შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმარტოვეში ჩაკარგული (სრულად)


12-09-2019, 18:21
ავტორი ტურაგო
ნანახია 4 791

√ მიუხედავად იმისა რომ მზე სხივებით გულუხვად აჯილდოვებდა ქალაქს მაინც იგრძნობოდა ნოემბერთან ერთად შემოჭრილი სუსხი.
"დილაა და მაინც რამდენი ადამიანი ფუსფუსებს გარეთ"-ფიქრობდა ელენი და ნაოჭებდაღარული ქუთუთოებიდან აცეცებდა თვალებს. რა ვუყოთ მერე თუ ეს თვალები ვეღარ ატარებდნენ ახალგაზრდულ სხივს, მაგრამ კაცმა რომ სთქვას ეს სხივი ყოველთვის აკლდა ელენის თვალებს.
კარგა ხანია აეკვიატა ფიქრი, რომ ხასიათი სეზონების მსგავსი გაუხდა. იშვიათად ეფურჩქნებოდა სულში გაზაფხულის ყვავილები და აყვავებულებსაც ხშირად აწკუმპლავდა ავდრის წვეთები. ეს ბოლო კვირეები კი ისეთ შეგრძნებას დაატარებდა თითქოს სადღაც ყინულის პირამიდებს შორის გამოეკეტა ვიღაცას, თითქოს სულ ციოდა ვიღაცის გამო და ამ ვიღაცის სითბო მასთან ვერ აღწევდა. როცა ფიქრისაგან,იმ მცირეოდენი ადამიანებისაგან იღლებოდა ვინც მის ირგვლივ იყო ასეთ დროს სურდა შეეჩერებინა დრო, სადღაც ერთ წერტილში გაყინულიყო და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცემოდა, ახლაც ასე სურდა. მიიწევდა წინ პირამიდებმოსილი და უკან იტოვებდა მაღალ შენობებს, ქალბატონს მძიმე ჩანთებით ხელში, ის ჩიტების კამარაც მის ზურგს უკან დარჩა ცაზე, გამალებით რომ ეცეკვებოდნენ ერთურთს მხიარულად. უკან მოიტოვა სილაში წაქცეული ბავშვი რომელსაც თავზე ქერა ქალბატონი ადგა და მზრუნველი ხელებით ფერთხდა სილას ტანსაცმლიდან, მაგრამ დანაკლისის შეგრძნებამ მაინც მოასწრო გადაერბინა მისთვის, რაღაც ჩასწყდა. შინაგანი ხმა ყოველთვის რომ ესაუბრებოდა ახლაღა გაჩუმებულიყო. ფიქრობდა იქნებ თავად რომ არ მყავს შვილები ეს დანაკლისის გრძნობა ამიტომ ამედევნაო, მაგრამ არა სიმართლე ის იყო რომ როცა მას ერქვა შვილი არასდროს უგრძვნია მშობლის მზრუნველი ხელი. ფიქრები თავიდან გამოიგდო და გასაყიდად გამოტანილ ძეველებურ ნივთებს დაუწყო ხელში ტრიალი, დააპირა კიდევაც პატარა სკივრის ყიდვა, თუმცა იმწამსვე გადაიფიქრა. ასეთი იყო აზრს ყველაფერზე მარტივად იცვლიდა, ადვილად სწყინდებოდა ნივთები, ყველაფერს რასაც შეიძლება ერთ წამს მოენუსხა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ იოტის ოდენა ინტერესსაც კი აღარ იწვევდა მასში. სკივრი დააბრუნა თუ არა კუთვნილ ადგილზე იქვე მაღალ ხესთან აცრემლებულ ქალს შეეფეთა მისი თვალები. ვიღაც გამურული, თმააძეძილი მამაკაცი არყის ბოთლით ხელში მუშტმოღერილი დასჩხაოდა რაღაცას, მათაც თვალი აარიდა და ორთავე ზურგს უკან მოიტოვა. ხშირად არიდებდა თვალს იმას რისი შეცვლაც მისი რწმენით არ შეეძლო. შეაჟრჟოლა და ეს კი იყო გაიფიქრა"ასეთი არარაობა როგორც ეს კაცია და მეც რატომ ვსუნთქავთ ერთი და იმავე ჰაერსო". მართალი იყო ელენი იქნებ ეს კაცი მართლაც აბინძურებდა გარემოს, სხვებსაც უნებლიეთ ახვევდა მისი აურის უწმინდურობას, მაგრამ განა ურიგო იქნებოდა ერთი წუთით დაფიქრებულიყო, რომ მისი ხმის ამოუღებლობა რაღაცნაირად "ცუდს"ხდიდა თავადაც.თუმცა ის არა ამ უკანასკნელი ფიქრით არამე სხვა საგნებით გატაცებული იდგა ტრორუართან და ფიქრობდა "ხატვა რომ შემეძლოს უთუოდ დავხატავდი მზის სხივებს, როგორ ტალღებივით ეშვებიან დაბლა და ერწყმიან მიწიდან ამავალ ცისფერ სუსხსო" ჰო მას ღრმად სჯეროდა რომ ამ მოვლენას ახლა გასაგნებული სახე ჰქონდა, ფიქრობდა რომ სხვა ამ ყველაფრის დანახვის უნარით არ იყო დაჯილდოვებული. ღრმად ჩაისუნთქა სადღაციდან ყვავილების სურნელი და მაღაზიას მიაშურა
-წყალი თუ შეიძლება
-ახლავე!
ვინემ გამყიდველმა მაცივრის კარი გამოაღო, ჩართულმა ტელევიზორმა დრო იხელთა და მის სმენას ახალი ამბები გააგონა,იუწყებოდნენ წინა დღით მომხდარ საზარელ ამბავზე, სადღაც სოფელში ცეცხლსასროლი იარაღით მეზობელს მეზობელი მოუკლავს.
-რა ემართებათ ადამიანებს. ისე თქვა გამყიდველმა, აშკარა იყო ელენისგანაც მოელოდა მსგავს სიტყვებს, ამ უკანასკნელმა კი აუღელვებლად გამოართვა წყლიანი ბოთლი და ისევ ქუჩას მიაშურა. გაიგონა, დაინახა, რაღაც ისევ ჩასაწყვეტად მოემზადა მის შინაგანში, თუმცა მალევე გადაიკრიფა გონებიდან ყველაფერი, ამას კარგად იყო დახელოვნებული.
უეცრად რაღაცამ მთელს არსებაში გაცრა. ძირს ჩამოყრილ ნაძვის წიწვებს გადაუარა მსუბუქი ტანით და ფართო კედელზე დროის ჰაერისაგან სანახევროდ გადაშლილ ნახატს დააშტერდა. გრძნონდა რაღაც ამაფორიაქებელს, თუმცა შინაგანი ხმა კვლავაც დადუმებულიყო. ჩამოჯდა და შეჰყურებდა "წვიმიან ამინდს" აქა იქ ღრუბლების კვალი მართლაც წვიმას ჩამოერეცხა.პირველად გამოუვიდა ცხოვრებაში, თითქოს დრო შეაჩერა ახლა იჯდა მკაცრ ტოტებ ქვეშ, ირგვლივ ყველაფერ წაშლილი და წინ შორეული წარსულიდან დაუდიოდა კადრები.
იჯდა და ხედავდა მოპირდაპირედ ჩამომჯდარ საკუთარ თავს, პატარა ლექსების კრებულით ხელში. შესცქეროდა მუქ თმებს ახლა რომ საგრძნობლად ჩანაცვროდა. მის წინ მჯდომი მისივე ახალგაზრდა სილუეტის კანი მზის ოქროსფერი სხივებისაგან საოცრად ბზინავდა, ახლა კი შუქი აქა იქ დაღარული სხეულის ნაკეცებში ეფლობოდა ხოლმე. საკუთარი თავით ტკბობას რომ მორჩა იმწამშივე შეამჩნია ქუჩის კუთხიდან მომავალი ახალგაზრდა ბიჭი ხელში საღებავებით. მაშინდელის მსგავსად ახლაც მისი სახის განსგვავებულმა იერმა მიიწება მისი მზერა. არ იფიქროთ მოეწონა, ეს გრძნობა მისთვის უცხო იყო. ის უბრალოდ განიცდიდა ერთგული ადამიანის, ერთგული მოსაუბრის/მეგობრის არარსებობას და რაღაც ამგვარი ტალღა იგრძნო მისგან. რაც შეეხება მეორე ნახევრის იდეას ეს სადღაც მიკარგული იყო მის არსებაში. ამაზე შინაგანმა ხმამ ბოლოჯერ მაშინ ესაუბრა როცა ოთხის იყო. პარალელურად გამოიზლაზნა კადრები ამ დროის ელენის თვალწინ, კვლავ ხედავდა როგორ მიიყვანა დედამ მამიდასთან და ეს სიტყვები შეატოვა სუვენირად "დავბრუნდები, დიდხანს არ დავტოვებ".რამდენიმე წელი სწრაფად მიეწყო ერთმანეთს,დახშული სიტყვებით ახსოვს როგორ აცნობეს ვიღაც კაცთან ერთად წავიდა და ღმერთმა იცის სად დადისო.აქედან დაიწყო იმედების არ დაჯერება. მამიდამისის სახემაც მოასწრო გაელვება, ეს ტლანქი ქალი ცხოვრებისგან ჩაგრულს უწოდებდა საკუთარ თავს, სულ იმას სჩიოდა როგორ არ გაუმართლა, შვილები თავად არ ჰყავდა, განათლებისგან შორს იყო ჰოდა არც ელენის "სამაგალითო"აღზრდით იწუხებდა თავს. უმეტეს დროს მეზობლებთან ლაყბობაში ატარებდა, ჰოდა როცა საღამოს მისი გალეშილი ქმარი სახლში ბრუნდებოდა, ელენის მომცრო თვალები ჰაერში გაელვებული ხელების მოწმე ხდებოდა. მაშინ ისწავლა თვალების ძლიერ დახუჭვა და როცა კვლავ გახსნიდა მოჭუტულ ქთუთოებს მამიდამისის სახეზე თვალებიდან გადმოღვრილი უფერული სითხის შემხედვარე თავს ირწმუნებდა პეშვით წყალი მიისხა და პირი არ შეიმშრალაო. ბავშვი იყო თუმცა ზედმეტად მგრძნობიარე გუნებით, ისეთ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა სულ სითბოს რომ დაეძებენ სხვებში და ვერ პოვნის შემდეგ გული რომ უცრუვდებათ მარტივად. ელენმა ვერავისში პოვა ნუგეში, არავინ ინტერესდებოდა მისით, დაავიწყდა რა გრძნობა იყო ზრუნვა, სიყვარული. თანატოლებთან იშვიათად დადიოდა ისინი ელენს ვერ უგებდნენ, ამას კიდევ მათი არ ესმოდა.
ერთ საღამოს იმ გალეშილმა კაცმა ბავშვისკენაც რომ გამოიწია ვიღაც ღვთისნიერმა მეზობელმა იჩივლა და ბავშვი თავშესაფარში გადაიყვანეს. იქაური მომვლელებიც არ გამოირჩეოდნენ "დედობრივი მზრუნველობით" მაგრამ აქ განათლებას მიიღებდა და ხელსაქმესაც შეასწავლიდნენ. რამდენჯერმე გაახსენდა მამიდამისი თავისი დანაპირები სიტყვებით"მოგაკითხავ ელენ, ერთ დღესაც მოგაკითხავ და წამოგიყვან". დრომ გაიარა მასთან კი არავინ მოსულა. რაფაზე ჩამოწყობილ ხელებს დააბჟენდა თავს და გაჰყურებდა როგორ სტუმრობდნენ სხვებს მნახველები, თავად კი არავინ გააჩნდა საკუთარი შინაგანი ხმის გარდა... სრულწლოვნების ასაკს მიღწეული გამოუშვეს თავშესაფრიდან. ერთ-ერთ ატელეაში მკერავის დამხმარედ დაიწყო მუშაობა და ცხოვრების ჭაპანის წევაც მარტომ დაიწყო.

***
იმ დღით ლექსების კრებული იღლიაში ამოიჩარა და სახლისაკენ გაეშურა. მეორე დღით კვლავ დაუბრუნდა იმავე ქუჩას დასრულებული სურათის სანახავად. არ უსწავლებიათ მისთვის აღფრთოვანება და სწორედ ამიტომ ვერ არქმევდა მასში მოფუთფუთე გრძნობებს სახელს
-როგორია? (ბოხი ხმა სწვდა ზურგს უკნიდან)
-(ცივი მზერა შეანათა. ჩაახველა, წინ მდგომის სიგარეტის ხრჩჩოლვამ შეაწუხა) კარგია!
-ასე მშრალად? (ღიმილით მიუგო)
-ასე, მშრალად
-... მხატვტობა გაინტერესებს?
-როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ინტერესს არ იწვევდეს
-კითხვა გიყვარს გეტყობა? (უთხრა და თხელტანიან წიგნზე ანიშნა)
-ლექსების კითხვა მსიამოვნებს
-საყვარელი პოეტი?
-ტერენტი გტანელი(დაუფიქრებლად უპასუხა)
-სევდის პოეტი!
-ახლოს დგას ჩემთან.

***
არც ერთი შეთანხმებულა შეხვედრაზე თუმცა ორი დღის შემდეგ ისევ "წვიმიანი ამინდის" წინ ისხდნენ, თავიანთი ფიქრებით შემოსილები.
-რაიმე ლექსს წამიკითხავ?
ელენმა მთელი გულით დაიწყო კითხვა(პირველად სთხოვეს რაღაც) ძალიან უხდებოდა მისი ნარნარი ხმა სევდის სიტყვებს
-როგორი კარგი ხარ, ლამაზი ელენ
-ლამაზი? რას ნიშნავს სილამაზე დაჩი
-სილამაზე ის დეტალებია რაც მე შენში დავინახე და მომეწონა, რამაც გამიტაცა!
-არავის უთქვამს...
-ალბათ ბრმები იყვნენ ადამიანები შენს ირგვლივ
-მე ვერ მხედავდნენ! (ნაღვლიანად უპასუხა, ღიმილიან კითხვაზე)
-შენი ყველაზე ძვირფასი მოგონება მომიყევი
-რომ შემეძლოს მოგონებებს სრულიად გავაქრობდი
-(უცნაური და ამავე დროს თანაგრძნობით აღვსილი მზერით აკვირდებოდა გვერდით მჯდომს) საყვარელი ნივთი ელენ?
-ადრე ეზოში მკვდარი პეპელა ვიპოვე, წავიყვანე და ჩარჩოში მინის მიღმა ჩავაწებე. ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. მერე გოგონამ გვერდითა ოთახიდან განძრახ დამიმსხვრია... მას შემდეგ საყვარელი ნივთი აღარ მიძებნია
-იმედია ერთ დღესაც შენზე მომიყვები
-რომ შემეძლოს ხელის შეხებით ჩემს შინაგან სამყაროში გამოგზაურო არც კი დავფიქრდებოდი, მაგრამ მოსაყოლად ძალიან რთულია სიტყვებით აგიხსნა ჩემზე.

***
დროის სვლამ ნათლად გამოაჩინა რომ მათი ურთიერთობა კარგა ხნის გაშორებული იყო მეგობრობის ფაზას. მაგრამ ვერა და ვერ გაულღო დაჩიმ გაყინული ხასიათი ელენს, ვერა და ვერ დაარწმუნა მისი გრძნობის სიწრფელეში. ბოლო დიალოგი ისევ " წვიმიანი ამიმდის" წინ შედგა, ყველაფერი იქ დასრულდა სადაც დაიწყო...

-ელენ ერთხელ მითხარი ერთადერთი ხარ ვისთანაც საერთო ენა გამოვნახეო, სული სულს ეძებდა და გიპოვნეო. როგორ ფიქრობ ჩვენი სულები ერთმანეთს მხოლოდ მეგობრობისთვის ეძებდნენ?
-მე არ შემიძლია აგიხსნა...
-არ შეგიძლია? როგორ გგონია შენ რომ სულერთი იყო ჩემთვის აქ ვიქნებოდი?... როგორი ცივი მზერა გაქვს ელენ!
-გახსოვს გითხარი რომ შემეძლოს მოგონებებს წავშლიდითქო, ეგ რომ შემძლებოდა აღარ იქნებოდა ჩემი მზერა ცივი. მეცოდინებოდა შენი ნათქვამი სიტყვების ფასი. იქნებ ერთხელ მაინც რომ გაეღიმა ჩემთვის ვინმეს მერე მეც მესწავლა...
-ჩემი ღიმილი ვერ აშრობს შენს ცრემლებს?
-ხანდახან ხანგრძლივი დროა საჭირო დაკარგული თავის საპოვნელად, მე ის სადღაც ღრმა ბავშვობაში დავკარგე და ახლა ვცდილობ შეკოწიწებას. სადღაც დაკარგული რწმენა ადამიანების ადამიანობისადმი უნდა დავიბრუნო... დროა ამისთვის საჭირო დრო!
-შენს საყვარელ პოეტს ხომ სწამდა არა მესამე გზის არსებობის, როგორც რაღაც იდუმალის... ჩემთვის შენ ხარ მესამე გზა... რომლისკენ სვლაც ვერასგზით ვერ მომიხერხებია!
ხელი მჭიდროდ ჩაავლო მის ცივ თითებს, შუბლთან მიაბჟინა დაცვარული სახე, მძიმედ ეამბორა და უკანასკნელი ფრაზები შეატოვა სუვენირად
-ელენ გამატანე შენი ნათქვამი სიტყვები თან, რაიმე ძვირფასი მითხარი
-სიტყვები... სიტყვები ქმნიან დაპირებებს, მცდარ იმედებს, ტყუილებს!
-... მე დავბრუნდები ელენ...გავა დრო და აუცილებლად გიპოვნი ისევ!
-დრო გვაჩვენებს დაჩი!

ელენს რომ ახლა ფიქრის თავი ჰქონოდა აუცილებლად გაიხსენებდა საყვარელი პოეტის სყვარელ სიტყვებს "ფიქრში უიმედო ხმები გადადიან როცა სიშორეზე ტირის როიალი"... წავიდნენ. გაწვიმდა. "წვიმიან ამინდს" აშხეფავდა ხმაურიანი წვეთები.
***

შეჩერებული წამები ისევ ამოძრავდნენ... მირაჟივით წაიშლა კადრები, დაჭერილი წამები კვლავ გაიქცნენ. აღარ შეუხედავს კედელზე ნახატისთვის ისე წამოდგა და გაეცალა იმ ადგილს. უკან მოიტოვა ქუჩა, მაღალი შენობები, მოსიარულე ადამიანები. მზის ტალღებში მიაბიჯებდა და გრძნობდა გულში წვეთავდა გულისწყვეტები. ხვდებოდა რაც არ უსწავლებიათ და ისწავლა ეს ერთადერთი გრძნობა მონატრება იყო რომელიც თანდაყოლილ ლოდინის გრძნობას შერწყმოდა. მიიწევდა გზაზე და ის უკვე ვეღარ ამჩნევდა წეღან სილაში დასვრილი ბავშვი როგორ მხიარულად ატარებდა ველოსიპედს. ვეღარც იმ ქალს ამჩნევდა აცრემლებულს ტუჩის კუთხეში სისხლის ნაღვენთისგან წითელი ვარსკვლავები რომ უკიაფებდნენ...ტაძრიდან გამომავალი ზარების ხმა სწვდა მის სმენას, შინაგანმა ხმამ ჩასძახა პიჯვარი გადაიწერეო, სანამ შუბლთან მიიტანდა მჭიდროდ შეკრულ სამ თითს ჩაფიქრდა რა თხოვნას გაატანდა მათ თან. შემდეგ კი კვლავ გაუყვა გზას ჩაფიქრებული, თავის უცნაურ ცნობიერებაში ჩაკარგული.


....
სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს შეფასებას



№1  offline წევრი ტურაგო

Dali Bendianishvili

მადლობა რომ წაიკითხეთ ქალბატონო დალი და თქვენი შეხედულება გამიზიარეთ.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

საკუთარი თავის პოვნა ყველაზე რთულად მიმაჩნია მაინც.. სევდა იმდენად ღრმად უჯდება ჩვენს სულს რომ წლებიც კიარაა საკმარისი კომიდან გამოსასვლელადდ.. ელენი.. ორი წინადადება მაგრამუზარმაზარი ემოციაა.. შინაგანი ყინულის და ცეცხლის ჭიდილი რაღაც სასწაულია.. ძალიან ნაზი და სასიამოვნო იყო.. ????

 


№3  offline წევრი ტურაგო

სტუმარი ნინა
საკუთარი თავის პოვნა ყველაზე რთულად მიმაჩნია მაინც.. სევდა იმდენად ღრმად უჯდება ჩვენს სულს რომ წლებიც კიარაა საკმარისი კომიდან გამოსასვლელადდ.. ელენი.. ორი წინადადება მაგრამუზარმაზარი ემოციაა.. შინაგანი ყინულის და ცეცხლის ჭიდილი რაღაც სასწაულია.. ძალიან ნაზი და სასიამოვნო იყო.. ????




უღრმესი მადლობა ნინა სასიამოვნო სიტყვებისთვის ☺.
ძალიან მიხარია რომ იგრძენით ელენი...და ისტორიის სათქმელი...

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

მიყვარს შენი ემოციური ისტორიები

 


№5  offline წევრი ტურაგო

სტუმარი ლია
მიყვარს შენი ემოციური ისტორიები



აუუ როგორ ძალიან გამახარე ვერ წარმოიდგენ ლია ☺ მადლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent