შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულნი (3)


9-09-2019, 12:27
ავტორი Holly_Holly
ნანახია 3 013

არაფერი არ შევიმჩნიე,ეს თუ თამაშის ნაწილი იყო,უარეს თამაშს მე დავიწყებდი.ისიც კი გავიფიქრე ეს ნაშა თუ იყო,ჩვენთან რა პონტში მოიყვანა და გაგვაცნო საჯაროდ? ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვე,რადგან ვეღარაფერს ვერ ვფიქრობდი..ყველაზე მეტად ის მშლიდა ნერვებზე,რომ არ მამჩნევდა და ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებდა?ფიქრებიდან ლენკას ხმამ გამომიყვანა..
-რაიყო ასე მოგწონს დევდარიანი,რომ ეჭვიანობაც დაიწყე? სიცილით ჩამჩურჩულა
-ლენ დილით თავი კედელს ხო არ მიარტყი? შევხედე მობეზრებული სახით
-რაც ნუცა მოვიდა,ხმა ჩაგივარდა და რახდება? ირონიით მკითხა
-ლენკა ხოიცი,რომ ამდენ ხანში არავის ინტერესი არ გამოუწვევია ჩემში და ასეთ ადამიანს შევხედავ ოდსმე? -სასწაულად ვიცრუე
-ანო შენი საუკეთესო დაქალები ვართ და არ ვიმსახურებთ დაგოიმებას შენგან -გამოყო თავი ნინიმ
-ბავშვებო გაჩუმდით აბა,გააგებინეთ ყველას ახლა,ისეთი არაფერი უბრალოდ გარეგნულად მიმზიდველია..ისე ნუ ლაპარაკობთ თითქოს თქვენ არ მოგწონთ სიმპატიური ტიპები
-აუ ანო ბევრ სიმპატიურ ტიპს გაა*მევინე და შენს თავს სხვა რაღაც ხდება,აღიააარეე დაო
სიცილი დაიწყეს გოგოებმა..არაფერი არ ვთქვი,უბრალოდ მომწონდა,მაგრამ არ მინდოდა ეს ჩემი თავისთვის მეღიარებინა,რადგან არ უნდა გამემწვავებინა ეს თემა,მითუმეტეს ნდობა აღარავისთან გამაჩნდა და სერიოზულად არ უნდა შემეხედა ასეთი ცხოველისთვის,რომელიც ყველას გრძნობებზე თამაშობდა და საერთოდ რაზეა ლაპარაკი,როცა წინ გვეჯდა მისი ნუცა..
ათი საათი იყო,როცა დავიშალეთ და ყველამ თავისი გზა გაიკვალა..ჩემს სახლს ვუახლოვდებოდი,როცა დევდარიანი შევნიშნე ჩემი მიმართულებით..
-რაიყო არ ველაპარაკებით ერთმანეთს? კაპიშონიანი კურტკა ეცვა და ხელები ჯიბეებში ჰქონდა მოთავსებული..ისეთი სიმპატიური იყო,უბრალო ჩაცმულიც..
-რაშუაშია? ვკითხე "ვითომ" გაოცებულმა
-ხმა არ ამოგიღია არც ბარში,ახლაც მოღუშული ხარ
-შენთან რამე მაქვს სალაპარაკო? ავხედე გაკვირვებით
-რავი იქნებ გაქვს -ჩაიცინა
-ისა და აქ რასაკეთებ?
-აქვე ვიყიდე სახლი და შენთან ახლოს ვიქნები,ასე რომ მალ-მალე გნახავ - თვალი ჩამიკრა
-ვაუ და ჯერ ჩემთვის გეკითხა აზრი იქნებ სულ არ მინდოდა შენი დანახვა?
-შენ ვინ გეკითხება? მთავარია მე მინდოდეს
-ამაზრზენი ხარ,გგონია რომ ნებისმიერს შენს თითზე დაიხვევ,მაგრამ ნწუ აქ გაჩერდი,მისამართი შეგეშალა
-მომისმინე..მე ყოველთვის იმას ვაკეთებ,რასაც მინდა ასე რომ არავის ჩემთვის პირობები არ დაუყენებია და შენც მოდუნდი
-პირობებს არ გიყენებ,უბრალოდ არ მსიამოვნებ და ცუდად მოქმედებ ჩემზე,არ მინდა შენი დანახვა და რატოა ასეთი რთული მისაღები შენთვის? ვისთანაც გაგდის იმათთან გაგივიდეს
სახე შეეცვალა,არ მოეწონა ჩემი ნათქვამი, მწარედ ჩამავლო მკლავზე ხელი და კედელს მიმაკრო..
-გოცირიძე,ერთხელ და სამუდამოდ ამ პატარა ტვინში ჩაიბეჭდე,ჩემგან ვერავინ ვერასდროს ვერ განთავისუფლდება მე თუ არ მოვინდომე..-საჩვენებელი თითი მომიშვირა საფეთქელზე და წარბები მაღლა აწია..
-და თუ მოინდომე მაშინვე გააქრობ,თითქოსდა არაფერი მომხდარა ხო? ჩაწყვეტილი ხმით ვუპასუხე
-კაი გოგო ხარ,ზუსტად ფიქრობ
-შემეშვი და მოეშვი ამ თამაშს,დავიღალე შენი და შენი ნაშების ყურებით ყოველდღე
-ანანო მეორედ შემეშვი სიტყვას ჩემთან მიმართებაში არ იხმარ,ეს პირველი..მეორეც,რაიყო ისე მოგწონვარ,რომ ეჭვიანობა დაიწყე ნუცაზე? -ჩაიცინა
-შენ მემგონი მართლა ფსიქიკურად ვერ ხარ დალაგებული,მე არავისთან ნდობა არ გამაჩნია და შენნაირ ცხოველებთან საერთოდ არ მინდა არანაირი ურთიერთობის დამყარება ახლა შენ ჩაიბეჭდე ეს შენს პატარა ტვინში..ხელი ვკარი და სახლში შევედი..ხუთი წუთი კართან ვიდექი გაშეშებული,გონს ვერ მოვდიოდი,რა მემართებოდა არვიცოდი..წყალი გადავივლე,ლოგინში ჩავწექი და ფიქრებმა ჩამითრია..ფიქრები ყველაფერზე..წარსულზე..სიყვარულზე..ნდობაზე..გული ვერაფერს ივიწყებს,წარსულის დავიწყება რთულია,მაგრამ ზოგჯერ ცუდი დასასრული უკეთესია,რადგან ხვდები,რომ ფარდა ახდილია და ყველაფრისთვის წერტილიც დასმულია..ეს ყველაფერი ხო წაუშლელია?
დრო..დრო არ გვკურნავს,დროს მივყავართ გულგრილობამდე და ის კლავს ყველაფერს,რაც ასე ძალიან გვიყვარდა..რა დარჩა წარსულში? რა გველის წინ? მცირედია იმასთან შედარებით რასაც შინაგანად ვატარებთ..სიყვარული ჩემთვის ოდესღაც სიმსივნესავით იყო,იწყებოდა გულის მიდამოებში და ვრცელდებოდა მეტასტაზები..სიყვარული არის დიდი ნდობა,როცა ადამიანს ისე ენდობი,როგორც საკუთარ თავს და არასდროს გიწევს მასთან თამაში,თუ თამაშობ მხოლოდ იმისთვის,რომ ცოტათი,ერთი ბეწოთი აეჭვიანო ხოლმე და მთლად ბოლომდე მოდუნების უფლებაც არ მისცე..
სიყვარული არის,როცა ყოველი დღე გიხარია,გიხარია იმიტომ,რომ ახალ დღეს მასთან დაკავშირებული ახალი ემოციები მოაქვს..ან შეხვდები,ან მობილურით დაელაპარაკები,ან ჩაეხუტები ძალიან ძალიან მაგრად და მთელს სხეულში ჟრუანტელად დაგივლის..
სიყვარულია,როცა იმაზე უკეთესი ხდები,ვიდრე იყავი..ბედნიერი ვიყავი, იქამდე სანამ არ მიღალატებდა..საშინელია ზოგჯერ წარსული,ფარავს ყველაფერ კარგს და გახსენებს ყველაფერ ცუდს..გაკარგვინებს ყველასთან ნდობას..მაგრამ ახლა,როცა შევხვდი ასეთ ადამიანს,როგორიცაა გოგა დევდარიანი,რატო მახსენდება სიყვარული და ყველა ის ემოცია,რომელსაც განვიცდიდი ჩემი პირველი სიყვარულის დროს?მეშინია ადამიანების სიყვარულის და ნდობის,რადგან მათი სიტყვების უკან უდიდესი ორპირობა და სიყალბე იმალება.
ძალიან დაღლილი ვიყავი და ფიქრებში ჩამეძინა..ისევ არეული სიზმრები..ძლივს ვახელ თვალებს,ჯერ არ იყო კარგად გათენებული გადავწყვიტე გამეგრძელებინა ძილი..შემეძლო მთელი დღე ლოგინში გამეტარებინა..კვირა დღე იყო..ავდექი გვიან და მაღაზიაში ჩავედი,ვიყიდე რაღაცეები და სახლში ამოვბრუნდი..ვჭამე და გადავწყვიტე ფილმი ჩამერთო,ინსტიქტურად ვიმოწმებდი ტელეფონის ეკრანს,რადგან დევდარიანის ასე გაქრობამ ეჭვებში ჩამაგდო,ვცდილობდი ფილმზე გადამეტანა მთელი ყურადღება..მთელი დღე სახლში გავატარე..ბავშვებმა რამდენჯერმე დამირეკეს,ბარში გამოდიო მაგრამ სახლში ყოფნა ვარჩიე.

20;45
ტელეფონი აწრიპინდა,ლენკა იყო..
-ანანო დევდარიანმა ვიღაც ტიპი დაჭრა,ბიჭებიც მასთან ერთად იყვნენ,სასწრაფოდ ბარში გამოდი,გთხოვ
ამაკანკალა,შიშმა შემიპყრო,რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი..ლიზას მანქანა დატოვებული ჰქონდა და ბარში 10წუთში გავჩნდი..
-ანანო -ტირილით წამოვიდა ნინი ჩემსკენ და მიმიხუტა
-გოგოებო რა ხდება ამიხსენით მალე-ხელები მიკანკალებდა
-არვიცი ანო გიომ დაგვირეკა,ბევრის მოყოლა არ შეგვიძლიაო,ჩხუბში მოვყევით და გოგამ ვიღაც დაჭრა,იმ სი*ებმა ძაღლები გამოუშვეს და ახლა ყველა დაკითხვაზეა,არ ინერვიულოთო.
მგონი გავგიჟდი,ისევ გავგიჟდი,ვერ ვინძრეოდი,ალბათ მკვდრის ფერი მომედო,ტუჩები ხელები ამიკანკალდა..შემეშინდა,არვიცოდი ამ სიტუაციაში როგორ მოვქცეულვიყავი..პოლიციაში მივედით იმ იმედით,რომ ბიჭებს ვნახავდით..არავინ არ მოგვცა უფლება ვინმე გვენახა,გამოსვლისას ვიღაცამ გაგვაჩერა და მოგვიახლოვდა
-თქვენ ბიჭებთან ბრძანდებით ალბათ ხო? წინ დაგვიდგა,მკაცრი ტონით 30წლამდე მამაკაცი.
-დიახ,თქვენ? -გაკვირვებული გავხედე
-მე ზურა დევდარიანი ვარ,გოგას ბიძა და ადვოკატი,რაღაც გაურკვევლობა მოხდა,1 კვირაში გაანთავისუფლებენ ბიჭებს,არ ინერვიულოთ.ნახვამდის.
პირღია დავრჩით გოგოები და ერთმანეთს გავხედეთ..
-ეს რაიყო ახლა? დაიწყო ლენკამ
-ვერაფერი ვერ გავიგე -თქვა ნინიმ
გაოცებული დავრჩი,ასეთი მშვიდი ადამიანი ცხოვრებაში არ მენახა,ნუთუ ასეთი შეჩვეული იყო გოგას ასეთი ამბებიდან ამოყვანას,რომ ეს მისთვის არაფერი იყო..თუ მკვდარია ის ტიპი ვინც დაჭრა? რას აკეთებენ,რა საქმეებში არიან გარეულები? თუ ის მკვდარია,როგორ გაანთავისუფლებენ? ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა,ხელი ჩავიქნიე და სახლში დავბრუნდი..სხვა გზა არმაქვს უნდა დაველოდო 1კვირას და მერე გავარკვიო ყველაფერი..ბიჭებზე ძაან ვნერვიულობდი,გოგაზეც მეფიქრებოდა,ნუთუ ასეთი გამხეცებული იყო,რომ მისთვის არაფერი იყო ვიღაც სიკვდილისთვის გაემეტა..შიშმა ამიტაცა..
1 კვირა საშინლად გავატარე..ყველაფერი აგვერია გოგოებს,ლექციებს ან ვაცდენდით,ან თუ დავდიოდით სულ ტყუილად მაინც მათზე ვფიქრობდით..ჩვენი მთავარი თემა ბიჭები იყვნენ,რას არ ვფიქრობდით,ნაადრევ დასკვნებს ვაკეთებდით..
1 კვირის შემდეგ..
ბარში ვსხედვართ მე ლენკა და ნინი..
-დღეს გამოუშვებენ ბიჭებს-ხმა ამოიღო ნინიმ
-აუ როდისღა - მიუბრუნდა ლენკა
ბარის კარი შემოაღეს ბიჭებმა და ჩვენსკენ წამოვიდნენ..ფეხზე წამოვდექით,ხელები გადავაჯვარედინე და გადატყავებული სახით გავხედე მათ..
-აბა როგორ ხართ? ღიმილით დაიწყო დევდარიანმა
-როგორ ვართ? კითხვა გავუმეორე და სახე დავმანჭე
-ხო კიდე გავიმეორო მეც?
-ჩვენ კი არა თქვენ როგორ ხართ და რა ხდება საერთოდ თქვენს თავს? ჩვენ აქ ვკვდებით ერთი კვირა ნერვიულობით,შემოდიხართ იცინით და გვეკითხებით როგორ ხართ? ყვირილი დავიწყე და თვალები ცრემლებით გამევსო.
-ანო ჩემო პატარა -მომიახლოვდა სანი
-გამიშვი ხელი სანდრო,იცი რა გადავიტანეთ ეს ერთი კვირა თქვენს გარეშე? ჩამოგორებული ცრემლი გავიწმინდე..
-სანდრო ლენკას და ნინის მიხედე,ანანო მომანდე..ჩასჩურჩულა დევდარინმა სანის,ხელი მკლავში ჩამავლო და ბარიდან გამიყვანა..
-რას აკეთებ გოგა? გამიშვი ხელი -ვყვიროდი ბოლო ხმაზე
-გოგო შეგიძლია გაჩუმდე და მომისმინო?
-არააა..არ შემიძლია,დავიღალე იმის ფიქრით,რომ შეიძლება ვიღაც მოკლათ,დაჩეხოთ,ყოველთვის ფარულ ამბებზე დადიხართ და ხედავ რა გააკეთე? ბიჭებიც კი ამ ამბავში გარიე,ასეთები არ ყოფილან ისიინი,შენ და შენმა საშინელმა სასტავმა აგვირიეთ სიმშვიდე..
-ანანო გაჩუმდი,იმას ნუ იტყვი რასაც ინანებ,არ მინდა გული გატკინო,გაჩუმდი და მომისმინე
-უკვე მატკინე გული,შენ ბიჭები გამოიყენე იარაღად და ითამაშე ჩემი გრძნობებით,შემეშვი და დამტოვე საერთოდ მარტო,არმინდა ჩემს სიახლოვეს გხედავდე,მეზიზღები გოგა დევდარიანო..
-გოცირიძეე! ისე დაიღრიალა,გული საგულედან ამომივარდა..მეშინია ამ ადამიანის,ძალიან მეშინია
-რა გინდა რა? ვუყვირე
-შენ მგონი ჩემთან ლაპარაკის ნორმები უნდა შეგახსენო? ტონი გააკონტროლე ანანო გოცირიძე და თავი ხელში აიყვანე!მომისმინე
-რა უნდა მოგისმინო გოგა?
-ისე არარის ყველაფერი,როგორც შენ გგონია
-შენნაირი ცხოველი ადამიანისგან რას უნდა მოველოდო ? მადლობა უთხარი ღმერთს ბიჭებს არაფერი რო არ დაემართათ,თორე ჩემი ხელითვე მოგკლავდი
-მადლობას მე მეტყვი გოცირიძე,ჯობია გაჩუმდე სიტყვები სანანებელი არ გაგიხდეს..
-რეებს ბოდავ საერთოდ? აღარრმინდა შენი მოსმენა..ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და თავისით პოულობდნენ გზას,ზურგი ვაქციე და ვეღარ ვინძრეოდი..მომიახლოვდა და უკნიდან მიმიხუტა,ნიკაპი თავზე დამადო..
-რას აკეთებ,გამიშვი ხელი
-ჩშ..გაჩუმდი ცოტა ხანი და დაწყნარდი
-გამიშვი გოგა ხელი,ვფართხალებდი ხელი რომ გაეშვა,მაგრამ ისე ვყავდი ჩახუტებული,ვერ ვინძრეოდი..დიდხანს ვიყავით ასე..ჩახუტებულები..არვიცი რას ვგრძნობდი,მაგრამ მე ეს ახლა ძალიან მჭირდებოდა..ცოტა არიყოს დავმშვიდდი და გონს მოვეგე..
-დამელოდე..-თქვა და 2წუთში მანქანით დაბრუნდა
-ჩაჯექი
-არ მინდა,მე თვითონ მივხედავ ჩემს გზას
-ანანო ჩაჯექი და ერთიდაიგივეს ნუ მამეორებინებ
-არ მინდა მეთქი-ვიყვირე
მანქანიდან ელვის სისწრაფით გამოვიდა,ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამტენა,ღვედი შემიკრა
-ცხოველი ხარ
-შენ მაცხოველებ,შენივე საქციელებით
-დაბადებიდანვე მასეთი იყავი,ხარ და იქნები
-ანანო გაჩუმდი,მანქანაში დაგტოვებ და აქ დაგაძინებ იცოდე
-ჯობია იმაზე ილაპარაკო და ამიხსნა,რაც მოხდა
-ჯობია ჯერ დაწყნარდე და მერე ვილაპარაკებთ
-რა? 1 კვირა გელოდებოდით,1 კვირა..ნერვიულობისგან არ ვიცოდით რა გვექნა იცი შენ? და ახლა მეუბნები ისევ გელოდო,როდის გაგისწორდება რომ მომიყვე?
-რაიყო ნერვიულობდი ჩემზე?
-შენზე არა ჩემს ბიჭებზე
სწრაფად დაამუხრუჭა და სიმწრით გამომხედა
-ხოდა შენს ბიჭებს კითხე რაც მოხდა,ახლა გადადი მანქანიდან
-რა?
-რაც გაიგე,შეგიძლია გადახვიდე მანქანიდან
ღვედი შევიხსენი,მანქანიდან გადმოვედი და კარი მივუჯახუნე..იდიოტი,ცხოველი..მძულხარ გოგა დევდარიანო!!სახლში შევედი,ცხელი აბაზანა მივიღე და თავს მივეცი ნება ამ ერთი კვირის მერე კარგად გამომეძინა..

აბაა ბავშვებო,მითხარით თქვენი აზრები,როგორ გგონიათ,როგორ განვითარდება მოვლენები? მადლობა ვინც კითხულობთ და სტიმულს მაძლევთ..შეეეაფასეთ!!



№1  offline წევრი Holly_Holly

ჰმმ საინტერესოა თქვენი აზრიც,მადლობა :დ

 


№2 სტუმარი Lizi

Dzalian magaria imedia male dadeb shemdegs

 


№3  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი იყოო მომეწონააა ველი ახალ თავს მოუთმენლაად♡♡♡
დაა ეს ამბავი ანოს გამო ხომარ მოხდა?
დევდარიანი რომ ეუბნეოდა მადლობას მეტყვიოო დავინტრიგდიი
ნუ თავში ბევრი კოთხვა მიტრიალეებს და იმედია ახალ თავსაც მალე დადეეებ♡♡
წარმატებები♡♡♡♡♡

 


№4  offline წევრი Holly_Holly

აუუ ბავშვებო ძალიან მახარებთ და სტიმულს მაძლევთ,დავდებ მალე აუცილებლად

 


№5 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintetreso nawarmoebia, yvela ki avis mere sul ufro metad saintetreso xdeba.

Cudia shezgudva ro aqvs saits

 


№6  offline წევრი anako

უფრო მეტი სითამამე გრძნობების დამალვა და ტავის ხელში აყვანა არ აწყენდა ანოს ნუ ანახებს გოგუნიას რომ ნერვიულობდა ისე რაც უნდა ის ქნას ოღონდ ვერ დაინახოს რა ამან წარმატებებიი heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი Holly_Holly

Madlobeeeebiiii❤️❤️

 


ემოციებში ვარ, ასე რატო ჭედავს ყველაფერზე გოგა? რა მოხდება შემდეგში, უნდა გავგრძელო, მაინტერესებს

 


№9  offline წევრი sofi_sofiaa13

გამაგიჟრბენ ეს ხალხი
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent