შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (9) ბათუმი


18-07-2019, 04:18
ავტორი truelove
ნანახია 3 258

–ბათუ ადექი–ხელი კრა ნერსემ და ჩუმად ჩურჩულებდა,რომ ნასია არ გაეღვიძებინა.
–რატომაღვიძებ რაგინდა?–ხმამაღლა თქვა ბათუმ.
–ჩუმად რა გაყვირებს ძინავს ანასტასიას.
–ოჰ რომეო,მე კარგად გამაღვიძე ყვირილით.
–ნუ წუწუნებ,გადადი სასტუმრო დაჯავშნე,რომ პრობლემების გარეშე შევიყვანო.
–კარგი,სამი ოთახი დავჯავშნო ხო?
–არა,ორი.
–რატო ორი? მე და შენ ერთად და ნასია ცალკე ხო?–წარბები აათამაშა ბათუმ.
–სანამ შუა ბულვარში გცემე გადადი.–შეუბღვირა ნერსემ.
–მე კი გადავალ და დავჯავშნი,მაგრამ როგორც კი ეს–თითით აჩვენ ნასიაზე–გაიღვიძებს და გაიგებს,რომ ოთახი ასე მე დავჯავშნე იმ შავ ზღვაში ჩამახრჩობს და შენი ბღვერა გადამარჩენს?
–არ დაგახრჩობს ვეტყვით,რომ მეტი ადგილი აღარ იყო.
–ხო ამხელა სასტუმროში ამოეწურათ ნომრები,აბა რა.–ხელები აიქნია ბათუმ და მანქანიდან გადავიდა.
ნერსემ ანასტიას შეხედა და სახიდან თმები გადაუყარა.
–ყველაზე მეტად შენში ეს გაბურძგნული თმები მომწონს–ჩურჩულებდა ნერსე.
მობილურზე ბათუს წერილი მოვიდა.
„დავჯავშნე შეგიძლია ჯულიეტა სარეცელზე დააბრძანო :დ“
–იდიოტი–გაიცინა ნერსემ და მანქანიდან გადმოვიდა ნასიას კარი გააღო და ფრთხილად მოხვია ხელი,რომ აეყვანა.
შეხება,რომ ვიგრძენი თვალი ეგრევე გავახილე.
–რას აკეთებ?–ჩახლეჩილი ხმით ვკითხე ნერსეს,რომელსაც უკვე ხელშ ვყავდი აყვანილი.
–არმინდოდა შენი გაღვიძება,მაგრამ როგორც ჩანს არგამომივიდა.
–კარგი, ახლა თუ დამსვავ მადლობას გეტყვი.
ნერსემ მიწაე დამსვა.
–მადლობა,–ჰაერი ჩავისუნთქე და ზღვის სუნი ვიგრძენი,ხელები გავშალე–ბათუმი!!!
–ბატონო ბარგი ხომარგაქვთ?–სასტუმროს პერსონალი მოვიდა.
–დიახ საბარგულშია–ნერსემ საბარგულს ახადა და დაეხმარა,რომ სპეციალურ ეტლზე დაედოთ.
მადლობა გადაუხადა ნერსემ და ჩემსკენ წამოვიდა.
–შევიდეთ–ხელი მომხვია და სასტუმროსკენ წავედით.
ბათუ უკვე წელს ზემოთ შიშველი დაგხვდა ჰოლში.
–ღმერთოჩემო–თავში შემოირტყა ხელები ნერსემ.
–ნუ ხარ უჟმური ნახე რა საყვარელია–ბათუსთან მივედი და ლოყებზე ვუჩქმიტე.
–ჰა აღარ წავიდეთ ზღვაზე?–ცქმუტავდა ბათუ.
–იქნებ ამოგვასუნთქო.–წარბები შეკრა ჯიშკარიანმა
-აუუ სულ ნუმიკარგავ მუღამს.
–ბათუ ამ სასტუმრო უდიდესი აუზი აქვს სანამ მოვწესრიგდებით იქ იცურავე და მერე ერთად წავიდეთ კარგი?
–კარგი–ოთახების ამბავს,რომ გაიგებს ასე კარგად აღარ დამელაპარაკება–გაიფიქრა ბათუმ.
ლიფტში შევედით.
–ჩემი ოთახის გასაღები მომეცი–ხელი გავუწოდე ნერსემაც გასაღები ხელში ჩამიგდო.
ჩემი ოთახის ნომერთან დავდექი და კარი გავღე ნერსე უკან მედგა.
–უნდა გამოვიცვალო ნერსე,წადი შენს ოთახში.
–უკვე მოვედი–ოთახში შევიდა და საწოლზე წამოგორდა.
–რას აკეთებ? მეგონა ჩემი ოთახი იყო.–კარი მივკეტე და საწოლთან მივედი.
–შენიც არის.
–მოიცა რას ქვია ჩემი „ც“
–აქედან,რომ მოინდომო ძალიან მარტივად გაიქცევი თან მეტი თავისუფალი ოთახი არიყო.
–მერე არშეიძლებოდა შენდა ბათუ ერთად ყოფილიყავით და მე მარტო?
–რატომ?–ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა–ჩემი საცოლე ხარ–თმა მხრებიდან გადამიწია და ხელი კისერზე შემომხვია–მე კი შენი საქმრო–ჩემს ტუჩებთან ისე ახლოს იყო,რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი,თავს ვეღარ ვიკავებდი მივხვდი,რომ ნერსეს მიმართ ძლიერი გრძნობები მქონდა..
–რამოხდა?–მისი ტუჩების თითოეულ მოძრაობას ვუკვირდებოდი,ხელები ზემოთ ააცურა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია დაიხარა და ლოყაზე მაკოცა,მისმა წვერმა დამფჩხაპნა და ხელი ლოყაზე მოვისვი.
–მაპატიე–გაიცინა და ხელები მოისვა.
–არაუშავს,არ გაიპარსო გიხდება.–გამეღიმა და ჩემოდანი გავხსენი.
–ჩემი და ნერსეს ტანსაცმელები ცალცალკე კარადაში შევალაგე და საცურაო კოსტუმის ჩასაცმელად სააბაზანოში შევედი.
ბორდოსფერი ცალცალი კოსტუმი ჩავიცვი და ზემოდან თხელი ზღვის კაბა გადავიცვი,ოთახში დავბრუნდი,ნერსე აივანზე მობილურზე ლაპარაკობდა,ჩანთა გამოვიღე და საჭირო ნივთები ჩავალაგე.
–ნერსეე!–აივანზე გავედი და ლაპარაკი შევაწყვეტინე.
–ჩაიცვი მალე.
–კარგი ორი წუთი მაცალე.–ლაპარაკი გააგრძელა მე კი საწოლზე ჩამოვჯექი,მობილური მეც მინდოდა,დავიღალე მსოფლიოსგან მოწყვეტილი თვე ნახევარი,რომ ვიყავი.
–წავედით–შემოვიდა ოთახში და ჩანთა მოიკიდა.
აუზთან გავედით და ბათუს დავუწყეთ ძებნა,მალევე შევამჩნიეთ აუზში როგორ თამაშობდა ფრენბურთს.
–ბათუ!–დავუყვირე და ხელი დავუქნიე.
–როგორც იქნა!–აუზიდან ამოხტა–მაპატიეთ ხალხნო საღამოს შემოგიერთდებით–სად იყავით დაგვაღამდა უკვე.
–ნუ წუწუნებ–უთხრა ნერსემ და გასასვლელისკენ წავედით–შენ ესე გაწუნწკლული მოდიხარ?
–აუუ ნუ წამიღე რა ტვინი!–აწუწუნდა ისევ ბათუ.
ორივეს გაგვეცინა და ზღვისკენ ჩავუყევით გზას,ჩვენი სასტუმრო ზღვასთან ძალიან ახლოს იყო.
–რამდენი წელია ზღვაზე არვყოფილვარ–სანაპიროზე მივაბიჯებდი ქვები ფეხებს მტკენდა,მაგრამ მაინც სიამოვნებით მივაბიჯებდი.
–წინ იყურე რამდენჯერ უნდა გითხრა?–მკაცრად გადმომხედა ნერსემ.
–მაცადე რა,ხომ ხედავ როგორ ვითმენ სიხარულისგან ამ ტკივ...–ფეხი გადამიბრუნდა და კოჭის ადგილას ძლიერი ტკივილი ვიგრძენი,ხელით ნერსეს დავეყრდენი.
–ღმერთოჩემო ძალიან მტკივა,ძალიან–ყვირილი დავიწყე–მგონი მოვიტეხე,რაღა ეხლა დამემართა?
–ნუ პანიკიორობ მაცადე ორი წუთი–დაიხარა და კოჭთან მომკიდა.
–აუუ მტკივა ნერსე მტკივა რას აკეთებ!
–მაპატიე,მთავარია,რომ მოტეხილი არარის,წამოდი საავადმყოფოში წავიდეთ.
–არააა გთხოვ რა,გადამივლის,ჩავიდეთ ზღვაზე,თან ბათუს შეხედე ლამისაა ტირილს დაიწყებს.
ბათუს გავხედეთ,რომელიც ამღვრეული თვალებით ხან ჩემს ფეხს შეხედავდა ხან ზღვას.
–სერიოზული არაფერია,ცოტა გამიარა,ცოტახანში ალბათ საერთოდ არ მეტკინება.
–კარგი მოდი–ხელები შემომხვია და ხელში ამიყვანა.
–ისე არიყო საჭირო,რავიცი–ხელები ავიქნიე.
–ახლა მაინც ნუ წუწუნებ,ასეთ ქვებზე მიმყავხარ თანაც ხელში აყვანილი.
–ჩემი ჯენტლმენი ხარ–თმა ავუჩეჩე.
სასტუმროს სპეციალური სანაპირო ჰქონდა გამოყოფილი,სანაპიროზე კომფორტული დივნები იდო ზაგრის მისაღებად და უბრალოდ განსატვირთად იქ დამაწვინა და თვითონაც ჩამოჯდა მეორე დივანზე ბათუ ეგრევე ზღვაში შევარდა.
კაბა გავიხადე და ფეხზე ნელა წამოვდექი ნერსემ ამათვალიერა მობილური ჩანთაში ჩააგდო,ჩუსტები იქვე გავიხადეთ და ზღვისკენ წავედით.
ხელი ჩამკიდა და ზღვაში ნელა შევედით,წყალი ცივი იყო.
–ნერსე ფრთხილად მტკივა ფეხი.
–მოდი აქ–იყვირა და ხელში ამიყვანა.
–რას აკეთებ,რომ დაგივარდე ფეხის მაგივრად კისერს მოვიტეხ.
–არ დამივარდები.
ბოლოხმაზე ვიცინოდით ამ ადამიანთან თავს ბედნიერად ვგრძნობდი,ზღვამ მთლიანად მოიცვა ჩემი სხეული.
–ცივია ცივიიი–ავყვირდი და ნერსეს მხრებზე ვებღაუჭებოდი.
–მოითმინე ცოტახანი და აღარ მოგეჩვენება ცივი.
–აუ ავალ რა მე გავიყინე.
–მოიცა აგიყვან.
–არ მინდა,შევძლებ ჩემითაც–გავიცინე და ნაპირზე ძვლივს ავედი წამოვწექი და მზეს მივეფიცხე.
გავშრი და მზის დამცავი კრემი წავისვი,ბათუ და ნერსე ზღვაში იყვნენ,ნერსე ბათუს აყვინთავებდა,გამეცინა და წამოვწექი.
–უკაცრავად?–მზის სათვალე მოვიხსენი და ახალგაზრდა ბიჭს შევხედე,რომელიც თავზე დამდგომოდა.
–გისმენთ?–წამოვჯექი.
–იცით შორიდან გაკვირდებოდით და ძალიან მომეწონეთ.
–და ასე პირდაპირ მოხვედი და თავხედურად ეუბნები უცხოს ამას?
–ხო რამოხდა? 21–ე საუკუნეა.
–21–ე საუკუნით გინდა შენი საქციელის ახსნა?
–აუ შენ რა გრძელი ენა გქონია,საღოლ.
–შენით წახვალ თუ ამ ქვებზე გაფორთხიალო?–მის უკან ნერსე ისე გამოჩნდა ვერც მივხვდი.
–შენ ვინხარ საერთოდ ტო?!
–ნერსე ჯიშკარიანი.
–და?
–ნერსე არგინდა გთხოვ–ფეხზე ავდექი.
–დაწყნარდი,ლამაზო მოვაგვარებ.–ხელით გამწია იმ ბიჭმა.
–ხელი გაუშვი შე ნაბ***რო.–ნერსემ მუშტი ისე დაარტყა,რომ ძირს დავარდა.–მისკენ დაიხარა,რომ ისევ დაერტყა,მაგრამ ხელი დავუჭირე.
–არგინდა ნერსე,გთხოვ.
–რას მთხოვ ნასია? მოვიდა და დაკერვა დაგიწყო ამ სი**მა.
–ყველა ვინც დაკერვას დამიწყებს უნდა ცემო?
–რა კითხვაა ნასია უფრო ნუ მომიშლი ნერვებს.
–ნერსე რამოხდა?–სველი ბათუ მოვარდა ჩვენთან.
–არაფერი ისეთი.–გაიცინა ნერსემ.
–შენ ნორმალური ხარ? დასისხლიანებული გდია იქ ადამიანი და არაფერი ისეთიო.
–ნუ შეგეხებოდა და არ დასისხლიანდებოდა.
–რამე მეშველება თქვენ ხელში?
–არაფერი–გაიცინა ბათუმ.
–წავიდეთ რა თორე სულ დავიწვი,ხელებს დავხედე სულ გამწითლებოდა.
–კაი წამოდი აიღე შენი ნივთები.
დივნისკენ მივდიოდით იმ ბიჭმა,რომ მოირბინა.
–აი პროსტა **ლი ვიყო შენ თუარ განანო.
ხელი მოუქნია,მაგრამ ბათუმ დაუჭირა და ნერსეს გადახედა.
–არშეწუხდე ჩემო ძმაო ჩემით მივხედავ–ამჯერად ბათუმ დაარტყა და ისევ გაიშხლართა.
გამეცინა თუ მეყვირა აღარ ვიცოდი.
სასტუმროში,რომ დავბრუნდით ოთახში ავედი,გადავივლე და წამოვწექი.
–არ გშია?
–აუ არა მეძინება,რაღაც ვერ ვარ კარგად..–გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე.
–რა ჭირს ჩემს ათანასიას?
გვერძე მომიწვა და თმებზე გადამისვა ხელი.
–არვიცი...
ხელი მომხვია მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა.
–ნასია სიცხე გაქვს–თმა გადამიყარა და ამჯერად ლოყაზე მაკოცა.
–არაუშავს დავიწვი და მაგიტო,დავიძინებ და გამივლის.
–წამალი არ უშველის?
–ნწ,არა–უფრო მივეხუტე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე.
–ჩემი პრინცესა–პლედი გადმომაფარა.
–ნერსე..–ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი.
–ჰოუ.
–ძალიან თბილი ხარ.
ნერსემ გაიცინა და თავზე მაკოცა.

პ.ს ესეც მეცხრე თავი ბოდიში დაგვიანებისთვის,მაგრამ ზაფხულია და ხანდახან ქალაქგარეთ მიწევს გასვლა უინტერნეტობაში.



№1 სტუმარი ანის

ვააახ ძლიიივს...
უფრო მეტ მოქმედებებს ველოდი მაგრამ არაუშავს.....
მომწონს ათანასიას რო ეძახის..
მალე დადე რა შემდეგი

 


№2  offline წევრი იაგამი

კარგია, მაგრამ ცოტა მეტი სიახლეა საჭირო..
იმედია არ მიწყენ

 


№3  offline წევრი truelove

იაგამი
კარგია, მაგრამ ცოტა მეტი სიახლეა საჭირო..
იმედია არ მიწყენ

იაგამი
კარგია, მაგრამ ცოტა მეტი სიახლეა საჭირო..
იმედია არ მიწყენ


არა რა გიწყენ პირიქით ჩემთვის ყველა მკითხველის აზრი ძალიან მნისვნელოვანია <3 <3

 


№4 სტუმარი ვცფბ

როდის იქნება შემდეგი

 


№5  offline წევრი truelove

ვცფბ
როდის იქნება შემდეგი


ხვალ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent