შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეველინა (თავი2)


10-09-2019, 00:37
ავტორი ჯიჯი^^
ნანახია 824

თვალებს ვახელ,გაჭირვებით აღვიქვამ ჩემს გარშემო ოთხ კედელს,მზისგან განათებულ ოთახს,ო ღმერთო ეს ხომ ჩემი ოთახია, თვალები სიხარულითა და ბედნიერებით მევსება მაგრამ როგორ? ვეცდები გონება დავძაბო თუმცა არაფერი მახსენდება,იქნებ სიზმარია?!უცებ კარი იღება და შემოდის ოსკარი...ვუყურებ მას და ვფიქრობ, არა ეველინა, ეს სიზმარი ნამდვილად არაა*
-არანორმალურო,როგორ შემაშინე, როგორ გაბედე მარტო წასვლა???(ოსკარი ესეთი არასოდეს მინახავს,ყელზე ვენები ეჭიმებოდა ისე ყვიროდა),რომ არა მაქსი, იცი სად მოხდებოდი და რა მოგივიდოდააა?
-მოიცა ოსკარ, დამშვიდდი,რა მოხდა ჩემს თავს და საერთოდ რა შუაშია აქ მაქსიმე?
-რა შუაშია? სწორედ რომ თავშია! გუშინ ვიღაც ნაბი/ვარმა რო გაგათრია,ღმერთმა იცის რას გიპირებდა,სწორედ მაქსიმეს უნდა უმადლოდე რო ეგ კარგმო//ნული ფიქრები არ განახხორციელა იმ ა/ვარმა.
- ოსკაარ, ენა გააჩერე და მითხარი მაქსიმე სად არის? ან ვინ იყო ის ს/რი და რა ბედი ეწია მას?
-მაქსიმემ მაგრად სცემა და გაიქცა,რაც შეეხება მაქსს ახლახანს გავუშვი სახლში, მოსაწესრიგებლად და დასასვენებლად.
-მისამართი მითხარი მასთან წავალ.(საშინლად არ მინდა მაგრამ სინდისი დამახრჩობს მადლობა რო არ გადავუხადო).
-მე თვითონ წაგიყვან,ამჯერად მარტო არსად წახვალ გაიგე?
-ოსკაარ ნერვებს ნუ მიშლი,თავი უფროს ძმად ნუ მოგაქვს!
გარეთ გამოვვარდი,ესმას ვუთხარი მისამართი დაუყონებლივ შეეტყობინებინა და მეც მაქსიმესაკენ გავწიე.კარზე მოკრძალებულად ვაკაკუნებ იქნებ არ გამიღოს, წავალ და ვიტყვი მაინც რო ვიყავი თუმცა არ დამხვდა,ღრმად გავიაზრე ეს გეგმა,თან უნდა განმეხორციელებინა რომ კარის საკეტის ხმა გაისმა... ოოჰ თვალწინ წარმომიდგა თმასველი,მოშიშვლებული წელით მხოლოდ ტანსახოცის ამარა მაქსიმე,ის ისეთი საყვარელი იყო,ისეთი საამური სურნელი მოდიოდა მისგან რომ სრულიად დამავიწყდა სად ვიყავი და რისთვის...
-ეველინა,აქ რას აკეთებ? ხომ კარგად ხარ? (აშკარად გაკვირვება დაეტყო)
-უმმ,მაქს მე უბრალოდ...მადლობა უნდა მეთქვა,შენ რომ არა ალბათ...(სიტყვა არ მქონდა დასრულებული ხელში მწვდა და ჩამეხუტა,ვგრძნობდი მისი სხეულის სიმხურვალეს თუმცა ეს ძალიან მაშინებდა,სასწრაფოდ განვთავისუფლდი და იმხელა გავარტყი ხელი მეტკინა)
-რადგან გადამარჩინე ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემი შენდამი გრძნობები შეიცვალა მაქსიმე,არც კი გაბედო ჩემთან მოახლოება, გაფრთხილებ!
ის უბრალოდ იდგა,მიყურებდა როგორ მივდიოდი გამწარებული, ის კი იმდენად მშვიდი იყო წარბიც კი არ შეურხევია,დაუჯერებელია მისი ესეთი სიმშვიდე,მიკვირდა მისი უშფოთველობა,ძალიან მიზიდავდა კიდეც, ოოო ეველინა დამშვიდდი,მოისროლე თავიდან ეს უაზრო ფიქრები,ის შენ არ შეგეფერება და საერთოდ ნუ ფიქრობ მასზე(გონება ამშვიდებდა გულს,რომელიც ესე გამალებით ცემდა)
ერთი კვირა ისე გავიდა მაქსიმე არც კი გამოჩენილა,არც ოსკარს შეუწუხებია თავი ჩემთან სტუმრობისთვის,ეს ფაქტი ძალიანაც მომწონდა,შემეძლო მთელი ერთი კვირა ყველანაირი ყველაფრის გარეშე დედიშობილი მეფარფატა სახლში,ენ რაოდენობით მეჭამა მარტო და მესიამოვნა,თუმცა არაფერია უსასრულო,ხვალ ორშაბათი იყო,1 სექტემბერი დრო რომელიც მე სამსახურისაკენ მიმიწევდა...
ოსკარისგან,ესმასაგან და სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით, მე ჩემი სამსახური სრულიად მომწონდა და დიიდი ხალისით მივდიოდი ჩემს პატარა მოკრძალებულ ოფისში,სადაც მოდიოდა სხვადასხვა აზიის ქვეყნებიდან ტურისტები თუ ბიზნესმენები რათა თარჯიმნობა გამეწია ან სხვადასხვა თარჯიმნები მერჩია მათთვის.სიმართლე ვთქვა ეს სამსახური ძალიან მღლიდა,გვიანაც მიწევდა სახლში დაბრუნება თუმცა მე მას მაინც სიამოვნებით ვუმკლავდებოდი და მგონი კარგადაც გამომდის.სახლში მისვლისას არაფრის თავი არ მაქვს,უკიდურეს შემთხვევაში შხაპს ვიღებ და ვიძინებ.მთელი ერთი კვირა ისე გავიდა თითქოს რომელიმე დღის რამდენიმე საათი,ბოლო სამუშაო დღიდან დაქანცულს ესმამ გამიხეთქა ტელეფონი, გამაგიჟებს ეს გოგო, როგორ შეუძლია ესე უწყვეტლივ რეკოს და ამავდროულად არ მობეზრდეს...
--ლინააა,რატო არ ღებულობ ყურმილს?იცი რამდენი ხანია რაც გირეკავ?
-სურვილს ვეძებდი დასალაპარაკებლად..მოხდა რამე?
-ამაზრზენი ხარ ! არ იცვლები..
-იტყვი რა გინდა თუ გავთიშო?
-მოკლედ,ყველამ ძალიან დავიღალეთ ამდენი მუშაობისაგან და ამიტო გადავწყვიტეთ სადმე მთაში წასვლა, მაინც შემოდგომაას თავისი მუღამი აქვს და ხო წამოხვალ?
-გააჩნია მაგ "ყველა"-ში ვის გულისხმობ?
-მე შენ, ოსკარი და მაქსიმე,მაქსიმეს პატარა ხის სახლი აქვს და მანდ
-არა, არ მინდა/
-ძალიაან გთხოვ,ჩემი ხათრით წამოდი რაა, ხო იცი ოსკარი როგორ მიყვარს, მინდა მის ერთად გავატარო ეს დღეები და დავისვენო მის მკლავებში,ხო დამეხმარები ევეელინაააააა
-გულს მირეევ,კარგი ნუ მეწუწუნები წამოვალ ჰო
-ეგრე რა,მიყვარხარ ფისოო ხვალ გამოგივლით
ღმერთმანი ესეთი უსაქმური და გართობის სასტავი მგონი მხოლოდ ჩემს გარემოცვაშია,როგორ ვერ ვიტან მათ ოჰ... დილა ესმათი დაიწყო,ბოლომდე არ ვიყავი გამოფხიზლებული რო თავზე დამადგა,ჩემოდანი სასწრაფოდ ჩამილაგა, პირში ჩამტენა რაც კი ხელთ მოყვა და გარეთ გამარბენინა{ისე საამურად მომხვდა შემოდგომის სუსხიანი ჰაერი,სიამოვნებით მომწვა ცხვირი}ბიჭებიც მალევე მოვიდნენ...
~~ბუნებავ მოვდივართ~~


======
ესეც მეორე თავი
ძალიან ვეცადე საინტერესო და კარგი წასაკითხი ყოფილიყო
ველოდები კრიტიკასა და კომენტარებს...



№1  offline წევრი რენა

Dzalian sainteresoa

 


№2  offline წევრი ჯიჯი^^

რენა
Dzalian sainteresoa

ძალიან მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent