მთებშია თავისუფლება! (5) კოშმარი
ღამის სამი სამი საათი იყო ქალაქში ხმაური,რომ ატყდა..ნერსე ბატონი თავისი ორმოცდაათკაციანი ამალით დაეშვა ფერდობზე..ჯიშკარიანი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ცხენს მთელი სისწრაფით მიაქროლებდა სივრცეში. –ნერსე–ბათუ წამოეწია–დამშვიდდი ნერვებს ნუ აყვები. –შემეშვი,არმინდა რამე დაგიშავო–მათრახი გადაჰკრა ცხენს და კვლავ გაასწრო თავის ამალას. სასაფლაოზე ელვის სისწრაფით ავიდა,უკვე ტრადიციულ სიტყვას კითხულობდნენ შორიდანვე შენიშნა მისი საცოლე მუხლებზე როგორ იდგა საფლავზე. სიტყვა დასრულდა..მთელი ძალით მიჰქროდა ნაცნობ საფლავზე მივიდა და ცხენიდან ჩამოხტა..ერთერთმა ჩოხოსანმა ანასტასიას მკლავში წაავლო ხელი და ფეხზე ააყენა. –ხელი გაუშვი!–ბოლოხმაზე იყვირა და ცხენიდან ჩამოხტა.. ანასტასიას სახე გაუნათდა,როგორც იქნა წამოეწივნენ თავის უფროსს..ნერსე ეგრევე ჩოხოსნისკენ დაიძრა. –ფეხი არ გადმოდგა,თორემ ყელს გამოვჭრი–დანა მიაბჯინა ყელზე ანასტასიას. ნერსე შეჩერდა და საცოლეს თვალებში შეხედა..ალბათ იმ დღეს ყველაზე უძლურად გრძნობდა თავს. –რა დაგემართა ნერსე?! მთელი ცხოვრებაა გიცნობ და ჩვენი ქალაქის ერთ–ერთი მთავარი დამცველი ხარ,შენც იცნობდი „მთავარის“ შვილს ხომ ასეა? ნუთუ არ გაწუხებს,რომ მისმა სულმა ვერ განისვენა?–უთხრა ჩოხოსანმა. –მე ამ ქალაქის დამცველი ვიყავი,ვარ და ვიქნები ყოველთვის,მაგრამ ჩემი ღირსების შელახვას და ჩემი საცოლის მოტაცებას არავის ვაპატიებ და ეს უნდა გცოდნოდა..ეხლა კიდე მოაშორე ეგ დანა მის ყელს თუარგინდა,რომ შენი სისხლით მოვრწყა აქაურობა. –ვერ მოვაშორებ,ეს ბრძანებაა და უნდა შევასრულო,ისე არმეგონა ამდენს თუ ილაპარაკებდი. –ხერხი სჯობია ღონესო ხომ გაგიგია?–თვალებში შეხედა ნერსემ. –რას გულისხმობ?!–დაეჭვდა ჩოხოსანი. ნერსეს ორმოცდაათ კაციანი ამალა ხუთზე გაეყო და თხუთმეტკაციანი მტერი ალყაში მოექცია. –კიდევ ერთხელ გიმეორებ ეგ დანა მოაშორე! –თუ სიკვდილია სიკვდილი იყოს.–ანასტასიას ხელი კრა და თვითონ გრძელი ხმალი ამოიღო მტერთან საბრძოლველად,ანასტასიამ დრო იხელთა და ნერსესკენ გაიქცა. ნერსემ ხელი მოხვია და საცოლე ჩაიხუტა.. –მშვიდად ყველაფერი კარგადაა–ჩასჩურჩულა და საფეთქელზე ფრთხილად აკოცა. –ბათუ! ნასია წაიყვანე–ნერსე გამწარებული მიტრიალდა ჩოხოსნისკენ. ანასტასიამ ბოლოჯერ დაუტოვა მზერა ნერსეს და ბათუსთან ერთად დატოვა ტერიტორია. ხმალი ამოიღო და ჩოხოსნისკენ წავიდა..ბრძოლა დაუნდობელი იყო,მაგრამ ნერსემ თავისი ძალით და მოხერხებულობით აჯობა და ხმლის გარეშე დატოვა..კისერში წვდა და მუხლებზე დააყენა. –ბოლო სიტყვას იტყვი? –ჯოჯოხეთშიც წასულხარ ნერსე ჯიშკარიანო. –მაშინ იქ შევხვდებით–ხმალი მოიქნია და მისი სისხლით დაასველა მიწა. –ნერსე,ამას რა ვუყოთ?–ერთერთმა კაცმა დაახლოებით თხუთმეტი წლის ჩოხოსანი მიუყვანა. სისხლიანი ნერსე მასთან მივიდა და თვალებში შეხედა. –აქედან თავქუდმოგლეჯილი გაიქცევი და მთავარს ამას მიუტან–ჩოხოსნის თავი მისცა.–წავედით!–ცხენზე შემოჯდა ნერსე და სახლისკენ დაეშვა. ალბათ ჩემს ცხოვრაბში ყველაზე საშიში მომენტი დღეს იყო,ჩოხოსანი,რომ დავინახე გავიყინე და სუნთქვა შემეკრა,მთელი გზა სანამ სასაფლაოზე ამიყვანდნენ ღმერთს ვეხვეწებოდი,რომ ნერსეს მოესწრო და აქ ჩემს გვერდით მოსულიყო..ძალიან შემეშინდა,როდესაც საფლავზე დამაყენეს,მაგრამ როგორც კი ნერსე დავინახე ვიცოდი,რომ უსაფრთხოდ ვიყავი,ყველაზე მეტად იმაზე მომეშალა ნერვები,რომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ბათუმ სახლში მიმიყვანა და ეზოში შემომყვა. –ბათუ ნერსე რას აპირებს? –ნუ ნერვიულობ ანასტასია,ნერსე კარგად იქნება. –საიდან გაიგეთ,რომ მომიტაცეს? –დაცვამ შენიშნა,მაგრამ დროზე ვერ დაგეხმარა. –ძალიან შემეშინდა,მაინც ვერ ვხვდები ასე ჩუმად როგორ შემოვიდნენ ჩემს ოთახში. –ფანჯრიდან,მეც ძალიან გამიკვირდა დაცვამ,დროზე ადრე,რომ ვერ შენიშნა,მოკლედ მოვა ნერსე და ეგ ყველაფერი გაირკვევა. –ხო იმედი მაქვს. ათწუთში ნერსე შემოიჭრა და ვაჟას მიაბარა თავისი ცხენი,გეზი ეგრევე ჩვენსკენ აიღო..ჩემსკენ წამოვიდა,მაგრამ შეჩერდა და შემომხედა. –რამე ხოარ დაგიშავეს სანამ მოვიდოდი? –არაფერი,კარგად ვარ. რამდენიმე წამი მაკვირდებოდა ა ბათუს მიუტრიალდა. –დაცვის ბიჭები შეკრიბე. –კარგი.–ბათუ წავიდა და ნერსესთან მარტო დავრჩი. –მადლობა. –რისთვის? –ყველაფრისთვის..შენ რომ არ ყოფილიყავი ახლა მკვდარი ვიქნებოდი. –მე შემოგფიცე,რომ სიცოცხლის ბოლომდე დაგიცავდი ასე,რომ სამადლობელი არაფერი გაქვს. –არ დანებდებიან სანამ არ მომკლავენ,მე კიდევ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ნერსე მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია..თვალებში მიყურებდა და მოულოდნელად ჩამეხუტა..მისგან ასეთი ქცევა ძალიან გამიკვირდა,მაგრამ მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობდი. –სანამ ცოცხალი ვარ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს გპირდები. ერთმანეთს მოვშორდით. –24 საათი ჩემსგვერდით ვერ იქნები...ნერსე..თავის დაცვა უნდა მასწავლო. –გაქცევას აღარ აპირებ?–გამიცინა. –სანამ მთავარი მოსაკლავად დამსდევს არა. –კარგი,გასწავლი ხვალიდან დავიწყოთ ეხლა კიდე ღამის 5 საათია წადი დაიძინე. –არშემიძლია..ეხლა რა დამაძინებს. –მე უნდა წავიდე და შედი სახლში. –სად მიდიხარ?..კიარადა ანუ კიარ ვნერვიულობ უბრალოდ მაინტერესებს თან არ მეძინება და მოკლედ შეიძლება მეც წამოგყვე? –არშეიძლება–ჩაეღიმა–მიდი მიდი შედი–ხელი გაიშვირა სახლისკენ. –დაბრუნდა ჩვეული ნერსე ჯიშკარიანი–ავატრიალე თვალები და სახლში შევედი. მარინე ძალიან განერვიულებული იყო..ცოტა დავამშვიდე და ოთახში ავედი..პირველი რაც გავაკეთე ფანჯრის დაკეტვა იყო. აბანოში შევედი და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი,ცხელმა წყალმა მომთენთა,რომ გამოვედი საწოლზე დავწექი და ისე ჩამეძინა გონზეც ვერ მოვედი. ბათუმ დაცვის ბიჭები მწკრივად დააყენა,ნერსე აქეთ–იქით დადიოდა და ყველას გამომცდელად უყურებდა. –მე ვერ ვხვდები ესეთი რაღაც როგორ გაგეპარათ..თუ რათქმაუნდა სპეციალურად არ შემოუშვით რომელიმე თქვენგანმა. –ბატონო ნერსე თითქოს არაფერი არ გაგვიგია,არც კი ვიცით ეს როგორ მოხდა.-დაცვის უფროსმა თქვა და თავი დახარა. -მემგონი ხვდებით,რომ ამ ფაქტს ასე არ დავტოვებ ძალიან საინტერესოა რატომ დარაჯობდა ამდენი ადამიანიდან მხოლოდ ერთი? -იმიტომ,რომ დანარჩენები სვავდნენ-ბათუ ჩაერთო ლაპარაკში. -რაა?-გაკვირვებულმა შეხედა ბათუს. -იცით რაღაც მნიშვნელოვანს ავღნიშნავდით...-ჩაიბურტყუნა ერთერთმა. ნერსემ თავუ ვეღარ შეიკავა და საყელოში წვდა. -მნიშვნელოვანს?!!! თქვენმა უყურადღებობამ კინაღამ ჩემის საცოლის სიცოცხლე შეიწირა!-მუშტი სახეში დაარტყა და ხელი გაუშვა.-თავს ძვლივს ვიკავებ,რომ არ მოგკლათ,აქედან გაეთრიეთ!-იყვირა და სახლისკენ წავიდა..სახლში შესულს სიწყნარე დახვდა კიბეს აუყვა და თავისი ოთახისკენ წავიდა,თუმცა ანასტასიას ყვირილი გაიგო,გაოცებული ავარდა მესამე სართულზე და ოთახის კარი შეგლიჯე..ანასტასია საწოლში იწვა და ყვიროდა მასთან მიირბინა და ეცადა მძინარე გამოეფხიზლებინა. -ნასია! ნასია!-ხელებს სახეზე უსვავდა,საწყალი გოგო ოფლში ცურავდა..თვალი გაახილა და დაფეთებულმა შეხედა ნერსეს. -წყალ..ლი მომ..მაწოდე.-აკანკალებულმა უთხრა..წყალი მოსვა და ცოტა დაწყნარდა,თუმცა კანკალი მაინც ვერ შეწყვიტა. -მომიყვები რა დაგესიზმრა? -სასაფლაოზე ვიყავი ისევ..ის ჩოხოსანი თავზე მედგა და ისევ იმ ტექსტს კითხულობდა რასაც დღეს..ბოლოს,რომ დაასრულა თავისი ხმალი ამოიღო და გულში გამიყარა..ვგრძნობდი როგორი მწარე იყო..მკვდარი ვიყავი,მაგრამ ძალიან დიდ ტკივილს ვგრძნობდი..მერე თავი მომაჭრა და მთავარს წაუღო-სიტყვებს ძვლივს აბავდა ერთმანეთს. -დამშვიდდი ასეთი არაფერი მოხდება. ანასტასიამ თავი ბალიშზე დადო და მეორე მხარეს გადატრიალდა. -ნერსე...სახლში დამაბრუნე. -ხომ იცი,რომ არ შემიძლია. -კი შეგიძლია. -ასეც,რომ მოვიქცე იქ ვერ დაგიცავ. -პოლიცია დამიცავს. -მოდი ადექი..-ხელი მოკიდა და ფეხზე ააყენა. -რას აკეთებ? -სპორტულად ჩაიცვი და ეზოში გამოდი. -რატომ? -ვარჯიშს ვიწყებთ. მართალია სახლში მაინც არ მაბრუნებდა,მაგრამ ვარჯიში საკუთარი თავის დაცვაში დამეხმარებოდა,არმინდა იმ გოგოებს დავემსგავსო,რომლებიც თავისი ბიჭის უკან იმალებიან და ცხარე ცრემლებით ტირიან. სპორტულები ჩავიცვი,თმა ავიწიე და ეზოში გავედი..დილის შვიდი საათი იყო..იმისმიუხედავად,რომ საშინელი ღამე იყო და არცერთს არ გვძინებია ნორმალურად მაინც ენერგიაზე ვიყავით.. -პირველი რაც უნდა გახსოვდეს არის ის,რომ მთავარი მოხერხებულობაა იმის გათვალისწინებით,რომ ფიზიკურად ძალიან სუსტი ხარ მოწინააღმდეგესთან პირდაპირ ვერ გადახვალ თავდასხმაზე. -თავდასხმას არც ვაპირებ თავდაცვა მჭირდება..მინდა,რომ ბრძოლა ხმლით ვისწავლო. -ხმალი? შენთვის მძიმეა. -მაშინ იარაღი. -აქ ფისტოლეტი მხდალების იარაღად ითვლება და არავინ იყენებს. -აბა მაშინ მუშტებით. -წამომყევი..-ნერსე სახლის ქვემოთ ფარეხში შევიდა. ფარეხში ხუთი მანქანა იდგა,აქედან სამი სპორტული ორი კი ჯიპი. -შენ რა ხუთი მანქანა გყავს და ცხენით დადიხარ? -ამ ქალაქში მანქანა თითქმის ყველას ყავს,მაგრამ აქაური ბუნება იმდენად გვიყვარს,რომ გამონაბოლქვით არ ვაბინძურებთ..თან რატომუნდა ჩავჯდე ამხელა ჯაბახანაში,როცა ცხენით ბევრად მარტივად გადავადგილდები. ფარეხში კიდვ ერთი კარი იყო..შიგნით შევედი და გაოცებული დავრჩი. მთელს კედლებზე სხვადასხვა ზომის ხმლები ეკიდა.. -კოლექციონერი ხარ?-გაოცებულმა ვკითხე. -არა ნასია,ესეთი ოთახი ყველა ოჯახშია,შენთვის კი აი ეს მაქვს. კედელთან გაჩერდა,სადაც მშვილდი ეკიდა ჩამოხსნა და მომცა. -ეს მჩატეცაა და შენთვის ბევრად მოსახერხებელი იქნება. ძალიან მომეწონა..ხელში ვატრიალებდი და თითებს ვუსვავდი..ვგრძნობდი,რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პერიოდი იწყებოდა. პ.ს ესეც მეხუთე თავი გამიზიარეთ შთაბეჭდილებები ❤️❤️❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.