შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს (თავი 7)


9-09-2019, 23:43
ავტორი OCEAN.drive
ნანახია 1 738

გვანცა ხვდებოდა, რომ დემეტრე სულაც არ იყო ბედნიერი, აივნისკენ თვალს ინტერესით აპარებდა.
ოჯახის წევრები დიდხანს საუბრობდნენ ბიზნესსა და საოჯახო თემებზე რაც ჩემთვის მეტად უინტერესო იყო. დემეტრე აივნიდან გამოვიდა,მისი სუნამოს და სიგარეტის სუნი ერთმანეთში ირეოდა, ძალიან სიმპათიური იყო ნებისმიერ გოგოს გააგიჟებდა ისეთი.
დემეტრე ბიძაჩემს რაღაცაზე ესაუბრებოდა,ყველა გართული იყო საუბარში,ამ დროს სამზარეულოში გავედი და სასმელს ხელი დავავლე, ჩუმად გადავკარი და ფორთოხლის წვენი მივაყოლე, მეორე ჭიქაც სითამამისთვის გადავკარი, ამ დროს უკნიდან ბოხი ხმა მომესმა.
-ესეიგი გვანცა ეს შენ ხარ, გოგო რომელის დანახვაც კი არ მინდოდა შენ ხარ.
არ დალიო ბევრი.
ირონიულად მითხრა და ცალი ყბით გამიღიმა.
-ანუ გოგო რომლის დანახვაც არ გინდოდა არა? რა დაჩაგრული ხარ დემეტრე და რა უმწეო.
გვანცა თვალს არ აშორებდა ბიჭს, არაყი გადაკრა.
- მე ნუ მიბრაზდები ეს არცერთის ბრალი არ არის.
-არ ვიცი შეიძლება ორივეს ბრალია.
-არა ცდები გვანცა.
-ვარდები მოგეწონა?
-კი ვარდები მომეწონა.
-ხო ჩვენ რომ...
-არ დაასრულო დემეტრე ცზოვრება კარგად გვეღადავა.
დემეტრეს პირზე ხელი ააფარა ჩუმადო.
და წაბორძიკდა, დემეტრემ მკლავებში მოიქცია და ხელიდან ჭიქა გამოართვა.
-მეტს ნუ დალევ, თავს დაკარგავ დღეს კი არ ღირს.
-კარგი ჩემო ქმარო.
გამომწვევად გაუღიმა გვანცამ დემეტრეს.
ეს სიტყვები დემეტრეს გულში ჩაეღვარა და რაღა დაგიმალოთ ძალიან ესიამოვნა, აგიჟებდა ეს გოგო.
-მეთამაშები?
-უკაცრავად?
-გეკითხები მეთამაშები?
-შეიძლება ასეც ითქვას.
-მერე არ გეშინია?
-რისი დემეტრე?
-ჩემი გვანცა.
-კითხვა მაქვს შენთან.
-გისმენ.
-იმ ღამეს მომეჩვენა თუ ის ბიჭი გიცნობდა?
-არ არ მოგეჩვენა მიცნობდა.
-საიდან თუ საიდუმლო არ არის.
-ჩემი კლუბია.
გვანცას გაეცინა.
-რა გაცინებს?
-მამიკოს მდიდარი ბიჭი.
-ზედმეტი მოგიდის.
-არაა მართალი?
-არა მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი მდიდარია არასდროს გავჩერებულვარ, ყოველთვის ვმუშაობდი და ვცდილობდი მესწავლა,შენს უაზრო რეპლიკას არ მივიღებ, გირჩევ აღარ დალიო, ზეგ ხელს მივაწერთ და მაზეგ ჩემთან გადმოხვალ მარტო ვიცხოვრებთ.
-ვა მაგარია, ჩვენს წყვილს გაუმარჯოს.

გვანცამ ბოროტად ჩაიღიმა და კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა.
დემეტრემ გაბრაზებული სახით შეხედა და ზურგი აქცია.
შემდეგ ოთახში ბიძამისი შემოვიდა და სტუმრებთან გაიყვანა სირცხვილიაო.
გვანცა დემეტრეს თვალს არ აშორებდა,თავიდან დემტრემ იფიქრა მეჩვენებაო,მაგრამ არა, საკმაოდ გამომწვევად უყურებდა.
დემეტრეპატარა გამოუცდელი ბიჭივით დაიბნა, ქალები არასდროს აკლდა მაგრამ ასეთი არავინ უნახავს, ასეთი ლამაზი ასეთი კეთილი თვალებით და თანაც ასეთი სექსუალური.
უხაროდა რომ ეს გვანცა აღმოჩნდა და რატომ ვერც კი ხსნიდა.

ვერ უძლებდა მის ასეთ გამომეტყველებას და თან კარგად ხვდებოდა რეალურად რას გრძნობდა გვანცა, თითქოს მომხდარს გაებოროტებინა და სიძულვილით აღევსო.
ვახშამიც დამთავრდა, სტუმრები გააცილეს თბილად, დაემშვუდობნენ გვანცას დავითმა მომავალმა მამათილმა უთხრა რომ ხვალ მანქანას გაუგზავნიდა, რომელიც კაბის საყიდლად წაიყვანდა, ნიშნობა იქნება და შემდეგ ჯვრის წერა, ქორწილი კი შემდეგი თვისთვის გადავდოთ.
ქორწილი საჭირო არ არის მკაცრად უთხრა გვანცამ.
ხო ამაზე მეც გითხარი მამა,რომ საჭირო არ არის, ქორწილი მხოლოდ მაშინ არის საჭირო როცა საქმე ნამდვილ სიყვარულთან გვაქვს თქვა დემეტრემ და გვანცას ცივად გახედა. კარგით ამაზე მერე ვილაპარაკოთ თქვა დავითმა და მანქანაში ჩაჯდა, მათ მძღოლი ემსახურებიდათ დიდი ულამაზესი მანქანით.
ნამდვილად შესამჩნევი იყო რომ საქმე უმდიდრეს ოჯახთან გვქონდა.
გვანცა ბიძამისის მძღოლმა სახლში წაიყვანა და დატოვა.
მთელი ღამე ფიქრობდა მომხდარზე და ყველაფერზე საერთოდ, სწორად მოიქცა თუ არა, რას ეტყოდნენ ახლა მშობლები მათთან საუბარი რომ შეძლებოდა, ამ ფიქრებმა ღამის სამ საათამდე არ დააძინეს გოგონა, როგორც იქნა ჩაეძინა და სიზმარში დემეტრე და საკუთარი თავი ნახა გვანცა ტიროდა დემეტრე კი იცინოდა სიზმარმა გამოღვიძა შეშინებული აბაზანაში შევიდა და დამამშვიდებელი დალია, შემდეგ კი ძილი გააგრძელა.
მეორე დღეს ლილეს დაურეკა, გამომიარეო ამჯერად ლილეს გვირილათი არ წასულან საყიდლებზე მანქანა დანაპირებისამებრ მოვიდა შავ მერსედესში ჩაჯდნენ და მძღოლმა ყველაზე ძვირიან კაბების მაღაზიაში მიიყვანა.
აი აქ გელოდებიან თავაზიანად მიუგო მძღოლმა, მე აქ დაგელოდებით ქალბატონო გვანცა.
ლილეს გაეცინა ახლა ასე უნდა გელაპრაკონ ქალბატონო გვანცა?
არაა ლილე სასაცილო! გააჩუმა დაქალი, ეს ყველაფერი უბრალო სპექტაკლია.
მაღაზიაში შევიდა და თეთრი ძალიან სადა კაბა შეარჩია ტანზე მომდგარი, მაგრამ უჩვეულოდ ლამაზი, ფეხსაცმელიც ძალიან სადა იყო.
ლილემ რომ დაინახა ცრემლები მოადგა, მაღაზიაში ყველა აღფრთოვანებული იყო გვანცას სილამაზით.
სარკეში ჩაიხედა და წარმოიდგინა დედა რომელიც სკამზე იჯდა და ელოდებოდა თუ როდის გაისინჯავდა კაბას, წარმოიდგინა მამა რომელიც საკურთხევლამდე მიაცილებდა იმ კაცთან რომელიც ნამდვილად ეყვარებოდა.
გვანცა აქ ხარ? გამოფხიზლდი!
ლილე სახეში ურტყავდა გვანცას გარშემო ხალხი შეიკრიბა... ბრბო დემეტრემ გაფანტა და გვანცას ნაზად დაარტყა სახეში, წყალი მომიტანეთ იღრიალა გაცოფებულმა ,წყალი მოუტანეს,ხელები დაისველა და მთელს სახეზე წაუსვაა , გვანცა გამოფხიზლდა და დემეტრეს დანახვისას შეცბა, დემეტრემ გულში ჩაიკრა როგორც პატარა უმწეო გოგო.
-გამიშვი დემეტრე.
-უკაცრავად.
დემეტრემ წამოაყენა გვანცა და ხალხს სთხოვა დაშლილიყვნენ.
-აქ რას აკეთებ?
მანქანით ვიყავი და აქვე ჩამოვიარე ვიფიქრე შევუვლი და სახლში მე გაგვიყვანდით.
-ცდილობ ქმრის როლი მოირგო?
-გეყოს უხეშობა.
-როგორც მეტყვით ბატონო დემეტრე.
-რა დაგემართა ხომ უკეთ ხარ?
-არაფერი ალბათ ნერვიულობა დედას მიტ***ავს.
ლილეს თვალები გაუფართოვდა არ ელოდა გვანცასგან ასეთ სიტყვებს და პირველად გაიგო.
დემეტრემ გვანცას ხელი ჩაავლო და ღიმილით მოიზიდა თავისკენ ისე რომ არ შეემჩნიათ გარშემომყოფებს დაძაბულობა, გვანცა ზედმეტი მოგდის, ეგ ლამაზი თვალები ვერ დაგინდობს არ ვაპირებ შენს ბავშვურ თამაშში აგყვე ან შეგიძულო დამიჯერე ისევე განვიცდი რაც ხდება როგორც შენ.
-ხელი გამიშვი.
-როცა მინდა ჩემო ცოლო,როცა მინდა.
უფრო ძლიერად მიიხუტა და შუბლზე აკოცა.
გარეთ დაგელოდები საყვარელო.
ლილე ამ სცენას გაოცებული უყურებდა.
გვანცამ კაბა შეაფუთინა და გარეთ გავიდა, სადაც კაბრიოლეტით დემეტრე ელოდებოდა.
ლილეს პირი ღია დარჩა ასეთი მანქანა მარტო სურათებში მაქვს ნანახი.
გიყიდი მერე გაეღადავა გვანცა.
ორივემ გულიანად გაიცინეს აი ისე ხომ გაგიცინიათ ტირილში რომ გადადის ხო და ზუსტად ასე იცინოდნენ სანამ დემეტრე არ გადმოვიდა და კარები არ გაუღო გოგოებს.
მანქანა რომ დაიძრა სარკიდან მიესალმა დემეტრე ლილეს.
-გამარჯობა, ბოდიში ვერ გაგეცანი, მე დემეტრე ნავერიანი ვარ.
ცალი ყბით გაუღიმა.
-გამარჯობა დემეტრე მე ლილე ვარ გვანცას ბესთი.
გაიცინა და გვანცას გახედა, რომელმაც თვალები აატრიალა გულში ფიქრობდა რა დებილიხარ ლილე და ეცინებოდა.
-სასიამოვნოა ლილე გვანცას ბესთო.
-როგორ ხარ გვანცა.
დემეტრე მიუბრუნდა მომავალ ცოლს.
-მადლობა უკეთ.
აქ გავაჩერებ და რამეს გიყიდი.
გუდვილთან გაჩერდა.
-არაა საჭირო.
არც მოუსმინა გვანცას და შოკოლადები და ნატურალური წვენი უყიდა გოგოებს, გვანცაზე ძალიან ღელავდა.
ესენი გამომართვი გვანცას გაუწოდა, დიდი პარკი.
შოკოლადი ჭამე მოძლიერდები და წვენიც დალიე.
მანქანაში ჩაჯდა და გვანცას სახლისკენ წავიდა.
გზაში Artic monkeys 505 ჩაირთო,როგორც ჩანს ემთხვეოდა გვანცას და დემეტრეს გემოვნება. ცივი წვენი მოსვა გვანცამ და სავარძელს მიეყრდნო, თვალები მოხუჭა და სიმღერას ხმამაღლა აყვა
"i'm going back to 505 it is a seven hours flight or a forty five minute drive..."
ლილე იღიმოდა და დემტრეც,რომელიც განუწყვეტლივ უყურებდა გვანცას სახეს და ეღიმებოდა თან თავს უმეორებდა არ აყვე ცდუნებას, ეს გოგო გაგიჟებს და არ მისცე ამის უფლება დემეტრე გონს მოეგე.
სახლში დატოვა და თბითონ წავიდა ტელეფონის ნომერი გამოართვა გვანცას და თავისი ჩააწერინა.
-გთხოვ აიღე ხოლმე ყურმილი როცა დაგირეკავ.
- რა თქმა უნდა ქმარი.
გაეღადავა გვანცა.
ამხელა კაცი გადაწითლდა და თავი დახარა,
კარგი მე გავედი. კაბრიოლეტში ჩაჯდა და სახლში წავიდა.
-ნიშნობა ხვალ არის მზად ხარ, ხომ არ გადაიფიქრე?
დადარდიანებული ლილე ეკითხება გვანცას.
-არა, სხვა გზა არ მაქვს.
-ისე მაგარი ბიჭია გეფიცები, ეგეთზე უარს არ ვიტყოდი.
-ხო სიმპატიურია.
გაეღიმა გვანცას.
-სიმპატიური, ზდილობიანი მდიდარი, და გემოვნებიანი.
-ხო, მაგრამ არ მიყვარს და ცოტათი მეზიზღება კიდეც.
-ხო მესმის შენი.
ყავას გაგიკეთებ და რამე ფილმს ვუყუროთ არ გინდა გვანც?
- კი მინდა თან ძალიან, მომენატრა შენთან ერთად ფილმების ყურება.
გაუღიმა მეგობარს.
"დიდი გეთსბი" ლეონარდო შესანიშნავია, როგორც სხვა დანარჩენ რომელბში, ფილმის ბოლოს გვანცა და ლილე ტიროდნენ გულ აჩუყებულები.
შემდეგ ლილე წავიდა.
ტელეფონზე ზარი გაისმა ღამის 8 საათზე,
დემეტრე რეკავდა.
-გისმენ.
-დემეტრე ვარ, მაინტერესებდა სიაში ვინმეს დამატება ხომ არ გინდა ვინც ნიშნობას და ჯვრის წერას დაესწრება?
-რა სია?
-ბიძაშენმა მოგვცა უკვე მცირე ნათესავების სია ვისაც გავუგზავნით მოსაწვევს.
-არა ლილე იქნება პლუს მეტი არავინ მინდა ჩემგან, ბიძაჩემმა უკეთ იცის და მამაშენმა.
-კარგი გვანცა გასაგებია.
ტელეფონი გათიშა დემტრემ, როგორც ჩანს გაბრაზდა ბიჭი.
გვანცას ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ ასვენებდა... ფიქრებით დაღლილს პირველ საათზე ჩაეძინა მანამდე კი მაღვიძარა დილის რვაზე დააყენა.



№1 სტუმარი სტუმარი თათა

ძალიან კარგია ველი ახალთავს ????

 


№2 სტუმარი Tako

Agar gaagrzelebt/??rogor velodebo axal tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent