშინოდა , შეიძლება არც ეშინოდა ... არ ვიცი მე ვერ გავიგებ როგორია როდესაც შენს სხეულში ცოცხალი არსება იზრდება და შენზეა დამოკიდებული. მე ... მე კესოს მოვკლავდი ვიცი , რომ მცოდნოდა ლილეს არჩევანის უფლებას არ მივცემდი სულ რომ ხელ-ფეხი შემეკრა მაინც წავიყვანდი აბორტის გასაკეთებლად აი მერე ... მერე კი ცოცხალი იქნებოდა ,მაგრამ ჩემთან იქნებოდა თუ არა არ ვიცი
-შენ სულ ამ ყველაფერზე ფიქრობდი ხომ? - სიგარეტი ბროლის საფერფლეში ჩააგდო და შემდეგ შეხედა ამაშუკელს
-ყოველ წამს ... ახლა კი შენ დამემატე
-მეე? - ისევ გაეცინა - აა ხო , დამავიწყდა რომ გაიგე. მარუსას თუ შევხვდები აუცილებლად ვეჩხუბები იმის გამო რომ გამომააშკარავა- ფართოდ გაიღიმა , თვალები დაუწვრილდა და აუბრჭყვიალდა. უცნაური იყო , როგორ შეიძლებოდა ოდნავ მაინც არ ჰქონოდა უხერხულობის შეგრძნება. უფრო თავისუფლად საუბრობდა თორნიკესთან ვიდრე ოდესმე , ერთადერთი საიდუმლოც გაუმჟღავნა და სითამამეც მოემატა
-არ მინდა რომ გიყვარდე ...იმ ცოტა ხნითაც კი
-მე შენი სიყვარული არ მტკენს, საერთოდაც არ მახსოვს ხშირად. შენ უბრალოდ ის კაცი ხარ ვისი ბედიც მადარდებდა ყოველთვის. მე შენი მდგომარეობა მტკენს ახლა ... დამიჯერე ლილუ რომ ცოცხალი იყოს ახლა ისეთი მშვიდი და ბედნიერი ვიქნებოდი ოდნავადაც არ დავემსგავსებოდი ცალმხრივად , უიმედოდ შეყვარებულ ქალს . თუმცა ახლაც არ ვგავარ, მაგრამ წარმოუდგენლად რთული იყო ეს წლები , შენი ამ მდგომარეობაში ნახვა ... უბრალოდ კარგად იყავი რა
-გადამიყვარებ?-ტუჩებიდან კვამლი გამოუშვა, თვალები დაწვრილებული ჰქონდა და ისე უყურებდა
-როგორ გგონია ეგ სიტყვა არსებობას იმსახურებს?
-თუ არაფერია მუდმივი და დრო რომ გავა ყველაფერი გაუფერულდება გადაყვარებაც შეიძლება ... შენ შემთხვევაში დიდი შანსია
-გამოდის რომ მე არ ვეცადე ?
-დაფიქრდი როდის შეგიყვარდი, როგორ მიხვდი რომ მართლა გიყვარდი და უბრალოდ სიმპატიური ბიჭი არ ვიყავი რომელიც შენს გარდა უამრავს მოსწონდა , რა ასაზრდოებდა მაგ გრძნობას...არ არსებობს სამუდამოდ გიყვარდეს თუ მუდამ შორს იქნები
-ვიფიქრებ და თუ გადაგიყვარებ აუცილებლად მოგწერ მეორე წერილს- გაიცინა და თავი ფანჯრის მინას მიადო-ნეტავ მართლა იქ არიან და გვხედავენ? გვექნება შანსი რომ ვნახოთ? მე ჩემს ძმას და დედაჩემს შევხვდები ... შენ ლილუს , კესოც ნახავს ერთ დღეს ?
-არ ვიცი , ისღა დაგვრჩენია რომ ამ იმედით დაველოდოთ გარდაცვალებას
-თორნიკეე- რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ისევ შეხედა- რომ არ გადამიყვარდე შემახსენებ ხოლმე რომ მიყვარხარ?
-დავიწყება ძნელი იქნება ... მაშინ შეგახსენებ სხვა რომ შეგიყვარდება და ცოტას გავერთობი
-დარწმუნებული ხარ რომ მანამდე არ გაერთობი ? - წარბები შეკრა
-დარწმუნებული არ ვარ , გააჩნია როგორ მოიქცევი და საჭიროება მოითხოვს თუ არა
-აუტანელი ხარ
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ახლა უფრო თავხედი ხარ ვიდრე ერთი საათის წინ ? - ჩაიცინა და წარბები მაღლა აზიდა
-და რა გეგონა რომ უარვყოფდი, შემრცხვებოდა , მზერას ვეღარ გაგისწორებდი და გაერთობოდი?
-ამით თუ გათავისუფლდებოდი ვერ ვიფიქრებდი ... შენ კი აშკარად შვებას გრძნობ მგონი სხვა საიდუმლო არ გქონდა და ახლა უფრო შემტევი იქნები ვიდრე აქამდე
-ესეც არ იყო საიდუმლო, უბრალოდ არავის უკითხავს და მე ზედმეტი საუბარი არ მიყვარს მითუმეტეს პირად გრძნობებზე...მე თუ მკითხავ გრძნობების მართვაც შესაძლებელია
-მასწავლი?
-არ გჭირდება . ლილუ იმსახურებდა შენს სიყვარულს და შენი სიყვარული პატივისცემას , დრო გავა და ტკივილს ისე შეეჩვევი რომ შენი ნაწილი გახდება. ერთ დღეს უბრალოდ შეისოსხლხორცებ შემდეგ მშვიდად განაგრძობ ცხოვრებას
-შენ რას აპირებ
-მე მარტოობით ტკბობას. ლექტორი გავხდები ... სწავლას გავაგრძელებ და ჩემ საყვარელ საქმეს გავაკეთებ . მერე ალბათ გავყვები კაცს ვისი სიყვარულიც ორივეს გვეყოფა
-გაივლის დრო და ვნახავთ რას მოგვიტანს - მისკენ დაიხარა, ლოყაზე აკოცა და შემდეგ ნაბიჯები უკან გადადგა- ხვალ დილით გამოგივლით , მოემზადეთ
წავიდა ...
უჩვეულო სიმშვიდე დატოვა და ისე განაგრძო გზა სახლისაკენ. საძინებელს დაუბრუნდა , საწოლზე დაწვა და ნახატს მზერა გაუსწორა
-იცი ახლა რა იქნება? მე აზრზე არ ვარ ... შენ ხომ გიყვარდა დინებაზე მინდობა , მეც მივყვები და ვნახოთ სადამდე მივაღწევ . ახლა უბრალოდ მშვიდად ვარ , ისიც გავათავისუფლე და მორჩა ... ჩემ გამო არავინ უნდა დაიტანჯოს

12...............
გაივლის დრო და ცვლილებები აშკარა გახდება. ერთ დღეს გავჩერდებით ,დავაკვირდებით საკუთარ ცხოვრებას და დავინახავთ მეტამორფოზას, რომელიც ნელა ვითარდებოდა , იმდენად ნელა რომ შეუმჩნეველი იყო მანამ სანამ შედეგი არ გამოიღო .
ამაშუკელმა წლები გაატარა საკუთარ თავთან ბრძოლაში , ტკივილთან რომელიც მოულოდნელად დაატყდა თავს და მთელი არსება დაანაწევრა . იბრძოდა უამრავი გზით, მცდარი და სწორი სვლები ერთმანეთს ანაცვლებდნენ , მაგრამ ბოლოს მაინც იპოვნა გზა რომელიც ყველაფერს დაალაგებდა.
ლილუს ნაწილი საკუთარ არსებაში გამოკეტა და ისე განაგრძო ცხოვრება. აღარ იყო ირგვლივ მისი ნივთები, აღარ ეძებდა მის სურნელს , გაიაზრა რომ ყველაფერი გაქრა და უკან ვეღარ დააბრუნებდა. კედელზე გამოსახულ მის სახეს ისევ ესაუბრებოდა,მაგრამ ეს უფრო მეგობართან დიალოგს ჰგავდა, იმ მეგობართან ყველაფერს რომ მოისმენდა და გააზრებაში დაეხმარებოდა. ფიქრებიც ნაკლებად ტრიალებდნენ ლილუს ირგვლივ, ადრე თუ ყველა სახლის კუთხეში ხედავდა მოგონებებს, ყველა ნაცნობ ადგილას მისვლისას პირველად მისი სახე ჩნდებოდა ახლა უბრალოდ ცხოვრებით ტკბებოდა, მხოლოდ საკუთარი თავზე ფიქრობდა , რაც წლების განმავლობაში დავიწებული ჰქონდა. ალკოჰოლის ჭარბი დოზაც აღარ იყო საჭირო გონების გასათიშად , საღამოს ხშირად გადიოდა ბიჭებთან ერთად , მაგრამ მხოლოდ გართობის მიზნით. ცხოვრებას დაუბრუნდა, იმ ცხოვრებას ლილუს გამოჩენამდე რომ ჰქონდა მანამ სანამ თავისუფალი იყო . ახლა იყო მამა და თავისუფალი კაცი ,რომელსაც არავის წინაშე ჰქონდა მოვალეობები , მხოლოდ კესარიას ბედნიერება და სიმშვიდე ადარდებდა საკუთარზე მეტად.
დრო ნამდვილად დიდი ძალაა , რომლის მსვლელობასაც ვერ ამჩნევ ,მაგრამ შედეგებს ხედავ. მთავარია სწორი არჩევანი გააკეთო ომსა და მშვიდობას შორის, როდესაც ცდილობ სიმშვიდის შენარჩუნებას ურთიერთობებიც თავისთავად ლაგდება. მართასთან ომი რომ შეწყვიტა ყველაფერი დინებას მიანდო და ბოლოს იმდენად დაუახლოვდა ,რომ ყველა თემაზე საუბარი შეეძლოთ. კესარიას დამსახურებით დიდ დროს ატარებდნენ ერთად და სრულიად ბუნებრივად მოხდა მათი დაზავება.
ყოველ დასრულებულ ფურცელს ახალი მოჰყვება , წიგნის დახურვისას სხვა უამრავი წიგნი ჩნდება და ასე უსასრულოდ გრძელდება . ცხოვრების წიგნიც ასეთია , ბოლო ამოსუნთქვამდე, სულ ბოლო წამამდე გრძელდება და არასდროს იცი წინ რა გელის
................
სიმსუბუქეს გრძნობდა, გულისცემა ისეთი აჩქარებული ჰქონდა სისხლი არტერიების კედლებს ეხეთქებოდა . იწვოდა ... მთელს სხეულში გავრცელდა ტემპერატურა , ერთი წერტილიდან დაიწყო შემდეგ გაიფანტა და ყველა უჯრედს მოედო. მის სურნელს გრძნობდა, მისი გულისცემა ესმოდა და სუნთქვა ყელზე ეფრქვეოდა... ტუჩები რომლებიც კანს უწვავდნენ ნელა მიუყვებოდნენ ყელიდან მხრებს . იატაკზე დაეცა გამჭვირვალე პენუარი სხეულის საფარად კი მისი მკლავები იქცნენ . ერთდროულად გრძნობდა ტუჩების და თითების შეხებას შიშველ ზურგსა და მკერდზე , მუხტი მთელს სხეულში ვრცელდებოდა ირგვლივ უვლიდა, თხემიდან ტერფამდე აღწევდა და ისევ უკან ბრუნდებოდნენ .... სიბნელეში უცნაური ფერები ირეოდა , მზერა ებინდებოდა, გამოსახულების გარჩევა არ შეეძლო . რბილ საწოლზე დაეშვა , სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნება ერთმანეთს მიჰყვა. ტუჩები რომლებიც მუცელზე ეხებოდნენ, კუნთები დაეჭიმა , კვნესა წასკდა გახსნილი ბაგეებიდან , ფეხები წელზე შემოხვია ზემოდან მოქცეულ კაცს და თავი უკან გადასწია. თვალები გაახილა, ოთახში შემოსული მთვარის შუქზე გაარჩია ღამისფერი თვალები და სხეული კიდევ უფრო მეტად აუთრთოლდა. გაიყინა, სისხლიც აღარ მოძრაობდა ისე სწრაფად, გულისცემა შეუნელდა , სუნთქვა შეეკრა ის კი უღიმოდა , მზერას არ აშორებდა , ისევ კოცნიდა და ტუჩებისკენ მიიწევდა ... კოცნის მოლოდინში გამოსახულება რომ აირია . ყველაფერი დატრიალდა , ერთ პატარა წერტილად იქცა და გაუჩინარდა ...
თვალები სწრაფად გაახილა , მკერდზე მიიჭირა ხელი . სულ მთლად სველი იყო, კანი დაცვარული და გაყინული ჰქონდა , მაგრამ შიგნიდან იწვოდა. გამშრალი ტუჩები ენისწვერით დაისველა , წამოჯდა და სახე ხელებში ჩამალა. თავს ვერ ერეოდა, სიახლოვით გამოწვეული ქარიშხალი ისე მძვინვარებდა ძალა აღარ ჰყოფნიდა. სიშორე წამალია ცალმხრივი სიყვარულის, როდესაც ვერ ხედავ, როდესაც მისგან მხოლოდ სიცივეს გრძნობ, როდესაც უარგყოფს შენც თავს იცავ , გრNძობებს უმკლავდები, ნეკლაბად იტანჯები , მაგრამ თუ ახლოსაა , იმდენად ახლოს რომ მზერის მორიდებაც შეუძლებელი ხდება ჩიხში ხვდები საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.
ოთახიდან რომ გავიდა გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა . ფეხშიშველი, თმაარეული , არეული სახით მიაბიჯებდა და წინ არც იყურებოდა ისე შეუხვია დერეფანში და ინერციით შეასკდა ამაშუკელს . სიცივე იგრძნო, ყინულიანი წყალი მკერდზე შეესხა და წვეთებმა უკიტხავად განაგრძეს გზა მკერდიდან მუცლისაკენ . თვალებგაფართოებული, სახეზე წამოწითლებული , უკვე გაწუწული იდგა და თორნიკეს უყურებდა. ცოტაც და გული გაუსკდებოდა, მისი ღამისფერების ცხადად დანახვისას სულ მთლად აერია გონება
-ჯანდაბა ... ამ დროს გარეთ რა გინდა ქალბატონო ? რა მთვარეულივით მოდიოდი - თორნიკეს სიცილი აუტყდა ,იატაკზე დაგდებული ჭიქა აიღო და ინსტიქტურად ააყოლა მზერა - რა ნაცნობი პენუარია
-შენ რა გინდა ამ დროს გარეთ? - ნახევრად მოშიშლებულ მკერდზე ხელისგული მიიფარა , წყლის წვეთები მოიშორა და მერე თავზე გადაისვა ხელი- როგორ ცხელა რა უბედურებაა- ტუჩები ეწებებოდა, გული ისევ სწრაფად უმუშავებდა და თორნიკეს მზერა სულ აგიჟებდა. არ უნდოდა შეემჩნია გამკვრივებული მკერდი რომელიც სველ პენუარში ისე საოცრად ჩანდა მზერის მოშორებას ვერავინ შეძლებდა. არც თავისი მდგომარეობა უნდოდა შეემჩნია, არც ამაშუკელის თვალები და სიახლოვე
-მე ... წყალი მინდოდა
-ცხელა , კონდიციონერი მეორე სართულზეც უნდა დაამონტაჟო
-შენ თუ იწვი და ცხელ სიზმრებს ნახულობ სახლის ტემპერატურად ნუ აბრალებ- ირონიული იყო, თვალებში სხივები უკრთოდა
-როგორც სჩანს შენ ამიტომ მოგინდა ყინულიანი წყალი, ახურებული სხეულის გაგრილება გადაწყვიტე- პასუხი სწრაფად მიუგო და გზა განაგრძო. ეზოში გავიდა , გრილი ჰაერი როგორც კი დაეტაკა სხეულზე მაშინვე შვება იგრძნო. თვალები დახუჭა, სავარძელში ჩაეშვა, ფეხები გაშალა ,თავი უკან გადასწია და ჰაერის ნაკადს გაგრილების საშუალება მისცა.
-დამშვიდდი ,მართა დამშვიდდი. ორი დღე და სოფელში წახვალ ისინი კი კუნძლზე წავლენ. სექტემბრამდე ყველაფერი დალაგდება. რა დროს ეს იყო ...არა რა დროს ჩემი ჰორმონების გამოფხიზლება იყო ახლა როცა მეგობარივით ველაპარაკები . ახლა უკვე მეგობრობას ვღალატობ . ყოჩაღ მართა, ყოჩაღ -ჩუმად ლაპარაკობდა და საფეთქლებს თითების წრიული მოძრაობით იზელდა. თითქმის დამშვიდდა უცებ სხეულზე პლედი რომ მიაფარა თორნიკემ და მის წინ დაჯდა. სიგარეტი ჰქონდა ტუჩებსშორის მოქცეული და დაწვრილებული თვალებით უყურებდა
-გრილა გარეთ, გაცივდები
-ვერ იძინებ? - მკერდზე მიფარებული ნაჭერი მოიშორა და ფეხებისკენ გადაკეცა. თითები ისევ უთრთოდა, ვერაფრით ერეოდა შინაგან ღელვას
-ხო, რაღაც მაწუხებს
-ფიქრები?-არ უყურებდა, საკუთარ თითებს დაჰყურებდა შემდეგ კი თავადაც აიღო სიგარეტის ღერი -წყეული ფიქრები , რომ არ არსებობდეს ალბათ მარტივი იქნებოდა ცხოვრება - ღერი თითებსშორის დაატრიალა ,მოწევას არ აპირებდა
-ფიქრი რომ არ შეგვეძლოს ჩვენც ჩვეულებრივი ცხოველები ვიქნებოდით ახლა კი უნივერსალურები ვართ... გვაქვს უნარი რომლის საშუალებითაც თითქმის ყველაფერს ვაკეთებთ. რომ არა ფიქრი არც სხვა გრძნობები გვექნებოდა ... არ იქნებოდა ტკივილი, არც სიხარული, არც ეიფორია . რობოტები ვიქნებოდით , მართა
-ნეტავ გრNძობებიც არ იყოს
-ცუდი სიზმარი ნახე მართა?- ჩაიცინა და კვამლი ცისკენ გაიშვა- ფეხები ისე დააწყო შეეხებოდა რომ არა პლედი
-კოშმარი-თვალები დახუჭა, მის მზერას ვეღარ უძლებდა
-ცუდად ხარ მართა?
-არა...უბრალოდ კოშმარი იყო. ბავშვი ხომ არ ვარ სიზმრებმა შემაშინოს
-სიზმრები ჩვენში დამალული შიშები ან სურვილებია , შესაძლოა ორივე ერთად იყოს ანდაც უკვე განცდილი მოგონებები რომლებსაც ქვეცნობიერად ვინახავთ , მოგონებები რომელთა დავიწყებაც არ გვინდა და რაზეც სულ გვეფიქრება. სანატრელი მომავალი ან განვლილი წარსულის აჩრდილებია
-ხშირად ხედავ ლილეს შენს სიზმრებში? - ხმა ჩაუწყდა , კიდევ ერთი სისუსტე დასჩემდა ბოლო დროს , ყველაფერთან ერთად ტემბრსაც ვერ აკონტროლებდა. დასუსტებული იყო , ყველა უნარი და ნიღაბი ერთდროულად დაკარგა ,თავს ისე გრძNობდა როგორც გადაშლილი წიგნი. ზოგჯერ ეგონა რომ თორნიკე ყველაფერს ხვდებოდა და ერთობოდა მისი მდგომარეობით
-თავიდან სულ რამდენიმე წუთს მეძინა ხოლმე , ცხადადაც მეჩვენებოდა. ზოგჯერ სიზმარი იყო და მოჩვენება მეგონა , შემდეგ ვხვდებოდი რომ სიზმარი იყო ... კოშმარშიც ის იყო, სასიამოვნო სიზმრებშიც და უბრალოდ მოგონებებსაც მიცოცხლებდა. ბოლოს ზამთარში დამესიზმრა , სანამ საახალწლო კონცერტი ექნებოდა კესოს - გაჩუმდა , კიდევ ჰქონდა რაღაც სათქმელი ,მაგრამ არაფერი თქვა. სიგარეტი მოიშორა და წყალი დალია
-გახსოვს რა მოხდა სიზმარში?
-სამწუხაროდ კარგი მეხსიერება მაქვს , ზოგჯერ მინდა არაფერი მახსოვდეს , მაგრამ მე მაინც ყველაფერი მახსოვს
-კოშმარი იყო?
-არ ვიცი ... ყველაფერი იყო ერთად . თავიდან მეხვეოდა, მერე გამიღიმა და უკან დაიწყო სვლა . ბოლოს იმდენად შორს იყო რომ ვეღარ ვხედავდი. მისკენ მივდიოდი ,მივრბოდი,მაგრამ არ დამელოდა სადღაც გაჩერდა ისევ გამიღიმა, ზურგი მაქცია და მარტო დამტოვა. ბოლო დროს სიზმრებშიც მტოვებს..- გაიცინა და თავი უკან გადასწია- მისი ხელი თუ ურევია ამის გამოც მოვთხოვ პასუხს
-რომ ნახავ დარწმუნებული ვარ ყველა მუქარა უბრალოდ სიტყვებად დარჩება - ძლივს შესამჩნევად გაიღიმა . პლედი მოიხვია მხრებზე და წამოდგომა დააპირა - სჯობს საძინებელში დავბრუნდე
-მგონი სიმყუდროვე დაგირღვიე- თავადაც წამოდგა . ისე უყურებდა , ზოგჯერ ისეთი მზერა ჰქონდა უბრალოდ თვალის მოშორებას ვერ შეძლებდი- მართა
-ხო
-არ მეტყვი ასეთი რა ფიქრები გიტრიალებს თავში- გონს რომ მოვიდა თორნიკე უკვე მაგიდაზე იყო მიყრდნობილი, მისი თითები ლოყაზე ეხებოდა , თმაში შეცურდნენ და სულ დაუკარგეს ფიქრის უნარი. თითები დაუბუჟდა და გაეყინა, ისე უნდოდა თავადაც შეხებოდა ლოყაზე ,მერე თმაზე გადასულიყო .სულ წამით მაინც ,მაგრამ ვერასდროს ბედავდა ზოგჯერ ისე ახლოს იყო ,მაგრამ არ შეეძლო თორნიკე კი უკვე მერამდენედ ეხებოდა -იქნებ დახმარება შემიძლია
-არ შეგიძლია - სადღაც სიღრმიდან წამოვიდა ხმა , ისეთი ჩუმი და ხრინწიანი თითქოს სხვა ლაპარაკობდა . გაიყინა, პლედის დაჭერაც ვერ შეძლო და ისე ჩაცურდა წელამდე რომ ყურადღებაც არ მიუქცევია
-დარწმუნებული ხარ რომ არ შემიძლია - მისი ხმა თითქოს სადღაც შორიდან მოდიოდა და მხოლოდ სახეს ხედავდა , ყორნისფერ თვალებს გრძელ წამწამებს შორის უფსკრულს რომ ჰგავდა .უკვე იქ იყო, ფსკერზე და უკან დაბრუნების შანსი აღარ ჰქონდა. ტკივილი იგრძნო მარცხენა მკერდის არეში ,იმდენად ძლიერი რომ სუნთქვა შეუკრა. მკერდზე ხელი მიიჭირა და სულ გადარია თორნიკე , ტუჩები გაულურჯდა , სხეული უთრთოდა -მართა , რა გჭირს - უკვე შიშველ მხრებზე ეხებოდა მისი ხელები , აღარ შეეძლო , მეტი აღარ შეეძლო . იმ ღამისთვის ზედმეტი იყო. სწრაფად წამოდგა, პლედი სავარძელში დატოვა და სახლისკენ შებრუნდა
-უნდა წავიდე ... ოთახში უნდა დავბრუნდე- თითქმის სირბილით მიაბიჯებდა მინდორზე, ნახევრად შიშველს შავი თმა უფარავდა ზურგს. ფეხები მოშიშვლებოდა, პენუარის თხელ ნაჭერს ქარი ამოძრავებდა
-ღმერთმა დაგწყევლოს თორნიკე ... ყველაფერი შენი ბრალია- საკუთარ თავს უთხრა მზერა რომ ვერ მოაშორა და სახეზე ხელები აიფარა- ამის დედაც , ამის დედაც მალე გავგიჟდები . რას ვაკეთებ -თითები თმაში შეიცურა და თავი უკან გადასწია . მაღლა ცას უყურებდა , მშვიდს, უღრუბლოს მის სულში კი ქარიშხალი ტრიალებდა .
საწოლზე მოკეცილი იწვა , სხეული ისევ გაყინული ჰქონდა და ცახცახებდა ...ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა თვალებიდან , თავს ვერ იკავებდა , ფიქრიც აღარ შეეძლო უბრალოდ ტიროდა და ელოდა დროს როცა ძალა გამოეცლებოდა , გაითიშებოდა ისე როგორც ადრე ემართებოდა. წლების წინ ,როცა სიშორით იტანჯებოდა, მაშინ როდესაც თავს ვერ ერეოდა, მასზე ფიქრებს ვერ იშორებდა, შეშლილივით ყველგან დაეძებდა ამაშუკელს და რომ ვერ ნახავდა მთელს ღამეს ტირილში ატარებდა. ღამე , ცრემლები და მარტოობა იყო მუდამ მის გვერდით ახლა კი ძველ დროს უბრუნდებოდა.
ქუჩაში მარტო მიდიოდა. სახლში რთული პერიოდი ჰქონდა და იქ დარჩენა აღარ შეეძლო. უძილობისგან შეწუხებულმა გასეირნება გადაწყვიტა. ტყისკენ მიდიოდა და ფიქრობდა საკუთარ ცხოვრებაზე. გაიგო რომ ლალი მისი ნამდვილი დედა არ იყო, თითქოს გაუცხოვდა მის მიმართ, მაგრამ მადლოერების გრძნობა ჰქონდა და ცდილობდა ისევ ისე მოქცეოდა როგორც ადრე. ლალი ეცოდებოდა , შვილის გარდაცვალების შემდეგ სრულიად შეერყა ჯანმრთელობაც და ფსიქიკაც . რთული იყო ყველასთვის ,მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მას ხომ სხვა არავინ ჰყავდა და ახლა მხოლოდ მართას იმედზე იყო, სხვისი შვილის იმედად დარჩა . უყვარდა , მიუხედავად იმისა რომ თითქმის სულ კამათობდნენ და ზოგჯერ აშკარად აღიზიანებდა ქალს მაინც უყვარდა . დემნას ადგილას წარმოიდგენდა თავს, ფიქრობდა რა მოხდებოდა ცოლი რომ არ შეერთო, ადრე რომ ეთქვა დედაზე, ბევრი რომ მოეყოლა . დედას ვერ უწოდებდა ქალს რომელსაც არც კი იცნობდა, მისი ფოტოც შემთხვევით იპოვნა და რომ არა შემთხვევითობა ვერასდროს გაიგებდა სიმართლეს. სხვენში ასვლას სულ უკრძალავდა ლალი , მაინც აიპარა უნდოდა ძველი ტანსაცმელი ეპოვნა და მეზობლისთვის მიეცა ბოლოს კი მთელი ცხოვრება თავზე ჩამოენგრა. მიდიოდა და ცრემლები სდიოდა, სულ უფრო სწრაფად მიაბიჯებდა. გული უსკდებოდა პატრა იყო 13 წლის ბავშვი ამ ყველაფრისთვის. გამხდარი, ფერდაკარგული, ჩაშავებული თვალებით, არეული თმითა და ჩამქვრალი მზერით სულ სხვა ადამიანი იყო მაშინ, შინაგანად იგივე იყო ,მაგრამ გარეგნულად არაფერი ჰქონდა საერთო მართასთან.
უამრავი ფიქრი უტრიალებდა გონებაში, ყველაფერი ერთად ტკენდა ...გეგმებზეც ფიქრობდა, მომავალზე რომელიც თავად უნდა შეექმნა, მარტოს , სრულიად მარტოს. ვერ აღიქვამდა სიცივეს,სიმარტოვეს უკვე ტყეში იყო ძაღლების ხმა რომ გაიგო . ყეფის და ღრენის ხმამ გონს მოიყვანა, დაბინდული თვალებით ძლივს გაარჩია გამოსახულება . რამდენიმე ძაღლი ღრენით მიიწევდა მისკენ, მგლებს მიამსგავსა და შეშინებული გაიქცა. სუსტი იყო , ძლივს გარბოდა , ტიროდა და ხედვაც უჭირდა , რამდენჯერმე დაეცა . კივილი დაიწყო რომ მიხვდა უკვე ახლოს იყვნენ , ის იყო ერთ-ერთი ფეხში წვდა ვიღაცამ უზარმაზარი ჯოხი რომ დაარტყა, მერე ხმა ესმოდა და ყველანი სირბილით მოშორდნენ იქაურობას. ისევ კანკალებდა, ტიროდა შემდეგ სითბო იგრძნო , სიმშვიდე რომელიც სულ რამდენმე წამში დაეუფლა. უცნობის მკლავები ეხვეოდა, მის შეხებას გრძნობდა სახეზე , ხმაც ესმოდა დამშვიდდიო ეუბნებოდა ,მაგრამ მისი დანახვა არ უნდოდა. თავი მკერდზე მიაბჯინა და წელზე მოხვია წვრილი ხელები. მაშინ პირველად და უკანასკნელად მოეხვია, პირველად და უკანასკნელად იყო ასე ახლოს , ასე მშვიდად . წარმოდგენაც არ ჰქონდა წინ რა ელოდა, იმ წამებში უბრალოდ მხსნელი იყო რომელმაც ტკივილისგან იხსნა. არა მხოლოდ ძაღლებისგან, არამედ იმ ემოციებისგან რამაც ერთიანად იხეთქა . კანკალებდა, ტიროდა და ბევრს ვერაფერს აღიქვამდა . თავი რომ ააწევინა ბიჭმა და ცრემლები შეუმშრალა შემდეგ დაინახა მისი შავი თვალები, ღიმილი და სითბო რომელსაც სრულიად უცხო ადამიანის მიმართ გამოხატავდა. ასეთი იყო ამაშუკელი , ყოველთვის მომღიმარი, თბილი და დადებითი მუხტის მატარებელი. სოფელში რამდენიმე დღით ჩასულს შეეძლო ყველას კეთილგანწყობის მოპოვება. არ ჰქონდა ზღვარი, სრულიად თავისუფალი იყო. მარუსას ეზოში რომ დაინახა ვერაფრით მიხვდა ვინ შეიძლება ყოფილიყო, ბევრჯერ ჰქონდა მოსმენილი თორნიკეზე ,მაგრამ არასდროს ჰყავდა ნანახი. ყოველთვის ცოტა ხნით სტუმრობდა მოხუცებს და მალევე მიდიოდა. უამრავი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ თორნიკეზე გადავიდა ყველა ფიქრი. სულელი ბავშვი იყო , თავადაც ვერ ხვდებოდა რა უნდოდა, არაფერს ელოდა, არაფრის გაკეთება შეეძლო. ამაშუკელი უკვე 19 წლის იყო , სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდა საერთო არაფერი ჰქონდათ და ეს კარგად იცოდა მართამ. თორნიკე ხსნა იყო , ფიქრები რომლებიც მას ეხებოდა სასიამოვნო და მისი გონებაც ამ გზით ახერხებდა მოდუნებას.
დინებას მიჰყვებოდა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ტკივილის გაყუჩებას ახერხებდა. როგორღაც მოერია საკუთარ თავს ლალისთან ჩვეულებრივ განაგრძო ურთიერთობა, დემნასაც არ უბრაზდებოდა . ისევ ყველაფერში ეხმარებოდა ცოლ-ქმარს, ისევ ისე აქტიურ ცხოვრებას აგრძელებდა. ყველას ეხმარებოდა, ყველაზე ფიქრობდა, სწავლობდა, მუშაობდა, იმ ბავშვებს ასწავლიდა ვის მშობლებსაც საჭირო განათლება ან დრო არ ჰქონდათ. დრო გადიოდა , თორნიკეს კი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ ნახავდა ისიც შორიდან. შეიძლებოდა მარუსასთან მისულს უცებ გამოცხადებოდა ქალაქიდან მოულოდნელად ჩამოსული . ამაშუკელი ვერ ამჩნევდა ბებოსთან სტუმრად მყოფ გოგონას, უჩინარი იყო და ერთი ნაბიჯის კი არ გადაუდგამს თორნიკესკენ. ჩრდილში ყოფნას არჩევდა, ისე მიდიოდა ერთხელად არ დაელაპარაკებოდა არადა შეეძლო გაეცნო, დაახლოებოდა , უბრალოდ მის მეხსიერებაში მაინც დარჩენილიყო. არ ოცნებობდა, არასდროს წარმოუდგენია რომ მასთან ყოფნას შეძლებდა, ერთხელაც არ უფიქრია რომ შეამჩნევდა ბიჭი და მათ ურთიერთობას განვითარება ექნებოდა. არ სჯეროდა რომ ეს იყო სიყვარული, ყოველთვის რაღაც გამართლებას პოულობდა ზოგჯერ ინტერესს აბრალებდა, ზოგჯერ უბრალოდ სიმპათიას, შემდეგ უკვე აკვიატებად თვლიდა დრო კი ისე გადიოდა უკან მიხედვასაც ვერ ახერხებდა.
ქალაქში გადაცხოვრდა, სწავლა დაიწყო , სრულიად განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა. მისი ხასიათი მტკიცე იყო მუდამ , ჰქონდა გეგმები, მიზნები და გზა რომელსაც მიჰყვებოდა. სწავლობდა, ერთობოდა, მეგობრები ჰყავდა და გარემო რომელიც ცხოვრებას უფერადებდა. დამოუკიდებელი იყო, თავად ზრუნავდა მშობლებზე და მაქსიმალურად იყენებდა საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის ბარიერები არ არსებობდა, საკუთარი ადგილი ჰქონდა მუდამ როგორც მართა სანიკიძეს . ყოველთვის კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით, არასდროს წუწუნებდა ისე აგრძელებდა ბრძლას და აღწევდა კიდეც მიზანს , მხოლოდ ქალური ბედნიერება ვერ იპოვნა. ყოველთვის ჰყავდა თაყვანისმცემლები , უამრავი ბიჭი ტრიალებდა მის ირგვლივ , მაგრამ მაინც არავინ აინტერესებდა. არ იყო უხეში, უტაქტო ქალი რომელიც ყველას თავიდან იშორებდა, მაგრამ გრძნობები არავის მიმართ გასჩენია . ერთხელ დაინახა თორნიკე და ის ერთი შეხვედრაც საკმარისი იყო გონების თავიდან ასარევად. თავს ებრძოდა, მაგრამ ვერ ერეოდა ყველაფერი გაიგო მის შესახებ და რამდენიმე თვე მოჩვენებასავით დაჰყვებოდა. მის საყვარელ ადგილებს სტუმრობდა, ცდილობდა დაენახა ამაშუკელის ბნელი მხარე, მაგრამ არაფერი იყო ისეთი რაც გააქრობდა მის კვალს.
საკუთარ თავს მანამ არ უტყდებოდა სანამ ლილუს გვერდით არ დაინახა და გონის დაკარგვამდე არ მივიდა. უყურებდა და გრძნობდა როგორ ეცლებოდა ძალა, ნაწილებად დაიშალა მისი მზერის დანახვისას. იმის გააზრებისას რომ უცნობი ოქროსფერთმიანი გოგონა მის გულში იყო. იდგა , უყურებდა და გრძNობები ერთმანეთში ერეოდა ტკიოდა ,მაგრამ უზომოდ ბედნიერიც იყო თითქოს მის გულისცემას გრძNობდა. წარმოუდგენელია ხომ? როგორ შეიძლებოდა ამაშკელის გულისცემა ეგრძნო, მაგრამ ასე იყო იცოდა როგორ უყვარდა ლილუ , ისიც იცოდა რომ გოგოც აღმერთებდა და სხვა არაფერი იყო საჭირო.
გაიარა დრომ, გავიდა წლები და შემდეგ გაიაზრა რომ უყვარდა , გაგიჟებით უყვარდა კაცი რომელსაც არ იცნობდა . ეს არ იყო მხოლოდ ინტერესი, გატაცება, სიმპათია ან ამოკვიატება ყველაფერი ერთად იყო და კიდევ უამრავი გრძNობა რომელიც სხვას არავის ეკუთვნოდა ამაშუკელის გარდა. ისე შექმნა ნიღაბი თავადაც ვერ გაიაზრა, ასე უბრალოდ თავს იცავდა გრძNობებისგან რომლებსაც არ აძლევდა გაზრდის საშუალებას. წლების განმავლობაში აკონტროლებდა , მაგრამ ახლა ყველა ჯაჭვი ერთდროულად გაწყდა, ყველა თავდაცვის საშუალება გაქრა და სულ მარტო დარჩა გრძNობების ქარიშლის წინაშე...
დერეფანში მიაბიჯებდა , სიბნელეს ნელ-ნელა ცვლიდა სინათლე , თენდებოდა და სახლშიც აღწევდა მზის მკრთალი სხივები. ჯერ კესარიას ოთახში შეიხედა, გაეღიმა მისი დანახვისას, ლედიც იქვე ხალიჩაზე იწვა და გოგონას ძილს დარაჯობდა . გზა მართას საძინებლისკენ განაგრძო , კარი როგორც კი გააღო მაშინვე ძალა გამოეცალა. ზღურბლზე იდგა და უყურებდა მოგონებებში ჩაკარგულ , სიზმრებსა და რეალობას შორის ზღვარზე მდგომ ქალს . ემბრიონის ფორმაში იწვა, ისეთი სუსტი ჩანდა, იმდენად დაუცველი ,რომ მისი დატოვების ძალა არ გააჩნდა ამაშუკელს. სუნთქვა უჭირდა სანამ საწოლზე ჩამოჯდა , თითები მისი თავისკენ წაიღო, არეული შავი ხვეულების შეხება ვერ გაბედა . კბილებს ერთმანეთზე აჭერდა, ყბები დაჭიმული ჰქონდა, გრძNობდა მის თითოეულ სუსტ ამოსუნთქვას და ტკიოდა , სხვისი ტკივილი, სხვა ქალის ტკივილი აცლიდა ძალას.
არაფერი უთქვამს, არც ერთი სიტყვა იცოდა მართა ვერ გაიგებდა ის იქ არ იყო , მასთან არ იყო სადღაც სხვაგან , სხვა სამყაროში მოგზაურობდა და ვინ იცის რას ხედავდა რეალურს თუ არარეალურ .
წამი დასჭირდა ქალის სუსტი სხეული მკერდზე რომ მიეკრა . ძლიერად შემოაჭდო ხელები და მთლიანად შთანთქა მისი ტკივილი. ეხვეოდა და გრძNობდა სიცივეში შერეულ სითბოს , სურნელს რომელიც შიშს, სიყვარულს, მარტოობას, სევდას ერთად რომ ატარებდა , ამაშუკელს ამქვეყნად მისი მსგავსი არაფერი ეგულებოდა... თითები ჯერ თმაში შეუცურა , შემდეგ სახეზე გადავიდა, მისი ცრემლები გააქრო და ტუჩები მიაწება ყბაზე. ცხვირის წევრით ყელზე ეხებოდა ,სულ მთლად გაყინულს სხეული უთბებოდა . გონს ისევ არ იყო , მოგონებებში ჩაძირული თორნიკესგან შორს სხვა სამყაროში დაფარფატებდა, ამაშუკელი კი ასე ახლოს მასთან არასდროს ყოფილა. თითქოს საკუთარ თავს ხედავდა , მისი ტკივილი ისეთი ნაცნობი იყო, ისეთი მძაფრი, იმდენად გასაგები ზუსტად იცოდა რა სჭირდებოდა
-მე შენთან ვარ - ყვრიმალზე აკოცა . ხანგრძივად მიაწება ტუჩები და გულისცემა გაუორმაგდა-შენთან ვარ - ჩუმად იმეორებდა , თითქოს საკუთარ თავსაც აფხიზლებდა და მონოტორულად კოცნიდა
-აქ ხარ- თითები ლოყაზე შეეხო, თავი უკან გადასწია ამღვრეული მზერა გაუსწორა მის ღამისფერებს . ისევ არ იყო რეალობაში დაბრუნებული ,მაგრამ ხედავდა, გრძNობდა , ეხებოდა - ჩემთან - იმდენად ახლოს იყო გულისცემაც საერთო გახდა, რიტმი რომელიც გაერთიანდა და დრო რომელიც შეჩერდა ...
ტუჩები ჯერ თვალთან ახლოს შეახო შემდეგ კი ქალის სავსე ბაგეებამდე კოცნის ბილიკს გაუყვა . ეს იყო ყველაზე სწორი და სასიამოვნო გზა რომელიც ბოლო დროს გაიარა. ქალის გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა შემდეგ კი გაორმაგებულად დაიწყო მუშაობა ... ზღვარი რომ გადალახო სულ ერთი ნაბიჯია საჭირო , შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ გრჩება, თავისუფლებას გრძნობ რაც უფრო მეტად აკრძალულს ეხები კიდევ უფრო მეტია სიამოვნება რომელიც თავგზას გირევს. ტუჩებს ვნებიანად უკოცნიდა, ისე ეხებოდა თითქოს სიზმარი იყო . ყველაზე ნეტარი , სასიამოვნო სიზმარი რომელიც შესაძლოა ვეღარასდროს ენახა პირველი და უკანასკნელი ყოფილიყო . მართას ჯერ განუცდელი სიამოვნებისგან ათრთოლებული სხეული და თითები რომლებსაც ამაშუკელის თმაში დააცურებდა...თვალებში უყურებდა, ისევ ისე ფრთხილად უკოცნიდა სახეს და ხელს არ უშვებდა მანამ სანამ ემოციებისგან გადაღლილი გონება არ გაეთიშა. ჩაეძინა, ასე ამაშუკელის მკლავებში მოქცეულს პატარა ბავშვივით მშვიდად ეძინა თორნიკეს კი წამითაც აღარ მოუხუჭავს თვალი. ფიქრები კი არსად წასულან , იქ იყვნენ მართას ირგვლივ ტრიალებდნენ და ყველაზე განსხვავებულად დაწყებული დღის გაგრძელებას გეგმავდნენ.
მზის სხივებმა ოთახშიც შემოაღწიეს, გაავრცელეს სითბო და სურნელი , ზაფხულის ცხელი სურნელი. ეს იყო პირველი ფურცელი ამაშუკელის ცხოვრების ახალ წიგნში ...
............
ოთახიდან კესარიას გაღვიძებამდე გავიდა . დერეფანში შეხვდა ქალბატონს, ისე საყვარლად მიაბიჯებდა ღიმილი ვერ შეიკავა . ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა
-დილამშიდობისა პატარავ
-მაა ...საიდან გაჩნდი?
-წამოდი საუზმე მოვამზადოთ , მართა არ გააღვიძო
-ხო ,მაგრამ მითხრა ხვალ გამაღვიძეო
-არ გაგიბრაზდება , პირობას გაძლევ- მოწესრიგებაში დაეხმარა და მხრებზე შემომჯდარი ჩაიყვანა პირველ სართულზე. კესო მაგიდაზე დასვა , ისევ აკოცა და საუზმის მზადება დაიწყო
-მაა ? -წამდენიმე წამი უყურებდა და შემდეგ დაუძახა
-გისმენ პატარავ
-მართას სუნი რატომ გაქვს ? - სრული სერიოზულობით იკითხა და მზერა გაუსწორა
-იმიტომ რომ ...- მაისურის საყელო ინსტიქტურად ასწია და მართლა იგრძნო საკუთარ სურნელს შერეული უცხო არომატი- ჩავეხუტე და იმიტომ . რა ?
-არაფერი ... უხდება შენს სუნს - მშვიდად უთხრა და მერე უცებ წამოიძახა- დაიწვა ...
-ჯანდაბა ... - ისე უცებ მოკიდა ტაფას ხელი ლამის თითებიც დაიწვა,მაგრამ ერბოკვერცხი გადაარჩინა. არეული დაბორიალებდა, სუფრაზე აწყობდა ყველაფერს, კესარიაც გრძNობდა რომ რაღაც ისე ვერ იყო და მშვიდად უყურებდა, ზოგჯერ დასცინოდა კიდეც . კარისკენ ზედმეტად ხშირად იყურებოდა, მაგრამ მართა არ ჩანდა - მგონი ყველაფერი მზადაა და დროა მართა გავაღვიძოთ
-შენ თუ მე
-შენ , სჯობს შენ გააღვიძო და უთხრა რომ ველოდები - თავზე ხელი გადაისვა და კარადას მიეყრდნო- ხო ასე სჯობს -ისევ გაიმეროა და კესარიას მზერა გააყოლა.
ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა , ისევ გრძNობდა სითბოს და ოთახშიც იყო შემორჩენილი საყვარელი სურნელი. კესარია რომ შევიდა თითქმის გამოფხიზლებული იყო, ცდილობდა გაერჩია რა იყო რეალობა და რა სიზმარი . თმაზე ხელი შეეხო, შემდეგ ლოყაზე ტუჩები მიეწება და გული გაუთბა . წამში დაავიწყდა ყველაფერი , გაეღიმა , გული გაუთბა და მკლავები მოხვია გოგონას გალეულ სხეულს
-დილამშვიდობისა მართა
-ჩემო პატარავ ...შენ რომ მაღვიძებ ის დღე ყოველთვის ყველაზე მშვიდი და ლამაზია
-ეს დღე მართლა ლამაზია...ისეთი სითბოა გარეთ - შავი თვალები უციმციმებდა- მამიკომ ადრე გაიღვიძა და საუზმე მოამზადა. გველოდება
-თორნიკე?
-ხო აბა სხვა მამიკო მყაავს?- გაიცინა და მართას თმები ყურს უკან გადაუწია- მამიკოს როდის ჩაეხუტე ?- თვალებში უყურებდა რომ ჰკითხა და დაინახა როგორ შეკრთა მართა
-ჩავეხუტე ?
-ხო , თვითონ მითხრა
-არ ვიცი, ალბათ წუხელ ... მე სააბაზანოში უნდა შევიდე, ვიბანაო ...მოვწესრიგდე. საუზმე გაცივდება და სჯობს თქვენ მიირთვათ მე კი მოგვიანებით შემოგიერთდდებით- საწოლიდან ისე წამოდგა თითქოს გაქცევას აპირებდა. არეული იყო , არაფერი ესმოდა და დაჯერებაც არ უნდოდა რომ ყველაფერი სიმართლე იყო
-მართაა კარგად ხარ?
-რა თქმა უნდა პატარავ ... თორნიკესთან დაბრუნდი და მეც მალე მოვალ
-კარგი, მაგრამ იჩქარე ხო ? მამამ ძალიან მოინდომა
მარტო დარჩა და ყველა კადრი ერთდროულად დატრიალდა მის წინ. ყველაფერი რაც ნახა და რაც იგრძნო , მაგრამ ამის დაჯერება არ შეეძლო . სიზმარი იყო , ყველაფერი სიზმარს ჰგავდა და არ შეიძლებოდა ცხადი ყოფილიყო. შეუძლებელი იყო !
მშვიდი , უემოციო ნიღაბი მოირგო და ოთახიდან გავიდა. კარი მიხურა, შებრუნდა და თორნიკეს წინ აღმოჩნდა. მსუბუქად წამოიკივლა და ტუჩებზე ხელი აიფარა ,გაფართოებული თვალებით უყურებდა წინ ასვეტილ ამაშუკელს
-მშვიდად , მე ვარ - თავი ოდნავ დახარა და ტუჩის კუთხე ჩატეხა
-აქ რა გინდა
-ჩემი სახლია -ისევ გაიღიმა და ოდნავადაც არ გაუზრდია მანძილი . ზემოდან უყურებდა , მზერას არ აშორებდა მის არეულ სახეს და აცახცახებულ თითებს . ინსტიქტურად მოიქცია ხელისგულში მისი გაყინული მტევანი და კანზე ცერი გადაუსვა-შეგაშინე?- მეორე ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და შემდეგ თმებში შეუცურა
-თორნიკე - ძლივს ამოთქვა და ზურგით აეკრო ხის კარს . თვალები დახუჭა , ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ ტუჩები დააშორა- სიზმარია ...ერთი, ორი , სამი
-რეალობაა ... ერთი, ორი, სამი - მისკენ დაიხარა, ყურში ჩასჩურჩულა და შემდეგ სამჯერ აკოცა ლოყაზე, ყბაზე და ყელზე
რამდენიმე წამი დასჭირდა გონს მოსასვლელად შემდეგ კი თვალები გაახილა , ხელი გაითავისუფლა და გაყინული მზერა მიაპყრო ამაშუკელს
-მომშორდი !
..............
13
სახლი სირბილით დატოვა, ეზოდან გავიდა და ტყისკენ ისე დაიძრა ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული. ყველაფერი სიმართლე იყო, არაფერი მოჩვენებია ,თორნიკეს ეხვეოდა , შემდეგ აკოცა და ახლა უმისამართოდ გარბოდა. მანამ მიაბიჯებდა სანამ სუნთქვა არ შეეკრა , გაჩერდა და ხმამაღლა დაიყვირა. ხმას უშვებდა, მაგრამ ვერ თავისუფლდებოდა ცრემლები სდიოდა , თითებით თმებს ჩააფრინდა ტრიალებდა და ხეებს უყურებდა. უზარმაზარი ხეები იყო ირგვლივ, ცისკენ მიმართული ტანით და ხშირი ტოტებით მზის სხივებს სიღრმეში შემოღწევის საშუალებას არ აძლევდნენ. სიბნელეში იდგა , ისეთივე სიბნელში როგორიც მისი ცხოვრება იყო, სხივი მხოლოდ რამდენიმე ადგილიდან აღწევდა . საკმარისი არ იყო , მაინც ბნელოდა მართა კი სულ მარტო იყო, არავინ ჰყავდა საკუთარი თავის გარდა და მანაც უმტყუნა , სწორედ მაშინ გამოეცალა ძალა როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
ხეს ჯერ ხელისგულით მიეყრდნო შემდეგ ნელა დაჯდა მიწაზე და ზურგი მის ზედაპირს ააკრა. ისევ ცის ნაგლეჯს უყურებდა მაღლა რომ ჩანდა , ცრემლებიც აღარ სდიოდა, ხელები უღონოდ ჩამოუშვა. აღარ ყვიროდა , არც ტიროდა ,მაგრამ გულისცემა ისევ გაორმაგებული ჰქონდა.
ნაბიჯების ხმა ესმოდა , როგორც კი დახუჭა თვალები მაშინვე მიხვდა რომ ის იქ იყო, სადღაც შორიახლოს იდგა და მზერას არ აშორებდა . ნაბიჯების ხმა უახლოვდებოდა, შემდეგ შეჩერდა , იქვე მის გვერდით დაჯდა , ხეს მიეყრდნო და ტუჩებსშორის მოქცეულ სიგარეტს მოუკიდა. თვალები არ გაუხელია ,მაგრამ ყველაფერს ხედავდა, გრძნობდა თამბაქოს შერეულ მის სურნელს და ყველა ამოსუნთქვა ესმოდა
-რომ შეგიყვარდი გიმსახურებდი ?- ხმა შეცვლილი ჰქონდა , უცნაურად სევდიანი
-ეს სიყვარული არ არის , სიგიჟეა - რამდენიმე წამი ჩუმად იყო შემდეგ კი სიტყვებმა თავად დაარღვიეს სიჩუმე- ეს არა’ნორმალურია
- ყველა გრძნობა ჩვენი სულის ანარეკლია ,ისიც შენსავით არა’ნორმალურია- სულ წამით შეეხო მათი მხრები ერთმანეთს შემდეგ კი ისევ ისე მინიმალური მანძილით დაშორდნენ
-წასვლა მინდა , შორს
-რამდენი წელია შორს ხარ . რა შეიცვალა
-შორს ვცოცხლობ , ახლოს ვნადგურდები ... ეს მე არ ვარ
-იქნებ სწორედ ეს ხარ და საკუთარ თავს ებრძვი
-თუნდაც ასე იყოს შენ ? შენ რის მიღწევას ცდილობ ამ ყველაფრით ... იცი?
-არ ვიცი , არც მინდა ვიცოდე საკმარისია ვგრძNობდე
-გრძობდე ... შენ მე ვერასდროს მიგრძნობ , ვერც დამინახავ
-მაგრამ მე გხედავ და გგრძნობ
-ეს ის არ არის რაც საკმარისია იმისთვის რომ ბრძოლას აზრი ჰქონდეს
-ვისთან ბრძოლას ...
-აჩრდილთან , რომელიც არასდროს გაქრება და რომელსაც ვერასდროს მოვერევი იმიტომ რომ აღარ არსებობს - თვალები ნელა გაახილა და ისევ ხეებს მოავლო მზერა. ისევ შეეხო ამაშუკელის მხარი ,მაგრამ აღარ მოშორებია
-ეს შენი ბრძოლა არ არის , მხოლოდ ჩემია შენ უბრალოდ უნდა გიყვარდე. ასეთი რთულია დარჩენა ?- გამოხედა. ნახევარი ტანით შებრუნდა, თითები ლოყაზე შეახო და მზერა გაუსწორა - გაიქცევი თუ დარჩები
-მივდივარ ... არ მაქვს დარჩენის ძალა . არ მინდა რომ დაივიწყო ის რაც შენი ნაწილია, არ მინდა მისი ადგილი , არ შემიძლია
-მართა - ზურგით მდგომ ქალს უყურებდა და არ იცოდა ჰქონდა თუ არა მისი შეჩერების უფლება . შეეძლო კი გაეჩერებინა ?
-იცი პირველად ტყეში შევხვდით მე ვერ დაგივიწყე შენ კი ვერ დამიმახსოვრე ... ჩემთან იყავი,მაგრამ ვერ ხედავდი , ვერც გრძნობდი . არ მინდა იგივე განმეორდეს,მეტს ვერ გავუძლებ
წავიდა და ვერ შეაჩერა.
გაუშვა ,მაგრამ ისევ უკან მიჰყვებოდა.
თვალს არ აშორებდა მის ათრთოლებულ სხეულს. მხრებში გამართული მიაბიჯებდა , მაგრამ კანკალებდა. ძალა ეცლებოდა,მაგრამ არ ჩერდებოდა. სუსტი იყო ,მაგრამ წასვლის ძალა ჰქონდა.
ეზოში შესულს კესარია რომ მოეხვია სრული გარდასახვა მოახერხა. გულში იკრავდა გოგონას და სახეს უკოცნიდა .
-დღესვე ვბრუნდები პატარავ... ბარგი უნდა შევკრა და სოფელში დავბრუნდე
-დღეს მიდიხარ? მამა შენ იცოდი? - უცებ გახედა მოშორებით მდგომ ამაშუკელს- რაღაც ხდება ხო? თვალები წითელი გაქვს, იტირე? იქ, სად იყავით ...რატომ არ ისაუზმეთ ჩემთან ერთად ... სად წახვედით . რას მიმალავთ ?
-პატარავ მე უბრალოდ
-თორნიკე მიპასუხე რა მოხდა. ამბობდი აღარ ვიჩხუბებთო და მაინც აწყენინე ხომ? რატომ არ შეგიძლიათ მშვიდად ცხოვრება . ასეთი რთულია ორივე ჩემთან იყოთ?
-შენ ხომ გინდა თორნიკესთან ყოფნა , მეც მინდა დემნასთან და ლალისთან ... ნუ იქნები ეგოისტი, მათაც ვენატრები . ჩემთან წამოდი , ბავშვებიც გელოდებიან
-მინდა ,მაგრამ მერე მამა მომენატრება...-თვალები აემღვრა , მკერდზე მიეკრა და წვრილი ხელები ყელზე მოხვია
-მაპატიე - ყელში აკოცა და მისი სურნელი შეისუნთქა- არ შემიძლია ... ახლა არა , მერე იქნებ გამომივიდეს- რამდენიმე წუთი ჩახუტებულებმა გაატარეს. თავისი ნივთები სწრაფად აიღო, კესარია მის გვერდით იყო,მაგრამ ბავშვის ცრემლიან თვალებსაც აიგნორებდა
-მართა დარჩი რა მოხდება- ტაქსი რომ დაინახა ერთხელ კიდევ ეცადა
-მამიკოსთან დარჩი, უჩემოდ გაატარეთ ერთი ზაფხული მხოლოდ მამამ და შვილმა . თუ ძალიან მოგენატრები იცი სადაც ვარ დემა წამოგიყვანს, ლადო ან ნოდიკო - ისევ ეხვეოდა და თან ელაპარაკებოდა. მოკვდებოდა და ცრემლებს არ აჩვენებდა. მოშორდა , ზურგი აქცია და წავიდა.
კესარია ეზოში დატოვა , მანამ უყურებდა გზაზე მიმავალ მანქანას სანამ შეეძლო შემდეგ კი სწრაფად გაიქცა სახლისკენ აივანზე მდგომს გვერდით დაუდგა და გაბრაზებული მზერა მიაპყრო . თორნიკე ისევ მოაჯირზე მიყრდნობილი იდგა და არაფერს ამბობდა
-დიდხანს გელოდო მამა?
-რა ხდება პატარავ?
-არ გამოგდის ჩემი მოტყუება...შენ არასდროს გამოგდის . ისიც ვიცი როცა გტკივა, ისიც როცა ბრაზობ, გწყინს ან გენატრება მე ყველაფერი ვიცი და თვალებს ვერ ამიხვევ
-წერტილო, ზედმეტად დიდის ტყავში ხომ არ გაეხვიე- წელში მოიხარა და ქალბატონს ზემოდან დახედა
-ხუმრობას ნუ ცდილობ, ვიცი ცუდად ხარ ...ეგ სიგარეტი კიდე ჩააქრე კვამლი ცუდად მხდის- საფერფლეში ჩაგდებულ ღერს შეხედა და სახე დამანჭა - ხომ შერიგდით, ისე კარგად ვიყავით ერთად . ცოტა ხნის წინ საუზმეს ამზადებდი მამაა - ფეხებს აბაკუნებდა და ტუჩებდაბრეცილი წუწუნებდა
-რა გავაკეთო კესარია ? სახლში ხომ არ გამოვკეტავდი ... თავისუფალი ქალია უნდა წავა უნდა დარჩება . მისი მართვის უნარი დედამიწის ზურგზე არცერთ კაცს აქვს და მითუმეტეს მე-ისე გაშალა ხელები და დაიწყო ახსნა თითქოს რვა წლის ბავშვს კი არა დიდ ადამიანს ელაპარაკებოდა- ვუთხარი დარჩი-თქო და არ დარჩა ... გაიქცა . ხოდა გაიქცეს
-და უფლებას აძლევ რომ გაიქცეს? რანაირი კაცი ხარ
-უკაცრავად? - ამას ნამდვილად არ ელოდა . გაჩერდა და ზემოდან დახედა
-მე მართას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ
-რვა წლის ხარ ... რამდენი წელია რაც ყველაფერს აღიქვამ ?
-სამი ან ოთხი , მაგრამ საკმარისი იყო მის გასაცნობად. მისი მართვა არავის შეუძია,მაგრამ შენ შეგიძლია
-მეე? ხო როგორ არა რასაც არ უნდა გრძNობდეს მაინც შეუძლია წავიდეს, გაიქცეს, ზურგი მაქციოს, მეჩხუბოს ... საერთოდაც რატომ ვაძლევ უფლებას ასე მომექცეს? მითუმეტეს ახლა როცა , როცა თითქმის დარწმუნებული ვარ რაც მინდა მისგან
-ვერაფერი გავიგე ,მაგრამ მგონი მიხვდი რომ მთელი ზაფხული მისგან შორს არ უნდა გამატარებინო - კესარია თვალს ადევნებდა და უკვე დაბნეული იყო , მაგრამ გრძნობდა მართა ისევ ახლოს ეყოლებოდა- ხომ მოიფიქრებ რამეს მამიკო?
-მალე 32 წლის გავხდები ... დავბერდი ამ ყველაფრისთვის
-ისევ ვერ გავიგე სიბერე რა შუაშია ... შენ ძალიან სიმპათიური ხარ და ყველას მოსწონხარ. სკოლაში რომ მოდიოდი ყველა გოგო შენ გიყურებდა
-მერე არ ბრაზდებოდი? არ ეჭვიანობ
-თავიდან ვიეჭვიანე, არ მომწონდა ის გოგოები რომ გიყურებდნენ ... შენ სულ ყველგან თვალს გაყოლებენ ხოლმე ქალები . ერთხელ ძალიან რომ გავბრაზდი მართამ მიხვდა და მითხრა კარგია რომ მოსწონთო , ეს იმას ნიშნავს რომ ყველაზე სიმპათიური მამიკო გყავს და მისი გოგო მხოლოდ შენ ხარო. ხოდა მომწონს, სხვას არავის ჰყავს შენნაირი მამიკო ...ზოგს ღიპი აქვს , ზოგი მელოტია, ზოგიც უშნოა ან მოხუცია, ან ჯუჯღუნაა შენ კიდე ყველაზე სიმპათიური და კარგი ხარ- უცებ გაინაბა,გაიღიმა და თვალები აუბრჭყვიალდა
-და თუ ერთადერთი არ იქნები ვინც ჩემი იქნება?
-ეგ როგორ ... კიდე გყავს შვილი ?- თვალები დაუმრგვალდა და უცებ გაუქრა ღიმილი სახიდან
-არა , მაგრამ - თავზე გადაისვა ხელი და მერე მის გვერდით დაჯდა. საბურის დროს აწყობდა აზრებს, აანალიზებდა სიტუაციას და წინასწარ არკვევდა კესარიას დამოკიდბეულებას- დავუშვათ
-რა უნდა დავუშვათ, მე შენი ერთადერთი შვილი ვარ ... დედა ცოცხალი არ არის და ბავშვები რომ გაჩნდენ დედები არიან საჭირო თუ მე მეშლება
-შენს გვერდით ხომ არის მართა
-მართა სხვა არის ... მართას ბავშვები რომ ეყოლება ისინი იქნებიან ჩემთვის ძმებივით და დებივით
-შეიძლება ნამდვილადაც იყვნენ - ჩუმად თქვა და თითქოს იმ წამს მიხვდა რაზეც ლაპარაკობდა - რა ჯანდაბაა საერთოდ რაზე ვფიქორბ. რა სისულელეა , მე რა ერთხელ ვაკოცე და გავგიჟდი? კოცნაც არ ითქმის ის რაღაც ... ჯანდაბა , ჯანდაბა ნამდვილად საბედისწერო ხარ და ახლა მე უნდა შემიწირო- სავარძლიდან წამოვარდა , ოთახში შევარდა ,გიჟივით დადიოდა. კესარია გაოგნებული უყურებდა
-მგონი გაგიჟდა
უნდა დამშვიდებულიყო, საკუთარ თავზეც უნდა ეფიქრა, მართაზეც და კესოზეც . ყველაფერი ერთად კი ძალიან რთული იყო , სწორ ნაბიჯს ვერ არჩევდა. საათები გადიოდა , კესარია ზარს ელოდა, მაგრამ მართას ხმაც ვერ გაიგო . არაფერი იცოდა იმის გარდა რომ მართა უნდოდა , მართას სიმშვიდე მოჰქონდა, მართას ბედნიერება მოჰქონდა . ის ამქვეყნად არავის და არაფერს ჰგავდა
..........
ბინდდებოდა ტაქსი სახლთან რომ გაჩერდა . ფული გადაუხადა , ჩემოდანს ხელი ჩაკიდა და ქუჩას მოავლო მზერა. ბავშვები თამაშობდნენ, მოხუცები ისხდნენ ხის სკამებზე და როგორც ყოველთვის ახლაც ხმაური იყო, შორიდან მიესალმა ყველას და ეზოში შევიდა. გათიშული იყო, მოდუნება ვერ მოახერხა ,იმასაც კი ფიქრობდა რომ თბილისში დარჩენა სჯობდა ,მაგრამ მაინც იქ იყო, საკუთარ სახლში ,იქ სადაც ყველაზე მეტად უყვარდა დროის გატარება .
-მართა? შენ ხარ? შვილო ამ დროს აქ რამ მოგიყვანა...ხვალ საღამოს არ უნდა ჩამოსულიყავი? მშვიდობაა შვილო?- ლალი ლამის სირბილით მიეჭრა და რამდენჯერმე რომ აკოცა შემდეგ გაუსწორა მზერა- რაღაც მოხდა ხომ?
-ძალიან ცხელოდა და გადავწყვიტე წამოვსულიყავი ... როგორ ხართ თქვენ - სახლში შევიდა და ჩანთაც თან წაიღო -მამა სად არის
-ბორიას დაბადებისდღეა და იქ არიან ყველანი. გავაფრთხილე ბევრი არ დალიო_თქო მაგრამ ჩაწვებიან ახლა ხომ ვიცი . მშიერი იქნები , გამოიცვალე, მოწესრიგდი და ყველაფერს გავამზადებ მე
-არაფერი მინდა, ოთახში ვიქნები ... - ლოყაზე აკოცა ქალს და ზურგი აქცია.
მარტო იყო , ოთახში რომელშიც უამრავი ღამე ჰქონდა გატარებული ,მაგრამ მაინც ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად. სული ეხუთებოდა, მთელი ღამე თეთრად გაათენა . ფანჯარასთან იჯდა, მინას ეყრდნობოდა და ვარსკვლავებს უყურებდა . საათები გადიოდა, ის კი ისევ გაუნძრევლად იჯდა . ვერ ფიქრობდა, მხოლოდ იხსენებდა ყველა ტკივილს რომელიც ამ გრძNობამ განაცდევინა. თვალებს ხუჭავდა თუ არა ამაშუკელს ხედავდა. სხეულის ტემპერატურა მაშინვე საგრძნობლად იწევდა და ეს შეგრძნება ყველა სულიერ ტკივილს ფარავდა, მთელს განვლილ გზას უგულებელყოფდა ლტოლვა რომელსაც არცერთი ზღვარი აბრკოლებდა. სასაცილო იყო მისთვის ყველაზე მარტივი გრძნობდა ახლა ასე რომ მომძლავრდა , სისულელედ თვლიდა ამ ყველაფერს . მთავარი იყო სურვილი ,რომელიც თანდათან უფრო იზრდებოდა ,სურვილი მასთან ყოფნის , ბრძოლის ბედნიერებისთვის . თვალის დახუჭვა უნდოდა, უნდოდა სულელი ყოფილიყო , უნდოდა არაფერი ხსომებოდა, არაფერი ენახა და ახალი ფურცლიდან დაწყება შესძლებოდა, მაგრამ არ შეეძლო თავის მოტყუება ,იმის დაჯერება რომ თორნიკეს გულში მისთვის ადგილი მოიძებნებოდა. ის რამდენიმე წუთი მის არეულ გონებას დააბრალა და საკუთარი თავის კონტროლზე დაიწყო ფიქრი. არასდროს იყო მარტივი გრძნობების გამოკეტვა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მძლავრობდნენ ,თითქოს მონდომებაც დაეკარგა, აღარ ჰქონდა ის ძალა რომლითაც წლების წინ მოქმედებდა. ახლა სუსტი იყო,მისი გულიცა და გონებაც უძლური გახდა . ისევ განშორების იმედად იყო, წინ მთელი ზაფხული ჰქონდა და სანამ მამა-შვილს კიდევ ნახავდა მანამ ყველაფერი გადაივლიდა. ისეთი სუსტი იყო საკუთარ თავი ეცოდებოდა უკვე ,მაგრამ სხვა გამოსავალს იმ დროს ვერ ხედავდა.
ამაშუკელი მთელი ღამე მთვრეულივით დააბოტებდა, აგარაკზე გაჩერება აღარ შეეძლო . ათასი საქმე ჰქონდა ,მაგრამ გული ვერაფერს დაუდო. დრო უნდა მიეცა თუ პირდაპირ თავს დასხმოდა არ იცოდა. გამოუცდელი პატარა ბიჭივით იყო დაბნეული , ლილუ სულ სხვანაირი იყო ახლა კი ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად მოსწონდა ქალი თან ყველაფერი ისეთი რთული იყო , გულისსიღრმეში თავს მოღალატე ნაბიჭვრად თვლიდა რომელიც ყველა სხვა კაცს ემსგავსებოდა . წლების გასვლის შემდეგ ,მაგრამ მაინც ანაცვლებდა საყვარელ ქალს . თითქოს პირველივე შანსი გამოიყენა , პირველივე ქალი რომელმაც შეიყვარა და იმაზეც ფიქრობდა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მარტო გატარებული დროის ბრალი იყო , რომ მართასთან ურთიერთობას ვერ შეძლებდა . ჩერდებოდა იმიტომ ,რომ არ უნდოდა ქალის ცხოვრება მთლიანად აერია, უზომოდ დიდ პატივს სცემდა და სულ რომ არ ჰქონოდა გრძNობები მართას ასე ვერ მოექცეოდა. კესარიასთანაც დიდი ბარიერი იყო, რა მოხდებოდა მართასთან რომ გაფუჭებოდა ურთიერთობა ... ათასი ფიქრი უტრიალებდა გონებაში,მაგრამ მაინც ვერ წარმოიდგენდა დღეს რომელიც მართასგან შორს დაიწყებოდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმხელა ადგილი დაიკავა თორნიკეს ცხოვრებაში რომ უკვე უბრალოდ მის შერიგებაზეც თანახმა იყო.
აივანზე ჩაეძინა, სულ გაყინული იყო კესარია რომ დაადგა თავზე და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა
-სულ გაყინულა...მგონი ჩემზე მეტად დარდობს მართას წასვლას. ხომ ვამბობდი მართას გაიცნობს და შეუყვარდება-თქო - ჩუმად ლაპარაკობდა და თან ეფერებოდა- მაა , მამიკოო - ჩუმად ეძახდა და ლოყაზე კოციდა
-მამიკო შეგჭამს ... მამიკო ჩაგყლაპავს- უცებ აიყვანა და ფეხებზე დაისვა . რამდენჯერმე ხმაურით აკოცა, მერე თვალები მოიფშვნიტა, აკისკისებულ კესარიას შეხედა და წარბები მაღლა აზიდა- მამი წელს რომ არ წავიდეთ კუნძულზე და საქართველოში დავრჩეთ რას იტყვი?
-მე დარჩენა მინდოდა ,მაგრამ შენ ისე გინდოდა წავსულიყავით ვერ გითხარი . შენთან ერთად თუ ვიქნები აქაც დავრჩები ,მაგრამ მართა მინდა - უცებ დაუმრგვალდა თვალები, წარბები შეკრა და ტუჩები დაბრიცა- მაა შეურიგდი რა მართას , თორემ შენც მოიწყინე, მართამაც და მეც - ლოყებზე მიადო ხელები და ისე ელაპარაკებოდა- ჩემი ხათრით მაა
-წავედით
-სად წავედით?- ყელზე მოხვია ხელები და გაკვრივებულმა შეხედა
-წლებია სოფელში არ გამიტარებია ზაფხული...ბოლოს ორი კვირით რომ დავრჩი მგონი 18 წლის ვიყავი
-მართლა? სოფელში მივდივართ? ჩემ სოფელში? მართასთან მივდივართ?
კესარია მუხტს არ კარგავდა, გეგმებს აწყობდა ვის შევხვდებოდა, თორნიკე სად წაიყვანდა,მართასთან როგორ შეარიგებდა.
სახლში რომ შევიდნენ კესომ ჩემს ნივთებს თავად გადმოვალაგებ და მერე შენ ჩამილაგეო. ისე უცებ გაიქცა უკან ვერც გაჰყვა. ყველაფერი უნდა აეღო რაც სჭირდებოდა, ჩემოდანი შეკრა და შემდეგ მაინც შეხედა ლილუს ფოტოს. დიდხანს არიდებდა მზერას, ოთახში შესვლის წამიდან ცდილობდა არ დაენახა, მაგრამ არ შეეძლო. საწოლზე ჩამოჯდა , ჯერ ჩუმად უყურებდა მერე ლაპარაკი დაიწყო
-შენ აღარ ხარ და ეს ღალატი არ არის . ახლა მე რომ არ წავიდე , მე რომ არ ვიბრძოლო უკვე მაინც გიღალატე იმიტომ რომ ვგრძნობ. რომ დავრჩეთ მხოლოდ მე და შენ მაინც აღარ ვიქნებით ,ლილუ . მე უნდა დავრწმუნდე , თუ ეს ის სიყვარული არ არის არაფერი იქნება შეიძლება ჩემთვის წამალია ,მაგრამ მისთვის საწამლავად ვერ ვიქცევი ამისთვის ზედმეტად მიყვარს. ჯანდაბა ეს სიტყვა , მეგონა შენს გარდა არავის მოუხდებოდა ,ლილუ ... რაც არ უნდა მოხდეს შენი კვალი ჩემს გულში ყოველთვის დარჩება შენ შენი ადგილი გაქვს და მას ვერავინ შეეხება ის სულ სხვაა ,ლილუ . სხვაგვარად დაიწყო, ვრცელდება და მალე მთლიანად შემშლის ეს სხვა სიგიჟეა, სხვაა
-მაა ...მამიკო აღარ წავიდეთ? ნოდიკოსთანაც თუ უნდა გაიარო და საქმეებსაც თუ უნდა მიხედო როდის ჩავალთ - კესარია დერეფნიდან ეძახდა მერე ოთახში შევიდა და მოეხვია- წავიდეთ რა , მართას ვჭირდებით
-წავედით, მორჩა -კიდევ ერთხელ შეხედა ქალის სახეს და შემდეგ ბავშვთან ერთად დატოვა სახლი
..............
გვიან ღამით ჩავიდნენ სოფელში. კესარია ჩაძინებული იყო . ეზოში ძლივს შევიდა ,წელამდე ბალახმა დაფარა ბავშვიც ძლივს შეიყვანა სახლში. ყველაფერი მტვრიანი იყო, საშინელი სუნი იდგა თითქოს ნასახლარზე მიაბიჯებდა არადა სულ რამდენიმე თვე გავიდა ბოლო ვიზიტიდან . სახლები თითქოს მარტო დარჩენას ვერ ეჩვევიან და მოწყენილობა მათზეც მოქმედებს. ყველაფერი ისეთი ცარიელი იყო, იმდენად სევდიანი და უფერული გამხდარიყო ეს არ ჰგავდა სახლს რომელშიც ბავშვობის ბედნიერი წლები გაატარა.
საკუთარ თავზე ბრაზობდა, როგორ შეეძლო ასე დაევიწყებინა სახლი რომელშიც მარუსას და თორნიკეს მრავალწლიანი ცხოვრების კვალი იყო შემორჩენილი. ეზო ნასახლარს ჰგავდა, საერთოდ ვერ გაუშვებდა კესარიას . ოთახებში დადიოდა, ფანჯრები გააღო , მტვრიანი თეთრეული მოაშორა , მანქანაში შეყარა და რაც საჭირო და აუცილებელი იყო თავადვე მოაწესრიგა კესოს გაღვიძებულს რომ დახვედროდა. ახსენდებოდა ბავშვობის წლები, დრო როცა ამ სახლს აფარებდა თავს. ზაფხულში წასვლა აღარ უნდოდა ხოლმე, არ უყვარდა ლენას არჩეული ძიძები ყოველთვის ისეთ ქცევას ასწავლიდნენ რომ იღლებოდა. სოფელში კი თავისუფლება იყო. შემდეგ რომ ვერ მიდიოდა ყოველთვის გული ტკიოდა და მონატრება რომ შეაწუხებდა მაშინვე გამორბოდა მარუსასთან, თუნდაც ერთი დღე ჰქონოდა , ანდაც ერთი ღამე . მარუსასთან ერთად ეზოში დაჯდებოდა, ბევრს ელაპარაკებოდა, ბევრს უყვებოდა და ზოგჯერ ისეთ რჩევას იღებდა მისგან რომელიც ყველაფერს ცვლიდა. შემდეგ დაბრმავდა, ლილუს დაკარგვამ ყველა და ყველაფერი დაავიწყა, ისე დაკარგა მარუსაც რომ საყვარელი შვილიშვილი ვერ დაუბრუნა. გაბრიელი ყოველთვის ქალაქის ბიჭი იყო, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დატოვა საქართველო და ევროპაში განაგრძო სწავლა. ლენა და გიორგი იმდენად ხშირად იყვნენ მასთან რომ მონატრებაც არ აწუხებდა , რაღაც საოცრება თუ ხდებოდა მხოლოდ მაშინ უბრუნდებოდა მშობლიურ მიწას. თორნიკესგან რადიკალურად განსხვავდებოდა,თითქოს ძმები არც იყვნენ გარეგნულადაც კი არ გავდა.
ბალახით დაფარულ ეზოში იდგა და საკუთარი ხმა ესმოდა, როდესაც საყვარელ ბებოს და პაპას ჰპირდებოდა იქაურობის მოვლა-პატრონობას. გაბრიელის მონატრება რომ დაასევდიანებდათ მოხუცებს სულ ამხნევებდა , ეუბნებოდა მე მივხედავ აქაურობას და ხშირად ჩამოვალო. რატომ იცვლებიან ადამიანები წლების მატებასთან ერთად, რატომ ავიწყდებათ დადებული პირობა, რატომ ივიწყებენ ცხოვრებას რომელიც ძველად ჰქონდათ. ჩნდება პრობლემა, გვხვდება ბარიერები , რთულდება ცხოვრება და მხოლოდ ცუდზე ვფიქრობთ ყველაფერი კარგი გვავიწყდება,არადა ყოველთვის არსებობს რაღაც რაც ძალას მოგვცემს, სტიმულს ბრძოლისთვის . თორნიკესაც ხომ ჰყავდა კესარია, მშობლები, მარუსა ჰყავდა , ნიკუშა და ნოდიკო იყვნენ მასთან, გაბრიელიც ისეთი ყურადღებიანი გახდა როდესაც ძმის ტკივილი იგრძნო , მაგრამ ვერაფერი შენიშნა. დაბრმავდა , გამოიკეტა საკუთარ ნაჭუჭში ლილუს აჩრდილთან ერთად ახლაც არ აპირებდა ბრძოლას საკუთარი ბედნიერებისთვის, ისევ კომპრომისზე უნდოდა წასულიყო მიუხედავად იმისა რომ მართას მიმართ ძლიერი გრძნობა ჰქონდა .
ბალახის საჭრელი იპოვნა და ეზოს წინა ნაწილი ისე გაასუფთავა ჯერ კიდევ მოგონებებში იყო ჩაძირული. ბოლოს სუნთქვა რომ გაუჭირდა იქვე ჩამოჯდა, დაცვარული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. ენერგიის დახარჯვამაც არ უშველა ღამის პირველი საათი იყო სააბაზანოდან რომ გამოვიდა და ისევ არ ეძინებოდა. კესარიას დახედა, თავზე აკოცა , იქვე მიწოლილ ლედისაც მოეფერა და სახლიდან წავიდა.
ფეხით მიუყვებოდა ცარიელ ქუჩებს. სასიამოვნო სიგრილე იყო , შიგადაშიგ ძაღლების ხმას თუ გაიგებდა თორემ სრული სიმშვიდე სუფევდა. მოწმენდილ ცაზე მთვარე ჩანდა ,ისიც თითქოს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა . მანამ არ გაჩერებულა სანამ ნაცნობი სახლი არ დაინახა, მართას სახლი . ეზოში იყო მხოლოდ სინათლე , ყველა ოთახი ჩაებნელებინათ შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ რომ ყველას ეძინა. მეზობელი სახლიდან ძაღლის ყეფის ხმა ისმოდა, აშკარად შენიშნა უცნობი სტუმარი და ეზოდან გადმოსვლას ცდილობდა. ის იყო სახლში შესვლის გეგმა დასახა მეორე სართულის კარი გაიღო და ქალის ფიგურა გამოჩნდა. კიბეზე ნელა მოაბიჯებდა, პირველ სართულზე შევიდა , რამდენიმე წუთის შემდეგ ღვინის ბოთლითა და ჭიქით ხელში დაბრუნდა. შორიდან უყურებდა ნახევრად შიშველ ქალს, მზერას ვერ აშორებდა და მის კვალს მიჰყვებოდა. სისხლი უდუღდა, უნდოდა სწრაფად გაევლო მანძილი , დროულად მისულიყო მკლავები მოეხვია და მისი სურნელი ეგრძნო . იმ წამს ,იქ მიხვდა რომ მოენატრა . ვერაფერს ამჩნევდა , აჩრდილივით მიყვებოდა . დაინახა აივანზე ასულმა როგორ მოუკიდა სიგარეტის წვრილ ღერს და იმ წამს შურიც იგრძნო. საკუთარ თავზე გაეცინა, კედელს მიეყრდნო და თვალთვალი განაგრძო . ვერ ხვდებოდა რატომ პირდაპირ არ მივიდა, რას ელოდა , მაგრამ გახევებული იდგა და უყურებდა . თეთრი ღვინო მაღალ ჭიქაში ჩაასხა , თითებში მოიქცია ,შეარხია და შემდეგ ნელა დალია . დივანს ზურგით მიეყრდნო , ფეხები დაბალ მაგიდაზე გაშალა და აივნიდან გადაშლილ ხედს გახედა. ღამეში ბევრს ვერაფერს დაინახავდით, მხოლოდ მთვარის შუქი და ვარსკვლავები ანათებდნენ ,მაგრამ მისთვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა . სადღაც ფიქრებში იყო ჩაკარგული , ეწეოდა , მშვიდად სვამდა მათრობელა სითხეს და შიგადაშიგ ღვინის წვეთებით დანამულ ტუჩებს ენისწვერით ეხებოდა. ფეხზე წამოდგა , ციოდა ,მაგრამ ის ისევ გაყინული დააბიჯებდა . რამდენიმე ნაბიჯი გადადგა , სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააგდო და ნერვიულობისგან ათრთოლებული თითები თავზე გადაისვა
-უნდა გაქრეს...ღმერთო ხომ იცი რომ უნდა გააქრო ჩემი გონებიდან თორემ ასე მოვკვდები. მეტი აღარ შემიძლია სულელი შეყვარებული ქალის ტყავი გულს მირევს იცოდე ასე საკუთარ ტავს შემაძულებ და მერე გავნადგურდები . ვერ ვიარსებებ , ასე ვერ ვიცოცხლებ ... ჯანდაბა ასე არ შემიძლია - რკინის მოაჯირს დაეყრდნო და თითები მოუჭირა . გაცეცხლებული იყო , სასმელითა და გრძნობებით ადუღებულ სხეულზე ცივი ჰაერის ნაკაცი სასიამოვნოდ ედებოდა. ამაშუკელის მზერა ჯერ მის გრძელ ფეხებს მიუყვებოდა , თხელი ნაჭერი საჯდომს ძლივს უფარავდა . სიცივისგან გამკვრივებული მკერდი , დახორკლილი კანი,გრძელი მკლავები , მაღალი ყელი და სავსე ტუჩები მისი ყავისფერი თვალები ,სიშავეს შერეული თბილი მზერა ახლა რომ ამღვრეოდა და შავი თმა ნაწნავებად რომ შეეკრა . თორნიკემ პირველი ნაბიჯი გადადგა გრძNობებში ჩაკარგული ქალისკენ , წამებში აღმოჩნდა მის გვერდით , ხელიდან ბოკალი გამოართვა და გამშრალი ყელი გრილი სითხით დაისველა . მშვიდად უყურებდა თვალებგაფართოებულს , შემდეგ გაიღიმა და მზერა გაუსწორა
-არ გეჩვენები , არც სიზმარია ... მე გითხარი შენთან ვარ-თქო და სადაც არ უნდა წახვიდე მეც იქ გავჩნდები . ვერ გათავისუფლდები , უფლებას ვერ მოგცემ - თითები ჯერ ლოყაზე შეახო შემდეგ ყელზე გადავიდა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა- არ შემიძლია
-შეუძლებელია , აქ არ იქნები. ასე ვერ შეიშლებოდი- თვალები დახუჭა, სხეულში დავლილი ჟრუანტელის დაიგნორება გაუჭირდა. ხელისგულები ეწვოდა ისე უნდოდა შეხებოდა ,უნდოდა გაეგო ნამდვილი იყო თუ მოჩვენება . მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა, შემდეგ კიდევ უფრო ახლოს იგრძნო ,თითები ისევ უწვავდნენ შეხების ადგილს -აქ არ ხარ...აქ არ უნდა იყო . შენ ჩემგან შორს იქნები , ზაფხულს კუნძულზე გაატარებ და მე შევძებ სულის სიმშვიდე მოვიპოვო . შენ აქ არ ხარ- ხმაც კი დაუსუსტდდა , ყელში ბურთივით აწვებოდა ცრემლები -გთხოვ -ტუჩები ლოყაზე რომ შეეხო ისეთი სიმსუბუქე იგრძნო ცოტაც და იქვე ჩაიკეცებოდა. მკლავი მოხვია წელზე და ტუჩები ყბაზე მიაწება
-სიყვარული და სიმშვიდე , ჩვენთვის ვერ იქნება ერთად ... შენ ცეცხლივით ხარ -ხრინწი შეერია ხმაში, თითები ყელიდან ლავიწებისკენ გადაიტანა შემდეგ ხელისგული მკერდზე მიადო მის გულისცემას გრძნობდა და სახეზე აკვირდებოდა - სანამ შენი გული ჩემი მოახლოებისას ამ რიტმს შეინარჩუნებს მანამ არ მოგცემ ჩემგან შორს ყოფნის უფლებას
-ეგოისტი იყავი და დარჩი ბოლომდე . ყოველთვის ასეთი იყავი, წლების წინაც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი , როგორ გაგეტარებინა დრო, როგორ გეკაიფა ცხოვრებით ... შემდეგ ლილუ დაკარგე და ისევ მხოლოდ საკუთარ თავზე დაიწყე ფიქრი. სხვა არავინ და არაფერი გადარდებდა . ახლა ტკივილის მოშორება გინდა, გინდა დაუბრუნდე ძველ ცხოვრებას და გადაწყვიტე რომ ჩემი გრძNობების გამოყენების უფლებას მოგცემ? ყველა შენნაირი სუსტი არ არის , ყველა არ ემორჩილება უაზრო, გაუმართლებელ გრძნობებს და არ ხდება სულელური სიყვარულის მონა ! - უკან დაიხია, თვალები გაახილა და მისი ხელები მოიშორა . თითქოს ცეცხლს აფრქვევდა . მთელი სხეული უთრთოდა ,მაგრამ მაინც მყარად იდგა და უკან დახევას არ აპირებდა- შენ წარმოდგენაც არ გაქვს... შენ ვერ ხვდები მე როგორ ვგრძნობ თავს. შენ გგონია რომ მხოლოდ საყვარელი ადამიანის სიკვდილი ტოვებს მოუშუშებელ ჭრილობას? რომ შეიძლებოდეს სულის რენტგენი , რომ შეიძლებოდეს უხილავი ჭრილობების დანახვა მე მთლიანად დასახიჩრებული ვიქნებოდი , მაგრამ ყოველთვის მქონდა ძალა მოვრეოდი ჩემში შენს ნაწილს და ახლაც გამომივა
-ჩემს სისუსტეზე საუბრობ და თვითონ როგორ იქცევი. აქ ვარ, შენთან ვარ და გეუბნები რომ მინდა შენთან ვიყო შენ კი იმის ნაცვლად რომ ახლოს მოხვიდე ...ამდენი წლის შემდეგ საკუთარ თავს შანსი მისცე , გინდა რომ კიდევ ერთი ჭრილობა დაუტოვო შენს სულს ? - მთელი სხეული დაეჭიმა, ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა, მაგრამ ნელ-ნელა ეკარგებოდა მოთმინება
-მე მინახავს როგორი ხარ ბედნიერი... მე ვხედავდი შენს მზერას როდესაც ლილუს უყურებდი. ის შენი სამყარო იყო , წერტილი საიდანაც იწყებოდა ბედნიერება და მე ვერ ვიქნები ის ვინც შეძლებს ამ ყველაფრის დავიწყებას. ილუზიაა იმის წარმოდგენა რომ შენ შეძლებ იყო ისევ ბედნიერი... ერთ დღეს მიხვდები რომ ყველაფერი ყალბია და შემიძულებ. მე შენთვის ყულფი გავხდები რომელიც ყელზე მოგიჭერს და სუნთქვას შეგიჩერებს...ეს იქნება ბოლო
-არავინ იცის ბოლოს რა იქნება . ეს რომ ვიცოდეთ მთელი ცხოვრება მარტო დავრჩებოდით, არც სიკვდილი იქნებოდა, არც სიღარიბე, არც უბედურება არაფერი იქნებოდა რომ ვიცოდეთ შემდეგ რა გველის. შენ საკუთარ თავს ვერ ხედავ , შენში არსებულ ქალს ვერ აფასებ სწორად და ესაა სისუსტე რომელის გამოც არ ვაპირებ უკან დახევას. უკან დაიხევ? მე ისევ გადმოვდგამ ნაბიჯს შენკენ - მიუახლოვდა, ისევ მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა- ცხვრება ზედმეტად ხანმოკლეა და აღარ მინდა ოდესმე საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წავიდე , შენც არ მოგცემ უფლებას მომავლის შიშის გამო განაგრძო ტანჯვა
-თორნიკე ეს სიგიჟეა შენ არ გაქვს უფლება ასე მომექცე ... შენ არ ვიცი რას გრძნობ, რა გგონია,მაგრამ მე არ შეიძლია - სწრაფად დაიწყო საუბარი , უნდოდა თავი დაეხსნა , ხელისგულებით მკერდზე მიაწვა ,მაგრამ ვერაფერი გააწყო. ამაშუკელი აღარ უსმენდა არაფერს მისი გულისცემისა და საკუთარი სურვილის გარდა. მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა და მთელი გრძნობით აკოცა. თითებს ზურგზე დაასრიალებდა , მეორე ხელი ყელზე შეუცურა და ვნებით დაუკოცნა ტუჩები. მართამ თითები ჯერ მაისურზე მოუჭირა შემდეგ ყელისკენ აასრიალა და მსუბუქი კვნესა წასკდა ქვედა ტუჩზე ამაშუკელის კბილების შეხება რომ იგრძნო. როგორ უნდოდა წინააღდეგობის გაწევა, მაგრამ წამითაც კი ვერ შეძლო საკმარისი ძალის პოვნა. საკუთარ სიტყვებს უგულებელყოფდა ,მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო, სიგიჟემდე იყო მისული . აღარ არსებობდა ზღვარი , ყველა კედელი ერთიანად ჩამოიშალა , ყველა ბარიერი გაქრა და დარჩნენ მხოლოდ ორნი დროის წინაშე . დროის რომელიც ყველაფერს დაალაგებდა , ყველას აჩვენებდა საკუთარ ადგილს
14.
დილამდე მშვიდად ეძინა , შემდეგ მზის სხივებმა გააღვიძეს. ლედი ყეფდა ,საწოლზე რომ ავიდა მაშინვე გაახილა თვალები. ნაცნობ ოთახს მზერა მოავლო, ძაღლს ეფერებოდა და სიხარულისგან გულისცემა უჩქარდებოდა
-აი ისევ აქ ვართ, ჩემს საყვარელ სახლში ... ამჯერად დიდი ხნით დავრჩებით ჩემო გოგო და ყველაფერს გაჩვენებ. აქ დიდი ეზო გვაქვს, ქუჩაშიც ვივლით ოღონდ შენ ჭკვიანად უნდა იყო არ იჩხუბო სხვა ძაღლებთან და სულ ჩემს გვერდით იარო . იცი აქ მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს , ჩემი დამიანე არ იქნება , მაგრამ არაუშავს. იცი როგორ მომენატრა ყველაფერი ? აქ მართაც იქნება , ხო ჩვენი მართა იქნება კიდევ ძალიან ბევრ ვინმეს გაგაცნობ - ეფერებოდა და ლაპარაკს აგრძელებდა. ისიც კუდის ქნევით უსმენდა , ზოგჯერ ყეფით პასუხობდა და თავადაც ელოდა როდის გავიდოდნენ გარეთ. საწოლიდან პირველი ჩახტა და გაიქცა, კესარიაც უკან გაჰყვა - მაა მამიკო სად ხაარ - თორნიკეს საძინებელი ცარიელი რომ დახვდა გაუკვირდა -ნეტავ სად წავიდა ამ დილაადრიან? -კიბე ჩაირბინა , ლედიმ მთელი სართული მოიარა შემდეგ კი ეზოში გავიდა- უი იქ რამდენი ბალახია , ნეტავ ვინ მოჭრა? დემნა ბაბუა აგროვებდა ხოლმე ასე - თავისთვის ლაპარაკობდა და ძაღლის გაჩერებას ცდილობდა- მოიცა უჩემოდ არ წახვიდე
-გაიღვიძე პატარავ?- წელსზემოთ შიშველი მოაბიჯებდა, მაისური მხარზე ჰქონდა გადადებული და ხელში წყლის ბოთლი ეჭირა- საუზმის მომზადება ვერ მოვასწარი . ეზო გავწმინდე
-შეენ? როგორ შენ იცი ბალახის მოჭრა?
-მამი რას ამბობ? მე რა არ ვიცი ? წავალ ახლა ვიბანავებ, მანამდე ვერ გაკოცებ ჭუჭყიანი ვარ. ლედის მიხედე არ გაიქცეს ხო? ეზოში ჯერ მაინც ნუ გახვალ სახლში იყავი - თავზე აკოცა და სახლისკენ წავიდა
კესარია მშვიდად ელოდა, სახლი მოიარა , საჭმელი არაფერი იყო არადა ძალიან შიოდა. ლედიც ვერ ისვენებდა ბოლოს კესოს ფეხებთან დაწვა და თათებზე დადო თავი . კესარიამ კი მობილური აიღო და ზარი განახორციელა . ცოტა ხანს ელოდა შემდეგ კი საყვარელი სახე დაინახა
-დილამშვიდობისა მართაა ... იცი მე სად ვარ? აქ ვარ , სოფელში ... და მალე შენთან მოვალ -წამსვე ახარა და გაუღიმა
-ჩემო პატარა ასე ადრე გაიღვიძე? ვიცი რომ აქ ხარ , მეც ვაპირებდი შენთან დარეკვას და დაპატიჟებას
-იცოდი? საიდან იცოდი ... მე მეგონა სიურპრიზს გაგიკეთებდი
-თორნიკემ მითხრა...პატარავ მანდ არეულობა იქნება სანამ მიალაგებენ ჩემთან წამოდი
-მამიკო ბანაობს , ეზოში ბალახი მოჭრა იცი? მართაა მოდი რა და დაგვეხმარე სახლის დალაგებაში ...გთხოოოვ
-თორნიკე თვითონ არ დაიწყებს სახლის დალაგებას , ვინმეს მოიყვანს . შენ კი მანამდე ჩემთან წამოდი
-აუ მართაა მოდი გთხოოოვ , მოდი თორემ გაგიბრაზდები
-პატარავ
-მოდი რაა ...მოდი გთხოოოვ- ისეთი მზერით უყურებდა უარის თქმა რომ გაგიჭირდებოდა- კარგი მეტჯერ აღარ გეტყვი. მე არ მოვალ , მე მამიკოსთან უნდა დავრჩე დღეს - სანამ რამეს ეტყოდა მანამ გაუთიშა და ტელეფონი გადადო- ლედი რას იტყვი? მოვა ხომ? მოვა ვიცი ...რომ არ მოვიდეს როგორ შევარიგო? არა არ მაწყენინებს , აუცილებლად მოვა
-ვინ მოვა პრინცესა?- მაისურს იცვამდა და ისე მიაბიჯებდა. მერე ხელში აიყვანა და ძაღლმაც დაიწყო ყეფა- ლედი დამშვიდდი შენც მოგეფერები ... გშიათ ხო ?წავიდეთ ვიყიდოთ რაღაცები - რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ ლედის საყელურზე ფერადი ქამარი ჩააბა- იცოდე ჭკვიანად მოიქცევი თორემ არ გიყიდი საჭმელს ... - გაიცინა და მასაც მოეფერა
-მალე დავბრუნდებით ხო?
-არ მითხრა რომ შოპინგი გეზარება
-რაიონში ვერ ვშოპინგობ - მანქანაში ჩაჯდა და ლედიც მაშინვე შეხტა სავარძელზე- ჭკვიანად პატარავ თორემ ხომ იცი თორნიკემ როგორი ჯუჯღუნი იცის ფანჯრიდან რომ იწევი ხოლმე- გრძელ ბეწვზე ეფერეოდა და ისიც მშვიდად ადევნებდა თვალს გზებს .
სახლში დაბრუნება ეჩქარებოდა, ასე სწრაფად მაღაზიებში არასდროს უვლიათ. თორნიკე გაოცებული დატოვა ,მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. სახლისკენ იყურებოდა ისე თითქოს იქ ვიღაცას ელოდა, ვერავინ რომ ვერ დაინახა მოიწყინა და ისე დაიძრა კარისაკენ თან მხოლოდ შოკოლადების პარკი წაიღო.
-მოიცადე ლედი , შენი საჭმელი მამას მოაქვს ... -პირდაპირ მისაღებისკენ დაიძრა - ჩემთვის ვინ მოამზადებს ნეტავ
-შენთვის ლალიმ მოამზადა ხაჭაპურები,მაგრამ ცოტა გაგრილებულია - მართას ხმა რომ გაიგო კივილი დაიწყო და თორნიკე შეაშინა
-რა მოხდა კესარია- ძაღლი ყეფდა ისიც ცდლობდა მართასთან მიღწევას , კესარია კი უკვე ყელზე ეხვეოდა და ხმაურით უკოცნიდა ლოყებს- ჯანდაბა გული გამისკდა ასე როგორ შეიძლება
-მართა მოვიდა მაა ნახე
-რა თქმა უნდა მოვიდოდა, მონატრება ოხერი რამეა ... მე არ უნდა მნახო?- ისე მოეხვია გამოძრავების საშუალებაც აღარ დაუტოვა. თავზე აკოცა და გაკვირვებულ კესარიას დახედა
-გაიწიე - მოშორდა , შებრუნდა და კესოს ხელი ჩაკიდა- წამოდი პატარავ ვისაუზმოთ ...შენი ოთახი მივალაგე, ტანსაცმელიც დავაწყვე და შეგიძლია მშვიდად იყო
-ლალის ხაჭაპურები მომენატრა ...ლალიც მომენატრა, მაგრამ დემნა უფრო
-გელოდებიან , დამაბარეს მალე გვესტუმროსო . დემნას შენთვის სიურპრიზი აქვს
-რა სიურპრიზი ? - სკამზე დაჯდა და ხაჭაპურის პირველივე ნაჭერი აიღო -არ მეტყვი ხომ? არ მითხრა მერე ისე ძალიან აღარ გამიხარდება
თორნიკემ ყველაფერი სამზარეულოში შეიტანა ,მაგიდაზე დააწყო და ხაჭაპურის ნაჭერიც აიღო. თან ჭამდა და თან ალაგებდა , მართას ერთხელაც არ გაუხედავს კესოს ელაპარაკებოდა და ლედიც კი მართას გვერდით იჯდა, თავი მის ფეხებზე ედო , გატრუნული მხოლოდ კუდს ამოძრავებდა
-მე წავედი...ეზო უნდა მოვაწესრიგო. ჰამაკი დავკიდო... ყვავილებს მივხედო . ბუჩქებიც გასაკრეჭია - ხმამაღლა თქვა ,მაგრამ ისევ არ მიაქციეს ყურადღება- კესარია , მა თქვენ სახლს დაალაგებთ ხომ?
-მართა ხომ დარჩები და დაგვეხმარები?
-ცოტა ხნით დავრჩები - ბავშვს გაუღიმა და შემდეგ გაეცინა თორნიკე რომ წავიდა
-თქვენ რა შერიგდით?- ჩუმად უთხრა თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოზე საუბრობდნენ
-ორივე შენთან ვიქნებით , მნიშნელობა აქვს ჩვენ ვიჩხუბებთ თუ არა?
-როგორ არ აქვს...რომ ჩხუბობდით ერთმანეთს არც ხვდებოდით და შენთან ცოტა ხნით ვრჩებოდი ხოლმე. მერე რომ დამეგობრდით ორივე ერთად მოვდიოდით შენთან , ერთად დავდიოდით ყველგან ...ვერთობოდით, ორივე ბედნიერები იყავით.ნეტავ გენახა მამა როგორი გადარეული დადიოდა შენ რომ წახვედი. ასეთი არ მინახავს, თავისთვის ლაპარაკობდა იცი?- ისევ ჩურჩულებდა და ისეთი საყვარელი იყო მართას ღიმილი არ შორდებოდა
-ჩემო ერთადერთო ... შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა
-არ ვიცი ...ჩემნაირი სხვა არავინაა- თავი მხარზე დაადო და ცოტა ხნით გაჩუმდა- მართაა
-გისმენ პატარავ
-მამამ კიდევ მითხრა რაღაცები და მე ვერ გავიგე რა უნდოდა , ცოტათი დავიბენი
-მაინც რა გითხრა- მართაც დაიძაბა არ უნდოდა კესარია შეეშინებინა მათ გაურკვეველ ურთიერთობას. კესო ზედმეტად მგრძNობიარე იყო და ყველა ცვლილებას მარტივად აღიქვამდა
-ბავშვებზე მითხრა ... კიდევ თუ ვეჭვიანობ სხვა ქალებზე . უცნაური იყო
-ბავშვებზე ?
-ხო , ბავშვებზე და მე შემეშინდა ... უცებ მეგონა რომ შვილი ჰყავდა სხვა ქალისგან . მე არ მინდა სხვა ქალის მოყვანილი და-ძმები
-კესო- ხმა ჩაუწყდა. თან კესარიაზე ფიქრობდა, თან იმაზე რომ თორნიკე ბავშვებზე საუბრობდა. თითქოს თავი გაუსკდა ისეთი ძალით მოაწვა ფიქრები. ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. ბავშვს თავზე ეფერებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა ემოციების გაკონტროლებას- თორნიკეს შენს გარდა შვილები არ ჰყავს ... თუ ეყოლება ოდესმე შენ აუცილებლად გეცოდინება . შენ ხომ ამბობდი მეც მინდა და-ძმა მყავდესო. ვითამაშებდი და მოწყენილი არ ვიქნებოდიო...
-დედა რომ იყოს მენდომებოდა . ვთხოვდი ბევრი დები და ძმები მოეყვანათ ,მაგრამ დედა არ არის და მე არ მინდა სხვა დედა . მე შენი და დედას გარდა სხვა არავინ მინდა... მამას სხვა რომ შეუყვარდეს მერე რა ვქნა? ის სხვა ფიფქიას დედინაცვალივით ბოროტი რომ იყოს და ისევ წამართვას თორნიკე ? ჯერ სულ ცოტა ხანია რაც ჩემთანაა და არავის დავუთმობ ! - წარბები შეკრული ჰქონდა და ისე საუბრობდა . მართას მზერა გაუსწორა- მამას თუ სხვა ვინმე შეუყვარდება იცოდე შენ უნდა მიხსნა ბოროტი დედინაცვლისგან. გეგმას მოვიფიქრებ და ისე მოვიშორებ როგორც კევინი სახლში შესულ ქურდებს , მე თორნიკეს გულს არავის მოვაპარინებ
-კესარია თორნიკეს შენ იმდენად უყვარხარ რომ არავის დააყენებს შენზე წინ. არც ბოროტი დედინაცვალი გეყოლება და მეც სულ შენთან ვიქნები. დამიჯერე , კარგი?
-კარგია რომ აქ ვართ... ჩემი დაბადების დღეც ორ კვირაშია ...კალენდარზე დავითვალე . მიხარია აქ რომ ვიქნებით , არ ვიცი მამა რას გააკეთებს , შენ ჩემთან იქნები ის თუ წავა და მარტო არ დავრჩები
-შარშან ხომ შენთან იყო ... ორივე შენთან ვიყავით . წვეულება ეზოში მოაწყო , ყველა შენი მეგობარი იქ იყო . რატომ გგონია რომ მარტო დაგტოვებს
-ჩემთან იყო, მაგრამ სულ ძალით იღიმოდა. ვიცი , ძალიან უნდოდა წასვლა და მარტო ყოფნა. ვიცი იქ არ მოსწონდა, მე ძალიან ვეცადე ,მაგრამ მაინც არ უცემდა გული ისე როგორც მაშინ როცა რაღაც ძალიან უხარია . გვიან მაინც წავიდა , ისე გაიქცა თითქოს იხრჩობოდა ...ის ზოგჯერ ძალიან ცუდადაა , მაგრამ ბოლო დროს სულ კარგად იყო ...აღარ ეჩხუბო რა, შეურიგდი
-აქამდე რატომ არ მითხარი პატარავ ... რატომ არ დამელაპარაკე ამაზე
-არ ვიცი...რომ მეთქვა მერე შენც მიხვდებოდი რომ ვხვდები როცა ცუდად ხარ და ისე იცინი-სწრაფად ამბობდა ყველაფერს და ისე უყურებდა გულს უჩერებდა მართას
-პატარავ ... ჩემო პატარავ- ისევ მიიკრა სხეულზე და სახე დაუკოცნა- ღმერთო როგორ მიყვარხარ - თმაზე ეფერებოდა და კოცნიდა. კესო კი ჩუმად იყო და აღარაფერს ამბობდა
-ხომ დარჩები მართა? ხომ ხშირად მოხვალ და ჩვენთან იქნები?
-რა თქმა უნდა , შენთან ვიქნები მე სულ შენთან ვიქნები . შენ თუ არ გამაგდებ მე სულ აქ ვიქნები , შენთან
-მე რატომ უნდა გაგაგდო? ხანდახან რა გაუგებარ რაღაცებს ამბობ მართაა- ხელისგულები ლოყებზე მიადო და გაუღიმა- მე შენთან ვიქნები , სულ . ახლა კი წამოდი , ვნახოთ თორნიკე რას აკეთებს ... - უცებ ჩამოხტა სკამიდან , ლედიც თან გაიყოლა და მართა აიძულა ეზოში გასულიყო . თორნიკეს ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა, ჰამაკიც მზად იყო , საქანელაც
-მაა ... მამიკოო იქ კიდევ უნდა იყოს დიდი სარწეველა სკამი და ხომ გამოიტან?
-გამოვიტან და აი იქ, სახლის წინ დავდებ - ხელით ანიშნა და სეკატორი მიწაზე დადო- თქვენ რა გააკეთეთ სანამ მე ვშრომობდი ?- მაისური სკამზე გადაკიდა და მართას გვერდით დაჯდა- არ გინდა ცივი ყავა მომიმზადო ნაყინით?
-არ მინდა - მზერა მოარიდა და შეეცადა კესარიაზე გადაეტანა ყურადღება - ბავშვს რა უთხარი , შეშინებულია ...ჰგონია რომ ბოროტ დედინაცვალს მიუყვან. რამდენჯერ გითხარი რომ დაფიქრდე და ისე ესაუბრო ...ის ყველაფერს გრძნობს და ხვდება, ის არ არის ჩვეულებრივი ბავშვი- ჩუმად ლაპარაკობდა . ხან კესოს უყურებდა , ხანაც თორნიკეს უბრიალებდა თვალებს
-დამშვიდდი ... ბოროტი დედინაცვლის წინააღმდეგია თორემ რომ გაიგებს მამიკოს რჩეული ვინც არის ბედნიერებისგან გაგიჟდება
-ასე ნუ ლაპარაკობ მე და შენ ერთად არ ვართ . სათქმელი და გასაგებიც არაფერია
-ისე იქცევი თითქოს თინეიჯერი ხარ და ვინმემ რომ გაიგოს ჩემთან შეხვედრას აგიკრძალავენ - მართა ზურგით იჯდა , თორნიკე მის ყურთან ლაპარაკობდა მერე თმა გადაუწია და მხარზე აკოცა - დამშვიდდი, მოდუნდი და მორჩი ნერვიულობას. არაფერია მნიშნელოვანი ჩემი და შენი გრძNობების გარდა- თითები მუცელზე შეუცურა - მხოლოდ მე და შენ
-ხელები გააჩერე , ამის ატანა უკვე აღარ შემიძლია
-ვიცი რომ არავინ გეხება ხოლმე, მაგრამ ჟრუანტელი რომ გივლის და ტემპერატურა იმატებს ეს რაიმე დაავადების მანიშნებელი არ არის. თუ დაელოდები სიამოვნებას იგრძნობ- თითები ამჯერად მალებს ააყოლა და თან მისი თმის სურნელს გრძნობდა-აი აქ რომ გაივლიან პაწაწინა წერტილები და მერე ქვემოთ გაიშლებიან ეგაა ჟრუანტელი , შემდეგ მუცლისკენ გადაინაცვლებენ და ქვემოთ გაგრძელდებიან - ისეთი ხმა ჰქონდა მართას მთელი სხეული გაუცხელდა, პირი გაუშრა და ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია . კესარია როგორც კი შეეშვა ლედისთან თამაშს და მათკენ გამოიხედა მაშინვე ფეხზე წამოდგა
-პატარავ , მე უნდა წავიდე თორემ ლალი მომკლავს . ხომ იცი როგორ ბრაზდება ხოლმე რომ ვიგვიანებ ... ხვალ სტუმრებს ელოდება და უნდა დავეხმარო
-ვინ სტუმრებს ? მე ვიცნობ ? შენი დეიდაშილები ხომ არ ჩამოდიან? ძალიან საყვარელი ბავშვები რომ ჰყავთ
-არა ისინი აგვისტოს ბოლომდე ვერ ჩამოვლენ ... მეც არ ვიცი . დედას ძველი მეგობარი მოდის რომელსაც არ ვიცნობ . ხვალ ხომ მოხვალ
-მოვალ ... ლალიკოს ხაჭაპურებზე , ხორციან ბლინებზე და ტორტზე არ ვიტყვი უარს
-ყველაფერი თქვენ უნდა მოამზადოთ?- თორნიკემ რომ გაიკვირვა მართამ წარბაწეულმა გახედა-რაა? ტორტიც?
-ლალი სანამ ცოცხალია სტუმრებს სხვის მომზადებულ კერძს სუფრაზე არ დაახვედრებს - დედამისის ინტონაციით თქვა და კესარიაც დაეთანხმა
-ლალიკო უგემრიელეს საჭმელებს ამზადებს...ხათუნასაც სჯობს ცოტათი .
-ანუ მიდიხარ ...
-მივდივარ ... გაცილება საჭირო არ არის. საღამოს დაგირეკავ პატარავ- კესოს აკოცა და უკან შებრუნდა თორნიკე რომ დაუხვდა წინ
-ხვალამდე - ლოყაზე აკოცა და შემდეგ დაუთმო გზა
იცოდა ეს თამაში დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, კესარია ახლოს რომ არ ეყოლებოდა მართა იფეთქებდა და ეს მდგომარეობა სულ არ ახარებდა . საკუთარ თავთან აღიარა გრძნობები და სხვისი აზრი არასდროს ადარდებდა, მაგრამ მართასთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო. მისი ოჯახი,მეზობლები, ნაცნობები რომლებიც ვინ იცის რა ჭორებს ააგორებდნენ ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და ახლა ალბათ ლალი ჭკუიდან გადავიდოდა. არადა ასე მასთან ურთიერთობასაც ვერ ახერხებდა, ნორმალურად ვერ ილაპარაკეს ისე წავიდა მიახლოებაც ძლივს მოახერხა.
კესარიასთან ერთად მთელი დღე ისე გავიდა რომ დროის აღქმა ვერ შეძლო. ბოლოს ორივე საშინლად დაიღალა ,მაგრამ ყველაფერი მოწესრიგებული იყო. რა თქმა უნდა კესარიას ბევრი არაფერი გაუკეთებია ძირითადად მამიკოს ამხნევებდა და ხილს ან ტკბილეულს აგემოვნებდა ...ბანაობის შემდეგ ძილი კიდევ უფრო მოერია, ლაპარაკი უნდოდა ,მაგრამ როგორც კი დაწვა მაშინვე ჩაეძინა. თორნიკესაც უნდოდა მშვიდად დაძინება,მაგრამ ვერ ისვენებდა . ბოლოს ისევ იგივე გზას დაადგა ამჯერად უფრო სწრაფად მიაბიჯებდა და ღობესთანაც არ შეჩერებულა , ეზოში შეიპარა შემდეგ კი მართას საძინებელთანაც მიაღწია . ოთახი ისევ ცარიელი იყო , მაგრამ გარეთ ლალი გამოჩნდა და აივანზე ვერ დარჩებოდა. ფანჯრიდან გადავიდა, ფარდა ისევ ჩამოაფარა და სავარძელში ჩაეშვა. კარგად ესმოდა სიჩუმეში გაჟღერებული გაცხარებული ლალის ხმა რომელიც აშკარად ღელავდა და მართას მოსვენებას არ აძლევდა
-გესმის საერთოდ რომ გელაპარაკები? დავიღალე ქალი დილიდან რაღაცას ვაკეთებ...შენ კიდე დაგირეკა იმ მაიმუნმა და გავარდი. მაინც როგორი მოხერხებულია ეგ ჭინკა ბავშვი ... აქ მოსულიყო იქ რო გაგაქცია . ვიწვი , მაინც რა სიცხეა ასეთი რა არის ...წეხან ვიბანავე და ისევ მცხელა
-დედა შენს ოთახში გრილა , წადი დაწექი და რომ აღარ დახარჯავ ენერგიას გაგრილდები
-თავიდან გინდა მომიშორო ხო? დაჯდე მერე და მთელი ღამე აივანზე გაატარო სიგარეტით ხელში. მაგის მომგონი დაიწვეს ... საერთოდ ვინ მიგაჩვია , ვის გაუგია ქალი ეწეოდეს ჯერ ხო მომეჭრა თავი და მერე გასათხოვარი გოგო ხარ მაგ გაჭვარტლულ მუცელში რანაირი ბავშვი გეყოლება
-ლალი გთხოვ დაღლილი ვარ. მაინც არ მესმის ამდენი კერძის მომზადება რა საჭირო იყო პრეზიდენტი ხომ არ ჩამოდის დელეგაციით
-შენ არ იცი მანანას როგორი ოჯახი აქვს . რესტორანში ვახშმობენ ყოველ საღამოს და აქ ახლა მერე ხო არ დავიწყებდი რაღაცების კეთებას...რომ ჩამოვლენ სადილზე ყველაფერი უნდა იყოს
-აქამდე რატომ არ გიხსენებია ეს ქალი ... როგორი მეგობარია
-ბავშვობაში ვიცნობდი , ჩემი სოფლიდანაა მერე გათხოვდა და ხან სად ცხოვრობდა ხან სად. სოფელში რომ ჩამოდიოდნენ ვხვდბეოდი , მერე მისმა ძმამ სოფლის სახლი გაყიდა ...ამასწინათ მეგობრობა გამოიგზავნა და სახელი რომ დავინახე ისე გამიხარდა ჭკუაზე არ ვიყავი . მერე მესენჯერში თუ ჯანდაბაში დამირეკა იმდენი ვილაპარაკეთ
-შენ აღარ ხუმრობ ლალიკო
-მაცადე გოგო რომ გიყვები ... შენ მე ბებერი ხო არ გგონივარ. ლიდა 80 წლისაა და ისეთ პოსტებს წერს , ტელეფონს არ უშვებს ხელიდან. რას გიყვებოდი დამავწყდა უკვე ... მერე რომ არ ახტე და დახტე ახლა გეტყვი რომ შვილს მოჰყავს. 28 წლისაა , ჭკვიანია, მუშაობს, წესიერი ოჯახის შვილია ზოგ-ზოგიერთებივით ევროპელობა არ იზიდავთ. არც ცოლ-შვილი ჰყავს და არც საყვარლები
-ვაჟიშვილიც ხომ არ არის დე ... - ისე მშვიდად უპასუხა ლალი სულ გაგიჟდა- მეც წინასწარ გეტყვი, ხვალ რომ არ ახტე და დახტე- ზუსტად ისე უთხრა როგორც ლალიმ - ხვალ მე სახლში არ ვიქნები
-აბა სად ჯანდაბაში იქნები... მოიყვანე კესუნა აქ და დაანებე იმ არანორმალურს თავი . შეგიყვარდება იცოდე , შეგიყვარდება და მერე სად წახვალ გამაგებინე . ან იქნებ გიყვარს უკვე აქამდე სულ ეჩხუბებოდი და არ მეშინოდა , ამ ბოლოს ისე მოლბა იქნებ გადაგიტრიალდა ტვინში რამე და დავიღუპე . აქ მოდი ნაბიჯი არ გადადგა თორემ არ ვიცი რას ვიზამ . მოვკვდები იცოდე იმ ბიჭს წესიერად რომ არ მოექცე იმას ვლოცულობ არ გაიქცეს რომ გაიგებს როგორ ცხოვრობდი ვიღაც კაცთან ამდენი ხანი . მოვკვდები იცოდე
-არ მოკვდები დედა . შენ არ მოკვდები აი მე კი მოვკვდები თუ არ შეწყვეტ მაჭანკლობას და არ დამანებებ თავს. არ ვთხოვდები, არ მჭირდება ვიღაც კაცები და მორჩი ყოველი ჩამოსვლისას ახალის პოვნას . გეყოფა ! გე-ყო-ფა !
-თავს მჭრი , მთელი სოფელი უკვე შენზე ლაპარაკობს ... დემნას ეხუმრებიან სოფლის ლაზღანდარები კი ცხოვრობს ბარემ იმ ქვრივთან და დაიტოვოს ცოლადო. გაიგე ერთხელ და სამუდამოდ სად ცხოვრობ , გაიგე და ნუ გააკეთებ ისე რო სიბერეში აქ გაჩერება ვეღარ შევძლოთ , სირცხვილის გამო გავიქცეთ მე და მამაშენი? დემნა რადგან არაფერს გეუბნება გგონია არ აწუხებს შენი მდგომარეობა?
-ქვრივ და ბავშვიან კაცზე შენ არ უნდა მელაპარაკებოდე ლალი ! - პირველად უთხრა მსგავსი რამ. აღარ შეეძლო, უბრალოდ მოთმინების ფიალა აევსო , ბოლო დღეების შემდეგ საერთოდ დაკარგა თავშეკავების უნარი- სოფლის, ხალხის და შენი მშობლების დამსახურება იყო სრულიად უცხო კაცს რომ მიგათხოვეს , სხვა ქალის ბავშვი შეგაჩეჩეს ხელში და იძულებული გაგხადეს ამ ყველაფერს შეგუებოდი. სახლში გამოგკეტეს იმის ნაცვლად რომ ოქროს მედალზე სკოლა დამთავრებულ მოსწავლეს სწავლა გაეგრძელებინა , დიასახლისად გაქციეს იმიტომ რომ არ აწყობდათ შენი დედაქალაქში გაშვება, იმიტომ რომ ქალიშვილ გოგოს სახლიდან შორს ვერ გაუშვებდნენ . გამოგკეტეს დემნასთან ,რომელსაც არ უყვარდი და ვერც შეგიყვარა ისე როგორც გარდაცვლილი ცოლი უყვარდა. დაგისახიჩრეს მთელი ცხოვრება , სწორედ იმ ხალხის ხმას რომ აყევი იმიტომ გაატარე 25 წელი დემნასთან ომში . არ მესმის დედა, არ მესმის როგორ ემსგავსები იმათ , როგორ რჩები ამ ხალხის მხარეს რომელმაც შენი ცხოვრება დაანგრია
-ჩემი ცხოვრება დაანგრია? ასე გგონია რომ ჩემი ცხოვრება შენ და დემნამ დაანგრიეთ? მე შენი ძმის სიკვდილმა დამანგრია მხოლოდ . შენ კი თავიდანვე ღირდი ყველა კომპრომისად და მე თუ დღეს უბრალოდ დიასახლისი ვარ ასე მეწერა და იმიტომ . მამაშენზე უკეთეს კაცს მე ვერ ვიპოვნიდი ... ხო არ ვუყვარდი ისე როგორც დედაშენი უყვარდა. არცაა საჭირო , ორი ადამიანი ერთნაირად ვერ გეყვარება მითუმეტეს მკვდარი და ცოცხალი . ერთი წასულია, დასრულებულია , მორჩა მეორე კი შენთანაა , გვერდითაა და შეგიძლია შეიყვარო, სხვა სიყვარულით რომელიც სულ მოდის ყოველ დღე იზრდება , ფერს იცვლის ... მე მჯერა რომ მამაშენს ვუყვარვარ . ჩემნაირად არავინ ყვარებია , არც დედაშენი ...მე ყოველთვის ასეთი ვიყავი და ვერავისთან ვიცხოვრებდი კამათის გარეშე. მე შენს გარდა ბედნიერება არ მაქვს და უბრალოდ მინდა რომ მე არ დამემსგავსო. რთულია ის გზა მე რომ გავიარე , მინდა ბედნიერი იყო და ყველაფერი გქონდეს ცხოვრებაში ... მე მეტი არაფერი მინდა შვილო - სახეზე ხელები ჩამოისვა, ცრემლები შეიმშრალა და ფეხზე წამოდგა
-დედაა - ბურთი ყელში მოებჯინა, სხვა ვერაფერი თქვა ისედაც ნანობდა მისი გულისტკენა რომ მოახერხა. ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა- ხომ იცი როგორ მიყვარხარ
-ვიცი ჩემო გოგო , ვიცი ... ახლა შედი სახლში . დაისვენე
ამაშუკელს ყველა სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ემოცია იყო რომელიც ამ დიალოგმა აღუძრა. გრძნობდა მართას შესუსტებულ გულისცემას, ხედავდა მის ამღვრეულ ყავისფერებს და მისი მკლავებში მოქცევის დაუოკებელი სურვილი უჩნდებოდა. უნდოდა მისი ტკივილი წაეღო, ფიქრები რომელსაც მალავდა , სევდა რომელსაც არავის უზიარებდა. მართაც მარტო იყო , უამრავი ადამიანის გარემოცვაში , მაგრამ მაინც სრულიად მარტო . ნაბიჯების ხმა ესმოდა , სწრაფად მოდიოდა , ოთახში შევიდა, კარს ზურგით მიეყრდნო და დაბინდულ თვალებზე ხელები აიფარა. მხრები უთრთოდა, გული სწრაფად უცემდა , ტიროდა და ძალაც ნელ-ნელა ეცლებოდა. ვერ შეამჩნია ამაშუკელი, მხოლოდ გათავისუფლება უნდოდა . უკვე მერამდენე ღამე იყო ღიმილიანი დღის შემდეგ ცრემლების ზღვით რომ იწყებოდა. სხეული ეყინებოდა ამაშუკელის მხურვალე მკლავები რომ შემოეხვია და თავისკენ მიიზიდა . გულში ჩაიკრა ,მთელი სახე დაუკოცნა, ნაზად ახებდა ტუჩებს ცრემლით დანამულ კანზე და თითებს ფრთხილად დაატარებდა ზურგზე
-თორნიკე - ქვემოდან უყურებდა. ატირებულს ტუჩები უთრთოდა - შენ ხარ
-შენ უკვე გაიარე მთელი გზა მარტომ, უჩემოდ მაშინ როცა მე ვერ გხედავდი, ვერ გგრძნობდი ახლა კი შენ ჩემთან ხარ, მე შენთან ვარ და აღარასდროს დაგტოვებ მარტოს ამ წყეულ ღამესთან , სიცარიელესთან ... ეს წყეული ცრემლებიც კი სხვანაირს გხდის, სხვანაირად ლამაზს , მაგრამ საკმარისია - თვალთან ახლოს ,ყვრიმალზე აკოცა და თითები თმაში შეუცურა- ჯანდაბა ... შენი ტკივილი აუტანელია, გაუსაძლისია - ტუჩის კუთხეში აკოცა, შემდეგ კი სათითაოდ დაუკოცნა ბაგეები . მართას აჩქარებული გულისცემა ესმოდა და გრძNობდა როგორ სწრაფად მიედინებოდა სისხლი ძარღვებში. ქალმა თავი მკერდზე მიადო და თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა. ცოტა ხნით უსმენდა საკუთარ რიტმთან შეწყმულ მის გულისცემას , არაფერს ამბობდა , თვალებიც დახუჭული ჰქონდა , სიმშვიდით ტკბებოდა. იმ სიმშვიდით ჯერ რომ არასდროს განუცდია და საკუთარ თავში რომ ვერ პოულობდა. უცნაურ ძალას გრძნობდა , თითქოს პირველად იყო სუსტი,მაგრამ ამ სისუსტით იმუხტებოდა. ამაშუკელის მკლავებში პატარა , დაუცველ ჩიტს ჰგავდა , ხელისგულზე რომ უნდა დაგესვა და ისე გეზრუნა მასზე
-შენ ჩემი ერთადერთი სისუსტე ხარ თორნიკე ... სხვა ყველა ტკივილს შემიძლია მოვერიო , დავივიწყო , გადავშალო შენ გარდა და პირველად არ მინდა დავძლიო ეს სისუსტე, მინდა დავემორჩილო, დავნებდე , მორჩეს - ჩუმად ლაპარაკობდა, თავი მაღლა ასწია , წამით შეახო ტუჩები მფეთქავ არტერიაზე შემდეგ მზერა გაუსწორა მის ღამისფერებს...სხვანაირი იყო , მისი შავი სფეროები რაღაც სხვას ამბობდნენ რაც აქამდე არ შეუმჩნევია. მათში საკუთარ ანარეკლს ხედავდა
-დროა დამელოდო...მენდო , დამეყრდნო და გეფიცები შევძლებ ყველაფრის მოგვარებას. შენ უბრალოდ მენდე , დაინახე საკუთარი თავი ...მიხვდი რამდენად საოცარი ხარ - თითებს უკოცნიდა და სხეულში სითბო ეღვრებოდა. მასთან სიახლოვე ერთდროულად ყინავდა და ათბობდა, ზოგჯერ იწვოდა . უნდოდა ხელი არ გაეშვა , ახლოს ჰყოლოდა ,იყო დრო როდესაც მისი დახრჩობის სურვილი უჩნდებოდა . ცეცხლიც იყო და წყალიც ... - შენ არ უნდა გეშინოდეს ჩემი დაკარგვის, ჯანდაბა შენ არ უნდა გეშინოდეს - თითები სახეზე შეახო და შემდეგ ისევ აკოცა- მე კი ... მე უკვე მეშინია , რომ მოგბეზრდები -შუბლით მის შუბლს მიეყრდნო და თვალები დახუჭა
-შეუძლებელია ... მე არ მაქვს ძალა დაგივიწყო
მართასთან დარჩა , რამდენიმე თეთრად გათენებული ღამის შემდეგ მშვიდად დაეძინა ქალს . მის ძილს დარაჯობდა , იქ მის საწოლზე იჯდა და უყურებდა მის გადაღლილ , მაგრამ მშვიდ სახეს. არ აპირებდა დარჩენას, კესარიას მთელი ღამით დატოვება არ უნდოდა, მაგრამ ემოციებმა სძლიეს. ისე მოუნდა მკლავები მოეხვია და მასთან ერთად ეპოვნა სიმშვიდე, მორეოდა ბნელ ღამეს ისე ძლიერ უნდოდა ,რომ სურვილმა აჯობა. წლები იყო მას შემდეგ გასული რაც სხვას გაუყო სარეცელი ახლა კი სრულიად უცხო გარემოში, ქალის გვერდით ბავშვივით მშვიდად ეძინა . დილით ისე სწრაფად გაეღვიძა ერთდროულად გაიაზრა რომ სხვის სახლში იყო და თან კესარია სრულიად მარტო ჰყავდა დატოვებული. მართას გაღვძებას ვერ დაელოდებოდა , ლოყაზე ფრთხილად მიაწება ტუჩები და ეზოდან გაპარვის გეგმა დასახა. ლამის სირბილით მიაბიჯებდა , ჯერ კიდევ არ იყო კესოს გარვიძების დრო, მისთვის საუზმის მომზადებაც უნდა მოესწრო და მოწესრიგებაც . ეზოში შესულს მანქანა დახვდა და ლენაც გამოჩნდა . ისე ელოდა თითქოს ჯალათი იყო და გილიოტინაზე ასაყვანად ამზადებდა. თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა რაც იშვიათზე იშვიათი შემთხვევა იყო
-რა სიურპრიზია დედა? აქ , ამ დილაადრიან რა ქარმა გადმოგაგდო
-ჩემი აქ მოსვლა უფრო გასაკვირია თუ ის რომ სოფელში ჩამოსულს ბავშვი მარტო მხვდება თავის ძაღლთან ერთად მამა კი არ ჩანს. ასე უვლი შენ ამ ბავშვს ? ძიძა არ სჭირდება როცა მე ვარო გაიძახი . ძიძა თითქოს დანაშაულია ძიძა რომ ზრდის ბავშვს... არა სად დადიხარ გამაგებინე , ბავშვი მარტო როგორ დატოვე
-აქ ვარ, შესაბამისად მარტო არ იყო ... მომენატრე დე - უყურებდა და უცებ გული ისე შეეკუმშა საშინლად მოუნდა მასთან ახლოს ყოფნა. მკლავები მოხვია ქალს და თავისკენ მიიზიდა- რა კარგია რომ იყავი და ხარ, ისეთი როგორიც ხარ ...უბრალოდ რომ ხარ დე
-თორნიკე ,შვილო რა გჭირს დედი ... ცუდად ხარ?
-ყველაფერი კარგადაა , უბრალოდ მომენატრე არ შეიძლება?
-მე სულ მენატრები
-ხოდა მორჩა, დღეიდან აღარავის მოვენატრები - გაიცინა და ლოყაზე აკოცა. გიორგიც გამოჩნდა , გაკვირვებული იდგა და უყურებდა დედა-შვილს . თვალი ჩაუკრა და მერე ლენას ყელში ჩამალა სახე.
დიდი იყო, ქალზე ბევრად მაღალი და ძლიერი , მაგრამ განა ასაკს აქვს მნიშვნელობა როცა დედა გენატრება? როცა დედასთან მიდიხარ ისევ ის პატარა ბავშვი ხდები ...დაუცველი , თავისუფალი და წმინდა. დედასთან რომ ხარ თითქოს ფრთებიც გიჩნდება და როგორი ცოდვაც არ უნდა გიმძიმებდეს სულს იქ , მისი სურნელით გაჟღენთილ გარემოში ანგელოზი ხარ . და თუ დედა არ გყავს? ის თუ შენთან არ არის და არ შეგიძლია მოეხვიო მაშინ რა ელის სულს რომელიც ისეთი ფაქიზია, იმდენად ნაზია რომ გოლიათსაც კი უჭირს მისი სიმძიმის ზიდვა...რა გველის მაშინ როდესაც არ ვიცით როგორია დედის სურნელი
.................
ამაშუკელები წლების შემდეგ ისევ ძველებურად თავისუფლად საუბრობდნენ, თორნიკე დაუბრუნდათ და ეს უცაბედი მეტამორფოზა ორივეს ახარებდა. თორნიკე ხშირად ცდილობდა მათთან ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ისევ უკან აბუნებდა და კიდევ უფრო მეტად ტკენდა, ახლაც ეშინოდათ რომ მორიგი ბრძოლა საკუთარ თავთან შესაძლოა მარცხით დაესრულებინათ. საუბრის წამოწყებას ერიდებოდნენ,არადა საშინლად აინტერესებდათ თორნიკეს სიმშვიდის მიზეზი რა იყო. კესარიაც ისეთი ბედნიერი ჩანდა, ჯერ ბავშვებთან თამაშობდა სოფლის რიტმს აყოლილმა დილაადრიან გაიღვიძა და მეზობელ გოგონებთან ერთად დაიწყო გართობა. რამდენიმე წუთის დაბრუნებული იყო , ჰამაკში იწვა და ენერგიას იკრებდა
-ერთ დროს აქ რომ ჩამოვდიოდით თორნიკე და გაბრიელიც ასე თამაშობდნენ. დილაადრიან იღვიძებდნენ და აქაურებთან ერთად ნახირს მიერეკებოდნენ ტყისკენ. სად დაეხეტებოდნენ არც კი ვიცოდი, ისე მაშინებდით გახსოვს ერთხელ ფუტკის სკა რომ ჩამოაგდეთ და სულ დაწითლებულები მოხვედით
-ყველაზე კარგი დრო იყო ... აქ უცნაური სიმშვიდეა თითქოს ბოროტებაც არ არის . ყველაფერი ფერადია ისე როგორც ტყეები და მინდვრები . სუნთქვაც კი უფრო მარტივია - სავარძელში იჯდა , ფეხები წინ ჰქონდა გაშლილი თავი უკან გადაეწია და სიგარეტის ღერს თითებსშორის ატრიალებდა. ფიქრებით მართასთან გადაინაცვლა , იხსენებდა ლალის მოწვეულ სტუმრებს და ბიჭს რომელიც სავარაუდოდ უკვე მოხიბლული იყო ქალბატონით
-სოფელში ცხოვრებას ვერ შევძლებ თორემ წლების შემდეგ აქ გადმოვიდოდით ჩვენც ... მამაშენს ამ ბოლო დროს სენტიმენტები აწუხებს. მარუსა ენატრება - ლეამაც მოიწყინა და ქმარს უფრო მეტად მიეკო. ხელები მკლავზე მოხვია და თავიმხარზე დაადო
-პირველად რომ სოფელში ჩამოვედით მითხრა აღარ მიყვარხარო ... მე სოფელში ვერ ვიცხოვრებო . მას შემდეგ რამდენი დღე გავატარეთ სოფელში მარტოებმა?
-როგორი საზიზღარი იყავი -წარბები შეკრა და მოშორდა
-როგორ სულ ჩხუბობთ ეს უფროსები ... ვერ გავიგე რატომ არ შეგიძლიათ ისე. ხომ გიყვართ ერთმანეთი და რატო აბრაზებთ ერთმანეთს?
-არა ბები მართლა კი არ მაბრაზებს ...ცოტა ცოტა ვებუტებოდი. სოფლის ცხოვრება უნდა გასწავლოო მითხრა ვითომ თითქონ იცოდა რამე .
-მერე ისწავლე?
-რომ მიხვდა არაფერი გამომივიდოდა თბილისში დამაბრუნა... ახლა შენზეც მოგვიყები ბები რამე
-რა უნდა გითხრა , ყოველდღე გელაპარაკები ... ყველაფერი იცი .დამიანეც გაგაცანი რომ მთხოვდი
-მე ძალიან მომეწონა დამიან . მშვენიერი ბიჭია ...ისეთი ჭკვიანი მზერა აქვს
-კარგი რა ლენა ... შენ ვისკენ ხარ საერთოდ-თორნიკემ როგორც კი ბიჭის სახელი გაიგო მაშინვე გაბრაზდა
- მე სულ სიყვარულისკენ ვარ - გაიღიმა და გიორგის გაუსწორა მზერა- 35 წელია სიყვარულის მხარეს ვარ ძვირფასო და ახლაც არ შევიცვლი აზრს
თორნიკე ვინ იცის რას იტყოდა ეზოში მართა რომ არ გამოჩენილიყო . წამსვე ფეხზე წამოდგა, მისი მზერა იპოვნა ისე აკვირდებოდა მათკენ მიმავალს თითქოს მოჩვენება იყო. მზერა მთელს სხეულზე მოავლო , მიახლოებულს ფართოდ გაუღიმა და მისი ყავისფერები როგორც კი დაინახა წამსვე მოუნდა ახლოს მისვლა. უნდოდა ჩახუტებოდა , მკლავები ძლიერად მოეხვია და მისი სითბო ეგრძნო . სულ რამდენჯერმე მოეხვია, მაგრამ უკვე უყვარდა ყველა შეგრძნება ამ დროს რომ ეუფლებოდა.
-დღემშვიდობისა... როგორ ბრძანდებით? - გაიღიმა და თითქოს ყველაფერი განათდდა. ისევ ისე უყურებდა , ასე ახლოს ჰყავდა , მაგრამ თავის კონტროლს ახერხებდა . არ ესმოდა ხმები , მხოლოდ უყურებდა როგორ ეხვეოდა გიორგის და ლენას. შემდეგ კესარიასთან დადგა და ბავშვიც მიეკრო
-არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდი-როგორც იქნა საუბარი დაიწყო
-კესარიას წასაყვანად მოვედი... ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ- ბავშვს ზემოდან დახედა და თმაზე მოეფერა - არ გითქვამს კესო?
-დამავიწყდა...რომ დამირეკე ვთამაშობდი
-სტუმრები რომ გყავს? იქნებ სხვა დროს წაიყვანო - თვალებში უყურებდა და მის აბრჭყვიალებულ სფეროებს რომ ხედავდა გულისცემა უჩქარებოდა. თავი რომ დახარა და ჩაიცინა სულ მთლად გააგიჟა - უცხო ადამიანები იქნებიან,თავად უნდა გაიცნო ...დაუახლოვდე- ისე მოაწვა ბრაზი თითქოს მარტას რაღაც დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. საკუთარ ემოციებს ვერ ცნობდა , აზრზეც ვერ მოდიოდა
-შვილო რადგან უნდა რომ წაიყვანოს ეს იმას ნიშნავს რომ კესოსაც გააცნობს თავის სტუმრებს - ლენა ჩაერთო საუბარში- წავალ ახლავე ყავას გაგიმზადებ . ჩამოჯექი ცოტა ხნით, ალბათ დაღლილი ხარ
-დაჯექი , არსად გეჩქარება - თორნიკე როგორც იქნა მიუახლოვდა, წელზე ხელი წამით შეახო და სავარძელში ჩასვა. გვერდით მიუჯდა და ისევ გახედა- როდის მოვლენ შენი სტუმრები?
-გზაში არიან ... დემნამ დაგპატიჟათ ყველანი . ვახშამზე თუ გვესტუმრებით გაგვახარებთ - ლენაც რომ გამოჩნდა შემდეგ დაამატა
-აუცილებლად მოვალთ- თორნიკემ უპასუხა გიორგი კი ჩუმად ადევნებდა თვალს.
-მიირთვი ძვირფასო
-გმადლობთ, არ იყო საჭირო , ბევრი დრო არ გვაქვს . კესო წავიდეთ ხომ - გატრუნულ ბავშვს გახედა და მანაც თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად - საღამოს შევხვდებით
-ნახვამდის ძვირფასო
თორნიკეს არ უნდოდა მისი მალე გაშვება, მაგრამ ისე წავიდა სიტყვის თქმა აღარ ადროვა. კესარიას ხელი ჩაკიდა და მშვიდად დაიძრა გასასვლელისაკენ . პატარა ქალბატონი აშკარად გახარებული იყო, ხტუნვა ხტუნვით მიაბიჯებდა მართას გვერდით და თან ელაპარაკებოდა. ეზოდან გასვლამდე ერთხელ კიდევ შებრუნდა მართა , შემდეგ კი ჭიშკარიც დახურა და წავიდა თორნიკე კი ისევ მათკენ იყურებოდა
-როგორი საოცარი გოგოა ,პირდაპირ ვგიჟდები - ლენა გიორგის სიცილით ეუბნებოდა და თან თორნიკეს უყურებდა- წავალ მე სახლში, ნამცხვარს დავჭრი და გამოგიტანთ . რაღაც საშინლად მომინდა კიდევ ერთი ნაჭერი - გიორგის თვალი ჩაუკრა და სახლისკენ წავიდა.
ამაშუკელი როგორც იქნა გასწორდა, სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინით გაჟღენთილი ჰაერი. თითქოს შხამით იყო მოწამლული და რაც უფრო დიდი დრო გადიოდა კიდევ უფრო უმძაფრდებოდა სიმპტომები. გიორგი ერთხანს ჩუმად უყურებდა შემდეგ კი საუბრის წამოწყება გაბედა
-თორნიკე , შვილო
-გისმენ ...
-დარწმუნებული ხარ რომ მისმენ?
-რა თქმა უნდა - გაიცინა და მზერა გაუსწორა
-თვალები გიბრწყინავს იცი? ჯანდაბა ...თორნიკე გიყვარს ? - საკუთარმა სიტყვებმა ჟრუანტელი მოჰგვარა კაცს. იმდენად გაუხარდა შვილის სამყაროსკენ დაბრუნების ამბავი რომ გაგიჟდებოდა ეს თუ მოჩვენება გამოდგებოდა
-მიყვარს ?
-არ გინდა გთხოვ არ ეცადო მოტყუებას... კარგად გიცნობ . კი გგონია რომ არ გიცნობ, მაგრამ შენ ჩემი შვილი ხარ , ჩემს თვალწინ გაატარე მთელი ცხოვრება..სულ რომ არ ვილაპარაკოთ, თვეების განმავლობაში არ შევხვდეთ მე მაინც ვიცი როდის ხარ ცუდად და როდის კარგად . შენ მას ისე უყურებდი, შემოსვლის წამიდან ისე ადევნებდი თვალს ასეთი არასდროს ყოფილა შენი მზერა
-აჭარბებ მამა ... ასეც არ მეტყობა და საერთოდ ეს სიყვარული სხვაა , მე რასაც ვგრძნობდი და სიყვარულს ვუწოდებდი სხვა. ტყუილად იღიმი ასე , არ გატყუებ ...ხო მე და მართა მალე ერთად ვიქნებით. არ მინდა ვთქვა რომ მიყვარს , მაგრამ მის მიმართ ისეთი გრძნობები მაქვს ჯერ რომ არასდროს გამომიცდია , ჭკუიდან გადავყავარ -საკუთარ თავზე გაეცინა, ხელები სახეზე ჩამოისვა და მერე ღრმად ჩაისუნთქა- მგონია რომ ცხოვრებას თავიდან ვიწყებ , პირველად მომწონს, პირველად მაინტერესებს, მენატრება ... სხვანაირია , სულ სხვა ფერია. ლილეს ვერც კი ვადარებ, ჩემი ლილუ ისეთი მშვიდი იყო , ისეთი ფაქიზი და ის კი ქარიშხალივითაა , ზოგჯერ მაშინებს კიდეც ...სულ მთლად შევიშალე მამა თითქოს ორი ადამიანის სისხლი მიჩქეფს ძარღვებში, ორი თორნიკე ვარ , ორი გული მაქვს ...გაორება მჭირს-თქო ვიტყოდი, მაგრამ ასე არ არის . ვიაზრებ რომ ლილუ წარსულია , მართა კი მომავალი
-შენს დაბრუნებას მხოლოდ მართას მსგავსი ქალი თუ შეძლებდა , სიყვარული რომელსაც საზღვარი არ აქვს არა? გულს შეუძლია დაიტიოს ორი ქალი ... ალბათ შეუძლია , შესძლებია
-არ მომეჩვენა ხომ? - უეცრად გამოჩენილი ლენა სავარძელში ჩაეშვა და თვალებდამრგვალებულმა შეხედა შვილს- მართას თავს როგორ შეაყვარებ შვილო...ის ისეთია , ღმერთო რა გვეშველება სულ გამიგიჟდები დედი
-ვუყვარვარ , იმაზე მეტად ვიდრე რომელიმე ჩვენგანს სიყვარული წარმოუდგენია - კიდვე ერთხელ მოიქცია სიგარეტი ტუჩებსშორის და კვამლი მაღლა ცისკენ გაუშვა - წარმოუდგენელია ხომ ? გგონიათ შევიშალე და მოჩვენებები დამეწყო?- თავადვე ახსნა მშობლების გაოგნებული მზერა . ისე უყურებდნენ თითქოს მეტყველების უნარი დაკარგეს -გახსოვთ მეუბნებოდით გაივლის დრო და ისევ ამოვა მზე შენს ცხოვრებაშიო . ჩემი ოქროსფერი მზე რომ ჩაესვენა უფსკრულში აღმოვჩნდი ... ის მზე ჩემთვის აღარასდროს გაანათებს , მაგრამ მართა ჩემი ღამისფერი ბედნიერებაა -საკუთარმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაუმშვიდეს სული. გაეღიმა და მშობლებს მზერა გაუსწორა- უბრალოდ არ ჩაერიოთ გთხოვთ, ცოტა ხნით დაივიწყეთ ეს დიალოგი
-როდის ჩავრეულვართ შენს ცხოვრებაში შვილო... მე უზომოდ მიხარია შენი დაბრუნება და როგორც გადაწყვეტ დაე ყველაფერი ისე იყოს. ჩვენ თუ დაგჭირდებით აქ ვართ , თუ არადა შორიდან გიყურებთ -ლენას ცრემლები მოერია, ისე გაუღიმა - ჩემი ბედნიერება ხარ შენ
.........
მართა და კესარია ქუჩაში მიაბიჯებდნენ. პატარა ქალბატონი აჟიტირებული იყო , ერთბაშად იმდენი ბედნიერება დაატყდა თავს რომ გრძნობებს ვეღარ ფარავდა. გვერდით ჰყავდა ყველა ვინც კი ამქვეყნად უყვარდა. სოფელში გაატარებდა მთელს ზაფხულს, ძველ მეგობრებთან, საყვარელ სახლში და თან თორნიკეც გვერდით ჰყავდა. სხვა რა სჭირდებოდა მის პატარა გულს სიხარულისთვის. მართაც უცნაურად ბედნიერი იყო, მაგრამ მაინც ბევრი ბარიერი ჰქონდა გადასალახი. ვერაფერზე ფიქრობდა მშობლებისა და კესარიას რეაქციის გარდა. ჯერ კიდევ არაფერი იყო გადაწყვეტილი, თითქოს ვერ ბედავდა ნაბიჯების გათვლას , მაგრამ მაინც კესარიას დიალოგი თავის სასარგებლოდ წარმართა
-პატარავ ... გახსოვს სიყვარულზე რომ ვსაუბრობდით ? მე დიდების სიყვარულზეც გითხარი რომელიც დაუგეგმავად გვეწვევა ან გვტოვებს
-ხო , ვიცი ... ვინმე სხვა შეგიყვარდა?- ქვემოდან ახედა და წარბები მაღლა აზიდა
-არა , სხვა არ შემიყვარდა
-კარგია ... ახლა არ შემიძლია შენი სხვასთან გაყოფა
-მე შენ არასდროს მიგატოვებ და შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს , ეს ხომ გახსოვს
-მახსოვს, მაგრამ მე მაინც მეშინია ... სჯობს ისევ ის გიყვარდეს ჩვენ რომ ვიცით
-გინდა რომ სულ მიყვარდეს?
-როგორც შენ ამბობ , კარგია როცა გიყვარს ...მართლაც კარგი გრძნობაა რომ გიყვარს. თბილია სიყვარული მართა- გულწრფელად თქვა , ქვემოდან ახედა , ხელზე მოეხვია და კოცნაც მიიღო
-თბილია , თბილია ჩემო სიცოცხლევ ... ნეტავ იცოდე მართას როგორ უყვარხარ- თითქმის ჩურჩულით უთხრა და შემდეგ ისევ გადაიტანა თემა- იცი დემნა ბაბუ რა სიურპრიზს გიმზადებს?
-მე რომ რაღაც ვთხოვე ალბათ შემისრულა და გამახარებს ახლა - წამსვე მოდუნდა და ისევ ხტუნვით განაგრძო გზა. ჩიხში როგორც კი შევიდნენ მაშინვე გაუშვა ხელი , ყველას ესალმებოდა, რამდენიმე ეზოშიც შევიდა გააგებინა ხალხს რომ იქ იყო, დაბრუნდა და მთელს ზაფხულს სოფელში ატარებდა. ყოველთვის ასე იქცეოდა როდესაც რაღაც აბედნიერებდა უნდოდა ყველასთვის გაეზიარებინა საკუთარი სიხარული .
მართა თავისუფლებას არ უზღუდავდა, მარტო შეუშვა ეზოში და შორიდან უყურებდა როგორი სიხარულით გაიქცა ლალისკენ. ისიც ხელებგაშლილი შეხვდა, დიდხანს ეფერებოდა, აქებდა, ეუბნებოდა რომ უკვე დიდი გოგოა. წამით ცრემლებიც კი მოერია და ვინ იცის ამ დროს რა ფიქრები უტრიალებდა გონებაში. მართა წამით მოეხვია , ლოყაზე აკოცა და ისიც გონს მოვიდა. საქმეები მაქვსო თქვა , სამზარეულოში დაბრუნდა კესო კი ეზოში გაუშვა დემნასთან. შენი სიურპრიზი იქ აქვს შეგიძლია ნახოო გადასცა და შემდეგ ფანჯრიდან უყურებდა ეზოში მიმავალს...
-გუშინდელივით მახსოვს აქ რომ მოიყვანე პირველად...სულ ერთიციდა იყო. ხელში რომ ავიყვანე თითქოს შენი ბავშვობა დაბრუნდა . იმედია ისიც არ დაიდანაშაულებს საკუთარ თავს შენს უბედურებაში- თითქოს საქმეს აკეთებდა და მშვიდად საუბრობდა, მაგრამ მართამ კარგად იცოდა როგორ ტკიოდა თითოეული სიტყვა
-დე , ჩვენი ამბავი ერთმანეთს არ ჰგავს. მე და კესოს ცხოვრება თითქოს ერთმანეთთან იყო დაკავშირებული , ღმერთმა ასე ინება
-თავდაცვის იარაღად რომ იყენებ ხვდები? მაინცადამაინც ახლა მოიყვანე რომ მანანას ახარო ჩემი გაზრდილიაო. გგონია არ ვიცი ?
-არ გინდა გთხოვ , გემუდარები დედა ... დახვდი იმ ხალხს ისე როგორც რიგით სტუმრებს. გაატარე დრო საყვარელ მეგობართან, გაიხსენე ახალგაზრდობის წლები. ერთხელ ცხოვრებაში იფიქრე მხოლოდ საკუთარ თავზე - ზურგიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა- მე გავაკეთებ ყველაფერს, შენ გამოიცვალე... მოწესრიგდი რომ იცი ისე კეკლუცად გადაიდე ფეხი ფეხზე და იჭორავე მანამ სანამ სასაუბრო თემა არ გამოგელევათ
-მართალი ხარ. ვიცი შენთან აზრი არ აქვს არაფერს , ჯიუტი ხარ მამაშენივით . ხოდა ისე დავხვდები როგორც საჭიროა, თითს არ გავანძრევ , მამაშენმაც ყოველ ხუთ წუთში ერთხელ არ დამიძახოს და გავიხსენებ როგორია დასვენება- იცოდა , განა არ იცოდა რაც ხდებოდა მართას გულში? მაგრამ მაინც იტყუებდა თავს, ჯიუტად ცდილობდა მისთვის ისეთი ბიჭის პოვნას რომ გააღმერთებდა და დედოფლად აქცევდა. ახლა კი რაღაც ზღვარი გადალახა , სულ არ გრძნობდა თავს დამარცხებულად, პირიქით რაღაც დოზით შვებაც კი იგრძნო - წავედი მე , თავს მოვიწესრიგებ ...
კესარიას ეზოს ბოლოს მინდორში მორბენალი ბაჭიები დახვდა და სიხარული გაუასმაგდა. დემნას ეხვეოდა, თან ბაჭიებზე ეკითხებოდა ისიც ღიმილით უყვებოდა, ერთ-ერთის მოფერების საშუალებაც მისცა. ერთად აჭამეს და სახლში რომ დაბრუნდნენ სტუმრებიც გამოჩნდნენ.
ქალბატონი მანანა ნამდვილი ქარიშხალი აღმოჩნდა, ისეთი ლალი რომ დაჩრდილა. ეზოში ფეხის დადგმის წამიდან არ გაჩუმებულა. ყველას და ყველაფერს შეეხო, დააკვირდა, ილაპარაკა. დაათვალიერა , შემდეგ კითხვების კორიანტელი იყო და თავის ტკივილი რომელიც დიდხანს არ გაყუჩდებოდა . აი მისი ვაჟი , ზურა კი ნამდვილად მშვიდი ჩანდა. აშკარად აწუხებდა დედის შექმნილი აჟიოტაჟი , მაგრამ მართას მიმართ ინტერესის გამო ყველაფერს იტანდა. მისალმების პირველივე წამიდან ნათლად შეიმჩნეოდა მისი ბრჭყვიალა თვალები , გალანტურობა , გამაღიზიანებელი მზერა და მართას მოთმინების უნარიც სულ უფრო და უფრო იწურებოდა.
-ეს საოცრება ბავშვი თქვენი ნათესავია მართა?- დედების საუბარს აღარ უსმენდნენ, კესარიაზე გადაიტანა ყურადღება
-არა ,ნათესავები არ ვართ - კესომ თავად უპასუხა
-მეზობელი ?
-შეიძლება ითქვას რომ კესარია მე გავზარდე... ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
-საინტერესოა ... ალბათ მისი მშობლების მეგობარი ხარ
-ზურაბ , ჩვენი ურთიერთობა ასე მარტივად არ აღიწერება ...უკაცრავად მე უნდა გავიდე- სამზარეულოს მიაშურა, იქ ყოფნა აღარ შეეძლო. კესარიაც უკან გაჰყვა . სამზარეულოს მაგდაზე დასკუპდა და თან მარწყვით სავსე ჯამი დაიდო მუხლებზე
-რა უცნაურები არიან ... ლალის ამბებზე ბევრი ვიცინე , შენც ხომ მოგეწონა?
-ლალი ახალგაზრდობისას სულ სხვანაირი იყო ...
-რომ იზრდებიან ადამიანები რატომ იცვლებიან მართა?
-ალბათ ცხოვრება უფრო რთული ხდება პატარავ, მეტი მოვალეობა ჩნდება, მეტის სურვილი გვაქვს, მიზნებისკენ მიმავალი გზაც კიდევ უფრო დიდია, სურვილების სიაც და შესაბამისაც ჩვენც ვიცვლებით
-ეგ საქმეები ,მაგრამ ხასიათთან რა შუაშია...საკუთარი თავი როგორ უნდა შეცვალო
-ვივიწყებთ საკუთარ თავს, ვიღაც სხვა უფრო გვიყვარდება, სხვას ვჭირდებით და რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი უფრო ცოტას ვფიქრობთ . შესაძლოა საქმეზე ვფიქრობდეთ, სულ სამუშაოზე ანდაც ისე უბრალოდ დაგვავიწყდეს საკუთარი ცხოვრება - მისი ჯამიდან მარწყვი აიღო და თვალებდახუჭულმა ჩაკბიჩა- უგემრიელესია
-იცი მამა მეცოდება ამ სიგემრიელობას რომ ვერ ჭამს ... -წარბები შეჭმუხნა და თვალებიც კი აემღვრა
-სიგემრიელობა რა არის კესუნა?
-აბა გემრიელობა?- მაღლა აზიდა წარბები , ისეთი საყვარელი იყო მართამ ხმაურით აკოცა
-ჩემი სიტკბოება ხარ შენ - ბავშვს ეფერებოდა დაუპატიჟებელი სტუმარი რომ გამოჩნდა. აშკარად მოიწყინა მარტომ და მართას კვალს დაადგა
-შეიძლება? - კარზე უბრალოდ მიაკაკუნა და შევიდა- ვაა მარწყვი გიყვარს პატარა ქალბატონო?
-შენც გიყვარს?
-მიყვარს ... შეიძლება ავიღო?
-შეიძლება
-ქალბატონი მანანა და ლალი ისევ ეზოში არიან?
-სადღაც გადაწყვიტეს წასვლა... მე კი დამეზარა, თანაც სჯობს მარტონი იყვნენ ისე სუაბრობენ ირგვლივ ვერავის გვამჩნევენ
რამდენიმე წუთი გავიდა, ბიჭი ჩამოჯდა და გასვლას არც აპირებდა . კესარია ისევ თავის მარწყვს აგემოვნებდა და შიგადაშიგ ერთვებოდა დიალოგში რომელიც აშკარად მოსაწყენად მიდიოდა. შემდეგ კი მართას სრულიად შეეცვალა გამომეტყველება, ნაცნობი ნაბიჯების ხმა გაიგო და გონს მოსვლაც ვერ მოასწრო ისე გაჩნდა ბატონი ამაშუკელი ოთახში. ისე დაპატარავდა სივრცე თითქოს ჰაერიც აღარ იყო საკმარისი. მარტივად შესამჩნევი იყო მისი მზერა რომელიც ზურას ბურღავდა და ნელ-ნელა ინთებოდა ბრაზით
-მამიკოო რა კარგია რომ მოხვედიიით- კესო წამსვე შეეგება და ზურამაც უფრო დაკვირვებით შეხედა
-გამარჯობა ... ხომ არ დავიგვიანე- მართას გვერდით დადგა, თავადაც მიეყრდნო კარადას და ხელი წელზე შეუცურა- არ ვიცოდით სტუმრები თუ ასე გაშინაურდებოდნენ-ლოყაზე ფრთხილად შეახო ტუჩები და მოჩვენებითი სიმშვიდით განაგრძო საუბარი. სამაგიეროდ მართამ ვერ შეიკავა თავი გაეცალა და კესარიასთან დადგა
-ზურა გაიცანი თორნიკე , კესარიას მამა
-სასიამოვნოა ... შესანიშნავი შვილი გყავთ
-ნამდვილად- კესო ხელში აიყვანა, ისევ მართასთან ახლოს არმოჩნდა - მა გიორგი და ლენა ეზოში არიან ,მათთან წავიდეთ- კესო გაიქცა მან კი მართას ჩაკიდა ხელი -გელოდებიან
-კარგიი , ეზოში გავალ მეც . ალბათ მანანაც მალე დაბრუნდება- ბიჭმა რომ მიხვდა ზედმეტი იყო თავადვე დატოვა ოთახი. თორნიკე ჯერ უყურებდა მიმავალს შემდეგ კი მართა თავისკენ მიიზიდა და მაგიდასთან მიიმწყვდია
-რატომ ჩამოუჯექი ვიღაც ს.რს და ეჟღურტულები ? შენთან არის თუ ლალისთან ვერ გავიგე ...რატომ აძლევ უფლებას გიყუროს აქ , ამ ტერიტორიაზე და წარმოიდგინოს როგორ მოამზადებ მისთვის
-შენი მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა ... სულ გაგიჟდი - მისი სიახლოვე კონტროლს აკარგვინებდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა
-ზღარი დიდი ხანია გადავლახე და ახლა ვგრძნობ რომ შემიძლია ის ვიღაც თვალებდათხრილი გავუშვა აქედან - ცხვირის წვერი ლოყაზე შეახო , იქვე აკოცა და შემდეგ ყელზე გადავიდა- ჯანდაბა , მისგან შორს თუ არ დაიჭერ თავს რამეს დაუშავებ , ვგრძნობ რომ თავს ვერ გავაკონტროლებ
-რა სისულელეა , შენ ვერ იტან სულელურ ეჭვიანობებს. უაზროდ , უმიზეზოდ ჩხუბს და საერთოდ მე ... მე მელოდებიან
-ჯანდაბა - თითქოს გონს მოვიდა , ნაბიჯი უკან გადადგა და შემდეგ თავზე გადაისვა ხელი- არ ვხუმრობდი ... თავს ვერ ვაკონტროლებ
-თორნიკე
-ეზოში ვიქნები ... დიდხანს არ დავრჩებით ვიცი ლალის დიდად მოვწონვართ - შებრუნდა და წავიდა . ნამდვილად არ იყო ეს მისი ბუნება, ახლა ისე იქცეოდა რომ ვერ იტანდა. რა სისულელე იყო ვიღაც უცნობ ბიჭზე ეჭვიანობდა? პირველი იყო თუ უკანასკნელი ვისაც მართა მოეწონა ამით არაფერი იცვლებოდა ,მაგრამ მაინც მთელს ორგანიზმში ვრცელდებოდა ეჭვიანობის ნაპერწკალი
ეზოში ასულს უცნაური სცენა დახვდა ,ყველანი ერთად იყვნენ და აშკარად კესარიასა და მართას ამბავზე საუბრობდნენ. ყურადღება არ მიუქცევია მათი სასაუბრო თემისთვის დემნას მიესალმა ,შემდეგ ქალბატონ ლალის და ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. მალევე გამოჩნდა მართაც სუფრას ამზადებდა , კესარიაც მიეხმარა როგორც ყოველთვის ერთად მოქმედებდნენ და ზუსტად იცოდნენ ვინ რას გააკეთებდა. კარგად დაინახა ზურას მზერა რომელიც მართას არ შორდებოდა, თვალები უბრჭყვიალებდა და ტუჩებს ენისწვერით ისველებდა. თორნიკეს სიბრაზის მეორე ტალღამ დაუარა მთელს სხეულში . მთელი საღამო ცდილობდა დაეიგნორებინა ზურა, მისი მზერა ,სიტყვები , ქცევა , მაგრამ სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა . დემნამ და გიორგიმ მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს, არცერთს ჰქონდა ქალების საუბარში ჩარევის სურვილი , რამდენიმე მოკლე სადღეგრძელო ღვინის ძალა და თრობაც ნელ-ნელა შეეპარათ. თორნიკემაც დალია ბრაზის გასაქარვებლად რამდენიმე ჭიქა , მაგრამ შინაგან სიმხურვალეს ვერაფერი ფარავდა. მართა სახლისკენ მიდიოდა , ყველას ყურადღება გაფანტული იყო და ისე გაჰყვა არავის შეუმჩნევია . დერეფანი გაიარა და სააბაზანოში შევიდა, კარი იმ წამის დახურული ჰქონდა თორნიკე რომ გამოჩნდა. ნიჟარას იყო მიყრდნობილი, წყალი სწრაფად მოდიოდა და ხელებს უგრილებდა , ღრმად სუნქავდა საკუთარ გამოსახულებას შეხედა, ხელები თავზე გადაისვა ამაშუკელის სახე დაინახა და თვალები გაუფართოვდა
-ცუდად ხარ ?
-შენი აზრით როგორ უნდა ვიყო ... მზერით მწვავ, ასე მგონია ყველა ყველაფერს ხვდება და ცუდად ვარ. ხანდახან ისეთი მზერა გაქვს მგონია წამოვარდები მაგიდას გადაევლები და ზურას ცემით მოკლავ . ლალიც ისე მშვიდადაა სულ მაგიჟებს, ყოველ წამს ველი რომ რაღაც საშინელებას გეტყვის ან ლენას ეტყვის ... კესარია არ მაპატიებს თუ ყველაფერი აირევა ჩემი ბრალი იქნება - არ შებრუნებულა ისე თქვა ყველაფერი და შემდეგ ამოისუნთქა - ეს უფრო მძიმეა ... ჯანდაბა თინეიჯერი გოგო მგონია საკუთარი თავი
-არაფერი მოხდება - ხელი მუცელზე შეუცურა და თავისკენ მიიზიდა - ყველაფერი კარგადაა, თავს ვიკავებ და არავის ვცემ. არც ლალი იტყვის რამეს იმიტომ რომ შენ გამო , შენი სიმშვიდისთვის ყველას შეგვიძლია მოთმენა - ყელზე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები და მერე სახე მის თმაში ჩამალა - შენი ბრალი არაფერი იქნება და კესოც არ გაგიბრაზდება. შენ ყველაზე სუფთა ხარ ამ საქმეში - იმდენად მშვიდი ხმა ჰქოდნა, მისგან წამოსული მუხტი ძალას ართმევდა, მოდუნდა , მთელი სხეულით დაეყრდნო და თავად შებრუნდა მისკენ.
-დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გვემუქრება? - მკლავები ყელზე შემოხვია და თავი მკერდზე მიადო. მისი გულისცემა რომ ესმოდა მშვიდდებოდა, ეს იყო მტკიცებულება ყველა სიტყვაზე მყარი მტკიცებულება რომელიც არწმუნებდა თორნიკეს გრძნობების არსებობაში.
-დარწმუნებული ვარ რომ სულ ტყუილად ღელავ ... კიდევ იმაში ვარ დარწმუნებული რომ არ დაგთმობ და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა , მოგვარებადია - იღიმოდა, თვალებში უყურებდა და შემდეგ ტუჩებზეც შეეხო- ჩემებს წავიყვან...გვიანია უკვე
-ამაღამაც მოხვალ?- ქვემოდან უყურებდა , ოდნავ გაუწითლდა ღაწვები თითქმის შეუმცნეველი იყო ,მაგრამ გულისცემაც აუჩქარდა
-მოვიდე ?- ამაშუკელს ისევ გაეღიმა
-სტუმრები მყავს ხომ იცი ...
-ნუ მახსენებ იმას რომ ის ს.რი ამ სახლში სადღაც შენთან ახლოს დაიძინებს - ყბაზე აკოცა და თვალები დახუჭა
-შენ მართლა ეჭვიანობ?!
-მეც მიკვირს, გეფიცები , მაგრამ წარმოუდგენლად ვარ ახლა საკუთარ თავს ვებრძვი აქედან რომ არ წაგიყვანო ან სხვა რამე არ ჩავიდინო
სახლში ვიღაც იყო , მართას ეძახდნენ იძულებული გახდა წასულიყო . სწრაფად გავიდა ოთახიდან , რამდენიმე წუთი მოითმინა ამაშუკელმა და შემდეგ მშვიდად გავიდა ეზოში. გიორგის და ლენას ანიშნა , დაემშვიდობნენ ყველას , კესარია ხელში აიყვანა და ისე დატოვეს იქაურობა. კესო დაღლილი იყო, სახლში დაბრუნება ნაკლებად უნდოდა, მაგრამ არ უწუწუნია. მართას აკოცა და მშვიდად დაადო მამიკოს მხარზე თავი....
..........
ისევ ვერ მოისვენა , კიდევ ერთი ღამე მართას გარეშე მასზე ფიქრებით დაიწყო. წარმოიდგენდა მასთან ახლოს როგორ დააბიჯებდა ის მატრაკვეცა ბიჭი და სისხლი უდუღდა. სიგიჟე იყო ასე შეპარვა სახლში , თითქოს დემნას მიმართ უპატივცემულობაც კი იყო , მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო . ვერ მოისვენებდა, იცოდა მართაც სადღაც გონების რომელიღაც ნაწილით ელოდა მის გამოჩენას.
ისევ საკუთარ თავს დასცინოდა , ჯერ საკუთარი სახლიდან გაიპარა ,შემდეგ სხვის ეზოში შეიპარა. მართას საძინებელში ფანჯრიდან გადაძვრა , საწოლზე დაწოლილ ქალს მზერა რომ გაუსწორა საერთოდ დაავიწყდა ყველა და ყველაფერი. მის გვერდით დაწვა, მკლავები მოხვია და წამოდგომის საშუალება არ მისცა
-ჩშშ... დაიძინე
-ეს არაა ნორმალური ... აქ ყოფნის უფლებას არ უნდა გაძლევდე- ნეხევრად მძინარე ლაპარაკობდა და ნელ-ნელა ფხიზლდებოდა- დამასუსტე ... საკუთარ თავს ვკარგავ
-მე უკვე დავკარგე თავიც , გონებაც და ყველაფერი . ახლა რომ ვიფიქრო ჩემს ყველა ნაბიჯზე ამ ბოლო დღეების განმავლობაში რაც გადავდგი ალბათ გავგიჟდები კიდეც , მაგრამ არ მინდა. შენც არ გინდა, უბრალოდ მიიღე სიამოვნება წუთებით რომელიც გვაქვს ...არავინ იცის რამდენ დროს გვაძლევს ღმერთი-მხარზე აკოცა, თითები მკლავებზე ააყოლა და შემდეგ გაჩუმდა- მშვიდად დაიძინე
-კესოს უნდა დაველაპარაკო , მინდა ვუთხრა... ვერ ვხვდები რა ხდება რომ მისთვის ახსნა შევძლო . თავადაც ვერ ვიგებ რა ხდება ჩემს თავს
-ერთად დაველაპარაკოთ ...სტუმრებს რომ გაუშვებ და დამშვიდდება ყველაფერი დაველაპარაკებით კესოსაც და სხვებსაც . მარტო აღარ ხარ , გაიაზრე ეს ...
-მეშინია რომ კესო არ მაპატიებს - ჩუმად ლაპარაკობდა, მის სიახლოვეს ძლივს უმკლავდებოდა. გადაღლილი იყო, გონება მიძინებული და სულ მთლად გამოფიტული
-საპატიებელი არაფერია ... დანაშაული არ გაქვს არავის წინაშე -მისი ხმა ჩაესმოდა , ისევ ისე მშვიდად ეძინა იმ ღამით .
გრძნობებით განპირობებული დანაშაულის სიმძიმის შეფასება ყველას სხვადასხვაგვარად გამოსდის. არ არსებობს კანონი , რომელიც შეიძლება რამდენიმე ადამიანს ერთ ჩარჩოში მოაქცევს და გაასამართლებს იმიტომ რომ ყველა დანაშაული განსხვავებულია, ერთი გრძნობით გამოწვეული სხვადასხვა დანაშაული . იქნებ სიყვარულია თავად დანაშაულიც , სასჯელიც და გულია ის რაც მოსამართლის მანტიაში ეხვევა განაჩენის გამოსატანად.
.................
შუაღამე იყო, ემოციებით სავსე მიაბიჯებდა დერეფანში და გონებას ფიქრის საშუალებას არ აძლევდა, იცოდა გაექცეოდა სიხარული , დაკარგავდა მუხტს როდესაც გამოჩნდებოდა ბარიერები
-მამაა სად იყავი?- კესარიას ხმა გაიგო და გონს მოვიდა. პატარა ქალბატონს პიჟამას ზედა ეცვა მხოლოდ. თმებარეული, ლოყებაწითლებული უყურებდა და თან ამთქნარებდა
-არ დამეძინა და გარეთ ვიყავი... შენ რატომ არ გძინავს?- დანაშაულზე წასწრებულივით იგრძნო თავი . ბავშვი ხელში აიყვანა და თმები თავად გაუსწორა
-დამცხა , წყალი მინდოდა თან ვიღაცის ძაღლი ყეფდა და ლედიც აჰყვა - შეწუხებულმა თქვა და თორნიკეს თავი მხარზე დაადო
-მე მოგიტან წყალს ... საძინებელში დაბრუნდი შენ- ძირს დასვა და ოთახისკენ გაუშვა. ხვდებოდა წინ დაკითხა რომ ელოდა, წყალი თავადაც დალია და შედარებით დამშვიდებული დაბრუნდა უკან . ქალბატონი საწოლში იწვა, გამოფხიზლებული იყო , მაგრამ მაინც . წყალი რომ დალია მკლავზე მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა-რაოო მაა - თორნიკეს წამსვე გაეღიმა - ჩემო პატარავ ...თმები უნდა დაგიწნა ხოლმე თორემ სულ გაცხელებული ხარ
-გაიხადე ფეხზე და ჩემთან დაწექი...მოდი- გვერდზე მიჩოჩდა და საწოლზე დაარტყა პატარა ხელი
-კარგიი , როგორც იტყვი ... ფარდას ჩამოვაფარებ შუქი აღარ შემოვა და დავიძინოთ - საწოლის თავს მიეყრდნო , კესომ თავი მკერდზე დაადო - დაიძინე მა - თითები მის თმაში ახლართა და თვალები დახუჭა
-მომიყვები რამეს ლილუზე? დიდი ხანია არაფერი მოგიყოლია
-რა მოგიყვე მაა - დაიბნა, არ ელოდა ამ თხოვნას თანაც ასეთ დროს. მართლაც რამდენიმე თვე მაინც იქნებოდა გასული მას შემდეგ რაც ბოლო ამბავი მოუყვა
-არ ვიცი , რამე მინდა რომ მომიყვე ... რაც შენ გინდა
-კარგი , რადგან აქ ვართ გეტყვი როგორი იყო როდესაც პირველად ჩამოვიყვანე მარუსასთან- გულისცემა შეუნელდა, უცნაურად გრძნობდა თავს - ლილუს უყვარდა სიმშვიდე , მაგრამ სოფლის გოგო არ იყო. ქათმისაც ეშინოდა იცი? მეზობლის მამალი გადმოვიდა ერთხელ და კივილით დარბოდა მთელს ეზოში. უსაყვარლესი იყო , დავცინოდი და მერე დიდხანს არ მელაპარაკებოდა. ბოლოს ისვე მამალმა შეგვარიგა, მეორედ რომ დაინახა ისე მომეხვია ხელი აღარ გავუშვი - გაეცინა და კესოს თავზე აკოცა- შენ სულ სხვანაირი ხარ , მა
-კიდევ მომიყევი - ჩუმად უთხრა, თითქოს ცრემლები გაერია ხმაში რაც არასდროს ხდებოდა ლილუზე საუბრის დროს
-ძალიან მოსწონდა აქაურობა, ხომ მაქვს ნათქვამი მარუსას დაუმეგობრდა ... ლენაც კი აიძულა რომ დარჩენილიყო. ცხოვრებაში პირველად გაატარა ორი კვირა სოფელში . ყველა ერთად შეგვკრიბა, გიჟდებოდა დიდ ოჯახებზე ... ხომ იცი ძალიან უყვარდა ყველა და ვერ ეგუებოდა მე რომ შორს ვიყავი
-ყველაზე მეტად შენ უყვარდი თუ მე
-ამას რატომ მეკითხები პატარავ
-მაინტერესებს , ცოცხალი რომ იყოს მე უფრო ვეყვარებოდი თუ შენ
-არ ვიცი ... ალბათ შენ იმიტომ რომ შენ ჩვენი ნაწილი ხარ . ყველას გადაყვარება შეიძლება, ყველასთან განშორება, შორს ყოფნა , მაგრამ შვილი ყველა კამათის შემდეგ მაინც ისევ ისე გიყვარს, რაც არ უნდა დააშაოს მაინც . როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეს უპირობოდ გიყვარს ... ხვდები ხომ ? ის შენ არ გიცნობდა ,მაგრამ მაინც ყველაზე მეტად უყვარდი, ჩემზე მეტადაც კი . მართალია მე სხვა სიყვარულით ვუყვარდი და შენ სხვა სიყვარულით , მაგრამ გრძნობები ერთმანეთს აჭარბებენ ... მგონი გაუგებრად ვლაპარაკობ ხო?
-არა , გავიგე ცოლები და ქმრები ჩხუბობენ ჩემი კლასელის მშობლები ხო ცალ-ცალკეც ცხოვრობენ , მაგრამ ორივეს ძალიან უყვარს . დედიკო რომ ცოცხალი იყოს შენ ხომ არასდროს დაშორდებოდი - საწოლზე დაჯდა და ამღვრეული ლურჯები გაუსწორა- დედიკოსაც რომ შეძლებოდა ჩვენთან დარჩენა სულ ეყვარებოდი
-მართალია , მე და დედიკოს სულ გვეყვარებოდა ერთმანეთი , მაგრამ ის აღარ არის ჩვენთან . მე და შენ მის გარეშე ვაგრძელებთ ცხოვრებას ყოველ დღეს ვიწყებთ , ვიცინით, ვტირით, ვბრაზდებით, ვერთობით, გვიყვარს ... ლილუ არ გაქრება , სულ ექნება თავისი ადგილი ჩვენს გულში - ბავშვს მოეხვია და ლოყაზე აკოცო- ცუდი სიზმარი ნახე მაა? მითხარი ლილუ დაგესიზმრა და იმიტომ მკითხე მასზე?
-არა , არაფერი ... უბრალოდ მინდოდა
-კარგი ჩემო პატარავ
-შენ მართას სუნი გაქვს , ისევ ... მისი სუნი არავის აქვს ხოლმე ჩემს გარდა მარტო მე მეხუტება
-მეც რომ მჭირდება ხოლმე მისი ჩახუტება ? ცუდი იქნება მეც რომ მომეხვიოს?
-არ ვიცი , გინდა რომ ჩაგეხუტოს? თუ არ გინდა ტყუილად არ მოეხვიო რა ... მართა რომ გეხვევა თავის სითბოს გაძლევს , გაფერადებს და მერე თვითონ ცივა ხოლმე
-თვითონ გითხრა ასე?
-ხო ... მითხრა სხვას რომ იკრავ გულში ამ დროს შენს სითბოს აძლევო , მაგრად რომ ჩამეხუტები ხოლმე აღარ გვეტკინებაო ,რომ დავეცი ერთხელ ასე მითხრა, ცუდი სიზმარი რომ ვნახე მაშინაც ჩამეხუტა ...სულ ასე ვაკეთებთ მე და მართა
-მე მეტი სითბო მაქვს, შემიძლია მართას სიცივე გავაქრო და დავეხმარო. ისიც მომეხვევა და სიმშვიდეს მაჩუქებს ...გამიყოფ მართას სიყვარულს? - მშვიდად ესაუბრებოდა , მაგრამ გული უჩერდებოდა კესოს რეაქციის მოლოდინში.
-არ ვიცი . შენ მართლა შეგიძლია მართას გახარება? იქნებ არ შეგიძლია ... დედა რომ მოგენატრება მერე მართა გიშველის?
-ჩემზე ბრაზობ ?
-არა ! - წარბები შეკრა და საწოლის მეორე მხარეს გადავიდა... ლედის დაუძახა . ლეიბზე დაწვა ქალბატონი და კესომაც ყურადღების გადატანა სცადა. აშკარად ეწყინა, გაბრაზდა, მაგრამ არაფრის თქმა უნდოდა
-პატარავ გვიანია , ლედი ჩავიდეს და დაიძინე
-არ მეძინება !
-პატარავ
-მართა მარტო მე მიყვარს, მე უნდა ჩამეხუტოს ... შენ დედა გიყვარს , მართას ატკენ და წავა . შენ არ იცი ... შენ არ იცი - საწოლის მეორე მხარეს გადავიდა და ტირილი დაიწყო - შენ დედა უნდა გიყვარდეს - ლურჯი თვალებიდან ნაკადულივით ცვიოდა ცრემლები . პატარა თითებით იმშრალებდა , ცხვირი გაუწითლდა და ტუჩები კიდევ უფრო დაბრიცა
-კესარია ნუ ტირი გთხოვ... არ იტირო თორემ გული გამისკდება , პატარავ ... ჩემო სიყვარულო არ იტირო - ხელი მოხვია, თავიდან კი ეწინააღმდეგებოდა ,მაგრამ შემდეგ მაინც მოეხვია . თავი მხარზე დაადო და ისე განაგრძო სლუკუნი- რატომ ტირი მითხარი მე ხომ არ მითქვამს ლილუ აღარ მიყვარს-თქო... როგორ შეიძლება არ მიყვარდეს. შეიძლება გიყვარდეს და გადაგიყვარდეს? ლილუ ჩემი ნახევარი ცხოვრებაა , ლილუმ შენი თავი მაჩუქა და ჩვენი ყველა დღე მუდამ მემახსოვრება, ის არსად წავა... მაგრამ მართა და მე მალე ერთად ვიქნებით. მართა სულ შენთან იქნება , აღარ მოგენატრება ხოლმე . არ გინდა ყველას ვუთხრა რომ მართასთან მინდა და ჩვენთან წამოვიდეს?
-შენ გინდა რომ მართა ჩვენთან წამოვიდეს? ჩვენს სახლში იცხოვრებს ... სად დაიძინებს მერე შენს ოთახში ? ისე როგორც ცოლებს სძინავთ ხოლმე? მერე ბავშვებიც გეყოლებათ კატოს დედა და მამა ერთად რომ იძინებდნენ მერე ძმა მოუყვანეს . მერე მე ერთსაც დაგკარგავთ და მეორესაც ...ასე ორივეს დაგკარგავთ
-დამშვიდდი - ისე სწრაფად თქვა ყველაფერი რომ სიტყვის ჩამატება ვერ მოახერხა- შემომხედე კესარია
-მიყვირი?
-არ გიყვირი მა , უბრალოდ მინდა შემომხედო . ღრმად ჩაისუნთქო და მზერა გამისწორო. მე შენ ხომ არასდროს გეუბნები ტყუილს ახლა კი გპირდები ,რომ შენზე მეტად მე და მართას არავინ გვეყვარება. მართას შენ უფრო მეტად უყვარხარ ვიდრე მე , გგონია შენ თუ ასე გაბრაზდები დამელაპარაკება? ზედაც არ შემომხედავს ... გინდა რომ წავიდეს, მეჩხუბოს, გამიბრაზდეს და გავიყინო? მართა თუ არ იქნება ჩემ გვერდით მე სულ მარტო ვიქნები ... მართაც მარტო იქნება იმიტომ რომ მას ... ჯანდაბა პატარავ ასე ნუ მომექცევი გთხოვ -სახეზე ჩამოისვა ხელები და მერე თავზე მოიჭირა . ჩიხში იყო, არ ჰქონდა სიტყვები რომლითაც პატარა ბავშვს აუხსნიდა საკუთარ მდგომარეობას თანაც ასეთ დროს- კესარია შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ , რომ გაიზრდები ყველაფერს სხვაგვარად დაინახავ
-თქვენ სხვანაირი სიყვარული იცით , დიდები ყველაფერს ართულებთ და ურევთ. მართალი იყო დამიანე ... ჩვენ უფრო გვიყვარს ვიდრე თქვენ. თქვენ შეგიძლიათ რომ აწყენინოთ, ატკინოთ, იყვიროთ, იჩხუბოთ , სხვებსაც ჩაეხუტოთ და აკოცოთ ...თქვენ ცუდები ხდებით რომ გიყვარდებათ ჩვენ კი ასე არ ვართ - წარბშეკრული ლაპარაკობდა და ისე წამოსცდა სიტყვები თავადაც ვერ გაიაზრა სანამ თორნიკე არ წამოიწია
-დამიანემ გითხრა ეგ სიტყვები? იმ დამიანემ მე რომ ვიცი ? შენ რა მან სიყვარული აგიხსნა და მე არ მითხარი ? კესარია შემომხედე , თავს ტყუილად მარიდებ ... ჯანდაბა ! როდის მოხდა ეგ , კესარია ნუ გამაგიჟებ
-სკოლის დამთავრების ბოლო დღეს , კონცერტის შემდეგ მითხრა და მეც ვუთხარი . რატომ მეჩხუბები , შენგან განსხვავებით ის არ მტკენს გულს ... სულ ჩემთან იქნება
-ახ , ასეა საქმე? ცოლობაც ხომ არ გთხოვა ნეტავ
-არა , მაგრამ მთხოვს რომ გავიზრდებით და მარტო რომ იცხოვრებს
- მარტო უნდა თურმე იცხოვროს , მეც დამტოვებ და წახვალ შენს დამიანესთან . მე მიბრაზდები და თვითონ რა გეგმები გაქვს ... გითხარი მოეშვი მაგ ბიჭს, ბავშვი ხარ და სიყვარული არ იცი შენ რა არის-თქო , მაგრამ თურმე გრძNობებში გამოუტყდი ... მე არ მითხარი , დამიმალე
-იმიტომ დაგიმალე რომ ვიცოდი გაბრაზდებოდი... მე ვარ შენზე გაბრაზებული
-რატომ ხარ გაბრაზებული , მითხარი მიზეზი კესარია - ღრმად ჩაისუნთქა, ეცადა მოდუნებულიყო და მიუხედავად იმისა რომ ბრაზისგან სკდებოდა თავი შეიკავა. კესარიას სიყვარულობანაღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის -ხო მიზეზი მითხარი და შემდეგ დანაშაულის მიხედვით გადავწყვიტოთ რა სასჯელს ვიმსახურებ
-არ ვიცი რა დააშავე , მაგრამ დამნაშავე ხარ - უცებ მიახალა და ისევ ზურგი აქცია
-მე მარტო ვარ , ჩემს გვერდით არავინაა და სრული უფლება მაქვს ცხოვრება გავაგრძელო ქალთან ერთად რომელმაც სრულიად სხვა კაცი გააცოცხლა ჩემს ტვინში. მართასაც აქვს უფლება ვუყვარდე იმიტომ რომ ჩემს სიყვარულს არაფერი უკრძალავს . საერთოდ სიყვარული დანაშაული არ არის , თუ მართლა გაქვს გრძNობა , თუ გაქვს გააზრებული
- შენ დედა გიყვარს და მართას ატკენ. დედასაც ეწყინება მერე რას იზამ?
-მართას არ ვატკენ ... დედასთან კი არ ვიცი რას ვიზამ, ალბათ მაპატიებს იმიტომ რომ იცის მისთვის არასდროს მიღალატია. კესარია შენ ხომ გიყვარს მართა
-მიყვარს , მინდა ჩემთან იყოს და ბედნიერი იყოს. შენც მიყვარხარ მამა , დამიანეც მიყვარს
-დამიანეზე შემდეგ ვისაუბრებთ ახლა კი დამეხმარები რომ მართა ჩემთან იყოს , გავაბედნიერო
-მართას ისე უყვარხარ რომ აწყენინო სულ გაიყინება ... მერე მართას დავკარგავ და გაგიბრაზდები იცოდე , მერე ძალიან გაგიბრაზდები - ისევ ამღვრეული ჰქონდა თვალები, ხელები სახეზე აიფარა და ტუჩები დაბრიცა -არ უნდა მეთქვა
-შენ იცოდი მართას რომ ვუყვარვარ ? - ფეხზე იდგა უკვე , ოთახში დადიოდა და ბავშვს უყურებდა- კესარია იცოდი?- მთელი ეს დრო ხომ სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ ახლა უკვე ფიქრიც აღარ შეეძლო, გონება გადაეკეტა და აზროვნების უნარი დაკარგა. როგორ შეიძლებოდა სცოდნოდა, როგორ უნდა ეთქვა მამაშენი მიყვარსო ... ეს არ იყო ნორმალური
-ხო ვიცოდი, მაგრამ არ უნდა მეთქვა ეს ჩვენი საიდუმლო იყო . რატომ არ გესმის მე და მართამ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით ... მე მართას ვთხოვე ზღაპარი მოეყოლა თავის სიყვარულზეც. სულ თქვენზე მიყვებოდა და ამ დროს გულისცემა უნელდებოდა. ერთხელ ისე გაუჭირდა ლაპარაკი რომ შემეშინდა, მეგონა ცუდად იყო ... მე სულ მესმის თქვენი გულის ხმა და ვხვდები ყველაფერს, მაგრამ შენ პატარა სულელი ბავშვი გგონივარ რომელსაც მოატყუებ- ისე საუბროდა სულ აურია თორნიკეს თავგზა- ხოდა მართამ მომიყვა ამბავი გოგონაზე რომელიც უფლისწულს შეხვდა და შეუყვარდა. უფლისწული რომელმაც გადაარჩინა ძალიან შეუყვარდა , მაგრამ მას ჰყავდა თავისი პრინცესა და გოგონა საერთოდ აღარ ახსოვდა . მერე პრინცესაზე და უფლისწულზე მოყოლა განაგრძო . მე მივხვდი რომ მართას ზღაპრის პრინცი შენ იყავი . მეწყინა იმიტომ რომ შენ მას ტკენდი , შენც გტკიოდა დედიკოს გამო , მეც მტკიოდა და ახლა ისევ იგივე რომ მოხდეს ? მეშინია მე ... მე არ მინდა არც მარტო დარჩენა და არც თქვენი გულის ტკენა. გულს რომ ტკივა მერე თვალებსაც ტკივა, ხელებსაც ტკივა ... ყველაფერი გტკივა
-ჩემო ერთადერთო ...როგორ უნდა დაგავიწყო უჩემო ექვსი წელი - ისევ ისე ძლიერად შემოხვია მკლავები მის პატარა სხეულს. მისი გულისცემა ესმოდა , ისე ფეთქავდა... ისე ძლიერ , სწრაფად და ვინ იცის რამდენი მალული გრძნობდა ტრიალებდა მის სულში. კესარია ანგელოზი იყო რომელსაც ბევრი სევდის ტარება უწევდა, მისი ფრთები დამძიმებულიყო , მაგრამ მათი დაკარგვის უფლებას არ მისცემდა ამაშუკელი.
მანამ ჰყავდა მკლავებში მოქცეული სანამ არ ჩაეძინა. თმაზე ეფერებოდა, თავზე კოცნიდა და მის ძილს დარაჯობდა. მიხვდა რომ დრო აღარ ჰქონდა, აღარ იყო საჭირო ზედმეტი ფიქრი, ლოდინი და ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა როგორც გულს სურდა. ის რაც სიმშვიდეს მიანიჭებდა, ის რაც სიბნელეში სინათლის სხივებს შექმნიდა და შემდეგ ყველაფერი გამარტივდებოდა. როდესაც ბედნიერი ხარ, როდესაც გიხარია ყოველი დღის დაწყება გაქვს ძალა , შესაძლებლობა გაუმკლავდე ყოველ დაბრკოლებას.
...........
გაქვს შესაძლებლობა რომ გზა განაგრძო, გეგმები შეასრულო და არ შეჩერდე ყველაფერი სწრაფად ხდება. დროც მალე გადის , როდესაც მის სვლას არ აკვირდები, არ გადარდებს მაშინ სწრაფად ქრება და უკან რჩება შენი ყოველი ნაბიჯი ,იღებ შედეგს და მისით ტკბობას იწყებ. ამაშუკელმა წარსული დროიდან იცოდა ეს ყველაფერი , მოქმედებაზე გადავიდა და მიიღო კიდეც სასურველი შედეგი.
მარტონი იყვნენ , კესარიას წინ ისხდნენ და განაჩენს ელოდნენ , მაგრამ ქალბატონი დუმილს არ არღვევდა.
-პატარავ არაფერს გვეტყვი ? - მართას უკვე გული უსკდებოდა , არ შეეძლო ამ მდგომარეობის ატანა
-დედაზე ამბები ისევ უნდა მომიყვეთ. მე პატარა ვარ და შეიძლება დამავიწყდეს... მე კი არ მინდა რომ დამავიწყდეს. კიდევ არ მინდა რომ თქვენ იჩხუბოთ როგორც იცით და მერე დამტოვოთ . საერთოდ არ გავხართ იმ წყვილს ფილმებში რომ არის ხოლმე და ვერ გავიგე რანაირად გიყვართ - წარბები შეკრა და ხელები სასაცილოდ გაშალა - კიდევ ერთი და მინდა და ერთი ძმა ... სულ მინდა ხოლმე პატარა ბავშვების ტანსაცმელების ყიდვა მაღაზიებში რომ დავდივართ. გახსოვს მითხარი რაც უფრო ბევრი ადამიანი გიყვარს უფრო ბედნიერი ხარო, მეტად თბებიო ხოდა მე ისინი მეყვარება და მათაც ხომ ვეყვარები იმიტომ რომ ყველაზე საყვარელი უფროსი და ეყოლებათ . იმედია დედიკო არ გაგიბრაზდება - ბოლოს თქვა და მართას მოეხვია
როდესაც არსებობს სწორი საფუძველი, სიტყვები რომლებიც გონებაში ილექება გაქვს არჩევანის გაკეთების უნარი . ხვდები როგორ უნდა მოიქცე , ივიწყებ შიშს და დგამ პირველ ნაბიჯს. ზოგჯერ დანებებაა საჭირო სიმშვიდის მოსაპოვებლად, სისუსტეა ის რაც შვებას გგვრის , სულს გიმშიდებს. ენდობი , მის მკლავებში ექცევი და ენერგიის უწყვეტ მარაგს იღებ. კესარიას ისევ ფარავდა მართას მკლავები, ისევ იღებდა სითბოს , ამჯერად კი ქალსაც უზიარებდა საკუთარ ფერებს უფროსი ამაშუკელი .
მეორე ბარიერი კიდევ უფრო რთული გადასალახი იქნებოდა , ამჯერად დემნასაც და ლალისაც ერთი პოზიცია ჰქონდათ. ორივე გაოგნებული უცქერდა მათ თითებს ერთმანეთში რომ იყო ახლართული და აშკარად არ აპირებდნენ დაშორებას. არ უთქვამს სიტყვა „მიყვარხარ“ ერთხელაც არ უთქვამს „მე შენ მიყვარხარ“ ამიტომ მათთანაც სხვაგვარად უწევდა საუბარი . მშვიდი იყო, ოდნავადაც არ ღელავდა მართას თითებს ეფერებოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-მე უფლებას არ გაძლევ და მორჩა ! - დემნამ მაგიდაზე ხელი დაარტყა და აღელვებული წამოდგა ფეხზე- შენ მე ჩემი შვილი განდე, გაგატანე კესარიას გამო და შენ გინდა რომ გამოიყენო ... ასე არ ხდება. მე არ მოგცემ უფლებას ერთის დასავიწყებლად მეორე გამოიყენო , შეუძლებელია და იმიტომ
-მამა შენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეს
-მესმის, ვიცი ...ვუგებდი და პატივს ვცემდი მის მდგომარეობას. იმიტომ მოგეცი უფლება გეზრუნა პატარა, დაუცველ ბავშვზე და ახლა ზრდასრული კაცის გასართობად ვერ გაქცევ
-მე შენთვის გასართობი ვიყავი დემნა? - ლალიმაც დაარღვია დუმილი. აქამდე ფერდაკარგული იჯდა და თავსაც არ სწევდა მაღლა ახლა კი ქმარს უყურებდა , პასუხის მოლოდინში-მიპასუხე !
-ჩემი და შენი მდგომარეობა სულ სხვაა ... შენ ძალიან კარგად იცი ვინც ხარ ჩემთვის . რატომ არაფერს ამბობ , შენ არ იყავი რომ გიჟდებოდი ამაშუკელებთან მართას ურთიერთობის გამო? ახლა რა , აზრი შეიცვალე?
-აზრი არ შემიცვლია , ახლაც და წლების შემდეგაც დარწმუნებული ვიქნები რომ ჩემი გოგო უკეთესს იმსახურებს , მაგრამ მე და შენ კარგად ვიცით ცხოვრებაში ვერ ვიღებთ იმას რაც გვეკუთვნის . მიყვარსო ხომ თქვა , რადგან აქ ზის უკან არ იხევს და აქამდე მოვიდა ე.ი ჩემი და შენი სიტყვები არაფერს შეცვლის . ისღა დარჩენია გადამარწმუნოს რომ ვცდებოდი და შეუძლია ჩემი მართას ღირსი გახდეს
-რომ ვერ შეძლოს? უცებ რომ მიხვდეს ისევ ცოლი უყვარს და მართას გული ატკინოს ? მერე რა მოხდება ... ასე უნდა ველოდოთ გულხელდაკრეფილები? დავიჯერო რადგან ამბობს მართა ყველაფერიაო და მენდეთ მე ვარ ერთადერთი ვისაც შეუძლია მისი გაბედნიერებაო? რადგან ამბობს მორჩა?
-გარდაცვლილები სამუდამოდ უყვართ , როცა იმქვეყნად მიდიან მათზე მხოლოდ კარგი მოგონებები რჩება. ასეთია ადამიანის ბუნება და შენც დღემდე გიყვარს , მაგრამ ჩემთან 25 წელია ცხოვრობ ... ჩვენგან განსხვავებით მათ უკვე აქვთ გრძNობები - მართას უყურებდა , იცოდა შვილი გააოგნა , მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. ერთადერთ შვილს ამ გადაწყვეტილების გამო ვერ დაკარგავდა - გულს თუ ატკენს პირადად მე ვიზრუნებ რომ დროზე ადრე წავიდეს მაღლა , ცაში - თორნიკეს შეხედა და თვალი ჩაუკრა- სულ მაგ შენი შავი თვალების ბრალია, მაგათ გადამირიეს გოგო
-მართლა ასე ძალიან გიყვარს რომ მზად ხარ ასეთ რისკზე წახვიდე?
-აღარ აქვს მნიშვნელობა მასთან ვიცხოვრებ, ცოლი მერქმევა, ნაცნობი თუ მეზობელი უკვე იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე წარმოდგენა შეიძლება მამა ... მინდა მჯეროდეს რომ შევძლებთ და გთხოვ ამ იმედის გამო ნუ მაქცევ ზურგს
-თქვენ შეიყვარეთ ქალი რომელსაც არც კი იცნობდით, მაშინ მიიღეთ როდესაც ჯერ კიდევ არ გქონდათ განელებული ტკივილი და ასეთი დაუჯერებელია რომ მე წლების შემდეგ მართას მსგავსი ქალი გავხადო ცხოვრების ნაწილი
ეჭვი მაინც დარჩა, ბოლომდე დარწმუნებული ვერასდროს იქნები , რთულია როდესაც ქალიშვილს სახლიდან უშვებ . არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისაა მაინც რთულია მისი გაშვება , თითქოს ამ დროს სხვას უნაწილებ . ხვდები რომ გაიზარდა , ხედავ როგორ გავიდა დრო და ისევ მიჰყვები დინებას.
ის ზაფხული იყო დასაწყისი სრულიად სხვა ურთიერთობის. ახალი წიგნის პირველი ფურცელი განსხვავებული გრძნობებით, ემოციებით...ცვლილებებით რომელიც თან სდევს სიყვარულს.
არ ყოფილა მართას და თორნიკეს სიყვარული ჩვეულებრივი . რომანტიულ გრძნობებს იყო გადაჭარბებული მათი ურთიერთობა, რომელიც დროის გასვლასთან ერთად უფრო მტკიცე ხდებოდა.
............
კოკისპირულად წვიმდა ... ზამთრის ღამისთვის დამახასიათებელი სიბნელე, სიცივე და ნაცრისფერი იყო გაბატონებული ირგვლივ. სახლში კი სასიამოვნო სითბო , ნათელი ფერები და სიმშვიდე იყო. წვიმის ხმა ოთახში აღწევდა და კიდევ უფრო უხდებოდა იქ შექმნილ გარემოს. მართა მაგიდასთან იჯდა და მოსწავლეების ნაწერებს ასწორებდა, ნელი მელოდია ისმოდა ოთახში ისიც მშვიდად ამოძრავებდა სხეულს . თორნიკე სახლში სულ მთლად სველი დაბრუნდა , ფეხშიშველი მიაბიჯებდა მუსიკის ხმა რომ გაიგო და კართან შეჩერდა. ბოლო თვეების განმავლობაში შეუყვარდა ეს პროცესი , მართას საქმიანობა რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მოსაწყენი იყო ის კი ასეთი სიამოვნებით ასრულებდა. ჩუმად მიუახლოვდა კითხვაში გართულს , ხელები მოხვია და თავისკენ მიიზიდა
-საღამომშვიდობისა ღამისფერო
-თორნიკე - ფართოდ გაუღიმა, თვალები გაუბრწყინდა და წვიმის წვეთებით დანამულ სახეზე თითები შეახო- საშინლად წვიმს არა?
-საშინლად ციოდა გარეთ - თითები წელზე აათამაშა და მისი ტუჩებისკენ დაიხარა- მგონი გავიყინე , მართა
-კესარიას გაშვება ცუდი იდეა იყო - ტუჩებზე შეეხო და წამსვე შეეცვალა ხმა
-შესანიშნავად ერთობა ბავშვებთან ერთად ... ის ბიჭიც იქ ჰყავს - გრილ ტუჩებს ცხელ კანზე აწებებდა და იღიმოდა- როგორი ცხელი ხარ
-შენ კი გაყინული - კოცნაში აჰყვა და შემდეგ ისე შემოეძარცვა სამოსი გონსაც ვერ მოვიდა.
ამაშუკელის ყოველი შეხება პირველს ჰგავდა, თითქოს უკანასკნელიც იყო . ყველა ემოცია ერთად იღვიძებდა, სრულიად სწყდებოდა სამყაროს , მის შავ სფეროებში იკარგებოდა ვნების მორევში ჩაძირულს სიამოვნების განცდა ჭკუას აკარგვინებდა. უყვარდა მისი მზერა , სრულიად განსხვავებული სხივი თვალებში ზოგჯერ ვნებისგან კიაფობდნენ , ბრაზისგან, ეჭვიანობისგან ან უბრალოდ მშვიდად ყოფნის დროს რომ ანათებდნენ. ზოგჯერ თავი სიზმარში ეგონა, ერთ დიდ ხანგრძივ სიზმარში რომელიც აუცილებლად დასრულდებოდა , მაგრამ შემდეგ ისევ ეხვეოდა ამაშუკელის მკლავები , ისევ და ისევ ესმოდა მისი გულის ხმა . გონის დაკარგვამდე უყვარდა, ახლა უკვე სრულიად გათავისუფლდნენ გრძნობები , გამრავლდნენ, გაბევრდნენ და მათი დამალვის შესაძებლობა ნულს გაუტოლდა. თორნიკეს სიყვარულიც კი უყვარდა, დრო რომ გადიოდა და არ უფერულდებოდა.
გარეთ ისევ წვიმის ცივი წვეთები ყინავდა არემარეს ოთახში კი ვნებას აყოლილი ორი სხეული გრძნობების ალში იყო გახვეული. უყვარდა მართას სიშავე შეპარული ყავისფერების ცქერა, მისი ხმა , თითოეული ბგერა სიამოვნებას რომ გამოხატავდა , უყვარდა მისი ხორბლისფერი კანი და ყორნისფერი თმა სულით ხორცამდე შეპყრობილი გახდა ამ ქალით. მართამ საკუთარი მზე დაანთო ამაშუკელის გულში და ამ მზეს ვერავინ და ვერაფერი გააქრობდა.
..............
გაივლის დრო , შექმნის ქაოსს
გაივლის დრო და ყველაფერს დაალაგებს
დრო ,რომელსაც მოაქვს ყველა გრძნობა რომელიც გვაცოცხლებს ან არსებობას გვაიძულენს
დრო რომელიც გვაყვარებს , გვაძულებს
დრო რომელიც გვაფერადებს ან ფერებს გვართმევს
დრო რომელიც შესაძლოა ერთ წამში ამოიწუროს
18 წელი გავიდა იმ დღიდან ერთი თორნიკე ამაშუკელის ცხოვრება რომ დასრულდა ლილუსთან ერთად და გაჩნდა ახალი სიცოცხლე , კესარია . რომელიც უკვე სრულწლოვანი ხდებოდა აღარ იყო ნამცეცა , უსუსური გოგონა ხელში რომ აიყვანდი და გულში ჩაიკრავდი. ახლა თავად მოგხვევდა მკლავებს, დაგიცავდა, სწორ გზას გაჩვენებდა , დაგეხმარებოდა და ისევ ისე მრავალი ფერით გაგინათებდა სულს ერთი ღიმილით. თავისი ლურჯი თვალები მუდამ რომ უნათებდნენ , გიშრისფერი თმა მხრებამდე წვდებოდა , სიფრიფანა სხეული ჰქონდა ძალიან ჰგავდა ლილუსაც და თორნიკესაც . ისევ ისე ძლიერ უყვარდა შოპინგი , მართა და თორნიკე , ვერ განდევნეს მისი ცხოვრებიდან ბიჭი სახელად დამიანე და მუდამ ცხოვრობდა მის გონებაში ლილუ , მონათხრობი ამბების დედოფალი ანგელოზი რომელმაც სიცოცხლე აჩუქა , სიცოცხლე რომელსაც უფრთხილდებოდა , რომელიც უყვარდა და რომლის ყოველ წამსაც იყენებდა.
მეთვრამეტე ზაფხულის ღამე იყო , მთვარე ისევ ისე ანათებდა არემარეს. თეთრი ვარდებით სავსე კალათით მიაბიჯებდა მდუმარე საფლავებს შორის მანამ სანამ ქვაზე გამოსახული ნაცნობი სახე არ დაინახა. რამდენიმე წუთს უყურებდა , შემდეგ საფლავთან ახლოს ჩამოჯდა და ვარდებს დააკვირდა
-18 წელი გავიდა ლილუ ... შენს შემდეგ მორჩა ხომ იცი არა? ახლა სულ სხვა ვარ , სხვანაირია ჩემი ცხოვრება . ჩვენი გოგონა ნამდვილი საოცრებაა , ალბათ შენც იცი იმაზე მეტად გგავს ვიდრე ბავშვობაში . უყვარს , ისე უსაზღვროდ როგორც შენ ... ახლა მარტო ცხოვრებისთვის ემზადება. გამოცდები ჩააბარა და სახლიდან მიდის , დამიანესთან გადავცხოვრდებიო დამემუქრა და სხვა გზა არ დამიტოვა , ჩვენი ბინა მისი გახდა. ყველაფერი ჩვენი მისია უკვე... მომენატრე , შენ ხომ იცი როგორ ვგიჟდები მართაზე , მაგრამ შენი მონატრება ყოველთვის ჩემთანაა , ლილუ ... ლილუ გილოცავ კესარიას დაბადების დღეს - მის თვალებს გაუსწორა მზერა , გაუღიმა და ის იყო წამოდგომა დააპირა ნაცნობი ხმა რომ გაიგო
-გილოცავ დე, მე უკვე დიდი გოგო ვარ . თორნიკეს და მართას ნელ-ნელა ვაჩვევ ჩემი გაფრენის ამბავს...- თორნიკეს გვერდით დაჯდა და ზურგზე დაფენილი შავი თმა შეისწორა- დე , მგონი მართლა დაგემსგავსე ... დე მადლობა ჩემი, შენი სიცოცხლისთვის
-კესარია
-წავიდეთ - ხელი მოხვია კესარიას და კიდევ ერთხელ აქცია ზურგი საყვარელი ქალის სამუდამო სამყოფელს. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგეს შემდეგ დაინახა იქვე ხესთან მდგომი მაღალი ფიგურა და გაეღიმა. რა თქმა უნდა დამიანესთან ერთად იყო, მარტო არ დატოვებდა ასეთ დროს და ასეთ ადგილას.
კესარია მათ შორის იდგა და ისე მიაბიჯებდა , დუმილს ინარჩუნებდნენ მანამ სანამ მანქანა არ გამოჩნდა . ცას უყურებდა ამაშუკელი, უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა კესო კი თორნიკეს არ აშორებდა მზერას
-ბატონო თორნიკე - დამიანეს ბოხმა ხმამ გაკვეთა ჰაერი და იძულებული გახდა ისევ უკან დაეხია . ზუსტად იცოდა რასაც ეტყოდა ამიტომ მხარზე ხელი დაარტყა და დროზე ადრე უთხრა პასუხი
-მშვიდ ღამეს გისურვებთ, ნაკლებ ვნებიანს და კიდევ უფრო ნაკლებად ცხელს
-ბავშვების გაღვიძებამდე სახლში იქნება , არ დაირღვევა თქვენი ტრადიცია პირველები მიულოცავთ
წასვლამდე დაინახა როგორ ჩასხდნენ მანქანაში , ხედავდა კესოს მომღიმარ სახეს და თავადაც მშვიდად იყო .
სახლში დაბრუნდა , იქ სადაც ბოლო ათი წელი გაატარა მართასთან ერთად. სახლში რომელშიც ყველაზე დიდი დრო დაჰყო და დაწერა ისტორია , რომლის მთავარი გმირიც მართა იყო. მართა და ოთხი ამაშუკელი რომელთაც უ’საზღვროდ უყვარდათ თავიანთი ქალბატონი. კესარია, თებეა და თარაში სამი ბედნიერება რომელთა არსებობაც ცხოვრებას უფერადებდა.
მართა აივანზე იდგა და ფიქრებში ჩაძირული თვალს არ აშორებდა წინ გადაშლილ სივრცეს. მოგზაურობდა წარსულში, იხსენებდა მთელ გზას რომელიც კესარიასთან ერთად განვლო და ახლა კიდევ უფრო ამაყობდა მისით. წამითაც კი არ უნანია ამაშუკელებთან ცხოვრების დაკავშირება. ბოლო ათი წლის განმავლობაში უამრავი მძიმე დღე ჰქონდათ, მაგრამ მაინც თორნიკეს გვერდით ცხოვრებისას მიხვდა რომ გულმაც სწორი არჩევანი გააკეთა , ინსტიქტმა, ბრმა ცალმხრივმა სიყვარულმა მიიყვანა სწორ ადამიანთან იქ სადაც მისი ადგილი იყო . ზოგჯერ ფიქრობდა რომ სხვის ადგილს იკავებდა , მაგრამ ახლა დარწმუნებული იყო რომ ლილუს ნაწილს არ შეხებია ჰქონდა საკუთარი , ნამდვილი სიყვარული . გაეღიმა ამაშუკელის ნაბიჯების ხმა რომ გაიგო , დაელოდა როდის მოეხვეოდა მისი მკლავები და შემდეგ ისევ გაჩნდა სიმსუბუქე , უხილავი ფრთები რომლებიც სულს თავისუფლებას ანიჭებდა
-თორნიკე ... რა იქნება დრო რომ გაივლის ?
-გაივლის დრო და დარჩება სიყვარული



არ ვიცი რიგით მერამდენე დასრულებული ისტორიიაა ,მაგრამ ოცდაათს რომ გადავაბიჯე დარწმუნებული ვარ . აუცილებლად დავითვლი ერთ დღეს და ეჭვი მაქვს კუბიდონის შემდეგ მეორე ადგილს დავიკავებ (თავმდაბალი მე) ხო ფაქტია რომ კიდევ ერთი ბანალური დასასრული დაიწერა, კიდევ ერთი ჩვეულებრივი ამბის , ჩემებურის რომელიც წესით უცებ უნდა დამესრულებინა, მარტივად უნდა დამეწერა,მაგრამ საშინლად გამიჭირდა . ალბათ ბევრი რამ დაგაკლდებათ ამ ისტორიის წაკითხვისას , არ ვიცი მე ჯერ ვერაფერს ვხვდები ისევ თორნიკე ვარ, მართა ვარ , კესარია და ლილუ ვარ გონს რომ მოვალ შემდეგ ვეცდები შევაფასო როგორც მკითხველმა .
ერთი რამ ზუსტად ვიცი თქვენ რომ არა , თქვენი მოლოდინი, ემოციები და სითბო რომელსაც მიზიარებთ ჩემი და ჩემი მუზის გზები დიდი ხნის წინ დაშორდებოდა ერთმანეთს.
გყვარობთ, გელით
ვინ იცის როდის დავბრუნდები ახალი გმირებით ამიტომ განსაკუთღებულად დაველოდები თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

ჰალილუიაა, დავიწყე!

 


№2  offline წევრი ლილილი

უბრალოდ საოცრება!

 


№3 სტუმარი M a R i a

სიტყვები ზედმეტია საოცრება იყო <3

 


№4  offline მოდერი abezara98

გადაღლილ და ემოციებგამოცლილ სტუდენტს იმაზე მეტად არაფერი გაახარებდა, ვიდრე შენი ისტორიის დადება ❤❤❤ უბრალოდ ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე და სულაც არ ვთვლი, რომ ბედნიერი დასასრული ბანალურია ^_^ ცხოვრებაში ისედაც ამდენი სირთულისა გადატანა გვიწევს, გვტკივა და ესენი მაინც მიხარებენ გულს ❤❤❤ ამ ბოლო დროს სიტყვები კი აღარ მყოფნის ხოლმე, ვეღარ გადმოვცემ გრძნობებს, განსაკუთრებით კი შენს ისტორიებზე მემართება და თავად არ ვიცი რატომ :/ ალბათ, იმიტომ რომ გადარეული ვარ შენს ისტორიებზე ^_^
ამაზე რა უნდა ვთქვა? არ ვიცი. უბრალოდ კიდევ ერთი შესანისნავი შენეული ისტორია იყო, რომელსაც აუცილებლად მოვუბრუნდები ძალიან ბევრჯერ და ჩემს რჩეულ ისტირიებში ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს დაიკავებს ❤❤
"იქნებ სიყვარულია თავად დანაშაულიც , სასჯელიც და გულია ის რაც მოსამართლის მანტიაში ეხვევა განაჩენის გამოსატანად." - ეს სიტყვები იმდენად მომეწონა, იმდენად ენოციური იყო ჩემთვის, უბრალოდ დავდუმდი და ავტობუსში სულელივით ვუღიმოდი ტელეფონს :D
მოუთმენლად ველოდები შემდეგ ისტორიას ❤❤❤❤

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ქეთო
ჰალილუიაა, დავიწყე!

იმედია მოგეწონებათ

L.eli13
უბრალოდ საოცრება!

heart_eyes heart_eyes
მადლობაა

M a R i a
სიტყვები ზედმეტია საოცრება იყო <3

heart_eyes heart_eyes
ძალიან მიხარია ,მადლობა

 


№6 სტუმარი Mako

Magari iyo rogorc yoveltvis,zalian ar mogvanatro tavi,male dagvibrundi axali istoriit

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
გადაღლილ და ემოციებგამოცლილ სტუდენტს იმაზე მეტად არაფერი გაახარებდა, ვიდრე შენი ისტორიის დადება ❤❤❤ უბრალოდ ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე და სულაც არ ვთვლი, რომ ბედნიერი დასასრული ბანალურია ^_^ ცხოვრებაში ისედაც ამდენი სირთულისა გადატანა გვიწევს, გვტკივა და ესენი მაინც მიხარებენ გულს ❤❤❤ ამ ბოლო დროს სიტყვები კი აღარ მყოფნის ხოლმე, ვეღარ გადმოვცემ გრძნობებს, განსაკუთრებით კი შენს ისტორიებზე მემართება და თავად არ ვიცი რატომ :/ ალბათ, იმიტომ რომ გადარეული ვარ შენს ისტორიებზე ^_^
ამაზე რა უნდა ვთქვა? არ ვიცი. უბრალოდ კიდევ ერთი შესანისნავი შენეული ისტორია იყო, რომელსაც აუცილებლად მოვუბრუნდები ძალიან ბევრჯერ და ჩემს რჩეულ ისტირიებში ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს დაიკავებს ❤❤
"იქნებ სიყვარულია თავად დანაშაულიც , სასჯელიც და გულია ის რაც მოსამართლის მანტიაში ეხვევა განაჩენის გამოსატანად." - ეს სიტყვები იმდენად მომეწონა, იმდენად ენოციური იყო ჩემთვის, უბრალოდ დავდუმდი და ავტობუსში სულელივით ვუღიმოდი ტელეფონს :D
მოუთმენლად ველოდები შემდეგ ისტორიას ❤❤❤❤

კიდევ ერთხელ გეტყვი რომ მიხარია შენნაირი მკითხველი რომ მყავს
მიხარია ყოველი შენი გამოჩენა ვიცი რომ ემოციებით ამავსებ
და დადებითად დამმმუხტავ და მადლობა ყოველი სიტყვისთვის რომელიც ჩემთვის გაგიზიარებია
heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მაგარი იყო.ძალიან კარგი.არ ვიცი რა დავწერო კიდევ იქ ვარ.მიყვარხარ მარიამ შენ და შენი ისტორიები

 


№9 სტუმარი ana.

ვაიმე ღმერთო რა საოცრება იყო <3 ცრემლებით დავიწყე და ცრემლებით დავასრულე, ამდენი შენს არცერთ და ზოგადად არცერთ ისტორიაზე მიტირია <3 <3 ვგიჯდები კესარიაზე და თორნიკეზე. რო ვერ წარმოვიდგენდი და არც ველოდი იმდენად საცრება და სასწაული იყო. ზუსტად ვიცი კიდე ბევრჯერ წავიკითხავ თან დიდი სიამოვნებით <3 ჩემი საოცარი გოგო ხარ შენ და არასდროს არ მიცრუებ იმედს. ზუსტად ვიცი რო კიდევ ძაიან ბევრჯერ გამიხარდება შენი ესეთი სასწაული ისტორიების კითხვა, მართლა! არ გიცნობ მაგრამ ვგიჯდები შენზე <3
ისეთი ისტორია იყო თავიდა ვერც მიხვდებოდი მოვლენები როგორ განვითარდება მაგრამ საბლოოდ ისე დასრულდა გაოცებულზე გაოცებული ვარ <3
გელოდები მალე ახალი სასწაული ისტორიით. დიდხანს არ გვალოდინო გთხოვ <3 :(

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საოცრება ხარ სასწაულიი <33 არვიცი ეს რა იყოო კიდე იმოციებში ვაარ <3 გამიხარდნეენ <33

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Mako
Magari iyo rogorc yoveltvis,zalian ar mogvanatro tavi,male dagvibrundi axali istoriit

მადლბა
ვეცდები მალე დავბრუნდე
heart_eyes heart_eyes

uchveulo
საოცრება ხარ სასწაულიი <33 არვიცი ეს რა იყოო კიდე იმოციებში ვაარ <3 გამიხარდნეენ <33

heart_eyes heart_eyes
მეც ჯერ კიდევ იქ ვარ და ას ემგონია კიდე რაღაც მაქვს დასაწერი
მადლობა ჩემო კარგო სლ მიხარიხარ

 


№12  offline წევრი Rania

Siyvaruli. Brazi. Agshfoteba. Cremlebi. Sixaruli. Bedniereba. Mcuxareba. Sitbo es da kidev uamravi auxsneli grznobebi gamyva am istoriis kitxvisas. Monacvleobit boboqeobdnen chemshi da mechurchulebodnen rom es cxovrebaaa. Mariamis mier unaklod gadmoculi da gaferadebuli. Rom avtori saocrad magari gogoa da maleve dabrundeba gvtis cyalobit. Nayofieri shemodgoma gqonodes mariam. Mixarixar me shennn
--------------------
Q.qimucadze

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ძალიან მაგარი იყო.ძალიან კარგი.არ ვიცი რა დავწერო კიდევ იქ ვარ.მიყვარხარ მარიამ შენ და შენი ისტორიები

heart_eyes heart_eyes
უზომოდ მიხარია ემოციური რომ გამოდგა თქვენთვის
მადლობა

ana.
ვაიმე ღმერთო რა საოცრება იყო <3 ცრემლებით დავიწყე და ცრემლებით დავასრულე, ამდენი შენს არცერთ და ზოგადად არცერთ ისტორიაზე მიტირია <3 <3 ვგიჯდები კესარიაზე და თორნიკეზე. რო ვერ წარმოვიდგენდი და არც ველოდი იმდენად საცრება და სასწაული იყო. ზუსტად ვიცი კიდე ბევრჯერ წავიკითხავ თან დიდი სიამოვნებით <3 ჩემი საოცარი გოგო ხარ შენ და არასდროს არ მიცრუებ იმედს. ზუსტად ვიცი რო კიდევ ძაიან ბევრჯერ გამიხარდება შენი ესეთი სასწაული ისტორიების კითხვა, მართლა! არ გიცნობ მაგრამ ვგიჯდები შენზე <3
ისეთი ისტორია იყო თავიდა ვერც მიხვდებოდი მოვლენები როგორ განვითარდება მაგრამ საბლოოდ ისე დასრულდა გაოცებულზე გაოცებული ვარ <3
გელოდები მალე ახალი სასწაული ისტორიით. დიდხანს არ გვალოდინო გთხოვ <3 :(


წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ რომ ამდენად ემოციური გამოვიდა
მე რომ ვგრძნობ ვიცი ,მაგრამ რას ვწერ ეგ უკვე დიდი ხნის შემდეგ აღიქმება ჩემს მიერ
ჯერ კიდევ იქ ვარ და ჯერ კიდევ ვერ გამოვედი ,მაგრამ ხვალ ან ზეგ წავიკითხავ და ახლა უზომოდ მახარებს თქვენი შეფასებები
მადლობა heart_eyes და იმედია მალე დავბრუნდები

 


№14 სტუმარი მე ე

ძალიან კარგი იყო❤️იქნებ კესოზე და დამიანზე დაწერო საინტერესო იქნება...

 


№15 სტუმარი მე ე

ძალიან კარგი იყო❤️იქნებ კესოზე და დამიანზე დაწერო საინტერესო იქნება...

 


№16 სტუმარი ucnobi

ძალიან მაგარია, აი ასეთი დასასრული მოუხდა ამ ისტორიას, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, წარმატებები და დიდხანს არ მოგვანატრო თავი, მალე დაბრუნდი! ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️

 


№17  offline წევრი whidout name

სიტყვები არ მყოფნის ყველაზე განსხვავებული იყო. ამ ისტორიას არ შეიძლება ეწოდოს უბრალო რადგან კითხვის დროს გაფერადებს უამრავი ემოციით გავსებს,შეუძლია აგატიროს და გაგაცინოს ერთდროულად.
თორნიკე,თორნიკე ყველაზე განსხვავებული ინდივიდია ვფიქრობ და ყველაზე ბედნიერიც რადგან ორჯერ უყვარდა თავდავიწყებუთ,უსაზღვროდ უკიდეგანოდ და ორჯერვე განსხვავებულად,ორჯერვე სხვადასხვა სიყვარულით და სხვადასხვა ფერებით.ყველაზე ბედნიერია რადგნ ყავს კესარია ადამიანი რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება.ბედნიერია რადგან ყავს მართა რომელიც მაშინაც მასთან იყო როდესაც არ იცნობდა და მუდამ მის გვერდით იქნება.ყველაზე ბედნიერია რადგან ყავს ოჯახი რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს და ენდოს თვალდახუჭულმა.
მართა უცნაურია კესარია და თორნიკე იმ დონემდე უყვარს რომ შეუძლია ყველაფერზე თქვას უარი, ეს ასეც უნდა იყოს მაგრამ მართას სიყვარული უსაზღვროა უკიდეგანოა და სიგიჟის ზღვარზეა, მართა ემოციებით დატვირთული საჩუქარია რომელიც ნებისმიერს გაახარებს და გაათბობ.ამიტომ ბედნიერია ყველა ის ადამიანი ვინც მართას ისცობს და შეუძლია მისი სიყვარულის და სითბოს მიღება.
კესარია ყველაზე ფერადია, ამოუცნობია საყვარელია და სუფთაა.მიუხედავად ყველაფრისა ყველა გადატანილი დარდისა და ტკივილის ის მაინც ფერადია და აფერადებს ყველა მის გარშემომყოფს უანგაროდ არაფრის სანაცვლოდ.კესარია ადამიანია რომელსაც ყველაფერი შეუძლია გააკეთოს მართასთვის, თორნიკესთვის და მისი საყვარელი ადამიანებისთვის.კესარია პატარაობიდანვე გაზრდილი ადამიანია რომელსაც 6 წლის ასაკში შეუყვარდა და იმ სიყვარულის ერთგული იქნება ალბათ ბოლომდე.
მოკლედ ძალიან ბევრი გამიგრძელდა საოცარი ისტორია იყო რომელმაც პირადად მე დადებითად დამმუხტა და უამრავი ფერი შემატა ჩემს ცხოვრებას.შესაძლოა სულელურია ჩემი ამხელა ემოცია ასე ვთქვათ მოგონილ ამბავზე მაგრამ მე ასე ვფიქრობ და ასე ვგრძნობ.სასწაულად წერთ.საწაული ისტორია იყო.

 


№18 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის:))) წარმატებები და ბევრი სიყვარულები შენ :))

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

Rania
Siyvaruli. Brazi. Agshfoteba. Cremlebi. Sixaruli. Bedniereba. Mcuxareba. Sitbo es da kidev uamravi auxsneli grznobebi gamyva am istoriis kitxvisas. Monacvleobit boboqeobdnen chemshi da mechurchulebodnen rom es cxovrebaaa. Mariamis mier unaklod gadmoculi da gaferadebuli. Rom avtori saocrad magari gogoa da maleve dabrundeba gvtis cyalobit. Nayofieri shemodgoma gqonodes mariam. Mixarixar me shennn

მიხარია ჩემი მკითხველი რომ ხარ
და შენი ყოველი გამოჩენისას ვიცი რომ გავბედნიერდები
იმედია შევძებ მალე დაბრუნებას
და გადვაიტან შემოდგომას
heart_eyes heart_eyes

 


№20  offline წევრი TamoTi

არაფერი არ დამაკლდა ისეთი საოცარი იყოო♥♥♥♥ვგიჟდრბი შენს ისტორიებზე და წყვილებზე მარიამ♥♥♥♥საუკეთესო ხარ♥♥♥♥ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და მიჭირს სიტყვდბით იმ ყვაფრის გადმოცემა რაც ამ ისტორუისგან მივიღე♥♥♥სუპეერ!!!

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ქეთი
ძალიან დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის:))) წარმატებები და ბევრი სიყვარულები შენ :))

მადლობა
თქვენც წარმატებებს გისურვებთ
heart_eyes

მე ე
ძალიან კარგი იყო❤️იქნებ კესოზე და დამიანზე დაწერო საინტერესო იქნება...

მეორე ნაწილს ნამდვილად არ ვგეგმავ
მადლობა
heart_eyes

whidout name
სიტყვები არ მყოფნის ყველაზე განსხვავებული იყო. ამ ისტორიას არ შეიძლება ეწოდოს უბრალო რადგან კითხვის დროს გაფერადებს უამრავი ემოციით გავსებს,შეუძლია აგატიროს და გაგაცინოს ერთდროულად.
თორნიკე,თორნიკე ყველაზე განსხვავებული ინდივიდია ვფიქრობ და ყველაზე ბედნიერიც რადგან ორჯერ უყვარდა თავდავიწყებუთ,უსაზღვროდ უკიდეგანოდ და ორჯერვე განსხვავებულად,ორჯერვე სხვადასხვა სიყვარულით და სხვადასხვა ფერებით.ყველაზე ბედნიერია რადგნ ყავს კესარია ადამიანი რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება.ბედნიერია რადგან ყავს მართა რომელიც მაშინაც მასთან იყო როდესაც არ იცნობდა და მუდამ მის გვერდით იქნება.ყველაზე ბედნიერია რადგან ყავს ოჯახი რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს და ენდოს თვალდახუჭულმა.
მართა უცნაურია კესარია და თორნიკე იმ დონემდე უყვარს რომ შეუძლია ყველაფერზე თქვას უარი, ეს ასეც უნდა იყოს მაგრამ მართას სიყვარული უსაზღვროა უკიდეგანოა და სიგიჟის ზღვარზეა, მართა ემოციებით დატვირთული საჩუქარია რომელიც ნებისმიერს გაახარებს და გაათბობ.ამიტომ ბედნიერია ყველა ის ადამიანი ვინც მართას ისცობს და შეუძლია მისი სიყვარულის და სითბოს მიღება.
კესარია ყველაზე ფერადია, ამოუცნობია საყვარელია და სუფთაა.მიუხედავად ყველაფრისა ყველა გადატანილი დარდისა და ტკივილის ის მაინც ფერადია და აფერადებს ყველა მის გარშემომყოფს უანგაროდ არაფრის სანაცვლოდ.კესარია ადამიანია რომელსაც ყველაფერი შეუძლია გააკეთოს მართასთვის, თორნიკესთვის და მისი საყვარელი ადამიანებისთვის.კესარია პატარაობიდანვე გაზრდილი ადამიანია რომელსაც 6 წლის ასაკში შეუყვარდა და იმ სიყვარულის ერთგული იქნება ალბათ ბოლომდე.
მოკლედ ძალიან ბევრი გამიგრძელდა საოცარი ისტორია იყო რომელმაც პირადად მე დადებითად დამმუხტა და უამრავი ფერი შემატა ჩემს ცხოვრებას.შესაძლოა სულელურია ჩემი ამხელა ემოცია ასე ვთქვათ მოგონილ ამბავზე მაგრამ მე ასე ვფიქრობ და ასე ვგრძნობ.სასწაულად წერთ.საწაული ისტორია იყო.

არც კი ვიცი რა ვთქვა
საიტი რომ ჭედავს ორჯერ დავიწყე შენი კომენტარის კითხვა და ორმაგად მოვიდა ემოციებიც
როდესაც ვხედავ როგორ რეალურად მსჯელობენ გმირებზე ვხვდები რომ ნამდვილად მოვიდა ყველა მათგანი თქვენამდე, თითოეული ჩემი ემოცია და ამის გარდა სხვა მე არაფერი მინდა ხოლმე
ბედნიერებაა თქვენნაირი მკითხველის არსებობა
heart_eyes heart_eyes heart_eyes

ucnobi
ძალიან მაგარია, აი ასეთი დასასრული მოუხდა ამ ისტორიას, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, წარმატებები და დიდხანს არ მოგვანატრო თავი, მალე დაბრუნდი! ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️

მადლობაა
მართლა ძალიან მიხარია ასე რომ მოგეწონათ
ვეცდები მალე დავბრუნდე
heart_eyes heart_eyes

Tamuna Gogaladze
არაფერი არ დამაკლდა ისეთი საოცარი იყოო♥♥♥♥ვგიჟდრბი შენს ისტორიებზე და წყვილებზე მარიამ♥♥♥♥საუკეთესო ხარ♥♥♥♥ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და მიჭირს სიტყვდბით იმ ყვაფრის გადმოცემა რაც ამ ისტორუისგან მივიღე♥♥♥სუპეერ!!!

თამუნა <3
უღრმესი მადლობა რომ კითხულლობდი აზრს რომ მიზიარებდი და ზოგადად ჩემი მკითხველი რომ ხარ
heart_eyes heart_eyes

 


№22 სტუმარი ლი

არ მჯერა რომ დასრულდა...
უზომოდ მიყვარს ეს ამბავი

 


№23 სტუმარი სტუმარი Sameone crazy girl

მარიამ ძალიან გავბრაზდი რადგან ამ ისტორიას დასაწყისი ქონდა რაღაც საოცარი მართლაც რომ განსხვავებული და სიმართლე რომ გითხრა ფინალსაც ასეთს ველოდი მაგრამ ეს ისტორია ჩემი ყველაზი დიდი იმედგაცრუება იყო. არ მეგონა რომ ასეთ დასასრულს გაუკეთებდი რადგან ძალიან ღრმა ისტორია უბრალო ბანალურ სასისყვარულო მოთხრობად აქციე. ვიცი ბევრს მოეწონებოდა მაგრამ არ ვიცი მე რა მომივიდა. ალბათ ასე ითხოვდნენ პერდონაჟები მაგრამ შენ ხომ ამიტომ ხარ ყველა'ფერი რო ჩვეულებრივი განსაკუთრებულად აქციო. არ ვიცი მართალი ვარ თუ არა ამას რომ ვწერ მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. დიდი ბოდიში. მიყვარხარ და შენ მომდევნო ისტორიას სულმოუთქმელად ველი

 


№24  offline წევრი ნანა73

მომეწონა, ჰოო, ძალიან მომეწონა! არ ვაპირებ იმ უამრავი სიტყვის დაწერას, რაც მინდა რომ გითხრა... მხოლოდ ერთი, ალბათ შენი სახელის დანახვისას აქ, ამ საიტზე, ყოველთვის მექნება მოლოდინი, რომ წინ სიამოვნების წუთები მელოდება. გულწრფელად მინდა გისურვო ბრწყინვალე მომავალი შენს პროფესიაში, შენს შემოქმედებით ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში და მინდა მადლობა გადაგიხადო, იმისთვის,რომ ჩვენ გვიზიარებ შენს ფიქრებს! წარმატებები ძვირფასო ❤️❤️❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი სალო

სასწაული იყო მარიამ . აი სიტყვებით ვერ აღვწერ ისეთი იყოო.. ყოველი სიტყვა გულამდე მოდის და სულს გიფორიაქებს ადამაინს . სასწაულად წერ არვიცი რა ვთქვა ... მადლობა ამ ემოციისთვის შენ

 


№26  offline წევრი კირა

კიდევ და კიდევ დიდი მადლობა შენ ამ ისტორიისთვის:) რომელ საათზე შემოვედი საიტზე დამხვდა სრულად ატვირთული, წავიკითხე და ბედნიერი ვტოვებ საიტს:)))) არ დაკარგო ეს ძალიან მაგარი მუზა, თორემ შენი ერთგული მკითხველი დავიკარგებით მართლა.. დაისვენე ემოციურად, ფიზიკურად და გელით ახალი სიგიჟე ისტორიით:))) შენ წარმოდგენაც არ გაქვს შენი თითოეული ისტორია რა რაოდენობით ენდორფინებს შეიცავს:)))) :***

 


№27 სტუმარი მკითხველი

არაჩვეულებრივი სტილი გაქვს, ისე წერ კითხვები არ მრჩება. თითქმის ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს. წიგნზე ხომ არ იფიქრებდი?

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

ლი
არ მჯერა რომ დასრულდა...
უზომოდ მიყვარს ეს ამბავი

დიდი ხანია დასასრულისთვს ვემზადებოდი და როგორც იქნა გამოვიდ
მადლობა heart_eyes heart_eyes

სტუმარი Sameone crazy girl
მარიამ ძალიან გავბრაზდი რადგან ამ ისტორიას დასაწყისი ქონდა რაღაც საოცარი მართლაც რომ განსხვავებული და სიმართლე რომ გითხრა ფინალსაც ასეთს ველოდი მაგრამ ეს ისტორია ჩემი ყველაზი დიდი იმედგაცრუება იყო. არ მეგონა რომ ასეთ დასასრულს გაუკეთებდი რადგან ძალიან ღრმა ისტორია უბრალო ბანალურ სასისყვარულო მოთხრობად აქციე. ვიცი ბევრს მოეწონებოდა მაგრამ არ ვიცი მე რა მომივიდა. ალბათ ასე ითხოვდნენ პერდონაჟები მაგრამ შენ ხომ ამიტომ ხარ ყველა'ფერი რო ჩვეულებრივი განსაკუთრებულად აქციო. არ ვიცი მართალი ვარ თუ არა ამას რომ ვწერ მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. დიდი ბოდიში. მიყვარხარ და შენ მომდევნო ისტორიას სულმოუთქმელად ველი

მესმის შენი მეც მაქვს ეს შეგრძნება ამიტომ ვიდექი და ვწუწუნებდი სულ ვერ ვახერხებ წერას თქო მე სულ სხვა რამეს ვგრძნობდი და სრულიად სხვას ვწერდი უბრალოდ არ მქონდა ძალა იმის რომ სხვაგვარი ფინალი დამეწერა იმდენად ვიყავი შესული გმირების ცხოვრებაში მართა ვერ გავიმეტე . მოკლედ ბევრს აღარ ვისაუბრებ თორემ წუწუნში გადამივა , ვწუხვარ რომ არ გამომივიდა . ჩემთვის ესეც რთული დასაწერი იყო და ასეც მოიტანა ემოციები იმიტომ რომ მე ვწერ ,მაგრამ მკითხველის თვალით თუ შევხედავ ვერ გეტყვი რომ არ გეთანხმები

ნანა73
მომეწონა, ჰოო, ძალიან მომეწონა! არ ვაპირებ იმ უამრავი სიტყვის დაწერას, რაც მინდა რომ გითხრა... მხოლოდ ერთი, ალბათ შენი სახელის დანახვისას აქ, ამ საიტზე, ყოველთვის მექნება მოლოდინი, რომ წინ სიამოვნების წუთები მელოდება. გულწრფელად მინდა გისურვო ბრწყინვალე მომავალი შენს პროფესიაში, შენს შემოქმედებით ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში და მინდა მადლობა გადაგიხადო, იმისთვის,რომ ჩვენ გვიზიარებ შენს ფიქრებს! წარმატებები ძვირფასო ❤️❤️❤️

მადლობა ასეთი კარგი სურვილებისთვის heart_eyes თქვენც გიუსრვებთ ყველაფერ კარგს რაც წერას შეეხება ვიმედოვნებ შევძლებ კიდევ დავწერო და გაგახაროთ რაღაც დოზით მაინც
heart_eyes heart_eyes

სტუმარი სალო
სასწაული იყო მარიამ . აი სიტყვებით ვერ აღვწერ ისეთი იყოო.. ყოველი სიტყვა გულამდე მოდის და სულს გიფორიაქებს ადამაინს . სასწაულად წერ არვიცი რა ვთქვა ... მადლობა ამ ემოციისთვის შენ

ჩემთვის ყოველთვს ემოციებია მთავარი და თუ თქვენამდეც აღწევენ ისინი მე სხვა არაფერი მინდა
მიხარია თუ თქვენთვის შედგა ეს ისტორია
heart_eyes heart_eyes kissing_heart

კირა
კიდევ და კიდევ დიდი მადლობა შენ ამ ისტორიისთვის:) რომელ საათზე შემოვედი საიტზე დამხვდა სრულად ატვირთული, წავიკითხე და ბედნიერი ვტოვებ საიტს:)))) არ დაკარგო ეს ძალიან მაგარი მუზა, თორემ შენი ერთგული მკითხველი დავიკარგებით მართლა.. დაისვენე ემოციურად, ფიზიკურად და გელით ახალი სიგიჟე ისტორიით:))) შენ წარმოდგენაც არ გაქვს შენი თითოეული ისტორია რა რაოდენობით ენდორფინებს შეიცავს:)))) :***

მგონი უკვე დავკარგე მუზა არ ვიცი რაღაც რომ გვჭირს მე და წერას ვიცი ,მაგრამ რა ჯერ ვერ დავადგინე. სულ ვიძახი დიდხანს დამაგვიადებათქო მაგრამ ჩემი თავისა და ცხოვრების ამბავი რომ ვიცი ძალიან მომინდება დადებითი ემოციების მიღება თქვენგან და მალე დავბრუნდები .
მიხარიხარ ყოველთვის და იმედია კიდევ იქნები ჩემი მკითხველის რიგებში მომდევნო ისტორიაზეც heart_eyes

მკითხველი
არაჩვეულებრივი სტილი გაქვს, ისე წერ კითხვები არ მრჩება. თითქმის ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს. წიგნზე ხომ არ იფიქრებდი?

მადლობა heart_eyes
მიხარია რომ მოგწონთ წერის სტილი
ყოველთვის ვცდილობ არ შევამოკლო და ყველაფერი დავწერო
წიგნზე არ ვფიქრობ და ალბათ არც ვიფიქრებ

 


№29 სტუმარი სტუმარი მანჩო

კარგია კარგიიი. და კიდევ. მათი გაგრძელება იქნება უკეთესი. დამიანე და კესარია. ????????????????

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მანჩო
კარგია კარგიიი. და კიდევ. მათი გაგრძელება იქნება უკეთესი. დამიანე და კესარია. ????????????????

მადლობაა
გაგრძელება არ იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent