დაგმორჩილდები და მორჩილებით დაგიმორჩილებ (თავი I)
თენდებოდა. ზაფხულის პირველი დღეები ოყო. სეზონი ჯერ კიდევ არ დალაგებულა. მზე ნელნელა იწვერებოდა ღრუბლებიდან. თეთრი, მაღალსართულიანი კორპუსის აივანის მოაჯირზე ხელებით დაყრდნობილი გოგონა წვიმის წვეთებს უშვერდა სახეს. საოცარი კონტრასტს ქმნიდა წვეთები მზის ამოსვლისას. სიმბოლურად გლოვობდა წვიმა გოგონას უბედურებას, მზე კი ზეიმობდა მისი უმეცრების პერიოდის დასასრულს. წვეთები ურცხვად მიგორავდნენ ყელიდან სავსე მკერდის მიმართულებით. მისი თვალებიდან ნაცვენი ცრემლები კი წვიმის წვეთებთან ერთად უჩინარდებოდნენ უსასრულო სივრცეში.. იგი ტიროდა, მისი უბედობის გამო. მოატყუეს. მისი გრძნობები ფეხქვეშ გათელეს და მის ღირსებას გადაუარეს. მთელი არსებით მოთქვამდა მის საუკუნოვან გულუბრყვილობას, თუმცა გამოსავალი, არ არსებობდა, არსაიდან ჩანდა ხსნა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოიყვანდა. ერთხანს ასე იდგა გაუნძრევლად, სიცივისგან მთელი ტანი დალურჯებოდა. თითები გაამოძრავა და სახეზე ჩამოყრილი თმა შეისწორა. უკვე კარგა ხნის გათენებული იყო და წვიმასაც გადაეღო. - ასე დიდხანს თუ იდგები შესაძლოა ფილტვების ანთება აიკიდო, ან რამე უფრო უარესი პნევმონიის მსგავსი. მშვიდად ჩაილაპარაკა ხმამ მეზობელი აივნიდან. შეკრთა, არ ელოდა ვინმეს გამოჩენას. მისი მარჯვნივ, მეზობლად არავინ ცხოვრობდა, არც ვინმეს გადმოსვლა შეუმჩნევია, ხმაურიც კი არ გაუგია, თუმცა გამორიცხული არ იყო, რომ ვერ შეემჩნია. ბოლო პერიოდი მისთვის ისეთი მძიმე და დატვირთული იყო. - როგორმე თავად მივხედავ საკუთარ თავს. უპასუხა და მხოლოდ ახლა შეხედა გამჭირვალე აივნიდან უცნობის სახეს. - მიხედავ, როგორ არა, მე უბრალოდ რჩევა მოგეცი გაეცინა მამაკაცს და თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - მოწევ? ახალი ღერი გაუწოდა გოგონას - რჩევა მომცა თურმე. მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და სწრაფად შეაღო სახლის კარი. - ნეტა ვის რაში სჭირდება მისი რჩევა დარიგება. გაბრაზებული დაქოთქოთებდა ოთახიდან ოთახში. ხან რა მოსროლა და ხან რა. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უკვე ძალიან მძიმე იყო. ვეღარ უძლებდა მის გარშემო მიმდინარე პროცესებს. ყოველ დღე ახალ პრობლემასთან უწევდა ბრძოლა, რომლებსაც ახალი ძალები სჭირდებოდა, თუმცა არც ძალა, არც ენერგია და არც სურვილი უკვე აღარ ჰქონდა. უიმედოდ მყოფ, გამოფიტულ ფიგურას დაემსგავსა, ერთდროს ქარიშხალივით მმოძრავი არსება. ყველაფერი კი უშნო სიყვარულის დამსახურება იყო, რომელმაც, სამწუხაროდ ბედნიერების გარდა ყველაფერი მოუტანა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სამსახურში მისვლისას დირექტორმა დაიბარა. ანა, მარკეტინგის ერთერთ უმსხვილეს კომპანიაში მუშაობდა გაყიდვების მენეჯერად. ბავშვობიდან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ოყო, რაც დაუფასდა და საკმაოდ დაბალი ასაკიდან დაიწყო მისი კარიერული ზრდა. ბავშვობაში დაობლებული, ბებიის ნაფერები შვილიშვილი გახლდათ, რომელიც დიდი წვლებით გაზარადა ქალბატონმა ნანამ. ბებია და შვილიშვილი არ არსებობდა ქვეყნად საკითხი, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ გარდა ქალაქში ცხოვრებისა. ანა გამუდმებით იმას სთხოვდა ქალაქში გამოჰყოლოდა, თუმცა ვერაფრით დაარწმუნა. დაუღალავად უმეორებდა, რომ მისი ქმრის კერას ვერ მიატოვებდა და ქალაქში ცხოვრებას ვერ შეძლებდა.. თუმცა ხშირად აკითხავდა შვილიშვილს და ანაც ხშირად ჩადიოდა სოფელში ბებოს სანახავად. ჯერ კიდევ ბავშვობიდან უწყობდა ბებოს ხელს. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ კი თავისი ცოდნით დაფინანსება მოიპოვა უნივერსიტეტში. პედაგოგი ბებიის შვილიშვილს სხვანიარად არც ეკადრებოდა. სიღატაკეში არასდროს უცხოვრიათ თუმცა ფუფუნება რა იყო, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა მისი პროფესიის შესაფერის სამსახური დაიწყო მუშაობა. მართალია მანამდე მძიმე და დამღლელი გზა გაიარა, თუმცა ბებიის კომფორტისთვის და ტკბილი სიბერისთვის ყველაფერი შეძლო. ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ გაიარა კურსები, რის შემდეგაც უფრო მეტად განვითარდა და გაიკვალა გზა ბიზნესის სფეროში. ჩამოსვლიდან თვენახევარში ლოკალ ჯორჯიაში დაიწყო სამსახური. მართალია პირდაპირ გაყიდვების მენეჯერად არავის დაუნიშნავს, მაგრამ ყველა დაბალი საფეხურიდან იწყებს მის კარიერულ წინსვლას. ანაც მთელი მონდომებით ცდილობდა მისი თავის ყოველი ფეხის ნაბიჯზე განვითარებას და გამოუვიდა კიდევაც.. როგროც ვთქვით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბატონმა ზაალმა ანა კაბინეტში დაიბარა. ფრთხილად დააკაკუნა კარზე და თანხმობისთანავე შეაღო კარი. - ანა, დილამშვიდობის. - დილამშვიდობის ბატონო ზაალ. - ჩამოჯექი ცოტა სალაპარაკო გვაქვს. - დიახ, გისმენთ. კომფორტულად მოეწყო სავარძელში. - ანა, დიდი ხანი არ არის ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ჩრმი ნდობა პირველივე დღეებიდან მოიპოვე. ფრთხილად დაიწყო კაცმა - მიხარია ბატონო ზაალ. - შენნარი კადრი სანატრელია ნამდვილად. საქმის პროფესიონალი და შრომისმოყვარე ხარ. - დიდი მადლობა.. - შენ იცი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. - ბატონო ზაალ... - ვიცი , რომ იცი ანა. სწორედ ამდენხნიანი პრფესიონალური სამსახურის გამო მინდა ახალ საფეხურზე ასვლის შანსი მოგცე და მაროკოში ორ კვირიან მარკეტინგული კომპანიების სამიტზე ჩვენი კომპანიის წარმომაგდენლად შენ წახვიდე. - იცით მე.. ძალიან მიხარია რომ ასე მენდობით, მაგრამ სამიტი.. ვფიქრობ, რომ ჯერ მზად არ ვარ ამისთვის. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ყველაფერს. - დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ შემოგთავაზებდი, ანა - ბატონო ზაალ, დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის ბედნიერებისგან ცქმუტავდა შიგნიდან. - ანა, ხომ იცი საკუთარი შვილივით მიყვარხარ. მინდა გჯეროდეს საკუთარი თავის. ჩემი მარიამს რომ ეცოცხლა ვინატრებდი შენსავით გულწრფელი და ჭკვიანი ყოფილიყო.. ზაალის ხმას ცრემლები შეერია. - თუ შეიძლება ჩაგეხუტებით.. მორიდებით კითხა ანამ - რა თქმა უნდა, ანა. ანამაც მოხვია მისი წვრილი მკლავები კაცს. მიუხედავად ნანას თანგადაყოლილი მზრუნველობისა მშობლიური სითბო ყოველთვის აკლდა. დედის სიყვარულს ბებიის მეშვეობით ივსებდა. ხოლო მამობრივი სითბო უკვე აღარც ახსოვდა. მის ბავშვობასთან ერთად ჩაიკარგა და მოგონებების სკივრში გამოიკეტა. ზაალს ოთხი წლის გოგონა დაეყუპა საშინელი დაავადებით. ქვეყნის ერთერთმა უმდიდრესმა კაცმა მის შვილს ვერაფერი უშველა. ფული ვერაფერს გახდა ვერაგ დაავადებასთან, ვერცერთი ჯებირი ვერ ჩამოუნგრია მას. ეხუტებოდნენ და ერთმანეთს იმ მამაშვილურ სითბოს უზიარებდნენ, რომელიც ორივეს აკლდა.. - ასე ჩემო გოგო. მე ყველანაირად შენს გვერდში ვარ. მინდა ეს ორი დღე დაისვენო. წასვლამდე ძალები აღიდგინო და ყველაფერი მოამზადე. ბილეთებს და სხვა ყველა საჭირო საქმეს ჩემი მარჯვენახელი მიხედავს, შენ არაფერზე იდარდო. თუ გინდა ვინმეს გამოვუშვებ, თუ მარტო ვერ შეძლებ, მაგრამ არამგონია გაგიჭირდეს. ძირითადად ფორმალურ მხარესთან გექნება შეხება, ყოველწლიური სამიტია და ვერ ავიცილებთ.. - მესმის ბატონო ზაალ, არ არის საჭირო. იმხელა სტიმული მომეცით ვფიქრობ ყველაფერს შევძლებ. მტკიცედ ჩაილაპარა გოგონამ. - შეძლებ ჩემო გოგო, შეძლებ.. ახლა კი დაისვენე და ბებოს გააგებინე ახალი ამბავი. კაბინეტიდან თვალებაციმციმებული გამოვიდა. გიჟდებოდა სიხარულისგან, როცა წარმატებას მისი ნაბიჯებით აღწევდა, როცა შრომა უფასდებოდა და კიდევ უფრო წინ მიიწევდა კარიერულად. ორ კვირიანი სამიტი უამრავ ახალ ადამიანთან, ფართომასშტაბიან კონტაქტებს გულისხმობდა, რაც უფრო მეტი წარმატების საფუძველი ხდებოდა მისთვის. კაბინეტში შესვლისთანავე გადარეკა და ცოტახანში ეკრანზე ნანას სახეც გამოჩნდა. - ნაა, ჩემო ფარფატა, როგორ ხარ? - ჩემო თვალის ჩინო, ბებოს სილამაზევ, შენით სულ კარგად ვარ, შენ როგორ ხარ. ნახევარი თავით ჩანდა ეკრანზე. ანას სულ ეცინებოდა, ვერაფრით ისწავლა ტელეფონის ისე დაჭერა რომ სახე კარგად გამოუჩნდეს. - კიდევ ჩემს სახეზე იცინი ხომ ?! მორიდებით გაუწყრა - რა ვქნა ისეთი საყვარელი ხარ მინდა ლოყები მოგაცალო სიცილით ანიშნებდა კამერის გასწორებას. მალევე მოუყვა ახალი ამბის შესახებ და კიდევ ერთხელ აიყვანა ბებო ბედნიერების ზენიტში. სიხარულისგან ცას ეწია ქალი. ერთმანეთი დაარიგეს, კიდევ ცოტახანს იჭორავეს და შემდეგ გაუთიშა ნანამ, ძროხები მყავს მოსაყვანი მერე დამეკონტაქტეო. მის ახალთახალ სიტყვებზე ეცინებოდა ანას. ეს ქალი მისთვის მთელი სიცოცხლე იყო. დასრულების თანავე, ახალი ზარი განახორციელა. ახლა მისი განუყოფელ ნაწილს დაურეკა. ცოტახანს უსმენდა წყვეტილ ზარს შემდეგ კი ახალი სახე გამოჩნდა. - გამოცანი ვინ მიდის მაროკოში ორ კვირიან ვიზიტზე ჩვენი კომპანიის სახელით.. - აკაკი? გაეკრიჭა მეგობარი. - შენთან საერთოდ რატომ ვდაქალობ. - კარგი ხო, გეგა ? - მარიაააამ უკვე ბრაზდებოდა - კარგი ხო, ჩანთა უკვე ჩაალაგე? დაეჭყანა და ანაც გააცინა. - ერთ დღეს შემომაკვდები. - მერე აღარ გეყოლები, იცი ? - ვიცი! და ძალიანაც კარგი. - გამოგივლი ამ საღამოს და უკეთ მომიყევი, თორემ ჩემო ბოსი თუ დამადგა, მერე მართლა აღარ გეყოლები. სიცილით უთხრა და სანამ რამეს უპასუხებდა მანამ გაუთიშა. გიჟდებოდა მარიამზე. ბებიამისის შემდეგ ყველაზე ახლობელი იყო მისთვის. მეტი ისედაც არვინ ჰყავდათ ახლო. სანათესაოსთან დიდად სახარბიელო სიტუაცია არ ჰქონდათ. არასდროს მოსწონდა მათთან კონტაქტი და ურთიერთობა, მაგრამ ახლა რაღა დროს ნათესავები იყო, დღედღეზე მაროკოში იქნებოდა და ღმერთმა იცის იქ რა ელოდა. ბედნიერი ჩაეშვა სავარძელში და ახლაღა შეამჩნია რომ მთელ ოთახში დადიოდა საუბრისას.. გაეცინა საკუთარ თავზე, ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა მის ცხოვრებაში უკვე ნერვიულობას იწყებდა. ეშინოდა, რომ რამე ცუდი მოყვებოდა ამდენ ბედნიერებას.. საქმეებს მალევე მორჩა . ყველა საბუთი მოაწესრიგა და კომპანია დატოვა. სახლში, როგორც ყოველთვის სიცარიელე დახვდა. კუჭმა თავი შეახსენა და მაშინვე მარიამთან გადარეკა. - მარიამ, თუ არ გინდა დაქალი მოგიკვდეს და ეული დარჩე საჭმელი წამომიღე და მოდი. სწრაფად ჩასწაძა და გაუთიშა. მარიამი ყველაზე მეტად ანას უჭმელობას ვერ იტანდა. ისედაც ცოტას იკვებებოდა და სულ კამათობდნენ ამაზე. ნახევარ სათში უკვე სახლში იყო პარკებით ხელში. - ერთხელაც იქნება გიორგი შენს გამო გამომაგდებს და დავრჩები უმუშევარი. დაქოთქოთებდა და თან პროფუქტს ალაგებდა. - ბატონი გიორგი აღარაა ? - ანა, რა გიდნა ? - გაბრაზდი პატარავ? - არ გავბრაზდი - აბა რა უყავი ბატონი ? ჩაეცინა ისევ - ოო, დამავიწყდა სიჩქარეში - ოო, დაავიწყდა სიჩქარეში თურმე . უკვე ხმამაღლა ეცინებოდა, როცა ხედავდა როგორ აბრაზებდა. - კარგია ხო მაროკო? გააჯავრა მარიამმაც - იქნება, გოგონი იქნებაა. ყურძნის მტევანი მთლინდა ააცალა და სავარძელში მოთავსდა. დიდხანს იჭორავეს. თითქმის მთელი ღამე გაათენეს, მეორე დილით კი, ვინაიდან მარიამმაც დასვენების დღე აიღო და ანაც გათავისუფლებული ჰყავდა ზაალს მთელი დღე ერთად გაატარეს მაღაზიებში სიარულში. ბოლოს კი დაქანცულები უამრავი პარკით დასხდნენ კაფეში. - იქნებ მაროკოელი პრინცს გამოკრა ხელი. - მარიამ, მგონი დაღლილის არფერი გეტყობა. - რატო შემეტყობა შენსავით მოხუცი კი არ ვარ. - გოგო, ერთი დღით ხარ მხოლოდ ჩემზე პატარა. სიცილი აუტყდათ ორივეს. ერთ დღიანი შუალედი მათთვის ყოველთვის სახალისო გასახსენებელი იყო და მარიამიც არასდროს კარგავდა შანს.. გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. ჭერს უყურებდა და მომავალზე ფიქრობდა. წარსულზე ფიქრები ისედაც არ ტოვებნენ არასდროს. მომავლის ფიქრებში ჩაეძინა. მეორე დღის შუა დღეს უკვე ფრენა ჰქონდა. რა იცოდა ამ დროს ბედის ქარავანში რა ხათაბალა ამბები იქარგებოდა, არ როგრო დატრიალდებოდა მისი იღბალი.. იქნებ ჩვენი ბედი რომ ვიცოდეთ წინასწარ, რამის შეცვლა მაინც გვეცადა, რამის გამოსწორება ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.