შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (16–20)


3-09-2019, 00:14
ავტორი truelove
ნანახია 3 062

ნერსე შეტრიალდა და წავიდა,კიდევ ერთხელ მიმატოვა ჩავიკეცე და შუა ქუჩაში ბოლოხმაზე ავტირდი.
–ტასო გაიღვიძე!–მიყვირა კესომ..მეც ეგრევე წამოვხტი,ჩემი გული ისეთი სისწრაფით ცემდა,როგორც არასდროს,ცრემლები სახეზე ჩამომდიოდა და ვსლუკუნებდი.
–რამოხდა?–სინათლე აანთო კესომ და თმაზე გადამისვა ხელი.
–ნ–ნერსე...–ხმა აკანკალებულმა ვუთხარი.
ნაღვლინმა შემომხედა და საწოლზე ჩამოჯდა.
–ანასტასია ასე აღარ შეიძლება,მესმის შენთვის ეს როგორი რთულიცაა,მაგრამ არშეიძლება ასე თავს გაინადგურებ,ულამაზესი გოგო ხარ უკვე სამსახურიც გაქვს და სწავლასაც იქ აგრძელებ,სადაც გინდოდა ასე ნუ მოექცევი შენსთავს.
–არშემიძლია კესო არშემიძლია–ბოლოხმაზე ავტირდი და სახეზე ავიფარე ხელები,მინდოდა რეალობას გავქცეოდი მინდოდა ყველაფერი გამქრალიყო მინდოდა,რომ ყველა მოგონება რაც მასთან მაკავშირებდა სამუდამოდ წაშლილიყო ჩემი ცხოვრებიდან..ნაწილობრივ მიხაროდა,რომ დამესიზმრა ანუ ზურგი არ უქცევია მეორედ ჩემთვის,მაგრამ ნაწილობრივ ძალიან მტკენდა ის ფაქტი,რომ მას არამარტო გონებიდან არამედ სიზმრებიდანაც ვერ ვიშორებდი.
–ის ისეთი რეალური იყო..
–ვიცი ჩემო ლამაზო ვიცი...
კარზე ზარი გაისმა,კესო წამოდგა და მისაღებში გავიდა,საწოლზე გადავწექი და ჭერს თვალცრემლიანი მივაშტერდი,ღმერთო ასეთი ბედი რატომ მერგო? რადავაშავე ასეთი წინაცხოვრებაში,რომ ახლა სულიერად ვკვდები? რატომ შევხვდი,რატომ გავიცავი რატომ შემიყვარდა?! არასდროს მქონია მრავალფეროვანი სიყვარულით სავსე ცხოვრება,მაგრამ ახლა ჩემს ირგვლივ ყველაფერი საშინელი ხდება.
ოთახში კესო შემოვიდა.
–ანასტასია ვიღაც ბიჭია ამბობს თანამშროელი ვარ და აუცილებლად უნდა ვნახოო და ისიც დაამატა თუ არშემომიშვებ კარს მაინც შემოვამტვრევო.–შეშინებულმა მითხრა კესომ მივხვდი,რომ დაჩი იქნებოდა.
–შემოუშვი,აზრი არაქვს გაგდებას მართლა შემოამტვრევს.
გავიგე დაჩი როგორ შემოვიდა ოთახში დათვივით დადიოდა და მთელს ოთახს აზანზარებდა,საწოლთან ჩამოჯდა.
–ანასტასია გუშინ ასე რატომ გაიქეცი? იცი მაინც როგორ ვინერვიულე?
–მაპატიე..
–მოიცადე...–საწოლს შემოურბინა და შემომხედა.–რაგატირებს?!
–არაფერი..
–ანასტასია მისმინე–ხელი მომკიდა–არავის და არაფრის გამო არღირს ტირილი,განსაკუთრებით კი წარსულის გამო..ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ წინ კი მომავალია,რომელიც შენს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი წერტილია,თუ აწმყოში ბნელ წარსულს შემოუშვებ,მომავალში შენს ნათებას უფროდაუფრო შთანთქავს ამიტომ იბრძოლე შენი მომავლისთვის და ჯანდაბაში გაუშვი წარსული..მე შენ ძლიერი,მეამბოხე,მხიარული და თავზეხელაღებული გოგო მეგონე ახლა კი ვხედავ სუსტ,მომავლის შიშით სავსეს და მოწყენილ გოგონას,რომელიც საწოლში იმალება და თავს უფლებას აძლევს სიცოცხლის საუკეთესო წლები ჩაბნელებულ ოთახში მომტირალმა გაატაროს,უბრალოდ დაივიწყე.
–შენ მკითხე გუშინ რატომ გავიქეცი სიმართლე ის არის,რომ წარსული ყველგან თან მსდევს,სიზმარი რეალობად მესახება და ეს ჭკუიდან მშლის გესმის?
–მესმის ვერც წარმოიდგენ როგორ,მაგრამ ეს დროებითია რამდენიმე თვეში მთლიანად გაქრება და შენი სიცოცხლე თავის ჩველ რითმს დაუბრუნდება.
–როგორ გაქრება თუ ყოველმომენტში მის სახეს დავინახავ?
–ყველაზე დიდი სიყვარული ყველაზე დიდ ტკივილს გვაყენებს.–თავი ჩახარა დაჩიმ.
ამ სიტყვებზე ცრემლები ვერ შევიკავე..მართლაც ასეა ყველაზე დიდი სიყვარულის შემდეგ ყველაზე დიდ ტკივილს განვიცდი,
–წამოდი ყავა დავლიოთ ან რამე უფრო მაგარი–წარბები აზიდა.
–არმინდა–პლედი თავზე გადავიფარე.
უცბად ფეხებზე მოქაჩვა ვიგრძენი,ფეხები დამიჭირა და გაქაჩა,უცბად გადმოვცურდი საწოლიდან და სახით იატაკს დავეხეთქე..საშინელებათა ფილმებში მკვლელები გვამებს,რომ მიათრევენ ზუსტად ეგრე მიმათრევდა სამზარეულოსკენ,თავი აწეული მქონდა,რომ სახით არ მეტკეპნა იატაკი.
–გაგიჟდი? მანიაკი ხარ? ახლავე 112–ში დავრეკავ–გაყვიროდა კესო და ცდილობდა დაჩის ხელები მოეცილებინა ჩემი ფეხებიდან.
–ნუ დამჩხავი ისედაც თავი მტკივა–თავი ხელზე მოისვა და კესოს შეუბღვირა.
–შენ კრეტინი ხარ ხო? გინდა დაგიმარცვლო?!
ხელები გამიშვა და ჩაიდანი ჩართო,ფეხზე წამოვდექი და მაგიდას მივუჯექი.
–არიყო საჭირო ფეხებით თრევა–ავატრიალე თვალები.
–იყო..–მითხრა და შაქარი ჭიქაში ჩაყარა.
–შეშლილები ხართ! რა უტაქტო ბიჭი ხარ! ანასტასია სამსახურში მივდივარ თურამეა დამირეკე–კარი გაიჯახუნა.
–შენს დას სერიოზული ნერვოზი აქვს.–გაიცინა და წინ ყავა დამიდგა.
–ჩვენს ოჯახში ნერვოზის არქონა ისეთივეა როგორიც ზღვაში უთევზობა.
–მიდი დალიე და სამსახურში წავიდეთ.
–დაჩი დაჯექი ორი წუთი.–ვუთხარი და სკამზე მივუთითე..ჩამოჯდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
–შეიძლება პირველ დღეს,როდესაც ერთმანეთს შევხვდით ძალიან გამოვთვერით,მაგრა მინც მახსოვს როგორ კლავდი ვიღაც ტიპს. ვინ იყო და ამას რატომ აკეთებდი?
თავი გაიქნია.
–ანუ მაინც გახსოვს.
–კი თან დეტალებში.
–კარგი..ის ტიპი გარყვნილი იდიოტი და დამნაშავეა ამიტომ წესრიგის დასაცავად მისი შეშინება მომიხდა.
–შეშინება? ანუ არ მოკლავდი?
–მისმინე ანასტასია მკვლელი არვარ უბრალოდ ჩემს კლუბში ზედმეტ უზრდელობას არავის ვპატიობ.
–გასაგებია..მეკიდევ მეშინოდა,რომ ჩემი მეგობარი მკვლელი აღმოჩნდებოდა.
–მკვლელი?–გულიანად გადაიხარხარა.
–მისმინე დაჩი ვიცი სამსახური ახლახანს დავიწყე და ყველაფერი,მაგრამ მალე სწავლა დამეწყება ამიტომ მირჩევნია თუ სწავლას დავუთობ მთელ დროს.
–ან დაწყება რაიყო ან დამთავრება? ისე არმოგეწონა,რომ მეორე დღესვე მოდიხარ?
–არა,შესანიშნავი პირობები გაქვთ უბრალოდ ასე მირჩევნია.
–კიბატონო,თუ სწავლას გინდა დაუთმო ეგ დრო პრობლემა არარის,მაგრამ რატომღაც მგონიარო დეპრესიისთვის უფრო გჭირდება დრო.
–უბრალოდ ახლა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს და მინდა,რომ ყველასგან და ყველფარისგან შორს ვიყო.
–გასაგებია..
რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ,ვტიროდი,მაგრამ ნიღაბი ისე მჭიდროდ მქონდა სახეზე აკრული,რომ დაჩი სიცილის გარდა ვერაფერს ხედავდა,ამ დროს დაჩი გამჭირვალე იყო და ხანდახან მისი სახის ნაცვლად ნერსეს სახე მელანდებოდა,ის მოძრაობდა საუბრობდა,თუმცა მე მისი არმესმოდა ჩემი ფიქრები,აზრები გულიც და ტვინიც ნერსესთან იყო,მხოლოდ სხეული იდო ამ სკამზე,ჩემი გონება მხოლოდ ნერსეს ირგვლივ ტრიალებდა,მენატრებოდა იმდენად მენატრებოდა,რომ სიცოცხლე ამ გრძნობით წარმოუდგენლად მიმაჩნდა..სად იყო,რას აკეთებდა,ვისთან ერთად იყო,როგორ იყო..ეს კითხვები ჭკუიდან მშლიდა მისი ნახვა მსურდა თითქოს ჩემი სიცოცხლე მის ნახვაზე იყო დამოკიდებული,მისი ხმის გაგონება მინდოდა,მისი თვალების დანახვა,ის ჩახუტება მენატრებოდა,რომელიც თავს ყველაზე დაცულად მაგრძნობინებდა..მე ის მიყვარდა,მიყვარდა მთელი არსებით..
იატაკზე ჩამოვჯექი და მუხლებში თავი ჩავრგე,მთელ სიცოცხლეს მივცემდი,ოღონდ შევხებოდი ან მისი ხმა მაინც გამეგონა..მობილურს დავხედე ხელის კანკალით ავკრიფე მისი ნომერი და დარეკვის ღილაკს დავაჭირე წამები წუთებად გადამექცა,ბოლოს დავრეკე და მობილური ყურზე ნელა მივიდე,საკუთარი გულისცემა მესმოდა,ყურში მიწუოდა,მოუთმენლობამ ამიტანა,თუმცა როდესაც მეორე მხრიდან გოგონამ აბონენტის გასვლა მომახსენა ადგილზე გავიყინე,იმედგაცრუება პირდაპირ ტვინის ცენტრში მომხვდა,მობილური გათიშა,უბრალოდ გათიშა..ფეხზე წამოვხტი და ტკივილისგან ყველაფერი რაც ხელში მომხვდა იატაკზე დავახეთქე ჭიქა გადმოვაგდე და ხელი გავიჭერი,ფიზიკური ტკივილი სულიერ ტკივილს მიმსუბუქებდა..ისტერიული სიცილი ამიტყდა მერე ტირილში გადამეზარდა და ბოლოს გავითიშე.

თვალი ნელა გავახილე,თავზე კესო მედგა და ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.
–გაიღვიძა–იყვირა,ექიმი მაშინვე ჩემთან მოვიდა და თვალებში ფანარი ჩამანათა.
–ქალბატონო ანასტასია თავს როგორ გრძნობთ?
–მშვენივრად შეიძლება ახლა წავიდე?
–რას ამბობთ ჯერ ვერსად გაგიშვებთ..
–მისმინეთ თავს კარგად ვგრძნობ.
–მესმის,მაგრამ ჯერ გამოკვლევის პასუხებს ველოდებით.
–რათქმაუნდა დაველოდებით და არსად წავალთ–საუბარში კესო ჩაერთო.
თვალები ავატრიალე მასთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა..კარი გაიღო და დაჩი შემოვარდა ოთახში.
–რამოხდა?!–ექიმს მივარდა და თან მე გადმომხედა.
–პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია არ ინერვიულოთ.
–ანასტასია გამაგებინე რამოხდა–საწოლზე ჩამომიჯდა–რომ წავედი თითქოს კარგად იყავი.
–სხვათაშორის ეს პალატაა და ყვირილი არ შეიძლება–ცალი წარბია აუწია კესომ.
–ვაიმეე ძაან დიდი ბოდიში რა–ხმა დაიწვრილა დაჩიმ და ხელები მკერდზე შემოიწყო.
–არაუშავს პატარახარ ისწავლი მერე.–კესოც არ ჩამოუვარდა.
–იმდენად პატარა მაინც არვარ შენ ხუმრობაზე,რომ გამეცინოს–დაუბღვირა დაჩიმ.
კესოს პასუხის გაცემა უნდოდა,მაგრამ მობილურმა დაურეკა.
–ხო გიორგი–მობილურს უპასუხა და პალატა დატოვა.
–ხო გიორგი–წვრილი ხმით მიბაძა დაჩიმ და კესოსავით წამწამები ააფახურა,ამაზე გამეცინა და ხელი შუბლზე შემოვარტყი.
–თქვენ ხელში აუცილებლად მოვკვდები.
–ნერვოზა და გყავს იცოდი?
–კი,ჩვენი ოჯახი მაგით გამოირჩევა–თვალი ჩავუკარი.
–მისმინე დაჩი..ხო ხარ ჩემი მეგობარი?
–რათქმაუნდა ბოლომდე..
–ხოდა აქედან გაქცევაში დამეხმარე.
დაჩიმ მიყურა,მიყურა და ბოროტულად ჩაეღიმა..ადგა და წავიდა.
–ეი სად მიდიხარ...–ვუყვირე,მაგრამ გვიანი იყო,ამ დროს კესოც შემოვიდა.
–წაბრძანდა ის იდიოტი?
–ხო როგორც ჩანს–ჩავილაპარაკე იმედგაცრუებულმა.
–ტასო..ცოტახნით რო გავიდე ხოარგეწყინება? ექიმს ვესაუბრე კიდევ და სადღაც საათნახევარში იქნება პასუხებიო და იქამდე მოვალ.
–კი მიდი რა პრობლემაა.–დავემშვიდობე კესოს და დებილივით მივაშტერდი ჭერს ისევ ნერსეზე მეფიქრებოდა,უცბად კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა,ოღონდ ამჯერად....ჯანდაბა! სიცილი წამსკდა,დაჩის პირბადე ეკეთა,თავზე რაღაც ნაჭერი ქონდა წაკრული,თეთრი ხალათი ეცვა და თან ეტლი მოჰქონდა.
–აბა პაციენტო არაბულო დაბრძანდით.–მიმითითა სკამზე.
–გადარეულიხარ.
–შენსავით.
ეტლზე დავჯექი,უცბად კარში რეზიდენტი გამოჩნდა.
–რა ხდება?–მოგვიახლოვდა.
დაჩი არ დაიბნა.
–პაციენტი გამოკვლევაზე გადამყავს–უპასუა სერიოზული ხმით.
ექიმმა დაჩის ხალათს შეხედა და მორიდებულად უთხრა.
–მაპატიეთ მთავარო ექიმო,დახმარება ხოარგჭირდებათ?
–არა შვილო შენ საქმეს მიხედე–უპასუხა კარგად მოხუცებულის ხმით.
–დიახ.
როგორც კი გავიდა ბოლოხმაზე ავხარხარდი,დაჩი მომაწვა და დერეფანში გამაგორა,შემდეგ პირველ სართულზე ჩავედით და უვე გასასვლელთან ვიყავით დაცვამ,რომ დაგვიყვირა.
–ჰეი თქვენ! ახლავე დაბრუნდით.
–ჯანდაბა,ჯანდაბა–დაჩიმ ხალათი გადაიძრო და სირბილით გამაგორა ქუჩაში..ბოლოხმაზე ვკიოდი,შუა ქუჩაში მივქროდით,თან სიცილით ვკვდებოდით და თან ეტლს მივაქანებდით..ბოლოს როგორც იქნა დაცვას გავექეცით და რომელიღაცა იტალიურ ეზოში შევვარდით,დაჩი ქლოშინებდა და თან იცინოდა,მეც გამამახიარულა ამ მომენტმა.
–კესო მომკლავს–გავიცინე და დაჩის შევხედე.
–ნუ გეშინია მაგასაც გავკოჭავ.
–მაგასაც? კიდე ვინ გაკოჭე?
–არავინ–ოდნავ ჩაეღიმა და მხრები აიჩეჩა.
–რა ჩაიდინე?!–სიცილით ვუთხარი და ეტლიან წამოვდექი.
–შენიაზრით დაცვა ნამდვილ მთავარ ექიმს გამოეკიდებოდა?
–ღმერთოჩემო!–ამაზე უფრო გამეცინა.
ეზოში პატარა ბიჭმა ჩამოიარა,დაჩიმ დაუსტვინა და მოდიო ანიშნა,ბიჭიც ბურთით ხელში მოვიდა.
–რა გქვია პატარა?
–ლუკა.
–ლუკა,ნაყინი გიყვარს?
ბავშვმა თავი დაუქნია.
–ამ ეტლს კუთხეში,რომ საავადმყოფოა იქ თუ დააბრუნებ 20 ლარს მოგცემ და იცი რამდენ ნაყინს იყიდი?
–ნწ,მშინ ახალ ბურთს ვიყიდი..
–25–ს მოგცემ და ორივე იყიდე.
–კარგი–გახარებულმა დაუქნია ბავშვმა თავი,ბურთი სახლსი შეაგდო და ეტლი ქუჩაში გააგორა,დაჩიმ დაპირებული ფული მისცა და სიცილით გავუყევით გზას.
–სხვათაშორის ეს კანონით ისჯება.
–რა ბავშვისთვის ნაყინის ყიდვა?
–არა,ბავშვის მოქრთამვა დანაშაულის დაფარვისთვის.
–ოო,ნუ დაიწყე ეს მუხლები და ქვეპუნქტები.
–რავქნა? ამიერიდან ჩემი პროფესია ეგ არის.
–წინ დიდი თავის ტკივილი მელოდება.–შუბლზე შემოირტყა ხელი.
საღამომდე ვიბოდიალეთ,წვენი დავლიეთ,ნაყინი ვჭამეთ მთაწმინდაზე ატრაქციონებზე ვიჯექით და დაღლილ დაქანცულები დავბრუნდით სახლში.
–წავედი–გადავკოცნე და სადარბაზოში შევედი.
სახლში ავედი და დავაზარინე,კესომ გაფითრებულმა გამიღო კარი.
–ხო ვიცი,დამნაშავეები ვართ–ხელები ავწიე და სახლში შევედი–უბრალოდ დაჩის შევეცოდე შენგან განსხვავებით–ჩანთა მოვიხსენი და სასტუმრო ოთახში შევაბიჯე–ამიტომაც გააკეთა ეს ყველაფერი.
–არხართ არც შენ და არც ის ნორმალურები..უკვე ლაპარაკსაც და ჩხყბსაც აღარ აქვს აზრი თქვენთან.
–ეს უკვე პროგრესია,კარგია,რომ მიხვდი.
დღეები კვირებში გადაიზარდა თითქმის ყოველდღეს დაჩისთან ერთად ვატარებდი,ხან სად ვიყავით ხან სად და ყოველჯერზე სასაცილო რაღაცეები გვემართებოდა..ბათუს ხშირად ვწერდი,თუმცა პასუხები იგივე იყო..“კარგად ვართ“ ვცდილობდი ნერსე გონებიდან ამომეგდო და სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება ერთი თვე ამის ცდელობაში მიილია..ამასობაში ჩემი უნივერსიტეტის პირველი დღეც მოახლოვდა და მზადებას შევუდექი,ტანსაცმელი ვიყიდე,სალონში ფრჩხილები გავიკეთე მოკლედ ამ დღისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე..დილით ექვს საათზე გამეღვიძა,როგორც ხდება ხოლმე,როდესაც რაღაცას მოელი ან ვერ იძინებ ან დროზე ადრე იღვიძებ..სპორტულებ გადავიცვი და სარბენად გავედი,სირბილი მართლაც ბავშვობიდან მიყვარდა,თავისუფლების შეგრძნებას მიღვიძებდა,თბილისში განსაკუთრებული ადგილი ალბათ ყველას აქვს,სადაც იმ დროს მიდის,როდესაც მარტოსული,ჩაფიქრებული ან გულნატკენია,ჩემთვის ასეთი ადგილი ქართლის დედაა ამ ქანდაკების წინ პატარა სკამია,საიდანაც ხელისგულივით ჩანს მთელი ძველი თბილისი,ისეთი ადგილია,რომ ყოველთვის ტრიალებს ხალხი გარდა დილის საათებში ამიტომაც იქ გადავწყვიტე ასვლა,როგორც იქნა მივაღწიე იმ ადგილს და სკამზე ჩამოვჯექი..კარგი ანასტასია,დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ,დღეიდან შენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება,უნდა შეძლო და გაუშვა შენი გონებიდან და თუ ვერ შეძლებ ისე მაინც ქენი,რომ ხელი არშეგეშალოს სწავლაში,მართლა რა რთულია არა? როდესაც გინდა,რომ რაღაც საკითხთან ყურადებით იყო და ამას მაქსიმალურად ცდილობ ზუსტად იმ დროს გიტივტივდება თავში ყველაფერი და უფლებას არგაძლევს,რომ კონცენტრირდე..ღრმა ჩავისუნთქე და თავი უკან გადავიქნიე..ერთი თვე გავიდა,არანაირი დარეკილი,არნაირი მონაწერი,საერთოდ არაფერი..
ალბათ ჩემში იყო პრობლემა,მე მეგონა,რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი,ზოგადად ადამიანებს გვჩვევია გრძნობებზე აყოლა და ჩვენს ფანტაზიებზე ისტორიის აგება,შემდეგ კი,როდესაც რეალობა ცხვირში გვხვდება მუდამ სხვა ვინმეს ან რამეს ვაბრალებთ მაგალითად:ღმერთს,ვამბობთ ღმერთო რა დაგიშავე? რეალურად შენი ერთადერთი დანაშაული შენივე ფანტაზიებზე აყოლაა,ამიტომაც გვხვდება ცხვირში მწარედ იმედგაცრუება და ტკივილი..საკმარისია დღეიდან დასრულდა,აღარანაირი ფანტაზიები,აღარანაირი მოგონებები,უბრალოდ უნდა გავთიშო ეს ყველაფერი ჩემში ნერსე ჯიშკარიანს გამორთვის ღილაკი უნდა ვუპოვო დავაჭირო და მასთან ერთად ყველა ტკივილი და მოგონება გამოვრთო,სხვა გზა არმაქვს..

სახლში დაბრუნებულს შხაპი ძალიან მესიამოვნა,დრო თავზე საყრელად მქონდა,ნელნელა ღიღინით ვაკეთებდი ყველაფერს და ბოლოს ისე შევუნელე,რომ მაგვიანდებოდა..ეგრევე დაჩისთან დავრეკე და ვთხოვე,რომ უნივერსიტეტში მივეყვანე..ფეხსაცმელი სწრფად ამოვიცვი და სადარბაზოდან თავპირისმტვრევით გავედი..დაჩის გაჩერებულიც არქონდა მანქანა ისე ჩავუხტი.
–მალე მალე ვაგვიანებ.–ვუყვირე და ღვედი სწრაფად გადავიკარი.
დაჩისაც მეტი რაუნდოდა გაზს მიაჭირა და უნივერსიტეტში სულ რაღაც ხუთ წუთში მივედით,ღვედი შევიხსენი.
–მადლობა–მისკენ გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
–აბა შენიცი დებილო,უნივერსიტეტში ნაყინი არ დაგეწუწოს–გაიმეორა წინადადება ფილმ „ევროტური“–დან და გაიცინა.
–საღამოს გნახავ–მანქანის კარი მივხურე და უნივერსიტეტის წინ დავდექი.
ეს დღეც დადგა,აქ ვდგავარ იმ უნივერსიტეტის წინ,რომელშიც სწავლა ყოველთვის მსურდა..ღრმად ჩავისუნთქე..ეს შენი შანსია ანასტასია,ეს ახალი ცხოვრების დაწყების შანსია.
ეზოში შევაბიჯე და იქაურობა სტუდენტებით სავსე დამხვდა..მათ ისეთივე სიხარული აღბეჭვდოდათ სახეზე,როგორიც მე..თავი უცხოდ ვიგრძენი,აქ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობდა.
–გამარჯობა,შენი გამომეტყველებიდან ვხვდები,რომ ახალი ხარ–ვიღაც გოგო მომიახლოვდა და გამიღმა.
–გამარჯობა,ნამდვილად ასეა–მეც გავუღიმე.
–კარგი,წამოდი პირველკურსელები იქ დგანან.–ხელით მანიშნა და ადამიანების ჯგუფისკენ მიმითითა.
მეც გავყევი და ჩემნაირ დაბნეულ და აღფრთოვანებულ ხალხთან მოვხვდი..
–გამარჯობა–მივესალმე ყველას.
–გამარჯობა..რომელ ფაკულტეტზე მოხვდი?–გამიღიმა სწორთმიანმა ქერა გოგომ.
–სამართალი.
–მართლა? მეც–გაუხარდა და მომეხვია..გამიკვირდა მისი ასეთი სითბოს გამოხატვა ჩემს მიმართ.
–მე ელენე ვარ–გამიღიმა.
–ანასტასია.–მეც გავუღიმე და სხვებს გადავხედე..სახელები ჩამოთვალეს,მაგრამ დიდად ვერ დავიმახსოვრე.
ვიღაც ბიჭი შუაში დადგა დიდი ფურცლით ხელში.
–ბავშვებო ფაკულტეტების მიხედვით დაეწყვეთ თუ შეიძლება.
–სამართლის ბავშვები აქეთ,ბიზნესის აქეთ–ყვიროდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის ბავშვები,მე და ელენეც სამართლის სტუდენტებთან ერთად დავდექით,როგორც კი გადავნაწილდით ის ბიჭი მიკროფონთან მივიდა.
–პირველკურსელებო გილოცავთ ,თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და დარწმუნებულივარ,რომ ეს უნივერსიტეტი თქვენს ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს,გისურვებთრომ აქ გატარებული წლები თქვენთვის წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს.
გახარებულებმა ტაში დავუკარით,იმედიმაქვს,რომ ეს წლები მართლაც განუმეორებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
პირველი დღე ერთმანეთის გაცნობით მიილია,ცხრილი უკვე მქონდა, მე და ელენე კურსელები ვიყავით,ლექციები სულ გვემთხვეოდა და ფაქტიურად ის ჩემს მომავალ საუკეთესო მეგობრად მიმაჩნდა,თანაც იმის მერე განსაკუთრებით,რაც ყველა პირველკურსელი ატეხა საღამოს დასალევად წასვლაზე..მეც დაჩის ბარი შევთავაზე ბევრმა მათგანმა იცოდა ამ ბარის შესახებ და ძალიან მოწონდათ ის გარემო,ამიტომაც საღამოს იქ წასვლა დავგეგმეთ.
სახლში დაღლილი მივედი,კესო არიყო დივანზე დავჯექი ფეხსაცმელები გავიხადე და ტელევიზორი ჩავრთე..ერთი არხიდან მეორე არხზე ვრთავდი,პულტს ხელში ვატრიალებდი და თავიდან ისევ ვერ ვიშორებდი წარსულს,ნერსე ჯიშკარიანი ღრმად იყო ჩემს ტვინში გამჯდარი და ამას ვერაფერს ვუხერხებდი..მობილური ავიღე და ბათუს დავურეკე.
–„გამარჯობა ანასტასია“–მეორე მხრიდან მომესმა ხმა.
–„გამარჯობა ბათუ როგორ ხართ?“
–„კარგად ვართ ანასტასია შენ როგორ ხარ?“
–„მეც კარგად,რა ხდება ახალი?“
–„არაფერი ისეთი...შენსკენ?“
–„უნივერსიტეტის პირველი დღე მქონდა“
–„ვაა მართლა? გილოცავ როგორ ჩაიარა?“
–„ძალიან კარგად,მადლობა“
–„ტასო უნდა წავიდე,დაგირეკავ მერე“
–„კარგი“–მობილური გავთიშე.
ძალიან უცნაურად იქცეოდა ბათუ ამბოლოდროს თითქოს მოვალეობის მიზნით მელაპარაკებოდა..მესმოდა მსსისი,შეიძლება ჩემზე გაბრაზებული იყო და ამის მიზეზი ჰქონდა მე ხო იქიდან წამოვედი,სადაც ვჭირდებოდი,მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა,რომ მას ჩემთვის გაეგო..იმედს ვიტოვებდი,რომ მართლა ესმოდა ჩემი.
საათს დავხედე უკვე ხუთი საათი იყო,ორი საათში ბავშვებს ბარში უნდა შევხვედროდი,კარი გაიღო და კესო შემოვიდა,ყავებით ხელში,თან ვიღაცას ელაპარაკებოდა თმა აბურდული ჰონდა და ძალიან დაღლილი იყო..
–კარგი,კარგი ახლა მოვედი ლეპტოპით გავაკეთებ და გადმოგიგზავნი მეილზე.
მობილური გათიშა და ყავა გამომიწოდა.
–ლატეა,შენი ფავორიტი–გამომიწოდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
–მადლობა–გავუღიმე და თავი მის მუხლეზე ჩამოვდე.
–როგორი იყო პირველი დღე?
–მშვენიერია,ძალიან კარგად ჩაიარა საღამოს ბარში მივდივართ ასაღნიშნად.
–ძალიან კარგი,მიხარია,რომ ბედნიერი ხარ.
–ხო ვცდილობ..
–ტას,შეგიძლია ჩანთა მომაწოდო?
ჩანთას ხელი დავავლე და კესოს მივეცი..ჩანთიდან გოლდბარათი ამოიღო და გამომიწოდა.
–ეს რაარის?
–დღეს დაგჭირდება..გამომართვი.
–არა,არმინდა..
–ანასტასია ამაზე ჩემი ფული არარის,ეს მამამ გაგვიკეთა..სანამ კომაში ჩავარდებოდა,მთხოვა შენთვის მომეცა.როცა უნივერსიტეტში ჩააბარებდი.
ბარათი გამოვართვი.
–მადლობა–კოკას ხსენებისას ცოტათი გული ამიჩუყდა,უკვე ერთი თვეა კომაში იყო.
კესო თავის ოთახში შევიდა სამუშაოდ მე კი რაღაც ანიმაციაზე გადავრთე,ექვს საათზე სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი და კარადას მივადექი,რამდენიმე ვარიანტი მქონდა,ერთერთზე შევაჩერე არჩევანი,მკერდზე ოდნავ ჩახსნილი წელში ვიწრო და მუხლებამდე გაშვებული..თმაც გავიშალე მაკიაჟი გავიკეთე და სარკეში კმაყოფილმა შევხედე ჩემს თავს..უცნაურია,მაგრამ ბოლო ერთთვეში საკმაოდ პრანჭია გავხდი..ჩანთა ავიღე ფეხზე შავი ქუსლიანები ამოვიცვი და კარი გავაღე.
–კეს,წავედი–შევძახე კესოს და კარი გავიხურე.
რვის წუთებზე ბარის კარი შევაღე და ნაცნობი სახეები დავინახე..მათკენ წავედი,ელენეც იქ იყო..
–გამარჯობა ბავშვებოო–მივესალმე ხმამაღლა,რომ მუსიკა დამეფარა.
–გამარჯობა–ხელი დამიქნია ელენემ.
–დალევ რამეს?–ის ბიჭიც იქ იყო,სიტყვა,რომ წარმოთქვა.
–კი,რათქმაუნდა.
–კარგი–ოდნავ გამიღიმა და მენიუს ჩახედა.
დაჩის მოძებნა დავიწყე,თუმცა ვერვიპოვე და ბართან მივედი,ბარმენმა გამიღიმა ბოლოსდაბოლოს თანამშრომლები ვიყავით ერთი დღით.
–დაჩი ხოარგინახავს?
–ნწ,არა დღეს არ მოსულა–თავი გაიქნია.
–კარგიმადლობა–მაგიდასთან დავბრუნდი.
სასმელი მოგვიტანეს.
–აბა,ჩვენს პირველ დღეს გაუმარჯოს–ჭიქა აწია ერთერთმა და ჩვენც ავწიეთ .
–გაუმარჯოს–დავლიეთ და მეორე ჭიქაც შევუკვეთეთ,დაჩი ისევ არსად ჩანდა მობილური ავიღე და დავურეკე,თუმცა არ მიპასუხა..ალბათ რაღაც საქმეზეა,კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და საცეკვაოდ გავედი..ის ბიჭი გამომყვა ემოციური სიტყვა,რომ წარადგინა.
–ლევანი–ხელი გამომიწოდა და გამიღიმა.
–ანასტასია–ხელი ჩამოვართვი და მუსიკას ავყევი..ჩემსკენ გადმოიხარა.
–ვიცი–ისიც აყვა მუსიკას და წყვილში ცეკვა დავიწყეთ.

ელენე
ბართან მივედი და სასმელი შევუკვეთე,დღეს ის დღე იყო,რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი,ღარიბულ ოჯახში დავიბადე,იმდენად ღარიბები ვიყავით,რომ ხანდახან ვშიმშილობდით კიდეც,მამამ 4 წლის ასაკში მიმატოვა,მხოლოდ დედა მყავდა,რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,რომ საკვები მქონოდა ზედმეტია საუბარი ტანსაცმელზე,ზამთარში ხშირად ვცივდებოდი ძალიან ჭირვეული ბავშვი ვიყავი,თუმცა ჩემი საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე იმუნიტეტი საშინლად მქონდა დაქვეითებული ამიტომ ეს გასაკვირი არიყო..სასმელი ავიღე და ბოლომდე ჩავცალე..მეცხრე კლასიდან ვმუშაობ,აბიტურიენტობის დროს სამსახურში წიგნებით დავდიოდი და ვიბრძოდი იმისთვის,რომ სწავლა უფასოდ გამეგრძელებინა,თანაც იმ ფაკულტეტზე,რომელიც მსურდა და ეს სამართალი იყო,ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე,რომ ჩემს ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე,ვუყურებდი მამაჩემის მეორე ოჯახს,ჩემს ნახევარ და–ძმებს,როგორ ცხოვრობდნენ მდიდრულად,მამაჩემს კი ჩვენთვის ერთი თეთრიც არ მოუცია,ამაზე მეტი უსაართლობა რა გინდათ? ჩემი ერთადერთი მიზანი ის იყო,რომ მამაჩემისთვის დამენახებინა,რომ მე კვლავ ცოცხალი ვარ და მის გარეშეც მყარად ვდგავარ მიწაზე..მინდოდა მის თვალებში ჩემი დაკარგვისგან გამოწვეული სინანული მენახა,სინანული,რომ ჩემნაირი შვილი დაკარგა.
–ელენე კარგად ხარ?–გვერძე ანასტასია ამომიდგა,ანასტასია ძალიან ლამაზი იყო,თუმცა მის თვალებში ხანდახან ტკივილიც გაიელვებდა,ვერვხვდებოდი რატომ,მაგრამ ზუსტად ვიცოდი,რომ ამ გოგოსთან რაღაც საერთო მქონდა.
–კი,მადლობა უბრალოდ ავღნიშნავ–ჭიქა ავწიე და გავუღიმე.
–ამ სასმელმა მოტყუება იცის–მანიშნა ჭიქაზე–გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები–გაიცინა და საცეკვაოდ წავიდა.
მართალი აღმოჩნდა,რამდენიმე ჭიქის შემდეგ თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი,თითქოს დავფრინავდი და ამავდროულად ჰაერში ვტრიალებდი,თავბრუ საშინლად მეხვედოა,საპირფარეშოსკენ წავედი,მაგრამ წინ ვიღაც ბიჭი გადამიდგა.
–ვიცეკვოთ მშვენიერო?–ამაზრზენად იღიმოდა.
–არა!–ხელით გავწიე და გზა გავაგრძელე ძვლივს შევედი საპირფარეშოში და ნიჟარასთან მივედი წყალი მოვუშვი და სახეე შევისხი.
–ამდენი არუნდა დაგელია–ის ტიპი საპირფარეშოში შემომყვა და კარი უკან მიიკეტა.
–აგერია,ეს გოგონების საპირფარეშოა–ვცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ჩვეულებრივად გავაგრძელე ლაპარაკი.
კარი გადაკეტა და ჩემსკენ სვლა დაიწყო.
–არ მომიახლოვდე!–ხელი ავიქნიე,მაგრამ სწრაფად დაფარა მანძილი და ჩემს ფეხებზე ხელის სრიალი დაიწყო,რაც ძალა მქონდა ვიყვირე პირზე ხელი ამაფარა,ვეწინააღმდეგებოდი,ფეხებს ვიქნევდი,მაგრამ უშედეგოდა,მთელი ძალა მოვიკრიბე და ფეხი იქ ამოვარტყი რასაც თვითონ წარმოადგენდა,კარებს მივვარდი და გაღება ვცადე,თუმცა სანამ საკეტს გადავატრიალებდი ფეხებში მწვდა,სახით იატაკზე დავვარდი.
–მიშველეთ!–ვყვიროდი და ცრემლები მახრჩობდა.
თავში რაღაც ძლიერი ტკივილი ვიგრძენი,რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყა ბოლოს,რაც დავინახ ის იყო,რომ კარი გაიღო და ვიღაც შავებში ჩაცმული ბიჭი გიჟივით შემოვარდა,ამის მეტი არაფერი მახსოვს,მხოლოდ სიბნელე.

ანასტასია
ლევანი კარგი ბიჭი აღმოჩნდა კარგად ვერთობოდით ელენე,რატომღაც ჯგუფს გამოეყო და ცალკე სვავდა მასთან მივედი,რომ მის კარგად ყოფნაში დავრწმუნებულიყავი,თუმცა ეტყობოდა,რომ მარტო სურდა ყოფნა.
–ხვალ საღამოს რას აკეთებ?–შუა ცეკვის დროს მკითხა ლევანმა.
–ოუ,ოუ–ხელები ავწიე–ახლახანს პაემანზე დაპატიჟების ტექსტი თქვი?
–კი ასეა.
–ნწ,გგონია ჩემი სიმთვრალით ისარგებლებ? თუ იმით,რომ მესამე კურსელი ხარ? ვერ მოგართვი.–თით ავუქნიე და გავიცინე,საშინლად მთვრალი ვიყავი.
–კარგი,ნება შენია–ხელები აწია და ცეკვა გააგრძელა,ელენესკენ გავიხედე ის იქ აღარიყო,არც ჯგუფელებთან ერთად ბართან მივედი.
–უკაცრავად აქ,რომ გოგო იჯდა ხოარიცით სად არის?–ვკითხე ბარმენს.
–საპირფარეშოსკენ წავიდა.
–მადლობა–თავი დავუქნიე და მეც იგივე გზას გავყევი,რაც უფრო ვუახლოვდებოდი ბრახუნის ხმა უფრო და უფრო მატულობდა,ბოლოს ხელში დაჩი შემრჩა,რომელიც გამწარებული ცდილობდა,გოგონების საპირფარეშოს კარის შემტვრევას.
–დაჩი რას აკეთებ?!–მას მივვარდი დავცადე გამეჩერებინა,თუმცა კარი შეამტვრია და შიგნით საშინელი სცენა დამხვდა,ელენე სისხლიანი ეგდო ძირს ვიღაც მანიაკი კი ცდილობდა,რომ მისი ტანსაცმელი შემოეხია,საბედნიეროდ მოვუსწარით,დაჩი იმ ტიპს მივარდა და იატაკზე გადააწვინა ზემოდან დააჯდა და სახეში მთელი ძალით ურტყავდა.
–შე ნაბი*ვარო,შე არაკაცო,გოგოებზე ძალადობა გიყვარს ხო?!–თავს მთელი ძალით არტყმევინებდა იატაკზე,მე ელენეს მივვარდი,თავი გამტყდარი ქონდა და სისხლი სდიოდა,გონება დაკარგული ეგდო.
–ელენე! ვუყვიროდი და ვცდილობდი გამომეფხიზლებინა.
დაჩიც არ ჩერდებოდა ასე თუ გააგრძელებდა ნამდვილად შემოაკვდებოდა.
–დაჩი გეყოფა!–ის არ ჩერდებოდა–დაჩი არ იღვიძებს ელენეზე ვანიშნე.–იმ ტიპს თავი გაანება და ელენსთან ჩაიკეცა ხელში ერთი მოძრაობით აიტაცა სიფრიფანა გოგონა შემდეგ კი სწრაფად და შეუმჩნევლად დავტოვეთ კლუბი.
დაჩისმანქანისკენ გავიქეცი და კარი გავაღე,უკანა სავარძელზე დააწვინა ელენე მეც გვერდით მივუჯექი,თვითონ საჭესთან დაჯდა და ადგილს მოწყდა..გზაში ვიღაცას დაურეკა.
–გოგოების საპირფარეშოში ერთი სი*ი გდია და ჩემს კაბინეტში შეათრიეთ სანამ არ მოვალ არ გაუშვათ!
მობილური გათიშა და სარკიდან ელენეს შეხედა,გაზს უფრო მიაჭირა და რამდენიმე წუთში საავადმყოფოში ვიყავით,ელენე მანქანიდან გადმოიყვანა და საავადმყოფოში შევარდა ყვირილით.
–დახმარება გვჭირდება!
ექიმები მაშინვე მოვარდნენ საკაცით,დაჩიმაც დააწვინა ელენე და ჩვენს მათ გავყევით,მოსაცდელში ვიცდიდით დაჩი გიჟს გავდა.
–დამშვიდდი–ხელი მხარზე დავადე.
–როგორ დავმშვიდდე ანასტასია ჩემს კლუბში კინაღამ გოგოს ცხოვრება დაუნგრიეს.
–ხო მოასწარი,დამშვიდდი ეხლა.
–ხო მოვასწარი ისიც სულ შემთხვევით,უბრალოდ საპირფარეშო მომინდა და მაგდროს გავიგე ყვირილი! სულ რამდენიმე წამითაც,რომ დამეგვიანა...
–კარგი,მშვიდად–ხელი მოვხვიე და ჩავეხუტე.
–შენ საიდან იცნობ ამ გოგოს.
–ჩემი კურსელია დღეს გავიცანი.
–ვახ ჩემი,თან რა პატარაა–ხელები მოისვა სახეზე.
ექიმი პალატიდან გამოვიდა და ჩვენც მივვარდით.
–ყველაფერი კარგადაა,პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,მსუბუქი ტვინის შერყევაა,მისი ოჯახის წევრების ნომერი თუ გაქვთ შეატყობინეთ.
–ნახვა შეიძლება?–ვკითხე და კარისკენ გავიხედე
–დიახ რათქმაუნდა.
პალატის კარი შევაღეთ და შიგნით შევედით,ელენე უკვე გონზე იყო მოსული და ტიროდა.
–ელე,კარგი რა ნუტირი–მასთან მივედი და საწოლზე ჩამოვჯექი.
–ანასტასია გთხოვ მითხარი,რომ მოასწარით–შეშინებული მიყურებდა ხან მე ხან დაჩის.
–მოვასწარით არ ინერვიულო–გავუღიმე და მანაც ამოიხვნეშა.
ელენეს მობილურმა დარეკა.
–აუ დედაჩემია,გეხვეწებო უთხარი,რომ გასული ვარ არმინდა ვანერვიულო.
–კარგი ვეტყვი–მობილური ავიღე და პალატიდან გამოვედი.

ელენე
თავს საშინლად ვგრძნობდი ძალიან მრცხვენოდა იმის,რაც დამემართა პალატაში იმ ბიჭთან ერთად დავრჩი ვინც გადამარჩინა.
–მადლობა,შენ რომ არა არცკი მინდა ვიცოდე რა მოხდებოდა–ხელები სახეზე ავიფარე,რომ ცრემლები დამემალა.
–არაფერია,არაუშავს–ხელები მომაშორებინა სახიდან.
–მართლა ვცდილობდი,რომ მომეშორებინა ყველაფერს გეფიცები ვცდილობდი,მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი–ისტერიულად ავტირდი,მან ხელები შემომხვია და ჩამეხუტა,თან მამშვიდებდა..
–ყველაფერი კარგადაა,ახლა კარგად ხარ.
–მადლობა და ბოდიში..
–არაფერია–ხელი გადამისვა თავზე.
კარი გაიღო და ანასტასია შემოვიდა,საწოლზე გადავწექი თავი უხერხულად ვიგრძენი.
–ვუთხარი, დღეს ჩემთან დარჩება–მეთქი,რომ არინერვიულოს.
–მადლობა,აქ მტოვებენ?
–კი ერთი ღამე მაინც თვალყური უნდა გადევნონ.
–კარგი,მადლობა ყველაფრისთვის ორივე თქვენგანს,თუმცა ერთი სათხოვარი მაქვს.
ორივემ შემომხედა.
–იქნებ ეს ამბავი ჩვენს შორის დარჩეს,არმინდა სხვებმაც იცოდნენ.
–არინერვიულო ვერავინ გაიგებს–ხელი ხელზე დამადო იმ ბიჭმა.
–ანასტასია სახლში წადი ხვალ დატვირთული დღე გაქვს,დასვენება გჭირდება.–ვუთხარი ანასტასიას და გულიდამწყდა ხვალ,რომ ვერ მივიდოდი უნივერსიტეტში.
–ხო წადი,მასთან მე დავრჩები დღეს.
–რაა?–გაკვირვებულმა შევხედე.
–მარტო ვერ დაგტოვებ.
–კარგი როგორც გინდა–გაიღიმა ანასტასიამ ლოყაზე მაკოცა და პალატიდან გავიდა.
–მისმინე არხარ ვალდებულ აქ იჯდე მთელი ღამეა.
–ამას ვალდებულების გამო არ ვაკეთებ.
–ხო ვიცი,ამას იმიტომ აკეთებ,რომ გეცოდები.
–არა,ამას იმიტომ ვაკეთებ,რომ მინდა.
–ელენე მქვია.
–ვიცი,მე დაჩი.
–სასიამოვნოა.
–ჩემთვისას,მაგრამ მე შენ ისედაც გიცნობ.
გაკვირვებულმა ავხედე დაჩის..მისი სახე საერთოდ არ მეცნობოდა.
–რამდენიმე წლის წინ სამსახურს ეძებდი,ბარში გასაუბრებაზე იყავი,მაგრამ მენეჯერმა არ აგიყვანა შენკიდევ გამწარებულზე მთელი კოდექსი ჩამოარიკრიკე და ზემოდან დაამატე,რომ ეს დისკრიმინაცია იყო.
–აა ხო გამახსენდა,მაგრამ შენ საიდან იცი?
–მაგ წლებში სმა განსაკუთრებით მიყვარდა თანაც ისე,რომ დღეს ბარში ვიწყებდი,მაშინ საკუთარი ბარი არმქონდა,თორემ მე აგიყვანდი.–გამიღიმა დაჩიმ.
–მოიცა,ის შენი ბარია?!
–კი.
გამეცინა ბევრი ვილაპარაკეთ თითქმის შუაღამე იყო,ექიმმა დასვენება სჭირდებაო,ამიტომ დაჩიმ დივანზე გადაინაცვლა.

ანასტასია
საშინელი საღამო იყო სახლში შევაბიჯე და კარი ჩუმად მივიკეტე კესო,რომ არ გამეღვიძებინა..ოთახში შევედი შხაპი მივიღე და საწოლზე დავწექი დაჩის დავურეკე ელენეს მდგომარეობა გადავამოწმე და მეც გავითიშე..
დილით თვალი,რომ გავახილე ცხრას აკლდა ათი წუთი,ეგრევე მობილური ავიღე და დაჩისთან დავრეკე.
–„ხო ტასო“–დაღლილი ხმა ჰქონდა.
–„დაჩი რასშვრებით როგორაა ელენე?“
–„კარგად,ეხლა გამოწერეს უკვე,სახლში მივიყვან და გამოგივლი“
–„არა არმინდა ჩემით წავალ მე შენ ელენეს მიაქციე რა ყურადღება“
–„რათქმაუნდა,კარგი“
–„კარგი გკოცნით თურამეა დამირეკე“
–„კარგი,მეც გკოცნი“
მობილური გავთიშე და გამიხარდა ელენეს ამბავი სამზარეულოში ღიღინით შევედი,თან ფეისბუქს ვსქროლავდი ერთი ფრენდ რექვესთი დამხვდა ვიღაც „ლევან გიორგაძის“–სგან.
სურათები,რომ დავათვალიერე ის ბიჭ ამოვიცანი გუშინ,რომ მეცეკვებოდა და დავუდასტურე მეგობრობის შემოთავაზება..რამდენიმე წამში მესიჯი მომივიდა.
–„რასშვრები?“
–„რავიარაფერს შენ“
–„ხო მეც ეგრე,შენი ნომერი შეგიძია მითხრა,რაღაც საქმე მაქვს და მინდა გელაპარაკო“
–„კარგი“–ეს ამბავი მეუცნაურა,მაგრამ სხვა გზა არარის თითქმის ყოველდღე შევხვდები და ნომრის დაჟმოტვა ტეხავს..ნომერი მივწერე და ცოტახანში უცხო ნომრისგან ზარი შემოდის მეც ავიღე მობილური.
–დილამშვიდობისა ანასტასია.
–დილამშვიდობისა–ცხელი წყალი ჭიქაში ჩავასხი და კოვზით მორევა დავიწყე.
–გუშინ ისე გაქრი ცოტა ვინერვიულე.
–აა ხო–გამახსენდა,რომ გუშინ პირდაპირი მნიშვნელობით გავქრი–რაღაც საქმე გამომიჩნდა და...
–მოკლედ მაინტერესებდა ჩეგან ხოარგეწყინა რამე?
–შენგან რა უნდა მწყენოდა?
–პაემანზე დაპატიჟება,რომ ვცადე.
გამეცინა და ყავა მოვსვი.
–არა,არმწყენია.
–მაშინ დღესაც,რომ შემოგთავაზო ისევ უარით გამისტუმრებ?
–კი..–ვუტხარი სწრაფად.
–რატომ?
–მისმინე ლევან წესიერად არ გიცნობ მე კიდევ ისედაც ვერვიტან პაემნებს.
–კარგი,არაუშავს გამიცნობ და პაემნებიც შეგიყვარდება.
–ოჰო,რამხელა ამბიციაა..
–დროებით ანასტასია.
–დროებით–ყურმილი დავკიდე და ტელევიზორი ჩავრთე..ოთახიდან კესო გამოფრატუნდა.
–აუუ საშინლად მეძინა–თავზე მიიდო ხელები.
–ყავა გინდა?–შევთავაზე და ჭიქა ვაჩვენე.
–აუ კიი.–ხელიდან გამომტაცა ჩემი ჭიქა და იმის სმა დაიწყო
–ხო რავიცი არადა ეგ ჩემი ყავა იყო..–დაბნეულმა ავიჩეჩე მხრები და ჩემთვის ახალ ყავის გასაკეთებლად წავედი.
–ვის ელაპარაკებოდი ასე მხიარულად,რომ ხარ?–დაეწვებით შემომხედა კესომ.
–ბებიაშენ ლამარას,დიდიხანია ისმენ?–დავუბღვირე კესოს.
–ვისმენ კიარა ისე მეძინება ძვლივს გხედავ–ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.–მარტო ამ ბუჩქს ვხედავ–თმა ამიბურდა და სააბაზანოში შევიდა.
მეც მოვემზადე,უნივერსიტეტში კესომ დამტოვა და მერე სამსახურში წავიდა.

ელენე
თვალი,რომ გავახილე ეგრევე დაჩი დავინახე საცოდავად იყო მიჭ....ტილი დივანზე..ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ზრუნავდა ჩემზე ეს ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო..დაჩიმ თვალი გაახილა და მე შემომხედა.
–როგორ ხარ?–მთნარებით მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა.
–კარგად შენ?–ვუთხარი და მის აბურდულ თმაზე გამეცინა.
–საკაიფოდ.
ექიმი შემოვიდა გამსინჯა და მითხრა,რომ დღესვე შემძლო წასვლა..გამიხარდა,მაგრამ უნდა მომეფიქრებინა შეხვეულ თავზე დედათვის რა მეთქვა.
დაჩიმ ხელი მომკიდა და საავადმყოფოდან ერთად გამოვედით,მანქანაში ჩავსხედით და გზაზე გავედით.
–სად ცხოვრობ?
–მუხიანში..–თავი დამიქნია და გზას გახედა.
–ვიცი ძაან შორია,თუგინდა გლდანში ჩამომსვი და მერე ტაქსით ავ...
–ეგეთი რაღაც აღარ გაიმეორო.–თავი გადაიქნია და სახლამდე მიიყვანე,მანქანიდან გადმოვედი თვითონაც გადმოყვა.
–კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
–არარის საჭირო ამდენი მადლობა,გინდა ასვლაში დაგეხმარო?
–არარის საჭირო ჩემითაც შევძლებ.
–დარწმუნებული ხარ?
–კი.–გავუღიმე და სადარბაზოში შევედი.
სახლის კართან დავდექი ღრმად ჩავისუნტქე და დავაზარინე..დედაჩემმა ღიმილით გააღო კარი,მაგრამ დამინახა თუარა ფერი დაკარგა.
–დედა დამშვიდდი ყველაფერს აგიხსნი.–სახლში შევედი
–რა დაგემართა შვილო–ხელები შემოირტყა სახეში.
–არაფერი,კიბიდან დავგორდი და ცოტათი დავარტყი თავი..–არაფერია სანერვიულო ექიებმაც გამსინჯეს კარგად ვარ.
–რაა? რატო არ მიტხარი შვილო?! მოგიკვდი–ხელებს თავზე მისვავდა და ლოყებზე მკოცნიდა.
–არმინდოდა,რომ გენერვიულა კარგად ვარ ხო ხედავ–გავუღიმე და მოვეხვიე,რომ დამშვიდებულიყო.
–ბავშვობიდან სულ ესეთი ხიფათა და ტავქარიანი იყავი.
–ხო ეგეთი ვიყავი–ამოვიხვნეშე და დედას ჩავეხუტე.

ანასტასია
პირველლექციაზე შევედი და აუდიტორიაში ჩემი ადგილი დავიკავე,ლექცია დაიწყო და სუნტქვაც შემეკრა,იმდენად ვიყავი ლექციით გატაცებული ვერც შევამჩნიე როგორ რეკავდა ჩემი მობილური გამუდმებით,როგორც კი აუდიტორიიდან გამოვედი დაჩის გადავურეკე.
–ანასტასია ცოცხალი ხარ?
–კი,უბრალოდ ლექციაზე ვიჯექი,მოხდა რამე?
–არაფერი ისეთი,სალაპარაკო მაქვს შენთან და გამოგივლი რა.
–მოდიი,სადღაც ორ საათში მოვრჩები.
მობილური გავთიშე და უკან მივტრიალდი,თუმცა წინ ლევანი დამხვდა.
–გამარჯობა–გავუღიმე და მობილური ჩანთაში შევინახე.
–გამარჯობა,როგორ მიდის მეორე დღე?
–მშვენივრად.
–მისმინე,ანასტასია მართლა ძალიან მინდა,რომ ახლოს გაგიცნო.
დავიბენი ამაზე რაუნდა მეპასუხა?
–ამმ..კარგი,იყოს ასე.
–ძვლივს,საღამოს დაგირეკავ.
–კარგი.
მიტრიალდა და წავიდა,ჯანდაბა ანასტასია ხელი თავზე შემოვირტყი.
დღის ბოლოს საშინლად დაღლილი ვიყავი,ერთი სული მქონდა დაჩი როდის მოვიდოდა..დაჩის მანქანა დავინახე თუარა ეგრევე ჩავჯექი და გადავკოცნე.
–როგორ ხარ?
–დაღლილი და მშიერი.
–წამო სადმე ვჭამოთ და თან დავილაპარაკოთ.
–დავილაპარაკოთ ელენეზე..–ჩავიბურტყუნე და გავიღიმე.
–მოდი ჩავთვლი,რომ ვერ გავიგე.
კაფეში შევედით და მაგიდასთან დავჯექით..ქლაბ სენდვიჩი და წვენი შევუკვეთე..დაჩიმაც რაღაც სენდვიჩი შეუკვეთა და მერე დაეჭვებით შემომხედა.
–იცი ხო რაზეც უნდა გელაპარაკო.
–კი თითქმის 99%–ით.
–ხო ნუ მოკლედ მინდა,რომ ელენეს დავუახლოვდე და მირჩიე როგორ ვქნა,არვიცი ეს გოგოებთან ურთიერთობა.
–ელენეს მეც არვიცნობ წესიერად შენ რა გირჩიო? გოგონებს შოკოლადები და ყვავილები უყვართ,მე კიდევ ვერვიტან ყვავილებს,ყველა გოგ სხვადასხვანაირია.
–ხოდა გაიგე რა უყვარს..
–კარგი,გავიგებ,მაგრამ თავი როგორ აქვს?
–ნორმალურად იყო დღეს.
–ძალიან კარგი..
ვისადილეთ და ბევრი ვილაპარაკეთ დაჩიმ სახლში მიმიყვანა და მერე კლუბში წავიდა რაღაც საქმეები მაქვსო,სახლში,რომ შევედი ეგრევე საწოლზე გადავწექი და ჩამეძინა.
მობილურის ზარმა გამაღვიძა..ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
–გისმენთ?
–გაგაღვიძე?–გაკვირვებული ხმით მითხრა ლევანმა.
–კი,ჩამეძინა და..
–ბოდიში,მაგრამ უკვე შვიდი საათია და ვიფიქრე კინოში წავიდოდით.
–შეიძლება..
–კარგი მაშინ გამოგივლი ნახევარ საათში.
–კარგი.
ძალიან უბრალოდ ჩავიცვი და თხუთმეტწუთში უკვე მზად ვიყავი არვაპირებდი გამოპრანჭვას.
–სად მიდიხარ?–ოთახიდან კესო გამოვიდა.
–ჩემს კურსელს უნდა შევხვდე.
–იმედიმაქვს პაემანზე ასე არმიდიხარ–ამათვალიერა და ჭიქაში წყალი დაისხა.
–პაემანი არარის კარგი?! უბრალოდ უარი ვეღარ ვუთხარი ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
–ხო კარგი როგორც იტყვი–მხრები აიჩეჩა კესომ.
–სერიოზულად გეუბნები–მოსაცმელი ვეროლე და დივანზე ჩამოვჯექი.
მობილურმა დამირეკა და მეც ეგრევე ვუპასუხე ისე,რომ არც შემიხედავს.
–ხო ლევან..
–ლევან?–მეორე მხრიდან ბათუს გაკვირვებული ხმა გავიგე,ღმერთოჩემო რა უხერხულია.
–ბათუ...
–ხო მევარ..და ლევანი ვინარის? თუ საიდუმლო არაა რათქმაუნდა.
–ჩემი კურსელი.
–კურსელი..მშვენიერია–ჩაილაპარაკა ბაუ სარკაზმულად.
–ბათუ მოხდა რამე?
–არაფერი უბრალოდ მოკითხვა მინდოდა.
–მადლობა ყურადღებისთვის თქვენ როგორ ხართ?–საკმაოდ ნაწყენი ვიყავი ბათუზე ამ ერთი თვის განმავლობაში,მხოლოდ მე ვურეკავდი პირველი შემთხვევა იყო ახლა ,პირველმა,რომ დამირეკა.
–ჩვენც კარგად ვართ..
–არის რამე ახალი?
–ძველებურად ვართ.–მისი პასუხები მოკლე და ცივი იყო ამას ვერ ვხვდებოდი ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო,თუმცა მხოლოდ ჩემი მეგობარი არ იყო ის...ის ნერსეს ძმაც იყო.
–ხო...–მასთან ვეღარ ვსაუბრობდი,არადა ის ყველაზე ახლო ადამიანი იყო ერთი თვის წინ ჩემთვის.
–კარგი დროებით ტასო.
–დროებით.
მობილური გავთიშე და მაგიდაზე დავაგდე..ჯანდაბა რა გვემართება?
ლევანისგან მესიჯი მოვიდა მატყობინებდა,რომ ქვემოთ ჩავსულიყავი.
ქვემოთ ჩავედი და მანქანის სიგნალი გავიგე მანქანისკენ წავედი და ჩავჯექი.
–როგორ ხარ?
–კარგად შენ?–რემენი გადავიკარი.
მთელი გზა რაღაცეებზე ვსაუბრობდით,თუმცა მთელი ჩემი გონება მთებში იყო ბათუსთან,მარინესთან,ზურასთან,ლილესთან და...და ნერსესთან ერთად.
–შენ რას იტყვი?–გადმომხედა ლევანმა..გაკვირვებულმა შევხედე.
–მაპატიე რაღაცაზე ვფიქრობდი.
–ხო შეგამჩნიე..ვაპირებ თვითმმართველობაშ ვიყარი კენჭი–თქო.
–აა,კარგი იქნება.–გავუღიმე და ჩემთვის სრულიად უინტერესო თემაზე ვისმენდი ტექსტებს.
–ხო კარგი იქნება.
კინო დიდად არმომეწონა,შიგადაშიგ ლევანი რაღაც კომენტარებს აკეთებდა,თუმცა დიდად არც ვუსმენდი,კარგი ბიჭი იყო,მაგრამ ზედმეტად ბევრი ლაპარაკი უყვარდა ასეთ ბიჭებს ვერ ვიტან,თანაც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რატომღაც..
–ფილმი მოგეწონა?
–კი..–ღიმილით მოვატყუე და სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობდი.
–სადმე ყავაც ხოარდაგველია?
–იცი ძალიან დავიღალე დღეს იქნებ სხვა დროს იყოს..
–კარგი..როგორც გინდა.
სახლთან მივედით და მანანიდან გადმოვედი.
–მადლობა დღევანდელი საღამოსთვის–მითხრა ლევანმა და შემომხედა.
გავუღიმე და კარი მივკეტე სახლში ენერგია გამოცლილი მივედი და კარი მივიკეტე.
–ღმერთო ჩემო ეს რა იყო?
–რამოხდა?–კესომ თავი გამოყო სამზარეულოდან.
–იმდენს ლაპარაკობს,რომ ენერგია გამომაცალა.
კესომ გადაიხითხითა.
–ღირსი ხარ.
–ხო მადლობა დაიკო.
ოთახში შევედი და კარადა გამოვაღე..ამოვიცვალე და ისევ დავიძინე.

ექვსი თვის შემდეგ

ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვალა,მე ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონას ცხოვრებით ვცხოვრობდი,დილით უნივერსიტეტში დავდიოდი,შუადღეს წიგნებს თავს ვაკლავდი საღამოს კი მაგრად ვერთობოდი..ჩემს ირგვლივ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი განსაკუთრებულად ახლოს კვლავ დაჩი და ელენე იყვნენ,რომლებიც ახლა უკვე „თითქმის შეყვარებულები“ იყვნენ,როგორც თავად ამბობენ,თუმცა მე კვლავ მარტო ვარ არავინ გამოჩენილა ისეთი ვინც ჩემს სიყვარულს დაიმსახურებდა,ბათუსთან უფრო და უფრო ცოტას ვლაპარაკობდი უბრალოდ ვკითხულობდით ერთმანეთს,მაგრამ ბოლო კვირაა,რაც საერთოდ არ მეხმიანება მეც დავურეკე,მაგრამ არ პასუხობს..კესო და გიორგი დაინიშნენ,რამაც ჩემს ცხოვრებას ხალისი შემატა ბოლოსდაბოლოს სახლი მხოლოდ ჩემს განკარგულებაში იქნებოდა,გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების თითოეული კვირა შემეჯამებინა და ფურცლებზე გადმომეტანა,ახლა კი ამ ექვს თვეს ვაჯამებ და ჩემი თავით საკმაოდ კმაყოფილი ვარ,უნივერსიტეტში საუკეთესო სტუდენტების რიცხვში ვითვლები,ლექტორებსაც ძალან ვუყვარვარ,მოკლედ ჩემი ცხოვრება ჩვეულ რითმს უბრუნდება..თუმცა კვლავ დარჩა ორი საკითხი,რომელიც მაწუხებს..1.მამაჩემი კვლავ კომაშია და ჩემი კითხვები პასუხ გაუცემელია და 2.პრობლემა სახელად ნერსე ჯიშკარიანი,მისგან საერთოდ არაფერი მსმენია მხოლოდ სიზმრებში ვხედავ.
–რას წერ?–თავზე კესო წამომადგა.
–ჩემი ცხოვრების ბოლო ექვს თვეს შენ რას შვრები?
–მე რამდენიმე კაბა ავარჩიე და მინდა,რომ ხვალ სანახავად გამომყვე.
–რათქმაუნდა გამოგყვები–გავუღიმე და კარზე ბრახუნი გავიგე.
–მოვიდა შენი დეგრადირებული–თვალები აატრიალა კესომ.
–აუ გაუღე რა–საცოდავად შევხედე კესოს.
კესომ დაჩის კარი გაუღო და იქიდანვე გავიგე მისი ხმა.
–გამარჯობა,ყინულის ქალო.
–ქა“ლ“ო არა რა!–მკაცრი ტონით უთხრა კესომ.
–აბა მზად ხარ?–ჩემსკენ დაიძრა და დივანზე დახტა.
–სხვათაშორის ეგ დივანი შენნაირ პრონტოზავრებს ვერ უძლებს.–წარბები აუწია კესომ
–ჰაჰა გაგვეცინა–ცინიზმით უთხრა დაჩიმაც.
–არ მორჩებით?–ტვინი წამიღო ამათმა კამათმა.
–კარგი მოვრჩეთ,ბოლოსდაბოლოს დღეს შენი დაბადებისდღეა და ეს ყველაფერი იდეალური უნდა იყოს.
–ანუ დღეს ჩემს დაბადებისდღეს ბარში ავღნიშნავთ?
–კი,მთლიან ბარს ვხურავ და ვპატიჟებთ იმას ვინც გინდა.
–ღადაობთ?–ძალიან გამიხარდა,დარწმუნებული ვარ დაჩი და ელენე ერთად უკეთებდნენ ამ ყველაფერს ორგანიზებას.
–არა,ყველაფერი ჩემი საყვარელი ადამიანისთვის–გამიღიმა და ხელები შემომხვია.
გული ამიჩუყდა და მეგობარს ხელები მჭიდროდ შემოვხვიე.
–მიდი ჩაიცვი და წავედით საგულაოდ.–გაიცინა და თმა ამიბურდა.
–აუუ სადღაც ნახევარი საათი მჭირდება.
–მიდი მიდი,მანამდე კი აქ ვიღაცის ნერვებით ვითამაშებ.–ბოროტულად გადაიხარხარა და კესოს გახედა.
სააბაზანოში შევედი,გადავივლე,მოვწესრიგდი და კარადას მივადექი..არცკივი რა უნდა ჩამეცვა ისეთი არაფერი მქონდა ამიტომ კესოს კარადის მონახულება გადავწყვიტე..კარადა გამოვაღე და ანიმაციებში იქიდან საოცარი ბრწყინვალება,რომ გამოდის იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდი,ნაზი და მოდური კაბებით სავსე იყო იქაურობა.
–კესოოო..–ვიყვირე და კაბებს ხელი დავუსვი.
–რა–გაბრაზებული შემოვიდა ოთახში,მისი სიბრაზის მიზეზი სამზარეულოში იჯდა და ყავას სვავდა.
–კაბა მათხოვე რაა.
–კაბა კიარა თუ გინდა მთელი სახლი წაიღე ოღონდ ის მომაშორე.
გამეცინა მის ტონზე,რამაც უფრო გააბრაზა.
–კარგი რა,უბრალოდ თავისებურია.
–ხო თავისებური მანიაკი.–თვალები აატრიალა და მომიახლოვდა ამათვალიერა და კარადაში გადაესვა.
ბევრი ძებნის შემდეგ როგორც იქნა თა აბურდულმა რაღაც კაბა გადმოიღო.
–აი ეს!–ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და გრძელი თხელი ატმისფერი აბრეშუმისგან შეკერილი კაბა მომადო.
–ვაუ–კაბას შევხედე.
–ხო ვაუ,ეს კაბა გიორგის დაბადებისდღეზე მეცვა,მაგ დღეს თავისი მშობლებიც გამაცნო,დამიჯერე პოზიტიურად დანმუხტულია.
–მადლობა–გავუღიმე და კაბით ჩემს თავს დავაკვირდი.
–არაფრის მალე ქენი,თორე იმას ფანჯრიდან ვისვრი.
–კარგი–გავიცინე და ჩემს ოთახში დავბრუნდი.
მაკიაჟი გავიკეთე,თმა გავისწორე და კაბასთან ერთად ფეხზე კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე.
სარკეში კმაყოფილმა ჩავიხედე..მშვენიერი ნამუშევარია ტასო..შევაქე ჩემი მაკიაჟი და მისაღებსი გავკაკუნდი.
–აბაა–დავტრიალდი და რეაქციას დაველოდე.
ორივე გაშტერებული მიყურებდა ეს კარგის ნიშანი იყო,უცბად კესომ დაჩის მხარზე დაარტყა.
–დორბლი მოიწმინდე ლენჩო!
დაჩი გამოფხიზლდა და ყურებამდე გაიღიმა.
–ულამაზესი ხარ.
–მადლობა.–ცოტა შემრცხვა.
–აბა წავედით.
ხელმკლავი გამომდო და სადარბაზოში გავედით..კაბა როარდამსვროდა კაბის ბოლო ხელში დავიჭირე.
მანქანაში ჩავსხედით და მხიარულად გადავიკარი რემენი.
დაჩი ისე სწრაფად ატარებს მანქანას მის ბართან ორ წუთში ვიყავით უკვე მივეცვია და იმდენად გული აღარ მისკდებოდა.
–ელენე სად არის?–ვკითხე დაჩის,რომელსაც მთელი საღამოა მისი სახელი არ უხსენებია,არადა საათი არ გავიდოდა მისი სახელი რომ არ ეთქვა.
–იქ სადაც საჭიროა–წარბები აათამაშა და ბარის კარი შეაღო,სრული სიბნელე იყო ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა და სიხარულით გული ამიჩქარდა.
–სიურპრიზი!!!–იყვირა ყველამ და სინათლეც აინთო..
ყველა იქ იყო თითქმის მთელი უნივერსიტეტი,ელენეც იქვე ტრიალებდა რათქმაუნდა მას ხომ ყოველთვის უყვარდა ორგანიზატორობა..გაბრწყინებული თვალებით მოვარდა და მომეხვია..
–რამდენი გიწვალიათ მადლობა–ცრემლები მომადგა,ასეთი სიურპრიზი ბოლოს მაშინ გამიკეთეს...როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე,მახსოვს ჯიშკარიანების სასახლე როგორ იყო მთლიანად მორთული..და გამახსენდა,რომ არცერთმათგანს არ მოულოცავს დაბადებისდღე ბათუსაც კი..ცრემლები მომადგა,ასე მალე დამივიწყეს?
–ცოტახნით საპირფარეშოში გავალ.–ვუთხარი ელენეს და დაჩის.
–რა გჭირს?–მკითხა ელენემ.
–არაფერი უბრალოდ გთხოვ მარტო ყოფნა მჭირდება.
მოვტრიალდი და მესმოდა დაჩი როგორ გამომეკიდათუმცა ელენემ შეაჩერე,ელენემ ყველაფერი იცოდა ჩემი ისტორიის შესახებ და იმის შესახებაც,რომ ხანდახან განმარტოვება მჭირდებოდა..ძალიან მეტკინა გული,თუმცა იმედს ვიტოვებდი,რომ გაახსენდებოდათ და დამირეკავდნენ.
ტირილით გული,რომ ვიჯერე დარბაზში დავბრუნდი,ყველა ერთობოდა..კუთხეში საჩუქრების მთა იყო..
–გილოცავ დაბადების დღეს–უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა მივტრიალდი და ლევანს გავუღიმე.
–მადლობა.
–ეს ჩემგან–სამაჯურის ყუთი მომცა ლენტით შემოხვეული–ყუთი გახსნა და ბრილიანტის სამაჯური ამოიღო..ძალიან ძვირფასი იყო და ეს ეტყობოდა კიდეც..მაჯაზე გამიკეთა და ხელზე მაკოცა.
–შეიძლება ხელი მკარი,მაგრამ ერთხელ შენც შემიყვარებ.
ეჭვი მეპარება გავიფიქრე ჩემთვის,თუმცა მალვე გამოვფხილდი.
–მადლობა,მართლა ძალიან ლამაზია.
–ანასტასია–ახლა უკნიდან დამიძახა კურსელმა გოგომ,კიდევ კარგი თორემ ასეთი სიტუაციიდან თავი როგორ უნდა დავიძვრინო არვიცი.

ძალიან კარგად გავერთე მთელი საღამო ვცეკვავდით ბოლოს დაჩი მიკროფონთან მივიდა და მუსიკა გამოართვევინა..უკმაყოფილო სტუმრებმა მას ამრეზილად შეხედეს.
–ძალიან კარგია,რომ ყველა მოხვედით და დააფასეთ მართლაც ყველაე კარგი ადამიანი ვისაც ვიცნობ,ძალიან კარგია,რომ თბილი სიტყვები უთხარით და ისიც ძალიან კარგია,რომ საჩუქრები აჩუქეთ,მაგრამ დაბადებისდღე არაფერი არაარის ტორტის გარეშე ასე არარის?!–დაჩის ნათქვამს ტაში მოყვა სინათლე ჩაქვრა და მეგობრებმა სიმღერა დაიწყეს დარბაზში უზარმაზარი ტორტი შემოვიდა,რომელსაც 19 სანთლები ამშვენებდა..ტორტზე ჩემი ფიგურა იყო სასამართლოს წინ გამოსახული..ამაზე გამეცინა და დაჩის გავხედე თვალი ჩამიკრა და მანიშნა სურვილი ჩაიფიქრეო..ტორტი მომიახლოვდა..ახლა ერთადერთი რაც ბედნიერებამდე მაკლდა ეს ჯიშკარიანების ოჯახი იყო,სწორედ ეს ჩავიფიქრე მათი კვლავ ნახვა და სანთლები ჩავაქრე.
სანთლები ჩავაქრე და ირგვლივ ტაშის ხმა გაისმა.
–ძალიან დიდი მადლობა.–ვთქვი,მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმეს გაეგო.
–ისა კიდევ რაღაცის თქმა მინდა–ისევ დაჩიმ მიიპყრო ყურადღება–მე აი ამ იუბილარის საუკეთესო მეგობარი ვარ და დღეს მისთვის საჩუქარი არმიჩუქნია..საშინელებაა არა?,თუმცა გამოვასწორე და მინდა,რომ ახლა ჩემთან მოხვიდე..დაჩიმ შემომხედა ელენეს თვალები გაუბრწყინდა აშკარად იცოდა რას აპირებდა.
დაჩისთან მივედი
–თუ შეიძლება ყველა გარეთ გამოდით.
მან ხელი ჩამკიდა და ბარიდან გამიყვანა შუა ქუჩაში ვიდექით საერთოდ არაფერი არ იყო.
–ეს რა ხუმრობაა.
–რა ხდება?
–ეს რპონტია ვერგავიგე?
ასეთი წინადადები მესმოდა ჩემს ზურგს უკან,მაგრამ დაჩის ვიცნობდი..რამდენიმ წამსი ჩვენს წინ შებანტული მანქანა გაჩერდა..პირი დავაღე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა..მანქანასთან მივედი და შევათვალიერე.
–სერიოზულად?–ხელი გადავუსვი და დაჩის გაოცებულმა შევხედე.
მან თავი დამიქნია და თვალი ჩამიკრა..მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.
–ძალიან დიდი მადლობა..ღმერთოჩემო არ მჯერა. ისევ მანქანასთან მივედი.
–სხვათაშორის დილაობით ტვინი როარმიბურღო წაყვანაზე მაგისთვისაა.–იხუმრა და ხელი მომხვია.
–უსაყვარლესია.
გოგოსთვის ზედგამოჭრილი მანქანა იყო. Nissan Juke-ი წითელი.
სიხარულისგან დავხტოდი,დღეს ამით წავალ სახლში.
–ვიყვირე და საკუთარი წვეულებიდან მანქანით მოვტყდი.
დავინახე ტაშს როგორ მიკრავდნენ და ისე მაცილებდნენ,უბედნიერესი ვიყავი.
სახლში აღტაცებული მივედი ლიფტსაც არ დაველოდე ისე ავირბინე კიბეები და სწრაფად დავაკაკუნე კარი კესომ გამიღო სახეზე ფერი არ ედო.
–ვერც კი წარმოიდგენ რამოხდა..–ჩანთა მივაგდე და მისაღებისკენ წავედი–დაჩიმ მანქანა მიყიდა–მისაღებში შევდიოდი–ხო მაგარია?–მივუტრიალდი კესოს და ისევ შევტრიალდი და კაცის სილუეტი დავინახე ზურგით იჯდა.
–ვინარის?–შევხედე გაკვირვებულმა კესოს,მაგრამ ხმას არიღებდა კაცი ფეხზე ადგა მოტრიალდა და ხელში ბათუ შემრჩა.
–დაბადების დღეს გილოცავ ანასტასია
მთლიანად გავშეშდი მისი დანახვა და ყველაფერი რაც წარსულს ჩავაბარე,ყველა მომენტის,საქციელის,სიტყვის გრძნობის ამოხეთქვა ერთი იყო,ბათუს უკან თითქოს დანარჩენების სახეები დავინახე და ემოციები მომეძალა,ყველა შეკავებული ემოცია,მთელი ის მონატრება,რასაც ნერსეს მიმართ განვიცდიდი ამოტივტივდა და ცრემლებ წამსკდა მისკენ გავექანე და ჩავეხუტე ვეხუტებოდი მთელი ძალით მეგონა,რომ გაქრებოდა და ვცდილობდი მომესწრო.
როგორც იქნა დავრწმუნდი,რომ ნამდვილი იყო და ხელი შევუშვი.
–აქ რა გინდა?–ვუთხარი თვალცრემლიანმა.
–გეგონა შენი დაბადებისდღე დამავიწყდებოდა?
ცრემლები შეუწყვეტლივ მდიოდა..ნუთუ ტორტზე სურვილმა გაამართლა? მთლიანად არა,მაგრამ მე ერთერთი მათგანი მაინც ვნახე.
–ეს ჩვენგან,ვიფიქრეთ,რომ დაგრჩა–ბათუმ მაგიდაზე ჩემი მშვილდისარი და ისრები დადო..მთელი სხეული ამიკანკალდა.
–არშემიძლია,გთხოვ შეინახე–ხმა გამებზარა,ვერ ავიღებდი არ შემეძლო მას კვლავ შევხებოდი ეს ნივთი თითქოს ხიდი იყო ჩემი და ნერსეს ურთიერთობაში.
ბათუმ თვალებში შემომხედა და მშვილდისარი შეინახა.
–მესმის,რო ახლა დიდ ტკივილს განიცდი,შენთან ამ თემაზეც მსურს საუბარი–კესოს გახედ,კესო მიხვდა და თავის ოთახში გავიდა.
–ბათუ აქ მხოლოდ ჩემი დაბადებისდღისთვის არ ჩამოსულხარ ხომ ასეა?–ხმაში შიში შემერია.
–ასეა.–მომიჭრა მოკლედ.
–გთხოვ მითხარი,რომ ყველა კარგად არის.
–ყველა კარგადაა დამშვიდდი.
–მაშინ სწაფად მომიყევი რახდება.
–ანასტასია შენი ახმარება გვჭირდება.
–გისმენ.
–ეს შვიდი თვე საშინელება იყო ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში,მთებში სიტუაცია საოცრად აირია..იმის მერე,რაც წახვედი ნერსე ტყეშია გავარდნილი..მე და ზურა მას მთელი ჩვენი ძალებით ვეძებთ,მაგრამ უშედეგოდ..მას ქალაქში ყველა კითხულობს ჩვენ კი სიმართლეს ვეღარ ვმალავთ თუ ნერსეს ამბავს გაიგებენ ზურას სასახლეს უამრავი მტერი მოაწყდება ასაღებად,მთავარმა ძალები მოიკრიბა,ბოლო ომში ბევი კაცი დავკარგეთ,ანასტასია მთავარი ხმებს ავრცელებს,რომ ნერსეს საცოლე გაექცა და შიშიტ თავის ქალაქში იმალება..ნერსე კი სირცხვილისგან აღარგამოდის,თუმცა ეს ასე არარის,მას ძალიან სტკივა..იმდენად ტკიოდა,რომ იმ სივრცეს ვეღარ გაუძლო სადაც შენ ცხოვრობდი და საკუტარ სახლიდან ტყეში გაიქცა..ანასტასია უნდა დაგვეხმარო..ქალაქში ჩამოდი მთავარს დაუმტკიცე,რომ არ გაქცეულხარ და ნერსე სახლში დააბრუნე.
ამ ამბავს გაოცებული ვუსმენდი თავი სიზმარში მეგონა.
–ბათუ,ნერსემ თვითონ გამომაგდო იქიდან,ან რასქვია ტყეშია გავარდნილი მთელი ზამთარი იქ გაატარა?–ამის გაფიქრებისას საშინლად ვიგრძენი თავი.
–კი მთელი ზამთარი იქ იყო.
–არც კივიცი მან თვითონ გამომიშვა,იმიტომ,რომ არვუყვარდი და მერე ტყეში გავარდა? ნერსეს საქციელს არგავს.
–ხო არგავს.
–ბათუ დაგეხმარები,მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,რომ მარინეს და ზურას ზურგს ვერ ვაქცევ..ნერსე კი უბრალოდ აღარმიყვარს იმისშემდეგ რაც გული ნაწილებად დამიმსხვრია და ასეთი ტკივილი მომაყენა.
ბათუმ გაოცებულმა შემომხედა.
–ასეა,შვიდი თვე მუდმივ ტკივილში ვიყავი,მას არასდროს ვაპატიებ,რომ ხელი მკრა და ჩვენი ურთიერთობა შიშის გამო დაანგრია.
–ანასტასია ძალიან შეცვლილი ხარ..
–ხო ბათუ გავიზარდე და ჩემი თავის ფასი ვისწავლე.
–კარგი ხვალ წავიდეთ.
–არა,დღესვე წავიდეთ..მინდა,რომ ეს საქმე მალე დავასრულო.
ჩანთა ავიღე და შიგნით რამდენიმე შარვალი და პულოვერი ჩავდე აპრილის დასაწყისი იყო იქ საკმაოდ ციოდა..არმჯეროდა,რომ ამას ვაკეთებდი..დილიტ უკვე ნერსეს ვნახავდი ამისთვის მზად ვიყავი? რა რეაქცია მექნებოდა მისი დანახვისას? რას ვიგრძნობდი?
ჩანთა უკვე მზად მქონდა..კესო გავაფრთხილე და ჩემს ახალ მანქანაში ჩავჯექი.
–მძღოლი წაგვიყვანდა–ფანჯარაში შემოყო თავი ბათუმ.
–არმინდა ჩემით წამოვალ.
–კარგი.
ბათუ მძღოლს ჩაუჯდა..ახლა ფიქრი მჭირდებოდა..თითქოს ბათუზეც გაბრაზებული ვიყავი.
გზაში დაჩის დავურეკე.
–დაჩ,მისმინე რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ და იცოდე არინერვიულო,მანქანისთვისკიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
–კი,კი მშვიდობაა უბრალოდ რაღაც საქმე გამომიჩნდა ელენეს უთხარი,რომ თუ შეძლებს ხმა დეკანს მიაწვდინოს.
–კარგი,კარგი ფრთხილად ვიქნები კარგად.
მობილური გავთიშე და მთელი ჩემი ყურადღება გზისკენ მივმართე.
გამთენიისას უკვე ქალაქში შევედი..წინ ბათუს მანქანა მიდიოდა..მანქანა გავაჩერე,ბათუც გაჩერდა და მანქანიდან გადმოვიდა.
–მოხდა რამე?
–წადი და მოვალ მეც,ცოტახნით მარტო დარჩჩენა მინდა..
–დარწმუნებულ..
–ბათუ ეს ქალაქი ხუთი თითივით ვიცი არდავიკარგები.
–კარგი.
მანქანაში ჩაჯდა და გზა განაგრძო ქალაქს ვუყურებდი და ყველა მოგონება მიბრუნდებოდა ის დღე,როცა იმ სასახლეში პირველად შევხვდი მთავარს ნერსემ კი თავის ნაბადი მომახვია..აით ჩემი სიცოცხლე იხსნა,შემდეგ ჯიშკარიანების სასახლე,რომელშიც მიმიყვანა და წამოსვლამდე იქ ვიცხოვრე,ყველაფერი მახსენდებოდა ბრძოლის ველი,სადაც სასიკვდილოდ მომწამლეს.
ცრემლი მოვიშორე და მანქანაში ჩავჯექი უკვე დილის რვა საათი იყო,ტყის გზით წავედი,მინდოდა გზაში თოვლით დაფარული საოცარი ბუნება მენახა,მანქანაში გათბობა ჩავრთე საშინლად ციოდა,გზაში გათოვდა კიდეც.
მანქანა შევაჩერე და გადმოვედი..ტყე ულამაზესი იყო..ტყეში შევედი და ნელნლეა უფრო და უფრო მაღლა მივიწევდი,იმ ადგილამდე მინდოდა მისვლა,სადაც ადრე ნერსესთან ერთად ვიყავი,მაშინ გამიმხილა,რომ ბავშვობაში იქ იმალებოდა.
საშინლად შემცივდა,თუმცა მაინც არ ვჩერდებოდი იმ ადგილამდე მიღწევა მსურდა..უკვე მანქანისგან ძალიან შორს ვიყავი..არ მეშინოდა,პირიქით მსურდა აქ დავრჩენილიყავი ბოლომდე მსურდა აქ და ახლავე მომკვდარიყავი ოღონდ ის ტკივილი აღარ მეგრძნო,რასაც ახლა ვგრძნობდი..ნაცნობმა ადგილებმა ნერსეს მიმართ კვლავ გამიღვივა გრძნობები.
უცბად ჩემსუკან რაღაც ფხაკუნი გავიგე..მაშინვე მივტრიალდი და დავინახე როგორ გამოვიდა დიდი ყავისფერი დათვი..ახლა უკვე მეშინოდა..ვცადე მშვიდად დარჩენა და ჩუმად გასვლა,მაგრამ როგორცკი ნაბიჯი გადავდგი დაიღრიალა..და მეც გავშეშდი..დიდხანს მაკვირდებოდა აშკარად ჩემი შეჭმა სურდა..მივხვდი,რომ ვერაფერს გავაწყობდი ამიტომ,რაც შემეძლო სწრაფად გამოვიქეცი,თუმცა დათვს ვერ გავასწრებდი მითუმეტეს მაშინ,როცა მუხლებამდე თოვლი იდო..გამწარებული მივრბოდი დათვიც მომსდევდა.
ფეხები ვეღარ დავიმორჩილე და ძირს დავვარდი,სიცოცხლისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოდი,მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი..ის უკვე ძალიან ახლოს იყო,თვალები დავხუჭე და ღმერთს ვთხოვე,რომ სწრაფად დასრულებულიყო,მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი,დაიღრიალა და გამოიწია,თუმცა უცბად ისარი ფეხში მოხვდა და დაიღრიალა შემდეგ კი უკან ტყეში გაიქცა.
ახლახანს ვიღაცამ გადამარჩინა,თუმცა დათვი ძალიან შემეცოდა.
–კარგად ხართ ქალბატონო?
ნაცნობი ხმა მომესმა და ჩემი გულის ცემასაც ვეღარ ვგრძნობდი,ფეხზე ვერ ვდგებოდი მხოლოდ იმას ვოცნებობდი,რომ მომჩვენებოდა..თოვლზე ნაბიჯების ხმა უფროდაუფრო ახლოვდებოდა ფეხზე წამოვდექი,გავიგონე როგორ გაჩერდა,მთლიანად გავიყინე მისკენ შეტრიალება დავიწყე,არვიცოდი რას ვგრძნობდი,მაშინვე მის თვალებს გადავწყდი ლურჯი თვალები თოვლში უფრო გამოჰკვეთოდა,წვერი მოზრდილი ქონდა თმაც,ნამდვილად ტყეში გავარნილს გავდა,მას თვალებში ჩავხედე და ყველა გრძნობა დამიბრუნდა თითქოს გაყინული ცეცხლში ჩამაგდესო..სახე გაეყინა,ერთადერთი რაც შეძლო ის ტქვა,რაც ასე ძალიან მიყვარდა.
–ნასია.



პ.ს მოკლედ რამდენიმე დღეა გადაბმულად ვწერ,ვიცი დაგპირდით ბოლომდე ავტვირთავ რამდენიმე დღეში–თქო,მაგრამ ვერ ვასწრებ არმინდა,რომ სიჩქარეში რამე ისე არ დავწერო,რომ მერე აღარმომეწონოს ძალიან შემიყვარდა მეთვითონაც ეს ისტორია და მათ პერსონაჟებსაც რეალურად აღვიქვავ,როცა წერა დავიწყე სრულიად სხვა სიუჟეტი მქონდა თავში,თუმცა დროთა განმავლობაში ახალი რაღაცეები ემატება შენს იდეებს და ისტორია უფრო სრულყოფილი გამოდის ამიტომ არის კარგი როცა თავებად დებ,მერე გრჩება დრო და ხვდები,რომ ეს ნაწილი ჯობია ამით ჩაანაცვლო და ასე უფრო საინტერესო გახდება..იმედიმაქვს,რომ სიჩქარეში მაინც არ დავაკლე რაღაცეები..ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს იმისთვის,რომ ასე მოთმინებით ელოდებით ყოველ თავს და იმისთვის,რომ თქვენი კომენტარებით დიდ სტიმულს მაძლევთ ძალიან მიყვარხართ ყველა,სულ რამდენიმე თავიღა დარჩა დასასრულამდე და გპირდებით,რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ისიც დაემატება <3 <3 <3 <3



№1  offline წევრი nigita

ძალიან კარგად წერ და სიჩქარე არაა საჭირო., ჯობია ისეთი დასარული ქონდწს და ეწეროს შენც ყმაყოფილი იყო და შენი მკითხველიც. ეს თავები შესანიშნავი იყო ეს ლევანი არ მომწონს ნერსე და მისი ნათქმი ნასია ჯობია ყველას..

 


№2 სტუმარი ))))

ძაან მომეწონააა აი ძალიან მაგრამ ასე ძააამაც აღარ დაიგვიანო რაააააა

 


№3 სტუმარი ამზ

აუ ნერსე რო არ გამოჩენილიყო ამ თავში ალბათ გავაფრენდი...
კარგია...
ამ გოგოს უაზრო ფიქრები.ძალიან ნერვებს მიშლის..
რატომ ვერ ხვდება რომ ნერსე ასე მისი მომავლოს გამო მოიქცა...
აქეთ თხოვს ნერსეს თავის ადგილსამყოფელზე უარი თქვას არადა თვითონ ვერ თქვა უარი იმაზე რაც უნდოდა..
საერთოდ არ იაზრებს ნერსეს საქციელს და უაზეო ფიქეები აწუხებს
მალე დადე შემდეგი

 


№4 სტუმარი tamo

ძალან მაგარი ისტორია

 


№5 სტუმარი ......m....

კარგი ისტორიაა და აჩქარება არ ღირს.
გელოდები დიდი ინტერესით..

 


№6 სტუმარი teo

უმაგრესია.. ერთი სულით ველოდები ყოველი ახალი თავის დადებას <3

 


№7 სტუმარი ნდნა

როდის დადებ

 


№8  offline წევრი anako

გოგოოო ახალი თავი სადააა დროზე დადე თორე გავაფრინე მე კი არ მაქ დიდი მოტმინების უნარი ბიძია ბაბუა heart_eyes heart_eyes

 


№9 სტუმარი დცჰ

აუუუუ როდის დადეეებ... ხალხი რო ვსვამთ კითხვებს იქნებ გვიპასუხო -_-

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძაან მაგარი თავი იყო ძაან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent