შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანებს შორის (სრულად)


3-09-2019, 22:48
ავტორი ტურაგო
ნანახია 4 085

√ ფანჯარასთან მდგომი ფინჯანი ყავით ხელში გადაჰყურებდა მზით განათებულ ქალაქში ჩაბნელებული სახეებით მოძრავ ადამიანებს და ეფიქრებოდა "და მაინც რამდენნაირია ადამიანი"
-სოფია როგორც კი მეტყვი, რომ წამოსვლაზე თანახმა ხარ ბილეთებს მაშინვე ვიყიდი(ფიქრები გაუფანტა გვერდითა ოთახიდან გამოძახილმა) გესმის?
-კი ლევან მესმის
-რა გადაწყვიტეთქო გკითხე!
-როგორ ფიქრობ რამდენნაირები ვართ ადამიანები?
-(ღია კარებში გამოჰყო თავი, უცნაურად შეხედა და უთხრა) განა შენი საყვარელი ფრაზა დაგავიწყდა "ადამიანი იმდენნაირია,რამდენი ადამიანიცაა"მაგრამ ახლა რადროს ეს არის, კარგი რა!
-... ცოტა ხნით გარეთ გავივლი ფეხით, მალე დავბრუნდები(თქვა და კარისაკენ დაიძრა)

გარეთ გამოსული მიაბიჯებდა ნაცნობ უბანში და ეჩვენებოდა რომ ნაბიჯები იმ მონატრების ხმებს ჩასძახოდნენ წასვლის ჩემდეგ რომ დაუწყებდნენ ძახილს, მიაბიჯებდა და გრძნობდა რომ მოენატრებოდა ამ გზებზე სეირნობა ფეხით, ის ადამიანებიც კი მოაგონდებოდნენ მხოლოდ სახეზე რომ სცნობდა, მოენატრებოდა იასამანი მწვანე მესერთან რომ ყვავილობდა ხოლმე... ფიქრებმოძალებული პატარა ბუტკის გვერდით სკამზე ჩამოჯდა და მოპირდაპირე მხარეს მაღაზიის წინ მჯდომ, გამურულ ტანისამოსში გამოწყობილ გოგონას შეჰყურებდა, ცალი ხელი ჰაერში გაეწვდინა, მეორეს კი ნიკაპით დაყრდნობოდა. უნებლიედ დაებადა მის შემხედვარეს ფიქრი"ხომ შეიძლებოდა ცხოვრებას მის ადგილზე მე მოვეხვედრებინეო". შემდეგ იქვე ნარდის მოთამაშე ჭაღარათმიან მამაკაცებს დააშტერდა, ხედავდა მათ თითქოსდა ნაძალადევად მომღიმარ სახეებს და ყურს უგდებდა მათგან ბუნგედ წამოსულ მასლაათს და კვლავ გაეფიქრა "ვინ იცის სახლიდან გამოსულებმა რა პრობლემები მოიტოვეს კარებს მიღმა" და კვლავ გაიმეორა "მაინც რამდენნაირები ვართ ადამიანები"
-მარმელადებს ხომ არ იყიდით გოგონა? (მის წინ დაბალი ტანის, მელნისფერთვალებიანი ქალბატონი იდგა. ხშირად შეხვედრია ამ ქალს ქუჩაში სიარულისას, ის ყოველთვის მზესუმზირებითა და წვრილმანი ნივთებით ხელებდახუნძლული დაეხეტებოდა და ლამის მუდარით სთხოვდა ხალხს რამე იყიდეთო)
-არა მარმელადები არ მიყვარს
-ჩამოვჯდები რა, შევისვენებ. (გვერდით მიუჯდა, ხელები გაინთავისუფლა, ჯიბიდან ლისტად შეკრული წამლები ამოიღო და რამდენიმე ერთად დალია, მერე კი ქუჩის კუთხიდან შემოჭრილ გიტარის სევდიან მელოდიას ააყოლა ხმა)
-რთულია არა ყოველ დღე ასეთი ფორმით მუშაობა(თავისდა უნებურად ჰკითხა სოფიამ)
-რთული? რთული ისაა სახლში მისულს მოხუცი დედა რომ დამხვდება, მე კი ვერაფერს მივუტან
-დაოჯახებული არ ბრძანდებით? ბოდიშით თუ არ უნდა...
-არა, არა ბოდიშს რატომ იხდი(ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე მელნისფერი თვალები შეანათა და უთხრა)... ერთხელ მიყვარდა, ოცი წლის წინათ, ეს იყო და მორჩა(მცირე დუმილის შემდეგ ისე განაგრძო საუბარი თითქოს საკუთარ თავს ახსენებს განვლილსო)
-შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ მე პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა არასდროს მიმუშავია ამ სფეროში. ჩემი მოწოდება მუსიკა იყო და მთელი ჩემი არსებაც მას მივუძღვენი, ვიოლინოზე ვუკრავდი, აი იმ ქუჩაზე ახლა რომ სასტუმროა ადრე ცნობილი კაფე იყო, მეც იქ ვუკრავდი ხალხი მაშინ მაფასებდა. ახლა ამ ხელებს ხომ ხედავ ადრე მშვენიერ მელოდიებს უკრავდნენ, დღეს კი საკიდებია ამ ნივთებისთვის... (გაჩუმდა) ჰო, რას ვამბობდი... ერთ საღამოს როცა დაკვრას მოვრჩი ჩემთან ახალგაზრდა მამაკაცმა მოირბინა, ფერადი მინდვრის ყვავილები გამომიწოდა და მითხრა"შესანიშნავად უკრავთო" ასეთ კომპლიმენტებს ხშირად ვისმენდი, თუმცა მისგან ნათქვამი როგორღაც სხვანაირად მომხვდა გულზე. ხომ არის არა, ადამიანს რომ გაიცნობ და რაღაც გამოუცნობი დადებითი ემოციით ივსები მისდამი, მეც ასე დამემართა. იმ საღამოს შემდეგ ხშირად მოდიოდა, ყოველ ჯერზე მინდვრის ყვავილებს მაწვდიდა და თბილი მზერით მემშვიდობებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ სცენაზე მდგომი ხალხის ბრბოში მას დავეძებდი თვალებით, არსად სჩანდა, იმედგაცრუება ვიგრძენი რატომღაც... როცა გარეთ გამოვედი ვიღაცის მხურვალე ხელები ამეკრო თვალებზე, დავიბენი მაგრამ როგორც კი მისი ხელებიდან წამოსული მინდვრის ყვავილების სურნელი ვიგრძენი მივხვდი ვინც იყო...მომწონდა ეს მისი მოულოდნელი გამოჩენები, ჩვენ თავს ბედნიერად ვგრძნობდით. მე მაშინ მეგონა რომ რაღაც ნათელსა და სუფთას შევხვდი მისი სახით სამწუხაროდ შევცდი, მაგრამ არ ვიცი იქნებ მეც დავაშავე რომ არ გავუმხილე ჩემი დაავადების შესახებ, მე ეპილეფსია მაქვს. თითქმის ერთი თვე იყო რაც ერთად ვიყავით, ერთ წვიმიან დღეს სცენაზე შეტევა მომცა, ისიც დარბაზში იყო... მე როცა გონს მოვედი გვერდით მეჯდა, თუმცა მალევე ადგა და წავიდა, წავიდა და აღარც დაბრუნებულა.
-... არც კი ვიცი რა გითხრათ
-ხშირად მსმენელი უფრო გვჭირდება ადამიანებს, ვინემ მათი ნათქვამი სიტყვები
-და მას არასდროს აღარ შეხვედრილხართ?
-მან ოჯახი შექმნა. ერთი წლის წინათ აი ასეთ ფორმაში მოვუყვებოდი ქუჩას, ჩემს წინ ავტომობილი გაჩერდა, როცა მინა ჩამოიწია და ის დავინახე აბა როგორ აგიხსნა რა ვიგრძენი, მისმა ცოლმა ხურდები ჩამიყარა ხელში"მზესუმზირა მომაწოდეო"ამაყად მითხრა... უცნაური იცი რა იყო? შევყურებდი როგორ ჰქონდა ჩაბღაუჭებული საჭისთვის ხელები და კვლავ მეგონა რომ ამ ხელებს იმ მინდვრის ყვავილების სურნელი ასდიოდათ, მეგონა რომ ამ კაცის სახით ჩემს წინ კვლავ რაღაც ნათელი და სუფთა იდგა!
-... თქვენ რატომ არ დაოჯახდით?
-არიან ადამიანები რომლებიც თვლიან, რომ სიყვარული ცხოვრებაში ბევრჯერ მოდის მე მათი არ მესმის. არიან ისეთებიც რომელთაც არ გაუმართლათ, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ასეთები რაღაც დროის გასვლის შემდეგ სხვას უკავშირებენ ცხოვრებას ჰოდა ამ ახალი მანათობელი ურთიერთობის ფონზე ის ძველი სადღაც სიბნელის ერთ ყურეში ბჟუტავს, მაგრამ ეს ბჟუტვა მაინც გაგრძნობინებს რომ არასდროს დაგავიწყებს თავს. და ალბათ არიან ჩემნაირებიც ერთხელ რომ განიცდიან ძლიერ გრძნობას და შემდეგ მისნაირის პოვნას სხვებში აღარ ცდილობენ. .. (თავი ჩაჰკიდა და დაამატა) ესეც არ იყოს, რავიცი იქნებ სხვასაც ექცია ზურგი ჩემი ავადმყოფობის გამო
-როცა ადამიანი ნამდვილად ძვირფასია შენთვის, განა სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი არაა
-ყველა ეგრე როდი ფიქრობს/გრძნობს
-... და ქალბატონო როგორ ფიქრობთ რამდენნაირები ვართ ადამიანები?
-(ღრმად ამოიოხრა) აი მოპირდაპირე მხარეს კიბეებზე მჯდომ მამაკაცს ხომ ხედავ? ეგ კაცი ყოფილი მსახიობია მერე რაღაც შეემთხვა გალოთდა და ახლა ასე უშინაარსოდ დაეხეტება, ვიღაცეებისთვის ის გალეშილი ლოთია რომელიც ხშირად ბილწსიტყვაობს და ხალხს მყუდროებას ურღვევს, მე შემიძლია დავინახო მის თვალებში შეგუბებული სევდა და თუ კი სხვები გიჟადაც სთვლიანს ის ჩემთვის სულაც არ არის გიჟი. იმ ღია ფანჯრებს გახედე, მაქ ერთი შეძლებული ოჯახი ცხოვრობს, მეზობლები ამბობენ თითქმის ყოველ ღამე ჩხუბობენო,კაცს საყვარელი ჰყავს და მაინც ცოლს სცემს, ერთხელ ვიღაცას პოლიციაში დაურეკია და მაგ ქალს პირიქით ეს გაულანძღავს ჩვენს საქმეში რატომ ერევითო...ეგ ქალი უნდა ნახო როგორ ამაყად გამოდის გარეთ, დამცინავი მზერა ხშირად მიგრძვნია მისგან. აი იმ ხიდის ქვეშ სამართალდამცავებს ხომ ამჩნევ? გუშინ მომხდარ საქმეზე მუშაობენ, ვიღაც კაცი აფთიაქიდან გამოსული ხიდიდან გადახტა, როგორც აფთიაქარმა თქვა წამლისთვის თანხა არ ეყოვო... ჰოდა რაგითხრა აი ცხოვრება და აი ადამიანები!
წამოდგა, კვლავ დაიხუნძლა ხელები"რამდენ ხანს გავჩერდი, მისაყვედურებენო"
-ქალბატონო მარმელადებს ვიყიდი
-აბა არ მიყვარსო?
-მეგობარს უყვარს, მისთვის წავიღებ
მარმელადები მიაწოდა, მოუბრუნდა და უთხრა:
-ადამიანი ბედნიერია როცა არჩევანის საშუალება აქვს(შეტრიალდა და ღიღინით გაუყვა მზით განათებულ ქუჩას)
სოფიამ ტელეფონი აიღო "ლევან წამოსვლაზე თანახმა ვარო"უთხრა, მერე გზა გადაკვეთა მაღაზიის წინ მჯდომ ხელგაწვდილ გოგონას მარმელადებიანი პაჭკა გაუწოდა გაუღიმა და მწვანე მესერთან გადაუხვია "არც ლევანს უყვარს მარმელადები" თითქოს იასამანს მიაძახაო...




...
რეალური პროტოტიპები...



№1  offline წევრი ტურაგო

Daldoni Daldoni

მადლობა...

 


№2  offline წევრი ნანა73

საინტერესო ჩანახატია... დამაფიქრებელი... blush

 


№3  offline წევრი ტურაგო

ნანა73
საინტერესო ჩანახატია... დამაფიქრებელი... blush


მადლობა ნანა, მიხარია რომ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent