გამოიდარებს (თავი 5)
დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს? ან დრო ანადგურებს ყვაფერს და პირველ რიგში სიყვარულს? იყო კი ჩემი და ალექსანდრეს ურთიერთობა სიყვარული თუ უბრალო ფარსი იყო? ვერ ვპოულობ ახსნას, ვნებას აყოლილი პატარა გოგო, საუკეთესო სექსი პირველი შეხება. ყველაფერი ერთ თვეში დამთავდა, მხოლოდ სექსი ასე გამოიყურება სიყვარულის გარეშე, ალბათ გეგონათ ეს ისტორია ლექტორისა და პატარა გამოუცდელი გოგოს სიყვარულზეა, არა ეს ისტორია უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. ალექსანდრე არ აღმოჩნდა ის კაცი ვინც სამუდამოდ ან თუნდაც წლობით გამაბედნიერებდა, ალექსანდრე იმათ რიგებში შედიოდა, ვინც ლამაზ გოგოებზე ნადირობს იყენებს და შემდეგ უშვებს,თანაც გავიგე რომ ჩემთან ურთიერთობის პარალელურად ჩემზე დაბალ კურსელებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. -------- მოკლედ მოგიყვებით რა დაემართა გვანცას და ალექსანდრეს "ურთიერთობას" ალექსანდრესთვის გვანცა ერთადერთი არ აღმოჩნდა... ვნებიანი ღამის შემდეგ გვანცამ ბედნიერმა გაიღვიძა, მძინარე ალექსანდრეს მოეხვია და ლოყაზე აკოცა, შიშველ ტანზე მისი პერანგი გადაიცვა და საუზმის მზადებას შეუდგა ყველაფერი ლანგარზე დააწყო და საწოლ ოთახში შევიდა, როცა ალექსანდრეს ტელეფონმა დაიწკაპუნა მესენჯერი გახსნა და შიშველ და საკმაოდ თამამ ფოტოებს გადააწყდა, ნინი გველესიანი გოგო, რომელიც მის უნივერსიტეტში სწავლობდა და რომელსაც ალექსანდრე ასწავლიდა. ძველ მესიჯებს აუყვა იცოდა რომ არ იყო კარგი საქციელი სხვისი მესიჯების კითხვა მაგრამ ხომ იცით ადამიანის ცნობისმოყვარეობა ძალიან ძლიერია მითუმეტეს ქალის, რომელიც ძალიან მესაკუთრეა და გოგოსი რომელიც მთელს გულსა და სხეულს ერთ მამაკაცს უძღვნის და მასთან თავს ყველაფრის უფლებას აძლევს. რა ქნა გვანცამ? ხო ყველაზე საინტერესო მომენტი ეს იყო, გვანცამ ალექსანდრე გააღვიძა და მოგწერესო უთხრა საუზმე საწოლზე დაუდო და ჩაცმა დაიწყო ალექსანდრემ თვალები მოიფშვნიტა, გვაცას ფეხში წვდა ჩემი მესიჯები ნახე? გვანცა ზურგით იდგა და საყელოს იკრავდა ხო ვნახე მობრუნდა და ძალით გაუღიმა გულში რას გრძნობდა ვერ აგიხსნით. მოდი ჩემთან მკაცრი ხმით დაუძახა გვანცას და თხელ ფეხებზე უფრო მაგრად მოუჭირა ხელი. -შენ რა ჩემი მესიჯები წაიკითხე? -კი ალექსანდრე შენი მესიჯები წავიკითხე არა მარტო ნინოსი,არამედ სხვა გოგოების მონაწერები რამდენი იყო ვერც დავთვლი. -შენ სულ სხვა ხარ გვანცა,სულ სხვა. -ხო,შენ კი ზუსტად ისეთი როგორც სხვა დანარჩენი მექალთანე კაცები. გვანცამ ფეხსაცმელები ჩაიცვა გარეთ უკვე საკმაოდ ციოდა თავისი შემოსაცმელი შემოიცვა და კარებისკენ დაიძრა როცა შიშველი ალქესანდრე წამოდგა და გაეკიდა. -გაჩერდი! ბოხმა ხმის ყვირილმა დაფთხო და კარებს აეტუზა პატარა გამოუცდელი გვანცა. რას ელოდით კიდევ რამეს აუხსნიდა ალექსანდრე? თუ ასე ფიქრობთ შეცდით ალექსანდრემ ორი თითი ლოყაზე ჩამოუსვა შემკრთალ, შეშინებულ სახეს და უთხრა. - გვანცა არავის არფერი უთხრა თორემ შენთვის იქნება ცუდი ხომ იცი ლექორს არავინ გაამტყუნებს თან კარგი სანაცნობო წრე მყავს ამიტომ შენი პატარა პირი დაკეტე. -წადი შენი, ხარ. კარები გაიხურა და ყელში იმ ბურთმა ამოხეთქა, რომელიც ასე დიდხანს იყო გაჩერებული სანამ წამები იწელებოდა ალექსანდრეს გვერდით. გვანცა კიბეებზე ჩარბოდა ტირილით, სურდა ყველაფერს გაქცეოდა თავის თავს პირველ რიგში ასე რომ აშინებდა რა აშინებდა თავის თავში? ემოციურობა, ზედმეტი რისკი და გამბედაობა. განმარტოვდა და დაიწყო ფიქრი ყველაფერზე ასეთ მომენტში თავის მშობლები ახსენდებოდა ახსენდებოდა მამამისი რომელიც საერთოდ არ გავდა არავის, დედის მკლავები მათი სიყვარული რომელიც მარადისობას დარჩებოდა, გვანცას სჯეროდა ასეთი სიყვარულის მაგრამ ალექსანდრემ არ აცადა ეს გრძნობა გამოეცადა მან წაართვა სიწმინდე, დაუცარიელა სული. რატომ ვერ მიხვდა რომ მხოლოდ ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებით იყვნენ ორივე გართულები. ორი თვე გავიდა და ალექსანდრე კვლავ აგრძელებდა პატარა გოგონების შეცდენას ლექციებსაც კითხულობდა და გვანცას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. გვანცამ შეძლო დეპრესია დაეძლია და გადაწყვიტა ის ეკეთებინა რაც ძალიან უყვარდა, დაიწყო ვარჯიში ფიტნესით დაკავდა და პარალელურად ცურვით მდიდარი ბიძა მისთვის არაფერს იშურებდა, ყველა სურვილს უსრულებდა, ეს მცირედი იყო რისი გაკეთებაც გვანცასთვის შეეძლო. დეკემბერი მოახლოვდა და არდადეგებიც დაიწყო უნივერსიტეტიდან გამოვიდნენ გვანცა და ლილე. ლილემ როგორც ყოველთვის გვანცა დატოვა სახლში და დაღლილი გაემართა სახლისკენ . ჩვეულებრივი დღე იყო, არაფრით გამორჩეული გაყინულმა გვანცამ ცხელი შხაპი მიიღო და როცა გამოვიდა აბაზანიდან ბიძამისის ზარები დახვდა ტელეფონზე, მოკლედ ისაუბრეს ბიძამისმა შენთან საუბარი მინდა და ახლავე მოვდივარო. გვანცას გაუკვირდა რა საქმე ჰქონდა ბიძამის, მაგრამ არ ჩასძიებია, არც უფიქრია ოდესმე ასეთ რამეს თუ გაიგებდა ბიძისგან, რომელიც მამასავით უყვარსა. კარზე ზარის ხმა გაისმა გვანცას უკვე თმა გაეშრო და ტანზე ჩაეცვა სახლში შემოსულ ბიძამისს თბილად გადაეხვია და სამზარეულოსკენ გაუძღვა,ყავა გაუმზადა. ცოტა ისაუბრეს გვანცას შესახებ თუ რას შვებოდა,როგორ მოწონდა ცურვა და სპორტი ბიძამისის ჩაფიქრებული სახე რომ დაინახა მიხვდა, რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა. -რა ხდება ბიძია? მგონი რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები. -კი მართალიხარ გვანცა რაღაც მაწუხებს მაგრამ... -მაგრამ? -არ ვიცი როგორ დავიწყო და როგორ გითხრა. -მითხარი მე ვეღარაფრით გამაკვირვებ დამიჯერე. ეს რომ გაიგო კიდევ უფრო ეტკინა გული და გაუჭირდა გვანცასთვის ამ ყველაფრის თქმა. -გვანცა ვიცი რომ ბევრი გადაიტანე მაგრამ ისევ შენთვის გეტყვი ახლა რასაც ვამბობ და არ მინდა ცუდად გამიგო. -გისმენ!გთხოვ ნუ მაშინებ. ხომ კარგად ხარ? -კი გვანცა ჯანმრთელობაზე თუ მეკითხები ყველაფერი კარგად მაქვს. -მოთმინებას ვკარგავ არ შემიძლია ხომ მიცნობ პირდაპირობა მიყვარს. -მოკლედ ჩვენი კომპანია შენც იცი რომ მარტო ჩემი არ იყო, ეს მამაშენს ეკუთნოდა და კიდევ ერთ ჩვენს მეგობარს აქვს წილი. მამაშენის გარდაცვალების შემდეგ ეს წილი მესამე მეწილებ ანუ დავით ნავერიანმა შეისყიდა ცნობილი ბიზნესმენია, მე ვეღავ ვფარავ აქციებს რადგან ნელნელა ვკოტრდებით ამიტომ შემომთავაზა გამეყიდა ჩემი წილიც ან.. - ან? -ან დავნათესავებულიყავით, მას ბიჭი ჰყავს 26 წლის დემეტრე ნავერიანი საკმაოდ ჭკვიანი და სიმპათიური ახალგაზრდა. -ამით რისი თქმა გინდა? -იმის რომ, დემეტრეს ცოლი სჭირდება პირადი მიზნებისთვის და გვარის გამგრძელებელი ბატონ დავითს ღირსეული გოგონა ჩვენ კი ვერ გავღატაკდებით თორემ დავრჩებით ყველაფრის გარეშე მოგვიწევს ყველაფრის გაყიდვა ამ ბინისაც კი რომელშიც ახლა ცხოვრობ დავრჩებით გარეთ შენ კი ჭკვიანი გოგო ხარ და უნდა დამეხმარო. არ ჯეროდა გვანცას რომ საყავრელი ბიძისგან ასეთი რამ გაიგონა ამის მერე აღარაფერი გამიკვირდებაო ფიქრობდა არ იცოდა რა ეპასუხა თუმცა პასუხი ვინ დააცადა ბიძამისი წამოდგა და უთხრა ოჯახზე იფიქრე მე სულ შენს გვერდით ვიდექი როცა გჭირდებოდა უკვე დიდი გოგო ხარ ახლა შენი ჯერიაო. ბიძამისი დაუმშვიდობებლად გავიდა და კარი გაიხურა,გვანცას თვალები და სახე გაქვავებოდა ცრემლები მოსწყდა და კედლიდან მიწაზე დაეშვა,თავი ფეხებში ჩარგო და ხმამაღლა აქვითინდა, ფიქრობდა რომ მასზე უბედური არავინ იყო დედამიწაზე. ყველა უბედურება ერთად დაატყდა ფიქრებში გართული გვანცა ვეღარ იძინებდა, უკვე ღამის 2 საათი იყო გარეთ გასვლა გადაწყვიტა მოკლე კაბა ჩაიცვა თმა მაღლა აიწია, ქუსლებიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა ცოტა მაკიაჟი გაიკეთა რათა არ დამჩნეოდა ტირილის კვალი. ღამის კლუბში შევიდა ბარს მიუჯდა და ტეკილა შეუკვეთა, მერე ჯინტონიკი და ბოლოს მარტინი ეს სასმელები ერთმანეთს რომ შეურია თავბრუს ხვევა იგრძნო გათამამებული ხალხში ცეკვით გაერია,ნაზად არხევდა ტანს, გარშემო ყველა და ყველაფერი ტრიალებდა,დიდიხანია ასეთი მოდუნებული არ ყოფილა არ უგრძვნია მსგავსი არაფერი დედის და მამის დაკარგვის შემდეგ,ცეკვისგან დაღლილი ბართან ჩამოჯდა, მის გვერდით მაღალი და ჩაფსკვნილი ბიჭი მოვიდა სკაზე ჩამოჯდა და ორი მოჰიტო შეუკვეთა ერთი ჩემთვის და მეორე ამ გოგონასთვისო ცივი მოჰიტო მოწრუპა გვანცამ და უცნობს გახედა,მისკენ უფრო ახლოს მოიწია და ყურში ჩაჩურჩულა, დიდი სიამოვნებით აგიყვანდი ჩემს დაჩაზე თუ წინააღმდეგი არ ხარ, უცნობისკენ გაიხედა და თავი უხეშად გააქნია წინააღმდეგი ვარ მადლობა შემოთავაზებისთვის. -ასეთი ლამაზი გოგო, მარტო რას აკეთებს აქ? -სვამს და შენს შემოთავაზებას ნამდვილად არ ელოდება. უცნობი გათამამდა და ფეხზე ხელი აუსვა, გვანცა წამოდგა სკამიდან და ხალხში გარევა სცადა, როცა უკნიდან ძლიერად იგრძნო ხელის ჩაჭიდება, მოდი ძუკნა ცოტა უფრო თავაზიანი რომ უნდა იყო კაცთან არ გასწავლეს, ხელი გამიშვი დაიყვირა გვანცამ და ცრემლები ჩაუდგა თვალებში, შიშისგან სახეში ხელი გაუქანა და ეს ხელი დაუჭირა, ამ დროს გვანცას უკან კაცი გაჩდა რომელმაც უცნობს ხელი მოაშორებინა,გვანცას უკნიდან ამოუდგა და მკაცრად უთხრა ჩემს გოგოს ხელს რა უფლებით ახლებ? გოგოს მკლავში ჩაავლო ხელი და უკან ამოიყენა, აღარ გაბედო თითი მაინც დააკარო კიდევ ერთხელ თორემ ჩემი ხელით მოგკლავ. დაბნეული უცნობი უკან გაიწია აშკარად იცნობდა ვინც იყო ეს სიმპატიური ბიჭი და ბოდიში მოიხადა, ხალხი სანახაობას ჩუმად შესცქეროდა გვანცა ახალგაზდა ბიჭმა ხალხისგან გაიყვანა და მანქანასთან მიიყვანა შავი კაბრიოლეტი გააღო და შიგნით ჩასვა,მანქანაში ჩაჯდა უცნობიც გვანცას ღვედი შეუკრა და დაძრა სად მივდივართ აკაკნკალებულმა გვანცამ ჰკითხა უცნობს, ჩემთან მიმყავხარ გასცა პასუხი ბოხმა ხმამ. და რატომ გგონია რომ გენდობი რადგან გადამარჩინე? იქნებ შენ უარესი მანიაკი ხარ. უცნობმა უკანა სავარძლისკენ გადაყო ხელი და გვანცას პლედი მიახურა დაიფარე იყინები იმ ნაბიჭვარმა წამალი ჩაგიყარა მოჰიტოში. წამალი? ხო ნარკოტიკი შენი დადებილება და მერე სახლში წაყვანა უნდოდა ერთადერთი არხარ ვისაც ასე მოიექცა ლამაზ გოგოებზე ნადირობს. გვაცამ პლედი მოიფარა და მერე არ ახსოვს რა მოხდა ღამის 4 საათზე გამოეღვიძა უცნობ ოთახში,ოთახი უზარმაზარი იყო თეთრი კედლები,შავთეთრი ვინტაჟური ფოტოებით, დახვეწილი სანათები, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, ოთახიდან გავარდა და მკლავებში ნახევრად შიშველ უცნობს ჩაუვარდა, მარტო შავი შარვალი ეცვა უზადოდ მოხდენილი იყო ძალიან მამაკაცური სხეული და კიდევ უფრო მშვენიერი სახე. გვანცა დაიბნა და უთხრა საჭირო ოთახი მჭირდება მგონი გული მერევა. უცნობმა ხელით ანიშნა შენს წინო და გაიქცა დაბნეული ,უცნობიც გაეკიდა და აბაზანაში შეყვა გოგომ თხოვა მარტო დაეტოვებინა. როცა მოწესრიგდა და შხაპიც მიიღო აბაზანაში სუფთა დაკეცილი მაისურები იპოვა ეს სახლი სასახლეს უფრო გავდა. თეთრი პერანგი აიღო და გადაიცვა შიშველ სხეულზე,საჯდომს უფარავდა თმები ფენით გაიშრო და აბაზანიდან გავიდა. ბიჭმა რომ დაინახა დაბნეულობა სახეზე გამოეხატა, ულამაზესი იყო იმაზე ლამაზიც კი ვიდრე მაკიაჟით ან კაბაში გამოწყობილი ულამაზესი იყო გაშლილი სრიალა წაბლისფერი თმა,მუქი მეტყველი თვალები,ლამაზი მუქი თუჩები, შავი სქელი წარბები და დიდი წამწამები, ყველაფერს უფრო მისი თხელი ცხვირი ალამაზებდა უზადო იყო გვანცა. გოგო ფეხებზე დაიხედა და სახე აუწითლდა შენი გაცნობა ვერ მოვასწარი მიმართა უცნობმა. გვანცამ უხერხულად გაუღიმა. -მე გვანცა მქვია. -გამარჯობა გვანცა შენი კაბა გარდერობში დევს,იმ ოთახში სადაც გეძინა გუშინ ძალიან ცუდად იყავი მთელი ღამე ტიროდი. -ვტიროდი? და საიდან იცი? -კი ტიროდი აქ ვცხოვრობ და ჩემს სახლში ხარ. -ხო მაგრამ... -შენს გვერდით ვიყავი სანამ დაგეძინებოდა -მადლობა. -არ არის საჭირო რამდენ ხანსაც გინდა დარჩი. ყავას მოგიმზადებს ჩემი დამხმარე და გასაუზმებს. - არა მადლობა უნდა წავიდე არ მინდა უფრო შეგაწუხოთ. -როგორც გინდა გვანცა. მისი სახელი არც უკითხავს, გვანცა ოთახში შევიდა და კაბა ჩაიცვა მაღლებზე დადგა თმა დაივარცხნა და გამოვიდა ოთახიდან. უცნობი არ იმჩნევდა მაგრამ თან თვალს ვერ სწყვეტდა მას. სახლში დაღლილი მივიდა,დაძინება სცადა მაგრამ ვერ ისვენებდა სულ წუხანდელ ღამეზე ეფიქრებოდა. საღამოს 6 საათზე კარზე კაკუნის ხმა მოესმა კარი გააღო და ახალგაზრდა ბიჭი დახვდა. -ქალბატონი გვანცა ბრძანდებით? -დიახ რა გნებავთ?. -თქვენს სახელზე საჩუქარია. -დიდი კალათი აიღო რომელშიც ასი ვარდი იყო ჩალაგებული,წითელი ვარდები და შუაში თეთრი. ძალიან ლამაზი კალათი რომელსაც ბარათიც მოყვებოდა. გვანცას სახეზე ბედნიერება გამოესახა კალათი აიღო ხელი მოაწერა და სახლში შევიდა,ყვავილები მაგიდაზე დადო და ბარათი გახსნა. ულამაზესი ხარ. მხოლოდ ეს სიტყვები ამოიკითხა მაშინვე მიხვდა რომ ეს ვარდები უცნობის გამოგზავნილი იყო... ---------》 მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ ჩემს ისტორიას, გპირდებით რომ თავები ძალიან მალე დაიდება და ბოდიშს გიხდით ვინც მელოდებოდით მესმის თქვენი მაგრამ ვერ მოვახერხე არ ვიყავი ქალაქში და ამიტომ ვერ ავტვირთე თავები შემდეგი თავი ძალიან მალე დაემატება თქვენ კი გამიზიარეთ თქვენი კრიტიკა ან მოწონება ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით და იაქტიურეთ მადლობა დიდი???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.