მე, უშენოდ... (ნაწილი 6)
ნაკაშიძე-ახვლედიანის წყვილი კიბეებზე გამოჩნდა. დათას ხელი ჩაეკიდა ქალისათვის და ძლიერად უჭერდა. მთელი სხეული უთრთოდა მარიამს, თავს ძლივს იკავებდა და გრძნობდა რომ მალე ცრემლები წასკდებოდა. ნუცას დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა, ვერ მიხვდა როგორ გაჩნდა ნუცა იქ და ან რა უნდა ეპასუხა იმ კითხვებზე რასაც მეგობარი დაუსვამდა. ნუცას უკან ახალგაზრდა ბიჭი იდგა, რომელიც ადრე დათასთან ერთად ხშირად ჰყავდა ნანახი, ბიჭი მის გვერდით მდგარ ასაკოვან ქალს რაღაცას ესაუბრებოდა და ღიმილით უყურებდა წყვილს. ოთახში სულ რამდენიმე ადამიანი იყო და ყველას ისეთი ბედნიერი სახე იყო წამით დაიჯერა კიდევაც რომ ეს ქორწინება ნამდვილი იყო. ოთახში ერთი მაგიდა შემაღლებულ ადგილზე სანდომიანი ქალი ფურცლებში რაღაცას ინიშნავდა, მიხვდა მარიამი რომ ეს სამინისტროს წარმომადგენელი იყო ვინც მათ ქორწინებას დააკანონებდა. დათამ პირდაპირ იქ წაიყვანა მარიამი, სკამისკენ მიუთითა და მის გვერდით მოთავსდა. -გთხოვ არ გვინდა - ცრემლიანი თვალებით შეევედრა მარიამი და ეცადა ხელი გაეთავისუფლებინა დათას ხელისგან, რომელსაც მთელი ძალით უჭერდა. -კარგად იცი, რომ გვიანია მარიამ, ახლა თუ ამას გააკეთებ იცოდე მთელი ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. ამიტომ ეცადე გაიღიმო და ბედნიერი ქალის როლი მოირგო. დამიჯერე შენთვის სჯობია ასე - კბილებში ხმადაბლა გამოსცრა მარიამის ყურთან და გასწორდა. არ გაუგია რას საუბრობდა სამინისტროს წარმომადგენელი, არც ის რა ჰკითხა, არც ის ახსოვს ხელი როგორ მოაწერა ფურცლებს. ყველაფერს თითქოს ავტომატურად აკეთებდა. მხოლოდ ის ახსოვს ნუცა როგორ მოვარდა და ჩაეხუტა. რაღაცეებს ეკითხებოდა აჟიტირებული, მარიამი კი ერთ ადგილზე გახევებული იდგა და სადღაც სივრცეში იყურებოდა. -შე ჩათლახო ქალო რატომ არ მითხარი ამ კაცზე ასე თუ გიჟდებოდი, რაღაცას კი გატყობდი, მაგრამ ცოლად გაყოლა უკვე ზედმეტია - მოვარდა გახარებული ნუცა მარიამს და სახე დაუკოცნა. -კარგი რა ნუცა გთხოვ ეხლა შენც არ დამიმატო რა - ამოიტირა ნაკაშიძემ და თავი დაბლა დახარა. -არ გრცხვენია მარიამ? ასე მიცნობ? შენი საქმის შენ იცი. მე მხოლოდ შენი ბედნიერება გამიხარდება. -ვიცი ჩემო საყვარელო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, შენთან საუბარი ახლა ისე მჭირდება ვერ წარმოიდგენ. აქ როგორ მოხვდი? - იკითხა გაოცებულმა მარიამმა. -შენმა პრინცმა მომაკითხა დილით სახლში. ყველაფერი ამიხსნა და მითხრა რომ მარიამის ცხოვრებაში შენ ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი გიკავია ამ დღეს მის გვერდით უნდა იდგეო. დარწმუნებული ვარ ყოველთვის მის მეჯვარეობაზე ოცნებობდიო - საუბრობდა გაღიმებული ნუცა თან ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. - ამას სერიოზულად ამბობ? - პირი დააღო მოსმენილისგან ნაკაშიძემ და მის პირისპირ მდგარ დათას გახედა, რომელიც მის მეგობარ ლევანთან და ერთ მოხდენილ ქალთან ერთად იდგა და მარიამს თვალს არ აშორებდა. - მე როდისმე მომიტყუებიხარ ჩემო ძვირფასო? ბევრი რამ ვიცი და ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ კარგი?! დაიმახსოვრე რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. ახლა შენს ქმართან გაიქეცი ნახე როგორი მომლოდინე თვალებით გიყურებს. დათას მიუახლოვდა მარიამი და იქ მდგომთ მორიდებით გაუღიმა. ახვლედიანმა წელზე ხელი შემოაჭდო მეუღლეს და თავზე აკოცა. -დედა ჩემო საყვარელო, ნება მიბოძე შენი რძალი გაგაცნო, ეს მარიამ ნაკაშიძეა. მარიამ ეს კი დედაჩემი ქეთევან ტვილდიანია -მოკრძალებით საუბრობდა დათა და მის ხმაშიც იმჩნეოდა რამხელა პატივს სცემდა დედას. -სასიამოვნოა - ერთდროულად წარმოსთქვეს ქალბატონებმა. მარიამი უფრო დაძაბული ჩანდა, ქეთევანი კი ისე თავისუფლად იქცეოდა მაშინვე მიხვდებოდით რომ ახვლედიანი მისი შვილი იყო. - ეს კი ჩემი მეგობარია ლევან ბარბაქაძე. - სასიამოვნოა მარიამ. თქვენზე იმდენი რამ მსმენია - ხელი ჩამოართვა ლევანმა და მეგობარს თვალი ჩაუკრა. - მართლაა? - გაოცებისგან პირი დააღო ნაკაშიძემ - მაინც რა იქნებ მითხრათ? - თვალები უცნაურად მოჭუტა და თავი გვერდით გადასწია. - საუბარს მერეც მოასწრებთ - უცბათ ჩაერთო ახვლედიანი და ლევანს თვალები დაუბრიალა- დროა ჩვენს მოკრძალებულ სუფრასთნ გადავინაცვლოთ - სტუმრებს მოუხმო საგულდაგულოთ გაშლილ მაგიდასთან. სუფრასთან სულ თორმეტიოდე კაცი იჯდა. ყველა აშკარად ოჯახის ახლობელი იყო. ერთმანეთში ისე შინაურულად საუბრობდენ მარიამმა მარტოობა იგრძნო. მხიარულობდნენ. ყვებოდნენ დათას და ლევანის ბავშვობისა თუ თინეიჯერობის დროინდელ ისტორიებს. ისეთი უშუალო და საყვარელი იყო ახვლედიანი მათთან ურთიერთობისას მარიამი მთელი საღამო გაოცებული უყურებდა. ვერ იჯერებდა ნუთუ მართლა ის დათა იყო რომელიც მას ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. - დიდი ხანი უნდა იჯდე ასე ყბაჩამოვარდნილი - მხარი გაჰკრა ნუცამ და ჩურჩულით განაგრძო - ვიცი რომ ეს კაცი გაშტერებს მაგრამ ერთხელ მაინც გაიღიმე შენი ქორწილია. ნუცას სიტყვების გაგონებისას დათამ ჩუმად ჩიფხუკუნა და გაბუსხულ მარიამს ხელი მოხვია. ყურთან ტუჩები მიუტანა და ჩუმად უჩურჩულა: - თუ დაიღალე შემიძლია სასტავი დავშალო და უფრო საინტერესო საქმით დავკავდეთ. - მაინც რა საქმით? - ცინიზმით სავსე მზერით გახედა მეუღლეს. - მაგას საძინებელში რომ ავალთ მაშინ გაჩვენებ - ღიმილით შეხედა მარიამს და ყურზე ლამაზად ჩამოშვებული თმა გადაუწია. - რაა? ჩვენ რა ერთად ვიძინებთ? - თვალები დააკვესა მარიამმა. - აბა შენ ქორწინება მხოლოდ თამაში გგონია საყვარელო ცოლო?! აწი მე და შენ სიკვდილი თუ დაგვაშორებს ერთმანეთს. მე კიდევ ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. იმედია არც შენ ხო?! ხოდა ვიცხოვრებთ ასე ტკბილად და ბედნიერად ან არ ვიცხოვრებთ. არ ვიცი ზუსტად - ენა ებმეოდა კარგად შემთვრალ ახვლედიანს. - მე შენ საძინებელში არ დავწვები? - ამოიკნავლა მარიამმა. - ძალიან გთხოვ ნუ მახსნევინებ ამდენს, დედაჩემი ამაღამ აქ რჩება, შენი აზრით არ გაუჩნდება კითხვა ცოლ-ქმარი ერთად რატომ არ წევს? მე კიდე მეზარება ამდენი ახსნა განმარტებები კარგი? - მომაბეზრებლად გადაატრიალა თავი გვერდით. -ღმერთო გამაძლებინე - თვალები დახუჭა ნაკაშიძემ. სტუმრებმა ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს. კითხვები არავის არ დაუსვავს, ყველა ისედაც ხვდებოდა, რომ ეს ქორწინება ახვლედიანის კიდევ ერთი გარიგების შემადგენელი ნაწილი იყო. ახვლედიანი მადლობას უხდიდა ყველას მოსვლისთვის და მათი ბედნიერების გაზიარებისათვის. -აბა შენ იცი ამაღამ არ შემარცხვინო - მხიარულად დაჰკრა ხელი ლევანმა მხარზე ახვლედიანს. -მოძალადეს ვგავარ აბა შემომხედე? - წარბი ასწია გაბრაზებულმა დათამ - გოგოს ჩემთან საუბარიც კი არ უნდა ტო, რომელ პირველ ღამეზეა ლაპარაკი. შენ მაინც ხომ იცი ცოლად რატომაც გამომყვა - გულისწყვეტით ამოილაპარაკა და სიგარეტის ბოლი გამოუშვა ტუჩებიდან -შენი შარმი და მომხიბვლელობა გამოიყენე და დამიჯერე ევერესტსაც კი დაიპყრობ - სიცილით უთხრა ლევანმა და მანქანის გასაღები აათამაშა ხელში - არ იდარდო ძმაო ყველაფერი კარგად იქნება - ხელი ზურგზე მსუბუქად დაარტყა და კარისკენ წავიდა. ცოტახნით ეზოში იდგა და სიგარეტს ეწეოდა თან იმ კარისკენ იყურებოდა საიდანაც ლევანი გაუჩინარდა. შემდეგ ცოტა შეამცივნა და სახლში შესვლა გადაწყვიტა. თვალი მისი საძინებლის ფანჯრებისკენ გაექცა, საიდანაც შეშინებული მარიამ ნაკაშიძე იყურებოდა. ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში და სახლში შევიდა. კიბეებზე ასვლას აპირებდა, საიდანღაც ქეთევანი რომ გამოჩნდა და გააჩერა. -დათა დედა ერთ წუთს მოიცადე, ვხედავ და მიხარია რომ კარგად ხარ დედი ასეთი სალომეს მერე არ მინახიხარ, მაგრამ რატომღაც შენს ცოლს ვერ ვამჩნევ იმავეს, არ ვიცი თქვენ შორის რა ხდება და ასე უცბათ რატომ გადაწყვეტე დაქორწინება, უბრალოდ არ მინდა ისევ დამეტანჯო დედი - ხელი მხარზე ჩამოუსვა და გულზე მიეხუტა. -კარგი რა ქეთო ნუ ნერვიულობ გთხოვ, ხომ იცი შენი შვილი ისე არაფერს არ გააკეთებს თუ დარწმუნებული არ არის - შუბლზე აკოცა დედას - წავალ დავისვენებ კაი? შენ დაისვენე. შენ ხვალ ბრუნდები ხო? -კი დედი ხვალ წავალ. კაი დე მშვიდობიანი ღამე - სევდიანი მზერა გააყოლა კიბეებზე მიმავალ შვილს ქეთევანმა. საძინებელ ოთახში შესულ დათას მეუღლე იქ არ დახვდა, სააბაზანოდან ხმა შემოესმა მიხვდა სისულელეს აკეთებდა მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა და სააბაზანოს კარი შეაღო. გამჭვირვალე შუშის იქით შიშველი მარიამი იდგა და წყლის ჭავლი მთელ სხეულზე ეცემოდა. ახვლედიანს სისხლი საფერთქლებთან მოაწვა, იგრძნო როგორ დაუარა სხეულში ცხელმა ტალღამ და მის სასქესო ორგანოსთან მოიყარა თავი. სიგიჟემდე მოუნდა კარი შეემტვრია და მარიამის შიშველი სხეულის თითოეული ნაწილი დაეკოცნა. ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი გადაისვა და პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო. მიხვდა ახლა, რომ არ გასცლოდა სიტუაციას ალბათ ისეთ რამეს ჩაიდენდა რასაც საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა და საქმეს ბოლომდე გაუფუჭებდა. საწოლზე გადაწოლილი ცდილობდა მის ცხოვრებაში ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარი ამბები გადაეხარშა. ონკანის დაკეტვის ხმა გაიგო, სულმოუთქმელად ელოდებოდა როდის გამოვიდოდა ნახევრად შიშველი მარიამი. სიგიჟემდე უნდოდა ეს გოგო და არ იცოდა საკუთარი თავისთვის რა მოეხერხებინა. მითუმეტეს როცა მისგან ასეთ სიცივესა და ზიზღს გრძნობდა. -მთელი ღამე ასე წოლას აპირებ? - თავზე წამოდგა პირსახოცშემოხვეული მარიამი. -არა კიდე ბევრნაირი პოზა ვიცი საყვარელო - გულწრფელად გაეცინა ახვლედიანს და წარმოიდგინა რამდენი რამის გაკეთება შეეძლო მარიამთან ერთად სხვა სიტუაციაში ამ საწოლში. -ფუ რა უზრდელი ხარ - ტუჩები დამანჭა ნაკაშიძემ და თმის დავარცხნა დაიწყო. -რა წესიერი გოგო ხარ მარიამ, აქ უზრდელობა არაფერია, ცოტახანში შენ თვითონ დარწმუნდები ამაში - ღილებშეხსნილი პერანგი ნელა გაიხადა და საწოლზე უდიერად მიაგდო, მარიამს ზურგიდან მიეხუტა და შიშველ ყელზე ტუჩებით ნაზად შეეხო, შეამჩნია მარიამ სხეულზე ეკალმა როგორ დააყარა და სიგიჟემდე ესიამოვნა. მიხვდა რომ ამ გოგოში რაღაც ემოციებს მაინც აღძრავდა. კოცნით გაიკვლია გზა ყურამდე და კბილებით ყურის ბიბილოს შეეხო. -რომ იცოდე რა სასურველი ხარ - ჩურჩულით დაუკოცნა მთელი ყელი, ხელი პირსახოცისკენ წაიღო და წამებში შემოაცალა. მისი მკერდი ხელში მოიქცია თითებით თავებს შეეხო. მეორე ხელი კი მუცლისკენ ჩააცურა. -დათა გთხოვ არ გინდა - ჩამწყდარი ხმით ამოიკვნესა მარიამმა - არ შემიძლია ასე, ამას პირველად ვაკეთებ და მინდა ეს სიყვარულით მოხდეს. - მუღამი დავკარგე - ხელები ცივად შეუშვა ახვლედიანმა და ისე მოშორდა მის წინ მდგარი ნაკაშიძე ვნება არეული დატოვა. პერანგი აიღო და კარებში გასვლისას გამოსძახა - მშვიდად მოისვენეთ ქალბატონო მეტჯერ აღარ შეგეხებით სანამ ამას თვითონ არ მთხოვ. კიბეებზე გულდაწყვეტილი ჩადიოდა და თავში მარიამის სიტყვები უტრიალებდა. ვერც მიხვდა ეს გოგო როდის შეუყვარდა ასე. პირველი დანახვისთანავე იგრძნო რომ ის იყო ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება უნდოდა, რომ არა ეს უაზრო შურისძიების წყურვილი ალბათ სხვა სიტუაციაში მარიამის გულს ადვილად მოიგებდა. ახლა კი უაზრო ბრძოლა უწევდა თავის თავთანაც და ნაკაშიძის გულთანაც. კაბინეტის კარი შეაღო, მაგიდაზე მდგარი ვისკი ჭიქაში ჩამოისხა. -შენ გაგიმარჯოს ჩემო საყვარელო მეუღლევ - სკამზე გადაწვა, ჭიქა ასწია მის კომპიუტერში ჩართულ ეკრანს ღიმილით შეხედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.