პირველი და უკანასკნელი დასასრული
პირველი და უკანასკნელი დასასრული ორი კვირა გავიდა,იმის მერე რაც გავიგე რომ თურმე ნიკას სათამაშო ვყოფილვარ. ნიკა და დემეტრე ყოველდღიურად მირეკავდნენ. დემეტრეს ვპასუხობდი ნიკას არა. მისი ნახვა არ მინდოდა ამას მიხვდა დემეტრე და ბარგისთვის თვითონ წავიდა.მას შემდეგ არ მშორდებოდა,მაგრამ წარსულის გამო ბოლომდე მაინც ვერ ვენდობოდი. -კოლა გინდა? მეკითხება დემეტრე და ფიქრებიდან გამოვყავარ. -რავი კი. -თათა თუ ოდესმე რამე დაგჭირდა იცოდე რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ხომ გესმის ამის? თუ გინდა ჩემთან გადმოდი ან მე დავრჩები ხოლმე შენთან.არვიცი როგორც გინდა მაგრამ ამ დღეებში ვერ დაგტოვებ მარტო. -სახლში რამე დასალევი გაქვს? -კი რაიყო -მიდი გადმოიტანე მე მანამდე სახლს მოვაწყობ,იცოდე დღეს ვსვამთ. -კარგიი გამიღიმა და გავიდა. მე სახლს ვაწყობდი, უკვე ვამთავრებდი და ამ დროს კარების ხმაც გავიგონე. -მოხვედი დეეემ? შევტრიალდი და უეცრად ავეწებე ვიღაცის სხეულს. -დეემ? მხრებზე ჩამავლო ხელი სხვას ელოდი? უფრო და უფრო მიჭერდა ხელებს. -ნიკა გამიშვი ახლავე ნიკა კი ხმას არ იღებდა და უფრო და უფრო მიჭერდა. -ნიკა მტკივა. -თააათა საყვარელოოო მოვედიი. აი ამ წამს ყველაზე ნაკლებად დემეტრეს გამოჩენა მინდოდა. სიტყვა “საყვარელო”ზე ნიკას ხელები დაეძაბა და სიბრაზისგან გაწითლდა. მეკიდე უკვე ცრემლები მცვიოდა ტკივილისგან. -გაუშვი ხელი შე . მაიკაში ჩააფრინდა დემეტრე ნიკას.ნიკა მე მიყურებდა ბოლოს კი გამიშვა ხელი,მე კიდე იატაკზე ჩავჯექი და ტირილი დავიწყე. ნიკა უსიტყვოდ გავარდა დემეტრე კი ჩამეხუტა. -ადექი ვსიო დაწყნარდი მე შენთან ვარ. მე ხმას არ ვიღებდი დემეტრეს წასვლა ვთხოვე. -არა ასე ვერ დაგტოვებ. -დემეტრე მარტო მინდა დარჩენა და დროზე გადი. დემეტრე მიყურებდა,მიხვდა რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა ამიტომ გავიდა. იმ დღეს გავათენე,ხო ასე ლამაზად ტირილში გამითენდა ჩემი დაბადების დღე. - - - - - - - - - - - - დილას ვიღაცის კაკუნმა გამომაფხიზლა. -კარგით რა ხალხო ძვლივს ჩამთვლიმა და... მააააარიიიიიაააამ ჩამოხვედიი? შევაფრინდი ისე რო წავაქციე და გადავაწექი. -ვაიმე როგორ მომენატრე ჩემო გოგო. -მეცცც მეც ძააალიაან -დაიცა თვალებზე რაგჭირს?დასიებული გაქ თათა -ვიცი ხო მოვიღუშე და თავი ჩავხარე. -ვაიი მოდი დეე მომიყევი რაც გამოვტოვე. დავჯექით მე და მარიამი და ბოლო დღეები რაც გამოტოვა მოვუყევი სხვა ყველაფერი მონაყოლი მქონდა. -ვაიიიმეეე ეგ საძაგელი და სიდამპლე ადამიანი თათა.მაგის გამო არ გაიფუჭო ხასიათი ვსიო.დღეს დაბადების დღე გაქვს წვეულების შესახებ ყველაფერი მოვაგვარე ხალხიც დავპატიჟე მაგრამ რაღაც ვერ გავთვალე. -რაქენი? -ნიკაზე არ ვიცოდი და ეგეც დავპატიჟე. -ვაი მე კაი რა არა რა.არა არა აე მოვა.წესით არ უნდა მოვიდეს.დემეტრეს უთხარი? -კი კი მაგას ვუთხარი. კაი ადექი ახლა მოვემზადოთ მალე ელენეც მოვა და ერთად წავიდეთ. ქეჟვალ სტილი ვარჩიე და მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე წავედით.ელენემ დარეკა პირდაპირ იქ წავედიო. მე კიდე დაძაბული ვიყავი იმის შიშში რომ ნიკა მოვიდოდა. -მივედით თქო თათა მეასედ გიმეორებ -ა ხო ფიქრებში წავედი -საყვარელო ეს შენი დღეა და არავის არ მისცე მისი გაჩუჭების უფლება.ახლა გაიღიმე და აწიე შენი საჯდომი. მანქანიდან გადმოსულს დემეტრე შემხდვა და ხელი გამომიწოდა. -ულამაზესი ხარ მითხრა და ლოყაზე მაკოცა -მადლობა დემე -ეს შენთვის ყელსაბამი ამოიღო სადაც პატარა ჩიტები ეხატა და გამიკეთა. -ძალიაან საყვარლობელია მადლობააა დიდი. -არაფრის რისი მადლობა კაი წამო შევიდეთ. წელზე მომადო ხელი და მანიშნა წავსულიყავი.შევედი ცოტა დავლიე ცოტა ვჭამე ახლა კიდე ვცეკვავდი.სცენაზე კარაოკე ჩართეს და ჩემი “ნიჭიერი”მეგობრები ყველა სიმღერას მღეროდნენ.უცებ შუქი ჩაქრა და ყველა აირია,მაგრამ ორ წუთში ყველა ვიღაცის სიმღერამ გააჩერა. “John Newman- Can you love me again” გაისმა და შუქები აინთო. დანახვა არც მჭირდებოდა,ვიცოდი ვინც იქნებოდა,სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვგიჟდები მის ხმაზე.მიყვარდა როცა მღეროდა მსიამოვნებდა ამის მოსმენა,მაგრამ ახლა გულს მტკენს ის ფაქტი რომ არ შემიძლია ჩემი სიამაყის და მისი ქცევის გამო ეს სიამოვნება გამოვხატო.უემოციოდ გავედი გარეთ და როცა სიმღერის ხმა შეწყდა შიგნით დავბრუნდი.ნიკა ისევ სცენაზე იყო და რაღაცას რთავდა.მე ყურადღება არ მივაქვიე,მაგრამ როცა ჩამესმა იმ ჩანაწერზე არსებული სიტყვები ადგილზე გავშრი. "-ნიკა ახლა კარგად მომისმინე. იმ გოგოს ეტყვი რომ დარჩეს წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ვალს არ გავაუქმებ. “ მაშინვე ავარდი სცენაზე და გამოვრთე ჩანაწერი. -შენ რა ცირკის მოწყობა გადაწყვიტე?არაკაცო უსინდისო ყველას წინაშე მასხრადაგდება გინდა ჩემი? -არა თათა უსმინე გთხოვ.არასწორად იგებ. ჩანაწერი იმ ადგილიდან ჩართო სადაც გავაჩერე: “ეტყვი რომ ძალიან მოგწონს,გჭირდება,მის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია და დაიტოვებ. აბა რას იზამ იტოვებ თათას თუ ახლავე ამ წამს დადებ ფულს? -რათქმაუნდა თათას დავიტოვებ,იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც ჩამოთვალე მართლა ხდება ჩემს თავს.თათა ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ის რომ მე ეგ სიტყვები ვუთხრა სულაც არ იქნება ტყუილი,იმიტომ რომ მე ის მიყვარს.ამიტომ ეს დებილური გარიგება შენთვის დაიტოვე.” -ეს რა... სიტყვებს ვერ ვპოულობდი რა უნდა მეთქვა.ბედნიერებისგან ვტიროდი და თავს ვერ ვიკავებდი. -თათა ჩანაწერი ბოლომდე არ გინახავს აი ეს არის საქმე.დემეტრემ ჩაააწყო და მხოლოდ მისთვის სასურველი ნაწილი განახა. -ო ღმერთო ამ წამს დემეტრეს ცემის დიდი სურვილი მაქვს მაგრამ მომენატრე. -მეც ძალიან თათა,უზომოდ. ეშმაკურად გაიღიმა და მკითხა - წავიდეთ? გავიცინე და უკან გავყევი მოტოზე შემოვსკუპდი და ნიკას ხელები შემოვხვიე. -ისევ იქ? -რათქმაუნდა ოღონდ ამჯერად ბედნიერი. -ხო სამუდამოდ ბედნიერი. -თათა მიყვარხარ -მეც ნიკა ოღონდ ცოტა ნელა გავიცინე და თავი მივადე. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით რომ მყავდა ის ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი. ვიცი რომ მოკლე თავები იყო და ადრე დავამთავრე.მაგრამ ვფიქრობ ასე იყო საჭირო.იმედია ისიამოვნებთ და მადლობა მათ ვინც კითხულობდით ახალი ისტორია მალე იქნება ^ ^ დროებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.