შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Amortentia ~ 3


13-09-2019, 14:10
ნანახია 4 170

თავი მესამე

დილით ადრე მეღვიძება, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლისთან ერთად შუა ღამემდე ფილმებს ვუყურებდი.
ბიძაშვილს ჯერ კიდევ ეძინა, ფრთხილად გამოვიხსენი მისი მკლავიდან ხელები და საწოლზე წამოვჯექი.
საათს დავხედე - 07:23.
ჯერ ძალიან ადრეა, მიკვირს როგორ მოვახერხე ასეთ დროს გაღვიძება.
ისევ საწოლში ვბრუნდები, ზურგზე ვწვები და ჭერს ვუყურებ.
ბავშვობაში ადრე რომ მეღვიძებოდა, ვცდილობდი მეფიქრა საკუთარ თავზე, მომავალზე, გეგმებზე და იმ უცნაურობებზე რაც ქმნიდა ჩემს პიროვნებას, რადგან ბებიაჩემი ყოველთვის მიმეორებდა დილით ფიქრი, სწავლა და დაკვირვება ყველაზე მარტივია, იმიტომ რომ დილით შენი გონება უაზრო ფიქრებისგან თავისუფალიაო.
ეს ამართლებდა კიდეც.
ამ დილით ჩემს გუშინდელ საქციელზე ჩაფიქრდი.
რა სულელურად გამომივიდა. ასე რამ შემაშინა, ბიჭმა უბრალოდ შემომხედა...
მაგრამ მისი თვალები...
არ ვიცი რა ამოვიკითხე მის თაფლისფერ თვალებში ასე რომ შემეშინდა...
იქნებ...
არა, რა სისულელეა...
ჩემს იქედან შეშლილი სახით გამოვარდნას ისიც შეამჩნევდა, არ მინდა იფიქროს ჩემს გამო მოხდა ასეო...
ბოდიში მოვუხადო?!
და რა ვუთხრა? ,,-გიორგი, იცი რა, შენმა თვალებმა და მზერამ ძალიან შემაშინეს, ამიტომაც გავვარდი გაკვეთილიდან გიჟივით." -გამეცინა ამის წარმოდგენაზე...
არა, ყურდღებას აღარ მივაქცევ, მაქსიმალურად დავაიგნორებ! - მივედი გადაწყვეტილებამდე და ენერგიულად წამოვხტი საწოლიდან, რამაც ირაკლის ძილი დააფრთხო და დილის წუწუნა ირაკლი გაააქტიურა:
-ამორტენცია, ნორმალური ხარ? რომელი საათია დაწექი, დაიძინე ან მე რაღას მაღვიძებ, რა დაგიშავე?!
-ირა, ადექი რა! გავისეირნოთ. -- მუდარით შევხედე მე.
- ჯერ ერთი ირა არა ირინა, ხო იცი ვერ ვიტან ირას რომ მეძახი -- აგრძელებს წუწუნს ის - და მეორეც ერთი ახლა ჩემი დიდი ბაბუა საშურაც რომ დამადგეს მე ლოგინიდან ადგომას არ ვაპირებ! -- მტკიცედ დგას ის. - მოდი რა შენც დაწექი და წავუძინოთ ასე ერთი-ორი-სამი-ოთხი საათით. -- ისეთი თვალებით მიყურებს ნამდვილად მეცოდება ახლა გარეთ წანწალისთვის და მეც ერთი ნახტომით ვჩნდები საწოლში, მაგრამ ირაკლის დიდხანს ძილი მაინც არ უწერია. დაახლოებით ოც წუთში ბიცოლა შემოდის ოთახში და რომ ხედავს მე მღვიძავს და ირაკლის არა, ,,აეხლა ნახე ამას რა ვუქნა" სახით მიცინის, თამამად მიდის ფანჯარასთან და ფარდას ბოლომდე წევს.
ვგრძნობ ირაკლის ეღვიძება, მაგრამ ჯინზე არ ახელს თვალებს...
რამდენიმე წუთით სიჩუმე ისადგურებს ოთახში, მაგრამ უცებ ნათკა კივის:
-ირაკლი გაიღვიძე!
ამან ნამდვილად გაჭრა, შეშინებული ირაკლი სინათლის სისწრაფით ხტება საწოლიდან და ნათიას უყურებს, რომელიც სიცილისგან მიწაზე წვება.
ირაკლის სახის შემდევარე მეც მეცინება.
-ასე არა?! --ბრაზობს ირაკლი (თან მასაც ეცინება) უცებ მირბის ნათკასთან ეხუტება და უღიტინებს.
ნათია ვერ იტანს ღიტინს, პანიკურად ეშინია, ახლაც სიცილის და კივილის ნაზავი ამოუშვა პირიდან.
-ირაკლიიი
-გამიიიშვი, თორემ ხელს მოგარტყააამ
-ვერ ვიტან ღიტინს -- არადა იცინის.
-ირააკლიიი, კაი რაა
-იიიიკაააა.
ბოლოს ირაკლისაც ბეზრდება, უცებ ეხუტება დედას, ლოყაზე კოცნის და საწოლში ბრუნდება.
ნათკა სიმშვიდეს იბრუნებს და მე მიბრუნდება:
-ეგ კიდევ დაწვა? მოვკლავ ამ საზიზღარს. -- ეცინება. - იკაკო უნდა ადგე რა, მარინა ჩამოდის ჩვენთან რამდენიმე დღით და საყიდლებზე უნდა წახვიდეთ შენ და ციაკო.
-აუ, მარინა?! --ერთდროულად ვხტებით მე და ირაკლი.
-ჰო, მარინა. -- ეცინება ბიცოლას.
(მარინა არის ჩვენი შორეული ნათესავი, ერთი წუწუნა და აუტანელი ქალი, რომელიც ხშირი სტუმრობით გვანებივრებს ხოლმე)
-აუ, რას მერჩის ეგ ქალი?! -- იჭყანება ირაკლი და მარინას აჯავრებს:
,,-იკაკუნა, შარვალი ჩაჩაჩული რატომ გაქვს?
-იკაკუნა, ნასკები რატომ არ გაცვია?
-იკაკუნა, შეყვარებული თუ გყავს?"
მეც ვუერთდები:
,,-ამორტენცია, ეს რა სახელია?!"
,,-ამორტენცია, როდის თხოვდები"
,,-ეგ ბიჭის ზედა რატომ გაცვია? გოგო ხარ თუ ბიჭი."
ბიცოლაც კი იცინის და აჯავრებს:
,,-ნათია, ჩემო კარგო, ხახვი ასე წვრილად არ უნდა დაჭრა."
,,-მტვერსასრუტს რატომ იყენებ? არ იცი რა ცუდია ჯანმრთელობისთვის?"
,,-ეს კაბა ცოტა მოკლე ხომ არ არის?"
სამივე ვიცინით.
ახლა ოთახში ბექა შემოდის, ბიძაჩემი.
-ამ, აქ ხარ? -- მომმართავს მე, -რა კარგია, მარინა ჩამოდის და მაინც უნდა გამომეყვანე.
-ჰო, გავიგეთ. -- მეცინება
-მაგაზე იცინოდით? -- ისიც იცინის და მარინას აჯავრებს:
,,-ბექუნა, მამიდა, ამხელა კაცი ხარ უკვე, 36 წლის, ამ კაპიშონიან ზედებზე უარი როდის უნდა თქვა?"

ვუყურებდი ამ ხალხს და გული სიყვარულით მევსებოდა. ისინი იყვნენ ჩემი ოჯახი, ნამდვილი ოჯახი. განსაკუთრებით ნათკა, რომელიც მიწევდა დედობას დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ...
ნათია და ბექა ძალიან ადრე დაქორწინდნენ, ჯერ კიდევ ბავშვები...
90-იანი წლები იყო და ესეთი მოვლენები უკვე ჩვეულებრივად ითვლებოდა.
ულამაზესმა, მწვანე თვალება ფერია - ნათიამ ერთი ნახვით მოხიბლა ბიძაჩემი.
ასეთ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახების უმეტესობა მალევე ინგრეოდა ან რამდენიმე წლის შემდეგ აცნობიერებდნენ რომ ერთმანეთი სულაც არ უყვარდათ და არასწორი ნაბიჯი გადადგეს.
აი, ბექას და ნათიას კი გაუმართლათ.
მათი ქორწილიდან უკვე 20 წელი გასულიყო და ისინი ისევ ისეთი სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს, როგორც ადრე.
მათი შემხედვარე მეც მჯეროდა სიყვარულის.

-ირაკლი, ჩაიცვი, ისაუზმე, ფულს მოგცემ და რაღაცეების საყიდლად გადით შენდა ამორტენცია. -- ბექამაც გაგვიმეორა, ცოლს აკოცა და ოთახიდან გავიდა. ნათიაც უკან გაყვა.
-ფუ, ამის დედა მო***ან -- ჩაიბურტყუნა ირაკლიმ და შარვალში გაუყარა ფეხი.
-ფუ, ამის დედა მო***ან -- გავაჯავრე მე.

მიუხედავად ძვირფასი ბიძაშვილის უკმაყოფილებისა სულ რაღაც ერთ საათში სუპერმარკეტში დავაბიჯებდით.
დავაბიჯებდით რა, ირაკლი დააბიჯებდა და მე უკიკაში ჩამხტარი ვკატაობდი.
ხალხი გაოცებული მიყურებდა. პრონციპში მეც გაოცებული შევხედავდი გოგოს, რომელიც ურიკაში ზის და ზემოდან ლიმონათები აწყვია.
-იკა, ახლა შოკოლადებთან ჩამატარე რა. -- თვალები გადავატრიალე და ისე შევხედე ბიძაშვილს.
-ლიმონათები, შოკოლადები... რაც ნათკამ დამაბარა იქედან არაფერი მიყიდია, ბოლოს ვიყიდოთ ეგენი თუ ღმერთი გწამს. -- ვედრებით ჩამომხედა მან.

კიდევ რამდენიმე ათეული წუთი დავყევით სუპერმარკეტში.
ჩემი მაინც გავიტანე და შოკოლადებით სავსე პარკით ვბრუნდებოდი შინ.

- ამ, ერთი პარკი მაინც წამოიღე რა, მეტკინა ხელები. -- ახლაღა გავხედე ირაკლის, რომელსაც შევატოვე პარკები და წინ მივსეირნობდი.
-უი, მომეცი რამდენიმე. -- კეთილი ნება გამოვიჩინე მე.
-აუ, მოდი რა აქ ნაყინი ვჭამოთ. -- ერთ-ერთი კაფისკენ მანიშნა ირაკლიმ.
-ბაზარი არაა -- გამეცინა მე და კაფის კარი შევაღე.

ძალიან სასიამოვნო გარემოში ავღმოჩნდი. პატარა, მყუდრო, ნათელი კაფე იყო, ირგვლივ ვანილის სუნი ტრიალებდა.
ოთახი მოვათვალიერე რომ თავისუფალი მაგიდა მეპოვნა, რა დროსაც ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი.
ნანკა იყო, ვიღაცასთან ერთად იჯდა და თვალისმომჭრელი კისკისით იბყრობდა სრულიად საზოგადოების ყურადღებას.
ყოველთვის მშურდა ასეთი გოგონების.
იდეალურთან მიახლოებული იყო.
ლამაზი, მაღალი, გამხდარი, კარგი ფორმებით, ჭკვიანი, ნიჭიერი, წარმატებული, მდიდარი, პერსპექტიული მომავლით, ყველას უყვარს, ყველა უყვარს, ყველა ბიჭს მოსწონს, ყველა გოგოს დაქალია.
ვიცი გარეგნობა და გარეგნული ბედნიერება ადამიანის სულიერი კმაყოფილების საზომი არ არის, მაგრამ ჩემთვის, ერთი ჩვეულებრივი გოგოსთვის მისი ცხოვრება შესაშური იყო, მაგრამ რატომღაც უარყოფითად ვიყავი განწყობილი ამ გოგოსადმი, თითქოს ეს მისი იდეალურთან მიახლოებულობა მაღიზიანებდა.

მისთვის თვალის არიდებას ვაპირებდი, როდესაც მანაც შემამჩნია და ხელი დამიქნია.
,,ნი ვიჟუს" ჩარტყმა აღარ გამოდიოდა, ამიტომ მის მაგიდას მივუახლოვდი და ნანკა გადავკოცნე.
- ამორტენცია, აქ რას აკეთებ?
,,კაფეში რას უნდა ვაკეთებდე"
- ნაყინის საჭმელად შემოვიარე. -- ვუპასუხე მე, მასთან ერთად მყოფს გადავხედე და თვალები შუბლზე ამივიდა.
ტვინმა განგაშის სიგნალები ჩართო.
SOS!!!
გიორგი იყო და მისი თაფლისფერი თვალებით მიმზერდა!





ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს ამ ჩემ ნაჯღაპნს და თბილ სიტყვებს მაინც არ იშურებს.
მინდა იმედები არ გაგიცრუოთ.
მაპატიეთ დაგვიანებისთვის.
პატარა თავებისთვის.
შეცდომებისთვის.
ბანალური სცენებისთვის.
მინდა იცოდეთ, რომ ამაში მართლაც მთელს ჩემს სულს და გულს ვდებ, მაგრამ არ მეგონა ერთი ადამიანი მაინც თუ წაიკითხავდა.
განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ციცის, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვპასუხობ წინა თავზე დატოვებულ კომენტარზე, მაგრამ წავიკითხე და გული სითბოთ ამევსო. ძალიან მიხარია, თუ დავიმსახურე და შენი დატოვებული პირველი კომენტარი ამ საიტზე ჩემს ისტორიას ეკუთვნის.
ასევე დიდი მადლობა ჩემს ტყუპისცალს თორნიკეს, რომელიც იმის მიუხედავად რომ არ კითხულობს არაფერს მსგავსს რასაც მე ვწერ, ვიცი შემოვა აქ და წაიკითხავს. (თორნიკე, კი ირაკლი ცალსახად შენ ხარ, მიხარია რომ ასეთი დადებითი პერსონაჟი ჩემს ცხოვრებაში რეალურადაც არსებობს)

ამდენი იმიტომ დავწერე, რომ ჩემი პირველი ნამუშევარია და ჯერჯერობით ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი.
კრიტიკაც კი ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ჩემთვის, ამიტომ არ დაიშუროთ ^_^ ♡
MaybillineXX



№1  offline წევრი Niniko11

კარგიაა ასე განაგრძეე♡♡♡
დაა შენი ძმა გამაცანი რა თუ ირაკლისნაირი ხასითისაა ♡♡))))
დამაინტერესა ძაან ამ ისტორიაამ

 


Niniko11
კარგიაა ასე განაგრძეე♡♡♡
დაა შენი ძმა გამაცანი რა თუ ირაკლისნაირი ხასითისაა ♡♡))))
დამაინტერესა ძაან ამ ისტორიაამ

ნინიკო, დიდი მადლობა რომ კითხულობ ^_^
ჩემი ძმა ნამდვილად ძალიან გავს ირაკლის, ეს დიალოგები, სცენები, გრძნობები რასაც ამორტენცია განიცდის ირაკლის მიმართ ხშირად არის ჩემს რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ ამ ისტორიაში ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი სწორედ მათი ურთიერთობაა.

 


№3  offline წევრი Niniko11

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
Niniko11
კარგიაა ასე განაგრძეე♡♡♡
დაა შენი ძმა გამაცანი რა თუ ირაკლისნაირი ხასითისაა ♡♡))))
დამაინტერესა ძაან ამ ისტორიაამ

ნინიკო, დიდი მადლობა რომ კითხულობ ^_^
ჩემი ძმა ნამდვილად ძალიან გავს ირაკლის, ეს დიალოგები, სცენები, გრძნობები რასაც ამორტენცია განიცდის ირაკლის მიმართ ხშირად არის ჩემს რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ ამ ისტორიაში ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი სწორედ მათი ურთიერთობაა.

)))მგონი მანამ ამ ისტორიას დაასრულებ შენი ძმა მომოეწონებაა )))
:დდდ
ერთი სული მაქ ახალ თავს როდის წავიკითხაავ

 


№4  offline წევრი რიტორიკა

არ მეგონა შენც თუ დაიწყებდი წერას

 


რიტორიკა
არ მეგონა შენც თუ დაიწყებდი წერას

,,მეც" - რატომ? ;დ :///

 


№6  offline წევრი Kalina

მომწონს ❤️
შინაურულია, თუმცა არა არასერიოზული.
ოქროს ხაზის დაცვა ხშირად უჭირთ ხოლმე და მაქსიმალურად ეცადე არასერიოზულობაში არ გადახვიდე.

სულ ეს არის.
დანარჩენი — პერფექტო!
აბა შენ იცი!
❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


Kalina
მომწონს ❤️
შინაურულია, თუმცა არა არასერიოზული.
ოქროს ხაზის დაცვა ხშირად უჭირთ ხოლმე და მაქსიმალურად ეცადე არასერიოზულობაში არ გადახვიდე.

სულ ეს არის.
დანარჩენი — პერფექტო!
აბა შენ იცი!
❤️

ძალიან გამახარე ♡
მადლობა ^_^

 


№8 სტუმარი lizi

მომდევნო თავი მალე დადე რააა მართლა ძალიან მაგარია heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

აუ წინა თავები სად ვნახო?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent