შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს (თავი 6)


8-09-2019, 03:47
ავტორი OCEAN.drive
ნანახია 1 805

პარასკევი დღე იყო გვანცამ სახლი დაალაგა,შემდეგ შხაპი მიიღო, როცა ზარი შემოვიდა ტელეფონზე, ლილე ურეკავდა.
-გვანცა სახლში ხარ?
-კი ლილე სახლში ვარ ამომიარე.
-კარგი ამოვალ, ნახევარსაათში შენთან ვარ.
-გელოდები.
ლილემ შეამჩნია გვანცას დადარდიანებული ხმა,მაგრამ ის უკვე მიჩვეული იყო ასეთ დაქალს, იცოდა რომ უწინდებური,ვეღარასდროს იქნებოდა გვანცას სიცილი, ძველებურად ვერ გამოხატავდა სიხარულსა თუ ტკივილს, მაგრამ ლილე ყოველთვის ცდილობდა მეგობრის გვერდში ყოფილიყო და პრობლემები ერთად გადაელახათ.
გვანცამ მაცივრიდან ნამცხვარი გამოიღო და ლამაზად დაჭრა მერე ფორთოხალი და ბანანილამაზად დარყო ხის თეფშზე, იქვე გრეიფრუტი დააწყო ლამაზად და ცხელი ყავა მოამზადა.
კარზე ზარიც გაისმა, ლილე შემოვიდა ბედნიერი სახით და მეგობარს გადაეხვია.
ოხ რა სუფრა, რა გოგო ვის ოჯახშიც შენ შეხვალ.
ეს სიტყვები გვანცას გულზე მოხვდა, ალბათ მიხვდით რატომაც, მას გაახსენდა ბიძამისის განაჩენი, რომელიც განსაზღვრავდა მთელ მის ცხოვრებას,უსიყვარულოდ გათხოვება მდიდარ კაცზე რომელიც არასოდეს ენახა.
ლილე რაღაც უნდა გითხრა,ასე დაიწყო ლაპარაკი გვანცამ.
როდესაც გვანცამ მეგობარს ყველაფერი მოუყვა ლილეს ცრემლები მოადგა არ იცოდა რა ეთქვა, რითი გაემხნევებინა ისევე როგორც მშობლების დაკარგვის შემთხვევაში გული გატეხილი ჰქონდა.
დიდხანს იყვნენ ჩუმად შემდეგ ლილემ დაიწყო:
-გვანცა ანუ ყველაფერს დაკარგავ და სახლის სწავლის და ფულის გარეშე რჩები ბიძაშენიც ყველაფერს კარგავს?
-კი ზუსტად ლილე.
-არ ხარ ვალდებული გათხოვდე და შენი ცხოვრება ვიღაც უცნობს მიუძღვნა, ჩემთან გაცხოვრებ, მერე იმუშავებ და შენი საკმარი ფული გექნება,მეც დაგეხმარები იცი რომ მდიდრულად არ ვცხოვეობ მაგრამ ყველაფერი მაქვს რაც გჭირდება.
გვანცას ცრემლებს უფრო ბღავილი ერქვა აღარც ტირილი გული საოცრად აუჩქარდა და დაუთბა მიხვდა რომ სულ რომ ყველაფერი გაქრეს ნამდვილი მეგობრობა გაიმარჯვებს,გამოჩდებიან შენი ადამიანები ანგელოზები,რომელიც მას ლილეს სახით მოევლინა მაგრამ...
-ლილე ყველაზე მაგარი მეგობარი ხარ გეფიცები მთელი გულით ვამბობ ამას არც კი ვიცი რა ვთქვა.
-არაფერი გვანცა ზუსტად ვიცი იგივეს გააკეთებდი ჩემთვის.
-კი,მაგრამ უარი უნდა ვთქვა,რადგან საქმე ჩემში არ არის, ბიძაჩემი მისი ცოლი, ჩემი სწავლა,აღარაფერი დამრჩება ბინა,რომელიც ჩემს მშობლებს მახსენებს...არ შემიძლია ლილე ყველა გავწირო მთელი სანათესაო ამ ბიზნესზე დგას მომკლავს ვიღაცა მაინც მომკლავს.
ლილე უყურებდა ჩავარდნილ უსიცოცხლო თვალებს მეგობარს გადაეხვია და დაამშვიდა.
ლილე გვიან წავიდა როცა გვანცას ჩაეძინა...
მეორე დილით გვანცა კარზე ბრახუნმა გააღვიძა,წამოხტა თვალები მოიფშვნიტა და კარი გააღო ბიძამისი იყო.
მიდი გამოფხიზლდი გვანცა.
გვანცა საბაზანოში შევიდა შუბლზე თოფი არ ედო თორემ ყველაფერი ასე გამოიყურებოდა.
-ხო რა ხდება?(ცივად ჰკითხა ბიძამისს)
-გადაწყვიტე?
-სხვა გზა მაქვს?
-არა...
-ხო და თქვენი მონა მორჩილი ვარ!
-მაპატიე გვანცა, მაპატიე.
პირველად დაინახა ბიძამისის თვალებზე ცრემლი,მაგრამ არავინ ეცოდებოდა გულით არავის ცრემლი თითქოს გაყიდესო აი როგორ გრძნობდა თავს უსიცოცხლოდ და უბედურად სრულიად მარტო ახლა უნდოდა დედასთან და მამასთან ერთად ყოფნა ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
-დღეს უკვე გაცნობის საღამოა მათი ოჯახი მოდის ჩემს სახლში შემდეგ ჩვენ გადავალთ როგორც ხდება.
-გაცნობის ანუ დანიშვნის?
-კი, კაბის ფულს დაგიტოვებ და ყველაფრის რაც გჭირდება.
-კარგი.
მაგიდაზე 1000 დოლარი დაუდო და სახლიდან გავიდა.
გვაცამ ლილესთან გადარეკა და მანქანით მოკითხვა სთხოვა.
3 საათზე გავიდნენ საყიდლებზე.
გვანცამ მალევე მოიხდინა ულამაზესი შავი ელეგანტური კაბა
ცოტა თამამი, სექსუალური და ასევე თავშეკავებული,ასეთი იყო თავად გვანცაც.
ახალი შავი მაღალქუსლიანებიც შეარჩია და სალონში წავიდა, სადაც თმა დაისწორა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა.
ამასობაში 6 საათი გახდა,7 ზე სავახშმოდ ანუ დასანიშნად მოაკითხავდნენ.
სახლში შევიდა ბიძამისის ცოლს ცივად მიესალმა და სააბაზანოში შევარდა,სარკეში იყურებოდა და გაბზარულ სულს ხედავდა...
თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა, ცოტაც და ლოყებზე ჩამოუცვივდებოდა და მაკიჟს სულ გაუფუჭებდა, თავს შემოუძახა ძლიერი უნდა იყო გვანცა ძლიერი, შენ ყველაფერს შეძლებ, ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება, გამაგრდი.
ცრემლიან სახეს შეხედა და ძალით გაუცინა საკუთარ თავს, ძლიერი ხარ გვანცა ხმამაღლა გაიმეორა და ქვევით ჩავიდა.

სახლი თანამედროვედ იყო მოწყობილი,აქაურობა მას მშობლებს ახსენებდა, ხშირად სტუმრობდნენ ბიძას და საკმაოდ კარგ დროს ატარებნდნენ ერთად ყველანი.
ქვევით ჩასულს ბიძამისი შეეგება და უთხრა რომ უკვე აქ იყვნენ ნავერიანები თან ისიც დაამატა რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
გვანცამ ირონიულად გაუღიმა და ბიძამის გაყვა, ლამაზი მაღალი ქალბატონი თბილი სახით და ასევე ძალიან სიმპათიური კაცი,რომლის გვერდითაც ძალიან გემოვნებიანად ჩაცმული ბიჭი იდგა, ცოტათი ცივი სახით გვანცას და ბიჭის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,ძალიან დაიბნენ ერთმანეთს რამდენიმე წუთი უყურებდნენ... ეს ის იყო ყვავილების ავტორი და ბიჭი რომელმაც გვანცა დაიცვა არ ვიცი რა იგრძნო მაშინ გვანცამ.
ეს დემეტრე ნავერიანია დიახ ის დემეტრე, რომელიც სულ ცოტახანში გვანცას დანიშნავს, რომელსაც არ აქვს სხვა გზა.

გვანცა რომელიც გაყვება დემეტრეს და არც მას აქვს სხვა გზა.
ისინი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის იმდღესვე გაჩნდა ქიმია რომელსაც ცხოვრების დაუნდობლობამ და სისასტიკემ არ აცადა გაღვივება და მათში სიყვარულის ნაცვლად ფარული ზიზღი წარმოშვა.
ორივე თვალებით ლაპარაკობდნენ და აგებინებდნენ ერთმანეთს სათქმელს. ყველაფერი ცხადი იყო ახლა რომ აქ არ მდგარიყვნენ ისინი სრულფასოვანი წყვილებივით გაიცნობდნენ ერთმანეთს, დასხდებოდნენ კაფეში ისაუბრებდნენ ბევრს, ისერნებდნენ თბილისის ლამაზ ქუჩებში ხელაჩაკიდებულები, დაახლოვდებოდნენ შემდეგ ან უსაზევროდ შეუყვარდებოდათ ერთმანეთი და ამ საოცარ თავგადასავალში ჩაეშვებოდნენ ან დაცილდებოდნენ სკანდალების გარეშე, მაგრამ ბედმა ამ ორს სხვანაერად არგუნდა ერთად ყოფნა, თავუფალი არჩევნის გარეშე, უსიყვარულოდ.
ერთმანეთი გაიცნეს გვანცამ და დემეტრემ და ორივემ გამოცდილი მსახიობივით არ შეიმჩნიეს ერთი დღის ნაცნობობა. სუფრასთან დავითი, დემეტრეს მამა აქტიურობდა, გვანცას ბიძაც თამამად აჰყვა ამ თეატრს.
დემეტრეს მკაცრი მზერა არ შორდებოდა გვანცას სახეს...
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, დემეტრეს დედამ ელენემ, წყვილი დალოცა და თითიდან ულამაზესი ბეჭედი მოიხსნა.
ეს ბეჭედი ჩემმა დედამთილმა მაჩუქა, მას კი მისმა დედამთილმა, ასე გადაეცემოდა ეს საგვარეულო ბეჭედი ნავერიანების რძლებს, ახლა ის შენია და შენი ვაჟის ცოლს გადასცემ მომავალში, ღირსეულად ატარე, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ.
დემეტრემ ბეჭედი გამოართვა, გვანცას ხელი აიღო და გაუკეთა შემდეგ ხელზე ეამბორა და ღვინო შესვა.
გვანცა შენც ხომ არ იტყვი რამეს უთხრა აწ უკვე მამამთილმა.
მე? დაიბნა რა უნდა ვთქვა? სიყვარულზე მგონი ზედმეტია საუბარი არც კი ვყავარ ნანახი არც კი ვიცნობ ვერაფერს ვიტყვი არფერი მეთქმის.
გვანცა მკაცრად დაიძახა ბიძამისმა.
არ არის პრობლემა თქვა დავითმა ახალგაზრდები ხშირად ვერ ხვდებიან რა არის მათთვის უკეთესი, დემეტრეც უარზე იყო,მაგრამ მიხვდა რომ ასე აჯობებდა.
ასე უფრო გაძლიერდება ბიზნესი და უზრუნველი ცხოვრება ექნებათ ორივეს მერე შეგიყვარდებათ ერთმანეთი ორივე არჩვეულებრივები ხართ უზადოები და მადლობასაც გვეტყვით მომავალში .
მამა მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ! შეაწყვეტინა დემეტრემ და აივანზე გავიდა მოსაწევად.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ოჰოოოოო
ოო უფროოდა უფრო საინტერესო ხდებაა .... ველოდები ახლ თავს

 


№2 სტუმარი Tako

Ar ginda es gaagrzelo?me dzalian minda gagrzelebis cakitxva,gtxovt

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent