მხოლოდ შენთვის.თავი 5.(დასასრული)
ეგონა მისი ოცნებები მხოლოდ მისი მისაწვდომი იყო,ეგონა მისი სიყვარულიც ხელუხლებელი იყო და სხვისთვის მიუწვდომელი, მაგრამ დგას და საკუთარი თვალით უცქერს როგორ ეხებიან მის საკუთრებას. -ხელი გაუშვი,გაუშვი შენი ბინძური ხელები ჩემს საკუთრებას ლაქას დააჩენ მას და ის ლაქა ცხოვრების ჭუჭყად თანდაყოლილი ლაქად დააჩნდება.ალექსანდრეს ხმამ ორივე გააშეშა და მისი ხელი მთელი სიძლიერით მოქნეული ალის მოხვდა,ალის თვალებში დაუბნელდა ორივე ხელები სახეზე აიფარა და გაიქცა. -ალექსანდრე ვერ დაიჭერ,პოლიციას დავურეკოთ მაგრამ ჯერ უნდა დაწყნარდე. -დავწყნარდე? როგორ დავწყნარდე, ელზა შენ რა გინდა დავწყნარდე და პოლიციას არ შევატყობინო,ან დრო გავიდეს რომ ვერ იპოვონ? -მას მხოლოდ დალაპარაკება უნდოდა,ჯერ კიდევ ცდილობს დამარწმუნოს რომ მე სოფია ვარ მისი ცოლი,მაგრამ ვუთხარი და ავუხსენი რომ ის ავად არის და მას ექიმის დახმარება ჭირდება. -არ ვიცი შენ რას იზამ,მაგრამ მე ხვალ პოლიციას დაველაპარაკები.ელზა ეს ის ადამიანია ვისაც ეს სამი წელი შენთან ერთად ეძინა და დაგაჯერა მისივე შეთხზული ზღაპარი,რომ შენ მისი ცოლი ხარ და შენ მეუბნები,რომ ის ავად არის და უნდა დაეხმარო? მე კი მინდა ის მოვკლა და მოვკლავ კიდევაც.ალექსანდრე სახლიდან გიჟივით გავარდა,ელზა თავადაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა,მერიმ ფეხაკრებით მიუახლოვდა ელზას და წყნარად უთხრა. -შენ სამი წელი დაიკარგე,ვერ ხედავდი მაგრამ მე ვხედავდი და განვიცდიდი მის ტკივილს თუ როგორ ტკიოდა უშენობა და როგორ იტანჯებოდა.დაბრუნდი სამი წლის შემდეგ და გვეგონა ისევ ისეთივე ბედნიერება დაგვიბრუნდა,მაგრამ შენ შეცვლილი დაბრუნდი შვილო.მე შენი დედა ვარ,მე გაგაჩინე და მე გაგზარდე ამიტომ არ მითხრა რომ რამე გაუგებარს და არასწორს ვამბობ.ელზა მინდა სიმართლე მითხრა,იმ კაცის მიმართ გრძნობ რამეს? შენ ის შეგიყვარდა? -არა დედა არა,მაგრამ ის ავად არის და ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება. -საკმარისია ელზა შენ მას სამი წელი ტყვეობაში ყავდი,სამი წელი ტყუილში გაცხოვრა,შენზე ხელიც კი აღმართა და შენ გინდა მას დაეხმარო? თუ არ შეიტან განცხადებას რომ დაიჭირონ,მე წავალ და მე გავაკეთებ განცხადებას მის შესახებ.მერიმ გაბრაზებულმა დატოვა ელზას საძინებელი,გავიდა თუ არა ტელეფონის ხმა შემოესმა და შემდეგ ელზას ხმაც შემოესმა. -სად ხარ,მინდა დაგელაპარაკო. -მეც მინდა გნახო,შენს სახლთან ვარ და გელოდები.უთხრა და გაუთიშა. -ღმერთო რა თავხედია.თქვა ელზამ და თავად დაურეკა. -გისმენ საყვარელო.ალის სითავხედეს ბოლო არ უჩანდა. -მოშორდი ჩემს სახლს და პარკში დამელოდე. -მე........................ალიმ სიტყვის თქმა ვერ დაასრულა,რომ ამჯერად ელზამ გაუთიშა,სასწრაფოდ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.სახლიდან რამოდენიმე მეტრი ფეხით გაიარა და ალისაც შეხვდა. -ვიცოდი რომ მოხვიდოდი,არ აღიარებ მაგრამ ისიც ვიცი რომ მოგენატრე. -რა გინდა ალი ბოლოს და ბოლოს შეეგუე რეალობას და წადი აქედან.ალის ჩაეღიმა და ელზას უთხრა. -წუხელ სიზმარში გნახე,დილით რომ ავდექი შენი სუნამო მთელ სახლში მოვაფრქვიე,რომ შენი სურნელი შევიგრძნო.სოფია გიყვარვარ,თქვი რომ გიყვარვარ. -არ მიყვარხარ,ალი არ მინდა ციხეში წახვიდე შენი დაუფიქრებელი ნაბიჯებით,ჩემს ადგილზე სხვა არც დაფიქრდებოდა და პოლიციას ჩაგაბარებდა,მაგრამ................. -მაგრამ გიყვარვარ და ამიტომ ვერ მიმეტებ ციხისთვის,ასე არ არის? თქვი ხომ ასე არის. -არ არის ასე,შენ რაც გამიკეთე ეს არ არის საპატიებელი,წამლებით ბაბრუებდი და ასე გამაჩერე შენს გვერდით სამი წელი.შენ ვერც კი მიხვდი,რომ ბოლო სამი თვეა მე წამლები არც კი მიმიღია და მეხსიერებაც თავისთავად დამიბრუნდა. -რა თქვი? როგორ თუ არ მიგიღია,მე ხომ ჩემი ხელით მომქონდა წამლები შენთან. -მოგქონდა,მაგრამ მე მათ არ ვიღებდი და ყველაფერი გამახსენდა.წადი ალი და დამტოვე,გთხოვ წადი. -არ შემიძლია,სოფია უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. -იცოცხლებ,შეძლებ და ამას ჩემს გამო გააკეთებ.გაიგე და შეიგნე რომ არა შენ,ჩემი ქმარი ალექსანდრეა და მე ის მიყვარს,შეუშვი შენს თავში რომ მხოლოდ ის სამი წელი ვიყავი სოფია,მაგრამ არ ვარ სოფია მე ელზა ვარ,ელზა. -ტყუილს ამბობ,მე გიყვარვარ,მხოლოდ მე უნდა შეგიყვარდე რადგან მხოლოდ მე ვარ შენი ქმარი და არავითარი ალექსანდრე. -წადი,წადი არ მინდა შენ რომ იყო ჩემს ცხოვრებაში,რა ვერ გაიგე,რას ვამბობ გაუგებარს.ელზა გაიქცა,ალიც ადგა და ყვირილით დაედევნმა უკან. -ტყუილს ამბობ სოფია,ეს ტყუილია მითხარი რომ მომატყულე,მხოლოდ მე ვხვდები და მხოლოდ მე ვიცი რომ ტყუილს ამბობ.ელზამ სახლში შევიდა და სულმოუთქმელად დაცალა ერთი ჭიქა ღვინო,მეორეც მიაყოლსა მესამე ჭიქა შეავსო და წინ დაიდგა.თითქმის თენდებოდა ის ჯერ კიდევ იგივე ადგილზე იჯდა,კარის გაღების და დახურვის ხმამ შეაშინა,ალექსანდრე დაბრუნდა გაოცებულმა შეხედა ელზას და უთხრა. -მინდოდა ამ კითხვაზე გვერდი ამევლო,მაგრამ მაინც უნდა გკითხო რადგან შენი უცნაური ქცევით მაიძულებ შეგეკითხო. -მკითხე,რა გაინტერესებს. -გკითხავ,მაგრამ სიმართლე უნდა მითხრა,რამეს გრძნობ იმ შეშლილი კაცის მიმართ? -ეს რა კითხვაა ალექსანდრე. -სხვაგვარად არ შემიძლია ავხსნა შენი ქცევები ელზა. -ის მარტოსულია გვერდით არავინ არ ჰყავს და წარსულის ტკივილით იტანჯება,სულ ეს არის.მე გარკვევით ვუთხარი მას რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ,შენ ხარ ჩემი ქმარი და სხვა არავინ. -ეს ასეც არის,მაგრამ მინდა იცოდე მე არაფერს არ გაძალებ -რას არ მაძალებ,რას გულისხმობ ალექსანდრე. -ელზა....................... -ალექსანდრე.............ორივეს უჭირდა ნერვების გაკონტროლება,ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ და მათში ვნებამ ამოხეთქა,რამდენიმე წუთში ორივე შიშველი სხეულებით ეხვეოდნენ ერთმანეთს.ვერ გაიგეს როგორ გათენდა,მთელი ღამის უძილარებს დილით ჩაეძინათ და 12 სთ იყო თომამ რომ დაურეკა ალექსანდრეს და ბარში დაპატიჟა ელზასთან ერთად,ელზას გადახედა და უთხრა. -ადექი,მოემზადე და წავიდეთ,თომა ბარში გვიხმობს.ელზა საუცხოოდ გამოიყურებოდა და ბარში მისულს დიდი სიურპრიზი დახვდა,წლების უნახავი მეგობარი მონიკა იდგა და უღიმოდა,მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და კარგი დროც გაატარეს ერთად,ალექსანდრემ რიტა დაინახა,მაგრამ ვერ შეძლო მასთან მისვლა მხოლოდ გაუღიმა შორიდან და ხელის აწევით მიესალმა,მაგრამ წასვლისას დაინახა გარეთ და მიუახლოვდა. -კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრა რიტა. -მიხარია რომ ბედნიერი ხარ ალექსანდრე.უთხრა რიტამ და შებრუნდა,მაგრამ გაშეშდა რადგან ორივემ დაინახა ელზას უკან ალი იდგა,ალექსანდრე გაიქცა და რამოდენიმე წუთი გაშმაგებული ურტყამდა ალის მაგრამ ალიმ დანა ამოიღო ალექსანდრე დაჭრა და თავად გაიქცა,ალექსანდრე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმმა გასინჯა და მკლავზე რამოდენიმე ნაკერი დაადო,სახლში მისულ მერი შეშინებული უცქერდა ალექსანდრეს ხელს და შემდეგ ელზას უთხრა. -ისევ მოგიახლოვდა,ისევ მოვიდა და რატომ? შენ ხომ თქვი რომ გააფრთხილე აღარ მოვიდეს,მაგრამ მოვიდა.ახლავეს გააკეთეთ რამე,შეიტანეთ განცხადება პოლიციაში ამ საშიშ ადამიანზე,თქვენ თუ ახლავეს არ გააკეთებთ ხვალ დილით მე გავაკეთებ.დილით ალექსანდრე ელზასთან ერთად მივიდა პოლიციაში და კომისარს ყველაფერი მოუყვა,კომისარმა მოუსმინა ელზას და უთხრა. -ვერ დაგეხმარებით. -რატომ? თქვენ თუ ვერ დამეხმარებით,ვის ვთხოვო დახმარება,რომ დავუშავო რამე მაშინ ხომ ამოქმედდებით და დამიჭერთ სასჯელსაც მომისჯით.გაუკვირდა ალექსანდრეს პოლიციელის ცივი საუბარი და სიბრაზე ვეღარ გააკონტროლა. -ბატონო ჩვენ მას არ ვიცნობთ,საქართველოს მოქალაქე არ არის,არ ვიცით სად ცხოვრობს და როგორ შევძლოთ თქვენი დახმარება. -ესაა თქვენი გასასამართლებელი პასუხი? წუხელ დამხვდა და დანით დამჭრა,მეტი სამხილი საიდან მოგიტანოთ რომ დაიჭიროთ. -თქვენ ვერ გაიგეთ რა ვთქვი,არ ვიცით სად არის და არ ვიცით სად ვეძებიოთ თუ არ დაგვეხმარეთ. -გასაგებია თქვენი თქმით ამბობთ ,,კისერიც გიტეხიაო'' და მიშვებთ,ჩემი ოჯახი კი შიშში ცხოვრობს იმ მანიაკის გამო,ესე იგი მე თავად უნდა დავიცვა ჩემი ოჯახი რადგან ვხედავ აქ ტყუილად მოვედი და ტყუილად გვაქვს პოლიციის იმედი. -გთხოვთ დამშვიდდეთ ბატონო ალექსანდრე და მოვიფიქროთ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს,მისი ფოტო გვინდა რომ ამოცნობა შევძლოთ. -ფოტო არ მაქვს. -მაშინ უნდა დაველოდოთ მის ზარს,ქალბატონო ელზა ის თქვენ ისევ დაგიკავშირდებათ,ჩვენ მოუსმენთ თქვენს ტელეფონს და თქვენ თუ შეხვედრა გთხოვათ უნდა დათანხმდეთ შეხვედრაზე,ჩვენ თქვენს სიახლოვეს ვიქნებით და მარტო არ დაგტოვებთ.ორი დღე სიწყნარე იყო,მესამე დღეს ისევ დარეკა ელზას ტელეფონზე და ელზამ უპასუხა მშვიდად და აუღელვებლად. -გისმენთ,გისმენთ ვინ არის? -მე ვარ სოფია. -არ გამითიშო ალი გარეთ გავალ რომ დაგელაპარაკო.ელზამ ხელით ანიშნა ალექსანდრეს ალი არისო და მშვიდად გააგრძელა საუბარი. -სოფია გესმის ჩემი? -მესმის ალი ვერანდაზე გამოვედი. -სოფია მინდა გნახო,გთხოვ უარი არ მითხრა -მოვალ შეგხვდები,დღეს ალექსანდრე არ არის სახლში და შემიძლია პარკში შევხვდეთ ერთმანეთს,იქ მოხვალ? -რომელ საათზე შეძლებ გამოსვლას. -8 საათზე. -კარგი 8 საათზე პარკში გელოდები. -არ უნდა დათანხმებულიყავი,მე უნდა შევხვედროდი მას და არა შენ ელზა.უსაყვედურა ელზას ალექსანდრემ. -ჩვენ მოვილაპარაკეთ შენ ხელი გტკივა,მისი ჩემამდე მოსვლაა საჭირო სხვა დანარჩენს პოლიცია მიხედავს.8 საათზე ელზა ალის შეხვდა,შიშით მოავლო გარემოს თვალი და სიბნელეში რამდენიმე პოლიციელს მოკრა თვალი და მშვიდად ამოისუნთქა. -არ მჯეროდა შენი რომ მოხვიდოდი,რომ ისევ შემხვდებოდი და შენ მოდი ეს ნიშნავს რომ ჯერ კიდევ გიყვარვარ. -ალი უნდა წახვიდე ჩვენი ცხოვრებიდან,უნდა შეძლო ყველაფერი დაივიწყო და წახვიდე. -წავალ,ყველაფერს მივატოვებ თუ შენც ჩემთან ერთად წამოხვალ. -არ შემიძლია,მე შვილი მყავს ალი.ალი გაბრაზდა ელზას ხელი ჩაავლო და უყვირა. -შეგიძლია,შეძლებ ჩემთან ერთად წამოსვლას და ჩვენ ჩვენი შვილები გვეყოლება.შენ ქმარს არ უყვარხარ,ნუთუ ვერ ხვდები რომ მას რიტა უყვარს. -რას ბოდავ,ალექსანდრემ ყველაფერი გააკეთა ვეპოვნე და მიპოვა კიდეც,ნუ ცდილობ ისევ შენი ფანტაზიებით გონება ამირიო. -ახლავეს ჩემთან ერთად წამოხვალ სოფია.უეცრად ერთმა პოლიციელმა ალის იარაღი მიადო და უთხრა. -ხელი გაუშვი ახლავეს ქალბატონს.ალიმ დამცინავად შეხედა პოლიციელს და ვითომ გაიკვირვა მისი იქ მოულოდნელი მისვლა. -პოლიციელო? -დიახ გისმენთ. -აქ როგორ გაჩნდით,არ გელოდით. -რას იზამ დედამიწა პატარაა და საქართველო კიდევ უფრო პატარა ქვეყანაა ყველა ქვეყნებს შორის სადაც მოულოდნელობებს დასასრული არ უჩანს და თავად გაოცებულები ვრჩებით,მაგრამ უნდა შევეგუოთ ყველაფერს.ალის უკვე სიბრაზე ერეოდა და პოლიციელს გაბრაზებულმა უთხრა. -ხელი გამიშვი პოლიციელო. -თქვენ გაუშვით ხელი ქალბატონს და ჩვენ წამოგვყევი,ეს თქვენთვის უკეთესია. -ქალბატონო ელზა ხელი მომეცით სამშვიდობოს გაგიყვანთ.მეორე პოლიციელმა ხელი გაუწოდა ელზას და გაიყვანა,მაგრამ ალიმ მასთან მყოფ პოლიციელს ჩაარტყა ელზას ხელი ჩაავლო და მასთან ერთად გაიქცა. -რას აკეთებ გამიშვი ხელი,ხელი გამიშვი.ბოლო ხმაზე ყვიროდა ელზა,პოლიციელები დაიბნენ და მათი მდგომარეობით ისარგებლა ალიმ საკმაოდ ჩამოშორდა ,ელზას ვნებიანი კოცნა დაუტოვა და უთხრა. -მიყვარხარ ეს ყოველთვის გახსოვდეს და მე ისევ დავბრუნდები.ელზა სირბილისაგან ვეღარ სუნთქავდა და ჩაიკეცა. -დაგიშავათ რამე? ხელი შეაშველა პოლიციელმა ელზას და წამოდგომაში დაეხმარა. -არა,არა კარგად ვარ ის გაიქცა და მე აქ დამტოვა.ისევ რამდენიმე დღე დადუმდა ყველაფერი,ერთი კვირის სიმშვიდე ერთმა თვემ შეცვალა და რომ იფიქრეს უკვე აღარ დაბრუნდებაო,სწორედ მაშინ დაბრუნდა ალი.იმ ღამით მხოლოდ ალექსანდრე იყო სახლში,მას ჯერ კიდევ ტკიოდა ხელი და ადვილად მოერია. -ტელეფონი სად გაქვს,ამოიღე ხმა არ გესმის? ტელეფონი სად გაქვსმეთქი.ალექსანდრემ ტელეფონი ამოიღო და............... -დაურეკე სოფიას. -მე არ ვიცნობ სოფიას. -დაურეკე.იყვირა ალიმ და იარაღი ფეხებთან დაუცალა,ალექსანდრემ დაურეკა ელზას და მისი ხმაც გაიგონა. -ალექსანდრე? ალექსანდრე გესმის ჩემი? -ალექსანდრეს დრო არ აქვს გესაუბროს საყვარელო,მე დავბრუნდი შენი ალი. -სად არის ალექსანდრე. -მე ვარ შენი ქმარი,შენ ვის კითხულობ მე მომიკითხე და მითხე როგორ ვარ.როგორ გაბედე და პოლიციას ჩამაბარე იმ ღამით,ამას არ გაპატიებ სოფია. -როგორ შედი სახლში ალი. -შენი ნახვა მინდოდა,არ გაბედო და პოლიციაში არ დარეკო,იცოდე ორივეს მოვკლავ. -ორივეს? ვის ორივეს ალი ვის გულისხმობ. -აქ არის,ისიც აქ არის მასთან ერთად.ხომ გითხარი,რომ ის უყვარსთქო და არ დაიჯერე,თავად მოდი და ნახე. -არ მჯერა შენი. -მოდი და ნახე სოფია,სოფია არ გამითიშო.ელზამ გათიშა ტელეფონი და ალიმ შეხედა ალექსანდრეს. -ახლა აეხდება სიმართლეს ფარდა -რიტა გაუშვი,ჩვენ სამივემ ვილაპარაკოთ. -არა,აქ იქნება და სოფიას ეტყვით რომ თქვენ ერთმანეთი გიყვართ,რომ ერთად უნდა იცხოვროთ. -ვეტყვი მაგრამ რიტა გაუშვი არ არის აქ საჭირო იყოს. -სოფიამ უნდა გაიგოს რომ ატყუებთ.სადისტურად გაიცინა ალიმ და იარაღი დაუმიზნა -შენ არ იცი ჩვენ როგორ ვიყავით ორივე ერთად,ვსეირნობდით ზღვაზე,საოცნებო საღამოები გვქონდა ბუხართან ცეცხლის შუქზე,ჩვენ ერთმანეთს ვუცვლიდით ჩვენს ოცნებებს.არ შემიძლია და ვერ ვივიწყებ მის ღიმილს,მისი ბედნიერებისაგან მოციმციმე თვალებს,ტუჩები თავად რომ მიხმობდნენ და მთხოვდნენ კოცნას,მისი შიშველი მკერდი ჩემს ხელის გულებში,მისი სურნელი.მთელ სხეულს ვუკოცნიდი და ის უფრო გიჟდებოდა,სიამოვნებისაგან კანკალებდა. -ალი,დაუშვი იარაღი მე აქ ვარ,მოვედი.დაუშვი იარაღი,მე გჭირდებოდი და მე აქ ვარ. -არა,შენ სიმართლე არ იცი და უნდა გაიგო. -ვიცი სიმართლე,შენ მართალი ხარ ალექსანდრემ თავადაც არ იცის რიტა როდის შეუყვარდა ალბად მაშინ,როცა ბავშვის ძიძად მუშაობდა ამ სახლში. -შენი არ მჯერა. -სიმართლეს გეუბნები,მე არ მეშინია შენი,რადგან შენ მკვლელი არ ხარ.მაპატიებ? -მხოლოდ მაშინ,ჩემთან ერთად თუ წამოხვალ.მთხოვე გაპატიო,მოდი ჩემთან და არავის შევეხები.ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად,სოფია ხომ წამოხვალ? -დაუშვი იარაღი და წამოვალ.ალიმ ხელი ჩაკიდა ელზას და კარებთან იყვნენ მისულები რომ ალექსანდრემ იყვირა. -ელზა სად მიდიხარ.ალი მობრუნდა და ალექსანდრეს ესროლა,მაგრამ ბრმად ნასროლი ტყვია რიტას მოხვდა. -ალექსანდრე.........................აღმოხდა რიტას და უგონოდ ჩაიკეცა,ელზა შემობრუნდა და გაოცებული უცქერდა უგონოდ მყოფ რიტას და სისხლს. -რიტა,რიტა გესმის ჩემი რიტაააა.რას მიყურებ,ელზა სასწრაფოს დაურეკე. -ეს რა გააკეთე,ალი. -მე არ დავუშვენ შენ რამე დაგემართოს,რიტააააა.ალიმ ხელი ჩაკიდა ელზას და ძალით გაათრია სახლიდან -რას აკეთებ,შენ დამპირდი რომ არავის დაუშავებდი. -მოკეტე და თქვი, სად არის შენი მანქანა. -რად გინდა მანქანა ალი. -ჩვენ აქედან წავალთ. -არა,შენ ახლავეს ჩაბარდები რადგან შენ დანაშაული ჩაიდინე. -არა,ეს არ მოხდება,უკეთესია აქვე მოვიკლა თავი. -უკეთესია შენი ხელით მოიკლა თავი,შენ ავად ხარ ეს არ გესმის. -შენ გაჩუმდები და ახლავეს ჩემთან ერთად წამოხვალ,არ შემეწინააღმდეგო თორემ შენც მოგკლავ სოფია.ალის პოლიცია ფეხ და ფეხ მოსდევდა,ალიმ გზის ასარევად გზიდან გადაუხვია და სოფია შეშინებული გასცქეროდა წინ გზას. -აქ სად გადაუხვიე,ალი ამ გზაზე ორივე მოვკვდებით. -უკეთესია,ჩვენ ორივე ერთად მოვკვდებით.გზა თხრილებით იყო სავსე,უეცრად მკვეთრი მოსახვევში ალიმ ვეღარ დაიჭირა წონასწორობა და მთელი სისწრაფით მიმავალი უზარმაზარ ხეს შეასკდა,პოლიხცია გაჩერდა,იარაღი მოიმარჯვა მაგრამ ალი სადღაც წასულიყო სოფია კი ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი. -სასწრაფოს დაურეკეთ,ის ავადმყოფი ისევ დაგვისხლტდა ხელიდან.ერთ-ერთმა პოლიციელმა გაქცეული ალი შენიშნა და უკან დაედევნა.ალექსანდრეს ნომერზე ნიკას ნომერი დაფიქსირდა და ნიკამ შეშინებული ხმით უთხრა. -ალექსანდრე რა ხდება,შენს სახლთან უამრავი პოლიცია დგას. -დაიჭირეს ის ? -არაფერი არ ვიცი,შენ სად ხარ. -მე საავადმყოფოში ვარ. -მოვდივარ ახლავეს,მომწერე მისამართი სად ხარ.ელზა დასახიჩრებული,დალურჯებული და ხელმოტეხილი იწვა.ნელა-ნელა გაახილა თვალი და შეეცადა წამოდგომას,მაგრამ იქვე მყოფმა ექთანმა არ მისცა უფლება და ექიმს დაუძახა. -ქალბატონო ელზა გადარჩენას გილოცავთ,მართლა სასწაულად გადარით თქვენც და თქვენს სხეულში მყოფი პატარაც. -ვინ? ვინ გადარჩა ჩემთან ერთად? -თქვენი პატარა,თქვენ ორსულად ხართ.ელზა გაოგნებული იწვა და ექიმს უცქერდა,ალექსანდრე კი ნერვიულად დადიოდა,ის ნიკამ გააჩერა და უთხრა. -ელზა,ელზა გაიტაცა იმ მანიაკმა და ხეს შეასკდა,აქ მოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. -რას ამბობ ნიკა. -მძღოლი გაქრა და გაიქცა. -სად არის ან როგორ არის,შემიძლია ვნახო? -აქეთ,აქეთ წამოდი.ალექსანდრე მირბოდა ელზას სახელს გაყვიროდა,ელზა კი გაჭირვებით ადგა ფეხზე და ალექსანდრეს შეხვდა. -აქ ვარ,ალექსანდრე აქ ვარ. -როგორ ხარ,სად წადი როგორ აღმოჩნდი მის გვერდით. -სახლში წავიდეთ და გეტყვი ყველაფერს. -ქალბატონო ელზა თქვენი სახლში წასვლა თქვენს მდგომარეობაში არ შეიძლება.ელზამ ექიმს ანიშნა არაფერი არ ეთქვა პატარას შესახებ და ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა. -ახლავე უნდა წავიდე ალექსანდრე აქედან. -მე წაგიყვან,შენ რიტას მიხედე უთხრა ნიკამ და ელზა სახლში წაიყვანა,ალექსანდრე კი საოპერაციოს წინ იდგა და რიტას ელოდა,ალი კი ფეხში დაჭრილი უგონოდ ეგდო უკაცრიელ ადგილზე,ძაღლის ხმამ გონებაზე მოიყვანა და ადგომას შეეცადა,მას პოლიცია დაეძებდა.ალიმ აურია კვალი პოლიციას,იარა უაზროდ და ბოლოს ისევ ალექსანდრეს სახლს მიადგა,პოლიცია ვერასდროს იფიქრებდა ალი ისევ იქ თუ დაბრუნდებოდა და გადაწყვიტა იქ სარდაფში დამალულიყო.სახლში მხოლოდ ელზა იყო,ნიკა ვერანდაზე გავიდა და ტელეფონზე საუბრობდა,უეცრად ელზას წყლით სავსე ჭიქა გაუვარდა ხელიდან რადგან სამზარეულოში ალი დაადგა თავზე განაწამები სახით და სისხლში ამოსვრილი. -სოფია,სოფია უნდა მიშველო.ელზა მიბრუნდა და თვალებგაფართოვებული უცქერდა ალის გარეთ პოლიციის სირენის ხმა შემოესმათ. -ალი უნდა ჩაბარდე,ეს შენი შანსია იცოცხლო. -არა,არ ჩავბარდები და შენ მომხედავ აქ შენს სახლში.აღარ იცოდა ელზას რა გაეკეთებინა,რა მოემოქმედებინა რომ ალიდან თავი დაეხსნა. -ამ კიბეს ჩაყევი და წყნარად იყავი. -ალი ხის კიბეს ჩაყვა სარდაფში,სახლში პოლიციელები შემოვიდნენ და ელზას გაესაუბრა კომისარმა,ალექსანდრეც დაბრუნდა და კომისარს გაბრაზებულმა შეხედა. -იმის მაგივრად რომ დამნაშავეს ეძებდეთ,აქ ხართ და ჩემს ცოლს ანერვიულრებთ.ხომ გაიგეთ და მიხვდით,რომ ეს ადამიანი არა მარტო ჩემი ოჯახისთვის ყველასთვის საშიშია. -თქვენ სახლში უკანონოდ ინახავდით იარაღს,რომელიც სხვის სახელზეა გაფორმებული.ამ იარაღით ადამიანი დაშავდა,თქვენ ხვდებით რომ დანაშაული ჩაიდინეთ? -მე ჩავიდინე დანაშაული? მე დავჭერი რიტა? მე შევიჭერი სხვის სახლში? კომისარო აზრს ატან რას ამბობთ და რას აკეთებთ? იარაღი ჩემი არ არის,იმ ავადმყოფმა მოიტანა და აქ დააგდო წასვლისას,ნახეთ ზედ ჩემი ანაბეჭდებია? მხოლოდ იარაღი ნახეთ და დაამტკიცეთ რომ ჩემია. ორი თვეა გეუბნებით,რომ ის ადამიანი ავადმყოფია,შეურაცხადია,მას ჩემი ცოლის წაყვანა უნდა,თქვენ რას გააკეთებდით ჩემს ადგილზე,მე რომ იარაღი მქონოდა არც დავფიქრდებოდი ისე ვესროდი და აქვე ჩემს სახლში მოვკლავდი,მაგრამ ის მოვიდა იარაღით თითქოს მე წავართვი მისი საკუთრება და იარაღი რიტას ესროლა,ამაზედაც მე უნდა ვაგო პასუხი? ვინ დაიჭერს დამნაშავეს როცა თქვენ აქ ზიხართ და უაზრო კითხვებს იძლევით.კომისარი ფეხზე წამოდგა და ალექსანდრეს გაბრაზებულმა უთხრა. -დღეს საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ხვალ შემოგივლით,რადგან ახლა ძალიან ანერვიულებული ხართ.პოლიცია წავიდა და ალექსანდრე ელზას მიუბრუნდა გაბრაზებული. -ის ავადმყოფი ჩვენს სახლში შემოვიდა და ადამიანი დაჭრა,გესმის? შენ კი მას ხელი ჩაკიდე და ამ სახლიდან ხელი-ხელ ჩაკიდებული გადი მასთან ერთად,გამაგებინებ და ამიხსნი რას ფიქრობ? ელზას შეეშინდა ალექსანდრე ასეთი სიბრაზით სავსე არასოდეს ენახა და სიმართლე უთხრა. -სახლიდან ძალის გამოყენებით გამიყვანა,ვთხოვდი რომ პოლიციას ჩაბარებოდა,შემდეგ პანიკაში ჩავარდა და დამემუქრა,თუ არ გავყვებოდი თავს მოიკლავდა აქ ჩვენივე სახლში და რა მექნა ალექსანდრე. -რა გექნა? მეკითხები ელზა რა გექნა? უნდა გაგეშვა და თავი მოეკლა,მაგრამ შენ მანქანის გასაღები მიეცი და მასთან ერთად წადი,ჩემზე არც კი იფიქრე ისე ჩამატოვე ხელში მომაკვდავი რიტა და თუ ხვდები შენ ხარ ყველაზე დიდი დამნაშავე,რადგან შენ მას დაეხმარე და რატომ? იმიტომ რომ შენ ის გიყვარს. -შენ? შენ არ გიყვარს რიტა? -რიტამ ცუდი რა გაგიკეთა,შენს შვილს უვლიდა დედასვით და გულში იხუტებდა,იქნებ იმაში ადანაშაულებ კიდეც რომ მან ყველაზე პირველმა გიპოვა. -რას ამბობ ალექსანდრე. -შენ მართალი ხარ,მე გრძნობები მქონდა რიტას მიმართ,მაგრამ არ მივეცი გასაქანი ჩემს გრძნობებს და რატომ? იმიტომ რომ ვიცოდი შენ ერთ დღეს დამიბრუნდებოდი,დაბრუნდი კიდეც,მაგრამ შენ არ ხარ ჩემი ელზა,ელზა ვისაც მე ვიცნობდი,ვინც მე შემიყვარდა და მის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმომედგინა.შენ შეიცვალე ელზა ან სულაც სოფიას როლში ყოფნა მოგეწონა და ძველი სახე ამიტომ ვეღარ დაიბრუნე. -შევიცვალე ამას მეც ვგრძნობ,რადგან სამი წელი ვიცოდი ის ჩემი ქმარი იყო. -ასე შეგიყვარდა სამ წელიწადში ის ავადმყოფი? რას უშვები იმ წლებს ელზა სამი წელი შეყვარებულები ვიყავით,შემდეგ დავქორწინდით და 8 წელი ერთად ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრეთ და 8 წლის ნანატრი მართა შეგვეძინა,ეს იყო შენი რეალური და ბედნიერი ცხოვრება და არა ის სამი წელი რომელიც ტყუილში გაატარე,მაგრამ შენ იმ სამ წელს მისტირი,ალბად მე ვერ მოგეცი იმდენი რაც მან მოგცა.ახლა მითხარი რა გინდა,რას მთხოვ,იქნებ მზად ხარ ერთმანეთს დავშორდეთ? დავშორდეთ,მაგრამ არც იფიქრო მართა წაიყვანო,მას არ გაგატან რადგან ის შენ გააჩინე,მაგრამ არ გაგიზრდია შენ არ იცი მისი სიყვარული,არ იცი რას ნიშნავს გყავდეს შვილი და იყო დედა. -არა,არა,არა არ მინდა დავშორდეთ,მინდა ჩვენი დაკარგული ბედნიერება ვიპოვოთ. -შენ თუ ეს ადამიანი არ დაივიწყე ელზა ჩვენ ერთად ვერასოდეს ვერ ვიქნებით ბედნიერები,ის ყოველთვის ჩვენს შუაში იქნება.ალექსანდრემ სახლის კარი გამოიკეტა და ისევ საავადმყოფოში წავიდა,ელზამ კი საჭირო ნივთები აიღო და კიბეს ჩაუყვა სარდაფში,შუქი აანთო და ალი იპოვა,ჯერ ხელები გაუსუფთავა სისხლისგან და უთხრა. -წადი ჩემი სახლიდან,ნუ გამაკეთებინებ რომ მე ჩაგაბარო პოლიციას. -მხოლოდ შენთან ერთად ცხოვრება მინდოდა ბედნიერად,მაგრამ ვერ შევძელი.არ მინდოდა ვინმესთვის ზიანი მიმეყენებინა,მაგრამ მივაყენე უდანაშაულო გოგო დავჭერი, ამიტომ მივდივარ.სოფია მე წავალ შენგანაც და შენი სახლიდანაც და წავალ შორს.ელზამ შეხედა ალის და ალიმ მიხვდა მის გაოცებულ მზერას. -ვიცი არ გჯერა და ამიტომ მიყურებ ასე გაოცებული,მაგრამ მე წავალ,წავალ შენს გამო რომ შენ მშვიდად იცხოვრო. -სად წახვალ ასეთ მდგომარეობაში ალი. -ნუ ნერვიულობ,მე შენი ცრემლები მეყოფა მთელი ჩემი ცხოვრება რომ ვიცხოვრო.წავიდა,ალიმ გაიარა ეზო და გზაზე გავიდა,ელზა ვერანდაზე იდგა და თვალცრემლიანი გაჰყურებდა გზას,იმ გზას სადაც ალი ნელა-ნელა გაქრა ელზას თვალთახედვიდან.მერი გაბრაზებული უცქერდა შვილს და თვალებს ვერ უჯერებდა,ელზამ რომ ორივე ხელი მუცელზე დაიდო,მიუახლოვდა და უთხრა. -შენ,შენ ორსულად ხარ? -შემეშვი დედა.მოულოდნელად ალექსანდრე დაბრუნდა და მერის მხარზე ხელი დაადო. -ნუ უბრაზდები მერიემ ელზა აცნობიერებს მის დანაშაულს,მაგრამ არც ჩვენ ვართ უშეცდომოები. -მე მხოლოდ თქვენი ბედნიერება მინდა შვილო და დავიბრუნოთ ძველი სიმშვიდე,ამ კაცის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩვენს ოჯახში. -ვიცი,ვიცი მერიემ.მხრებზე ხელი მოხვია ანერვიულებულ ქალს და თავზე აკოცა,მერიმ კი გაბრაზებულმა შეხედა ელზას და უთხრა. -ალექსანდრეს არის ეს ბავშვი? ის ხომ ოცნებობდა ამ სახლში ბევრი პატარა გაზრდილიყო,მითხარი ვინ არის ბავშვის მამა. -არ ვიცი,ხვალ წავალ ექიმთან და გავიგებ. -და თუ იმ შერყეულის არის,რას ფიქრობ. -არც კი დავფიქრდები ისე მოვიშორებ. -მოიშორებ? არა,ამას არ იზამ რადგან დედა შვილს ვერ მოიშორებს,ვერ შეელევი მას ასე ადვილად.კარზე ზარი იყო და ალექსანდრემ გააღო კარი,იქ კომისარი იდგა და უთხრა. -ბატონო ალექსანდრე გთხოვთ რამოდენიმე წუთი დამითმოთ. -გისმენთ,დაიჭირეთ? -არა,ვერ დავიჭირეთ.ვიცი არ დაიჯერებთ,მაგრამ თქვენი მეუღლე მას ეხმარება,შესაძლებელია ახლაც ერთად იყვნენ ან იცოდეს მისი ადგილ სად იმალება. -რას ამბობ კომისარო,ჩემი მეუღლე ორი დღეა სახლიდან არ გასულა. -ძალიანაც კარგი,მაშინ სანერვიულოც არაფერია,შეხვედრამდე.კომისარი წავიდა და ალექსანდრე გაოცებული იდგა.ელზა ერთ დილით ადგა და სახლიდან წავიდა,ქალაქს გასცდა და ერთი ღარიბული სახლი დაინახა,უნდოდა დაესვენა და მშვიდად ეფიქრა,სახლში შევიდა მაგრამ მისდა გასაოცრად იქ ალი დახვდა რომელიც უგონოდ იწვა და სიცხისგან იწვოდა,თან ძილში სოფიას უხმობდა.ანერვიულდა,უკან გაბრუნდა,ახლომდებარე აფთიაქში შევიდა და წამლები იყიდა,ორ დღეში ალი მოასულიერა,ალექსანდრეს ტელეფონზე არ პასუხობდა და ერთ საღამოს კარზე ბრახუნმა შეაშინა ორივე.ელზამ კარი გააღო და განრისხებული ალექსანდრე სახლის სიღრმეში შეიჭრა. -სად გყავს დამალული,სად დამალე არც კი გაბედო ტყუილის თქმა ვიცი რომ მას შენ მალავ პოლიციიდან. -რას ამბობ ალექსანდრე. -სარდაფშიდაც შენ დამალე სწორედ იმ ღამით,როცა მთელი პოლიცია და სპეც რაზმი მას დაეძებდა,შენ კი იქ უსაფრთხოდ გყავდა.კარგად მოიფიქრე,ყოჩაღ ელზა ვერავინ ვერ იფიქრებდა ამხელა ამბის შემდეგ იქ თუ დაბრუნდებოდა და შენ მას დახმარების ხელს გაუწევდი. -არ მინდოდა დავხმარებოდი,რა მიზეზი მქონდა მე დამემალა ის პოლიციისგან. -გქონდა მიზეზი და ეს მიზეზი შენც კარგად იცი რა არის.ამ ადამიანმა ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია,მე დანით დამჭრა,რიტას ესროლა და შენ გქონდა მიზეზი მას დახმარებოდი.გახსოვს პოლიციაში რომ წავედით? წამომყევი,მაგრამ ნახევარი გულით,შენ არ გინდოდა წამოსვლა,რადგან არ გინდოდა ის დაეჭირათ.შენ ორსულად ხარ და მე არაფერს მეუბნები,როგორ შეძელი და არ მითხარი. -არ უნდა,არ უნდა.................... -რა,არ უნდა მცოდნოდა? -მიყვარხარ,ალექსანდრე მიყვარხარ. -შენი ერთი სიტყვის არ მჯერა.ალექსანდრე წავიდა და გაბრაზებული და თვალებ-ჩაწითლებული ალი ელზას წინ დადგა,ელზამ შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -დაივიწყე რაც გაიგონე. -რა დავივიწყო რომ შვილი მეყოლება? დავივიწყო ჩემი შვილი,ჩემი პატარა ვინც ამ წუთში შენს მუცელში ზის და ნელა-ნელა უნდა გაიზარდოს? რა დავივიწყო სოფია ან რის დავიწყებას მთხოვ. -დაივიწყე ეს ბავშვი არ არსებობს,რადგან ის არ დაიბადება ან როგორ იფიქრე რომ შენს გამო........................... -ჩემს გამო ოჯახს როგორ დატოვებ,ამის თქმა გინდა სოფია? მაგრამ მე გეუბნები რომ დატოვებ ოჯახს,ყველას და ყველაფერს მიატოვებ და მე გამომყვები,ეს კი სულ მალე მოხდება.შეხედე ჩემს გამო რამდენი რამ გააკეთე ამ დღეებში? შენ ჩემი ჭრილობები ცრემლით და სიყვარულით მოაშუშე,ალექსანდრემ ძალიან კარგად მიხვდა ყველაფერს,შენ ეს ყველაფერი სიყვარულის გამო გააკეთე,რადგან ის რაც გააკეთე მხოლოდ შეყვარებულ ქალს შეეძლო გაეკეთებინა. -დამპირდი რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდოდი,მეზიზღები შენს სიტყვას რატომ არ ასრულებ. -არ ვიცოდი,არ ვიცოდი ეს ორსულობა. -არ მომძებნო,არ მომიახლოვდე ჩემი ხელით მოგკლავ თუ გზაზე გადამეღობები.ელზა წავიდა და ეს გადაწყვიტა ორსულობა შეეჩერებინა,იმ დღესვე მივიდა ექიმთან და აბორტის გაკეთება მოითხოვა,რაზედაც უარი მიიღო. -ელზა დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ? -როგორც არასდროს მაიკო და გთხოვ ნუ მეტყვი უარს,ეს ბავშვი უნდა მოვიშორო. -დღეს ეს არ მოხდება,ამ საღამოს არ ივახშმო და დილით წყალიც არ დალიო,მოდი და გავაკეთოთ,შუადღემდე აქ გაგაჩერებ და რომ დავრწმუნდები ყველაფერი კარგადაა გაგიშვებ სახლში.ელზა საავადმყოფოდან გამოვიდა და მას მანქანაში ალი დახვდა. -აქ როგორ შემოდი,როგორ გააღე მანქანის კარი. -გაიკეთე? შვილი მომიკალი? -წადი ალი წადიიიიიი,წადიი თორემ რაღაც ისეთს ჩავიდენ,ეს რაღაც ძალიან ცუდი იქნება. -ვერ შეძლებ,მე ცუდს ვერ დამმართებ,რადგან შენც ისევე ძლიერ გიყვარვარ როგორც მე მიყვარხარ. -წადი აქედან,წადიიიი. -წავალ,მაგრამ ერთად წავალთ.ახლა დამშვიდდი და მშვიდად მიმიყვანე ისევ იმ სახლში.ელზამ გაბრაზებულმა დაძრა მანქანა და რამდენიმე წუთში ისევ იმ სახლში იყო,ალის შეუმჩნევლად დანა აიღო,მაგრამ ალიმ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -შენ რა გინდა დანით მომკლა? -არც დავფიქრდები ისე მოგკლავ.ალიმ მიუახლოვდა და მკლავზე ხელი მოუჭირა,მაგრამ ელზამ მარჯვენა ხელი მოუქნია და გულთან ახლოს საკმაოდ ღრმა ჭრილობა დაუტოვა,არ ელოდა ალი და ჯერ ჭრილობას შეხედა და შემდეგ ელზას. -შენ ეს გააკეთე,თქვი და გააკეთე. -წადი,თავი დამანებე რატომ არ გინდა გაიგო,წადიიიიი.ელზას შეეშინდა ალის პერანგზე რომ სისხლი დაინახა და შეშინებულმა მიატოვა დაჭრილი ალი და წავიდა.რამოდენიმე საათის შემდეგ ალიმ სახლში მიაკითხა ელზას და ძალის გამოყენებით გამოიყვანა სახლიდან და წაიყვანა. -რას აკეთებ,გვიპოვნიან და უამრავი წელი ციხეში მოგიწევს გაატარო. -აქ არ გავჩერდებით,ჩვენ იტალიაში წავალთ და იქ ახალ სახლს ვიყიდი,ორივე ცხოვრებას სულ ახალი ფურცლიდან დავიწყებთ და ჩვენს პატარას ერთად გავზრდით.ელზა შიშმა და კანკალმა აიტანა,ალიმ შეხედა და უთხრა. -ნუ ნერვიულობ,უნდა გიხაროდეს რომ მე და შენ შვილი გვეყოლება სოფია. -შენ მე ისევ სოფია დამიძახე. -მოგესმა. -არა,არ მომესმა. -მოგესმათქო რომ გეუბნები უნდა გაიგონო.ალიმ მთელი ხმით იყვირა და ელზას შეეშინდა. -ტუალეტში მინდა გააჩერე. -არ შეიძლება უნდა მოითმინო. -ტუალეტში მინდა როგორ მოვითმინო.არც ელზამ დააკლო ყვირილი ალის და ალიმაც ბენზინ გასამართთან გააჩერა,ელზა წავიდა მაგრამ ალიც თან გაყვა უკან.ელზამ მოახერხა და ტუალეტში მყოფ ქალს ტელეფონი თხოვა,ალექსანდრემ შეამჩნია და არც დაფიქრდა ელზას ისე ძლიერად გაარტყა ხელი,ელზაც გაბრაზდა და მთელი ხმით იყვირა. -გამიშვიიიი,არ მინდა შენთან ერთად წამოვიდე,გამიშვიიიი.იქ მყოფ ქალს შეეცოდა ელზა და პოლიციას დაურეკა,ელზამ მიუხვდა ქალის თვალებით ნათქვამს და წასასვლელად ფეხს ითრევდა,ალი კი აგრძელებდა. -ვერსად ვერ წახვალ,შენი ადგილი მხოლოდ ჩემს გვერდით არის,მხოლოდ ჩემს გვერდით.არ გაბედო და მეორედ ეს არ გააკეთო,იცოდე შენც მოგკლავ და დედაშენსაც.ისევ ძალით მიათრევდა ელზას და გაოცებული ხალხის მზერას თვალს არიდებდა,ელზა კი გაჰკიოდა. -დედაჩემთან რა გინდა,რა უქენი დედაჩემს ცხოველო.გააჩერე,უკან უნდა დავბრუნდე გააჩერე.ალიმ ელზას შეხედა და გულიანად გაიცინა. -იმედია ვიღაც მიუსწრებს და პირს გაუხსნის,სხვაგვარად დედას ვერ დაიტირებ. ბოდიში საყვარელო,მაგრამ მე ჩემს პატარაზე ვიზრუნე და დედაშენისთვის დრო აღარ დამიტოვე. -დედა,დედიკო მაპატიე.ატირდა ელზა მაგრამ მისი ტირილი ალის გულთან არ მიუტანია.ალექსანდრემ რამდენჯერმე დარეკა ელზას ნომერზე მაგრამ უშედეგოდ,შემდეგ მერის დაურეკა და იქაც უშედეგოდ,სამუშაოს გული ვერ დაუდო მართა გამოიყვანა ბაღიდან და სახლში წავიდნენ მამა-შვილი,სახლი ცარიელი დახვდათ არც დედა იყო სახლში და არც ბებია.სამარისებული სიჩუმე იყო სახლში რაც ალექსანდრეს არ მოეწონა ეს სიჩუმე,სულ მალე რაღაც ღმუილი შემოესმა და ხმას მიყვა,ხმამ ის სააბაზანოში მიიყვანა,კარი გააღო და მერი ხელ-ფეხ შეკრული და პირ აკრული დახვდა.სასწრაფოდ შეუხსნა ხელ-ფეხი და პირიც აუხსნა. -უშველე ალექსანდრე,ელზას უშველე სახლიდან ძალით გაიყვანა მე კი ასე დამტოვა,იმ ავადმყოფმა ჩემი შვილი გაიტაცა. -აქ როგორ შემოვიდა,კარი შენ გაუღე? -არა,არა მაგ შერეკილს როგორ შემოვუშვებდი სახლში,არ ვიცი როგორ მაგრამ შემოვიდა და ელზა ძალით წაიყვანა. -დამშვიდდი,გამომართვი ეს დალიე დაგამშვიდებს.ალექსანდრემ მაგიდაზე წერილი ნახა და ხელის კანკალით აიღო ხელში თეთრი ქაღალდი და წაიკითხა. -,,ალექსანდრე შენც და მეც დრო გვჭირდება,მე ბევრი ვიფიქრე ეს დღეები და გადაწყვეტილება მივიღე,რომ ალისთან დავბრუნდე და მთელი ჩემი ცხოვრება მის გვერდით გავატარო.ვიცი რომ ძალიან არ ინერვიულებ,რადგან რიტა შენს გვერდით არის.მშვიდობით,დედაჩემს მე თავად შევეხმიანები და ავუხსნი''. -არა,ეს არ არის ელზას დაწერილი ის ადგა თავზე და კარნახობდა რა დაეწერა,ალექსანდრე გთხოვ დაიხსენი ჩემი შვილი ამ მანიაკისგან,ელზა არსად არ წავიდოდა ჩემს გაუფრთხილებლად მე მჯერა მისი,მე ვიცნობ ჩემს შვილს. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი როგორ დავუჯერო ქლს რომელმაც უამრავჯერ დაეხმარა იმ ადამიანს ვინც ოჯახი წაართვა და უზარმაზარი ტკივილი მიაყენა.ალიმ ბევრი იწვალა,მაგრამ უამრავი ნაცნობების დახმარებით იტალიაში გადავიდა,ელზას თავისივე ხელზე მიბმულს დაატარებდა,რადგან ეშინოდა.როგორც იქნა რამდენიმე დღიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ სახლშიდაც მივიდა. -მოვედით,აი ჩვენი სახლიც ძალიან მოგეწონება.ელზას უკვე ზიზღის გრძნობა ჰქონდა ალის მიმართ და რომ ხედავდა გულიც კი ერეოდა. -გამხიარულდი გაიღიმე რა გჭირს,აქ ჩვენ ძალიან,ძალიან ბედნიერები ვიქნებით. -საერთოდ არ გაღელვებს რომ შესაძლებელია დედაჩემი უკვე მკვდარია? -ცოტა ხნის წინ გავიგე რომ მშვენივრად არის. -როგორ,როგორ გაიგე რომ კარგად არის ვის დაურეკე. -აქ მოდი და თავად ნახავ.ელზა ალის მიუახლოვდა და ალიმ ტელეფონში ვიდეო გახსნა,ელზამ დაინახა კარებთან გასვლამდე კართან იდგა ალექსანდრე და მერი,ისინი საუბრობდნენ. -შენ რა კამერა დააყენე ჩემს სახლში? დედაჩემს რას ერჩოდი ავადმყოფო. -არაფელს,სრულიად არაფერს მე ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინე,მაგრამ შენ ვერ გაიგებ,ეს არაფერია იმასთან რაც მე დედაშენს გავუკეთე,შენ გინდოდა ჩემი შვილი მოგეკლა ამიტომ აქ ამ ოთახში იქნები და მე როცა მომინდება გარეთ მაშინ გახვალ. -რას აკეთებ,გინდა ჩამკეტო და აქ ძალით მაცხოვრო? რა დროც არ უნდა გავიდეს მაინც წავალ,აქ არ გავჩერდები,შენს გვერდით არ გავჩერდები,არა. -მეც ცუდად ვარ ძალის გამოყენება რომ დამჭირდა და აქ ისე მოგიყვანე,ვხედავ ჩემი საქციელით შენს თვალებში სიყვარული გაქრა. -რადგან ამას მიხვდი რომ არ მიყვარხარ,გამიშვი. -არა,არ გაგიშვებ და აქ იქნები მანამ,სანამ ჩემი შვილი არ დაიბადება,შემდეგ კი სადაც გინდა იქ წადი,რადგან უსიყვარულოდ ჩემს გვერდით შენი ადგილი არ არის.ორი კვირა გავიდა და ელზას კვალს ვერავინ ვერსად ვერ მიაგნო,ის არსად არ იყო დაფიქსირებული რადგან ის კანონიერად არ გასულა ქვეყნიდან,მაგრამ ის იტალიაში იყო უზარმაზარი სახლის ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი.ერთ დღესაც ალიმ ოთახის კარი ღიად დატოვა,ელზა გამოვიდა ოთახიდან და ფეხ და ფეხ შემოიარა ეზო და მიხვდა ამ უზარმაზარ სახლში სულ მარტო იყო.ეზოდან გასასვლელთან მივიდა და დაკეტილი დახვდა,ეგონა ციხის გისოსებიან კართან იდგა და გარეთ სამყაროს იქედან უყურებდა.უკან გამობრუნდა და დააპირა ოთახში ასულიყო,რომ ეზოს გალავანს შეხედა,სახლს ქვის გალავანი ერტყა.ბევრი არც უფიქრია გალავანთან ახლოს ხე იყო,იმ ხეზე ავიდა და გალავანზეც გადავიდა და სიბნელეშიც ჩაიკარგა.ირბინა,ირბინა და სირბილში ახლო მდებარე სოფელში შევიდა სულს ძლივს ითქვამდა,ერთ-ერთი შენობიდან შუქი გამოდიოდა და იქ შევიდა,ტელეფონი ითხოვა,მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია მას ხომ ფული არ ჰქონდა.შიოდა,ძალიან შიოდა მაგრამ გარეთ გამოვიდა და სიბნელეში დაჯდა,ზღვას შეხედა ფეხზე წამოდგა და ზღვისკენ წავიდა,ნელა ნელა წყალში იწყო შესვლა,წელამდე რომ შევიდა წყალში მოულოდნელად ძლიერმა ტალღამ დაარტყა და ნაპირზე გამოისროლა,თითქოს გააფრთხილა ,,ნუ მეთამაშები,არ გინდა ჩემთან თამაში რადგან ცუდად დაასრულებო''. თვალი გაახილა მიწაზე მწოლიარემ და იგრძო რომ ქვიშაზე არ იწვა და წელზეც ძალიან უჭერდა რაღაც,ხელით მიწაზე დაეყრდნო და ადგომას შეეცადა,მაგრამ მის ქვემოთ ალი იყო და მისი ხელები სუროსავით შემოეხვია ელზასთვის.როგორც იქნა ადგა და ალის შეხედა. -როგორ მომაგენი. -არც დამიტოვებიხარ,შენს ყველა ნაბიჯს ვითვლიდი რადგან მე უკან მოგყვებოდი. -შენს გამო მე ყველა და ყველაფერი დავკარგე,მეზიზღები ალი მეზიზღები. -წამოდი აქ ზღვის ჰაერი ურტყამს და გაცივდები.სახლში წაიყვანა და ცხელი ჩაი დაალევინა,შემდეგ კი საწოლში ჩააწვინა.დაღლილს მალე ჩაეძინა და დილამდე ეძინა,დილით ალიმ საუზმე შეუტანა ელზას მაგრამ ხელი აუკრა ფოდნოსს და საუზმეც იატაკზე დაიღვარა.ალიმ სიბრაზისგან კბილები ერთმანეთს დააჭირა და ასე ჩაიხშო მოწოლილი სიბრაზე,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და უთხრა. -დარეკე,გაიგე როგორ არის დედა.ელზამ ტელეფონი აიღო და ალექსანდრეს დაურეკა,მაგრამ ალექსანდრეს ტელეფონი რიტამ აიღო და უცხო ნომრის დანახვაზე გულმა ძლიერად დაარტყა,ალექსანდრეს გახედა და ნომის წაშლა უნდოდა მაგრამ ვერ მოასწრო. -ჩემი ტელეფონი იყო? შეეკითხა რიტას და ტელეფონი ხელში აიღო. -შენ უპასუხე,ვინ იყო გითხრა? რიტა ხმას არ იღებდა და ალექსანდრემ კითხვა გაუმეორა. -რიტა რატომ შეეხე ჩემს ტელეფონს და თუ შეეხე ვინ იყო,ვინ დარეკა. -არ ვიცი ვინ იყო,უცხო ნომერი იყო და გავთიშე. -ის იყო,ელზა იყო და შენ გათიშე,რატომ რიტა რატომ. -ის იმ მამაკაცთან ერთად წავიდა გაიგე ეს ბოლოს და ბოლოს. -მომისმინე,ჩვენ წლები ვიცხოვრეთ ერთად და არასოდეს ელზას ჩემი ტელეფონი არ აუღია და არ გაუხსნია,შენ კი აიღე და გათიშე,რატომ რა გაინტერესებდა. -არ ჩავთვალე საჭიროდ ამ ზარზე გეპასუხა,არ მეგონა თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო. -მნიშვნელოვანი იყო და იცი რატომ? იმ ავადმყოფმა მერის დაარტყა და შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრა,ასევე პირიც აუკრა და მიატოვა,დარწმუნებული არ ვარ ელზა მას თავისი ნებით გაჰყოლოდა. -რას ამბობ,ვინ დაგაჯერა ეს თეატრი ალექსანდრე და შენ ისევ გგონია რომ შენს ცოლს ისევ უყვარხარ? მაშინ სად არის ახლა და რატომ არ არის შენს გვერდით? ის ახლა ძალიან შორს არის აქედან,სადღაც და სადაც არის მშვენივრად ნებივრობს საყვარელ მამაკაცთან ერთად.გაიგე ისინი შვილს ელოდებიან,ის იმ ავადმყოფს შვილს გაუჩენს და ერთად იცხოვრებენ. -ნუ ცდილობ რიტა დამარწმუნო ელზას სიცუდეში,ნუ ცდილობ ტვინი გადამიბრუნო და მის ძებნაზე ხელი ავიღო. -ასე თუ გიყვარს ისევ შენი ცოლი,მე შემეშვი. -არც არაფერი დამიძალებია შენთვის და არც რამეს შეგპირებივარ,რაც მოხდა შენი სურვილით მოხდა.ალექსანდრე კართან მივიდა და რიტამ ტირილით უთხრა. -არ წახვიდე, ალექსანდრე არ დამტოვო. -შენ არ ცდილობ მე ბედნიერი ვიყო, რიტა შენ ცდილობ ბედნიერება წამართვა,მაგრამ კარგად იცი მე შენ არ მიყვარხარ და ვერც შევძლებ შეგიყვარო,რადგან ეს არ შემიძლია.ალექსანდრე წავიდა,ალი კი მთელი ენერგიას ახარჯებდა ბავშვის ოთახის მოწყობას,ელზამ მუცელში ტკივილი იგრძნო და კარზე დააბრახუნა ალიმ ყურადღება არ მიაქცია,როცა დაიღალა კარიც გააღო. -უნდა ვილაპარაკოთ.უთხრა ელზამ. -ისევ წასვლაზე? -არა,წასვლაზე არა. -აბა რაზე უნდა ვილაპარაკოთ,თქვი რა გაქვს სათქმელი.ელზას უნდოდა ეთქვა ტკივილის შესახებ,მაგრამ ალიმ არ დააცადა და მხრებში წაავლო ხელი და მაგრად შეანჯღრია. -ამოიგდე თავიდან წასვლა,რადგან ვერსად ვერ წახვალ. -ხელი გამიშვი,თუ მართლა გიყვარვარ ხელი გამიშვი მტკივა,ძალიან მტკივა.ტიროდა ელზა,ალი კი ისევ ყვიროდა. -ამოიგდე თავიდან წასვლა,ამოიგდე თავიდან წასვლა,გესმის? ამოიგდე თავიდან წასვლა. -მტკივა,მტკივა,ძალიან მტკივა.ელზა ძირს დაეცა და ალი ისევ უყვიროდა,ვერ შეძლო თავის დახსნა,ვერ შეძლო მიდგან გაქცევა და ცალი ხელით აგურის ნატეხი აიღო ალის სახეში ჩაარტყა,ალიმ სიმწრისგან დაიღმუილა და ელზას მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გაარტყა,ეტკინა მაგრამ როგორც იქნა შეძლო ელზამ ადგომა,მაგრამ ალიმ ისევ დაარტყა და უკვე ძალიან დასუსტებულმა ელზამ თავი ვერ შეიკავა და ვერანდიდან გადავარდა.ალიმ ჯერ მაღლიდან გადმოხედა ელზას და შემდეგ სირბილით გაიქცა,ნახა ელზა სისხლის გუბეში იწვა.შეეშინდა,ძალიან შეეშინდა და ვერ შეეხო,სასწრაფოს დაურეკა და საავადმყოფოში გადაიყვანა.ალექსანდრემ გაიგო რომ ელზა იტალიაში იყო და არც დაფიქრებულა იტალიაში ისე გაემგზავრა,ის იმ საავადმყოფოში მივიდა სადაც ელზა იწვა და ექიმიც ინახულა. -შეიძლება ექიმო? -შემობრძანდით. -ალექსანდრე ბერიძე საქართველოდან,თქვენ დამირეკეთ ორი დღის წინ. -დიახ,დიახ თქვენ უკვე აქ ხართ. -შეგიძლიათ მითხრათ რამე იმ ქალის შესახებ. -მან მითხრა რომ თქვენი მეუღლეა და მთხოვა თქვენთვის დამერეკა,სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი დარეკვას,მაგრამ უცნაურად მომეჩვენა მისი მდგომარეობა. -რას გულისხმობთ უცნაურობაში. -მას მამაკაცი ახლდა და არ დატოვა პაციენტი მთელი ის დრო აქ იყო რაც პაცენტს დაჭირდა ყოფილიყო,არც დღე და არც ღამე,ის ზრუნავდა მხოლოდ ბავშვზე და არა ბავშვის დედაზე.ქალის დალურჯებულმა სხეულმა მიმახვედრა რომ ის მასთან იძულებით იყო,შიშით უცქერდა მამაკაცს და ერთ ღამით როცა მე თავად ვმორიგეობდი შევამჩნიე,რომ მისივე ხელზე ჰქონდა სოფიას ხელი მიბმული. -პოლიციას შეატყობინეთ? -შევატყობინე და ისინი თქვენ გელოდებიან და თან მათ სახლსაც უთვალთვალებენ. ალექსანდრე და ნიკა გაოცებულები უცქერდნენ ერთმანეთს,ექიმს მადლობა მოუხადეს და საავადმყოფო მშვიდად დატოვეს,მაგრამ ექიმმა მას პოლიციელის ნომერი მისცა და თან უთხრა სად უნდა ენახათ.მოშივდათ და ერთ რესტორანში შევიდნენ,მოულოდნელად მათ ერთი ქალბატონი მიუახლოვდა და შეეკითხათ. -თქვენ იცნობთ ალის და სოფიას? -თქვენ? თქვენ იცნობთ მათ? -სოფია გარდაიცვალა 5 წლის წინ,მაგრამ ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. -რატომ? რატომ არ გჯერათ რომ არ იყო უბედური შემთხვევა? -იმიტომ რომ ეს ალის მოწყობილია,სოფია ორსულად იყო,მაგრამ მას ცუდად ექცეოდა ალი და ბავშვი დაკარგა.განა უნდოდა დაეკარგა? ის ალიმ სცემა,დაეცა და დაკარგა პატარა ალიმ კი შენ განგებ მომიკალი შვილიო და ისიც მოიშორა თავიდან,ზღვაში დაახრჩო. -ღმერთო ახლა გავგიჟდები.თქვა ალექსანდრემ და ნიკას შეხედა,ნიკას რომელსაც სახე შეცვლილი ჰქონდა ის ალექსანდრეს უცქერდა,შემდეგ ორივემ ისევ იმ ქალბატონს შეხედეს. -ნუ მიყურებთ ასე გაოცებულები,ალი ფსიქიკურად ვერ არის კარგად ის ფსიქიატრიულშიდაც იწვა გარკვეული დრო და თუ ახლა თქვენი ახლობელი მასთან აარის უშველეთ,უშველეთ და დაიხსენით მისგან. -მადლობა,მაგრამ არ ვიცით სად ვიპოვოთ. -ის ქალაქიდან შორს მამის სახლში იქნება,იქ იმალება ყოველთვის როცა ცუდს სჩადის.ალექსანდრემ მისამართი ჩაიწერა და წავიდა,დიდი სიჩქარით მიდიოდა რომ გზაში ლამის შავ ჯიპს შეასკდა,ორივემ გააჩერეს და ალექსანდრე მანქანიდან გადავიდა,მძღოლმა დაინახა ალექსანდრე და შეშინებულმა დაძრა მანქანა,სახლში მივიდა და ელზა ძალის გამოყენებით გამოიყვანა სახლიდან და საჩქაროდ დატოვა სახლი.ალექსანდრემ ერთი შეიგინა და გზა გააგრძელა,ბევრი აღარ უვლია და სახლი მიაგნო მაგრამ ელზა იქ არ დახვდათ,ალიმ ელზა იმ სახლიდან წაიყვანა. -სად მიდიხარ ასეთი დიდი სისწრაფით,ვინ მოგდევს მოჩვენება დაინახე? ალი ხმას არ იღებდა,რამდენიმე საათი იარეს და ქალაქში შევიდნენ,ერთ დიდ და უზარმაზარ სახლთან გააჩერა,ელზას ხელები შეუკრა და წავიდა.კარზე ზარი მისცა და დაელოდა,ცოტა ხანში კარი გაიღო და მის წინ მდგარ მამაკაცს მიესალმა. -გამარჯობა ვახო. -ალი? ამდენი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდი? -გაუფრთხილებლად მოვედი,მაპატიე მაგრამ უნდა მენახე,ვახო მჭირდები. -ჯერ ყავა. -ყავა? არა,არა ყავა არ მინდა მხოლოდ ის მითხარი, დამეხმარები? ალბად ჩემზე ნაწყენი ხარ აღარ შეგეხმიანე,სოფიას გარდაცვალების შემდეგ დავიწყება მინდოდა ყველასი და ყველაფრის,მაგრამ სამი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა,ამიტომ უნდა დამეხმარო. -რა მოხდა,ასე რამ აგაფორიაქა. -საქართველოში მეძებენ,ისე როგორც თურქეთში. -ელზა? დაუშავე რამე ელზას? -ყველაფერი მივატოვე და გამოვიქეცი,მეკითხები ელზა? არა,არაფერი დამიშავებია მან ცხოვრების გაგრძელრების საშუალება მომცა,სოფია მოკვდა და ელზა გამოჩნდა.ბედნიერი მინდოდა ვყოფილიყავი მასთან,ისე როგორც სოფიასთან.მინდა სახლი რომ დავიმალო,ისე მიყურებ მივხვდი შენც არ გჯერა ჩემი,არ გჯერა მეგობრის ვისაც წლებია იცნობ. -ალი ახლა ვფიქრობ და ჩემს თავს იცი რას ვეკითხები? გიცნობდი კი საერთოდ? შენ ძალიან შეიცვალე ალი. -მართალი ხარ,მე შევიცვალე და შენც დაივიწყე რომ მნახე.ალი კარებისკენ წავიდა,მაგრამ ვახომ შეაჩერა და უხრა. -გასაღები აიღე და ჩემს ვილაზე წადი,იქ იყავი ვერავინ ვერ მოგაგნებს. -შენ? -მე მოგვიანებით მოვალ. -მადლობა მეგობარო.ალიმ ვილის გასაღები წაიღო და წავიდა,ვახომ კი ტელეფონზე გადარეკა და ანერვიულებული სიტყვებს ვეღარ პოულობდა,ალი კი მივიდა ვილაზე და დაღლილმა ელზამ წყალი გადაივლო,ალიმ ის ისევ ჩაკეტა ოთახში.გარეთ ამინდი შეიცვალა,ცაზე შავი ღრუბელი ჩამოწვა და საშინელი გრუხუნიც მოიტანა,ალექსანდრემ და ნიკამ სასტუმროს რესტორანში ივახშმეს და უკვე წასვლას აპირებდნენ,რომ მათ მაგიდასთან ვიღაცამ სკამი გამოწია და მათ გვერდით რიტამ დაიკავა ადგილი. -რიტა? აქ რას აკეთებ. -ეს საქმე მე წამოვიწყე და მინდა ბოლომდე შენს გვერდით ვიყო,ალექსანდრეს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და ნიკამ აუხსნა ყველაფერი რიტას და რიტამ გაბრწყინებული თვალებით შეხედა ალექსანდრეს. -ლევანი,ჩვენ მხოლოდ ლევანი დაგვეხმარება.ალექსანდრე თითქოს გამოფხიზლდდა და რიტას შეხედა. -ვინ არის ლევანი. -დეტექტივი,ვინც საინტერესო ინფორმაცია მოიძია სოფიაზე და ის იცნობს ალის მეგობარს. -მერე? როგორ უნდა დავუკავშირდეთ მას. -მე მაქვს მისი ნომერი,ან მესენჯერში დავურეკავ.რიტამ ტელეფონი გახსნა და მესენჯერში დაურეკა ლევანს. -რიტა? სად ხარ რომ დაიკარგე. -ლევან როგორ ხარ მეგობარო. -კარგად ვარ,თავად? -კარგად ვიქნები თუ ჩემს დახმარებას შეძლებ ლევან. -გისმენ,რა მოხდა. -ხომ გახსოვს ელზას პოვნაში რომ დამეხმარე. -კი,კი ძალიან საინტერესო თემა იყო ჩემს პრაქტიკაში,მითხარი ახლა რა უნდა გავაკეთო,ვინ გინდა ვიპოვო რიტა. -ლევან გაიგებდი ელზა ისევ დაიკარგა,იმ ავადმყოფმა ალიმ გაიტაცა და მათ კვალს ვერ მივაგენით,გვჭირდება მისი მეგობრის ნომერი იტალიაში რიომ ყავს ქართველი მეგობარი. -ვიპოვი ახლავეს მის ნომერს ჯერ კიდევ ოფისში ვარ,დამელოდები? -კი,კი დაგელოდები.ლევანს რამდენიმე წამი დაჭირდა საჭირო საბუთი მოეძებმნა და რიტას ისევ შეეხმიანა. -აქ ხარ? ვიპოვე რიტა. -მითხაერი ლევან ჩავიწერ. -ვახო ლეონიძე. -შენ არც კი იცი როგორ დამეხმარე ლევან,მადლობა და ალექსანდრეც მადლობას გითვლის. -მადლობა ძმაო ჩემზე იყოს.უთხრა ალექსანდრემ ლევანს. -მიხარია რომ დაგეხმარეთ,თუ რამე დაგჭირდეთ მე ხაზზე ვარ.რიტამ ტელეფონი გათიშა და სამივემ ერთმანეთს გადახედეს,იმ საავადმყოფოში წავიდნენ სადაც ვახო მუშაობდა,ენა არცერთმა არ იცოდა,მაგრამ რიტა ძალიან კარგად საუბრობდა ინგლისურად,მოიკითხა ექიმი ვახო მაგრამ წასული დახვდათ,ალექსანდრემ მისამართი გაიგო და უკეთესიც იყო სახლში ენახათ,ადვილად მიაგნეს სახლი და ვახო გაოცებული უცქერდა მისთვის უცნობ სამ ადამიანს. -გამარჯობათ. -გამარჯობათ,პირველი რაც მინდა გითხრათ ბოდიში მინდა მოგიხადოთ რომ ასე გაუფრთხილებლად მოვედით,მაგრამ საქმე ძალიან რთული და სერიოზულია,ჩვენ თქვენს მეგობარ ალის ვეძებთ და ვიცით რომ იცით სადაც არის. -მეეეე? საიდან,როგორ.მე წლებია ალი არ მინახავს და არც ვიცი სად არის. -ვახო მომისმინე ქართველები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,ჩვენ ყველაფერი ვიცით და ისიც ვიცით რომ ზღვაზე მომხდარი შემთხვევა არ ყოფილა შემთხვევითობა. -რას გულისხმობთ.გაოცებული უცქერდა ვახო ალექსანდრეს. -ალიმ სოფია დაგეგმილად მოკლა,ეს სოფიას მეგობარმა გვითხრა. -არა,ის მეგობარი სცდება.არა,არა ალი ამას არ გააკეთებდა,ისინი ბედნიერები იყვნენ.ის მეგობარი დარწმუნებული ვარ რომ სცდება,თქვენ მან შეცდომაში შეგიყვანათ. -არა,არ სცდება არც ის ქალბატონი და არც ჩვენ რომ შენ იცი ალი სადაც არის. -საკმარისია,მართლა არ ვიცი რა გიპასუხოთ. -ქართველი ხარ,შეიძლება დიდი დროა გასული რაც იტალიაში ცხოვრობ და ვერ საუბრობ ქართულად,მაგრამ შენ ქართული სისხლი გაქვს და არ შეგიძლია დამალო როცა სიმართლე იცი. -მართალია მე აქ დავიბადე,ენაც ვიცი ქართული მაგრამ კარგად არა,მაგრამ რასაც თქვენ მეუბნებით და მთხოვთ ეს დაუჯერებელია. -ვახო ალიმ ჩემი მეუღლე გაიტაცა,მაგრამ შენი მჯერა და მინდა ბოდიში მოგიხადო შეწუხებისთვის.ვახომ გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -გაიტაცა? ძალა გამოიყენა? არა,არა ეს შეუძლებელია ეს რომ მცოდნოდა მას დავეხმარებოდი? ალექსანდრემ სახლი დატოვა,მაგრამ შორს არ წასულა,შებინდდა თუ არა ვახომ სახლი დატოვა და წავიდა,ალექსანდრემ კი დიდი სიფრთხილით შემოუარა სახლს და ვახოს სიჩქარეში დარჩენილ ღია კარში სამივე შევიდა.რიტაც უკან მიყვებოდა,რომ ალექსანდრეს ჩურჩულით უთხრა. -რა ჩაიფიქრე ალექსანდრე. -სახლში უნდა შევიდეთ,ალი და ელზა აქ არ არიან მაგრამ რამე კვალს აუცილებლად მივაგნებთ. -ალექსანდრე ეს დანაშაულია,ჩვენ ევროპაში ვართ და არა საქართველოში.ვახო თავის ვილაზე წავიდა,გარეთ საშინელი წვიმა იყო,ალიმ მანქანის ხმა გაიგონა და კართან მისვლამდე ვახო უკვე სახლში იყო და ალის გაბრაზებული უცქერდა,შემდეგ კი უთხრა. -რატომ მითხარი ტყუილი. -რა ტყუილი გითხარი ვახო. -ელზა,ელზა აქ გყავს.ელზა კარს უკან იდგა და მათ უსმენდა. -ვინ გითხრა რომ ელზა აქ მყავს,აგერ სახლი და თავად ნახე აქ მარტო ვარ ვახო. -ალექსანდრე აქ არის და მითხრა,ელზას დაეძებს ის მისი ქმარია და ცოლი უნდა დაუბრუნო ალი. პოლიციაც დაგეძებს და ამჯერად ძალიან ღრმად შეტოპე,ძალიან ღრმად ალი. ალექსანდრე რას ვეძებთ ამ სახლში.თქვა ნიკამ და სიბნელეში თვალი მოავლო სახლს.რიტამ დაინახა რომ ვიღაც მოდიოდა და შეშინებულმა თქვა. -ვიღაც მოდის,წავიდეთ აქედან. -უნდა ვიპოვოთ რაღაც,რაღაც რაც გზას გაგვიხსნის.კარი გაიღო და სახლში მაღლი ქერა და გრძელთმიანი ქალი შევიდა,მაგრამ სამივემ გაასწრო ვერანდის კარიდან -ვახო აქ ხარ? სიბნელეში რატომ ზიხარ საყვარელო,რა მოხდა ასე ანერვიულებულმა რატომ დამირეკე.შუქი აანთო და სახლში არავინ იყო. -გამარკვიე,ამიხსენი,დამეხმარე რომ გავიგო რა ხდება ალი. -ელზა ორსულად იყო,ვთხოვე ჩემთან ერთად წამოსულიყო,მაგრამ არ წამოვიდა,მან მისი ოჯახი აირჩია,მე კი წამოვედი რადგან იქ პოლიცია დამეძებდა -შენთან თუ არ არის ელზა,აბა სად არის ალი. -არ ვიცი,არ ვიცი. -არ იცოდი რომ ელზა სახლიდან წავიდა? -არა,ალბად მას ჰგონია რომ ელზა ჩემთან არის და ამიტომ მოვიდა აქ.მიშველე ვახო აქედან წავიდე,აუცილებლად უნდა წავიდე.ვახო უცნაურად უცქერდა ალის და ნელა ნელა რწმუნდებოდა,რომ ალი არ იყო სრულ ჭკუაზე.გადაწყვიტა ოთახები ენახა და კიბეებზე ავიდა. -სად მიდიხარ,ხომ გითხარი ელზა აქ არ არის. -უნდა დავრწმუნდე ალი. ვახომ მოიარა ოთახები,მაგრამ ელზა ვერ იპოვა,ღრმად ამოისუნთქა და სიტყვის უთქმელად გავიდა სახლიდან საშინელ წვიმაში,ალიმ კი გაოცებულმა შეხედა წყნარად მიმავალ ვახოს და თავად შეამოწმა ოთახები,ელზა ვერსად ვერ იპოვა და აყვირდა. -ელზააააააააა.ელზამ შეძლო და სახლიდან გამოვიდა,წვიმაში გაიქცა და ვახოს ტირილით შესთხოვა. -დამეხმარეთ,გთხოვთ დამეხმარეთ წამიყვანეთ აქედან.ვახო გაშეშდა და ელზას უცქერდა,უეცრად მოეშვა და ძირს უგრძნობლად დაეცა. -ეს გინდოდა? რამდენჯერ გითხარი რომ მე მხოლოდ შენით ვსუნთქავ და მხოლოდ მე ვარსებობ შენთვის.ელზა ისევ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და ვახოს სახლიდან წავიდა. -შეგეშინდათ,არ უნდა წამოვსულიყავით იმ სახლიდან რაღაცას მაინც ვიპოვიდით. -საშიში იყო იქ გაჩერება. -შენ რატომ ხარ პანიკაში ვერ გავიგე,რატომ ხარ ყოველთვის ელზას წინააღმდეგ უარყოფითად განწყობილი რიტა. -იმიტომ რომ შენზე ვბრაზდები. -რატომ გაბრაზებს ჩემი ქცება ზედმეტ დროს რომ ვუთმობ ჩემი ცოლის ძებნას? -შენ დარწმუნებული ხარ რომ ელზა გაიტაცა ალიმ მაგრამ შენ ავადმყოფურად ხარ დარწმუნებული ამაში და არ ფიქრობ რომ ელზამ თავისი ხელით დაგიწერა წერილი და დაგიტოვა წასვლის წინ. -რიტა.................. -ვერ აიტანე ის რომ ელზამ თავად მიგატოვა. -შენი არ მესმის რიტა რატომ განიცდი შენ ასე მტკივნეულად ამ ყველაფერს,შენ თავად ჩამოდი აქ და როგორც მახსოვს დახმარება მე შენთვის არ მითხოვია,ამიტომ................... -ამიტომ შემიძლია ავდგე და წავიდე. -სწორად გაიგე.ნიკასაც არ მოეწონა რიტას ქცევა და საუბარი,მაგრამ არ ჩარეულა მათ შორის,მაგრამ ბოლოს რიტას მკაცრად უთხრა. -აქ ჩამოვედით რომ რაღაც კვალს მივაგნოთ,რომ ელზა ვიპოვოთ და დავიხსნათ,მაგრამ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ შენ წინააღმდეგი ხარ რიტა ელზა ვიპოვოთ. -არ ვარ წინააღმდეგი ნიკა. -მაგრამ შენი საუბარი და ქცევა ამას გვეუბნება,რომ აღმოჩნდეს რასაც ამბობ ტყუილი იყოს და შენ ცდები,რომ ელზა ახლა საშინელ დღეშია,რომ შესაძლებელია ელზაც მოკლას ისე როგორც სოფია? რას იტყვი მერე რიტა. -არაფერი ისეთი საგანგაშო არ ხდება,მან არჩევანი გააკეთა და ვინც მეტად უყვარდა მასთან ერთად გაიქცა,რატომ არ გჯერათ და რატომ არ გინდათ ამ აზრს შეეგუოთ ან ერთი და ან მეორე. -რიტა მე ვიცნობ ელზას და დარწმუნებული ვარ ის მისი ნებით აქ არ წამოვიდოდა.შენ არ გინდა გაიგო,რომ შეიძლება ელზას ძალიან უჭირს.თქვა მშვიდად ნიკამ მაგრამ უეცრად მათი ხმა ალექსანდრეს ხმამ გადაფარა. -არ გინდა გაიგო რომ შეიძლება ამ წუთებში ელზას სიცოვხლეს საფრთხე ემუქრება.რიტას შეეშინდა ალექსანდრესი,რადან ეგონა ალექსანდრე მთელ მის სიბრაზეს მასზე გადმოანთხევდა და უკან დაიხია. -მცივა,მტკივა.კანკალებდა შიშისაგან,სიცივისაგან და ტკივილისაგან.ალი იდგა და ელზას ტანჯვას უყურებდა.ვახო თითქმის ერთი საათი ეგდო ძირს ტალახში გულწასული უგონოდ,წვიმას გადაეღო და დიდი გაჭირვებით ადგა,გასაღები ტალახში ეგდო და გაჭირვებით დაძრა მანქანა.ალექასანდრე უმისამართოდ დადიოდა ღამეში,რიტამ ჩაალაგა თავისი ნივთები და არც კი შეხედა ნიკას კარი გააღო და უკვე კარში გადიოდა ნიკას ხმამ შეაჩერა. -ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს და იცი რაში დამარწმუნე? -გისმენ. -აქ იმიტომ ჩამოდი,რომ დარწმუნებული იყავი ელზას სიბილწეში,მის ბინძურ ქალობაში და ცდილობდი ალექსანდრესათვის ის შეგეძულებინა,მაგრამ დაიმახსოვრე მათ უყვართ ერთმანეთი და შენ ბევრი რომ ეცადო მათ ვერ დააშორებ.წადი რიტა ჩვენ ხვალ თუ არა,ზეგ მაინც ვიპოვით ელზას და ერთად დავბრუნდებით უკან. -სულ მალე თავად დარწმუნდები,რომ სცდებით მე კი მართალი აღმოვჩნდები.წარმატებებს გისურვებთ ორივეს,თუმცა ვიცი რომ სულ მალე გაგიცრუვდებათ იმედები.ნიკას გაეცინა და რიტას კარისკენ მიუთითა,შეახსენა რომ უკვე დრო იყო მისი წასვლის.ვახო სახლში დაბრუნდა,კარი გააღო და სახლში ქერა ქალი დახვდა,რომელიც გაოცებული უცქერდა ვახოს შემდეგ გონს მოვიდა და მოეხმარა სველი ტანისამოსის გახდაში,ცხელი ჩაი მოუტანა და ჩათბა თუ არა ჩაეძინა.რიტამ ტაქსი აიყვანა და აეროპორტში წავიდა,მაგრამ გზაში გადაიფიქრა და ვახოს სახლის მისამართი უთხრა ტაქსისტს,სახლში შუქები დაინახა,უნდოდა ვახოს კიდევ ერთხელ დალაპარაკებოდა,მაგრამ ის გაოცებული იდგა და გარედან უცქერდა თუ რა ხდებოდა შიგნით,თვალებს ვერ უჯერებდა,ვახოს წინ ელზა იდგა და მშვიდად,აუღელვებლად საუბრობდნენ. -ელზა? შეუძლებელია ეს ელზა იყოს,მაგრამ ეს ხომ ელზაა ასე მშვიდად როგორ საუბრობენ ან ვახომ რატომ თქვა ტყუილი.ფიქრობდა რიტა მაგრამ ელზა იმ წუთებში მშიერი,ჭუჭყიანი,დაუბანელი ერთ ოთახში ეგდო სადაც საწოლიც კი არ ჰქონდა,ალიმ იატაკზე დაუგდო ლეიბი და ეს იყო მისი საწოლი.დილით კარი გაუღო და უბრძანა გასულიყო ოთახიდან,მაგრამ მასთან ერთად ნაბიჯიც კი არ უნდა გადაედგა მასზე წინ.შიშით და კანკალით შევიდა სამზარეულოში სადაც ალის ბრინჯის ფაფა მოეხარშა,თეფშით წინ დაუდო მოხარშული ფაფა და უბრძანა ბოლომდე შეეჭამა. -თავი ასწიე და საჭმელი ჭამე.ელზამ შეხედა ალის და უთხრა. -სოფოა შენ არ გიყვარს არც გყვარებია,პირიქით მას ვერ იტან რადგან მას საყვარელი ჰყავდა. -ხმას ნუ იღებ და ჭამე.უყვირა ალიმ და თავისი ხელით ძალით შეაჭამა რამდენიმე კოვზი ფაფა,მაგრამ ელზა არ ჩუმდებოდა და ალის ნერვებზე უკრავდა. -მას შენგან გაქცევა უნდოდა,შენგან თავის დაღწევა. -ნუ ლაპარაკობ გაჩუმდი და ჭამე. -ის არ დამხვჩალა,ის შენ........................... -სოფიას მე ვუყვარდი და ნუ ლაპარაკობ იმას რაც არ იცი.ალი გარეთ გავიდა,ელზამ სახე მოიწმინდა ჭუჭყიანი მუჭებით და ალისგან მალულად ალექსანდრეს ნომერი აკრიბა,დაელოდა მაგრამ შეხედა ალი სადაც იყო სახლში შემობრუნდებოდა,ალექსანდრემ უპასუხა,მაგრამ ალიმ გაიგონა ხმა და ტელეფონი საერთოდ გათიშა,გაბრაზებულმა ელზას თმებში წაავლო ხელი და ფორთხვით მიიყვანა ოთახამდე. -რამდენჯერ გითხარი ჩემს ზურგს უკან ნუ გააკეთებ რამესთქო.ოთახში შეიყვანა და ფეხი ჩაარტყა,ელზამ ტკივილისაგან თვალები დახუჭა და მთელი ხმით იყვირა. -მიშველეთ მტკივაააა,ძალიან მტკივა. -გაჩუმდი,გაჩუდი,ხმა ჩაიწყვიტე.უყვირა და კიდევ ჩაარტყა,შემდეგ კარი ჩაკეტა და თავადაც იქვე ჩაჯდა,გაახსენდა ის დღე როცა სოფია დაიხრჩო ზვაში და მისი ხმა ჩესმოდა შორიდან. -ალი,მიშველე ალი გთხოვ მიშველე ალიიიი.ყვიროდა სოფია,მაგრამ ალი ყურადღებას არ აქცევდა სოფიას ხმას.დილით,ადრე ფრთხილად დააკაკუნა რიტამ ალექსანდრეს ნომერზე,ნიკამ შეხედა ალექსანდრეს უძრავად იჯდა და კარი თვად გააღო,მის წინ რიტა თავდახრილი იდგა. -არ წავსულვარ,რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ. -შემოდი რიტა და თქვი რისი თქმაც გინდა. -წუხელ როცა წასვლა გადავწყვიტე,გზიდან მოვბრუნდი და ვახოსთან წავედი. -რა ქენი,სად წახვედი? -ვიფიქრე,დავუჯდები და წყნარად დაველაპარაკები,მშვიდად და გასაგებად ავუხსნი რაც მოხდათქო. -და რა გაიგე. -სახლიდან ხმაური გამოდიოდა,აშკარად იქ ქალი იყო და იმ ბალკონზე გავედი საიდანაც ჩვენ გამოვედით,ფრთხილად მივედი და ვახო დავინახე................... -და კიდევ ვინ იყო იქ რიტა. -ალექსანდრე ნუ გაბრაზდები,გთხოვ ნუ იფიქრებ ცუდად,მაგრამ იქ ელზა დავინახე. -ელზა? ელზა ვახოს სახლში? რა საერთო აქვს ვახოს ელზასთან ან საიდან იცნობს მას. -ისინი მშვიდად საუბრობდნენ და ორივე შეშინებულები იყვნენ. -წუხელ,წუხელ სად იყავი რიტა რატომ არაფერი თქვი. -მოვედი აქ და ვერ გნახეთ გასულები იყავით,მერე ნომერი ავიღე ცალკე და ჩამეძინა. -ნიკა წავედით,უნდა მივიდეთ ვახოს სახლში.არც კი შეხედა ნიკას ისე თქვცა ალექსანდრემ და ორივემ ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ნომერი,ვახოს სახლთან მისულებმა დაინახეს ვახო გამოვიდა სახლიდან და მანქანით წავიდა,ალექსანდრემ ჩქარი ნაბიჯით აირბინა კიბეები და კარზე ზარი მისცა,კარი გაიღო და გაოცებული იდგა ალექსანდრეც და ნიკაც მათ წინ მდგარი ქალი ძალიან ჰგავდა ელზას და ალექსანდრემ სიხარულისგან წამოიძახა. -ელზა? ელზააა? არა,შენ არ ხარ ჩემი ელზა. -დიახ,მე არ ვარ ელზა მე სოფია ვარ. -სოფია? სოფია,ალის სოფია? თქვენ ხომ ზღვაში დაიხრჩვით. -არა,როგორც ხედავთ მე ცოცხალი ვარ,სახლში შემობრძანდით. -წუხელ აქ რიტა იყო და დაინახა ვახოსთან ერთად ელზა იყო. -არა,ელზა აქ არ არის და არც ყოფილა,წუხელ მე ვიყავი,მე და ვახო ვსაუბრობდით. -გამოდის ელზა აქ არ არის და არც იცით სად არის. -არა,არც აქ არის და არც ის ვიცით სად არის. -გასაგებია,სად შეიძლება წასულიყო,სად იქნება. -ელზა ორსულად არის ალისგან რატომ ეძებთ მას. -მან უეცრად დატოვა სახლი,მის დედა მხოლოდ ერთადერთი შვილი ჰყავს და კარგად იცნობს მის შვილს,ასე მეც.ჩვენ დარწმუნებულები ვართ ელზა აქ ალიმ ძალის გამოყენებით მოიყვანა,მაგრამ კვალს ვერ მივაგენით.იცი რამე ელზას შესახებ? გთხოვ მითხარი სოფია სად შეიძლება იყოს ელზა. -ელზა ალის ყავს თქვენ სწორ კვალზე ხართ,ის ძალით ჩამოიყვანა აქამდე ალიმ. -ვიცოდი,ვიცოდი დარწმუნებული ვიყავი.ვახოს სახლთან ტაქსი გაჩერდა და რიტამ სირბილით აიარა კიბეები,მას უკან თვით ვახო მიყვა და გაბრაზებულმა უთხრა რიტას. -ისევ აქ ხარ? რა გინდათ ჩემგან,რის მიღწევას ცდილობ. -მე,მე,მე იქ........................ვახომ ვერ გაიგო რას ამბობდა რიტა და გაკვირვებულმა შეეკითხა. -იქ ვინ არის,ვინმე შევიდა სახლში? ვახომ გიჟივით აიარა კიბეები და სახლში შევიდა და იყვირა. -სოფიოა კარგად ხარ? -დამშვიდდი კარგად ვარ. -რა უთხარი. -სიმართლე,რომ ალის ყავს მისი ცოლი და ზღვაზე რაც მოხდა არ ყოფილა უბედური შემთხვევა. -აბა რა მოხდა,გთხოვთ ყველაფერი ამიხსენით.რიტამ შეხედა თუ არა სოფიას,ელზას და სოფიას შორის მსგავსებამ გული შეუღონა და რომ არა ალექსანდრეს ძლიერი მკლავები ძირს დაეცემოდა.რიტა ხელში აიყვანა და იქვე დივანზე დასვა,ვახომ კი ჭიქით წყალი მიაწოდა და ნიკა ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს თუ რა ხდებოდა მის გარშემო.რიტა გონს მოვიდა თუ არა ალექსანდრეს შეხედა და სოფიას უთხრა. -რა მოხდა თქვენს შორის,რა მოხდა იმ დღეს ზღვაზე.ვახომ სოფიას შეხედა და უთხრა. -საყვარელო თუ წინააღმდეგი არ ხარ,მე ვიტყვი სიმართლეს. -არა,მადლობა მე ვიტყვი.მე და ვახოს სტუდენტობიდან გვიყვარს ერთმანეთი,შემდეგ ჩვენს შორის ალი ჩადგა და ძალადობით ცდილობდა მეც მის გვერდით ვყოფილიყავი.ერთ დღეს მოულოდნელად მოვიდა და მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება ალისთვის ეთქვა რომ ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი,შევხედეთ თუ არა ერთმანეთს მონატრებამ და ვნებამ იფეთქა ჩვენში და ერთმანეთის ტკბობით გავერთეთ,იმ დღეს სექსი გვქონდა ვნება რომ ჩაცხრა თვალი გავახილე და ალი დავინახე,ის იდგა და გვიყურებდა,მაგრამ წავიდა,მან ვახოს ვერ შეხედა და მე ის გავუშვი არ მინდოდა ვახო დაენახა და ვთხოვე წასულიყო.ვიცოდი ალი სადაც იქნებოდა და მეც იქ წავედი,ვიცოდი ასეთი ანერვიულებული ზღვაში გავიდოდა და მეც იქ მივედი,ხელი მკრა არ უნდოდა გავყოლოდი,მაგრამ შევძელი და მაინც გავყევი. -მომისმინე ალი მინდოდა შენთვის ყველაფერი მეთქვა და არ მინდოდა ასე გაგეგო,მაგრამ მიყვარს,ძალიან მიყვარს. -გაჩუმდი,გაჩუმდიიიი. -ძალით მაჩერებდი შენს გვერდით,შენ იცოდი რომ სხვა მიყვარდა და ისე იქცეოდი თითქოს არაფერი. -მეზიზღები,სოფია მეზიზღებიიი.უეცრად გადავქანდი და ზღვაში ჩავარდი,შემეშინდა ძალიან და ალის ვთხოვდი დახმარებას. -მიშველე ალიიიი,ალიიიიიიიი მიშველე ალიიიიიი.ჩემი ხმა ზღვამ შთანთქა,ალი არც განძრეულა ჩემს მოსაძებნად იდგა და მიყურებდა როგორ ვიძირებოდი და მივდიოდი ნზღვის სირმეში. -მან ეს განგებ გააკეთა,არ მოგეშველა და შორიდან უყურებდა როგორ იტანჯებოდა საყვარელი ქალი? -სწორად გაიგეთ,ალი სასტიკი და დაუნდობელი ადამიანია. -მტკივა,ვკვდები ტკივილისგან ალიიიიი.განწირული ყვიროდა ელზა მაგრამ ალი ერთ წერტილს უცქერდა სივრცეში და რაღაცას თუ ვიღაცას უცინოდა. -ეგონა დაიხრჩვი,მაგრამ გადარჩი და ეს ალიმ როგორ ვერ გაიგო. -ვახომ გადამარჩინა და იმდენად დიდი იყო სიბრაზე,მინდოდა მთელი ცხოვრება დატანჯულიყო,მთელი ცხოვრება ამ ტკივილით ეცხოვრა.რადგან ალისგან თავი დავიხსენი გადაწყვეტილებაც მივიღე,რომ ყველას სცოდნოდა რომ ზღვაში დავიხრჩვი.მე გავიმარჯვე ალის ძლიერი ტკივილი მივაყენე,ტკივილი რომელიც ვერ დაივიწყა,ვერ შეძლო დავიწყება. -ერთი თვის შემდეგ პოლიციამ და საელჩომ სოფია მკვდრად გამოაცხადა და ასე გაიგო ყველამ სოფას დახრჩობის ამბავი.თქვა ვახომ და ალექსანდრეს შეხედა. -უნდა ვიპოვო,ელზა უნდა ვიპოვო ის გასაჭირშია,მას უჭირს.იცით ისეთი ადგილი სადაც შეეძლო წასულიყო და დამალულიყო? წუხელ ტელეფონმა დარეკა,მაგრამ არავინ დამელაპარაკა,ხმა არავინ გამცა,შემდეგ გადავრეკე და გათიშული იყო მაგრამ ნომერი აქაურია.სოფიამ ნომერს დახედა და ალექსანდრეს უთხრა. -ეს ნომერი ალის სახლიდან არის,უფრო სწორად მამამისის სახლიდან ის იქ არის მამამისის სახლში.აღარ უცდიათ ყველამ იმ სახლისკენ წავიდა სადაც ალი იყო და სახლის გზა სოფიამ იცოდა.ელზა უგონოდ ეგდო ძირს და ძალიან სუსტად სუნთქავდა,წამოაყენა და თახიდან გაიყვანა,ელზას გარშემო ნელა-ნელა სისხლის გუბე დადგა ალის შეეშინდა და გარეთ გაიქცა,მაგრამ შეშინებულმა შეხედა მის წინ მდგარ სიბრაზით ავსებულ ალექსანდრეს. -არ შემეხო,არ მომეკარო ელზა საავადმყოფოში უნდა გადავიყვანო. -რა გაუკეთე შე ვირთხა,კაცი თუ ხარ ამ სოროში რატომ იმალები.უთხრა ალექსანდრემ და ალის მისი ძლიერად მოქნეული ხელი მოხვდა,ალიმ იქვე დაგდებული დანა აიღო და ალექსანდრესთვის უნდა დაერტყა,მაგრამ რიტას დაარტყა და რიტა ნიკას მკლავებში უგონოდ დაეცა. -მოვკალი,მე ის მოვკალი და ეს შენი ბრალია. თქვა ალიმ და უნდოდა ალექსანდრეც მოეკლა,მაგრამ თითქმის დავიწყებულმა და ნაცნობმა ხმამ ის შეაჩერა. -ალი.ალიმ მიბრუნდა და თვალებგაფართოებულმა შეხედა სოფიას და თქვა. -შენ,შენ დაიხრჩვი. -ეს შენ გგონია დავიხვრჩვი,მაგრამ შენი სოფია აქ არის. -არა,არა შენ მოჩვენება ხარ,შენ აღარ არსებობ. -არ მოელოდი რომ გადავრჩებოდი,შენ მე გამიმეტე სასიკვდილოდ ალი მაგრამ მე გადავრჩი. -ტყუილია,შენ ტყუი. -ვიფიქრე რომ გამოვჩნდებოდი,მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და სიხარული მომგვარა იმ აზრმა რომ შენ ვერ გაიგებდი ვერასოდეს ჩემს ამბებს.დიახ,არ მინდოდა გცოდნოდა რომ ცოცხალი ვიყავი,მიხარია ახლა ასეთ განადგურებულს გხედავ.იტანჯები იმ ტანჯვით რომ გამიმეტე,მაგრამ ელზა მეცოდება ასე რომ დაიტანჯა შენით,მე ყველაფერი ვიცი ელზას შესახებ,გაუშვი და ნუ მოკლავ მას,ნუ დატანჯავ ისე როგორც მე დამტანჯე.ვახომ სასწრაფოს დაურეკა და რიტა გადაიყვანეს,ალექსანდრემ სისხლიანი და გონება დაკარგული ელზა ხელში აიყვანა საავადმყოფოში წაიყვანა,ვახოც თან გაყვა მას.ელზა მიიყვანეს და სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს,მაგრამ ელზამ ხელი ჩაავლო ალექსანდრეს და უთხრა. -ძალა იხმარა ჩემზე,ჩემი ნება არ ყოფილა აქ წამოსვლა. -ვიცი,ვიცი ყველაფერი და არ ინერვიულო.თითქმის ერთი საათი დააგვიანდა ექიმს და როგორც იქნა გამოვიდა. -როგორ არის ექიმო.შეეკითხა ალექსანდრემ და პასუხის მოლოდინში ეგონა გული გაუჩერდა. -კარგად არის,ძალიან დასუსტებულია ორგანიზმი მაგრამ დაისვენებს,ძალებს აღიდგენს და კარგად იქნება. -ბავშვი? -ვწუხვარ,პატარამ ვერ გაუძლო ამ დიდ სტრესს,ვერ შევძელით მისი გადარჩენა. -შეიძლება ვნახო? -უკეთესია თუ არ შეაწუხებთ,დაისვენოს. -მაშინ წავალ და რიტას ვნახავ,რიტას სანახავად მისულს ნიკა იქ დახვდა,ორივე ხელებში ჰქონდა თავი ჩარგული და მხრების ცახცახზე შეატყო რომ ტიროდა,ალექსანდრემ ხელით შეეხო მხარზე და ნიკამ ტირილით უთხრა. -რიტა,რიტა დაიღუპა ალექსანდრე.გაშეშდა,ენა ჩაუვარდა და თავადაც აევსო თვალები ცრემლებით,შემდეგ კი ისევ ელზასთან დაბრუნდა. -შეიძლება შემოვიდე? -შემოდი. -როგორ ხარ. -კარგად ვარ,მეგონა ვეღარასოდეს გნახავდი.ალი? დაიჭირეს? -დაიჭირეს,ფსიხიატრიულ კლინიკაში დააწვინეს. -რიტა? შევხედე რომ დაიჭრა, და ისიც ალის ხელიდან. -რიტა აღარ არის,ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. -ვწუხვარ. -სხვას არაფერს მეტყვი? -რა უნდა გითხრა გარდა იმისა,რომ ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. -გგონია არაფერი გაქვს სათქმელი? -არა,არ მგონია ბავშვზე გინდა შემეკითხო. -ვწუხვარ,ის ყველაზე უდანაშაულო არსება იყო. -ეს ბავშვი მე ყოველთვის გამახსენებდა მის მამას და ის ჩვენს შორის არ უნდა ჩამდგარიყო.რა თქმა უნდა ვწუხვარ,მაგრამ ცოდვა ის იქნებოდა რომ აბორტი გამეკეთებინა,ის თავისით მომცილდა და მისგან განმათავისუფლა. -მიყვარხარ ელზა და მინდა მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენთვის ვიყო და მხოლოდ შენთვის ვიცხოვრო,ვიცოცხლო.მხოლოდ ჩვენ სამნი,მე შენ და ჩვენი მართა. -ბევრი გადავიტანეთ და ამიერიდან მხოლოდ შენთვის მინდა ვისუნთქო,მხოლოდ შენთვის.მხოლოდ ჩვენ სამნი მე,შენ და ჩვენი მართა,მაგრამ მაინც მხოლოდ შენთვის. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.