შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Amortentia ~ 2


12-09-2019, 01:40
ნანახია 3 838

თავი მეორე

14:21
ოთახში შესული თვალებით მასწავლებელს ვეძებ, მაგრამ ის რატომღაც არსად ჩანს. შემდეგ მოზრდილ ოთახს ვათვალიერებ, ფართო ფანჯრებიდან სინათლე იღვრება, როგორც ჰოლი - ამ ოთახის კედლებიც სავსეა მოსწავლეების ნამუშევრებით. ოთახში უამრავი მოლბერტი და ერთი უზარმაზარი მაგიდა დგას.
ქალბატონი მზია კვლავ არსად ჩანს, სამაგიეროდ მოლბერტებთან მსხდარ რამდენიმე ნაცნობ სახეს ვხედავ, ასევე ვამჩნევ ჯგუფის მშვენება ნანკასთან ლაპარაკით გართულ თაფლისთვალება ბიჭს.
,,- ოჰ, მოუსწრია ბატონს გაშინაურება და ნანკას გაცნობა." - ირონიულად ავღნიშნავ გულში.

- გამარჯობა! - ზრდილობისთვის, ხმამაღლა ვამბობ, ჩანთას ვიხსნი, მაგიდაზე ვდებ და ბიძაშვილი-ირაკლის რამდენიმე ზომით დიდ ჰუდს ტანზე ვისწორებ.

,,- ნეტავ სად არის მზია?!" ვეკითხები ჩემს თავს და ჩანთიდან ფურცლებს ვიღებ.

რამდენიმე წუთის შემდეგ მაგიდას ,,ვინი პუჰიც" უახლოვდება და ჩემს წინ იკავებს ადგილს. მას მალევე ნანკაც უერთება.
-ციაკო, გიორგის უკვე შეხვდი? - მეკითხება ნანკა ხმამაღლა და თაფლისფერთვალებასკენ მანიშნებს.
,,- ჯერ ერთი ვინ მისცა უფლება ამ დეგენერატკა გოგოს სახელს რომ მიმოკლებს და მეორეც - რა ამისი საქმეა შევხვდი თუ არა ბატონ გიორგის?!"
- ჰმ, ჩვენ ერთმანეთს ჰოლში შევხვდით. - მასწრებს პასუხს თაფლისფერთვალება.
ისღა დამრჩენია დავეთანხმო.
-...მაგრამ მე თქვენი სახელი არ ვიცი. - მათვალიერებს ის.
პროვოკაციულად ვუყურებ თვალებში და თავშეკავებულად ვეუბნები:
- ამორტენცია, ამორტენცია მქვია.
- ამორტენცია?! როგორც სიყვარულის ელექ? - აშკარა გაკვირვება ეტყობა ბიჭს.
მე კი ნამდვილად გაოგნებული უკან ვიტოვებ მასთან პირველად შეხვედრის უხერხულობას და გაოცებული ვუბრუნებ შეკითხვას:
-კი მაგრამ, საიდან მიხვდი? ჩემი სახელის გაშიფვრა ოჯახის წევრებსაც უჭირთ.
-რატომ დაგარქვეს ეს სახელი? -- ნასიამოვნები ჩანს ის.
- აი, რა ხდება როდესაც ჰარი პოტერის თავგადაკლული ფანების ოჯახში ბავშვი იბადება. - აშკარა სარკაზმით ვეუბნები მე, ის კი მრავალმნიშვნელოვნად მიღიმის.
- ჩემი მშობლები კი ნაკლებად კრეატიულები იყვნენ, ასე რომ საქართველოში ყველაზე ჩვეულებრივი სახელი მქვია - გიორგი.
- სასიამოვნოა გიორგი - წარბის აწევით ვუღიმი და ვათვალიერებ მე.
როგორც უკვე ავღნიშნე თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ყავისფერი თმა, სწორი ცხვირი და მოზრდილი, წითელი ტუჩები. სტანდარტულს და ჩვეულებრივს ვერ უწოდებდით. ჩვეულებრივზე ოდნავ უკეთესი ბიჭი იყო.
- გიორგი ჩვენს ჯგუფში ვეტერანია. - კისკისით მეუბნება ნანკა, რომლის არსებობა აღარც კი მახსოვდა.
,,რა სულელი ვარ, თურმე წარმატებული მხატვარი ყოფილა, მე კი ახალი მეგონა"
წამიერი გაკვირვების დასაფარად რაღაცას გაურკვევლად ვბურტყუნებ და ხატვას ვაგრძელებ.

აღმოჩნდა, რომ გაკვეთილი გაცდებოდა, რადგან მზიას გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა, მაგრამ ამან ნორჩი მხატვრების დიდ ნაწილზე - მათ შორის ჩემზე და თაფლისთვალება გიორგიზე ვერ იმოქმედა - ჩვენ კვლავ ხატვას ვაგრძელებდით.

ხატვის პროცესში, რამდენჯერმე მიწვავს შუბლს დაჟინებული მზერა, რომლის ავტორის გამოცნობაც ძნელი არ არის. ნაწილობრივ მსიამოვნებს მისი ინტერესი, მაგრამ აშკარა დაჟინებული მზერა მბოჭავს და უხერხულად ვიშმუშნები.

უცებ ჩემი ტელეფონი ნათდება და ეს შვებას მგვრის.
ჩემი ბედოვლათი ბიძაშვილი ირაკლი რეკავს.

- ააააამ - წელავს ჩემი სახელის შემოკლებულ ვარიანტს - შეგიძლია მოხვიდე და კვერცხი შემიწვა? - წარმოვიდგენ ამ მომენტში დიდი ალბათობით მის შრეკის კატა სახეს და მეცინება, რითიც მაშინვე ვიპყრობ ,,ზოგიერთების" ყურადღებას.
- იიიიიიიირ - ვაჯავრებ მე - სამწუხაროდ ამ მომენტში ხატვით ვარ დაკავებული და შენი გამოკვება ნამდვილად არ შედის ჩემს პრიორიტეტებში.
- აუ, ჩემი, ეგ სულ დამავიწყდა. - უცებ სერიოზულდება ის -
პრინციპში მერე რა უკვე ოთხი საათია, აღარ უნდა გამოხვიდე?!

საათს ვამოწმებ 15:58-ს აჩვენებს.
-კარგი, ჰო. წამოვალ რამდენიმე წუთში. - მობეზრებული ვეუბნები ბიძაშვილს.
- კაი ტკბილო, გელოდები. - კვლავ უაზროდ ცანცარებს ის.
ტელეფონს ვთიშავ და ჩემი ნივთების ალაგებას ვიწყებ, თვალი კი გიორგისკენ გამირბის, რომელიც სკამზეა გადაწოლილი და ისე მიყურებს უნებურად შეშფოთება მეუფლება. ამ მომენტში ის აღარ ჰგავდა მულტფილმის კეთილ პერსონაჟს.
ჩანთა სასწრაფოდ ავიღე და დაუმშვიდობებლად გავვარდი გარეთ,
სწრაფად ჩავირბინე კიბეები, ქუჩაში გავაბიჯე და მოულოდნელობისგან შევსდექი - მზიანი ამინდი უკვალოდ გამქრალიყო, ცაზე შავი ღრუბლები იყრიდნენ თავს.
ბუნება საწვიმრად ემზადებოდა.

რატომღაც ძალიან აფორიაქებული ვიყავი, უამრავი ფიქრი მერეოდა თავში.

ვერც კი შევამჩნიე როგორ მივედი ირაკლისთან სახლში და როგორ დავრეკე კარზე ზარი.
რეალობაში ისევ და ისევ ბიძაშვილმა დამაბრუნა, კარი გააღო და ჩემი სახის დანახვის შემდეგ სწორედ ისე შეკრა წარბები, როგორც სჩვეოდა.

- ამორტენცია, რა გჭირს?
(მხოლოდ მაშინ მომმართავდა სრული სახელით, როდესაც სერიოზულად მელაპარაკებოდა, ეს კი საკმაოდ იშვიათად ხდებოდა)
თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და გაკვირვებულმა ავხედე ჩემზე ოდნავ მაღალ ბიჭს. - არაფერი, რა უნდა მჭირდეს? -ვეცადე გამეღიმა, - კიდევ დიდხანს უნდა მაყურყუტო სადარბაზოში?
- ა, უი, სულ დავიბენი... შემოდი. - გაიწია და სახლში შემატარა ირაკლიმ.

ამ სახლში ისე ვიყავი როგორც საკუთარში, ჩემს მეორე სახლად მივიჩნევდი. უფრო ირაკლის გამო, რადგან ის იყო ჩემი არაბიოლოგიური ძმა, საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე, ბავშვობის მეგობარი, დაქალი, ძმაკაცი, ოჯახის წევრი და უბრალოდ ბიჭი რომლის გარეშეც სიცოცხლე არ წარმომედგინა.
მას შემდეგ რაც ის ერთი წლის გახდა, მამიდას სახლში წაიყვანეს და პატარა, ხმაურიანი, წითელი თოჯინა აჩვენეს - ჩვენ ერთად მოვდიოდით.
ერთად ვთამაშობდით, ერთად ვაშენებდით შტაბებს, ერთად ვატარებდით არდადეგებს, ზაფხულობით ერთად ვბანაობდით მდინარეში, ხოლო ზამთარში თოვლის კაცებს ვაშენებდით, საღამოობით კი თამაშისგან დაღლილებს ერთამანეთზე მკვდრებივით გვეძინებოდა.
სამწუხაროდ მე, როგორც ,,გუმანიტარს" არ მხვდა წილად ბედნიერება რომ ირაკლისთან ერთად მესწავლა, მაგრამ ეს ჩვენ სულაც არ გვიშლიდა ხელს ურთიერთობაში.

ჩანთა დივანზე მივაგდე და ირაკლის მივუბრუნდი:
- ნათკა სად არის?
-ვინ? -მაცივარში თავით შემძვრალი ირაკლი გამოერკვა და მომიბრუნდა.
- დედაშენი. - ვუპასუხე მე.
- მაგისი თანამშრომელი როა, თინიკო ხო იცი? აი მაგის დაბადების დღეზე. - პირგამოტენილი მიბრუნებს პასუხს ის.
-კვერცხი გინდა შეგიწვა, ჰო?! - გამახსენდა რისთვისაც მოვედი აქ.
-აუ, მიდი რა ძმურად, ხომ იცი კვერცხი თუ არ ვჭამე შეიძლება მოვკვდე. - შრეკის კატის თვალებით მიყურებს ის.
- კარგი, არაა საჭირო სცენების დადგმა ისედაც შეგიწვავ. - მეცინება მე.
- და ხარ! - ლოყაზე მკოცნის და შემდეგ მჩქმეტს ის.

ველოდები როდის მორჩება ჭამას და თეფშებს ვრეცხავ, ირაკლი კი ამ ხნის განმავლობაში სამზარეულოს დახლზეა გადაწოლილი და რაღაცეების მოყოლით მართობს.
ვიცი, ასეთი მონდომებული სადარბაზოში მომხდარი პატარა ინციდენტის გამოა.
ჩვენ უსიტყვოდ ვხვდებით ერთმანეთის გასაჭირს, მაგრამ ახლა მეც არ ვიცოდი რა მჭირდა, რა მომივიდა.
აკადემიიდან გამოსვლისას სამყარო ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ბნელი და პირქუში მეჩვენებოდა, უიმედობით ვიყავი შებყრობილი და გულიც რაღაც ცუდს მიმანიშნებდა. ჩემს ასეთ განწყობას ამინდის უეცარი ცვლილებაც განაპირობებდა.
ახლა კი სამზარეულოში მდგარს -როცა ირაკლის გაბადრულ სახეს ვუყურებდი და ირგვლივაც სითბო და სიმყუდროვე გამეფებულიყო - ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი მეჩვენებოდა და ირვლივ ჩამოწოლილი დაძაბულობაც სადღაც უკვალოდ გამქრალიყო.
ბიძაშვილის მონდომებამ შედეგი ნამდვილად გამოიღო - მალე საკმაოდ მოვეშვი და გავმხიარულდი - ჭურჭლის სარეცხი საშუალებიდან ბუშტების გაბერვასაც მივყე ხელი.

- მოდი ფილმს ვუყუროთ და დავიძინოთ. - ხელები გავიმშრალე და ირაკლის მივუბრუნდი.
მანაც სიამოვნებით დამეთანხმა.
- ჩემს მოკრძალებულ ოთახში გეპატიჟებით ქალბატონო ამორტენცია! - ოფიციალური ტონით და ღიმილიანი სახით წინ მიძღვება ის.






ეს არის ჩემი პირველი მცდელობა რაიმეს დაწერის.
ასევე ეს მოთხრობა არის ჩემი ერთ-ერთი ოცნების ასრულება.
არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ მე ჩემი თავით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, რადგან გავბედე და ეს გავაკეთე.
ძალიან მიხარია რამდენიმე ადამიანი მაინც თუ წაიკითხავს და დადებითად განეწყობა ჩემი ,,შემოქმედებისადმი".
მინდა რომ ეს მოთხრობა ბოლომდე მივიყვანო, რაც იმედია გამომივა.
დიდი სიყვარულით მეიბილინი ♡



№1  offline წევრი Niniko11

მშვრნივრაად წეერრ ძალიაან მომწონსს ასე განაგრძეე და არავის ცუდ აზრს ყურადღება არ მიაქციო...
ახალ თავს ველი მოუთმენლადდ♡♡
წარმატებები♡♡♡

 


Niniko11
მშვრნივრაად წეერრ ძალიაან მომწონსს ასე განაგრძეე და არავის ცუდ აზრს ყურადღება არ მიაქციო...
ახალ თავს ველი მოუთმენლადდ♡♡
წარმატებები♡♡♡

დიდი მადლობა ნინიკო♡
ჩემთვის დიდი სტიმულია ასეთი თბილი სიტყვები ^_^♡

 


№3  offline წევრი Kalina

ეს ვინ აღმოვაჩინეო...
:))))
უსაყვარლესო❤️

წერე, წერე და კიდევ ბევრი წერე აუცილებლად!
ხელოვანებზე წერას დიდი გამბედაობა სჭირდება და მე იმედი მაქვს, რომ შენ ეს გამოგივა! ❤️
მე შენთან ვარ ბოლომდე❤️
წარმატებები. ❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


Kalina
ეს ვინ აღმოვაჩინეო...
:))))
უსაყვარლესო❤️

წერე, წერე და კიდევ ბევრი წერე აუცილებლად!
ხელოვანებზე წერას დიდი გამბედაობა სჭირდება და მე იმედი მაქვს, რომ შენ ეს გამოგივა! ❤️
მე შენთან ვარ ბოლომდე❤️
წარმატებები. ❤️

გავწითლდი ^_^
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ♡
უზომოდ მინდა იმედები არ გაგიცრუოთ... ♡

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

მომეწონა ისტორია...მე რომ მიყვარს ისეთია ანუ გემრიელად იკითხება.
მაგრამ:)))...მთელ ისტორიას აფუჭებს "შრეკის კატის თვალები". გეფიცები ახირება არ არის, არც გემოვნების ამბავი. ეს და მსგავსი ეპითეტები აღარ გამოიყენო რაა:*.

 


grafo
მომეწონა ისტორია...მე რომ მიყვარს ისეთია ანუ გემრიელად იკითხება.
მაგრამ:)))...მთელ ისტორიას აფუჭებს "შრეკის კატის თვალები". გეფიცები ახირება არ არის, არც გემოვნების ამბავი. ეს და მსგავსი ეპითეტები აღარ გამოიყენო რაა:*.

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ♡♡
გამოვასწორებ აუცილებლად და პირობას ვდებ შემდეგ თავებში - შრეკის და მისი კატის ხსენება აღარ იქნება ;დდს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent