შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულნი (6)


12-09-2019, 00:16
ავტორი Holly_Holly
ნანახია 3 066

დილით ლენკას ზარმა გამაღვიძა,გოგას გავხედე და გათიშულს ეძინა..თავი ჩემს ყელში ჰქონდა ჩარგული..
-გისმენ ლენ -ხმადაბლა ჩავიჩურჩულე
-სად ხარ? გამოდი ბარში
-გოგასთან,მოგვიანებით გამოვალ
-რაა? რას მიმალავ? ღამე მასთან გაატარე? უამრავი კითხვა მესროლა
-ლენ არ შემიძლია ლაპარაკი,მოგვიანებით გნახავ
-რაღაცას გეტყვი
-რას?
-წუხელ ერთი სულიერი მაგრად იცემა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
-რა? ვინ?
-კაჭარავა,შენი აზრით გოგას ხელი ურევიაა?
-უნდა გავთიშო ლენ,მერე გნახავ
ტელეფონი გავთიშე და გოგას გავხედე..
-რაიყო რა შეშინებული სახე გაქვს,ეგეთი რა ნახე სიზმარში? -თქვა დევდარიანმა და ჩაიღიმა
-მითხარი რო შენ არაფერი გიქნია -ვაშტერდები ერთ წერტილს და ისე ვუსმევ კითხვას
-რა ანო?
-წუხელ სად იყავი?
-ხო გითხარი ეგ შენ არ გეხება -წამოდგა და სიგარეტს მოუკიდა
-რეზი შენ სცემე არა? იმ დონემდე რო საავადმყოფოში გადაიყვანეს
-ჭორაობა დაიწყო უკვე?
-გოგა მიპასუხე,ის ცხოველი შენ იყავი?
-ხოო მე ვიყავი მე,მერეე? უარესს იმსახურებდა ეგ ნაბი*ვარი -იღრიალა ბოლო ხმაზე
-შენთან ერთად ზრდილობამ არ გაიღვიძა? რას ყვირი? -შევუტიე
-ძაან გეტკინა ხო გული მის გამო? საავადმყოფოშიც ხო არ მიაკითხავ?-ირონიულად გამოცრა დევდარიანმა
-საკმარისია გოგა,ასე რამ გაგაგიჟა,რამ გაგაცხოველა ამ დონემდე ადამიანი რო მიგყავს
-შენმა სიყვარულმა
-სიყვარული აღარ მიხსენო,საერთოდ ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახო,მეზიზღები -კარებთან მივედი
-სად მიდიხარ საად? ხოარუნდა მოინახულო შემთხვევით? ის ხო გიყვარს? -შემომაბრუნა და ყვირილი დაიწყო
-ხო ზუსატდ მივდივარ
-უარესად იცემება ერთ ნაბიჯს თუ შეადგავ მასთან,მე გაფრთხილებ -საჩვენებელი თითი მომიქნია და წარბები აწია
-მეზიზღები -ვთქვი და სახლი დავტოვე,გამომყვა მაგრამ მალევე ჩავჯექი ტაქსში და ბარისკენ ავიღე გეზი..
იცით ადამიანს რა კლავს? აუხდენელი ოცნებები,მეტი არაფერი..თუ არ ასრულდა ოცნება,ისე იზრდება,რომ მთელ გულს გიხეთქავს..ვიდექი მის წინ და ვერაფერს ვეღარ ვამბობდი..ჩემს სიჩუმეში იყო ბრაზი,წყენა,გულის ტკივილი..ჩემი დუმილი კი დასასრულს ნიშნავს..იცით რატო? სანამ დუმილს ავირჩევ,ვცდილობ ცრემლიანი თვალებით გავხედო ადამიანს და ვცდილობ მივახვედრო,რომ მტკივა..მე ვიბრძვი,ვცდილობ ურთიერთობის გადარჩენას,მაგრამ ბოლოს როცა ყველა იმედი მეწურება,აზრი აღარ აქვს არც სიტყვებს და აღარც ცრემლებს..მე ვირჩევ დუმილს და მივდივარ,დიახ მივდივარ და აღარააქვს იმას მნიშვნელობა ისინი ინანებენ თუ არა..დევდარიანი ის არის,ვინც უნდა მახსენდებოდეს დრო და დრო,მაგრამ ძალიან მტკივნეულად..დევდარიანი ის არის,ვისზეც უნდა მოვყვე ხოლმე იყო და არა იყორათი..ჩემსა და მის შორს დიდია განსხვავებაა..ნებისმიერ ადამიანს მოაქვს ბედნიერება,ზოგს შენს გვერდით ყოფნით,ზოგს არყოფნით..
მიყვარს ჩემი უბედურება,მარტო არ მტოვებს,სულ ჩემს გვერდითაა..ხანდახან ბედნიერი რომ ვარ,უცებ ვგრძნობ ტკივილის უკმარისობას და უცებ ვეჩვევი სევდას..
გოცირიძე ჩამოყალიბდი ბოლოს და ბოლოს დევდარიანი გიყვარს თუ არა?! ყველა გზა,ფიქრი,გრძნობა,ემოცია მისკენ მიდის..მე მიყვარს..ზუსტად მისი მტკივნეული და გამანადგურებელი სიყვარული მიყვარს..ის ჩემშია..მიყვარს დევდარიანი,რადგან მან შეძლო ის,რისი განცდაც ამდენი წელია მეწადა,მაგრამ ჩვენი სიყვარული სხვადასხვა მიმართულებისაა და ორივემ დრო შეაჩერა,დრო გაყინა იმიტომ,რომ ბევრ რამეზე დავფიქრებულვიყავი ,იმიტომ რომ მეც მესწავლა რაღაც,თუნდაც ის რომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი მოითხოვს მსხვერპლს..ვფიქრობ,რომ აქარის დასასრული,მაგრამ ისევ სიყვარულია ჩემი მხსნელი ამ მდგომარეობისგან.მე მიყვარს ის და მჯერა,რომ მასაც ვუყვარვარ..მეშინია,ძალიან მეშინია მისი ნდობის,არმინდა გული მეტკინოს..

***
ბარში მისულს ლენკა და ნინი შემეგება..
-ანო მოგვიყევი რა ხდება შენსა და დევდარიანს შორის -თქვა ლენკამ
მცირედი დუმილის მერე გავხედე გოგოებს,რომლებიც ელოდებოდნენ ჩემგან ამოღებულ ერთ სიტყვას მაინც..
-ანო გიყვარს ხო? -გამომხედა ნინიმ საწყალი თვალებით
-მიყვარს -მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და იატაკს დავაშტერდი
გოგოებმა აღარაფერი აღარ მითხრეს,ჩამეხუტნენ და დიდხანს ვიყავით ასე..ჩემმა ცრემლებმა გზა გაიკვალეს,გული დავიმშვიდე და ბედნიერი ვიყავი მათთან,ბედნიერი ვიყავი,იმის წარმოდგენით,რომ ყოველთვის მყავდნენ ესენი და ახლაც ჩემს პრობლემას მისტირიან..
-გოგოებო მადლობა,ყოველთვის ჩემს გვერდით რომ ხართ -ცრემლები მოვიწმინდე და ყავა მოვსვი
-ანო რას ამბობ,ჩვენ გვიყვარხარ და ყოველთვის პატივს ვცემთ შენს გადაწყვეტილებას..იმსახურებ დიდ ბედნიერებას -თქვა ნინიმ და მკლავზე ხელი მომისვა
კაი წავალ მე სახლში,ხვალამდე გკოცნით..პალტო ავიღე და სახლში წავედი..
-მოხვედი დე? ღიმილით გამომხედა ლიზამ
-კი -ლოყაზე ვაკოცე
-რაგჭირს? რას გიგავს თვალები?
-დედა სალაპარაკო გვაქვს
ლიზა დაიძაბა და მთელი სერიოზულობით გამომხედა
-საბერძნეთში მინდა გამგზავრება,დეიდასთან
-ანანო ხვდები ახლა რას მეუბნები?
-კი დედა,დიდიხანი მოვუნდი ფიქრს და ასე გადავწყვიტე
-რა ხდება ანანო შენს თავს?
-განტვირთვა მინდა ყველაფრისგან დედა
-რა გაწუხებს,მომიყევი და მოვაგვაროთ ეს თემა
-დედა გითხარი უკვე
-ყველაფერი იმ ბიჭის ბრალია ხო?
-დე კაი რა,ნუ ლაპარაკობ სისულელეს
-არ გაგიშვებ
-ნებართვა არც მითხოვია დედა,საქმის კურსში ჩაგაყენე
-ნუ მაცინებ რას ქვია? დედაშენი ვარ და უშენოდ სიცოცხლეც არ შემიძლია,მამაშენმა მიგვატოვა და ახლა შენ მტოვებ? აკანკალებული ხმით წამოიძახა ლიზამ და შეკრთა
-დედა ცოტახანი მჭირდება ყველაფრისგან დასვენება ნუთუ ვერ ხვდები
-კაი ანანო,როგორც გინდა -თქვა და საძინებელში შევიდა
2დღე გავიდა რაც სახლიდანაც არ გავსულვარ,გოგაც არ გამოჩენილა იმის მერე..
გოგოებს ველაპარაკე,რომ გამგზავრებას ვაპირებდი და ბილეთებიც ნაყიდი მქონდა..ბარში ვაპირებდი გასვლას და მათთან დამშვიდობებას..როცა მივედი გოგოები იყვნენ,ცოტახანში მოვიდნენ სანდრო,ვაჩე და გიო..ბევრი ვილაპარაკეთ,დამშვიდობების მომენტში შემოაღო კარი გოგამ და ჩვენსკენ წამოვიდა..
-აქ რა ხდება? რა სცენებია? -გაიკრიჭა დევდარიანი
-მისთვის არ გითქვამს? -სერიოზული სახით გამომხედა სანიმ
-არა -ვუპასუხე მშრალად
-ხმა ამოიღეთ,რა ამბებში ხართ -ოფიციანტს ხელი აუწია და ლუდი შეუკვეთა
-ანო საბერძნეთში მიემგზავრება დილით - უთხრა ვაჩემ
თვალი გააყოლა ბიჭებს და დიდიხნის დუმილის შემდეგ..
-თქვენ შ*გ ხომ არ გაქვთ? ანერვიულებულად გაიცინა
-გვაქვს თუ არ გვაქვს მიფრინავს -გამოსცრა გიომ
-რა პაესტკები მომიწყეთ აქ ? -გამომხედა
თავი გადავატრიალე..
-შენ გელაპარაკები გოგო
-რა გინდა რა? - შევუღრინე
-ის მინდა,რო არსად არ გაემგზავრები ნუ მოინდომე ნაადრევი ზაფხულის არდადაგები და მეორე ის რომ ეხლა მე აქ რო არ მოვსულვიყავი,ხმა არცერთი არ ამოიღებდით და ისე წახვიდოდი ხო? ხელი დაარტყა მაგიდას
-გოგა დაწყნარდი -ხმა ამოიღო სანდრომ
-რა უნდა დავწყნარდე? თქვენ მე გამომა*ლევებთ
-შენ ზრდილობაში -გავხედე წარბებაწეულმა
-კიდე ლაპარაკობ გოგო? კიდე ენა გაქვს გრძელი?
-არავინ არ ხარ,რომ მიპრიკაზო რა გავაკეთო და რა არა
-ახლავე განახებ ვინც ვარ -ჩამავლო მკლავში ხელი და გასასვლელთან მიმიყვანა,ვაჩე გამოგვედევნა მაგრამ დევდარიანმა თვალებით ანიშნა დამშვიდდიო,მანქანაში ჩამსვა და ადგილიდან მოწყდა..ყვიროდა გაცოფებული და სიჩქარეს უმატებდა..
-რას აკეთებ გოგა? დავიხოცებით გესმის? -ვყვირი სასოწარკვეთილი
-მითხარი რო არსად არ გაემგზავრები,მითხარი თუარადა გავაფრენ
-გოგა დაწყნარდი და შეანელე სვლა
-მითხარი მეთქი გოგო -ყვირის იმხელა ხმაზე,რომ მანქანა ზანზარებს მგონი
-არსად არ წავალ,გააჩერე მანქანა გთხოვ -თავი დავხარე,როცა მანქანა ძლიერ დაამუხრუჭა და მე გამომხედა..ყარდა სიგარეტის და ალკოჰოლის სუნად..
-მსგავს აღარ ავიტან შენგან გასაგებია? -თქვა მშვიდი ხმით
-გოგა მაშინებ
-რატო გეშინია ჩემი რატო? შენ მხდი ასეთს გესმის? შეეენ
-ნუ მიყვირიხარ გოგა,ასე რატო გამოთვერი?
-აღარაფერი არ მინდა შენს გარეშე გესმის? არც უშენოდ გათენება არ მინდა ნუთუ ვერ ხვდები? მაგიჟებ ანანო!
-შენც
-მთელ საბერძნეთს ავაფეთქებდი და მაინც მოგძებნიდი,არ მოგცემ უფლებას ჩემგან წახვიდე..ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები გასაგებია? ჩემი სამყარო ხარ! ჩამჩურჩულა თმა ყურზე გადამიწია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა..
-მიყვარხარ ანანო და მითხარი,რომ შენც -მითხრა კოცნისშეუწყვეტლად
-მეც! -ვუპასუხე და მაგრად მოვხვიე ხელები!

დააამ....დააამ... ესეც მეექვსე თავი..ესეიგი ბავშვებო რა მინდა გთხოვოთ!! თითოეულმა მინდა რამდენიმე სიტყვით შემაფასოთ,მხოლოდ ლაიქები არარის ჩემთვის მთავარი..მადლობა ყველას..



№1  offline წევრი isterichka123

ძალიან კარგია გაგრძელე????❤????????

 


№2  offline წევრი Niniko11

ჰმმ მე ხო გიწერხოლმე ყოველთვიის:))

ძაალიაან მომეწონა როგორც ყოველთვიისს
როგორც იქნა ანოც გამოუტყდა დაა დავისვენე აღარ ვიღავი ამათზე ჯავრიით
ნუ ხო გეუბნევი კაი წყვილი დადგება ამათგაან♡♡♡
ახალი თავიც მალე დადეე მოითმენლად გელიი♡♡
წარმატებებიი♡♡

 


№3  offline წევრი Holly_Holly

მადლობა ბავშვებო ❤️

 


№4  offline წევრი anako

ვაიიმე რა საყვარელია გოგააა
მეც მინდა ერთი ასეთი სად გამოვიწერო? joy
ძაან მაგარი ხარ გოგოოო,რა კარგად წერრრრრ
რა გიჟია ეს გოგა მომწონს ასეთი ბიჭებიი
ყოჩაღ გოგუუშ მალადეეეეც
ძაან მომეწონა ყოჩაღ მართლაა

 


№5  offline წევრი Holly_Holly

მადლობა გიჟო :დდ წაიღე შენი იყოს გოგა თუგინდა :დდდ

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzalian kargia, momwons gogas qcevebic ra qnas siyvaruls egre gamoxatavs, imedia moagvareben yvelafers da bednierebi iqnebi an ertad. Ase gaagrdzele, dgevandeli tavi mecotava ar meyo:-)

 


№7  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი Mariamimari
Dzalian kargia, momwons gogas qcevebic ra qnas siyvaruls egre gamoxatavs, imedia moagvareben yvelafers da bednierebi iqnebi an ertad. Ase gaagrdzele, dgevandeli tavi mecotava ar meyo:-)

მადლობა დიდიი❤️

 


№8  offline წევრი თათუ♡

Rodis dadeb shemdegs?

 


№9  offline წევრი Holly_Holly

თათუ♡
Rodis dadeb shemdegs?

12მდე დავდებ.

 


№10  offline წევრი Diamond

აღარ დებ შემდეგს?

 


№11  offline წევრი Holly_Holly

კი დავდე სამი საათის წინ და ადმინისტრაციას ველოდები

 


№12  offline წევრი Kathara

უმაგრესი ხარ:)

 


№13  offline წევრი Holly_Holly

Kathara
უმაგრესი ხარ:)
მადლობა დიდი საყვარელო

 


მუცელში პეპლები არ წყვეტდნენ ფრენას

 


№15  offline წევრი sofo_sofia13

რასაყვარობაა

 


№16  offline წევრი sofi_sofiaa13

რახანესს გატყდააა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent