გაიქეცი(სრულად)
გაიქეცი(სრულად) დილის სუსხმა გამაღვიძა მთელი ოთახი ჩაბნელებული იყო,საბანში უფრო კარგად გავეხვიე და ჩაძინება ვცადე, მაგრამ პირველი სართულიდან კარის გაღების ხმა მომესმა, თავიდან მეგონა რომ დედაჩემი იყო მაგრამ უცებ გამახსენდა მისი წერილი, ის სამუშაოს გამო შუადღემდე ვერ დაბრუნდებოდა, უცებ წამოვხვტი ფეხზე და იქვე დადებული ხალათი მოვიცვი. ვეცადე ჩუმად გავსულიყავი ოთახიდან და სახლი შემემოწმებინა. ფრთხილად ჩავედი კიბებზე, მისაღებში არავინ დამხვდა, ახლა სამზარეულოსკენ წავედი იქაც არავინ იყო, ვიფიქრე ესეც ჩემი მრავალფერივანი ფანტაზიის ბრალიათქო და ჩემს ოთახში ავბრუნდი. საბანში შევძვერი და კარგად გავეხვიე მაგრამ ისევ კარების ხმა გავიგე ოღონდ ახლა უკვე მეორე სართულზე, ეს ხმა დედაჩემის ოთახიდან მოდიოდა, ისევ ავდექი და დედას ოთახისკენ წავედი, კარები გავაღე და სისხლში ამოსვრილი დედა ძირს იწვა თავზე კი ვიღაც შავებში შემოსილი კაცი ედგა, მისი სახე ვერ გავარჩიე, მოულოდნელად კაცმა ჩემკენ მომართა იარაღი, მე განუძრევლად ვიდექი, ვცდილობდი იმ კაცის სახის გარჩევას, კაპიშონი თვალებ უფარავდა, ცოტათი მოშვებული წვერი ქონდა, კეხიანი ცხვირი და ფერმკთალი სახე, შავ კაპიუშონიანი ისე მომიახლოვდა რომ ვერც გავიგე და ყურში ჩამჩურჩულა: -ხმა არ ამოიღო დედაშენი გადარჩება და შენ თუ არ გინდა სიკვდილი გამიშვი და ჩემს შესახებ არავის არაფერი უთხრა.-ძალები მოვიკრიბე და სამზარეულოსკენ გავიქეცი დანა ავიღე და შავ კაპიუშონიანს ზურგში ჩავარტყი ვითომ ვერც იგრძნო ისე შემობრუნდა და იარაღი დამიმიზნა. -შენ ჩემი ნათქვამი კარგად ვერ გაიგე როგორც ჩანს ახლა კი შენი სიკვდილის დრო დადგა ნილ.-მისი ბოხი ხმა ძალიან მეცნობოდა და მის გახსენებას ვცდილობდი, იარაღი გაისროლა და მის შემდეგ არაფერი აღარ მახსოვს. თვალები რომ გავახილე ვილი გვერძე მეჯდა და ჩემი ხელი ეჭირა. -ვილ დედაჩემი როგორ არის.-ძლივს ამოვღერღე. -ბევრი სისხლი დაკარგა მაგრამ ახლა უკვე უკეთაა და შენ როგორ ხარ?.-გახარებულმა შემომხედა. -რავი ცოტა ხელი მტკივა. -ხო იმ კაცმა ხელში დაგჭრა. -დაიცა როგორ აღმოვჩდით აქ?-გაკვირვებით შევხედე. -ვინაც დაგჭრა იმ კაცმა დარეკა პოლიციაში და ის კაციც დააკავეს. -დააკავეს როგორ არ გაიქცა? -არა თავზე გადგა სისხლის შეკავებას ცდილობდა და თან იმეორებდა მაპატიე შვილოო. -რა შვილოოო? დაიცა დავიბენი. -ნილ მამაშენმა დაგჭრა მამაშენმა საგიჟეთიდან გამოიქცა და დედაშენზე შურის ძიება უნდოდა.-ამფორიაქებულმა მითხა. თავიდან ეს ყველაფერი ვერ დავიჯერე მაგრამ მამაჩემის ნახვის შემდეგ კი სხვა გზა არ მქონდა, მისი პატიება დღემდე ვერ შევძელი და ალბათ ვერც შევძლებ მან მე სასიკვდილოთ გამიმეტა, იმ დღის შემდეგ მამა ყველაზე მეტად მძულდა,ყოველდღე მახსენდებოდა თუ როგორ იწვა დედა სისხლში ამოსვრილი ძირს, მისი ბოხი ხმა. მანაც ვერ გაუძლო ჩემს სიძულვილს და თავი მოიკლა მაგრამ მისი სიკვდილის მიუხედავად მაინც ისე მძულდა როგორც ადრე. ---------- ამ ჟანრში პორველი მოთხრობაა, იმედია მოგეწონებათ, წინასწარ მადლობა:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.